შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმამაცის ოცი წამი ( ნაწილი 3)


21-01-2017, 00:58
ავტორი ელობელო
ნანახია 1 449

ვერ გავაცნობიერე ვერაფერი. ვერ მივხვდი ვინ მეხებოდა ასე ნაზად და ვინ მეხმარებოდა. მართლა გეუბნებით ვერ მივხვდი.თვალებს ვერ ვახელდი ისე ცუდად ვიყავი, მერე ვიგრძენი როგორ მომწმინდა ვიღაცამ პირი და სახეზე ცივი წყალი როგორ შემასხა. თვალები ზანტად გავახილე. მეგონა ყველაფერი ჩემი წარმოსახვის ნაყოფი იყო, რამდენჯერმე დავახამხამე თვალი ,მაგრამ არ გამქრალა. ჩემს წინ ჩემი ტვინისა და გულის გადამტრიალებელი იდგა,ადამიანი რომელიც ვერც ხვდებოდა როგორ მტკენდა .ადამიანი,რომლის გამო საკუთარი თავი დავივიწყე. იდგა და თვალებში შეშფოთებული მოყურებდა. პირველად ვხედავდი მის სახეზე ასეთ ემოციას... აქამდე მხოლოდ სხვისთვის ღიმილიანს და ჩემთან ირონიით აღსავსე სახით ვხედავდი.ახლა... ახლა ყველაფერი სხვაგვარად იყო.
⁃ არ მეჩვენები კაკი?- ბლუყუნით ამოვილაპარაკე და სახეზე ნაზად დავუსვი ხელი. ვიგრძენი როგორ გააკანკალა, მართლა ვიგრძენი.არ მომჩვენებია!
⁃ მე ვარ ტო, -გაოცებული მიყურებდა.
⁃ ძძ ძალიან ცუდად ვარ,- სიტყვებს ძლივს ვამბობდი,ასე უსუსურად თავი არასდროს მიგვრძვნია.
⁃ რამ დაგალევინა ამდენი,- გამეღიმა... ვფიქრობდი რომ ჩემზე ზრუნავდა,ეს კი ალბათ მეჩვენებოდა.
⁃ ყურადღების არ მოქცევამ და ფეხებზე მზერამ .
⁃ ვერ მივხვდი,- გაკვირვებულმა შემომხედა და ნაზად დამისვა თავზე ხელი.
⁃ კარგია,ვერც უნდა მიხვდე.
აღარაფერი უთქვამს ,უბრალოდ იდგა და მიყურებდა.
-კაკი, სახლში წამიყვანე გთხოვ .
⁃ კაი,ტო . რა პრობლემაა,- წელზე ნაზად მომკიდა ხელი და მისაღებში გამიყვანა. მისი ხელი რომ არა წელზე ალბათ წავიქცეოდი.


⁃ ბავშვებო ბევრი მოუვიდა დალევა და წავიყვან.
⁃ კაი ტო მიდი,-ხელი დაკრა მხარზე სერგომ,- დაბრუნდები?
⁃ არამგონია,- ყველას დაემშვიდობა და გარეთ გამოვედით. ლიფტისკენ წამიყვანა მაგრამ მთელი ძალით ჩავაფრინდი ხელზე.
⁃ ოღონდ ლიფტი არა,- ჩაიცინა... ალბათ მიმიხვდა რომ მეშინოდა. მერე ხელში ამიყვანა,შეწინააღმდეგის არც თავი მქონდა ,არც სურვილი. მის მკლავებში თავს ყველაზე დაცულად ვგრძნობდი. მისამართი ვუკარნახე და მერე სასმელმა თავისი ქნა და ჩამეძინა. ცოტახანში სახეზე შეხება ვიგრძენი და ოდნავ შევიშმუშნე. მერე თმებზე და თვალები ვჭყიტე და უცებ წამოვხტი . ყველაზე უხერხულ სიტუაციაში ამოვყავი თავი. სადარბაზოში ხელში დაჭერილი ვყავდი კაკის და ჩემმა წამოხტომა და ჯერ ერთმანეთს მივარტყით თავები და მერე როგორც ჩანს თავი ვერ დაიმორჩილა წაიქცა ... მეც ზედ მიმიყოლა. თვალებში ვუყურებდი , ვერ ვაშორებდი მის ჭაობისფერ თვალს მზერას. მერე ტუჩებზე დავაკვირდი ,იმდენად მინდოდა შევხებოდი სურვილისგან გამაკანკალა. მერე ნაზად დავუსვი თითები ტუჩებზე, თვალები ჭყიტა ,როგორც ჩანს გაუკვირდა. მერე კი ჩემმა სიმთვრალემ იმდენი გამაკეთებინა რომ ტუჩებზე გიჟივით დავეტაკე. ისე როგორები ვართ , ყველაფერს ვიღაცას ან რაღაცას გადავაბრალეთ ხოლმე. არადა სიმთვრალემ უბრალოდ გამბედაობა მომცა ... ცოტახანს არ ინძრეოდა მერე კი თვოთონაც ამყვა კოცნაში. ეს იმდენად უცხო იყო ჩემთვის,იმდენად ტკბილი რომ მისგან მოშორება აღარ მინდოდა,მერე თვითონ მომშორდა მაგრამ მე ჩემი ტუჩები ყელზე მივაწებე. ვიგრძენი როგორ დაეხორკლა კანი,ამანაც კი სიამოვნება მომანიჭა. სულ გადავედი ჭკუიდან ხო... ვიცი!
⁃ გაჩერდი ნია, მთვრალი ხარ მე კი ამით ვსარგებლობ.
⁃ ჩემი სახელი იცი? მოიცა,საიდან იცი
⁃ მეღადავები?- ტუჩის კუთხეში ჩაეცინა.
⁃ არა ,რატო. შენ ხომ არასდროს მამჩნევდი, მეგონა არც სახელი იცოდი.
მერე ახარხარდა ,მაგრამ რაზე ვერ მივხვდი...
⁃ როგორ შეიძლება შენ შეუმჩნეველი იყო?
⁃ რავიცი, შენთვის ვარ, - ჩანთაში გასაღების ძებნა დავიწყე ყურადღების გადასატანად.
⁃ პირველზე ცხოვრობ?
⁃ არა, მეორეზე.
ნელი ნაბიჯით ავედით მეორეზე, ვეღარ გავძლებდი დიდხანს მის გვერდით. ვერ ვუძლებდი რომ მე არავინ ვიყო,რომ არ შემეძლო მასთან ლაპარაკი, შეხება. ეს საშინლას მტკენდა. მერე კარებს მივუახლოვდი და გავაღე.
⁃ კაი წავალ ტო მე, შენები მოგხედავენ ახლა. ახლოს მოიწია,ალბათ ლოყაზე უნდა ეკოცნა რომ შევაჩერე.
⁃ მარტო ვცხოვრობ, წლებია უკვე.
⁃ მაშინ მარტოს ვერ დაგტოვებ,- და სახლში შემომყვა. გეზი პირდაპირ საძინებლისკენ ავიღე, წინდები გავიხადე და პირდაპირ ჩავწექი ლოგინში,ახლა ნამდვილად არ მქონდა გამოცვლის ნერვები.
⁃ ისე, დიდი ხანია მარტო ცხოვრობ?
⁃ კი, საკმაოდ.
⁃ ვერ გავიგე რა იმ გოგოების დაამთავრებენ თუ არა სკოლას მშობლებისგან ეგრევე რონ გარბიან, რა არის ტო რა წესია,- ვერ ვხვდები ასე რამ გააბრაზა... ძალიან მეწყინა მომინდა ერთხელ მაინც გადამეშალა გული ვინმესთვის.
⁃ ეგრე გგონია? გგონია ფეხებზე ნ და მაგიტო ვცხოვრობთ ცალ-ცალკე?!
⁃ არა ეგ არც მიფიქრია.
⁃ იცი მაინც როგორი მტკივნეულია როცა მშობლებლებს შენთან ერთად ყოფნას სრულია უცხოსთან ყოფნა რომ ურჩევნიათ. მთელი ბავშვობა მარტო გავატარე... იცი ,რა საშინელებაა როცა გვერდით გყავს მშობლები მაგრამ ვერ გრძნობ. არასდროს მომფერებიან ისინი როგორც მშობლები ეფერებიან შვილებს.არასდროს უკითხავთ რა მჭირდა ,რა მაწუხებდა. არასდროს მიგრძვნია მათან ყოფნისას დროს რომ ვუყვარდი,რომ ვჭირდებოდი. მთელი ბავშვობა მეგონა რომ მე ვიყავი ცუდი და ამიტომ ვერ მიგებდნენ ყოველთვის ვეძებდი პასუხებს და კითხვები მკლავდა. ცოტა რომ წამოვიზარდე მერე კიდევ უფრო მიმაგდეს. ვერ ვგრძნობ რომ ისინი ჩემი მშობლებლები არიან,ნეტავ საერთოდ არ ყოფილიყვნენ ჩემს გვერდით.თუნდაც ბავშთა სახლში გავზრდილიყავი, იქ მაინც ვიფიქრებდი რომ მათ ვჭირდები რომ ვუყვარვარ. დედას გეფიცები ეგრე თუ არ ვფიქრობდე.გიკვირს ხო ასე რომ ვლაპარაკობ? დავიღალე,გესმის დავიღალე. არავის ვჭირდები ,საკუთარ მშობლებსაც კი,- ტირილით სულს ვერ ვითქვამდი.
⁃ მაპატიე ტო, მაპატიე.
⁃ ნაზად ხლართავდა თითებს ჩემს თმებში,- ბოდიში ეგეთი უაზრო რამ რომ გითხარი. რომ გავჩუმებულიყავი ახლა ამ დღეში არ ჩავარდებოდი.

ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ერთიანად დავიცალე. ცხოვრებაში არავისთან მილაპარაკია ამ თემაზე, ვიგრძენი რომ ახლა თავისუფლად ვისუნთქებდი. მის მკლავებში თავს ყველაზე ძლიერად და დაცულად ვგრძნობდი, მალევე ვიგრძენი რომ თვალს ვეღარ ვახელდი.ნაზად მივაწებე ტუჩები კაკის მაჯას და ძილის სამყაროში გადავეშვი.


ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი



№1  offline წევრი kaatoo

მომწონს , მაგრამ კაკის პერსონაჟი არ გამოკვეთილა და მაინტერესებს იმსახურებს თუ არა ნიას სიყვარულს. ისე დავინტერესდი და ველოდები გაგრძელებას.

 


№2 სტუმარი Guest Mariamo

Kaia^^♥GaagrdzeleAucileblad^^)Bevr "To"-S Nu Khmarob♥

 


№3 სტუმარი kusa123

Kargia dzalian

 


№4  offline წევრი Ana Imnadze

მომწონს,მაგრამ არ ვიცი კაკი როგორია.ვერ ვხვდები რას ფიქრობს,რა ამოძრავებს იმედია გამოკვეთავ მალე <3

 


№5 სტუმარი kusa123

amm didi xania gelodebi mara rac saiti ganaxlda axali tavic ar dagidia da arc dzveli (washlili)... ar shewyvito dawera da dagvanaxe poziciebi nias mxridan ogond... "TO"ebs nu xmarob xshirad ogomd :D :D kargia dzalian da ar shewyvito <3 <3 <3

 


№6 სტუმარი Ups

Sad daikargee?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent