შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თამაში მუსიკის წესებით (მეშვიდე თავი)


30-12-2016, 17:00
ავტორი murachashvili
ნანახია 2 740

მეშვიდე თავი
როგორც იქნა თხილამურების გასაქირავებელ პუნქტამდეც მივიდნენ, ანი ერთ-ერთ რკინის კონტეინერში შეიყვანეს, მარიამისა და სოფოს დაბრუნებამდე ლიკამ ბათინკები გახადა და შარვლის ტოტიც შეჭრა მუხლამდე, ტრავმირებულ ტერფს ყურადღებით ათვალიერებდა, მტკივან ფეხზე დაჭიმული ძარღვები ლურჯად დატოტილიყო, ხელის დადებით, ფრთხილად შეამოწმა მუხლის მყესები, იოგები, წვივის კუნთები. ანი კბილებს ერთმანეთზე აჭერდა კვნესის შესაკავებლად.
- ჩუ, საყვარელო, ჩუ, ჩემო ტკბილო! აი, მოვლენ ის გადარეულები, მოიტანენ სახვევებს და... - ისე ეფერებოდა ლიკა, თითქოს წინ პატარა ბავშვი ეჯდა.
ბიჭების დაფეთებული, შეწუხებული სახეების შემხედვარე ანის მწარედ ეღიმებოდა, ბუნებით წუწუნა და მშიშარა არ იყო, ამჯერადაც კბილზე კბილს აკეჭდა კვნესა რომ არ აღმოხდენოდა. თუმცა ცრემლების შეკავება მაინც უჭირდა, ტუჩები გაფითრებოდა, ტკივილისგან თუ სიცივისგან ავარდნილ ცახცახს ვერაფრით აჩერებდა.
ლიკას პროგნოზი გამართლდა, ფეხი მოტეხილი არ ჰქონდა, თუმცა სახსარი აშკარად დაჭიმვოდა და ნელ-ნელა შესიებასაც იწყებდა. პირველივე რაც მოიფიქრა ქალმა ის იყო, რომ ცივ-ცივ საფენების დასადებდა ბიჭებს რკინის სათლით თოვლი შეატანინა. - ეს მიშველის?! - ეჭვით უმზერდა სიცივისგან აკანკალებული გოგონა ცივ კომპრესს.
- ლიკა დეიდამ იცის რასაც აკეთებს! - ქალის უნარებში დარწმუნებულმა, ამაყად წარმოთქვა საბამ.
- საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი... - სიცილით გახედა ტატომ მეგობარს.
- სად ხართ? - ბიჭების რეპლიკებისთვის პასუხი არ გაუცია, შვილთან დარეკა ლიკამ.
- მოვედით! - გარედან გაისმა სოფოს ხმაც.
- ეეე, შეუძლებელია!.. - გაოცებული უმზერდა მარიამი ხან ანის და ხან ბიჭებს - აქ საიდან? როგორ?! - სიხარულს ვეღარ მალავდა გოგონა.
- მამაჩემთან ერთად ვისვენებ, საახალწლოდ ჩამოვედით! - ღიმილს ვერ იკავებდა ანიც.
- ისე ვიდრე ერთმანეთს ესიყვარულებით, იქნებ ეგ ჩანთა მომაწოდო და სახვევების დადებაშიც მომეხმარო?! - შვილის აღტაცებული სახის დანახვაზე სიცილს ვეღარ იკავებდა ლიკაც, სილურჯის გაწოვის დასაჩქარებლად ჰეპარინის მალამო წაუსვა მუხლზე.
- რა თქმა უნდა! - ახლაღა გაახსენდა მარიამს გოგონას დახმარება რომ სჭირდებოდა, სწრაფად ამოიღო არტაშანი და რვიანისებრი ნახვევის გაკეთებაში მოხერხებულად დაეხმარა დედას.
- შარშანდელი პრაქტიკა, აშკარად კარგად გამოადგა, ხედავ რა კოხტად ადებს სახვევს?! - მხარი გაჰკრა გიგამ საბას.
- მგონი სახვევები მალე შენც დაგჭირდება და არა მგონია ვინმე დადებაში დაგეხმაროს! - ჩუმად შეუღრინა მეგობარმა.
- რომელ სასტუმროში გაჩერდით? - ისევ ანისთან საუბარს აგრძელებდა მარიამი.
- თბილისში...
- კაი?! - გაოცებულმა ტატომ მეგობრებს გადახედა.
- თუ სწორად მივხვდი სასრიალო ბილიკზე მყოფი მამაკაცი....
- მამაჩემია... - წინადადება არ დაასრულებინა ლიკას ანიმ.
- სამწუხაროა... - ხუმრობა ნარევი, თუმცა ნაწყენი ტონით აღნიშნა ქალმა.
- უკაცრავად?! - გიორგის მიმართ წამოსროლილი რეპლიკა აშკარად არ ესიამოვნა ანის.
- რომელ მამაკაცზე ამბობთ? - ცნობისმოყვარედ ჩაეკითხა სოფო.
- დილით რომ შევხვდით, ცნობისათვის დღევანდელი ინციდენტის გამო, რევანში მოინდომა, ხმალ ასპარეზობა გვაქვს დანიშნული...
- ხუმრობ, დედა?!
- სულაც არა, 12 საათზე დიდველზე თხილამურებით ვეჯიბრებით ერთმანეთს...
- რომელ ინციდენტზე საუბრობთ? - ცნობისმოყვარედ იკითხა ანიმ.
- პატარა უსიამოვნო შემთხვევას ჰქონდა ადგილი, სერიოზული არაფერი... - თვალების ბრიალით გააჩუმა ლიკამ, გიორგის სალანძღავად მომართული ბავშვები - ესეც - ასე, ფეხი გადახვეულია - კმაყოფილმა შეავლო თვალი მარიამის მიერ დადებულ რვიანისებრ სახვევს ლიკამ - მგონი ბიჭები წინააღმდეგნი არ იქნებიან პატარა ქალბატონს სასტუმრომდე ტაქსით თუ მივიყვანთ.. ერთ სასტუმროში ვყოფილვართ, ამაღამ მალამოს კიდევ დაგადებ, ერთი - ორი დღე თუ მოუფრთხილდები და ფეხს ძალას არ დაატან კარგი იქნება, შემდეგ კი ისევ იფრენ ჩიტივით....
- შეგაწუხეთ... - უხერხულად იშმუშნებოდა ანი.
- რას ამბობ, მგონი პირიქით, ბავშვები აშკარად გახარებულები არიან შენთან შეხვედრით...
- არ გითქვამთ, ერთმანეთს საიდან იცნობთ?! - ინტერესით ჩაეკითხა გიგა.
საბამ და მარიამმაც ტატოს შეხედეს. მიუხედავად იმისა, რომ სოფოსთან და გიგასთან მეგობრობდნენ, ვაჟს აშკარად არ უნდოდა მათაც გაეგოთ, როგორ იშოვეს ბაკურიანში წამოსასვლელი თანხა, ნაწილობრივ ლიკასიც ერიდებოდა, უხერხულად შეიშმუშნა.
- ერთმანეთს ერთ-ერთ კონცერტზე შევხვდით! - ისევ მარიამმა გამოიყვანა მდგომარეობიდან, ლიკამ ეჭვით გახედა შვილს, ვერ იტანდა როცა გოგონა იტყუებოდა, თუმცა ზედმეტი კითხვები მაინც არ დაუსვამს.
- კონცერტზე?! ჩვენ არ ვიყავით?! - თითქოს განზრახ სვამდა ამდენ კითხვას გიგა.
- არა მკითხე მოამბეო, მიპერტყე და მიაგდეო! - ღრენით შეუბღვირა საბამ.
- შარშან, კლუბში რომ არ წამოხვედით, იქ გავიცანით... - მეტიჩარა ხმით დაეჯღანა მარიამი სოფოს და გიგას.
- დიახ, დიახ, კლუბში... - მართალია დიდად ვერ მიხვდა მათი გაცნობის რეალური ისტორია რატომ დამალეს საბამ და მარიამმა, მაგრამ მაინც აჰყვა ანი.
- ტაქსი მოვიდა!... - შვილის ტყუილებით გაბეზრებულმა შეაწყვეტინა ბავშვებს ლიკამ.
მინივენის ტიპის ავტომობილშო ხმაურით მოთავსდნენ.
- ბაკურიანში რამდენ ხანს რჩები? - როგორც იქნა გაბედა კითხვის დასმა ტატომ.
- ალბათ, ახალი წლის ჩათვლით, როგორც წესი ბედობას ვბრუნდებით ხოლმე... - ახალი წლის ხსენებაზე სულაც არ იგრძნობოდა ანის ხმაში სიხარული, ბავშვებმა ერთმანეთს გადახედეს, თუმცა ზედმეტი კითხვების დასმა ვერ გაბედეს.
- მშვენიერია, ერთად ვიქნებით, კარგადაც გავერთობით... - უკვე გეგმებს აწყობდა მარიამი. ოდნავ შესამჩნევად, ტკივილით გაიღიმა ანიმ.
- რა, არა?!... - ეჭვით გახედა საბამ გვერდით მჯდომს - საახალწლოდ კონცერტი გვაქვს, ხომ მოხვალ?!
- ჩვენთან ერთად ხომ დაუკრავ?! - ამჯერად მარიამი ჩაეკითხა გოგონას.
- არ ვიცი, წინასწარ ვერაფერს დაგპირდებით!... - ყოყმანობდა ანი.
- ეეე, კარგი რა!...
- კი, მაგრამ კონცერტზე გამოსვლაზე რომ ითანხმებთ, ირმას არ ეკითხებით?! - სიცილს ვეღარ იკავებდა ლიკა.
- დაველაპარაკებით, ვთხოვთ!... - საუბარში ჩაერთო ტატოც.
- არ მოგისმენია და იმიტომ ამბობ, მისი დაკრული ირმამ რომ ნახოს, გაგიჟდება!... - ემოციებს ვერ მალავდა მარიამი.
- ახალი წლის ღამეს არც კონცერტზე ვიქნები და ვერც წვეულებას დავესწრები... - ისევ უარზე იყო გოგონა.
- აბა, პენსიონერივით სასტუმროს ნომერში ხომ არ იჯდები?! - ირონია გაერია ხმაში საბას.
- მე რომც მოვინდომო, მამაჩემი მაინც არ დამეთანხმება, მით უმეტეს ახალი წლის ღამეს... პედაგოგისთვის თხოვნას აზრი არ აქვს... - როგორც იქნა ამოღერღა ანიმ და მისკენ მომზირალ, გაოცებულ თანამგზავრებს ცრემლებით სავსე თვალები აარიდა.
გოგონას სიტყვებით გაოცებული ბავშვები ლიკას ისე მიაჩერდნენ თითქოს შველას მისგან ელოდნენ, ქალი ჩაფიქრებული უმზერდა უჩვეულოდ მოწყენილ გოგონას. ალბათ, გრძნობდა, რომ მის ტკივილს ბევრად ღრმად გაედგა ფესვები. არაფერი უთქვამს, უბრალოდ მოეხვია გვერდით მჯდომს. ერთი ღრმად ამოიოხრა ანიმ და ცრემლებით დანამული სახე ქალის მკერდში ჩამალა. გრძნობდა, როგორ უცახცახებდა მხრები ანის, სავარაუდოდ ისევ ტიროდა, მაგრამ დუმილის დარღვევას ვერც ერთი ბედავდა.
- შენთვის გულის ტკენა არ გვინდოდა!... - ცოტაც და ალბათ ანისთან ერთად გოგონებიც ატირდებნოდნენ.
- ჩუ.... ნუ ტირი... ყველაფერი დალაგდება, ყველაფერი გაივლის... ადრე თუ გვიან ნებისმიერი ტკივილი ყუჩდება, ან უბრალოდ ამ ტკივილით ცხოვრებას ისწავლი...
- თქვენ არ იცით, თქვენ უბრალოდ არ იცით... - ჩუმად ჩურჩულებდა ანი.
როგორც იქნა სასტურომდე მივიდნენ, უკვე დამშვიდებული გოგონა ნომრამდე მიაცილეს:
- გასაგებია, რომ ახალი წლის ღამეს ვერ შემოგვიერთდები, მაგრამ დღეს საღამოს რა გეგმები გაქვს?!... - გამომშვიდობებისას ჰკითხა ტატომ.
- ექიმმა მშვიდად იყავი, ბევრი არ იაროო... - სიცილით დახედა გადახვეულ ფეხს ანიმ.
- დე... როგორ ფიქრობ, ანის ნომრებს შორის სიარულიც არ შეუძლია?! - ეშაკურად გახედა მარიამმა ლიკას.
- ნომრებს შორის მგონი დასაშვებია.... ჰა, ჰა, უკიდურეს შემთხვევაში, სასტუმროს ეზომდეც შეიძლება ჩასვლა.
- უფრო შორს თუ მოვინდომებთ წასვლას?! - ეშაკური სიცილით იკითხა სოფომ.
- შენ მაგაზე ნუ ღელავ, მოვიფირებთ რამეს... - გოგონას ნაცვლად, სიცილით უპასუხა ტატომ.
- მოვწესრიგდები, მამაჩემს ბარათს დავუტოვებ და შემოგიერთდებით...
- დიდხანს არ გვალოდინო იცოდე!....- ისე მოეხვია მარიამი თითქოს ერთმანეთს სამუდამოდ ემშვიდობებოდნენ.

არ ვიცი რამდენად ღირს იმის აღწერა როგორ ერთობოდნენ ბავშვები, ირმას ეცინებოდა:
- რა აზრი ჰქონდა ბიჭებისთვის ცალკე ნომრის აღებას, თუ მთელი დღე აქ ისხდებოდნ? - ღიმილით ეკითხებოდა ლიკას.
თუმცა ცოდვა გამხელილი სჯობს, უფროსები ბევრად მშვიდად გრძნობდნენ თავს, როცა ყველანი ერთად ერთ სივრცეში იმყოფებოდნენ.
მათ ფანტაზიას საზღვარი არ ჰქონდა, თამაშობდნენ ყველაფერს, ხუთი წლის ბავშვებივით დახუჭობანადან მოყოლებული, „სიმართლე და მოქმედებით“ დამთავრებული...
მიუხედავად იმისა, რომ ანი ვერ დადიოდა, ყველაზე სახალისო მგონი მაინც დახუჭობანას თამაში გამოდგა, ირმა და ლიკაც კი აიყოლიეს, ვინ სად იმალებოდა ვერ გაიგებდით. ამხელა ბავშვები ზოგი სანახევროდ ცარიელ კარადებში, ვიღაცამ ლოგინის ქვეშაც სცადა შეეკვეტა, თუმცა მალევე გადაიფიქრეს, ზედმეტად ვიწროაო. ყველა მათგანს საკუთარი სამალავი განსაკუთრებულად ეჩვენებოდა. ამჯერადაც ასე იყო...
- უსინდისო ხარ! - უკმაყოფილო სახით საყვედურობდა ტატოს სოფო.
- რატომ ვითომ? - სიცილს ვეღარ იკავებდა ვაჟი.
- იჭყიტებოდი.
- დედას გეფიცები, არც კი მიფიქრია...
- აბა რა იცოდი აბაზანაში რომ დავიმალე? - ამაყად წამოეყინჭა გოგონა.
ტატომ ერთი კი გახედა გვერდით უწყინარი სახით მდგომ გიგას, მიამიტად აფახუნებდა თვალებს, ვერც კი იფიქრებდით, რომ რამდენიმე წამის წინ თავად ანიშნა ვაჟს სად იყო დამალული სოფო.
- ამის მიხვედრას რა უნდოდა?! იმდენად ვიწრო კაბინაა, შენს მეტი ვერავინ შეეტევა! - დაბღვერილ სოფოს ენა გამოუყო გიგამ და მკვირცხლად გავარდა მოქნეული ბალიში რომ აეცილებინა.
- კარგით, ახლა დაშოშმინდით! - იქვე გაშვერილი ფეხით მჯდომმა ანიმ გამშველებლის როლი მოირგო - მარიამი და საბაც გყავთ კიდევ მოსაძებნი...
- იქნებ ვაცადოთ ცოტა ხნით განმარტოვება?! - ეშმაკურად გახედა ტატომ მეგობრებს - მაგათ ბოლოსთვის მოვიტოვებ...
- რაო, რაო, რას ვაცდითო?!- ვეღარ მოითმინა და საწოლის ქვემოდან გამოყო თავი ლიკამ.
- მანდ როგორ შეეტიეთ?! - გაოცებისგან თვალები ჭყიტეს ბავშვებმა.
- არ ვიცი, შეტევით კი შევეტიე, მაგრამ მგონი ვეღარ გამოვდივარ! - სიცილს ვეღარ იკავებდა ლიკა.
- გეუბნებოდი აქ ამოძვერი მეთქი და არ დამიჯერე! - კარადის თავიდან ჩამოსძახა ირმამ.
- ეეე, მასწ... თქვენც? მანდ როგორ მოხვდით?! - გულწრფელად გაუკვორდათ თითქმის ჭერამდე აყუდებული კარადის ანტრესორიდან მომზირალი ირმას დანახვა.
- საბა დამეხმარა... - ამაყად ჩამოსძახა გაოგნებულ ბავშვებს ირმამ.
- და, თვითონ სად წავიდა? - ეშმაკურად იკითხა სოფომ.
- ეგეთებს არ ვართ, თუ მაგრები ხართ თქვენით იპოვეთ... - ნიშნისმოგებით ჩამოსძახა ირმამ.
- ქალბატონო ირმა, როგორი ამინდია შენთან? - ისევ ხუმრობდა გაჭედილი ლიკა.
- არაჩვეულებრივი... - სიცილით ჩამოსძახა ირმამ.
- აღარ გვეძებთ? გავიყინეთ... - აივნის კარებიდან თავად შემოყო თავი საბამ.
- აქ რა ხდება? - ვაჟის მხარს ზემოდან გამოიჭყიტა სახე აწითლებულმა მარიამმა.
- დედა?!... მასწ... - ვეღარ მიხვდა გოგონა პირველად რომელს დაჰხმარებოდა.
- მასწ.. მანდ დარჩენით ახვედით? ჩამოსვლას არ აპირებთ?! - სიცილს ვერ იკავებდა საბაც.
- როგორც ამომსვი ისე ჩამომიყვანე, სკამი მომიდგით!... - გასცა ბრძანება ირმამ.
საბა მოზრდილი სკამით უკვე იდგა კარადასთან. ხუმრობ-ხუმრობით დაეხმარნენ ირმას ჩამოსვლაში. შემდეგი ეტაპი ლიკას გამოძვრენა იყო, რაც სულაც არ გამოდგა ასეთი მარტივი. ლეიბიან-მეტრასიანად ყველაფერი ასაღები გაუხდათ ქალის გამოსაყვანად. მტვრითა და აბლაბუდებით დასვრილი თითქმის თეთრი გამოძვრა ლიკა.
- დამლაგებელს უნდა ვუსაყვედურო... - ტანისამოსს ხელით იფერთხავდა ლიკა.
- აბა, საბრალომ ვერ გაითვალისწინა ლოგინის ქვეშ თუ შეძვრებოდი!... - სიცილით გამოსძახა მარიამმა.
სიცილ-კისკისი მოულოდნელმა კაკუნმა შეაწყვეტინათ. კარები აბაზანაში მიმავალმა თმაგაჩეჩილმა ლიკამ გახსნა და ღიმილი სახეზე შეეყინა, როცა მისი ვიზულით გაოცებული გიორგი დაინახა.
- უკაცრავად, უდროო დროს მოვედი?! - ქალის აბლაბუდებითა და მტვრით დაფარული სახის დანახვაზე სიცილის შეკავება სცადა მამაკაცმა - ნომერში წერილი დამხვდა, მგონი ჩემი ქალიშვილია თქვენთან უნდა იყოს...
- აქ ვარ, აქ... - კოჭლობით გამოვიდა ანი.
- ფეხზე რა გჭირს? - უცებ გადაავიწყდა აბაზანაში დამალული ლიკა და მისი უცნაური ვიზუალი გიორგის, შეშფოთებული უმზერდა შვილს.
- არაფერია, ნუ გეშინია, ჩვენთან მოგიყვები! - ხელკავი გამოსდო ქალიშვილმა და მათი ნომერისკენ წაიყვანა.



№1 სტუმარი გვანცა))

უკარგესიაა
ვაბოდებ შენზე❤

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

გვანცა))
უკარგესიაა
ვაბოდებ შენზე❤


მადლობა ჩემო საყვარელო heart_eyes

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

აუუუ რა კარგი იყოოო
იმდენი ვიცინე

მასწავლებლის და მშOბლის იდეალები არიან ლიკა და ირმაა ორივე მიყვარს.
კიდევ ძალიან მომწონს ანას და ტატოს წყვილი და ზოგადად მეგობრები მაბოდებს ამ ბავშვებზე და ვგჟდები!!!!!!!!!!!

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვაიმე ანა შენ გაიხარე,იმდენი ვიცინე,აღარ შემიძლია.ნუ ყველანაირად ყველაფრით უზადო და საუკეთესო ხარ ჩემო კარგო.სიტყვები არ მყოფნის რა
--------------------
ლანა

 


№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nawkas12345
აუუუ რა კარგი იყოოო
იმდენი ვიცინე

მასწავლებლის და მშOბლის იდეალები არიან ლიკა და ირმაა ორივე მიყვარს.
კიდევ ძალიან მომწონს ანას და ტატოს წყვილი და ზოგადად მეგობრები მაბოდებს ამ ბავშვებზე და ვგჟდები!!!!!!!!!!!

La-Na
ვაიმე ანა შენ გაიხარე,იმდენი ვიცინე,აღარ შემიძლია.ნუ ყველანაირად ყველაფრით უზადო და საუკეთესო ხარ ჩემო კარგო.სიტყვები არ მყოფნის რა

იმდენად მძიმე და რთული დღე მაქვს, რომ აღარც ვაკვირდებოდი რას ვწერდი, კარგია თქვენი გამხიარულება მაინც თუ შევძელი heart_eyes kissing_heart ყველა პერსონაჟი, ხომ მომეტებლად მიყვარს, მაგრამ ლიკას როცა აქებთ განსაკუთრაბით მიხარია smile

 


№6 სტუმარი Guest Anoni

აუუუუ რა კარგი იყო არ მინდოდა დამთავრებულიყოოოოო ძალიან მომწონს ეს ისტორია <3 საერთოდ მიყვარს ასეთი თბილი ისტორიებიიიი და მითუმეტეს ასე კარგად თუ არის დაწერილი :) :) :) :) :)

 


№7  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Guest Anoni
აუუუუ რა კარგი იყო არ მინდოდა დამთავრებულიყოოოოო ძალიან მომწონს ეს ისტორია <3 საერთოდ მიყვარს ასეთი თბილი ისტორიებიიიი და მითუმეტეს ასე კარგად თუ არის დაწერილი :) :) :) :) :)


პირველი მცდელობაა, ასეთი ისტორიის შექმნა, საკმაოდ სახალისო ყოფილა, მეგონა არ გამომივიდოდა და ძალიან მახარებს თუ მოგწონთ smile heart_eyes

 


№8  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ანა ეს რა საოცარი თავია... ძალიან მხიარული, პოზიტიური, დადებითი...
არ ვიცი ყველაფერი კარგი მემეტება ამ თავის შესაფასებლად...
საოცარი ურთიერთობა აქვთ არამხოლოდ ბავშვებს არამედ უფროსებსაც... თითქოს საახალწლო განწყობით, ბედნიერებით და პოზიტივით გვავსებს... ნამდვილად საახალწლო ისტორიაა და შენ ნამდვილი მეგობრობი და სიყვარულის ამბავს გვჩუქნი...

 


№9  offline ახალბედა მწერალი murachashvili

უცნობი ქ
ანა ეს რა საოცარი თავია... ძალიან მხიარული, პოზიტიური, დადებითი...
არ ვიცი ყველაფერი კარგი მემეტება ამ თავის შესაფასებლად...
საოცარი ურთიერთობა აქვთ არამხოლოდ ბავშვებს არამედ უფროსებსაც... თითქოს საახალწლო განწყობით, ბედნიერებით და პოზიტივით გვავსებს... ნამდვილად საახალწლო ისტორიაა და შენ ნამდვილი მეგობრობი და სიყვარულის ამბავს გვჩუქნი...


დღეს საერთოდ აღარ ვაპირებდი ახალი თავის დადებას, იმდენად გაღიზიანებული და გადაღლილი ვიყავი, მეგონა ჩემი განწყობა შეეტყობოდა სიახლეს, შეცდომებსაც კი ვეღარ გადავხედე, ბოდიში მაქვს მოსახდელი worried დიდი მადლლობა ჩემო საყვარელო ასეთი შეფასებისთვის, ორმაგად მიხარია, ოდნავ მაინც თუ გამოვიდა heart_eyes

 


№10  offline წევრი teken

Mkvdari var

 


№11  offline ახალბედა მწერალი murachashvili

cuga
Aq var megobrebo:)

კარგია, აქ თუ ხარ smile

 


№12 სტუმარი Sota

Rodis dadeb shemdegs?

 


№13  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

რა კარგი იყოო როგორც ყოველთვიიის♡♡♡შენი ყველა პერსონაჟიი უკვე უზომოდ მიყვაარს ♡♡ლიკას და გიორგიის კიი ვგულშემატკივრობ მთელი გულიით ♡♡შენი ემოციები და გრძნობებიი ზუსტად მოგაქვს მკითხველამდე !ყველა პერსონაჟი ცალ ცალკე აღებულიიი მათი გრძნობებიით იგივეაა თითქოს ის ყველა ემოციაა ჩემში ხდება მე მიხარია მათ მაგივრად და მე მწყინს♡♡საუკეთესოო ხარ მართლა !♡♡♡

 


№14 სტუმარი Mari

რაკარგი იყო ... განსაკუთრებით ლიკა და გიორგი მომწონს და მაინტერესებს როგორგანვითარდება მოვლენები. იმედია სახალისო ამბები გველისწინ <3 შემდეგთავს ველოდები მადლობა როასეთი კარგი ხარ

 


№15  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Sota
Rodis dadeb shemdegs?


ზუსტად არ ვიცი, ორშაბათს ან სამშაბათს smile

ნიტა♡♡
რა კარგი იყოო როგორც ყოველთვიიის♡♡♡შენი ყველა პერსონაჟიი უკვე უზომოდ მიყვაარს ♡♡ლიკას და გიორგიის კიი ვგულშემატკივრობ მთელი გულიით ♡♡შენი ემოციები და გრძნობებიი ზუსტად მოგაქვს მკითხველამდე !ყველა პერსონაჟი ცალ ცალკე აღებულიიი მათი გრძნობებიით იგივეაა თითქოს ის ყველა ემოციაა ჩემში ხდება მე მიხარია მათ მაგივრად და მე მწყინს♡♡საუკეთესოო ხარ მართლა !♡♡♡


დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო heart_eyes წინასწარ გილოცავ ახალ წელს, დაესწარი მრავალს

Mari
რაკარგი იყო ... განსაკუთრებით ლიკა და გიორგი მომწონს და მაინტერესებს როგორგანვითარდება მოვლენები. იმედია სახალისო ამბები გველისწინ <3 შემდეგთავს ველოდები მადლობა როასეთი კარგი ხარ


ვნახოთ, ვნახოთ smile ლიკა და გიორგი იმედია იმედის არ გაგიცრუებენ heart_eyes

 


№16 სტუმარი Guest Anoni

დღეს დაიდება ,? :) :) :) :) :)

 


№17  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Guest Anoni
დღეს დაიდება ,? :) :) :) :) :)


ვცდილობ, თუმცა არა მგონია, უფრო ხვალ smile

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent