შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თამაში მუსიკის წესებით (მეთოთხმეტე თავი) დასასრული


21-01-2017, 22:09
ავტორი murachashvili
ნანახია 2 827

თამაში მუსიკის წესებით
(მეთოთხმეტე თავი) დასასრული
ზუსტად ვერც იტყოდნენ რამ უფრო დაღალა ლიკა და გიორგი, ემოციებმა თუ ფიზიკურმა დატვირთვამ. თუმცა ფაქტი იყო, რომ ბაკურიანში საკმაოდ დაქანცულები ჩავიდნენ. სადღესასწაულო ვახშამზე დასწრებაზე მეტად, ახლა ქალს დასვენება უფრო უნდოდა, დაჭიმულობის მოსახსნელად კისერს აქეთ-იქით ამოძრავებდა და ხელით ისრესსდა.
- დაიღალე? - გვერდულად გამოხედა გიორგიმ.
მისთვის თავის მოჩვენება აზრადაც არ მოსვლია, თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ლიკამ.
- მინდა ახლავე გითხრა, შემდეგ გაურკვევლობას რომ არ ჰქონდეს ადგილი, ყველაფერში დაგეხმარები, დარბაზსაც მოგაწყობინებ, ოღონდ საღამოზე ყოფნა არ მთხოვო!...
მიუხედავად იმისა, რომ იცოდა მამაკაცს ახალი წლის ღამეს სულაც არ ემღერებოდა და ექეიფებოდა, სადღაც გულის სიღრმეში მაინც იმედოვნებდა, რომ გადაიფიქრებდა.
- არც ანის გამოუშვებ? - გაუბედავად ჰკითხა ლიკამ.
- არ ვიცი, ალბათ, არა...
- კი, მაგრამ... - შეწინააღმდეგებას აპირებდა ქალი, თუმცა მამაკაცის მოკუმული ტუჩებისა და ყბაზე ნერვიულად აცახცახებული ძარღვის დანახვისთანავე, გაჩუმება ამჯობინა, სიტყვის ამოღება ვეღარ გაბედა.
- ეგოისტურად ვიქცევი? - მისკენ არც კი გაუხედავს, ფიქრებს მიუხვდა - ლევანს რომ ჰკითხო, კიო გეტყვის! - ირონიულად გაეღიმა მას - უბრალოდ, რთულია, ძალიან რთული!
- მესმის, მაგრამ...
- გესმის? - როგორც იქნა ქალისკენ მობრუნდა გიორგი - ამას ვერ გაიგებთ, თქვენ ვერ გაიგებთ...
- ჩვენ იქნებ ვერც გავიგოთ, მაგრამ ანიმ?
- რის თქმას ცდილობ? - სხვა დროს აყვირდებოდა, ნებისმიერს გააჩუმებდა, ვინც ამ თემაზე საუბარს მოინდომებდა, მაგრამ ახლა კბილს-კბილზე ჯიუტად აჭერდა ზედმეტი რომ არ წამოსცდენოდა, კოპებშეკრული უმზერდა ლიკას თვალებში.
- ის შენთვის, თუ მეუღლე იყო, მისთვის დედა გახლდა. ხვდები მაინც ეგ სიტყვა რამხელა დატვირთვას ატარებს? მასაც ეტკინა, იქნებ იმაზე მეტადაც კი ვიდრე გაჩვენა?! შენ კი... - ხმა უთრთოდა ლიკას.
- რა, მე კი?!...
- იმის ნაცვლად, რომ როგორმე ამ ტკივილის დავიწყებაში დაეხმარო, დავიწყებაში თუ არა შემსუბუქებაში მაინც, ყოველ წელს ჯიუტად ახსენებ ახალი წლის ამ ავბედით ღამეს.
- გინდა მითხრა, რომ ორმაგად ვტკენ?! - ხმაში გესლი გაერია კაცს.
- ჩემზე უკეთ იცი, რომ მხიარულება დავიწყებას არ ნიშნავს, ყოველთვის ბედნიერების გამო არ მღერიან, შეიძლება გტკიოდეს, მაგრამ მაინც იცინოდე და ეს ფარისევლობა არ იქნება. ამ დღეს ნომერში ჩაკეტვა კი არა, მეგობრებთან ყოფნაა საჭირო, ადამიანებთან ვინც ტკივილს დაგიამებს, ოდნავ მაინც შეგიმსუბუქებს...
- არ, გესმის, ლიკა, შენ არაფერი არ გესმის! - სიმწრისგან ავტომობილის საჭეს დაჰკრა ხელი გიორგიმ.
- შეიძლება არ მესმის... - თვალები ცრემლებით აევსო ლიკას - მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, თავსაც იტანჯავ და ანისაც აწვალებ.
როგორც იქნა სასტუმროს ეზოში შევიდნენ და ეზოში მომლოდინე ბავშვების დანახვაზე საუბარიც შეწყვიტეს. მათი დანახვისთანავე სახე ისე გაებადრა ლიკას, თითქოს რამდენიმე წამის წინ უსიამოვნო თემაზე არც კი ესაუბროს. ავტომობილიდან შეძენილი ნივთებს გადმოღებაში მონაწილეობას ყველა იღებდა.
- ლიკა დეიდა, მაღაზიაში რამე დატოვეთ?! - სიცილს ვერ იკავებდნენ ბიჭები.
- თქვენივე საკეთილდღეოდ, ერთ რჩევას მოგცემთ, საახალწლო აქსესუარების საყიდლად ქალი არ წაიყვანოთ!... - ჩვეული ირონიული ღიმილით გაუღიმა და პარკებით დატვირთულმა დარბაზისკენ აიღო გეზი გიორგიმ.
- მეც გირჩევთ, - ამჯერად გოგონებს მიმართა ლიკამ - ჯიჯღინა, მყრალ მამაკაცებს მოერიდეთ!...
- გოგოები როგორმე კი მოერიდებიან, მაგრამ შენ რაღა გეშველება, სად აპირებ დამალვას?!.. - მრავალმნიშვნელოვნად შეხედა უკვე მობრუნებულმა გიორგიმ.
- ზედმეტი მოგდის! - უხერხულად, სასურველზე მეტადაც კი გაწითლდა ლიკა.
- მეჩვენება, თუ ეს ორნი, რაღაც?!... - ეჭვით გახედა პატარა ბავშვებივით მოკინკლავე წყვილს ტატომ.
- აბა, რას გეუბნებოდით?! - კმაყოფილი გაიჯგიმა საბა.
- მყრალ მამაკაცში ვის გულისხმობდით? - ბიჭების რეპლიკებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ისე იკითხა მარიამმა.
- ერთ სათვალიან მამაკაცს, დედაშენმა მარკეტში ურიკა რომ მოპარა... - მოხერხებულად დაიძვრინა თავი გიორგიმ.
- ბავშვებთან ყველაფერი კი არ უნდა თქვა! - ბავშვების ისტერიული სიცილის გაგონებაზე ღრენით გამოხედა საბარგულში შემძვრალმა ლიკამ.
- რა? რა მოპარეთ?! ცარიელი იყო თუ სავსე? - ამჯერად ანიც ჩაერთო საუბარში.
- რა თქმა უნდა ცარიელი! ისე ღირსი კი იყო მამაშენი, თავისუფალი ურიკის მოლოდინში მთელი დღე იქ მდგარიყო... - საბარგულში ჩაყუდბულმა გამოსძახა ლიკამ.
- სულაც არ ვიყავი წინააღმდეგი, შენთან ერთად თუნდაც მთელი დღე ვმდგარიყავი რიგში... - უცებ სალონიდან საბარგულში გადმოყო თავი გიორგიმ.
- შემდეგისთვის გავითვალისწინებ... - თვალი ჩაუკრა ქალმა და უკანასკნელი პარკი ხელიდან ააცალა მამაკაცს.
როგორც იქნა ეღირსათ დარბაზში შესვლაც. ერთი მხარე მთლიანად დაეთმოთ ბავშვებისთვის. სავარაუდო სცენის წინ მაგიდები ოვალურად დაელაგებინათ, სცენასა და მაგიდებს შორის იმხელა ფართი რჩებოდა, რომ მონდომებულ მოცეკვავეებს მოედნადაც გამოადგებოდათ.
გიორგის პირობა არ დაურღვევია, დარბაზის მორთვაში ეხმარებოდა ქალს. ვიტრაჟების ნათურებიანი ბადით გაწყობა ბავშვებმა ითავეს.
- ასეთი რამ თუ არსებობდა არც კი ვიცოდით! - გაოცებულები უმზერდა ირმა მზის ენერგიით დამუხტულ ნათურებს, რომლებიც ვარსკვლავებივით ციმციმებდნენ ჩაბნელებულ ფანჯრებზე.
- რადგან ელექტრო ენერგიის დეფიციტი გვაქვს, უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრეთ!...
- გენიოსი ხარ, დე... - აღტაცებული მარიამი მოეხვია დედას.
- შეხედე როგორ მიისაკუთრა მთელი დიდება?! მე მალობას არავინ მეტყვის? - თითქოს ეწყინაო, ისე გამოხედა გიორგიმ.
- უკაცრავად, ბატონო გიორგი. თქვენი ღვაწლის დაკარგვა არც კი გვიფიქრია... ბავშვებო, ამ სილამაზისთვის თქვენი პიონერული მადლობა...
თითქოს ქალის ნებართვას ელოდნენო, ექვსივემ ერთ დროულად იხუვლა:
- დიდი მადლობა, ბატონო გიორგი! - ჟივილ-ხივილით მოეხვივნენ კაცს.
- შენი გაგიჟებულები არიან ესენი... - სიცილით უქნევდა თითს ირმა.

თეთრი გადასაფარებლებითა და წითელი სერვიზებით გაწყობილ მაგიდებს კიდევ ერთხელ შეავლეს თვალი და დარბაზიდან გამოვიდნენ.
- აბა, სწრაფად ვწესრიგდებით, ლოგოიანი მაისურებისა და ფეხზე კეტების ჩაცმა არ დაგავიწყდეთ.
- მასწ... ისევ ჯინსებით? ახალი წელია... - უკმაყოფილოდ აწუწუნდა სოფო.
- განწყობისთვის... - სანტა კლაუსის წითელი ქუდები და სხვადასხვა ფერის წვიმები მოაწოდა ლიკამ ბავშვებს.
- მოკლედ, თერთმეტის ნახევრისთვის ყველანი ჩვენთან ვიკრიბებით, დარბაზში ერთად ჩამოვდივართ!... - უცებ გასცა დირექტივა ირმამ.
- შემთხვევით, ხომ არ გადაიფიქრე? - დანარჩენებს რომ არ გაეგონათ ისე ჰკითხა უკვე ნომრის კარებში მდგომმა ლიკამ გიორგის.
მამაკაცმა უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
- ჩვენ რომ ვთხოვოთ?! - სავარაუდოდ ბავშვებიც იგივე თემაზე საუბრობდნენ. უხერხულად აწურულ, მოწყენილ შვილს მიუახლოვდა გიორგი.
- მოდიხარ?
გოგონამ ერთი კი შეხედა ცრემლებით სავსე თვალებით მამას, თუმცა სიტყვა აღარ უთქვამს, მორჩილად მიჰყვა კიბეებზე ამაყი ნაბიჯით მიმავალს.
- რა კაცია, რა!... - უკმაყოფილებას ვერ მალავდა ნომერში შესული მარიამი.
- საკმარისია, მაგ საკითხის განხილვას, კონცერტზე იფიქრო სჯობს, საკუთარ პრობლემებს როგორმე თავადვე მოაგვარებენ!... - ვერც კი შენიშნა ისე გადავიდა გიორგის დაცვაზე ლიკა - და საერთოდაც, თუ არ იმარჯვებ, აბაზანაში მე შეგასწრებ!... - აბაზანიდან სოფო გამოვიდა თუ არა, იქვე დადებულ პირსახოცს დასწვდა ქალი.
- არც კი გაბედო!... - კივილით შევარდა მარიამი.
- ელაპარაკე მშვიდობაზე!... - აფხუკუნდა ქალი.
- ლიკა დეიდა, თმებს გამისწორებთ!.. - მუდარით უმზერდა სოფო.
- ლიკა, იცოდე რიგში მეც ვარ!... - მისაღებიდან გამოსძახა ირმამ.
- კეთილი, გელოდები! - ფენით შეიარაღებულმა გასძახა ირმას.

მოწყენილი ანი მამასთან ერთად გაბუსხული სახით ლოგინზე წამოსკუპებულიყო და ისტერიულად რთავდა ტელევიზორს სხვადასხვა არხზე. გვერდულად უმზერდა გიორგი გვერდით მჯდომ შვილს.
- ანი - მკაცრი ხმით დუმილი დაარღვია გიორგიმ - იმედია სადღესასწაულო ტანსაცმელი წამოღებული გაქვს... - ღიმილი მაინც გაეპარა ხმაში.
წამიერად გაუშეშდა ისევ გადასართველად მომართული პულტი, გაოცებულმა გახედა მამას, თითქოს უნდოდა დარწმუნებულიყო, ისევ ხომ არ ხუმრობდა გიორგი.
- ისეთი სახით მიყურებ, აღარ გინდა წასვლა?!... - გვერდულად გაეცინა კაცს.
- მეხუმრები?! - აშკარად უჭირდა დაჯერება.
- ვიფიქრე, იქნებ მართლა სჯობს წარსული წარსულად დავტოვოთ, დავასრულოთ გლოვა და....
- შეუძლებელია!... - კარგად მიხვდა რად უღირდა გიორგის ამ სიტყვების წარმოთქმა. თვალები ცრემლებით აევსო ანის, ემოციებისგან ხმა გაბზარულმა თავი ვეღარ შეიკავა და მოეხვია - შენ არც კი იცი, როგორ გამახარე, შენ არც კი იცი!... - მკვირცხლად წამოხტა გოგონა - შენ? შენ არ წამოხვალ? - ახლაღა გაახსენდა მამა.
უარყოფის ნიშნად თავი გააქნია გიორგიმ.
- იქნებ?
- არ გინდა ანი გთხოვ, წადი, გაერთე, იმხიარულე, ჩემზე ნუ ფიქრობ...
- კი, მაგრამ, ლიკასაც გაუხარდებოდა. - მაინც არ სთმობდა პოზიციებს ანი, უკანასკნელ იმედს მოეჭიდა ქალიშვილი.
- ის ბიჭი გაგიჟებს, მივხედავ მე მაგ საკითხს! - თითის ქნევით მისაღებში გაერიდა გიორგი ზედმეტად კმაყოფილ შვილს.
აშკარად არ შემცდარა ანი, კარგად დაინახა როგორ გაკრთა ლიკას ხსენებისას მამაკაცის სახეზე ღიმილი. მეტი არც არაფერი სჭირდებოდა, ისედაც ხვდებოდა, რომ ამ ქალმა იმაზე მეტი მოახერხა ვიდრე ელოდა.
- ჩემი გაშვებაც ლიკას დამსახურებაა? - ენას კბილი მაინც ვერ დააჭირა და საკუთარი ფიქრები ხმამაღლა გააჟღება ანიმ.
- წასვლა თუ არ გინდა, თქვი, თუ არადა!... - სიტყვა აღარ დაასრულა, მისაღებში ღრენით გავიდა გიორგი. თუმცა დასტური არც სჭირდებოდა გოგონას, მისი რეაქცია ბევრად მეტყველი იყო ვიდრე სიტყვები.
კარგად იცოდა ანიმ, რომ ბავშვები საახალწლო საღამოზე ჯინსებსა და ანსამბლის ლოგოიანი მაისურებით იქნებოდნენ, შესაბამისად სადღესასწაულოდ გამოსაწყობად არც თავად გამოუდია თავი, საახალწლოდ მამის მიერ ნაჩუქარი ირმებითა და ფიფქებით მოხატული ჯემპრი და ჯინსები ჩაიცვა, თმები ბალერინას მსგავსად ზემოთ აიკეცა და სარკეში საკუთარ გამოსახულებას ყურადღებით დააკვირდა.
აშკარად ვერ მოითმინა მიმღებში მჯდომმა გიორგიმ, ისევ საძინებელში შემოაკითხა.
- ასე აპირებ წასვლას? - ინტერესით შეავლო თვალი შვილს.
- ბავშვებიც სპორტულად იქნებიან!... - თითქოს თავი იმართლა.
- ულამაზესი ხარ! - თბილად ჩაიკრა გიორგიმ შვილი.
- მადლობ, მა... - მკერდში ჩაკრულმა სუნთქვა შეკრულმა ამოილუღლურა. ხომ, ბევრი არაფერი?! მაგრამ თვალები უციმციმებდა, ბედნიერებისგან ასხივებდა ანი.
- იქნებ მაინც მოიფიქრო? - ნომრიდან გამოსვლისას ისევ მუდარით შეხედა მამას.
- ჩემზე ნუ ფიქრობ, გაერთე!... - შვილის პასუხს აღარ დაელოდა, ისე მიხურა კარები გიორგიმ.
როგორც იქნა ბავშვებისა და ირმას სტილისტობის შემდეგ ლიკამ საკუთარი თავისთვისაც მოიცალა. უკვე მომზადებული ბიჭებიც ნელ-ნელა ამოდიოდნენ. ის-ის იყო, ჩაცმა დაასრულა, მუდამ გაშლილი თმა კლასიკურად აიკეცა, მაკიაჟი შეისწორა. სარკესთან დატრიალდა, შავი მუხლამდე გამოყვანილი კლასიკური, წინ დახურული, უკან ღრმა დეკოლტიანი კაბა, მის უზადო ტანს უფრო მეტად აჩენდა. იქვე დალაგებული მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელიც ჩაიცვა და საკუთარ გამოსახულებას კიდევ ერთხელ შეავლო თვალი.
- მგონი ცუდად არ გამოვიყურები! - აშკარად მოეწონა მისი ასლი.
სწორედ ამ დროს კარებზე კაკუნის ხმაც გაიგონა, რასაც მიმღებიდან გოგონების კივილიც მოჰყვა. დამფრთხალი გავარდა გარეთ და ერთმანეთს ჩახუტებული ანი, მარიამი და სოფო რომ დაინახა შვებით ამოისუნთქა.
- ერთხელაც იქნება და ინფაქტს დამმართებთ! - აჩქარებული გულისცემა ძლივს დაირეგულირა ქალმა.
- ვაა, ლიკა დეიდა, რა ლამაზი ხართ! - ემოციები ვერ დამალეს გაპრანჭულ ლიკას დანახვაზე ბავშვებმა.
- გიორგიმ ამ ფორმაში რომ გნახოს!... - თვალი ჩაუკრა გვერდით მდგომმა ირმამ.
- როგორ მოახერხე მისი დაყოლიება?! - მათი რეაქციისგან გაწითლებულმა ლიკამ ანის მიმართა.
- არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა ანიმ - მოულოდნელად თავად შემომთავაზა წამოსვლა.
- ეს გენეტიკური გაქვთ? - თითქმის ყურთან უჩურჩულა საბამ მარიამს.
- რა? - ვერ მიუხვდა კითხვას და ვაჟის მოქმედებით დაბნეული თავადაც გაწითლდა.
- აი, ეს... - აფორაჯებულ ყვრიმალზე შეეხო საბა.
- ეტყობა... - სწრაფად მოარიდა გოგონამ სახე.
- რადგან მოდიხარ, სანტას ქუდიც დაგჭირდება! - თავზე ჩამოაცვა ტატომ წითელი პოპონჩიკი ანიმ.
სულ რამდენიმე წამით შეხვდა მათი მზერა, ოდნავ შეეხო სახეზე, მაგრამ გოგონას თითქოს ცეცხლი წაეკიდა, მარიამის მსგავსად, ისიც ისე გაწითლდა, რომ ღიმილი ვეღარ შეიკავა ვაჟმა. არაფერი უთქვამთ, საერთოდ არაფერი, მაგრამ...
- წასვლის დროა!... - მსუბუქად წაჰკრა ხელი საბამ ტატოს და აფხუკუნებულ გოგოებზე ანიშნა.
- ჰო, ჰო წასვლის დროა... - სიცილის შეკავებას ცდილობდნენ ქალებიც.
თითქმის თერთმეტი საათი ხდებოდა, როცა სასტუმროს სადღესასწაულოდ მორთულ დარბაზში ჩავიდნენ. სტუმრები უკვე შეკრებილიყვნენ. ფანჯრებიდან ოქროსფრად, მოლივლივე ტალღებად იღვრებოდა ნათება, მეტი რომანტიულობისა და სადღესასწაულო იერის მოსამატებლად, მაგიდებზე წითელი სანთლებიც აენთოთ. ვერც კი იფიქრებდით, თუ ეს ოთახი სულ რამდენიმე საათის წინ სასადილოდ გამოიყენებოდა.
სცენასთან ახლოს ორი, ოთხ კაციანი, ცარიელი მაგიდა სავარაუდოდ მათთვის იყო გამოყოფილი. სმოკინგში გამოწყობილი ლევანი მოთმინებით ელოდათ შესასვლელში.
- აქ ხარ? - სიხარული ვერ დამალა ნათლიის დანახვაზე ანიმ.
- მამაშენმა მითხრა აქ დაგეგმილი კონცერტის შესახებ, ამას როგორ დავაკლდებოდი... - თითი წაჰკრა გოგონას ცხვირზე.
- ბატონო ლევან, როგორი სიმპატიური ხართ!.. - ვიდრე ლიკასა და ირმას ვიზუალით აღტაცებული მამაკაცი კომპლიმეტებად დაიცლებოდა, მანდილოსნებმა დაასწრეს.
- უკვე მეშინია, ვინმემ არ მოგიტაცოს! - ტატოს მხარს ამოფარებული, ფხუკუნებდა ანი.
- რა იცით, რა ხდება? იქნებ მეც შევხდე ჩემს ბედს?! - თვალი ჩაუკრა ლევანმა ნათლულს - სხვა თუ არაფერი, ამისთანა ქალბატონებს ხომ სჭირდებათ ღირსეული კავალერი?
- გვჭირდება რომელია... - აქეთ-იქიდან ღიმილით ამოუდგნენ ქალები და ხელკავიც გამოსდეს ამაყად მომზირალ მამაკაცს.
დარბაზში შესვლისთანავე მიიპყრეს დამსწრე საზოგადოების ყურადღება. ალბათ, არც იყო გასაკვირი, მიუხედავად ბავშვების სპორტული ჩაცმულობისა, ბიჭიან-გოგოიანად იმდენად ლამაზები და განსხვავებულები იყვნენ, რომ მაშინვე გამოარჩევდით დარბაზში სადღესასწაულოდ საგანგებოდ გამოპრანჭული მასისგან.
ბავშვები შესვლისთანავე დაემშვიდობნენ უფროსებს და მათთვის განკუთვნილი მინი-სცენისკენ გაეშურნენ. მართალია არ გამოხატავდნენ, მაგრამ სახეებზე ეტყობოდათ, რომ ღელავდნენ. დაძაბულები თითქოს წამებს ითვლიდნენ კონცერტის დაწყებამდე.
- მოგესალმებით, წინასწარ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, ჩვენს დღევანდელ საღამოს დაპირებისამებრ მუსიკალურად გააფორმებს ჩვენი ბავშვები! - მხიარულად წარადგინა ირმამ ხუთეული - იმედია მქუხარე აპლოდისმენტებით გაამხნევებთ მათ!...
თუმცა დარბაზს უკვე ეტყობოდა, რომ კარგა ხანია ქეიფობდნენ, არავის აღელვებდა იმღერებდნენ თუ არა ბავშვები, მონდომებით ამბობდნენ სხვადასხვა სახის სადღეგრძელოებს. მიუხედავად იმისა, რომ ლევანი, ანი და ლიკა სტვენითა და ტაშის კვრით აჰყვნენ ირმას, დანარჩენი საზოგადოება ირონიული მზერითა და ახალი სადღეგრძელოთი შეხვდა ბავშვებს.
სულ რამდენიმე წამი დასჭირდათ ჩვენს ხუთეულს დაკარგული მხნეობის მოსაკრებად, ინსტრუმენტები დროებით გვერდით გადადეს ბიჭებმა, ფეხზე წამოდგნენ და წუთ პაუზის შემდეგ, ტატოს ბანიც გაისმა:
- მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა
„მუმლი მუხასა“ და „ლილეოსი“,
ეს გმირთა ჩვენთა არის სიმღერა,
- ეს სიმღერაა საქართველოსი! - აჰყვნენ დანარჩენებიც.
- მოაპობს მკერდით ზღვას მეზღვაური,
გესმის არაგვში ხმა საცნაური? - ამჯერად უკვე საბა მღეროდა.
- გესმის თერგის და მტკვარის ხმაური
ეს სიმღერაა საქართველოსი! - მარიამის წკრიალა პირველის გაგონებაზე გაისუსა დარბაზი.
- მიარღვევს რისხვა აწყვეტის ავის,
რომ არ უდრკება ქვეყნად არავის. - წინ წამოიწია გიგამაც.
- გესმის გრიალი მთებიდან ზვავის?
ეს სიმღერაა საქართველოსი! - ისევ ერთხმად მღეროდა ხუთეული.
- თავისუფლების მოყვარე ერებს,
ვით ზღვას, ვერარა ვერ შეაჩერებს, - ისე იყურებოდა ტატო მართლაც აბობოქრებულ მდინარეს მიამსგავსებდით.
- მთა რომ იმღერებს, ტყე რომ იმღერებს
ეს სიმღერაა საქართველოსი! - ბოლო ტაეპზე ბავშვებს დარბაზიც აჰყვა.
კმაყოფილებმა და ბედნიერებმა გადახედეს მომღერლებმა ერთმანეთს:
- აქ გამარჯვების დროშად წერია:
სამშობლო ჩვენთვის ყველაფერია!
თუ რამ სიმღერა გულს უმღერია,
ეს სიმღერაა საქართველოსი! - ისევ დარბაზთან ერთად დასჭექეს მათ.
- აი ეს მესმის! ავიტაცეთ, ავიტაცეთ! ჩვენს ლამაზსა და უმშვენიერეს ქვეყანას გაუმარჯოს! - რომელიღაც მაგიდიდან სადღეგრძელოს ამბობდა თამადა.
- სხვა გზა არ გვაქვს, დარბაზს უნდა ავუწყოთ სიმღერები, სხვაგვარად მათ ყურადღებას ვერ მივიპყრობთ! - დამრიგებლურად გახედა ირმამ ხუთეულს.
- ნუ გეშინიათ მას, მოვახერხებთ! - თითქოს პირველი დაძაბულობა მოჰხსნოდათ, აშკარად ბევრად ხალისიანები იყვნენ ბავშვები.
ვიდრე სადღეგრძელოს დაასრულებდნენ, მომღერლებმა ინსტრუმენტებიც მოიმარჯვეს და როგორც კი დარბაზი ჩაჩუმდა, ერთდროულად გაისმა ფანდურებისა და გიტარის ხმაც, ისევ პატრიოტულ ნოტაზე აგრძელებდნენ ბავშვები:
- ხევსურის ქალაო, შენა ხარ ერთადერთი... - დასჭექა საბამ.
- ჩვენ შორის ჩამდგარა უფალი, ქრისტე ღმერთი....- რეპეტიციისგან განსხვავებით, თამამად აჰყვა წკრიალა პირველით გვერდით მდგომი მარიამიც.
მღეროდნენ ხევსურულ მოტივებზე ბავშვები, მაყურებლებში მჯდომმა ერთ-ერთმა მოქეიფემ ვეღარ მოითმინა, ტეხილებით შეხტა სცენასა და მაგიდებს შორის საცეკვაოდ დატოვებულ მოედანს პარტნიორის ძებნაში მონდომებით დაარტყა წრე, დიდხანს არ დატოვეს ეულად, სწრაფად გამოუჩნდა მეწყვილეც სოფოს სახით, დარბაზს თითქოს ერთი გამოფხიზლება სჭირდებოდა, ერთი ბიძგი, სწრაფად წამოშალნენ წყვილები, ზოგი ადგილზე, ზოგი კი სცენასთან მოედნისკენ მიიკვლევდნენ გზას.
- ბავშვებო, ცოტა თანამედროვეები, ყველამ არ ვიცით ქართული ცეკვები! - დარბაზიდან გამოსძახა ვიღაცამ.
- თანამედროვეებს ხომ სულ დაგლიჯავთ! - სიცილს ვერ იკავებდა გიგა. - რა ვქნათ?
ტატომ ერთი კი გამოხედა ანის, ხელით ანიშნა ჩვენთან ამოდიო, თუმცა გოგონამ თავი შეიკავა. მიუხედავად იმისა, რომ გიორგიმ მათთან ყოფნის უფლება მისცა, მაინც ვერ გაბედა სცენაზე ასვლა.
- შენ გეძახიან? მიდი, ადი, იმედს ნუ გაუცრუვებ! - შეაგულიანა ლიკამ. თუმცა გოგონა ისევ ყოყმანობდა.
- წამოდი, დღეს ოცნება უნდა ავისრულოთ, ჩვენი ოცნება! - არეულ დარბაზში ვერც კი დაინახეს, როდის შემოვიდა ლევანის მსგავსად კონსერვატულად ჩაცმული გიორგი. სასიამოვნოდ გაოცებული უმზერდა ლიკა მამაკაცს, ღიმილს ვეღარ იკავებდა გაოცებული ანის შემხედვარე, ხომ ისედაც სიმპატიური იყო, მაგრამ ასე ჩაცმულს თვალს ვერ მოაშორებდი გიორგის. - არ მოიწყინოთ, ჩვენ მალე დავბრუნდებით! - თვალი ჩაუკრა ქალს და ხელით მსუბუქად სცენისკენ უბიძგაძგა გაოცებულ შვილს.
- ნებას მომცემ? - გიგას გიტარა გამოართვა გიორგიმ და მისივე ადგილზე ჩამოჯდა.
- ისევ როკენ-როლი? - ღიმილით მიაწოდა მარიმმაც საკუთარი გიტარა ანის.
- მამ? - კიხვის თვალით გახედა მამაკაცს.
- აბა, შეძლებ აყოლას? - ირნიულად გადახედა იქვე მჯდომ ტატოს.
- ვეცდები! - ღიმილით შესცინა ვაჟმა.
- კარგად ეცადე, იცოდე, ამაზეა დამოკიდებული შენი და ჩემი ქალიშვილის ურთიერთობის ბედი! - ნახევრად ხუმრობით დაემუქრა მამაკაცი.
სცენაზე მომხდარ ცვლილებებს ყურადღებით აკვირდებოდნენ მოქეიფეებიც, ისეთი სიჩუმე იდგა, ბუზის გაფრენასაც კი გაიგებდი.
და, როგორც იქნა დაიწყო. არ ვიცი ამას რა ერქვა, სამი გიტარა ერთ ხორცად ქცეული, ერთ არსებად უკრავდა. ანი ტიროდა, დიახ სიამაყისგან, სიხარულისგან. გიორგი კი.... შვილის ცრემლებით სავსე თვალებში ხედავდა იმ ბედნიერებას აქამდე დაკარგული რომ ეგონა, მისი გულწრფელი ღიმილი ავსებდა და ორმაგად მატებდა სითამამეს, მამაკაცს ეგონა ცხოვრებაში ვეღარ შეძლებდა ხელში გიტარის დაჭერას, არამც თუ როკენ-როლის დაკვრას, ახლა? ახლა უკრავდა და მთელ სხეულში გრძნობდა მუსიკად დავლილ ტალღას, მარიამი და საბა ცეკვავდნენ, იქვე იდგნენ გიგა და სოფოც, ტაშის კვრითა და სტვენით ამხევებდნენ მეგობრებს, თუმცა გიგამ ერთ ადგილზე დიდხანს ვერ მოითმინა, სოფოს ხელი სტაცა და თავადაც მოცეკვავეებს შეუერთდა. ვეღარ მიხვდებოდი ეს ბავშვები მომღერლები იყვნენ, თუ სამეჯლისო ცეკვის პროფესიონალები, ერთმანეთს ენაცვლებოდნენ წყვილები, ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ. უცხო თვალი ჩათვლიდა, რომ ერთმანეთს ეასპარეზებოდნენ, თუმცა რეალურად, უბრალოდ წინა წყვილს დასვენების საშუალებას აძლევდნენ. ეს იყო და ეს, ამჯერად მართლაც ტაშის გრიალით წამოდგა დარბაზი, ბედნიერი მოცეკვავეები ერთმანეთს ეხუტებოდნენ.
- არ იცი როგორ მიყვარხარ! - ემოციები ვეღარ შეიკავა ანიმ და მუსიკის დასრულებისთანავე მამას მოეხვია.
- გახსოვდეს, რომ ამ ცხოვრებაში ყველაზე მეტად შენ მიყვარხარ, გილოცავ ახალ წელს! - ხელში აიტაცა ერთად-ერთი ქალიშვილი მამაკაცმა.
ანის სცენიდან გაშვება არც კი უფიქრიათ, იქვე დაიტოვეს ბავშვებმა. საათი უკვე ოცდასამ საათსა და ორმოცდახუთ წუთს უჩვენებდა.
- აბა, რას იტყვით ქალბატონო ლიკა? - ჩვეული ირონიული ღიმილით მიუჯდა გიორგი გვერდით ქალს.
- იმას, რომ სასიამოვნოდ გამოცებული ვარ, თქვენ უდავოდ იმაზე ნიჭიერი ბრძანდებით ვიდრე წარმოვიდგენდი... - კეკლუცი ღიმილით უღიმოდა ქალი.
- ასე ნუ მიცინი, თორემ თავს ვერ შევიკავებ...
- და? - ისევ იპრანჭებოდა ლიკა.
- გაკოცებ! - თითქმის ყურთან უჩურჩულა მამაკაცმა და ტუჩებით ფრთხილად შეეხო საფეთქელზე. დამფრთხალმა ლიკამ უკან ისე გაიწია, თითქოს მართლა კოცნიდა გიორგი - აღიარე, შეგეშინდა ხომ?
- შენგან არაფერია გამორიცხული! - აჭარხლებულმა ლიკამ გაზიანი სასმელი მოსვა.
- ჯერ შენი სიმღერა უნდა მოვისმინო, ხომ უნდა ვიცოდე შენი მუსიკალური ნიჭის შესახებ? სახლში უბრალო ქალს ვერ შევიყვან! - ისევ ხუმრობდა გიორგი.
- ამჯერად თუ დაკვრაში ვეჯიბრებით, იმედი უნდა გაგიცრუო, დაკვრა ნამდვილად არ მეხერხება... - სიცილს ვერ იკავებდა ლიკა.
- ბავშვებო გაიგონეთ? - ქალის სიტყვებს ყურადღება არც კი მიაქცია, ამჯერად სცენაზე მდგომებს ასძახა გიორგიმ - ლიკას გული სწყდება, მე არ მამღერებენო!
- ეეე, ლიკა დეიდა...
- არა, რას ამბობთ, რა სიმღერა, გიორგი ხუმრობს! - უარზე იყო ქალი, მაგრამ ვინ უსმენდა?
- ლიკა, ლიკა! - ხუთეული ერთხმად სკანდირებდა, იმდენი ქნეს, რომ მთელი დარბაზი უხერხულად აწურულ მიაჩერდა.
- ამას არასოდეს გაპატიებ! - ღრენით გამოხედა აპილპილებულმა ქალმა ზედმეტად კმაყოფილ გიორგის და სცენაზე მდგომ ბავშვებს შეუერთდა.
- დე, ჩვენი სიმღერა?- კითხვის თვალით შეხედა მარიამმა.
- აბა, მე სხვა არ ვიცი და.. - აშკარად უკმაყოფილო იყო ლიკა. მარიამმა ღიმილით მომართა არეული გიტარა და დაკვრაც დაიწყო.
Мне нравится, что вы больны не мной,
Мне нравится, что я больна не вами,
Что никогда тяжёлый шар земной
Не уплывёт под нашими ногами. - თავიდან გაუბედავად ისმოდა ლიკას ხმა, თუმცა ნელ-ნელა მხნეობაც მოემატა და ხმაში სიმტკიცეც დაუბრუნდა, შვილის მსგავსად ისიც პირველ ხმას მღეროდა.
- აბა, სიმღერა არ ვიციო?! - გაოცებულმა გახედა ლევანმა მეგობარს.
- არ იცი რა გადარეულია?! გამიკვირდებოდა რომ ვერ ემღერა! - აღტაცებას ვეღარ მალავდა გიორგი.

Мне нравится, что можно быть смешной,
Распущенной
И не играть словами,
И не краснеть удушливой волной,
Слегка соприкоснувшись рукавами - ისევ აგრძელებდა ლიკა.
- ვაა, რა ქალია! - უკან მჯდომთაგან აქებდა ვიღაც ლიკას.
- აბა, აბა... - კვერი დაუკრეს ისევ უკნიდან.
- მგონი, დროა სცენიდან ჩამოვიდეს, თორემ ასე თუ გაგრძელდა ვიღაცის ცემა არ აგვცდება! - დაბღვერილ მეგობარს სიცილით გაჰკრა მხარი ლევანმა.
- მაშ ასე, მეგობრებო! - საათს გახედა ლიკამ და სიმღერაც შეწყვიტა, მგონი დროა წუთების დათვლა დავიწყოთ, სულ მალე ახალი წელი შემობრძანდება!
მიკროფონ მომარჯვებულილიკა ბავშვებთან ერთად იდგა სცენაზე და უსუთვლით ითვლიდა წამებს: - ათი, ცხრა, რვა, შვიდი, ექვსი, ხუთი, ოთხი, სამი, ორი!...- თვილის დასრულება აღარ დასცალდა, მისი ერთი გარედან შემოსულმა სალუტების ხმამ გადაფარა. დარბაზში მოქეიფე ხალხი ერთმანეთს ულოცავდნენ აწ, უკვე დამდგარ ახალ წელს. ლიკა ქვემოთ მდგომ მამაკაცებს შეუერთდა.
- აბა? - საკუთარი ნამღერით აშკარად კმაყოფილი სახით უმზერდა ლიკა.
- პირველად ვნანობ, გარშემო ამდენი ხალხის ყოფნას... - ვნებამორეული ფრთხილად მოეხვია გიორგი.
- 25 დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო და... - ისევ მღეროდნენ ბაშვები და ისევ აჰყვათ დარბაზი. რასაც რწმენისა და ტრადიციების სადღეგრძელოც მოჰყვა, თუმცა ყველაფერი ისე მიდიოდა, რომ ამდენი სმისგან დაღლილ საზოგადოებას, აშკარად ცეკვა უფრო სურდათ.
ბავშვებიც უკრავდნენ და უკრავდნენ, სცენის ერთი მხრიდან სიმღერით წამოვიდა დარბაზისკენ საბა:
- Oh, the weather outside is frightful
But the fire is so delightful
And since we've no place to go
Let it snow, let it snow, let it snow
სცენის მეორე ბოლოდან გამოჩნდა ტატოც:
- It doesn't show signs of stopping
And I brought some corn for popping
The lights are turned way down low
Let it snow, let it snow, let it snow
თუმცა დიდხანს არ დასცალდათ, შუაში ჩამდგარმა ანიმ და მარიამმა შეაწყვეტინეს და Abba -ს Happy New Year-ს წამოიწყეს:
- No more champagne
And the fireworks are through
Here we are, me and you
Feeling lost and feeling blue
It's the end of the party
And the morning seems so grey
So unlike yesterday
Now's the time for us to say...
ღიმილით დახედეს მომღიმარ გოგონებს და მისამღერზე აჰყვნენ ბიჭებიც:
- Happy new year
Happy new year
May we all have a vision now and then
Of a world where every neighbour is a friend
Happy new year
Happy new year
May we all have our hopes, our will to try
If we don't we might as well lay down and die
You and I
დარბაზში მსხდომნი კი ცეკვავდნენ, ლევანს უკვე ეპოვა ვიღაც ლამაზი გოგონა მეწყვილედ, გიორგი და ლიკა აღარ ჩანდნენ. სულ რამდენიმე წამით გაახსენდათ შვილებს საეჭვოდ დაკარგული წყვილი, სულ რამდენიმე წამით მოავლეს დარბაზს თვალი, თუმცა მალევე დაივიწყეს.
გიორგი და ლიკა კი, თეთრად დათოვლილ, სპეტაკ თოვლში გვერდი-გვერდ მიაბიჯებდნენ, აღარ ქროდა ქარი, მხოლოდ ბარდნიდა ბაკურიანში, მსხვილი თეთრი ფიფქები ეცემოდა ლამპიონების ქვეშ მდგომ ჩახუტებულ წყვილს. სველდებოდნენ, იქნებ სციოდათ კიდევაც, თუმცა ისინი ამას ვერ გრძნობდნენ.
- მიყვარხარ! - ვინ იცის მერამდენედ უმეორებდა მამაკაცის მკერდს ამოფარებულ ლიკას გიორგი - არაფერს მეტყვი?.. - ჯიუტი მოლოდინით ააწევინა ქალს თავი და თვალებში ჩააცქერდა.
ლიკას ხმა არ მოუღია, ან რა საჭირო იყო?! მისთვის სათქმელი სიტყვებში ყელში ბურთივით გასჩხეროდა, თვალები ცრემლებით ევსებოდა, ბედნიერებისგან ტიროდა ქალი. გიორგის მისი სიტყვები არც სჭირდებოდა, პასუხი იმაზე მეტყველი იყო, ვიდრე ეგონა.
- მიყვარხარ! - ლიკას უთქმელი ფრაზა ისევ თავადვე გაიმეორა, ქალის მოწყურებული ბაგეებისკენ დაიხარა და...
ისევ თოვდა, ისევ ბარდნიდა და ისევ იდგა ლამპიონთან გრძნობებით მთვრალი ჩახუტებული წყვილი.



№1 სტუმარი გვანცა))

შენ ხო არიცი,
აი ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამაახარე ესეთი დასაასრულით,ძალიან ძალიან მაგარი იყო,
როგორი კარგები არიანნ ლიკა და გიორგი,ყველაა თითეული პერსონაჟი ყველა კარგია,
ანნა კარგი გოგო ხარ ❤გელოდები ახალი ისტორიით

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

გვანცა))
შენ ხო არიცი,
აი ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამაახარე ესეთი დასაასრულით,ძალიან ძალიან მაგარი იყო,
როგორი კარგები არიანნ ლიკა და გიორგი,ყველაა თითეული პერსონაჟი ყველა კარგია,
ანნა კარგი გოგო ხარ ❤გელოდები ახალი ისტორიით

ასე სწრაფად არ გელოდი, დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო <3

 


№3 სტუმარი Mariami

Am civ sagamos guli gamitbo am istoriis wakitxvam.. Bravo,sityvebi ar myofnis iseti kargi dasasruli iyo..

 


№4  offline წევრი neilo

Guli damwyda rom daamtavre.imdenad saintereso DA saxaliso iyo,rom mindoda didxans gagrzelebuliyo.

 


№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Mariami
Am civ sagamos guli gamitbo am istoriis wakitxvam.. Bravo,sityvebi ar myofnis iseti kargi dasasruli iyo..


მე კი თქვენი სიტყვები მათბობს heart_eyes დიდი მადლობა, ჩემო ძვირფასო heart_eyes kissing_heart

neilo
Guli damwyda rom daamtavre.imdenad saintereso DA saxaliso iyo,rom mindoda didxans gagrzelebuliyo.


ამ ისტორიის მიზანიც ხომ სწორედ ეგ იყო, ყოფილიყო მსუბუქი და სახალისო, უფრო თინეიჯერულ ასაკზე გათვლილი, მიხარია ასე რომ გულშემატკივრობდით პერსონაჟებს, უბრალოდ მისი რესურსი ამოწურა. არ მიდოდა სერიოზული თემებით მისი დამძიმება, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ კითხულობდით heart_eyes გემშვიდობებით დროებით, ახალი იდეებითა და შემართებით იმედია მალე დაგიბრუნდებით

 


№6  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

და აი დადგა ის დღე როდესაც დამთავრდა ეს ისტორია და მეტად მნიშვნელოვანი კითხვა მაქვს: ახალ ისტორიას როდის დაიწყებ? ხომ იცი მე დიდხანს ვერ გავძლებ შენი ისტორიის გარეშე...
რაც შეეხება ამ ისტორიას ზუსტად ისეთი იყო ახალ წელს და ბედნიერ დასასრულს რომ შეეფერება...
მიხარია გიორგის და ლიკას წყვილი რომ შედგა... მიხარია ბავშვების წყვილები ასე ზედმეტი გართულების და დრამის გარეშე რომ შეიკრ...
მოკლედ ძალიან ლამაზი ისტორია იყო ასეთივე ლამაზი დასასრულით...

 


№7  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Am istoriam guli gamitbo. Sheni sxva istoriebic wavikitxe da saocari xar. Emociebi ise mogaqvs adamianamde ar vici. Sityvebs ver vuyri tavs. Ubralod getyvi ro& miyvarxar rogorc mwerali uzomod.

Mec minda aseti siyvaruli mec minda is emocieb8 rasac eseni ganicdidnen. Da am motxrobam damanaxa ramdenad mdidrebi arian es bavshvebi chemze. Didi madloba yvela im dadebiti emociistvis rac am motxrobam momanicha.

Gelodebi shemdegi istoriit...

 


№8  offline ახალბედა მწერალი murachashvili

უცნობი ქ
და აი დადგა ის დღე როდესაც დამთავრდა ეს ისტორია და მეტად მნიშვნელოვანი კითხვა მაქვს: ახალ ისტორიას როდის დაიწყებ? ხომ იცი მე დიდხანს ვერ გავძლებ შენი ისტორიის გარეშე...
რაც შეეხება ამ ისტორიას ზუსტად ისეთი იყო ახალ წელს და ბედნიერ დასასრულს რომ შეეფერება...
მიხარია გიორგის და ლიკას წყვილი რომ შედგა... მიხარია ბავშვების წყვილები ასე ზედმეტი გართულების და დრამის გარეშე რომ შეიკრ...
მოკლედ ძალიან ლამაზი ისტორია იყო ასეთივე ლამაზი დასასრულით...


მართლაც რომ დადგა, სხვა სიტყვა უკვე ვეღარ შეეფერებოდა, ახალ წელს ხომ გავცდი, ნათლისღებასაც, ისიც კი მიხარია იანვარში მაინც რომ დავასრულე smile მგოი სერიოზული მოლოდინი არც არავის გვქონდა ამ ისტორიის მიმართ, ერთი ჩვეულებრივი, ჩემეული ახალი წელი შემოგთავაზეთ smile შენთვის კი განსაკუთრაბული მადლობა მაქვს სათქმელი იმ სასარგებლო იდეისთვის მე რომ შემომთავაზე, მკითხვალთა საყურადღებოდ, ამ ისტორიის სათაური მე არ მეკუთვნის, იდეა ამ კომენტარის ავტორს ეკუთვნოდა heart_eyes დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო heart_eyes რაც შეეხება ახალ ისტროიას, ვნახოთ როგორ ვიყოჩაღებ, ახლო მომავალში ნამდვილად არ ვგეგმავ არაფერს, თუმცა ისიც ვიცი რომ ძალიან მალე მომენატრებით და...

 


№9 სტუმარი Shore shore

vaime sayvarloba tkbilo ba chaxutoba iko ra magari pozitivi modis am istoriidan damtavrda aci ra vkna kide minda rom gagrzeldes

 


№10  offline აქტიური მკითხველი La-Na

ნუ ჩემი დაიკო რომ განუმეორებელი მყავს ეჭვი არ მეპარება
--------------------
ლანა

 


№11  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nawkas12345
Am istoriam guli gamitbo. Sheni sxva istoriebic wavikitxe da saocari xar. Emociebi ise mogaqvs adamianamde ar vici. Sityvebs ver vuyri tavs. Ubralod getyvi ro& miyvarxar rogorc mwerali uzomod.

Mec minda aseti siyvaruli mec minda is emocieb8 rasac eseni ganicdidnen. Da am motxrobam damanaxa ramdenad mdidrebi arian es bavshvebi chemze. Didi madloba yvela im dadebiti emociistvis rac am motxrobam momanicha.

Gelodebi shemdegi istoriit...


როგორც ყოველთვის ახერხებ ჩემს გაწითლებას kissing_heart სიტყვა მწერალს ნამდვილად ვერ ვუწოდებ თავს, თუმცა მიხარია, სულ ოდნავ მაინც თუ მოვახერხე თქვენთვის სიამოვნების მიიჭება, რაც შეეხებათ ამ ბავშვებს კარგად, თუ დააკვირდებით მათ მსგავსებს თქვენს გარშემოც ძალიან ბევრს ნახავთ, იქნებ იცნობთ კიდეც ამ ისტორიის მოქმედ გმირებს? დიდი მალობა კიდევ ერთხელ თითოეული კომენტარითვის, იმ სითბოსთვის ჩემთვის ასე ულევად რომ იმეტებდი, გემშვიდოდბები, იმედია დროებით kissing_heart

Shore shore
vaime sayvarloba tkbilo ba chaxutoba iko ra magari pozitivi modis am istoriidan damtavrda aci ra vkna kide minda rom gagrzeldes


გამაცინე smile აწი შევხვდებით ახალ ისტორიებში, ცოტას ვინერვიულებთ, ცოტას ვიფორაქებთ, ცოტას ვიტირებთ, ამდენი მშვიდობაც მომაბეზრებელია ზოგჯერ smile გემშვიდობები ჩეო საყვარელო, დიდი მადლობა, რომ კითხულობდი heart_eyes

 


№12  offline აქტიური მკითხველი La-Na

ჩემო ტკბილო აი ვერც წარმოიდგენ როგორ არ მინდოდა ამ ისტორიის დასრულება.ისე მსიამოვნებდა და მამხიარულებდა.დასასრულიც არაჩვეულებრივი ჰქონდა,არ იყო გადატვირთული და ბანალური ასე რომ ვთქვათ.უმაგრესი ხარ შენ.მალე დაგვიბრუნდი რა,თავი არ მოგვანატროოო

ჩემი დაიკო კიდე განუმეორებელი რომ მყავს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი
--------------------
ლანა

 


№13  offline ახალბედა მწერალი murachashvili

La-Na
ნუ ჩემი დაიკო რომ განუმეორებელი მყავს ეჭვი არ მეპარება


heart_eyes heart_eyes kissing_heart

La-Na
ჩემო ტკბილო აი ვერც წარმოიდგენ როგორ არ მინდოდა ამ ისტორიის დასრულება.ისე მსიამოვნებდა და მამხიარულებდა.დასასრულიც არაჩვეულებრივი ჰქონდა,არ იყო გადატვირთული და ბანალური ასე რომ ვთქვათ.უმაგრესი ხარ შენ.მალე დაგვიბრუნდი რა,თავი არ მოგვანატროოო

ჩემი დაიკო კიდე განუმეორებელი რომ მყავს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი


დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის heart_eyes დროებით გემშვდობებით, თუმცა ჩემი ამბავი რომ ვიცი, იმდენად შეგეჩვიეთ, დიდხანს თქვეი სითბოს გარეშე ვერ გავძლებ, ვეცდები მალე დაგიბრუნდეთ heart_eyes

 


№14  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

murachashvili
უცნობი ქ
და აი დადგა ის დღე როდესაც დამთავრდა ეს ისტორია და მეტად მნიშვნელოვანი კითხვა მაქვს: ახალ ისტორიას როდის დაიწყებ? ხომ იცი მე დიდხანს ვერ გავძლებ შენი ისტორიის გარეშე...
რაც შეეხება ამ ისტორიას ზუსტად ისეთი იყო ახალ წელს და ბედნიერ დასასრულს რომ შეეფერება...
მიხარია გიორგის და ლიკას წყვილი რომ შედგა... მიხარია ბავშვების წყვილები ასე ზედმეტი გართულების და დრამის გარეშე რომ შეიკრ...
მოკლედ ძალიან ლამაზი ისტორია იყო ასეთივე ლამაზი დასასრულით...


მართლაც რომ დადგა, სხვა სიტყვა უკვე ვეღარ შეეფერებოდა, ახალ წელს ხომ გავცდი, ნათლისღებასაც, ისიც კი მიხარია იანვარში მაინც რომ დავასრულე smile მგოი სერიოზული მოლოდინი არც არავის გვქონდა ამ ისტორიის მიმართ, ერთი ჩვეულებრივი, ჩემეული ახალი წელი შემოგთავაზეთ smile შენთვის კი განსაკუთრაბული მადლობა მაქვს სათქმელი იმ სასარგებლო იდეისთვის მე რომ შემომთავაზე, მკითხვალთა საყურადღებოდ, ამ ისტორიის სათაური მე არ მეკუთვნის, იდეა ამ კომენტარის ავტორს ეკუთვნოდა heart_eyes დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო heart_eyes რაც შეეხება ახალ ისტროიას, ვნახოთ როგორ ვიყოჩაღებ, ახლო მომავალში ნამდვილად არ ვგეგმავ არაფერს, თუმცა ისიც ვიცი რომ ძალიან მალე მომენატრებით და...

ვაიმე ჩემო კარგო სათაური რა სახსენებელია ისეთი სიამოვნება გვაჩუქე ამ ისტორიით...
აი ბოლოს რომ გიწერია :ძალიან მალე მომენატრებით და" აი ეს და მიყვარს უკვე ძალიან... გელოდები ჩემო კარგო ახალი ისტორიით

 


№15  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

La-Na
ნუ ჩემი დაიკო რომ განუმეორებელი მყავს ეჭვი არ მეპარება

დამაფასე ჩმო დაია ხომ ხედავ როგორი განუმეორებელი ვარ

 


№16  offline ახალბედა მწერალი murachashvili

უცნობი ქ
murachashvili
უცნობი ქ
და აი დადგა ის დღე როდესაც დამთავრდა ეს ისტორია და მეტად მნიშვნელოვანი კითხვა მაქვს: ახალ ისტორიას როდის დაიწყებ? ხომ იცი მე დიდხანს ვერ გავძლებ შენი ისტორიის გარეშე...
რაც შეეხება ამ ისტორიას ზუსტად ისეთი იყო ახალ წელს და ბედნიერ დასასრულს რომ შეეფერება...
მიხარია გიორგის და ლიკას წყვილი რომ შედგა... მიხარია ბავშვების წყვილები ასე ზედმეტი გართულების და დრამის გარეშე რომ შეიკრ...
მოკლედ ძალიან ლამაზი ისტორია იყო ასეთივე ლამაზი დასასრულით...


მართლაც რომ დადგა, სხვა სიტყვა უკვე ვეღარ შეეფერებოდა, ახალ წელს ხომ გავცდი, ნათლისღებასაც, ისიც კი მიხარია იანვარში მაინც რომ დავასრულე smile მგოი სერიოზული მოლოდინი არც არავის გვქონდა ამ ისტორიის მიმართ, ერთი ჩვეულებრივი, ჩემეული ახალი წელი შემოგთავაზეთ smile შენთვის კი განსაკუთრაბული მადლობა მაქვს სათქმელი იმ სასარგებლო იდეისთვის მე რომ შემომთავაზე, მკითხვალთა საყურადღებოდ, ამ ისტორიის სათაური მე არ მეკუთვნის, იდეა ამ კომენტარის ავტორს ეკუთვნოდა heart_eyes დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო heart_eyes რაც შეეხება ახალ ისტროიას, ვნახოთ როგორ ვიყოჩაღებ, ახლო მომავალში ნამდვილად არ ვგეგმავ არაფერს, თუმცა ისიც ვიცი რომ ძალიან მალე მომენატრებით და...

ვაიმე ჩემო კარგო სათაური რა სახსენებელია ისეთი სიამოვნება გვაჩუქე ამ ისტორიით...
აი ბოლოს რომ გიწერია :ძალიან მალე მომენატრებით და" აი ეს და მიყვარს უკვე ძალიან... გელოდები ჩემო კარგო ახალი ისტორიით


heart_eyes heart_eyes

უცნობი ქ
La-Na
ნუ ჩემი დაიკო რომ განუმეორებელი მყავს ეჭვი არ მეპარება

დამაფასე ჩმო დაია ხომ ხედავ როგორი განუმეორებელი ვარ

smile heart_eyes smile kissing_heart

 


№17  offline წევრი TeddyBear

დღეს ჩავუჯექი და მთლიანად წავიკითხე ^^
გამათბო, ძალიან ძალიან მომეწონა ❤ ღიმილი ვერ მოვიშორე კითხვის დროს ❤ არაჩვეულებრივ ხასიათზე დამაყენა ამ ისტორიამ და მგონი დღეს კარგი სიზმრებიც მეწვევიან ^^
ლიკას პერსონაჟი უზომოდ მომეწონა ^^
არ ვიცი რა ვთქვა ჯერ კიდევ ემოციებში ვარ, მართლაც რომ გავთბი ❤

 


№18  offline ადმინი ano23

ყოველ დადებულ ახალ თავს რომ ვხედავდი,თავს ძლივს ვიკავებდი,რომ არ წამეკითხა და დღეს ,,დასასრული"-ო რომ დავინახე, გაგვგიჟდი ისე გამიხარდა. სულ ღიმილით , ცოტა ცრემლით და ბევრი სიცილით ვიკითხე 14-ვე თავი. ვგიჟდები მე შენს ისტორიებზე და ახალბედებში რომ ხარ მიხარიხარ ....უღმესი მადლობა ,რომ საიტზე გვყავხარ და ასეთი ტკბილობებით გვანებივრებ... სასწაულად ტკბილ განწყობაზე ვიძინებ მე ახლა ❤ <3:-*

 


№19  offline ახალბედა მწერალი murachashvili

TeddyBear
დღეს ჩავუჯექი და მთლიანად წავიკითხე ^^
გამათბო, ძალიან ძალიან მომეწონა ❤ ღიმილი ვერ მოვიშორე კითხვის დროს ❤ არაჩვეულებრივ ხასიათზე დამაყენა ამ ისტორიამ და მგონი დღეს კარგი სიზმრებიც მეწვევიან ^^
ლიკას პერსონაჟი უზომოდ მომეწონა ^^
არ ვიცი რა ვთქვა ჯერ კიდევ ემოციებში ვარ, მართლაც რომ გავთბი ❤

ჩვენი მიზანიც ხომ სწორედ ეგ იყო, ლამაზი სიზმარი heart_eyes

ano23
ყოველ დადებულ ახალ თავს რომ ვხედავდი,თავს ძლივს ვიკავებდი,რომ არ წამეკითხა და დღეს ,,დასასრული"-ო რომ დავინახე, გაგვგიჟდი ისე გამიხარდა. სულ ღიმილით , ცოტა ცრემლით და ბევრი სიცილით ვიკითხე 14-ვე თავი. ვგიჟდები მე შენს ისტორიებზე და ახალბედებში რომ ხარ მიხარიხარ ....უღმესი მადლობა ,რომ საიტზე გვყავხარ და ასეთი ტკბილობებით გვანებივრებ... სასწაულად ტკბილ განწყობაზე ვიძინებ მე ახლა ❤ <3:-*

heart_eyes heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent