შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სვანური ვერდიქტი (23 თავი)


4-02-2017, 18:26
ავტორი terooo
ნანახია 3 099

-მოდი განვაგრძოთ, -მის თვალებში სითბო გაჩნდა და ისევ გაუნათდა სახე.
-როგორც გინდა მაგრამ მინდა იცოდე, შენ უფრო ძვირფასი ხარ ჩემთვის ვიდრე შენი მოყოლილი ამბები.
-ოხ, მარიამ- ღიმილმა დაუფარა სახე რომლის დაფარვაც კი არც უცდია.
-რაო იო, ?-გახუმრება ვცადე.
-იოს ნუ მეძახითქო უკვე ვთქვი- ახლა უკვე ცდილობდა ღიმილი დაეფარა, მაგრამ ის აზრი საოცრად ეგოისტურად მახარებდა რომ ეს ჩემთან არ გამოსდიოდა.
-მე მომწონს- უცებ ორივე თინეიჯერები გავხდით.
-მე არა.
-შენ რაღაცას მიყვებოდი- უცებ შეეცვალა სახე, ისევ ტკივილი გამოესახა და მე კი ათასჯერ დავიწყევლე თავი იმის გამო რომ არ შემეძლო უბრალოდ ღიმილიანისთვის მეყურებინა და გულის გაორმგებული ცემა ნორმლურამდე დამეყვანა.
-ცეცხლმა ყელაფერი გაანადგურა, მათ შორის ადმაიანების სიცოცხლეც. - ეს ისე უბრალოდ უგრძნობლად თქვა, რომ მივხდი, მეტ ტკივილს ის ვეღარ გაუძლებდა. ვერ ვკითხავდი, თხრობა რომ ვაიძულე ესეც საკმარისი იყო, მეტს ვერ გავტანჯავდი, ისედაც საკმარისი ტკივილი მოუტანა ცხოვრებამ.- თავიდან ვერავინ ვერაფერი გაიგო, არავის არაფერი აინტერესებდა, უბედურ შემთხვევას მიაწერეს ყველაფერი. მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა... - თვალები ერთ წერტილს გაუშტერა, მზერა არაფრისმთქმელი გაუხდა, ტკივილიანი და ცრემლით სავსე.
,,რატომ არიან მამაკაცები ესეთი ,,ძლიერები“ რომ ცრემლს გადმოვარდნის საშუალებას არ აძლევენ, მისთვის ხომ ერთი ცრემლიც კი საშველი იქნებოდა, ცრემლი შველას მოგვრიდა“ მაგრამ ისევ ჯიუტად გაეშტერებინა მზერა ჰორიზონტისთვის, და ამ სიმწვანეში ეძებდა ეპოვა სულის შვება.
-ცეცხლი როდესაც გაჩნდა- მისმა ხმამ, შეცვლილმა და ცივმა მომწყვიტა ფიქრებს- ოჯახში მყოფნი და კიდევ ერთი კარგი ადამინი დაიღუპა- ვგრძნობდი როგორ უჭირდა აზრების მოკრება, სათანადო სიტყვების შერჩევა, წარსულთან გამკლავება, მოგონებების გადალახვა, ქრონოლოგიურად გადმოცემა, ტკიოდა ეს უთქმელობა, და მასთან ერთად მისი მდუმარება. მკლავდა მისი ტკივილიანი სახე, მას ხომ ჩემს გამო მოუწია ისევ წარსულთან შეხვედრა.
-წავიდეთ რა- ჩემს ხმაში მუდარა იგრძნობოდა, ტკივილიც იყო, თან საკუთარი თავისაც კი მიკვირდა, მოსმენიდან ისევ ფეხზე რომ ვიდექი.
-არა მარიამო, მოდი დავამთავროთ, მინდა დღეს შენთან ერთად დავიცალო, მინდა განვთავისუფლდე, ამ ტკივილისგან ტვირთისგან, მოგონებებისგან, ყველა იმ გრძნობისგან რომელიც ჩემშია და მოსვენების უფლებას არ მაძლევს, ვიცი რომ სწორად გაიგებ, სხვას ისე ვერ მოვუყვები როგორ შენ.
,,ვერაფერს ვერ ვეუბნებოდი, მხოლოდ ვუყურებდი, ვერაფერს ვეკითხებოდი, დააბნევდა, უფრო გაიცრიცებოდა და მეც ველოდი, როდი განაგრძობდა თხრობას, მის პირველ ნაბიჯებს ველოდი უფრო საშინელების მოსასმენად, უფრო საშინელებისთვის გავხდი მზად, თითქოს ეს ყველაფერი დასაწყისი იყო“
-მე ამ ოჯახის ყველა წევრს ვიცნობდი, მათ მეგობრებს. ოჯახის რძალი, პატარების დედა სამეგრელოდან იყო, მასთან მეგობარი ჩამოდიოდა სტუმრად, ძალიან ხშირად. ხალისიანი, ღიმილიანი და თბილი გოგონა იყო, და მე ის ,,შემიყვარდა“- თითქოს დანაშაულზე წაასწრესო, თავი ჩახარა- მასაც შევუყვარდი, შორიდან მაგრამ მაინც ბედნიერები ვიყავით, მერე ოფიციალურად ჩემი საცოლე გახდა, ჩემზე ბედნიერი კი არავინ მეგულებოდა, დღეებს ვითვლიდი ქორწილამდე, მერე კი საბედისწერო შემთხვევა მოხდა, საზარელი, ის აქ ამ სახლში იყო, როდესაც ხაძარი გაჩნდა, როდესაც სახლი დაიწვა, არ უნდა ყოფილიყო მარიამ გესმის? არა. - ამ ხნის მანძილზე პირველად შეხვდნენ ჩვენი თვალები ერთმანეთს და იქ ცეცხლი დავინახე, ცეცხლის დიდი ენები. მზერა გავუსწორე და ოდნავ დამშვიდდა, მისი თვალები აღარ მძინვრებდნენ, - ის სვანეთმა მომიკლა და ჩემი სული წაიღო თან- სახე გაუფერმკრთალდა, თვალები ჩაუქრა.
ვერაფერს ვეღარ ვგრძნობდი, სიცივე ვიგრძენი, იმდენად იმოქმედა ჩემზე მისმა ნაამბობმა წამით გამიელვა კადრებმა, სიმწვანე მშვიდი საღამო, სახლი რამდენიმე ოთახში სინათლის შუქი, ჩუმი კისკისი და ბავშვების ჟრიამული, უცებ ყველაფერი შავდება, ყველაფერი მუქდება, არაფერი ჩანს, ყველაფერს ბურუსი მოედო, საშინლად აცივდა, ზედმეტადაც კი და უცებ ცეცხლი ანათებს ყველაფერს, რამდენიმე წამი და ყველაფერი მტავრდება, მყუდრო ლამაზი სახლის ადგილას ნასახლარს ვხედავ, იქ აღარაფერია ძველებურად, ,,ღმერთო ჩემო“, ტკივილმა მთელი სხეული მოიცვა, ყველა უჯრედი ყველა ნაწილაკი, ყველგან, ყველაზე მიუვალ ადგილებსიც კი გაიდგა ფესვები. იმ ტკივილს მეც ვგრძნობდი, მეგონა ყველაფერი მოსმენილი მქონდა, არ მეგონა ასე თუ რამე შემაძრწუნებდა, მაგრამ თურმე ვცდებოდი, არაფერში არ უნდა იყო დარწმუნებილი, ყველაფრისთვის უნდა იყო მზად.
-როგორ ხარ?- ფიქრებიდან მისმა შიშ-ნარევმა ხმამ დამაბრუნა, სიცივეს ვგრძბოდი, რეალობის შეგრძნებამ კი მაგრძნობინა თუ როგორ გავთბი, როგორ განაახლა სისხლმა ძარღვებში მოძრაობა. მისი ხმა კი ისეთი ყურადღებიანი და თბილი იყო, ადგილიდანაც ვერ ვიძროდი ერთ ადგილას მივეყინე.
-შენ როგორ ხარ?- ჩემი ხმაც კი მეუცნაურა არ მგავდა მე, ხრიწიანი და თითქოს სადღაც შორიდან ისმოდა, ძლივს რომ აღწევდა მსმენელის ყურამდე.
-წარსულის გახსენება ყოველთვის მტკივნეულია, - როგორც ყოველთვის ახლაც არაპირდაპირი პასუხი გამცა შენ როგორ ხარ?
-ამ ყველაფერს როგორ გაუძელი?
-მგონი კითხვა დაგისვი, ისწავლე კითხვებზე პასუხის გაცემა, რამდენჯერ უნდა გითხრა?- ბრაზი გაკრთა მის თვალებში.
-ვცდილობ მონასმენი გადავხარშო, მეტი არაფერი- დასჯილი ბავშვივით ვუპასუხე.
-მძულს ეს სამყარო, ყველაფერი მძულს- მის ხმაში სიბრაზე იყო, სიძულვილი, ისევ ტკივილი და კიდევ რაღაც სხვა, რასაც ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი.
-რატომ ხარ აქ? თუ ისე ძალიან გძულს როგორადაც ამბობ, რატომ არ მიდიხარ აქედან?
-იმიტომ რომ, ნოსტალგიამ, ჩემი სახლის მონატრებამ, ეს სიძულვილი არ გამინელოს, არ დამავიწყდეს ტკივილი და ბრაზი.
-მართლა შემთხვევითობას მიაწერეს ხანძარი?
-ჰო, ასე დააჯერეს ხალხი. მუხლიანის ოჯახი ეგონათ და სახლი ყველაზე ,,სუფთად“ გადაწვეს, არ ეგონათ სტუმარი თუ ყავდათ, მათი გამოთვლით იმ დროს მხოლოდ ოჯხისწევრები უნდა ყოფილიყვნენ, ამიტომ გაბედეს, ომი რომ არ ყოფილიყო ათასი რამ მოიფიქრეს.
-და წყევლა?
-თქვეს რომ ქეთის ბებიამ დაწყევლა სოფელიო, მეგრელების ამბავი მასინაც ფრიად გავრცელებული იყო, რომ ამ სოფელში ვერავინ გაიხარებდა, ბედნიერი არავინ იქნებოდა, და ასეც მოხდა, სოფელში აღარავინ აღარ დარჩა, ათი წელია სოფელი ნელ-ნელა ცარიელდება. მაგრამ ამბობენ რომ, წლების წინ მომხდარა კიდევ ასეთი ფაქტი, მაშინაც სტუმარი დაშავდა, ეს კი ყველაზე დიდი შეურაცყოფაა ოჯახის, მაშინაც იგივე თქვეს რომ სოფელი დაწყევლესო, ზუსტად არავინ იცის, მანდვილად ასეა თუ არა, მაგრამ ყველა ხვდება რომ აქ არავინ ყოფილა ბედნიერი. განა არ აწუხებთ? განა არ ტკივათ მათი ბავშვობა? მათი მამაპაპისეული მოგონებები? კი, ტკივათ! მაგრამ ფიქრობენ მომავალზე, შვილებზე, შვილიშვილებზე და ამ ყველაფრით ეგუებიან ყოველდღიურობას, ცხოვრებას ეგუებიან მომავლის იმედით.
-და შენ?
-მე?- ალბათ კითხვა ვერ გაიგო- რა მე?
-რა გააკეთე? რა მოიმოქმედე?
-ნაინა შეაშინეს, ჩემი ოჯახი საფრთხის ქვეშ დადგა, რადგან ამ ამბის მოკვლევა დავიწყე, ბაბუა უკვე გარდაცვილილი იყო, სხდომაზე მისი ადგილი დავიკავე რომ ყველაფერი მცოდნოდა, ყველა დეტალს ვიკვლევდი, ასე გრძელდება დღემდე, ყველა ღონეს ვხმარობ რომ იგივე არ განმეორდეს, ტკივილი აღარ იგრძნონ ადამიანებმა, მაგრამ ხანდახან ვაგვიანებ, ყველაფერს ვერ ვასწრებ, ყველაფერს ვერ ვუდგები წინ.
-ამიტომ წავიდა ნაინა ქვეყნიდან?
-ხო, არ უნდოდა ეს ყველფერი ისევ თვალით ენახა და ისევ განმეორებულიყო, აქ მხოლოდ რამდენიმე წელიწადში ერთხელ ჩამოდის, ისიც რამდენიმე კვირით, მხოლოდ იმიტომ რომ ოჯახი მოინახულოს.
მოსმენილმა შოკში ჩამაგდო, ჩემი ლამაზთალება გოგო, რომელიც ღიმილს უკვალოდ და უანგაროდ არიგებს, ცდილობს მის გარშემო მყოფი ადამიანები ბედნიერები გახადოს, სხვაზე იზრუნოს და გააბედნიეროს, მას კი საფრთხე ელოდა, მის ღიმილს... ახლა კი ყველაფერს ვხვდები, ამ წამს ნაინას საქციელს ათასჯერ ვუქებდი და ვუწონებდი, ეს იყო რომ უმისობას ვერ ვეგუებოდი.
-მიხარია რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო- ვუთხარი და ნაინას ღიმილიანი სახე დამიდგა თვალწინ.
-პირველად ვთვლი რომ სწორად მოიქცა- ღიმილმა დაუფარა სახე, ისე რომ პირველად არ უცდია მისი დამალვა- მაგრამ ახლა მგონია რომ მას რაღაც გეგმა აქვს, სწორედ ამიტომ წავიდა აქედან და თან არავის დაემშვიდობა.
-მას რომ გეგმა ჰქონოდა არ წავიდოდა.
-მე ჩემს დას ძალიან კარგად ვიცნობ, ხანდახან იმდენად კარგადაც კი, მაშინებს ეს ცნობა, მან იცოდა რომ მივხვდებოდი ამ ყველაფერს სწორედ ამიტომ არ დავუშალე აქედან წასვლა.
-რაღაც არ ვიცი ხომ?
-რა უნდა იცოდე?
-ის რასაც არ მეუბნები, ის თუ რა გეგმა აქვს ნაინას, - მეწყინა მისი უნდობლობა.
-ზუსტად არ ვიცი- ღიმილი გაეპარა ისევ, მერე კი თავი ჩახარა, ჯერ შუბლზე მოისვა ხელი, მერე სახეზე, თმებზე, ,,ნერვიული ჟესტი“ -მგონი ქორწილს ელოდება- მითხრა სრულიად უგრძნობლად.
-მოიცა რა? ნაინა თხოვდება?- მონასმენს არ დავუჯერე, თვალები გამიფართოვდა, -და მე ამის შესახებ არც კი მითხრა, - ძალიან მეწყინა, ნაინამ მისი ყველაზე დიდი საიდუმლო და ტკივილი მანდო ბედნიერება კი მისთვის დაიტოვა.
-და ვინ გითხრა რომ ნაინა თხოვდება?
-აბა რას ნიშნავს ნაინა ქორწილს ელოდება? მოიცა რა თქვი? ... - გვიან გამახსენდა, უფრო სწორედ მაშინ როდესაც გონებამ საგანგაშო სიგნალები გაუშვა, მგონი ათასჯერ გავიმეორე ფრაზა, ,,ქორწილს ელოდება“ მისი წერილი ჩემს საწოლთან, უჩუმრად წასვლა და ფრაზა ,,თქვენი ბედნიერებისთვის დავბრუნდები“, აი რას ნიშნავდა მისი მოულოდნელი გაუჩინარება, მისი წასვლა.
-წავიდეთ?- უნდობლად მკითხა, შემდეგ გარემოს მოავლო თვალი, ღრმად ჩაისუნთქა.
-ალბათ ჰო, -მეც ვერ გავიგე ასე რატომ ვუპასუხე ეს რას ნიშნავდა.
-ასე მგონია რომ წარსულს აქ ვტოვებ, იმ ტკივილებთან ერთად და ხვალიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებ, ყველასთვის ასე აჯობებს.
-რას აპირებ?
-ბედნიერებას, ამ სამყაროსგან შორს.
-გაგიშვებენ?
-უკვე კი, შენი რეაქცია მაშინებდა, როგორ გაიგებდი, როგორ მიიღებდი ამ ამბებს, უკვე აღარაფრის შიში აღარ მაქვს, ადამიანს რომელსაც შენი ცხოვრების ნახევარს უწილადებ, ის კი შენ გიბოძებს, ერთ მთლიანობად იქცევიან მერე, სხვა დანარჩენი კი უფერულდება.
ვუსმენდი და არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, რა რეაქცია უნდა მქონოდა, რა უნდა მეთქვა, უბრალოდ ისევ ვიდექი და ჩემში გრძნობების ქარტეხილი მძინვარებდა.
-იქ მთაში წყაროსთან, ხეზე, წარწერა და ლამაზი თვალი იყო, ჩემმა მეგობარმა გააკეთა, ის ვინც ამ სახლში ცხოვრობდა, ქეთიც იქ იყო როდესაც იმ ხეზე ნახატს აკეთებდა, წარწერა კი ნიშნავს, ,,მარად ერთად, სამუდამოდ მეგობრები“. თვალი კი მის მშვენიერ მეუღლეს ეკუთნის, როდესაც იქ იმ ხეს ვუყურებ ყველაფერი ერთად ცოცხლდება და კიდევ უფრო მეტად მტკივა, მახსენდება რომ მე მათი დაცვა ვერ შევძელი.
-მადლობა ნდობისთვის, - ძლივს ამოვიღე ხმა, კიდევ უფრო მეუცნაურა, თითქოს მე არ ვიყავი, ვიღაც სხვა იყო, უფრო შეცვლილი და შორეული, სადღაც შორიდან ექოსავით ისმოდა ჩემი ხმა.
-პირიქით ყველაზე კარგი მოსაუბრე ხარ, სანდომიანი, ზედმეტად ცნობისმოყვარე მაგრამ სანდო.
-წავიდეთ რა- ვთქვი მშვიდად და მგონი ზედმეტად შევიფერე ნათქვამი- ახლა ყველაფერი კარგად იქნება, -ვუთხარი კიდევ უფრო მშვიდად და მანქანას მივაშურე.
-პირიქით ახლა ყველაფერი შეიცვლება, ყველაზე რთული მოლოდინია, ჯერ ყველაფერი წინაა, მაგრამ შენ აღარ წახვალ აქედან, მე აღარ გიშვებ, მე შენ დაგიცავ, ნაინა გავუშვი შენს გაშვებას კი არ ვაპირებ, ჯერ არა.
-ხანდახან მგონია რომ ისე ზედმეტად ახლოს მოვედი თქვენს სამყაროსთან მასსი ჩავიკარგები და ჩემი სამყარო დამავიწყდება, თითქმის აღარ მახსოვს აქამდე რას ვაკეთებდი, მხოლოდ დედის ზარის მახსენებს რომ სადღაც მელიან, გრძნობებიც კი აღარ დამრჩა, თითქოს არ მენატრებიან.
-ეს იმას ნიშნავს რომ სვანეთს შეუყვარდი, ის შენ არაფერს დაგიშავებს.
-ჩემი არ დაშავება არ ნიშნავს იმას რომ ყველაფერი კარგად იქნება, მე ხომ ჯერ არაფერი ვიცი, ნაინს მისია შუსრულებელია.
-მორჩა დღეს აღარავითარი წარსული, ნაინა, ბაქარი და ტკივილები, მხოლოდ მე და შენ. წამოდი ერთ ვიღაცას შენი გაცნობა ძალიან უნდა. ოღონდ ჯერ ნელიკოს დაურეკე, შეიძლება დაგვაგვიანდეს.
-მოიცა ასე შორს მივდივართ?- გამიკვირდა და ნელიკოს ნომერი მოვძებნე ტელეფონში.
-მგონი გასაკვირი არ უნდა იყოს, სვანეთში ხომ ამდენი სოფლებია და თან ბევრი ადგილები არც გინახავს.
-შეუდარებელი გიდი ხარ.- გამეღიმა და ნელიკოს ხმამ უცებ შემაკრთო, რამდენიმე ზარის შემდეგ რომ მიპასუხა.



№1  offline წევრი ucnobi_18

ძალიან კარგიია❤უბრალოდ ცოტა მალმალე დადე რა

 


№2 სტუმარი ნინა.

უკვე მესამედ დებ
ერთიდაიგივე
თავს.. რატომ?...

უკვე
მესამედ დებ ერთიდაიგივე თავს./

 


№3 სტუმარი Guest კოკი

auuuu male daamtavrebb?? wakitxva minda ogonccc tavidan bolomdeee lodinis gareshe ukve didi xania mainteresebs da male morchebaaa? disappointed flushed stuck_out_tongue_winking_eye

 


№4 სტუმარი ni.i

ukve mesamed dade es taviii me axalus molodinshi vikavii :-) au gtxovv ese nu agvianeb da axali tavi dadeee :-*

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

ucnobi_18
ძალიან კარგიია❤უბრალოდ ცოტა მალმალე დადე რა

კი ძალიან მალე დასრულდება...
მადლობა რომ კითხულობ...

 


№6  offline აქტიური მკითხველი terooo

Guest კოკი
auuuu male daamtavrebb?? wakitxva minda ogonccc tavidan bolomdeee lodinis gareshe ukve didi xania mainteresebs da male morchebaaa? disappointed flushed stuck_out_tongue_winking_eye

მალე დასრულდება...
და მადლობა რომ კითხულობ

ნინა.
უკვე მესამედ დებ
ერთიდაიგივე
თავს.. რატომ?...

უკვე
მესამედ დებ ერთიდაიგივე თავს./

იმიტომ რომ ძველი სიახლეები წაიშაალა ახლა თავიდან ვდებ ისევ

 


№7 სტუმარი Guest მარიამი

რა ინტრიგანი ხაარ სად გაწყვიტეე

ძალიან საინტერესოა ნელნელა ვხსნი კვანძებს

 


№8  offline აქტიური მკითხველი terooo

Guest მარიამი
რა ინტრიგანი ხაარ სად გაწყვიტეე

ძალიან საინტერესოა ნელნელა ვხსნი კვანძებს

მალე დამთავრდება ჩემო მარიამო

ni.i
ukve mesamed dade es taviii me axalus molodinshi vikavii :-) au gtxovv ese nu agvianeb da axali tavi dadeee :-*

ზალიან ვცდილობ რომ არ დავაგვიანო რომ დროულად მოვაღწიო ტქვენამდე...
მალე დავასრულე... დასასრულს ვუახლოვდები, ორი ტვაი დარჩა და არ მინდა მივაფუჩეცო

 


№9  offline წევრი ლილიანი

გამარჯობაა წინა საიტი დამებლოკა სელექტ მეწერა ეხლა ამით ვარ და ძალიან მიყვარს ტერო ამ ისტორიის წაკითხვა მაგიჟებს მარიამი და იაგო საყვარლებიიი ძალიან მაგარი ისტორიაა და მალ მალე დადე იმდენი კვანძი გავხსენი უკვე როო ძალიან მაგარიაა მაგარი ხარ ტეროოო kissing_heart kissing_heart

 


№10  offline აქტიური მკითხველი terooo

ლილიანი
გამარჯობაა წინა საიტი დამებლოკა სელექტ მეწერა ეხლა ამით ვარ და ძალიან მიყვარს ტერო ამ ისტორიის წაკითხვა მაგიჟებს მარიამი და იაგო საყვარლებიიი ძალიან მაგარი ისტორიაა და მალ მალე დადე იმდენი კვანძი გავხსენი უკვე როო ძალიან მაგარიაა მაგარი ხარ ტეროოო kissing_heart kissing_heart

მეთქი სად წავიდა... იმდენი რამ მოხდა უკვე...
მადლობა რომ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent