შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თამაში მუსიკის წესებით (მეექვსე თავი)


27-12-2016, 16:48
ავტორი murachashvili
ნანახია 2 805

თამაში მუსიკის წესებით
მეექვსე თავი

მაიკოს გაბრაზება არ გამოჰპარვია გიორგის. კმაყოფილმა ჩაიცინა.
- დაანებე თავი, რატომ აგიჟებ?! - მეგობრისგან ასეთი ბავშვური ჯინიაობა საკმაოდ უკვირდა ლევანს.
- თავს ვირთობ, საქმე მაინც არ მაქვს და...
- იქნებ მოგეწონა?
- მე? -გულიანად ახარხარდა გიორგი - უბრალოდ საპნის ბუშტების გაქრობაში ვეხმარები...
-საპნის ბუშტების?! -ვერ მიუხვდა ლევანი.
- არ მიყვარს მასეთი ტიპის გოგოები, საკუთარ ასაკს რომ ვერ გრძნობენ, აჰყოლია 15-16 წლის ბავშვებს, ისინიც აშკარად ყველაფერში ბაძავენ, ალბათ კუმირად ჰყავთ, არადა, ერთი ფემინისტკა ვინმეა, თავს რომ იმშვიდებს ბავშვებთან ურთიერთობით.
- ფემინისტკა?! გაფიცებ, ამდენი რამ როგორ გაიგე?!
-აშკარად კაცთმოძულეა, რაღაცას რომ ეუბნები, ძაღლივით იღრინება!
- შენს სიტყვებზე, მხოლოდ რომ იღრინება და არ გკბენს ეგ მიკვირს... - მეგობარს აჰყვა ანგლობაში ლევანიც.
-საკბენ მანძილამდე არ ვუშვებ... - თვალი ჩაუკრა მეგობარს და იქვე ახლოს, დაბლა დასაშვებად მდგომ ლიკას გახედა - დავიჯერო ასე ახლოს შემთხვევით დადგა? მასაც იგივე დოზით უნდა ჩემთან ურთიერთობა და კინკლაობა, როგორც მე...
ის, ის იყო მორიგი რეპლიკა უნდა ეთქვა ლიკასთვის რომ ქალმა კანატკიდამ იმ წუთას ჩამომხტარ ბავშვებს ხელი დაუქნია, დაბლა გელოდებითო, მიაძახა და თხილამურებით დაეშვა. წელში მოხრილი, ლამაზად, ფრიალ-ფრიალით, მსუბუქად მიქროდა ის და უკან, რამდენიმე მეტრიან დისტანციაზე, ახალ ფეხადგმული წიწილებივით მიჰყვებოდა ხუთეული, სწრაფად ჩავლილ ლიკაზე ანიშნა:
-ხომ გითხარი?! ისე, ცუდად არ სრიალებს ჩვენი ლეკვი...
-წეღან ძარლი იყო, ახლა ლეკვობამდე მივიდა, ცოტა ხანში ბაჭიაც თუ გახდა... - ახარხარდა ლევანი.
- არ ვიცი, ცხოველთა რომელ სახეობამდე მივალთ, მაგრამ საკმაოდ აზარტული ვინმე ჩანს, მე კი შეჯიბრი მიყვარს.
- შეჯიბრი ქალთან?! -წარბი ასწია ლევანმა.
- მისი სრიალი ქალისას ჰგავს? არამგონია პაექრობაზე უარი მითხრას.
-ამოვა მეორე წრეზეც, გაჰყევი და ვნახოთ...
-არა, მაგ დონის მოთხილამურეს ოცდახუთიანებზე არ უნდა გაეჯიბრო...
-თუ ძმა ხარ, კისერი არ მოატეხინო... - ისევ იცინოდა ლევანი.
მაგრამ გიორგი მეგობარს აღარ უსმენა, უკვე ლიკასკენ მიემართებოდა:
- რაღაც უნდა შემოგთავაზოთ... - სათვალის ზემოდან სკეპტიკურად, ეჭვით გამოხედა ლიკამ - ერთმანეთს გავეჯიბროთ...
-მეხუმრებით?!
-რატომ?! ტელეფონის ვალიდანაც ამოხვალთ...
- ვხედავ თქვენი ვალის გადახდა მთელი ცხორება მომიწევს, იქნებ სიკვდილამდეც?!
- ამხელა ამბიცია ნამდვილად არ მაქვს, თუმცა...
-რა თუმცა? -ქალის ხმაში გაღიზიანება ირონიამ შეცვალა.
- გავერთობოდით, მეგობრებსაც სრიალის სკალსს ვაჩვენებდით... - დამცინავად გახედა ჯერ კიდევ შუა ბილიკზე მმყოფ ბავშვებს გიორგიმ.
-კლასს?!.... რაღაც გეშლებათ, ისინი მოზარდები არიან, ჩემს ასაკში ბევრად უკეთ ისრიალებენ. მათ არასოდეს გავეჯიბრები და არც ვინმესთვის „კლასის“ ჩვენებას ვაპირებ... თქვენგან განსხვავებით, ისინი ცხოვრებისგან სიამოვნებას იღებენ, - ღიმილით გახედა წაბორძიკებულ, თოვლში მოგუნგლულ, მხიარულად აკისკისებულ შვილს - ეს თქვენ გჭირდებათ საკუთარ ფასეულობებში გარკვევა...
- არ სრიალებთ? -ნარინჯისფერ კობინიზონიანი გოგონა მეგობართან ერთად მიუახლოვდა ლევანს.
- აი, მამაშენი როგორც კი ტურნირის გეგმებს დააწყობს... -სიცილით დაანახა შორიახლოს მდგომი წყვილი ლევანმა.
-ტურნირის?.. ამ ქალთან?! მოეწონა?! -უსიამოვნოდ გაჰკრა გულში გოგონას.
- არ გინდა ზედმეტი დრამატიზმი. არაფერია საგანგაშო, უბრალოდ მაგ ქალმა ცოტა გააბრაზა და რევანში სჭირდება.. - თვალი ჩაუკრა ნათლულს ლევანმა - რადგან მეგობართან ხარ, წინააღმე ხომ არ იქნები, მამაშენთან ერთად სადმე რომ გავიდე?.
- მარტო, თუ ისიც მოგყვებათ? -თავით ლიკაზე ანიშნა გოგონამ.
- მარტო! -ანის ირონიული რეპლიკებით გაღიზიანებულმა უპასუხა ლევანმა -მამაშენმა ტელეფონი თბილისში დატოვა და თუ ვერ დააურკე არ გაიკვირდეს...
-ოკ... გასაგებია! იმედია საინტერესო სანახავობას არ გამმაპარებთ! -ხელი დაუქნია ანიმ და მეგობართან ერთად დაეშვა.
- რატომ არ უთხარი, მეც რომ მივდივარ?! სასრიალოდ მარტო დარჩები? იქნებ დავიყოლიო ჩემები ცოტა ხანს კიდევ დამტოვონ? -აშკარად ყოყმანობდა ანის მეგობარი წასულიყო თუ არა.
- ამას როგორ ვეტყოდი, ცოტა ხნით ძიძის როლში თუ არ იქნება მამაჩემი, ცუდი არ იქნება, ჩემს გამო ნუ იღელვებ, აქედან სასტუმრომდე ორი ნაბიჯია. ცოტა ხანს ვისრიალებ და მეც წავალ.
- მართლა?! -ისევ ყოყმანობდა გოგონა.
- მიდი, მიდი, ნუ გეშინია, არ დავიკარგები! -სიცილს ვეღარ იკავებდა ანი, თბილად მოეხვია კლასელს და ისევ კანატკის რიგში ჩადგა.

- თანახმა ვარ, მხოლოდ ერთი პირობით... - გვერდზე ჩავლილ, მათკენ მომზირალ ნარინჯისფერ კომბინიზონიან გოგონას, გიორგის მგავსად, თავადაც თვალი გააყოლა ლიკამ.
- ანუ პირობებსაც მიყენებთ?! -არ ესიამოვნა ქალის თვითდაჯებული ტონი მამაკაცს.
- იმ ბავშვებისა და თქვენი მეგობრების წინ ბოდიშს მომიხდით, იმ შეურაცყოფისთვის დღეს რომ მომაყენეთ...
- ბოდიშს არაოდეს ვიხდი! - ზედმეტად უხეშად მოუვიდა ნათქვამი მამაკაცს, თუმცა სწრაფადვე შეცვალა ტონი: - ვთქვათ, გავაკეთე გამონაკლისი, თქვენ თუ დამარცხდებით რას იზამთ?!
- არ ვიცი, ეგ პირობა თქვენ უნდა წამომიყენოთ, იმედია არ არსებული აიფონის, ახალი მოდელის ყიდვას არ მომთხოვთ...
-არა, მოთხონა ბევრად მარტივია, აღიარებთ, რომ დღევანელი დავარდნის სცენა გათამაშებული იყო, ჩემი ყურადღების მისაპყრობად....
-თვითდაჯერებული იდიოტი ხარ! -ცივად გამოცრა კბილებში ლიკამ, ვიდრე მამაკაცი კიდევ რამეს ეტყოდა ადგილიდან მოწყდა და დაბლა დაეშვა. არც გიორგი ჩამორჩა. სწრაფავე დაეწია, გვერდულად ჩაუჭრა ქალს, გვერდი - გვერდ მისრიალებდნენ.
- რას გადამეკიდე?! გიჟი ხარ?... -ბრაზს ვეღარ მალავდა ლიკა.
- დამარწუნე, რომ ვცდები! - მაინც არ ეშვებოდა გიორგი - გპირდებით, მარცხის შემთხვევაში, ბოდიშს მოვიხდი... - კბილებში ცივად გამოსცრა მან.
ქალი შეჩერდა, რამდენიმე წამით მიაჩერდა სერიოზულად მომზირალ კაცს.
- ხვალ, თორმეტ საათზე ბავშვებთან ერთად დიდველზე ვიქნები...
-დღეს რატომ არა?! -ეშმაკურად უმზერდა მისი გამოხტომებით გაბეზრებულს ქალს.
- თქვენი ავანტიურისგან რას ელით ვერ ვხვდები, რადგან ამ სისულელეზე დაგეთანხმეთ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დღევანდელ გეგმებს შევცვლი....
- ავანტიურაზე?! მგონი შეთქმულების თეორიების ზედმეტად გჯერათ. თქვენი გაღიზიანება არც კი მიფიქრია, რადგან ხვალ გსურთ, იყოს ხვალ...
- ხვალ რა უნდა იყოს? - თავზე წამოადგათ ლევანიც.
-თქვენი მეგობრის ცრემლების ღვრა... - ირონიულად გაეცინა ლიკას და ისევ სრიალით დაეშმა ქვემოთ.
- ეგ კიდევ საკითხავია... -თვითკმაყოფილი ღიმილით ჩაილაპარაკა გიორგიმ.
- კარგი, გიო, მოეშვი მაგ ქალს. რაღაც მინდა შემოგთავაზო, მგონი ანი ჩვენს გარეშეც გამოიკვლევს გზას სასტუმრომდე, იქნებ სადმე წავსულიყავით?!
-კი, ბატონო, რადგან ასე ბრძანებთ! - სწრაფადვე დაეთანხმა ლევანს.

კარგა ხანს სრიალებდა ჩვენი ხუთეული, მართალია ლიკას ტემპებით ვერა, მაგრამ საბა, მარიამი, გიგა და სოფო, თითქმის ტოლს არ უდებდნენ. რასაც ვერ ვიტყოდით ტატოზე. ამჯერადაც როგორც იქნა ბილიკის სათავეში მოექცნენ მეგობრები, მართალია ტატო არ აღიარებდა, მაგრამ ფაქტი იყო, აშკარად პირველად იდგა თხილამურებზე. უჭირდა წონასწორობის შენარჩუნება, თეორიულად კი უხსნინენ, დამუხრუჭების წესებს, მაგრამ მგონი დიდად არ ესმოდა მათი სიტყვების მნიშვნელობა.
-ეეე, რა ვერ გაიგე?! -ვინ იცის მერამდენედ უმეორებდა მარიამი - თითქოს როლიკებზე დგახარ, მუხლებში ოდნავ იხრები, ფეხებს განზე წევს
. - ასე? -თითქოს შპაკატში ჩაჯდომას აპირებსო, ისე ჩაჩხავს ფეხებს ტატო.
- არა, მუხლის თავები ერთმანეთისკენ მიმართე, რაც უფრო ახლოს მიიტან, მით უფრო გაგიიოლდება შეჩერება.
-რაღაც გეშლება, მარიამ. შეჩერება კი - არა, სრიალი მინდა - საკუთარი ხუმრობით თვითთონვე იყო კმაყოფილი.
- ოდესმე ხომ უნდა შეჩერდე? თბილისამდე სრიალით აპირებ ჩასვლას? -ხარხარებდა საბა.
- თხილამურებზე დგომა თუ არ იცოდი, ვერ თქვი? -უკმაყოფილოდ შეჭმუხნა შუბლი სოფომ.
- სულ რამდენიმე მცდელობა, თქვენ თუ ცურავთ მეც ვისრიალებ! - იხტიბარს არ იტეხდა ვაჟი.
- ჯანდაბას შენი თავი, იცოდე გვერდით მოგვყვები, სიჩქარეს არ უმატებ და თუ რამე, საჯდომით ვარდები!... - თითს უქნევს საბა.
მეგობრის ბრძანებას პირნათლად ასრულებდა ტატო. მოთმინებით, ნელ-ნელა მოჰყვებოდა სასრიალო ბილიკზე.
სულ რაღაც ხუთიოდე დაშვება ეყოთ მეგობრებს ნებისყოფა ემწყემსათ ტატო.
- მშვენივრად ახერხებ ჩვენს გარეშე სრიალს, მიდი აბა ამჯერად მარტო დაეშვი! - ეშმაკურად შეაგულიანა სოფომ.
- რამე არ იტკინოს... - მაინც ყოყმანობდა მარიამი.
- კარგი, რა დიდი - დიდი დავარდეს. მეტს რას იზამს? ცოტას გავერთობით.
-წამოდი, ნუ გეშინია, ვიდრე ეგ ერთ წრეზე დაეშვება, ჩვენ ჩასვლასაც მოვასწრებთ და ამოსვლასაც, შუა გაზე წამოვეწევით... -აშკარად სოფოს უჭერდა მხარს გიგაც.
- აბა, მაზიანზე ვეჯიბრებით, ვინ პირველი?!... - თვალი ჩაუკრა გოგონებს საბამ და ტრასაზე დაეშვა.
- უსინდისო... - კივილ-კივილით, კისრისტეხით დაედევნენ დანარჩენებიც, ვისღა ახსოვდა ტატო.
მიუხედვდ იმისა, რომ საბა წინ იყო, მაინც დაელოდა მარიამს და ერთად, ზიგზაგურად დაეშვნენ ბილიკზე. ფინიშამდე პირვლები სოფო და გიგა მივიდნენ, თუმცა ვაჟი სულაც არ აპროტესტებდა. ეშმაკური ღიმილით გახედა მარიამისა და საბას ერთემნეთზე ჩაჭიდებულ ხელებს სოფომ.
- რა იყო? -ნაწყენმა შეუღრინა მეგობარს.
- მე? მეტად ახლოს არ გიშვებს? - ქირქილებდა გიგაც.
- ზედმეტი ხომ არ მოგდით?! - მეგობრების ხუმრობით განაწყენებულმა ხელის გაშვება სცადა მარიამმა, თუმცა უშედეგოდ. ვაჟი ძლიერად უჭერდა თითებს და მის განთავუსუფლებას არც კი ფიქრობდა.
- აი, ლიკა გიახლოვდებათ და... - ქალის ხსენებისთანავე ისე სწრაფად გაუშვა საბამ ხელი, რომ თავი ვეღარ შეიკავეს და ოთხივენი ახარხარდნენ.
- ჰე, დროს ნუ კარგავთ! - ხელით საათზე ანიშნა ლიკამ. კანატკის რიგში პირველი ჩადგა და ბავშვებს ასვლა ისევ დაასწრო.

ტატო აღტაცებული გაჰყურებდა მეგობრების სრბოლას, ცალი თვალით გახედა გვერდით ჩავლილ ნარინჯისფერ კომბინიზონიანსაც.
- მაგარია. მათ თუ შეუძლიათ მეც შევძლებ, წელში ლაღად გაიმართა. ფეხებში გასწორდა და დაეშვა. ნელ-ნელა კრეფდა სიჩქარეს, უსაზღვროდ დიდი ადრენალინის მატებაც იგრძო. თუმცა მოულოდნელად... შორიანვე დაინახა როგორ დაკარგა წონასწორობა წინ მიმავალმა მოთხილამურემ, აშკარად მოცურდა და მთელი ტანით მოწყვეტილი, დაეხეთქა ძირს, მკვეთრი ნარნჯისფერი კომბინიზონით რამდენიმე წუთის წინ ჩავლილი გოგონა იცნო.
- ეე... გაიწიე, გაიწიე... - მთელი ხმით უყვიროდა, მაგრამ თითქოს წაქცეულს მისი არც ესმოდა, გაწევას აშკარად არ ჩქარობდა. - ამის დადაც... - უკვე შიში შეეპარა ტატოს, საბას ნასწავლი დამუხრუჭების მეთოდის გამოყენება სცადა, მაგრა ბევრი ვერაფერი, მუხლებიც შეატყუპა, ტერფებსაც დააწვა, მაგრამ უშედეგოდ. მთელი სისწრაფით ძირს გართხმულ გოგონას შეასკდა, ალბათ უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, მთელი ტანით დაასკდა წაქცეულს და შეჩერდა.
- გაგიჟდი, ბიჭო?! თვალებიდან ვერ იყურები?! - გაავებული მასზე დავარდნილი ვაჟის მოშორებას ცდილობდა გოგონა.
- რომ გაწოლილიხარ შუა ტრასაზე, არ უნდა გაიწიო?!. გეძახდი, შენ კი... - არ ჩამორჩა ტატოც.
- ანუ, ჩემი ბალია?!... - გაკაპასდა ქალი - გვერდი ვერ ამიარე?!
- მაგდენი რომ მცოდნოდა, ამ დღეში ხომ აღარ ვიქნეოდი? - როგორც იქნა თოვლის ფერთხვით ფეხზე წამოდგა ტატო.
- როცა არ იცი, არც უნდა დადგე! - ისევ გაბრაზებული უღრენდა გოგონა.
- კარგი, ვაღიარებ, მე არ ვიცი სრიალი, რაც არ ვიცი, არ ვიცი, შენ რატომ ზიხარ ამ შუა ტრასაზე?! - ეშმაკურად ეფლირტავებოდა ტატო.
- თხილამური გამიტყდა და.... - იქვე დაგდებული თხილამურის ნარჩენებზე ანიშნა გოგონამ.
- კაი, ტო... ასეც ხდება? გინდა ჩემი გათხოვო?! -გულწრფელად შეწუხდა ვაჟი.
- მერე შენ?
-სრიალი მაინც არ ვიცი და მგონი ნაკლებ ზიანს მივაყენებ საკუთარ თავს, თუ ნელ-ნელა ფეხით დავეშვები..
- დიდი მადლობა, მაგრამ აზრი არ აქვს! - თხილამურების მოსახსნელად შეჩერებული ვაჟი, შეაჩერა გოგონამ - თან მგონის ფეხიც ვიტკინე, სავარაუდოდ თხილამურებზე დადგომას ვერ შევძლებ... - ტკივილით ამოისლუკუნა ანიმ.
-ტატო, რა გჭირთ?! - შეშინებულნი უმზერდნენ მეორე წრეზე ამოსული მეგობრები.
- თქვენს მეგობარს არაფერი, აი, მე კი... ნატკენ ფეხზე დამეცა! - აშკარად ზედმეტად გააბუქა უცნობმა.
- კაი?!... - ტატოს ბღვერით გახედეს ბავშვებმა.
მართალია შეფუთულ შარფსა და დიდი ზომის სათვალეში უცნობის ვიზუალის დანახვა შეუძლებელი იყო, მაგრამ რატომღაც ხმაზე ეცნობოდა გოგონა ტატოს.
- ღირს დანაშაულის დაბრალება?! -ერთი კი გაიფიქრა ვაჟმა, მაგრამ დიდხანს ფიქრი არ დასცალდა, ამჯერად ლიკა წამოადგათ თავზე.
- რატომ გაჩერდით?! შენ ვინ ხარ, რა გჭირს? - მაშინვე კითხვები მიაყარა მათ.
- ლიკა დეიდა, მგონი ახალი პაციენტი გიშოვეთ! - კანატკასთან მომხდარი წეღანდელი თავხედობის გამო, ზედმეტადაც კი ახალისებდა სოფის უცნობის ფეხის ტკენა.
- აბა, მაჩვენე... თოვლით დასვრილი ბათინკის გასახდელად დაიხარა ლიკა.
-არა, არა, ნუ წუხდებით, სერიოზული არაფერია, მგონი სრიალს შევძლებ, აქვე სადღაც მამაჩემია, ნათლიაჩემთან ერთად, ახლავე დავურეკავ და ისინი დამეხმარებიან.
გოგონა მობილურს დასწვდა, რამენჯერმე დარეკა, თუცა უშედეგედ.
- წარმოუგენელია, მობილური გამორთულიაო! - გოგონას ხმაში ხმა ისე გაბზარვოდა, ალბათ ცოტაც და ატირბოდა.
- ნუ ღელავ, ჩვენ დაგეხმარებით. სიარული თუ არ შეგიძლია, აქეთ - იქიდან ამოგიგებით, სულ სრიალ - სრიალით ჩაგიყვანთ... - ისევ ხუმრობდა მარიამი. გოგონას ლაღ ხმაზე ანისაც კი გაეღიმა.
- ყველაფერზე სიცილი შეიძლება?! - თვალები დაუბრიალა ლიკამ ალაზღანდარებულ, აფხუკუნებულ ბაშვებს - მოტეხილი არ გექნება, ასე მშიდად ვერ გაჩერდებოდი. მაგრამ გარისკვა არ ღირს. სიფრთილე გმართებს.
- უბრალოდ ბიჭებს ეპრაჭება, ყურადღებას იფერებს! - ცინიკურად გადაულაპარაკა სოფომ მარიამს - იცის როგორ მიიქციოს ყურადღება,სულ ცოტაც და სამივე მის ჭკუაზე ირბენს...
- არა მგონია, მსახიობობდეს, მგონი მართლა სტკივა... დაბლა უნდა ჩავიყვანოთ? - თითქოს დედისგან იღებდა ნებართავს მარიამი.
- მოკლედ, საბა და გოგა, ხელები ისე დააწყვეთ, თითქოს ტახტრევანია, - სწრაფად გასცა დირექტივები ლიკამ - იმედია ფრთხილად სრიალს შეძლებთ, კიდევ ახალი ტრავმები არ გვჭირდება! - სიცილით გააფრთხილა საბა - ტატო, შენ როგორც ამ ყველაფრის მიზეზი, თხილამურებს წამოიღებ. თქვენ კი... - გოგონებსაც გამოუძებნა ფუნქცია ლიკამ - სასტუმროში გაიქცევით და პირველადი დახმარების ნივთებს მომიტანთ. ჟგუტი არ დაგავიწყდეს! - უკვე გზაში მყოფ შვილს მიაძახა ლიკამ.
- აბა, რამე რომ იყოს შენს სახელს არ გვეტყვი, პრინცესა?! - ბიჭების მიერ გაკეთებულ ტახტრევანზე მოხერხებულად მოთავსებულ გოგონას რევერანსით ჰკითხა ტატომ.
- კომბოსტო!.. - ირონიულად უპასუხა ანიმ.
- რომ გკითხონ, ცუდად ხარ, არადა... - მისი უკმეხი ტონი არ მოეწონა ვაჟს.
- ფეხი ვიტკინე, ენა კი არა...
- ის არ გვყოფნის, რომ ხელით მიგვყავს, ახლა ამათი კამათიც უნდა ვისმინოთ?! - გაბრაზებულმა გახედა ტატოს გიგამ.
- უთხარი სახელი, თორემ დაგტოვებთ აქვე! - სიცილს ვერ იკავებდა საბა.
- დატოვების რა გითხრათ, და სათვალე დამეორთქლა, ვეღარაფერს ვხედავ... - მეტიჩარა ხმით გამოაცხადა მან, სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, სათვალე შუბლზე რომ აუწია ტატომ - შარფსაც თუ მომხსნით... - ამჯერად მუდარით მიმართა ქალმა.
- ეეე! - გაოცებისგან, ინსტიქტურად დაბლა ჩამოსვა გოგონა საბამ.
- შენ?! - სასიამოვნოდ გაოცებული უმზერდა ტატო ტკივილისგან სახე დამანჭულს, მაგრამ მაინც ოდნავ მომღიმარ ანის.
- აი, ეს მესმის!... მარიამი გადაირევა, რომ გაიგებს ვინც ხარ, აქ შენს ნახვას მართლა არ ველოდით! - ეშმაკურად ჩაუკრა თვალი საბამ ტატოს.
- პატივისცემაც ასეთი უნდა, ტკივილისგან ვიდრე არ დავარდება ხელში აყვანას არ აღირსებთ ხომ?! - სიცილით ტუქსავდა ბიჭებს ლიკა.
- ახლავე, ახლავე... - ვისღა ახსოვდა წუთების წინანდელი წუწუნი, გიგას აღარ აცადა, ტატომ და საბამ ბუმბულივით მსუბუქად აიტაცეს ანი ხელში.



№1 სტუმარი Mtvareula

Axla gadavxede wina tavs da mtavar gverdze gamosuls axali damxvda ^^
Wavikitxav axla darwmunebuli var kargi iqneba. <3 .

 


№2 სტუმარი გვანცა))

ვგიჟდები
ვგიჟდები
ვგიჟდები
უმაგრესია❤ვაბოდებ ამ ისტორიაზე❤

 


№3  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Mtvareula
Axla gadavxede wina tavs da mtavar gverdze gamosuls axali damxvda ^^
Wavikitxav axla darwmunebuli var kargi iqneba. <3 .


იმედია მოგეწონება heart_eyes

გვანცა))
ვგიჟდები
ვგიჟდები
ვგიჟდები
უმაგრესია❤ვაბოდებ ამ ისტორიაზე❤

smile მე კი თქვენზე ვაბოდებ heart_eyes kissing_heart

 


№4  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ავტორ მომენატრეეეეე
ძძაან მომენატრა ეს მოტხრობააა მართლა
სასწაული მოტხრობააა მიყვარს!!!!!!!!!!!!

ველოდები შემდეგს მოუთბენლად!!!!!!!!!!

 


№5  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

აუუ რა მაგარი იყოოოო....
აი არ ვიცი ხასიათი გამომიკეთა...
იმედია ლიკა ასწავლის ჭკუას გიორგის და არამარტო ასწავლის კარგადაც შეარცხვენს... სულმოუთმენლად ველი გიორგი ბოდიშს როდის მოუხდის ლიკას...
ტატოს და ანას ამბავი ოოოოოო...
აი მარიამის და საბას წყვილი კი რაღაცას ემსგავსება მგონი...
მოკლედ ახალ თავს ველი რაც შეიძლება მალე...

 


№6  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nawkas12345
ავტორ მომენატრეეეეე
ძძაან მომენატრა ეს მოტხრობააა მართლა
სასწაული მოტხრობააა მიყვარს!!!!!!!!!!!!

ველოდები შემდეგს მოუთბენლად!!!!!!!!!!


heart_eyes თქვენ რომ იცოდეთ მე როგორ მომენატრეთ, თუმცა მგონი ამ სიტყვების მოსასმენად მაინც ღირდა სულ პატარა პაუზის გაკეთება smile დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო, უზომოდ მიხარია ასე რომ მოგწონთ ჩემი გმირები, და ალბათ სულ ცოტას ვეჭვიანობ კიდეც smile

უცნობი ქ
აუუ რა მაგარი იყოოოო....
აი არ ვიცი ხასიათი გამომიკეთა...
იმედია ლიკა ასწავლის ჭკუას გიორგის და არამარტო ასწავლის კარგადაც შეარცხვენს... სულმოუთმენლად ველი გიორგი ბოდიშს როდის მოუხდის ლიკას...
ტატოს და ანას ამბავი ოოოოოო...
აი მარიამის და საბას წყვილი კი რაღაცას ემსგავსება მგონი...
მოკლედ ახალ თავს ველი რაც შეიძლება მალე...

ვამბობდი, ვასრულებ, ვასრულებთ მეთქის და... კი გაგრძელდა ასე სერიალივით smile არადა კიდევ იმდენი რამ დამიგროვდა ამ გადარეულების ხელში, მე არც მეკითხება, ისე იწერება ისტორია მისით smile ჩამოყალიბდებიან, მიიღებენ სახეებს... არ მინდა ხელოვნურები გახდნენ, უბრალოდ დავინახოთ ხუთი დღით ჩასულნი მოზარდები როგორ ერთობოდნენ ბაკურიანში და როგორ შეხვდნენ ახალ წელს, ზედმეტი პომპეზურობის, კომფორტის, პარიზისა და ეგვიპტის გარეშე, ერთმანეთით სავსეები smile

 


№7  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

რატომ ეჭვიანობ?

 


№8 სტუმარი Mtvareula

Dzalian momewonaa.
Likas da giorgis ambavi uu mainteresebs rogor gagrdzeldeba. Imedia ani ar iqneba winaagmdegi.
Saba da mariamic dzalian sayvarlebi arian ^^ . Tan rogor uaryofen orive.
Tato da anic dzalian momwons.
Mokled yvela dzaan momwons me da mtlianad istoriaze vgijdebi. Dzalian mxiaruli da ubralo. Ubralos cudi gagebit ar vambob, ubralod ar aris foefoe zgaprul milioner gmirebze. Realobastan axlos aris. Tan saaxalwlo ganwyobasac qmnis.
Velodebi shemdeg tavs moutmenlad. <3 .

 


№9  offline წევრი isterichka123

vai ramagaria kaia gagrdzele

 


№10  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nawkas12345
რატომ ეჭვიანობ?

ჩემზე მტად მგონი ისინი შეიყვარეთ heart_eyes smile

Mtvareula
Dzalian momewonaa.
Likas da giorgis ambavi uu mainteresebs rogor gagrdzeldeba. Imedia ani ar iqneba winaagmdegi.
Saba da mariamic dzalian sayvarlebi arian ^^ . Tan rogor uaryofen orive.
Tato da anic dzalian momwons.
Mokled yvela dzaan momwons me da mtlianad istoriaze vgijdebi. Dzalian mxiaruli da ubralo. Ubralos cudi gagebit ar vambob, ubralod ar aris foefoe zgaprul milioner gmirebze. Realobastan axlos aris. Tan saaxalwlo ganwyobasac qmnis.
Velodebi shemdeg tavs moutmenlad. <3 .


ჩემი გმირები ჩვეულებრივი თბილისელი ბავშვები არიან, საშუალო ფენის ოჯახების წარმომადგელები, იმაზე მეტად რეალურები და ნამდვილები ვიდრე წარმოიდგენთ, არ ვიცი რამდენად დამიჯერებთ, მაგრამ ამ ბავშვების ისტორიაში არაფერი არაა მოგონილი, ასეთი ლაღები და ჭკუამხიარულები არიან ცხოვრებაშიც heart_eyes ალბათ, ამიტომაც მოგწონთ, მგონი ეს ყველაზე რეალური და ნამდვილი ისტორიაა ჩემს შემოქმედებაში.

isterichka123
vai ramagaria kaia gagrdzele

smile heart_eyes ოკ, ვაგრძელებ smile

 


№11  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

აიი რაღაც ისეთი წასაკითხოაა უზომო სიამოვნებას რომ განიჭებს და გულს სითბოთი გივსებს♡♡♡ათასგვარი გრძნობიით და ემოციით სავსეე ♡♡გულს და სულს რომ უხარიაა კითხვა ! ისე ჩავიკითხავ ხოლმეე მთელი გრძნობით და მაინც არ მყოფნის მერე ♡ძალიან კარგი ხარ და უზომოდ კარგად წერ ♡♡♡აშკარად საოცარი ნიჭი გაქვს წერის და გადმოცემის♡♡♡

 


№12  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ნიტა♡♡
აიი რაღაც ისეთი წასაკითხოაა უზომო სიამოვნებას რომ განიჭებს და გულს სითბოთი გივსებს♡♡♡ათასგვარი გრძნობიით და ემოციით სავსეე ♡♡გულს და სულს რომ უხარიაა კითხვა ! ისე ჩავიკითხავ ხოლმეე მთელი გრძნობით და მაინც არ მყოფნის მერე ♡ძალიან კარგი ხარ და უზომოდ კარგად წერ ♡♡♡აშკარად საოცარი ნიჭი გაქვს წერის და გადმოცემის♡♡♡


ჩემო საყვარელო, არც კი იცი როგორ მიხარია და მსიამოვნებს, თუ ოდნავ მაინც ვახერხებ თქვენს გახარებას heart_eyes არ ვიცი ეს ისტორია რამდენად გათბობთ, მაგრამ თქვენი კომენტარებით ასკარად რომ ვივსები ფაქტია heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent