შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თამაში მუსიკის წესებით (მეცხრე თავი)


6-01-2017, 20:48
ავტორი murachashvili
ნანახია 2 490

თამაში მუსიკის წესებით
მეცხრე თავი
გიორგი შვილისა და ლევანის თანხლებით მიმღებში მოთმინებით ელოდა მოასპარეზეებს. ის-ის იყო ანისთვის უნდა ეთხოვა, იქნებ მოიკითხო შენი მეგობრები, ამდენ ხანს რას ელოდებიანო, რომ ლიკას თანხლებით ისევ კოსმონავტებივით შეფუთნული ხუთეულიც გამოჩნდა.
- ქალბატონი ირმა? - ხელმძღვანელი მოიკითხა მამაკაცმა.
- პატარებთან გადაწყვიტა დარჩენა...
- უცნაურია, ამ ბავშვებს თქვენ განდობთ?! ზრდასრულ ადამიანად გთვლით?! - ჩვეულებისამებრ ირონია არ დაიშურა გიორგიმ.
მკვახე პასუხის სათქმელად პირი კი გახსნა ლიკამ, მაგრამ გადაიფიქრა, უკვე ეზოში გასულ ბავშვებთან გავიდა და ეჭვით შეათვალიერა ეზოში მდგომი მოზრდილი ჯიპი.
- როგორ ფიქრობთ, ავტომობილში ჩავეტევით, ტაქსი ხომ არ დავიქირავოთ? - ისე ჰკითხა ბიჭებს თითქოს ავტომობილთან თავმომწონე სახით მდგომ მამაკაცებს ვერ ხედავდა.
- ქალბატონო ლიკა, შეურაცყოფებს არ ვართ!... - გვერდულად გახედა ლევანმა იქვე მდგომ გიორგის - თქვენ აქ დაბრძანდით... - მძღოლის გვერდზე დასაჯდომად კარები გამოუხსნა ლიკას და თავად უკვე ბავშვებთან ერთად მძღოლის უკან მჯდომ ნათლულს მიუჯდა.
ერთი კი შეყოყმანდა ქალი, ერთმანეთის გვერდი-გვერდ, თითქმის ერთმანეთის კალთებში მოთავსებულ ბავშვებს თვალი გადაავლო, დიდად არ მოეწონა უადგილობის გამო საბას მკერდზე მიკრული ქალიშვილის დანახვა, მაგრამ ზედმეტად მდგომარეობის გართულებას მოერიდა და მძღოლის გვერდით ხმის ამოუღებლად მოთავსდა.
გარეთ ბარდნიდა, მსხვილი ფარფატა ფიფქები ავტომობილის საქარე მინას ეკვროდა, მინის საწმენდი ჩოთქები ჯიუტად ცდილობდნენ თოვლისგან მინების გასუფთავებას. თუმცა უშედეგოდ, წინა ფიფქის ადგილს ისევ ახალი, ანცი ფიფქი იკავებდა და ასე უსასრულოდ.
- ვგიჟდები ამ ადგილზე. ნახე რა სილამაზეა... - აღტაცებულმა მოავლო თვალი მარიამმა დათოვლილ მთებსა და სითეთრეში ალაგ-ალაგ ჩაკარგულ სასტუმროებს.
- დავიჯერო მხოლოდ ამ ადგილებზე გიჟდები? - თველები ეშმაკურად უციმციმებდა საბას.
- გაფიქრებაც კი არ მინდა, რომ ერთ დღესაც შეიძლება აქ აღარ მოვიდეთ! - მოხერხებულად აარიდა პასუხს თავი გოგონამ.
- აფერისტო! - თმები აუჩეჩა მარიამს ვაჟმა - რატომ არ უნდა მოვიდეთ ვითომ? - ნიკაპით დაეყრდნო გოგონას თავზე.
- რავიცი აბა, ათასი რამ ხდება...
- ყოველთვის მოვალთ, აი, ნახავ, თუ არა... - ნიშნისმოგებით გაუმეორა ეჭვით მომზიმარ ქალიშვილს - ვივლით ასე უსასრულოდ დათოვლილ მთებსა და ტყეებს შორის, მე და შენ, ტატო და ანი, შემდეგ ჩვენი შვილები, ერთად და ერთმანეთით ...
- რასაც მეუბნები, ამის გჯერა?! - ღიმილით გადახედა გვერდით მჯდომ მოჩურჩულე ანის და ტატოს მარიამმა.
- მჯერა რომელია, მეყოლება ყველაზე დიდი „რეკაშეტი“ სიდედრი და სავარაუდოდ ჯიჯღინა, მყრალი სიმამრი... - სიცილით გახედა წინ მჯდომ წყვილს საბამ.
- მამაჩემი სულაც არაა ჯიჯღინა... - იდაყვი გაჰკრა ვაჟის სიტყვებით სახე აწითლებულმა, აფხუკუნებულმა მარიამმა.
- მამაშენი მართლაც არაა ჯიჯღინა, პრინციპში სიმამრ-ნაცვალი უნდა მეთქვა... - თვალებით ანიშნა საქარე მინის სარკიდან ლიკასკენ მალულად მომზირალ გიორგიზე.
- ვითომ?!... - ეჭვით გახედა გოგონამ წინ მჯდომებს - არა მგონია..
- გინდა ნიძლავი? - თავისას არ იშლიდა საბა.
- დებილო, საკუთარ დედაზე დაგენიძლავო?! - ჩუმად ფხუკუნებდა მარიამი.
- კარგი, არ დამენიძლავო... მაგრამ არა მგონია ვცდებოდე, ისე კბენენ ერთმანეთს, რომ... ტატო შენ რას ფიქრობ? - ამჯერად გვერდით მჯდომ მეგობარს გადაულაპარაკა ჩურჩულით ვაჟმა.
- რაზე მეკითხები? - ანისთან მოსაუბრე აშკარად ვერ მიუხვდა საბას კითხვას.
- ერთ დღეს მე და შენ შეიძლება ქვისლები გავხდეთ! - ისე გამოუცხადა თითქოს ანის აჭარხლებული სახე ვერც კი დაინახა და თვალით წინ მჯდომებზე ანიშნა საბამ.
- ვითომ?! - ლიკასა დაგიორგის სახის დასანახად ოდნავ წინ წამოიწია ტატომაც.
- მგონი აბუქებ, მე ვერაფერს ვამჩნევ... - მხრები აიჩეჩა გოგონამ.
- ქალები ვერასოდეს ვერაფერს ვერ ამჩნევთ, არადა... მარიამს რომ ჰკითხო, უბრალო ძმაკაცი ვიყავი...
- რა, არა?! ჩვენ დღემდე ასე ვიცით... - აფხუკუნდნენ გიგა და სოფოც.
- ლევან შენ რას ფიქრობ?! - ანიმ აზრი ამჯერად ყველაზე კომპეტენტურს ნათლიამისს ჰკითხა.
- იმას, რომ თუ იმ ორს შორის რამე ხდება, თავად გაარკვევენ, ვასასია-ჭორიკნების ჩარევის გარეშე... - ჩურჩულში აჰყვა ბავშვებს მამაკაციც და ცხვირზე მსუბუქად წაჰკრა თითი ანის.
- ჭორიკანა რა შუაშია?! უბრალოდ გვაინტერესებს... - გაიბუსხა ანი.
- აი, ნახავთ, თუ მართალი არ ვიქნები! - პოზიციებს არ სთმობდა საბა.
- შენი სახით დიდი მაჭანკალი დაკარგა კაცობრიობამ... - ისევ ფხუკუნებდა მარიამი.
- აუცილებლად ვიფიქრებ მაგ პროფესიაზე, იქნებ ეგ ტრადიციაც კი აღვადგინო... - თვალი ჩაუკრა გოგონას ვაჟმა.
- რაო, რაო?! რომელ ტრადიციაზე საუბრობთ?! - უკანასკნელ სიტყვებს მოჰკრა ყური გიგამ.
- მაჭანკლობაზე - ენა გამოუყო მარიამმა მეგობარს.
- ცუდი იდეაა?! - გვერდით მჯდომ ლევანს გახედა საბამ - მგონი არ გამიჭირდება...
- ვერ ვხდები, რაზე საუბრობთ... - აშკარად ვერ მიუხვდა ბავშვებს მამაკაცი.
- ოცდამეერთე საუკუნეში მამაკაცი ხანუმა უნდა ვიყო! - ამაყად წამოიყინჭა საბა.
- ისე კაბის კი რა გითხრა და ჩიხტიკოპი კი მოგიხდება! - ხმამაღლა ახარხარდა ტატო.
- რატომ ხანუმა, იქნებ ქაბატო ყოფილიყავი? - მეგობრებს აჰყვა ანიც.
- არა, მე ხანუმა მომწონს... - ქალივით ააფახუნა თვალები საბამ.
- რა პრობლემაა? თუ გარიგება არ გამოგივა, არც შენი გაგდება გაგვიჭირდება, სულ სიმღერ-სიმღერით გაგაცილებთ:
- ხანუმ, ხანუმ ცანცარა, გასწი აქედან ჩქარა!.. - ოთხივენი ერთდროულად ამღერდნენ ავტომობილში.
- ასე იოლად შემელევით?! - ხელოვნურად ნაწყენი ტოლით იკითხა საბამ - შენგან ამას ნამდვილად არ ველოდი!... - გვერდულად გახედა მარიამს.
- გაიბუტა იხვის ჭუკი... - აფხუკუნებული ჩაეხუტა გოგონა.
- ჩუმად რომ ქირქილებთ და იცინიხართ, იქნებ ჩვენც გაგვაგებინოთ ასე რამ გაგართოთ?- სიცილით გამოხედა სარკიდან აფხუკუნებულ ბავშვებს გიორგიმ.
- საბა, ზედმეტი არ მოგივიდეს იცოდე! - ვეღარ მოითმინა ლიკამაც, ისე გამოსძახა, უკან არც კი მოუხედავს.
- გეუბნები, „იმენნა რეკაშეტია“ რა... - მარიამის ბეჭებს ამოეფარა აფხუკუნებული ვაჟი - მაგარი ნერვები ექნება მაგ კაცს დედაშენს თუ გაუძლებს... - მისი მკლავებიდან თავის დასახსნელად აფართხალებული ქალიშვილისთვის ხელის გაშვება არც კი უფიქრია, უფრო ძლიერად მიიხუტა - გეხვეწები, მოისვენე რა... ასეთ ჩახუტების საშუალება კიდევ როდის მექნება კაცმა არ იცის. - სულ ოდნავ შეეხო ტუჩებით საფეთქელზე მარიამს.
ლიკამ ერთხელ კიდევ გამოხედა უკანა ხედვის სარკიდან ვაჟის მკლავებში გატრუნულ თვალებაციმციმებულ ქალიშვილს, ისევ უნდოდა შენიშვნის მიცემა, მაგრამ გიორგის გამომცდელი, ირონიული მზერის დანახვაზე გაჩუმება ამჯობინა. თვალი აარიდა მამაკაცის თვალებს, ხმაურით გადაყლაპა ყელში მოწოლილი ნერწყვი და ისევ გარეთ მოფარფატე ფიფქებს გახედა.
- კარგად ხართ? - გონს გიორგის შეკითხვამ მოიყვანა.
-არაჩვეულებრივად... -ბავშვების მსგავსად ისე აჩურჩულდა ქალი თითქოს არ უნდოდა მისი სიტყვები უკან მჯდომებს გაეგონათ.
- არადა, არ გეტყობათ... - თვალი ჩაუკრა გიორგიმ.
- უბრალოდ ვერ მამჩნევთ, ეტყობა ემოციებს კარგად ვმალავ... - ხელოვნური უდარდელობით უპასუხა ქალმა.
- მე კი პირიქით ვიტყოდი, ეჭვიანობთ და საკუთარი ემოცების მოთოკვა გიჭირთ, საკმაოდ ცუდი მსახიობი ხართ! - გამარჯვებულის ტონით, თავადაც ჩურჩულით გამოუცხადა მან.
- რადგან ამდენს მივხვდით, ისიც გეცოდინება ვისზე ვეჭვიანობ? - აშკარად კეკლუცის ხასიათზე დადგა ლიკა.
- იმ ბიჭზე ახლა თქვენს შვილს რომ ეხუტება...
- მაგ ბიჭს საბა ჰქვია... - ღრენით გამოუცხადა ლიკამ - თქვენ არ ეჭვიანობთ?! - ამჯერად მან გახედა უკან ტატოს კალთაში აშკარად კომფორტულად მოთავსებულ ანის.
- კი... - ქალისდა გასაკვირად, ზედმეტად მარტივად აღიარა საკუთარი ემოციები გიორგიმ.
- ჩემგან განსხვავებით, კარგად ნიღბავთ თქვენს ემოციებს... - ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა ლიკას.
- ამ სიტყვებს კომპლიმენტად ჩავთვლი... - გვერდულად გაუღიმა გიორგიმ - მისი დაბადების დღიდან ვუნერგავ ჩემს თავს, რომ ადრე თუ გვიან მისი გაშვება მომიწევს, მაგრამ დაჯერება მაინც არ მინდა... - კარგი მეგობარივით შესცინა ქალს.
- იქნებ არც გაუშვათ და პირიქით?
- პირიქით?! - ეჭვით გამოხედა მამაკაცმა.
- მეორე შვილი მოგემატოთ...
- მართლა ასეთი ოპტიმისტი ხართ, თუ უბრალოდ თავს იმშვიდებთ?! - გაოცებული უმზერდა გიორგი ლიკას.
- ამას თუ ოპტიმიზს დაარქმევთ, ალბათ, უბრალოდ მინდა ასე იყოს...
- საინტერესოა.. რამდენი წლის ხართ ლიკა?
- ოცდათოთხმეტის...
- ანუ სადღაც ოცის უკვე დედა იყავი?!
- ასე გამოდის...
- მერე? თქვენმა მეუღლემ თქვენი იმედები გაგიმართლათ? თქვენი მშობლებისთვის მეორე შვილივით იყო?
იგრძნო როგორ ჩაწყდა შიგნიდან ლიკას, ჯიუტად მომზირალ მამაკაცს თვალი აარიდა, ისევ ავტომობლის ფანჯრიდან იყურებოდა.
- დასმულ კითხვაზე არ მიპასუხებთ? - აშკარად არ აპირებდა თავის დანებებას გიორგი.
- მე თუ არ გამიმართლა, სულაც არ ნიშნავს, რომ ჩემს შვილსაც ჩემი ბედი ელის! - ღრენით უპასუხა ლიკამ.
ქალის დაღვრემილ სახეს რამდენიმე წუთით აკვირდებოდა მამაკაცი. ხმას არც ერთი არ იღებდა, ისევ უკან მჯდომი ბავშვების ფხუკუნს უსმენდნენ.
- მეც მჯერა, რომ ჩვენგან განსხვავებით ბევრად ბედნიერი ცხოვრება ექნებათ!... - ლიკასკენ არც კი გაუხედავს, თავისთვის ჩაილაპარაკა გიორგიმ.
- როგორც იქნა მოვედით... - შვებით ამოისუნთქა ქალმა. მართალია მამაკაცთან ასე მშვიდად საუბარი სიამოვნებდა, მაგრამ მაინც ზედმეტად იყო დაძაბული, ერთი სული ჰქონდა, მისი გამჭოლი მზერისგან თავი დაეღწია.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Auu ra kargii iyo. Ise vimxiarule ro ar vici. Megona ro m mec im manqanashi levans vedjeki kaltashi da ise vusmendii. Saocari iyoooo!!!!!!

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nawkas12345
Auu ra kargii iyo. Ise vimxiarule ro ar vici. Megona ro m mec im manqanashi levans vedjeki kaltashi da ise vusmendii. Saocari iyoooo!!!!!!


მადლობა, მადლობა heart_eyes ამ თავში წესით შეჯიბრიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ...

 


№3  offline წევრი qetiqetiA3

ვკითხულობ ^__^ მომწონს უზომოდ ^_^ heart_eyes heart_eyes

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

qetiqetiA3
ვკითხულობ ^__^ მომწონს უზომოდ ^_^ heart_eyes heart_eyes


მიხარია თუ კითხულობ, იმედია კარგად ერთობით, ამ ისტორიის მიზანი ხომ სწორედ ესაა smile kissing_heart

 


№5  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ოოოო დაიძაბა სიტუაცია როგორც იქნა რაღაც საერთო გამოუჩნდათ ლიკას და გიორგის... ტატის და ანის, მარიამის და საბას წყვილი ისე შედგა ვერაფერი გავიგეთ იმედია მათზეც დაწერ დაწვრილებით თუმცა უნდა ვაღიარო ლიკას და გიორგის წყვილი გაცილებით დიდ ინტერესს იწვევს ჩემში მათ შემდგარ წყვილს ველოდები მოუთმენლად

 


№6  offline ახალბედა მწერალი murachashvili

უცნობი ქ
ოოოო დაიძაბა სიტუაცია როგორც იქნა რაღაც საერთო გამოუჩნდათ ლიკას და გიორგის... ტატის და ანის, მარიამის და საბას წყვილი ისე შედგა ვერაფერი გავიგეთ იმედია მათზეც დაწერ დაწვრილებით თუმცა უნდა ვაღიარო ლიკას და გიორგის წყვილი გაცილებით დიდ ინტერესს იწვევს ჩემში მათ შემდგარ წყვილს ველოდები მოუთმენლად


ამ ისტორიის წერისას, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჭყინტი ბავშვების სიყვარულზე წერა ნერვებს მიშლის smile ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, ამიტომაც არ გავამახვილე ზედმეტად ყურადღება როგორ შედგა ტატოს და ანის წყვილი, რაც შეეხება საბას და მარიამს ისინი ისტორიის დასაწყისშივე თითქმის წყვილის სტატუსით შემოვიდნენ. გიორგის და ლიკას წყვილი გაგიმხელ და მეც მომწონს, ეგ კი არა და, ვფირობ კიდევაც მაგ პერსონაჟებს არსებობის უფლება ბაკურიანის შემდეგაც ხომ არ მივცე. smile აი ამ პატარა თავაგადასავლის "ღირსეულ" დასასრულს მოვაბავ როგორმე თავს და მაგაზე შემდეგ ვიფიქრებ smile შენ კი, ჩემო საყვარელო, შობას გილოცავ, დაესწარი მრავალს, მიხარია ჩემთან რომ ხარ და შენი სიტყვებით ასე მათბობ heart_eyes

 


№7  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

murachashvili
უცნობი ქ
ოოოო დაიძაბა სიტუაცია როგორც იქნა რაღაც საერთო გამოუჩნდათ ლიკას და გიორგის... ტატის და ანის, მარიამის და საბას წყვილი ისე შედგა ვერაფერი გავიგეთ იმედია მათზეც დაწერ დაწვრილებით თუმცა უნდა ვაღიარო ლიკას და გიორგის წყვილი გაცილებით დიდ ინტერესს იწვევს ჩემში მათ შემდგარ წყვილს ველოდები მოუთმენლად


ამ ისტორიის წერისას, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჭყინტი ბავშვების სიყვარულზე წერა ნერვებს მიშლის smile ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, ამიტომაც არ გავამახვილე ზედმეტად ყურადღება როგორ შედგა ტატოს და ანის წყვილი, რაც შეეხება საბას და მარიამს ისინი ისტორიის დასაწყისშივე თითქმის წყვილის სტატუსით შემოვიდნენ. გიორგის და ლიკას წყვილი გაგიმხელ და მეც მომწონს, ეგ კი არა და, ვფირობ კიდევაც მაგ პერსონაჟებს არსებობის უფლება ბაკურიანის შემდეგაც ხომ არ მივცე. smile აი ამ პატარა თავაგადასავლის "ღირსეულ" დასასრულს მოვაბავ როგორმე თავს და მაგაზე შემდეგ ვიფიქრებ smile შენ კი, ჩემო საყვარელო, შობას გილოცავ, დაესწარი მრავალს, მიხარია ჩემთან რომ ხარ და შენი სიტყვებით ასე მათბობ heart_eyes

მადლობა ჩემო კარგო მეც გილოცავ მთელი გულით...

 


№8  offline აქტიური მკითხველი La-Na

მგონი საერთო ენა გამონახა ლიკამ და გიორგიმ.არ დაამთავრო რა მალე.იცი მომეწონა უფრო ამათ წყვილზე რომ გაამახვილე ყურადღება.იმედია შეჯიბრის შემდეგ არ დაჭამენ ერთმანეთს.ძალიან მომწონს ეს ისტორია.მხიარული და რაღაცნაირია.აი სევდაც,სიხარულიც ყველაფერი ისეა ერთმანეთთან შერწყმული სასიამოვნო წასაკითხუა
--------------------
ლანა

 


№9  offline ახალბედა მწერალი murachashvili

La-Na
მგონი საერთო ენა გამონახა ლიკამ და გიორგიმ.არ დაამთავრო რა მალე.იცი მომეწონა უფრო ამათ წყვილზე რომ გაამახვილე ყურადღება.იმედია შეჯიბრის შემდეგ არ დაჭამენ ერთმანეთს.ძალიან მომწონს ეს ისტორია.მხიარული და რაღაცნაირია.აი სევდაც,სიხარულიც ყველაფერი ისეა ერთმანეთთან შერწყმული სასიამოვნო წასაკითხუა


ვნახოთ რა გამოვა,სიმართლე გითხრა ისტორიის გაგრძელებაზე მეც ვფიქრობ, ეს ეპიზოდი ალბათ სწრაფადვე დასრულდება, თუმცა არაა გამორიცხული მეორე ნაწილიც დავწერო, უკვე თბილისში განვითარებულ მოვლენებზე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent