დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს. (2)
სახლში ფეხით მივედი , შემდეგ კი ტკბილი უშფოთველი ძილით დავიძინე. მთხრობელი: მოკლედ სანამ ნენეს ძინავს გეტყვით მისი ოჯახის შესახებ: ნენეს მამა გიორგი მაისურაძე ბიზნესმენია, ხოდა აქვს თავისი რესტორნის გარდა კიდევ სხვადასხვა ბიზნესები, ნენეს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს მითუმეტეს , რომ ნივიორკში ისწავლა ხოდა გადაწყვიტა თავის რესტორანში დირექტორად დაენიშნა. გიორგის ერთადერთი ქალიშვილი იყო ნენე ამიტომ არავის ჰქონდა უფლება ნენესთვის ეწყენინებინა, ნენეს ყოველთვის ძვირფასი მარგალიტივით უფრთხილდებოდა და ყველაზე ძვირფას განძად იხსენიებდა. მისთვის ნენეზე ლამაზი გოგონა მსოფლიოში არ მოიძიებოდა. ერთხელ ნენე ძალიან ცუდად იყო როდესაც 6 წლის გახდა , ახსოვს გიორგის როგორ დარბოდა წამლებზე და როგორი ცივი ოფლი ასხავდა ნერვიულობისგან. ახსოვს , რომ როდესაც ნენეს დედა მშობიარობდა 6ჯერ გადაკვეთა წითელი ხაზი, მთელი სიჩქარით მიჰქროდა და ჯარიმებიც აირტყა, თუმცა იმ დროს მას არავინ აღელვებდა ფეხმძიმე ცოლის გარდა. რაც არ უნდა იყოს ნენემ იცის ,რომ თავისი თბილი მამიკო სულ გვერდში ედგება როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა აღმოჩნდეს. გიორგი 47 წლის არის თუმცა ასაკის მიუხედავად არაფერი ეტყობა ,ხოლო ნენეს დედას და მას ერთმანეთი ისევ ძველებურად უყვართ. ხო ახლა გადავიდეთ ნენეს დედაზე ნანკაზე. ნანკა არის ულამაზესი ქალი, მწვანე თვალები, ქერა თმები, დიდი ტუჩები...მოკლედ ძალიან ლამაზია. ნანკას პირველი ყოველთვის ბიჭი უნდოდა და ნენე , რომ გაჩნდა არ შეიმჩნია როგორ ეწყინა , მაგრამ როდესაც თავისი პატარა ქალბატონი გულზე დაუწვინეს მაშინვე მიხვდა , რომ ამდენი ხნის განმავლობაში ბიჭი კი არა პატარა, ციცქნა გოგონა ნდომებია. ნენე მისი ერთადერთი და ყველაზე ძვირფასი ქალიშვილია. მშობლები ნენეთი ყოველთვის ამაყობდნენ იცით რატომ? ნენე შეიძლება არ ყოფილა ბავშვობაში ლამაზი, მაგრამ სამაგიეროდ ისეთი ჭკვიანი იყო....ყოველთვის ყველას უყვარდა და ყოველთვის ყველა აქებდა ამ საოცარ პატარა გოგონას. იცით რას უძახოდნენ მასწავლებლები ნენეს? ვუნდერკინდს. ნენე იყო ერთადერთი ბავშვი კლასში, რომელსაც მხოლოდ 10-იანები ჰყავდა. მოკლედ ნანკას ნენე ძალიან უყვარს და აფასებს ყველაფრის გამო, ხოლო ახლა როდესაც ნენე მსოფლიოში ყველაზე ლამაზი გოგონაა მისით კიდევ უფრო ამაყობს. ნენე: მეორე დილით გავიღვიძე და ცოტახანი ლოგინში ნებივრობა გადავწყვიტე. რა კარგი ბიჭი ჩანდა ალექსანდრე....მაგრამ მექალთანეა. ჩემს გემოვნებაში არ ჯდება მექალთანე , ისე კი ზუსტად ისეთი იყო მე, რომ მომწონს. ხალხს მასზე კარგი წარმოდგენა აქვს , ეს კიდევ უფრო მაფიქრებს, ნუთუ ამდენად ამოუცნობია? იცით როგორი მგონია? თითქოს ყველამ იცის მის შესახებ ვინცაა, თითქოს კი არა იცის, მაგრამ არავინ იცის როგორია, არავინ იცი მისი გრძნობები , თითქოს იდუმალია ყოველშემთხვევაში მე ასე მგონია. მინდა თუ არა თავს ძალა უნდა დავატანო და აღარ ვიფიქრო მასზე,თან დღეს პირველი სამუშაო დღე მაქვს რესტორანში. ამის გახსენებაზე წამოვხტი ლოგინიდან და ჩაცმა დავიწყე, გადავწყვიტე ჯობია სერიოზულად ჩამეცვა:მოკლე საქმიანი კაბა, ლამაზი თეთრი გაშვებული მაისური, კედები. თმები ავიწიე და მჩოლკა ჩამოყრილი დავიტოვე. ტაქსი გავაჩერე, მისამართი ვუკარნახე და რესტორანში შესვლისთვის მოვემზადე. დანიშნულების ადგილას , რომ მივედით გადმოვედი და რესტორნის კარებთან გავჩერდი, ღრმად შევისუნთქე ჰაერი და შევდგი პირველი ნაბიჯები. ხალხი ჩემსკენ იყურებოდა მე კი არავისთვის შემიხედავს კაბინეტისკენ დავიძარი. კართან თანამშრომელი დამხვდა: -თქვენ ქალბატონი ნენე ხართ? -დიახ. შეგიძლიათ მიმტანებს და მზარეულებს დაუძახოთ მანამ სანამ ჯერ კიდევ არავინაა შემოსული რესტორანში? -დიახ , ახლავე ქალბატონო ნენე. წავიდა და მოიყვანა ყველა: -მოდი დავიწყოთ ერთმანეთის გაცნობა, ე.ი მე ვარ ნენე მაისურაძე, თქვენ იცით , რომ ეს რესტორანი მამაჩემს გიორგი მაისურაძეს ეკუთვნის, არ მინდა იფიქროთ მამიკოს გოგოა და იმიტომ ზის აქ ეხლა და იმიტომაა დირექტორიო, არა. მე ძალიან დიდი ხანი ვისწავლე ნივიორკში და ძალიან მაღალი შეფასებებიტ დავასრულე სწავლა, ხოდა იმიტომ ვარ ახლა აქ. ე.ი ნუ მომმართავთ ქალბატონი ნენეთი, გთხოვთ. შეგიძლიათ დამიძახოთ უბრალოდ ნენე, ნენეუსი, ნენი, ნენია და რავიცი კიდევ თუ მოიფიქრებთ რამეს წინააღმდეგი ნამდვილად არ ვიქნები. ახლა უბრალოდ მინდა გავიგო თქვენი ყველას სახელები, რომ ვიცოდე ვის რა გქვიათ.-დავამთავრე გამოსვლა და ყველა აღფრთოვანებული მიყურებდა, ბოლოს დაიწყეს სახელების ჩამოთვლა.-გიორგი, ანა, ეკა, ლიზა, ელენე, ვიკა, გუგა, ლაშა, კატო, ნიკა......-სახელებს ადვილად ვიმახსოვრებდი ამიტომ არც მათი სახელების დამახსოვრება გამჭირვებია. ყველა გამეცნო და შემდეგ ყველა თავიანთ ადგილას გავუშვი. კარგი საღამო იყო. სოციალურ ქსელს ვათვალიერებდი ჩემს ოთახში ეკა , რომ შემოვიდა: -ნენე პრობლემა აქვთ ჩვენთან. -რა პრობლემა? -საჭმელში თმა იპოვეს. -ახლავე გამოვდივარ. ვიცოდი , რომ ჩემი თანამშრომლის თმა ვერ იქნებოდა რადგან თმებზე სპეციალური დამცავი ქუდები ეხურათ, ამიტომ პრობლემის მოსაგვარებლად ძალიან მშვიდად გავეშურე: -ეკა ნუ ნერვიულობ , ცოდოა შენი ფრჩხილები. მივედით და დამხვდნენ იცით როგორი ხალხი? აი ძაან , რომ სვეცკობენ და ამ დროს წიგნი არ აქვთ წაკითხული ისინი, ახალგაზრდები იყვნენ და ჩემი ნახვა გაუკვირდათ რადგან მეც მათივე ასაკის ვიყავი: -მთავარი თქვენ ხართ?-გაიკვირვა ბიჭმა. -დიახ, რაშია პრობლემა? -თმა...თმა ვიპოვეთ საჭმელში.-დაიბნა ბიჭი და თან თმა დამანახა. -ბატონო... -ჯეკო. -ბატონო ჯეკო, ეს თმა ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება ჩემი რომელიმე თანამშრომლის. წითური თმა თანამშრომლებიდან მხოლოდ მე მაქვს.-ვთქვი და ჯეკოს ხელში დაჭერილ წითურ თმას შევხედე.-და მე კი მთელი დღე ჩემს კაბინეტში ვიჯექი და ჩემი თმა მანდ ვერანაირად ვერ მოხვდებოდა. მითუმეტეს , რომ ასეთი გაფუჭებული და დამწვარი თმაც არავის აქვს , თითქოს ატრუსული იყოს, ამიტომ ეს იმას ნიშნავს , რომ ისევ თქვენ ჩაგივარდათ აქ თმა! უფრო სწორედ თქვენს გვერდზე მჯდომ ქალბატონს.-ძალიან მშვიდად მივუგე . -აუუ....ჯეკო წავიდეთ რააა.-ის ქალბატონი გვერდზე რომ ეჯდა. აღარაფერი უთქვამს ადგნენ და წავიდნენ. მთელი რესტორანი მე მიყურებდა ყველას გაუკვირდა როგორ გაუბედა კლიენტსო , მაგრამ მე არ ვეთანხმები იმ ნათქვამს , რომ „კლიენტი ყოველთვის მართალია“ ყველა მათვალიერებდა , ხოლო თანამშრომლები გახარებული და მადლიანი მზერით მიცქერდნენ თან მადლობას არ იშურებდნენ, მე კი ამდენ თვალში ის ერთი და განსაკუთრებული ვიცანი....ღმერთო ჩემო! ეს ხომ ალექსანდრეა! უფრო სწორედ სანდრო!..... სანდრო: რესტორანში გადავწყვიტეთ წასვლა მე და ლექსომ ხოდა , რომ დავჯექით ის წითური დავინახე.... არადა გადაწყვეტილი მქონდა მასზე არ მეფიქრა და ის ჩემს მოგონებებში დარჩებოდა როგორც „ჟღალთმიანი ანგელოზი“, მაგრამ ვინ გაცლის აქაც ის არის. დავინახე , რომ ვიღაცას ძალიან მშვიდად და გაწონასწორებულად ესაუბრებოდა, მაშინ კი როცა მის უკან შეკრებილი ანერვიულებული თანამშრომლები დავინახე მივხვდი , რომ ის დირექტორი უნდა ყოფილიყო. ვისაც ეჩხუბებოდა ისინი წავიდნენ ხოლო თვითონ თანამშრომლებს მზრუნველი მზერა გადაავლო და წასვლას აპირებდა მე , რომ დამინახა. წამით გაჩერდა , თითქოს ჩაფიქრდაო შემდეგ კი არაფერი შეიმჩნია ისე შებრუნდა თავის კუთვნილ კაბინეტში. ღმერთო ჩემო! ამ გოგოს უნდა გავეცალო თორემ გამაგიჟებს! ძალიან მინდა ახლა მასთან მისვლა...მაგრამ ისევ ეს ჩემი სიამაყე! ნენე: დიდხანს ხომ არ მივაშტერდებოდი ხამივით , ხოდა კაბინეტისკენ ავიღე გეზი, არადა როგორ მინდოდა დარჩენააა...... ხოდა მოვიფიქრე კიდეც როგორც უნდა დავრჩე აქ! ამოვიღე ტელეფონი და ნინას და ელეს დავურეკე მოდით მეთქი. ცოტახანში კაბინეტზე მომიკაკუნეს: -ნენეეუუუუუუუსსსსსსსსს. -რა გაღრიალებს გამოვდივარ გოგო! გავედი და მაგიდისკენ გავუძეხი: -ვაიმე გოგონებო აქ ალექსანდრე გასვიანს რა უნდა? ან ლექსო კირვალიძეს? აუუუუ! რა ბიჭები არიან! -ბიჭებმა არ გაგიგონ რამდენს ლაპარაკობ მაგათზე თორემ.... -ნენეუს ჩაფიქრებული ხარ რაღაც შენ... -სანდრო მომეწონა გოგოებო........ ამათ ყოველთვის ყველაფერს ვეუბნებოდი ხოდა არც ეხლა ვაპირებდი დამალვას. -ვის არ მოსწონს? -ხო რავი. -მაგრამ როგორ მოხდა შენ ბიჭი მოგეწონა? -არა მასეთი უკარება აღარ ვარ. ნივიორკში ძაან ბევრ ბიჭთან მქონდა ურთიერთობა პროსტა არცერთი მყვარებია რაა. არცერთი ყოფილა ისეთი მე , რომ შემყვარებოდა თორემ თვითონ იჩენდნენ ინიციატივას. -ისე , რომ იცოდე ალექსანდრე გოგონებს სერიოზულად არასდროს უყურებს. -ხოდა იმიტომაც არ მინდა , რომ რამეს ვგრძნობდე რაა, თუმდაც მოწონებას. -კაი დაიკიდე. -ვცდილობ. შეკვეთა მივეცით და დაველოდეთ. -როგორ შეეგუე აქაურობას ერთ დღეში აბა? -ძალიან კარგი თანამშრომლები მყავს, ძალიან! ყველას ვუთხარი ქალბატონი ნენე არ გამაგონოთ მეთქი და სახეები უნდა გენახათ . -ძალიან კარგი, ყველაზე კარგი უფროსი ეყოლებათ მაგათ მსოფლიოში. -მაშ!-მხარი აუბა ელემ ნინას. -ელე შენ ლექსო გევასება? -ისა...რა? -რას დააშტერდი? -მევასება რაა, მომწონს რა მოკლედ. -ვახ , ეს დაქალები რა დღეში ხართ?-ნინა. -შენი დროც მოვა.-ენა გამოვუყავი. სანდრო: -ლექსო იქ , რომ გოგო ზის ხედავ? -ქერას, შავგრემანს თუ წითურს? -წითურს. -ხო, მერე? -ძაან ლამაზია თუ მეჩვენება? -მართლა ძაან ლამაზია. -მომწონს. -აი კარგი რაა, არ გეცოდება ერთი ღამისთვის? თან მე მაგის ქერა დაქალი მევასება , ელენე ჰქვია და ძაან მომწონს ხოდა დაანებე რა თავი წითურს, მე სერიოზულად მომწონს ელენე და თუ რამე გამოვიდა არ მაწყობს ,რომ შენ მაგის დაქალთან რამე ისეთი გქონდეს, ნუ რამე რა... -არა, არა ბიჭო , მართლა მომწონს. -ხოდა მაგას გეუბნები ერთი ღამისთვის არაა ეგ გოგო რაა! მილიარდი გოგოა ტო და რაღა ეგ უნდა გამოიყენო? რაღა მაგას უნადგურებ ცხოვრებას ესეთი კარგი მომავალი აქვს , კარგი სამსახური , უმაგრესი გარეგნობა, ცოდოა სანდრექს , ცოდოააა! -ბიჭო მომისმინე ვახ! არ მომწონს როგორც ღამის პარტნიორი, მომწონს როგორც გოგო, სერიოზულად ვფიქრობ. -სანდრექს ღადაობ ტო? -არაა. -შენ არ ამბობდი არ მინდა შეყვარებული და იმის კონტროლიო? -რაც არ უნდა იყოს ეს გოგო სხვებს არ გავს ჩემთვის პირადად, გეუბნები მომწონს ძაან. -სანდრექს! ტოოო , აი ეს გოგო გჭირდებოდა შენ თურმე გონზე მოსასვლელად რაა! გჭირდება შეყვარებული და უკვე გადაწყდა , რომ გეყოლება კიდეც. -ვნახოთ.-ტუჩის კუთხე ჩავტეხე. მთხრობელი: მაშინ არც სანდრომ და მითუმეტეს არც ნენემ იცოდა რას უმზადებდა მათ ბედი, ნენემ იფიქრა მექალთანეა და ,რომ რამე მარტო ერთი ღამისთვის ვენდომებიო ამიტომ საკუთარ თავს მასზე ფიქრი აუკრძალა. სანდრომ კი პირიქით ნენეს „დაპყრობა“ გადაწყვიტა, მაგრამ არ უნდოდა მისთვის თავი მოებეზრებინა და რამე ისე მომხდარიყო. ეს არ ყოფილა სიყვარული ეს იყო მოწონება მათი აზრით, თუმცა სინამდვილეში მათ ორივემ იცოდა გულის სიღრმეში სადღაც ძალიან ღრმად , რომ ამ გრძნობას ვერ გადაურჩებოდნენ, თუმცა ორივე ხისთავიანი იყო, ამ ხისთავიანობამ ორი ადამიანი სულიტ დაუკავშირა ერთურთს .... ალბათ სამუდმაოდ...ან უბრალოდ ნენეს წასვლამდე....ყველაფერი ჯერ არ დაწყებულა , ეს არ არის მოთხრობის დასაწყისი, ეს არის ამბავი რომელიც ხდებოდა მანამდე სანამ ყველაფერი ბნელეთმა არ მოიცვა, მაგრამ ვერ გაიგებ ეს ბნელეთი იყო თუ, თუ სინათლე რომელიც უფალმა გამოგზავნა ზეციდან. არცერთმა იცოდა რისი გადატანა იყო საჭირო ერთად ყოფნისთვის, რომ სცოდნოდათ ალაბთ არ ისურვებდნენ თავიდან ერთმანეთთან ყოფნას და მათი შეხვედრა უბრალო მოგონებად დარჩებოდა, თუმცა , რომ ენახათ ამბის მეორე ბოლო...ბოლო სადაც ბევრის გადატანა მოუწიათ ერთად ყოფნისათვის, მაშინ, მაშინ უბრალოდ ჩაჰკიდებდნენ ერთმანეთს ხელს და არსად გაუშვებდნენ...არც მაშინ გაუშვებდა სანდრო ხელს ნენეს როდესაც ის გადაწყვეტილება მიიღო, რომელმაც მათი კავშირი გაანადგურა, თუმცა სანდრომ ბოლომდე იბრძოლა და შესაძლოა სასურველი შედეგიც გამოიღო. სანდრო ბრძოლობდა ნენსთვის და.....და კიდევ ვიღაცისთვის ვინც ყველაფერი არია და დარია. როგორც ვთქვი არცერთმა იცოდა რა ელოდათ წინ....არცერთმა იცოდა , რომ იქნებოდა სხივი , სხივი, რომლისთვისაც ბრძოლა ამაო არ ყოფილა და არცერთმა იცოდა ,რომ ირწმუნებდნენ ნათქვამს „დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს“ არცერთმა! მანამ სანამ გაიგეს, რომ დრო ვერასდროს შეცვლიდა გრძნობებს, რადგან დრო, დრო უძლევია სიყვარულის ძალასთან....მათ არ იცოდნენ სამუდამოდ ეყოლებოდათ თუ არა ერთმანეთი, თუმცა ეს მაღლა...ცაში იცოდნენ, ზუსტად იცოდნენ იქნებოდნენ თუ არა ერთად და ალბათ ეს ძნელი და მტკივნეული ამბავიც უფალმა გამოუგზავნა განსაცდელად ორ ძალიან ძლიერ და საამაყო ადამიანს იმისათვის , რომ ერთმანეთი ეპოვნათ, ეს მაღლა გადაწყვიტეს და ვსიო ვერავინ შეცვლიდა წინასწარმეტყველებას. მათ იპოვნეს ერთმანეთი, მაგრამ დაინტერესდა ღმერთი „ვნახოთ, ვნახოთ რამდენს გაუძლებს მათი სიყვარული, ვნახოთ რამდენად ძლიერნი არიან ისინი“. თქვა უფალმა და ზეციდან ვითომც არაფერი გამოუგზავნა ორ ერთნაირ ადამიანს განსაცდელი. მათ დიდი ძალისხმევა დასჭირდათ,თუმცა იპოვნეს გზა, არ არის აუცილებელი ადამიანს დიდი ხანი იცნობდე იმისთვის ,რომ ის შეგიყვარდეს, რადგან დრო არაფერს წყვეტს, დრო ვერაფერს ხდება გრძნობებთან, მითუმეტეს კი სიყვარულთან, შემიძლია ამ ისტორიის შემდეგ რასაც წაიკითხავთ თამამად ვთქვა ,რომ დროს მხოლოდ, მხოლოდ ერთი რამ ამარცხებს, შესაძლოა რთულად , მაგრამ ამარცხებს და ეს რაღაც, ეს ულევი და უძლური კავშირი სიყვარულია, გრძნობა რომლითაც ვცოცხლობთ, გრძნობა რომელიც ყველამ უნდა განიცადოს ზესკნელში წასვლამდე. სიყვარული ყველას უნდა, თუმცა არა, მაშინ არც ნენეს და არც სანდროს სიყვარული არ ნდომებიათ , თუმცა ყველაფერი თავისთავად ხდება. გინდა თუ არა სიყვარული აუცილებელია, აუცილებელია შენც დაინახო მსოფლიო ნათელ ფერებში და არა მხოლოდ მოწყენილ და ჩამკვდარ ფერებში. აი როცა გიყვარს მაშინ ყველაფერი აზრს იძენს და ყველაფერი ნათდება , თითქოს სასუფეველში იყო. სამოთხე არაა ზეცაში, სამოთხე დედამიწაზეა, მაგრამ მხოლოდ ისინი ხედავენ მას ვისაც უყვართ...გინდა თუ არა ზემოთ მაინც გადაწყდება შენი ბედნიერება და ნათელი ფერები, იქ ცაში შენს ბედნიერებას ეძებენ .... ცაში...იქ სადაც ყველას უყვარს ერთმანეთი...რატომაა თქვენი აზრით სამოთხე კარგი?იმიტომ, რომ სიყვარულია, სამოთხე თავადაა სიყვარულისგან შემდგარი ადგილი...ადგილი სადაც ყველას იღებენ და პატიობენ შეცდომებს...ადგილი სადაც უყვართ....ალბათ სამოთხე კარგია, რადგან , რომ მიდიან უკან აღარ ბრუნდებიან, არასდროს ბრუნდებიან. ჩვენ ყველას შეგვიძლია გვქონდეს საკუთარი სამოთხე, ხოდა გვინდა თუ არა ჩვენ, ეს უფალს უნდა და ის აუცილებლად გაგიმზადებთ დიდი განსაცდელის შემდეგ უფრო დიდ ბედნიერებას, მე მწამს და მე მჯერა ამის. სიყვარული უდიდესი მცნებაა. მე კი სიყვარულის მაცნე ვარ! მე მჯერა და ამ რწმენის გამო შევიყვარებ...ისე შევიყვარებ როგორც ნენეს შეუყვარდა ერთხელ....და სამუდამოდაც. ცოტა მოიცადე ბედნიერება მოდის შენსკენ და შენც იპოვი შენს „სამოთხე“ს. მხოლოდ ცოტა მოიცადე. სამოთხე კარგია, შესაბამისად კარგია. სამოთხეზე ჩემი აზრი გამაჩნია, ის არის სიყვარულისგან შემდგარი საოცნებო ადგილი, სამოთხეში მიდიან და უკან აღარასდროს ბრუნდებიან....აღარასოდეს, ხოდა ასეა სიყვარულიც , ერთხელ შეიყვარებ და ნამდვილად , შემდეგ კი მისი დაკარგვა სიკვდილის ტოლფასია, არ გინდა დაბრუნდე ისევ სასიკვდილო ფერებში, როგორც სამოთხეში ისეა დედამიწაზეც. ამ ორმა ადამიანმა ბევრი გადაიტანა თუმცა საბოლოოდ გაიგეს რაღაც და როგორც ვთქვი ისწავლეს მხოლოდ , მხოლოდ ერთი, მაგრამ ყველაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ , რომ „დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს“. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.