შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თამაში მუსიკის წესებით (მეათე თავი)


9-01-2017, 20:33
ავტორი murachashvili
ნანახია 2 425

თამაში მუსიკის წესებით
მეათე თავი
ავტომობილის გაჩერება და შიგ მჯდომი ბავშების ნელ-ნელა ხმაურით გადმოლაგება ერთი იყო.
- დედას გეფიცებით, მანქანამ აიწია... - სიცილს ვერ იკავებდა მარიამი.
- აუ, ფეხები დამიბუჟდა… - ავტომობილიდან ძლივს გადოძვრა გიგა.
- მოდი, ჩაგარტყამ და.... - მის თანხმობას აღარც დაელოდა, დაბუჟებულ ბარძაყზე გამეტებით დაუტყაპუნა ხელი ტატომ.
- გადაირიე?! გაჩერდი!... - ტკივილისგან ძლივს ამოიხავლა გიგამ.
- არ გაგიგია?! დაბუჟებულს უცხოს ჩატყმა შველის! - თვალი ჩაუკრა საბამ ტატოს და თავადაც წელში მოხრილი მეგობრისკენ დაიძრა.
- დედას გეფიცებით, თავს თუ არ დამანებებთ, „იმენნა“ შემომაკვდებით! - ღრენით დაემუქრა ვაჟი ბიჭებს.
- რა თქვა? „იმენნაო“?! - ირონიულად გაეცინა ტატოს.
- ასეთი უმადურობის გამო, დაისჯები!... - ბიჭები იმდენად მოულოდნელად დაეტაკნენ ნახევრად მოხრილ გიგას, რომ ვაჟმა ვერც გაცლა მოასწრო და ვერც წონასწორობის შეკავება შეძლო, ერთმანეთს ჩაფრენილი სამეული მოწყვეტით გადავარდა თოვლში და გორაობა-გორაობით დაეშვნენ დაბლა.
- ლიკა დეიდა, მიშველეთ....უთხარით, დამანებონ თავი!... - თოვლის კორიანტელში სადღაც ქვემოდან ისმოდა გიგას სიცილ ნარევი მუდარა.
თუმცა ქალს აზრადაც არ მოსვლია მოჭიდავეების გაშველება. ღიმილით დასცქეროდა ზემოდან თოვლის ერთ მასად ქცეულ ბიჭებს.
- არადა, რომ ჰკითხო დიდები არიან.... - სიცილს ვეღარ იკავებდნენ გოგოები.
- ვართ კიდეც... - ვერაფრით მივხდნენ როგორ მოახერხა საბამ გამოძვრომა. საკუთარი მოხერხებულობით კმაყოფილი გაბადრული იბერტყავდა თოვლს, თუმცა დიდხანს არ დასცალდა, გვერდით მდგომმა სოფომ მსუბუქად უბიძგა და ისევ თოვლში გაგორებულებთან აღმოჩნდა.
- ეეე, ამას უყურე ერთი... - სამივემ სიცილით წამოყვეს თავები.
- ლიკა დეიდა, მიშველეთ! - საბრალოდ აკივლდა გაფითრებული სოფო, როგორც კი მისკენ დარაზმული ბიჭები დაინახა, მაგრამ ლიკამდე მირბენა ვერ მოასწრო, ბიჭები ამჯერად სოფოს დაეძგერნენ და თოვლის გროვაში გადაიყოლეს.
- დაეხმარეთ, ცოდოა! - სიცილისგან ცრემლებს ვეღარ იკავებდა ლიკა.
თითქოს მის თანხმობას ელოდნენო, სოფოს გადასარჩენად კივილ-წივილით გაქანდნენ თოვლში მოჭიდავე ბავშვებისკენ გოგონებიც.
- დიდხანს ვაპირებთ აქ დგომას?! - ავტომობილზე მიმაგრებული სასრიალოდ განკუთვნილი ატრიბუტები უკვე მოეხსნა გიორგის, უკმაყოფილოდ შუბლშეკრული დასცქეროდა ერთმანეთში არეულ ბავშვებს.
- გეჩქარებათ დამარცხება?! - ირონიულად გაეღიმა ქალს.
- ჩემპიონის სტატუსი მინდა დროულად მივიღო!... - თან თვალი ჩაუკრა გიორგიმ და ლიკას და ლევანს მათთვის განკუთვილი თხილამურებიც მიაწოდა.
- რადგან ასე გეჩქარებათ… ბავშვებო!... - ერთი ხმადაბლა გაპრანჭულად დაიძახა ლიკამ, თუმცა ყურადღება არ მიაქციეს.
- ბავშვებო!... - ისევ დაიძახა ქალმა, ისევ ანალოგიურად უშედეგოდ.
- ბავშვებო!... - ამჯერად დაავიწყდა პრანჭვა, გიორგისა და ლევანთან ერთად დასჭექა ლიკამ და ძირს მოგორავეებიც გაჩერდნენ.
ერთი გამოხედეს გაოცებულებმა და მაშინვე ფეხზე წამოხტნენ. ასე გადათეთრებულები, თოვლში ამოგუნგლულები სიმაღლის მიხედვით დასჯილი ბავშვებივით დამწკრივდნენ. შუბლშეკრული უმზერდნენ უფროსები, მუჯლუგუნებით ისევ ერთმანეთში მოძიძგილავეებს.
- სრიალი აღარ გინდათ?! - ხელოვნურად მკაცრი ტონით იკითხა გიორგიმ.
- როგორ არა... - ტანისამოსს იფერთხავდნენ ბავშვები.
- თქვენი თხილამურები საბარგულშია, მოწესრიგდით და შემოგვიერთდით... - უკვე კანატკებისკენ მიმავალმა მოაძახა ბავშვებს გიორგიმ.
- არ მოდიხართ?! - გაოცებულმა გამოხედა ლიკას, რომელიც აშკარად ყოყმანობდა, ვერ გადაეწყიტა ბავშვების იქ დატოვება.
- მოდით, თქვენ გიორგისთან ერთად ადით სასრიალო ბილიკზე, მე კი, ბავშვებს დაველოდები და ერთად შემოგიერთდებით!... - მრავალმნიშვნელოვნად გახედა გვერდულად მომღიმარ მამაკაცს ლევანმა.
- გუშინდლის შემდეგ ცოტა არ იყოს მათი მარტო დატოვების...
- მარტო?!... შეურაცყოფას მაყენებთ, ქალბატონო ლიკა! - ამაყად გაიშალა მხრებში ლევანი - ჯობია, დიდხანს არ აცდევინოთ, ისედაც იღრინება... - სიცილით გახედა შუბლშეკრულე ძმაკაცს - როდის გახდა ასეთი უჟმური?! - ისე ჩაილაპარაკა თითქოს გიორგი იქ არც იყო.
- დარწმუნებული ხართ?! - ისევ ყოყმანობდა ქალი.
- ქალბატონო ლიკა, თუ გადაიფიქრეთ მითხარით, თუ არადა, თოთო ბავშვები არ არიან, როგორმე მიხედავენ საკუთარ თავს!...- ვეღარ მოითმინა გიორგიმ.
- წადით, წადით, ამ პატარა ნადირებს მე მივხედავ! - ისევ იცინოდა ლევანი.
- აქვე ერთი კარგი რესტორანი მეგულება - როგორც კი გიორგი და ლიკა გაისტუმრა ბავშვებს მიუბრუნდა მამაკაცი - რატომღაც მგონია, რომ ასეთ, ნახევრად სველ მდგომარეობაში თოვლში სრიალს თბილ ბუხართან ცხელ-ცხელი ხინკლის ჭამა გირჩევნიათ...
- ისე, საბას მაჭანკლობის რა გითხრა და მგონი, შენი სახით მართლა დიდი ხანუმა დაკარგა საქართველომ... - ნათლიას იდაყვი გაჰკრა ანიმ.
- მოვა დრო და დამიფასებთ!... დაუთმეთ ეს ბავშვური გასართობები „დიდ ბავშვებს“ - კანატკებისკენ ჯიჯღინით მიმავალ წყვილს გახედა ლევანმა - ჩვენ კი უფრო უკეთესად გავერთობით...
- მერე ისინი?! - ყოყმანით გახედა მარიამმა დედას, დიდად არ ენდობოდა გიორგის და არც მათი მარტო დატოვების აზრი ხიბლავდა.
- დარწმუნებული ვარ, ჩვენი პოვნა არ გაუჭირდებათ!... - ლევანს აჰყვა ტატოც.
- დედაშენს მესიჯი გავუგზავნოთ და...
- ენდობი?! - ჩუმად ჰკითხა საბას - ისეთი უხეშია, რამე რომ აწყენინოს?
- არა მგონია თავი დააჩაგვრინოს!... - სიცილით გახედა ლიკას გვერდით მდგომმა ვაჟმაც - ალბათ, ცოტას იჩხუბებენ, იკამათებენ და კონსენსუნსამდეც მივლენ...
უკვე ავტომობილის საჭესთან მჯდომმა დაუძახა ბავშვებს ლევანმა:
- დამიჯერეთ, ასე სჯობს, ნუ ყოყმანობთ, წავიდეთ, წავიდეთ!...
დიდად აღარც ბავშვებს გაუპროტესტებიათ, ჩვეული ყიჟინით შელაგდნენ სალონში.

ვიდრე ლევანთან ერთად წასული ბავშვები რესტორანში გათბობასა და ქეიფს გეგმავდნენ, ლიკა და გიორგი ისევ სასრიალო ბილიკისკენ მიიწევდნენ. თითქმის შუა ტრასამდე იყვნენ ასულები, როცა უცებ შუქი გამოირთო და კანატკა გაჩერდა.
- სავარაუდოდ ნახევარი საათით მაინც გაჩერდა! - მოსრიალეებში ტალღად დაიარა ახალმა ამბავმა.
- აქ ჯდომას, ფეხით ხომ არ ავიდეთ?! - უკანა სავარძელში მჯდომ მამაკაცს გასძახა ლიკა.
-ავიდეთ! - თითქოს მის კითხვას ელოდაო, სწრაფად ჩამოხტა გიორგი, თუმცა ქალისთვის ჩამოსვლაში დახმარება აზრადაც არ მოსვლია, ისე გააგრძელა ფეხით გზა.
- უცნაურია, ყოველთვის ასეთი „მყრალი“ ხართ?! - გაჭირვებით ჩამოხტა კანატკიდან ლიკა და წინ მიმავალ გიორგის აედევნა.
- მყრალი?! - ქალის სიტყვები იუკადრისა გიორგიმ.
- დიახ, მყრალი!... - უკან დახევა არც კი უფიქრია ლიკას - თქვენთვის ქალთან ქცევის წესები არ უსწავლებიათ?!
თხილამურებისთვის განკუთვნილი ბათინკებზე სველი თოვლი ეკვროდა, ისედაც მძიმე ფეხსაცმელით სიარული აშკარად უჭირდა, რამდენიმეჯერ წაიბორძიკა კიდევაც.
- დახმარება გჭირდებათ? - ხელი გაუწოდა მამაკაცმა, ინსტინქტურად ჩაეჭიდა მის მარჯვენას ლიკა, თუმცა გიორგის ირონიული ღიმილი შენიშნა თუ არა ხელი სწრაფადვე გამოგლიჯა.
- არა... - ღრენით უპასუხა მან.
- დარწმუნებული ხარ? - ისევ ჩვეული ტონით ჰკითხა მამაკაცმა.
- კი... - ჯიუტად თავის ქნევით უპასუხა ქალმა.
- კეთილი, - მისთვის ხვეწნა აზრადაც არ მოსვლის, ამაყად თავაწეული ნელი ნაბიჯით მიაბიჯებდა გიორგი.
ართობდა ლიკას სიფიცხე, მისი გაღიზიანებული, განაწყენებული სახის მზერაც ზედმეტად სიამოვნებდა. წამი-წამზე ელოდა როდის უმტყუნებდა ნერვები ქალს, როდის აყვირდებოდა. გვერდით ლევანი რომ ჰყოლოდა, აუცილებლად უსაყვედურებდა ასეთი ქცევის გამო, თუმცა ის ხომ იქ არ იყო?!
უკან მოხედვა აზრადაც არ მოსდიოდა გიორგის, მიდიოდა და ელოდა დასახმარებლად როდის დაუძახებდა ლიკა.
ქალმა კი ისევ წაიბორძიკა და დავარდა კიდევაც თოვლში. ძალა გამოსცლოდა ლიკას, აღარ უნდოდა აღარაფერი, აღარც შეჯიბრი, აღარც ამ ჯიუტი კაცისთვის რამის მტკიცება. უფლება რომ ჰქონოდა ატირდებოდა, დიახ, პატარა ბავშვივით ატირდებოდა, და... უმტყუნა კიდევაც ნებისყოფამ ლიკას, იმდენად შეეცოდა საკუთარი თავი, რომ ატირდა.
გაჩერდა გიორგი, ზურგს უკან მომავალს მიაყურადა. თუმცა არ შემობრუნებულა, თოვლის ხრაჭუნის ხმა აღარ ესმოდა. როგორც იქნა შემობრუნება იკადრა. იჯდა ლიკა და წამოდგომას არც კი ცდილობდა. თავი ხელებში ჩაერთო, მხრები ოდნავ შესამჩნევად უთრთოდა და ტიროდა.
დაძაბული მისჩერებოდა გიორგი, თითქოს ელოდა, როდის ამოხედავდა, როდის წამოდგებოდა და გააგრძელებდა გზას, მისი ჩვეული მეტიჩარა ხმით, როდის ეტყოდა, რომ სულაც არ აპირებდა დანებებას.
ცრემლებით სავსე თვალებით ამოხედა ლიკამ. იმხელა საყვედური ჩანდა ქალის მზერაში, რომ მამაკაცი გაშრა, დაბნეული ისე აკვირდებოდა თითქოს პირველად დაინახა, პირველად გაიაზრა, რომ აღარსად იყო ჯიბრის ობიექტი, აღარც უპირატესობის მტკიცება სჭირდებოდა. წინ მხოლოდ ერთი სიფრიფანა, საკმაოდ ნაზი და ლამაზი ქალი ეჯდა.
რამდენიმე ნაბიჯი გადადგა მისკენ, თუმცა ქალის მზერაში იმხელა სიძულვილი დაინახა, რომ ახლოს მისვლა ვერ გაბედა:
- ლიკა, კარგად ხართ?! - საკუთარი ხმა ვერ იცნო გიორგიმ.
- უბრალოდ, ამიხსენით, რატომ?!... - ტირილისგან ხმა უკანკალებდა ლიკას.
- რა, რატომ? - დაუბნეულმა ჩაიმუხლა მამაკაცმა.
- რატომ შემიძულეთ, რატომ?... -
- არა... არ მინდოდა, უბრალოდ... - სიტყვებს თავი ვეღარ მოუყარა გიორგიმ.
- უბრალოდ, ერთობოდით! - თავადვე გასცა პასუხი საკუთარ კითხვას - ჩემი დამცირება თუ გინდოდათ, ჩათვალეთ, რომ გაიმარჯვეთ.
- ვერ გავიგე?!
- დავიღალე, რასაც გინდათ იმას გეტყვით, ვაღიარებ, თუ გინდათ ათჯერ გაგიმეორებთ, რომ თქვენი ყურადღების მისაპყრობად, ძალით წავიბორძიკე. ოღონდ თავი დამანებეთ. - აშკარად ისტერიკაში იყო ქალი.
- ლიკა!.. - ფრთხილად შეეხო მხრებზე გიორგი.
- არ გაბედოთ, ჩემთან მოკარებაც კი არ გაბედოთ!... - გაცოფებული წამოხტა ლიკა - ზიზღით მოიშორა მისი ხელები - თქვენში არაფერი ადამიანური არ დევს, არაფერი... მე სრბოლა უკვე დავასრულე...
- ასე არაა, ცდებით... - თავის მართლებას ცდილობდა გიორგი.
თუმცა ლიკა აღარ უსმენდა, ბათინკებზე თხილამურები დაიმაგრა და თავქვე დაეშვა.
- ლიკა, მოიცადეთ, ლიკა!... - უკან დაედევნა გიორგი.
მამაკაცი რაღაცას ეძახდა, თუმცა ქალს მისი სიტყვები არ ესმოდა, ცივი ჰაერი სახეში სცემდა, სათვალე დაეორთქლა, ხელის ერთი მოსმით მოიშორა და უმისამართოდ მოისროლა. წელში მოხრილს, ხელები ბარძაყებზე მიებჯინა და მიქროდა. ნელ-ნელა სისწრაფეს უფრო და უფრო უმატებდა. წამით დაავიწყდა გიორგი, მასთან კამათიც, მხოლოდ სრიალზე ფიქრობდა. წინ საკმაოდ მოზრდილი ტრამპლინი ჩანდა, გვერდის ავლა აზრადაც არ მოსვლია, არ შეშინებია, პირიქით, თითქოს ადრენალინიც მოემატებოდა, თვალები დახუჭა ლიკამ და გაფრინდა, ზუსტად ვერ მიხვდა რა სიმაღლეზე ან რამდენ ხანს მიფრინავდა ჰაერში. სიამოვნების ყიჟინა აღმოხდა ქალს, როგორც კი ფეხქვეშ მყარი ნიადაგი იგრძნო:
- საბოლოოდ გაგიჟდი?! - გონს გიორგის გაცოფებულმა, შეშლილმა ხმამ მოიყვანა, მკლავზე ისე ჩაებღუჯა მამაკაცს თითქოს ეშინოდა ისევ ხელიდან არ გასხლტომოდა, როგორც იქნა თვალების გახელაც იკადრა ლიკამ.
- შენ არც კი იცი, ეს რა იყო!.. - ბედნიერი უღიმოდა გიორგის.



№1 სტუმარი Shore shore

ra magari iko zaaaaalian visiamovnevne auu uuuuumagresi iko

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Shore shore
ra magari iko zaaaaalian visiamovnevne auu uuuuumagresi iko


smile kissing_heart გავწითლდი, დიდი მადლობა ჩემო საყვარელო heart_eyes

 


№3  offline წევრი tamuna.s

აუ ძალიან მაგარი იყო, მაგრამ ძალიან პატარაც angry ყოველდღე ხომ არ დებ და ცოტა თავები მაინც გაზარდე რა worried

 


№4  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Au es motxroba mabednierebs
Didi madloba avtor. Momwons giorgis da likas urtiertoba _sainteresoa ra moxdeba. Bavshvebi rogorc yoveltvis unakloebi arian. Martla mshurs mati (ketili shurit ragatqmaunda) megobrobis, urtiertobis, da ravi ubralod dzalian miyvars titoeuli personaji, tviton istoria da shenc miyvarxar avtor!!!!!!!

 


№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

tamuna lobjaidze
აუ ძალიან მაგარი იყო, მაგრამ ძალიან პატარაც angry ყოველდღე ხომ არ დებ და ცოტა თავები მაინც გაზარდე რა worried

კარგი იქნებოდა ალბათ ცოტა მეტი თავისუფალი დრო რომ მქონდეს, სულ დავწერდი და დავწერდი, და შემდეგ დავტკბებოდი თქვენი კომენტარებით, მაგრამ სამწუხაროდ ვმუშაობ, საკმაოდ რთული გრაფიკით და მეტი სწრაფად არ გამომდის...

nawkas12345
Au es motxroba mabednierebs
Didi madloba avtor. Momwons giorgis da likas urtiertoba _sainteresoa ra moxdeba. Bavshvebi rogorc yoveltvis unakloebi arian. Martla mshurs mati (ketili shurit ragatqmaunda) megobrobis, urtiertobis, da ravi ubralod dzalian miyvars titoeuli personaji, tviton istoria da shenc miyvarxar avtor!!!!!!!


დიდი მადლობა შენ რომ კითხოლობ და ასეთი სიტყვებით მათბობ, თქვენ რო არა ეს ისტორია არც შეიქმნებოდა და არც დაიწერებოდა heart_eyes ხშირად მითქვამს და ახლაც გავმეორდები, თითოეული თქვენი ნათქვამი, თუ მოწერილი სიტყვა ძალიან დიდი სტიმულია ავტორებისთვის, რა თქმა უნდა ჩემთვისაც, ორმაგად გასახარია, თუ შენიშვნებსაც მისცემთ, რა თქმა უნდა კორექტულ ფარგლებში, რადგან ასე ავტორიც იზრდება. ასე, რომ ორმაგად მიხარია თქვენი წერილებიც და კომენტარებიც, kissing_heart რაც შეეხება ჩემს ბავშვებს, ისინი ყოველგვარი შელამაზების გარეშე ასეთები არიან, გადარეულები, გიჟები, უბრალოდ ბავშვები, მიხარია თქვენც თუ შეიყვარეთ მათი თვისებების გამო, ესეიგი მხოლოდ მე არ "მაბრმავებენ" მათი სილაღით. ლიკა და გიორგი კი... მათზე ვერაფერს გეტყვით, სულ რამდენიმე თავში გამოჩნდება მათი დადებითიც და უარყოფითიც, გიორგიზე ვერაფრეს გეტყვით, აი ლიკა კი, ეგოისტურად მინდა შეიყვაროთ smile

 


№6  offline აქტიური მკითხველი lalita

ჩემი ტკბილი გოგო ხარ შენ , საოცარი და პოზიტივით სავსე თავი იყო ამიტომ მიყვარხარ ასე ძალიან.

 


№7  offline ახალბედა მწერალი murachashvili

lalita
ჩემი ტკბილი გოგო ხარ შენ , საოცარი და პოზიტივით სავსე თავი იყო ამიტომ მიყვარხარ ასე ძალიან.


smile იმდენს შემაქებთ, ბოლოს დავიჯერებ, სიხარულით გავიბერები და ვიქნები ასე მრგვალი heart_eyes kissing_heart არც კი იცი როგორ მიყვარხარ kissing_heart

 


№8 სტუმარი makukuna

ამდენი ხანია ვკითხულობ და მგონი პირველად ვაკომენტარებ. ძალიან გემრიელად იკითხება, რამხელა სითბო მოდის თითოეული სიტყვიდან. რა კარგები არიან ეს ბავშვები, სიცოცხლეს მოგანდომებენ. ძალიან, ძალიან კარგი ხარ heart_eyes kissing_heart

 


№9 სტუმარი Guest ნენე

კარგით რაა, პატარა იყო...

 


№10  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

ამ ისტორიიის დანახვაც კი მაბედნიერებს ♡♡იმხელა სიამოვნევას მანიჭებს ამის კითხვაც კიი ♡♡♡ისე სასიამოვმოდ ისე თავისუფლად და გულწრფელად წერ რომ შეუძლებელიაა ამ ისტორიით უდიდესიი სიამოვნება არ მიიღო მკითხველმა ♡♡♡მთელი გულით და გრძნობით ვკითხულობ სხვაგვარად შეუძლებელიაა ♡♡

 


№11  offline ახალბედა მწერალი murachashvili

makukuna
ამდენი ხანია ვკითხულობ და მგონი პირველად ვაკომენტარებ. ძალიან გემრიელად იკითხება, რამხელა სითბო მოდის თითოეული სიტყვიდან. რა კარგები არიან ეს ბავშვები, სიცოცხლეს მოგანდომებენ. ძალიან, ძალიან კარგი ხარ heart_eyes kissing_heart

უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ კითხულობ ამ ისტორიას heart_eyes ორმაგად მახარებს, რომ არ დაიზარეთ და ემოციებიც გამიზიარეთ. სასიამოვნო მოსასმენია, სულ ოდნავ მაინც თუ შევძელი თქვენი გახალისება heart_eyes რაც შეეხება ამ ბავშვებს მათი ასაკის მოზარდები ალბათ სწორედაც რომ ასეთები უნდა იყონ, არადეპრესიულები, ხალისიანები და სიცოცხლით სავსეები, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ მათგანს არ აქვს დაარხეინებული და უპრობლემო ცხოვრება. მათთან ყოფნის ერთი დღეც კი, პირადად მე იმხელა დადებითი ემოციებით მავსებს, რომ ძალიან მინდოდა სულ მცირედით მაინც გამენაწილებინა თქვენთვის

Guest ნენე
კარგით რაა, პატარა იყო...


ალბათ, პატიება უნდა გთხოვოთ, უფრო მოზრდილი თავები რომ არ არის, მაგრამ რა ვქნა? სხვაგვარად არ გამომდის heart_eyes laughing

ნიტა♡♡
ამ ისტორიიის დანახვაც კი მაბედნიერებს ♡♡იმხელა სიამოვნევას მანიჭებს ამის კითხვაც კიი ♡♡♡ისე სასიამოვმოდ ისე თავისუფლად და გულწრფელად წერ რომ შეუძლებელიაა ამ ისტორიით უდიდესიი სიამოვნება არ მიიღო მკითხველმა ♡♡♡მთელი გულით და გრძნობით ვკითხულობ სხვაგვარად შეუძლებელიაა ♡♡


არის შეგრძნებები, რომელიც ადამიანის დადებით განწყობას ხელს უწყობს, შენი კომენტარი ჩემთვის სწორედ ასეთია, დილით წავიკითხავ და მთელი დღე მიხარია, მადლობა ჩემო ძვირფასო, ასეთი სითბოსთვის kissing_heart

 


№12  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

აი არც ვიცი რა გითხრა. ნამდვილი გრძნობების ფეიერვერკი იყო...
საოცარი გრძნობები...
საოცარი ემოციები...
საოცარი ურთიერთობები...
შოკში ვარ... ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით შოკში ვარ...
დამადუმე და ამით ყველაფერი ნათქვამია...

 


№13  offline ახალბედა მწერალი murachashvili

უცნობი ქ
აი არც ვიცი რა გითხრა. ნამდვილი გრძნობების ფეიერვერკი იყო...
საოცარი გრძნობები...
საოცარი ემოციები...
საოცარი ურთიერთობები...
შოკში ვარ... ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით შოკში ვარ...
დამადუმე და ამით ყველაფერი ნათქვამია...

ასეთ რეაქციებს ნამდვილად არ ველოდი smile heart_eyes საოცარი გოგო ხარ, მიყვარხარ ძალიან kissing_heart

 


№14  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

murachashvili
makukuna
ამდენი ხანია ვკითხულობ და მგონი პირველად ვაკომენტარებ. ძალიან გემრიელად იკითხება, რამხელა სითბო მოდის თითოეული სიტყვიდან. რა კარგები არიან ეს ბავშვები, სიცოცხლეს მოგანდომებენ. ძალიან, ძალიან კარგი ხარ heart_eyes kissing_heart

უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ კითხულობ ამ ისტორიას heart_eyes ორმაგად მახარებს, რომ არ დაიზარეთ და ემოციებიც გამიზიარეთ. სასიამოვნო მოსასმენია, სულ ოდნავ მაინც თუ შევძელი თქვენი გახალისება heart_eyes რაც შეეხება ამ ბავშვებს მათი ასაკის მოზარდები ალბათ სწორედაც რომ ასეთები უნდა იყონ, არადეპრესიულები, ხალისიანები და სიცოცხლით სავსეები, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ მათგანს არ აქვს დაარხეინებული და უპრობლემო ცხოვრება. მათთან ყოფნის ერთი დღეც კი, პირადად მე იმხელა დადებითი ემოციებით მავსებს, რომ ძალიან მინდოდა სულ მცირედით მაინც გამენაწილებინა თქვენთვის

Guest ნენე
კარგით რაა, პატარა იყო...


ალბათ, პატიება უნდა გთხოვოთ, უფრო მოზრდილი თავები რომ არ არის, მაგრამ რა ვქნა? სხვაგვარად არ გამომდის heart_eyes laughing

ნიტა♡♡
ამ ისტორიიის დანახვაც კი მაბედნიერებს ♡♡იმხელა სიამოვნევას მანიჭებს ამის კითხვაც კიი ♡♡♡ისე სასიამოვმოდ ისე თავისუფლად და გულწრფელად წერ რომ შეუძლებელიაა ამ ისტორიით უდიდესიი სიამოვნება არ მიიღო მკითხველმა ♡♡♡მთელი გულით და გრძნობით ვკითხულობ სხვაგვარად შეუძლებელიაა ♡♡


არის შეგრძნებები, რომელიც ადამიანის დადებით განწყობას ხელს უწყობს, შენი კომენტარი ჩემთვის სწორედ ასეთია, დილით წავიკითხავ და მთელი დღე მიხარია, მადლობა ჩემო ძვირფასო, ასეთი სითბოსთვის kissing_heart

შენ კი მე მიქმნიი ყოველი დღეს პოზიტიურს როცა ამ ისტორიას დებ..გულში და სულში აღწევს ამ ისტორიის ყველაა სიტყვა ცალცალკეე საოცრად წერ გულს მითბობ და მაბედნიერებ ♡♡♡

 


№15 სტუმარი ბეღურა

ცოტა მალ-მალე რო დადოთ ხოლმე რა მოხდება? დავიტანჯე თაანააც პატარა თავებს დებთ

 


№16 სტუმარი Guest Maka

Zalian magari xar zalian.
Unda damewera zalian cota iyotqo magram sheni komentari vnaxe da gadavifiqre madloba amistvisac gelodebi

 


№17  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ბეღურა
ცოტა მალ-მალე რო დადოთ ხოლმე რა მოხდება? დავიტანჯე თაანააც პატარა თავებს დებთ

Guest Maka
Zalian magari xar zalian.
Unda damewera zalian cota iyotqo magram sheni komentari vnaxe da gadavifiqre madloba amistvisac gelodebi


kissing_heart heart_eyes კიდევ ერთხეკ გიხდით ბოდიშს, მაგრამ ამაზე მეტს ნამდვილად ვერ ვასწრებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent