შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რელიქვიების მცველი. გაგრძელება


10-02-2017, 14:15
ავტორი snazina
ნანახია 1 319

თავი 14


- გაიღვიძე?- შეეკითხა მომღიმარი ემმა. ივანმა გაოცებისგან პირი გააღო, თვალები გაუფართოვდა. ცოტახანს ასე უყურა თავის წინ მდგარ ემმას, პირველმა ელდამ რომ გუარა დააპირა გამოლაპარაკებოდა, ნერწყვი გადაყლაპა და ყელზე დაადგა, ხველება აუვარდა.
- რა დაგემართა. ისე მიყურებ თითქოს მოჩვენება ვიყო.- შეწუხებულმა ემმამ ივანს ზურგზე ხელი მსუბუქად წასცხო. ივანმა მისი შეხება იგრძნო და თავზარი დაეცა. აქამდე ფიქრობდა რომ მის წინ მოჩვენება იყო, მაგრამ მისი შეხება იმდენად რელური იყო. მისკენ შებრუნდა ქალს ახედა და ისევ ხველება აუტყდა.
- წყალს მოგიტან.- ემმა წყლის მოსატანად გავარდა.
- ფუუუ...- ამოისუნთქა ივანმა როცა ემმა ოთახიდან გავიდა. ,, ეს რა ხდება ჩემს თავს.“- გაიფიქრა დაბნეულად. ,, რაც მოხდა სიზმარი იყო, თუ ახლა რასაც ვხედავ ესაა სიზმარი?“. მის გონებაში უამრავი აზრი ირეოდა. ემმა ოთახში დაბრუნდა და ივანს წყლიანი ჭიქა გაუწოდა.
- დალიე. ცუდი სიზმარი ნახე?- ივანის წინ სკამზე დაჯდა. ივანმა დაბნეულად ჩამოარტვა ჭიქა და ეწვის თვალით დაიწყო ემმას თვალიერება.
- ივან! რა ხდება?- მოთმინება დაკარგულმა წამოიძახა ემმამ. ივანის დუმილი ძალიან აღიზიანებდა უკვე.
- მოვკვდი?- როგორც იქნა ხმა ამოიღო ივანმა. მისმა შეკიტხვამ ემმას სახეზე ღიმილი გამოიწვია. ცოტა ხანს ემმა ცდილობდა ღიმილის სეკავებას, მაგრამ უცებ სიცილი აუვარდა და ივანის საცოდავ სახეს რომ უყურებდა სულ უფრო გულიანად ეცინებოდა.
- მოკვდი?- იცინოდა ემმა და ივანის შეკითხვას იმეორებდა.- ივ. რა სიზმარი ნახე ასეთი, რომ გონს ვერ მოდიხარ.
ივანი სკამიდან წამოხტა, ემმას მკლავებში ჩაავლო ხელი, წამოაყენა, თვალებში ჩახედა და სერიოზული სახით კბილებში გამოსცრა.
- სად ვარ?- ემმამ ნერწყვი ჩაყლპა, მისი სახიდან ღიმილი გაქრა და წამით შიშც კი გამოიხატა. ივანის საქციელმა გაოცა და ცოტა შეაშინა კიდეც.
- ივ.- დაიწყო მშვიდი ხმით.- ივ, შენ სახლში ხარ. შეხედე, გუშინ გულას ხეობიდან ჩამოტანილი სურათები მოგიტანე, ალბათ რომ ათვალიერებდი ჩაგეძინა. დილით მოვედი, კარები არ გქონდა ჩაკეტილი და შემოვედი. მაგიდაზე გეძინა. ივ, ხელს ასე ნუ მიჭერ, მტკივა.
ივანმა ხელი გაუშვა. ,, შეუძლებელია“- გაიფიქრა თავისთვის. ემმასკენ შებრუნდა და გბრაზებულმა დაიყვირა.
- შენ მკვდარი ხარ. მე, მე თვითონ ვნახე, შენ მკვდარი ხარ.
- ივ, რას ამბობ.- ემმას ხმაში დაბნეულობა გამოკრთა, ვერ ხვდებოდა ივანს რა დაემართა და რატომ იქცეოდა შეშლილივით.- შემომხედე მე ემმა ვარ. არ მოვმკვდარვარ. ეს მე ვარ.
- არა, არ მომეკარო. შენ მკვდარი ხარ. შენ ემმა არ ხარ. ალბათ დედოფლის მორიგი ალქაჯი ან რამე მსგავსი ხარ. - ბურტყუნებდა ივანი და ოთახში დაბორიალობდა. მთელი ძალით ძაბავდა გონებას, უნდოდა გარკვეულიყო რა ხდებოდა, მაგრამ მის წინ ემმა იდგა და ელაპარაკებოდა. გაჩერდა შეხედა საყვარელ სახეს, როგორ ენატრებოდა. როგორ უნდოდა კიდევ ერთხელ ენახა, შეხებოდა, მოხვეოდა. როგრ ნატრობდა მისი ხმის გაგონებას და ახლა ის მის წინ იდგა, ცოცხალი და უვნებელი. ,,თქვი- იყავ ნება შენი და გადადგი ნაბიჯი“- შეაგულიანა თავისი თავი და ემმასკენ წავიდა.
- მართლა შენ ხარ?- შეეკითხა დაეჭვებული.
- ივ. - ისეთი ნაზი, ისეთი ახლობელი ხმა ჰქონდა. თავი ვერარ შეიკავა ივანმა და მოეხვია.
- რა მქვია. - ჩასჩურჩულა ყურში ემმას. ამ წამს ღმერთს ეხვეწებოდა სწორი პასუხი მოესმინა და მის წინ მართლა ემმა მდგარიყო. როგორ უნდოდა ყველაფერი რაც გადაიტანა უბრალოდ საშინელი სიზმარი აღმოჩენილიყო.
- რა მქვია.- გაუმეორა ეკითხვა.
- ვერმიცანა. ვერმიცანა გქვია.- ამოილუღლუღა ემმამ. ივანმა შვებით ამოისუნთქა და ემმას კიდევ უფრო მაგრად მოეხვია.
- ივ. - ამოიხრიალა ემმამ, და ხელი მკლავზე დაარტა. ივანი იმდენად მაგრად ეხვეოდა რომ სუნთქვა შეეკრა და იგუდებოდა.
- მაპატიე.- ხელი გაუშვა ივანმა.- უბრალოდ შენი ნახვა ისე გამეხარდა.
ცოტახანს უყურა, შემდეგ თავი ვერ შეიკავა და ისევ გულში ჩაიკრა მეგობარი.
- როგორ მომენატრე.
- ივან ზროცკი გამიშვი ხელი და დაწყნარდი.- მკაცრი ხმით უბრძანა ემმა.- გუშინ არ მნახე? რა დაგემერთა?
- გუშინ გნახე? ერთი კვირაა გულას ხეობაში დავეხეტები...
- ივან.- ემმას სახეზე აღშფოთება გამოეხატა.- გონს მოდი. გულას ხეობაში არასდროს ყოფილხარ. მთელი ღამე ამ მაგიდაზე გეძინა და თუ ახლავე არ მოხვალ გონს ცივი წყლის შხაპს მიგაღებინებ.
- კარგი.- ივანი სკამზე დაჯდა და გაიტრუნა. იცოდას რომ თუ ახლა არ გაჩუმდებოდა ემმა მართლა გადაავლებდა თავზე ერთ სათლ ცივ წყალს.
- როგორ მაკლდი.- წამოსცდა უცებ. ემმამ მკაცრად შეხედა.
- რა ნახე სიზმარში. მომიყევი.- მისკენ მიაჩოჩა სკამი ემმამ და ინტერესით მოემზადა ამბის მოსასმენად. ივანმა ყველაფერი უამბო რაც თავს გადახდა.
- ყველაფერი ისეთი რელური იყო, შეგრძნებები იმდენად ცხადი. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ რომ ყველაფერი სიზმარში მოხდა. ემმა როგორ...- ხელები აგაიწოდა ემმასკენ და უნდოდა ჩახუტებოდა. მაგრა ემმამ სიტყვა შეაწყვეტინა და წამოხტა, ხელით ანიშნა შეჩერდიო.
- აღარ მომეკარო. მეყოფა რაც დამიმტვრიე ძვლები. ახლა წავედი და შუადღით პასუხს ველოდები.
- პასუხს?- გაუკვირდა ივანს. ვერ ხვდებოდა რა პასუხზე იყო საუბარი.
- ღმერთო. ესეც აღარ გახსოვს? ხვალ ექსპედიცია გადის გულას ხეობაში. იმ გამოქვაბულის შესასწავლად რომ აღმოვაჩინე და გთხოვე შენც წამოსულიყავი. შენ თქვი მოვიფიქრებო. მოკლედ, შუადღემდე იფიქრე და მითხარი მოდიხარ თუ არა.
ემმა ოთახიდან გავიდა და გაოცებული ივანი მარტო დატოვა თავის ფიქრებთან.
,, თუ ყველაფერი სიზმარი იყო... და რა დროიდან იყო სიზმარი. ან რა იყო სიზმარი. ახლა რა რიცხვია?“. ტელეფონს დახედა. გათიშული იყო. ,, ჯანდაბა“- გაიფიქრა, წამოდგა და გარეთ გავიდა. ქუჩას გაუყვა. ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და ჩაფიქრებული მიაბიჯებდა. უცებ მოეჩვენა რომ ერთ-ერთი სახლის კუთხეში ნაცნობი ფიგურა გაკრთა. შებრუნდა და ძებნა დაუწყო. ,, ესეც მომეჩვენა? რა დხება ჩემს თავს. რა?“- უცებ ძლიერი თავის ტკივილი იგრძნო, ხელები თავზე წაივლო.
- აი.- ტკივილისგან აღმოხდა და ჩაიჩოქა. ტკივილი სულ უფრო ძლიერდებოდა და აუტანელი ხდებოდა. უცებ მხარზე ვიღაცის შეხება იგრძნო. აიხედა, მზე თავლს ჭრიდა და ერთი თვალი მოჭუტა. მის წინ შავ შარვალსა და კაპიშონიან ზედატანში გამოწყობილი, ზურგზე მალ გადაკიდული ფიგურა აღიმართა და მზეს მოეფარა. სახეზე დააკვირდა და მცველი იცნო. ივანმა არ იცოდა მისი დანახვა გახარებოდა თუ არა, ბოლოს გაეღიმა. ერტად მეტისმეტად ბევრი რამ გადაიტანეს და მისი დანახვა მართლაც გულწრფელად უხაროდა, რადგან იცოდა ახლა ის ერტადერთი იყო ვისი ნდობაც შეეძლო.
- ადექი.- ჩაილაპარაკა მცველმა. და ხელი გაუწოდა. ივანმა ხელი შეაგება და წამოდგა.
- დალიე.- გაუწოდა რაღაც უცნაური გამომშრალი ლიმონის მსგავსი ნივთი ბიჭმა. ივანმა დაეჭვებით შეხედა.
- დალიე, თავის ტკივილი არ გაგიჩერდება ისე.
- კარგი.- ივანმა გამოართვა ნივთი და პირში ჩაიდო. საზიზღარი გემო ჰქონდა. - ისეთი გემო აქვს თითქოს ათმა კატამ ერთად ...
ბიჭმა ისეთი თვალებით მოხედა ხმა ჩაუწყდა.
- კარგი ცუმად ვარ. და რა არის ეს ნივთიერება.
- მონი.
- რა?
- მონი. უძველესი დროიდან ამზადებენ, ყველანაირი შხამისგან კურნავს.
- მონი?- ივანმა პირველად მოისმინა ასეთი რამ. თუმცა მისი ყურადღება სხვა რამემ მიიპყრო, თავის ტკივილი მართლაც უვლიდა და თანდათან გაქრა. შვებით ამოისუნთქა და მადლობის სათქმელად ბიჭისკენ მობრუნდა მაგრამ ქუჩაში აღარავინ იყო. რელიქვიების მცველი უკვალოდ გამქრალიყო. ,, სად გაქრა?“- გაიფიქრა ივანმა. ,, გავგიჟდი და ვერ ვხვდები? რა ჯანდაბა ხდება აქ?“



№1 სტუმარი Ana

Vgijdebi am mweralze.ra magrad wers.erti amosuntqvit ikitxeba da ar minda mtavrdebodes minda sul vkitxulobde da vkitxulobde.

 


№2 სტუმარი Guest Wasp

Dzalian dzalian magari xar.sulmoutqmelad veli axal tav s

 


№3 სტუმარი A

Umagresi iyo da dzalian gamixarda gagrdzelebis naxva gtxov dzalian rac shegilia malmale dade. Veli moutmenlad.

 


№4  offline წევრი snazina

დიდი მადლობა ყველას კეთილი სიტყვებისთვის. ვეცდები მალე გამოვაქვეყნო მომდევნო თავები. heart_eyes

 


№5  offline წევრი triniti

ვაიმეეე ველოდები ველოდები და ეს დრო აგარ დადგა მალე გაგვახარეტ ახალი თავით

 


№6  offline წევრი snazina

triniti
ვაიმეეე ველოდები ველოდები და ეს დრო აგარ დადგა მალე გაგვახარეტ ახალი თავით

გამარჯობათ,ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის.ვეცდები მალე გამოვაქვეყნო.ვერ გადავწყვიტე დავტოვო ემმა თუ არა.ტქვენ რას ფიქრობთ შევცვალო რამე თუ გავაგრდზელო იგივე ჟანრში?

 


№7  offline წევრი triniti

იმდენად მაგარია რომ ვერც კი ვხვდები ,სად ვინ უნდა იყოს და ვინ არა ,მონუსხული ვარ ვკითხულობ და ვერ გამიგია ასეტი მაგარი როგორ ხარ..უბრალოდ გასაოცარიააა.ემა იქნება თუ არა ეს შენი გადასაწყვეტია დარწმუნებული ვარ უკვე იცი როგორც უნდა გააგრძელოო.

 


№8  offline წევრი snazina

triniti
იმდენად მაგარია რომ ვერც კი ვხვდები ,სად ვინ უნდა იყოს და ვინ არა ,მონუსხული ვარ ვკითხულობ და ვერ გამიგია ასეტი მაგარი როგორ ხარ..უბრალოდ გასაოცარიააა.ემა იქნება თუ არა ეს შენი გადასაწყვეტია დარწმუნებული ვარ უკვე იცი როგორც უნდა გააგრძელოო.

kissing_heart ძალიან დიდი მადლობა. მომდევნო თავი დაწყებული მაქვს დიდი ხანია, ვეცდები მალე გამ,ოვაქვეყნო. heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent