შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაკვალევი (სრულად)


11-02-2017, 18:29
ავტორი murachashvili
ნანახია 21 642

პირველი ნაწილი
(პირველი თავი)
-დრაგ!... დრუგ!.... დრაგ!.... დრუგ!....-ისმის მძიმე სამხედრო ჩექმების ხმა. თითოეულ ნაბიჯს წინ უწრებს თვლა: - ერთი!.... ორი!... ერთი!... ორი!... - სამხედრო ფორმაში ჩაცმული ბიჭები მწყობრი ნაბიჯით მიიწვენ წინ -სდექ! - ისმის მეთაურის ბრძანება.
სივრცეში თითქოს ყველაფერი გაჩერდა. ნაწილი ერთდროულად შედგა.
ყაზარმაში ჩემს ნარზე ვარ წამოწოლილი. ალბათ უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა ყოფილ ნარზე. ხელები თავქვეშ მაქვს ამოდებული და ვიღიმები. წინასწარ ვტკბები იმაზე ფიქრით, რომ ხვალ თბილისში ვიქნები, სახლში, მეგობრებში და ….
სადღაც გულის სიღრმეში, ფარულ კუთხეში გაჩხინკული ასე ცამეტი-თოთხმეტი წლის გოგონას სახე ტივტივებს. დიდი ბრიალა შავი თვალებით, წითელი ტუჩებით, ოდნავ შეფაკლული ლოყებით. ჯიუტი ხვეული თმითა და ზედმეტად გამხდარი, წვრილი ფეხებით. მისი ასაკისთვის რატომღაც თვალშისაცემი სიმაღლით. არ იღიმება. იქნებ შიშიც კი უდგას თვალებში. ცერიად, გვერდულად მარიდებს სახეს. მართალია არ მიმზერს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩემს მოძრაობას აფიქსირებს. თითქოს მაკვირდება. ვერც მე ვხედავ მის სახეს, თუმცა ზუსტად შემიძლია გითხრათ იცინის თუ არა. როდის ტკივა, როდის არა! თითქოს ჩემი ნაწილია. ის მე ვარ. ჩემი გულის ძახილია. არ ვიცი რამდენად სწორად გადმოვეცი ჩემი აზრები. იქნებ გიჟიც გგონივართ. მე ალბათ ასე ვიფიქრებდი. თუმცა საკუთარ ნორმალურობაში არც მე ვარ დარწმუნებული.
ყველაფერი კი ოთხმოცდაათიანი წლების თბილისში დაიწყო. ერთ-ერთი ჩვეულებრივი სკოლის ჩვეულებრივ მოსწავლეებში. თუ რათქმა უნდა არ ჩავთვლით ზოგიერთ ჩვენგანს. ჩვენი განსაკუთრებულობა რაში მდგომარეობდა?! საზოგადოდ აღიარებული აზრით: - დიდი ავარა ბავშვები ვიყავით. რომელთა წინამძღოლად ჩემი მაღალი ტანის გამო მე მომიაზრებენ. უცნაურია, ასაკით ყველაზე პატარა ტანით რადგან სხვებთან შედარებით მაღალი ვარ ფიქრობენ, რომ უბანში მომხდარი ყველა უბედურების საწყისი ჩემგან მოდის. როგორც წესი სიმართლე არავის აინტერესებს. მე, თემურ წიკლაური მერვე კლასის მოსწავლე, თოთხმეტი წლის ვარ. როგორც უკვე ავღნიშნე ვმეგობრობ ჩემზე ასაკით დიდ ბიჭებთან, მეათე-მეთერთმეტე კლასელებთან. ვაცდენ გაკვეთილებს. სადარბაზოსთან ჩუმად ვეწევი სიგარეტს და ჭუჭრუტანებში ვუჭყიტინებ ლამაზ გოგონებს. რატომ ჭუჭრუტანიდან? არ ვიცი. რატომღაც მათი მერიდება. მაქვს აბურდული, დაუვარცხნელი ქერა თმა, მაცვია მკლავებ დაძენძილი ნაცრისფერი ჯემპრი და მუდმივად გახეხილი ჯინსები. ვგრძნობ, რომ ჩემი ეშინიათ, უმეტესად ჩემზე პატარა ასაკის ბავშვებს და მე ეს მსიამოვნებს. თითქოს მათი შიში პატივმოყვარეობას მიკმაყოფილებს. ცუდი ვარ? ალბათ. ეს მე არ მაღელვებს. ყოველშემთხვევაში სინდისს არ მავუწუხებივარ, როცა ორი წლით ჩემზე უმცროსი, სუსტი და უფერული ვახტანგ კოროშინაძე სკოლის ბუფეტში გამოვიჭირე. შეძენილი სოსისები გამოვგლიჯე და ის ბენდენაც წავართვი ხელზე რომ ჰქონდა შემოხვეული. სოსისები მშიერ მეგობრებს დავურიგე, ბენდენა მართალია არაფერში მჭირდებოდა, მაინც საგულდაგულოდ შევინახე. რადგან შევამჩნიე, რომ სოსისების წართმევაზე მეტად, ვახო ამ ნაჭრის ნაგლეჯის დაკარგვამ შეაწუხა.
ვინ არის ვახო კოროშინაძე? ჩემთვის არც არავინ. ერთი უფერული არსებაა, თუმცა უნდა ვაღიარო, მიუხედავად იმისა რომ ფიზიკური ძალა ხელს არ უწყობს, დათმობა არ იცის, საკმაოდ ფიცხი და ფხიკინა ხასიათის პატრონი იყო. მართალია სუსტად მაგრამ მაინც ცდილობს წინააღმდეგობა გამიწიოს. მე მისი წვალება მართობს და მახალისებს.
- ჩემი არაა, დამიბრუნე! - ხმა უთრთოდა ვახოს. აშკარად გაბრაზებული იყო.
ალბათ ცოტა მეტი ძალა რომ ქონოდა ჩხუბის გარეშე პოზიციებს არ დათმობდა. ჩემი უპირატესობა აშკარად ჩანდა. სულელი არი იყო და ამას ისიც ხვდებოდა ამიტომ მხოლოდ ჯიუტი, გაღიზიანებული ტონით მიმეორებდა: - დამიბრუნე. რომ გაიგოს დავკარგე, არ მაპატიებს.
- ვისიც გინდა იყოს! რა ჩემი საქმეა? - მიკვირს, თან ვბრაზდები ჩემგან თავის დახსნაზე მეტად ვიღაც უცნობზე რომ ღელავს. - არ მაინტერესებს! - ჩაცუცქული მივჩერებივარ ვახოს და ფეხზე ადგომასაც კი არ ვკადრულობ.

სწორედ ამ დროს ერთი გოგონა მოგვიახლოვდა. ამაყი მზერა ჰქონდა, შავი ბრიალა თვალები. სკოლის ფორმა ეცვა, თეთრი გახამებული წინსაფრით. ტიპიური სანიმუშო მოსწავლის სახე, ხვეული თმა უკან შეეკრა და დიდი ვარდისფერი ბაფთაც დაება.
- ესღა გვაკლდა! - კბილებში გამოსცრა მამალაძემ, რომელიც ჩემი მეგობარია, ცდილობს მომბაძოს, შეძლებისდაგვარად მასიამოვნოს. ტანით ჩემზე ბევრად დაბალია, მსუქანიც, მისი საზოგადოება ზოგჯერ მომაბეზრებელია. მუდმივად ლაქუცობს. ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიტყვები მხოლოდ ჩემი ყურადღების მისაპყრობად წარმოთქვა.
გოგონას თითქოს არ ესმის მისი ნათქვამი. მამალაძეს არც კი უყურებს. მე მიმზერს თვალებში ჯიუტად.
- დამიბრუნე, რაც წაართვი! - მიბრძანებს ის.
მეცინება, მისი უტიფრობა მაოცებს.
- ვინ ხარ?- ინტერესით ვეკითხები. აშკარად შეცბა, მაგრამ ცდილობს იხტიბარი არ იტეხს.
- ჩემი ნივთი გაქვს, დამიბრუნე! - კვლავ მტკიცე ხმით მეუბნება. სიცილს ვერ ვიკავებ, ამ გოგონას სითამამე მართობს.
- შენი არაფერი მაქვს. არც არაფერი მმართებს!
- სალომე, გაჩერდი, გთხოვ ნუ ერევი, მე მოვაგვარებ! - ეხვეწება ვახო.
- არა! რაც ჩემია უნდა დამიბრუნოს! - ჯიუტად პასუხობს ის ბიჭს და მტრულად მიბღვერს.
არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ გოგონამ მომხიბლა. თავისთავში ზედმეტად იყო დარწმუნებული, თვალს არ მარიდებდა და ბევრ ჩემს თანმხლებზედაც კი მამაცი გახლდათ. ზუსტად ვიცოდი, რომ ასეთი ტონით მიმართვის უფლებას არავის მივცემდი.
- შენია?!- ბენდენას დავხედე მე. გოგონამ თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. - აჰა! - ჩაცუცქული ვაწვდი მას.
გოგონა ადგილიდან არ განძრეულა. ნაბიჯიც კი არ გადმოდგა გამოსართმევად. იძულებული გავხდი წამოვმდგარიყავი და ისე მიმეწოდებინა. ჩუმად გამომართვა, არც - მადლობა, არც - ბოდიში.
- ამიერიდან გეცოდინება, თუ ჩემი ნივთების პატრონობა არ შეგიძლია, არც ხელი არ უნდა მოკიდო! - შეუღრინა ვახოს და ამაყი ნაბიჯით წავიდა.
- ამას არასოდეს მაპატიებს. მთელი ცხოვრება დამაყვედრებს! - უხერხულად შეიშმუშნა ვახო.

მომეწონა ეს უცნაური წყვილი.
- ვინ იყო ის გოგო? - ამჯერად მეგობრულად ვეკითხები მას.
- მისი ბიძაშვილია! - ვახოს ნაცვლად მპასუხობს მამალაძე.
- საუბარში დახმარება არ მითხოვია! -შეუღრინა ბიჭმა.
- ბიძაშვილი?!-ჩემთვის ჩავილაპარაკე ჩაფიქრებულმა. უკვე ვიცოდი, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო ამ სიფრიფანა, სუსტ უფერულ ბიჭს დღეიდან ხელს ვეღარ დავაკარებდი. იქნებ მისი მფარველიც კი გავმხდარიყავი, ან იქნებ მეგობრებიც.






მეორე თავი
ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ეს ორი არსება ერთმანეთის ბიძაშვილ-მამიდაშვილი გამოდგა. გოგონა ჩვენს სკოლაში VI კლასში სწავლობდა. ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებულ მოსწავლედ ითვლებოდა. სახელად სალომე. მასწავლებლების რჩეული მისი ტოლებისგან არაფრით გამოირჩეოდა. ყოველთვის მოწესრიგებულად გამოიყურებოდა და ცდილობდა თვალში ზედმეტად არავის გასჩხეროდა. ალბათ, ამიტომაც არ მყავდა ამ დღემდე შემჩნეული.
მასთან დაახლოვება მომინდა. რაც იმაზე ძნელი აღმოჩნდა ვიდრე ველოდო. ვახო გულით ბოღმა ადამიანი არ იყო. ჩემი მტრული დამოკიდებულება იოლად მაპატია, დავმეგორდით, თითქმის სულ ერთად ვიყავით. სამწუხაროდ იგივეს ვერ ვიტყოდი სალომეზე. თავისი ვიწრო სამეგობრო წრე ყავდა, ორი-სამი დაქალი, ისინიც მისივე კლასელები. სასაცილო გოგოები იყვნენ. სალომესგან განსხვავებით სულ იპრანჭებოდნენ და ცდილობდნენ უფროსი კლასელების ყურადღება მიეპყროთ.
ვახო და სალომე ერთად ცხოვრობდნენ, გვერდი-გვერდ სახლებში, რომლებსაც საერთო ეზო ყოფდა. შესაბამისად ვახოსთან მისულს შანსი მეძლეოდა სალომეც მენახა. მაგრამ თითქოს ჯიბრით, გოგონა გაიგებდა თუ არა ჩვენი იქ ყოფნის შესახებ, სახლში შეიკეტებოდა გოგოებთან ერთად და გარეთ არ გამოდიოდა. მათ არსებობას მხოლოდ სახლიდან პერიოდულად გამოსული სიცილის ან ფორტეპიანოს ხმა გვახსენებდა. ერთი სული მქონდა დამენახა რას აკეთებდნენ მთელი დღე სახლში, მაგრამ თითქოს ჯიბრით ფანჯრებზეც კი ფარდებს აფარებდნენ და ვერაფერს ვხედავდით.
ერთად-ერთი ვისაც ჩვენს სამეგობროში წყალობდა პატარა მამუკა იყო. მამუკა ჩვენში ტანით ყველაზე პატარა იყო. ქერა და დიდი ცისფერი თვალები ჰქონდა, როცა იცინოდა ლოყები ეჩვრიტებოდა. ბიჭებმა ზედმეტ სახელად „პატარა“ დავარქვით. მისი ჩაჩვრეტილი ლოყების გამო სულ დავცინოდით. თუმცა უცებ აღმოჩნდა, რომ მისი ამ თვისების გამო გოგონებს ძალიან უყვარდათ. სადაც არ უნდა დაენახათ შორიდანვე ხელს უქნევდნენ. განსაკუთრებით თბილად სალომე ხვდებოდა. მისი მშურდა. მე თითქოს ვერც კი მამჩნევდა, თითქის არც ვარსებობდი.
- მამუ, გაიცინე რა გეხვეწები! - შორიდან ანიშნებდა ხოლმე სალომე. პატარაც ღიმილს როგორ დაამადლიდა, სალომეს დანახვაზე ყურებამდე იკრიჭებოდა ხოლმე.
თავიდან ვეჭვიანობდი, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ მამუკას სალომეს ერთ-ერთი დაქალი მოწონდა. გოგონა მასზე ერთი თავით მაღალი იყო, თუმცა ეს ბიჭს დიდად არც აწუხებდა. მის დანახვაზე სიწითლე ყურებიდან ეწყებოდა. ფერი ეკარგებოდა. მუდამ მხიარული უცებ სერიოზულდებოდა. იმ იმედით, რომ ისიც მის გულის ვარდს დაინახავდა, ორივენი ვახოსთან ვათენებდით და ვაღამებდით. მამუკა სალომეს წყალობით ნელ-ნელა მიიწევდა წინ. როგორც კი გოგოებს დაინახავდა მაშინვე მათთან ჩნდებოდა, ერთ-ორ წინადადებას იტყოდა და გოგოებიც გულიანად იცინოდნენ. ჩემი საშველი კი არა და არ იყო. ყინული ვერაფრით გავალღვე. ჩემი ხვედრი მხოლოდ შორით კვდომა იყო.
- ეეე, თემო! - უცებ შეიცხადა ერთხელ მამუკამ, როცა შემთხვევით სალომემ გვერდზე გამიარა და ზედაც არ შემომხედა. - შენც ის გჭირს, რაც მე?! - გაოცებული მეკითხებოდა ის.
- შენ რა გჭირს?!- დავიბენი მე.
- შეყვარებული ხარ?!- ისეთი სახით მეუბნებოდა, თითქოს ახალი აღმოჩენა გააკეთა. არაფერი მითქვამს - სალომეზე?! - უფრო გაოცდა ის - ეეე... სალომე დაა შე- ჩემა!
გამეღიმა: - ხომ არაფერს ვეუბნები! - თითქოს მოვიბოდიშე მე- როგორ მიხვდი?
მამუკას გაეცინა: - რომ გაგიარა ისეთი საცოდავი თვალებით გახედე! ... ვერც კი ვიფიქრებდი, სალომემ იცის?- დაინტერესდა ის.
- არა, რა იცის. ზედაც არ მიყურებს, არც კი მიმჩნევს, თითქოს ცარიელი ადგილი ვარ. - გულდაწყვეტილმა ვუპასუხე მე.
- ვახომ?
- მე არაფერი მითქვამს, არც თვითონ მეკითხება, მაგრამ მემგონი ხვდება.

ამ დღიდან მოყოლებული მამუკას სახით დიდი მოკავშირე გავიჩინე. ყველანაირად ცდილობდა როგორმე სალომესთან დაახლოვებაში დამხმარებოდა. ხან რას იგონებდა და ხან რას, მაგრამ მისმა კრეატიულობამაც დიდად ვერ მიშველა. სალომე რომელიც ყველას უღიმოდა, ემეგობრებოდა. ყველა მისი კლასელი ბიჭისთვის „და“ იყო. ჩემთან რადიკალურად იცვლებოდა. შეყვარება კი არა, გამარჯობის ღირსადაც არ მთვლიდა. თავს მარიდებდა, თითქოს ჩემი ეშინოდა, ვერაფრით ვხვდებოდი რა ჭირდა, ასე რატომ ვერ მიტანდა.
მისი კლასი ჩემი საკლასო ოთახის წინ იყო. იმ იმედით რომ სადმე წავაწყდებოდი, გაკვეთილებზეც კი დავიწყე სიარული.
- ეეეე. - შემოვარდა ერთხელ კლასში შეშფოთებული მამუკა, - დროზე ადექი, შე-ჩემა!- მეუბნება მე.
- რატომ, რა მოხდა?! - გამიკვირდა მე.
- სალომე ტირის!
- ტირის?- ვერც კი გავიაზრე როგორ აღმოვჩნდი მის კლასში, გოგონა მშვიდად იჯდა კლასელებთან და რაღაცაზე იცინოდა. - რატომ ტიროდი? - ვეღარ მოვიფიქრე დაბნეულმა და ეს ვკითხე.
- არ ვტიროდი! - მშვიდად მიპასუხა და კითხვის თვალით შემომხედა, რა მოხდაო.
- არა?! - ავირიე მე- აბა, მამუკამ... - კარებისკენ გავიხედე და ყურებამდე გაკრეჭილი მამუკაც დავინახე.
- გეუბნები, არ ვტიროდი მეთქი! - სალომეს ხმაში გაღიზიანება შეეტყო.
- ბოდიში. - უხერხულად შევიშმუშნე და ოთახიდან არეული გამოვედი. მესმოდა როგორ იცინოდნენ გოგოები. მხოლოდ სალომეს ხმა არ ისმოდა.
მამუკას ვეძებდი კარგად რომ მეცემა, ალბათ მიხვდა რაც ელოდა და უკვე ძალიან შორს იყო საიმისოდ რომ დავწეოდი. რამოდენიმე დღე არც გამოჩენილა. როცა დარწმუნდა, რომ სიბრაზემ საბოლოს გადამიარა მხოლოდ მაშინ მოვიდა. თუმცა, ეს სემთხვევა მთლად უშედეგოდ არ დასრულდა. სალომეს ჩემს დანახვაზე ოდნავ ეღიმებოდა. მე კი ესეც მიხაროდა.
- რა გინდა შე-ჩემა? ძლივს გოგოს გადაბმულად ორი სიტყვა მაინც უთხარი და კიდევ უკმაყოფილო ხარ?
- ნუ მიჩხიკინებ, შეირგე ცემას რომ გადარჩი! - მეცინებოდა მე. თუმცა გულის სიღრმეში იძულებული ვიყავი დავთანხმებოდი, სულ არაფერს ასე მაინც ჯობდა.

- მაგარი აზრი მომივიდა! -მოვიდა ერთხელ მამუკა - მოდი გოგოებს ვარდები ვუყიდოთ! მე გვანცას მივართმევ, შენ - სალომეს.

- გაგიჟდი? ყვავილები როგორ მივუტანო, ტეხავს...

- რა მოხდა, ქალებს ასეთი სენტიმენტები მაგრად „ევასებათ“.

- შენ რა იცი?

- ვახომ მითხრა.

- ვახომ? - ეჭვით ვეკითხები რადგან დარწმუნებული არ ვარ, რომ ისევ არ მაიმუნობს.

- დედას გეფიცები, ვახომ მითხრა: სალომეს ყვავილებზე აბოდებსო, განსაკუთრებით შავ ვარდებზეო!

- მართლა ასე გითხრა?! - თან არ მჯეროდა, თან გონებაში უკვე იმ ადგილს ვარჩევდი ყველაზე მაგარი შავი ვარდები სად მეშოვა.

ასე იყო თუ ისე, კოლმეურნეობის მოედანზე ბევრი ხვეწნის შემდეგ საუკეთესო შავი ვარდების თაიგლი გამოვართვი და სკოლაში წამოვედი. სალომეს ერთ-ერთი კლასელი ბიჭი გამოვიჭირე და ვთხოვე მისთვის გადაეცა. ისტორიის გაკვეთილი ჰქონდათ, როცა თაიგულით ხელში ბიჭი კლასში შევიდა.
- ეს რა ყვავილებია? - გავიგონე პედაგოგის ხმა.
- მასწ, სალომესთან გამომატანეს. - არეულად პასუხობს ბიჭი.
ბავშვების სიცილის ხმა მესმის და ვხედავ სალომეს აწითლებულ სახეს, უხერხულად რომ იშმუშნება.
- სალომე არ გამოართმევ?- ღიმილით ეკითხება პედაგოგი. ისტორიის მასწავლებელი ასე ოცდახუთ წლამდე ასაკის, გასათხოვარი გოგოა. ეს სიტუაცია აშკარად ართობს და არ ბრაზდება. სალომე დუმს. - უხერხულია, ასე ხომ არ იქნება შუა ოთახში?.
- თქვენი იყოს მასწ. მე ამას მაინც არ წავიღებ. - მესმის სალომეს გაბზარული ხმა.
- როგორც გინდა, მაშინ აქვე დავდგათ კლასში, ცოტას გაახალისებს ოთახს. -ისევ იღიმება მასწავლებელი.
- რა ქენი შე-ჩემა? - სიცილით მეკითხება მამუკა- მთელი სკოლა ლაპარაკობს, „წიკომ“ სალოს ყვავილები გაუგზავნაო!
- რა ვიცი, გამოჩნდება... - ვბლუყუნებ მე.
გამოჩნდა ის, რომ სალომე სადაც დამინახავდა კილომეტრში მივლიდა გვერდს, ისევ თავს მარიდებდა. სამაგიეროდ ვისაც კი არ ეზარებოდა, ყველა მეკითხებოდა: - შენსა და სალომეს შორის რა ხდებაო. უკვე თავ-ბედს ვიწყევლიდი მამუკას დაჯერების გამო. ეს როგორ მომივიდა, ასე როგორ შემეშალა მეთქი.
ალბათ, კვირაზე მეტი გავიდა. მომწყინდა ასე კუკუ-მალობანას თამაში. ვერც სალომეს ასეთ დამოკიდებულების მიზეზს ვიგებდი. დავინახე სკოლიდან როგორ გავიდა. შორიდანვე შემამჩნია და ფარეხებზე, მოკლე გზით სცადა მოვლა, მე რომ არ შემჩეხოდა. მეც მოკლე გზებით გადავუჭერი გზა და ჩიხთან დავხვდი. ჩემს დანახვას ნამდვილად არ ელოდა. შეშინებული შეხტა, აშკარად დავინახე, რომ ჩემი ეშინოდა.
- გამარჯობა! - მივესალმე მე.
- გაგიმარჯოს! - ცივად მიპასუხა.
- ჩემი გეშინია? - გაოცებული ვეკითხები მე.
- არა, რატომ? - გაბზარული ხმით მპასუხობს და აქეთ-იქით იყურება, ალბათ გამვლელებს ეძებდა.
- ნუ, გეშინია, არაფერს დაგიშავებ! - პასუხი არ გამცა, თვალებით მიწას ჩასჩრებოდა - არაფერს მეტყვი?
- რის თაობაზე? - გაოცებული მეკითხება ის.
- თუნდაც ყვავილებზე.
არ ვიცი იქნებ მომეჩვენა, მაგრამ ოდნავ გაწითლდა. უხერხულად შეიშმუშნა. პირდაპირ შემომხედა. თითქოს ყოყმანობდა. შემდეგ კი მხოლოდ ეს მითხრა:
- მესმის, რომ ცდილობ ყურადღება გამოიჩინო, მაგრამ გთხოვ ასე აღარ იხუმრო, ვიცი, რომ..
- ვიხუმრო? მე არ ვხუმრობ, უბრალოდ...
- ცუდად ნუ გამიგებთ! - უცებ თქვენობითზე გადავიდა ის - თქვენ და თქვენი მეგობრები, ხან „მაკარონას“ მეზახით, ხან „ვეშოლკას“, ხან „ჟირაფს“.- ეს ყველა ის სახელი იყო რასაც ზურგს უკან გაბერილი მამალაძე უწოდებდა ხოლმე. თუმცა მაშინ სალომეს არც კი ვიცნობდი, და დიდად არც მაღელვებდა ვის მოიხსენიებდა ასე საყვარლად მამალაძე. - თქვენი დამოიკიდებულება აღარ მწყინს. თუმცა არც დამვიწყებია. არ მინდა თქვენთვისაც დავინვის ობიექტად ვიქცე. ამის უფლებას არ მოგცემთ!
- ეგ არც კი მიფიქრია! - ვიუარე მე. უნდობლად შემომხედა. იმის გააზრებამ, რომ ჩემი სიმპატია დაცინვად არიქვა შოკში ჩამაგდო და დამამუნჯა.
- მამალაძის თავხედობა კიდევ ასატანია. ვოცი რომ დეგენერატია. მაგრამ არ მინდა ეს ჩემი მამიდაშვილის მეგობრებმაც გააკეთონ! - ცივად მითხრა მან_ ტუ რათქმა უნდა თავს ვახოს მეგობრად თვლით.
გული დამწყდა: - „მე მხოლოდ მამიდაშვილის მეგობარი ვარ?“
აღარაფერი მითქვამს, მივხვდი აზრი არ ჰქონდა: - ბოდიში, ეტყობა ზედმეტი მომივიდა!
- ადამინაბის დამცირება გიყვართ! ამას მეც არაერთხელ შევსწრებივარ. უსამართლოდ მეც ბევრჯერ შემეხეთ.
- მე არასოდეს.. - თავის მართლება ვცადე, თუმცა შემაწყვეტინა.
- მამალაძეც თქვენი მეგობარია, კარგი იქნება გასართობად სხვა ობიექტს თუ შეარჩევთ! იმედი მაქვს ადრე თუ გვიან ვახოც მიხვდება, რომ თქვენგან თავი შორს დაიჭიროს. - ცივად მითხრა მან.
მისმა სიტყვებმა გული იმაზე მეტად მატკინა ვიდრე მოველოდი. უსიტყვოდ წამოვედი. ან რა აზრი ჰქონდა რამის ახსნას? მივხვდი, რომ სალომეს თავისი შეხედულება ჰქონდა და ძნელად თუ შეიცვლიდა. ტყუოდა? არა. არ ტყუოდა. თითოეულ მის სიტყვაში სიმართლე ჟღერდა. მე სწორედ ასეთი ვიყავი. მოძალადე, თავხედი. თუმცა ვფიქრობდი, რომ შეეძლო დაენახა როგორ განსაკუთრებულად ვექცეოდი მას. ეს დამოიკიდებულებაც კი სხვანაირად გაიგო. ჩემ ახალ გასართობად ჩათვალა. საკუთარი გრძნობები იმდენად წრფელად და სუფთად მიმაჩნდა, რომ ჩემი ქმედებების ასეთ ჭრილში დანახვამ გამაღიზიანა, გავბრაზდი:
- თვითონ არის ცივი და უგულო! როგორ შეიძლება ვერ მიმხვდარიყო, ვერ ეგრძნო? - აღშფოთებული ვეუბნებოდი მამუკას.
- ჰო, ტო! მაგარი „სტრანნი“ გოგოა! ვერაფერს გაუგებ! - გაოცებული მეუბნებოდა ის - ან იქნებ გეთამაშება?
- რას ქვია მეთამაშება?
- რავი აბა, ქალებს ევასებათ თავის დაფასება. და ეგეც ქალია, რა....
ის ისე დარწმუნებით ლაპარაკობს, თითქოს მისი სიტყვები აქციომაა. სიცილს ვერ ვიკავებ. ყოველთვის მაოცებდა მისი ნიჭი, როგორ შეეძლო ნებისმიერ მოვლენაში დადებითის დანახვა? აღარაფერი მითქვამს.
- დრო გვიჩვენებს, რაც იქნება, იქნება! - გავიფიქრე ჩემთვის.

მესამე თავი

ვიზრდებოდით, მე უკვე თექვსმეტი წლის ვიყავი, სალომე თოთხმეტის.
რამდენიმე დღეში სკოლიდან გვითხოვდნენ. იწყებოდა უსაქმურობისა და გართობის გრძელი სამი თვე. ჩემი მშობლებისთვის, რომ გეკითხათ: - ისედაც ქრონიკულად ვისვენებდი.
ძალიან მიყვარდა ზაფხული. უბანი ხალხით ივსებოდა. საღამოობით სხვა და სხვა სახის თამაშებს ვიგონებდით, ფეხბურთს, კალათბურთს. როცა გოგოებიც გვიერთდებოდნენ მაშინ „ბრისლი-მიაუსა“ და „ამის პატრონმა რა ქნას“ -საც ვთამაშობდით. ეს იყო გასართობი, როცა საშუალება გვეძლეოდა ვინც მოგვწონდა მასთან უფრო ახლოს ვყოფილიყავით, ჩვენთვის საინტერესო კითხვები დაგვესვა, ან კარგ შემთხვევაში, თუ გაგვიმართლებდა გვეკოცნა კიდევაც.
იმ იმედით, რომ სალომეს ვნახავდი მის უბანში ვიჯექი. თუმცა ის ტრადიციას არც ამჯერად ღალატობდა, მიუხედავად იმისა, რომ მხიარულებაში მისი მეგობრებიც გვიერთდებოდნენ, გარეთ გამოსვლით თავს არ იწუხებდა.
- სალომე სად არის? - მოვიკითხე ერთხელ მის დაქალთან.
- ალბათ, წიგნებს კითხულობს! - მოკლედ მიპასუხა გვანცამ და კარტის დარიგება განაგრძო.
ჩუმად გამოვეყავი ჯგუფს და მისი სახლისკენ გავძვერი, ფანჯრები ღია ჰქონდა. ფარდები ნახევრად გადაწეული. დავინახე სავარძელზე წამოგორებული სალომე. ყურებზე ყურსაცმები ეკეთა. ფეხებს მელოდიას აყოლებდა და თან წიგნს კითხულობდა. მოკლე შორტები ეცვა. მისი შიშველი ფეხების დანახვაზე სუნთქვა შემეკრა. ასე გამომწვევად ჩაცმული არასოდეს მენახა. გარეთ როგორც წესი ჩაფართხუნებული ჯინსებით ან სკოლის ფორმით მყავდა ნანახი. წვრილ ბრეტელიანი მაისური ოდნავ უფარავდა მკერდს. არ ვიცი ზუსტად რა მომივიდა. მაგრამ შეიძლება ითქვას, მის ფანჯარას მივეწებე.
ძნელია იმის თქმა, თუ ამ დღიდან მოყოლებული რამდენი ღამე გავათენე მის ფანჯრებთან. კედელს იქით სალომეს უცნობი სამყარო იყო. იქ სრულიად განსხვავებული გოგონა ცხოვრობდა. ბევრად უფრო თამამი, ქალური ქცევებით. ერთი აღმოჩენაც გავაკეთე, თურმე დღიურს წერდა. რამდენიმეჯერ დავინახე, როგორ გატაცებით აკეთებდა ჩანაწერებს. მომენტებში სასაცილოდ წითლდებოდა, ცნობისმოყვარეობა მკლავდა ისე მინდოდა მისი ნაწერების წაკითხვა. ახლა მივხვდი რატომ აფარებდა ოთახის ფარდებს, თითქოს არ სურდა მისი არსი სხვას დაენახა.

- მაგარი მოსაწევი ვიშოვე! - ჩუმად მითხრა ერთხელ მამუკამ.
- მართლა? ახლა აქ გაქვს?
- ჰო, ჯიბეში... წამოდი ვახოს სახლის უკან შევძვრეთ და ...
სიტყვა აღარ დავამთავრებინე. ორივენი სახლის უკან გავედით. სალომეს ფანჯრები დახურული ჰქონდა, საფრთხე არ გვემუქრებოდა. ვინმე რომ არ წამოგვდგომოდა თავზე ერთმანეთს ყარაულში ვედექით და ისე ვეწეოდით. ცოტა ხანში კაიფში მყოფებმა სიფრთხილის ნორმებიც დავივიწყეთ. სხვადასხვა, უაზრო ამბები გვახსენდებოდა და სულელებივით ვიცინოდით. ალბათ, ჩვენი სიცილისა და როხროხის ხმა სახლშიც გაიგონეს და სალომეს ფანჯრებიც გაიხსნა:
- მანდ რას აკეთებთ?! - გავიგონეთ მისი გაოცებული ხმაც.
ჩვენ ისევ ვიცინოდით და ვერაფრით ვჩერდებოდით.
- რა ჭირთ?! - გვესმის ისევ მისი ხმა და იქვე ვახოს გაბურძგნილ თავსაც ვარჩევთ. როგორც წესი თმები ყოველთვის დავარცხნილი ჰქონდა და ახლა რატომ უჩანდა ასე ვერაფრით მივხვდი.
- ეეე. აკვირდები რამხელა თავი აქვს?! - ხითხითებს მამუკა.
სიცილიგან ცრემლები მომდის. ვეღარ ვიგებ ვტირი თუ ვიცინივარ. მეჩვენება თითქოს სალომე და ვახო ერთი ადამიანია, ორი თავით. ხან ერთი მელაპარაკება და ხან მეორე.
- წადი, ამოიყვანე ზემოთ. ვინმემ არ ნახოს რა დღეშიც არიან! - მესმის შეშფოთებული ხმა და ძალიან მსიამოვნებს.

სალომეს ოთახში შევედით. ისევ ისტერიულად ვიცინივართ. ყველაფერს ხელს ვკიდებთ. თმებზე მის სარჭებს ვიმაგრებთ, ყურებზე საყურეებს ვიბნევთ, ვტინგიცობთ. სალომე კი დუმდა და ჩუმად გვიყურებდა ორივეს. გვეცინება. უცებ თავი მეცოდება. სევდა მაწვება. თვალებში ვუმზერ და ვხვდები, რაღაც ტკივა. ის მამუკას უმზერს და ცრემლები მოსდის. ჩემი დაჟინებული მზერა იგრძნო. ოდნავ გაწითლდა. მისი დიდი შავი თვალებით შემომხედა. ინსტიქტურად სიცილი შევწყვიტე. დამნაშავე ბავშვივით თავი დავხარე. არ ვიცი რა დავინახე, თითქოს მსაყვედურობდა. რაღაცას მევედრებოდა მე კი ისე ვიყავი გაბრუებული მისი მუდარა არ მესმოდა. ტიროდა, ცრემლებს უხმოდ ყლაპავდა. ბოღმა ახრჩობდა, მაგრამ არაფერს გვეუბნება.
- კარგი რა სალო, არ მოგწყინდა? - გაღიზიანდა რაღაცაზე მამუკა.
გოგონამ კითხვით შეხედა.
- ჩაგვირთე კარგი რამე, ისეთი ბიჭებს რომ გაგვისწორდეს. ხომ არ შეიძლება სულს ასეთი „პრავილნი“ იყო?!...
- შენც ასე ფიქრობ, სულ „პრავილნი“ ვარ? - ოდნავ ცინიკურად, იქნებ ზიზღითაც კი მეკითხება ის.
უჯრიდან კასეტების შეკვრას იღებს და მაწვდის: - გამომართვით, აირჩიეთ ბიჭებმა, კაიფს ხომ არ გაიფუჭებთ, ნახეთ რაც გაგისწორდებათ! - არ მომჩვენებია, ეს სიტყვები მართლაც ზიზღით მოგვიგდო.
ამ წუთში მამუკაც კი ეზიზღებოდა. ის მამუკა, რომელსაც ყოველთვის ეხვეწებოდა გაეცინა, მეც ვეზიზღებოდი, ვახოც და ალბათ საკუთარი თავიც ჩვენი ყურება რომ უწევდა.
- მიხედე, რამე არ დააზიანონ, ცოტა გამოვიდნენ მდგომარეობიდან და შემდეგ გაუშვი! - მოაძახა ვახოს და ოთახიდან გავარდა.
მისი არ ყოფნით ვისარგებლე და იქვე, ტუმბოზე დადებულ დღიურს დავწვდი.
- გაგიჟდება სალომე ეს შენს ხელში რომ ნახოს. - მაფრთხილებს ვახო.
- ცნობისმოყვარეობით ვკვდები, უნდა წავიკითხო. - მუდარით ვუმზერ მას.
ვახოს ეცინება: - ჯანდაბას შენი თავი, თუ გაიგო რომ წაიკითხე, ერთი კარგი ჩხუბი არ ამცდება, მაგრამ არა უშავს გადავიტან როგორმე. - თვალი ჩამიკრა და კმაყოფილი გაიკრიჭა.
დღიური, სქელ ყდიანი, ალბათ ას ფურცლიანი, წიგნის მსგავსი რვეული იყო. სალომეს ლამაზი კალიგრაფია ჰქონდა. მრგვალი, კოხტა ასოებით ნაწერი სტრიქონები ერთმანეთს მიყვებოდა. თავიდან უყურადღებოდ გადავათვალიერე, თუმცა სადღაც შუაში საკუთარი სახელი შევნიშნე.
სხეულში დამიარა: - ჩემზე წერს? - ვეცადე აზრი მომეკრიბა, იქვე ჩავიცუქცე, კედელს მივეყუდე და კითხვა დავიწყე:

-„1997 წლის 14 ივნისი. - ათარიღებდა ის ჩანაწერს - გამარჯობა ჩემო ერთად-ერთო, ყველაზე ერთგულო მეგობარო. აი, ისევ შემომიტია სევდამ. რა ვქნა? შენს გარდა ვერავის ვესაუბრები. თავგზა ამერია, ვეღარ გავიგე როგორ მოვიქცე. დღეს ისევ ვნახე. გული მიჩერდება, სუნთქვა მიჭირს. მგონია გავლისას რამეს ფეხს წამოვკრავ და წავიქცევი. გვრძნობ როგორ მეჭიმება თითოეული კუნთი, ძარღვი. ვიბღინძები და ვცდილობ მისკენ თვალი არ გამექცეს. თითქოს მეშინია, თავი არ გავყიდო. არ მიხვდეს რას ვგრძნობ. მივდივარ და მის მზერას ვგრძნობ, თითქოს მწვავს. ჟრუანტელი მივლის. სწრაფად გავრბივარ, რომ...
ერთხელ მკითხა: - ჩემი გეშინია?
ალბათ, ვერც გააცნობიერა, თავისდაუნებურად რამხელა სიმართლე მითხრა. ის მართალია, მეშინია, ოღონდ არა მისი, არამედ საკუთარი თავის. მეშინია, არ მიხვდეს როგორ მოქმედებს ჩემზე მისი სიახლოვე. ვიბნევი, აზრებს თავს ვერ ვუყრი. ასეთი რამ სხვებთან ურთიერთობისას არ მემართება. თითქოს ყოველთვის თამამი ვიყავი, თბილი, მოსიყვარულე. რა მჭირს? თუმცა ამ კითხვაზე გვანცამ დიდი ხანია ნახა პასუხი.
უკვე მერამდენედ მეუბნება: - შეყვარებული ხარო.
სასაცილოა. მე და შეყვარებული? შეუძლებელია. მას ვერ შევიყვარებ. არ მინდა მეტკინოს. არ მინდა დამცინოს. ჩემი გრძნობები აიგდოს. მაგრამ ვერც მასზე ფიქრებს ვიშორებ. რა ვქნა? უკვე მერამდენედ ვეკითხები საკუთარ თავს და პასუხს ვერ ვპოულოდ. უნებურად ისევ მის სახელს ვბუტბუტებ: თემო.. მე და თემო?!
აი, ისევ სულელივით მეღიმება. საკუთარი უსუსურობის შეგრძნება მაღიზიანებს. ვბრაზდები ჩემს თავზე, ვბრაზდები მასზე ასე რომ შემაყვარა თავი. ვბრაზდები მასზე ფიქრებს რომ ვერ ვიგდებ თავიდან, ვბრაზდები ყველაზე და ყველაფერზე. ვბრაზდები და ვხვდები, რომ მის გარეშე არ შემიძლია.“

ნაწერს ისე ვკოცნიდი თითქოს სალომე იყო. რამდენიმეჯერ გადავიკითხე, ვერ გამოვხატავ იმ სიხარულს რასაც მაშინ განვიცდიდი. ბედნიერი ვიყავი, უბედნიერესი. რომ შემძლებოდა ბოლო ხმაზე ვიყვირებდი, რომ მიყვარდა.
დღიური ადგილზე დავაბრუნე. თითქოს არც შევხებივარ. ემოციები ვეღარ შევიკავე და ვახოს ჩავეხუტე:
- ძმა ხარ! - ვეუბნებოდი და მხარზე ხელს ვუტყაპუნებდი.
- კარგი, საკმარისია, მისი სიყვარულით მე ნუ გამჭ....ტ. არ უთხრა, წაკითხვის უფლება რომ მოგეცი. - სიცილით ისევ გამაფრთხილა მან.

იმ საღამოს წასვლა არც კი გვიფიქრია. დიდხანს ვიცინოდით. ვეღარ გავიგე, როდის ჩაგვეძინა.

ღამე იყო როცა გავიღვიძე. უცებ ვერ მივხვდი სად ვიყავი. სიბნელეს თვალი რომ შევაჩვიე, მხოლოდ მაშინ შევნიშნე, რომ სავარძელზე ვიწექი. ვიღაცის ფეხი აშკარად კისერზე მედო. ეს მამუკა იყო. სარწეველა სავარძელში სალომეს ჩასძინებოდა. ვახოს სკამი კარებზე მიედგა, მაგიდაზე ედო თავი და ისე თვლემდა. ძალიან შემრცხვა. ალბათ ჩვენ ვერ დაგვტოვეს და გვდარაჯობდნენ. მართლა შემრცხვა ასე რომ შევაწუხე, მაგრამ გულის სიღრმეში მსიამოვნებდა ჩვენზე რომ ზრუნავდნენ. შიმშილმა შემაწუხა. უნორმოდ მშიოდა. მივჩერებოდი მის სახეს და ბედნიერი ვიყავი. ისე მშვიდად ეძინა. წითელი ტუჩები ოდნავ გახსნილი ჰქონდა და გვერდულად ვიღაცას უღიმოდა. მისი სიზმრის მშურდა. იმის, ვისაც ეს ღიმილი ეკუთვნოდა. ვცადე წამოვმდგარიყავი, როგორმე ისე გამოვმძვრალიყავი, რომ მამუკა არ გამეღვიძებინა, მაგრამ არ გამომივიდა.
- რას შვრები შე-ჩემა? გადმოვვარდები! - დუდღუნებდა ის.
- ჩუმათ, ჩუ... - ვცდილობდი პირი მეპოვა და ხელი დამეფარებინა, არ გამომივიდა.
ვახომ ოთახში სინათლე ჩართო. სალომემაც გაიღვიძა. უხერხულად შეიშმუშნა.
- კარგად ხართ? - დაღლილი ხმით გვეკითხებოდა ის.
- აბა რა, ტო! რას გვატყობ ცოდად ყოფნის? - ანგლობს მამუკა - პროსტო მშია. შენ არა? - მეკითხება მე.
შიმშილზე აღარ ვფიქრობ. რადგან ვხედავ, რომ სალომეში რაღაც შეიცვალა. უცნაური სევდა აქვს თვალებში.
- დიდი ხანია რაც ეწევით? - უცებ ზრდასრული ადამიანივით გვეკითხება ის.
- ნოტაციებს იწყებ? - ღიზიანდება მამუკა.
- არა, მაგას როგორ გაკადრებთ! - ირონიით პასუხობს სალომე. - იქნებ, როგორმე მოიშორით ეგ ნაგავი, აღარ გაეკაროთ!... - თითქმის გვეხვეწება ის.
თუმცა მისი მუდარა მამუკაზე დიდად არ მოქმედებს. არადა სალომეს მზერაში იმხელა ტკივილია, იმხელა მუდარაა ჩაქსოვილი, შემრცხვა და თავი დავხარე.
- თემო, გემუდარები! - ხმა გაებზარა მას.
ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა სახელით მომმართა. პირველად მთხოვა რაღაც. ზუსტად ვიცოდი, რომ თხოვნას შევუსრულებდი. ოღონდ მისი ასეთი მზერა აღარ მენახა. ოღონდ ასე არ შემოეხედა. თითქოს იმედი გავუცრუე. თითქოს ისეთი არ ვიყავი მას რომ წარმოვედგინე. არადა მე სწორედ მისი გმირი მინდოდა ვყოფილიყავი. თვალებში ვუმზერდი. აღარაფერი უთქვამს. არც მზერა აურიდებია. არის მომენტი როცა სიტყვები ზედმეტი და უადგილოა. არაფერს დავპირებივარ. არაფერი დამიფიცია. უბრალოდ ვიცოდი, რომ ნარკოტიკს ახლოსაც აღარ გავეკარებოდი.

ზოგჯერ მხოლოდ ერთი საღამოა საკმარისი ადამიანის ცხოვრების მთლიანად შესაცვლელად. ზოგჯერ უსიტყვო მზერაც გყოფნის რათა ყველაფერი ხელახლა გადააფასო. რა მელოდა წინ? როდემდე შეიძლებოდა ასეთი ავარა ცხოვრებით მევლო? მომბეზრდა. აღარ მსიამოვნებდა ქუჩა-ქუჩა „უპონტოდ“ ხეტიალი. ვიღაცაზე ქილიკი, მუდმივად ჩემი უპირატესობის მტკიცება. რაც მთავარია ზუსტად ვიცოდი, რომ არ შემეძლო სალომეს გარეშე ყოფნა. ეს გოგონა უხილავი ძაფებით მის ჭკუაზე მათამაშებდა. მაღიზიანებდა მამალაძე მისი უადგილო ხუმრობებით. თუმცა ვცდილობდი მომეთმინა, რამდენიმეჯერ ვურჩიე სალომესთვის თავი დაენებებინა, მაგრამ ვხედავდი, რომ ჩემმა შენიშვნებმა შედეგი ვერ გამოიღო. ის ისევ აგრძელებდა მის დამცირებას.

ერთხელ როცა სახლიდან გამოვედი, მამალაძის ხმა გავიგე:
- ეი, ვეშოლკა გამარჯობას არ კადრულობ? - გამომწვევი ტონით გასძახა ქუჩაში მიმავალ სალომეს.
გოგონას ხმა არ ამოუღია. ირონიულად გამოხედა და ეცადა სწრაფი ნაბიჯით მოშორებოდა, თუმცა მამალაძე წინ გადაუდგა:
- არ გესმის? შენ გელაპარაკები.
მათი მიმართულებით დავიძარი, სალომე ჩემსკენ ზურგით იდგა, ვერ მხედავდა. მისი ხმა გარკვევით მესმოდა: - მამალაძე ლოტოს კოჭო, კარგად მომისმინე რასაც გეტყვი. შენთვისვე ჯობია თავი დამანებო!
- რას მიზავ, რო?! - ირონიულად ეკითხება ვაჟი.
- შენსავით გასიებული, მეტრახუთი ნახტომში მაინც არ ვარ! - დამცინავი ხმით ეუბნება ქალი. - შენისთანებს გამარჯობას არ ვეუბნები და არც ვეტყვი. ტოლი იცოდე, მე რომ დამინახავ ჯობია ქუჩის მეორე მხარეს გადახვიდე და თვალებში არ გამეჩხირო! - ისეთი ღვარძლითა და მუქარით ეუბნებოდა ამ სიტყვებს, რომ სიტყვას ძალა რომ ქონოდა, ალბათ მამალაძეს ადგილზე გაანადგურებდა. უნდა ავღნიშნო, რომ ბიჭი ყურებიანად გაწითლდა სიბრაზისგან. მეც შემამჩია რომ ვუახლოვდებოდი და სალომეს პასუხი არ დაუბრუნა.
- გამარჯობათ! - შორიდანვე მივესალმე, თითქოს არ მესმოდა მათი კამათი. სალამზე არც ერთმა არ მიპასუხა, ერთმანეთს მტრულად უმზერდნენ და თვალებით ბურღავდნენ. - მოხდა რამე?
- არაფერი. - მომიგდო პასუხად სალომემ და სწრაფად მოგვშორდა.
- ამ გოგოს მწარედ ვანანებ ყველაფერს! - კბილებში გამოცრა მამალაძემ.
- არც კი იფიქრო! - მუქარით ვეუბნები - მეტიც არ მინდა რამე დაუშავო!.... - აღარ ვასრულებ წინადადებას, თუმცა დარწმუნებული ვარ მამალაძე ხვდება, რომ ხუმრობის განწყობაზე არ ვარ და გაჩუმებას ამჯობინებს.

მეოთხე თავი
უკვე მეთერთმეტე კლასს ვამთავრებდით. თავი ძალიან დიდი მეგონა. რამოდენიმე დღეში ვახოს დაბადების დღე მოდიოდა. სავარაუდოდ ეს უნდა ყოფილიყო ბოლო დღე ამ ზაფხულს, როცა სალომეს ვნახულობდი. ის დასასვენებლად მიდიოდა. შემოდგომაზე კი მე მიწვევდნენ ჯარში. წინასწარ ფიქრი არ მინდოდა, თუმცა ვიცოდი, რომ ხანგრძლივი განშორება მელოდა, მინიმუმ ორი წლით. წინასწარ იმის განსაზღვრა თუ რა იქნებოდა შემდეგ საკმაოდ ძნელი იყო. ჩვენს დროში ძნელი იყო გრძელ ვადიანი პროგნოზების გაკეთება.
ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა, რომ დაბადების დღისთვის საგულდაგულოდ ვემზადებოდი. შეძლებისდაგვარად რა თქმა უნდა. ეს მზადება კი იმაში გამოიხატებოდა, რომ თმები დავივარცხნე და ახალი პერანგი ჩავიცვი. სამწუხაროდ მხოლოდ ერთი შარვალი მქონდა და გამოცვლას ვერ მოვახერხებდი. სარკეში რომ ჩავიხედე საკუთარი თავი მომეწონა. ცუდად არ გამოვიყურებოდი. ყოველ შემთხვევაში მე ასე მეგონა.
მაგიდიდან შეფუთული საჩუქარი ავიღე და წავედი. როცა მივედი სტუმრები უკვე მისაღებ ოთახში იყვნენ. მამუკას კვლავ მოსაწევი ეშოვა და ვახოს საძინებელში ბიჭებთან ერთად „ბოლდებოდა“.
სალომე დიასახლისობდა. ულამაზესი იყო. თეთრი მოკლე ფრიალა ქვედაბოლო ეცვა და ნარინჯისფერი, თხელი სიფრიფანა ბლუზი. ისეთი ჰაეროვანი იყო თვალი ვეღარ მოვწყვიტე. ლანგრით ხილსა და ნამცხვრებს აწვდიდა სტუმრებს.
- სალომე, ეს არ დაგავიწყდეს! - რაღაცას აძლევს დედა.
- სალომე, ის არ დაგავიწყდეს! - ამჯერად მამიდა. ისიც დაქროდა წინ და უკან.
- დიდხანს აპირებ აქ დგომას? - გადმომილაპარაკა ვახომ - ცოტა ხანში ცეკვები დაიწყება და დაპატიჟე!
- ვისზე ამბობ? - გამიკვირდა მე.
- სალომეზე! - იცინის ის - ბრმა ხომ არ ვარ? გგონია ვერაფერს ვხვდები?
მისი სიტყვები მსიამოვნებს: - ძმა ხარ! ჩემთვის ბევრს ნიშნავს შენი თანადგომა. - მეგობრულად ვეხვევი მას.
გოგონამ როგორც იქნა დაასრულა წინ და უკან სირბილი და იქვე, ახლოს გვანცასთან ჩამოჯდა. რაღაცაზე საუბრობდნენ, საკმაოდ დაძაბული და სერიოზული სახეები ჰქონდათ.
- მიდი გაიწვიე საცეკვაოდ, თორემ აქ პანაშვიდს გამიმართავენ. კარგი ვალსი ჩემზე იყოს! - თვალი ჩამიკრა ვახომ.
ნაზი, ნელი მელოდია დაპირებისამებრ მალევე გაისმა. ოთახში რამოდენიმე ნათურა ენთო. ვახოს აზრით კლუბურ სიტუაციას ქმნიდა.
- არ ვიცი, გვანცა. რამდენჯერ ვცადე მასთან საუბარი, მაგრამ აზრი არ აქვს. უფრო ღიზიანდება! - ეუბნებოდა სალომე. სწორედ ამ დროს მივედი მეც.
- გთხოვ უარი არ მითხრა, ვიცეკვოთ რა!
მისი პასუხის მოლოდინში ვიგრძენი სუნთქვა როგორ შემეკრა, სალომემ ოდნავ დაბნეულმა შემომხედა და დამეთანხმა.
საკმაოდ დაძაბული მეჩვენებოდა, თვალებში არ მიყურებდა. სახეს მარიდებდა. გამეღიმა, ჩვენს შორის დისტანციას იცავდა. მისი გულისცემა მესმოდა. თითქოს ჩიტი ფრთხიალებდა. ხმას არც ერთი არ ვიღებდით.
- სალო. - როგორც იქნა დუმილი დავარღვიე - შემოდგომაზე ჯარში მივდივარ. - შეკრთა, თვალებში შემომხედა. სიამოვების ჟრუანტელმა დამიარა.
- დიდი ხნით? - ხმა ოდნავ უკანკალებდა.
- ორი წლით.
თვალებში სევდა ჩაუდგა, მაგრამ გრძნობები დროულად მოთოკა. ხუმრობის ტონით მითხრა:
- როცა ჩამოხვალ, იმედია სტუდენტი ვიქნები.
- იმედია! - გამეღიმა მეც. ვუმზერდი. აქამდე თუ ცდილობდა ხელიდან გამსხლტომოდა და ძალით ვიკრავდი გულში. მოდუნდა, ხელები კისერზე მომხვია და ჩამეხუტა. უბედნიერესი ვიყავი. თავი მხარზე დამადო. ის ტიროდა, აღარაფერი გვითქვამს. ორივენი ვდუმდით. სიტყვები არც გვჭირდებოდა.
- აბა, გაიღიმეთ! - მოგვადგა ფოტოგრაფი.
ორივენი ვიღიმებოდით ობიეტქივში. ეს ფოტო ახლაც გულის ჯიბეში მედო. ამდენი წლები ერთად ვიმოგზაურეთ. ასე რომ სალომე ჯარშიც ჩემთან იყო.
- ბედნიერ სამსახურს გისურვებ. იმედია მშვიდობით დაბრუნდები! - ჩუმად მითხრა მან.
- იმედია. დამელოდები?! - ხმა ამიკანკალდა მე.
მან მხოლოდ გამიღიმა. ლოყაზე ოდნავ მაკოცა: - ორი წელი დიდი დროა. ისეთ პირობას ნუ მთხოვ, თვითონაც რომ ვერ შეასრულებ!
გამეცინა: - მე შევასრულებ, შენ? - თვალებში ჩავაცქერდი მას.
ალბათ განათებული რომ ყოფილიყო დავინახავდი, როგორ გაწითლდა. თქმა უჭირდა, თუმცა მე მისი სიტყვები არ მჭირდებოდა. რაც მსურდა დავინახე და ვიგრძენი.
- მიყვარხარ! - ჩუმად ვეუბნები ისევ მე.
ის კი უფრო წითლდება. სახეს მარიდებს და ისევ მეხუტება. თითქოს დავფრინავდი. ჩემზე ბედნიერი არავინ მეგულებოდა. მიყვარდა და მასაც ვუყვარდი. ამაზე ხომ ოცნებაც არ შემეძლო.
- რაღაც მინდა გთხოვო! - თემა შეცვალა მან. - წასვლამდე იქნებ მამუკას დაელაპარაკო.
- მამუკას? - ვერ მივხვდი რას მთხოვდა - მამუკას ჩვენთან რა აკავშირებს?
- ჩვენს გამო არა! - გაეცინა მას - ამ ბოლო დროს სულ კაიფშია, მხოლოდ პლანზე არა, წამალზეც სერიოზულად შეჯდა. თავსაც იღუპავს და გვანცასაც. მე რამდენიმეჯერ ვცადე, მაგრამ გაღიზიანდა, უკუღმა გაიგო.
- მეც გავაფრთხილე და ვთხოვე შეშვებოდა. მიმტკიცებს წამალზე დამოკიდებული არ ვარო, როცა მოვინდომებ მაშინ გადავაგდებო!
- გჯერა რომ მოახერხებს? ბევრი გინახავს, რომ წამალი გადაეგდოს? - მისგან ასეთ სერიოზულ საუბარს არ ველოდი. რატომღაც როგორც ბავშვს ისე აღვიქვამდი. თითქოს მიმიხვდა რასაც ვფიქრობდი. ოდნავ გაეღიმა: - სცადე, გთხოვ! იქნებ დაგიჯეროს.
- კიდევ ვთხოვ. - უიმედოდ დავპირდი მე- გვანცამ სცადა? იქნებ, ჩემსავით მისი აზრი გაითვალისწინოს?
- შენ ასე მოიქეცი, მე დამიჯერე? - ვიგრძენი ამის გაგონება, როგორ ესიამოვნა.
- კი, ამიტომაც ვიფიქრე გვანცას უფრო დაუჯერებდა.
- სამწუხაროდ ასე არ ხდება. რაც უფრო მეტს ელაპარაკება ამ თემაზე, უფრო გიჟდება. აგრესიული ხდება და მასზე საცემრადაც კი იწევს. - თვალები ცრემლებით აევსო - წარმოდგენაც კი მიჭირს, შედეგად რა შეიძლება მოყვეს.
- შენი დაქალი მაზოხისტი ხომ არაა? ეს მდგომარეობა თუ არ მოსწონს დაშორდეს. იქნებ შეშინდეს მამუკაც. დაფიქრდეს...
- უკვე გვიანია, ამას ვეღარ იზავს.
- რატომ?
- მისგან ორსულადაა! - ისევ გაწითლდა სალომე.
- კი, მაგრამ... - დავმუნჯდი მე. იმის გააზრებაზეც კი რომ მამუკას და გვანცას შეიძლება პატარა შესძენოდათ ტანში დამბურძგლა. თვითონაც ხომ ბავშვები იყვნენ. 15 წლის მოზარდები. არც მე ვიყავი მათზე ბევრად დიდი. მიუხედავად იმისა, რომ სალომეზე ვგიჟდებოდი ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ მასთან სექსი შეიძლებოდა მქონოდა. ის იმდენად ბავშვური იყო. ისეთი სიფრიფანა. მისი გაბერილი მუცლის წარმოდგენაზე გამაჟრჟოლა. გვანცას ვუმზერდი. რა ელოდა წინ? 15 წლის ასაკში დედობა და პათოლოგი, ნარკომანი ქმარი?! მამუკას გავხედე. ისევ ბიჭებთან იყო ოთახში და კვლავ რაღაცას ყნოსავდა. მასთან საუბარს აზრი არ ჰქონდა. ამ მდგომარეობაში მაინც ვერაფერს გავხდებოდი.
- დაველაპარაკები, აუცილებლად. ოღონდ ვერაფერს დაგპირდები.
- ვიცი. - იმედით მიმზერს სალომე - მიუხედავად იმისა დაგიჯერებს თუ არა, მაინც მადლობლები ვიქნებით!
გამეცინა: - ისე მეუბნები თითქოს ჩემთვის უცხოა. ის ჩემი ძმაა!
- ვიცი, მაპატიე ცუდად გამომივიდა. ვახოსაც ვთხოვე დახმარება, მაგრამ დიდად არც მისი იმედი მაქვს.
- მოდი, ცოტა ხნით მამუკას თავი დავანებოთ. იმდენი ხანია შენთან საუბარი მინდოდა მშვიდად, წყნარად..
გაეღიმა: - რა გაინტერესებს?
- თუნდაც შენი მომავალი გეგმები.
- ჯერჯერობით ზუსტად არაფერი ვიცი. სკოლას დავამთავრებ, იურიდიულზე ჩავაბარებ. მერე ალბათ გავთხოვდები. - იცინის ის.
- საინტერესო დუეტი ვიქნებით, იურისტი და ძველი ბიჭი! - მეცინება მეც.
- ძველი ბიჭი რატომ? შენ არ შეიცვლები? - შეცბა ის.
- მაინც როგორ? შენი წარმოსახვით როგორი ვიქნები? - ინტერესით ვეკითხები მე.
- არ ვიცი! - დაიბნა - თუმცა მგონია, რომ ავარა ბიჭის სტატუსს ნელ-ნელა იცილებ. არა?!
- ჩემს კითხვაზე მაინც არ მიპასუხე. შენი აზრით, როგორი ვიქნები ასე ხუთი წლის შემდეგ?
- არ ვიცი. იმედი მაქვს კარგი. პროფესიას მნიშვნელობა არ აქვს. სადაც გინდა იქ იყავი და იქ იმუშავე. თუმცა იმედი მაქვს ქურდი, ყაჩაღი და ნარკომანი არ იქნები.
- ეგ სამი რატომ არა? - ეშმაკურად ვეკითხები მე.
- მაგ სამი სახეობის ადამიანს ვერასოდეს შევეგუები.
- ხულიგანსა და ჩხუბისთავს?
- ასეთი ხომ ისედაც ხარ?! - მიხიარულად იცინის ის.
- ნუ გეშინია, როგორც შენ თქვი, მე „კარგი“ ვიქნები. - ვპირდები მე.

უცნაური გრძნობაა სიყვარული. მით უმეტეს თუ აღმოაჩენ, რომ შენს გრძნობებს იზიარებენ და მისთვის ისეთივე ძვირფასი ხარ, როგორც შენთვის. თუმცა ალბათ მაინც ფიქრობ, რომ შენსავით ვერასოდეს შეგიყვარებს. მაინც გტანჯავს ფიქრი: - ვაი, თუ....
ეჭვი, ეჭვი გწამლავს, გშხამავს და მოსვენებას გიკარგავს. მუდმივად მას ეძებ, მის მზერას. გინდა დარწმუნდე, რომ ისეთივე აღტაცებით გიმზერს, როგორც წინა შეხვედრისას და ხდები ეგოისტი. ის მხოლოდ შენი უნდა იყოს. ვეღარ იმეტებ სხვისთვის, ყველაზე უახლოესი ადამიანებისთვისაც კი. არ ვიცი ვის როგორ, მე კი სწორედ ასეთი განცდები მტანჯავდა. ამ ყველაფრის ხმამაღლა გამოხატვას რა თქმა უნდა ვერ ვბედავდი. მაგრამ ჩემთვის გულში ვიტანჯებოდი. სასოწარკვეთილი ვიყავი, როცა ვერ ვხედავდი. საკმარისი იყო შორიდან შემემჩნია და მაშინვე ვმშვიდდებოდი. სახეზე სულელური ღიმილი მესახებოდა და დავდიოდი გამოთაყვანებული ბედნიერი სახით.

მეხუთე თავი
რამდენიმე დღეში სალომე წავიდა ბებიასთან დასასვენებლად და დაიწყო ჩემი წამებაც. ვერ ვისვენებდი, ვშფოთავდი. ჩემი დაძაბულობა ბოლოს მამუკამაც კი შეამჩია.
- რა გჭირს, შე-ჩემა აღარ იტყვი? - გაბრაზდა ის, როცა კარგა ხნის საუბრის შემდეგ შეამჩია, რომ არ ვუსმედი.
- არაფერი, რა უნდა მჭირეს? - გავიოცე მე.
- რა ვიცი, ნახევარი საათია ვქაქანებ და სიტყვა არ დაგიძრავს.
- ვფიქრობდი.
- რა გაქვს ამდენი საფიქრალი? - უფრო გაღიზიანდა ის.
- სალომე მომენატრა. მისი ნახვა მინდა! - თვალები ოდნავ მოწკუტა და ისე მიმზერდა, შემდეგ ისეთი სიცილი წასკდა ცრემლები ვეღარ შეიკავა.
- იმენნა, გამოგაშტერა მაგ გოგომ! - ბჟირდებოდა ის, მაგრამ როცა დაინახა, რომ მე სულაც არ მეცინებოდა დროულად გაჩუმდა. - როდის აპირებ წასვლას? ან მისიანებს რას ეტყვი, ვინ ვარო? - დამაყარა კითხვები მე.
- რა ვიცი რას ვეტყვი, მაგას როცა ჩავალ, მაშინ მოვიფიქრებ.
- მე ვიცი რაც უნდა ვქნათ, ვახოს დაველაპარაკოთ. მაინც ყველაფერი იცის და სამივენი წავიდეთ. ის იტყვის: ბებია მომენატრაო და ჩვენც გავყვებით! - საკუთარი აზრით იმდენად აღტკინებული იყო, ჩემს თანხმობას აღარც დაელოდა, მაშინვე ვახოსთან დარეკა.
- მაგრად გაუსწორდა, თან შემოგვთავაზა, თუ წასვლაა რამდენიმე დღითაც დავრჩეთ. ამხელა გზაზე ჩასულები მეორე დღესვე ხომ არ წამოვალთო! - თვალი ჩამიკრა, როგორც კი საუბარს მორჩა მამუკამ.
- ძმა ხარ! - გახარებული ჩავეხუტე მას.
- კარგი, მორჩი, გავიჭყლიტე, შე-ჩემა! - იცინოდა ის - მეც ყურადღებაში ჩამეთვლება, გვანცაც იქაა. - ხმაში ნაღველი შეერია მას.

გვანცას ტოქსიკოზი აწუხებდა. მისმა ოჯახმა არაფერი იცოდა ამის შესახებ. სალომე არასასურველი ორსულობის დაფარვაში ეხმარებოდა.
- როგორც ექიმმა გვითხრა, ერთ თვეში გაუვლისო! - მეუბნებოდა წასვლის წინ ის.
რადგან გვანცა მამუკამ თვითონ ახსენა, აღარც მე მოვერიდე და პირდაპირ ვკითხე:
- როდემდე აპირებთ ამ ამბის დამალვას?
- არ ვიცი, მაგარი დაბნეული ვარ. ვეხვეწე მოეშორებინა, არ დამიჯერა...
- გაგიჟდი, ის ხომ შენი შვილია?! - შევიცხადე მე.
მწარედ, ტკივილით გაეღიმა: - ვიცი, გგონია ვერ ვხვდები? მაგრამ იმ ბავშვს არ ვეკითხებით, უნდა კი 15 წლის, ნარკომანი მამა?
- წამალს გადააგდებ! - მტკიცედ ვეუბნები მე.
- ამას მეც ვეუბნებოდი ყველას. - ირონიულად აღნიშნავს ის. - მაგრამ არ გამომდის! ისიც კი არ ვიცი, ბავშვი ნორმალური დაიბადება თუ არა. როგორ ფიქრობ იოლი საყურებელი იქნება შვილის ავადმყოფობა? საკუთარი თავი მეზიზღება, გვანცაც და ყველა... - თავი ჩაქინდრა მან. მამუკა ასეთი დარდიანი არასოდე მენახა. - სალომეს ვთხოვე: დალაპარაკებოდა გვანცას.
ჩემზე გაბრაზდა: - სულ უგულო, მხეცი მეძახა. ეგოისტი ხარო! მხოლოდ საკუთარი თავი გაღელვებსო.
ძმობას ვფიცავარ, ასე არ არის, ჩემს თავზე კი არა, იმ უბედურ ბავშვზე ვფიქრობ. ჩემი საშველი მაინც აღარაა...
- გაგიჟდი? რას ქვია საშველი აღარაა? ათასი კლინიკაა. იმკურნალებ, ჩვენც დაგეხმარებით. ბავშვიც ჯანმრთელი იქნება. გვანცას უყვარხარ, ძმასავით გვერდში დაუდგები შენს შვილს.
უნდობლად შემომხედა, თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე: - სალომესთვის უნდა დამეჯერებინა მაშინ, პირველად რომ მოვწიეთ, გახსოვს? მაშინ უნდა დამეჯერებინა. ახლა კი გვიანია, უკვე გვიანია...
- ასე რატომ ამბობ? რამე კიდევ მოხდა და არ ვიცი? - შიში შემეპარა მე.
- ღმერთმა ქნას, ბავშვი ჯანმრთელი იყოს. მხოლოდ ამას ვნატრობ. თუმცა ეს როცა გვანცასთან ყოფნის შემდეგ მოხდა. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ის და ბავშვიც ჯანმრთელები იქნებიან.
ტანში უსიამოვნოდ გამიარა. ხმა ვეღარ ამოვიღე. თითქოს მივხვდი, რის თქმასაც ცდილობდა და დაჯერება არ მინდოდა. თვალებში შემომხედა, ალბათ დაინახა ჩემი რეაქცია. ტკივილისგან სახე მოეღრიცა.
- გვანცამ არ იცის. მხოლოდ ვახოს გავუმხილე და ახლა შენ. რაც გავიგე ახლოს აღარ გავკარებივარ. მას კი გონია, ორსულობის გამო შევიძულე. - ირონიულად გაეცინა - მირჩევნია ასე იფიქროს. ვახომაც მწარე სიტყვები უთხრა: ორსულობით აშანტაჟებ და ცოლად გინდა მოგიყვანოსო. ამიტომ ეს ვერსია უფრო იოლად დაიჯერა. სიმართლეს ვერ ვეტყვი, არ შემიძლია, უფრო დაიტანჯება.
- იქნებ შეცდნენ? - ხავსს ვეჭიდებოდი მეც.
- ასეთი შეცდომები არ ხდება. ჩემი ბრალია, საერთო ბაიანით არ უნდა გამეკეთებინა. - მწარედ იღიმებოდა ის - იმედია ჩემი არ გეშინია, ექიმმა მითხრა ასე საუბრითა და გადაკოცით არ გადადისო...
- ეგ რამ გაფიქრებინა? არც შენ მოკვდები, ნუ გეშინია. მედიცინა წინ მიდის, წამალსაც მოიფიქრებენ.
- ძნელია ამის დამალვა, თემო. სახლშიც მაგრად მიჭირს. ჩემი ჭიქა, თეფში, კოვზი, ჩანგალი ცალკე დავაწყვე. სასტიკად გავაფრთხილე ყველა:- არ გაეკაროთ ჩემს ნივთებს მეთქი. დედაჩემს შოკი ჰქონდა: ისე გვექცევი თითქოს ოჯახში ჭირი გვჭირსო. ავტონომიას გვიწყობო. როგორ ავუხსნა? რა ვთვა? ეს ხომ გრიპი არაა, შიდსი მჭირს. ადრე თუ გვიან ისედაც გაიგებენ.
დავმუნჯდი, რა უნდა მეთქვა? ჩემს წინ 15 წლის მოზარდი იჯდა, მომავალი მამა, რომელიც ერთი მხიარული და ყველასთვის საყვარელი კაცი უნდა დამდგარიყო.
- მოიგონებენ წამალს. აი, ნახავ თუ არა! - ჯიუტად ვიმეორებდი მე - მანამდე ფრთხილად იქნები. მთავარია არ გაცივდე, სხვა რამე არ დაგემართოს. იმუნიტეტი მოვაძლიეროთ...ბევრი ვიტამინები ვიყიდოთ, რომ ძლიერი იყო.

ვიცი, სასაცილოდ ჟღერდა ჩემი სიტყვები. მაგრამ უაზროდ, რაც პირველი მომაფირდა ყველაფერს ვამბობდი. მინდოდა იმედი მიმეცა, როგორმე გამემხნევებინა.
- უფლება არ გაქვს ყურები ჩამოყარო. გვჭირდები, შენს შვილს, გვანცას და მეც. რა მეშველება უშენოდ?!-აშკარად პანიკაში ვიყავი მე.
სიცილი ვეღარ შეიკავა: - უჩემოდ? ვინმეს საყვარლები ვეგონებით, შე-ჩემა! - ბჟირდებოდა ის - ასე სიყვარული გვანცას არ აუხსნია ჩემთვის.
იცინოდა ის და ვიცინოდი მეც. ერთმანეთს ვასკდებოდით, ნახევრად ვტიროდით და ნახევრად ვიცინოდით. ორივენი ერთად სიკვდილს დავცინოდით.

მეექვსე თავი
გეგმისამებრ, მეორე დღესვე სოფელში წავედით. ვახო მართალი გამოდგა როცა ამბობდა, ერთი დღის გამო ამხელა გზაზე წასასვლელად ცოდვები ვართო.
თითქმის თორმეტ საათიანი მგზავრობის შემდეგ, როცა უკვე ჩასვლის იმედი გადამეწურა, როგორც იქნა ჩავედით ლენტეხის რაიონის, სოფელი „ჩუკულში“.

ეს იყო საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე. ქვემო სვანეთი. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ამ დღემდე სვანეთი ერთი მთლიანი კუთხე მეგონა, ზემო და ქვემო სვანეთის არსებობაზე არაფერი ვიცოდი. არც ის ვიცოდი ვახოს და სალომეს ბებია სვანი თუ ყავდა. ავტომობილი, რომლითაც ვიმგზავრეთ, ქვემოთ სოფლამდე მიდიოდა. კი შემოგვთავაზა მძღოლმა ბოლომდე აგიყვანთო, მაგრამ ვახომ გაიგიჟა თავი: - ფეხით სიარული გვირჩევია, თან შორსაც არ ვართო.
მთებში ჩაფლული სოფელი იყო, დიდი ორ სართულიანი სახლებით. სამწუხაროდ თითქმის დაცლილი ადგილობრივი მოსახლეობისგან. მხოლოდ მოხუცების ამარა დარჩენილი, რომლებიც საკუთარ სახლებთან ერთად ნათესავებისა და მეზობლების სახლებსაც პატრონობდნენ, იმ იმედით, რომ ადრე თუ გვიან ახალგაზრდობა დაბრუნდებოდა მამა-პაპისეულ კუთხეში.
- ხშირად ჩამოდიხართ ხოლმე? - ვეკითხები ვახოს.
- სალომე ყოველ ზაფხულს მოდის. მე მარტოს ყოფნა მეზარება, მეგობრებს შორი გზის გამო, მშობლები არ უშვებენ. გამიხარდა, მამუკამ როცა მითხრა, წამოსვლა რომ გინდოდათ. ბებიაჩემი სიხარულისგან გაგიჟდება, აი, ნახავთ!
- ბებიაშენის გაგიჟებას კი არ ვაპირებთ. იმედია გოგოებს უფრო გაუხარდებათ ჩვენი დანახვა. - გაიხუმრა მამუკამ.
- თემო, ცუდად ნუ გამიგებ. ხომ იცი ძმასავით მიყვარხარ. ვიცი სალომეს მიმართ შენი გრძნონების შესახებაც, მისი შენდამი დამოკიდებლებაც, მაგრამ...
- რა მაგრამ? - ჩავეკითხე მე.
- მესმის, რომ ახლანდელი თაობა, ანუ ჩვენი თაობა შეყვარებულობას ცოტა სხვაგვარად უყურებს. - ენის ბორძიკით ამოღერღა მან და მამუკას გახედა. ძნელი მისახვედრი არ იყო საუბარი საით მიყავდა.
უნდა ავღნიშნო, რომ წლების წინანდელი სუსტი ვახოსგან აღარაფერი იყო დარჩენი, ჩემს წინ მაღალი, ახმახი იდგა, რომელიც უკვე ზრდასრული მამაკაცივით აზროვნებდა.
- ამას თუ ფიქრობდი, აქ რატომ წამომიყვანე? მეგონა მენდობოდი! - ინსტიქტურად მეც მამუკას გავხედე.
- ნდობა რა შუაშია? გრძნობებს ყოველთვის ვერ აკონტროლებ.
- ამას ჩემს გასაგონად თუ ლაპარაკობთ, გვანცასთვის არაფერი დამიძალებია. არც მის მიტოვებას ვაპირებდი. მართლა მიყვარს და ეს, დამპალი ავადმყოფობა რომ არა, უკვე ჩემი ცოლიც იქნებოდა. - გაღიზიანდა მამუკა.
- არ მინდოდა ცუდად გამომსვლოდა. მაგრამ ვერც გულში დავიტოვებდი. ძმა ხარ და მინდა ბოლომდე გენდობოდე! - თვალებში ამაყად შემომხედა ვახომ. გამეღიმა.
- არც მე გიმტყუნებ ნდობას. გპირდები, რომ სალომეს არასოდეს ვაწყენინებ.
- და საერთოდაც. რაც შეეხება გვანცას ჩემი აზრი კარგად იცი. - ამჯერად მამუკას მიმართავდა ვახო - მიუხედავად იმისა, რომ ავად ხარ, უნდა დაქორწინდეთ. ბავშვს „ნაბიჭვრის“ სახელით ხომ არ გააჩენინებ?
- ახლა სხვა დროა, რაღა დროს „ო“ შე-ჩემა! - იცინის მამუკა.
- სხვა არა ის კიდევ! ცოტა ხანში, მუცელი რომ დაეტყობა, მაშინვე დაინახავ რა დროცაა. ამ ტკივილისთვის ნუ გაიმეტებ. კარგი გოგოა...
- ვახოს მეც ვეთანხმები, ჯობია სიმართლე უთხრა, არჩევანის საშუალება მიეცი. თვითონ გადაწყვიტოს რას იზავს.
- თვითონ არ მიმატოვებს. - ტკივილით თქვა მამუკამ.
- უსაფრთხოების უამრავი ზომა არსებობს. დაიცავი. ღმერთმა ქნას, რომ განიკურნო. თუ არა და შენთვის საყვარელი ადამიანები მაინც ამოგიდგებიან მხარში. არც ჩვენ მიგატოვებთ!
- ეგ უკვე ვიცი! მოვიფიქრებ. ცოლად მაინც უნდა მოვიყვანო. ოჯახში ჯერ ეგ ომი მაქვს გადასატანი. დანარჩენი შემდეგ გამოჩნდება.

საუბარი შევწყვიტეთ, რადგან უკვე ეზოში შევდიოდით და წინსაფრიანი, ასე სამოცდაათ წლამდე ქალი გახარებული ჩვენი მიმართულებით მორბოდა. უკან კი სალომე და გვანცა მოყვებოდნენ.

ვახომ ჩანთები ეზოშივე დაყარა და ბებია ხელში აიტაცა. იმდენი აბზრიალა, ცოტა არ იყოს შემეშინდა თავბრუ არ დაეხვეოდა.
- როგორ ხართ ბიჭებო? - ღიმილით გვეკითხებოდენ გოგოები და მორცხვად გვიღიმოდნენ.
- რა გვიჭირს? მოგვენატრეთ და ავეტორღიალეთ ვახოს! - ხუმრობს მამუკა.
- ვახოს ამბავი, რომ ვიცი. არა მგონია აქ ჩამოსვლა მისი იდეა ყოფილიყო! - იცინის სალომე - ყველაფერი ეზარება, რაც დიდხანს მგზავრობასა და ფეხით სიარულთან ასოცირდება.
- რას იზავ, სამაგიეროდ შენი ბიჭია ყოჩაღი! - უცებ გადმომწვდა მამუკა.
სალომე გაწითლდა: - გაგიჟდი? ასე ნუ ხუმრობ!
- ნუ გეშინია, მაგათ ჩვენთვის არ ცხელათ! - მხიარულად მოჭუკჭუკე ბებიასა და ვახოს გახედა ბიჭმა.
მე ვდუმდი. იმდენად ბედნიერი ვიყავი სალომეს ნახვით, რომ ყურებამდე ვიკრიჭებოდი. გოგონა ზოგჯერ შემომხედავდა და ამითაც კმაყოფილი ვიყავი.

ხეებთან ჰამაკი იყო გაბმული. ალბათ, გოგონები ნებივრობდნენ ხოლმე.
- უცებ მიირთვით. სუფრა გაშლილია. გოგონები ოთახს მოაწესრიგებენ. არაფრის მოგერიდოთ შვილებო. როგორც საკუთარ სახლში, ისე იგრძენით თავი. - გვეუბნებოდა ბებია.
ნოდარ დუმბაძის სესილია ბებია ალბათ ასეთი იქნებოდა, ყოჩაღი, სწრაფი. სალომე ძალიან გავდა მას. მასავით დიდი შავი თვალები ჰქონდა. სავარაუდოდ სიბერეში ისიც ასეთი იქნებოდა. გამეღიმა, ნეტა მე როგორი ვიქნები? ან დავბერდები კი? იქნებ ცხოვრება მამუკას მსგავსად მეც ბოროტ სიურპრიზს მიმზადებდა? ცუდ ამბებზე ფიქრი არ მინდოდა, წინ ბედნიერი ოთხი დღე მელოდა.

სადილის შემდეგ ვახო იქვე მცხოვრები ნათესავების სანახავად წავიდა.
- რომ გაიგონ ჩამოვედი და არ მოვინახულე, მისაყვედურებენო.
მამუკა და გვანცა ოთახში განმარტოვდნენ სასაუბროდ. დარწმუნებული ვიყავი საკმაოდ მძიმე თემას განიხილავდნენ. ბებია სახლში საქმიანობდა.

საღამოს მთაში საკმაოდ ციოდა. სალომეს თხელი პლედი ჰქონდა მოხვეული და ჰამაკში ნებივრობდა. მეც იქვე ვიჯექი სკამზე.
- ოდესმე იფიქრებდი, რომ აქ ერთად ვიქნებოდით?
- ამ ადგილის არსებობაც კი არ ვიცოდი. - გაოცებულმა შემომხედა, თითქოს მისთვის წარმოუდგენელი რამ ვთქვი.
- სვანეთში ულამაზესი ცაა! - მითხრა მან. ძნელი იყო არ დათანხმებოდი. ცაზე თითქოს ადგილი არ იყო დარჩენილი მნათობების გარეშე. ასეთი ცა აქამდე არც მენახა. ან იქნებ უბრალოდ არ დავკვირვებივარ?
თითქოს ფიქრებზე მიპასუხა: - თბილისში ასეთ ცას ვერ ნახავ. მიხარია აქ რომ ხარ. - ისე თბილად შემომხედა, რომ ჟრუანტელმა დამიარა. ყველაფერს მივცემდი მასთან ჩახუტება რომ შემძლებოდა. ვახოს სიტყვები გამახსენდა და გამეღიმა. მართალი იყო, გრძნობების მოთოკვა მიჭირდა. ვუმზერდი სალომეს და მისი ცქერით ვტკბებოდი. ისიც შორიდან მიღიმოდა. სიტყვები არ გვჭირდებოდა. ერთმანეთის მშვენივრად გვესმოდა.

სწორედ ამ დროს გვანცა და მამუკა გამოვიდნენ. გოგონას თვალები დაწითლებული ჰქონდა. ალბათ, სიმართლე უკვე იცოდა. მამუკას გადახვეული ხელით თუ ვიმსჯელებდით, წყვილს ერთად ყოფნა გადაეწყვიტათ.
- მოხდა რამე? - იკითხა სალომემ.
- თბილისში დაბრუნდებით თუ არა, ვიქორწინებთ! - მხიარული ხმით ამბობდა მამუკა.
- ამიტომ ტიროდი? - გაუკვირდა გოგოს.
- სიხარულისგან! - ნაძალადევად იღიმება გვანცა და ცრემლ მორეული ეხუტებოდა მეგობარს.
- სულელი გოგო ხარ, ნერვიულობ - ტირიხარ, გიხარია და მაინც ტირიხარ! - იცინოდა ის.
მამუკამ მე გამომხედა. ახსნა არ მჭირდებოდა. სახეზევე ეტყობოდა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, უხაროდა გვანცას გადაწყვეტილება. სალომე გულით ხარობდა მათი ერთად ყოფნით. კარგი იყო სიმართლე რომ არ იცოდა.
ნეტა ის როგორ მოიქცეოდა, მე რომ მამუკას მდგომარეობაში ვყოფილიყავი? საინტერესოა ჩვენი სიყვარულიც ასეთი ძლიერი იქნებოდა? გაუძლებდა კი ამხელა გამოცდას? ამის გამოსაცდელად რათქმა უნდა ავადმყოფობას ვერ ვინატრებდი, მაგრამ მინდოდა სალომესაც ისევე ძლიერად ვყვარებოდი, როგორც გვანცას უყვარდა მამუკა. მის გრძნობაში რა თქმა უნდა ეჭვი არ მეპარებოდა, მაგრამ მე მაინც უფრო მეტი მსურდა, ეს ცუდი იყო?! არა მგონია, განა შეიძლება სიყვარული ბევრი იყოს? არა.


რა თქმა უნდა დაწვრილებით ვერ ავღწერ ამ ოთხ დღეს, მაგრამ დღემდე ასეთი ბედნიერი არ ვყოფილვარ.
სვანეთში სტუმრობის შემდეგ სალომე ერთხელ ვნახე. მაშინ ყველა მამუკას და გვანცას გაპარვით იყო შეშფოთებული. ეძებდნენ. ჩვენც, როგორც სავარაუდო თანამონაწილეებს ეჭვით გვიმზერდნენ. შესაბამისად ვერც ერთმანეთს დაველაპარაკეთ. რამდენიმე დღიანი ისტერიის შემდეგ, ახალგაზრდები დაბრუნდნენ. უფროსებსაც მეტი გზა რომ აღარ დარჩათ, სიძე-პატარძალს მაშინვე არა, მაგრამ რამოდენიმე კვირაში შეურიგდნენ. ამ დროს მე თბილისში აღარ ვიყავი, ახალ ამბებს სალომეს მესიჯებით ვიგებდი.
ჩემდა საბედნიეროდ თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებები გვიიოლებდნენ კონტაქტს. თავისთავად ცხადია, რომ მონატრება უფრო მძაფრდებოდა. გესმოდა საყვარელი ადამიანის ხმა, უმზერდი მის გამოსახულებას და ვერ ეხებოდი. მაგრამ სულ არარაობას ჯობდა. არც რამდენიმე გვერდიანი წერილების წერაზე ვწვალობდით, არც კვირაობით ველოდებოდი პასუხს.

ალბათ გახსოვთ, მოვდიოდი ორი წლით. თუმცა შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. ჩემი მაღალი აგებულებითა და ფიზიკური მონაცემებით ხელმძღვანელობის ყურადღება მივიპყარი. რამდენიმე თვეში შესაბამისი შეთავაზებაც მივიღე. სპეც-მომზადების გავლას მთავაზობდნენ რამდენიმე წლიანი პროგრამით, რომელიც მინიმუმ ხუთი წლით მაინც გაგრძელდებოდა. რადგან სწავლა დიდად არ მიყვარდა, ალბათ ეს ყველაზე კარგი საშუალება იქნებოდა ცხოვრებაში სწორი არჩევანის გასაკეთებლად, სალომესთვის მიცემული პირობის შესასრულებლად. თუმცა ამ ყველაფერს დიდი მინუსიც ჰქონდა. ხუთი წელი ნებისმიერი კომუნიკაციის გარეშე, არც მობილური, არც კომპიუტერი. კავშირი გარე სამყაროსთან სრულდებოდა. ვსწავლობდი მხოლოდ იმ პროგრამებს, რაც დავალების შესასრულებლად დამჭირდებოდა. ინტერნეტის საიტები დაბლოკილი იყო. ერთად-ერთი რისი საშუალებაც მომცეს, ის იყო, რომ ოჯახის წევრები და სალომე გავაფრთხილე, რომ სასწავლებლად მივდიოდი და მინიმუმ ხუთი წელი ვერ დავბუნდებოდი. ოჯახში ჩემი გადაწყვეტილება დიდად არ გააპროტესტეს. აი, სალომესთან საუბარი კი ასე მარტივი არ გამოდგა. სიტყვებს ვერ ვალაგებდი. რა უნდა მეთქვა? როგორ მეთხოვა კიდევ ხუთი წელი დამლოდებოდა? მისგან ვისმენდი, რომ მისაღები გამოცდებისთვის ემზადებოდა. სკოლაში საბუთები ექსტენზე გადაიტანა. შესაბამისად გაკვეთილებზე აღარ დადიოდა. მის გეგმებს განვიხილავდით და საკუთარზე ვდუმდი. მხოლოდ დამშვიდობებამდე ვუთხარი:
- იმედია ყველაფერი ისე იქნება შენ რომ გეგმავ. მე ხუთ წლიანი სასწავლო პროგრამით მივდივარ.
- მართლა? - ხმა გაებზარა -სადაც ორი, იქ ხუთიც?. - თითქოს თავი ინუგეშა. რამდენიმე წუთით მიმზერდა, თითქოს კითხვაზე პასუხები ჩემს თვალებში უნდოდა წაეკითხა. - კიდევ დაგრჩა რამე სათქმელი?
- ტელეფონით და ინტერნეტით კონტაქტიც მეკრძალება.
- სასწავლებელია თუ ციხე? სატუსაღოშიც კი უკეთესი პირობებია. იქ პაემანი მაინცაა დაშვებული. - გაღიზიანდა ის.
- სალო, შენ რას იზავ? - როგორც იქნა გავბედე მტკივნეული კითხვის დასმა.
- იმედია, ერთგულების ფიცს არ მთხოვ! - გაეცინა მას.
- ძალიან ეგოისტი უნდა ვიყო, ეგ რომ გთხოვო, მაგრამ... –
- თემო, ვერაფერს შეგპირედები. -ღიმილით მეუბნებოდა ის. გული შემეკუმშა. თითქოს რაღაც ჩამწყდა. ალბათ მიხვდა. - შენ რომ მოინდომო დაბრუნება? ამაზე გიფიქრია? - მივხვდი ისიც ჩემსავით ნერვიულობდა და ცოტა შვება ვიგრძენი.
- მე ხომ ჩემი ნებით არ მივდივარ,სამხედრო სამსახურში ვიქნები. - ვიღიმები მე.
- მანდ ქალები არ იქნებიან? - აშკარად ეჭვიანობდა.
- არ ვიცი, წინასწარ არაფერი უთქვამთ, მაგრამ არა მგონია. - ავირიე პასუხებში.
- ვნახოთ რა იქნება ხუთი წლის შემდეგ... - თბილად გამიღიმა მან.
გული გამითბა: - შენზე მეტად ვერავის შევიყვარებ.
- მეც ეგ მინდა! უფრო ბედნიერი ვიქნები, თუ ამ სიტყვებს ხუთი წლის შემდეგ მეტყვი. - კმაყოფილი, კეკლუცით მეუბნებოდა ის.
- შენ გენდომება ჩემი მოსმენა?
- მინდა შენი გამარჯვები დროს ერთად ვიყოთ! - მისი სიტყვები მამშვიდებს. სტიმულს მმატებს. – „ხულიგანი ბიჭიდან - გმირამდე! „ - ასეთი სათაური ექრნება შენზე დაწერილ სტატიას. - ამაყად ამბობს ის.
- ნამდვილად, მე და შენ ერთად წავიკითხავთ! - ვოცნებობ მეც.
მიღიმოდა, აღარაფერს ვამბობდით, თვალებით ერთმანეთს ვეფერებოდით, და ვცდილობდით მოსალოდნელი განშორებით გამოწვეული ტკივილი დაგვემალა. ორივენი ვფრთხილობთ, სიტყვებს ვარჩევთ. არ გვინდა ერთმანეთს ზედმეტი ტკივილი მივაყენოთ.

და, აი როგორც იქნა გავიდა დაპირებული ხუთი წლის ნაცვლად შვიდი. ხანგრძლივი ლოდინის, სწავლის, წვალების, მოთმინების, გამძლეობისა და დიდი მონატრების წლები.
სარკეში საკუთარ გამოსახულებას ვუმზერ. ქერა, თუმცა უფრო ზუსტად ალბათ ღია წაბლისფერ თმიანიმ კარგად ნავარჯიშები ახმახი მიმზერს. ამ ადამინაში გაგიჭირებოდათ წინანდელი თემურ წიკლაურის შეცნობა.
- საინტერესოა შეიცვალა თუ არა სალომე? ალბათ გაიზრდებოდა. ისიც ხომ დაქალდებოდა? -ვფიქრობდი და ვცდილობდი მისი სახე წარმომედგინა. - ნეტა მოვეწონები?
თითქოს მისი ხმა მესმის: - და შენ მოგწონვარ?
ჩვენს ფოტოს ვუმზერდი. რაღა დარჩა? რამდენიმე დღეში ვნახავდი. ამის დიდი იმედი მქონდა. წინასწარ მიხაროდა და შეხვედრამდე წუთებს ვითვლიდი.

მეშვიდე თავი
ადრე დისტანციური ურთიერთობის, მით უმეტეს სიყვარულის არ მჯეროდა. ახლა? ტკივილამდე მენატრებოდა. ვინმეს რომ ეთქვა, შენი გრძნობები არარეალურია და სალომეს არ უყვარხარო, ჩემი ხელით გავისტუმრებდი იმ ქვეყნად. სასტიკი ვიყავი? ალბათ, ან უბრალოდ შეყვარებული ვიყავი.
ასეა თუ ისე, როგორც იქნა დასრულდა. ოფიციალურად ყველა დაგვითხოვეს. როგორც ჩვენთვის ცნობილი იყო, კურს დამთავრებულებისგან საუკეთესოებს დაასაქმებდნენ თავდაცვის სამინისტროში, დანარჩენებს კი დაემშვიდობებოდნენ.
გადმოგვცეს თბილისში, შტაბში მისატანი დალუქული დოკუმენტებიც. წესით არ უნდა მცოდნოდა, მაგრამ საბუთების შინაარსი მეთაური გამაცნო, მომილოცა სპეც-დანიშნულების ჯგუფში შერჩევა.
გაოცებული ვუმზერდი, ასეთი გაერთიანების არსებობა იმ დღეს პირველად გავიგე. ჯგუფის, რომელიც ოფიციალურად არ არსებობდა, მისი წევრები საზოგადოებისთვის როგორც რიგითი ჯარისკაცები, ასეულის მეთაურები ისე იყვნენ ცნობილნი, მათი ვინაობის გამომჟღავნება მხოლოდ სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული საფრთხის არსებობისას იყო დასაშვები. ამ ჯგუფში ბევრი ვართ? ზუსტად არ ვიცი. თუმცა ვვარაუდობ, რომ ჩვენი გამოშვებიდან მინიმუმ სამნი მაინც. ამასაც მხოლოდ იმით ვხვდები, რომ სამივეს ერთმანეთის მსგავსი კონვერტები გადმოგვცეს. სამი ახმახი გვერდი - გვერდ ვდგევართ და ვერ ვხვდებით როგორ მოვიქცეთ, მივულოცოთ ერთმანეთს თუ... ბედნიერებისგან გვეღიმება. მწყობრში გაჯგიმულები ვდგევართ და საკუთარი გამარჯვებით ვტკბებით. ჩვენ გამოგვივიდა, ათასიდან მხოლოდ სამს. ცოტაა? ალბათ. იმედი მაქვს შემდგომ გამოშვებაშიც შეარჩევენ საუკეთესოებს, ამის დიდი იმედი მაქვს.
- აბა შენ იცი. იმედია კიდევ შევხვდებით. თუ გაგიჭირდეს ამ ნომერზე დარეკე. ოღონდ იცოდე, მხოლოდ მაშინ გამოიყენებ, თუ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იქნება, გესმის? - მეკითხება მეთაური და ჯიუტად მიმზერს. თითქოს უნდა დარწმუნდეს, რომ მისი ნათქვამი ზედმიწევნით გავიგე.
- გასაგებია. ვეცდები ამ ნომრის გამოყენება არ დამჭირდეს.
- იმედი მაქვს. ისეთი მომზადება გაიარე, თავის გატანა არ გაგიჭირდება. ფრთხილად იმოქმედე, ძალის კონსტროლი არ დაგავიწყდეს. - უკანასკნელ სიტყვებს განსაკუთრებული ხაზგასმით ამბობს.
ვხვდები რასაც გულისხმობს. ყოველთვის მსაყვედურობდა, რომ ფიცხი ვიყავი. ძალა კი „მხეცის“ მქონდა. ეს კარგი იყო ჩემთვის და სხვისთვის კი სახიფათო. პირადად მე ამაში უარყოფითს ვერაფერს ვხედავდი.
- ფრთხილად იყავი, შენი გამოზრდა საკმაოდ ძვირი დაგვიჯდა. შრომა წყალში არ ჩამიყარო! - იცინოდა, მეგობრულად მეხვეოდა და მხრებზე ხელს მიტყაპუნებდა - მომენატრები, შე მამაძაღლო!
- რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, მეც. - ყურებამდე ვიკრიჭებოდი - თუ ოდესმე დაგჭირდეთ თქვენს გვერდით მიგულეთ!. - ამაყად დავპირდი.
ჩემს სიტყვებზე გულიანად ეცინებოდა: - იმედი მაქვს!
ერთმანეთს კიდევ ერთხელ მოვეხვიეთ და მანქანაშიც შევხტი.

გრძელი, დაუსრულებელი, მტვრიანი გზა. სამხედრო ფორმას ფერი არაღ ეტყობა. მანქანაში ძილისგან კისერი მაქვს გაშეშებული. ცხელი აბაზანა მენატრება. სწრაფი ტემპით ვერტ-მფრენში გადავჯექი და როგორც იქნა ჩემი თბილისიც.
ერთი სული მაქვს სახლში როდის მივალ.
თუმცა მეთაურის სიტყვები მახსენდება: - ჩასვლისთანავე შტაბში კონვერტი მიიტანე!
ავაზაზე აეროდრომთან მძღოლი დაგვხვდა სამხედრო პიკაპით. ჯიპში უკანა სავარძლებზე ვჯდები, დაღლილობისგან თავს ვდებ და მკვდარივით მეძინება. ძილბურანში მესმის მძღოლი რაღაცას მეკითხება, მინდა პასუხი გავცე, მაგრამ არ შემიძლია. თვალებს ვერ ვახელ.
ზესტად არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა. ალბათ ნახევარ საათამდე მაინც, თუმცა დასასვენებლად ეს დროც მყოფნის. თითქმის გავიღვიძე, თუმცა თვალები ისევ დახუჭული მაქვს, ჩემსდა გასაკვირად ქალის ხმა მესმის:
- დიდი მადლობა, რომ გამიჩერეთ. - მეჩვენება? თვალს სასწრაფოდ ვახელ, გაოცებული აქეთ - იქით ვიყურები. მძღოლს გვერდზე ასე ოცდახუთ წლამდე გოგონა უზის. სახეს ვერ ვხედავ, ტალღოვანი გრძელი შავი თმა აქვს.
- არაფრის. - პასუხობს მძღოლი. - ამ გზაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს. ფეხით დიდხანს მოგიწევდათ სიარული. ავტომობილი არ გყავთ?
- მყავს მაგრამ შესაკეთებლად მივიყვანე და დავრჩი ასე... თქვენი ვალიდან ვერ ამოვალ! - ხალისიანად საუბრობდა ის.
ვინ არის ეს გოგო? ხმა რატომღაც მეცნო, სალომე?! შეუძლებელია.
- ამ გზაზე სალომეს რა უნდა? იმდენად მომენატრა, რომ უცნობი გოგონაც კი ის მგონია. - ვბურტყუნებ ჩემთვის.

მართალია სახეს ვერ ვხედავდი, მაგრამ ტანი შევათვალიერე. თხელი ჭრელა-ჭრულა მუხლებამდე სარაფანი ეცვა. თხელი, გრძელი ფეხები. რუჯიც ძალიან უხდებოდა, თითქოს ჩემი მზერა იგრძნო. უხერხულად შეიშმუშნა.
- თქვენისთანა გოგონამ ამ გზაზე მარტომ არ უნდა იაროთ. - არიგებს მძღოლი.
- სად ვართ? - საუბარში ჩართვას ვცდილობ მე. საკუთარი ხმა ვერ ვიცანი. ძილისგან დამბოხებია.
- რამდენიმე წუთში დანიშნულების ადგილზე ვიქნებით.- მპასუხობს მძღოლი.
- თქვენც ჩვენთან მობრძანდებით? - ამჯერად გოგონას მივმართავ. გვერდულად გამომხედა და სწრაფადვე მიბრუნდა. დამბურძგლა, მისგან ისეთი უცნაური მუხტი მოდიოდა. ვერ მივხვდი რა დამემართა. კითხვაზე ისევ მძღოლმა მიპასუხა:
- გზად ლიმონათების ქარხანას გავივლით და გოგონა იქ ჩამოვა. აქეთ დასახლებული პუნქტი არაა. მხოლოდ სამხედრო ნაწილი და ეს ახლად აშენებული ქარხანა. ფეხით მოუწევდა ამხელა გზის გავლა. - მძღოლი თითქოს ბოდიშს მიხდიდა უცხო მგზავრის წამოყვანის გამო. ალბათ ეშინოდა, საყვედური არ მეთქვა. ოფიციალურად დავალებაზე იყო გამოსული, განაწესით ასეთ დროს უცნობი თანამგზავრის აყვანა არ შეიძლებოდა.
- უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდეთ! - შეიშმუშნა გოგო.
- არაფერია! - რაც შეიძლება თბილად ვამბობ მე. არ მინდა მონსტრად ჩამთვალონ. ვგრძნობ, გოგონა სარკიდან მაკვირდება. ვერ ვხვდები რას ფიქრობს. მის მზერაში არც მოწონება დამინავს და არც იმედგაცრუება. აშკარად უცნაურად კი მიყურებდა. იქნებ მომეჩვენა, მაგრამ ცოტა სევდიანი იყო ჩვენი თანამგზავრი. აღარაფერი გვითქვამს, რამდენიმე წუთში დიდ, ვერცხლისფერ გალავანთან გავჩერდით, რომელზეც დიდი ლათინური აბრევიატურით კომპანიის დასახელება იყო ამოტვიფრული.
- კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას! - ოდნავ გაგვიღიმა და ავტომობილიდან ჩავიდა. მაინც იყო რაღაც ამ გოგოში ისეთი სალომეს რომ მახსენებდა.
- ნახვამდის! - ორ ხმაში მივაძახეთ მე და მძღოლმა.
დავინახე კარებში მიწოწებით როგორ დაუხარა თავი დაცვის თანამშრომელმა. ვიღაცას გაუცინა, ხელი დაუქნია და თვალსაც მიეფარა.
- იშვიათია ასეთი გოგონები! - აღნიშნავს მძღოლი.
- კარგად იცნობთ? - მიკვირს მე.
- ჩემი ასაკის როცა გახდებით, ქალის ღირსების დასანახად გაცნობა არ დაგჭირდებათ! - იცინის ის. - ეგ გოგნა კი გამორჩეულია, თბილი და ლამაზი.
- ლამაზი ნამდვილად იყო, აი თბილის კი რა მოგახსენოთ! - ირონიულად ავღნიშნე მე.
თითქოს ჩემი ტონი ვერ შენიშნაო, ისე ამბობს: - ეგ იმიტომ რომ „სხვანაირად“ შეხედეთ.
- როგორ „სხვანაირად“?! - აშკარად გავღიზიანდი მე.
- როგორც ქალს. - მიკონკრეტებს ის.
- შენ ასე არ უყურებდი? - ისევ ცინიკურად ვეკითხები მე.
მძღოლმა სარკიდან გამომხედა. ალბათ ასე ორმოცდაათ წლამდე იქნებოდა თუ მეტის არა, ჯმუხი აგებულების.
- მაგ ასაკის შვილი მყავდა, ქალიშვილი.
- გყავდა? რატომ წარსულში?
- მშობიარობისას გარდაიცვალა. - მომიჭრა მან.
გამაცია. მივხვდი რა სულელურად მომივიდა. ხმა ვერ ამოვიღე. ისევ თვითონ გააგრძელა: - ახალგაზრდები ცხოვრებას სხვა ჭრილში ხედავთ. ეგ გოგონა ხშირად შემინიშნავს. ჩემს შვილს მაგონებს. რათქმა უნდა მისთვის არ მითქვამს. თითქოს ისევ ჩემს გოგონას ვხედავ. მართალია აკრძალულია გამოძახების დროს ავტომობილში მგზავრის ჩასმა, მაგრამ გულმა არ მომითმინა. გზაზე ვერ დავტოვებდი. სულ რომ სამსახურის ფასი დამიჯდეს მაინც. - საჭეს ძლიერად უჭერდა ხელების კანკალი რომ დაეფარა.
- ნუ ღელავთ. არაფრის თქმას არ ვაპირებ. - ისევ სალომეზე ვფიქრობდი. ნეტა ახლა სად იყო? რას აკეთებდა? ჩემზე ფიქრობდა? ეს გოგონაც როგორ გავდა.
ერთი სული მქონდა შტაბიდან სახლში დროულად წავსულიყავი.
მისვლისთანავე გზავნილი უფროსს გადავეცი. ყურადღებით გაეცნო დოკუმენტებს.
- კეთილი, როდის აპირებთ სამსახურში გამოსვლას?
- რამდენიმე დღით დასვენების უფლებას თუ მომცემთ, შემდეგ კვირაში სამსახურში მიგულეთ!
- ერთი კვირა გეყოფათ?
- ვიმყოფინებ! - გამეღიმა მე.
- მაშინ გელოდებით ერთ კვირაში! - ხელი ძლიერად ჩამომართვა მან.


როგორც იქნა სახლშიც მივედი. ოჯახში არ იცოდნენ ჩემი დაბრუნების შესახებ. ალბათ ძნელი წარმოსადგენი არაა დედაჩემის ემოცია, როცა კარები გახსნა და მე დამინახა. დაბნეულობისგან ვეღარ მიხვდა ეტირა, თუ ეცინა. თავიდან გაოცებული მიმზერდა. ქალის კვალობაზე ყოველთვის მაღალი იყო, სკოლა როცა დავამთავრე მეც მისი სიმაღლის ვიყავი, გვერდი-გვერდ და-ძმას უფრო ვგავდით ვიდრე დედა-შვილს. ამით ყოველთვის ვამაყობდი. ახალგაზრდა და ლამაზი დედა მყავდა. ის ისეთივე ლამაზი იყო, ოღონდ მე ვიყავი გაზრდილი, ამჯერად ზემოდან დავყურებდი.
- როგორც დავაჟკაცებულხარ! - მეფერებოდა ის.
თურმე როგორ მომნატრებია მისი სითბო და ალერსი. ხელში ავიტაცე დედა და დიდხანს მყავდა პატარა ბავშვივით გულში ჩაკრული. მამა როხროხით გამოვიდა. იყო დიდი ხვევნა, ფერება, სიხარულის ცრემლები. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ისევ პატარა ბავშვი ვიყავი. ისე მეალერსებოდნენ. საკუთარი ემოციების გამოსახატად სიტყვებს ვერ ვუყრიდი თავს. მეფესავით ვიყავი. ოღონდ რამე მენატრა და მყისვე ერთმენეთს ასწრებდნენ ჩემი სურვილის შესრულებას.

სამწუხაროდ წინ თურმე ბევრი „სიურპრიზიც“ მელოდა. წლებთან ერთად ბევრი რამ შეიცვალა.

მერვე თავი
ჩემი მამუკა ცოცხალი აღარ იყო.
- საბრალომ თავი მოიკლა! - ცრემლებს იწმენდდა დედა, მეტყველების უნარი დავკარგე.
- გვანცამ რა ქნა?
- რა უნდა ექნა? ბავშვი მშობლებს დაუტოვა და სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდა.
- კოროშინაძეები როგორ არიან? - შორიდან დავიწყე სალომეს ამბის მოკითხვა.
მათი ხსენება არ ესიამოვნა დედას. არაფერი შევიმჩნიე, მინდოდა ბოლომდე ეთქვა სათქმელი.
- სალომე ხომ გახსოვს? ლამაზი ბავშვი იყო და ქალიშვილობაშიც კარგი დადგა, მაგრამ რათ გინდა? ქალს რომ თავში ტვინი არ ექნება...- დავიძაბე მე. გულმა რეჩხი მიყო. დედამ ალბათ ვერ შეამჩნია ჩემი რეაქცია ისე გააგრძელა- მამალაძეების ბიჭთან დაუჭერია საქმე.
- შეუძლებელია, მამალაძე და სალომე? ვერასოდეს დავიჯერებ, ზღაპარია, ამას როგორ ამბობ, სალომე დასანახად ვერ იტანდა...
- იტანდა თუ ვერ იტანდა. ფაქტი ფაქტად დარჩა. ეს ამბავი მთელ უბანს მოედო. ვისაც არ ეზარებოდა ყველა ამ თემაზე ლაპარაკობდა. გოგონა რა თქმა უნდა ყველაფერს უარყოფდა, მაგრამ ხალხის ამბავი ხომ იცი? ეს ამბავი ოჯახის წევრებამდეც მივიდა. სახელგატეხილი ქალიშვილისთვის ნამუსი რომ მოეწმინდათ, გადაწყვიტეს წყვილი დაქორწინებულიყო.
- რას ამბობ? - ყურებს არ ვუჯერებდი მე.
- გოგონა წინააღმდეგი იყო. როგორც ამბობდნენ, არასასურველი ქორწინების ასაცილებლად თვითმკვლელობა სცადა. საბედნიეროდ ვახომ მიუსწრო, გოგონა რეანიმობილით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დიდი რაოდენობით ტაბლეტები ჰქონდა მიღებული. გაღიზიანებული ვახო საავადმყოფოდან გვიან წამოვიდა. უბანში მამალაძის ბიჭი მოძებნა და გოგონას ასეთ მდგომარეობამდე მიყვანის გამო შური იძია, რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და გაიქცა. ამბობენ: დღემდე რუსეთში იმალებაო. რას გაიგებ? სალომე საავადმყოფოდან რომ გამოწერეს, ისევ მძიმე მდგომარებაში აღმოჩნდა. მომხდარში მას ადანაშაულებდნენ: ბიჭი შეაცდინაო, თავბრუ დაახვიაო. მისი ცანცარის გამო სასიკვდილოდ გაიმეტესო. ტრაგედიაში ერთად - ერთ დამნაშავედ მას თვლიდნენ. მამალაძეებიც არ ასვენებდნენ, სულ კახპას ეძახდნენ. არც ვახოს ზუსტი ასავალ-დასავალი იცოდნენ. სიტუაციას რომ გარიდებოდნენ, საბოლოოდ სახლი გაყიდეს და გადავიდნენ.
- ჭირების შენც გჯეროდა? - ტკივილით, სასოწარკვეთილმა ვკითხე დედას. ყურადღებით მაკვირდებოდა.
- მაგ გოგონას მიმართ შენი განსაკუთრებული დამოკიდებულების შესახებ ყოველთვის ვიცოდი. სალომეც მომწონდა და მისი ოჯახიც. უნდა ვაღიარო, რომ მიუხედავად მითქმა-მოთქმისა ამ სისულელის არ მჯეროდა.
- ანუ?
- წყვილმა როგორც არ უნდა მალოს, თუ ერთმანეთის მიმართ გრძნობა აქვთ, მაინც ეტყობათ. თავისდა უნებურად, გაუაზრებლად ეტყობათ გამოხედვაზე, მოქმედებაზე. მამალაძე არ ვიცი რას გრძნობდა, სალომეს კი ნამდვილად არ უყვარდა, უფრო სძულდა. მაგრამ...
- რა მაგრამ? - დავინტერესდი მე.
- ჭორები რომც არ დაიჯერო და ის გოგო მოძებნო, გაგიჭირდება საზოგადოების აზრისთვის იგნორის გაკეთება. მის სახელთან დაკავშირებული იქნება ის გარდაცვლილი ბიჭი. მკვდრები როგორც წესი, ჩუმად არიან და სიმართლეს ვერ იტყვიან. ჩემი აზრი სალომესაც გავუზიარე.
- ვერ გავიგე? - კბილებში მუქარით გამოვცარი. დედა ჯიქურ მიმზერდა, თვალი არ აურიდებია.
- წასვლის წინ მნახა. ვისაუბრეთ. ჩემი შვილი ხარ, უცხო ხომ არა? წერილის დატოვება უნდოდა. მე კი არ გამოვართვი. თითქოს ამას ელოდა. არაფერი უთქვამს. თვალები ცრემლებით აევსო. ხელები უკანკალებდა.
- მხოლოდ ერთს გთხოვთ, თუ დაბრუნდება, სთხოვეთ არ მომძებნოს.
- ფიქრობ, ამის სურვილი ექნება? - ალბათ, სასტიკად მოგეჩვენება, მაგრამ სწორედ ეს ვკითხე.
- ის მიხვდება. ვიცი, თემო არ დაიჯერებს. მან სიმართლე იცის. - გოგონა ამაყად, მტკიცე ხმით საუბრობდა.
მისი როგორც ქალს მჯეროდა, როგორც დედას მეცოდებოდა. რა თქმა უნდა, ამის შესახებ მისთვის ხმამაღლა არ მითქვამს. ალბათ, არც იყო საჭირო. რადგან თვითონვე მითხრა: - სთხოვეთ, ნუ ეცდება ჩემს მოძებნას. მობილურის ნომერს შევიცვლი. არც ჩვენს საერთო ნაცნობებთან მექნება კონტაქტი. მე მეტი არაფერი შემიძლია!
- სალომე, მე მჯერა შენი. -მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე - მაგრამ მხოლოდ ჩემი კეთილგანწყობა ბევრს ვერაფერს შეცვლის.
მწარედ გაეღიმა: - ალბათ. - ვეღარ მოვითმინე და გულში ჩავიკარი. ასე მეგონა იმ წუთში შენ გკარგავდი. შენ მიდიოდი, მაგრამ შენგან განსხვავებით, ზუსტად ვიცოდი, რომ მას ვეღარ ვნახავდი. ისე მტკიოდა, თითქოს ისიც ჩემი ნაწილი იყო და გულიდან მომგლიჯეს. - მადლობელი ვარ! - მითხრა მან და წავიდა.
ეს იყო და ეს. პირობას ასრულებს. აგერ უკვე მეორე წელია მის შესახებ არაფერი გამიგია. ერთხელ, შემთხვევით დედამისი შემხვდა. მოვიკითხე სალომე. მისი ხსენება დიდად არ ესიამოვნა.
ცივად მიპასუხა: - იმ ამბის შემდეგ შვილად აღარ ვთვლიო. - თურმე გოგონა მათთან აღარ ცხოვრობდა - მამამისმა ერთ ოთახიანი ბინა უყიდა და სამუდამოდ დავემშვიდობეთო.
გაოგნებული ვუსმენდი, როგორ შეეძლო საკუთარი შვილის დათმობა? მე სრულიად უცნობს მჯეროდა მისი სიმართლის, ის კი... აღარაფერი მითქვამს, აზრი არ ჰქონდა. საკუთარი ამპარტავნებით დაბრმავებული იყო.
- უნდა გაყოლოდა მამალაძეს, იმ ოჯახს არც ფული აკლდა და არც საზოგადოების პატივისცემა. ის ბიჭიც ცოცხალი იქნებოდა და აღარც ვახოს დავკარგავდით. მატერიალური კეთილდღეობაც საჭიროა, მით უმეტეს როცა კომფორტსა და კეთილდღეობას ხარ მიჩვეული. ეს ყველაფერი კი იმ ვაჟბატონთანაც თავზესაყრელად ექნებოდაო.
- მათი ქორწინების მომხრე იყო?
- ასე გამოდის. რამდენიმეჯერ ყოფილან მისი ხელის სათხოვნელად. სალომეს კი ქვა აუგდია და თავი შეუშვერია. მამალაძის გაგონებაც კი არ სურდა. სულ გაბერილსა და გასიებულს ეძახდაო.
დედას მეტი ვეღარაფერი ვკითხე. ამ ამბით ისე დავმძიმდი მეტყველების უნარი დავკარგე. რა უნდა მექნა? ვისგან გამეგო სალომეს ამბავი? იქნებ გვანცა დამხმარებოდა? სალომე მას ვერ შეელეოდა. როგორ მჭირებოდა ახლა მამუკა. მისი ოპტიმიზმი და სიმხნევე მაკლდა. გოგონა აუცილებლად უნა ვნახო, როგორ შეიძლება ჩემი ცხოვრების აზრი, ჩემი სიცოცხლე და სუნთქვა ასე უაზროდ წასულიყო?
- ვიპოვი, აუცილებლად ვიპოვი! - ვეუბნებოდი საკუთარ თავს და ვამჩნევდი, რომ გული იმედით მევსებოდა. მჯეროდა, ღმერთი არ გამწირავდა.

მეცხრე თავი
ჩემი ოპტიმისტური განწყობა სამწუხაროდ მეორე დღესვე შეიცვალა. გვანცას დავუკავშირდი, მაგრამ სანუგეშო ვერაფერი მითხრა.
- სალომემ ბინის შეცვლის შემდეგ ჩემთან შეწყვიტა კონტაქტიო.
ანალოგიური პასუხები მითხრეს მისმა ყოფილმა კლასელებმაც. სამოქალაქო რეესტრის იმედი მქონდა. საინფორმაციო პროგრამებსა და ბაზებზე, როგორც ძალოვანი უწყების წარმომადგენელს წვდომა მეც მქონდა. თუმცა ამისთვის საჭირო იყო სამსახურში დროულად გავსულიყავი.

თბილისში ჩემი დაბრუნების შესახებ მალევე გაიგეს. შინაურები თუ გარეულები სანახავად მოდიოდნენ. რამდენიმე დღე ჩემს ოჯახში სუფრა იყო გაშლილი. უკვე მაღიზიანებდა ამდენი ხელოვნური სახის დანახვა. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები არ ჩანდნენ. აღარ მყავდა მეგობრები და აღარ მყავდა სალომე. ისე ვიყავი გაღიზიანებული, საკუთარ თავს ვერ ვცნობდი. ნაძალადევად ვიღიმებოდი, დაღლილობას და უძილობას ვიმიზეზებდი და სტუმრებს ვეპარებოდი.

როგორც იქნა სამსახურში გასვლის დღეც მოვიდა. უკვე ნაცნობმა მძღოლმა დილიდანვე მომაკითხა. გამიხარდა ნაცნობი სახის დანახვა. ერთმანეთს ძველი მეგობრებივით შევხვდით.
- როგორც მითხრეს თქვენთან ვიქნები მომაგრებული. ასე რომ როცა არ უნდა დაგჭირდეთ. ოცდაოთხი საათის განმავლობაში თქვენს სამსახურში მიგულეთ. - იმედია ოცდაოთსაათიანი რეჟიმი არ გვექნება. - გამეცინა მე.
პიკის საათში გვიწევდა მოძრაობა, გზა დილიდანვე გადატვირთული იყო. ჩვენც ნელ-ნელა მივყვებოდით ავტომობილების კოლონას. სხვადასხვა თემებზე საუბრით ვირთობდით თავს.
ჩვენი ყურადღება ფოლცვაგენის ფირმის ჟუკმა მიიყრო. მკვეთრი წითელი ფერის ჟუკი მოხერხებულად ძვრებოდა ავტომობილებში. თავხედურად, არც მარჯვნიდან გასწრებას მოერიდა და წინ ჩაგვიდგა.
- ამაზე ნაკლები არ უნდა იყო. ვითომ ჩვენზე მაგარი ბიჭია? - გავბრაზდი მე.
- რას ერჩი, დრო ხომ მოიგო? ასე მარჯვნიდან შემოძრომით თითქმის ათ ავტომობილს მოუჭრა გზა. - თბილად გაეღიმა მძღოლს.
- ასეთი გამოხტომები არ გაღიზიანებს?
- რომ გავღიზიანდე აზრი აქვს? ყოველი მეორე თითქმის ასე მოძრაობს.
მიუხედავად ჟუკის ასეთი თავხედობისა, უნდა ავღნიშნო, რომ საბოლოოდ მაინც ჩვენ გავისწარით. ინტერესით გადავხედე მძღოლს და ძალიან გამიკვირდა, როცა ჩვენი ძველი თანამგზავრი შევიცანი.
- დაინახე ავტომობილს ვინ მართავდა? - გაოცებულმა გავხედე მძღოლს.
- ვიცი, მისი ავტომობილია. დიდი ხულიგანი მძღოლია. რამდენიმეჯერ გავაფრთხილე ასეთი მოძრაობა სახიფათოა მეთქი, მაგრამ გისმენს? ჯიუტია. - იცინოდა ის.
- ჯიუტი კი არა თავხედია, ან იქნებ სულელიც?.
- შემდეგი შეხვედრისას შენით კითხე. - ეშმაკურად გამომხედა მან.

სწორედ ამ დროს იმ ქარხანას მივუახლოვდით უცნობი გოგონა, რომ მუშაობდა. ჩვენი ყურადღება გზაზე შეკრებილმა ხალხმა მიიპყრო. სამოქალაქო პირებში რამდენიმე სამხედრო ფორმაში ჩაცმული ადამიანიც დავინახეთ. შეკრებილები აშკარად დაობდნენ.
როგორც შორიდანცე დავინახეთ ავტო-სატრანსპორტო შემთხვევასთან გვქონდა ადგილი. დაზიანებული იყო ერთი სამხედრო პიკაპი და ოპელი. ჯიპს დაზიანების კვალი არ ემჩნეოდა, სამაგიეროდ ოპელი ოყო გვარიანად დაზიანებული. ჩვენც გავჩედით და მოკამათეებთან მივედით.
- შვილო, ასე როგორ მელაპარაკები? - ორმოცდათხუთმეტ წლამდე, ოდნავ სრული, ულვაშებიანი კაცი სამხედროს ფორმიან ბიჭს საკმაოდ გაღიზიანებული რაღაცას უხსნიდა.
- მე გამოძახებაზე მივდიოდი, ვერ გავჩერდებოდი. გზა უნდა დაგეთმო. - ჯიქურ აწვებოდა სამხედრო.
- რას ქვია დამეთმო?! შე მამა ცხონებულო, ფეხით რომ ვყოფილიყავი ზედ გადამივლიდი? გზაზე რომ გამოდიოდი არ უნდა გამოგეხედა?

ამ დროს გოგონაც მოგვადგა მისი წითელი ჟუკით. ავტომობილი გზის ნაპირზე გააჩერა და გადმოვიდა. ამკერად ჯინსებში იყო გამოწყობილი. საზაფხულო ჩექმებში შარვალი ცხენოსანივით ჰქონდა ჩატნეული. მისი სრულყოფილი ტანი ყურადღებას იქცევდა.
- შენ გაიხარე, ჩემო გოგო, როგორ გამიხარდა შენი დანახვა! რამე მიშველე. - შესჩივლა დაზარალებულმა გოგონას.
- რა ხდება? - გვკითხა მან, თუმცა რადგან ჩვენც არაფერი ვიცოდით პასუხიც ვერ გავეცით. მე მის შავ თვალებს მივჩერებოდი. მეტყველების უნარი დავკარგე.
ჯარისკაცმა მისი თვალიერება ფეხებიდან დაიწყო, ქვემოდან - ზემოთ. მზერა თავხედური და გამომწვევი ჰქონდა.
- გამოძახებაზე მივდიოდი, როცა თქვენი ნაცნობი შემომივარდა!
- შემოგივარდათ? - ირონიულად იკითხა ქალიშვილმა - საინტერესოა, ავტომობილს გვერდულად, უკნიდან აქვს დარტყმული, შემოვარდნა როგორ მოახერხა?
- გეუბნებით, შემომივარდა მეთქი! ახლა კი ცდილობს ფული გამომძალოს! - უკან არ იხევდა ბიჭი.
- ხომ იცი, რომ ეს ავტომობილი კომპანიის საკუთრებაშია? ჩემი რომ იყოს ასე არ ვინერვიულებდი. სად მაქვს ამის გაკეთების თავი? - წუწუნებდა კაცი.
- მომისმინეთ, ყმაწვილო. - გოგონას ხმის ტონი ცივი და მკაცრი გაუხდა - ამ საგზაო ნიშანს ხედავთ?
- დიახ. - გამომწვევად დაეთანხმა ვაჟი.
- მერე, ცნობა იცით? ნუ მაიძულებთ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოვიძახო. დარწმუნებული ვარ, არა მარტო ავტომობილის ღირებულების, საკმაოდ დიდი ჯარიმის გადახდაც მოგიწევთ.
- არაფერიც არ მომიწევს. თანამშრომელი ვარ, ასე როგორ მელაპარაკები?
- ზუსტად ისე გელაპარაკები, როგორც იმსახურებ! - ზიზღი გაურია გოგონამ. - გამოვიძახებ ეკიპაჟს და სიმართლეს ის დაადგენს. თქვენ ადგილზე კიდევ ერთხელ დავფიქრდებოდი. არამგონია პირად საქმეში ადმინისტრაციული ჯარიმა გაწყობდეს.
ბიჭს აშკარად ნირი წაუხდა. ეს გოგონამაც შეამჩნია და უფრო მიაწვა: - საგზაო ნიშნები ყველას ეხება, თუ გამოძახებაზე იყავი სირენა მაინც უნდა გაჩერთო.
- გოგო, შენ მე როგორ მელაპარაკები? - გაცხარდა უცებ ბიჭი.
- თავი მოთოკეთ. მე თქვენთვის შენობით არ არ მომიმართავს! - კბილებში გამოცრა ქალმა.
- გიორგი დაწყნარდი, მართალს ამბობს ეს გოგონა. -ჩემი მძღოლი ბიჭის დამშვიდებას ცდილობდა. - არ გინდა სიტუაციის გამწვავება. შეაკეთე ავტომობილი. ბევრად იაფი დაჯდება.
- შეგაყოვნე სალომე, როგორ უხერხულად ვარ არ იცი! - ეუბნებოდა დაზარალებული გოგონას.
- არაფერია, თქვენ მაგ საკითხზე ნუ ღელავთ. - გოგონამ ტელეფონით სადღაც დარეკა - აქვე ვარ შემოსასვლელში. ადმინისტრატორი გააფრთხილეთ.
- სალომე? - თითქოს ყურებს არ ვუჯერებდი. - მისი სახელი მომეჩვენა?
- მოკლედ, ასე მოვიქცეთ, თქვენი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი მოგვეცით. ყმაწვილი ყველაფერზე იზრუნებს და დროულად შეაკეთებს ავტომობილს! - ჩავერიე მე. ბიჭს აშკარად შეეტყო, რომ ჩემი სიტყვები არ ესიამოვნა, თუმცა წინააღმდეგობის გაწევა ვერ გამიბედა.
- პირობას თქვენ დებთ? - გაოცდა ქალი.
- ასე გამოდის. - მეგობრულად გავუცინე.
- სალომე, შვილო, რამე შარში არ გამრიონ! - შეეშინდა მძღოლს .
- თქვენი საკონტაქტო მონაცემები მომეცით. - უკან არ ვიხევ მე.
ქალი აშკარად დაიბნა. უხერხულად შეიშმუშნა.
- კარგით, იყოს თქვენებურად. რაც არის არის! - უხალისოდ ამბობს ის- ჩემს სავიზიტო ბარათს მოგცემთ. თქვენ კი გაყევით და ავტომობილი მექანიკოსამდე მიიყვანეთ. სრული ხარჯთაღრიცხვაც წარმომიდგინეთ. ამ ბატონს მე გადავცემ. იმედია თქვენს ნომერსაც დაგვიტოვებთ? - ამაყად, გამომწვევად მითხრა მან.
- ჯერჯერობით მობილური არ მაქვს. თუმცა მოძებნა არ გაგიჭირდეთ. მე თემურ წიკლაური ვარ. სახელითა და გვარით ნებისმიერ დროს მომაგნებთ. - შეძლებისდაგვარად თბილად ვამბობ მე.
გოგონა აშკარად შეცბა, ხელში მომარჯვებული სავიზო ბარათი ჩანთაში ჩააბრუნა. სახეზე აჭარხლდა, მის რეაქციას ყურადღებით ვაკვირდებოდი. ჩემთვის საინტერესო კითხვაზე პახუსი უკვე მქონდა. ჩემს წინ სალომე იდგა, ჩემი სალომე.
- თქვენს ადგილზე სავიზიტო ბარათს არ შევინახავდი. - ოფნავ ირონიულად ვიღიმებოდი- არც მე გამიჭირდება, თქვენი პოვნა სახელითა და გვარით.
თვალები ცრემლებით აევსო. არაფერი უთქვამს. სავიზიტო ბარათი ხელის კანკალით მომაწოდა. ოქროსფერი ასოებით მუქ ცისფერ ფონზე ამტვიფრული იყო: „სალომე დანელია. კომპანია „ARTIS“-ის იურისტი“.
- დაველოდები თქვენს ზარს. - ყრუდ მომაძახა და ჩქარი ნაბიჯით ტერიტორიაზე შევიდა.

მეათე თავი
საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი. ბედისწერამ მისით მიმიყვანა სალომემდე. ღმერთმა არ გამწირა. ზუსტად ვიცოდი, რომ დღეიდან აღარ დავკარგავდი. ღმერთის გწამთ? მე იმ დღეს ვიწამე. მის გამოჩენას სასწაულად ვთვლიდი, მხოლოდ ღვთისგან მოვლენილ სასწაულად.
საღამოს სახლში დაბრუნებისას სალომეს ავტომობილი ისევ სადგომზე შევნიშნე. მძღოლს ჯიპი გავაჩერებინე და გადმოვედი. ადრე თუ გვიან ხომ გამოვიდოდა? მინდოდა მენახა, მასთან საუბარი მსურდა. წვიმას აპირებდა, მე კი არ მაღელვებდა. ნელ-ნელა უკვე ცრიდა. არც ხეები ჩანდა, რომ შევფარებოდი. ვიდექი ობოლი ბავშვივით მის ავტომობილთან და ველოდებოდი.
ალბათ, საათზე მეტხანს ვიცადე. საღამოს ცხრა საათი ხდებოდა, უკვე კოკისპიროლად წვიმდა. დიდი ქოლგით ხელში ისიც გამოჩნდა. სუნთქვა შემეკრა. ბნელოდა, მაგრამ მაინც ვხედავდი თვალები როგორ უციმციმებდა. შორიდანვე შემამჩნია და ნელი ნაბიჯით მომიახლოვდა. რამდენიმე წუთით ჩუმად ვიდექით.
- ვიცოდი, რომ მოხვიდოდი! - სევდა ნარევი ხმით მითხრა მან.
- არ გიხარია ჩემი ნახვა? - ეჭვით ხმა გამებზარა.
- რა თქმა უნდა, მიხარია! - ავტომობილი გახნა და სალონში ჩასხედით. - მაგრამ, არ უნდა მოსულიყავი!
- მომისმინე, სალომე! - მისკენ დავიხარე. თვალებში ვუმზედრი. მიუხედავად იმისა რომ ქოლგა ეფარა, წვიმის წვეთებისგან თმა მაინც დასველებოდა და სიბნელეში ბზინავდა. - არ მოგცემ უფლებას ჩემი ცხოვრებიდან წახვიდე!
- არ მომცემ? - ირონიულად გაეღიმა მას. - შენ ეტყობა არ იცი....
- არც მაინტერესებს. - სიტყვა შევაწყვეტინე. - ვისაც რა უნდა ის თქვას, მიყვარდი და მიყვარხარ! ჩემთვის არაფერი შეცვლილა. წლობით ვნატრობდი, როდის გნახავდი. ღამეები გამითენებია ეჭვიანობაში, რომ შეიძლება ვინმე შეგყვარებოდა. გაოცებულმა შემომხედა: - უცნაურია, სიყვარულზე მესაუბრები, არადა ვერ მიცანი, ერთმანეთი ვერ ვიცანით. ეს ნორმალური გგონია? ბავშვები ვიყავით. ალბათ, ერთმანეთის მიმართ რაღაც გრძნობაც გვქონდა. ჩვენ კი სიყვარული გვეგონა.
-ცნობა რა შუაშია? - შევიცხადე მე- წლები გავიდა. ბოლოს როცა გნახე ისევ ბავშვი იყავი. ახლა კი... - სიტყვებს თავი ვეღარ მოვუყარე. - ახლა ულამაზესი ქალი ხარ! - როგორც იქნა ამოვღერღე.
სახე შეეფაკლა: - უკან, სავარძელზე პლედი მიდევს, სველი ხარ. შემოიხვიე არ გაცივდე. - თემის შეცვლა სცადა მან.
- სალომე, მომისმინე. - მუდარაზე გადავედი - გთხოვ, შემიცოდე.
- ჩემი შესაცოდი რა გჭირს? - გაეცინა მას- საკუთარ თავს შეხედე. შენ საუკეთესოს იმსახურებ. არ მინდა ჩემს გამო...
სიტყვის დასრულება არ ვაცადე, დავიხარე და საკოცნელად მივიზიდე. წინააღმდეგო არ გაუწევია. პირიქით. ვნებიანად, გრძნობით მკოცნიდა. ის ტიროდა. მკერდში ძლიერად ჩავიკარი.
- რამდენიც არ უნდა მთხოვო, არ გაგიშვებ.
- იმედია სანანაბელი არ გაგვიხდება! - ჩუმად მითხრა მან.
- მე არ ვინანებ, შენ? - ეჭვი გაკრთა ჩემს ხმაში.
- სულელი ხარ! - უფრო ძლიერად ჩამეხუტა - მიყვარხარ!
ბედნიერი ვიყავი, არაფერზე არ ვფიქრობდი. მხოლოდ ალერსი მწყუროდა. მის ვნებიან ტუჩებს ვეღარ ვწყდებოდი და ორმაგად მიხაროდა, რადგან ვგრძნობდი, რომ სალომეც იგივე ვნებით ილტვოდა ჩემსკენ. წინააღმდეგობას არ მიწევდა. ხელები მისით მიცურავდა მაისურს შიგნით, მისი შიშველი სხეული მინდოდა შემეგრძნო.

მეთერთმეტე თავი
როგორც იქნა მოვწყდი მის ვნებიან ტუჩებს. რამდენიმე წუთი ერთმანეთს ვუმზერდით. თითქოს მომხდარს ვიაზრებდით.
- წავედით? - დაარღვია მან დუმილი.
- სად?
- მენდე არ ინანებ! - სველი თმები ალერსიანად ამიჩეჩა. გული ეჭვით ამევსო ვიდრე ავტომობილს მართავდა. კოცნით თუ ვიმსჯელებდი, გამოუცდელ ქალს არ გავდა. უცნაური არსებაა ადამიანი. დილით მის ნახვას ვნატრობდი. ახლა კი თავში ათასი სისულელე მომდიოდა თავში. რა არ ვიფიქრე, რა არ წარმოვიდგინე ამ ნახევარ საათში.
საბოლოოდ დიდ დიღომში, მის ერთ ოთახიან ბინაში აღმოვჩნდით. კომფორტულად, მაგრამ საკმაოდ სადა ფერებში ჰქონდა მოწყობილი.
- მატრო ცხოვრობ? - ეჭვით ვკითხულობ მე.
გაეცინა: - კი, მაგრამ ღამით მამაკაცები მომყავს გასართობად! - მივხვდი ხუმრობდა, მაგრამ მაინც არ მესიამოვნა. ამის წარმოდგენაც კი არ მინდოდა. - შენი ზომის ტანსაცმელები ნამდვილად არ მაქვს, ხალათს მოგცემ და სველი ქურთუკი გაიხადე.
ხალათები არ მიყვარდა, ამიტომ სალომე აბაზანაში შევიდა თუ არა ქურთუკი გავიდახე და მაისურით დავრჩი.
აბაზანიდან გამოსულმა სალომემ ვიგრძენი როგორ შემათვალიერა. მისი მზერა დავიჭირე თუ არა, უნებურად გაწითლდა. გამეღიმა, გული ვნებით ამევსო. შეუძლებელი იყო არ მოგწონებოდა. სავსე მკერდი. ჩამოქნილი თეძოები, წვრილი წელი, გრძელი შავი თმა და წითელი ვნებიანი ტუჩები. ჩემს წინ სრულყოფილი ქმნილება იდგა, რომელსაც ჩემი ალერსი წყუროდა.
მივიზიდე, ქალი დაჰყვა ჩემს ნებას. ვგრძნობდი მის აჩქარებულ გულისცემას. რამდენიმე წამში აბრეშუმის ხალათი შემოვაძარცვე. დედიშობილა იდგა. მთვარის შუქზე მისი სხეული ბროლისფერი ჩანდა. ხელში ავიტაცე და მყის ლოგინზე აღმოვჩნდით. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა საბოლოოს დავრწმუნდი, რომ მისთვის პირველი მამაკაცი ვიყავი. არ მეგონა ამას ამხელა მნიშვნელობას თუ მივანიჭებდი, მაგრამ თითქოს საკუთარი პატივმოყვარეობა დავიკმაყოფილე. ორმაგად გავიზარდე. მისთვის პირველი ვიყავი და უკვე იმის ამბიციაც გამიჩნდა, უკანასკნელიც ვყოფილიყავი.
არ ვიცი იმ წუთებში სალომე რაზე ფიქრობდა. მე კი ვოცნებობდი, სწრაფად გვექორწინა და ოჯახი გვქონოდა.
ალბათ, გქონიათ ისეთი შეგრძნება, როცა გრძნობების მოთოკვა გიჭირს. მინდოდა ჩემი ბედნიერება ყველას გაეგო და ხმამაღლა მეყვირა. გულის სიღრმეში კი მეშინოდა. არ ვიცი ზუსტად რის, თითქოს დაჯერება მიჭირდა, რომ ასე მოულოდნელად, თავისით დალაგდა ყველაფერი. ჯერ კიდევ გუშინ იმას ვფიქრობდი, როგორც მომეძებნა საყვარელი ქალი, ახლა კი გულში მყავდა ჩაკრული. ჩემი ცხოვრება შემთხვევითობებით იყო სავსე. მოვლენები თავისით ვითარდებოდა.
- რაზე ფიქრობ? - დუმილი დაარღვია სალომემ.
- ჩვენზე. - შუბლზე ჩამოყრილი თმები გადავუწიე და თვალებში ჩავაცქერდი.
- მაინც? - ინტერესით მიმზერდა ის.
- როგორი უბედური ვიყავი დილით და რა ბედნიერი ვარ ახლა! - მსუბუქად ვაკოცე ტუცებში.
თვალებიდან ობოლი ცრემლი ჩამოუგორდა და უფრო ძლიერად ჩამეხუტა.
- ყველაფერი მოგვარდა. ჩემთან ხარ. ამაზე ოცნებასაც კი ვერ ვბედავდი. - ჩურჩულებდა ის.
- ამიერიდან სულ ერთად ვიქნებით, აი ნახავ! - ვპირდები - რაც შეიძლება სწრაფად ვიქორწინებთ. გვეყოლება შვილები და გვექნება ძალიან ლამაზი ოჯახი.
თვალები ისევ ცრემლებით ევსება და მეცინება:
- რაღაც გულჩვილი გამხდარხარ! - ხუმრობას ვცდილობ მე.
- ტირილი ცხოვრებამ მასწავლა! - ტკივილით ამოიკვნესა მან. არ მეგონა უთქვენობა ასე თუ გამიჭირდებოდა. ჩემი სამყარო თქვენს გარშემო ტრიალებდა. ვახო, შენ, მამუკა და გვანცა. შენი წასვლა განსაკუთრებით მტკივნეული იყო. რათქმა უნდა მენატრებოდი. მაგრამ ვიცოდი, რომ ეს გჭირდებოდა. ეგოისტი ვერ ვიქნებოდი. ჩემი საქმე მეც მქონდა. უკვე სტუდენტი ვიყავი.ახალი ნაცნობები, ახალი მიზნები. მინდოდა შენი ჩამოსვლისთვის მეც მქონოდა პატარ-პატარა მიღწევები. მინდოდა ჩემით გეამაყა. მიზნისკენ ჯიუტად მივიწევდი, თავს არ ვიზოგავდი. ნელ-ნელა შევეჩვიე უშენობას. საქმემ მომცა საშუალება მონატრებაზე არ მეფიქრა. ბიჭების შეძლებისდაგვარად მხარში მედგნენ. გვანცასგან ვიცოდი, მამუკას პრობლემის შესახებ. საბედნიეროდ ბიჭუნა ჯანმრთელი დაიბადა. პატარა მე და ვახომ მოვნათლეთ. მამას გავდა როცა იცინოდა, ლოყები მასაც ეჩვრიტებოდა.
- ის საზიზღარი დღე გუშინდელივით მახსოვს. დილით ლექციებზე წასასვლელად ვემზადებოდი, როცა გვანცამ დამირეკა. ბავშვს მოულოდნელად სისხლდენა დაეწყო და საწრაფოდ იაშვილში გადავიყვანეთო. ლექციებზე რაღას წავიდოდი, მეც მათთან გავვარდი.
პატარას გამოკვლევებს უტარებდნენ. სისხლდენა არ ჩერდებოდა. წაროშობის კერა არ ჩანდა. ექიმების თქმით, მუცლის ღრუ სითხით ჰქონდა სავსე და ქირურგიული ჩარევა იყო აუცილებელი. მამუკა და გვანცა ჰოლში იყვნენ. გაფითრებულები, განერვიულებულები, დანა პირს არ უხსნიდათ. გადაწყდა, პატარას გადაუდებელ ოპერაციას უკეთებდნენ.
წინასწარ გაგვაფრთხილეს: - ბავშვს გადასხმა დაჭირდება და ამ ჯგუფის სისხლი „სისხლის ბანკ“-ში მოიძიეთო.
ბავშვი მამუკას მსგავსად რეზუს-უარყოფითი ჯგუფის მატარებელი იყო. მამუკას მამასაც იგივე ჯგუფის სისხლი ჰქონდა და სისხლის მოძიებამდე ბავშვთან გადასხმაზე ის შევიდა.
- მამუკა შვილო, მამაშენის შემდეგ შენ შედი, სისხლი შეიძლება მეტი აღარც დაგვჭირდეს! - გავიგონეთ, როგორ უთხრა დედამისმა.
ისედაც თეთრი მამუკა უფრო გაფითრდა: - რა თქმა უნდა, შემდეგი მე ვიქნები!
თავი ხელებში ჩარგო სასოწარკვეთილმა.
პატარა საოპერაციოში გადაიყვანეს, ყველანი ჰოლში ველოდით. სავარაუდოდ დიდხანს გაგრძელდებოდა.
ისე ვიყავით სისხლის მოძიებით დაკავებული, რომ მამუკას ყურადღება ვეღარ მივაქციეთ. აზრადაც არ გაგვივლია, თუ ამ ამბავს შეიძლება მდგომარეობიდან გამოეყვანა. მოგვიანებით საავადმყოფოში ვახო მოვიდა და მამუკა მოიკითხა. იმ მხარეს გავიხედე, სადაც მეგულებოდა. აღარსად ჩანდა. ვახო მობილურზე ურეკავდა, მაგრამ აღარ პასუხობდა, შევშინდით. გვანცასთან ვერაფერს ვამბობდით.
- სახლში მივაკითხავ, ეგ სხვაგან არ წავიდოდა. - ჩუმად მითხრა ვახომ და გაიქცა.
როგორც შემდეგ მომიყვა, კარები შიგნიდან იყო ჩაკეტილი. ვახო ხან ზარს რეკავდა, ხან აბრახუნებდა, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ სახანძრო გამოიძახა და ბინაში შევიდნენ.
მამუკა უკვე გარდაცვლილი იყო, ვენები ჰქონდა გადაჭრილი. მაგიდაზე გვანცას სახელზე დატოვებული წერილი ნახეს:
- „მაპატიე ამ ტკივილისთვის. ასე არ შემიძლია. ჩემს პატარას როცა ყველაზე მეტად ვჭირდებოდი, გვერდზე ვერ დავუდექი. ყველაზე ელემენტარული, საკუთარ შვილს სისხლიც ვერ გადავუსხი. არ შემიძლია, ამას ვერ ვუძლებ. ძალა აღარ მაქვს. მიყვარხართ. ორივენი ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი ხართ. მაპატიეთ, გთხოვთ!“.
არ დამავიწყდება გვანცას რეაქცია, როცა ვახომ დარეკა. დაჭრილი ნადირივით ღმუოდა. ხორცებს იგლეჯდა. აღარ ვიცოდი რა მექნა, რომელზე მედარდა, გვანცაზე, გარდაცვლილ მამუკაზე, თუ საოპერაციოში სიციცხლისთვის მებრძოლ პატარაზე.
წვრილმანებს ვერ ავღწერ, ალბათ ძნელი წარმოსადგენი არაა როგორ ჩაივლიდა ყველაფერი. იმ დროს ყველაზე მეტად მაკლდი. ვუმზერდი გასაცოდავებულ გვანცას და სანუგეშოს ვერაფერს ვეუბნებოდი. სიტყვებით მის ტკივილს ვერ ჩააცხრობდი. უბრალოდ ბავშვობას ვიხსენებდით. იმ დღეებს სვანეთში რომ გავატარეთ, თურმე როგორი ბედნიერები ვიყავით. ვისხედით და ორ ხმაში ვტიროდით.

მამუკას გარდაცვალებით ჩვენი ბავშვობაც საბოლოოდ დასრულდა. გვანცას მდგომარეობის სიმძიმე ყველაზე ნათლად სწორედ მაშინ დავინახე. ერთბაშად შეიცვალა მისი ცხოვრება, პატარა ყავდა გასაზრდელი, ვერ ვიტყვი რომ მამუკას ოჯახი რამეს აკლებდა. ცდილობდნენ შვილის გარდაცვალებით დარჩენილი სიცარიელე შვილიშვილით შეევსოთ. მაგრამ გვანცას ჯანმრთელობის მდგომერეობა დღითი-დღე მძიმდებოდა. თითქოს სიცოცხლის ინტერესი დაკარგა. მხოლოდ მამუკაზე საუბრობდა, აღარავინ ადა არაფერი არ აინტერესებდა. ვერც ვამტყუნებდი, ყველაფერი მამუკას აგონებდა. საბოლოოდ საზღვარგარეთ წასვლა გადაწვიტა. ვეცადე, როგორმე გადამეფიქრებნა, მაგრამ ვერაფერს გავხდი. რატომღაც ფიქრობდა, რომ იქ პრობლემებს იოლად გადაჭრიდა და დაკარგულ ბედნიერებასაც იპოვიდა.
- ბავშვი? - ვეკითხებოდი მას.
- ვიდრე დავლაგდები იქნება ბაბუა-ბებასთან. ცოტა რომ წამოიზრდება, წავიყვან.
მხოლოდ ისღა დამრჩენოდა წარმატება მესურვა და დავმშვიდობებოდი.

მეთორმეტე თავი
ვიდრე გვანცას და მამუკას პრობლემებით ვიყავი დაკავებული შევამჩნიე, რომ მამალაძემაც წამოყო თავი. რატომღაც აგრესიული გახდა. ალბათ გეხსომება, მისი მწარე რეპლიკები. ყოელთვის ვფიქრობდი რომ დროთა განმავლობაში მობეზრდებოდა და თავს დამანებებდა. მაგრამ არა. ჩემთან არ იყავი, მამუკა გარდაცვლილი იყო. ერთი ვახო ღა მყავდა და არ მინდოდა მისი საფრთხეში ჩაგდება. შესაბამისად არც არაფერს ვეუბნებოდი. მამალაძე კი არ შოშმინდებოდა. ჩემთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ბინძურ ჭორებს ავრცელებდა: თითქოს საყვარლები ვიყავით. თითქოს ცოლად მოყვანას ვეხვეწებოდი.
თავიდან ეს სისულელე სასაცილოდ არ მყოფნიდა, მაგრამ მალევე შევამჩნიე, რომ ჩემს მიმართ ხალხის დამოკიდებულება შეიცვალა. ამრეზით მიყურებდნენ. როგორც იოლად ხელმისაწვომ ქალს ისე მექცეოდნენ. სხვა გზა აღარ მქონდა. გადავწყვიტე ამ უზრობისთვის წერტილი დამესვა და მამალაძესთან ურთიერთობა გამერკვია.
- ბოლოს და ბოლოს აღარ იტყვი რა გინდა? - სალმის გარეშე, პირდაპირ ვკითხე მას.
- წესით შენ უფრო უნდა გაწყობდეს რასაც შემოგთავაზებ, ცოლად გამომყევი.
გული კინაღამ ამერია. გაოგნებისგან სიცილი ამიტყდა.
- დაფიქრდი, ხალხის თვალში საყვარლები ვართ, თუ ცოლად გამომყვები არაფერს მოგაკლებ, მეყვარები. ყველაფერი გექნება რასაც ინატრებ...
თურმე როგორი პრიმიტიული ადამიანი იყო, ეგონა ყველა და ყველაფერი იყიდებოდა.
- მათხოვარი ხარ. მეზიზღები! - ზიზღით ვეუბნებოდი მას. ირონიულად მიმზერდა.
- ფიქრობ თემო დაბრუნდება? ენდომები კი ჩემი ნათრევი ქალი? თუ კაცია თავმოყვარეობაც ექნება. ხალხის აზრს ვერ გადაახტება. სხვა გზა არ გაქვს, უმჯობესია ჩემს წინადადებაზე დაფიქრდე.
ნერვებისგან ვცახცახებდი, ერთი სული მქონდა რაღაც ჩამერტყა და სამუდამოდ დამემუნჯებინა. არაფერი მითქვამს, ისე ვიყავი გაღიზიანებული არ მინდოდა ქუჩაში აყალ-მაყალი ამეტეხა და კიდევ ერთხელ ქვეყნის დასაცინი გავმხდარიყავი. გულში კი ათას სალანძღავ სიტყვას ვუწოდებდი. უხმოდ მოვბრუნდი და წამოვედი.

სულელმა მამალაძემ ჩემი დუმილი თანხმობად ჩათვალა და იმ საღამოს მშობლებთან ერთად გვესტუმრა, თავისი ჭკუით ნიშნობას აწყობდა ბიჭი. შოკი მქონდა, როცა დავინახე ჩემი მშობლები თავს როგორ ევლებოდნენ. აღარ იცოდნენ სიხარული როგორ გამოეხატათ.
გაღიზიანებული და გულგატეხილი ჩემს ოთახში გამოვიპარე. წამლების უჯრიდან წნევის დამწევი ტაბლეტები ამოვიღე და მუჭში რაც ჩამეტია ერთბაშად გადავყლაპე. როგორც შემდეგ გავიგე, მისაღებიდან ჩემი გამოპარვის შემდეგ ვახო მოვიდა.
- აქ რა მასკარადი გაქვთ? - უხეშად იკითხა მან.
დედამ სიხარულით გაუზიარა, რომ ჩემი და მამალაძის ნიშნობას აღნიშნავდნენ.
- ხომ არ გაგიჟდით? - იღრიალა მან. - სალომე სადაა? - მომიკითხა და პასუხს არც დაელოდა, ჩემ ოთახში შემოვარდა.
ცოცხალი რომ ვარ მას უნდა ვუმადლოდე. გონს რომ მოვედი, ვახო სასთუმალთან მეჯდა. დედ-მამა გარეთ იცდიდნენ.
- ასე როგორ გამიმეტე? - ტკივილით მკითხა მან.
- მამალაძეზე მათხოვებდნენ. - ძლივს მოვაბრუნე ენა.
- სულელო, ეგ მათხოვარი ამად გიღირს? - წვეთოვანს შეხედა - თემოს რა პასუხს აძლევდი?
- თემოს? როცა დაბრუნდება ჩემს ნახვას აღარ მოინდომებს.
- ვერ გავიგე? - დაიძაბა ის.
სწორედ მაშინ დავუშვი საბედისწერო შეცდომა. ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი. არ მეგონა, არც კი მიფიქრია, ასე თუ გადაირეოდა. უბრალოდ ჩემი ტკივილის გაზიარება მსურდა. მინდოდა გული გადამეშალა და სამწუხაროდ შედეგებზე არ ვიფიქრე.
ვახომ უსიტყვოდ მომისმინა, ხმა არ ამოუღია, სიტყვა არ დაუძრავს ისე გავიდა პალატიდან. ამის შემდეგ შენც გეცოდინება რაც მოხდა. მამალაძე მკვდარი იყო და ამჯერად დამნაშავე მართლაც მე ვიყავი. ჩემი გრძელი ენით ვახოს ცხოვრება დავუნგრიე. რუსეთში გაიქცა. პერიოდულად, მიკავშირდება ხოლმე, თუმცა იშვიათად.
ოჯახმაც არ მაპატია ჩემი ენაგრძელობა. ყველაფერში მე დამადანაშაულეს და მათი ცხოვრებიდანაც სამუდამოდ წამშალეს. გაპროტესტებას აზრი არ ჰქონდა. მათზე მეც არანაკლებ ნაწყენი ვიყავი. გულის სიღრმეში იმედი მქონდა ოჯახი მხარში ამომიდგებოდა. მათ კი ისე მომიცილეს თითქოს ზედმეტი ლაქა ვიყავი და მათ ბრწყინვალე შარავანდედს ჩრდილს ვაყენებდი.
უკვე დამამთავრებელ კურსზე ვიყავი, „ARTIS”-ში ვმუშაობდი, საკმაოდ კარგი ანაზღაურება მქონდა. თავის გატანა არ გამიჭირდებოდა. მათ თუ არ ვჭირდებოდი, აღარც მე მსურდა მათი ნახვა. ერთად - ერთი წარსულთან დამაკავშირებელი ძაფი შენ და ვახო იყავით. შენ თბილისში არ იყავი და რომც ყოფილიყავი, თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ დანარჩენებივით ზურგს მაქცევდი. ამის გააზრება მტკივნეული იყო, ამიტომ მოვინდომე შენთან ურთიერთობის დასრულებაზე ჩემითვე მეზრუნა. ასეც მოვიქეცი.

სალომეს სიტყვებმა გული მომიკლა. არ მეგონა ასე სულმდაბალი თუ ვეგონე.
- გადაწყვეტილებებს მიღებისას, ჩემთვისაც რომ გეკითხა არ გიფიქრია?
- ყველასთვის ზედმეტი გამოვდექი. საბოლოოდ შენშიც კი ეჭვი შემეპარა. ამდენ წლიანი განშორების შემდეგ მოინდომებდი კი ჩემს ნახვას? ხომ შეიძლებოდა აღარ გყვარებოდი? არ მინდოდა ამდენი სიბინძურე შენც შეგხებოდა. შენი მოწამვლა ამ შხამით არ შემეძლო. ვიფიქრე, ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი, გაქრობა იქნებოდა. ერთი პირი გვანცასთან წასვლაც მინდოდა, მაგრამ... ალბათ გულის სიღრმეში ბოლომდე ვერ შეგელიე. შენთან შეხვედრაზე ვოცნებობდი. მინდოდა მოგეძებნე, ამის პატარა შანსი, თუ მოინდომებდი თბილისში უფრო მეგულებოდა. მიუხედავად ყველაფრისა თუ მომძებნიდი, ესე იგი ისევ გიყვარდი.
- მაპატიე, მაპატიე, რომ როცა გჭირდებოდი შენთან არ ვიყავი, მაპატიე! - გული მტკიოდა მის მონათხრობს რომ ვისმენდი. ამხელა ტკივილისთვის არ მემეტებოდა.
- მადლობ, რომ გიყვარვარ და ჩემთან ხარ!. - ალერსიანად მითხრა მან. ჟრუანტელმა დამიარა. მისი ტუჩები მოვძებნე და ძლიერად, ვნებით ვაკოცე.

მეცამეტე თავი
არის საქმე. რომელსაც მხოლოდ მოვალეობის გამო ასრულებ, და არის როცა გულით გიყვარს და მტელი შენი არსებით იცლები. საბედნიეროდ ჩვენ სწორედ მეორე კატეგორიას ვეკუთვნოდით. დილით ერთად მივდიოდით, საღამოს გვიან ვბრუნდებოდით. ჩვენი ცხოვრება დატვირთული იყო მძაფრი შეგრძნებებით. სიყვარულითა და ერთმანეთის მიმართ ძლიერი ლტოლვით. ერთმენეთისთვის საუკეთესო საყვარლებიც ვიყავით და ერთგული მეგობრებიც.
ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე ვიქორწინეთ, მეჯვარეებად იქვე, სამოქალაქო რეესტრში სახელდახელოდ მოძებნილი ჩვენთვის უცნობი ადამიანები გვყავდა, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ მაინც ბედნიერები ვიყავით.
სალომეს ოჯახს დიდად არ აღელვებდა შვილის ცხოვრება. ჩვენი დაოჯახების შესახებაც ჩემი დაჟინებული მოთხოვნით ტელეფონის ზარით შევატყობინეთ:
- ვიქორწინეთ! - მოკლედ უთხრა სალომემ.
- ჰო?!- მშრალად იკითხეს ხაზის მეორე ბოლოდან. ეს იყო და ეს. ცოტა არ იყოს მეწყინა, მაგრამ სალომეს ცრემლებით სავსე თვალები, რომ დავინახე დავმუნჯდი. ვხედავდი, როგორ ტკიოდა და იტანჯებოდა ასეთი უხეშობით და გული მწყდებოდა, ვერაფრით რომ ვერ ვეხმარებოდი.
სამაგიეროდ ჩვენი დაოჯახებით გულით ვახომ გაიხარა: - როგორ მინდა თქვენტან ვიყო, გილოცავთ! ჯიგრები ხართ! როგორც იქნა... - ვიდეო - კამერაში გვიღიმოდა ის.
- მომენატრე! - ცრემლ მორეული ხმით ეუბნებოდა სალომე.
- მერე რა გიშლით ხელს? მე თუ ვერ ჩამოვდივარ, თქვენ მესტუმრეთ! - მხიარულად გვეპატიჟეოდა ის - შოჩაშიც გადავიდეთ. მე და შენ ერთს კარგად მოვილხენთ! - თვალი ჩამიკრა მან.
- ცუდი ბიჭი ხარ! სიძეს მაგას როგორ ეუბნები? - მსუბუქად საყვედურობს სალომე.
სამივენი ვიცინოდით. მიყვარდა ვახოსთან საუბრები. მიუხედავად იმისა, რომ შორს იყო, თითქოს იქვე მყავდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ისევ ბავშვები ვიყავით და რომ მოგვენდომებინა მთებს გადავდგავდით. მამუკას ხშირად ვიხსენებდით. ის ჩვენი ტკივილი იყო. მოუშუშებელი, მუდმივად ღია იარა.
რამოდენიმე თვეში სპეც-დავალებებიც დამეწყო. სალომეს რა თქმა უნდა ვეუბნებოდი, რომ მივლინებაში მიშვებდნენ. როგორც ყოველთვის ტელეფონი არ მქონდა. თავიდან ჩემს ასეთ გაურკვეველ რეჟიმს ხმამაღლა აპროტესტებდა:
- იქნებ რა მჭირს, ხომ უნდა გაგაგებინოო.
თუმცა შემდეგ შეეგუა. ყოველ შემთხვევაში ამ თემაზე აღარ საუბრობდა. „მივლინებებსაც“ ჰქონდა თავისი ხიბლი. ერთმანეთი უფრო გვენატრებოდა. განშორებას ვნებით სავსე შეხვედრები მოყვებოდა. მთლიანობაში ბედს არ ვუჩიოდით. ასე დავძვრებოდი მივლინებებით ხან ჩეჩნეთში, ხან აფხაზეთში, ხან წყალქვეშ ვყვინთავდი, ხან მთებზე მივცოცავდი. სამაჩაბლოში შინაურად მთვლიდნენ. ალბათ, კავკასიაში ცხელი წერტილი არ იყო დარჩენილი, სადაც ნამყოფი არ ვიყავი. ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად მყარი საძმო გვქონდა შექმნილი, ჩვენი სამეული საუკეთესო გამოშვებად ითვლებოდა. არადა ვინ ვიყავით?! ავარა - ქართველი, ყოფილი ნარკომანი - აზერბაიჯანელი რაფიკა და ჩეჩენი - დიმკა. იმდენად უსიტყვიდ გვესმოდა ერთმანეთის, რომ საკუთარ სიცოცხლესაც კი დაუფიქრებლად ვანდობდი.
ცხოვრებამ მიჩვენა, რომ ამ ნდობასა და სიყვარულს იმსახურებდნენ. რა თქმა უნდა, სალომეს მათი არსებობის შესახებ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. თბილისში დაბრუნებისთანავე საძმო იშლებოდა და ჩვეულ ცხოვრების წესს ვუბრუნდებოდით.
იშვიათად აქვს ადამიანს სრული იდილიისა და ბედნიერების შეგრძნება. ჩემს ცხოვრებაში ასეთი დღეები ჭარბად ნამდვილად არ იყო. რატომღაც გვიჭირს საკუთარ ცხოვრებაში დადებითის დანახვა.
როგორც წესი საკუთარი მიღწევები არ გვაკმაყოფილებს, უფრო მეტი და მეტი გვინდა. მეც და სალომეც ამბიციურები ვიყავით. მიზანი რაც უფრო ძნელად მისაღწევი იყო, უფრო მეტი აზარტით ვიბრძოდით. არ იფიქროთ თითქოს ფრონტი გვქონდა, ასე ნამდვილად არ იყო. უბრალოდ ორივეს ჩვენი საქმე გვქონდა. საღამოს დაღლილები კი ერთმენეთთან ვბრუნდებოდით. მეხალისებოდა შინ მისვლა, იქ ხომ სალომე მელოდა. ჩემთვის ულევი ენერგიის წყარო იყო, ჩემი სიცოცხლის ელექ.
იმ წელს თბილისში ცივი ზამთარი იდგა. სუსხიანი და უჩვეულოდ ქარიანი. არ მიყვარდა წელიწადის ეს დრო. ღრუბლიანი და ნისლიანი ამინდი გამწყობასაც შესაბამისს მიქმნიდა. მეც ისეთივე „უჟმური“ ვხდები. როცა მცივა თითქოს ვშეშდები. ყველაფერი მეზარება და მელანქოლია მიპყრობს.
შობა-ახალი წელი ახლოვდებოდა. ქალაქი თითქოს გამოცოცხლდა. სადღესასწაულო სამზადისმა ჩაითრია დიდიან-პატარიანად ყველა. აჭრელდა და განათდა თბილისი. სალომეც აქტიურად არჩევდა საახალწლო მოსართავებს და ნაძვის ხეებს. სახლის კუთხე - კუნჭულები საგულდაგულოდ მორთო. თითქოს საშობაო ზღაპარში ვიყავით.
- ეს ჩვენი პატარა ოჯახისთვის პირველი ახალი წელია! - მრავალ მნიშვნელოვნად აღნიშნავდა კმაყოფილი სალომე.
სასიამოვნო იყო მისი ფუსფუსის ყურება.

ახალი წლის ღამისთვის გრანდიოზული გეგმები არ გვქონდა. როგორც სალომემ ამიხსნა: - ტრადიციულად კომპანიის თანამშრომლები 31-ში ღამით კორპორატიულ შეკრებას აწყობდნენ.
არ მიყვარდა ხალხ-მრავლობაში ყოფნა, მაგრამ უარი ვერ ვუთხარი და დავეთანხმე, საღამოს მასთან ერთად წასვლაზე. ახალ წელს იქ შევხვდებოდით და შემდეგ ჩემს მშობლებთან წავიდოდით.

მეთოთხმეტე თავი
როგორც წესი სამხედრო ფორმას ვატარებდი, ამჯერად სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილს, საკუთარი თავი მეხამუშებოდა. თითქოს სხვისი სამოსი მეცვა. თავს უხერხულად ვგრძნობდი.
სამაგიეროდ სალომე იყო მშვენიერი. ელექტრიკ, მუქ ლურჯ კაბაში გამოწყობილი, თმები კლასიკურად აწეული, თეთრი ბროლივით ჩამოქნილი კისერი, წითელი ტუჩები და ულამაზესი თვალები. ფიფქია წაგიკითხავთ? ალბათ ასეთი ქალის აღწერა სურდა ავტორს.თეთრი კანითა და შავი თმით.
გვერდი-გვერდ ვდგევართ და სარკეში საკუთარ გამოსახულებებს ვაკვირდებით, თუმცა მე მხოლოდ მას ვხედავ. ბრჭყინავს, ანათებს. მის თვალებშიც იგივე ემოციებს ვხედავ. თითქოს სარკიდან მეფერება და ორმაგად ბედნიერი ვარ. რით დავიმსახურე მისი სიყვარული? თითქოს ფრთები შემასხეს. ბედნიერებისგან ვბრწყინავთ. საკუთარი გრძნობების გამოხატვა მიჭირს, მგონია შესაფერის სიტყვებს თავს ვერ მოვუყრი, სალომეს გამოსახულება კი ნსარკეშივე მეუბნება:
- მიყვარხარ! - თითქმის ჩურჩულებს. სიტყვები არც მესმის, ტუჩების მოძრაობით ვარჩევ.
სწორედ ეს სიტყვაა, ამ სიტუაციას რომ შეეფერება. ერთად-ერთი და უმარტივესი.

წვეულება დიღმის ტრასაზე, ერთ-ერთ რესტორანში იმართება. დარბაზი სადღესასწაულოდ იყო მორთული. ზედმერი პომპეზურობის გარეშე საღამო კომპანიის პრეზიდენტმა გახსნა. მთელი წლის ნამუშევარს მცირედი კოლაჟი გაუკეთა და ისურვა: - ახალი წელი უფრო მეტი წარმატების მომტანი ყოფილიყო, როგორც კომპანიისთვის, ასევე მისი თანამშრომელისთვის.
მოლოცვის შემდეგ მცირედი საჩუქრებიც გადასცა მოწვეულ სტუმრებს. ალბათ, თქმაც არ უნდა რომ საჩუქრებით ყველა კმაყოფილი და ბედნიერი იყო. საღამო ოფიციალურად გახსნილად ითვლებოდა. ხალხი, მათ შორის რათქმაუნდა ჩვენც, ვმხიარულობდით, ვცეკვავდით, ვქეიფობდით. იმდენად სასიამოვნო სიტუაცია იყო, რომ მოსალოდნელზე დიდხანს გავჩერდით.
თანდათან ალკოჰოლმაც იმოქმედა დამსწრე საზოგადოებაზე, როგორც ყოველთვის მთვრალი ადამიანები მეტად ემოციურები და მგრძნობიარენი ხდებიან. არ ვსვავდი და ნასვამი ადამიანების ცოტა არ იყოს ზედმეტი სიყვარული და „ბღლაზუნი“ დიდად არც მსიამოვნებდა, თუმცა ვცდილობდი საკუთარი ემოციები არ გამომეხატა.
- დავიღალე, - ჩუმად მიჩურჩულა სალომემ - ხომ არ წავიდეთ?
სწრაფად დავეთანხმე, გვედდით მჯდომ ბიჭებს დავემშვიდობე და წამოვდექი.
- უკვე გადიხართ? - სადღაც, სუფრის ბოლოდან ჩემთვის უცნობი ყმაწვილი წამოდგა, რომელიც მისი ჭიჭყინა ხასიათის გამო რამდენიმეჯერ ისედაც მომხვდა თვალში.
მისი ყურადღება არ მესიამოვნა: - სალომე, დავიჯერო ისე წახვალ, რომ არ მეცეკვები? - ეკითხებოდა ის ქალს, თუმცა მე მიმზერდა, ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ მიწვევდა.
- საზიზღარი სიმთვრალე აქვს! - ჩაილაპარაკა სალომემ.
დაძაბულმა ხალკავი გამომდო. თავი ისე დავიჭირე, თითქოს არ მესმოდა უცნობის საუბარი, ან ვერ მივხვდი, ჩვენ თუ მოგვმართავდა. ღიმილით დავუქნიე ყველას დამშვდობების ნიშნად თავი და გასასვლელისკენ წამოვედით.
- ჩემი ხმა არ გესმით?! სალომე! - არ გვეშვებოდა ბიჭი. უკან ბრახუნის ხმაც გავიგონე. ჩვენი მიმართულებით ცდილობდა წამოსვლას და სკამს გამოედო.
- ხომ ხედავ უკვე მიდიან. დაშოშმინდი! - ვიღაც მის შეჩერებას ცდილობდა, ალბათ ვერ შეძლო. რადგან რამოდენიმე წამში წამოგვეწია და სალომე უხეშად შეაჩერა.
- უნდა ვიცეკვოთ! - ტონი უხეში და აგრესიული ჰქონდა.
სიბრაზემ ტვინში ამასხა. თავხედობდა, აშკარად მიწვევდა. არ მინდიდა ამ საღამოს ჩაშხამება. შენობაში რომ არ ვყოფილიყავით, აქამდე ათასჯერ მაინც გავუსწორდებოდი. დარბაზში დებოშის ატეხვა კარგი არ იქნებოდა. თან ნასვამი ადამინის ცემაც არ მეამაყებოდა. თითქოს ყურში ჩამესმოდა მეთაურის სიტყვები:
- „ემოციის კონტროლი ისწავლე. საკუთარი ძალა მოთოკე“.
ალბათ, სულ რამდენიმე წამი დამჭირდა ამ ყველაფრის გასაანალიზებლად, და შეძლებისდაგვარად წყნარად, უემოციოდ კბილებში გამოვცარი:
- უკაცრავად, გვეჩქარება, გველოდებიან.
- შენ არ გელაპარაკები! - უხეშად შემაწყვეტინა მან. - სალომე! - კვლავ მკლავზე ექაჩებოდა ქალს.
- საცეკვაოდ არ მცალია. გვეჩქარება. - ხელოვნური ღიმილით უპასუხა და მოხერხებულად გაინთავისუფლა ხელი.
- მე კი არ მინდა შენი წასვლა, შენს კავალერს უფლებას ვაძლევ დაგტოვოს! - ირონიულად ეუბნებოდა ის.
ემოციების მოთოკვა უკვე მიჭირდა: - დაასრულე ეს მასკარადი?! - კბილებში მუქარით გამოვცარი. - რადგან ვთქვით მივდივართო, ესე იგი მივდივართ.
- წადი შენი... - უწმაწურად მაგინებდა და უმისამართოდ იქნევდა ხელებს.
ზუსტად გააზრებაც ვერ მოვასწარი, მექანიკურად სალომეს ხელებისგან თავი გავინთავისუფლე და მომხდურს მსუბუქად ვუბიძგე, უფრო სწორად შემოვარტყი. ნასვამმა წონასწორობა დაკარგა და იატაკზე გაიშხლართა. სტუმრები სუფრიდან წამოიშალნენ. ვიღაცამ წამოიკივლა, ვიღაცამ კმაყოფილმა გაიცინა. რადგან ბუნტიორი განეიტრალებულად ჩავთვალე, შემოვბრუნდი და სალომესთან ერთად გასასვლელისკენ გავაგრძელე გზა. მესმოდა როგორ წამოდგა დავარდნილი, მისი მუქარანარევი ღრენაც არ გამომპარვია:
- რას შვრები, გაგიჟდი?! - ისევ გავოგპნე ვიღაცის წამოკივლების ხმა.
ინსტიქტურად უკან მივბრუნდი. მომხდურს ხელში დანა ეჭირა და ჩვენი მიმართულებით მორბოდა. ოდნავ გვერდზე გავიწიე და მოქნეული ხელი ავიცილე. რადგან მე ვერ მომწვდა, ამჯერად სალომესკენ გაიწია დასარტყმელად. რამდენიმე ადამიანი მის გაჩერებას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.
ქალისკენ მიმართულმა აგრესიამ მდგომარეობიდან გამომიყვანა. ზუსტად ვერც გავიაზრე რა მომენტში დავკარგე თავზე კონტროლი. გონზე მაშინ მოვედი, როცა დავინახე, რომ ბიჭი საკუთარ დანაზევე წამოგებული ძირს ეგდო და სისხლში ცურავდა.

არეულ ხალხში მხოლოდ გაფითრებულ სალომეს სახეს ვარჩევდი, თვალები შიშისგან გაფართოებოდა და დაზაფრული მომჩერებოდა. ვიღაცამ პოლიცია გამოიძახა. ვიღაცამ - სასწრაფო. გაქცევაზე არც კი მიფიქრია, იქვე ვიჯექი და მშვიდად ვიცდიდი. რაც მთავარია, სალომე კარგად იყო, ცოცხალი და უვნებელი. დანარჩენს ეშველებოდა. ბოლოსდაბოლოს მე ხომ საკუთარ თავსა და მეუღლეს ვიცავდი?!. ეს იყო ის აზრები რაც მაშინ თავში მომდიოდა.
სალომე უხმოდ, ჩუმად ტიროდა. მის მზერაში კი ჩემთვის გაურკვეველ შიშსა და სასოწარკვეთილებას ვხედავდი.



მეთხუთმეტე თავი
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სასწრაფო მანქანა თითქმის ერთდროულად მოვიდნენ. თუმცა სასწრაფო დახმარება აღარ გვჭირდებოდა. თავდამსხმელი გარდაიცვალა. ამ წუთებში როლები უკვე გაცვლილი გვქონდა, ის დაზარებული გახლდათ, მე კი - მოძალადე, მკვლელი.
- მაპატიე, არ უნდა წამომეყვანე, საფრთხესი ჩაგაგდე! - უკვე მერადმდენედ იმეორებდა სალომე.
- ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება! - მხოლოდ ესღა მოვასწარი მეთქვა. ვიდრე ბორკილებს დამადებდნენ და წამიყვანდნენ.

ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა, რომ ჩემი ისტორია ქართული სცენარით განვითარდა. მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტს ბევრი შეესწრო, რატომღაც მოწმე ვერ ვიპოვეთ, რომელიც ჩემს სასარგებლოდ ჩვენებას მისცემდა. ამის ზირითადი მიზეზი ის იყო, რომ გარდაცვლილი კომპანიის მფლობელის ვაჟი გამოდგა. ალბათ მისი თავხედობა და ავარა მოქმედებებიც აქედან გამომდინარეობდა. მამის ქონებისა და ფულის წყალობით სავარაუდოდ ცა ქუდად არ მიაჩნდა და მიწა - ქალამნად.
ჩემს დახმარებას ძალოვანი სფეროს წარმომადგენელი მეგობრები ცდილობდნენ, თუმცა სამწუხაროდ მათზედ ძლიერნიც არსებობდნენ. მათმა კავშირებმა მეტად გადაწონა. მოწმეები, სამუშაო ადგილების დაკარგავის შიშით, ერთმანეთის მიყოლებით ამტკიცებდნენ, რომ ჩვენი დაპირისპირება ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. რატომღაც არავინ ამბობდა, რომ დანა პირველად მან გამოიყენა, რომ მომხდური თვითონვე წამოეგო საკუთარ იარაღს.
დაზარალებულის ოჯახი ჩემს დასჯას მოითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის დროს გარდაცვლილის მამაც იქ იმყოფებოდა, სიმართლეს არ ამბობდა. ჯიუტად იმეორებდა, რომ მისი შვილი უმოწყალოდ, ცხოველივით სასიკვდილოდ გავიმეტე. მხოლოდ სალომეს ჩემს სასარგებლოდ მიცემული ჩვენება ვერაფერში დამეხმარა. ის ჩემი მეუღლე იყო.
- თავისთავად ცხადია ჩვენებას ქმრის სასარგებლოდ მისცემს! - თავხედურად იმეორებდა მბრალმდებელი მხარე.

მძიმე დღეები გავიარეთ. თითქოს მთელი სამყარო დაგვიპირისპირდა. სალომე არ ნებდებოდა. ხვდებოდა კომპანიის თანამშრომლებს და სიმართლის თქმას სთხოვდა. თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ ბრალი დასდეს, კომპანიაში არეულობის შეტანა გსურსო და სამსახურიდან გაშვებით დაემუქრნენ. ალბათ ძნელი წარმოსადგენი არაა, როგორი რეაქცია ექნებოდა. განცხადება დატოვა და სამსახურიდან წამოვიდა.
თითქოს საკუთარი პრობლემები არ გვყოფნიდა, ჩემი ოჯახი ახალ მბრალმდებლად მოგვევლინა, ამჯერად სალომეს ადანაშაულებდნენ ასეთი მდგომარეობის გამო. თითქოს მომხდარის მიზეზი, მისი დაუფიქრებელობა იყო.
- უკვე მეორე ადამიანი შეიწირე! - სასამართლოს დარბაზში ბოლო ხმაზე უკიოდა დედაჩემი. - რას გვერჩოდი? რა გინდოდა?!
სალომე ხმას არ იღებდა. უსიტყვოდ ითმენდა დედაჩემის აგრესიას.
ასე დავრჩით მხოლოდ ორნი ერთმენეთის იმედად, ყველასგან მოძულებული და მიტოვებული.

საკანში დრო ნელა გადიოდა. ეს იყო ადგილი, სადაც შემეძლო ბევრი მეფიქრა, ამეწონ-დამეწონა შექმნილი სიტუაცია. კიდევ ერთხელ გადამევლო თვალი საკუთარი ცხოვრებისთვის. რაც უფრო მეტს ვფიქრობდი მომხდარზე, უფრო ვაცნობიერებდი, რომ საკუთარ ნამოქმედარს არ ვნანობდი. დროის უკან დაბრუნება, რომ შემძლებოდა ალბათ იმ დღეს კორპორატიულზე არ წავიდოდი. ან იქნებ უკეთესიც იყო იქ რომ აღმოვჩნდი? რას იზავდა სალომე მარტო, ეცეკვებოდა მოძალადეს? თუ მხოლოდ ცეკვით არ დაკმაყოფილდებოდა, მაშინ?... ამიტომაც ვფიქრობდი, რო ჩემი იქ ყოფნა ღმერთის წყალობა იყო. საკუთარი უდანაშაულობის მჯეროდა და ამას ყოველდღე ჯიუტად ვუმეორებდი საკანში მეზობლებს, რომლებიც მოთმინებითა და მრავალ მნიშვნელოვანი ღიმილით მისმენდნენ.
ჩემთან კამერაში ძირითადად ყოფილი პოლიციელები იჯდნენ, მექრთამეობაზე ან სხვა ფინანსური დანაშაულზე ნასამართლევები. ზოგიერთისთვის იქ ყოფნა ხსნაც იყო, რადგან გარეთ ბევრად მეტი მტერი ყავდათ ვიდრე ციხეში.

ჩემი „ჯადოსნური“ ტელეფონის ნომრის გამოყენება არ დამჭირდა. მეთაურმა ციხეში მომინახულა. გაბრაზებული და ნაწილობრივ იმედგაცრუებული მომეჩვება.
- არ მეგონა ასეთ სულელურ მდგომარეობაში თუ გნახავდი. ამისთვის ვიწვალეთ დავიშრომეთ ამდენი? ხომ გთხოვე, საკუთარი ძალის კონტროლი ისწავლე თქო?
- მართლა ასე ფიქრობთ, თუ მე მამოწმებთ?! - გავბრაზდი მისი საყვედურის მოსმენისას - ჩემს ადგილზე რომ ყოფილიყავით საკუთარ ცოლს არ დაიცავდით?
არაფერი მიპასუხა. თვალი თვალში გამიყარა. ჯიუტად ვუმზერდი. მინდოდა მიმხვდარიყო რა მდგომარეობაშიც აღმოვჩნდი.
- მისი სიკვდილი აუცილებელი იყო? გეცემა, რამე მოგეტეხა, რატომ მოკალი? - კბილებში გამოსცრა მან.
- არ მომიკლავს. სხვამ რაც უნდა ის იფიქროს. თქვენ მაინც უნდა დამიჯეროთ. საკუთარ დანას წამოეგო.
- თვითონ მოიკლა თავი? - ირონიულად მეკითხებოდა ის.
- არა! - მწარედ მეღიმება, მეწყინა ჩემს ნათქვამში ეჭვი რომ შეეპარა - ცუდად დავარდა. - ყრუდ ჩავილაპარაკე და ნაწყენი გავჩუმდი. აღარაფერი მითქვამს. მეთაური ჩუმად მიმზერდა და მაკვირდებოდა.
- რაც არის, არის. იმისთვის არ გზრდიდით, რომ ამ ნესტიან საკანში ამოლპე. ძალიან ძვირი დაუჯდა სახელმწიფოს შენი აღზრდა. დასაკარგი კადრები არ გვყავს. აქ დიდხანს ვერ გაჩერდები. რაღაცას მოვიფიქრებ, მაგრამ ცოტა ხნით უნდა იჯდე. საქმეს ასე ჭირდება. დანარჩენს შემდეგ გეტყვი. არაა გამორიცხული საერთო კამერაშიც გადაგიყვანონ.
- საერთოში? მე ხომ თანამშრომელი ვარ? - გამიკვირდა მე.
- არა მგონა თავის გატანა გაგიჭირდეს. - თვალი ჩამიკრა მან.

მეთექვსმეტე თავი
უცნაურია ცხოვრება. რაღაცას გეგმავ, რაღაცა გსურს. ამ დროს კი ერთი შეთხვევა მთელ მოლვალ გეგმებს გირევს. თავდაყირა აყენებს. მინდოდა ჩემი ქვეყნის სამსახურში გმირი თუ არა ერთი პატიოსანი ადამიანი ვყოფილიყავი. და ჩემი უსუსური არსებობით რამე სასარგებლო მომეტანა, შედეგად კი რა მივიღე? ვარ მკვლელი, განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევი, საერთო კამერაში მჯდომი პატიმარი.
ვუსმენ ვიღაცის ბლატაობა. მათი ნათქვამიდან ნახევარზე მეტი ზღაპარი მგონია. თუმცა არ ვიმჩნევ. ეს მე არ მეხება.
საერთო კამერაში შემოსახლების პირველივე დღეებში თანამოსაკნეებს ჰქონდათ მცდელობა ჩემთვის საკუთარი უპირატესობები ეჩვენებინათ. თუმცა მალევე დარწმუნდნენ, რომ საკმაოდ ცუდი და მცდარი განზრახვა იყო. ამის შეგნებაში სულ „ოდნავ“ მეც „დავეხმარე“. მკურნალობა ხომ ყოველთვის სასიამოვნო არ არის? ჩემი „დახმარების“ შემდეგ ზოგიერთს სამედიცინო ჩარევაც დაჭირდა, ეს იყო და ეს. ამის შემდეგ აღარ გაუჭირდათ გაგება, რომ მათივე უსაფრთხოებისთვის უმჯობესი იქნებოდა, თუ თავს ჩემგან შორს დაიჭერდნენ.
ამ ეტაპზე ვარ ჩემთვის. ზედმეტად არავის ვეკონტაქტები, არც ქურდებს და არც შნირებს. ციხეში ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება და თითქმის ყველა მერიდება. ძირითადად ან ვკითხულობ, ან მივჩერებივარ საკნის აბლაბუდებით სავსე ჭერს და სალომეზე ვფიქრობ, რომელმაც სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად დაიწყო მუშაობა. ეს დიდად არ მხიბლავს. თუმცა ჩუმად ვარ. სხვა რა გზა მაქვს?
ზოგჯერ მესმის როგორ ქილიკობენ პატიმრები ქალებზე, ძირითადად სხვის მანდილოსნებზე, ადვოკატ ქალებზე. ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო. ხომ არ შეიძლება ყველაფერზე და ყველასთან ვიჩხუბო? თუ ქალი მახინჯი არაა, ესეიგი ლამაზია. მახსენდება „თეთრი ბაირაღები“ და ყველასთვის საყვარელი ნუნუ ექიმი. არ მინდა ასეთი ქილიკით სალომეც მოიხსენიონ. ამიტომ ვუკრძალავ ჩემთან პაემნებზე მოსვლას. ალბათ, უსუსურობად გეჩვენებათ ეს გადაწყვეტილება. ის ხომ ადვოკატი იყო. დაკითხვებზე სრულიად უცნობ პატიმრებთან შედიოდა. მაგრამ ვერაფრით მოვითმენდი, ვინმეს იგივე სიტყვებით ჩემი თანდასწრებით რომ მოეხსენიებინა.

ციხე ერთი დიდი სკაა. გარედან თითქოს დახურული, მაგრამ ინფორმაციას ყველაზე კარგად სწორედ აქ იგებ. შეიძლება ითქვას ახალი ამბების ეპიცენტში ხარ.მართალია სალომეს აღარ ვნახულობ, მაგრამ მისი ცხოვრევის შესახებ ყველაფერი ვიცი. უნდა ვაღიარო ხშირად აქებენ და ეს ძალიან მომწონს. პატიმრებში გავრცემდა ხმა, რომ მებრძოლი და სამართლიანი ადამიანი იყო.
- გაჭირვებულს ყოველთვის ეხმარებაო! - ამბობდნენ ისინი.
აფიშირებას, რომ ჩემს მეუღლეზე საუბრობდნენ ვერიდებოდი. თუმცა სულგანაბული ვისმენდი თითოეულ სიტყვას. პატიმრები პატივს სცემდნენ, მას მოწიწებით მოიხსენიებენ. ეგ კი არა, როცა იგენებ რომელიმე მათგანის ადვოკატია, საქმის მოგებას წინასწარ ულოცავენ. გულის სიღრმეში ბედნიერი ვიყავი.

ციხეში ხმა გავრცელდა, რომ მეზობელი ქვეყნიდან გამოქცეული რამდენიმე ტერორისტი საქართველოს, კერძოდ კოდორის ხეობას აგარებდნენ თავს. როგორხ რამდენიმე დღეში დადგინდა, ჯგუფი ასე ათი-თხუთმეტი წევრისგან შედგებოდა, რომელთაგანაც სამი მამაკაცი, სამი ქალი და რამდენიმე არასრულწლოვანი ბავშვი გახლდათ.
მეზობელი ქვეყანა მათ დაკავებასა და გადაცემას მოითხოვდა. თავისთავად ცხადია, რომ მეზობელთან ურთიერთობის გაფუჭება ჩვენი ხელისუფლებისთვის არც თუ სახარბიელო იქნებოდა. შესაბამისად გადაწყდა, ლტოლვილები, რომელთაც საზოგადოება ტერორისტებად მიხსენიებდა, დაეკავებინათ და მათი ექსტრადიცია მოეხდინათ. ბრმა უნდა ყოფილიყავი, რომ ვერ მიმხვდარიყავი, დაკავებულები აშკარად მშვიდობიანი ხალხი იყო და ტერორისტებთან არაფერი აკავშირებდათ.
ეს ამბავი გავიგე თუ არა გულმა რეჩხი მიყო. არც შევცდი, მათი ადვოკატობის ტვირთი სალომემ იკისრა. ამის გაგება არ მესიამოვნა. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ამ უდანაშაულო ხალხს მაინც გაწირავდნენ და მეზობელ ქვეყანას გადასცემდნენ.
სწორედ ამ ვითარებაში მოვიდა მეორედ სტუმრად მეთაური. მისი ვიზიტი ცუდად მენიშნა. რატომღაც დაძაბული მიმზერდა.
- საკმაოდ მძიმე ვითარებაა! - დაარღვია მან დუმილი. ტერორისტების საქმეზე გეცოდინება.
- ტერორისტების თუ ლტოლვილების? - ირონიულად ვეკითხები.
ჩემი ირონია არ შეიმჩნია: - ისიც გეცოდინება მათი ადვოკატი ვინცაა. - მეთაური აშკარად სიტყვებს არცევდა, ცდილობდა თითოელი სიტყვა მოეზომა: - უცნაურია, როგორ ახერხებს ეგ გოგო მუდმივად უსიამოვნებების ეპიცენტრში ყოფნას?
მისმა კითხვამ დამაბნია: - რის თქმას ცდილობთ?
-შენი მეუღლე კლიენტებს კბილებით იცავს, მანსაკუთრებით ქალებსა და ბავშვებს. უკან არაფერზე იხევს. საკმაოდ სახიფათო წესებით იბრძვის. ლამის მთავრობის წარმომადგენლების წინააღმდეგ გამოდის. როგორც გავიგეთ, ევრო სასამართლოს უნდა მიმართოს!
- წარმოდგენა არ მაქვს რაზე მელაპარაკებით, - ცივად ვუჭრი მე- ჩემი მეუღლე წელიწად ნახევარზე მეტია არ მინახავს. არც ის ვიცი რას საქმიანობს.
- ვიცი, რომ აღარ ეკონტაქტები, მაგრამ... - მივხვდი ყოყმანობდა, რაღაცას ბოლომდე არ ამბობდა. ეს ცუდად მენიშნა.
- რამეს მიმალავთ? - შიშისგან ხმა ჩამიწყდა, გულმა რეჩხი მიყო.
- უნდა დაარწმუნო შენი მეუღლე უარი თქვას ამ საქმეზე!
- და, თუ არ დამიჯერებს?
- შენს ადგილზე რომ ვიყო, თუ მისთვის კარგი მენდომებოდა, მისივე უსაფრთხოების მიზნით, ნებისმიერ ფასად დავითანხმებდი!
ტონი ცივი ჰქონდა. მეტის თქმა აღარ იყო საჭირო. დანარჩენს ჩემითაც მივხვდი. თუ სალომე არ შეჩერდებოდა იმ საცოდავ ხალხთან ერთად მასაც გაწირავდნენ. ნერვებისგან ვკანკალებდი. რა უნდა მექნა? როგორ ამეხსნა? მით უმეტეს, როცა ვიცოდი მისი ჯიუტი ხასიათის ამბავი? იმედიც კი არ მქონდა რომ მომისმენდა, დამიჯერებზე ხომ ზედმეტი იყო საუბარი.
მათაურს აღარაფერი უთქვამს. ვიზიტი დასრულდა. საკუთარი უსუსრობის გამო დაჭრილი ნადირივით ვბღაოდი და მუშტებს კედელს ვუბრახუნებდი იქამდე ვიდრე არ ვიგრძენი, რომ ჭრილობებიდან სისხლი წამომივიდა.

მეჩვიდმეტე თავი
რამდენიმე დღე დამჭირდა ყველაფრის გასაანალიზებლად. თითქოს შინაგანად ვემზადებოდი სალომესთან შესახვედრად. უნდა ამეწონა თითოეული სიტყვა, ფრაზა. ვიცოდი მისი ფიცხი ხასიათის ამბავი. არ მინდოდა ჯიბრით ისეთი რამ გაეკეთებინა, შემდეგ სანანებელი მქონოდა. ერთ-ერთ თანამოსაკნეს მობილური ტელეფონის შოვნა ვთხოვე და სალომეს დავუკავშირდი.
- როცა მოახერხებ, მომინახულე! - მისალმების შემდეგ პირდაპირ ვუთხარი.
- მშვიდობაა? რამე ხომ არ გიჭირს?! - შეშინდა ის.
- არა! მინდა გნახო, რაღაც საქმე მაქვს და ტელეფონით საუბარი არ არის კარგი. უმჯობესია საუბრის დროს აქ მყავდე. - შეძლებისდაგვარად ტონი შევარბილე, როცა მივხვდი, რომ ჩემი ზარით შევაშფოთე და გავანერვიულე.
არ გამკვირვებია, როცა მეორე დღესვე მითხრეს, რომ ჩემთან შეხვედრაზე იყო მოსული. სალომემ, როგორც ადვოკატმა, თავისი კავშირები გამოიყენა და იმდენი მოახერდა, რომ ციხის ადმინისტრაციამ პაემნების საერთო დარბაზში კი არა, ცალკე ოთახში შემიყვანა. ქალი უკვე იქ მელოდა.
ოთახი მწირი ავეჯით იყო გაწყობილი: ერთი სკამი და ერთი მაგიდა. ეს იყო და ეს. სალომეს მართალია საკმაოდ სადად ეცვა, შავი ყელიანი როლინგი და ჯინსის შარვალი. მაკიაჟის გარეშე, თმები კუდივით შეკრული, მაგრამ მაინც ულამაზესი იყო. გული მომეწურა ტკივილისგან. თითქმის ორი წელი იყო გასული რაც არ მენახა. ერთბაშად მივხვდი როგორ მომენატრა.
ისიც ჩუმად მაკვირდებოდა. ალბათ მაფასებდა, სევდა ნარევი მზერა ჰქონდა, თითქოს დაღლილიც. თვალები ცრემლებით აევსო, მაგრამ თავი შეიკავა.
ერთმენეთს ვუმზერდით, დუმილის დარღვევა ორივეს გვიჭირდა. ბევრი რამ გვქონდა სათქმელი.
- როგორ ხარ? - როგორც იქნა ამოვღერღე.
საკუთარი ხმა ვერ ვიცანი, ყრუდ და ცივად მომეჩვენა. ალბათ მანაც იგივე იგრძნო, დავინახე როგორ შეკრთა. კითხვაზე არ მიპასუხა, დაჟინებით, კითხვის თვალით დამაკვირდა. თითქოს პასუხის ამოკიხვა ჩემს სახეზე სურდა. .
- კარგად! - მოკლედ მიპასუხა და იქვე მდგომ სკამზე ჩამოჯდა. მხრები უთრთოდა. ალბათ სხვაგვარ შეხვედრას ელოდა. მე კი მხოლოდ გარშემო მყოფ კამერებზე ვფიქრობდი და თავი მძულდა იმის გამო, რომ არ შემეძლო საყვარელი ქალისთვის თბილი სიტყვები მეთქვა. იქვე კედელთან ჩავიცუცქე და თავი მუხლებში ჩავრგე.
- გამოუვალი მდგომარეობა რომ არ ყოფილიყო, მოსვლას არ გთხოვდი. - დუმილი დავარღვიე მე.
- მონატრების გამო რომ არ დამიძახე, უკვე მივხვდი! - ტკივილით აღნიშნა მან.
- მხოლოდ მონატრების გამო ვერ დაგიძახებდი! - ვეცადე საკუთარი გრძნობები არ გამომეხატა.
თვალებში შემომხედა. მის მზერას ვერ გავუძელი და ისევ მუხლებში ჩავრგე თავი.
- გავიგე, სახიფათო საქმე აგიღია, ტერორისტების საქმე! - ყრუდ ვლაპარაკობდი. მოკლე სიტყვებით. ვცდილობდი სათქმელი სწრაფად დამესრულებინა.
- მერე? - ხმაში ირონია გაურია.
- მაგ საქმეზე უარი უნდა თქვა!. - როგორც იქნა შვებით ამოვისუნთქე, მთავარი უკვე ნათქვამი მქონდა.
შევხედე, სახე შეეცვალა: - საინტერესოა! - ზიზღი გაურია ხმაში - კიდევ ხომ არ გაქვთ სურვილები? ბრძანეთ, მზად ვარ გემსახუროთ!
- ძალიან სარისკო და საშიშია! - გავცხარდი მე.
- ჩემს უსაფრთხოებაზე ზრუნავ, ხომ? - ცინიკურ ტონს არ იშორებს ის -ფიქრობ მაინც რას მთხოვ?
- მაგ საქმეში დიდი ხალხია გარეული.
- საქმე ქალებსა და ბაშვებს ეხება! უარს ვერ ვიტყვი, მამაკაცები იქნებ ჩათვალონ ტერორისტებად, მაგრამ მცირეწლოვანი ბავშვები?! იცი მაინც, რომ ყველაზე პატარა ხუთი წლისაა?
- ვიცი, მაგრამ ისიც ვიცი, რომ მათ დაცვაში საკუთარ სიცოცხლეს იგდებ საფრთხეში!. - ნერვიულობისგან მაკანკალებდა.
ვუმზერდი და ვხვდებოდი, რომ მისი გადარწმუნება ვერ შევძელი. ეს იმდენად მძაფრად აღვიქვი, რომ მივვარდი და მხრებში ჩავაფრინდი - დავიჯერო ვერ ხვდები? ნუთუ ვერ გრძნობ?!
- ჩემი უსაფრთხოება ასე გაღელვებს? - კბილებში გამოსცრა მან.
- ამის ახსნაა საჭირო? - თვალი ამარიდა და გულზე მომეკრა.
- უკვე აღარაფერი ვიცი. დავიღალე, მნიშვნელობა აღარ აქვს. უშენობით დავიღალე! - ამოიკვნესა მან.
- გემუდარები, გთხოვ, ნუ დამღუპავ. მოეშვი მაგ საქმეს, უარი თქვი!
არაფერი მიპასუხა. უფრო ძლიერად ჩამეხუტა. თითქოს ცდილობდა ერთ არსებად ვქცეულიყავით. გულში ვიკრავი, როგორც პატარა ბავშვს, მინდოდა დამეცვა, ხიფათი ამერიდებინა. ვხვდებოდი, რომ მისი დუმილი ჩემს წინადადებაზე თანხმობას ნამდვილად არ ნიშნავდა.
პანიკაში ვიყავი. რა მექნა? როგორ მეიძულებინა უარი ეთქვა ამ წამოწყებაზე? როგორ მეიძულებინა ეფიქრა საკუთარ თავზე?
- მიყვარხარ, უშენოდ ვერ ვიცოცხლებ! - ამოვიკვნესე მე.
- ვიცი! - ოდნავ გაიღიმა - მაპატიე, უნდა წავიდე. მადლობ, ჩემს გამო რომ ღელავ. ნუ გეშინია! ყველაფერი კარგად იქნება! - დამაიმედა, თუმცა მივხვდი, რომ თვითონაც არ იყო საკუთარ სიტყვებში დარწმუნებული.
უკვე აღარ მაინტერესებდა კამერები, მის მხურვალე ტუჩებს დავეწაფე. გრძნობებს ვეღარ ვიოკებდი. თავს ვეღარ ვიკავებდი. სალომე ტიროდა, არაფერი უთქვამს. მისი ალერსით გული ვიჯერე. სევდა მაინც არ ტოვებდა. კვლავ ტკივილით სავსე თვალებით მიმზერდა.
- მაპატიე! - ისევ მითხრა და რკინის კარებიც გაიხსნა. სალომე წავიდა. მე კი უარესად დაბნეული და გაორებული დამტოვა.

მეთვრამეტე თავი
ისეთი შეგძნება მქონდა თითქოს ჩიხში აღმოვცნდი. გამოსავალს ვერ ვპოულობდი. აგონიაში მყოფი სხვადასხვა მხარეს უაზროდ ვაწყდებოდი. ერთი რამ კი ცალსახად ვიცოდი, სალომეს ვერაფრით შეველეოდი. მის გადასარჩენად ყველაფერი უნდა მეღონა.
სიგარეტის ძებნაში ჯიბეები მოვიქექე. ქაღალდის პატარა ნაგლეჯი მომხვდა ხელში, სადაც მეთაურის ტელეფონის ნომერი მეწერა, რომელიც წინა შეხვედრის დროს დამიტოვა. დავიკავშირდი და მოსვლა ვთხოვე.
რამოდენიმე დღეში ჩემი თანაგუნდელი, დიმკა მესტუმრა. მივხვდი, მეთაურმა მოსვლა აღარ ისურვა. თუმცა უნდა ვაღიარო, ამ სიტუაციაში დიმკას ნახვა ბევრად გამიხარდა. მეგობრულად მოვეხვიეთ ერთმანეთს, ისე, როგორც ბევრ გაჭირვება გამოვლილ მეგობრებს ეკადრებოდათ. კარგად მენიშნა, შეხვედრაზე ჩეჩენი მეგობრის მოსვლა. გული სიხარულით მქონდა სავსე. ამის იმედს მის მომღიმარი და გაბრწყინებული სახეც მაძლევდა.
- აქაც ვერ ისვენებ ხომ? - იღიმებოდა ის - თითქოს გამოგკეტეს და მშვიდად უნდა იყო, მაგრამ მაინც თავდაყირა დაგვაყენე!
- დახმარება რომ არ მჭიდებოდეს არ დავრეკავდი!
- ვიცი. - ხმა დაუსერიოზულდა მას - შენი ცოლით უნდა იამაყო. მამაცი ქალია და ერთგულებაც იცის. -დიმკასგან სალომეს ასეთი შეფასება მესიამოვნა. - მიზნის მისაღწევად უკან არ იხევს, იბრძვის.
- იქნებ დანებება ჯობდა? ბევრი ვეხვეწე, მაგრამ ...
დიმკამ ეჭვით შემომხედა:- ამას შენ ამბობ? რომ არ გიცნობდე, ვიფიქრებდი შეგვალეს.
- საქმე მე რომ მეხებოდეს, სწორედ ისე მოვიქცეოდი როგორც სალო, მაგრამ... ის ჩემთვის ყველაფერია. ვიცი თავს ხიფათში იგდებს. მე კი ვერაფრით ვეხმარები. - სასოწარკვეთილმა ძლივს ამოვიხავლე ბოლო სიტყვები.
- ყურადღებით მომისმინე. ტერორისტების საკითხი გადაწყვეტილია. ეს სალომემაც იცის. სხვა გზა არ გვქონდა. მემაკაცები მეზობელ ქვეყანას უნდა გადავცეთ. ქალებისა და ბავშვების საკითხი კი სხვაგვარად გადაწყდა. საქმის მასალებში აშკარად ჩანს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები არიან და მათი ექსტრადიცია აღარ მოხდება. მეზობელიც დამშვიდდა, პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად სამი ტერორისტიც ყოფნით. ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა, რომელი ერის წარმოადგენლები არიან, ამაყი ხალხია. განწირულნი რომ იყვნენ ისედაც იცოდნენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ქალები და ბავშვები მაინც გადარჩნენ. მათთვის ესეც შეღავათია.
- იმ, სამს რა ბედი ელით?
- ალბათ, სიკვდილით დასჯიან! - ცივად მიპასუხა მან.
- ასე მართივად ამბობ?
- მე ჩეჩენი ვარ! - ამაყად მითხრა მან - ისინი საკუთარი ხალხისა და ოჯახის კეთილდღეობას ეწირებიან! რეალისტები უნდა ვიყოთ. მეზობლებმა დამნაშავის სახით ვინმე უნდა მიიღონ. სხვაგვარად არ გაჩერდებიან. სალომე რომ არა, ქართული მხარე ალბათ თხუთმეტივეს გადასცემდა. - ტკივილით მითხრა მან - უნდა ვაღიარო, შენმა მეუღლემ ამის გამო დიდი და სახიფათო მტრები გაიჩინა. მტრები, რომლებიც ბინძური წესებით თამაშობენ, თუმცა...
- რა თუმცა? - დაძაბული ვუსმენდი მე.
- თუმცა მოკავშირეებიც ყავს პირადად ჩემი სახით და არა მარტო ჩემი, მთელი ჩვენი გუნდის, რადგან მეთაურიც მხარს გვიჭერს. ამას ვერ გავამჟღავნებთ. ჩუმად, ფარულად ვმოქმედებთ. ხომ იცი როოგრც ხდება? სისტემას აშკარად ვერ დავუპირისპირდებით.
- ბოლოს შეხვედრისას აშკარად მაგრძნობინეს, რომ განწირულია.
- ასეა! ისიც კი ვიცით, როდის და სად აპირერებენ მის ლიკვიდაციას.
- თქვენი მხარდაჭერა რაში გამოიხატება? - გავღიზიანდი მე.
- შენი დახმარება გვჭირდება. ჩვენის მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ დასახმარებლად, მაგრამ თუ გამჟღავნდა სალომე რომ ცოცხალი დარჩა ადამიანიც დაგვჭირდება, ვისაც დავაბრალებთ.
გამეცინა: - ანუ ჩემი ფუნქცია მხოლოდ ეგაა? დაბრალება არც მჭირდება, ეგ ხომ ისედაც ცხადია. სალომემ უნდა იცოცხლოს. ამის მცირედი შანსიც კი თუ არსებობს აუცილებლად გამოვიყენებ.
დიმკა დაწვრილებით მიყვებოდა მისი გეგმის შესახებ. უმცირესი დეტალიც კი გათვლილი ჰქონდათ. ადამიანის სიცოცხლეზე ისე ვმსჯელობდით, თითქოს რიგითი პაიკი იყო, რომელსაც ლაზიერს ვწირავდით.
- არ დაგავიწყდეს, სალომემ არაფერი იცის. შეძლებისდაგვარად უნდა ვეცადოდ არც გაიგოს. დაე იფიქროს, რომ შენ და მისი მადლიერი კლიენტები ეხმარებით.
- მართალია წინასწარ ვერ განსაზღვრავ დასასრულს, მაგრამ ყველაფრისთვის მადლობელი ვარ! თქვენი ვალიდან ვერასოდეს ამოვალ.
- ჩვენც ეგ გვინდა. - თვალი ჩამიკრა და დამემშვიდობა.

როგორც კი გადაწყვეტილება მივიღე, პანიკის შეგრძნება გამიქრა. საქმის სიმძიმესა და სერიოზულობას სრულად ვიაზრებდი, თუმცა არ მეშინოდა. თითოეულ ნაბიჯს ასჯერ ვზომავდი. არ მინდოდა უმცირესი დეტალიც კი გამომპარვოდა.
როგორც ჩემი ინფორმატორებისგან გავიგე, ტერორისტების ნაწილის ექსტრადიციის საკითხი გადაწყვეტილი იყო. სულ რამდენიმე დღეში პატიმრებს გადაიყვანდნენ. დიმკასგან დასახელებული საბედისწერო თარიღიც ახლოვდებოდა.
ლოდინი აღარ შემეძლო. სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი. თავში მხოლოდ სამი მარტი მიტრიალებდა.
- ამ ბოლო დროს დაძაბული ხარ! - მოგონილი, მეგობრული ტონით მეკითხება ერთ-ერთი თანამოსაკნე.
- ოდესმე მხიარულებით გამოვირჩეოდი?! - მტრულად ვუბღვერ მას.
ვერავის ვენდობი, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ელიან ზურგით როდის დავდგები, რომ მაშინვე მახვილი ჩამცხონ. ამიტომ მუდმივად ტონუსში ვარ. აქეთ-იქით ვიყურები. თითოეულ კუთხე-კუნჭულს საგულდაგულოდ ვაკვირდები. უმცირესი ცვლილებაც კი არ უნდა გამომრჩეს მხედველობიდან.
სალომეს ვუკავშირდები და მეორე დღეს მოსვლას ვთხოვ. ადმინისტრაციასთან ყველაფერი გარკვეულია. დროში შეზღუდული არ ვართ.
- იქნებ უკანასკნელი შეხვედრაც იყოს? - ვფიქრობ მე - იქნებ...
ეჭვი გულს მიწვრილებს. არ მინდა შიში ახლოს გავიკარო. ახლა ამის დრო არ მაქვს. გონებაში მხოლოდ გეგმა მიტრიალებს. მხოლოდ მიზანი.

ბადრაგის თანხლებით ასე ოთხი საათისთვის შეხვედრების ოთახისკენ მივდივარ. თუმცა შუა გზიდან მატრიალებს და სხვა მიმართულებით მივყავარ. ხმას არ ვიღებ, უსიტყვოდ მივყვები.
- ადმინისტრაციის მოთხოვნით თქვენი შეხვედრა აქ შედგება! - ერთ-ერთი საკნის კარებს მიხსნის ის.
უცნაურია მაშინ როცა საკნებში პატიმრებს ვერ ტევენ, აქ სასტუმროს ნომერი გეგონება. რკინის კარები და ჟალუზები რომ არა ვერც კი მიხვდებოდი თუ ციხეში იყავი. საკანი საძინებლის მსგავსადაა მოწყობილი. შუაში დიდი კომფორტული ლოგინი დგას. კედელზე დიდი პლაზმური ტელევიზორია. იქვეა ბარი და მაცივარი.
- არ ვიცოდი ციხეში რომანტიკული შეხვედრების ადგილიც თუ გქონდათ! - ირონიულად ავღნიშნავ მე.
- გვეგონა გაგიხარდებოდათ! - მშრალად მეუბნება ბადრაგი და საკანში მარტო დამტოვა.

მეცხრამეტე თავი
იგივე ბადრაგის თანხლებით სალომე მალევე გამოჩნდა. სახე დაღლილი ჰქონდა, თვალები ჩაშავებული, რამდენიმე დღის უძილოდ მომეჩვენა.
- ასეთი პატივისცემა რით დავიმსახურეთ? - გაოცდა, როცა საკანს მოავლო თვალი. ხმა გაბზარული და ტკივილით სავსე. საწოლზე მძიმედ ჩამოჯდა. არც მოკითხვა, არც მისალმება. თითქოს არაფრის სიქა არ ჰქონდა. წინ გრძნობებისგან დაცლილი, გამოფიტული ადამიანი მეჯდა.
დავიჩოქე, მუხლებზე დავეცი. ნერვიულობისგნ აცახცახებულ ხელებს ვუკოცნიდი, მუხლებზე ვეხვეოდი. თვალებიდან ცრემლები ღაპა-ღუპით სცვიოდა. ძნელია იმის თქმა, თუ რამდენხანს ვიყავით ასეთ მდგომარეობაში. ნახევარი საათი, ან იქნებ მეტიც. დროის აღქმა დაკარკგული მქონდა. ვხვდებოდი, რომ ეშინოდა და მინდოდა როგორმე დამემშვიდებინა. ეგრძნო, რომ მასთან ვიყავი, არ მოვშორდებოდი.
- თემო, ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრაა! - დუმილი დაარღვია მან.
- რატომ? რა მოხდა? - ისეთი სახე მივიღე, თითქოს მისმა სიტყვებმა გამაოცა. - ვინმე გყავს?
ტკივილით გაიღიმა: - მოსვლას ვეღარ შევძლებ. - ისე თრთოდა, რომ ღიმილი ვერ შევიკავე.
- ნუ გეშინია. - ვცდილობდი ხმამაღლა არ მესაუბრა, დიმკას დაპირდების მიუხედავად, ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი, რომ საკანი არ ისმინებოდა.
ქალი გულში ჩავიკარი და ვეჩურჩულებოდი: - მიყვარხარ და იცოდე, რომ ჩემი იმედი უნდა გქონდეს. ნუ გეშინია, გესმის?!
შიში გაოცებამ შეცვალა, არაფერი უკითხავს, არაფერი უთქვამს, უბრალოდ ძლიერად ჩამეხუტა. დაკვირვებული ვიყავი, როცა ყველაზე მეტად უჭირდა ასე იქცეოდა, თითქოს ცდილობდა ხიფათი ასე აერიდებინა.
- რაც არ უნდა მოხდეს, მინდა იცოდე, რომ ჩვენთის სხვაგვარ დასარულს ავირჩევდი. სამწუხაროდ აზრი არ მკითხეს. ალბათ, ასე იყო საჭირო. იქნებ ეს წლების წინ უნდა მომხდარიყო? ჯერ კიდევ მაშინ ბავშვი რომ ვიყავი? ბოლოსდაბოლოს შენ მაინც არ დაგინგრევდი ცხოვრებას. მაპატიე, იმ ტკივილის გამო მე რომ მოგაყენე ან მოგაყენებ!
- გაპატიო? სალომე, ბოლოსდაბოლოს თქვი რის თქმას ცდილობ? დავიღალე ქარაგმებით. - საბოლოოდ გავღიზიანდი მე. მაშინ როცა მის გამხნევებას ვცდილობდი, ის ისევ ჯიუტად ერთიდაიგივეს იმეორებდა.
რათქმაუნდა არაფერი თქვა. უძირო შავი თვალებით შემომხედა. თავი ვეღარ შევიკავე და წითელ ტუჩებში დავეწაფე. თავიდან ფრთხილად, შემდეგ უფრო მეტი ვნებით. გრძნობებს ვეღარ ვთოკავდი და არც მსურდა. ისე ვიყავი მონატრებული და მოწყურებული, რომ ვერ დავთმობდი. ვერ შეველეოდი. წინააღმდეგობას არც ქალი მიწევდა. იმის გააზერება, რომ შეიძლება ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრაც შეიძლება ყოფილიყო, ჟინსა და ვნებას უფრო გვმატებდა. ბოლოსდაბოლოს მეც ხომ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი? ვინ იცოდა წინასწარ რას გვიქადდა ბედი?

დაღამდა. ჩვენ ისევ ერთად ვიყავით. არ გვაწუხებდნენ, არ გვახსენებდნენ, რომ ჩვენი შეხვედრის საათები იწურებოდა.

უკვე ღამის 11 საათი ხდებოდა.
- ცოტა ხანში დაიწყება! - ჩავილაპარაკე და სმენა დავძაბე.
- რა დაიწყება? - შეკრთა ქალი.
კითხვაზე არ ვუპასუხე. ლოგინის ქვეშ ხელი შევაცურე და დამალული ფუთა გამოვიღე, სადაც ორი წყვილი სპეც-ნაზის შავი ფორმა და სამხედრო ბათინკები იყო მოთავსებული.
- უნდა მენდო! ეს ჩაიცვი. - მივაწოდე სალომეს. მას აღარ დაველოდე, მეც სწრაფად დავიწყე ფორმის ჩაცმა. დაძაბული ვაყურადებდი. გარეთ ზუზუნისა და რკინის ნივთების ბრახუნის ხმა თანდათან მატულობდა და ძლიერდებოდა.
- რა ხდება? - გაფითრდა სალომე.
- არ შეშინდე. რაც არ უნდა მოხდეს, გვერდიდან არ მომშორდე! - კბილებში გამოვცარი.
კარებზე ვიყავი აკრული და ვცდილობდი, შეძლებისდაგვარად თითოეული წვრილმანი აღმედგინა. სალომე სარკმლის ჟალუზიდან იყურებოდა. ტელევიზორი ჩავრთე. პირდაპირი ჩვენებით ორთაჭალის ციხის მიმდებარე ტერიტორიას აჩვენებდნენ.
- დღეს, 2009 წლის 03 მარტის 23 საათზე პატიმრებმა ციხეებსა და საპყრობილეებში არსებული მძიმე პირობების გასაპროტესტებლად აქცია წამოიწყეს. სამწუხაროდ, როგორც ციხის ადმინისტრაცია გვატყობინებს პროტესტი აქციის ფარგლებს გასცდა და ბუნტში გადაიზარდა. პატიმრებმა რამდენიმე კამერა დაწვეს. კომენტარს სასჯელაღსრულების მინისტრი აკეთებდა:
- მოვლენები უკონტროლო გახდა. რამდენიმეჯერ მოვუწოდეთ პატიმრებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ. სამწუხაროდ მოახერხეს ადმინისტრაციის განიარაღება და მთლიანად დაიკავეს ციხის ტერიტორია. როგორც ჩვენთვის ცნობილია, არის მსხვერპლიც. სპეც-დანიშნულების რაზმი ადგილზე სრულად არის მობილიზებული. ბუნტიორებს ნებაყოფლობით დანებებისთვის დამატებითი დრო მივეცით. წინააღმდეგ შემთხვევასი ციხეს შტურმით ავიღებთ. -მტკიცე, მბრძანებლური ტონით ლაპარაკობდა ის.
თითქოს მინისტრის სიტყვებს ელოდებოდნენო, მალე შეტევაც დაიწყო. ისმოდა ვერტ-მფრენების გრუხუნი. რასაც გარედან შემოსული მტვრევის, ადამიანების ცემისა და გოდების ხმაც მოჰყვა. ისმოდა სროლა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ხელჩართული ბრძოლისას დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ჩეხდნენ. მხოლოდ კვნესის ხმა ისმოდა. ძნელია როცა ვერაფერს ხედავ. სალომე მუხლებზე იყო დამხობილი. ხალხის გამწარებული ხმა რომ ვერ გაეგო ყურებზე ხელები აიფარა. თითქოს უნდოდა როგორმე გარედან შემოსული გოდება დაეხშო, აღარ მოესმინა.
- ღმერთო გვიშველე, შეგვეწიე ჩვენ, ცოდვილებს! - სასო წარკვეთილი ჩურჩულებდა ის.

ჯერჯერობით ყველაფერი დიმკას სცენარის მიხედვით ვითარდებოდა. უჯვე ჩემი ჯერი დგებოდა.
- ახლა შიშის დრო არაა. უნდა ადგე! - შევანჯღრიე ქალი.
ქვემოდან გამოღებული ფუთიდან იარაღები ამოვიღე. ორი მცირე ზომის პისტოლეტი იყო. ერთი შარვალში, ქამარშივე ჩავიდევი, მეორე კი მას დავუმიზნე. ისედაც გაფითრებული ქალი სულ გათეთრდა.
- რას აკეთებ? გაგიჟდი? - გაოგნებულმა იკითხა მან.
- უნდა მენდო! - მის შემდეგ რეაქციას აღარ დაველოდე ისე გამოვკარი ხელი სასხლეტს. იარაღმა გაისროლა და ტკივილისგან დაკრუნჩხული სალომეც ჩაიკეცა.
მეოცე თავი
დრო არ უნდა დამეკარგა. სასწრაფოდ თმები შევუკარი და ნიღაბში დავმალე. სალომე მხარში იყო დაჭრილი. იქვე დაგდებული მისი კაბით სისხლი მოვწმინდე, ვცდილობდი რაც შეიძლება კარგად დასვრილიყო. ჭუჭყიანი კაბა იქვე დავაგდე. საკნის კარები წიხლით გავაღე და ხელში აყვანი კოლიდორში გამოვიყვანე. გარეთ ისტერიულად დარბოდნენ. ერთმანეთს სხვადასხვა მხრიდან ეძახდნენ. სპეც-რაზმელები კონდახებითა და დუბინკებით ერეკებოდნენ პატიმრებს საკნებში.
- რა ჭირს, დაჭრილია?-ერთ-ერთი სამხედრო მომადგა მე. სალომეს შიშისგან თუ ტკივილისგან გონება ჰქონდა დაკარგული. ნიღაბში შეუძლებელი იყო მისი სახის გარჩევა. ამ ეუთებში ეს მაწყობდა კიდეც.
- დაჭრილია. ტერიტორიიდან უნდა გავიყვანო! - მოკლედ ვპასუხობ და გასასვლელისკენ სირბილით მივიწევ. გზას მითმობენ, გვერდზე იწევიან. მესმის ზურგს უკან გასროლის ხმაც. სპეც-რაზმელები სოლიდარობას მიცხადებემ, მეც მათ გუნდის წევრად მთვლიან. კოლიდორს მიკეთებენ და მაქსიმალურად ხელს მიწყობენ ტერიტოიიდან სწრაფად გამოსვლაში. მეც მოვრბივარ და უკან არ ვიყურები.

ყველაფერი გეგმის მიხედვით ხორციელდება. სასწრაფოს დახმარებისა და სამხედროებით სავსე სატვირთო მანქანებს მოხერხებულად ვუვლი გვერდს და ორთაჭალის ხიდისკენ გავრბივარ, სადაც შავი, პრადას ჯიპით დიმკა მელოდება. სალომე გონს მოვიდა. შეშინებულმა შემომხედა.
- რა ჯანდაბა ხდება აღარ იტყვი? - კბილებში გამოცრა მან.
- სულ ცოტა-ღა, სულ ცოტა და სამშვიდობოსაც გავალთ. შემდეგ ყველაფერს აგიხსნი. მერე... - სწრაფად ვპასუხობ და ჯიპის უკანა სავარძელზე თითქმის ვისვრი. მეც იქვე ვხტები და ავტომობილიც გარბის. ჯერჯერობით ადრეა გამარჯვების ზეიმი, თუმცა თავი სამშვიდობოს მგონია.
- ეჭვი არ მეპარებოდა, რომ შეძლებდი! - დიმკას სიტყვები მამხნევებს.
სალომეს ვუმზერ, ჭრილობიდან სისხლი სდის. სახე ჩვეულებრივზე მეტად აქვს გაფითრებულია. ტკივილი რომ არ გამოხატოს, აშკარად ტუჩებს იწამს. ისევ თვალები ეხუჭება.
- კარგად ხარ? - მოუთმენლად ვკითხულობ, ქალმა ყრუდ ამოიკვნესა და ისევ გონება დაკარგა.
- ექიმი გველოდება, მისვლისთანავე ჭრილობას ნახავს, დაამუშავებს. - თითქოს მამშვიდებს დიმკა.
არაფერს ვპასუხობ. ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა, რამდენად მძიმე იქნებოდა ჩემთვის სალომესთვის სროლა. დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი, რომ ამას მის გადასარჩენად ვაკეთებდი, ვერც ვერასოდეს შევძლებდი. ახლა კი ვუმზერდი მის გაფითრებულ სახეს და საკუთარი ქმედების სისწორეში უკვე ეჭვი მეპარებოდა. ჭრილობიდან სისხლი ისევ სდიოდა. ხელებიც მისი სიხლით მქონდა დასვრილი.
მართალია იარა არ იყო სასიკვდილო, ადგილი ზუსტად გამოვთვალე, მაგრამ რამე რომ გართულებოდა? ისედაც დასუსტებულ ორგანიზმს ამდენი სისხლის დაკარგვა უფრო არ ავნებდა? თავში ათასი კითხვა მიტრიალებდა. პასუხი კი არცერთზე არ მქონდა. ჩემი ჯიბრით გზებიც გადატვირთული იყო. დრო თითქოს გაჩერდა. ერთ ადგილზე გაიყინა.

დიმკამ ვაშლიჯვრის გადასახვევისკენ გადაუხვია და დასახლების ბოლოსკენ აიღო გეზი.
- ყველაზე უსაფრთხოდ ჩემთან იქნებით. სალომეს მოძლიერდებასა და გამოჯანმრთელებამდე აქ იქნებით. შემდეგ პანკისი და რუსეთი... გეგმის შესაბამისად, ექსპერტიზა მის კაბაზე არსებული სისხლის კვალით უპატრონო გვამს სალომედ გამოაცხადებს. ყველასთვის ქალი ციხის ბუნტის დროს გარდაიცვლება, ხოლო მისი მეუღლე მძიმედ დაჭრილი ციხის საავადმოფოში იქნება. ეს იმისთვის, რომ ჟურნალისტებმა გამწარებულ, დამწუხრებულ მეუღლესთან ინტერვიუს ჩაწერა არ მოინდომონ. შენი ავადმყოფობა სალომეს საზღვარგარეთ გაყვანამდე გაგრძელდება. ციხეში ამის შემდეგ დაბრუნდები.
ხმა არ ამომიღია. ჩემთვის მთავარი მისი სიცოცხლე და უსაფრთხოებაა. მე სად ვიქნებოდი მეორე ხარისხოვანია.
- აზრი ჩემთვისაც რომ გეკითხათ, არ გიფიქრიათ? - საუბარში ჩაერია გონს მოსული სალომე. ხმა სუსტი ჰქონდა, მაგრამ მაინც ეტყობოდა გაბრაზება.
- თქვენს სიტუაციაში, ეს ერთად-ერთი სწორი გადაწყვეტილებაა! - მკაცრად უპასუხა დიმკამ.
- ასე როგორ გამიმეტე? იქნებ არ მინდოდა ასეთი სიცოცხლე? -ტკივილით მკითხა მან. თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. - რა აზრი აქვს უშენოდ სიცოცხლეს? რა ჯანდაბა დამრჩა რუსეთში? აქ იშვიათად მაინც გნახავდი.
- ცოცხალი უნდა იყო. ჩემთვის ესეც საკმარისია. არ გაცოცხლებენ. ამას ვერ ხვდები? - ტკივილით, სასოწარკვეთილი ვეკითხები მას.
- მარტივი გამოსავალი ნახეთ ხომ? შენივე ხელით ცოცხლად დამმარხავ. ბრავო! უკაცრავად ტაშს ვერ გიკრავთ! - ირონიითა და ზიზღით მიყურებდა ის. - ასე უნდა შეასრულო უშიშროების დავალება. გეტყვიან: ესროლეო! მესვრი, გეტყვიან: - მოკალიო, მომკლავ! გეტყვიან: დამარხეო, და ცოცხლად დამმარხავ?!
- ქალბატონო სალომე, ცდებით! - ჩარევა სცადა დიმკამ.
- თქვენთან არ ვსაუბრობ! - კბილებში გამოსცრა ქალმა - თქვენ ორივენი, უპრინციპო და უსუსური მარიონეტები ხართ, სხვისი „შისტიორკები“, საკუთარი აზრიც კი არ გაგაჩნიათ.
ერთ-ერთი სახლის წინ გავჩერდით. შვებით ამოვისუნთქე. იმედი მქონდა სამედიცინო დახმარების შემდეგ, ტკივილების დაამების შემდეგ სიტუაციას სხვაგვარად შეხედავდა და მიხვდებოდა, რომ ასე მხოლოდ მისი ინტერესებიდან გმომდინარე ვმოქმედებდი. ან მიხვდებოდა კი?!

ოცდამეერთე თავი
დიმკას სახლი ციხე-სიმაგრეს უფრო გავდა ვიდრე საცხოვრებელ ბინას. ოჯახი კავკასიურ ოჯახის ტიპთან შედარებით არ იყო მრავალრიცხოვანი, დედა, ცოლი და სამი მცირე წლოვანი შვილი: ორი ვაჟკაცი და ერთი გოგონა. ქალები აღმოსავლური წესით იყვნენ შემოსილნი. თავზე თავსაბურავებით. ბავშვებს უკვე ეძინათ და უცნაური სტუმრების მოსვლა არც გაუგიათ.
ექიმი დიმკას მეუღლე გამოდგა, რომელიც ზედმეტი კითხვების დასმის გარეშე, მაშინვე დაჭრილთან მივიდა და ჭრილობა შეამოწმა. სალომე ჩუმად იტანდა ტკივილს. ქალები თითქოს სიტყვების გარეშე უგებდნენ ერთმანეთს. ექიმი ნელ-ნელა ამუშავებდა იარას. საბედნიეროდ ჭრილობა ნამდვილად არ იყო ღრმა და სიცოცხლისთვის საშიში.
უცნაური საყურებელი იქვნენ ორი სხვადასხვა ტრადიციაზე აღზრდილი მანდილოსანი. თითქოს ერთიმეორეს თვალებით ზომავდნენ. ემოციებს არ გამოხატავდნენ, ძნელი მისახვედრი იყო რას ფიქრობდნენ. ნეტა თუ მოეწონათ ერთმანეთი?! გამეცინა საკუთარ ფიქრებზე, ამ მდგომარეობაში რა სისულელეზე ვფიქრობდი. ან რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის? თუმცა გულის სიღრმეში მინდოდა ერთმენეთთან კარგი დამოკიდებულება ჰქონოდათ. მე და დიმკას ხომ ასე კარგად გვესმოდა ერთმანეთის? თუმცა ისინი ერთმენეთის მიმართ არც სიმპატიას გამოხატავდნენ და არც ანტიპატიას.
- დროებით ამ ოთახში დაბინავდებით, არაფერს მოგაკლებთ. დანარჩენი შემდეგ გამოჩნდება! - მეუბნებოდა მეგობარი.
- დიდხანს არ შეგაწუხებთ, საკუთარი თავის დაცვას, იმედია როგორმე მოვახერხებ! - ჩერთო სალომე.
- სალომე, გთხოვთ. მესმის, ალბათ ბოდიშიც გვაქვს მოსახდელი, იქნებ ჯობდა კიდევაც წინასწარ გაფრთხილება, მაგრამ...
- იქნებ! - ნაღვლიანად დაეთანხმა სალომე და მე შემომხედა.
- მინდა დაგვიჯეროთ, ჩვენზე რაც იყო დამოკიდებული, ყველაფერი ვცადეთ. სხვა გზა აღარ გვქონდა. არ ჩერდებოდნენ. დროებით ასეა საჭირო. დროებით....
- შენც გჯერა, რომ ეს ყოველივე დროებით იქნება? - ამჯერად მე მკითხა მან.
თანხმობის ნიშნად თავს ვაქნევ: - მე დროებით ციხეში დავბრუნდები...
- თქვენი გარდაცვალებით გვინდა ვისარგებლოთ. საქართველოში უყვართ წამებული გმირები. თქვენ ორნი ასეთ პერსონაჟებად იქცევით. თქვენს ისტორიას არ დავავიწყებთ საზოგადოებას. თემოს საქმეს ამოვატივტივებთ და ხელახლა ძიებას დავიწყებთ. დღეს სხვა სიტუაციაა. სამართლიან სასამართლოს მივმართავთ და სრულ გამამართლებელ განაჩენსაც მივიღებთ. შესაბამისად ციხიდანაც გამოვა.
- ანუ, ამ ყველაფრის მისაღებად ჩემი სიკვდილია საჭირო? არ ვიცოდი ჩემი გარდაცვალება ასე თუ წაგადგებოდათ, თორემ ბევრად ადრე მოვკვდებოდი! - ირონიულად აღნიშნა სალომემ.
- შენ ყველაფერი არ იცი! თუ ჩვენი ჩანაფიქრი გაამართლებს, ძალიან მალე გექნება დაბრუნების საშუალება და ისევ ერთად ვიქნებით! - იმედიანად ვლაპარაკობ მე.
- კარგად ჟღერს შენი სიტყვები. იმედია გჯერა შენი ილუზიების. იყოს თქვენებურად. მე როგორმე გავიტან თავს. არ დავიკარგები. ოღონდ დარწმუნებული ხარ, რომ წლების შემდეგ ისევ ერთად გვენდომება ყოფნა?
- ეგ ეტაპი ადრე ხომ გავიარეთ?! - გავღიზიანდი მე -ხომ არ შეიძლება ყოველი განშორების დროს ერთი და იგივე კითხვები გიჩნდებოდეს? ისე ნუ იქცევი, თითქოს მე მომწონს წასვლა რომ გიწევს, მაგრამ...
- მართალი ხარ, ერთი და იგივე კითხვებით უკვე თავს გაბეზრებ. გასაგებია, აქ განსახილველი არაფერია. პრეტენზიებით არ შეგაწუხებთ, ბოლოსდაბოლოს მადლობელიც უნდა ვიყო, იმ პატიმრებთან ერთად მართლა მკვდარი რომ არ ვარ. მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს. არა მგონია თემოს გამო გადაგერჩინეთ, ჩემს ცოცხლად დატოვებას რა მიზანი ჰქონდა? მე რაში დაგჭირდით?
- არ ვიცი! - მხრები აიჩეჩა დიმკამ.
- არც შენ? თუ იმდენად გაგიხარდა ჩემი ცოცხლად დარჩენა, რომ ეს აღარ იკითხე?
- მართალი ხარ, არ მიკითხავს! - ყრუდ ვუპასუხე მას.
სალომემ კითხვების დასმა დაასრულა: - იყოს თქვენებურად. ყველაფრისთვის მადლობელი ვარ. იმედია ჩანაფიქრს წარმატებით დაასრულებთ!
- თუ წინააღმდეგი არ იქნებით, პაციენტს დასვენება არ აწყენდა! - საუბარში ჩაერია დიმკას მეუღლე და ოთახიდან თითმის გამოგვყარა.
- ახალ პასპორტებსა და პირადობებს ხვალვე მოგაწოდებ. - ოთახიდან გამოსულს მითხრა დიმკამ - როგორც კი სიტუაცია ცოტა ჩაწყნარდება, პანკისისკენ უნდა დავიძრათ. იქაურ ხეობას ხუთი თითივით იცნობ. არამგონია გაგიჭირდეს. რუსეთის საზღვარზე ჩეჩენი მეგობრებიც დაგხვდებიან. სალომეს ისინი მიხედავენ.
- რუსეთამდე თუ ჩავედი, სანდო ადამიანებს თვითონვე ვიპოვი. ეგ არ გამიჭირდება. ის მაინც მეცოდინება, რომ უსაფრთხოდ იქნება. უცხო ხალხთან ვერ დავტოვებ.
- შენი საქმის შენ იცი. შენი გადასაწყვეტია.
- ახლა მთავარია საზღვრამდე მივიდეთ დრულად. პანკისი უკვე ჩემი ტერიტორიაა. არ დავიკარგები.
ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ წინ რთული გზა მელოდა. თუმცა ახლა მხოლოდ სალომეს კითხვა მაწუხებდა, სრულდებოდა კი მისი რუსეთში გამგზავრებით ეს ისტორია? მართლაც რატომ მოინდომეს მისი ცოცხლად დატოვება? ამ საკითხზე აქამდე მართლა არ დავფიქრებულვარ. ამ კითხვამ ახლა მთელი ჩემი არსება მოიცვა.
იქნებ თავად სალომემ იცოდა პასუხი? რომ სცოდნოდა მეტყოდა? ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს აღარავის ენდობოდა, მათ შორის მეც. თითქოს აღარ ვარსებობდი. ამ სიტუაციაშიც კი ძირითადად კითხვებით დიმკას მიმართავდა. რეალურად რა ვიცოდი მე? ავტომატურად ვასრულებდი მითითებებს. ისიც კი არ მიკითხავს რატომ მაინც და მაინც რუსეთი? ამდენი ქვეყნიდან ხომ შეიძლებოდა ევროპის რომელიმე უფრო განვითარებული და მშვიდი ქვეყანა აერჩიათ? საკუთარ თავზე გავბრაზდი. ათასი კითხვა მიჩნდებოდა, პასუხი კი არც ერთზე მქონდა. შვებას მხოლოდ ის მგვრიდა, რომ სალომე აქვე იყო და მისი სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, თუნდაც წინ ბურუსითა და გაურკვევლობით სავსე მომავალი გვქონოდა.

გქონიათ ისეთი შემთხვევა, რომ მთელი გულით ცდილობ ადამიანს ასიამოვნო და კარგი გაუკეთო, ის კი ყველაფერს უკუღმა იგებს? მეც სწორედ ასე მომივიდა. სალომეს თავს ვევლებოდი. ის კი თავის ნაჭუჭში იკეტებოდა. თითქოს არ მამჩნევდა. ალბათ, იფიქრებთ რომ მეჩვენებოდა, მაგრამ არა. მართალია დიმკას მეუღლეს რაღაც პერიოდი აკვირდებოდა, მაგრამ მალე დამეგობდნენ. ერთმანეთს სწრაფად გაუგეს. ჩემთან კი საერთოდ დუმდა, აღარ მელაპარაკებოდა. თითქოს გაბუტულები ვიყავით. თუ კითხვას დავსვავდი, მშრალად და მოკლედ მპასუხობდა. თვალები მაშინვე ცრემლებით ევსებოდა. სევდა მისი ხასიათის მუდმივ ნიშნად იქცა.
სიჩუმე უკვე მაღიზიანებდა. ნერვებს მიშლიდა. ასე ყოფნას მერჩია გვეჩხუბა, ერთმანეთში გვეკამათა, ბოლოსდაბოლოს იმას მაინც გავიგებდი რას ფიქრობდა, რა სურდა. ალბათ ისიც ხვდებოდა, რომ დუმილი ბევრად მტკივნეული იყო ვიდრე ხმამაღლა ნათქვამი სიტყვები და სამაგიეროსაც ასე მიხდიდა.

ტელევიზიით რამდენიმე დღე ატრიალეს ორთაჭალის ციხეში მომხდარი ამბავი. საზოგადოების ინტერესი იმაზე დიდი გამოდგა ვიდრე ველოდით. სხვადასხვა ვერსიებს გამოთქვამდნენ სალომეს ტრაგიკულად გარდაცვალებასთან დაკავშირებით. გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობის დადგენა ძნელი იყო. ჩემი დაჭრის შესახებაც სწრაფად გავრცელდა ინფორმაცია. რამდენიმეჯერ ჩემი გარდაცვალების ვერსიაც კი გაჟღერდა. ჯიუტი ჟურნალიტები ეჭვის გასაქარწ....ბლად ჩემთან შეხვედრას ითხოვდნენ. თავისთავად ცხადია, მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. ადმინიტრაციამ განაცხადა, თითქოს ჯანმრთელობის მძიმედ დაზიანების გამო კომატოზურ მდგომარეობაში ვიყავი და ვერავის შევხვდებოდი. ასევე ვრცელდებოდა ვიღაც დაჭრილი პატიმრის ფოტოები, რომელსაც სახე დოლბანდით ჰქონდა დაფარული. ყოველივე საკმაოდ გულისამრევი საყურებელი და მოსასმენი გახლდათ.
თანდათან საზოგადოებრივი აზრი ჩემს სასარგებლოდ ყალიბდებოდა. თავიდან თითქოს შემთხვევით, ერთ-ერთ შოუში გაკვრით ახსენეს, რომ მე უკანონოდ მცნეს დამნაშავედ, რომ თავდაცვა თავდასხმად ჩამითვალეს და ესეც კი არ მაკმარეს, ცივსისხლიან მკვლელად გამომაცხადეს. აღნიშნავდნენ, რომ ჩემი და სალომეს ურთიერთობა ყველასთვის სამაგალითო უნდა ყოფილიყო. ჩემს დადებით თვისებებზე ისე საუბრობდნენ, თითქოს დაბადებიდან მიცნობდნენ. თავიდან მხოლოდ ერთ შოუში ჩააგდეს მცირედი მარცვალი. შემდეგ კი ეს თემა ისე აიტაცეს, რომ ყველა გადაცემაში მხოლოდ ჩემი ქება-დიდება ისმოდა. მოითხოვდნენ, რომ სახელმწიფო ხელისუფლებას ხელახლა დაეწყო გამოძიება და მიეღოთ სამართლიანი გადაწყვეტილება.
- განა არ კმარა, რაც ამ კაცს დამართეთ? უსამართლოდ ციხეში ჩასვით და ახლა მისი საყვარელი ქალი მოუკალით, თვითონ კი სიცოცხლისთვის იბრძვის. - გაკაპასებული ბოლო ხმაზე კიოდა ალბათ ოცდაერთი-ოცდაორი წლის ახალგაზრდა გოგონა, რომელიც შოუზე დამსწრეთა შორის იჯდა.

- კმაყოფილი ხარ? - როგორც იქნა დუმილი დაარღვია სალომემ და თავით ტელევიზორზე მანიშნა - თქვენი სცენარით ხდება ყველაფერი? - მის კითხვაში ტკივილთან ერთად სარკაზმიც იგრძნობოდა.
- ისე მსაყვედურობ თითქოს რამეში დამნაშავე ვარ! - მწყინს მე.
- არჩევანის საშუალება არ მომეცით ისე ჩამითრიეთ ამხელა თამაშში! - მტკიცე ხმით მითხრა მან.
- მინდოდა ცოცხალი ყოფილიყავი! - თავის მართლების რეჟიმზე გადავდივარ მე.
- შენ წარმოიდინე მეც! - ეცინება მას. - სიცოცხლე კარგია. ოღონდ გააჩნია როგორი სიცოცხლე. თქვენი სცენარით მე რა უნდა ვქნა? სხვისი სახელით და გვარით ვიცხოვრო? ვინ ვიქნები უცხო ქვეყანაში ისევ ადვოკატი, თუ ბარის პუტანკა?! ძალიან გთხოვ, გული არ გამწყვიტო, შენ მითხარი, რომელი როლი მარგუნეთ ამ დიდ სპექტაკლში. თუმცა ეჭვი მაქვს, რომ სცენარს არც შენ იცნობ, მართალი ვარ? - ირონიულად მეკითხებოდა ის.
ხმა ვერ ამოვიღე. რა მეთქმოდა? მე ხომ მართლაც არ ვიცოდი მის კითხვებზე პასუხი?
- თემო, მხოლოდ ერთი რამ მინდა გითხრა, რატომღაც საზღვრამდე მივალთ. ეგ არ გაგვიჭირდება. ახალ სახელსა და გვარსაც მოვერგები, მაგრამ... - თითქოს წინადადების დასრულება უჭირდა. გაჩუმდა, თვალი მომარიდა და რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ მითხრა - უკან არასოდეს დავბრუნდები. ეგ უნდა იცოდნენ შენმა უფროსებმა. რადგან წასვლა მიწევს, საქართველოში აღარ დავბრუნდები.
თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. ხმა უთრთოდა. მის წინ მუხლებზე დავეცი. ალბათ, გამიჭირდება იმ ტკივილის გადმოცემა იმ წუთებში რომ განვიცდიდი. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ამით ჩვენი გზა სრულდებოდა. სიტყვა „ჩვენ“ აღარ იარსებებდა.
მისი თითები ხელებში მქონდა მოქცეული და სათითაოდ ვუკოცნიდი. დაჭრილი ხელით თავზე მეფერებოდა. ცდილობდა, ოდნავ მაინც შეემსუბუქებინა ტკივილი. ტიროდა, ჩუმად მოგუდულად. თითქოს სისუსტის გამოვლენის გვეშინოდა. დარდი ვნებასა და ალერსში გადაგვეზარდა. რამოდენიმე წუთიან ტკივილითა და ემოციებით დატვირთულ მოფერებაში.
- უშენოდ გამიჭირდება! - ყრუდ მითხრა მან.
გულში მყავდა ჩახუტებული. მისი თმისა და კანის სურნელს ვგრძნობდი და ბოღმა მახრჩობდა. აღარაფერი მითქვამს, ვოცოდი თითოეული სიტყვა ახალ ჭრილობას აჩენდა.
- ალბათ, დროთა განმავლობაში შევეჩვევით! - სევდა ნარევი, იმედიანად ამბობდა ის.
მეღიმებოდა. რადგან ვგრძნობდი, რომ საკუთარი სიტყვების არ სჯეროდა.
- შევეჩვევით! - ღიმილით ვეთანხმებოდი და უფრო ძლიერად ვიხუტებდი. მინდოდა მისი სიახლოვით ხანგრძლივად დავმტკბარიყავი. მისი სურნელი დამემახსოვრებინა. თითოეული შტრიხი, რომელიც მას მომაგონებდა ღრმად შემენახა მეხსიერებაში. არ ვიცი რა ერქვა სახელად საკუთარ მდგომარეობას. გულწრფელად მინდოდა მეფირა რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
- მისთის ასე სჯობდა! - უკვე მერამდენედ ვიმეორებდი გულში, თუმცა ეჭვი მაინც მეპარებოდა.
დასათმობად არ მემეტებოდა. მით უმეტეს როცა ვგრნობდი, რომ ქალიც იზიარებდა ჩემს გრძნობებს. აქამდე მყარად მჯეროდა, რომ ერთად-ერთი სწორი გადაწყვეტილება მივიღე, ახლა კი ალტერნატიულ გზებს ვეძებდი. ეჭვი მკლავდა, ზოგჯერ კარგი ყოფილა, შენს მაგივრად სხვა რომ ფიქრობს. ამჯერადაც ხომ ასე მოხდა? თავს საზიზღრად ვგრძნობდი. მარიონეტად, უპრინციპო და უთავმოყვარეო ადამიანად.

ოცდამეორე თავი (პირველი ნაწილის დასასრული)

ალბათ, ჩემი გაორება არც დიმკას გამორჩა მხედველობიდან. თუმცა ზედმეტ საუბარს ვერიდებოდი.
სალომე დღითი-დღე უკეთესად იყო. ეს მსიამოვნებდა, თუმცა არც ის იყო ძნელი მისახვედრი, რომ ამით ჩვენი განშორების დღეც ახლოვდებოდა.
რამოდენიმე დღეში მეთაური და რაფოც გვესტუმრნენ. მათ სალომესთან პირისპირ მოინდომეს საუბარი. არ მესიამოვნა. რა უნდა ყოფილიყო ისეთი, რომ მე და დიმკა ზედმეტები ვიყავით? თუმცა გაპროტესტებას რა აზრი ჰქონდა?
ნახევარ საათზე მეტი გავიდა. სალომეს ოთახიდან გამოსულებს საკმაოდ დაძაბული სახეები ჰქონდათ. ხელშიც უცნაური ქაღალდების ფუთა ეჭირათ. თავს დავდებდი ეს ქაღალდები შესვლისას ნამდვილად არ ჰქონდათ. წასვლისას რაფომ ქაღალდის ფურცელი გადმომცა. ზედ იმ პირების სახელები და ტელეფონის ნომრები ეწერა პანკისში რომ უნდა დამხვედროდნენ.
- გელოდებიან, ყველაფერში დაგეხმარებიან!
- გასაგებია! - ინსტინქტურად ვუქნევ თავს, თუმცა ვგრძნობ, რომ დაძაბულობისგან ყბის ძვლებიც კი მტკიოდა, ყურები მიგუგუნებდა.
მეთაური მიზერდა, ალბათ ჩემს გამომეტყველებას აკვირდებოდა.
- თემო, არ იფიქრო, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება იოლი იყო. შვილებს ვფიცავარ... - ხმა უკანკალებდა, ცდილობდა ემოციები მოეთოკა. გაოცებული ვუმზერდი, ყოველთვის ცივი და უხეში მეთაური თითქოს ვიღაცას შეეცვალა.
- ეს სალომეს პასპორტია, - ჯიბიდან მოწმობა მოიღო და მომაწოდა. - დღეიდან ანასტასია კოვალიოვა იქნება. ყოჩაღი გოგოა, მამაცი, მან რაც შეძლო... - ქაღალდების შეკვრას დახედა - ამის მოხერხებას დიდი მაგბედაობა ჭირდებოდა. პირობას არც ჩვენ დავარღვევთ. გარიგება გარიგებაა, შენ ციხეში აღარ შებრუნდები, დაბრუნებამდე გამამართლებელი განაჩანიც გამოვა!
არაფერი მითქვამს, კრიჭა მქონდა შეკრული, გული ბოღმითა და დარდით სავსე.
- იქნებ რაღაც პერიოდის შემდეგ მეორედაც იქორწინოთ! - თითქოს მცირედი იმედი გაუჩნდა დიმკას.
- სალომე დაბრუნებაზე უარს აცხადებს! - ჩემს მაგივრად უპასუხა რაფომ - ჩვენ ყველაფერს ვიზავდით უკან შემოსვლაში დავეხმარებოდით. მაგრამ ცივი უარი მივიღეთ.
- ვიცი, დაბრუნება არ სურს! - კბილებში გამოვცარი მე.
- აქ კომპრომატებია, თითქმის ყველა მაღალ ჩინოსანზე. - თითქოს ჩემი გაღიზიანება ვერ შეამჩნიაო ისე გააგრძელა მეთაურმა - ერთი ნაგლეჯიც კი საკმარისი იქნებოდა მათ გასანადგურებლად. შენმა მეუღლემ დიდი სამსახური გაგვიწია. დასანანია ასეთი კადრის დაკარგვა. ნამდვილად დასანანია.
- ალბათ! - უფრო მეტად ვღიზიანდები, მეზიზღება ყველა და ყველაფერი. განსაკუთრებით საკუთარი თავი.
- წარმატებას გისურვებთ. მაქსიმუმ ერთ თვეში თბილისში გელოდები! - ძლიერად მირტყავს მხარზე ხელს მეთაური და მიდის.
დავრჩი საკუთარ თავთან მარტო. სალომესთან შესვლა ვერ გავბედე. პასპორტი თითქოს ხელს მწვავდა. მეზიზღებოდა ქაღალდის შეკვრა, რომელიც ასეთი კმაყოფილი სახით წაიღო მეთაურმა. საკუთარი ტკივილის გასაყუჩებლად და გადასაფარად მაგიდას ვურტყავდი მუშტებს. თუმცა ვგრძნობდი, რომ აზრი არ ჰქონდა. დარტყმით მიღებული ტკივილი ალერსივით იყო. ვერც კი შეადარებდით იმ ტკივილს შიგნიდან რომ მჭამდა. დიმკა სოლიდარობას მიცხადებდა. ხმას არ იღებდა. უბრალოდ აივანზე ჩუმად ვისხედით და მივჩერებოდით გარეთ ჩამოწოლილ წყვდიადს. ბნელი ღამე იყო, უმთვარო და უვარსკვლავო. სწორედ ისეთი ჩემს განწყობას რომ შეფერებოდა.
- დიდხანს აპირებთ აქ სხდომას? - თავზე წამოგვადგა სალომე.
- ალბათ, უფლება რომ მქონდეს მთელი ცხოვრებაც!
- ამდენს ნუ ფიქრობ! - ჩემს წინ ჩაიცუცქა - აზრი აღარ აქვს! ნერვიულობით მაინც ვეღარაფერს შევცვლით. რამოდენიმე დღეში თავისუფალი კაცი გახდები! - ხუმრობას ცდილობდა ის - უცოლო, რამდენი ინატრებდა შენს მდგომარეობას?
- ნებისმიერს გავიცვლიდი ადგილს! - ვცხარდები მე.
- ნუ ბრაზდები. ბავშვები აღარ ვართ! ალბათ ასე იყო საჭირო, ჩვენ ვიბრძვით, ვიბრვით არა საკუთარი თავისთვის, არამედ იდეისთვის. - ხმა გაებზარა, ვრემლები ჩაახშო - ზოგჯერ პაიკის როლი უნდა მოიგო, ზოგჯერ კი - დედოფლის. ამჯერად პაიკი ვარ. მოვა დრო და დედოფლადაც ვიქცევი. ფინალში გავალთ, აუცილებლად გავალთ, უნდა გავიდეთ!
თვალებში ვუმზერდი და თანდათან გული იმედით მევსებოდა. თითქოს ტკივილი დამიამდა.
- ამდენი იმისთვის არ გვიწვალია, რომ უკან დავიხიოთ. ჩემი წამოწყებული თქვენ უნდა დაასრულოთ. დრო დაფიქრებით შეარჩიეთ და მოგროვებული დოკუმენტები ისე გამოაქვეყნეთ. დარწმუნებული ვარ კარგად გაერთობით!
- ეგ დოკუმენტები ჩვენს დაშორებად ღირდა? - ტკივილით ვეკითხები მას.
- შენს თავისუფლებად ღირდა. გადაწყვეტილება დოკუმენტების გადაცემაზე რამდენიმე დღის წინ მივიღე. ჩემი მომავალი ისედაც გარკვეულია. ქვეყანა უნდა დავტოვო. ამ ინფორმაციას ყველას ვერ ვანდობდი. წაღებაც არ მინდოდა, რა იცი რა მელის. მეთაური დამპირდა, რომ თითოეული მოქმედება შენთან იქნება შეთანხმებული. რიგითი ჯარისკაცი არ იქნები. რისკს დაფასება უნდა. ვიცი, რომ ბევრად მეტი შეგიძლია და შეძლებ კიდეც. ჩემს გამო უნდა შეძლო.
- ამდენი ინფორმაცია როგორ მოიპოვე? რა წყაროებს იყენებდი? შენზე რომ გამოვიდნენ მაშინ რას იზავ?
- გაუჭირდებათ, რომც მიხვდნენ რამეს, მე ხომ მაინც მკვდარი ვარ? - გაეცინა მას - ინფორმაციის მოსაძიებლად რამდენიმე ჯგუფი მოქმედებდა. ერთმანეთთან შეხება არ ქონდათ და დავალებებსაც დამოუკიდებლად, საკუთარი სახელით ასრულებდნენ. გაოცებული ნუ მიმზერ. ჩემი ბრალი არაა, თუ ლოგიკური აზროვნება და მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება სხვაზე უკეთესად გამომდის. მე უბრალო ინფორმაციის გამტარი უნდა ვყოფილიყავი. ინფორმაცია ნაწილ-ნაწილ ფრაგმენტულად მოდიოდა, სხვადასხვა სახის წერილებში გაბნეული. ვიღაც კიდევ ელოდა ამ პაკეტს. ვიღაც, ალბათ ჩემზე ბევრად ძლიერი გავლენის მქონე. თავიდან გადავწყვიტე დოკუმენტების კოპიები შემენახა და ადრესატამდე ორიგინალი საბუთები მიმეტანა. ასეც მოვიქეცი. თანდათან ვამჩნევდი გარკვეული თანამდებობის პირები როგორი მოწიწებითა და მლიქვნელობით ექცეოდნენ. ალბათ ძნელი მისახვედრი არ არის, რომ დამკვეთი ჩემი ყოფილი ბოსი იყო. ამ პირების დიდი ხელის შეწყობით კომპანია დღითი-დღე ფართოვდებოდა და ძლიერდებოდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეჭვს ჩემზე ვერ მოიტანენ. თუ შურისძიება დაჭირდებათ, სავარაუდოდ ისევ ჩემს ბოსს მიადგებიან. შენ კი ნამდვილად დაგეხმარება მგლების ხროვაში გადასარჩენად. მეთაური ცუდი კაცი არ ჩანს. მარში ამოგიდგება და დოკუმენტებს სწორ მიმართულებას მისცემთ. ქვეყანას ზედმეტ მუწუკებს მოაშორებთ. მე გულის მოსაოხებლად ეგეც მეყოფა.
- თუ მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც გეგმავთ? იქნებ რომელიმე ჩვენგანმა გადაიფიქრა. ან იმაზე გრძელი ენა აღმოაჩნდა შენ რომ გგონია, მაშინ? - ინტერესით ეკითხება დიმკა.
- მაშინ? - მწარედ გაეღიმა სალომეს - მაშინ ყველას მოგვსპობენ! სათითაოდ გაგვისწორდებიან და მართლაც სიკვდილი მექნება სანატრელი.
- არც კი გვიცნობდი, ასე როგორ გვენდე? - უკვირს დიმკას.
თვალები ცრემლებით აევსო: - არც გენდეთ, იმედი მქონდა, ამ დოკუმენტებს როცა მეთაურს ვაჩვენებდი, თავისი ხელით მომკლავდა და წასვლაც ამცდებოდა.
გამაჟრიალა, როცა გავიაზრე რა ჰქონდა ჩაფიქრებული.
- გაგიჟდი? ასე როგორ მოიქეცი! - სიბრაზისგან ვცახცახებდი.
- უფრო იოლი იქნებოდა. ჩემთვისაც ასე სჯობდა. - თითქოს ბოდიშს იხდიდა, თავი დახარა მან.
- სულელი გოგო ხარ! - გულში ძლიერად ვიკრავდი, თითქოს მინდოდა საფრთხისგან დამეცვა.
- შენი მეთაური პატრიოტი გამოდგა. გადაწყვიტა მასალები გამოიყენოს და ქვეყანას ეს ორპირი, მუხთალი ხალხი ნელ-ნელა მოაშოროს. ამ შემთხვევაში კი ყველანი მოგებულნი დავრჩებით. მე მივდივარ. პირობა-პირობაა. მართალია იმედს მაძლევენ, რომ მოგვიანებით დაბრუნებას შევძლებ, მაგრამ არ შემიძლია. ვიცი მუდმივად მოლოდინით ვერ ვიცხოვრებ. ასე ბევრად უფრო იოლი იქნება ჩემთვისაც და შენთვისაც. ორივენი ჩვენი ცხოვრებით ვიცხოვრებთ.
- გჯერა, რომ შენს დავიწყებას შევძლებ? - ბოღმა მომაწვა იმის გააზრებაზე, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მეც დავევიწყებინე.
- ასე უფრო მარტივი იქნება! - თავი დახარა მან. - მეგობრები მხარში ამოგიდგებიან. ოჯახის წევრებიც, ჩემს მიმართ არსებულ ძველ წყენას დაივიწყებენ!-მწარედ გაიღიმა მან - ამის იმედი მაქვს. მხოლოდ ერთს გთხოვ, როცა ამის ასშუალება იქნება, როცა თქვენ ნაკლებ სახიფათოდ მოგეჩვენებათ, იქნებ ჩემებსაც გააგებინოთ ცოცხალი რომ ვარ, არ მინდა მკვდრად ჩამთვალონ. მართალია არ მითხრეს, მაგრამ ვიცი, საკუთარ საქციელს ნანობდნენ. უბრალოდ ზედმეტად ამაყები არიან, ამპარტავნები და საკუთარ შვილთანაც კი ვერ აღიარეს შეცდომები. - ცრემლები ხელით მოიწმინდა - შენი მადლობელი ვარ დიმკა, შენი მეუღლისაც. ვიცი როგორ გარისკეთ ჩემი შეფარებით. იმედია ოდესმე შევძლებ ამ სიკეტის გადახდას. მე ამ საღამოსვე დაგტოვებთ. ისედაც საკმარისად ვისარგებლე თქვენი სტუმართმოყვარეობით.
- ამ საღამოს? მე ბიჭები ხვალისთვის მყავს დაბარებული. - დაიბნა დიმკა.
- არავინ მჭირდებ. საზღვრამდე ჩემი ძალებით მივალ. არ არის საჭირო გარისკვა. ყველაფერი უფრო მარტივადაც შეიძლება მოვაგვაროთ. ნახევარ საათში მომაკითხავენ და წავალ.
გაოგნებული ვუსმენდი. ყურებს არ ვუჯერებდი. ჩემს წინ თითქოს სრულიად უცნობი ადამიანი იდგა. მებრძოლი, მიზანდასახული, ორინციპული, რომელსაც ქონდა სტრატეგია და მიზნისკენ წინ მიიწევდა.
- ეს რამდენიმე დღიანი სიამოვნებაც ვერ გამოიმეტე ჩემთვის?
- სიამოვნება? პანკისისკენ მიმავალი გზა ორივესთვის ბევრად რთულად გასავლელი იქნებოდა.
- ალბათ. სამაგიეროდ ერთად ვიქნებოდით. ერთი თვე ცოტა ხომ არაა?
- არც ბევრია. - ტკივილით მითხრა მან. - უფრო გამიჭირდებოდა. დამიჯერე ასე ჯობს. მირჩევნია დღეიდან მხოლოდ ჩემს გადარჩენაზე ვიფიქრო. შენ კი მეგობრებიც მოგხედავენ. მე აღარ გჭირდები..
- მეც შენთან ერთად მოვდივარ. როგორც კი დავრწმუნდები, რომ ქვეყანა დატოვე მაშინ დავბრუნდები.
- კარგად ვიქნები. - გამიღიმა მან - ნუ გეშიანია!

რამოდენიმე წუთში დავინახეთ სახლთან მუქი ფერის ჯიპი როგორ გაჩერდა. ფარები ჩააქრეს. არავინ გადმოვიდა, არავის დაურეკავს, თუმცა ვიცოდით, რომ ავტომობილში სალმეს ელოდნენ.
- უარს ვერ მეტყვი, მეც მოვდივარ! - ჯიუტად ვიმეორებდი მე.
თანხმობის ნიშნად ოდნავ დამიქნია თავი. დიმკამ პატივისცემით ხელზე აკოცა.
- მადლობელი ვარ! - მეგობრულად მოეხვია ქალი.
ეს ამოდენა ახმახი უხერხულად იშმუშნებოდა. შემდეგ როგორც იქნა გაბედა და გულში ძლიერად ჩაიკრა და გამართული ქართულით უთხრა:
- ქალბატონო სალომე, თქვენ ჩვენი და ხართ. მინდა ეს იცოდეთ. არ ვიცი კიდევ შევხვდებით თუ არა, მაგრამ თქვენ აუცილებლად უნდა იცოდეთ, რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა მიჭირდეს, თუ ოდესმე დაგჭირდებით, მაშინვე თქვენთან გავჩნდები. - როგორც წესი დიმკა ხმას არ იღებდა, გაოცებული ვუსმენდი, არც კი ვიცოდი ქართულად თუ მეტყველებდა.
- ვიცი, ერთმანეთს მოუფრთხილდით ბიჭებო! - მისი მკლავებიდან თავი დაიხსნა თუ არა ავტომობილისკენ წავედით.
ჩემთვის უცნობი ორი მამაკაცი მანქანის წინა სავარძლებში ისხდნენ. ერთ-ერთი გადმოვიდა და სალომეს კარები გაუხსნა. ჩემი დანახვა აშკარად არ ესიამოვნა.
- აეროპორტამდე გამოგვყვება! - ცივად უთხრა ქალმა.
უკანა სავარძელზე მოვთავსდით. გვერდი-გვერდ ვისხედით. სახე ცივი ჰქონდა, უემოციო, თუმცა გულისცემა ისე ჰქონდა გახშირებული, ვხვდებოდი, რომ ღელავდა. ხელების ცახცახი რომ დაემალა, ჩანთას ძლიერად უჭერდა თითებს.
საკმაოდ სწრაფად მივედით. ტერიტორიაზე სპეციალური შესასვლელიდან შევედით. მაშინვე უკან სამი ავტომობილი დაგვიდგა, სამივე ერთი ფირმისა და ერთი მარკის. იქვე კერძო თვითმფრინავიც გველოდა. რამოდენიმე შავ პიჯაკიანი მამაკაცი და მფრინავი ტრაპთან იდგნენ.
თვალებს არ ვუჯერებდი. ასეთი ორგანიზებული მსვლელობა აქამდე არც მენახა და ვერც ვიფიქრებდი, რომ ჩვენს გამო ასეთი რამ შესაძლებელი იქნებოდა. თითქოს სამთავრობო დელეგაციის რომელიმე წარმომადგენელს ელოდნენ.
ავტომობილი გაჩერდა თუ არა მძღოლი და დაცვის თანამშრომელი მაშინვე გადავიდნენ. სალომემ როგორც იქნა დუმული დაარღვია:
- მაპატიე, თუ რამე გაწყენინე და პრობლემები შეგიქმენი. დამიჯერე, არ მინდოდა. მიყვარდი და ახლაც თავდავიწყებით მიყვარხარ. არ მინდოდა ასე მომხდარიყო. მაგრამ ვერც სხვა გზა ვერ გამოვნახე. მაპატიე გთხოვ! - თავს ვეღარ იკავებდა. ჯიუტი ცრემლები ისევ იკვლევდნენ გზას.
ვუკოცნიდი ტუჩებს, თვალებს.
- ჩემი სიცოცხლე ხარ, ეს იცოდე, გესმის? გახსოვდეს, გესმის? - ვიმეორებდი მე.
ხელში რაღაც ჩამიდო. პატარა, მოცრო ზომის კომპიუტერის მეხსიერების ბარათი გამოდგა.
- თუ მოცემული პირობა დაივიწყეს, ეს გქონდეს. აქ იმ დოკუმენეტების ასლებია მეთაურს რომ მივეცი. ასევე ისეთი მასალებიც, მხოლოდ შენთვი რომელიცაა განკუთვნილი. იმედია მათი გამოყენება არ დაგჭირდება!

ერთხელ კიდევ ძლიერად ჩამეხუტა და ავტომობილიდან გადავიდა. ტრაპამდე მივყევი. დაცვა და მფრინავი მოწიწებით შეხვდნენ. მე კი წინ გადამიდგნენ. თითქოს მანიშნეს, რომ ამის იქით ნაბიჯს ვეღარ გადავდგავდი.
ვხედავდი როგორ ადიოდა ტრაპზე და ვგრძნობდი, როგორ ვკვდებოდი. შუა კიბიდან შემობრუნდა. ოდნავ გამიღიმა. თავი დამიქნია და გზა განაგრძო. ტრაპის თავში მამაკაცი დახვდა. გულში თბილად ჩაიკრა, ძლიერად, კაცურად. სალომემ ერთხელ კიდევ გადმომხედა. ხელი დამიქნია და თვითმფრინავში შევიდა. მამაკაცმა ზემოდან გადმოგვხედა. მე მიმზერდა. მართალია შორს იყო, მაგრამ ღიმილით მაშინვე ვიცანი.
ამას ჩემით აქამდეც უნდა მივმხვდარიყავი. ასეთ გაჭირვებაში სალომეს არ მიატოვებდა. საზღვარზე ხომ სწორედ ის უნდა დამხვედროდა. ყოველთვის ყველაზე ერთგული და ერთად-ერთი მეგობარი, ეს ჩემი ვახო იყო.
დამშვიდობების ნიშნად თავი ოდნავ დამიქნია. ხელით მანიშნა, ყველაფერი კარგად იქნებაო და თვითმფრინავის კარებიც დაიკეტა.

აფრენისთანავე ავტომობილებიც დაიშალნენ. დარჩა მხოლოდ ერთი, ის მე და სალომე რომ მოგვიყვანა. მძღოლი მე მელოდა. მე კი თვითმფრინავს მივჩერებოდი. იქამდე ვიდრე საბოლოოდ არ წაიშალა ცაზე დარჩენილი კვალი. წაიშალა და წაიშალა ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლებიც. წაიშალა ყველაფერი რაც გრძნობასთან, ბავშვობასთან და სიყვარულთან ასოცირდებოდა. ვიდექით მხოლოდ ორნი მე და მძღოლი. ერთმანეთს მდუმარედ ვუმზერდით და ვერც ერთი ვერ ვბედავდით სიჩუმის დარღვევას.

ნაკვალევი
მეორე ნაწილი
პირველი თავი

ანასტასია კოვალიოვა
(სალომე)
ილუმინატორთან მოვთავსდი. თემო ზემოთ იყურებოდა. თვალებით ალბათ ისევ მე მეძებდა. გული შემეკუმშა. ტკივილი რასაც ამ წუთში განვიცდიდი თითქოს შიგნიდან მგლეჯდა. ცრემლები აღარ მომდიოდა, გაშრა. გაკერპებული ჯიუტად ერთ ადგილს მივჩერებოდი. ვახოც გვერდით მეჯდა. დუმილს არ არღვევდა. ისიც ჩემს მსგავსადა ქვემოთ იყურებოდა.
თვითმფრინავი დაიძრა. ნელ-ნელა ჰაერში ვიწეოდით. უფრო და უფრო ვშორდებოდი თემოს, რომელიც თანდათან წერტილის ზომა გახდა და გაქრა კიდეც. ბოღმა ყელში მებჯინებოდა, საუბრის უნარი არ მქონდა. ან რა შეიძლებოდა მეთქვა?
ამდენი წლის უნახავი ბიძაშვილი გვერდით მეჯდა, მე კი მისი ხილვით სიხარულს არ განვიცდიდი. რამდენჯერ წარმომიდგენია, როგორ გავიხარებდი მასთან შეხვედრისას. ვფიქრობდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ბედნიერი დღე იქნებოდა, თუმცა როდის იყო რომ მოვლენები ჩემს სურვილებს ემთხვეოდა?! იმ დროს როცა წესით ბიძაშვილთან შეხვედრით უნდა გამეხარა, ჩემი გული თემოს მისტიროდა და მასთან ყოფნას ნატრობდა.
ვახომ ძლიერად ჩამიხუტა მკერდში უსიტყვოდ, უთქმელად. თითქოს სწორედ ამას ველოდიო, საკუთარი თავი შემეცოდა. ჯიუტმა ცრემლებმა გზა იპოვეს და ღვარად წამოვიდა. ვტიროდი გულამოსკვილი. რაც უფრო ვცდილობდი გაჩუმებას, გულიც უფრო და უფრო მიჩუყდებოდა.
- ნუ გეშინია, ადრე თუ გვიან ყველაფერი დალაგდება. უკან დაბრუნდები... - მეუბნებოდა ვახო.
მართალია ვხვდებოდი, რომ ამ სიტყვებით ჩემი დამშვიდება სურდა, მაგრამ მაინც მინდოდა ამის დაჯერება. არის მომენტები, როცა ტყუილიც შვებას გგვრის. მართალია თბილისში დაბრუნება ილუზიას ჰგავდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მცირედი იმედიც კი მალამოდ მედებოდა, თითქოს იარებს მიშუშებდა.
- მადლობ, მარტო რომ არ დამტოვე, ჩემთან რომ ხარ! - როგორც იქნა ამოვისლუკუნე.
- სულელი გოგო ხარ! როგორ იფიქრე, რომ მხარში არ დაგიდგებოდი?! - გაუკვირდა მას - ყოველთვის შენთან ვიქნები. იქამდე ვიდრე ჩემი თანადგომა დაგჭირდება. სიმართლე გითხრა მიხარია კიდევაც, ძლივს ჩემი ჭკუის ადამიანი მეყოლები გვერდით. ჩემთან იქნები, ისე როგორც ბავშვობაში. - ხალისიანად მეუბნებოდა ის.
- როგორც ბავშვობაში! - სევდიანად გამეღიმა - კარგი იქნებოდა ისევ ბავშვები ვიყოთ. თურმე როგორი ბედნიერები ვყოფილვართ.
- ახლაც ბედნიერები ვართ. უბრალოდ გავიზარდეთ. ცხოვრება მისი სიმძიმით დაგვაწვა. ეგ არის და ეგ...
- მხოლოდ ცხოვრების სიმძიმეა? დავიჯერო ეს მხოლოდ რიგითი პრობლემაა? გგონია ეს ყველაფერი მხოლოდ თვითგადარჩენისთვის ბრძოლაა?
- ალბათ, არა. მაგრამ რას იზამ? ჩვენ ორნი ალბათ რჩეულნი ვართ. ამიტომ პრობლემებიც მეტი გვაქვს! - ნაძალადევი მხიარულებით მპასუხობს და თვალს მიკრავს.
- ალბათ! - გამეღიმა მეც. - როგორ ფიქრობ ერთად უფრო გაგვიიოლდება?
- რა თქმა უნდა. ერთმანეთს დავეხმარებით. ერთად ვიქნებით, ერთად ვიბრძოლებთ და აუცილებლად გადავრჩებით. გესმის? ორივენი, უფრო სწორედ სამივე ვალდებულნი ვართ მეც, შენც და თემოც. ადრე თუ გვიან, როგორც ბავშვობაში ისევ ხალისიანები და ბედნიერები ვიქებით. ასე უნდა იყოს, ყველას და ყველაფრის ხათრით. ასე პესიმისტურად რომ ვყოფილიყავი განწყობილი, აქამდე ათასჯერ მაინც ჩავიძირებოდი. შემომხედე, დამიჯერე, როგორც არ უნდა გტკიოდეს შენი სისუსტე არ აჩვენო, თავი არ დახარო. ჩვენ ორნი, ერთად მთებს გადავდგავთ.
ინსტიქტურად თავს ვუქნევდი ჩემს ბუმბერაზ, თბილად მომღიმარ ბიძაშვილს.
ტკივილი ოდნავ კლებულობს, ვდუნდები და ვგრძობ, თითქოს ძალა გამომაცალეს. თურმე როგორ დავღლილვარ. თვალებს ვხუჭავ. თავით საზურგეს ვეყრდნობი და ვცდილობ გავიაზრო რა მოხდა, აწმყო სასიკეთოს არაფერს მპირდებოდა. მომავალი კი ბუნდოვანი და ბურუსით იყო მოცული.
ალბათ, კარგი იქნებოდა გეგმის ქონა. თუმცა რად მინდოდა გეგმა? განა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი გააზრებულად ხდებოდა? ვიდრე მე მომავლის გეგმებს ვაწყობდი, ჩემი ცხოვრება თავდაყირა იდგა. ისე შემობრუნდა, რომ ახლა მკვდარიც კი ვარ. თუმცა გარდაცვლილის კვალობაზე საკმაოდ ცოცხალივით გამოვიყურები.
დღეიდან ახალი ადამიანი ვარ. ოცხადუთი წლის ანასტასია კოვალიოვა. ახალი ბიოგრაფიით. ჩემი ქართული აქცენტის გასამართლებლად დედით ქართველი. თბილისში დაბადებული, ოთხმოცდაათიანი წლების შემდეგ რუსეთში ემიგრირებული. ჯერჯერობით არ ვიცი საკუთარი პროფესია. თუმცა ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. გუშინ არ ვარსებობდი, არც სახელი მქონდა და აღარც წარსული. კითხვაზე, თუ რა საერთო გვაქვს მე და ცნობილ ავტორიტეტს ვახტანგ კოროშინაძეს, არის მარტივი პასუხი. მე მისი გარდაცვლილი მამიდაშვილის, სალომეს დანელიას სტუდენტობის დროინდელი მეგობარი ვარ, ცხოვრებაში რთული პერიოდი დამიდგა და მეგობრის დახმარება მჭირდება.
საინტერესოა იმიჯიც ხომ არ შევიცვალო?! მაგალითად თვალის ფერი? ამ მიმართულებით ჯერ არ ჩამოვყალიბებულვარ. ვიზუალის შეცვლა არაა ცუდი აზრი. თმებს ალბათ გავიღიავებ, ამჯერად ექსპერიმენტების დრო დამიდგა. დასაკარგი რა მაქვს?! არც არაფერი, უკვე აღარაფერი.
მოსკოვში ჩავფრინდით. თბილისის მსგავსად ისევ რამოდენიმე ავტომობილისგან შემდგარი ესკორტი, მძღოლები, დაცვა, პოდმოსკოვიე და კერძო, სამ სართულიანი სახლი, რამოდენიმე მოზრდილი ძაღლით. იქ მაცხოვრებელთა თუ მომუშავე პერსონალისთვის მე თბილისელი მეგობარი ვარ. გარშემო ძირითადად კავკასიური წარმოშობის შეიარაღებული მამაკაცები მიტრიალებენ, რომელთა შორის ლიდერი უდაოდ ვახოა. დაძაბული, სერიოზული სახეებით, სულ მოძრაობაში არიან.
ვცდილობ ზედმეტად არავინ შევაწუხო. თავი არავის მოვაბეზრო. თუმცა, როგორც შემდეგ ვიგებ, ამის გამო ამპარტავან და უკარება ადამიანად მთვალიან. რომ გითხრათ, ეს ამბავი დიდად მადარდეო, მოგატყუებთ. ჩემს მდგომარეობაში, რაც ნაკლებად შემაწუხებდნენ მეც ის მინდოდა.
ვახოსთან წარა-მარა ვიღაც მოდიოდა, სერიოზული სახით იღებდა სტუმრებს, მუდმივად ვიღაცის პრობლემის მოგვარებითაა დაკავებული. ძნელი მისახვედრი არაა, რომ „პრობლემების მოგვარებაში“ სარგებელსაც ნახულობდა, თუმცა ვცდილობდი ამ საკითხებს არ ჩავღრმავებოდი და საკუთარი ცხოვრებისთვის მიმეხედა.
იმიჯი რადიკალურად შევიცვალე. ვარ ქერა თმიანი, ცისფერთვალება, მოკლე კაბასა თუ ლეგინსებში გამოწყობილი საკმაოდ სექსუალური ქალი. ვხედავ და ვგრძნობ უცხო, შემთხვევითი გამვლელების ცნობისმოყვარე მზერას. მამაკაცების ხარბ თვალებს, თითქოს მზერით მხდიან ტანისამოსს. ოდნავ მეღიმება და გზას ვაგრძელებ. მზერას რომ რამე შეეძლოს?! მეზიზღებიან მათი სიმსუნაგისა და გაუმაძღრობის გამო. ვცდილობ ჩემი სიცივით ვაგრძნობინო, რომ ზედმეტი მოქმედებები და ტკბილი სიტყვები არ მსიამოვნებს. ყურადღების ღირსად არავის ვთვლი.
რას ვსაქმიანობ? კონკრეტულად არც არაფერს. ვახოს მოსკოვში რამდენიმე ქართული რესტორნის ქსელი აქვს. მე ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება ვიტვირთე. დავყვები საღამოებსა და საქმიან შეხვედრებზე. ვიღაცის აზრით ალბათ მისი ლამაზი აქსესუარი ვარ.
უნდა ვაღიარო, უცხო ადამიანების თვალით დანახული საკუთარი სახე ყოველთვის სასიამოვნოდ დასანახი არაა. ამტკიცებდნენ, რომ ვახოს ბიზნესი მხოლოდ მავანთა თვალის ასახვევად შეიქმნა, ეგრეთ წოდებული შავი ფულის გაცოცხლების ლეგალური საშუალება იყო. იქნებ ასეც იყო. არ ვიცი, მე ვახოს ცხოვრებაში არ ვერეოდი, ის ჩემთვი ბიძაშვილი იყო და ამით ყველაფერი მქონდა ნათქვამი. მე ვხედავდი რამდენს შრომობდა რათა საკუთარი ადგილი დაემკვიდრებინა და უკვე მიღწეული წარმატება შეენარჩუნებინა. მჯეროდა მისი, და არასოდეს ვიფიქრებდი, რომ საკუთარ ბიზნესს სხვის უბედურებაზე აგებდა. ვახო ასეთი არ იყო და არც იქნებოდა.
როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნეთ, საზოგადოებისთვის ჩვენ მეგობრები ვიყავით. თუმცა ამ შემთხვევაშიც იყვნენ ოპოზიციურად განწყობილნი, მათ ვისაც ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობის არ სჯეროდათ, განსაკუთრებით უჭირდათ ლამაზ ქალთან მეგობრობის დაჯერებაც. ძირითადად მწვავე ფორმით ვახოს ფავორიტი რამდენიმე მანდილოსანი გამოხატავდა საკუთარ მოსაზრებებს. ვახოს დიდად არ აღელვებდა შექმნილი სიტუაცია:
- არავისი საქმე არაა ჩვენს შორის არსებული ურთიერთობა. რაც უნდა ის იფიქრონ. მტრები არ მაკლია. არ მინდა ვინმემ იცოდეს, რომ ჩემი ოჯახის წევრი აქვე მყავს! - მკაცრად მაფრთილებდა ის.

ერთხელ როცა სავარჯიშოდ დარბაზში ჩავდიოდი, ასეთ დიალოგს შევესწარი:
- არა, ქალბატონო ტატიანა... დიახ, ქალბატონო ტატიანა... მართალი ბრძანდებით. დიახ, დიახ. --- - ძნელი მისახვედრი არაა ალბათ, რომ ტატიანაც ვახოს ერთ-ერთი ფავორიტი გახლდათ, რომელსაც ამჯერად შიდა მოსამსახურე ტელეფონზე ესაუბრებოდა. - როგორც მთხოვეთ, ყურადღებას არ ვადუნებ. ბატონი ვახო ნამდვილად გამორჩეულად ექცევა, თუმცა უნდა ვაღიარო, მათ ლოგინი არ აერთიანებთ.
პასუხად ყურმილის მეორე ბოლოდან მესმოდა ქალის გაცხარებული ხმა.
- ხელს არ ვაფარებ! - თითქმის ტირის მოსამსახურე -სიმართლეს ვამბობ.
სწორედ ამ დროს თავზე მეც დავადექი. გოგონა დაიბნა. ვეღარ გაიგო როგორ მოქცეულიყო. ვერც ტელეფონი გათიშა, ვერც მე დამელაპარაკა.
ყურმილი გამოვართვი და ვუსმენდი როგორ მლანძღავდა ტატიანა, რომელიც სხვისი კაცების ქურდსა და კახპას ალბათ მეათედ მაინც მიწოდებდა.
- ტატიანა დაასრულეთ?! - მშვიდად ვკითხე მე, როცა სავარაუდოდ დაიღალა და წუთ-პაუზა გააკეთა.
ქალი უცხო ხმის გაგონებას არ ელოდა. იმასაც მიხვდა ვინ ვიყავი და ტელეფონი გათიშა.
- ქალბატონო ანასტასია! -უხერხულად აიწურა მოსამსახურე.
არაფერი მითქვამს არც საყვედური, არც დატუქსვა. ტელეფონი მივაწოდე და სავარჯიშო დარბაზში შევედი.

ალბათ უცნაურად მოგეჩვენებათ, მიუხედავად იმისა, რომ ტატიანა ასე მონდომებით მლანძღავდა, მის მიმართ მტრულად არ ვიყავი განწყობილი. პირიქით, ვაჟის მრავალრიცხოვანი ფავორიტებიდან ყველაზე მეტად ეს გოგონა მომწონდა. ვახო აშკარად, ცოტა ეგოისტურადაც კი უყვარდა, და მიუხედავად ყველაფრისა ვამჩნევდი, რომ მის მიმართ არც ვახო იყო გულგრილი. ამას თვალნათლივ ვხედავდი და მიკვირდა ტატიანა რატომ ვერ ამჩნევდა.
შესაბამისად მომხდარ ინციდენთთან დაკავშირებით ვახოსთან სიტყვა არ დამცდენია. გარკვეულ წილად თითქოს ვამართლებდი, საყვარელი მამაკაცის დაკარგვის ასე პანიკურად რომ ეშინოდა. თავს მის ადგილზე წარმოვიდგენდი, თემოს რომ უცნობი ქალი მოეყვანა სახლში და ბავშვობის მეგობრად გაეცნო, ალბათ ეჭვიანობისგან მოვკვდებოდი. ამიტომ როგორც ქალს ტატიანა მეცოდებოდა. მომხრეც კი ვიყავი, რომ ვახოს მისთვის მაინც გაემხილა სიმართლე, მაგრამ მამაკაცი ჯიუტად დუმდა და მეც იგივეს მაიძულებდა.
ტატიანას ეჭვიანობა ცხადია მხოლოდ სატელეფონო საუბრით არ დასრულდა. ქალი არ შოშმინდებოდა და პირველივე ოჯახურ სადილზე დაგროვილი ბოღმაც ამოხეთქა:
- მე როცა მინდოდა დარჩანა, ორ დღეზე მეტ ხანს არ მტოვებდი, უხერხულიაო. ის კი, ერთი თვეა აქ ცხოვრობს. - ცრემლების ყლაპვით ეუბნებოდა ვახოს და მტრულად მიმზერდა.
- რამდენჯერ შეიძლება ერთი და იგივე საკითხზე ვისაუბროთ? აქ სრულიად სხვა სუტიაციაა. შენ კი ამის გაგება არ გსურს! - უკვე კბილების კრეჭით პასუხობდა ვახო.
- ამიხსენი რატომ? შენს გარდა პატრონი არავინ ყავს? რაღა მაინც და მაინც შენ?
- იმიტომ რომ ასეა საჭირო. - საბოლოოდ ცეცხლდება ვახო - თუ რამე არ მოგწონს...
- დაფიქრდი, ვიდრე რამეს იტყვი! - ქართულად ვერევი მე. - ეს გოგო შენთვის ძვირფასია. ჩემს გამო არ დაკარგო. მომეცი საშუალება დაველაპარაკო. დავამშვიდო. ის შეყვარებული ქალია და უბრალოდ ეჭვიანობს.
ვახომ გაცეცხლებულმა შემომხედა, რამდენიმე წამი დასჭირდა ემოციების მოსათოკად. არაფერი მიპასუხა, სასადილო ოთახიდან გავარდა და ერთად დაგვტოვა.
ქალმა შეშინებული თვალები გააყოლა. ცრემლებს ვერ იკავებდა, უხმოდ ტიროდა. კაცის გასვლისთანავე სიძულვილით შემომხედა. ორივენი ჩუმად ვისხედით და ერთმანეთს ვაკვირდებოდით.
- ასეთი რა უთხარი, ოთახიდან რომ გავარდა? - როგორც იქნა მოსწყინდა ჩუმად ყოფნა და დუმილი დაარღვია მან.
- ვთხოვე მოეცა საშუალება პირის-პირ გვესაუბრა. - წყნარად ვუპასუხე კითხვაზე.
ჩემი მშვიდი ტონი აშკარად აღიზიანებდა და უფრო მეტად ეშლებოდა ნერვები.
- სალაპარაკო არაფერი გვაქვს! - კბილებში ზიზღით გამოცრა.
- ჩემზე უმიზეზოდ ბრაზობ. თქვენი მტერი არ ვარ. შენ ხომ არც კი მიცნობ. ვახოს უყვარხარ, მისთვის ძვირფასი ხარ და შენი ეჭვიანობით გულს სტკენ. - მშვიდად ვაგრძელებ მე.
- ვუყვარვარ და სხვა ქალთან ცხოვრობს? მისი არ მესმის! - ზიზღი სასოწარკვეთილებამ შეცვალა. - თითქმის ხუთი წელია ერთად ვართ. ქორწინება ერთხელაც არ უხსენებია. სულ ამტკიცებდა, ჩემი ცხოვრება ფათერაკებითა და რისკითაა სავსე, ჩემისთანა ხალხს ოჯახი არ უნდა ჰქონდეთო. ცოლს არ მოვიყვანო. კი ბატონო, იყოს ასე. ამის პრეტენზია არც მქონდა. მთავარია ჩემთან ყოფილიყო. მაგრამ ახლა შენ გამოჩნდი. სულ მასთან ტრიალებ, ერთად ცხოვრობთ, ერთად მუშაობთ. თავს ისე გევლება, თითქოს პარატა ბავშვი ხარ. ჩემტან ასე არასოდე ყოფილა. თანაც ბრმა ხომ არ ვარ? ისეთი ლამაზი ხარ. შეუძლებელია შენს მიმართ ვინმე გულგრილი დარჩეს.
მის სიტყვებზე გამეცინა. როგორც წესი ლამაზ ქალს უჭირს სხვისი სილამაზის აღიარება, ეს გოგონა კი გამონაკლი იყო. ტატიანა მოწითალო ფერის თმით, ჭრელი თვალებით ულამაზესი, ველურ კატას მოგაგონებდათ. მისგან ასეთი შეფასება ალბათ საუკეთესო კომპლიმენტად უნდა ჩამეთვალა.
- მე და ვახო ერთმანეთს თითქმის ბავშვობიდან ვიცნობთ. ის ჩემში გარდაცვლილ სალომეს ხედავს. როგორ აგიხსნა არ ვიცი. სიტყვებს ვერ ვპოულობ. უბრალოდ უნდა დამიჯერო.
- სალომეს დაუსწრებლად ვიცნობდი. ვახო მასზე სიყვარულითა და სითბოთი საუბრობდა. მისი გარდაცვალების შესახებ ტელევიზიით შეიტყო. პატარა ბავშვივით ბღაოდა. ასეთი არასოდეს მინახავს, შენც ხედავ გრძნობების გამოხატვა დიდად არ ეხერხება. მისი ცრემლიც არასოდეს მინახავს, მაშინ კი თითქოს ჭკუიდან გადავიდა. ახლოს არავის გვიკარებდა. მეგონა დროთა განმავლობაში ტკივილი დაუამდებოდა, გაუვლიდა და ისევ ჩემი ვახო დამიბრუნდებოდა. ალბათ, ასეც მოხდა, რადგან სალომეს გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილზე აღარც საუბრობს, სამაგიეროდ შენ გამოჩნდი მის ცხოვრებაში. ჩემი ადგილი კი აღარ დარჩა...
სიცილი ისევ ვერ შევიკავე: - ცდები, შენ მისი სული ხარ, შენს ადგილს ვერასოდეს დავიკავებ. ეს შეუძლებელია. გთხოვ, ჩათვალე რომ შენს წინ სალომე ზის. როგორც მასთან ვერ ექნებოდა სხვანაირი ურთიერთობა, ისევეა ჩემთანაც. ჩემთვის ვახო ძმასავითაა. დამიჯერე, გთხოვ! - მუდარით ვეუბნებოდი მას.
ჩვენს შორის არსებულმა ყინულმა თითქოს გალღვობა დაიწყო. ვგრძნობდი მიუხედავად იმისა, რომ ტატიანა არ მენდობოდა, უკვე აღარ ვძულდი. ამ ეტაპზე კი ესეც საკმარისი იყო.
- ვახოც იგივეს მეუბნება, მაგრამ... - წინადადებას არ ასრულებს ის.
- უნდა დაგვიჯერო. თავს ტყუილად იტანჯავ. თუ მოგვცემ საშუალებას ამაში შენც დარწმუნდები. აქ მეგობრები არ მყავს. რატომღაც მტრულად მიმიღეს. მათთვის უცხო ვარ. შენ თუ ეს დაგამშვიდებს გადასვლაც შემიძლია. თუმცა არა მგონია ამით რამე შეიცვალოს.
ალბათ მიხვდა გულწრფელად რომ ვსაუბრობდი.
- აქედან რომ გადახვიდე, ვახო არ მაპატიებს. მე დამადანაშაულებს. საბოლოოდ კი შემიძულებს. - ყრუდ ამბობდა ის.
- მას უყვარხარ და ასე იოლად არ დაგთმობს.
- თქვენი ურთიერთობის არ მესმის. მართალია არ გინდათ ბოლომდე ამიხსნათ, მაგრამ ვხედავ რომ მისთვის ძვირფასი ხარ, სამწუხაროდ, ფაქტია არც შენ დაგთმობს.
- ის ერთად-ერთი ადამიანია ვისი იმედიც ამ ცხოვრებაში მაქვს. მაგრამ გარწმუნებ მისი საყვარელი არასოდეს ვიქნები, შეუძლებელია.
გოგონა ყურადღებით მაკვირდებოდა, საბოლოოდ როგორც იქნა მასაც გაეცინა და ხუმრობა ნარევი ტონით მკითხა:
- იმისთვის რომ ვახო არ დავკარგო, გამოდის შენი ატანა მომიწევს?
- ასე გამოდის, ორივემ ერთმანეთი უნდა ავიტანოთ! - მეცინება მეც. - ან იქნებ ნელ-ნელა დავმეგობრდეთ კიდეც?!
- იქნებ! - ამჯერად თბილად იცინოდა ის.
მის შეფასებაში ნამდვილად არ შევცდი. უბრალოდ შეყვარებული, ცოტა ზედმეტად ეჭვიანი გოგო იყო.
მეორე თავი
როგორც იქნა ტატიანა დაშოშმინდა. ვახომაც რომ დაინახა, ჩვენი ურთიერთობა ნელ-ნელა კალაპოტში დგებოდა, უკვე ჩვევაში გადასული ბღვერა და მუდმივი „ღრენა“ დაასრულა.
ერთი შეხედვით თითქოს იდილიამ დაისადგურა. რადგან სახლში მდედრობითი სქესის მუდმივ მაცხოვრებლად ვითვლებოდი, ჩემთან მეგობრობის საბაბით ტატიანას საშუალება ჰქონდა ჩვენთან უფრო ხშირად დარჩენილიყო. თავისთავად ცხადია აღარც ვახო აპროტესტებდა ხშირად ქალის ჩვენთან ყოფნას. ასე, რომ ჩემთან მეგობრობით ტატიანა მოგებული იყო და სარგებელსაც ნახულობდა. თავს ვერ დავდებ, რომ ვუყვარდი, ყოველ შემთხვევაში არც ვძულდი, ჩემთვის ესეც საკმარისი იყო. სიმართლე გითხრათ ტატიანას თავქარიანი ხასიათი დიდად არც მე მხიბლავდა. მისი მუდამ ლაღი და ხალისიანი განწყობა ცოტა არ იყოს ხელოვნურადაც კი მეჩვენებოდა.
დროთა განმავლობაში, აღმოვაჩინე, რომ ტატიანა უბრალოდ ცდილობდა ნეგატიურ ინფორმაციას მისთვის განწყობა არ შეეცვალა, თავს იჯერებდა, რომ კარგად იყო და საბოლოოდ ახერხებდა კიდევაც მუდამ დადებით განწყობაზე ყოფნას.
- რაც არ უნდა მოხდეს, არ გინდა ზედმეტი დარდი, ესე იგი ასე იყო საჭირო. - რუსულად მეუბნებოდა ის - არის ასეთი გამოთქმა: რაც ხდება, ყველაფერი სასიკეთოდ. დამიჯერე! დარდი სწრაფად აბერებს, ხასიათს აფუჭებს, უჟმური ქალი კი არავის უყვარს!
ის საკუთარ სახეს სარკეში აკვირდება, თითქოს ცდილობდა არ არსებული ნაოჭები დაენახა, ამას ისეთი მეამიტი სახით აკეთებდა, რომ ღიმილს ვერ ვიკავებ. ნაწილობრივ ვეთანხმები, არც მე მიყვარდა, როცა საკუთარ პრობლემებსა და ტკივილს ზედმეტად თავს მახვევდნენ.
თითქოს ახალ სიტუაციას ვეჩვეოდი, ვცდილობდი ახალ ხალხსა და გარემოს შეძლებისდაგვარად მოვრგებოდი. სწორედ ამ დროს ცხოვრებამ ისევ ახალი სიურპრიზი მომიმზადა.
ბოლო პერიოდში თავს უჩვეულოდ სუსტად ვგრძნობდი. ძალა არ მქონდა. ყველაფერზე გული მიჩქარდებოდა და უაზროდ ვტიროდი. ხასიათის ცვლილებას გადატანილ სტრესს ვაბრალებდი. სისუსტეს კი ვერ ვიგებდი რას შეიძლებოდა გამოეწვია. ტატიანას შეგონებით გამოკვლევებზე ექიმთან გადავწყვიტე მისვლა. პასუხი შოკის მომგვრელი აღმოჩნდა: - თითქმის სამ თვემდე ორსული გახლდით.
ბავშვი? წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ გამომპარვოდა? თავი საკმაოდ განათლებულ ადამიანად მიმაჩნდა, საკუთარ სხეულში ამხელა ცვლილება კი გამომეპარა. თითქოს პანიკაში ჩავვარდი. რა უნდა მექნა? ჩემს არეულ ცხოვრებაში მისი ადგილი არ იყო.
- ღმერთო ჩემო! - ვფიქრობდი და აზრს ვერ ვაყოლებდი - რა ვქნა? ვინ იქნება ჩემი შვილი? ვინ იქნება მისი დედა? ანასტასია თუ სალომე? მამა? ....
- რა გითხრა ექიმმა? - ცნობისმოყვარედ მეკითხებოდა ტატიანა.
- ორსულად ვარ! - ძლივს ამოვღერღე მე. საკუთარი ხმა ვეღარ ვიცანი. თითქოს შორიდან ჩამესმოდა.
- მერე ასეთი სახე რატომ გაქვს? უცებ შემეშინდა. ბავშვი ბედნიერებაა. გესმის? ის ჩვენი ბედნიერებაა! ასეთი გაფითრებული ნუ მიყურებ, გთხოვ. - აჟიტირებული, ბედნიერი მეუბნებოდა ის.
გული მტკივა მის სიხარულს რომ ვერ ვიზიარებ. - მე ხომ სრულიად მარტო ვარ. ამას ვერ ხვდები?
- რას ქვია მარტო? რატომ მარტო? მე და ვახო? პატარა გვეყვარება, გავანებივრებთ! - უკვე მომავლის გეგმებს აწყობდა ის.
მეცინება, როგორი მარტივია მისთვის ცხოვრება, ის ყველაფერში პოზიტივს ხედავდა და მისი მშურდა.
- აი ნახავ, ვახოც ასე იფიქრებს. ერთად გავზრდით ამ პატარას. ჩვენს პატარას.
- გიჟი ხარ ტატიანა! არც კი იცი როგორი გიჟი! - თვალები ბედნიერებს ცრემლებით მევსება- ბედნიერია ვახო შენ რომ ჰყევხარ!
- კი ბედნიერია! - მხიარულად მეთანხმებოდა ის.

- ალბათ, ასე იყო საჭირო! - რამდენიმე წუთიანი ფიქრის შემდეგ მითხრა ვახომ. სახე სერიოზული ჰქონდა. ტატიანასგან განსხვავებით ჩემი ორსულობის გაგებისას გახარებული არ წამომხტარა, თუმცა არც ჩემსავით მუქ ფერებში დაინახა მომავალი. - ბოლოს და ბოლოს შენი და თემოს სიყვარულის ნაყოფი გვეყოლება.
გულში ჩამიხუტა და ისე მეფერებოდა თითქოს პატარა ბავშვი ვიყავი. ამ წუთებში ის ბიძაშვილიც იყო, ძმაც, ჩემი არ არსებული მამაც და ალბათ ამ შემთხვევაში მამაზე მეტიც...
- როგორ ფიქრობ ბიჭი იქნება თუ გოგო? - უცებ ეშმაკურად მკითხა მან.
- არ ვიცი, მაგ საკითხზე არ მიფიქრია!
- არადა, ამბობენ დედა ყოველთვის გრძნობსო! - თითქოს იმედი გაუცრუვდა მას- მაგარი იქნება ბიჭი თუ გაჩნდება. უფ, რას გავერთობი. ხულიგანი, ცელქი, პატარა თემო.. - აშკარად ართობდა მომავალზე ფიქრი - პრინციპში არც გოგო იქნება ცუდი, კიკინებითა და მეჩხერი კბილებით, პეპის მსგავსი, პატარა ჭორფლებით...
- მე მგონი ასეთი ვიზუალის შენი და ტატიანას გოგონა იქნება! - მეცინება, როცა ვიაზრებ, რომ პატარა ბავშვის აღწერისას ტატიანა დაახასიათა.
თავადაც გაეღიმა: - ჩემი და ტატიანას? ვნახოთ როგორ მომეწონება ბიძის ამპლუა, შემდეგ იქნებ მამობაზეც ვიფიქრო.
- ტატიანა ის ადამიანია ჩვენს არეულ ცხოვრებაში ნათელ წერტილებს რომ ამჩნევს, მისი დაკარგვის უფლება არ გაქვს.
ტუჩებზე თითს იდებს და მანიშნებს გავჩუმდე. მაგიდის უჯრას ხსნის და ხავერდის პატარა კოლოფს მაჩვენებს. ფაქიზად ხსნის. კოლოფში გვერდ-- გვერდ წყვილი საქორწინო ბეჭედია მოთავსებული.
- არაფერი უთხრა იცოდე, სიურპრიზია.
- არ ვეტყვი! - ბედნიერი ვეთანხმები და ვეხვევი მას. - მიყვარხარ და ვამაყობ შენით!

ვახო
პოდმოსკოვიეში, ჩემთან კაბინეტში ვზივართ ორნი, მე და სალომე. ტატიანა ისე ჩუმად გაიპარა ოთახიდან, მივხვდი წინ სერიოზული საუბარი მელოდა და ხელის შეშლას მოერიდა. სალომეს ხმა უკანკალებს, თრთის და ცდილობს რაღაც მითხრას.
ვხედავ შეშინებულია, დაბნეული. გული შიშით მაქვს სავსე, კიდევ რაღარც უბედურებაა მის თავს? სალომეს ცრემლებიან თვალებს ვუმზერ და კითხვის დასმას ვერ ვბედავ. როგორც იქნა მხნეობა მოიკრიბა და ხმის კანკალით მეუბნება:
- ორსულად ვარ!
მხრებიდან თითქოს მძიმე ტვირთი მომხსნეს, შვებით ამოვისუნთქე. ღმერთო ჩემო, მადლობა, კიდევ ახალი განსაცდელი რომ არ მომივლინე. პატარა, სალომესა და თემოს პატარა. ისე მიხარია, ისეთი ბედნიერი ვარ. რომ შემეძლოს წამოვხტებოდი და ხელში ავიტაცებდი, მაგრამ თავს ვიკავებ. სერიოზული სახით ვუმზერ.
მესმის სალომეს ტკივილის, მისი შიშიც გასაგებია. თუმცა ნამდვილად მჯერა, რომ ეს პატარა მისთვის ახალი ცხოვრების დასაწყისი და სტიმული იქნება. ალბათ, ვერ მიხვდებით ასე რატომ ვფიქრობ. ჩემი თავის მეც კი მიკვირს, მაგრამ ვგრძნობ ამ ამბავმა როგორ ამამჩატა, ამამსუბუქა. პატარა ბავშვივით ავცანცარდი, მინდა გარშემო ყველას გავაგებინო, რომ სადაცაა დისშვილი გამიჩნდება, ბიძა ვიქნები, ბიძა. ვიცი, რომ გიჟი ვარ, მაგრამ ჩემით არ გავგიჟებულვარ. ასე სალომემ გადამრია, მისმა ჯერ კიდევ არ დაბადებულმა პატარამ ამამჩატა. უკვე ვიცი, მე და ეს პატარა დიდ ამბებს ჩავიდენთ ერთად. ის ჩემი ნებიერა იქნება.
ვინ ვარ მე? ერთი ჩვეულებრივი „გრუზინი“, თბილისელი ბიჭი. ბავშვობიდან მოყოლებული ვიბრძვი თვითგადარჩენისთვის. პატარაობიდან სუსტი ვიყავი, გამხდარი. თუმცა როგორც ჩემი მეგობარი თემო ამბობდა, დიდი გულის პატრონი. ჩემი გული ყოველთვის ასწრებდა ჩემს ფიზიკურ მონაცემებს, და ხშირად ამის გამო ნაცემიც ვრჩებოდი. თუმცა იარები არ მაწუხებდა. სამაგიეროდ შიგნიდან ვიყავი კმაყოფილი. ვიცოდი, რომ ვერ გამტეხეს. იარები კი დროთა განმავლობაში მოშუშდებოდა.
ჩემი მომცრო ტანის გამო თითქმის ორ მეტრამდე სიმაღლის მამასთან ხშირად ვწუწუნებდი, ის კი თბილად მიღიმოდა და მამშვიდებდა:
- მოითმინე შვილო, გაიზრდები. გენებში პატარა არავინ გვყავდა. ბაბუაშენი 90 წლის ასაკშიც კი მეტრა - ოთხმოცდაათამდე იყო და რაღა შენ იქნები დაბალი?
- გავიზრდები?! - ეჭვი მეპარება მის სიტყვებში. ყოველ დღე თუ არა, თითქმის თვეში ერთხელ კედელთან მივდივარ, სადაც ჩემი სიმაღლის ზრდის შესამოწმებლად ნიშნულს ვაკეთებ, სანტიმეტრით საგულდაგულოდ ვამოწმებ წინა ნიშნულსა და ახალს შორის სხვაობას, აშკარად ვამჩნევ მატებას, მაგრამ მაინც უკმაყოფილო ვარ. რა ვქნა? გაზრდა მეჩქარება.
ახლა ამ ყველაფერზე მეცინება. ის დრო მენატრება. რას წარმოვიდგენდი თუ ამდენი პრობლემები მელოდა წინ. უფლება რომ მქონოდა ალბათ პიტე - პენივით, მეც მუდმივ ბიჭუნად დავრჩებოდი.
ზოგადად ცუდი ბავშვი არ ვიყავი. საშუალო დონეზე ვსწავლობდი, არ ვეტანებოდი ნარკოტიკებს, პირველი არასოდეს ვუტყავდი. არ მიყვარდა სუსტების ჩაგვრა. ვცდილობდი ადამიანები კარგი კუთხით დამენახა და ცხოვრებაზე არ დავბოღმილიყავი. არ მეცვა ბოლო მოდაზე, თუმცა არც არაფერი მაკლდა. მე სხვა პრიორიტეტები მქონდა, ერთგული მეგობრები, ჩემი ოჯახი, რომელიც ერთი ყველაზე მთავარი ადამიანისგან სალომესგან შედგებოდა. დედ-მამის შვილი არ მყავდა, ის იყო ჩემთვის ძმაც და დაც. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვკამათობდით ის ჩემთვის ყველაფერი იყო. ერთმანეთს არ ვეშვებოდით. მისი ტკივილი მტკიოდა, მისი სიხარული მიხაროდა.
ორმაგად მიყვარდა ჩემი მეგობარი თემო. რატომ ორმაგად? ალბათ აქაც სალომე იყო დამნაშავე. ვხედავდი როგორ უყვარდათ ერთმანეთი და მათი ერთად ყოფნა მეც მახარებდა. სალომეში ისეთი ცოცხალი სხივები ჩანდა, ისეთი ჭინჭიკები უხტოდა. და მე ზუსტად ვიცოდი, რომ ეს სხივები მხოლოდ თემოს ეკუთვნოდა. ამიტომაც მიყვარდა განსაკუთრებით თემო, ის სალომეს ბედნიერება იყო. ესე იგი ჩემიც.
თბილი ვიყავი, მაგრამ ჩემში უცნაურ თვისებებსაც ვამჩნევდი, თუმცა ეს თვისება მამალაძის დახმარებით აღმოვაჩინე. თურმე ადამიანის მოკვლაც შემძლებია. ყოველთვის გულ-ჩვილი ვიყავი. დღემდე მახსოვდა მე და სალომემ რამდენი ვიტირეთ როცა ჩვენი ნებიერა, პატარა, ბათურა, ლეკვი სოფელში წაიყვანეს.
- თბილისში მისი ყოლა არ შეიძლებაო, უკვე მერამდენედ გვიმტკიცებდნენ უფროსები.
ძალიან მტკივნეულად გადავიტანეთ ბათურას გამგზავრება. მეორე ისტერიკა მაშინ დამემართა, როცა ჩემი საგულდაგულოდ მოვლილი წიწილა, ქათმად იქცა და ერთ მშვენიერ დღეს ჩახოხბილის სახით მოგვართვეს სუფრაზე. სულ კურცხალი ცრემლებით ვტიროდი და წიწილის უკან დაბრუნებას ჯიუტად მოვითხოვდი. მეზიზღებოდნენ ყველანი, ვერ ვპატიობდი ჩემი ქათმის მკვლელობას. ალბათ გაგეცინებათ, მაგრამ ამ დღიდან მოყოლებული ავკრძალეთ მე და სალომემ სახლში შინაური ცხოველების მოყვანა.
ბედის ირონიაა, აბა რა ქვია სახელად?! ქათამსა და ლეკვზე ვდარდობდი, დღემდე ამ ამბების გახსენებაზე სწორედ ისევ ისე მძაფრად მტკიოდა. აი, დამპალ მამალაძის მკვლელობისას კი ხელიც არ ამიკანკალდა. ნაგავი იყო, არ შეიძლებოდა ერთ ადამიანში ამდენი უარყოფითი თვისება ყოფილიყო. არ ვცდილობ საკუთარ საქციელს გამართლება მოვუნახო, ვინ ვიყავი მე, რომ ღვთისგან გაჩენილი არსებისთვის სიცოცხლე მომესწრაფა, თუმცა მაინც... ალბათ, ესეც ადამიანის თვისებაა, ყოველ მის მოქმედებაში ახსნას ეძებდეს. ერთი კი ცხადია, არ ვნანობდი. ერთად-ერთი გული იმაზე მწყდებოდა, რომ ამის გამო ოჯახი მივატოვე, თბილისიდან წამოვედი. მიყვარდა ჩემი ქალაქი ეგოისტურად, მთელი ჩემი არსებით და დასატოვებლად არ მემეტებოდა. არ მიღირდა ნაძირალა მამალაძე ამხელა მსხვერპლად. ნამდვილად არ მიღირდა. თუმცა უკვე სინანულის დრო აღარ იყო.
მაშინ თბილისიდან წამოსვლაში მამა დამეხმარა. მახსოვს როგორ მიმიყვანა მის ბავშვობის მეგობართან, კანონიერ ქურდ ჯემალ ქისტაურთან. ოცი წლის ბიჭისთვის სიტყვა კანონიერი ქურდი უცნაურ დატვირთვას ატარებდა. თითქოს ჩვეულებრივი ადამიანები არ იყვნენ. ჯემალის არსებობაზე უფროსებისგან ხშირად გამეგო, თუმცა ასე ახლოს არასოდეს მენახა. როგორი იყო? საშუალო სიმაღლის, ჭაღარა, მუდამ კლასიკურად, შარვალ-კოსტუმში ჩაცმული, ხმას არასოდეს უწევდა. სმენა კარგად უნდა დაგეძაბა მისი ნათქვამი რომ გაგეგო. თვალებს არ ვუჯერებდი. ასეთი ადამიანი როგორ შეიძლებოდა ქურდი ყოფილიყო? ისეთი სუფთა ქართულით საუბრობდა შეგშურდებოდათ, ჟარგონს თითქმის არ იყენებდა.
უცნაურია, ვიდზე მასთან შევიდოდით დიდი ეზო გავიარეთ. გარშემო ბევრი ადამიანი ტრიალებდა. სულ ნარჩევი ბიჭები. ტანში უსიამოვნოდ დამბურძგლა:
- ესენი ვინ არიან? - ჩუმად ვკითხე მამას.
- მისი ჯგუფის წევრები. - მოკლედ მიპასუხა.
- ქართველები?
- უმეტესობა კი. ძირითადად ჯემალთან არიან რუსეთში. თბილისში მათ ვერ ნახავდი.
- ახლა რატომ ჩამოვიდნენ? - ცნობისმოყვარეობას ვერ ვიკავებ და კითხვებს ვაყრი მამას.
- მას ჩამოყვნენ.
- მა... - კიდევ რაღაც მინდა ვკითხო, მაგრამ მამა ხელით მანიშნებს გავჩუმდე. დიდ კაბინეტში შევდივართ. გარშემო იმდენი წიგნებია თავი ბიბლიოთეკაში მგონია. ტყავის სამეულის შუაში ხის ჟურნალების მაგიდა დგას.
ჯემალი იქ დაგვხვდა. ერთ-ერთმა ბიჭმა, რომელიც ალბათ მის პირად მცველად ითვლებოდა, მაშინვე დაგვტოვა. მამა თბილად მოეხვია მეგობარს.
- შე ბებერო, შენა. - მხარზე ხელს უტყაპუნებდა მამას. - რა იცი ასეთი, რომ არ იცვლები, ა? გამიმხილე მაინც, თუ ეგ მეთოდი მხოლოდ გურელებზე ჭრის?
- კარგია სასაცილოდ როცა გაქვს საქმე! - დასერიოზულდა მამა.
- აბა სატირალი რა გვჭირს?! - სახე მოეღრუბლა ჯემალს - მორჩი ერთი თუ ძმა ხარ, ნუ გიყვარს ყველაფრის დრამატიზირება. ნახე რა ვაჟკაცი გყავს, მე რომ ასეთი შვილი მყოლოდა... - მის სიტყვებზე თავს უხერხულად ვგრძნობ. ვიშმუშნები.
- ეჰ... - ისევ ოხრავს მამა.
- მორჩი მეთქი, ვეღარ გცნობ. ჩვენც ვიყავით ამ ასაკში. ჩვენი ბავშვობა მე თუ მახსოვს ესე იგი შენც გემახსოვრება. ხან ასეა, ხან ისე. არ ტყუის შენი ვაჟი ამ სიტუაციაში. მის ადგილზე ნებისმიერი ასე მოიქცეოდა. მათ შორის შენც.
- ჯემალ, ხომ იცი ჩემი ძმა ხარ. ისე არც მოვიდოდი. ეს ბავშვი ჩემთვის ყველაფერია. შენს გარდა ვერავის ვანდობ.
- ბავშვი?! - ისევ მხიარულად იცინის ჯემალი- ის კაცია და საუკეთესო ვაჟკაცი.
ვგრძნობ მამაჩემისთვის ეს საუბარი ძალიან მძიმეა. ცდილობს ემოციები შეიკავოს, მეგობართან სისუსტე არ გაამჟღავნოს, ალბათ ჯემალიც ხვდება მის განცდებს:
- მე ოჯახი არ მყავს. ჩვენი ძმობის სიყვარულით ვახო ჩემთან იქნება, ჩათვალე როგორც საკუთარ შვილს ისე ამოვიყენებ გვერდით. ჩემი ცხოვრების წესი შენთვის ცნობილია. რა ვქნა მე სხვა არაფერი შემიძლია.
- ვიცი. - ყრუდ პასუხობს მამა.
- თბილისს ხვალ გამთენიისას ვტოვებთ.
- ეგეც ვიცი. - უფრო გაებზარა ხმა.
ეს იყო და ეს. მამამ ერთი ძლიერად ჩამიკრა, აღარაფერი უთქვამს. პატარა ბავშვივით ავღრიალდებოდი მარტო რომ ვყოფილიყავი, მაგრამ ამდენი უცხო ადამიანის შემრცხვა. ჩემში დაგუბებული ემოციები ჩავახშე და გულში ღრმად ჩავიმარხე.

მესამე თავი
ასე დაიწყო ექსტრემითა და თავგადასავლებით სავსე ახალი ცხოვრება ჯემალ ქისტაურთან ერთად. გვერდიდან არ მიშორებდა. ის ჩემთვის უფროს მეგობრად იქცა, უზომოდ დიდ პატივს ვცემდი, სიცარიელე რომელსაც ჩემი ოჯახისა და მეგობრების მონატრებით განვიცდიდი ამ ადამიანმა შეავსო. ის განსაკუთრებით ერთი თვისების გამო მიყვარდა, ცდილობდა ჩემთვის ცხოვრებაში სწორი მიმართულება ეჩვენებინა.
- მე რას მიყურებ? ჩემი ცხოვრება თითქმის დავასრულე. კარგად შემომხედე, რა მრჩება? სახელი? ან ეს სახელი რას მაძლევს? პრივილეგიას ზოგიერთ მშიშარა და უსუსური ადამინის თვალში? საბოლოოდ ხელში არაფერი მრჩება. გარდა მუდმივი ბრძოლისა და ციხე-ციხე ხეტიალისა. ახალგაზრდობაში ამას ვერ ვიაზრებდი. ახლანდელი გადმოსახედით კი... სამწუხაროდ დროს უკან ვერ დააბრუნებ. შენ ახლა იწყებ ცხოვრებას. მინდა ჩემს შეცდომებზე ისწავლო. არ ვიცი რამდენად მოახერხებ, როგორც წესი საკუთარ თავში ხარვეზების დანახვა არ შეგვიძლია. მე პრინციპებსა და სტერეოტიპებს ყველაფერი შევწირე. მყავდა საყვარელი ქალი, იქნებ შვილებამდეც მივსულიყავით, მაგრამ შემეშინდა. შემეშინდა იმ პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების რასაც საკუთარი ოჯახი დამაკისრებდა. რატომღაც უფრო იოლად მეჩვენებოდა მარტოდ-მარტო ხეტიალი. ანგარიშს არავის და არაფერს ვუწევდი. მხდალი გამოვდექი. ტყვიას წინ მკერდით ვუდგებოდი, არადა ერთი პატარა გოგოს სიყვარულის კი პანიკურად მეშინოდა. არ მინდა ჩემი გზა გაიარო. აქ იმისთვის არ წამომიყვანიხარ, რომ ჩემს ჯგუფში ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცის ადგილი დაიკავო. შენ ჩემთვის ვაჟი იქნები, მემკვიდრე. გესმის ჩემი?
თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევდი, თან ვფიქრობდი, თუ მისი საქმის გამგრძელებლად და მომავალ მემკვიდრედ მზრდიდა მის ბედს როგორ არ გავიზიარებდი? კითხვები მიჩნდებოდა, მაგრამ პასუხები არ მქონდა.
- რატომ მაინც და მაინც მე? რით დავიმსახურე ასეთი ნდობა?
- არ ვიცი, უბრალოდ ასე მინდა. - ოდნავ გვერდულად ეღიმებოდა მას.
მიუხედავად ჯემალის სურვილებისა, უნდა ვაღიარო ძნელია ამ წრეში იტრიალო და სუფთად დარჩე. მინდოდა თუ არა, ჩემი ადგილისთვის ბრძოლა მიწევდა. იყო სხვადასხვა სახის დაჯგუფებები: რუსების, ჩეჩნების, ქართველების. კავკასიის წარმომადგენლები ერთმანეთს მეტ-ნაკლებად ანგარიშს ვუწევდით. გაყოფილი იყო სამოქმედო საზღვრებიც. თუ ჩვენი კუთვნილი ზონის გარეთ გვიწევდა გასვლა, ლიდერებს წინასწარ ვაფრთხილებდით, თავის მხრივ ისინი მეორე დაჯგუფების ხელმძღვანელებს ატყობინებდნენ. შესაბამისად დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებას მაქსიმალურად ვერიდებოდით. ვიდრე ერთმანეთში სიმშვიდეს ვინარჩუნებდით ზედმეტად არც ძალოვანი უწყების წარმომადგენლები გვაწუხებდნენ. თითქოს ერთი დიდი წრე იყო შეკრული. ყველა ყველას ანგარიშს უწევდა.
ჩვენი საქმიანობის სფერო ძირითადად ტრასებზე ყაჩაღობითა და რეკეტით შემოიფარგლებოდა. ცალსახად ვიცოდით რომ არ ვერეოდით პროსტიტუციასა და ნარკოტიკებში, ასევე ადამიანებით არალეგალურ ვაჭრობაში. სხვა დაჯგუფებების წარმომადგენლები ამბობდნენ, ეს ყველაზე მომგებიანი საქმეაო, მაგრამ ჩვენს „გრუზინულ“ სამართალში ასეთი მოქმედებები არ ჯდებოდა. შემოსავალი ისედაც საკმარისი გვქონდა და უფრო მეტად სულისა და სინდისის დაბინძურება არ გვინდოდა.
საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილი ვიყავი. ნელ-ნელა გარშემო მყოფების პატივისცემას ვიმსახურებდი. მართალია ფიცხი ხასიათი მქონდა, მაგრამ ხვდებოდნენ რომ უსამართლოდ არ ვბრაზდებოდი. ალბათ ამიტომაც იყო, რომ ანგარიშგასაწევ პირად მოვიაზრებოდი. ჯემალისგან მოქმედების სრული თავისუფლება მქონდა. არ მზღუდავდა, მისი ნდობით არც მე ვსარგებლობდი ბოროტად.
არ მაკლდა გართობა, არ მაკლდა ლამაზი ქალების ყურადღებაც, სხვა კი რა უნდა მენატრა? პრინციპში სანატრებლის მეტი რა მქონდა, მაგრამ ილუზიებით არ ვიკვებებოდი. მხოლოდ ახდენილი ოცნებების მჯეროდა.
თითქმის ერთი წელი გავიდა რაც მოსკოვში ჯემალმა ჩამომიყვანა. სუსხიანი, ცივი ზამთარი იდგა. ბუნებით სითბოს მოყვარული გახლდით, და რუსეთის ყინვას დღემდე ვერ შევეგუე. გათოშილმა დათოვლილი მხრები დავიფერთხე, კარებში ატუზულ დაცვას მივესალმე და ხელების სრესით სახლში შევედი.
- ბატონ ჯემალს სტუმრები ყავს, და გთხოვათ მოსვლისთანავე მოინახულოთ! - მაფრთხილებს შიდა მოსამსახურე. მეც მისი კაბინეტის მიმართულებით მივდივარ.
კაბინეტში შევდივარ. ჯემალს წინ ჩემთვის უცნობი მამაკაცი უზის. რუსულად საუბრობენ. ჩემი შესვლა არ შეიმჩნია, მეც არ ვერევი. მას დიდი და ნათელი კაბინეტი აქვს, თეთრი ავეჯით გაწყობილი. კუთხეში ბუხარი ანთია და ოთახში სითბოსა და სიმყუდროვის განცდას ტოვებს. შეშა სასიამოვნოდ იწვის და მეც ინსტიქტურად ბუხრის მიმართულებით მივდივარ.
მესმის მათი საუბარი: - არ მინდა ცუდად გამიგოთ, მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში ვართ. ყველა გზა თქვენთან მოდის. - ეუბნებოდა მამაკაცი.
- მე ძაღლებთან არ ვთანამშრომლობ. ალბათ ვიღაცაში გეშლებით. - მკაცრი ხმით პასუხობს ჯემალი.
- თანამშრომლობას არც გთხოვთ. უბრალოდ...
- კიდევ ერთხელ გიხსნით, მაგ საქმეში ჩემი ხალხი გარეულნი არ არიან. მესმის ოჯახისაც, მაგრამ ვერაფრით დაგეხმარებით.
- გოგონაა, ოცი წლის. ძალიან გთხოვთ, განადგურებულნი არიან. ამ ერთ ციდა გოგოს შეჰყურებენ.
- მერე რა გაუჭირდათ საიმისო, გამოსასყიდს ვერ უხდიან? - ჯემალისგან ასეთი საუბარი მიკვირდა, ის ხომ ბუნებით მოძალადე არ იყო, არც არასოდეს ამართლებდა ასეთ დანაშაულს.
- გამოსასყიდი პრობლემა არაა, მაგრამ როგორც ამბობენ წლების წინანდელ მტრობას აქვს ადგილი, სავარაუდოდ გოგონას ცოცხალს არ დატოვებენ, თქვენ თუ არ ჩაერევით.
- ხვდებით რას მთხოვთ? რომელი მომრიგებელი მოსამართლე მნახეთ, რომ მოლაპარაკებები ვაწარმოო? ან გარანტიები სადააა, რომ ქალიშვილის დაბრუნების შემთხვევაში მართლაც დასრულდება დაპირისპირება?
- გარანტიებს ვერავინ მისცემს საკმაოდ საჩოთირო სიტუაციაა, მაგრამ გოგონამ რა დააშავა?
- გოგონამ თუ არა ალბათ მამამ დააშავა! - ისევ მკაცრად ამბობს ჯემალი.
- აქ როგორც ორგანოების წარმომადგენელი არ მოვსულვარ. სამართლიანი კაცის სახელი გაქვთ, იმედი გვქონდა საღად განსჯიდით მოცემულ სიტუაციას, მართალია დანაშაული თქვენმა ხალხმა არ ჩაიდინა, მაგრამ თქვენს საკონტროლო ზონაში მოხდა, ამიტომ ნაწილობრივ პასუხისმგებლობა თქვენც გეკისრებათ. - იძაბება სამართალ დამცველი.
ჯემალს ირონიული ღიმილი შეეპარა: - ჩემთან დახმარებისთვის მოხვედით და თან მემუქრებით?
ალბათ მიხვდა შუამავალი, შეცდომა რომ დაუშვა და ტონი შეარბილა: - აქედან თქვენი თანხმობის გარეშე ვერ წავალ. ფაქტია, რომ გოგონას დახსნა ჭირდება. სადღაც ამ ტერიტორიაზე მალავენ. ამ ადგილებს კი თქვენზე უკეთ არავინ იცნობს.
- ვერაფერს დაგპირდებით. დაკარგული ხალხის ძებნა თქვენი პრეროგატივაა... - ისევ დამცინავი ღიმილით ეუბნებოდა ის მამაკაცს, თუმცა თვალებზე ეტყობოდა, რომ უკვე გოგონას გადარჩენისა თუ დაბრუნების გეგმაზე მუშაობდა.
სამართალდამცველი უკმაყოფილო სახით წამოდგა, მშრალად დაემშვიდობა და წავიდა.
რამდენიმე წუთით დაფიქრებული იჯდა ჯემალი. თავი ხელებში ჩაერგო, თითქოს ღელავდა, საკუთარ აზრებს კარგად წონიდა.
- შენ რას ფიქრობ ამ საკითხზე? - დუმილი დაარღვია.
- მეგონა უკვე მიიღე გადაწყვეტილება. - პასუხს თავი ავარიდე.
ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა, ოფიციალურად ასეც უნდა იცოდნენ. არააა აუცილებელი ბორისოვი ჩემზე გამოვიდეს. როგორც მივხვდი, ბორისოვი იმ დაჯგუფების მეთაური იყო გოგონა რომ მოიტაცეს.
- წესით ჩემზეც უნდა ეფიქრა, და ჩემს სამოქმედო ტერიტორიაზე ასეთი სახის დანაშაული არ უნდა ჩაედინა, მაგრამ ბუნებით ეგოისტია, სხვის ინტერესებს არასოდეს ითვალისწინებს.
- ჩემის აზრით ზუსტად განსაზღვრა სად უნდა დაემალა გოგონა, იცოდა, რომ ჩვენზე ეჭვს არავინ მოიტანდა და არც აქ დაუწყებდნენ ძებნას.
- მაგრამ ეძებენ და თან საკმაოდ კარგადაც. კვალსაც ზუსტად მიყვებიან. ბორისოვი უფრო გონიერი კაცი მეგონა, მას კი ეტყობა მტრობამ გონება დაუბინდა, მხოლოდ შურისძიებაზე ფიქრობს. არ მომწონს ამ ამბავში რომ მრევენ, არადა ვერც გოგონას ვიმეტებ. - დანანებით გადააქნია თავი.
- იქნებ მოგვეძებნა დაკარგული? - ნელ-ნელა შევაპარე მას.
- ბორისოვთან წლების ურთიერთობა მაკავშირებს. სასტიკი კაცია, მასთან მტრობა არ წაგვადგება. არ იფიქრო, თითქოს მეშინია, არა. უბრალოდ არ მინდა უაზრო ომს შევეწიროთ. დარწმუნებული ვარ საკუთარი დაპირისპირების მიზეზი თვითონაც არ ახსოვთ.
- თუ გოგონა მისით გაიქცევა? - ოდნავ ირიბად ვიღიმები მე და ვგრძნობ, რომ თვალებში უკვე ჭანჭიკები დამიხტის.
- აი, თუ გაიქცევა, მაშინ ვიტყვით რომ იღბალი ჰქონია! - კმაყოფილი იცინოდა ჯემალი.
მინიშნებას მივხვდი, მისი იღბალი მე უნდა ვყოფილიყავი. მოქმედება ფრთხილად უნდა დამეწყო, რაც ნაკლებს ეცოდინებოდა ჩემი გეგმების შესახებ მით უკეთესი. ჩემს თითოეულ ნაბიჯზე ადამიანის სიცოცხლე იყო დამოკიდებული.
ფიქრი გამორიცხვის მეთოდით დავიწყე. რამდენიმე ადგილი მეგულებოდა, სადაც შეიძლებოდა ზედმეტი აყალ-მაყალის გარეშე მოტაცებულის გადამალვა მოეხერხებინათ. ვხვდებოდი, რომ დროში საკმაოდ შეზღუდული ვიყავი. ამიტომ დასაზვერად იმ ღამითვე წავედი. საძებნი ობიეტებიდან ოთხი მაშინვე გამოვრიცხე. დამრჩა ორი შენობა, რომლებიც ძველი ადმინისტრაციული კორპუსების, კარკასული ნაგებობებისგან შედგებოდა. ცხოვრებაში პირველად დავლოცე, ის ადამიანი ვინც ბუნკერების და მიწისქვეშა გვირაბების არსებობა მოიფიქრა. ჯემალმა, რომ შეიტყო რომელი შენობების შესამოწმებლად მივდიოდი, აღნიშნული ნაგებობების არქივიდან ამოღებული ძველი სქემატური ნახაზები მაჩვენა. გული სიხარულით ამევსო. თუ გონივრულად ვიმოქმედებდი, შენობის ნებისმიერ წერტილში ისე შევიდოდი, რომ ჩემს იქ ყოფნას ვერავინ შეიტყობდა, მთავარია გუმანს არ ემტყუნა და მოტაცებული გოგონა მართლაც იქ ყოფილიყო. ყოველი შემთხვევისთვის ერთი დამხმარე წავიყვანე, რომელიც ავტომობილში დამელოდებოდა.
თავი რომელიმე ფილმის სუპერ-გმირი მეგონა, მივდიოდი დატყვევებული ქალის გადასარჩენად, რომელსაც ჩემს არსებობაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. ნიღაბი სახეს მიფარავდა. მქონდა მხოლოდ პისტოლეტი, მძიმე სასროლი იარაღები სპეციალურად არ ავისხი, ან რა აზრი ჰქონდა? თუ გამომიჭერდნენ ალბათ ცოცხალი ვერ გამოვიდოდი რაც არ უნდა არსენალი მქონოდა ასხმული. ხოლო თუ ღმერთის წყალობით ყველაფერი გეგმით განხორციელდებოდა მაშინ ზედმეტ ტვირთად მექცეოდა.
თქვენთვის საინტერესო არ იქნება ძებნის პროცესი. უხმაუროდ, ჩუმად ვმოძრაობდი. შენობის შესასველთან რამდენიმე შეიარაღებული ადამინი დავინახე. ერთმენეთთან ღლაბუცით ერთობოდნენ, ჩემთვის აშკარად არ სცხელოდათ. ფრთხილად ჩავძვერი ბუნკერში და შემოვლითი გზით შენობაში შევიპარე. მოტაცებულის პოვნის იმედი თითქმის გადამეწურა, როცა ჩემს სმენას სუსტი, ღმუილის ხმა მოსწვდა. ხმას მივყევი. გავდიოდი ვიწრო და ჩაბნელებულ კოლიდორებს. გამიკვირდა, იმდენად დაუბრკოლებლად მივედი ოთახამდე საიდანაც ხმა გამოდიოდა. გარშემო დაცვას ვერ ვხედავდი. გამტაცებლები არსად ჩანდნენ. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს გოგონა ბედის ანაბარად მიატოვეს. როგორც კი დავრწმუნდი, რომ შენობაში ჩვენ ორის გარდა არავინ იყო. ხელის პატარა ფანარი ავანთე და გოგონას დავაკვირდი. ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა, პირიც აკრული. სავარაუდოდ ამიტომაც უშვებდა ასეთ უცნაურ, დახშულ ხმას. მისი ჟღალი აბურდული თმა და ულამაზესი, ჭრელი თვალები მაშინვე თვალში მომხვდა.. ჩემს დანახვაზე შეშინდა, ალბათ ვერ გაიაზრა ვინ ვიყავი მტერი თუ მოყვარე. ტუჩზე ხელი მივიდე და ვანიშნე ჩუმად ყოფილიყო. გოგონა ხელში ავიტაცე და ისევ ფრთხილად წამოვედი ბუნკერისკენ. დაძაბული მოვდიოდი, სულ მეგონა რომ წუთი-წუთზე ვიღაც წამოგვეწეოდა, მაგრამ არა. ის ის იყო რომ საბოლოოდ თავი სამშვიდობოს დავიგულე და ტელეფონზე მძღოლსაც დავურეკე. სწორედ აქ დავიშვით საბედისწერო შეცდომა. მანქანა ჩართული ფარებით დაიძრა და გამტაცებლების ყურადღებაც მიიპყრო. ძვირფასი ტვირთიანად შეძლების და გვარად გავრბოდი, ის ის იყო, ავტომობილამდე მივედი და გოგონა უკანა სავარძელზე დავსვი, რომ მკერდში ტკივილიც ვიგრძენი. დავიგმინე, ავტომობილში კი არ ჩავჯერი, შეიძლება ითქვას მოწყვეტილად ჩავვარდი.
ტყვიების ზუზუნის ხმაში როგორც იქნა მოვშორდით ავბედით ადგილს. აშკარად დაჭრილი ვიყავი, მაგრამ არ მადარდებდა. რაც მთავარია გოგონა გადავარჩინე.
ქალი შეშინებული დაჭყეტილი თვალებით მომჩერებოდა.
- მომისმინე პატარავ და პარგად დაიმახსოვრე, მომტაცებლებმა ყურადღება მოადუნეს თუ არა, ხელ-ფეხი შენით გაიხსენი და ბუნკერიდან გამოიქეცი. ჩვენ შენთან არ ვყოფილვართ. გესმის ჩვენი?
გოგონა თანხმობის ნიშნად თავს მიქნევდა. ახლაღა მივხვდი, რომ პირი ისევ აკრული ჰქონდა, შეძლებისდაგვარად ფრთხილად მოვაცალე სკოჩი და ხელ-ფეხი გავუხსენი.
- დაჭრილი ხართ? - შეშინებულმა მკითხა მან.
- არაფერია. მე კარგად ვიქნები, მთავარია თქვენ არ დაივიწყოთ. თქვენ თქვენით გამოიპარეთ.
- კი, მაგრამ... - აშკარად ეჭვი ეპარებოდა მას.
- ძალიან გთხოვთ, სანანებლად ნუ გამიხდით, თქვენს დახსნას.
- არა, როგორ გეკადრებათ. - უცებ მოვიდა გონს ის - ჩემი მხსნელების ვინაობა არ უნდა ვიცოდე?
გამეცინა: - არა მგონია ამას თქვენთვის მნიშვნელობა ჰქონდეს. წარმატებას გისურვებთ, მის...
- მე ტატიანა მქვია. - რატომღაც თითქოს გამებუტა გოგონა.
- კარგი სახელია ტატიანა. - ღიმილი გამეპარა ხმაში.
- თქვენს სახელს არ იტყვით?
ეს გოგონა მთლად კარგად ვერ იყო, სულ რამდენიმე წუთის წინ ტყვედ იმყოფებოდა, და იმის მაგივრად თავისუფლება გაჰხარებოდა, ახლა ჩემი სახელი აინტერესებდა, თუმცა ალბათ სიმართლე უნდა გამემჟღავნებინა, მისი ინტერესი ძალიან მსიამოვნებდა.
- ეს თქვენ არაფერს მოგიტანთ. ბედნიერებას გისურვებთ ტატიანა. - მის სახლთან ახლოს ავტომობილი უსაფრთხო ადგილზე გავაჩერეთ და ქალი ჩამოვსვით. ვუმზერდით ვიდრე თვალს მიეფარებოდა და კმაყოფილნი უკან წამოვედით.

მეოთხე თავი
საკუთარი თავით კმაყოფილნი ქისტაურთან დავბრუნდით. ჩემი ჭრილობა არ იყო საშიში, ტყვიამ მკლავის რბილ ნაწილში გაიარა. იარა სწრაფად დამიმუშავეს და მჭიდრო სახვევი დამადეს. რამოდენიმე დღეში მისი არსებობაც კი დამავიწყდებოდა. ჯემალი ემოციებს ვერ მალავდა. სავარაუდოდ პრობლემის ასე სწრაფად მოგვარებას არ ელოდა.
თითქმის ყველა ტელევიზიის საინფორმაციო გადაცემებში, აშუქებდნენ რუსი ოლიგარქის დაკარგული ქალიშვილის დაბრუნებას.
ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ტატიანა ცალსახად აღნიშნავდა, რომ პირადი პრობლემების მოგვარების მიზნით რამდენიმე დღით ქვეყნის დატოვებამ მოუწია, სამწუხაროდ ოჯახის წევრების გაფრთხილება ვერ მოახერხა, რასაც შედეგად ასეთი გაურკვევლობა მოჰყვა. იგი შეწუხებული სახით უხდიდა მამიკოს ბოდიშს, ასე რომ ანერვიულა მისი დაუფიქრებელი მოქმედებით.
სულელივით მეღიმებოდა, არც ერთი სიტყვა გატაცებასა და შემდგომ განთავისუფლებაზე. მსოფლიომ ამ გოგონას სახით აშკარად კარგი მსახიობი დაკარგა, ისე მოხერხებულად იტყუებოდა მეც კი შემშურდა.
ზემოაღნიშნული მოვლენები თანდათან დავიწყებას მიეცა. ჩემი ცხოვრებაც ჩვეული რიტმით გრძელდებოდა: მუდმივი დაძაბულობის შემდეგ, ღამის ცხოვრება, სიმთვრალე და მეორე დღეს პახმელიაზე გამოსვლა. კლუბების ხშირი სტუმრები ვიყავით.
რამდენიმეჯერ შორიდან ჩემს მიერ გადარჩენილი გოგონაც დავინახე, მეგობრებთან ერთად აშკარად აქტიურად ერთობოდა. თვითდაჯერებული, ცოტა ამპარტავანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ჩემის აზრით საკუთარ თავზე ზედმეტად შეყვარებული, ცანცარა გოგო იყო.
იმ საღამოსაც ჩვეული სცენარით განვითარდა მოვლენები. ბარში ბიჭებთან ერთად ვიჯექი, ჭიქაში სანახევროდ მაგარი ვისკი მესხა და ნელ-ნელა ვწრუპავდი, თან მოცეკვავე წყვილებს ვაკვირდებოდი. ემოციების ასეთი სახით გამოხატვა დიდად არ მხიბლავდა, ან ერქვა კი ამას ემოცია? მთვრალი წყვილები ხარბად ებღლაზუნებოდნენ ერთმანეთს და ამას ცეკვას უწოდებდნენ. ჩემი საფირმო ირონიული ღიმილიც მივიკარი სახეზე და ოდნავ მოჭუტული თვალებით ვაკვირდებოდი მათ.
ყურადღება ქალის გამომწვევმა, ხმამაღალმა სიცილმა მიიპყრო. არც შევცდი ისევ ტატიანა ერთობოდოდა მეგობრებთან. აშკარად ნასვამი იყო, ერთ-ერთ სუფრასთან მჯდომ ახალგაზრდა ვაჟს ხელების ქნებით ესაუბრებოდა, ეპრანჭებოდა, საუბრისას რამდენიმეჯერ მხარზე მსუბუქადაც შეეხო, ბიჭს მისი სიტყვები არ ესმოდა, ყოველ შემთხვევაში ქალი ასე თვლიდა, მისი ყურისკენ იხრებოდა და სიტყვებს ეჩურჩულებოდა.
რატომღაც არ მესიამოვნა მათი დანახვა. ისე დავიძაბე თითქმის გამოვფხიზლდი, თუმცა დიდად ნასვამი არც ვიყავი. ტატიანას მოწითალო ფერის მოკლე კაბა ამშვენებდა. რამდენჯერაც მოსაუბრისკენ გადაიხარა, იმდენჯერ გვერდზე შეჭრილი ხაზი უფრო მაღლა აიწია და გამოყვანილი, გრძელი ფეხები მთელი მშვენიერებით გამოუჩნდა. ვიდრე მე ამ გაპრანჭულ ქალსა და ჩემს მოგონებებში არსებულ შეშინებულ, გაწეწილ გოგონას ვადარებდი, წყვილი წამოდგა და საცეკვაო მოედნისკენ რწევით წავიდნენ. ვხედავდი, როგორ ურცხვად ეხებოდა ვაჟის ხელები წელზე, ფეხებზე, ბარძაყებზე, ქალი აშკარად არ იყო ალერსის წინააღმდეგი. მამაკაციც უფრო და უფრო თამამდებოდა.
გაბრაზებული წამოვდექი და ბარიდან გამოვედი. საკუთარი თავის მიკვირდა, ასე რატომ მაღიზიანებდა მათი ყურება ვერ ვხვდებოდი. სიგარეტს მოვუკიდე და ღრმა ნაფაზით გავივსე ფილტვები. ცოტა შვება მომგვარა. ვიდრე ვეწეოდი ტატიანაც გამოჩნდა მის კავალერთან ერთად. მოკლე თეთრი შუბა დაუდევრად ჰქონდა მხრებზე მოგდებული. ნაბიჯი ერეოდა. კი არ მოდიოდა, შეიძლება ითქვას უცნობ ვაჟს მოყავდა.
- შენთან წამოსვლა აღარ მინდა! - მეტიჩარა, გაპრანჭული ხმით ეუბნებოდა ქალი.
- გადაიფიქრე?! - აშკარად არ ესიამოვნა მამაკაცს.
- არაჩვეულებრივი საღამო იყო. წამოსვლა კი აღარ მინდა. - ისევ კეკლუცით ამბობს ის.
- განა ასე უნდა დავასრულოთ? გართობას ხომ ახლა ვიწყებთ, ფისო?!
ან კაცის ასეთი დაჟინებული ტონი არ მოეწონა, ან სიტყვა ფისო, ქალი აშაკარად გაღიზიანდა:
- მე არ მინდა გაგრძელება. თქვენთან ყველაფერი დავასრულე. ვიცეკვეთ, დავლიეთ და მორჩა. - გამიკვირდა ამ სიტყვების თქმის დროს იმდენად მკაცრი ხმა ჰქონდა.
- რადგან შენ იტყვი, ფისუნია. მე ეგ აზრი არ მომწონს. - მობილურით ვიღაცასთან დარეკა, რამდენიმე წუთში საკმაოდ ძვირად ღირებული შავი ჯიპიც მოადგათ. ბიჭმა ავტომობილის მიმართულებით გაიწია და ქალსაც უბიძგა, რომ გაჰყოლოდა.
მართალია, ვფიქრობდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო და არ უნდა ჩავრეულიყავი, მაგრამ აშკარად ვხედავდი, რომ ტატიანა მოვლენების ასეთ განვითარებას არ ელოდა. გაყოლა არ სურდა, მშველელელის მოლოდინში აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს. გულმა არ მომითმინა და წყვილს მივუახლოვდი:
- ტატიანა ძვირფასო, როგორ ხარ? - თბილად მივესალმე მას.
ქალი გაფართოებული თვალებით მიმზერდა. კითხვაზე ისე დაიბნა პასუხიც არ გამცა.
- უკვე მიდიხარ? მე კი შენთან შესახვედრად წამოვედი. მითხრეს აქ რომ იყავი და გულმა არ მომითმინა...
- შენ ვინღა ხარ? - მტრულად მეკითხება მამაკაცი.
- მეგობარი. - მოკლედ ვპასუხობ კითხვაზე.
- მერე მეგობარო საქმე არ გაქვს? მიდი რა გაიარე!
ირონიულად გამეღიმა: - გავივლი, ოღონდ ტატიანასთან ერთად!
- წერამ აგიტანა? - ისევ მუქარაზე გადადის ბიჭი. თითქოს ამ სიტყვებს ველოდებოდიო, მდგომარეობიდან საბოლოოდ გამოვედი, ხელი მისი ყბის მიმართულებით მოვიქნიე, მამაკაცი მოწყვეტით დავარდა, ის -ის იყო, მძღოლიც აპირებდა გამოქომაგებას, რომ პისტოლეტი მოვიმარჯვე.
- ზედმეტ მოძრაობებს არ გირჩევთ, უმჯობესია თქვენი მეგობარი წაიყვანოთ. - კბილებში მუქარით ვცრი მე. ბარიდან სეირის მაყურებლები უკვე ბლომად იყვნენ გამოსულნი. ძირს დავარდნილი ნელ-ნელა წამოდგა, ტანისამოსი დაიფერთხა, ყბები მოისრისა. სეირის მაყურებლებს მუქარით შეხედა, ჩემსდა გასაკვირად ავტომობილში ჩაჯდა და წავიდა.
- შარის გუდა ხარ! - სიცილით გამომძახეს მანქანით მოახლოვებულმა ჩემმა ბიჭებმა. - გასაოცარია, როგორ სწრაფად ახერხებ მუშტის მოსაქნევად მიზეზის პოვნას.
იქვე მდგომ თითქმის საბოლოოდ გამოფხიზლებულ ტატიანას შევხედე.
- ალბათ, მადლობა უნდა გადაგიხადოთ! - უხერხულად იშმუშნებოდა ის.
- ალბათ. კარგად იყავით ტატიანა, იმედია ჩემი დახმარება აღარ დაგჭირდებათ! - სიცილით მივაძახე და ბიჭებისკენ წავედი.
- ეი, ქართველო, მე თქვენი სახელიც არ ვიცი! - გავიგონე ქალის ხმა.
- ვახო, ვახტანგ კოროშინაძე! - ავტომობილში ჩაჯდომისას გავძახე და სწრაფად შევხტი სალონში. ფანჯრიდან ვხედავდი, როგორი ნირწამხდარი, ოდნავ ნაწყენი თვალებით გვიყურებდა გოგონა.
მაშინ ვინმეს რომ ეთქვა, ეს ქალი შენთვის ცხოვრების აზრად იქცევაო, ვერც კი დავიჯერებდი.
იმ დღიდან მოყოლებული ყველგან ტატიანას ვხედავდი, ნებისმიერ რესტორანში, ნებისმიერ ბარში. ზოგჯერ მეგონა რომ მითვალთვალებდა და მის თავქარიან მეგობრებთან ერთად სწორედ იმ ადგილებში ჩნდებოდა სადაც მე ვიყავი.
თავიდან მაღიზიანებდა მისი მუდმივი მხიარულება, შემდეგ კი მივხვდი, რომ მის არსებობას მივეჩვიე, მისი სიცილი მჭირდებოდა, მისი აფეთქებული ჟღალი თმები ცხოვრებას მიხალისებდნენ, კატასავით იყო, ჭირვეულ, განებივრებულ კატასავით. მისთვის არასოდეს მითქვამს მიყვარხარო, არც ის მითქვამს, რომ მის გარეშე ვერ ვიცოცხლებდი, ან როგორ ვეტყოდი ამ სიტყვებს, როცა საკუთარ თავსაც კი არ ვუტყდებოდი მის სიყვარულში.
ალბათ მისით ხვდებოდა, გრძნობდა რომ ჩემს დაობლებულ, ყველასგან მიტოვებულ გულს სჭირდებოდა.
იმ საღამოსაც ერთად ვიყავით. ჩემთან სახლში უკვე დიასახლისად გრძნობდა თავს. საღამურითა და ოთახის ჩუსტებით კმაყოფილი დატანტალებდა და დღის ამბებს მიყვედობა. ახალ ამბებს ვუყურებდი და მას არ ვუსმენდი, ინსტიქტურად ყველაფერზე თანხმობის ნიშნად ვუქნევდი თავს.
მიუხედავად იმისა, რომ სალომეს ვესაუბრებოდი სკაიპით ჩემი ქალაქის მონატრებას ვერაფერს ვუხერხებდი, ამჯერადაც თბილისის სიახლეებს ველოდი. დიდხანს დაცდამ არ მომიწია, საგანგებო სიუჟეტით თბილისის, ორთაჭალის ციხეში მომხდარ ბუნტს აშუქებდნენ. იმ დღეს თუ ჭკუიდან არ გადავიდოდი არ მეგონა. ვიგრძენი როგორ ამომგლიჯეს გული.
- სალომე? - ყურებს არ ვუჯერებდი, რამდენიმეჯერ უკან ვახვევდი სიუჟეტს და ისევ ვუსმენდი. - თემო და სალომე?!.
თითქოს ცხოვრება დასრულდა, ძარღვებში სისხლი გამეყინა. გულისცემა გამიჩერდა. იატაკზე მუხლებზე დავვარდი და დაჭრილი ნადირივით ვზმუოდი. მკერდში მუშტებს ვირტყავდი, თითქოს მტკივნეული ადგილის დაყუჩებას მჯიღის ჩარტყმით ვცდილობდი.
აზრზე ტატიანას დაფეთებული თვალების დანახვამ მომიყვანა. არაფერი მითქვამს. უსიტყვოდ წამოვდექი. შემრცხვა, ჩემი ტკივილის მოწმე რომ გახდა, მის თვალებში სიბრალულს ვხედავდი, ცრემლები ღაწვებს უსველებდა. საკუთარი თავი შემზიზღდა, არ მინდოდა შევცოდებოდი. სიბრალული არაფერში მჭირდებოდა, მე მხოლოდ ცოცხალი სალომე მსურდა.
- გაეთრიე აქედან, წადი ჩემი ცხოვრებიდან!. - ვუყვიროდი მე.
- ვახო! - ცრემლებს ვერ იკავებდა - ისე ვწუხვარ, ვიცი როგორ გიყვარდა...
- არაფერიც არ იცი, ვინ ხარ შენ რომ ჩემი გრძნობების შესახებ რამე იცოდე? - ვხვდებოდი რომ გულს ვტკენდი, მაგრამ არ მაღელვებდა. ისე ვიყავი გაბოროტებული, იმდენად მტკიოდა, რომ საკუთარი ტკივილის გარდა ვერაფერზე ვფიქრობდი. რატომღაც მეგონა ტატიანას გამწარებით ცოტა შვებას ვიგრძნობდი. ეგოისტი ვიყავი, უმადური, მაგრამ მაინც არაფერი მაინტერესებდა.
- დამშვიდდი, გთხოვ! - ისევ ცრელმებით სავსე თვალებით მიმზერდა ის.
- გაეთრიე მეთქი აქედან! - საბოლოოდ ავფეთქდი, მკლავში ხელი ვტაცე და ოთახიდან კინწისკვრით გავაგდე. - შეცოდება არ მჭირდება, არც შეწყალება, მე ჩემი სალომე მინდა... - ჭირვეული, პატარა ბავშვივით ვიმეორებდი და გულ ამოსკვნილი ვტიროდი.
რათქმა უნდა ტატიანა არსადაც არ წავიდა, უბრალოდ რამდენიმე დღით ჩემი ოთახიდან გამერიდა. ხმას არ იღებდა. თითქოს ჩემს მდუმარებას არ არღვევდა, მიუხედავად ამისა სრულიად პატარა, ყველაზე ელემენტარულ შტრიხებშიც კი მის თანადგომას მაინც ვგრძნობდი.
სასწაულების არ მჯეროდა, თუმცა იმ დღეს ვირწმუნე. თემო დამიკავშირდა და მაცნობა, გავრცელებული ინფორმაცია ყალბია და სალომე ცოცხალიაო.
გახარებული ჭკუაზე არ ვიყავი. იქვე მყოფ ტატიანას ვეცი და პატარა ბავშვივით ხელში ვაბზრიალებდი. ჩემი სიხარულის მიზეზს რათქმა უნდა ვერ მიხვდა, მაგრამ მაინც ბედნიერი იყო: - როგორც იქნა ისევ იღიმები. - კმაყოფილი ამბობდა და მხურვალედ მიკოცნიდა სახეს.
იმ დღეს გავიაზრე საბოლოოდ, რომ ამ ქალის გარეშე არ შემეძლო, მე ის მიყვარდა და მჭირდებოდა. სწორედ იმ გრძნობის გამო, რომლითაც ჩემს ტკივილს განიცდიდა და ჩემს სიხარულს იზიარებდა. მიყვარდა, დიახ მიყვარდა, მაგრამ ჩემთვის ჩუმად, ამას ვერ ვეტყოდი, ვერ გავუმჟღავნებდი. ეს ჩემი სიყვარული იყო, მხოლოდ ჩემი, ნატურით ეგოისტი ვიყავი და ამ გრძნობას სიტყვებში არ გავახუნებდი.
და აი, ვუმზერ საქორწინო ბეჭდებს, ვიცი რომ ვუყვარვარ, მაგრამ გული მაინც მითრთის, მოზარდი ბიჭივით მეშინია. უარი რომ მითხრას? მაშინ რა მეშველება? ისევ ვერ ვბედავ ვერაფრის თქმას. მხოლოდ სალომეს გავუმხილე და ვაჩვენე.
- ტატიანა ის ადამიანია ჩვენს არეულ ცხოვრებაში ნათელ წერტილებს რომ ამჩნევს, მისი დაკარგვის უფლება არ გაქვს. - მეუბნება ის.
სწორედ ამიტომაც მიყვარს სალომე, ზუსტად ხვდება ჩემს გრძნობებს, ყოველთვის იცის როგორ უნდა დამამშვიდოს. ძლიერად ვიკრავ ბიძაშვილს გულში და ღმერთს კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ამ ორი ქალის ჩემს ცხოვრებაში არსებობის გამო.
- „ორის თუ სამის? - სალომეს ჯერ არ დაბადებული პატარა მახსენდება და თბილად მეღიმება - სამის არა... სამი ქალი შეუძლებელია ჩემს ცხოვრებაში, ამათ რა მომწყემსავს?. ეს ბავშვი ნამდვილად ბიჭია და გენდერული ბალანსიც დაცული იქნება! - ისევ ვოცნებობ მე და თავს ვირწმუნებ, რომ ჩენს ცხოვრებაში პრობლემები დასრულდა, უნდა დასრულდეს.


მეხუთე თავი
ანასტასია კოვალიოვა
(სალომე)
სულ რაღაც ცხრა თვეში ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. მყავს პატარა ბიჭუნა. ხმათა უმრავლესობით გადავწყვიტეთ (ხმათა უმრავლესობა მე და ვახო ვართ, ტატიანა კენჭისყრაში არ მონაწილეობდა) რადგან პატარას მამის გვარი არ აქვს, სახელი მაინც დავარქმათ მამის.
ბევრი რომ არ ვილაპარაკო, მყავს პატარა თემო, მოფერებით თემურიკო. არის მამასავით მოუსვენარი, ხმაურიანი და მტირალა. არ უყვარს ძილი და ნებისმიერ დროს ითხოვს თამაშს.
ოჯახში კიდევ ერთი წევრი მოგვემატა, ტატიანა. ეს იყო ყველაზე მოულოდნელი და სპონტანური ხელის თხოვნა, რაც კი ოდესმე მინახავს. თემურიკოს სამშობიაროდან გამოყვანის დღეს, როცა ბავშვი სახლში მივიყვანეთ, ვახომ როგორც იქნა გაბედა და ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ პატარა ხელში აიყვანა. სასაცილო სანახავი იყო ამ დევივით ვაჟის ხელებში პატარა ჩვილი. თითქმის არც კი ჩანდა, გულში ძლიერად იკრავდა ნაჭრების ფუთას.
- ჩემი ვაჟკაცი, ჩემი სიცოცხლე... - თბილად იღიმებოდა ის - მორჩა ტატიანა, სასწრაფოდ უნდა მოვაწეროთ ხელი. ასეთი პატარა მეც მინდა. - ეს ისეთი ტონით თქვა, იფიქრებდით ისევ პატარას ეფერებოდა. როცა ქალის პასუხი ვერ გაიგონა, ნათქვამი ისევ გაიმეორა: - ხელი მოვაწეროთ. მოსაფიქრებლად დრო გჭირდება, თუ პასუხს რატომ არ მცემ? არ გინდა ვიქორწინოთ?
როგორც წესი ყოველთვის სიტყვა მოსწრებული ტატიანა ემოციებისგან ალბათ დამუნჯდა, ხმა ვერ ამოიღო. ვახო ბავშვიანად ფრთხილად წამოდგა და გოგონას მიუახლოვდა. აშკარად ღელავდა, თითქმის კანკალებდა, საცოდავად, ვედრებით უყურებდა ქალს, რომელიც თავს ვეღარ იკავებდა და სიხარულისგან ტიროდა. ასეთი სენტიმენტალურები თუ იქნებოდნენ არ მეგონა. პატარა თემურიკო გამოვართვი და კარების მიმართულებით წამოვედი.
- არაფერს მეტყვი? - გავიგონე ისევ ვახოს ხმა.
- მიყვარხარ. - თავი ვერ შევიკავე, ერთმენეთზე ჩახუტებულ ბედნიერ წყვილს შევხედე და ოთახიდან კმაყოფილი გამოვედი.
ასე რომ ტატიანა ვახოს მეუღლეა. მის გარეშე ჩემი არსებობა უკვე წარმოუდგენელია. თემურიკოზე გიჟდება. თითქოს პატარას ორი დედა ყავს. განსხვავება მხოლოდ იმაშია რომ ტატიანა ბავშვს ბუნებრივად ვერ კვებავს. ეს ხუმრობით რა თქმა უნდა. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ პატარას ანებივრებდა. თავს ევლებოდა. მის ასეთ განსაკურებულ დამოკიდებულებას ალბათ ბავშვიც გრძნობდა, ტატიანას დანახვაზე სახე ებადრებოდა და მხიარულად ხტოდა.
თუმცა ემოცია, რომელსაც თემურიკო ვახოს დანახვისას გამოხატავდა, არაფერს შეედრებოდა. ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ. აღარ იცოდა როგორ მიექცია მისი ყურადღება. ხან გაუცინებდა, ხან მოქაჩავდა. თუ ხელში არ აიყვანდა სახეს სასაცილოდ მოწრუპავდა, თვალები ცრემლებით ევსებოდა და აფერისტულად სახე მოჭყანული უმზერდა, თითქოს უსიტყვოდ ეხვეწებოდა ყურადღება მიექცია. ვახო გიჟდებოდა მის ამ მიმიკაზე და ვიდრე ბავშვის ასეთ გამომტყველებას არ იხილავდა, ისე იქცეოდა თითქოს პატარას ვერ ამჩნევდა. მიუხედავად იმისა, რომ კაცს გრძნობების გამოხატვა არ ეხერხებოდა, თემურიკოსთან რადიკალურად იცვლებოდა.
- ასეთი არასოდეს მინახავს! - გაოცებული აღნიშნავდა ტატიანა.
- წარმოიდგინე საკუთარი შვილებთან რა მაგარი მამა იქნება! -ოცნებებში მივდივარ მე. ქალი არაფერს მეუბნება, თუმცა ვგრძნობ, რომ მეთანხმება.
ასე მხირულად ვიყავით სამივენი ჩვენს თოჯინასთან ერთად. ადამიანი ალბათ ყველაფერს ეჩვევი, ეგუები. ბავშვის მოვლაში დრო სწრაფად გადიოდა. ისე ვიღლებოდი, რომ ფიქრის დრო აღარც მრჩებოდა. დაღლილი ვწვებოდი თუ არა მაშინვე მეძინებოდა.
ერთად - ერთი გული იმაზე მწყდებოდა, რომ თემოსგან არაფერი ისმოდა. ჩემს ამბავს არც კი კითხულობდა. მესმოდა, რომ სანახავად ვერ ჩამოვიდოდა, მაგრამ ჩემი გამოგზავნის დროს თუ მოახერხა და დაურეკა ვახოს, ხომ შეეძლო ახლაც იგივე გზა გამოეყენებინა? მის შესახებ ამბებს ძირითადად საქართველოს შესახებ გავრცელებული საინფორმაციო გადაცემებისა და სხვა და სხვა ტოკ-შოუებიდან ვიგებდი. მოვლენები აშკარად ჩვენი დაგეგმილი სცენარით ვითარდებოდა. ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაციების საფუძველზე, ნელ-ნელა, რიგ-რიგობით იცვლებოდნენ სხვადასხვა მაღალ ჩინოსნები.
ჩემი თბილისიდან წამოსვლიდან რამდენიმე თვეში თემო გაამართლეს და ციხიდანაც გამოუშვეს. რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. უკანონო პატიმრების უფლებებს აქტიურად იცავდა. თანდათან ეკრანის გმირად იქცა. დღე არ გავიდოდა ეკრანზე რომ არ გამოჩენილიყო. მე ამ მცირედითან კმაყოფილი ვიყავი, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ვნახულობდი და აქვე, ჩემთან ახლოს იყო.
ოდესმე დაკვირვებიხართ როგორ თვალსა ხელს შუა იცვლებიან ადამიანები?! ადრე ამას არ ვაკვირდებოდი. ახლა კი ისე ნათლად დავინახე, რომ როცა საბოლოოდ გავიაზრე შოკი მქონდა. სულ რაღაც ერთ წელში თემოსგან ახალი პიროვნება გამოძერწეს. შეეცვალა ხმა, დიქცია, ვიზუალი, ეცვა კლასიკურად, უფრო ვიტყოდი კონსერვატიულად. გამოხედვაც კი შეეცვალა, მზერა რაღაცნაირად თვითდაჯერებული და ცივი გაუხდა.
საბოლოოდ მივიღეთ სრულიად განსხვავებული ადამიანის ტიპი, ახალი, გაბღენძილი ჩინოსანი, რომელსაც აღარაფერი ჰქონდა საერთო ჩემთვის ასე საყვარელ ადამიანთან. თმებში ოდნავ ვერცხლისფერი შეერია, ზოგჯერ მეჩვენებოდა, რომ განვლილმა ცხოვრებამ, სასტიკი გახადა და შეწყალების უნარი საბოლოოდ წაართვა.
- პოლიტიკა ბინძური თამაშია, ადამიანებს ცვლის! - მეუბნებოდა ვახო. -არამგონია გულის სიღრმეში ასე შეცვლილიყო. უბრალოდ მათი წესებით თამაშობს!
- ვითომ? შენ არ შეიცვალე? ცხოვრებამ შენზე არ იმოქმედა?
ტკივილით გაეღიმა: - შენ გინდა ყველაფერი ლამაზ ფერებში დაინახო. მეც შევიცვალე, უბრალოდ აღიარება გიჭირს. აღარც მე ვარ ის კარგი და მოსიყვარულე ბიჭი და ეს უნდა აღიარო.
თვალები ცრემლებით მევსება და ტკივილით: - შეუძლებელია, შენ ჩემი ვახო ხარ.
იქნებ მართალიც იყო? არ ვიცი. სამწუხაროდ შორიდან ცხოვრება სხვაგვარად მეჩვენებოდა. ალბათ ვახოსთან მიმართებაში გრძნობები მაბრმავებდნენ, ჩემთვის ის ჩემი ძმა იყო, მასში ყოველთვის იმ პატარა, სუსტ, ბიჭს ვხედავდი ფეხბურთს რომ ვთამაშობდით ერთად.
თვალებს ვხუჭავ და მახსენდება თბილისი, ჩვენი სახლის უკან ჩაბნელებული ეზო, სადაც ვახო, მამუკა და თემო სიგარეტს ჩუმად ეწეოდნენ. აქეთ - იქით ქურდულად აპარებდნენ თვალებს, ეშინოდათ ვინმე არ დასდგომოდათ თავზე. ფანჯრიდან გადავხედე, დაფეთებულებმა ამომხედეს სამივემ:
- მანდ რას აკეთებთ? - ეშმაკური ხმით ჩავძახე მე.
დანაშაულზე წასწრებულები უხერხულად ერთმანეთს მიაჩერდნენ.
- ვეწევით! - უწყინარი ხმით ამომძახა მამუკამ.
- რას? - ცნობისმოყვარედ ვკითხულობ მე.
- კარგად თუ ხარ? რას უნდა ვეწეოდეთ, სიგარეტს! - გაბრაზდა ვახო.
- სალომე, არ გინდა გაგასინჯოთ? - თვალებს მაცდურად წრუპავს მამუკა.
- გაგიჟდი, ბიჭო? - მუჯლუგუნი გაჰკრა თემომ. თითქოს მის გაბრაზებულ სახეს არ ვიმჩნევ მაშინვე ვეთანხმები:
- მინდა. მომაწოდეთ მეც. - ვახო თითის წვერებზე იწევა და ანთებულ სიგარეტს მაწვდის. ხარბად ვქაჩავ ნაპასს და ხველებაც მეწყება. კვამლი არ მსიამოვნებს, ისე მეტკინა ფილტვები, რომ თვალებიდან ცრემლები მცვივა.
- ამას როგორ ეწევით. რა საზიზღრობა ყოფილა!.
ბიჭები კმაყოფილნი ხარხარებენ.
- თავი როცა არ გავქს, არც უნდა გაეკარო!. - მმოძღვრავს თემო.
- მორჩა დანელიას ქალო, თუ ვინმესთან დაგცდა, რომ ვეწეოდით, იცოდე ჩვენს ხელში ხარ... - მემუქრებოდა მამუკა.
- სულელო. - გაბრაზებულმა მივაძახე და ფანჯარა მივხურე.
- ნუ გეშინია, როგორც არ უნდა შეიცვალოს შენთვის მაინც შენი თემო იქნება! - მოგონებებიდან გამოვყევარ ვახოს. იქნებ მართალია? არა და რატომღაც შორიდან სხვაგვარად ჩანს. ის ნელ-ნელა წინ მიიწევდა. არასამთავრობო ორგანოებიდან ძალოვან სამსახურში გადავიდა, თავიდან თავდაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილედ მოგვევლინა, შემდეგ კი, სულ რაღაც ხუთ თვეში უშიშროების მინისტრადაც. მათაურმა ფაქტიურად ჩემთვის მოცემული პირობა პირნათლად შეასრულა.
ამ დროს ჩემი ბიჭუნა უკვე სამი წლის იყო. თემო ჩემს ცხოვრებაში გამოჩენას ისევ არ ჩქარობდა. მისი კავშირების პატრონს ერთხელაც არ მოვუკითხივარ. არ აინტერესებდა როგორ ვიყავი.
გული მწყდებოდა. იქნებ რა მიჭირდა? შესაბამისად არ იცოდა არც თემურიკოს არსებობა. ვახო სიტყვებით ისევ მის გამართლებას ცდილობდა, თუმცა უკვე ვამჩნევდი, რომ თემოს ხსენებაზე საკმაოდ ღიზიანდებოდა:
- ვისაც თქვენი ამბავი არ აინტერესებს, არც შენ უნდა გადარდებდეს! - მითხრა ერთხელ გაბრაზებულმა.
გული მეტკინა, რაღაც მწარედ ჩამწყდა.
- ბოდიში, ალბათ არ სცალია. გამოჩნდება, აბა როდემდე იქნება ასე დაკარგული. - სავარაუდოდ მიხვდა რომ მაწყენყინა და უცებ შეარბილა ტონი. არაფერი მითქვამს, ცრემლები მოვიწმინდე და მამიდაშვილს ჩავეხუტე.

ამ დღიდან მოყოლებული ვცდილობდი ჩემი ემოციებით ვახო არ გამეღიზიანებინა, მაქსიმალურად თავს ვიკავებდი და თემოს აღარ ვახსენებდი.

მეშვიდე თავი
მე ისევ რესტორნების ქსელის მართვაში ვეხმარებოდი, თუმცა კი არ ვეხმარებოდი ფაქტიურად მე ვმართავდი, ვახო პერიოდულად შემოირბენდა და დაგვხედავდა ხოლმე.
ასე სტაბილურად, მშვიდად მიდიოდა ჩემი ცხოვრება, როცა ნოსტალგია მაწუხებდა, ეს კი ძირითადად გვიან, საღამოს ხდებოდა რესტორანში პატარა როილთან ვჯდებოდი და თავს ვირთობდი. უმეტესად ქართულ სიმღერებს ვუკრავდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ არავინ მისმენდა. ფაქტიურად საკუთარ თავთან მარტო ვრჩებოდი და გრძნობებისგან, ტკივილისგან ვიცლებოდი.
ამ დღესაც სწორედ ასეთი დეპრესიის შემოტევა მქონდა, როცა რესტორანში ერთ-ერთი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი მაესტრო შემოვიდა (არ მინდა ვინმეს რეკლამად ჩამეთვალოს, და გვარს შეგნებულად არ ვახსენებ). დარბაზში შემოსული მამაკაცის დანახვაზე, დაკვრა შევწყვიტე და ჩემი მიმართულებით მომავალ სტუმარს შევხედე.
- უკაცრავად, მაგრამ რესტორანი უკვე დაკეტილია! - უხერხულად შევიშმუშნე.
- ვიცი, კარებზე აბრა შევნიშნე! - თბილად მიღიმოდა ის. - უბრალოდ თქვენი ნამღერი მოვისმინე და გულმა არ მომითმინა. იცით, ნიჭი რომ გაქვთ? იშვიათი ხმა... ჩვენ კარგი გუნდი ვიქნებოდით.
ყურებს არ ვუჯერებდი, ამ სიტყვებს დიდი მაესტრო მეუბნებოდა.
-„მე და მომღერალი? წარმოუდგენელია.“ - ვფიქრობდი მე.
- ფიზიკურობაც ხელს გიწყობთ. უმეტესობა პოპულარობასა და სცენაზე ადგილს სილამაზის წყალობით ინარჩუნებს. თქვენ კი ამხელა პრივილეგია გაქვთ იშვიათი ხმა და ამხელა ხიბლი...
ის ისევ მესაუბრებოდა, მე კი მისი სიტყვები თითქოს შორიდან ჩამესმოდა. ცნობილი მომღერლები, კლიპები, თაყვანისმცემლები, პაპარაცები, სწორედ ამ სამყაროში მეპატიჟებოდა მაესტრო. უკვე ვიცოდი, რომ აუცილებლად დავეთანხმებოდი. არ იფიქროთ პოპულარობას ან ცნობადობას დავხარბდი, უბრალოდ ეს შანსი იყო საკუთარი ცხოვრება შემეცვალა. თან ტელევიზიით გამოვჩენილიყავი, ეს უკანასკნელი კიგანსაკუთრებით მხიბლავდა, იცით რატომ? ნაწილობრივ ალბათ პატივ-მოყვარეობას ვიკმყოფილებდი, თან მინდოდა თემოს ვენახე. ეგრძნო, რომ თავი არავის დავუხარე, ცხოვრებას ვაგრძელებდი, ჩემი წარმატებების შესახებ გაეგო და იქნებ ეამაყა კიდეც.
ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ მიზნის მისაღწევად დიდი შრომა დამჭირდებოდა. მაგრამ ოცნების ასახდენად არც მუშაობა მეზარებოდა. ამიტომ, როგორც კი მაესტრო სიტყვებით ჩემთვის კოშკების აგებას მორჩა, ღიმილით დავეთანხმე. ალბათ, ჩემგან ასეთ სწრაფ თანხმობას არ ელოდა. მე ხომ ფინანსურ მხარეზე კითხვაც კი არ დამისვამს. პრინციპში ამ წუთებში ჰონორარი საერთოდ არ მაინტერესებდა, მე ჩემი მიზანი მქონდა და მისი ასრულებისთვის ბრძოლას ვიწყებდი.
და დაიწყო ცხოვრების ახალი ეტაპი. ვარჯიშები, რეპეტიციები, ისევ ვარჯიშები, ისევ რეპეტიციბი. სიმღერა ყველგან და ყოველთვის, ვმღეროდი დუშის მიღების დროს, ბავშვის დაძინებისას, სიზმარშიც კი...
ვახო და ტატიანა როგორც ყოველთვის გვერდში მედგნენ. სულ რაღაც ხუთ თვეში ჩემი პირველი კლიპიც გამოვიდა. იმიჯ-მეიკერებმა იზრუნეს ახალ იმიჯზე. ვიყავი ახალი ბარბის თოჯინა, არაჩვეულებრივი წკრიალა ხმით და მიამიტი, ფახულა თვალებით. ამ ყველაფერზე მეცინებოდა. თუმცა მათი მოლოდინი ნამდვილად გამართლდა.
- მამაკაცები გიჟდებიან „ანგელოზის“ სახიან ქალებზე, მიამიტური, გაბუტული ტუჩებით. - ამტკიცებდნენ ისინი.
პოპულარობა იმაზე სწრაფად მოვიდა ვიდრე წარმოვიდგენდი. შედგა გრაფიკი, კონცერტებზე, კორპორატიულ საღამოებზე, შოუებზე, სხვადასხვა სახის ჭორიკანა გადაცემებში მიწვევდნენ. ეს უკვე ჩემი ცხოვრების ახალი სტილი იყო. ანასტასია კოვალიოვა საზოგადოების ინტერესს იწვევდა. ვიყავი მარტოხელა დედა. კითხვა, თუ ვინ იყო ჩემი შვილის მამა, იმაზე ხშირად ჟღერდა ვიდრე ვისურვებდი. რაოდენ მტკივნეულიც უნდა ყოფილიყო, ამ კითხვაზე პასუხი არ მქონდა. ვრცელდებოდა ათასნაირი ვერსიები. მყავდა სხვადასხვა საყვარლები, პირველი მათ რიგებში რათქმა უნდა მაესტრო იყო. პიარ-მენეჯერები მიმტკიცებდნენ, რომ რეკლამა მჭირდებოდა.
- ცნობადი სახები თავად იგონებენ პოპულარულ მამაკაცებთან რომანებზე ჭორებს და ავრცელებენ. მესმის რომ არ მოგწონს და არ გინდა, მაგრამ საქმისთვის ასეა საჭირო. - ამბობდნენ ისინი.
ალბათ მართალნი იყვნენ, ჩემი ნამდვილი ისტორია არავის აინტერესებდა. ან რა იყო იქ საინტერესო? ერთი ჩვეულებრივი მარტოხელა დედა ვიყავი, რომელიც საღამოების დასრულების შემდეგ სახლში გავრბოდი ჩემს მცირეწლოვან შვილთან ჩასახუტებლად. მის სურნელს შევიგრძნობდი და აფორიაქებული გულიც მიმშვიდდებოდა.

მეექვსე თავი
შეიძლება ითქვას პოპულარობის ზენიტში მყოფი საკუთარი მდგომარეობით ვტკბებოდი. როგორც ყოვეთვის ტელევიზორი ქართულ არხებზე მქონდა ჩართული. ტელევიზიით ერთ-ერთი ქართული შოუ გადიოდა. წამყვანმა მეტიჩარა ხმით აღნიშნა, რომ როგორც იქნა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სასიძო, უშიშროების მინისტრი, თემურ წიკლაური შეყვარებული გახლდათ. როგორც სანდო წყაროები ატყობინებდნენ, წყვილი მალე დაქორწინებასაც გეგმავდა.
ბედნიერი შეყვარებულების ფოტოც აჩვენეს. თემო სადღაც, გვერდზე იყურებოდა, სახე უცინოდა და უცნობ ობიექტს ხელს უქნევდა. გვერდს საშუალო სიმაღლის, ტუჩებ დაბერილი, ყავისფერ თმიანი ქალი უმშვენებდა. ეკრანზე გამოსახულება მომენტალურად დავასტოპე და ფოტოს გაოგნებული მივაჩერდი.
- რა მოხდა? - ჩემი რეაქცია არ გამოპარვია თემურიკოსთან მოთამაშე ტატიანას - ეს ხომ ვახოს სიძეა, სალომეს ქმარი? ცოლი მოჰყავს? პრინციპში ეს მოსალოდნელიც იყო. უკვე ამდენი წელი გავიდა, ის კი ისევ ისეთი სიმპატიურია... - თითქოს ჯიბრით არ ჩუმდებოდა ქალი.
ვგრძობდი რომ ძალა მეცლებოდა, თითქოს თვალთ დამიბნელდა. რა გამოდიოდა, თემური მართლა მკვდრად მთვლიდა?.
- დამივიწყა, თურმე მართლა დამივიწყა. - ვბუტბუტებდი ჩემთვის და ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი.
- რატომ ტირი? სიუჟეტის გამო? - უკვირდა ტატიანას.
- არა, ის არაფერს შუაშია. უბრალოს ბავშვობა გამახსენდა, სალომე და თემო, მათი გახსენებისას კი გული ძალიან მტკივა.
ალბათ ჩემმა პასუხმა არ აკმაყოფილა. აშკარად ეჭვით მიმზერდა და დაჟინებით აგრძელებდა კითხვების დასმას:
- შენი ბავშვის მამასაც ხომ თემური ერქვა? ისიც თქვენი ბავშვობის მეგობარი იყო?
- კი, - ვცდილობ მშვიდი ტონი შევინარჩუნო, - მასაც თემო ერქვა. - ხმა ცივი მქონდა არაფრის მთქმელი. საინტერესოა როდემდე შევძლებდი მისგან სიმართლის დამალვას? ტყუილები მძულდა. განსაკუთრებით ჩემთვის ახობელი ადამიანების მოტყუებას ვერ ვიტადი. ჩემი ნება რომ ყოფილიყო, ტატიანას ჩემს ვინაობას კარგა ხნის წინ გავუმჟღავნებდი, თუმცა ვახოს ვერ ვითანხმებდი.
- ქალია მაინც, სადმე არ წამოსცდეს. როგორც შენ ენდობი ტატიანას, ანალოგიურად ის ენდობა სხვას. ის სხვა - კიდევ ვიღაცას, და ასე დაუსრულებლად. საბოლოოდ კი იგებს ქვეყანა. - მტკიცე ტონით მაფრთხილებდა კაცი.
არადა ახლა?! ვუმზერდი ტატიანას და ვგრძნობდი, რომ ყველაზე მეტად ამ წუთებში მჭირდებოდა მისი თანადგომა. ალბათ იგრძნო რაც ხდებოდა ჩემს გულში, კითხვების დასმა შეწყვიტა და ჩამეხუტა.
- რით შემიძლია დაგეხმარო? - სიბრალულით მკითხა მან.
- ალბათ არაფრით. უბრალოდ სულში მტკივა და .... - ცრემლები ისევ მისით იკვლევდნენ გზას, მინდოდა გაჩერება, მაგრამ თავს ვერ ვიკავებდი. - მან დამივიწყა, საბოლოოდ დამივიწყა. - ვსლუკუნებდი მის მკერდში თავჩარგული.
- ვერ ვხვდები რა გჭირს ან ვისზე დარდობ. ვახოს დავუძახო? - ვხვდებოდი, რომ არაადეკვატურად ეჩვენებოდა ჩემი საქციელი. აშკარად აფიქრებდა ჩემი მდგომარეობა.
- არ გინდა, ისიც განერვიულდება. უბრალოდ ნერვებმა მიმტყუნეს, სულ ცოტა ხანი მჭირდება და ისევ ძველი ანასტასია ვიქნები. - ტკივილით ვიღიმებოდი მე.
სათქმელად იოლი იყო, შესასრულებად კი ძნელი. ტატიანა ოთახიდან გავიდა თუ არა, ეკრანზე გაშეშებულ გამოსახულებებთან ერთად ისევ მარტო დავრჩი.
- ამაში გამცვალა?! მე მაინც მჯობდეს ეს დამპალი. ეს როგორ უნდა მოიყვანოს? - ტკივილს სიბრაზე, განრისხება ცვლიდა. გული ბოღმით ამევსო. - მე რით მჯობია? - ყურადღებით ვაკვირდებოდი ქალს - ერთი ხელოვნურად აწყობილი ნაშაა. ნეტა მკერდი მისია? - ვფიქრობდი მე - კარგად მოვლილი კია, ხომ იცი?! - ქალბატონი სოფი წულაი! - აცხადებდა წამყვანი მის სახელს.
სახელსა და გვარს ვგუგლავ და ვეძებ. ყვითელი პრესა აჭრელებულია წყვილის კლუბებსა და სხვადასხვა კურორტებზე გადაღებული ფოტოებით.
- რას ერჩი? თურმე ერთობოდა ბიჭი. სად ცალია ყოფილი ცოლის მოსაკითხად? - ისევ ვბრაზდებოდი მე.
ჩემი კონკურენტი ოცდახუთი წლის იყო. ხუთი წლით ჩემზე პატარა. ტვინში მირტყავდა ეს ხუთი წელი. თურმე მოდელი გახლდათ და „აბოდებდა თემოზე“ ისე უყვარდა. იქნებ პირიქითაც იყო და თემოს „აბოდებდა“?! აი მესმის ისტორია, ალბათ კარგად დაამშვიდა ბიჭი. ან ჭიდებოდა კი დამშვიდება?!
მოკლედ ჯერ სასოწარკვეთილი ვიყავი, შემდეგ გაცოფებული, ამის შემდეგ კი შურისძიებას ვგეგმავდი. და რადგანაც თემო ძალიან შორს იყო, შური ტელევიზორის პულტზე ვიყარე. საწყალი კედელს მივანარცხე და ნამსხვრევებად დაიშალა. ესეც ასე. ახლა პულტიც საყიდელი მქონდა.
გაოცებული თემურიკო მიმზერდა და ვერ ხვდებოდა რამ გამოიწვია ჩემი ხასიათის ასეთი სწრაფი ცვლილება. შეშინებული ბავშვი ფეხებზე მომეხვია და ხმამაღლა ატირდა. შვილს ძლიერად ვიკრავდი გულში.
- მაპატიე, არ მინდოდა, მაპატიე.... - ვეფერებოდი და ცრემლიან თვალებს ვუკოცნიდი.

ჩემი დეპრესია და ნერვიულობა რამოდენიმე დღე გაგრძელდა. დატვირთული რეჟიმი ამჯერადაც ხსნად მომევლინა. ფიქრისა და ნერვიულობისთვის დრო არ მრჩებოდა. ბოლომდე საქმეში ჩევერთე.
- ჯანდაბამდის გზაც ჰქონიათ! - ვფიქრობდი მე -დავუმტკიცებ რომ ასე იოლად ვერ მომიშორებს, მუხლის ჩოქებზე მთხოვს პატიებას და არ მივიღებ!
იცით ბევრჯერ მიფიქრია, რომ სტიმული, ბიძგი ყველა საქმეში საჭიროა. აქამდე თუ წარმატება მიამიტურად სიყვარულის გამო მსურდა. ამჯერად შეურაცყოფილი ქალის პოზიციიდან მივუდექი საქმეს. ეს შეგრძნება კი ბევრად განსხვავდებოდა პირველისგან. ზუსტად ვიცოდი რა იყო ჩემი საბოლოო მიზანი და ამ გზაზე აღარავის ვინდობდი. შოუ-ბიზნესის სიბინძურეებით ადრე არ ვინტერესდებოდი, ამჯერად კი ინტრიგების ეპიცენტში აღმოვჩნდი.
ალბათ ჩემი ცვლილება არ ხიბლავდა ვახოს. მის პოზიციასაც ხშირად აფიქსირებდა.
- მესმის სალომე, რაც გჭირს. მაგრამ... ბოლოს და ბოლოს კაცია. ამდენი წლების შემდეგ, ნუთუ მართლა ფიქრობდი, რომ მის ცხოვრებაში არავინ იქნებოდა?!
- ვერ გავიგე რის თქმას ცდილობ? შენის აზრით ის მხოლოდ რიგითი ნაშაა? ცოლად მოჰყავს. სხვაობას ვერ ამჩნევ? ფეხებზე დამიკიდა. მომიშორა. თითქმის ყველა ინტერვიუში აქცენტს ვაკეთებ, რომ შვილი მყავს, ვაჟი. ის კი ერთხელაც არ დაინტერესდა, არც კი მოინდომა მისი ნახვა. - ვცხარობ მე.
- რომც დაინტერესდეს, როგორ ახსნის რუსეთში ცნობილ მომღერალთან ვაჟის ყოლას? - ისევ მიამიტური ხმით მეკითხება ვახო.
- საკმარისია! - საბოლოოდ გამოვდივარ წყობილებიდან - მუდამ მის დაცვას ცდილობ, ახსნას მის ნებისმიერ ქმედებას უძებნი. ჩემზე საერთოდ არ ფიქრობ? - ვსაყვედურობ მას.
- შენზე რომ ვფიქრობ ამიტომაც გეუბნები, მორჩი თემოს გამო ბღავილს. საკუთარი ცხოვრება გაქვს. თუ მან დაგივიწყა, ესე იგი დროა შენც ამოიგდო თავიდან. წარსულს ნუ მისჩერებიხარ. მაგალითი თვითონვე მოგცა.
- იქებ რაღაც მიზეზი აქვს? იქნებ... - ვხვდები რომ გულის სიღრმეში მეც მის გაგამართლებელ მიზეზებს ვეძებ, მაგრამ უშედეგოდ.
- ვერაფერი გაგიგე რა გინდა. - საბოლოოდ ბრაზდება ვახოც - თაყვანისმცემლები არ გაკლია. იქნებ მისცე რომელიმეს შანსი?
- არა, არ შემიძლია. - ცივ უარზე ვარ მე.
- ვერც შეძლებ, თუ არ მოინდომებ. მოჩვენებებისა და წარსულის ლანდების ლოდინში აწმყოს ვეღარ ამჩნევ. ახლოს არავის უშვებ. დამიჯერე, გთხოვ. თუ თქვენ ორს ერთად ყოფნა გიწერიათ, სულ რომ ათი ცოლი მოიყვანოს, მაინც შენთან დაბრუნდება. მაგრამ თუ თვითონ არ მოინდომა, ცალმხრივად ვერაფერს შეძლებ. გესმის ჩემი? ასეთი სიყვარული გაგაწამებს. დაიტანჯები. საკუთარ თავს შეხედე და შემდეგ იმ პლასტმასების თოჯინას. როგორ შეიძლება ასეთი არსების გამო ნერვებს იშლიდე? ქალზე რომელზეც თვით დიდი მაესტროც კი ოცებობს. - მეხუმრება ის.
- შენ მაინც ხომ იცი, რომ ეგ ყველაფერი სისულელეა? - მეცინება მეც.
- მე ვიცი, მაგრამ სოფიმ არა. - თვალს მიკრავდა ვახო. - სისულელეებზე ფიქრს მორჩი. ამ ბოლო დროს ისეთი დაძაბული ხარ, რომ შენი განწყობა გადამდები გახდა. ბავშვი მეცოდება. თვალებში შემოგციცინებს. შენი თითოეული სიტყვა და მოქმედება მის გონებაში ილექება. შენ კი ვერაფერს ამჩნევ. რას მისტიხარ წარსულს? შენი ცხოვრების აზრი მისი აღზრდა უნდა იყოს. შენ კი ვიღაც ნევრასტენიკი ქალის გამო იშლი ნერვებს და ბავშვსაც ტკივილს აყენებ.
- რა იცი რომ ნევრასტენიკია? - მეცინება მე.
- ვიცი, სახეზე შეხედე და მიხვდები. თუ არაა და შენს ხელში დარწმუნებული ვარ მალე გახდება! - ისევ ხუმრობს ვახო.
მისი მცხვენოდა. როგორი ძნელი საღიარებელიც არ უნდა ყოფილიყო აშკარად მართალი იყო. ამ საუბრის შემდეგ საკუთარი ტკივილი გულში ღრმად ჩავიმარხე. გარშემო მყოფებისთვის ისევ თვალებ ფახულა, მუდამ მომღიმარი ანასტასია ვიყავი. ალბათ ასე სჯობდა, ალბათ ასე უკეთესი იყო.

თემო
დრო იმაზე სწრაფად გადის მე რომ ვისურვებდი. თითქმის ოთხი წელი გავიდა იმ ავბედითი ღამის შემდეგ. გაზაფხულია. აპრილი, აღდგომის მეორე დღე. ორშაბათი, როგორც ყოველთვის წვიმს. უკვე მერამდენედ ვთამაშობ ამ ფარსს. ყოველ წელს დედაჩემი საგულდაგულოდ ემზადება სააღდგომოდ სასაფლაოზე გასასვლელად. ოჯახში მიცვალებული, რომელსაც ასე ელოლიავება და თითოეული ჟესტით ეფერება სალომეა. დიახ ეს სპექტაკლი მას ეკუთვნის. მის საფლავზე გავდივართ. ირონიულად მეღიმება. ბევრჯერ დავფიქრებულვარ, ნეტა სინამდვილეში ვის ვგლოვობთ?!
გაღიზიანებული ვუმზერ მოფუსფუსე დედას. ვიცი რომ გულის სიღრმეში მართლა უყვარდა სალომე, მაგრამ მის მიმართ სითბოს არასოდეს გამოხატავდა. ის დღეც მახსენდება ჩემს სასამართლო პროცესზე, როგორ წყევლიდა მას და ყველა უბედურებაში უმოწყალოდ მხოლოდ სალომეს ადანაშაულებდა. წარსულის გახსენება არ უყვარს, ალბათ სინდისი აწუხებს. იშვიათად ვლაპარაკობთ ჩემსა და სალომეს ურთიერთობაზეც. აშკარად უჭირს ჩემთან ამ თემაზე საუბარი. მაგრამ ხშირად შემინიშნავს როგორ დაჰყურებს მის ფოტოს და ყლაპავს ცრემლებს. უკვე მერამდენედ სთხოვს პატიებას. უკვე მერამდენედ ემუდარება შეწყალებას.
მეცოდება დედა. მისი ტკივილი მტკივა. ბევრჯერ მიფიქრია სიმართლე გამემხილა, მაგრამ ვერ შევძელი. მეშიანია, რომ შემიძულებს. ბრალს დამსდებს, რომ ვერ შევინარჩუნე ჩემთვის ყველაზე ძვირფასი, ყველაზე საყვარელი ქალი. გავუშვი, ჩემი ცხოვრებიდან წასვლის საშუალება მივეცი. თუმცა ის ხომ დედაა, ჩემი დედა. არა მგონია მისაყვედუროს, ალბათ გულის სიღრმეში რაღაც გამამართლებელს მიპოვის, აუცილებლად გამამართლებს.
მე კი ეს აღარ მსურს. საკუთარ თავს დღემდე ვერ ვპატიობ. ბიჭები გამუდმებით მიმტკიცებდნენ, რომ ეს ყველაზე ოპტიმალური და სწორი გამოსავალი იყო. მე კი ეჭვი მაწუხებს, დღემდე ვერ მოვინელე. ცოტა მეტად რომ მომენდომებინა, იქნებ გამომსვლოდა? მაგრამ ასე არ მოვიქეცი. თითქოს ვუღალატე მასაც და საკუთარ გულსაც. ვგლოვობ. არა დაღუპულ სალომეს, არამედ ჩემს დაკარგულ გრძნობებს, ჩემს დაკარგულ ოჯახს.
ერთად-ერთი ადგილი სადაც მისვლა მსიამოვნებს, დიმკას ოჯახია. ვუმზერ მას მის მოსიყვარულე მეუღლესთან ერთად. მის ორ ვაჟკაცს, პატარა გოგონას. და ვოცნებობ, წარმოვიდგენ, თითქოს მე და სალომე ისევ ერთად ვართ, გვყავს შვილები, მელოდება და მასაც ისევე უბრწყინავს თვალები ჩემს დანახვაზე, როგორც დიმკას მეუღლეს. ალბათ უცნაური სტუმარი ვარ, ძირითადად ჩუმად ვზივარ, ჩემს ფიქრებში წასული. მასპინძლებიც მიეჩვივნენ ჩემს პერიოდულ ჩაფიქრებებს. ბავშვებმაც კი იციან, რომ ამ დროს არ უნდა შემაწუხონ. ხელს არ მიშლიან. ვფიქრობ და ისეთი ბედნიერი ვარ. არ იფიქროთ თითქოს წარსულს მივტოროდი. არა. უბრალოდ პერიოდულად ნოსტალგია, მონატრება მაწუხებდა და ამ გრძნობებს დიმკასთან ვივსებ.
უკვე მერამდენედ მთავაზობს დიმკა, ვახოსთან დაკავშირებას, მაგრამ უარზე ვარ. თითქოს მეშინია, არ იფიქროთ რომ სალომეს უსაფრთხოების გამო ვღელავ. არა. ზუსტად ვიცი, რომ ვახო არაფერს გაუჭირვებს. მაგრამ მეშინია, იმ ტკივილის გამო, რასაც სალომეს ხმის გაგონება მომაყენებს. არ შემიძლია. ალბათ მაზოხისტი ვარ. თითქოს ტანჯვა მსიამოვნებს. საკუთარ თავს მისი მონატრება მივუსაჯე და ეს სასჯელი პირნათლად უნდა მოვიხადო. სიგიჟეა? ალბათ უაზრობაც, მაგრამ ასე მირჩევნია. ალბათ ცოტა გიჟიც ვარ. არ გამოვრიცხავ.
ინერციით მივყვებოდი ჩემთვის შედგენილ სცენარს. გრძნობებისგან დაცლილი ვარ, გამოფიტული. ვიღიმები, მაგრამ ვგრძნობ, რომ ეს ღიმილიც ყალბია, ჩემსავით ორპირი. სალომეს წასვლიდან თითქმის ხუთ თვეში გამოვედი ციხიდან, მაგრამ რატომღაც თავს ისევ პატიმრად ვგრძნობ. საშინელი შეგრძნება ყოფილა. თითქოს გარეთ ვარ, მაგრამ ისევ ტუსაღი, საკუთარი გრძნობების ტუსაღი.
გარშემო მყოფები ვერ ხვდებიან ჩემი გაუცხოვების მიზეზს. ყველაფერს სალომეს გარდაცვალებას აწერენ. პრინციპში ნაწილობრივ მართლებიც არიან. მიზეზი სალომეა. მისი მონატრება.
წარა - მარა მიღებები, შეხვედრები. არჩევნები, კარიერული წინ სვლა. გზა პატიმრობიდან - მინისტრობამდე. ვფიქრობ თავი გავყიდე. კარიერა ვიყიდე. სალომეს ფასად. ამიტომ მიღწეულს ისე ვიღებ თითქოს წარმატება მეკუთვნოდა, მე ხომ ამხელა საზღაური გადავიხადე?!
მომწონს საკუთარი იმიჯი. თითქმის შევეჩვიე ასეთ ცხოვრებას. მუშაობა, ბიჭებთან ერთად გართობა, საღამოს მორიგი ახალი ქალი. შემდეგ ნაბახუსევი. არ მინდა გათენება და გვერდით გახედვა. ერთი სული მაქვს ჩემს თვალის გახელამდე ღამის სტუმარი წავიდეს. თუმცა ასე იშვიათად ხდება. როგორც წესი უმეტესობას სურვილი აქვთ მეორე დღესაც გააგრძელონ ალერსი, დიასახლისის როლის მორგებას თავხედურად ცდილობენ. ცივად, მაგრამ ეტიკეტის დაცვით ვცდილობ სტუმრები გავისტუმრო. რა თქმა უნდა ვპირდები რომ დავურეკავ, მაგრამ მათთან არასოდეს ვრეკავ. ასეა თითქმის ყოველ დღე. დედაჩემი უკმაყოფილოა. არ მოსწონს ჩემი ცხოვრების წესი. თუმცა მისი აზრი არ მაინტერესებს.
- თურმე პატარა შეეძინა! - დილით აფორიაქებული მოვიდა დიმკა.
-ვის? - ცივად ვეკითხები.
- სალომეს. მოსკოველი სტუმრები მყავდა. ვახოსთან მეგობრობენ, კარგად იცნობენ ანასტასიასაც. ბიჭი შესძენია..
- კარგია. შენ კი ღელავდი. ხედავ ეგ გოგო არ იკარგება. უკვე შვილიც ყავს. - ირონიას ვურებ ხმაში. თითქოს რაღაც ჩამწყდა. მეტკინა. - ნეტა მამა ვინაა? - საკუთარ თავს ვეკითხები.
- რა თქვი? - სიბრაზისგან პილპილდება დიმკა. - ამას სერიოზულად ამბობ? ბავშვი ანასტასიას მოსკოვში გამოჩენიდან რამდენიმე თვეში დაბადებულა.
- გაჩუმდი. - თითქმის ბოლო ხმაზე ვღრიალებ მე. - არ მინდა მოსმენა. არ მაინტერესებს. ამ ჟურნალებს კითხულობ? - სეიფიდან რუსულ ჟურნალებს ვიღებ, ანასტასიაზე გამოქვეყნებული თითოეული სტატია მუქი ფლომასტრით მაქვს მონიშნული. - თუ არ გინახავს გათხოვებ, ან სულაც გაჩუქებ. არ მაინტერესებს მაგ ქალის ცხოვრება. უკვე აღარ მაინტერესებს! - სიბრაზისგან ვცახცახებ.
- შეცდომას უშვებ, მოვა დრო და ინანებ! - არ ჩუმდება დიმკა.
- უკვე იმდენჯერ შემეშალა ერთით მეტი არაფერს დამიშავებს! - ისევ ირონიულად მეცინება.
- შენი საქმის შენ იცი! - ცივად ამბობს ის და კაბინეტიდან გადის.
დავიღალე. მონატრებით, ეჭვიანობით, მასზე ფიქრით დავიღალე. ვცდილობ მარტო ღამითაც კი არ დავრჩე, გვერდში მუდამ ვიღაც მყავდეს. მაგრამ ძილში? სიზმრებიც კი შემაძულა. იქ ხომ მუდამ სალომეა. თვალებს ვხუჭავ, ისევ ჩნდება. მისი ლანდი თან დამყვება. თითქოს აქ მყავს. ჩემთანაა. სულელივით მიხარია, ვეხვევი, ვეფერები და სწორედ ამ დროს მეღვიძება.
- დროა საკუთარ ცხოვრებას მიხედო. ოჯახი გჭირდება! - უკვე მერამდენედ მიჩიჩინებს დედაჩემი.
- ოჯახი ჩემთვის არაა! - კბილებში ვცრი მე.
- შეგიყვარდება, შეიძლება ისე ძლიერად აღარ, მაგრამ ნელ-ნელა შეგიყვარდება. - ისევ იმეორებს ის.
მეცოდება. ამ რამდენიმე წელიწადში აშკარად მოვინელე დედა. თმები გაჭაღარავებია. ამდენი დარდისგან ნაოჭები მოემატა.
- ვნახოთ დედა, ვნახოთ! იქნებ დავქორწინდე კიდეც. - ვამჩნევ რომ ოჯახის შექმნის იდეა მეც მომწონს. ახალი ავანტურაა, გასართობი.
ეს გადაწყვეტილება დიმკას ყველაზე დიდ უაზრობად ეჩვენება.
- რა სისულელეა, - როგორც ყოველთვის პირდაპირ მეუბნება ის - ასეთ შეცდომას არ დაუშვებ. ცოლი უკვე გყავს.
- ჩემო დიმკა რა მიამიტი ხარ. ჩემი ცოლი კუკიაზეა დასაფლავებული და შენ ეგ ყველაზე კარგად იცი. - ირონიას არ ვიშურებ მე.
ამ წლების განმავლობაში ერთმანეთის ხასიათი კარგად შევისწავლეთ. მართალია ჩუმადაა, მაგრამ ზუსტად ვხვდები რასაც ფიქრობს. სალომეს მიმართ მისი ოჯახის განსაკუთრებული დამოკიდებულაც ვიცი. მათთვის ის კუმირია.
- ის ჩემი რძალი არასოდეს იქნება. ეგ გაითვალისწინე... - მუქარით მაფრთხილებდა მეგობარი.
ვითომ ვერ მივხვდი რას მეუბნებოდა: - ვინ ის?
- შენი მომავალი ცოლი.
გულმა რეჩხი მიყო - ჩემი მომავალი ცოლი? - არ მესიამოვნა, არ მომეწონა, მაგრამ მაინც არ შევიმჩნიე, ძალით გავიცინება: - რა თქმა უნდა. - ყრუდ ვამბობ მეც.
მეშვიდე თავი
ანასტასია კოვალიოვა
სალომე
დეკემბრის დასაწყისში საახალწლო გეგმა-გრაფიკი წარმომიდგინეს. თვალებს არ ვუჯერებდი ახალი წლის შესახვედრად თბილისში მიწვევდნენ. გული სიხარულით ამევსო, თუმცა სადღაც შიგნით მაინც მეშინოდა. როგორც იქნა ამდენი წლის შემდეგ საქართველოში ვბრუნდებოდი. ემოციების კონტროლი მიჭირდა.
- დარწმუნებული ხარ, რომ შეძლებ? ალბათ მთავრობის წარმომადგენლებიც იქნებიან. მსგავს ღონისძიებებს ყოველთვის ესწრებიან!
- შევძლებ. ჩემი დაბრუნების დროა. ჩრდილში ყოფნა აღარ შემიძლია. ადრე თუ გვიან ეს უნდა მომხდარიყო და მოხდა კიდეც.
- ფრთხილად იყავი. დაცვა კი გამოგყვება, მაგრამ მე არ ვიქნები. - სერიოზული, დაძაბული სახით მიმზერდა ვახო. -კარგად აწონ - დაწონე თითოეული ნაბიჯი. თითოეული სიტყვა.
- ნუ გეშინია. პატარა გოგო ხომ არ ვარ? კარგად გამზარდეს, თავს გავიტან.
- ვითომ?- ისევ ეჭვი ეპარება მას. - თავს მოუფრთხილდი!. - მზრუნველი ხმით მეუბნება ის.
- იმედია ჩემს დაბრუნებამდე ასეთი სახე არ გექნება. - მეცინება მისი ჩაფიქრებული სახის შემხედვარეს.
- თავს მოუფრთხილდი. შენს თავზე თუ არა ჩემზე იფიქრე. იმედია ვინმე მოსაკლავი არ გამიხდება... - თვალებს ჭუტავს და გვერდულად იღიმება. ვინმეში სავარაუდოდ თემოს გულისხმობს. ზუსტად ვიცი, რომ ბავშვობის მეგობარს არასოდეს ავნებს, მაგრამ....
თითქოს ჩემს ფიქრებზე მცემს პასუხს: - ამ ცხოვრებაში ჯერ შენ ხარ და შემდეგ ყველა დაარჩენი. ეს გახსოვდეს.
- ვიცი. ყველაფერი კარგად იქნება. იმაზე კარგად შენ რომ გგონია. - იმედიანად ვამბობ.
- მეც ეგ მინდა.
გამგზავრებისთვის სამზადისი ორ-სამ კვირაში დასრულდა. თითოეული წუთი მკაცრად იყო გაწერილი. თბილისში ოცდაათში საღამოს ჩავფრინდებოდით. იმ დღესვე პატარა პრესკომფერენცია და ერთ-ერთ შოუში სტუმრობა. ოცდათერთმეტ დეკემბერს კონცერტი და საღამოს სტუმრებთა ლანჩი. პირველში ისევ მოსკოვში ვბრუნდებოდი.
წინასწარ გვაფრთხილებდნენ, რომ ქართველები ცოტა ექსცენტრიული ხალხი იყვნენ, ყოველთვის გეგმის მიხედვით არ მოქმედებდნენ. ამიტომ შიგა და შიგ შესაძლებელი იყო დასახული გეგმებიდან გადახვევებსაც ჰქონოდა ადგილი.
- გადახვევებში რას გულისმობთ? - ინტერესით ვკითხულობ.
- ექსკურსია, რესტორანი, გართობა. - ეცინება მაესტროს.
- „მართალია, გართობა გვიყვარს ქართველებს!“ - გულში ვფიქრობდი მე.

და, აი ამდენი წლის შემდეგ თბილისი. ისევ აეროპორტი. ისევ ტრაპი. ისევ დაცვა და გრძელი ექსკორტი. ოღონდ ამჯერად ბევრი ჟურნალისტი და პაპარაცი, რომლებიც წარა-მარა ფოტოებს გიღებენ და ცდილობენ დაცვის კოლიდორი გამოარღვიონ.
- თქვენი შთაბეჭდილება თბილისზე? - მესმის ვიღაცის ხმა.
- როგორ მოგწონთ საქართველო? - კითხულობს მეორე.
ხმას არ ვიღებ. უბრალოდ ხალხს ვათვალიერებ და ვხვდები, რომ თვალებით თემოს ვეძებ. ის კი არ ჩანს. გულში რაღაც ჩამწყდა. მაგრამ ისევ ვიღიმები, თვალები ცრემლებით მევსება და მიხარია, რომ ჩემი სათვალე უადგილო ცრემლებს ფარავს.
ერთ-ერთი შედარებით მოხერხებული რეპორტიორი დაცვას უსხლტება და ავტომობილში ჩაჯდომამდე მიკროფონს სახესთან მტენის.
- თქვენი შთაბეჭდილება თბილისზე? - ყურებამდე გაკრეჭილი, ბედნიერი სახით მეკითხება.
დაცვის თანამშრომელს ხელით ვანიშნებ, რომ დაშოშმინდეს და ღიმილით ვპასუხობ.
- ალბათ გეცოდინებათ, წარმოშობით თბილისელი ვარ. ამ ქალაქს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. მიყვარს და ბედნიერი ვარ კიდევ ერთხელ აქ სტუმრობით.
ასეც ასე, ჟურნალისტებს პატარა ინტრიგა ისედაც აქვთ. მთელი დღე დაკავდებიან, ეცდებიან მოიძიონ ინფორმაცია, სად დავიბადე, რომელ უბანში, ვისთან ვმეგობრობდი. მეცინება იმის გააზრებაზე, რომ ჩემი ბავშვობის შესახებ მხოლოდ ბუნდოვანი, არაფრის მომცემი პასუხები დახვდებათ. ვახო რომ აქ ყოფილიყო, ალბათ მისაყვედურებდა: - სიფრთხილეს კარგავო! - ჩემთვის ამას მნიშვნელობა აღარ ქონდა.
ავტომობილში მოვთავსდი. ღიმილით ვუქნევდი ხელს თაყვანისმცემლებს.
- ესეც ასე. უკვე თბილისში ვარ. აბა შენ იცი ანასტასია კოვალიოვა. ასეთი შანსი ალბათ აღარც გექნება!. - უკვე მერამდენედ ვეუბნები საკუთარ თავს.
ავტომობილი აეროპორტს ტოვებს, ინსტიქტურად თვალი ავტოსადგომისკენ გამირბის. აშკარად არ მეჩვენება. მაღალი სილუეტი შავ ჯიპში ჯდება. თითქოს გულის ცემა მიჩერდება.
- დიმკა? - გონებაში მყვირივარ მის სახელს. სახე სულელური ღიმილით მებადრება, -თუ დიმკა აქ იყო, ესე იგი ისიც აქვეა. - ვირწმუნებ თავს და თითქოს ვმშვიდდები.
საღამოს ათი საათი იქნებოდა, როცა სასტუმრო „მეტეხი პალასში“ მოვედით. ჟურნალისტების მეორე ტალღაც მოხერხებული ღიმილითა და თავის ქნევაში გავაცილეთ, როგორც იქნა საკუთარ ნომრებში შევედით. ის ის იყო შვებით ამოვისუნთქე და კარებზე კაკუნის ხმაც გაისმა. პროდიუსერი გახლდათ:
- ერთ საათში რესტორანში გელოდებით!
- მეგონა დასვენებას ვაპირებდით! - მიკვირს მე.
- უხერხულია, ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები ვახშამს აწყობენ შენს საპატივცემულოდ, სავარაუდოდ მთავრობის წარმომადგენლებიც იქნებიან.
- ალბათ თემოც! - კმაყოფილი ვფიქრობ.
სწრაფად ვემზადები. ბარგიდან რამოდენიმე საღამოს კაბას ვიღებ. რომელი ჩავიცვა? ამდენი წლის შემდეგ, ეს ხომ პირველი შეხვედრაა. გული ისე მიცემს თითქოს ისევ პატარა გოგო ვარ, სახიდან სულელურ ღიმილს ვერ ვიშორებ. თვალები მიბრწყინავს. ჩემი ცვლილება ისეთი შესამჩნევია, რომ ჯგუფის წევრებიც ვერ მალავენ გაოცებას:
- თითქოს ასხივებ, ასეთი არ გვინახიხარ! - ჩუმად მეუბნება პროდიუსერი. ლიფტში ყოფნისას, სარკეში საკუთარ გამოსახულებას ვაკვირდები. შავი გრძელი საღამოს კაბა მაცვია. თმები აწეული, ჩემს გამოსახულებას ვუღიმი, ლამაზი ვარ. ულამაზესი.
ლიფტთან ისევ ჟურნალისტები გვხვდებიან და დიდ, ვეებერთელა დარბაზშიც შევდივართ. ესეც ქართული ბომონდი. ელიტა. ადრეც ვაკვირდებოდი და ახლაც თვალნათლივ შევნიშნე, რატომღაც ყველა ერთი სტილის იყო. თითქოს ერთი სტილისტმა დავარცხნა და ერთმა პლასტიკურმა ქირურგმა ააწყო. გქონიათ ასეთი შეგძნება?! მეჩვენებოდა თითქოს ერთი ადამინი მიმზერს რამდენიმე წყვილი თვალით. კარგად ნაცნობებივით მიღიმოდნენ.
სტუმრებს შორის ნელი ნაბიჯით ვმოძრაობ. ვიღიმები, ვსაუბრობ და სწორედ ამ დროს სოფის და თემოსაც ვამჩნევ. გვერდი-გვერდ დგანან. იქვე ახლოს დიმკასაც ვხედავ.
ამ წლების განმავლობაში ბევრჯერ წარმომიდგენია როგორი იქნებოდა ჩვენი შეხვედრა. წარმოსახვაში სხვადასხვა სახის რომანტიული სცენები ენაცვლებოდა ერთმანეთს. სამწუხაროდ დღევანდელი რეალობა რედიკალურად განსხვავდებოდა ჩემი ოცნებისგან. მამაკაცი მტრულად მიბღვერდა შორიდან. ის და სოფი ნელ-ნელა მომიახლოვდნენ. ქალი პირფერულად მიღიმოდა, თემო კი აშკარად ცივად მიმზერდა. თვალს უხერხულად მარიდებდა და სადღაც სივრცეში იქცირებოდა.
- რა ჭირს? - ვიღუშები მეც.
- ანასტასია ძალიან მიხარია თქვენი ნახვა! - კარგი ნაცნობივით მესალმება სოფი. - მე სოფი ვარ წულაია! - ისე მეუბნება თითქოს მის სახელის და გვარის გაგონება დიდი პატივია.
- სასიამოვნოა. - ცივი ღიმილით ვპასუხობ.
დიმკა გვიახლოვდება. ისევ ძველებურად თბილად მხვდება, ბედნიერი ვარ. მინდა მოვეხვეო, თუმცა ღიმილით მაჩერებს. - ამდენი სითბოს გამოხატვა არ შეიძლება, უხერხულია და ცოტა საეჭვოც! - თვალს მიკრავს ის.
- მართალია! - ემოციებს ვიოკებ - მაგრამ ისე მიხარია შენი ნახვა!
- ვიცი! მშვენივრად გამოიყურებით ქალბატონო ანასტასია! გიხდება ახალი იმიჯი!
- იმას რა სჭირს? - თავით ვიღაც მამაკაცთან მოსაუბრე თემოზე ვანიშნებ - რატომ იბღვირება?
- რა გითხრა, ეგეც ახალი იმიჯია. - იცინის დიმკა.
- უცნაური იმიჯი აურჩევია! - ვგრძნობ რომ დიმკას გამოჩენამ დაძაბულობა მომიხსნა. აშკარად უკეთ ვარ.
- წასვლამდე შენი ნახვა მინდა! - ოდნავ ჩემსკენ იხრება და ისე მეუბნება, სხვამ რომ არ გაიგოს.
- ვეცდები, მაგრამ ვერ დაგპირდები. - ჩუმად ვპასუხობ მეც.
- ერთმანეთს იცნობთ? - ცნობისმოყვარედ კითხულობს სოფი.
- დიახ! თბილისიდან წასვლამდე რამდენიმეჯერ შევხვდით! - ჩემს მაგივრად პასუხობს დიმკა.
- უცნაურია!
- ალბათ! - ჩვენთან მოახლოვებულ თემოს ვუმზერ, რომელიც ისევ ჯიუტად დუმს და მიბღვერს. - როგორ ბრძანდებით, ბატონო თემურ?! - ოდნავ ირონიულად ვეკითხები - რამდენი ხანია არ შევხვედრივართ? დაწინაურებას გილოცავთ, გავიგე დაქორწინდით! - გადავწყვიტე ეს უაზრო ბღვერა დავასრულო, ბოლოსდაბოლოს როდემდე იქნებოდა ჩუმად? კითხვაზე ხომ უნდა მიპასუხოს?
უხერხულად ჩაახველა და ღრენით მპასუხობს: - გმადლობთ კარგად. მოლოცვისთვის მადლობელი ვარ. როგორც მივხვდი ჩემი მეუღლე უკვე გაიცანით.
- დიახ მქონდა ბედნიერება! გამეცნო... - ყრუდ ჩავილაპარაკე მე.
- თემოსაც იცნობთ? არასოდეს გითქვამს ძვირფასო! - მეტიჩარა, გაპრანჭული ხმით მიმართავს სოფი.
- არ მეგონა მნიშვნელოვანი თუ იყო! - ბურტყუნებს კაცი.
- მე და სალომე ვმეგობრობდით, თემოსაც მისგან ვიცნობდი! - არ ვჩუმდები მე. სალომეს ხსენება აშკარად არ სიამოვნებთ, სახე შეეცვალა ქალს.
- სალომესთან? - ხმა ჩაუწყდა მას. უცებ სახეზე სიბრაზე და მრისხანება აღებეჭდა - მაგ გოგოზე ამბობენ ერთი თავქარიანი და ცანცარა არსება იყოო. კაცების თავის ჭკუაზე ტარება ჰყვარებია. - ზიზღით ამბობდა ის.
შევკრთი. ასეთ სიტყვებს არ ველოდი. თემოს მივაჩერდი. შემდეგ დიმკას, რომელიც უხერხულად იშმუშნებოდა. არც ერთს აზრადაც კი არ მოსვლიათ, რომ გამომქომაგებოდნენ და სალომეს სასარგებლოდ რამე ეთქვათ.
- სალომეს ასე კარგად იცნობდით? - გაოცებული, დაბნეული ვეკითხები სოფის.
- არა. საბედნიეროდ არა. თუმცა თბილისი პატარა ქალაქია. აქ ყველამ ყველაფერი იცის. ვერაფერს დამალავ! - კმაყოფილი ღიმილით აღნიშნავს ის, საკუთარი სიტყვებით აშკარად ბედნიერია. - თურმე საყვარელს-საყვარელზე იცვლიდა! შემდეგ ამ მამაკაცებს ერთმანეთთან აპირისპირებდა და ამით ერთობოდა.
- შეუძლებელია! - ტკივილისგან ხმა ჩამიწყდა - სალომე ასეთი არ იყო.
- ორპირი იყო. თვალთმაქცი! ამბობენ მისი ბოსის საყვარელიც ყოფილა და მისი შვილისაც. მამა-შვილი თურმე ერთმანეთს ხოცავდნენ მაგ ქალის გამო.
გული ჩამწყდა. ცრემლები ძლივს შევიკავე. ბოღმამ კინაღამ დამახრჩო. სოფის სიტყვები კი არ მოქმედებდა, თემოს სიჩუმე და ირონიული გამოხედვა მიშლიდა ნერვებს.
- გარდაცვლილზე ასეთი ლაპარაკი არ შეიძლება. თქვენ იმით სარგებლობთ, რომ ვერაფერს იტყვის! - გაღიზიანებას ვერ ვმალავ.
- ჩვენს და საბედნიეროდ! - ირონიულად, კმაყოფილი იცინის სოფი.
გულში ვნატრობდი ეს ქალი სადმე ცალკე მყოლოდა. საბოლოოდ გამოვდივარ მდგომარეობიდან და კონტროლს ვკარგავ: - არ მეგონა მიცვალებულისაც თუ გეშინოდათ! საზიზღარი ადამიანი ხართ! ბოროტი და ბოღმა! სალომეს ხომ თქვენთვის არაფერი დაუშავებია...
- ანასტასია, დაფიქრდით რას ამბობთ, თქვენ ჩემს მეუღლეს ესაუბრებით! - მუქარა ნარევი ტონით მაჩუმებს თემო.
გავშრი მოულოდნელობისგან. გაოგნებული ვუმზერდი, ასე რამ შეცვალა? რა დაემართა? ერთი სიტყვაც კი არ დასცდა ჩემს დასაცავად. ერთი სიტყვა! აღარაფერი მითქვამს. კბილი-კბილს დავაჭირე. ტუჩი მოვიკვნიტე, ცრემლების შესაკავებლად.
- კი მაგრამ, სალომე თქვენი მეუღლე არ იყო?! - ხმა ჩამწდარი ვეკითხები - ფერი ფერსაო, თქვემნზეა ნათქვამი! - ნაძალადევი ღიმილით ავღნიშნავ.
უკვე დრო იყო დარბაზიდან გამოვსულიყავი. ვგრძნობდი, რომ კონტროლს ვკარგავდი. ცოტაც და მთელ დაგროვილ ბოღმას ერთბაშად ამოვაფრქვევდი. ბარიდან ვისკის პატარა ბოთლი ავიღე და აივანზე გავედი. ერთი დღისთვის ნამდვილად საკმარისი სისულელე მოვისმინე. სასლემლს ვსვამდი და ვცდილობდი დარბაზში მომხდარი დამევიწყებინა. მაგრამ ვერ ვახერხებდი. თანდათან ალკოჰოლმაც იმოქმედა. საკუთარი თავი უფრო და იფრო შემეცოდა და ცრემლებმაც გზა მისით იპოვეს. სწორედ ამ დროს წამადგა თავზე დიმლა.
- ტირი? ვოცოდი, რომ ეს სიტყვები მძიმე მოსასმენი იქნებოდა. - მკერდში მიკრავს ის.
გული უფრო მიჩუყდება: - ამდენი სიბინძურე. თან თემო... ასე როგორ შეუძლია? ამის უფლება როგორ მისცა?
დიმკა ყურადღებით მაკვირდება: - შენზე იმდენი რამ იწერება. კაცების გულთა მპყრობელი ანასტასია კოვალიოვა! - ამაყად ამბობს ის.
- ეს მხოლოდ პიარია. ამ მეთოდს ბევრი იყენებს. შენ მაინც ხომ იცი? - მუდარით ვუმზერ მამაკაცს.
- ვითომ? - ეჭვით მიმზერს ის. - ძნელია ამ ყველაფერს ცივი გონებით მიუდგე.
- სისულელეა. - ვცხარდები მე- ამომშალა მისი ცხოვრებიდან. ჩემზე ათას სისულელეს საუბრობს. იცის როგორ მეტკინება. ასე როგორ შეიძლება? ერთხელაც არ მომიკითხა. იმ ტუჩებ დაბერილში გამცვალა!
- ძალიან გაუჭირდა შენი დავიწყება. შენ ხომ არ იცი. თითქოს ცდილობს ახალი ცხოვრება მოიწყოს.
- საკმარისია. ყველაფერი გასაგებია. გამომიყენა და მომისროლა. დამპალი, ღორი. - ვსლუკუნებდი მე - მისი შვილიც კი არ მოიკითხა.
- მისი შვილი? - თვალები გაუდიდდა დიმკას- ასეც ვიცოდი...
- დაივიწყე! - ტკივილით ვეუბნები მას- აქამდე ილუზიებით ვიკვებებოდი. თითქოს რაღაცის მჯეროდა. კარგია, რომ ჩამოვედი. ეს უნდა მენახა! ჩემი ყურით უნდა მიმესმინა.
- ანასტასია, მომისმინე. მეთაურმა მთხოვა გადმომეცა, თუ საქართველოში დაბრუნებას მოიფიქრებ, დაგეხმარებით. თუ გინდა განათლების ან კულტურის სამინისტროში მოგიწვევთ. საქმეს გამოგინახავთ, აქ იქნები გვჭირები...
ისტერიულად გამეცინა: - დამცინიხარ დიმკა? აქ რა დამრჩენია? ვის ვჭირდები? ვერ ხედავ შენი მეგობარი ახალ, ბედნიერ ბუდეს იწყობს!
- არ გინდა მაგ საკითხზე ფიქრი. აქ თუ იქნები ყველაფერი დალაგდება. მაგრამ თუ არ გინდა... მომისმინე არ გინდა ოჯახში მესტუმრო? ხომ იცი ჩემებს როგორ გაუხარდებათ? - აშკარად თემას ცვლის ის.
- ვიცი. - თბილად მეღიმება პატარების გახსენებაზე - მადლობ, მაგრამ სავარაუდოდ ვერ მოვახერხებ.
- იქნებ, მაინც? ...
- ეჰ, დიმკა... ამ ჭიქით შენ გაგიმარჯოს, როგორც ყველაზე ერთგულ მეგობარს! -ღიმილით ვადღეგრძელებ და დარბაზში ვბრუნდები.
შეძლებისდაგვარად სწრაფად ვტოვებ დარბაზს. შეუმჩნევლად ვიპარები და ნომერში ავდივარ. დაცვა კარებთან მელოდა.
- ქალბატონო ანასტასია, ხომ კარგად ბრძანდებით? - მეკითხება დაცვის უფროსი.
- დიახ. ცოტა დავიღალე. თუ შეიძლება არავინ შემაწუხოს. ხვალისთვის ენერგია მჭირდება.
- მესმის. თუ რამე დაგჭირდეთ, თქვენ მხოლოდ დაგვიძახეთ.
- მადლობთ. - თავს ვუქნევ და შევდივარ ნომერში.
შუქს არც კი ვანთებ. მოწყვეტით ლოგინზე ვვარდები. ახლა კი შემეძლო ემოციების გამოხატვა. გულ ამოსკვნილი ვტიროდი. ძნელია იმის თქმა რამდენ ხანს ვტიროდი. უცებ სიბნელეში ტაშის ხმა გავიგონე. შევკრთი. გადმოვბრუნდი. სავარძელში მამაკაცის ლანდი ჩანდა. ლოგინდათ მყოფ აბაჟურს ხელი დავაჭირე. ოთახი განათდა და იქვე მჯდომი თემოც გამოჩნდა. ირონიული ღიმილით მიმზერდა და ტაშს უკრავდა.
- აი მესმის შოუ. სამსახიობოზე უნდა ჩაგებარებინა. მშვენივრად თამაშობ!
- აქ რას აკეთებ? როგორ შემოხვედი? - ლოგინზე მოვიკუნტე და ისე წამოვჯექი.
- არ შემეძლო შენი ნახვის სიამოვნებაზე უარის თქმა. - ისევ ირონიულად აღნიშნავს.
მისი ცინიკური ტონი მაღიზიანებს. ნერვებს მიშლის.
- აბა, არაფერი გაქვს მოსაყოლი? ამბობენ წარმატებული კარიერა აქვსო. ლოგინშიც კარგად დახელოვნებულხარ!
- ჩემზე უკეთესად შენ გცოდნია როგორ ვცხოვრობ. გისმენ. ეტყობა ბევრი საინტერესო ისტორიის მოსმენა მომიწევს. - ზიზღით ვეუბნები.
- ასე ნუ მიყურებ! - ბრაზდება ის - ისეთი სახე გაქვს, თითქოს რამეს გაბრალებ, არ ვიცოდი ასეთი კახპა თუ იყავი...
- საკმარისია. - ხმას ავუწიე მეც - შეურაცყოფის ატანას არ ვაპირებ. გაეთრიე ჩემი ნომრიდან. ნაძირალა ხარ და საკუთარი უსუსურობის დასამალად ყველაფერს კადრულობ. უნამოსოვ...
თემო ალბათ არ ელოდა ჩემგან შეტევას. თვალებში ისეთი სიშმაგე და სიბოროტე ქონდა, რომ რაღაც მომენტში შიშმაც ამიტანა. სავარძლიდან წამოდგა და ჩემი მიმართულებით წამოვიდა. ინსტიქტურად უკან გავიწიე. სამწუხაროდ წასასვლელი არსად მქონდა. კედელთან ჩიხში ვიყავი მომწყვდეული.
- მოკარება არც გაბედო იცოდე! - შიშისგან ხმა გამებზარა.
- არც კი მიფიქრია. შენს და სამწუხაროდ, კახპები არ მიზიდავთ! - ავად გამოსცრა მან. სახე იმდენად ახლოს მომიტანა, რომ მის სუნთქვას ვგრძნობდი. შიშისგან ვცახცახებდი. ჩემს წინ სრულიად უცნობი ადამიანი იდგა. გაბოროტებული, ეჭვიანობისგან დაბრმავებული, ყველაზე და ყველაფერზე დაბოღმილი.
- რამდენი მამაკაცი იყო შენს ცხოვრებაში? რამდენი გეხებოდა მისი ბინძური ხელებით? რას მერჩოდი? რა გინდოდა ჩემგან? რამდენი გკოცნიდა ამ ტუჩებში? - ხელებში ვყავდი მოქცეული და გაცლის საშუალებას არ მაძლევდა.
- ნაძირალა ხარ! ისეთივე ბინძური ჭორიკანა, როგორც მამალაძე! - კბილებში გამოვცარი მე.
ჩემმა სიტყვებმა აშკარად მტკივნეულად იმოქმედა. სახე მოეღრიცა.
- მამალაძეს როგორ მადარებ? ბრმად მიყვარდი, შენ კი...
- რა, მე - კი? გაეთრიე ჩემი ნომრიდან და ჩემი ცხოვრებიდანაც. მძულხარ, გესმის? ისევე მეზიზღები, როგორც ის ჭორიკანა, არაკაცი მძულდა. შენი მინისტრობა რა ვთქვი მე, როცა ელემენტარული სიმართლის გაგებაც კი არ შეგიძლია. მიმიფურთხებია შენთვისაც და შენისთანა მარიონეტებისთვისაც. მიმიფურთხებია...
- რაო, მაგარია ერთი ლოგინიდან მეორეში გადასვლა? გავიგე შვილიც გყოლია! - ცინიკურად აღნიშნა მან.
ბავშვის ხსენებაზე თვალთ დამიბნელდა. აზრი აღარ მომეკითხებოდა.
- არ გაბედო თემურიკოს ხსენება შენი ბინძური პირით. მასზე ნუ ლაპარაკობ. უნამუსოვ, სალახანავ! ბრმა ხარ. ნამუს გარეცხილი, გასაგებია ბავშვის ამბავი რომ არ გაღელვებს, მაგრამ მისი სახელს შენ ვერ ახსენებ. მამობა თუ არ გინდა...
უცებ ხმამაღლა გადაიხარხარა: - შენს ნაბიჭვარს ჩემს შვილად ასაღებ?
ვერ მივხვდი ხელი როდის მოვიქნიე. ისეთი ძალით გავარტყი, რომ ხელის გული მეტკინა. ლოყა მოისრისა.
- ბედი შენი, რომ ხელის გასვრა არ მინდა! - მუქარით გამოსცრა მან.
- როდის იყო ხელებს ისვრიდი? შენს საქმეს ხომ სხვა აკეთებს? - გესლს არ ვიშურებ მეც.
- გაჩუმდი, თორემ...
- გაგიმართლა, ჩემი შვილის მამა რომ ხარ. სხვა დროს ამ მუქარას არ გაპატიებდი. - არ ვთმობ პოზიციებს - აღარასოდეს გაბედო, ჩემი შვილისთვის ნაბიჭვრის დაძახება. თორემ გპირდები, ჩემი ხელით მოგიღებ ბოლოს.
ალბათ ძალიან გაავებული სახე მქონდა. გამწარებული, დაჭრილი მხეცის.
- რა თქვი? შენი შვილიო? ბავშვი რამდენი წლისაა? - თითქოს ახლა გაიაზრა ჩემი სიტყვები, ყურადღებით აკვირდებოდა ჩემს მოქმედებებს, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, ისევ თავდასხმისთვის ემზადებოდა.
- შენი საქმე არაა. - ავად, ღრენით ვპასუხობ.
- მითხარი, რასაც გეკითხები, ნუ მაიძულებ ძალით გათქმევინო. - ისევ მუქარაზე გადავიდა.
- როგორ ცუდად მიცნობ, თემურ წიკლაურო! - მწარედ მეღიმებოდა - როგორც უკვე გითხარი, ის მხოლოდ ჩემი შვილია. შენ მასთან არაფერი გესაქმება. რომც მოინდომო, მაინც ვერასოდეს გაუწევ მამობას. შენისთანა ნაძირალას მასთან არაფერი აკავშირებს.
- მორჩი ლაყბობას. იცოდე გადავამოწმებ და თუ მატყუებ...
- რას მიზავ? - ინტერესით ვეკითხები მე.
- ჩემი ხელით მოგკლავ, შენს სისხლს დავლევ! - ჩასისხლიანებული თვალებით მემუქრება ის.
სულელივით სიცილი ამივარდა: - ორჯერ არ კვდებიან. დაგავიწყდა ძვირფასო, მე ხომ უკვე მკვდარი ვარ?!
- მართლა უნდა ჩამეძაღლებინე და ამცდებოდა ამდენი წამებაც. ჩაგაგდებდი სადმე ღრმა ორმოში და ეგ იქნებოდა...
- ალბათ ასე სჯობდა. მაშინ ბედნიერი მაინც ვიყავი. - ჩამწყდარი ხმით ვეთანხმები მეც.
არ ვიცი მომეჩვენა თუ არა, მაგრამ თავს დავდებდი, რომ ზიზღით აღარ მიყურებდა. მის მზერაში მხოლოდ იმედ გაცრულება და ტკივილი ჩანდა. ან იქნებ უბრალოდ მე მტკიოდა და ვფიქრობდი ისიც იგივეს განიცდიდა? რამდენიმე წუთით ჩუმად მიმზერდა, ღრმად სუნთქავდა, შემდეგ ხელი ჩაიქნია და ნომრიდან გავიდა.
ესეც ასე, სულ ეს იყო ჩემი „რომანტიული“ შეხვედრა. ისეც ჩემი თბილისი. არაფერიც არ შეცვლილა. მხოლოდ ტკივილი და შეურაცყოფა. მე კი როგორ სხვაგვარად წარმომედგინა, სულელი ვარ, მეოცნებე სულელი.
მერვე თავი

მოვლენები მინიმალური გადახვევებით, მკაცრად გრაფიკის მიხედვით ხორციელდებოდა. პროდიუსერები გავაფრთხილე, რომ გეგმიდან გადახვევა არ მინდოდა. კონცერტი შოუს ეფექტებითაა, დამსწრე საზოგადოება ჩემს სახელს სკანდირებდა. სცენაზე რამდენიმეჯერ გავედი. ღიმილით ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას ახალ წელს. ულევ ბედნიერებას და წრფელ სიყვარულს ვუსურვებ ყველას და ალბათ საკუთარ თავსაც.
სენტიმენტები მაწუხებს და ცრემლები მომდის. საღამოს ისევ პრესის წარმომადგენლებს ვხვდებით, რასაც ისევ გამოსამშვიდობებელი სადილი მოჰყვა. თუმცა ამჯერად სიურპრიზიც მელის. თემო ალბათ თავს უფრო მშვიდად გრძნობს, როცა მთელი მისი ჯგუფი, მთელი ამალა, მეთაური, დიმკა, რაფო და ახალი წევრი, სოფიც მხარს უმაგრებენ. ამ უკანასკნელის დანახვაზე გული მერევა. სვავებივით ერთად სხედან. ვცდილობ მათთან შეხვედრას თავი ავარიდო, მაგრამ არ გამომსდის. მეთაური ღიმილით მოემართება ჩემთან შესახვედრად.
-დავიჯერო ჩემზე იმდენად ხარ ნაწყენი, რომ არც კი მომესალმები? - გულუბყვილო ბავშვივით მიღიმოდა ის.
- განა თქვენც იცნობთ ანასტასია კოვალიოვას? - მსუბუქი სარკაზმით ვპასუხობ კითხვაზე.
- თუ დიმკას და თემოს იცნობ, რა დაშავდება მეც თუ მიმაწერ ძველი მეგობრების სიას?! - იცინის ის და გულში თბილად მიკრავს.
- რა გითხრათ. უკვე ვეღარ ვიგებ ვინ ჩავთვალო მეგობრად და ვინ -მტრად!
მეთაური ყურადღებით მაკვირდება, ალბათ ჩემი სიტყვების აზრი სახეზე უნდა ამოიკითხოს. მათ მაგიდასთან მეპატიჟება, ვცდილობ უარი ვთვმა, მაგრამ ვამჩნევ ზედმეტ ყურადღებას ვიპყრობთ და ნელი ნაბიჯით მივყვები.
- ჩემს წინადადებაზე უარი გითქვამს! - საუბარს აგრძელებს ის.
- სულ რაღაც გუშინ დილით ალბათ სიხარულით დაგეთანხმებოდით. ახლა კი...
- განა რა მოხდა ისეთი ამ ერთ დღეში, რომ ასე იმოქმედა შენზე?
- ზოგჯერ ერთი დღე კი არა ერთი წუთიც კი საკმარისია, ცხოვრებაზე აზრის შესაცვლელად. - ვცდილობ პასუხში ხუმრობის ტონი შევურიო, მაგრამ ვგრძნობ ტკივილი მაინც გამეპარა ხმაში.
- სალომე მე წლების წინ დაგპირდი, რომ დაგეხმარებოდი დაბრუნებაში. ახლა სწორედ ეგ დროა. მაგრამ თუ უარს მეტყვი, შეიძლება მომავალში ასეთი შანსი აღარც გქონდეს.
- მესმის, მაგრამ ვის გამოც დაბრუნება მსურდა, მას აღარ ვჭირდები. - მაინც ვერ შევიკავე თავი, საკუთარი დარდი გავუმჟღავნე.
ჩემმა სიტყვებმა აშკარად ღიმილი მოჰგვარეს: - ნეტავ საკუთარი თავის დანახვა გვერდიდან შეგეძლოს. არ მეგონა შენი წასვლა თემოზე ასე თუ იმოქმედებდა.
- ძალიან გთხოვთ, მაგ ადამიანზე საუბარი არ მსურს. -ვცდილობ შევაწყვეტინო, მაგრამ თითქოს არ მისმენს.
- ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მისი მისწრაფება სამხედრო ცხოვრება იყო. ვფიქრობდი გმირობისთვის იბრძოდა, თურმე შევცდი, ის ერთი გოგოსთვის ცდილობდა თავის გამოჩენას, მისი სამშობლო ის გოგო ყოფილა. წავიდა ის გოგო და თემოც გაქრა. ვერ ვიტყვი, რომ საქმისთვის არ იბვის, ან დავალებებს არ ასრულებდა, მაგრამ გული დაკარგა, გრძნობა. რობოტივით ავტომატურად მოქმედებდა, ჩვენ კი ის მისი ცეცხლოვანი ხასიათის გამო შევარჩიეთ. ხალხს უყვარს ემოციური, მგრძნობიარე ადამიანები. ხვდები რისი თქმა მსურს.
- ხალხის რა გითხრათ, მაგრამ მე ნამდვილად მომწონდა მგრძნობიარე თემო. - მეცინება მე - მაგრამ ჩემი დაბრუნებისთვის უკვე ძალიან გვიანია. მის ცხოვრებაში არის ადამიანი, რომელიც გამოაცოცხლებს, გულსაც გაუთბობს.
- იქნებ მაინც დაფიქრდე ჩემს წინადადებაზე? - მუდარანარევი ხმით მეუბნება მეთაური. - ჩვენ გვჭირდები...
- მართალი ბრძანდებით, თქვენ გჭირდებით და არა - მე. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ დავიღალე. აღარ მინდა, ისევ გამომიყენონ და მომისროლონ. დავიღალე. თან ზურგს უკან შვილი მიდგას. მის მომავალს საფრთხის ქვეშ ვერ დავაყენებ. წავიდა ის დრო იდეალების რომ მჯეროდა.
- სამწუხაროა! - იმედ გაცრულებულმა ჩაილაპარაკა მან.
როგორც იქნა მაგიდასაც მივუახლოვდით. - ქალბატონო ანასტასი, ბედნიერი ვარ ისევ რომ გხედავთ! - ხელზე მკოცნის რაფო.
- როგორც ვხედავ ჩვენს ბიჭებში პოპულარობით სარგებლობთ, თქვენი დანახვა განსაკუთრებით უხარიათ! - გამკენწლა სოფიმ.
- თავის დროზე კარგი მეგობრები მყავდა, მათი ნახვა ყოველთვის მსიამოვნებს.
თემო აშკარად თვალს მარიდებს. რაღაც ისე ყოჩარად ვერაა, როგოც წინა საღამოს. დიმკა დაძაბული მეჩვენება, თითქოს რაღაცის ეშინია.
- ოჯახში ხომ კარგად ხართ? - ვცდილობ დაძაბული სიტუაცია განვმუხტო, დიმკას მივმართავ კითხვით - ბავშვები ალბათ უკვე დიდები არიან! .
- კი, რა უჭირთ იზრდებიან. - მის პატარებზე სხვადასხვა ისტორიებს ყვებოდა. ვიცინოდით.
სოფის გაოცებისგან თვალები უდიდდებოდა, თემოც უფრო და უფრო იღუშებოდა და იბღვირებოდა. მისი უხასიათობა აშკარად შესამჩნევი იყო.
- რა სჭირს? ისევ ეჭვიანობის შეტევა აქვს? - ჩუმად გადაულაპარაკა რაფომ დიმკას.
- რას გაუგებ. ორი დღეა დანა პირს არ უხსნის. თავ-პირი ჩამოსტირის. მეგონე დეპრესიამ გაუარა, მაგრამ...
- ვერ გავიგე ვერაფერი. - მხრებს იჩეჩავს რაფო.
როგორც იქნა ნელ-ნელა საღამო დასასრულს უახლოვდება. ჩემი წამებაც დამთავრდება. ღიმილით ვემშვიდობები დამსწრე საზოგადოებას და ნომერში ავდივარ. გულში კიდევ ერთხელ ჩამწყდა. თითქოს ველოდი, რომ ბოდიშს მომიხდიდა. მაგრამ არა... დღეიდან ერთმანეთისთვის მართლაც უცხონი ვიყავით, საერთო აღარაფერი გვქონდა. ჩემს წარსულს დიდი წერტილი დაესვა.
ისევ ღამე, ისევ თბილისი, აეროპორტი და გაცილება. მივფრინავ, მივფრინავ და ისევ მტკივა. ოღონდ აღარ ვტირი. ყველაფერი დასრულდა. გული მწყდებოდა, რომ ამის გააზრებას ამდენი წელი შევალიე. ალბათ ასე იყო საჭირო. მუდმივი ლოდინისა და შფოთვის წლები სრულდებოდა. საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ ბედნიერება სადღაც მელოდა. მაგრამ მაინც მტკიოდა, შიგნიდან მტკიოდა და ეს ორმაგად მაღიზიანებდა.

თემო
სალომეს თბილისში სტუმრობიდან რამდენიმე თვეა გასული. მოსკოვში ჩავედი. ვიცოდი სალომე გასტროლებზე უნდა წასულიყო. დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერ შევხვდებოდით, და ჩამოსვლა ამიტომაც გავბედე. მაგრამ ალბათ ესეც ბედის ირონიაა. მოსაცდელში ხალხია შეკრებილი.
- რა ხდება? - ვკითხულობ მე.
- ცნობილი მომღერალი ანასტასია კოვალიოვა ვაჟთან ერთად მიემგზავრება გასტროლებზე და თაყვანისმცემლები აცილებენ. - მპასუხობს ვიღაც.
და, აი ვდგევარ აეროპორტის მოსაცდელში და ქურდივით ვიმალები. ბრბო ანასტასიას სახელს სკანდირებს. სრულიად უცხო ადამიანები მასთან შეხვედრაზე ოცნებობენ. მე კი... ახლოს ვერ მივდვარ. შორიდან დანახვაც საკმარისია. მხოლოდ ერთხელ შევავლებ თვალს და ეგაა.
ავტომობილი ჩერდება, მძღოლი კარებს ხსნის და დაცვის თანამშრომლებით გარშემორტყმული ჩნდება ისიც. გული ისე მიცემს, მგონია მთელ აეროპორტს ესმის მისი ხმა. როგორც ყოველთვის იღიმება, ხელს უქნევს თაყვანისმცემლებს. გვერდით პატარა რუგზაკიანი, ალბათ ხუთწლამდე ბიჭუნა მოჰყვება. არ ვიცი მეჩვენება თუ არა, ხალხში თითქოს ვიღაცას ეძებს.
- იქნებ მე?! - ვფიქრობ და მაშინვე ვხვდები, რომ ეს ჩემი ილუზიაა. დიდი ხანია მისი გული აღარ მეკუთვნის. მისი ცხოვრებიდან ამომშალა, ის ახალი წლის ავბედითი საღამო არ მაპატია.
- არადა რა ჩავიდინე ასეთი?! დიდი რამე, თუ ეჭვიანობისგან დაბრმავებულმა საკუთარი ტკივილი გამოვხატე! არ გამოვრიცხავ, შეიძლება ცოტა ზედმეტი მომივიდა. მაგრამ მე ხომ მიყვარდა?! ესეც მისი ბრალი იყო, ასე ძლიერად რომ შემაყვარა თავი. - ვფიქრობდი მე. გამეცინა, უცნაურია ადამიანის ბუნება. საკუთარ ქმედებებს ყოველთვის ამართლებ.
თითქოს ახლა ვეძახდი: - კახპა ხარ, შენს ნაბიჭვარს ჩემს შვილად ასაღებ?!
მისი სიმწრისა და სიგრაზისგან შეშლილი სახე არ მავიწყდება. მაშინ მივხვდი, რომ ზედმეტი მომივიდა. ისე მიმზერდა, თითქოს საზიზღარი არსება ვიყავი. გასაგები იყო, რომ საბოლოოდ მოვახერხე მისი დაკარგვა. შემეშინდა, უცებ სასოწარკვეთილებამ შეცვალა ჩემი მრისხანება.
თითქოს იმ წუთებში გავიაზრე, რაოდენ სულელურად მოვიქეცი, როცა ყვითელი პრესის ჭორებს ავყევი, როცა მის ერთგულებაში შევიტანე ეჭვი. სოფის სიტყვები მახსენდებოდა. სალომეს როგორ ცინიკურად მოიხსენიებდა. მისი ტკივილით სავსე მზერაც მომაგონდა და ის სიამოვნებაც გულის სიღრმეში მისი ტკივილი რომ მაყენებდა. იმის მაგივრად რომ უსამართლო ბრალდებებისგან დამეცვა, ხმას არ ვიღებდი. თითქოს მინდოდა მასაც ისევე სტკენოდა, როგორც მე. არ ვიცი მისი ტკივილი რატომ მსიამოვნებდა. ალბათ მაზოხისტი ვიყავი ან სადისტი. იფრო სადისტი. ვგრძნობდი, რომ ვაწამებდი და ეგოისტურად მსიამოვნებდა.
მინდოდა ჩემი ცხოვრებიდან საბოლოოდ გამქრალიყო. წასულიყო რუსეთში და აღარასოდეს დაბრუნებულიყო. მაშინ საკუთარი გადაწყვეტილების მყარად მჯეროდა. მაგრამ შევცდი. ბრაზმა და ეჭვიანობამ გონება დამიბინდა. ალბათ ესეც თავდაცვა იყო. გამუდმებით მასზე ფიქრსა და მონატრებას მერჩივნა მეფიქრა, რომ დამივიწყა, მიღალატა და მარიონეტივით მათამაშა. ჩემთვის ასე უფრო იოლი იყო, ასე ცხოვრება ბევრად მარტივად მეჩვენებოდა.
- დებილი ხარ. - მეუბნება დიმკა, როცა იმ ღამის ამბებს ვუყვებოდი - ასეთი ბრმა თუ იქნებოდი ვერ წარმოვიდგენდი. არა და საქართველოში დაბრუნება შევთავაზეთ. არ იცი რამდენხანს იბრძოდა მეთაური მისთვის კულტურის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის ადგილი რომ „დაებრონა“. შენ კი ამ უაზრო გამოხტომით ყველაფერი გააფუჭე.
უცებ გული სიხარულით მიკრთის, თითქოს იმედი მომეცა.
- ის დაბრუნდება? - პატარა ბავშვივით მიხარია - ისე იგი შანსი კიდევ ყოფილა?-საკუთარ ფიქრებს ხმამაღლა ვერ ვამხელ, მეშინია.
დიმკა ყურადღებით მიზერს, მის სახეზე გამსხლტარი ირონიული ღიმილი კიდევ ერთხელ მარწმუნებს რომ შევცდი.
- დაბრუნდებოდა, რომ არა ერთი ნიჭიერი კაცის მიერ დადგმული სანაქებო შოუ. - ცინიზმს არ უშურებს ის.
- შეუძლებელია. ასე არ მომექცეოდა. არ გამიმეტებდა. - გვრძნობ რომ კიდევ ერთხელ მატკინა. ისევ დამტოვა.
- ამტყუნებ?! - აშკარად უკვირს დიმკას.
- არა. - ძლივს ამოვღერღე - ვერა!
ვინ იყო სოფი? რა ვიცი ერთი ჩვეულებრივი გოგო. გაპრანჭული, გაწელილი ბგერებით. მე ის არ მიძებნია. თავად მოვიდა ჩემს ცხოვრებაში. არც მე ვიყავი წინააღმდეგი. ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინ იქნებოდა ის სოფი, თაკო თუ სხვა ნებისმიერი. კლუბში გავიცანი. მოვიდა ერთი ღამით და დარჩა, აღარ წავიდა. პრინციპში მარტოობასა და დარდს, მასთან ყოფნა სჯობდა. სახლში გამეფებულ დუმილს ვიღაც მაინც დაარღვევდა.
თუმცა როცა სევდა და დეპრესია განსაკუთრებით მაწუხებდა, სალომეს ბინაში მივდიოდი. იქ წარსულით ვცხოვრობდი. ყველგან ჩვენი ფოტოები იყო. მე, სალომე, გვანცა, მამუკა და ვახო, აი ეს იყო ჩემი ცხოვრება. აი ვინ იყვნენ ჩემები. გვერდით აღარავინ მყავდა. დავრჩი მხოლოდ მე, უფრო სწორედ კი არ დავრჩი დამტოვეს, მიმატოვეს. გული ისევ ბოღმითა და ბრაზით მევსებოდა.
მეტეხში მომხდარი მოვლენების შემდეგ ეჭვი არ მასვენებდა.
- იქნებ მართლა ჩემი შვილია?! - მეკითხებოდა ჩუმი ხმა.
- შეუძლებელია. - მეუბნებოდა ჩემი მეორე მე - მოგატყუა, საკუთარი აღვირახსნილობის დასამალად, კიდევ უფრო მეტად გასამწარებლად, თავი დამნაშავედ რომ გეგრძნო.
მაგრამ რაღაც მაინც არ მასვენებდა. ეჭვი, შეუმჩნევლად შემომიჩნდა და ტვინს მიღრღნიდა. მასზე ფიქრი ამეკვიატა თითქოს სხვა საფიქრალი მაკლდა.
- სიმართლე უნდა გავიგო! - ინტერნეტში უკვე მერამდენედ ვიქექებოდი. ბევრი ფოტოა. იმაზე მეტი ვიდრე ვისურვებდი. ანასტასია კოვალიოვა ვაჟთან ერთად. მისი ვაჟი ოთხი წლისაა. გრანდიოზულ დაბადების დღეს უხდიან. ვითვლი წლებს, თვეებს, დღეებს..
ძარღვებში სისხლი მეყინება. ღია წაბლისფერ თმიანი ბიჭუნა თვალებ მოწკუტული იყურება და ვგვერდულად იღიმება. ჩაჩაჩული შარვალი და მონაცრისფრო მაისური აცვია. მკლავებში ოდნავ გრძელი. ხელები ჯიბეებში აქვს ჩაწყობილი და ობიექტივს უმზერს.
ჩემი თავი მახსენდება, ნაცრისფერი ჯემპრითა და გრძელი, დაძაძღული მკლავებით. პატარა ფოტოდან მიყურებს ჩემი თვალებით. თითქოს მე ვარ. პატარა მე.
თავში სისხლი მაწვება. თითქოს ყურებში მიწუის მსგავსება იმდენად დიდია. ბრმა უნდა იყო ეს რომ ვერ შენიშნო. ალბათ, სასაცილოდ მოგეჩვენებათ ოცდამეერთე საუკუნეში, თანამედროვე ტექნელოგიების ფონზე რა ფიზიკურ მსგავსებაზე საუბრობო, მაგრამ...
დიმკას სიტყვები მახსენდება:- შვილი ისეთი რამაა, შეხედავ და მიხვდები რომ შენია, შენი სისხლია. შენი გენი...
სალომეს ზიზღით სავსე თვალები მინდა დავივიწყო. სადღაც მინდა გავქრე, დრო უკან დავაბრუნო, მაგრამ...
მეტი აღარ შემიძლია. თურმე ჯერ კიდევ მქონია სინდისი, რომელიც მასვენებს. ძილი დამეკარგა. მოსვენება.
- უნდა წახვიდე, აუცილებლად. ჯერ კიდევ შეგიძლია შეცდომების გამოსწორება. უფლება არ გაქვს, უნდა წახვიდე. - უკვე მერამდენედ მეუბნება დიმკა.
ვუჯერებ მეგონარს, მაგრამ მეშინია. მათთან შეხვედრის არა, საკუთარ თავთან მარტო დარჩენის მეშინია.
და, აი ახლა ვდგევარ სამარცხვინოდ დამალული, ასე კედელს ამოფარებული ვუმზერ შორიდან. მხდალი ვარ, მშიშარა. ბოღმა მაწვება. თანაგრძნობის ნიშნად მხარზე ხელის შეხებას ვგრძნობ, ეს დიმკაა. ჩემი ყვალაზე ერთგული მეგობარი. მოსკოვში ერთად ჩამოვედით. ამ წუთებში ჩემთან გადაწყვიტა ყოფნა. ამდენი წლის შემდეგ ჩემს ძმას, ვახოს ვხვდები. თავი უკანასკნელი ნაძირალა მგონია. ვიცი დავაშავე, ძმობაში ჩავიჭერი. ყველაზე მთავარში ამ ცხოვრებაში, ჩვენს წმინდა მეგობრობას ვუღალატე. მაგრამ მე ხომ ბუნებით მოღალატე არ ვიყავი? არც მათთვის ზიანის მიყენება მქონდა გულში. უბრალოდ ასე მოხდა. ჩემგან დამოუკიდებლად. ვიდრე ჩემს გრძნობებში გავერკვიე, ვიდრე ტკივილი გადავლახე შეცდომა, შეცდომაზე დავუშვი. ყველა მოვიმდურე, დავკარგე სალომე და მასთან ერთად ვახოც.

მეცხრე თავი
ტაქსს ვაჩარებთ და ვახოს მიერ ნახსენებ რესტორანში მივდივართ. არ ვიცი რას ველი ამ სტუმრობიდან. უბრალოდ მინდა ძველი მეგობარი მოვინახულო. რატომღაც იმედი მაქვს, რომ იქ ჩემი ტკივილის წამალს მივაგნებ. თითქოს გზა აბნეული ხსნას ვეძებდი და ძებნამ ვახომდე მომიყვანა.
ალბათ, ფიქრობთ სალომესთან შერიგებაში მინდა დამეხმაროს. არა, ამის ამბიცია ნამდვილად არ მაწუხებს. თითქოს აფორიაქებული სინდისის დამშვიდებას ვცდილობ. თან ცნობისმოყვარეობით ვკვდები, ისე მინდა ჩემი შვილის შესახებ რაღაც გავიგო, როგორია, ვის გავს?
გონებაში მიტივტივებს - ჩემი შვილი. - სულელივით მეღიმება. გული მითრთის.
აი რატომ მინდა ვახოს ნახვა. ვიცი ბავშვთან ურთიერთობაში დამეხმარება. თითქმის დარწმუნებული ვარ, სალომეს ამის სურვილი არ ექნება. მე კი.... გასაგებია შევცდი, მაგრამ.... მაინც მამა ვარ, შეიძლება ნაძირალა, უსუსური ადამიანი, მაგრამ მამა. მშობლებს კი არ ირჩევენ. ერთად-ერთი რაშიც დარწმუნებული ვარ ისაა, რომ ის პატარა არსება მიყვარს. არ ვიცნობ, მაგრამ შემიძლია მის გამო სიცოცხლეც დავთმო.
თანდათან ოცნების საღერღელი მეშლება, თავი უკვე ბედნიერი მამა მგონია და ამბიცია მიჩნდება სალომეც დავიბრუნო. სულელივით მეცინება საკუთარ ფიქრებზე. - როგორი მეოცნებე ხარ, თემო! - დამცინის ჩემი პესიმისტური მხარე.
აი ასეთ ფიქრებში ვიყავი, როცა როგორც იქნა ვახომდეც მივედით. იშვიათი გემოვნებით მოწყობილ ქართულ რესტორანში აღმოვჩნდით. ჩვენს გარდა დიდ დარბაზში არავინ იყო. დაცვის თანამშრომელმა დინჯი ნაბიჯით სამ კაცზე გაშლილი მაგიდამდე მიგვაცილა და დაგვტოვა.
- როგორც იქნა ჩამოხვედი. - კმაყოფილი ღიმილით მოგვიახლოვდა ვახო.
აი ეს მესმის. ისეთი შეცვლილი იყო. ჩვენს წინ მაღალი ახოვანი მამაკაცი იდგა. ოდნავ მოშვებული წვერითა და კარგად ნავარჯიშევი სხეულით. შავი მჭიდროდ მომდგარი მაისური მის სრულყოფილ ტანს ნამდვილად ვერ ფარავდა. მისი გაღიმებული სახის დანახვაზე თავი ისევ პატარა ბიჭად ვიგრძენი. ბედნიერი მოვეხვიე ბავშვობის მეგობარს. რამდენიმე წუთიანი ბეჭებზე ხელის ტყაპა-ტყუპის შემდეგ, როგორც იქნა დიმკაც გავაცანი:
- ჩემი ძმაა! - ორი სიტყვით გამოვხატავ ჩვენს შორის არსებულ დამოკიდებულებას.
- თემოს ძმა ჩემი ძმაცაა! - ამჯერად უფრო თავდაჭერილად ესალმება დიმკას. თუმცა მისი თბილი ღიმილი კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ დიმკა აშკარად მოეწონა. ერთმანეთს სწრაფად შეეწყვნენ, თითქოს წლებია იცნობდნენ.
- ასეთი ყურადღება რით დავიმსახურეთ? - ცარიელ დარბაზს მოვავლე თვალი.
- ვიცი საქართველოში რა მდგომარეობაცაა, არ მინდოდა ბატონო მინისტრო კანონიერ ქურდებთან ურთიერთობის გამო პრობლემები შეგქმნოდათ, უცხო ხალხის დასწრება არ იყო აუცილებელი. - ნახევრად ხუმრობის ტონით მეუბნება ის, თუმცა მსიამოვნებს მისი სიფრთხილე.
- საშიში რომ ყოფილიყო არც ჩამოვიდოდი.
- ვიცი, მაგრამ სიფრთხილე სჯობს.
- აბა, მომიყევი როგორ ხარ? როგორ მიდის ოჯახური ცხოვრება?
უხერხულად შევიშმუშნე, მასთან მიჭირდა ამ თემაზე საუბარი.
- ჰა ახლა... - მაგულიანებს ის.
- ცოლის ძმასთან ამ თემაზე ვისაუბრო? - მეცინება მე.
- ცოლის ძმა თითქმის ხუთი წელია აღარ ვარ. - მსუბუქად გამკენწლა, მაგრამ როგორც კი ჩემი შეწუხებული სახე დაინახა აღარ გააგრძელა. - მიდი, მიდი, მართლა მაინტერესებს როგორ ცხოვრობ. მომიყევი...
- მოსაყოლი ბევრი არაფერია. შეცდომა ყველას მოსდის, მე კი როგორც ნიჭიერ ადამიანს ბევრი შეცდომების დაშვების ნიჭიც აღმომაჩნდა. - ვცდილობ ვიხუმრო - მათ შორის ერთ-ერთი მერე ოჯახის შექმნა იყო.
- მდა... ვერ გქონია საქმე კარგად. - შეწუხებული მეუბნებოდა მეგობარი - მე კი მეგონა, ბედნიერი იყავი.
- ეგ სიტყვა კარგა ხანია ჩემთვის არ არსებობს... - ისევ ხუმრობას ვცდილობ. - შენ როგორ ხარ? - ვინტერესდები მისი პირადი ცხოვრებით.
- რა გითხრა?! შენგან განსხვავებით მე ნელ-ნელა ვპოულობ ბედნიერებას. რამდენიმე თვეში ალბათ პატარაც შეგვეძინება. - თვალები უციმციმებს მას.
- შენ იმსახურებ ბედნიერებას. - გულით მიხარია მისი სიტყვების მოსმენა.
- შენ არა? - სერიოზული სახით მიმზერს ის.
- რა ვიცი, ავირიე, ვეღარ გავიგე, როგორ ვიცხოვრო. ვიბრძვი, ვიბრძვი, და ამ ბრძოლაში საკუთარი თავი დავკარგე. მხოლოდ საკუთარი რომ? თითქმის ყველა ვინც კი ძვირფასი იყო. ხელში კი რა მიჭირავს? თანამდებობა? რა თავში ვიხლი? ვისთვის?
- შენ რაღაც ძალიან პესიმისტურად ხარ განწყობილი ხომ იცი. ეს სულ ასეთია? - კითხვით მიმართავს დიმკას, რომელსაც ოდნავ ეღიმება. აშკარად თავს იკავებს აზრის გამოთქმისგან. - რას ჰქვია ვისთვის? ჩვენი შვილები გაიზრდებიან, ჩვენ თუ ვერა ისინი მოინდომებენ დაბრუნებას და შენ ბედნიერ საქართველოს დაახვედრებ.
- მართლა გჯერა, რომ ჩვენი შვილები დაბრუნდებიან?! შენი არ ვიცი, და ჩემი ალბათ საქართველოს გაგონებასაც არ მოინდომებს.
- რატომ ვითომ?! - ჭანჭიკები უხტის თვალებში, ხვდება რომ ვნერვიულობ და აშკარად ერთობა. - ვხვდები, რომ ეჭვები გავქს, მაგრამ ... მე თქვენს შვილს ქართველად ვზრდი. - სიტყვა თქვენს განსაკუთრებული მახვილით თქვა. - არ იფიქრო, შენსა და სალომეს შორის მომხდარი არ ვიცოდე, რომ ჩამოვიდა ძალიან გაღიზიანებული იყო, პრინციპში ეს მსუბუქად ნათქვამია, თავი ვერ შეიკავა და მომიყვა თქვენი შეხვედრის შესახებ.
- ვახო...- მისი გაჩუმება ვცადე .
- დამამთავრებინე გთხოვ. ჩემთვის მძიმეა ამ თემაზე საუბარი. ამიტომ ერთხელ მომისმინე. სალომე ჩემი დაა. მისი ტკივილი ჩემი ტკივილია. მისი შეურაცყოფა კი ჩემი. თუმცა ისიც გამიგია, ცოლ-ქმრის ჩხუბი რეგვენს ნამდვილი ეგონაო. ვცდილობ არ ჩავერიო. ზრდასრული ადამიანები ხართ. თქვენს შორის ურთიერთობას როგორმე თქვენითვე გაარკვევთ. ეგ მე არ მეხება. მაგრამ თემურიკო სრულიად სხვაა. ის ჩემი სულია... ბავშვია, რომელმაც ამ ცხოვრებისკენ მომაბრუნა. დედამისს სიცოცხლის ინტერესი დაუბრუნა. მისთვის ცხოვრების დანგრევის უფლებას არ მოგცემ. გასაგებია მამობაზე აური თქვი, მაგრამ მისი შეურაცყოფა არ გეპატიება.
- ვახო, მომისმინე გთხოვ. აქ თავის მართლებისთვის არ ვარ მოსული. რაც არ უნდა გითხრა მაინც არ დამიჯერებ. მაგრამ... მე ბავშვის გაცნობა მინდა. ჩემმა შვილმა უნდა იცოდეს ვინ ვარ...
ვახო გაოცებული მიმზერდა: - ბავშვის აღიარებას აპირებ?!
- მინდა იცოდეს მამა რომ ყავს. შეიძლება ქმრად ვერ ვივარგე, მაგრამ მამობის უფლება ხომ მაქვს?
- სალომეს ელაპარაკე ამ საკითხზე?
- არა. ვერ გავბედე. დარწმუნებული ვარ არც მომისმენს.
- შეიძლება გავიგო აზრი რამ შეგაცვლევინა? - ინტერესდება ის.
თავი დავხარე. ვერაფერი ვუპასუხე.
- კარგი, რაც არის არის. რითაც შევძლებ დაგეხმარები. როგორ ნაწყენიც არ უნდა იყოს, ვიცი შვილს მამას არც სალომე დაუკარგავს. ამის მჯერა. რამდენადაც მე ვიცი, აქ მხოლოდ ოჯახურ პრობლემებზე სასაუბროდ არ ხართ ჩამოსული? - მჯერად დიმკას გახედა მან.
- მართალი ხარ! სიტუაცია საკმაოდ სერიოზულია. საქართველოში რაღაც ახალი შემცველობის წამალი შემოიტანეს. პირველივე გაკეთებაზე ნარკოტიკ დამოკიდებული ხდება ადამიანი. ჩვენი წყაროებით შემოტანა რუსეთიდან წარმოებს.
- მე მაგ ბიზნესისგან შორს ვარ! -ზიზღით აღნიშნავს ვახო.
- ვიცით, მაგრამ როგორმე მომწოდებელზე უნდა გავიდეთ. - ვერთვები მეც.
- მაინც რაო, რას გეუბნებიან ინფორმატორები?
- წამალი აფხაზეთიდან, პანკისის ხეობის გავლით შემოდის. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მანქანა უკვე დავაკავეთ, მომწოდებლის ნამდვილ ვინაობაზე ვერ გავედით. შენი დახმარების გარეშე გაგვიჭირდება.
- მე უშიშროებასთან მხოლოდ ერთხელ ვითანამშრომლე, ისიც სალომეს გადასარჩენად. - კბილებში მუქარით გამოსცრა მან.
- მომისმინე ვახო, მამუკას ხსოვნის გამო...
- არც კი გაბედო. - გაცხარდა ის - მამუკას ამ ამბავში ნუ გარევ. მინისტრი შენ ხარ. პრობლემაც შენია. გამოიძიეთ და დამნაშავეები დააკავეთ.
- ვახო, რომ არ გვიჭირდეს შენ არ მოგმართავდით.
- კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე ჩემს ბიჭებთან ერთად ნარკოტიკებსა და პროსტიტუციასთან შეხება არ მაქვს. მაგრამ სხვას ვერაფერს დავუშლი. არც ჩამშვებად დავბადებულვარ....
- ანუ იცი ვინც არის შემომტანი? - ინტერესით ვეკითხები მას.
ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა: - მე მხოლოდ ერთ რამეს დაგპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეგ ნარკოტიკი საქართველოში აღარ შემოვიდეს.
- ჩვენი დახმარება არ დაგჭირებათ? - ეკითხება დიმკა. - პასუხს არც ელოდება, ქაღალდზე სახელს და გვარს წერს. - თუ სწორად ვხვდები, ნარკოტიკების შემომტანი ეს პიროვნებაა.
ვახომ ფურცელს დახედა: - ვერაფერი გავიგე, თუ შემომტანის ვინაობა იცით, ეს სპექტაკლი რაში გჭირდებათ? მოგეშორებინათ და ....
- მისი მოშორება არ გვაწყობს. პირიქით. ის რომც მოვიშოროთ ვიღაც ყოველთვის ჩაენაცვლება, ამით ნარკოტიკის შემოტანას ვერ შევაჩერებთ - მხიარულად იცინის ის - ერთი მხრივ კარგიცაა, შემომტანი ის რომ გამოდგა. მასთან მოლაპარაკება შესაძლებელია.
- ვერ მივხვდი რას გულისხმობ. - ინტერესით უსმენდა ვახო.
- ერთ დროს სალომემ მისი ოჯახის წევრები გადაარჩინა საქართველოდან ექსტრადიციისგან. მასთან ვალშია. ამიტომ ვფიქრობ, რაც არ უნდა სთხოვოს უარს არ ეტყვის.
- ჩვენ რატომ გვრევთ ამ ამბავში? თქვენით გეთხოვათ დახმარება? როგორც სალომეს ქვრივს გგონია უარს გეტყოდა? - მე მკითხა მან.
- მინისტრი ვარ. არც მას უნდა უშიშროებასთან თანამშრომლობა.
დიმკამ ოდნავ შესამჩნევად ჩაეღიმა, ვახოს ეცინება: - გამოდის საქმე უკვე გახსნილი გაქვთ. შემომტანის ვინაობაც გცოდნიათ. ამ შემთხვევაში აგენტად მე მიყენებთ?
- აგენტად არა, შუამავლად. - აზუსტებს დიმკა. - მისი ოჯახი დღემდე საქართველოში ცხოვრობს. არ მინდა სტუმართმოყვარეობით ბოროტად სარგებლობდეს. ჭკვიანი კაცია, წესით უნდა დაგიჯეროს.
- ჭკვიანის რა გითხრათ, თუმცა ვალში ყოფნა ნამდვილად არ უყვარს.. - ვერთვები მეც.
- უცნაურია, როგორ მაგნიტივით იზიდავს ეს გოგო პრობლემებს. - ისევ ფურცელზე დაწერილ სახელსა და გვარს უმზერდა ვახო.

მეათე თავი
- თუ სწორად მივხვდი დახმარებაზე გვეთანხმები? - ეღიმება დიმკას.
- თქვენთან კამათი შეუძლებელია. მე რომც არ ჩავერიო, ჩემი გადარეული მამიდაშვილის ხასიათი, რომ ვიცი, მარტო დაიწყებს მათთან დამაკავშირებელი ძაფის ძიებას.
- ასეც ვიცოდი, უარს არ გვეტყოდი..- კმაყოფილი ავღნიშნავ.
- სიმართლე გითხრათ მერჩივნა ამ საქმეში მხოლოდ მე ვყოფილიყავი გარეული. არადა ისიც ვიცი, რომ სალომეს გარეშე ჩვენი შეხვედრა შახლა-შემოხლით დასრულდება.
- შენთვის სიტუაციის დამძიმებას არც ვაპირებთ. ზუსტად ვიცით ვისი ხათრიც აქვთ, ამიტომაც გეუბნებით, რომ ამ სიტუაციის გასარკვევად სალომეს ჩარევა გვჭირდება.
- იქნებ მაინც ჯობდეს ქალები არ გავრიოთ? - აშკარად ყოყმანობდა ვახო. - არაა ასეთ გადაგვარებულ ხალხთან ურთიერთობა სალომეს საქმე.
- საკუთარ მამიდაშვილს ცუდად იცნობ. - გაეღიმა დიმკას. - მაგ გოგოს როცა უნდა, ბევრ ჩვენგანზე უკეთ თვლის თითოეულ ნაბიჯს, მთავარია მოინდომოს.
- კარგით, იყოს თქვენებურად. სალომე ჩამოვა ორ კვირაში და ვნახოთ რას შევძლებთ.
- უკვე ვიცი, რომ ყველაფერი გამოგივათ. - კმაყოფილი ვარ მე.
- კარგია ამის თუ გჯერა. მე კი მთლად ასე ოპტიმისტურად ვერ ვიქნებოდი განწყობილი. მხოლოდ მადლიერების გრძნობის გამო ამხელა დათმობაზე წასვლა, ცოტა არარეალურად მეჩვენება.
- სალომეს მისი ოჯახის წევრების გადარჩენა, ფაქტიურად საკუთარ სიცოცხლის ფასად დაუჯდა. კავკასიელი ხალხი კი ერთგულებას და თავდადებას ყოველთვის აფასებდა. მერწმუნეთ მადლიერება დიდი გრძნობაა... - დინჯად ამბობდა დიმკა.
- ვნახოთ, ვნახოთ. ყოველ შემთხვევაში მცდელობას არ დავაკლებთ.

ვახო
ამდენი წლების შემდეგ როგორც იქნა შევხვდით მე და თემო. თბილისიდან დაბრუნებული სალომეს მონათხრობის შემდეგ ისე ვიყავი გაღიზიანებული, ჩვენი შეხვედრა სხვაგვარად წარმომედგინა. ვფიქრობდი, საკუთარი პოზიცია ყოველგვარი მორიდების გარეშე დამეფიქსირებინა, პასუხი მომეთხოვა იმ შეურაცყოფისთვის სალომეს რომ მიაყენა. მაგრამ თემო დავინახე და ხმა ვეღარ ამოვიღე.
ჩემს წინ სრულიად შეცვლილი მამაკაცი იდგა. მოღუშული, სერიოზული სახით. იფიქრებდი მთელი ცხოვრების სიმძიმე მხრებზე აქვს მოკიდებულიო.
შემეცოდა. გული მეტკინა. სხვაგვარ თემოს ველოდი, მებრძოლს, ფიცხს. მივჩერებოდი ბავშვობის მეგობარს და ვხვდებოდი, რომ მორალურად, შინაგანად უჭირდა, ახლა საყვედურის დრო არ იყო. მას ჩემი მხარდაჭერა სჭირდებოდა. დიმკა კი ედგა გვერდში ძმასავით, მაგრამ იმასაც მივხვდი, რომ მხოლოდ ის ამ სიტუაციის მოგვარებაში ვერ დაეხმარებოდა.
ალბათ სალომე რომ ყოფილიყო, იტყოდა: - რაც დათესა იმას იმკისო.
შეიძლება მართალიც ყოფილიყო, მაგრამ მე მაინც ვერ ვიმეტებდი ასეთი ტკივილისთვის. უშეცდომო შეიძლება იყოს ადამიანი? შეცდომას კი იმისთვის ვუშვებთ, რომ გვაპატიონ.
უპირობოდ ვპირდები შვილთან ურთიერთობის დალაგებაში. უხარია ჩემი კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და ორმაგად კმაყოფილი ვარ. არ მინდა მეგობრის დაკარგვა. ამის უფლება არ მაქვს, მერე რა, რომ ცხოვრებამ სხვადასხვა მხარეს მოგვისროლა? ისევ ძველებურად მიყვარს და ვხედავ რომ არც მას შესცვლია დამოკიდებულება.
ყველაფრის მიუხედავად, ისევ ვამჩნევს სალომეს მიმართ მის განსაკუთრებულ, ჩემთვის ცოტა უცნაურ გრძნობას. ალბათ გიკვირთ რატომ უცნაურს? ამასთან დაკავშირებითაც საკუთარი შეხედულება ბავშვობიდანვე მქონდა. ეს ორი არსება ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდანვე რატომღაც ერთმანეთს სულ ერიდებოდნენ, გრძნობებს არ ამჟღავნებდნენ, ყველაზე მეტს კამათობდნენ, ერთმანეთს სისხლს უშრობდნენ, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ერთმანეთი მაინც ავადმყოფურად უყვარდათ. ზემოხსენებულ მოქმედებებს საფუძვლად აშკარად დიდი სიყვარული ედო. მართალია ამის აღიარება არც ერთს არ სურდა, მაგრამ ყოველთვის ვხედავდი მათი ერთმანეთის მიმართ თითქმის მაზოხიზმში გადასული ლტოლვას.
ბრმა უნდა ყოფილიყავი ეს რომ ვერ შეგემჩნია. ახლაც კი, რამდენჯერაც საუბარში სალომეს სახელმა გაიჟღერა თემოს თვალები ისევ პატარა ბიჭივით აუციმციმდა. მისი ემოციების დანახვაზე დიმკამ რამდენიმეჯერ თვალი აარიდა და ღიმილი ძლივს შეიკავა. გული მტკიოდა, როცა ვიაზრებდი როგორ ძლიერად უყვარდა და ამავე დროს რამდენად შორს იყო სალომესგან.
მახსენდებოდა თბილისიდან ჩამოსული გამწარებული სალომე და უკვე მერამდენედ ვეკითხებოდი საკუთარ თავს: - როგორ შეუძლია ასე ძლიერად უყვარდეს, და მანიც სტკენდეს გულს?
კიდევ ერთხელ ვრწმუნდები რომ ჩემი ძმაკაცი გიჟია, თუმცა ისიც ვიცი რომ მასზე ბევრად გიჟი მამიდაშვილი მყავს.
ვახო და დიმკა დიდანს არ გაჩერდნენ, თბილისში მეორე დღესვე ბრუნდებოდნენ. მე კი ახალი საფიქრალი გამიჩინეს. არ მომწონდა ამ ამბავში სალომეს ჩართვა, მეშინოდა. ემღერა, ეცეკვა რამდენიც უნდოდა, რა აუცილებელი იყო კრიმინალებთან მისი დაკავშირება? უნებურად მეღიმება, ვიღაცისთვის მეც ხომ კრიმინალი ვარ?!
რაც არ უნდა მოხდეს, ერთში მყარად ვარ დარწმუნებული, ამ შეხვედრაზე მარტო ვერ წავა, არ გავუშვებ, მეც გვერდით ვეყოლები.
მოსკოვში სალომე ორ კვირაში ჩამოვიდა. თემურიკო პირველად ახლდა დედას გასტროლებზე. ისეთი აჟიტირებული იყო, ენას არ აჩუმებდა, მთელი დღე ტიტინებდა და მოგზაურობის შესახებ გვიყვებოდა.
ვიდრე ბავშვი ტატიანასთან საუბრით ერთობოდა, სალომეს ვანიშნე კაბინეტში გამომყოლოდა.
- რა ხდება? მშვიდობაა? - ინტერესით მეკითხებოდა ის.
- შენთან სერიოზული საქმე მაქვს. შენი დახმარება მჭირდება.
- რა საქმე გაქვს ამისთანა, ასე კონსპირაციულად კაბინეტში რომ მელაპარაკები?! - ეცინება მას.
- თბილისიდან სტუმრები მყავდა. - აშკარად ვიგრძენი როგორ დაიძაბა, თუმცა ცდილობდა არ შემემჩნია. - მითხრეს, რუსეთიდან საქართველოში სახიფათო სახეობის ნარკოტიკი შემოდისო.
- ეგ თემა ჩვენთან რა კავშირშია ?
- უნდა მოვახერხოთ და ნარკოდილერებს გადავაფიქრებინოთ საქონლის საქართველოში შეტანა. - პათეტიკურად ვამბობ მე.
- ხუმრობ? საინტერესოა ამას როგორ აპირებ? მე მგონი მძაფრ-სიუჟეტიანი ფილმების ყურებამ გაწყინა. - დამცინა მან.
- მე არა. მაგ ფილმებს შენმა თბილისელმა მეგობრებმა უყურეს დიდი დოზით და ახალი „ქალი რემბოს“ როლიც გარგუნეს. - არც მე ჩამოვრჩი სარკაზმში.
- ჩემმა მეგობრებმა? - აშკარად შეცბა - ვინ იყო ჩამოსული?
- თემო და დიმკა.
- იმ მათხოვარმა აქ მოსვლა გაბედა? - თვალები დააკვესა სიბრაზისგან.
- ახლა წყენის დრო არაა. მიხვდა შეცდომა რომ მოუვიდა. - აშკარად თემოს გამართლებას ვცდილობდი მე.
- შენგან სხვას არც არაფერს ველოდი. - კბილებში გამოსცრა გაღიზიანებულმა - როდის იყო ჩემს მხარს რომ იჭერდი?
- უსამართლო ხარ. -მისი საყვედური ნამდვილად მეწყინა. - მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები, მაგრამ მართლა აღიარებს შეცდომას.
- რადგან შენ იტყვი... - არ თმობს პოზიციას სალომე.
- საკმარისია, მე საქმეზე გელაპარაკებოდი, შენ კი თქვენი ურთიერთობის გარჩევა დამაწყებინე. - უკმაყოფილო სახით საუბრის თემის შეცვლას ვცდილობ.
- გაუჭირდა ვაჟბატონს და მოუნდა ისევ ჩემი დახმარება? მე მაგის „შნირი“ ვარ, თუ რიგითი თანამშრომელი? დამიძახებს, დამავალებს და მეც კუს-კუსით გავიქცევი შესასრულებლად?!
- მოვლენების დრამატიზება გიყვარს.
- ჰო, არა? ხომ არ დაგავიწყდა ყოველგვარი დრამატიზების გარეშე კუკიაზე რომ დამასაფლავეს?! წყენის უფლებაც არ მაქვს? - თვალები ცრემლებით ევსება.
ვხვდები რომ ტკივილს ვაყენებ, მაგრამ მაინც არ ვთმობ პოზიციას: - შენს გამოყენებას არავინ ცდილობს. უბრალოდ წარმოიდგინე რამდენ ადამიანს იხსნი ამ მავნე სენისგან. - ზუსტად ვიცი რომელი მხრიდან მივუდგე, სასურველ შედეგს რომ მივაღწიო. - თან თურმე წამლის მიმწოდებლებსაც იცნობ.
- რა თქვი, ვის ვიცნობ? - გაოცებისგან გაუდიდდა თვალები. - გაგიჟდი, ნარკოტიკებით მოვაჭრესთან რა მესაქმება?
- არასწორად დასკვნებს აკეთებ. თბილისიდან წამოსვლამდე მის ოჯახის წევრებს დაჰხმარებიხარ. ექსტრადიციისგან დაგიხსნია. ჩვენებს სჯერათ, თუ კარგად სთხოვ შენი ხათრით უარს იტყვის წამლის შეტანაზე. - ვხვდები როგორ მეამიტურად ჟღერს ჩემი სიტყვები და მეღიმება.
- ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, სამივენი დაბოლილები იყავით და გეგმებს ისე აწყობდით. მსგავსი სისულელე ცხოვრებაში არ მომისმენია! - საბოლოოდ გამოვიდა მდგომარეობიდან - სრულიად უცნობ ადამიანთან მიშვებთ და გინდათ საკუთარ ბიზნესსზე ხელი აიღეო მათქმევინოთ. მის ადგილზე რომ ვიყო ასეთ მეტიჩარა მოამბეს შუბლში დავაჭედებდი ტყვიას. ან როგორ უნდა შევხვდე, ქუჩაში დავხვდე კახპასავით გადაცმული, თუ პატარა ბავშვივით ყელ-გამოღადრული მუხლებზე დავუდგე?!- ირონიულად იკითხა მან.
- ბიჭებს შენი სჯეროდათ. მარწმუნებდნენ სალომე შესძლებსო. ალბათ შეცდნენ...
ინტუიციამ არც ამჯერად მიმტყუნა, ჩემს ნათქვამზე მაშინვე წამოეგო:
- შეცდნენ?! სამწუხაროდ არასოდეს ცდებიან. უბრალოდ ნერვებს მიშლიან, ისე დაგეგმავენ, კითხვაც არ გაუჩნდებათ, გინდა კი ამ ამბავში გარევა?! ყველაფერი კარგად უნდა გავთვალოთ. ეს მარტივი შეხვედრა არ იქნება. - საქმიანად მეუბნებოდა ის და აშკარად მომავალი შეხვედრის გეგმებს აწყობდა.
- ერთმანეთს შორიდან ვიცნობთ, არამგონია უარი სთქვას.
- დარწმუნებული ვარ არც იტყვის. ცნობის მოყვარეობის გამო მაინც დაგვეთანხმება შეხვედრაზე. ვნახოთ რა გამოგვივა.
- ასე მგონია ცოტა ხანში ჩამეცუცქები და ბლატაობას დამიწყებ! - მეცინება მე.
- ახლა ჩაცუცქვა აღარაა მოდაში. - ამყვა ხუმრობაში ისიც.

ჩვენი მოლოდინი გამართლდა. შეხვედრის ორგანიზებას დიდი დრო არ დასჭირდა. ჩვენს ბანაკში მოსვლისგან თავი შეიკავეს და თავისთან მიგვიპატიჟეს. მე და სალომე ორი დაცვის თანამშრომლის თანხლებით წავედით. არ ვიმჩნევდით, თუმცა საკმაოდ დაძაბულნი ვიყავით. ჩემი ბიჭების წაყვანისგან თავი შევიკავეთ, არ გვინდოდა საეჭვოდ მოსჩვენებოდათ. სამაგიეროდ თავად დაგვხვდნენ სრული შემადგენლობით.
დიდი აღმოსავლურ სტილში გაწყობილი ეზო გავიარეთ და ერთ-ერთ კაბინეტში შევედით. ოთახი მთლიანად ხეში იყო, ავეჯით ხალვათად გაწყობილი. იატაკზე ერთი დიდი ჭრელი ხალიჩა იყო დაგებული და ტყავის შავი სამეული. ჩვენთვის კარგად ნაცნობი მამაკაცი სწორედ ერთ-ერთ სავარძელში იჯდა. აქეთ - იქით კბილებამდე შეიარაღებული რამდენიმე ბიჭი ედგა. ჩვენი შესვლისთანავე ფეხზე წამოდგა და თბილად მოგვესალმა. მასპინძელიც და სტუმრებიც ერთმანეთის პირისპირ მოვთავსდით.
- არ ვიცოდი ჩვენს შეხვედრას ქალბატონიც თუ უნდა დასწრებოდა. - უხერხულად შეიშმუშნა ის.
- ალბათ უცნაურად მოგეჩვენებათ, ასეთ შეხვედრებზე როგორც წესი ქალები არ დადიან. მაგრამ განსაკუთრებული შემთხვევაა და გამონაკლისიც დავუშვი.- დაძაბული ვლაპაკობდი.
ვიცოდი მათი დამოკიდებულება ქალის ფენომენთან მიმართებაში. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ მდედრობითი სქესის ძირითად ფუნქციას დიასახლისობაში ხედავდნენ. უცნაურად და მიუღებლადაც კი ეჩვენებოდათ მამაკაცებთან ერთად სერიოზულ შეხვედრაზე ქალის დასწრება და მისი აზრებისთვის ანგარიშის გაწევა.
- ვფიქრობ მას წარდგენა არ ჭირდება, სავარაუდოდ ისედაც იცნობთ, ანასტასია კოვალიოვას...
- მას ყველა სცნობს. - ბოხი ბარიტონით აღნიშნა მასპინძელმა, საკუთარი უკმაყოფილება დაფარა და მისალმების ნიშნად ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა.
- ალბათ მიცნობენ, მაგრამ არა მგონია ჩემი ნამდვილით... - თბილად, მეგობრულად გაუღიმა ქალმა, უნდა ვაღიარო, როცა სურდა ნებისმიერს მოხიბლავდა.
- ვერ მიგიხვდით?- აშკარად ინტერესით კითხა მამაკაცმა.
- ჩემი ნამდვილი სახელი და გვარი სალომე დანელიაა.
კაცი თითქოს ჩაფიქრდა, გონება დაძაბა რათა აღედგინა საიდან გაეგო ამ ადამიანის შესახებ. რამდენიმე წუთის შემდეგ, თვალებში გაოცება გამოესახა:
- თქვენ ის ხართ? - სახელის ხსენებას აშკარად მოერიდა.
გოგონამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. გაოგნებული მასპინძელი ქალს აკვირდებოდა. - ვერც კი წარმოვიდგენდი. თქვენი ისეთი მადლობელი ვარ... - უფლება რომ ჰქონოდა ალბათ მადლიერების ნიშნად თბილად მოეხვეოდა, მაგრამ თავი შეიკავა. ემოციებისგან თვალები პატარა ბავშვივით უციმციმებდა. ველოდი, რომ სალომეს ვინაობის გაგება ესიამოვნებოდა, მაგრამ ასეთ რეაქციას ვერც კი წარმოვიდგენდი.
- არ მეგონა ასეთ ძვირფას სტუმარს თუ მომიყვანდით. ვერც კი წარმოიდგენთ რამდენად მიხარია. - ემოციებს ვერ მალავდა ის. - თქვენ იმდენი გააკეთეთ ჩემებისთვის, დღემდე თქვენს სახელს იფიცებენ. ისე განიცდიდნენ, ეგონათ ბუნტის დროს გარდაიცვალეთ.
- ასეცაა. მე ოფიციალურად გარდაცვლილი ვარ. ალბათ გესმით რატომაც ვატარებ ახალ სახელს. თუმცა ბედნიერი ვარ, მათ ისევ თუ ვახსოვარ.
- ჩემთვის ყველაფერი გასაგებია. თქვენს საიდუმლოს საფლავში ჩავიტან. თქვენ შვილები გადამირჩინეთ.
- მე მხოლოდ ჩემს მოვალეობას ვასრულებდი.
- შეიძლება, მაგრამ ასე ბევრი არ გარისკავდა. თვენ ხომ იცოდით შედეგად რაც მოჰყვებოდა?!
სალომეს თვალები ცრემლებით აევსო და თვალი აარიდა მოსაუბრეს. მამაკაცი ყურადღებით აკვირდებოდა, არც მისი ემოცია გამოჰპარვია და მწარედ, ტკივილით გაეღიმა.
- ნებისმიერი თქვენს ადგილზე იმ წუთებში საკუთარ ინტერესებს დააყენებდა წინ ....
- ასეა თუ ისე დღემდე არ ვნანობ საკუთარ არჩევანს. ზუსტად ვიცი, იგივე სიტუაციაში რომ აღმოვჩნდე ანალოგიურად მოვიქცევი. - ძნელი მისახვედრი არ იყო, სიმართლეს რომ ამბობდა.
ალბათ ამას მოსაუბრეც მიხვდა: - მე თქვენი უზომოდ მადლიერი ვარ, არც კი ვიცი საკუთარი გრძნობები როგორ გამოვხატო, იმ დღეს როცა ჩემი ოჯახი საქართველოში დარჩა ლტოლვილების სტატუსით, ხელახლა დავიბადე. - აღელვებული ხმით ამბობდა ის - ძალიან გთხოვთ, თუ რამით შემიძლია თქვენი ვალის გადახდა....
- არ ჩათვალოთ თითქოს აქ ვალის გადასახდელად მოგაკითხეთ, მაგრამ თქვენი დახმარება ნამდვილად გვჭირდება... - ნელ-ნელა შეაპარა სალომემ. - გეცოდინებათ ალბათ, ვახო ჩემი ბიძაშვილია. საერთო მეგობარი გვყავდა სახელად მამუკა. რომელიც ნარკოტიკებს შეეწირა. - მამაკაცი აშკარად დაიძაბა, თუმცა ქალს არ შეაწყვეტინა, ყურადღებით უსმენდა - მისი გარდაცვალება ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის. დღემდე ვერ მოვინელე. გთხოვთ, თუ საჭირო იქნება მუხლებზეც კი დაგიდგებით, ოღონდ საქართველოში ეგ საწამლავი აღარ შეიტანოთ. - სალომეს ხმა უკანკალებდა ემოციისგან.
- შეუძლებელია. თქვენ ხვდებით რა თანხებზეა საუბარი? - უცებ საუბარში ჩაერია იქვე მდომი ერთ-ერთი ქერა ბიჭი. მისი რეპლიკა არ მესიამოვნა, თუმცა ვიცოდით, რომ გადაწყვეტილებას ფიქრებში წასული მასპინძელი იღებდა.
- რა გაეწყობა, პირობა-პირობაა. უკვე გითხარით თქვენთან ვალში ვარ. ჩემი ოჯახის სიცოცხლე შეუფასებელია. ვაღიარებ, თქვენგან ასეთ თემაზე საუბარს ნამდვილად არ ველოდი. ვახო რომ არ ვიცოდე შენი დამოკიდებულება ნარკოტიკებთან დაკავშირებით, ვიფიქრებდი სალომეს მეშვეობით ჩემს მანიპულირებას ცდილობს მეთქი. - უსიამოვნოდ წამკბინა მე.
- ჩემი მიზნების მისაღწევად ახლობლებს არ ვიყენებ. სალომე კი ახლობელზე მეტია, ის ჩემი დაა... - კბილებში ვცრი.
- ჩემთვის კი ჩემი ოჯახის მფარველი. - ტონი შეარბილა მან. - ამას მხოლოდ თქვენს გამო ვთმობ. ჩათვალეთ ჩემი საჩუქარია. - თბილად გაგვიღიმა კაცმა. - საქართველოში ნარკოტიკები აღარ წავა, ამის თავდები მე ვიქნები. - უკმაყოფილო ამალის წარმომადგენლებს მუქარით გადახედა მან.
შეხვედრაზე კიდევ ცოტა ხანს გავჩერდით. მასპინძელს მეგობრულად დავემშვიდობეთ და კმაყოფილნი წამოვედით. არ მჯეროდა ყველაფრის ასე მშვიდობით დასრულება. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სალომეს შესაძლებლობებს სათანადოდ ვერ ვაფასებდი. დიპლომატიის არაჩვეულებრივი ნიჭი ჰქონდა, ზუსტად იცოდა მოსაუბრეს როგორ უნდა მისდგომოდა და შედეგიც სახეზე იყო.

მეთერთმეტე თავი
თემო
მე და დიმკა ვახოსთან შეხვედრით კმაყოფილნი წამოვედით. ემოციებით დატვირთული, ისეთი ხალისიანი ვიყავი, მინდოდა ხმამაღლა მეყვირა, ყველას გაეგო, რომ ბედნიერი ვიყავი. რა მიხაროდა? ზუსტად არ ვიცი. უბრალოდ შიგნიდან ვიყავი აღტკინებული.
- რომ მცოდნოდა, ვახოსთან შეხვედრა ასე იმოქმედებდა, ძალით წამოგიყვანდი. -ეცინებოდა დიმკას.
- იცი როგორი შეგრძნება მაქვს? თითქოს თხუთმეტი წლის ბიჭი ვარ. თითქოს ისევ ბავშვები ვართ. უპრობლემო და ხალისიანი. თითქოს ამდენი მწარე წელი არც არსებობდა. შენ გქონია ასეთი შეგრძნება?
თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს: - არ ვიცი რამდენად სწორად ვიგებ შენს ემოციას, მე ასეთი რეაქცია ჩემს კმასელებთან შეხვედრის დროს მიჩნდება. მათთან ყოფნისას ისევ ისეთივე პატარა ცელქი ბიჭი ვარ, უფლება რომ მქონდეს ისევ ბურთს გავეკიდებოდი დაძენძილი, გახუნებული შარვლით.
- ამიტომაც ხარ ჩემი ძმა. ყოველთვის ხვდები ჩემს ტკივილსაც და სიხარულსაც. - თბილად ვეხვეოდი დიმკას.
თუმცა ჩემი აღტკინებული განწყობა სამწუხაროდ თბილისში ჩამოსვლისთანავე გაქრა. ტკბილი ილუზიიდან ისევ ჩემს „ნაცრისფერ“ რეალუბას დავუბრუნდი. სოფის პრეტენზიებსა და მოთხოვნებს დასასრული არ უჩანდა. პრინციპში მის წუწუნს მნიშვნელობას არც მივანიჭებდი, რომ არა ერთი სიურპრიზი: ქალბატონი ორსულად იყო.
ძარღვებში სისხლი გამეყინა, მე უკვე სალომეს დაბრუნებას გვეგმავდი. ბედისწერამ კი ისევ დამცინა. რა მექნა? კიდევ ერთხელ ნაძირალის როლში ყოფნა არ მინდოდა. ერთი შვილი საერთოდ არ მიცნობდა. არ მინდოდა ჯერ, კიდევ არ დაბადებულ ბავშვი გამეწირა. ამ ეტაპზე სოფისთან განქორწინება, რომ მომენდომებინა, დარწმუნებული არ ვიყავი რომ ჩემს გასამწარებლად აბორტს არ გაიკეთებდა. საკუთარი სიამოვნებისთვის შვილს ვერ გავწირავდი. ამიტომ გადავწყვიტე, სალომესთან ურთიერთობის გარკვევა პატარას დაბადებამდე გადამედო. თუმცა ზუსტად ვიცოდი, რომ სოფის ორსულობა თემურიკოს გაცნობაში არ შემიშლიდა ხელს. მინდოდა ჩემს ბიჭს სცოდნოდა ვინ იყო მამამისი და სულ ოდნავ მაინც ვყვარებოდი.
რამდენიმე კვირაში ვახო დამიკავშირდა და მომიყვა შეხვედრის შესახებ, პრინციპში მათ წარმატებაში ეჭვიც არ მეპარებოდა. თითქოს დავმშვიდდი. ყოველ შემთხვევაში სამოქმედო სტრატეგია უკვე მქონდა, მთავარი იყო ყურები არ ჩამომეყარა და ნელ-ნელა მიზანსაც მივიწევდი.
მიუხედავად იმისა, რომ ვახოსთან ურთიერთობა აღვადგინე, სალომეს ჩემი დანახვაც არ უნდოდა. მის შესახებ ინფორმციას ისევ ინტერნეტით და შოუებით ვიგებდი. თუმცა ამჯერად ჭკუას ვხმარობდი და მათ ნამდვილობას ვახოსთან ვამოწმებდი. თუმცა ამ ბოლო პერიოდში შევამჩნიე, რომ სალომეს შესახებ ლაპარაკს აშკარად თავს არიდებდა. თითქოს დასმულ კითხვებს ვერ იგებდა, მოხერხებულად ისხლეტდა. მეც არ ვიმჩნევდი, არ მინდოდა ეფიქრა სალომეს გაკონტროლებას ცდილობსო.
იმ დღეს სამსახურში გვიანობამდე დავრჩი, ტელევიზორში ერთ-ერთ შოუში სალომეს აჩვენებდნენ ვიღაც, სუპერ-მოდელივით ხოკეისტთან ერთად. აი, ეს იყო ნამდვილი ბედის ირონია. სტუდიაში გვერდი-გვერდ ისხდნენ, წამყვანის დასმულ კითხვებს სალომე პასუხობდა:
- თქვენზე ამბობენ, შეყვარებულიაო?! - ამბობდა წამყვანი.
- კი, ამბობენ! - ღიმილით ეთანხმება ის.
- ანუ, ახლო მომავალში ქორწილს ველოდოთ?
- ჯერ-ჯერობით დაქორწინებას ნამდვილად არ ვგეგმავთ. ჩვენი ურთიერთობა ახლა-ხანს დაიწყო.
- ნუ მიწყენთ, თქვენს პირად ცხოვრებაზე საკმაოდ ბევრს ჭორაობდნენ.
- მართალი ბრძანდებით. საბედნიეროდ თქვენვე აღნიშნეთ, რომ ეს მხოლოდ ჭორები იყო. ალბათ ვინმე იჯერებდა კიდეც.
- ანუ, თქვენ და მაესტრო...
სალომე მხიარულად იცინის: - კეთილშობილი ადამიანია, ჩვენ კარგი მეგობრები ვართ. მან დიდი როლი ითამაშა ჩემი, როგორც მომღერლის განვითარებაში. ამას ვერასოდეს დავივიწყებ.
- დღემდე მის საუკეთესო მოსწავლედ გთვლით.
- ბედნიერი ვარ, თუ ასეა.... ამჯერად კი ჭორების თავიდან აცილების მიზნით, გადავწყვიტე ჩემს პირად ცხოვრებაზე თავად ვისაუბრო. პრინციპში არც არაფერია მოსაყოლი. ერთამანეთი აღმოვაჩინეთ და იმედია ბედნიერნი ვიქნებით.
- თქვენმა ვაჟმა როგორ მიიღო? ხომ არ იეჭვიანა მიხეილზე?
- არა. თემურიკოს მამასთან ურთიერთობა არ აქვს, არც იცნობს. ამიტომ არც ეჭვიანობის მომენტი არ ჰქონდა.
- თავად ახსენეთ და გკითხავთ, ვინ არის თემურიკოს მამა?
სალომე ოდნავ იღიმება, ცდილობს პასუხს თავი აარიდოს: - ჩვენ ბავშვობიდან გვიყვარდა ერთმანეთი, ყოველ შემთხვევაში მაშინ ასე ვფიქრობდი. ამ სიყვარულის ნაყოფია თემურიკო.
- მამის სახელს არ გვეტყვით?
სალომე ეშმაკურად იცინის და უარის ნიშნად თავს იქნევს.
- ეს საიდუმლოა. პატარა საიდუმლო.
ვკანკალებდი ნერვებისგან. სწორედ ის მივიღე, რაც დავიმსახურე. ამჯერად მართლა ყავდა ვიღაც და ის სულაც არ იყო ბებერი მაესტრო. როგორ მოვიქცე? რა ვქნა? სასო წარკვეთილი ვფიქრობდი და გამოსავალს ვერ ვპოულობდი. ვგრძნობდი, რომ ემოციები საღად აზროვნების საშუალებას არ მაძლევდნენ. ვის შევჩივლო? ვინ შეძლებს ჩემს გაგებას?
ისევ დიმკასთან მივდივარ, რომელიც თითქოს უკვე მიეჩვია ჩემს დაუპატიჟებელ გამოჩენას. კითხვას აღარც მისვამს. სუფრას უსიტყვოდ შლის. მე მხოლოდ ძლიერი არაყი მჭირდება, სხვა არაფერი. თუმცა ვიცი, რომ სასმელი ტკივილს დროებით გამიყუჩებს. როგორც კი გამოვფხიზლდები, რეალობას დავუბრუნდები. ამჯერად დალევა გადავიფიქრე. უბრალოდ შიგნიდან მტკივა და მინდა ისეთ ადამიანთან ვიყო, ჩემს ტკივილს რომ მიხვდება.
- არაფრის თქმა არ გსურს? - დუმილს არღვევს დიმკა.
ტელევიზორში ფეხბურთის მატჩია ჩართული და უფროს ვაჟთან ერთად ტოტალიზატორის ბილეთს უკირკიტებს. დიდ ფსონს არ დებდა, ასე ხუთ ლარამდე. ბედნიერია. ჩემგან განსხვავებით გვერდში შვილი უდგას. ერთად ერთობიან, ერთად გულშემატკივრობენ მათ ფავორიტებს. ვუმზერ და საკუთარი თავი მეცოდება. დღეს აშკარად ჩემი დღე არაა. ვგრძნობ, სადაცაა პატარა ბავშვივით ავღრიალდები.
- არაფერი, რა უნდა მჭირდეს? - წამოვდექი და ეზოში გავედი.
დიმკას მეუღლე ვარდებს უვლიდა. ყვევილების საკრეჭი მაკრატლით ბუჩქებს მისთვის სასურველ ფორმას აძლევდა.
- ხომ არ მოგეხმარო? - ვეკითხები მას.
თავზე წაკრულ თავსაბურავს ისწორებს და ღიმილით მიმზერს.
- ისეთი სახე გაქვს დახმარება შენ უფრო გჭირდება! - მაკრატელი ძირს დადო და ჩემთან მოვიდა - რა მოხდა?
თვალს ვარიდებ. იქვე ხის პადონებისგან აწყობილ სავარძელში ვთავსდები.
- აღარ გვეტყვი რა გჭირს? - თავზე წამომადგა დიმკაც.
- სალომეს დაბრუნება მინდა. - როგორც იქნა ამოვღერღე.
დიმკას მოულოდნელად ისეთი ხარხარი აუტყდა, რომ ცრემლებიც კი მოერია. მისი რეაქცია იმდენად მოულოდნელი იყო, რომ თავი უფრო უსუსურად ვიგრძენი.
- კარგი, ნუ იცინიხარ. ხომ ხედავ რა დღეშია?! - მსუბუქად საყვედურობს მეუღლე. ვგრძნობ, რომ ჩემი ტკივილი მას უფრო ესმის და ამის გამო მადლიერი ვარ.
- აბა რა ვქნა? იმის შემდეგ რაც მეტეხში სცენები დაუდგი, მართლა გჯეროდა, რომ ასე იოლად დაიბრუნებდი? გაგიჟდი? მაშინვე გაფრთხილებდი ჭორიკანა ქალების ჭკუაზე ნუ დადიხარ მეთქი, შენ კი...
- საკმარისია, აქ საყვედურების მოსასმენად არ მოვსულვარ! - გავბრაზდი მე.
- მართლა? - ირონიულად მეკითხება ის. - აბა როგორ გელაპარაკო? თუ დაგავიწყდა შინ მეორე, ორსული ცოლი რომ გელოდება?
დიმკასგან ჩემი ცოლის ამპლუაში სოფის ხსენებამ გული უფრო მეტად მატკინა. თავი ხელებში ჩავრგე და პატარა ბავშვივით ავსლუკუნდი. ალბათ ჩემს ასეთ რეაქცია არ ელოდა, გაოგნებული მომჩერებოდა.
- ეეე, რა გჭირს, შე - ჩემა? რა ქალივით სლუკუნებ? - გვერდზე მომიჯდა და მხარი გამკრა. - რამეს მოვიფიქრებთ.
მაგრამ ვგრძნობ, რომ გამოუვალ მდგომარეობაში ვარ და უარესად ვხდები.
- მორჩი რა! იმაზე ვიფიქრო გამოსავალი როგორ ვიპოვოთ, თუ შენი ძიძის ადგილი შევითავსო? - ხუმრობას ცდილობს ის.
- მომისმინე, თემო. -ჩემს წინ ჩაიმუხლა დიმკას მეუღლე. - მე ვიცი, როგორც უნდა მოვიქცეთ. სალომე ყოველ ზაფხულს ოდესაში ისვენებს ოჯახთან ერთად.
- შენ რა იცი? - გაოცებულმა ვიკითხე.
- მეც ჩემი წყაროები მყვს. - თვალს მიკრავს ქალი, როცა მიხვდა, რომ ვერაფერს მივხვდი, დააყოლა: - მე და სალომეს ერთმენეთთან კონტაქტი გვაქვს. ბუნტის შემდეგ ვმეგობრობთ. ამიტომ ზუსტად ვიცი, რომ ტატიანასა და თემურიკოსთან ერთად ოდესაში ჩავა.
- იქ რომც ჩავიდე, ჩემს ნახვას არ მოინდომებს. - ვწუწუნებ ისევ.
- მარტო არ იქნები, მე და დიმკაც წამოვალთ. ბავშვებსაც წამოვიყვანთ. დარწმუნებული ვარ ჩვენი დანახვა გაუხარდება! - თვალს უკრავს მეუღლეს.
- მშვენიერი აზრია. ჩვენთან შეხვედრა ნამდვილად გაუხარდება. ზოგ-ზოგიერთების კი რა გითხრა. თავისი გაფუჭებული საქმე, მაინც მისი მოსაგვარებელია! - მიზეზს ვერ ვიგებ, მაგრამ აშკარად ვგრძნობ, რომ ჩემი ტკივილი ართობს. თითქოს წლების დაგროვულ სიბრაზეს ახლა აფრქვევდა. თუმცა არ მეწყინა. ნაწილობრივ ვხვდებოდი, რომ მეგობრისგან საყვედურის ღირსი ნამდვილად ვიყავი.
- ბოლოს და ბოლოს საკუთარ შვილს მაინს გაიცნობ! - კმაყოფილმა მხარი გამკრა დიმკამ.
სულელური ღიმილით ვეთანხმები: - გავიცნობ!
ესეც ოდესა, ესეც აეროპორტი. ამჯერად მე და დიმკა. სასაცილოა ორივენი ვიმალებით. ორივენი ჩუმად ვუმზერთ. უცებ ვიაზრებ, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე მთავარი მოვლენები აეროპორტთან ასოცირდება და საყვარელ ქალს ისევ დამალული ჩუმად ვუმზერ, სულელივით მეცინება.
- რა გჭირს? - ხელით მანიშნებს დიმკა.
მხრებს ვიჩეჩავ: - არაფერი. - ვპასუხობ და ისტერიულად ვიცინივარ. ამბობენ სიცილი გადამდებიაო. ალბათ დიმკასაც ასე დაემართა. თითქმის ჩაბჟირებამდე ვიცინოდით ორ ხმაში.
როგორც იქნა საბოლოოდ გაჩუმება შევძელით, ორივენი ტრაპირად ჩამომსვლელ მგზავრებს ვუმზერდით. ბიზნეს კლასი იყო. გაფხორილი, გაბღენძილი ბიძები და გაპრანჭული, კეკელა ქალები ნელი ნაბიჯით გაგვცდნენ. მართალია ანასტასია სპეც-გასასვლელით გაჰყავთ, მაგრამ ბრბო მის სახელს მაინც სკანდირებს. უცებ ვხედავ, რომ კარებიდან გასვლამდე ქალი შემობრუნდა. დაჟინებული, ჯიუტი მზერით სწორედ იმ მიმართულებით იხედებოდა მე და დიმკა, რომ ვიდექით. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს კედელი გამჭვირვალეა და ჩვენ ორს გვამჩნევს. ოდნავ შესამჩნევად ჩაიღიმა და გავიდა.
- იცოდა სად ვიდექით? - გაოცებული მეკითხებოდა დიმკა.
- წინასწარ ჩვენც არ ვიცოდით, სად გავჩერდებოდით და ის როგორ გაიგებდა? - მხრებს ვიჩეჩავ.
- რა ვიცი აბა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს შენ გიყურებდა. ასეთი მზერა შენს დანახვაზე აქვს ხოლმე.
მე ისევ ბავშვობა მახსენდება. დრო, როცა მისი დანახვა არ მჭიდებოდა, ზუსტად ვიცოდი სად იყო და რას ფიქრობდა. მაგრამ ეს უჩინარი კავშირი წლებთან ერთად გაქრა. ან იქნებ არც გამქრალა? დავიჯერო ეს უცნაური შეგრძნება მას ისევ შემორჩა? ისეთ კმაყოფილებას ვგრძნობ, რომ სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ის ისევ ჩემზე ფიქრობდა. უცნაურია, ალბათ სასაცილოც, მაგრამ მინდა მჯეროდეს, მინდა ასე იყოს, რატომ?! ალბათ საკუთარი „ეგოს“ დასაკმაყოფილებლად. რა შეიცვლებოდა, თუ ჩემზე იფიქრებდა, მე ხომ ცოლიანი მამაკაცი მქვია? მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა მინდა, რომ მის გულში პატარა ადგილი ისევ მქონდეს, სულ პაწაწინა ადგილი, რომელიც ჩემთვის იქნება განკუთვნილი, მხოლოდ ჩემთვის. ეს ყველაფერი ოცნებას ჰგავდა, მაგრამ მაინც მსიამოვნებდა.


მეთორთმეტე თავი
ჩვენც იგივე სასტუმროში ვართ დაბინავებული, სადაც სალომე. წინასწარ ვტკბები მასთან შეხვედრის მოლოდინში. თუმცა გულის სიღრმეში მეშინია. როგორი რეაქცია ექნება ჩემს დანახვაზე? მოზარდი თინეიჯერი ბიჭივით ვღელავ და ვნერვიულობ. თუმცა გულს ის მიხარებდა, რომ მასთან მიშა არ ჩანდა. მხოლოდ ის და თემურიკო.
საღამოს დიმკას ოჯახთან ერთად რესტორანში ვიკრიბებით. იმედი მქონდა, რომ სალომეც იქ მოვიდოდა. წარა-მარა თვალები კარებისკენ გამირბოდა. დაძაბული მივჩერებოდი.
იმედი არ გამიცრუვდა. სალომე მწითურ თანმხლებთან ერთად როგორც იქნა გამოჩნდა. ქალები საუბრობდნენ და მხიარულად იცინოდნენ. ადმინისტრატორი კარებშივე შეეგება და მათთვის განკუთვნილი მაგიდისკენ გაუძღვა. ამაყად მიჰყვებოდნენ. მათ სილამაზეში დარწმუნებულნი ამაყად მიაბიჯებდნენ, გვერდზე არ კი იყურებოდნენ. ისეთი სახეები ჰქონდათ, თითქოს დამსწრე საზოგადოების მომეტებული ყურადღება ეკუთვნოდათ. უდაოდ ძნელი იყო ასეთი სიმალაზისთვის გულგრილად მზერა. გული დამწყდა, იმის გააზერებაზე, რომ ეს ქალი ჩემი აღარ იყო. სხვისთვის იკაზმებოდა და იპრანჭებოდა. არ მინდოდა ჩემი ტკივილი მეგობრებსაც შეემჩნიათ. თავი დავხარე და საკუთარ თეფშს მივაჩერდი. ისეთი უცნაური სიჩუმე იყო, რომ ჩემი გულის ცემაც კი მესმოდა. ან იქნებ ესეც მომეჩვენა?!
დუმილი ბავშვის წკრიალა, მხიარულმა ხმამ დაარღვია: - დედა, დედიკო. ჩვენც მოვედით. აი უკვე მოვედით!
თავი ავიწიე. კარებში ჯერ მხიარული თემურიკო შემოვარდა.
- მოიცადე, ნუ გარბიხარ! ვის ვეუბნები, არ გესმის? - მკაცრი ხმით ეძახდა უკან მომავალი ვახო.
თემურიკო რა თქმა უნდა არ უსმენდა, დარბაზს სწრაფად მოავლო თვალი და დედის მიმართულებით გავარდა, მამაკაციც დინჯი ნაბიჯით გაჰყვა ბავშვს. ჩვენ მოფარებულში ვისხედით. საუკეთესო ადგილი იყო, ისინი ჩანდნენ, ჩვენ კი - არა.
- მომკლა, სად შემიძლია ამდენი? - ძლივს სუნთქავდა ვახო.
- ისიც აქ ყოფილა. - ბედნიერებისგან ყურებამდე ვიკრიჭებოდი.
ჩუმად ვაკვირდებოდი ჩემს ოჯახს. მამაკაცი მოწითალო თმიან ქალთან დაჯდა. ბავშვი - სალომესთან. პატარა ადგილზე ვერ ისვენებდა, ცქმუტავდა.
- მოისვენე და მშვიდად ჭამე! - მსუბუქად საყვედურობს სალომე.
ბავშვს თითქოს არც ესმოდა, ხან ჭიქას აწვალებდა, ხან თეფშს ატრიალებდა. იმდენ ხანს იფართხალა, რომ საბოლოოდ ყველაზე დიდი ზომის თეფში ძირს დაუვარდა და ნამსხვრევებად დაიშალა.
- ორი წუთი ვერ ისვენებ წყნარად! - გაბრაზდა სალომე.
დამნაშავე ბავშვი მაშინვე ვახოსთან გადაძვრა. ბოდიშის ნიშნად შესცინა დედას.
- ისე გიცინის, შეუძლებელია გაუბრაზდე. ერთხელ აპატიე. მეორედ აღარ იზავს... - ღიმილით ეფერება მწითური. თემურიკო კი თვალებს ისე ატრიალებდა, რომ აშკარად ისევ გასაფუჭებელს ეძებდა. ის ის იყო, ოფიციანტი ნამსხვრევების აკრეფას მორჩა, რომ ბავშვმა მეორე თეფშიც აიღო ხელში.
- არ გაბედო! - კბილებში გამოსცრა სალომემ. თითქოს ამას ელოდაო, ბავშვმა თეფშს ხელი გაუშვა და ისიც დაამტვრია. აქ კი იფეთქა სალომემ:
- რას აკეთებ? ბავშვი კი არა, ჩამოყალიბებული მავნებელი ხარ!
ბავშვის ქცევით დაბნეული ოფიციანტი აწურული მისჩერებოდა გაცოფებულ ქალს.
- კარგი, დამშვიდდი, უხერხულია. - ვახო ცდილობდა მის დაწყნარებას, თუმცა უშედეგოდ.
- ასეთი ნადირი, როგორ ხარ? ხომ შეიძლება ერთხელ ნათქვამი გაიგონო? მოუხადე ახლავე ოფიციანტს ბოდიში, გესმის?
- არა! - უარზეა ბავშვი და ისევ აფერისტულად უღიმის დედას. თუმცა მალევე ხვდება, რომ ქალი ძალიანაა გაბრაზებული და ასე იოლად ვერ შემოირიგებდა. თვალები ცრემლებით ევსება. ბოდიშის მოხდას მაინც არ აპირებდა. უკვე აღარც ვახო ეფერებოდა და აღარც მისი თანხმლები.
- ან ბოდიშს მოიხდი და ან დაისჯები იცოდე, შენით აირჩიე! - პოზიციის დათმობას არ აპირებდა სალომე.
ვეღარ მოვითმინა და გადავწყვიტე ბავშვს დამხმარედ მე მოვვლენოდი. სალომე ვერ მხედავდა, ჩემსკენ ზურგით იჯდა. სამაგიეროდ ვახო მიმზერდა გაოცებული, თითქოს თვალებს არ უჯერებდა, ისეთი სახე ჰქონდა სიცილი ვერ შევიკავე.
- შეუძლებელია, თემო, შე ბებერო შენა! - როგორც ყოველთვის, გულით უხარია ჩემი დანახვა.
სალომეს თავი ჰქონდა დახრილი. არ მიმზერდა. ემოცია საერთოდ არ გამოუხატავს. თითქოს ცარიელი ადგილი ვიყავი. ისევ მწითურ ქალს ესაუბრებოდა.
- მარტო ხარ, თუ ოჯახით? - მეკითხებოდა ვახო.
- არა, მეგობარი ისვენებს ოჯახით და მათ ჩამოვაკითხე.
- ვიცნობ? - ემოციურად მეკითხება ვახო.
- კი, დიმკაა.
დიმკას სახელის გაგონებაზე, როგორც იქნა სალომემაც შეიმჩნია ჩემი იქ ყოფნა.
- აქ არიან? - ისე მკითხა თითქოს ეს-ესაა დამინახა. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
- ისე გამიხარდა შენი დანახვა, რომ დამავიწყდა, ერთმანეთი არ გაგაცანით. ჩემი მეუღლე ტატიანა. ეს კი ჩემი მეგობარი, თემო!
- სალომეს თემური?- კითხვით შეხედა მეუღლეს, შემდეგ თემურიკოს და სალომეს. - სასიამოვნოა. - დაბნეულმა ჩაილაპარაკა ბოლოს.
- ჩემთვისაც. - ღიმილით.. შეძლების და გვარად თბილად ვპასუხობდი და ისევ მონატრებულ მეგობარს ვეხვეოდი. ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია ქალების თვალებით საუბრისთვის. ტატიანა ხან მე მიმზერდა და ხან თემურიკოს. ისეთი სახით უყურებდა სალომეს თითქოს რაღაცაში ადანაშაულებდა.
- გრძელი ამბავია. შემდეგ აგიხსნი. ისე არ არის შენ რომ ფიქრობ. - თითქოს ბოდიშს უხდიდა სალომე.
- ალბათ ჯობს დასკვნებისგან თავი შევიკავო! - ყრუდ, თითქოს იმედ გაცრუებულმა ჩაილაპარაკა ტატიანამ. ვერ მივხვდი, რა არ მოეწონა. ან რა ეწყინა.
_ „ქალებს რას გაუგებ?“- ვფიქრობ მე.
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, სწორედ ამ დროს დიმკაც გამოჩნდა ოჯახით. მათ დანახვაზე სალომე გამოცოცხლდა. ცოლ-ქმარს ისეთი სიყვარულითა და ემოციებით შეხვდა, რომ გული ჩამწყდა, დიმკამ პატარა ბავშვივით დაატრიალა ჰაერში.
- ისევ ისეთი გიჟი ხარ! - იცინოდა აიშაც.
- არ მჯერა. ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მიხარია აქ რომ ხართ! პატარები უკვე კაცები არიან. ეს ხომ სულ ციცქნა იყო პირველად რომ ვნახე. გახსოვს რა მტირალა იყო? - სალომე ცრემლებს ვეღარ იკავებდა. ბავშვებს სათითაოდ იკრავდა გულში.
- შენს პატარა ხულიგანს არ გაგვაცნობ? - ღიმილით მოეფერა დედას ამოფარებულ თემურიკოს დიმკა.
- შენ არ იცი, რა ონავარი გვყავს! - სიცილით აღნიშნავს ვახო - ახლა დაიმორცხვა, თორემ ცოტა ხნის წინ უნდა გენახათ!
- ეს ჩემი კაცუნა, თემურიკო! - სიტყვა ჩემი განსაკუთრებული მახვილით აღნიშნა სალომემ.
ბავშვმა ცალი თვალით გამოგვიჭყიტინა და ისევ დედას ამოეფარა.
- თემურიკო, თემურიკო, ვის გევხარ ასეთი ცელქი? დედას თუ მამას? - თვალი ჩამიკრა დიმკამ.
- დედას! - კბილებში გამოსცრა სალომემ.
-მაგის განსაზღვრა ცოტა ძნელია. ორივენი ერთნაირი გადარეულები არია. ზუსტად ვერ იტყვი ვის უფრო ჰგავს! -ხუმრობს ვახო.
უცებ ისეთი ხარხარი ატყდა, აშკარად ყველა ეთანხმებოდა. სალომე ხმას არ იღებდა. ძლიერად იკრავდა შვილს. ტატიანაც აშკარად ვერ მიხვდა რა გვაცინებდა ასე გულიანად.
- კარგით, გვეყოფა სიცილი. გავაერთიანოთ მაგიდები და ჩვენებურად მოვილხინოთ!. - გვთავაზობს ვახო.
რამოდენიმე წუთში მაგიდებიც გავაერთიანეთ და სუფრაც განვაახლეთ. მართალია მე და სალომე ერთმანეთს არ ველაპარაჯებოდით, მაგრამ ეს დღე ჩემს ცხოვრებაში მაინც ერთ-ერთი ბედნიერი იყო. მე და ვახოს ბევრი საერთო მოსაგონარი გვქონდა. საერთო ტკივილიც და სიხარულიც. ხან ისტერიულად ვიცინოდით, ხან პატარა ბავშვებივით ვტიროდით.
- გახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა? - იხსენებს ვახო.
- მახსოვს რომელია. სალომეს გაბრაზებულ სახეს რა დამავიწყებს. - ღიმილით გავხედე მას.
- მაგარი სიყვარული კი გქონდათ! - საუბარში ერთვება დიმკაც.
- მე ასეთი გრძნობა არც მინახავს! გახსოვს პირველად რომ გნახეთ? - საუბარში ჩაერთო აიშაც - მეგონა ასეთი თავგანწირვა მხოლოდ რომანებში არსებობდა!
ტატიანა გაოცებული გვიმზერდა: - ესენი სალომეზე საუბრობენ თუ შენზე? - ჩუმად ჰკითხა ქალს.
- საკმარისია! - აშკარად გაბრაზდა სალომე -ის დრო დასრულდა. დამთავრდა, აღარ არსებობს, აღარ ვართ თემო და სალომეც. მორჩით ამ ფარსს. სალომე მოკვდა წლების წინ და ეს იცით ყველამ! თუ დაგავიწყდა, მიაკითხე სასაფლაოს! - შემომღრინა მე, ნერვებისგან ცახცახებდა.
- ისევ რაღაც ავურიე? - დაიბნა ტატიანა.
- არა, არაფერი აგრევია. ეს დიდი ხნის წინ უნდა მეთქვა. ანასტასია იგივე სალომეა, ეს კი მისი მეუღლე, თემური! - ჩუმად უხსნიდა ვახო - შესაბამისად თემურიკოს მამაც.
- მამა არა, ის კიდევ! - ხმას აუწია სალომემ. - ჩემი შვილი ა, მამა არც ჰყოლია და არც ეყოლება. გასაგებია? აღარ გაბედო და ეს კაცი თემურიკოს მამად არ მოიხსენიო. აღარასოდეს, იცოდე ისევე ამოგშლი ჩემი ცხოვრებიდან, როგორც ის ამოვშალე. გყავდეს მერე შენი ორპირი ძმაკაცი და იყავით ერთად! - სალომე ისეთი გაცეცხლებული იყო, ჩარევა ვერავინ გაბედა.
- სალომე! - მისი დამშვიდება ვცადე.
- არ გაბედო ჩემთვის მაგ სახელით მომართვა! - ზიზღით გამოსცრა მან - მე ანასტასია კოვალიოვა ვარ! სალომე მკვდარია. ერთხელ, ხუთი წლის წინ მოკალი, მეორედ კი - შარშან. ხომ არ შეგახსენო? ყველაფერი როგორ იოლად დაგავიწყდა? მოღალატე ხარ. შენი ნდობა არ შეიძლება. ეგოისტო, მხოლოდ საკუთარ კეთილ-დღეობაზე ფიქრობ. სხვისი გრძნობები ფეხებზე გკიდია.
- შენ ხომ არ იცი, როგორ ნერვიულობდა! - ჩემი დაცვა სცადა აიშამ.
ქალმა ტკივილით გაიღიმა: - სასაცილოა, ნერვიულობდა? ხომ ვამბობ, პირფერი ხარ. სულ შენს გრძნობებზე საუბრობ. ოღონდ ეგ სიყვარული სადაა ვერ ვხედავ. როგორც კი დამჭირდები, მაშინვე ზურგს შემაქცევ და მიმატოვებ. აი, სულ ესაა შენი გრძნობა, ეს ხარ! მეტი არაფერი. ახლაც კი ორსული ცოლი სახლში გიზის და შენ აქ ხარ. როგორი ადამიანი ხარ ამის შემდეგ? ორპირი და მატყუარა. ყველამ მაპატიეთ, თავი ვეღარ შევიკავე, საღამო ჩაგაშხამეთ. განსაკუთრებით შენ ტატიანა. ამ სცემას არ უნდა შესწრებოდი. არც სიმართლე უნდა დამემალა. ჰმ. სასაცილოა, მამა! - ზიზღით შემომხედა, თემურიკოს ხელი ჩაავლო და სწრაფი ნაბიჯით დაგვტოვა.
მალევე ტატიანაც წამოდგა: - ალბათ უჭირს, მასთან უნდა ავიდე.
- მეც რომ წამოვიდე შეიძლება? - შეეხვეწა აიშა.
- კარგი იქნება, თქვენ უფრო იცით რაც მოხდა მათ შორის, ალბათ თქვენ მეტად გენდობათ! - ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ეწყინა სიმართლე რომ დაუმალეს.
- ძალიან გთხოვ, ახლა შენც არ გაიბუტო. სიმართლე შეგნებულად არ დაგვიმალავს. არავის არ უნდა სცოდნოდა, ცოცხალი რომ იყო. მის მშობლებსაც კი დღემდე მკვდარი ჰგონიათ! - იღრინება ვახო.
- წლების განმავლობაში მიმალავდი. არადა ამდენმა ხალხმა იცოდა. - ცრემლები მოადგა ქალს.
- ისინი რომ არა, მართლა მკვდარი იქნებოდა. ისინი დაეხმარნენ გადარჩენაში. გთხოვ, შენ მაინც შემიცოდე. ახლა ამის დრო არ არის. სალომეს ახედეთ, რამე სისულელე არ ჩაიდინოს!
ქალებმა სწრაფად დაგვტოვეს. დიმკამ ბავშვებიც გაუშვა. დავრჩით მხოლოდ სამნი, მე ვახო და დიმკა.
- შენიც ვერაფერი გავიგე. - როგორც იქნა დუმილი დაარღვია ვახომ - უკვე მეც აღარ მესმის.
- ვერ ვხვდები, რაზე მელაპარაკები? - ვერ მივხვდი რას მსაყვედურობდა. უფრო სწორედ რომელ შეცდომის გამო მსაყვედურობდა.
- რა ჩაიფიქრე?
- დღემდე მიყვარს. კი ბატონო, უშეცდომო არ ვარ. მაგრამ მიყვარს და როგორც კი წარმოვიდგენ, რომ შეიძლება ვინმესთან იყო, ეჭვიანობისგან ვკვდები. გონება მებინდება. შეურაცხადი ვხდები! ასეთი ძნელი გასაგებია?
- არა, ძნელი გასაგები არაა, მაგრამ რაც მოხდა შენს თავს უნდა დააბრალო. ამდენი წლები თითქმის ქვრივივით ცხოვრობდა. გელოდა. მერე თემურიკო გაჩნდა. იმედი ჰქონდა ბავშვის ამბავს რომ გაიგებდი, მასთან დაკავშირებას ეცდებოდი. შენ კი - არაფერი. ყოველ დღე ველოდი, რომ დამირეკავდი, მაგრამ... ბიჭებისგან გავიგე, რომ მშვენივრად ერთობოდი. ამას ხომ ვერ ვეტყოდი?
- ბავშვს მამა სჭირდება მეთქი. - შეფარვით ვაპარებდი. ის კი უარზე იყო. თუნდაც გეწყინოს, მომხრე ვიყავი, ენახა ადამიანი ვინც მასაც შეიყვარებდა და მის შვილსაც. ძალიან ლამაზია, ასეთ ქალს უპატრონოდ ვერ დატოვებ. ის კი ოცნებებს ებღაუჭებოდა. ილუზიებით ცხოვრობდა. მთელი დღეები ტელევიზორს მისჩერებოდა, შენზე სიახლის მოლოდინში. იგებდა კიდეც, იმაზე მეტს ვიდრე საჭირო იყო. თითქოს შეთქმულები იყვნენ, შენს თითოეულ რომანს აშუქებდნენ. ის ჩერჩეტი კი იჯერებდა, როგორც ჩემზე აფორმებენ, ალბათ მასაც უგონებენო. საერთოდ ადამიანს იმის სჯერა რაც უნდა. ასეა, ისიც სირაქლემასავით იმალებოდა. მალე შენი ქორწინების თაობაზე შეიტყო. ჩემთვის არაფერი უთქვამს, მაგრამ მისი დაწითლებული თვალები, ისედაც ყველაფერს მეუბნებოდნენ. თემურიკო როცა გაჩნდა, ვიფიქრე თბილისში ვინმეს გავაგზავნი და შევატყობინებ მეთქი. მაგრამ რატომღაც თავი შევიკავე. ჯერ მისი ვითომ გარდაცვალებიდან ხომ წლისთავიც არ იყო გასული. წესით ბავშვის სახელით უნდა მიმხვდარიყავი სიმართლეს. შენ კი თითქოს თვალები დაგიბრმავდა. ზოგჯერ ვფიქრობდი, რომ ასე განგებ იქცეოდი. მიზეზი გქონდა. შენ კი უბრალოდ სისულელეებით გქონდა თავი გამოტენილი. ამას როგორ მივხვდებოდი? მე, ადამიანს რომელსაც ყველაზე ტვინ-დაცურებული, გიჟებიც კი ანგარიშს მიწევდნენ, თურმე საკუთარი ბიძაშვილისთვის ვერ მომივლია. როგორ იფიქრე, რომ კარიერის გამო ვინმეს ჩაუწვებოდა?! მისთვის რამეს დავინანებდი? ნათლად ვხედავდი, რა ემართებოდათ მამაკაცებს მის დანახვაზე და სიტყვის ამოღებას ვერ ბედავდნენ. ჩემს გამო კი არა, მის - გამო. ახლოს არ გაიკარა არავინ. ვიდრე შენ არ დაეხმარე. შენთან შეხვედრის შემდეგ თითქოს შეიცვალა. უმართავი გახდა. არ იფიქრო საყვარლებს იცვლიდა. არა. უმართავი სხვა გაგებით იყო. აღარავინ აინტერესებდა. ყველაფერზე გული აიცრუა. მოახტებოდა ავტომობილს და ისტერიულად დადიოდა. ალბათ, ათ წრეს მაინც ურტყავდა ქალაქს. თან სწრაფად დადიოდა. მეშინოდა რამე უბედურებას არ გადაჰყროდა. შემდეგ ის „გიჟი“ მიშაც გამოჩნდა. - ეს სიტყვები ესე თქვა, მივხვდი, რომ მის მიმართ საკმაოდ დადებითად იყო განწყობილი - არ გეწყინოს, მაგრამ მისი გამოჩენა სალომესთვის ხსნას ჰგავდა. ცუდი ბიჭი არაა, მხიარული, დადებითი ადამიანია. რაც მთავარია ჩემი გოგო უყვარს.
- სალომესაც უყვარს? - ტკივილით ვეკითხები მე.
- არ ვიცი. დარწმუნებული არ ვარ. მინახავს სალომე შეყვარებული და ვიცი, როგორია როცა გულით უყვარს. მიშასთან ასე ნამდვილად არაა. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ დამშვიდდა, კარიერას დაუბრუნდა. აღარ არის დეპრესიულ განწყობაზე. ისევ დაიბრუნა ღიმილი. ყოველ შემთხვევაში დღემდე ასე იყო.
- მისთვის ტკივილის მიყენება არც კი მიფიქრია! უბრალოდ..
- ვიცი, მესმის, მაგრამ უნდა გაითვალისწინო, რომ მიშამდე მის ცხოვრებაში მხოლოდ შენ იყავი. სხვა არავინ. ახლა კი ისიც გამოჩნდა. შეეგუები მის ცხოვრებაში მეორე მამაკაცის არსებობას? ის ხომ ვირტუალური არაა? ამჯერად მართლა არსებობს. არც ის დასთმობს სალომეს ასე იოლად. არ არის ცუდი ბიჭი, თან სალომეზე აბოდებს. საკმაოდ სერიოზული კონკურენტია.
ვახოს სიტყვებმა გული მატკინეს. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მიღალატა, ვიღაც უცნობ მიშაზე გამცვალა. ალბათ ისიც მიხვდა რასაც ვფიქრობდი:
- მშვენივრად იცი, რომ თქვენს მხარეს ვარ. მაგრამ... დავიღალე სალომეს ცრემლების ყურებით. თან თქვენს მომავალსაც ვერ ვხედავ. არ მინდა ვინმეს საყვარელი ერქვას. თუნდაც ჩემი საუკეთესო მეგობრის. ამას არ დავეთანხმები! -კბილებში გამოსცრა მან- თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრია. თუ მის დაბრუნებას მოახერხებ, მეტი რა გზა მექნება? მაგრამ იცოდე, მე დიდად არ ჩავერევი. მიშამ თავიდანვე იცოდა, რომ შანსები არ ჰქონდა, მაგრამ იმდენი მოახერხა, ქალს დაუმეგობრდა, ბავშვსაც თავი შეაყვარა. სალომე ნელ-ნელა შეეჩვია, მისი ნდობა გაუჩნდა. ცოტა ექსცენტრიული კია, მაგრამ მის გაცინებას ყოველთვის ახერხებს. თითქოს ერთ სიხშირეზე არიან, ამას კი დიდი მნიშვნელობა აქვს. თემურიკოს მამა არ ჰყავს. მისთვის მე ვიყავი ყველაფერი. დამიჯერე, საკუთარი შვილივით მიყვარს, მაგრამ მამა მაინც არ ვარ. გესმის რის თქმას ვცდილობ? როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს, უნდა ვაღიარო, რომ მიშამ შესძლო, ის ბავშვმა შეიყვარა. ისე მიიღო როგორც მეგობარი. ალბათ, ამას სალომეც არ ელოდა. ყოველ შემთხვევაში თემურიკოს დამოკიდებულებამ დიდი გავლენა იქონია, თითქოს ბავშვის გამო უფრო დაუახლოვდა.
გული შემეკუმშა: - შეუძლებელია, ჩემი შვილია გესმის? ჩემზე მეტად ვერავინ შეიყვარებს!
- ბავშვი არ გიცნობს! მესმის სისხლი-სისხლია, მაგრამ მისთვის უცხო ხარ! - თითქოს განზრახ არ ჩუმდებოდა ვახო.
- ჩემი წამება გსიამოვნებს? - გავცოფდი მე.
- ნუ ცხარობ. ყველაფერი ცივი გონებით უნდა გაანალიზო! თუ ცოლ-შვილის დაბრუნებას აპირებ, ჭკუას უნდა მოუხმო. მიშა აქ აპირებს ჩამოსვლას. ხვალ-ზეგ ისიც აქ იქნება. ზუსტად უნდა იცოდე როგორ უნდა იმოქმედო, ახლა შეცდომების დაშვების დრო არ გაქვს. დავიჯერო ასეთი ძნელი გასაგებია რასაც გიხსნი?
- აქ რა ჯანდაბა უნდა? - გავცოფდი მე.
- დამშვიდდი, ჩვენც ხომ აქ ვართ. როგორმე დაგეხმარებით. - ჩემს გამხნევებას ცდილობდა დიმკა. ალბათ ვახოსაც შევეცოდე, ჩემი სახის დანახვაზე გულიანად გაეცინა.
- კაცი ბერდები, და ისევ სასიყვარულო ისტორიებში ხარ გახლართული. ისე ღირსი კი ხარ რაც გემართება, მაგრამ.. როგორმე მეც დაგეხმარები, იმ პატარა ხულიგანსაც ჩვენ გადმოვიბირებთ. ბოლოს და ბოლოს სალომეს თუ ვერ დაიბრუნებ, შვილს მაინც ხომ გაიცნობ? - აშკარად ხუმრობდა ის.
ცუდად იყო ჩემი საქმე და როგორც ვატყობდი ამ სიტუაციაში მხოლოდ მე მეცოდებოდა საკუთარი თავი. თუ სალომეს რეაქციით ვიმსჯელებდი, ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ წინ მძიმე დღეები მელოდა.

მეცამეტე თავი
იმ ღამით თითქმის არც მძინებია. ვფიქრობდი, თუმცა ვერც ვერაფერი მოვიფიქრე. საბოლოოდ გადავწყვიტე დროს მივნდობოდი.
- რაც მოსახდენია, მაინც მოხდება. წინასწარ დარდს აზრი არ აქვს. ბოლოს და ბოლოს იმ ვაჟბატონს მაინც ვნახავ. საინტერესოა რით მჯობია. ნეტა მართლა ასეთი იდეალურია ვახომ რომ დაახასიათა? - ეჭვიანობისგან ვკვდები.
ალბათ გაგეცინებათ, მაგრამ მინდოდა „ცუდი“ ყოფილიყო, მოღალატე, მექალთანე. არ ვიცი ეს რას მომიტანდა, ალბათ ბევრს არაფერს. მაგრამ მეგონა ასე ტკივილი დამიამდებოდა.
მეძინებოდა, თვალები მისით მეხუჭებოდა. საკუთარი სიტყვები ისევ ჩამესმოდა:
- კახპა ხარ, კახპა და შენს ნაბიჭვარსაც მე მტენი. აღარ გაბედო და ჩემი შვილი აღარ უწოდო.
ისევ სალომეს გამწარებული სახე მიდგას თვალწინ. თავი მეზიზღება. სალომეს სახეს თემურიკოს მოციმციმე თვალები ენაცვლება. თითქოს ისევ საცუღლუტოდ ემზადება, მიმზერს და ოდნავ გვერდულად მიღიმის.
- მხოლოდ ჩემი შვილია, მხოლოდ ჩემი! - ისევ მესმის ქალის სიტყვები.
- მამა! - თითქოს მე მაძახის თემურიკო, მისკენ მივიწევ. მივრბივარ. ისიც მორბის. ის-ისაა ბავშვს უნდა დავწვდე, რომ... თითქოს ვერც კი დამინახა, გვერდზე ჩამიარა. ზედ არც კი შემომხედა. ვხედავ, როგორ მირბის მაღალი, მოდელივით ლამაზი ბიჭისკენ და ეხუტება. ისიც ბედნიერი იყვანს ხელში და ჰაერში ისვრის.
- მამა! - ეხვევა ბავშვი.
- არა! - სასო წარკვეთილი ვყვირავ და მეღვიძება. ოფლად ვარ გაღვრილი. აქეთ-იქით ვიყურები და მიხარია, როცა ვიაზრებ, რომ ეს მხოლოდ სიზმარია. ცუდი სიზმარი.
-ასე არ იქნება, არა, ჩემი შვილი მხოლოდ მე დამიძახებს მამას. მხოლოდ მე.
საბოლოოდ ვხვდები, რომ ამ ღამით ძილი აღარ მიწერია. უკეთესია ავდგე და გავისეირნო. სწრაფად ჩავიცვი და სასტმროდან გამოვედი. სანაპირომდე ორი ნაბიჯია. ჯობდა იქ გავსულიყავი. წყალი დამამშვიდებდა, დავბოდიალობდი და კენჭებს ვისროდი.
არ ვიცი რამდენ ხანს ვიარე. ჩემი ყურადღება ნაპირზე, ქვიშაზე მჯდომმა, პლედ მოხვეულმა ქალმა მიიპყრო.
-ამ შუა ღამისას აქ რას აკეთებს? - გავიფიქრე და მისი მიმართულებით წავედი - სალომე?! - გაოცება ვერ დავმალე - აქ რატომ ხარ? დაცვა სად არის?
უაზროდ ამომხედა. ახლა ღა შევამჩნიე გვერდით სანახევროდ დაცლილი მოზრდილი ვისკის ბოთლი ედგა.
- ოჰო, ბოროტი პრინციც მოსულა! - ღვარძლიანად გაიცინა მან - ჩამოჯექი, სასმელზე დაგპატიჟებ! - ბოთლი გამომიწოდა. იქვე დავჯექი, ორივენი ჩუმად ვისხედით. ვგრძნობდი, რომ სტკიოდა, მინდოდა დავხმარებოდი, მაგრამ....
- გემუდარები, მაპატიე. ის დღე მაპატიე. - როგორც იქნა ამოვღერღე.
მოწყენილმა შემომხედა: - საპატიებელი აღარაფერია. იყო და არა იყო რა... გაქრა, ფაფუ, წავიდა... - იცინოდა ის. ხმა გაებზარა, მაგრამ ცრემლები მაინც შეიკავა.
- არ მინდოდა ასე მომხდარიყო. მართლა არ მინდოდა. - ერთი სული მქონდა გულში ჩამეკრა, მაგრამ თავი შევიკავე. ვერ გავბედე.
- გახსოვს ბავშვობა? როგორი მარტივი იყო ყველაფერი. მამუკა და გვანცა?- ცრემლებს ვერ იკავებს ის.
- მახსოვს! - ბოღმა მაწვება მეც.
- მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ერთმანეთს ამდენ ტკივილს მივაყენებდით. არ მეგონა! - ისევ ტიროდა.
- გთხოვ, არ გინდა, ასე განგებ არ მოვქცეულვარ, გემუდარები! - მის წინ ჩავიმუხლე და ცრემლიან თვალებში ჩავაცქერდი.
- ვიცი!- ცრემლები ხელით მოიწმინდა. - არც გადანაშაულებ. ალბათ ასე იყო საჭირო. ასე უნდა მომხდარიყო. შენ ჩემზე ნუ დარდობ. უბრალოდ ნერვებმა მიმტყუნეს. ხვალიდან ისევ ძველი სალომე ვიქნები. ახლაც არ უნდა იყო აქ, მარტოს მინდოდა ემოციებისგან დაცლა...
- ხელს გიშლი?!
ტკივილით, ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა. კითხვაზე არ მიპასუხა.
- ასეთ მდგომარეობაში ვახო რომ მხედავდეს, ალბათ გაგიჟდებოდა. უბრალოდ, ზოგჯერ მარტოობაც გჭირდება. არ მეთანხმები? ნუ ღელავ, ჩამოჯექი და დატკბი ზღვის ყურებით.
გვერდი-გვერდ ვისხედით. ტალღები დგაფა-დგუფით ასკდებოდნენ ნაპირს. სალომე ისევ სასმელს სვამდა.
- მთვრალი არასოდეს მინახიხარ! - ავღნიშნე მე.
- მინდა გითხრა, რომ არც არავის ჰქონია ეგ ბედნიერება. - გაეცინა მას. - მეგონა ტკივილს გააყუჩებდა, მაგრამ არ მიშველა!
მე მიყურებდა. თვალები ისე უციმციმებდა, იმდენ ტკივილსა და გრძნობას ასხივებდნენ, რომ თავი ვეღარ შევიკავე, მისკენ დავიხარე საკოცნელად.
- არც კი გაბედო! - კბილებში ცივად გამოსცრა - არც ისეთი ნასვამი ვარ, რომ საკუთარ თავს ვერ ვაკონტროლებდე.
- სალომე! - მისკენ უფრო მჭიდროდ მივიწიე მე.
- აქ დარჩენა იმისთვის არ შემოგთავაზე, რომ ჩემი შეცდენა სცადო! - ცივად ამბობს ის - უბრალოდ ყველაფერს ხაზს ვერ გადავუსვამ. ერთმენეთთან ბევრი რამ გვაკავშირებს. რაღაც შეთანხმებამდე უნდა მივიდეთ. ასე აჯობებს ორივესთვის.
- და რა მოიფიქრე?
- მოდი ვცადოთ, ერთმანეთის პატივისცემა ვისწავლოთ. იქნებ მეგობრობაც შევძლოთ.
სულ არარაობას ამ ეტაპზე ალბათ ასე სჯობდა. მივხვდი, რომ ეს ერთად-ერთი სწორი გადაწყვეტილება იყო.
- თემურიკოსთან ურთიერთობას ვერ დაგიშლი. ვერ შევძლებ. არ იფიქრო ამას შენს გამო ვაკეთებ. უბრალოდ ბავშვი მეცოდება. არ ვიცი შენ რამდენად შეამჩნიე, მაგრამ ძალიან გგავს..
- ამას მხოლოდ ბრმა ვერ მიხვდება!
- მხოლოდ ბრმა?! - იმეორებს ჩემს სიტყვებს - ცოტა ხნის წინ შენც ასეთივე ბრმა იყავი! - ისევ გამკენწლა.
- გემუდარები. თუ გინდა დაგიჩოქებ და პატიებას ისე გთხოვ!
- არ არის საჭირო. - გაეცინა მას - ბავშვს აქვს უფლება იცოდეს ვინ არის მისი მამა. დანარჩენი შენ უკეთ იცი. მე ხელს არ შეგიშლი. მალე მეორე შვილის მამაც გახდები. თუ ოდესმე გენდომება იქნებ შვილებმა ერთმანეთიც გაიცნონ. პრინციპში ეგ შენი გადასაწყვეტია.
- ასეც იქნება. აი ნახავ, თემურიკოს ვეყვარები, ერთი ოჯახი ვიქნებით!
- ერთი ოჯახი? კარგად ჟღერს, წარმატებას გისურვებ! - ხმაში ირონია გაურია მან.
- აი, ნახავ! - ისევ ჯიუტად ვიმეორებ.
- მორჩი ილუზიების დევნას გთხოვ. შენს ცხოვრებაში სოფია, ჩემსაში კი - მიშა. აი, ჩვენი ოჯახები ვინ იქნებიან. სოფი არ ვიცი როგორი გოგოა, მიშა კი ნამდვილად არ იმსახურებს ღალატს.
- მიშა? ერთი მაგის...- გავბრაზდი მის ხსენებაზე.
- საკმარისია! - ხმას აუწია ქალმაც - საკუთარ ცოლს მიხედე, მე კი ჩემს ცხოვრებას დავალაგებ.
- სოფის ადრე თუ გვიან დავშორდები, ეგ მხოლოდ დროის საკითხია. მინდა დამიბრუნდე.
- სასაცილო ხარ. მეოცნებე...
მივხვდი, ამ საკითხზე საუბარი რომ გამეგრძელებინა, საბოლოოდ ვიკამათებდით და ისევ ჩხუბით დავასრულებდით, ამიტომ თემის შეცვლა ვცადე:
- ანუ შენის აზრით მეგობრობას შევძლებთ? - ჩემს ხმაში არსებული ირონია თითქოს არ შეიმჩნია.
- რა ვიცი, თუ სხვებმა შესძლეს? ხომ არიან წყვილები, რომლების განშორების შემდეგაც მეგობრობენ?
- ალბათ, არიან... - მეცინება მე.
- ალბათ! - უკვე თბილად იღიმოდა.
- „როგორც იქნა“! - მიხარია მე, აღარ ვჩხუბობდით. ჩემთვის ესეც საკმარისი იყო.
ასე გვერდი-გვერდ ვისხედით. საერთო ვისკის ბოთლიდან რიგ-რიგობით ვწრუპავდით. ხმას არ ვიღებდით, მაგრამ მაინც უცნაურად მშვიდად ვიყავი. თითქოს ყველაფერი დამავიწყდა. თავი ვეღარ შევიკავე და ემოციები მასაც გავუზიარე.
- წყლის ბრალია. ზღვა ამშვიდებს! - გამიღიმა მან.
- ვითომ? მე კი მგონია, შენთან რომ ვარ ამიტომ მაქვს ეს შეგრძნება.
- არც ეგაა გამორიცხული!
უკვე დაცარიელებულ ბოთლს დახედა და ურნაში მოისროლა.
- სასმელი აღარ გვაქვს. ასე თუ ვიჯდებით ცოტა ხანში სიცივესაც ვიგრძნობთ. - პლედი მჭიდროდ მოიხვია.
- მე გაგათბობ! - ვაიმედებ.
- იმდენიც არ დაგილევია, ასე რომ ემოქმედა! - მხიარულად იცინოდა.
ერთი სული მაქვს მოვეხვიო, მაგრამ ისევ ვჩერდები. მისი გაღიზიანება აღარ მინდა. მსიამოვნებს მასთან ყოფნა, საუბარი, სულელივით მივჩერებივარ და ვცდილობ მისი სახე კარგად ჩავიბეჭდო გონებაში. ვინ იცის კიდევ როდის მეღირსება ასე ახლოს მასთან ყოფნა?
- როგორია ის? - თავი ვერ შევიკავე და მაინც ვიკითხე.
- ვინ, მიშა? - ალბათ ჩემგან ამ კითხვას არ ელოდა. თითქოს დაიბნა. ოდნავ გაწითლდა. - რა ვიცი. ძნელია ასე ერთი სიტყვით დახასიათება.
მისი სიწითლის დანახვაზე გული მეტკინა. ყურადღებით ვაკვირდებოდი. კარგად, ვიცნობდი, მივხვდი, რომ ამ ადამიანის მიმართ რაღაც გრძნობა ჰქონდა. ინტერესი უფრო გამიძლიერდა.
- სად გეჩქარება? სიამოვნებით მოგისმენ, გთხოვ! - მაინტერესებს როგორ გაიცანი, ვისგან?
- როგორ გითხრა. - აშკარად სიტყვებს არჩევდა. - როცა თბილისიდან დავბრუნდი, მთლად სახარბიელო მდგომარეობაში არ ვიყავი. - მე არ მიყურებდა, წყალს მისჩერებოდა - ალბათ, ამას ვახოც გეტყოდა. არავისთან ურთიერთობა არ მსურდა. ამის მოგონებაც კი მრცხვენია. თითოს ბავშვის მიმართაც კი ავიცრუე გული. მას რომ ვუმზერდი, შენ მახსენდებოდი. ვცდილობდი შენს მიმართ დაგროვილი ბოღმა უდანაშაულო თემურიკოზე გადმომენთხია. ახლაც კი მტკივა გული ამის გახსენებაზე.
სახლიდან გავრბოდი. ვხვდებოდი ცოტა და თავს ვეღარ შევიკავებდი, ნერვებისგან დასაცლელად ავტომობილზე ვჯდებოდი და გავრბოდი. დავდიოდი ბევრს, უმისამართოდ, უაზროდ. რაღაც პერიოდის შემდეგ გამოვდიოდი მდგომარეობიდან და სახლში ვბრუნდებოდი.
ჩემი ასეთი ქცევები კარგა ხანს გაგრძელდა. ალბათ სამი-ოთხი თვე მაინც. ერთ-ერთი შეტევის დროს სახლიდან ისევ დიდი სიჩქარით გამოვვარდი. სწრაფად მოვდიოდი. ვხედავდი მოძრაობისას, როგორ მერიდებოდნენ შემხვედრი მძღოლები და უზომო სიამოვნებას ვიღებდი. თითქოს ჩემ შებღალულ პატივმოყვარეობას ვიკმაყოფილებდი.
ერთ-ერთ გზაჯვარედინზე შუქნიშანთან გავჩერდი. წამებს ვითვლიდი მწვანე შუქის გადართვამდე, რაც შეიძლება სწრაფად რომ მომეწყვიტა ავტომობილი ადგილიდან. მარცხენა მხრიდან სპორტული, მუქი ლურჯი ავტომობილი მომადგა. ჯიპიდან გადავხედე და ინტერესით შევათვალიერე გაპრიალებული მანქანა.
მარჯვენა მხარეს მინა ჩაიწია, ახალგაზრდა ყურებამდე გაკრეჭილი ქერა ბიჭის სახე დავინახე. სადღაციდან მეცნობოდა, თუმცა იმ წუთებში ისე მეჩქარებოდა ამაზე ფიქრით თავი არ შემიწუხებია.
- ეი, ლამაზო, მოგეწონეთ? - თავხედურად შემომცინა მან.
- წადი, შენი... - გაღიზიანებულმა შევუღრინე. შუქნიშანიც როგორც იქნა გადაირთო და ადგილიდან მოვწდი.
საქარე მინაში შევამჩიე, რომ სპორტული ავტომობილი ამყვა. სწრაფად მივდიოდით. დარღვევებით, საკუთარ სიცოცხლესაც საფრთხეში ვაგდებდით და სხვისასაც, მაგრამ არად დაგიდევდით. აშკარად ვხედავდი, რომ არც ჯიუტი მძღოლი არ აპირებდა დანებებას. ფეხდაფეხ მომყვებოდა. მკვეთრად მოვუხვიე, ორმაგი ღერძულა ხაზი გადავკვეთე და მოპირდაპირე მხარეს გავჩერდი. ავტომობილმაც იგივე გაიმეორა. ისე ვიყავი გაცოფებული რომ თავი ვეღარ შევიკავე. ავტომობილიდან ჩამოვხტი და მისი მიმართულებით წავედი. სპორტული მანანის კარებებიც გაიღო და ბიჭები გადმოვიდნენ. ერთ-ერთი ის იყო შუქნიშანზე რომ იღრიჭებოდა. ამჯერად ნამდვილად ვიცანი, მე და ვახო ნარკოტიკებით მოვაჭრეს როცა ვსტუმრობდით ეს ბიჭი ნამდვილად იქ იყო. სწორედ მან გააპროტესტა ლიდერის პოზიცია. რატომღაც არ მესიამოვნა ამ სიტუაციაში მისი ნახვა. მეორე შავგვრემანი, მუქი ლურჯი თვალების მქონე ვაჟი კი მიშა იყო. პირველი ისევ სულელივით იღრიჭებოდა:
- გაგიჟდით? რატომ მომყვებით? ვინ ხართ? - გაბრაზებულმა ისე მივაძახე თითქოს ის ქერა ვერ ვიცანი.
- უცნაურია თქვენისთანა ლამაზი ქალი ასეთი ავი როგორ ხართ? - აშკარად მეფლირტავებოდა ქერა.
- ფრთხილად იყავით თქვენი სიცილი საბედისწერო არ გამოდგეს. - შევუღრინე მას - რა გინდოდათ, რატომ გამომყევით? - ამჯერად მიშას ვკითხე.
მამაკაცი ყურადღებით მაკვირდებოდა. ალბათ, მიხვდა რომ განერვიულებული და გაღიზიანებული ვიყავი. თან ვაღიარებ, რომ მათი ასეთი ადევნებით ცოტა არ იყოს შევშინდი კიდეც.
- როგორ გითხრათ. მოგვეწონეთ და გადავწყვიტეთ თქვენი გაცნობა!. - ეს ისეთი სერიოზული სახით მითხრა, რომ გავოცდი. ალბათ, მერჩივნა მისი მეგობარივით ეთავხედა და ეღლაბუცა, ის კი მშვიდად მიმზერდა.
- ასეთი დევნა სახიფათოა. იოლი შესაძლებელი იყო თქვენთვის სავალალოდ დასრულებულიყო.
- ალბათ... თუმცა იმ წუთებში ამაზე არ ვფიქრობდი. ინსტიქტებს მივყევით. - მეგობარს შეხედა მან - თუ წინააღმდეგი არ ხართ, ყავაზე დაგპატიჟებთ!
გამეცინა, მისი თავხედი მეგობრისგან დიდად არც ის გასხვავდებოდა, მით უმეტეს თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ იმ ქერამ მიცნო.
- დიდი მადლობა, არ მინდა! - მამაკაცს აშკარად გაოცება გამოესახა. ალბათ, უარს მიჩვეული არ იყო.
- არც ჩაი? - პოზიციებს არ სთმობდა.
- არა! - ჩემი ავტომობილისკენ დავიძარი მე.
- უარს ასე იოლად არ მეუბნებიან! - გაღიზიანდა ის.
- რას იზამთ რაღაც ყოველთვის ხდება პირველად! - ირონიულად მივაძახე და ავტომობილში ჩავჯექი. - თქვენივე საკეთილდღეოდ გირჩევთ, აღარ გამომყვეთ.
- კიდევ შევხვდებით! - სიცილით მომაძახა მან.
გამეცინა. დარწმუნებული ვიყავი, რომ მისი მეგობარივით ისიც ბინძურ საქმეებში იქნებოდა გარეული, თუ ჭკუა ჰქონდა წესით უნდა მომრიდებოდა.
თავისთავად ცხადია სწრაფად ამოვიგდე თავიდან ორივე. ჩემი რბოლა დიდხანს გაგრძელდა, როგორც იქნა დავიღალე და სახლში სიქა გამოცლილი დავბრუნდი.

რამდენიმე დღეში მაესტრომ დამირეკა, ერთ-ერთ კორპორატიულ საღამოზე გამოსვლა შემომთავაზა. დიდად არ მხიბლავდა ასეთი ღონისძიებები, თავიდან დათანხმება არც მინდოდა, მაგრამ მისე დაჟინებით მთხოვდა, უფრო სწორედ მოითხოვდა:
- ამდენი წლების ნაშრომს წყალში მიყრიო! - უკვე მერამდენედ მეუბნებოდა.
შემრცხვა და დავთანხმდი.

ერთ-ერთი რუსი ოლიგარქი ქალიშვილს დაბადების დღეს უხდიდა. მთელი ბომონდი იქ იყო შეკრებილი. შოუ-ბიზნესის, ცნობილი სპორტსმენები, მოდელები და სხვადასხვა სფეროების წარმომადგენლები. მე ერთი სიმღერა უნდა შემესრულებინა, საღამოზე დარჩენას არ ვგეგმავდი. მოთმიებით ველოდი საკუთარ რიგს. შამპანურს ვწრუპავდი და წვეულებაზე მოსულ სტუმრებს ვაკვირდებოდი.
სწორედ ამ დროს შევამჩნიე ისინი. მიშა და მისი მეგობარი რამდენიმე ლამაზმანის თანხლებით ერთ-ერთ მაგიდასთან ისხდნენ. შორიდანვე შემამჩნია, შამპანურის ბოკალი ამიწია მოსალმების ნიშნად. მეც ოდნავ შესამჩნევად დავუქნიე თავი და მაესტროსა და ჩემს პროდიუსერთან გავაგრძელე საუბარი.
- ასე მოქცევა არ შეიძლება. პოპულარობის ზენიტში ხარ. თაყვანისმცემლები შენგან ახალს და ახალს ელიან. შენ კი ასეთ პაუზას აკეთებ. - მსაყვედურობდა პროდიუსერი.
- სამი თვე დიდი დრო არაა! - ვცდილობ თავი ვიმართლო.
- ეს შენ ფიქრობ ასე. ხალხს თავი არ უნდა მიავიწყებინო. რეკლამა გჭირდება, შოუები, კონცერტები. - არ ცხრებოდა ის.
- გპირდებით, გამოვსწორდები. ჩავდგები ფორმაში. - სიცილით ვამშვიდებდი და უკვე მერამდენედ ვბრაზდებოდი საკუთარ თავზე აქ გამოსვლას რომ დავთანხმდი. რა მინდოდა, რას მოვდიოდი? ამ ლექციას მაინც ხომ ავცდებოდი?
- ისევ მატყუებს? - ამჯერად მაესტროს ეკითხება ის. - ჯიუტია, ჯიუტი. თვითონ თუ არ უნდა, მორჩა. თითსაც არ გაანძრევს. საქმე არც კი ანაღვლებს.
- დამშვიდდი. რადგან დაგპირდა ესე იგი დანაპირებს შეგისრულებს! - თვალს მიკრავს მაესტრო. - იცოდე არ მოატყუო, თორემ აღარც მე არ დაგიჯერებ.
- არა, მართლა გამოვჩნდები, უბრალოდ მძიმე პერიოდი მქონდა!- ვცდილობ თავის მართლებას. ბედნიერი ვარ, რადგან უკვე ჩემი გამოსვლის დროა. ვმღეროდი, ალბათ კარგად, დამსწრე საზოგადოება სიმღერისას მყვებოდა. სტუმრები ერთობოდნენ. წესით ერთი სიმღერა უნდა შემესრულებინა, მაგრამ სცენიდან ჩემოსვლის საშუალება არ მომცეს, რამდენიმე სიმღერა შევასრულე. ვგრძნობდი მათ სიყვარულს. იმხელა სითბო მოდიოდა, რომ გული მეც სიხარულით ამევსო. საკუთარი პრობლემები თითქოს დამავიწყდა. ტკივილი დამიამდა. სცენიდან ბედნიერი ჩამოვედი.
წასასვლელად ვემზადებოდი: - ბედნიერებისგან ასხივებთ! - მომიახლოვდა მიშა.
- ასეცაა. სიმღერა მაგარი თერაპიაა!
- ღიმილი გიხდებათ! - აღნიშნა მან.
- ალბათ! ღიმილი ყველას უხდება! სასიამოვნო იყო თქვენი ნახვა. - დავემშვიდობე მას.
- ასე სწრაფად მიდიხართ? იმედი მქონდა ცოტა ხნით შემოგვიერთდებოდით. - მის მეგობრებს გახედა მან.
- ხალხმრავალი წვეულებები არ მიყვარს. თან მელოდებიან! უნდა წავიდე. - ვგრძნობდი, რომ თანდათან ვღიზიანდებოდი, უცხო ადამიანთან ახსნა -განმარტებების მიცემას მიჩვეული არ ვიყავი.
- უფრო წყნარ ადგილზე რომ დაგპატოჟოთ? - ისევ მაცდურად მიღიმოდა.
თავი ვეღარ შევიკავე: - არ არის საჭირო! - საკმაოდ უხეში ტონით ვუპასუხე.
ისეთი კმაყოფილი სახე ჰქონდა, რომ მივხვდი ჩემგან სწორედ ასეთ რეაქციას ელოდა. თითქოს ჩემს ნერვებზე თამაშით ერთობოდა.
- ჩემი გეშინიათ? - მოულოდნელად მკითხა მან.
- უნდა მეშინოდეს? - გაოცება ვერ დავმალე.
- ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გეშინიათ ჩემს ხიბლს ვერ გაუძლებთ და ამიტომაც ამბობთ შეხვედრაზე უარს! - საოცრად კმაყოფილი, თვითდაჯერებული ტონით მითხრა. თავი ვერ შევიკავე და სიცილი წამსკდა.
- საკუთარ შესაძლებლობებში ზედმეტად ხართ დარწმუნებული.
- შემიძლია თქვენც დაგარწმუნოთ. - მაცდურად მიმზერდა ის.
ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ვიზიდავდი. თითქოს თვალებით მაშიშვლებდა. ასეთ დამოკიდებულებას მამაკაცებისგან მიჩვეული ვიყავი. ამიტომ არც ამჯერად გამკვირვებია.
- გასაგებია მოგწონვართ და ალბათ არც ჩემთან სექსზე იტყოდით უარს. - ზედმეტი მიკიბ-მოკიბვის გარეშე პირდაპირ ვუთხარი - თუ თქვენი თანმხლები ქალბატონებით ვიმსჯელებთ, არც ლამაზი ქალების ყურადღებას უჩივიხართ! არ მინდა ტყუილად დაკარგოთ დრო.
- ანუ თქვენ არ მოგწონვართ? - აშკარად თავმოყვარეობა შეელახა.
- ეგ არ მითქვამს. საკმაოდ სიმპატიური მამაკაცი ხარ. ბრმა უნდა იყო, ეს რომ ვერ დაინახო, მაგრამ...
- რა მაგრამ? ერთმანეთი მოგვწონს, ხელს რა გვიშლის ვერ გავიგე.
- თქვენ გინდათ დამარწმუნოთ, რომ ვინც კი მოგწონთ ყველასთან წვებით?!- გამეცინა მე.
- კი. - ისეთი სახით მითხრა, რომ მივხვდი არ მატყუებდა.
წინ მედგა ადამიანი, რომელიც ქალებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. იყო სექსუალური, იყო პოპულარული. ჰქონდა ბევრი ფული. რა სჭირდებოდა კიდევ სხვა?! ალბათ არც არაფერი. ის იყო ჭირვეული, განებივრებული ბავშვი, რომელსაც ყველა სურვილს უსრულებდნენ. ასე იყო მიჩვეული და ასე უნდოდა.
- ბოდიშით, მაგრამ ლოგინში თქვენს პარტნიორობას არ ვაპირებ!
- რატომ? - გაოცებული მეკითხებოდა ის.
- მამაკაცი თუ არ მიყვარს, მასთან არ ვწვები. - მოკლედ მოვუჭერი.
მხიარულად გაეცინა: - აი, მესმის. ესე იგი თავი უნდა შეგაყვაროთ? - ჩვენმა დიალოგმა აშკარად კარგად გაართო.
- არ გეშინიათ, თქვენ რომ შეგიყვარდეთ? - თამაშში ავყევი მეც.
- ჯერჯერობით არავინ მყვარებია. არა მგონია თქვენ შემიყვარდეთ!
გამეცინა. ცუდი ბიჭი არ ჩანდა. რასაც ფიქრობდა პირდაპირ ამბობდა. ქალებთან ერთობოდა. სერიოზული ურთიერთობები არ სჭირდებოდა. ეს იყო და ეს. იმდენად იყო მათგან ყურადღებას მიჩვეული, რომ ჩემს მოხიბვლას არც კი ცდილობდა.
- ქალი მეგობარი გყოლიათ? - მოულოდნელად ვკითხე მას.
- ალბათ, მეექვსე კლასამდე. - გაეცინა - რატომ მეკითხებით?
- როგორ გითხრათ. თქვენთან დაწოლა ნამდვილად არ მსურს. თუმცა საკმაოდ მართობთ. არის თქვენში რაღაც ...
- ანუ?!
- მეგობრობას გთავაზობთ.
ალბათ ასეთ წინადადებას არ ელოდა.
- მეგობრობისთვის ზედმეტად სექსუალური ხართ, ვერ შევძლებ! - ყოყმანით მითხრა მან.
- თქვენი გადასაწყვეტია. წარმატებებს გისურვებთ. - დავემშვიდობე და წამოვედი.


მეთოთხმეტე თავი
- გამოდის მაინც მოახერხა შენი მოხიბლვა? - ტკივილით ვეკითხები სალომეს. ყურადღებით მაკვირდება და ეცინება.
- ნაწილობრივ. გაიცნობ და მიხვდები რას ვგრძნობ მის მიმართ. მან ჩემში ისეთი თვისებები აღმოაჩინა, რომელთა არსებობაზეც მეც კი არ მქონდა წარმოდგენა. თავი ძლიერ ადამიანად მიმაჩნდა. ყოველთვის სხვას ვედექი მხარში. სხვაზე უნდა მეზრუნა.
- ის სხვა მეც ვარ?! - ირონიულად ვეკითხები, ჩემს ტონს არ იმჩნევს.
- მხოლოდ შენ არა. თითქმის ყველა ჩემს გარშემო. ითხოვდნენ მებრძოლა. თავი არავისთვის დამეხარა. მიშასთან კი პირიქითაა. ჩემში პატარა გოგო აღმოაჩინა. მფარველად მომევლინა. შემიძლია მყარად დავეყრდნო. მისი იმედი მაქვს, ცდილობს მომიფრთხილდეს. ისე იქცევა, თითქოს მსხვრევადი, ფაიფურის თოჯინა ვარ, რომელსაც უნდა ეფერო. ცხოვრებაში პირველად მივხვდი, რომ ასეთი მოპყრობა მსიამოვნებს. ძალიან დავიღალე. თითქოს გამოვიფიტე. მან კი სტიმული მომცა. ხალისი დამიბრუნა. ვხვდები, რომ ჩემი სიტყვების მოსმენა არ გსიამოვებს, მაგრამ ვერც მოგატყუებ.
- არა. რა უფლება მაქვს უკმაყოფილება გამოვხატო. უბრალოდ მწყინს, ისე ლაპარაკობ, თითქოს მე არ გიფრთხილდებოდი. არ მიყვარდი. ან იქნებ სხვა რამეს ელოდი ჩემგან და ვერ მოვხვდი?! დავიჯერო ვერ გრძნობდი ჩემს სიყვარულს?! მე ხომ ისევ ისე ძლიერად, თავდავიწყებით მიყვარხარ.
თვალი ამარიდა. დავინახე ცრემლები როგორ მოიწმინდა.
- ალბათ გიყვარდი ან იქნებ ახლაც გიყვარვარ, მაგრამ შენთან ყოფნა ოცნებას ჰგავდა, რომელიც უბრალოდ არ ამიხდა. ვიცი რომ გიყვარდი, მაგრამ შენებურად. ჩვენი ერთად ყოფნა შეუძლებელი იყო. მე იმ რეალობასთან შეგუება ვცადე, სადაც აღმოვჩნდი. იქ კი მიშა ვიპოვე. გთხოვ, გამიგე, შენს მიმართ განცდილი გრძნობები მხოლოდ სიყვარული არ იყო. ჩემთვის ცხოვრების აზრი იყავი. მაგრამ დასრულდა. თავისი ღრმა კვალი დატოვა, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვება. მაგრამ ვხვდები, რომ აღარ შემიძლია. შენ რომ გიყურებ ისევ წარსულში ვბრუნდები. იქ კი მხოლოდ ტკივილია. ჩამთვალე ეგოისტად, შენი ნებაა. უბრალოდ ამ ყველაფრისგან დავიღალე. მომავალი არ გვაქვს, რომ გითხრა მიყვარხარო, რა შეიცვლება? ისევ ცრემლები და ისევ მონატრება?
- შეცვლით ძალიან ბევრი რამ შეიცვლება. წამოხვალ თბილისში, მიიღებ იმ თანამდებოდას რასაც გთავაზობენ. მეც გავშორდები სოფის და ვიქნებით ერთად.
- დარწმუნებული ხარ? - აშკარად ირონიით მეკითხება ის.
- კარგი, გასაგებია. რაც არ უნდა გითხრა აზრს მაინც არ შეიცვლი. თხრობა იქ შეწყვიტე მეგობრობა რომ შესთავაზე. შემდეგ რა მოხდა? როგორ შესძლო თავის შეყვარება? - ვცდილობ ისევ ძველ თემას მივუბრუნდე, მართალია ტკივილს მაყენებს, მაგრამ მინდა ბოლომდე მოვუსმინო.
- შემდეგი შეხვედრა ისევ წვეულებაზე შედგა. კარგად მახსოვს ის დღე. ჩემი პირველი სოლო კონცერტი. იმ საღამოს ვბრწყინავდი. ვახო და ტატიანა გვერდში მედგნენ. ჩემი პატარა ხულიგანიც მხარს მიმშვენებდა. უბედნიერესი ვიყავი. ცოტა დავლიე კიდეც. შენც ხომ იცი ნასვამი როგორი „კეთილი“ ვარ?. სულ ვიღიმებოდი. საკუთარ თავს რომ ვუმზერდი, მეც კი მომწონდა. ჩინური სტილის დახურული, მუქი მწვანე, ჭრელი ყვავილებით მოჩითული მოკლე კაბა მეცვა. თვალები მიციმციმებდა. თემურიკო იქვე დარბოდა. მისი შემხედვარე სიცილს ვერ ვიკავებდი. ხან ვახოსთან ვცეკვავდი, ხან ტატიანასთან. რამოდენიმე წუთით ბართან ჩამოვჯექი. დასვენება არ მაწყენდა. ამდენი ხტუნაობისგან ფეხის გულები მეწვოდა.
- აი, ეს მესმის! - მომესხმა ნაცნობი ხმა. მიშა იქვე იჯდა და ყურადღებით მაკვირდებოდა. თვალები სიხარულით უციმციმებდა.
- ვაუ. ახალო მეგობარო როგორ ხარ?! - ღიმილით მივესალმე მეც.
- მეგობარო!- ამრეზით გაიმეორა მან - კარგი იყოს შენებურად! - ახლოს მოვიდა და თბილად მომეხვია - ამ საღამოს ვერ დავაკლდებოდი. ულამაზესი ანასტასია კოვალიოვა! ისე ცოტა გრძელი კაბა რომ გცმოდა, იქნებ მეფიქრა კიდევაც შენთან მეგობრობაზე! - ჩუმად მიჩურჩულა მან.
- შენსას მაინც არ იშლი?! - სიცილს ვერ ვიკავებდი.
- ის ვინ არის? - თავით ვახოზე მანიშნა მან, რომელსაც თემურიკო როგორც იქნა დაეჭირა და ჰაერში ისროდა.
- რომელზე მეკითხები ბავშვზე თუ კაცზე? - ვითომ ვერ მივხვდი რა მკითხა ისე შევხედე. რატომღაც ვფიქრობდი, რომ მისი ქერა მეგობრისგან ვახოს ვინაობა ეცოდინებოდა. სახე შეეცვალა, დასერიოზულდა, მომეჩვენა თითქოს გაბრაზდა კიდევაც.
- კაცზე გეკითხები! - კბილებში გამოსცრა. ალბათ, გაუმართლა იმ დღეს განსაკუთრებით კარგ განწყობაზე რომ ვიყავი. თორემ ასეთი ტონით მომართვას არ ვაპატიებდი. თან უნდა ვაღიარო, მისი გაბრაზება მსიამოვნებდა.
- გინდა გაგაცნო? კარგი ბიჭია! - სიცილი ვერ შევიკავე. ვახოს და თემურიკოს ტატიანაც მიუახლოვდა. აქეთ-იქით იყურებოდნენ, აშკარად მე მეძებდნენ. ხელი დავუქნიე და ისინიც ჩემი მიმართულებით წამოვიდნენ.
- რომ ვერ დაგინახეთ, შევშინდით. თუმცა ვხედავ მშვენივრად ერთობი! - თვალი ჩამიკრა ქალმა.
ბღვერაში არც ვახო ჩამორჩა მისას. შორიდანვე მუქარით მიაჩერდა მას. ძალიან მახალისებდა მათი მზერა. ეჭვიანი თაყვანისმცემლებივით აკვირდებოდნენ ერთმანეთს.
- ეს ვინღაა? - ემჯერად ვახომ კითხულობდა.
მათი შემხედვარე სიცილს ვეღარ ვიკავებდი. ვგრძნობდი, რომ არასერიოზულად ვიქცეოდი, მაგრამ აშკარად სასმელი მოქმედებდა. ვერაფრით ვჩერდებოდი.
- ბოდიშით! - ცრემლების წმენდით ვეუბნებოდი მათ - ეს ჩემი ახლობელია, მიშა. - მთლად მეგობარი ვერ ვუწოდე, მომერიდა - ეს კი ჩემი უახლოესი, ბავშვობის მეგობარი ვახო და მისი უმაგრესი მეუღლე, ტატიანა! - როგორც იქნა წარვუდგინე ერთმანეთს.
მიშას სახე გაებადრა, აშკარად გაუხარდა ტატიანა ვახოს მეუღლედ რომ დაიგულა და ემოციები ვეღარ შეიკავა. ვახოს გახარებული მოეხვია.
- გადამრევს ეს გოგო, ასეთ გიჟებს სად პოულობ? - ქართულად გადმომილაპარაკა მიშას უეცარი ჩახუტებით გაკვირვებულმა ვახომ.
- ვიზიდავ, გიჟებო ჩემთან! - ქართულადვე ვპასუხობ და ისევ სულელივით ვიცინივარ.
ყველაზე უცნაური ის იყო, რომ მიშას შესახებ ვახოს ინფორმაცია არ ჰქონდა, სამაგიეროდ პატარა თემურიკომ იცნო.
- დე, სპორტსმენი რომაა, ჰოკეისტი ისაა?! - ვითომ ჩუმად მკითხა მან.
მისი სიტყვები მიშამაც გაიგონა, ჭკუაზე არ იყო ისე ესიამოვნა: - მიცნო? ჰოკეი გიყვარს? მოგწონს? - თბილად ეკითხებოდა ის.
ბავშვმაც, როგორც კი იგრძნო ყურადღება გაიბადრა, ბედნიერი ეტიკტიკებოდა მიშას, თვალები უციმციმებდა მის კუმირთან შეხვედრა ისე უხაროდა.
- შეხედე ამ გამყიდველს, როგორ უცებ მიღალატა. - ეცინებოდა ვახოს, როცა თემურიკოს კმაყოფილსა და ბედნიერ სახეს ხედავდა.
ბავშვი მიშას ეჯდა კალთაში. რაღაცას უყვებოდა. ის კი ეფერებოდა. მსიამოვნებდა შვილის ბედნიერების ყურება, მაგრამ გულიც მწყდებოდა.
ალბათ ჩემი განწყობის ცვლა ვახოსაც არ გამორჩა: - არ გინდა. ბავშვს საღამო არ ჩააშხამო. ცრემლები არ დავინახო იცოდე! - გულში ჩამიკრა მან.
- უბრალოდ, იმ დროს შენ გამახსენდი, წარმოვიდგინე თქვენი შეხვედრა და გული ამიჩუყდა. მათ ვუმზერდი და შენ გნატრობდი! - სალომე მე არ მიყურებდა. ხელები მუხლებზე ჰქონდა მოხვეული, ჩუმად საუბრობდა - იმ დღეს საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ უნდა დამევიწყებინე. საკუთარ თავზე გავბრაზდი, წინ მიშა მეჯდა, ყველა თვისება ჰქონდა იმისთვის, რომ თავდავიწყებით შემყვარებოდა. მე კი ისევ შენზე ვფიქრობდი, კაცზე, რომელსაც ჩემი დანახვაც კი არ გსურდა. სრულიად უცხო ადამიანი ჩემს შვილს გულში იკრავდა, საკუთარ მამას კი მისი სახელის გაგონებაც არ გსურდა. - მისმა სიტყვებმა კიდევ ერთხელ მატკინეს გული.
- მაპატიე. - იდიოტივით უკვე მერამდენედ ვიმეორებდი.
- არა. ახლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. თუმცა იმ წუთებში ძალიან მტკიოდა. ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი ცხოვრებიდან შენი ამოშლა უნდა მომეხერხებინა. არ მინდა იფიქრო, თითქოს შენი დავიწყების სურვილის გამო დავუახლოვდი მიშას. უბრალოდ მივხვდი, რომ მისთვის შანსი უნდა მიმეცა. ეს მეც წამადგებოდა და თემურიკოსაც. ალბათ, ჩემი განწყობის ცვლილება არც მას გამოეპარა. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის არაფერი უკითხავს. ვახოსთან საუბრობდა და შიდა და შიგ გამომხედავდა ხოლმე.
- კარგი ბიჭი ჩანს, თბილი, ყურადღებიანი. - მეუბნებოდა ტატიანა - ბავშვებიც უყვარს. ხედავ თემურიკოს როგორ ეთამაშება?
- მე მგონი თემურიკოზე მეტი ჭკუა არც თვითონ აქვს! - ირონიულად ავღნიშავ მე.
- ადამიანები ისე გადაგვარდნენ, საკუთარ შვილსაც კი არ აქცევენ ყურადღებას. არამც თუ სხვისას. ეს ბიჭი არ უნდა დაკარგო. ისე გიყურებს, აშკარად მოსწონხარ.
გამეცინა: - საქმეც მაგაშია, რომ მხოლოდ მოვწონვარ. ეგ ისეთი ტიპია ქალები იქეთ ეხვევიან. მექალთანეა, ზუსტად იცის როგორ უნდა იმოქმედოს, რომ მოგხიბლოს. მისთვის სასურველი სათამაშო ვარ, როგორც კი საწადელს აისრულებს, კუთხეში მომისვრის და დამივიწყებს.
ჩემსდა გასაკვირად, ამის გააზრებაზე რატომღაც გული დამწყდა.
- მაგ საკითხზე წინასწარ რატომ ფიქრობ? დასაკარგი რა გაქვს? ნახე რა ბიჭია. არა მგონია ასე მოხერხებულად თამაშობდეს. აშკარად სიმპატიითაა განწყობილი. - აზრს არ იცვლიდა ტატიანა. ყველაზე მეტად მისი ეს თვისება მომწონდა. ცხოვრებაში მხოლოდ პოზიტივი არსებობდა. - დატკბი დღევანდელი დღით. მომავალზე წინასწარ რატომ ფიქრობ? რაც მოსახდენია შენ მაინც ვერ შეცვლი.
- აღარ შემიძლია, ახალ ტკივილს ვერ გადავიტან.
- ასე ვერ იცხოვრებ. მომავლის შიშით დღევანდელ ბედნიერებას კარგავ. შენს ადგილზე დღესვე კისერზე ჩამოვეკიდებოდი. ამდენი რომ მეფიქრა, ვახოსთან კი არ ვიქნებოდი. - თვალი ჩამიკრა მან - ვახოს და თემურიკოს წავიყვან და აბა შენ იცი!
სიტყვის თქმა არც კი დამაცადა, გაბუსხული სახით მიუჯდა ვახოს.
- დავიღალე. პატარაც დაიღლებოდა. ანასტასია სტუმრებს ვერ დატოვებს. გეხვეწები ჩვენ მაინც წავიდეთ. თან თემურიკოც წავიყვანოთ. ეძინება უკვე.
უნდა ვაღიარო, რომ თემურიკოს შემთხვევაში ტატიანა ნამდვილად არ ტყუოდა. კარგა ხანია მიშას მკლავებში კომფორტულად მოწყობილს ეძინა. ვახომ ფრთხილად გამოართვა პატარა და მკერდზე მიიკრა.
- ჭკვიანად! - გადმომხედა მე. თვალი ჩამიკრა და პრანჭვით მიმავალ მეუღლეს გაჰყვა.
- კარგი მეგობრები გყავს. ერთგული. ერთმანეთი აშკარად ძალიან უყვართ! - ღიმილით აღნიშნა მიშამ.
- კი, ასეა. - ვეთანხმები მას.
- აღარ მეგონა ასეთი ურთიერთობები კიდევ თუ არსებობდა.
თვალებში ისე მიყურებდა, თავი უხერხულად ვიგრძენი. თვალი ავარიდე. მივხვდი, აშკარად გავწითლდი. საკუთარ თავზე გავბრაზდი. ამდენი წლის შემდეგაც, კი მიჭირდა სიწითლის დამალვა. კმაყოფილი იღიმებოდა. ჩემსკენ უფრო ახლოს მოიწია. თითქმის გვერდი-გვერდ ვისხედით. ვუმზერდით მოცეკვავე სტუმრებს, ვგრძნობდი, რომ სასმელი უკვე ტვინში მირტყამდა და მხოლოდ მინერალურ წყალს ვსვამდი.
- მეჩვენება, თუ დაძაბული ხარ? - გამომცდელად, სერიოზული სახით მკითხა - მთელი საღამოა გიყურებ. თითქოს მხიარულობ, მაგრამ აშკარად რაღაც გაწუხებს.
უხერხულად შევიშმუშე. უკან გავიწიე. ჩვენს შორის დისტანცია რომ დამეცვა. ოდნავ გაეღიმა. ისევ თავის პირვანდელ ადგილს დაუბრუნდა. მოწყენილი მაკვირდებოდა, ან იქნებ მე მეჩვენებოდა ასე.
- ეგონა, უფრო სწორედ იმედი მქონდა ოდნავ მაინც მოგწონდი, მაგრამ ისეთი სევდიანი თვალებით მიყურებ, ვეღარაფერი გავიგე. ასეთ ცუდ გაწყობაზე გაყენებ?! - ხმა გაებზარა. აშკარად არ მეჩვენებოდა. მართლა აღელვებდა ჩემი უგუნებობა.
- შენ არაფერ შუაში ხარ. უბრალოდ მე ვარ ასეთი. - დუმილი დავარღვიე. თვალები ცრემლებით მევსებოდა. საკუთარ თავზე მე თვითონ მეშლებოდა ნერვები. იმის მაგივრად, რომ მისი საზოგადოებით დავმტკბარიყავი, სულელივით ვტიროდი.
- მომისმინე, ანასტასია! - ისევ ახლოს მოიწია მან - მომწონხარ. ისე მიზიდავ, როგორც არავინ ცხოვრებაში. ვგრძნობ რომ რაღაც გიჭირს. თმა კი არ გსურს. მე კარგი მსმენელი ვარ. გთხოვ! თუ რამით შემიძლია დახმარება. ასეთს ვერ გიყურებ! - მის ხმაში ისეთი გულწრფელობა ჟღერდა, აშკარად გული შესტკიოდა ჩემზე. არ ვიცი რამდენად გქონია ასეთი შეგრძნება. თითქოს მისგან შებრალებას ველოდიო, გრძნობები ვეღარ მოვთოკე. ცრემლები ღაპა-ღუპით მომდიოდა. გულამოსკვნილი ვტიროდი. ასე სუსტად თავი არასოდეს მომჩვენებია. თურმე ადამიანი მჭირდებოდა, ვისთანაც ემოციებს გამსვლის საშუალებას მივცემდი, რომელიც მომისმენდა. მიშამ გულში ჩამიკრა. ისე მეფერებოდა თითქოს პატარა ბავშვი ვიყავი. მისი ხელებიდან განთავისუფლებას არც კი ვცდილობდი. პირიქით, შვება ვიგრძენი, ტკივილი ნელ-ნელა გაყუჩდა. როგორც იქნა გული მოვიოხე. არ ვიცი რამდენ ხანს ვყავდი ასე მკლავებში მოქცეული. დროის აღქმა დავკარგე.
- მაპატიე! - უკან გავიწიე, როცა დავმშვიდდი და გავიაზრე რამდენად არაადეკვატურად ვიქცეოდი. პიჯაკი ჩემი ცრემლებისა და მაკიაჟისგან დასვრილი ჰქონდა. შემრცხვა და საკუთარ თავზე უფრო მეტად გავბრაზდი.
- ცოტა დამშვიდდი? - თბილად მკითხა მან. ისეთი სახით მიყურებდა, რომ უხერხულობა მომეხსნა. თანხმობის ნიშნად თავი ღიმილით დავუქნიე.
- მეც ეგ მინდოდა. - მხიარულმა და კმაყოფილმა მითხრა - თუ კიდევ დაგჭირდეს ჩემი მხარი გულის მოსაოხებლად, ყოველთვის მზად ვარ! - მაცდურად მიღიმოდა, თვალებში ბედნიერებასა და კმაყოფილებას ასხივებდა.
- იმედია აღარ დამჭირდები! - სიცილი ვერ შევიკავე და მეგობულად მხარზე ხელი გავკარი.
- ჰა, ახლა თუ მორჩი ტირილს, წავიდეთ ვიცეკვოთ. ამდენ ხანს ერთ ადგილზე ჯდომა არც მე შემიძლია! - ხელი გამომიწოდა მან.
უარი არ მითქვამს, გამოწვდილ ხელს საკუთარი შევაგებე და მხიარულებას შევუერთდით. იმ საღამოს ბევრი ვიცეკვეთ. არაფერი ზედმეტი. მხოლოდ ვცეკვავდით. მსიამოვნებდა მისი ძლიერი ხელების შეხება. მთლიანად მივენდე პარტნიორს. ვგრძნობდი მის გულისცემას და კმაყოფილი ვიყავი. არ ვიცი მე როგორ გამოვიყურებოდი. ან რას ფიქრობდა, თვალები უბრწყინავდა და ძლიერად მიკრავდა გულში. მეც თავი მის მხარზე მედო და ვგრძნობდი, რომ ამდენი წლის შემდეგ, როგორც იქნა მშვიდად ვიყავი. აღარ ვშფოთავდი. აღარ მეშინოდა.
- აბა შენი მხარი აღარ დამჭირდებაო? - გაოცებულმა მკითხა მან, როცა შეამჩნია, რომ ისევ ცრემლი მოვიწმინდე ჩუმად.
- ეს სხვა ცრემლებია! - ვცდილობ გავიღიმო.
- ვიცი, ვგრძნობ! - კმაყოფილი მეუბნებოდა და ცრემლიან თვალებს მიკოცნიდა. ნელ-ნელა ტუჩებისკენაც მიიწევდა, მაგრამ სახე მოვარიდე. თავშესაფარი ისევ მის კერდში ვიპოვე. ხმამაღლა იცინოდა და გულში უფრო ძლიერად მიკრავდა.
- პატარა გოგოს გევხარ. ამას ვერც კი ვიფიქრებდი. თემურიკო ჩემი თვალით რომ არ მენახა, არ დავიჯერებდი დედა რომ ხარ. ასეთი თუ იქნებოდი რას წარმოვიდგენდი! - ისევ იცინოდა ის.
- როგორი?! - ვერ მივხვდი რას გულისხმობდა და გავღიზიანდი.
- ასეთი მგრძნობიარე! - ნიკაპზე თითი გამკრა მან - მეგონა ყურადღებისგან განებივრებული, თავქარიანი გოგო იქნებოდი. შენ კი... - ისეთი აღტაცებით იმზერდა, შემრცხვა და ისევ გავწითლდი.
- ჯანდაბა, ვერ იქნა და ამ ოხერ გაწითლებას ვერ გადავეჩვიე! - ხმამაღლა ჩავიბურტყუნე მის მკერდში თავ-ჩარგულმა.
- მე კი ყველაზე მეტად ეგ მომწოს! - პატარა ბავშვივით ამჯერად თავზე მაკოცა მან.

თავი ხელებში მქონდა ჩარგული. სალომეს მოსმენა აღარ შემეძლო. ვხვდებოდი, რომ ის მიშა მართლა უყვარდა. ზუსტად გავიაზრე, რომ ჩემთვის ყველაფერი დასრულდა. იმ წუთში თითქოს სუნთქვა შევწყვიტე. გულისცემა გამიჩერდა. მძულდა, სრულიად უცნობი ადამიანი მთელი არსებით მძულდა. მან ხომ ჩემი ერთად-ერთი სიყვარული წამართვა. თუმცა არანაკლებ მძულდა საკუთარი თავიც.
სალომე ჩემს რეაქციას აკვირდებოდა.
- გსიამოვნებს, ალბათ ასეთ დღეში რომ ვარ! - გაღიზიანებას ვეღარ ვმალავდი მე.
- არა. შენ წარმოიდგინე არა. უბრალოდ მინდოდა სიმართლე გცოდნოდა. ვხვდები რასაც ცდილობ. ვხედავ ბიჭებიც შენ გიჭერენ მხარს, აიშაც. მაგრამ... უკვე გვიანია. უნდა გამიგო და მიხვდე, რომ ჩვენი ამბავი დასრულდა. ვახოს და დიმკას კარნახით ვერ ვიცხოვრებ. მიყვარდი თავდავიწყებით, მაგრამ... გულს ვერ ვუბრძანებ. ვაღიარებ, როცა გხედავ დღემდე ვფორიაქობ, ოღონდ ეს ის გრძნობა აღარაა. გულის სიღრმეში ისევ ხარ, როცა გხედავ თავს ვერ ვიკავებ, მიხარია, ბედნიერი ვარ, მაგრამ ეს ის მაინც აღარაა. ხვდები რისი თქმა მსურს?
მისკენ ვიხრები, მინდა მოვეხვიო და გულში ჩავიკრა როგორც ადრე, მაგრამ უკან იწევს.
- არ გინდა გთხოვ. ახალ ტკივილს ნუ მომაყენებ. გამიშვი შენი ცხოვრებიდან. მომეცი უფლება ბედნიერი ვიყო!
- ბედნიერებაში მე გიშლი ხელს? - ემოციები მაწვება - მე, მე რა ვქნა? ისევ ისე რომ მიყვარხარ? მე როგორ მოვიქცე?- ტკივილით ვეკითხებოდი, მხრებში დავწვდი, სახეში ჩავაცქერდი - მიპასუხე, რა ვქნა მეთქი? როგორ მოვიქცე?! - სახის არიდებას ცდილობდა, მაგრამ ამის საშუალება არ მივეცი. - თვალებში მიყურე, სახეს ნუ მარიდებ! - მუქარით გამოვცარი კბილებში.
გამოხედვა შეეცვალა. მზერა გაუცივდა: - სოფიო გყავს და იყავი მასთან!
- ჩვენი სიყვარული? - არ ვცხრებოდი.
- ჩვენი სიყვარული არ არის. წესით უნდა მიმხვდარიყავი. ერთხელ დამტვრეულს აღარაფერი ეშველება. შეიგნე ეს. „ჩვენ“ აღარ ვართ. აღარ ვარსებობთ. დასრულდა. აღარ მინდა და აღარც შემიძლია... დავიჯერო ასე ძნელია ამის გაგება? აღარ მინდა ამდენი დაძაბულობა. მყავს ადამიანი, რომელსაც ვუყვარვარ ისეთი როგორიც ვარ. არ ითვლის ჩემი საყვარლების რაოდენობას, არ აინტერესებს ვიყავი თუ პატიოსანი. უბრალოდ ვუყვარვარ და მორჩა. დავიჯერო თქვენ ორს შორის განსხვავებას ვერ ამჩნევ? - თითქმის ყვიროდა ის.
- ის ერთი შეცდომა ვერ მაპატიე, ხომ? იმ ერთ დღეს გადამაყოლე! რა მოხდა ასეთი, ვის არ უეჭვიანია?- არ ვთმობდი პოზიციებს.
- საკმარისია. ჩემი სათქმელი გითხარი. როგორც გინდა ისე მოიქეცი. სხვაგვარად როგორ აგიხსნა?
- აი, ასე... - ჩემსკენ მივიზიდე და მონატრებულ ტუჩებს დავეწაფე. სხეულში ელექტრო შოკივით დამიარა. თავიდან გამიძალიანდა. გასხლტომას ცდილობდა, ძლიერად ვუჭერდი ხელს. როგორც იქნა ჩემად დავიგულე. ნელ-ნელა მოდუნდა და ჩემს ნებას დაჰყვა. მისი მომატებული გულისცემაც კი მესმოდა, თითქოს ამოვარდნას ლამობდა. პატარა ჩიტით ფრთხიალებდა. თურმე როგორ მომნატრებოდა. მისი ბაგეების გემოს ვიმახსოვრებდი. აი, რა იყო ჩემთვის ბედნიერება. აი ვინ იყო ჩემთვის ცხოვრება. ხელის გაშვება აღარ მინდოდა. უფლება რომ მქონოდა ალბათ გავიტაცებდი სადმე უკაცრიელ კუნძულზე, სადაც მხოლოდ ჩვენ ორნი ვინებოდით ზედმეტი მოწმეების გარეშე, მაგრამ...
- დაიკმაყოფილე სურვილი? - როგორც კი ალერსი დავასრულე კბილებში ცივად გამოსცრა მან.
- არ თქვა, რომ შენ არ მოგეწონა! - ოდნავ ცინიკურად გამომივიდა ნათქვამი.
- არც ვუარყოფ. მომეწონა. ოღოდ შენგან ქმარზე უკეთესი საყვარელი გამოვიდოდა! - აშკარად ჩემს ნერვებზე თამაშობდა.
- პრინციპში წინააღმდეგი არ ვარ! - ვხვდებოდი, რომ ვთავხედობდი, მაგრამ მისი გაბრაზება მახარებდა. მიუხედავად იმისა, რომ აღარ ვკოცნიდი ისევ ისე მყავდა ჩახუტებული. მისი სხეულიდან წამოსული სითბო მსიამოვნებდა. რამდენიც არ უნდა ემტკიცებინა დაგივიწყეო, ვიცოდი, რომ ვუყვარდი. ამაში ამ კოცნამაც დამარწმუნა. უბრალოდ სიმართლის აღიარება არ სურდა. მისი ჯიუტი ხასიათის გადამკიდე, ალბათ ამას მისი ნებით არც არასოდეს აღიარებდა. ისევ საკოცნელად დავიხარე.
- საკმარისია. ერთხელ მაკოცე და შეირგე. - მკაცრად გამომიცხადა მან - ხელი გამიშვი და მომეცი საშუალება წავიდე!
ხელი გავუშვი: - გიყვარვარ! - კმაყოფილმა ღიმილით ვუთხარი მას.
მხრები აიჩეჩა: - ჩემი ნათქვამიდან ვერაფერიც ვერ გაგიგიაო. - მომაძახა და სასტუმროსკენ წავიდა.
დავრჩი ნაპირზე საკუთარ ფიქრებთან მარტო. ვხვდებოდი, რომ სალომე ბოლომდე არ ტყუოდა. იმ ბიჭის მიმართ რაღაც გრძნობა ნამდვილად ჰქონდა. შეიძლება ისეთი ძლიერი არა, როგორც ჩვენი სიყვარული იყო, მაგრამ აშკარად დადებითად იყო განწყობილი. ჩემს მიმართ დაგროვილი წყენაც არ განელებოდა. სახიფათო ზღვარზე ვიყავით. ერთი შეცდომაც კი საკმარისი იქნებოდა რომ საბოლოოდ შევძულებოდი. ამის უფლება კი აღარ მქონდა.

მეთხუთმეტე თავი
დილით გვიან გამეღვიძა. თავი მტკიოდა. ყავა არ იქნებოდა ცუდი. ტუმბოზე დიმკას წერილი შევნიშნე:
- ვახოს ვესაუბრე, სასაუზმოდ რესტორანში ჩავედით. იმედია შემოგვიერთდები.
შხაპი სწრაფად მივიღე და მეც მათთან ჩავედი. სალომე არ ჩანდა. თემურიკო როგორც ყოველთვის ცელქობდა.
- გეხვეწები! გეხვეწები! - ყელს უწევდა ვახოს ის.
- უხერხულია. გავიდეთ პლიაჟზე და გინდა ცხენი ვიქნები და გინდა დიდ ყურება ვირი. - იცინის ის.
ბავშვს ხელი ვტაცე და კისერზე შევისვი. თავიდან გაოცებულმა ჩამომხედა, შემდეგ:
- აჩუ... აჩუო.. - დაიძახა. მეც თითქოს მის ბრძანებას ველოდი, დავიჭიხვინე და დარბაზში სირბილი დავიწყე. თემურიკო კმაყოფილი ხმამაღლა კისკისებდა. დავხტოდით ასე სულელებივით მამა-შვილი. ვახო და დიმკა სიცილით ჩაბჟირდნენ.
ასე კუნტრუშის დროს დაგვადგა თავზე სალომეც. ისეთი სახით შემოგვხედა ორივეს, რომ ინსტიქტურად გავჩერდი და ბავშვი ჩამოვსვი.
- აუ, თემო ძია, კიდევ, კიდევ რა...- მეხვეწებოდა ის.
- ცოტა მოითმინე. დედიკო არ გაგიბრაზდეს. უცებ ვჭამოთ და შემდეგ... - ვუღიტინებ პატარას, რომელიც აქტიურად ფართხალებდა და ჩემს მოგერიებას ცდილობდა.
სალომე უსიტყვოდ მოთავსდა ტატიანს გვერდზე მდებარე თავისუფალ სკამზე. ჩვენ არ გვიყურებდა, თუმცა ვგრძნობდი, რომ არც ერთი ჩვენი მოქმედება უყურადღებოდ არ რჩებოდა. თემურიკო აღარ მშორდებოდა, დავჯექი თუ არა კალთაში ამოძვრა.
- უცებ შევჭამ და მარბენინე, ხომ? - იკრიჭება ის. თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ და საუზმეს ვუწევ. ქალი ისეთი სახით გვიყურებდა, თითქოს საყვედურის თქმა სურდა, მაგრამ თავი შეიკავა. ჩუმად უმზერდა მომღიმარ შვილს. უშაქრო ყავა შეუკვეთა, საკვებს არ გაეკარა.
- კარგად ხარ? ფერი არ გადევს სახეზე?!- თითქოს ჩემი აზრი გაიმეორა ვახომ, ისე ჰკითხა ბიძაშვილს.
- წუხელ ცოტა მძიმე ღამე მქონდა და იმის კვალია. - ოდნავ იღიმოდა ის. - ლუკმა არ გადამდის. - თითქოს ბოდიშს იხდიდა.
ტელეფონზე მესიჯი მოსდის, შეტყობინებას კმაყოფილი სახით კითხულობს. თვალებში ჭინჭიკები უთამაშებს.
- მშვენიერია! - ამბობს ის.
- შენი ტურფაა? - ირონიას ვერ ვმალავ. ვცდილობ სიბრაზე მოვთოკო, მაგრამ არ გამომდის.
- დღეს ჩამოდის. - ჩემს ტონს ყურადღება არც კი მიაქცია, ბედნიერი იღიმებოდა.
ვიგრძენი როგორ გავფითრდი. ბიჭები დამნაშავე ბავშვებივით თვალს მარიდებენ.
- მოვრჩი, თემო ძია. ვითამაშოთ ცხენობანა? - არ მეშვება თემურიკო. მისი ხმა თითქოს შორიდან მესმის. ტკივილით ვუმზერ გოგოებთან მოსაუბრე სალომეს.
- უხერხულია. თამაში პლიაჟზე გააგრძელეთ! - ჩუმად ეუბნება ვახო, რომელმაც აშკარად დაინახა ჩემი ცვლილება. ალბათ იმასაც მიხვდა, რომ ამ წუთში თამაშის განწყობაზე აღარ ვიყავი. აღარ შემეძლო. თუმცა ბავშვი გაჯიუტდა. ისევ დარბაზში სირბილს ითხოვდა.
- არ გესმის რასაც გეუბნებიან? - ღრენით ეკითხება ბავშვის ჭირვეულობით გაღიზიანებული სალომე. - დარბაზში სირბილი არ შეიძლება. გადი გარეთ და გინდა ირბინე და გინდა იხტუნე.
თემურიკომ საყვედურთ სავსე. ცრემლიანი თვალებით შემომხედა. გული შემეკუმშა.
- მაპატიე. აი, ახლავე მეც დავასრულებ საუზმეს და გავიდეთ სათამაშოდ.
- არ მატყუებ?!- ეჭვით მეკითხება ის.
- არა! - მეცინება და ისევ ვუღიტინებ. ისიც ივიწყებს წყენას და ხმამაღლა კისკისებს.
- უცებ გაუგეთ ერთმანეთს! - აღნიშნა ვახომ.
- რასაც ვერ ვიტყვი დედამისზე. - სალომეს მსუბუქად გავკენწლე.
მას თითქოს არც ესმოდა ჩემი სიტყვები, მიშასთან მესიჯობით იყო დაკავებული. ერთი სული მქონდა ის ტელეფონი ნაკუწებად მექცია. მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი.
- აბა, დღეს რა გეგმები გავქთ? - დუმილი დაარღვია დიმკამ. - არ გინდათ იახტით გასეირნება? - მის მრავალრიცხოვან ოჯახს გადახედა კმაყოფილი სახით.
- რატომაც არა. - დაეთანხმა მეუღლე- თქვენც ხომ წამოხვალთ?
- რა თქმა უნდა, საპიკნიკე ატრიბუტებსაც წამოვიღებთ, სამწვადეს, წალამს და მოვსხდეთ ჩვენებურად... - აწყობს გეგმებს ვახოც.
- მაგარია... - უხარია თემურიკოს.
- კი, კარგია, მაგრამ ჩვენ არ ვიქნებით! - ჩაერთო სალომე.
- რატომ? - ჩემი კითხვა დაუსვა ვახომ. ყველანი მოლოდინით მივაჩერდით.
- წეღან ხომ ვთქვი, მიშა ჩამოდის. -დაბნეულმა უპასუხა და გაწითლდა.
აშკარად ეჭვიანობის ახალი შემოტევა მეწყება. ხელებს სიბრაზისგან ვმუშტავ. ვგრძნობ ფრჩხილებისგან ხელის გულები როგორ მეწვის.
- ჩამოვიდეს მერე. თემურიკო ჩვენთან იქნება. მიშას ამბავი რომ ვიცი, უარს არ იტყვის, მოგვიანებით შემოგვიერთდით. - დაგეგმა უცებ ვახომ.
- კი, მაგრამ....- წინადადება არ დაასრულა ქალმა, უბრალოდ მე მიმზერდა. ალბათ ყველა მიხვდა დაუსრულებელ წინადადებას. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.
- ნუ გეშინია. რომანტიულ საღამოს არ ჩაგიშლი! შენს პრინცს არ შევჭამ! - ღრენით ვამბობ.
- გადაწყვეტილია, ჩამოვა თუ არა, გადმორეკე და სადაც ვიქნებით იქ შემოგვიერთდით.
- არა მგონია, კარგი აზრი იყოს. - ისევ ყოყმანობდა ის. თუმცა აღარაფერი უთქვამს ისე წავიდა მიშას დასახვედრად.

- მორჩით, ბავშვებივით როდემდე უნდა იქცეოდეთ. ისწავლეთ ერთმანეთის პატივისცემა. საუთარი გრძნობების მართვა. უფრო უხერხული არ იქნება, ჩვენ ერთად ვიყოთ და მიშა არ მივიპატიჟოთ?! ძალიან გთხოვთ, დღეს ნუ ჩაგვაშხამებთ! - გამოვიდა სიტყვით დიმკა.
კბილს- კბილზე ვაჭერდი. არ მინდოდა ზედმეტი რამ წამომცდენოდა.
- იმას მაინც გაიგებ, ვინაა შენი მეტოქე.. - მხარი გამკრა ვახომ. ტკივილით გამეღიმა.
- მე მგონი, მომიწევს მარცხის აღიარება.
- ასეც რომ მოხდეს, ხომ უნდა იცოდე ვისთანაა შენი ცოლ-შვილი? - ერთვება დიმკაც.
ბოღმა ყელში მაწვება. ვხვდები ბიჭები ცდილობენ როგორმე მანუგეშონ, უფრო მსუბუქად დამანახონ რეალობა.
- შენ რომ ასეთ სიტუაციაში ყოფილიყავი, ასე მოიქცეოდი? - ვინანე ვახოსთვის ამ კითხვის დასმა, მაგრამ უკვე წამოსროლილ სიტყვებს ვეღარ დავიბრუნებდი.
- მე რომ შენს ადგილზე ვყოფილიყავი, სოფის ცოლად არ მოვიყვანდი. თუ მოვიყვანდი და მაინც ძველ სიყვარულს დავუწყებდი ძებნას, მაშინ ჯერ ერთს დავშორდებოდი და შემდეგ გამოვეკიდებოდი სალომეს. - არ დამინდო ვახომ, აშკარად მართალი იყო, მაგრამ მე ეგოისტურად მაინც ვერ ვუშვებდი ქალს.
- ორსულადაა, ამ მდგომარეობაში ვერ მივატოვებდი. - თითქოს თავს ვიმართლებ.
- არ მესმის შენი. თუ სოფიზე ფიქრობ, დავიჯერო ორსული ქალისთვის ამდენი ნერვიულობა სასარგებლოა? ან ამისგან რაღა გინდა? - თავით სალომეზე მანიშნა. - ფიქრობ დაოჯახებულ კაცთავ, მისი ურთიერთობის მომხრე ვიქნები? - ხმა გაუმკაცრდა მას.
- ფაქტიურად ერთად არც ვართ. სიმართლე გითხრა უკვე ავირიე. ვეღარ ვიგებ რა მინდა, რა არის სწორი და არასწორი. ინერციით ვცხოვრობ. მენატრებოდა, მისი ნახვა, თუნდაც შორიდან დანახვა მინდოდა. არ ვიცი გამიგებ თუ ვერა, ამაზე მწარე არაფერი ყოფილა, შენთვის საყვარელი ადამიანი ასე ახლოს, ასე ერთი ხელის გაწვდენაზე გყავდეს და ამავე დროს ასე შორს იყოს შენთან. გასაგებია, ჩემი ბრალია, მაგრამ...
- მორჩი. გვესმის რომ რთულ სიტუაციაში ხარ. მაგრამ საკუთარი თავის შეცოდება შედეგს მაინც არ მოგიტანს. - საუბარში ჩაერთო დიმკა - შენს მაგივრად ჩვენ ხომ ვერ ვიმოქმედებთ? სალომეს შენზე უკეთესად არავინ იცნობს. შეუძლებელია ამხელა გრძნობა უკვალოდ გამქრალიყო. პატარა ბიძგი სჭირდება და ისევ გაღვივდება მიძინებული გრძნობა.
- თქვენ მე მგონი არ მისმენთ. - ხმა გაუმკაცრდა ვახოს - კითხვა დავსვი და პასუხი ვერ მივიღე. შემდეგ რა იქნება? ვთქვათ დაშორდა სალომე მიშას. ისევ აღმოაჩინეთ რომ ერთმანეთი გიყვართ, შემდეგ? კაცი მინისტრი ხარ, ვინ იქნება ანასტასია კოვალიოვა შენთვის? რუსი ნაშა? წარა-მარა მასში მოგზავნილ აგენტს დაინახავენ. გიფიქრია რა გავლენას მოახდენს ეს შენს კარიერაზე? შენს მომავალზე?
- ოღონდ დამიბრუნდეს და აღარაფერს აქვს მნიშვნელობა. სულ დავტოვებ თანამდებობას.
- ამას სერიოზულად ამბობ? ფიქრობ მაგის უფლებას მოგცემენ? ეჭვი მეპარება. ეგ შესაძლებელი, რომ ყოფილიყო, სალომესთან ერთად ქვეყანას შენც დატოვებდი ჯერ კიდევ მაშინ, წლების წინ. მაგრამ ასე არ მოხდა. მათ შენ სჭირდებოდი. როგორც ვხედავთ სიტუაცია დღემდე არ შეცვლილა და ალბათ კარგა ხანს არც შეიცვლება. მაშინ მისი გადარჩენა სასწაული იყო. უბრალოდ არ გაიმეტეს. ეს თქვენც კარგად გესმით. ბედისწერას ეთამაშები და ცუდად სცდი. არ მოგცემენ უფლებას ამდენი წლების ნაწვალები წყალში ჩაყარო. ეს თამაში ჯერ არ დასრულებულა. უფლება არ გაქვს შენი ახირების გამო სხვებს საფრთხე შეუქმნა.
თავი დავხარე. მძიმე მოსასმენი იყო ვახოს სიტყვები. თუმცა ჩემი მეორე მე მკარნახობდა, რომ მართალი იყო. თითქოს ცივი წყალი გადამასხეს. რეალობის გააზრებისგან სახე ტკივილით მომეღრიცა.
- ამის დედაც! მეც ხომ ადამიანი ვარ?! - ამოვიგმინე მე. ბიჭებს ვუმზერდი. თითქოს ხსნას მათგან ველოდი, ორივენი ჩუმად იყვნენ. დიმკა თვალს მარიდებდა, ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ვახოს აზრს ისიც იზიარებდა.
- არ შემიძლია, ვერ დავთმობ! - ჯიუტად ვიმეორებდი - უნდა ვიცოდე, რომ ისევ ვუყვარხარ! მართალია ერთად არ ვართ, მაგრამ მაინც... თუნდაც მიმატოვოს, მინდა ვუყვარდე.
- და ეგ რას მოგცემს? ვერ ხვდები, რომ შენი გრძნობა ეგოიზმში გადაგივიდა?! - გაუკვირდა ვახოს.
- თქვენ ვერ გაიგებთ, ეს რა გრძნობაა! ვერც კი მიხვდებით. ჩემთვის ისიც საკმარისია, რომ ვუყვარდე. ოღონდ..- თავი ვეღარ შევიკავე, ამხელა ორ მეტრიანი კაცი ბავშვივით ვცახცახებდი.
- იყოს შენებურად. ოღონდ გთხოვ, ფრთხილად იმოქმედე. საკუთარი გრძნობების გამო, მათ სიცოცხლეს საფრთხეში ნუ ჩააგდებ.
- ვერ გაბედავენ, რიგითი ჯარისკაცი აღარ ვარ. ჩემი წონა მეც მაქვს. - თავს ვირწმუნებ მე.
დიმკას გაეღიმა: - კარგია, შენ მაინც თუ გჯერა შენი სიტყვების.
- შენ არ ოყავი, რომ მეუბნებოდი სალომეს დაბრუნებაში დაგეხმარებიო? - გავბრაზდი მე.
- გეუბნებოდი, რადგან გიჭირდა, ეჭვიანობისგან დაბრმავებული იყავი, მაგრამ არც ვახოს სიტყვებია რეალობას მოკლებული.
განწყობა საბოლოოდ მომეშხამა. მთელი დღე ყველა ერთობოდა. თემურიკო როგორც ყოველთვის ცუღლუტობდა. მის შემხედვარეს გული უფრო მტკიოდა. ჩემი შვილი, ჩემი სისხლი და ხორცი, მე კი შვილსაც ვერ ვუწოდებდი. მორბენალი ბავშვი დავიჭირე და გულში ძლიერად ვიკრავდი. თემურიკო გაოცებული მიმზერდა, თუმცა არ მეურჩებოდა. ისიც მისი პატარა ხელებით ძლიერად მეკროდა მკერდი.
- გრძნობს მისთვის უცხო რომ არ ხართ. ამიტომაც მშვიდდება, სიამოვნებს თქვენი მოფერება. - ჩუმად მეუბნება ტატიანა.
- ალბათ. - ყრუდ ვპასუხობ და ბავშვის სურნელს ღრმად ვისუნთქავ, მინდა მისი სუნი დავიმახსოვრო. სალომეს მაგონებს. როცა მომენატრება ამ სუნს აღვიდგენ. საკუთარ თავზე ვბრაზდები, რა სისულელეზე ვფიქრობ, რა დროს მონატრებაა? ორივენი ჩემთან იქნებიან. არ დავთმობ. არ მივატოვებ!
- მიშა, მიშა მოსულა! - მხიარულად შეფართხალდა თემურიკო. ახლაღა შევნიშნე ნელი ნაბიჯით მომავალი წყვილი, სალომე უხერხულად იღიმებოდა. გვერდს საკმაოდ მაღალი ახმახი უმშვენებდა.
ალბათ, კაცმა კაცი ასე არ უნდა შეაფასოს. მაგრამ მისი შემხედვარე იძულებული ვიყავი, მეღიარებინა, რომ უნაკლო გარეგნობა ჰქონდა. მხიარული ბედნიერი გამომეტყველებით გვიმზერდა. თემურიკო მაშინვე მისი მიმართულებით გაიქცა.
- მიშა, მიშა ჩამოსულა! - ბედნიერი ყვიროდა ბავშვი.
- ჩემი ჩემპიონი! - ხელში აიტაცა მამაკაცმა და რამოდენიმეჯერ ჰაერში ისროლა - როგორ ხარ პატარა ონავარო? - გულში იკრავდა თემურიკოს. - ხომ არ მოიწყინე უჩემოდ?
- არა, არა. თემო ძია მეთამაშებოდა. - ჩაარაკრაკა ბავშვმა. კიდევ რაღაცას ეტიკტიკებოდა.
ბოღმა ყელში მომაწვა. იმიტომ კი არა ჩემი შვილის ბედნიერ სახის ყურება არ შემეძლო, უბრალოდ გული დამწყდა. სრულიად უცხო ადამიანი ჩემზე მეტად უყვარდა. ქალი ყურადღებით მაკვირდებოდა. ალბათ მიხვდა ჩემს აზრებს.
-კარგი საკმარისია, თემურიკო. ორი წუთით ამოასუნთქე, დანარჩენი შემდეგ მოუყევი. - ჩაერია ვახო. - როგორც ვხედავთ, კიდევ ერთი სტუმარი გვყავს. - მიშასთან მისალმების შემდეგ აღნიშნა მან, ახლა ღა შევნიშნეთ მიშას უკან მომავალი ქერა, მასზე ოდნავ დაბალი ვაჟი.
- ორ დღეში თამაში გვაქვს, ამიტომ ბორიაც წამოვიყვანე. აქედან ერთად წავალთ... - თბილად წარადგინა მისი თანმხლები. სტუმარს ზედმეტი რევერანსების გარეშე მივესალმეთ. ვახო ყურადღებით აკვირდებოდა, რამდენიმეჯერ სალომესაც გახედა, თითქოს თვალებით ესაუბრებოდა. გოგონამაც ოდნავ შესამჩნევად დაუქნია თანხმობის ნიშნად თავი.
ვახოს კარგად ვიცნობდი, მივხვდი რომ აშკარად არ მოიხიბლა სტუმრის დანახვით.
- მიშამ იცის? - მხოლოდ ეს ორი სიტყვა გადაულაპარაკა ბიძაშვილს ქართულად. სმენა დავძაბე.
- იცის კრიმინალებთან მისი კავშირის შესახებ, თუმცა ჩვენ სადაც ვნახეთ არ მითქვამს. გამიჭირდებოდა მისთვის ახსნა. რამდენადაც მიშასგან ვიცი, არ მოსწონს მეგობრის ცხოვრება და არც დიდად ინტერესდება მისი საქმიანობით. არც ბორიას გაუჟღავნებია, რომ გვიცნობს.
- სტუმარი ღვთისაა. - ნაძალადევად გაუღიმა ვახომ მოსულს და ხელი ძლიერად ჩამოართვა.
- რა ხდება? ეგ ბიჭი ვინაა?
- შემდეგ აგიხსნი. ახლა ამის ადგილი არაა. - მომიჭრა მან.
- არ დაგავიწყდეს იცოდე.
- არ დამავიწყდება. - გულიანად გაიცინა მან.
დიდად არ მსიამოვნებდა ამის აღიარება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ბორიას ნახვა ვახოს დიდად არ ესიამოვნა, ბიჭები მაინც მალე შევიდნენ ყველასთან ურთიერთობაში. ხალასი, ბედნიერი სახეებით ხუმრობდნენ. მათი დადებითი განწყობა გადამდები გამოდგა. ძნელი მისახვედრი არ იყო, რამ მოხიბლა სალომე. ეს ადამიანი ცხოვრებას მარტივად ხედავდა. ერთმანეთი როცა გაგვაცნეს, ვიგრძენი როგორ დაეჭიმა სახე, ალბათ ჩემს ვინაობას ჩემი სახელის გაგებისთანავე მიხვდა. ყურადღებით დამაკვირდა.
- თემურიკოს მამა ხომ? - ოდნავ დაძაბული ხმით მკითხა. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
- ძნელი მისახვედრი არაა, ისე გევხართ მამა-შვილი! - გაიღიმა და თვალებში ისევ სითბო ჩაუდგა. გაოცებული ვუმზერდი. არანაირი ეჭვიანობა, არანაირი დაძაბულობა. ღიმილით ახედა მის კისერზე მჯდომ თემურიკოს და იქვე მოსაუბრე ვახოსა და ბორიასკენ წავიდა.
- ხომ გითხარი ეჭვიანი არ არის მეთქი! - სალომეც გვერდით მედგა და მიმავალს კმაყოფილი სახით უმზერდა.
- უბრალოდ ჩემგან განსხვავებით, გრძნობების მოთოკვა შეიძლია! - ღრენით ვპასუხობ.
- შეიძლება, ყოველ შემთხვევაში მისი გრძნობებით შეურაცყოფას მაინც არ აყენებს სხვას. - არც მან დამაკლო შხამი და მათი მიმართულებით წავიდა.
თითქოს სხვა აღარავინ არსებობდა. მხოლოდ მათ, სამს ვხედავდი. სალომეს გაღიმებული სახის დანახვაზე, მიშასთვის ცხვირ-პირის გალამაზების სურვილი მიჩნდებოდა. სათითაოდ მინდოდა თითების დამტვრევა, რათა ხელი ვეღარ გადაეხვია ვერც სალომესთვის და ვერც თემურიკოსთვის.
იქ გაჩერება აღარ შემეძლო. ვგრძნობდი, რომ თავს ვეღარ შევიკავებდი და სასტუმროში წამოვედი. როგორც თავად ვაჟმა თქვა: - ორ-სამ დღეში თამაში ჰქონდა და წავიდოდა.
მაინცდააინც დიდი დრო არ იყო, როგორმე ემოციებს მოვთოკავდი. ზოგჯერ ბედნისწერა თვითონაც გეხმარება და გიჭყობს ხელს. მეც ამის დიდი იმედი მქონდა. თუ სალომეს და მიშას მეგობრის, ბორიას დაძაბული სახეებით ვიმსჯელებდით, ერთმანეთს დიდად არ სწყალობდნენ. სალომე არ იყო ისეთი ადამიანი, რომ უმიზეზოდ ვინმე ამოეჩემებინა. გადავწყვიტე ამ ბიჭს დავკვირვებოდი და მათი დაპირისპირების რეალური მიზეზიც გამეგო.


მეთექვსმეტე თავი
მეორე დღეს რაფოსგან მესიჯი მივიღე. მეთაური ოდესაში იმყოფებოდა და სასწრაფოდ დაკავშირებას მთხოვდა, როგორც წესი შემოვლითი გზებით არასოდეს მიკავშირდებოდა. ცოტა არ იყოს მეხამუშა მისი ქცევა. დიმკას შევატყობინე და ორივენი მესიჯში მითითებულ მისამართზე მივედით.
ერთ-ერთ არაფრით გამორჩეულ პატარა სასტუმროში ნახევარ საათში მივედით. მეთაური იქ დაგვხვდა.
- რა ხდება? - მისალმების შემდეგ ვკითხე მას.
- ინფორმაცია მოვიდა, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდე. - სერიოზული, დაძაბული ხმით მეუბნებოდა ის.
- გისმენ! - ვიცოდი უბრალო მიზეზით არ დამირეკავდა. გული ცუდს მიგრძნობდა. დავიძაბე.
- ანასტასიაზე თავდასხმას გეგმავენ.
ტანში უსიამოვნოდ გამცრა. - მიზეზი? - ვახოს სიტყვები ამომიტივტივდა, ნუთუ ჩემს გამო? შეუძლებელია. თითქოს მიხვდა რასაც ვფიქრობდი.
- არა, შენ ამასთან კავშირი არ გაქვს, თუმცა ნაწილობრივ ალბათ დამნაშავეც ხარ. - ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა. - ამ ავანტიურაში ხომ შენი ჩათრეულია.
- ქარაგმებით საუბრობ და ვერაფერს ვხვდები.
- საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის აკრძალვით ზოგიერთებმა სერიოზული საკბილო დაკარგეს. ამბავი გავიდა, რომ ამ გარიგების ჩაშლაში ანასტასიას ხელი ურევია.
- ეს ჩეჩნებმა გააკეთეს?
- არა. როგორც გაირკვა მათ ჯგუფში შიდა განხეთქილება მომხდარა. საქართველოს ხაზს ვინმე ბორია აკონტროლებდა. დიდად არ მოეწონა ვახოს და სალომეს ამ ამბავში ჩარევა. პრინციპში გასაკვირი არცაა. როგორც გაირკვა ეს მისი გაჭრილი ხაზი ყოფილა და ამ გარიგებიდან ორმოცდაათი პროცენტიც მისი ყოფილა. თავისთავად ცხადია დაიბოღმა და შურისძიებას გეგმავს. როგორც გაირკვა, ამტკიცებს ვახო უბრალოდ ქალს ეხმარებოდაო, ძირითადად სალომეზე აქვს აქცენტი.
- ვინაა ეს ბორია ასეთი? ფოტო მაინც გაქვს? ან რა თქვეს, ლიკვიდაციას რა გზით ცდილობსო?
- ლიკვიდაციას როგორ ფიქრობს არ ვიცი. საკმაოდ ცივ სისხლიან და დაუნდობელ პირად ახასიათებენ, საკუთარ საქმეს თვითონ ასრულებს. შესაბამისად არც კვალს ტოვებს და არც მოწმეები ყავს.
- სად გდია? მოსკოვშია?
- არა. - ირონიულად აღნიშნა მან - იმაზე ახლოსაა ვიდრე შენ ფიქრობ.
- ბორია? - გაოცებას ვერ მალავს დიმკა. - მიშას ძმაკაცი? - ამჯერად მე მკითხა მან.
- მე მაგის დედა... - სიბრაზისგან ვცახცახებ - მაგისმა ნაბიჭვარმა მეგობარმაც იცის? ისიც გარეულია? მოვკლავ, მე მაგის...
- ნუ გაგიჟდები, ცივი გონებით იფიქრე. ეგ მიშა სუფთა არიფია. წარმოდგენაც არ აქვს ვინ არის მისი ძმაკაცი. არა მგონია აშკარად თავდასხმა გაბედოს, მაგრამ სიფრთხილე გმართებს. როგორმე ფაქტზე უნდა გამოვიჭიროთ.
- სად ველოდო მე მაგის ფაქტებს? ფიქრობ მოქმედების დროს მივცემ? - სიბრაზისგან ცოფებს ვყრიდი. - ჩემს შვილთან ტრიალებს, ჩემს ცოლს ემუქრება!
- შენ მიხედე, რამე სისულელე არ გააკეთოს. - მიმართა დიმკას - ბორიას სამიზნე ანასტასიაა. ყურადღება არ მოადუნო. მასთან ერთი-ერთზე არ დატოვოთ. შეძლების და გვარად ჩვენც მხარში ამოგიდგებით.
- აი თურმე ვინ ყოფილა ბორია, ახლა გასაგები გახდა მათ შორის დაპირისპირების მიზეზიც. ნარკოტიკები. მაგ ტიპს ან ავიყვანთ ან არა და...
- რა არა და? - ჩამეკითხა მეთაური. - მაგას შენი ხელით სიკვდილი არ უწერია. ჩეჩნები ემუქრებიან შურისძიებით, ქალს პირობა მივეცით და ჩვენს ნათქვამ სიტყვას გადაახტაო.
- რამის თავი რომ ჰქონოდათ, ახლა აქ არ ეგდებოდა. - კბილებში ვცრი მე.
- ისინიც კი ხვდებიან, რომ სამხილების გარეშე ვერ იმოქმედებენ.
- ანუ თავდასხმა უნდა სცადოს, რომ სამხილები გაუჩნდეთ? ჩემი ცოლ-შვილის სიცოცხლეზე ვსაუბრობთ.
- ამიტომაც ვარ აქ. ორი კაცი იქ ხართ? ერთი გოგო ვერ უნდა დაიცვათ? - დაგვანამუსა მეთაურმა.
- კარგი, ყველაფერი გასაგებია, აქ ყოფნით ტყუილად დროს ვკარგავთ. როგორც მიშამ თქვა, ორ დღეში თამაში აქვთ. ესე იგი ამ დღეებში ეცდება საქმის დასრულებას. არაფერი შეიმჩნიო. იმ ვაჟბატონს ჩუმად უნდა ვუთვალთვალოთ. სადღაც მაინც დაუშვებს შეცდომას.
- კარგი, არ შევიმჩნევ. ისეთ დღეში უნდა ჩავაგდო, რომ დაბადების დღე გაუხდეს სანანებელი. - ვემუქრები მას.
სასტუმროში იმ ღამითვე დავბრუნდით.

მეორე დღეს ბიჭები საბოლიადროში ვერთობოდით. თავისთავად ცხადია სასლემსაც ვსვავდთ, ყოველ შემთხვევაში გარეგნულად ასე ჩანდა, სინამდვილეში მე და დიმკა ალკოჰოლს ახლოსაც არ ვეკარებოდით. სიტუაციას სრულად ვაკონტროლებდით. ქალები ბავშვებთან იყვნენ. დაგვპირდნენ მოგვიანებით შემოგიერთდებითო. ბიჭები საკმაოდ შეთვრნენ. სხვადასხვა თემებზე ვსაუბრობდით, პოლიტიკაზე, სპორტზე, ყველაფერზე ქალების გარდა.
- ბიჭებო რაღაც უნდა გაჩვენოთ, თქვენი აზრიც მაინტერესებს.- მოგვმართა მიშამ.
ყურადღებით მივაჩერდით. შარვლის ჯიბიდან პატარა საგულდაგულოდ შეფუთული კოლოფი ამოაძვრინა. საქორწინო ბეჭდის დანახვაზე გულმა რეჩხი მიყო. ფერი დამეკარგა. სისხლმა მოზრაობა შეწყვიტა. ღმერთს მადლობა ვუთხარი, ფხიზელი რომ ვიყავი და თავის შეკავება შევძელი.
- როგორ ფიქრობთ მოეწონება? - ბედნიერი სახით კითხულობდა ის. ბიჭები ულოცავდნენ მიღებულ გადაწყვეტილებას. ნაძალადევად ორიოდე სიტყვა მეც ამოვღერღე. მაგრამ სრულიად მოულოდნელი იყო ბორიას რეაქცია.
- შენ ბიჭო სულელი ხომ არ ხარ? ასე რამ გამოგათაყვანა? - ბოლო ხმაზე ყვიროდა ის. მიშას სახე აერია. ღიმილი გაუქრა. თვალები სიბრაზით აენთო.
- ბორის, მოისვენე! - ცივად გამოსცრა მან.
- გამოდი ერთი გარეთ!
ალბათ მიშაც მიხვდა მისი მეგობარი დაშოშმინებას რომ არ ფიქრობდა და ორივენი გარეთ გაცვივდნენ.
- რა ხდება? - ბიჭებს გახედა და გარეთ გასასვლელად წამოდგა ვახოც.
- არ ჩაერიო, მათ შორის ასკარად რაღაც ხდება, თავად გაარკვენ, - მის გაჩერებას ვცდილობ - რაც არ უნდა მოხდეს, ბორიას თვალი არ მოაშორო! - ჩუმად ვეუბნები დიმკას - არ მომწონს ეს სპექტაკლი.
- ჩარევას არც კი ვფიქრობ, მაგრამ უნდა გავიგო რა სჭირთ. - მათი მიმართულებით დაიძრა ვახო და მეც ფეხ და ფეხ მივყევი.
შორიდანვე დავინახე რაღაცაზე გაცხარებით მოკამათე ბიჭები. უფრო მეტად გამიკვირდა, როცა იქვე, მოფარებულში მდგომი სალომეც შევნიშნე. ქალი მათ ჩხუბს ისმენდა.
- არ ჩაერიოთ! - ხელით გვანიშნა გაჩერება მან - მინდა სათქმელი ბოლომდე სთქვას. - ხმა უკანკალებდა მღელვარებისგან.
- საბოლოოდ გამოთაყვანდი?! - ბოლო ხმაზე ყვიროდა მიშა - გეუბნები ეგ ქალი მიყვარს და ცოლად მოვიყვან მეთქი.
- მე კი არა შენ გამოგალენჩა. ვერ ხედავ რომ გიყენებს? შენით თამაშობს. ერთობა, ერთ დროულად რამდენიმე კაცით ერთობა. ვერ ხედავ ის მეორე კურო რა თვალებით უმზერს? რაღაც არც შენი ანასტასია ჩანს გულგრილი...
- მოგკლავ იცოდე! - კბილებში გამოსცრა მიშამ - მორჩი სიბინძურის ლაპარაკს, უფლებას არ მოგცემ...
- მორჩი ამ ფარსს. დროა დაასრულო. ზედმეტად შეტოპე. - თითქოს განგებ იწვევდა, არ ჩუმდებოდა ბორია - ასეთი ტიპის ქალი გასართობადაა კარგი, ასეთები ცოლად არ მოჰყავთ. საკმარისია, ხომ იხმარე უკვე? მოეშვი, ვიდრე იქით გამოხვედი ნახმარი!
ამის თქმა იყო და დავინახეთ როგორ მოუქნია მიშამ მუშტი სახეში. ბორია ძირს გაგორდა. ცხვირ-პირიდან სისხლი სდიოდა. მე მგონი გაითიშა კიდევაც. მაგრამ მათთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია. გამწარებული სალომე დარბაზიდან მირბოდა.
- ანასტასია! ანასტასია მოიცადე! - ვეძახდი, მაგრამ უშედეგოდ. ყველაფერი წამებში განვითარდა. ქალი სწრაფად გავარდა დარბაზიდან და იქვე მდგომ შავ ჯიპში შეხტა. ავტომობილი დიდი სიჩქარით დაძრა და ეზო დატოვა.
- რა მოხდა? რატომ ჰყვირი? - ხელის სრესით შემოვიდა მიშა. ბორია წამოდგომას ცდილობდა.
- რაც არ უნდა მოხდეს, ეს ნაგავი მხედველობიდან არ დაკარგოთ! - დიმკას მივაძახე და ზედმეტი ახსნა განმარტების გარეშე, იქვე მდგომ ავტომობილში ჩავჯექი და სალომეს გავეკიდე.

ვახო
- რა მოხდა? რატომ ყვიროდა? - ხელის სრესით ამჯერად მე მეკითხებოდა დარბაზში დაბრუნებული მიშა და გარეთ შურდულივით გავარდნილ თემოს გაოცებული მისჩრებოდა.
- ანასტასია მანქანით გავარდა და მას მიჰყვა.- უდარდელად ვუპასუხე - კარგი დარტყმა კი გქონია! - შევუქე მას მუშტი.
ოდნავ გაეღიმა: - ანასტასია სად წავიდა? თქვა რამე?
- არა რა სთქვა, თქვენი სიტყვები მოისმინა და ...
- შეუძლებელია... - გაფითრდა მიშა, სიტყვა აღარ დამასრულებინა, იქვე მდგომი შავი მოტოციკლით ისიც ვახოს და სალომეს კვალს გაჰყვა.
- სალომემ ასე იცის. როცა გაღიზიანებულია მანქანით გარბის. დაარტყავს ქალაქს რამდენიმე წრეს და დაბრუნდება! - თითქოს თავს ვიმშვიდებ, ისე ვეუბნები დიმკას. თუმცა ისიც არაბუნებრივად დაძაბულია. ვცდილობ არ შევიმჩნიო, ვხვდები რომ აშკარად რაღაც ხდება, წელათრეული ბორია რომ შემოვიდა, დიმკამ ზედაც არ შეხედა.
- მეც სიამოვნებით დაგიმატებდი! - მუქარით ვეუბნები და მუჯლგუნით იქვე მდგომ სავარძელში ვაგდებ.
- ამ, ნაგავს ყურადღება უნდ მივაქციოთ. მეტიც არ მინდა ჩემი შიში გამართლდეს.
- ერთი მშვიდობით დაბრუნდებოდნენ, და შენ შემდეგ მოგივლი. ნაბოზარო, ... - კბილებში ვცრი.
მიშა დარბაზში დაბრუნდა: - აზრი არ აქვს - იმედ გაცრულებულმა სთქვა მან - ვერ გავიგე რა მიმართულებით წავიდნენ.
საუბარი ტელეფონის ზარმა შეგვაწყვეტინა. თემო იყო. დიმკა დაძაბული უსმენდა. ვერაფერი გავიგე რა უთხრა. მაგრამ მისი გამწარებული სახის დანახვაზე მივხვდი, საქმე ცუდად იყო.
ნაცემი ბორია ჩემს პირად მცველს მივაბარეთ.
- საავადმყოფოში, სწარაფად! - კბილებში გამოსცრა მან. სამივენი იქვე მყოფ ტაქსში ჩავხტით. კითხვის დასმის მეშინოდა. დიმკაც კრიჭა შეკრული მხოლოდ წინ იყურებოდა. ტკივილისგან მოღრეცილი სახით პარპრესს ურტყავდა მუშტებს.
თემო მოსაცდელში იჯდა. თავი ხელებში ჩაერგო და პატარა ბავშვივით ტიროდა. ტანსაცმელი დასვრილი ჰქონდა. ახლოს რომ მივედით მაშინ ღა მივხვდი, რომ ეს სისხლი იყო. გამაცია, თვალთ დამიბნელდა. კითხა ვერ დავსვი, მოწყვეტით ჩავიკეცე და სიმწრისგან ღმული აღმომხდა.
- რა ჯანდაბა მოხდა აღარ იტყვი? - იკითხა დიმკამ.
- დიდი სისწრაფით მოძრაობდა. მეც ფეხდაფეხ მივყვებოდი. შემამჩნია და ჩემი მოშორება სცადა. რაღაც პერიოდი ვსდიე. მაგრამ მაინც დავკარგე. ქაჯივით მართავს ავტომობილს. შეუძლებელია მისი დაწევა. უმისამართოდ ვეძებდი, როცა შორიდან მუხრუჭების ხმა გავიგონე. რასაც მეტალის ძლიერი შეჯახებისა და მტვრევის ხმაც მოჰყვა. თითქოს დრო გაჩერდა. ვიდრე იქამდე მივიდოდი, ვიფიქრე საუკუნე გავიდა. ანასტასია როცა ვნახე ავტომობილი უკვე დაზიანებული იყო. კარები ძლივს გამოვხსენი.
- თემო მიშველე! - ტკივილისგან ძლივს ამოიკვნესა მან.
ჭრილობა აშკარად ღია იყო. სასწრაფოს ვერ დაველოდებოდი. სწაფად გამოვიყვანე ავტომობილიდან. როგორც პოლიციამ სთქვა სავარაუდოდ მუხრუჭებმა უმტყუნა, ავტომობილი ვეღარ დაიმორჩილა და ხეს შეასკდა.
- ახლა სად ჰყავთ? - დუმილი დაარღვია მიშამ.
- საოპერაციოში. საბედნიეროდ აირბაგები გაიხსნა. როგორც უკვე ვთქვი, ფეხი ღია მოტეხილიბა ჰქონდა. ესეც იქიდან მაქვს. სასწრაფოს არ დაველოდე. საავადმყოფოში ჩემით გადმოვიყვანე.
იქ გაჩერება აღარ შემეძლო, გარეთ გამოვვარდი, სიმწრისგან იქვე მდგომ ხეს ვურტყავდი მუშტებს.

თემო
ოპერაცია იმაზე დიდხანს გაგრძელდა ვიდრე ველოდით. ვახო სასტუმროში წავიდა.
- გამოსაცვლელ ტანისამოსს მოგიტანო. - დამპირდა. თან სალომეს პირადი მოხმარების ნივთებიც უნდა წამოეღო. საოპერაციოდან გამოსულს დასჭირდებოდა. მიმღები თანდათან ჟურნალისტებით ივსებოდა. ცნობილი მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა აიტრესებდათ. კომენტარების გაკეთების თავი არც მისას ჰქონდა, მით უმეტეს ჩემი იქ ყოფნაც აღარ შეიძლებოდა. მართალია არ წამოვსულვარ, მაგრამ შედარებით წყნარი ადგილი მოვძებნეთ და იქ დავსხედით. უცნაური შეგრძნება მქონდა, რომ ოღონდ სალომე კარგად ყოფილიყო და მნიშვნელობა აღარ ჰქონდა ჩემთან იქნებოდა თუ მიშასთან. ოღონდ ცოცხალი ყოფილიყო.
ვუმზერდი ამ ბიჭს, რომელიც წესით მტერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ იმდენად წრფელი იყო მისი განცდები, რომ არ შემეძლო მისი სიძულვილი. მომხდარში თავს იდანაშაულებდა: - ბორია არ უნდა წამომეყვანაო! - უკვე მერამდენედ იმეორებდა.
- ერთმანეთს რატომ ვერ იტანენ? ამ მტორობას მიზეზი აქვს? - ვეკითხები მე.
- კი, აქვს, ნარკოტიკები. - ზიზღით ამობს ის. გაოცებული ვუმზერდი. ვფიქრობდი თავად არ იცოდა მათი დაპირისპირების რეალური საფუძვლები.
გამოდის იცოდა მისი მეგობრის საქმიანობის შესახებ, ან იქნებ თავადაც უწყობდა ხელს? - ეჭვმა გამკრა მე. თითქოს ჩემს კითხვას უპასუხაო ისე დაიწყო მოყოლა.


მეჩვიდმეტე თავი
- მე და ბორია ბავშვობიდან ვმეგობრობთ. ჯერ საბავშვო ბაღი, შემდეგ სკოლა. საერთო ბევრი გვქონდა, სპორტი, გოგოები, გართობა. მოკლედ ჩვეულებრივი მოზარდები ვიყავით. არც პოპულარობა გვაკლდა და არც მშობლებისგან ხელშეწყობა. ვიზრდებოდით და ჩვენი კავშირიც უფრო და უფრო ძლიერდებოდა. იცოდნენ ერთმანეთის გარეშე რომ ვერ ვჩერდებოდით. სადაც მე ვიყავი, იქვე ახლოს ბორიაც იყო ან პირიქით. კარგ ცხოვრებას ვიყავით მიჩვეულები და კარგადაც ვცხოვრობდით. თუმცა, როგორც წესი მუდმივი არაფერია. არც ჩვენი უზრუნველი ყოფა აღმოჩნდა დასასრულის გარეშე. ვარდნა ორივესთვის მძიმე აღმოჩნდა. განსაკუთრებით მისი ოჯახისთვის.
ჩვენი მშობლები ბიზნეს პარტნიორები იყვნენ. დიდი შეკვეთა ჰქონდათ აღებული. თანხა წინსწრებით გადახდილი. საქართველოდან მანდარინის დიდი პარტია უნდა შემოეტანათ. როგორც აღმოჩნდა ციტრუსებთან ერთად კონტრაბანდით იარაღიც უნდა შემოსულიყო. ხუთი მატარებელი საბრძოლო იარაღებით დატვირთული პატარა პარტიად ნამდვილად ვერ ჩაითვლებოდა. უშიშროება უთვალთვალებდა და საზღვარზე ტვირთი დააკავეს. ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა რით დასრულდა ეს ამბავი. მამა იფიცებოდა, რომ იარაღების შესახებ არაფერი იცოდა. მაგრამ ფაქტი-ფაქტად რჩებოდა. კლიენტები ცალკე აწუხებდნენ და წინასწარ გადახდილი თანხის სრულად დაბრუნებას მოითხოვდნენ. რაღას დააბრუნებდნენ რაც არ არსებობდა? გადარიცხვებზე ყველაგან მამაჩემის ხელისმოწერები ფიგურირებდა, თავისთავად ცხადია, დააკავეს.
ბორიას მამა სიტუაციაში დახმარებას და გარკვევას გვპირდებოდა. მაგრამ რამდენიმე დღეში საკუთარ სახლთან ისიც მოკლეს. როგორც შემდეგ გაირკვა, იარაღების კონტრაბანდაში ის იყო გარეული. დამკვეთებმა მიაკითხეს. კუთვნილ ტვირთს ითხოვდნენ. აღმოჩნდა რომ იარაღის საფასურიდან ნაწილიც აღებული ჰქონდა. არ ვიცი სად წაიღო ამხელა თანხა. კაპიკებზე საუბარი რომ არ იყო, ალბათ ძნელი მისახვედრი არაა. საქმეში გადაგდება არ აპატიეს და მამაჩემის დაკავებიდან რამდენიმე დღეში საკუთარ სადარბაზოსთან ჩაცხრილეს კიდევაც.
მისი გარდაცვალება მეხის გავარდნასავით იყო. მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემის ბრალეულობა კონტრაბანდის ნაწილში არ დადგინდა, ამხელა ზეწოლასა და ნერვიულობას ვერ გაუძლო, გულმა დაარტყა და ციხეშივე გარდაიცვალა.
ასე დავრჩით მეც და ბორიაც ჰაერში. ყველა შემოგვეცალა. აღარც მეგობრები, აღარც ბიზნესი. ამხელა სკანდალის შემდეგ ვინღა გვენდობოდა? ზედაც აღარ გვიყურებდნენ.
ამას ისიც დაემატა, რომ მამის დატოვებულ ვალებზე ბორიას შავი სამყაროს წარმომადგენლებმაც მიაკითხეს. ვალი - ვალად რჩებოდა. მამას ალბათ მართლა უდანაშაულოდ თვლიდნენ, რადგან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩემთან ნამდვილად არავინ გამოჩენილა. იმ დღეს თითქოს ხელახლა მომიკვდა მამა.
ბორია ჩემთან მოვიდა და დახმარება მთხოვა. დავალიანება ათი მილიონი დოლარი იყო. ამხელა თანხას ყველაფერი რომც გამეყიდა ვერაფრით მოვაგროვებდი. ჰა, ჰა, დარჩენილი ქონება ორ მილიონზე მეტი არ გამოვიდოდა. რვა მაინც მოსაძიებელი გვქონდა. რამოდენიმე დღეში გამოსავალი ისევ კრიმინალებმა შესთავაზეს. არ ვიცი ამას რამდენად შეიძლება „გამოსავალი“ ერქვას: ნარკოტიკების შემოტანა და რეალიზაცია.
შემოთავაზების შესახებ ჩემთვის არ დაუმალავს. კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. ვეხვეწებოდი, მოეთმინა, რა ქონებაც მქონდა გაგვეყიდა, დავალიანების ნაწილი დაგვეფარა და დანარჩენზე გადავადება მოგვეთხოვა. ვფიქრობდი, მისი მოკვლა რომ სდომოდათ, აქამდე ბევრად ადრე მოიშორებდნენ. ამიტომ იმედი მქონდა, რომ ვალის ნელ-ნელა გადახდაზეც დაგვეთანხმებოდნენ.
არ მომისმინა, სიტყვის გაგონებაც არ უნდოდა. თავიდან ამ საქმიანობაში თითქოს იძულებით ჩაერთო. შემდეგ კი, როცა დაინახა რამხელა თანხებთან ჰქონდა საქმე, თითქოს ეშხშიც შევიდა. მართალია მისი მოქმედებები არ მომწონდა, მაგრამ არც ხელს ვუშლიდი. პრინციპში, რომც მდომოდა ვერც შევუშლიდი. ყველა გასვრილი იყო. წილს იღებდა პოლიციაც და უშიშროებაც. ამიტომ თვალს ხუჭავდნენ და არც ეხებოდნენ. ერთად-ერთი ის შემეძლო, რომ მასთან ურთიერთობაზე მეთქვა უარი. ჩემი ცხოვრებიდან ამომეშალა. პრინციპში ანასტასიაც სწორედ ამას მთხოვდა. მე კი მამაჩემის გამო ჩემს ბავშვობას ვერ გადავუსვი ხაზი. ვერ შეველიე. ჩემთვის ისევ ის ბორია იყო, ჩემი ტრუსიკის ძმაკაცი.
- ანასტასიამ საიდან გაიგო მისი საქმიანობის შესახებ? - დამაინტერესდა იცოდა თუ არა მათი პირველი შეხვედრის შესახებ.
- არ ვიცი. პრინციპში შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების ოთხმოცდაათი პროცენტი წამალზე ზის. ალბათ, ძნელი გასაგები არც იქნებოდა სად შოულონდნენ.
ერთხელ ღამის კლუბში სამივენი, ერთად ვიყავით. უკვე წამოსვლას ვაპირებდით, როცა დავინახეთ, რომ ერთ-ერთი სტუმარი ცუდად გახდა. სახე გაფითრებული ჰქონდა. თვალები ისე გადაატრიალა, ვიფიქრე ადგილზევე გარდაიცვალა. ანასტასია გიჟივით წამოვარდა და მისი მიმართულებით გაიქცა. ხალხით სავსე დარაზი უცებ დაცარიელდა. ბორიაც სადღაც გაქრა. მე კი იქვე დავარდნილ ბიჭთან ჩაცუცქულ გაფითრებულ ანასტასიას ვუმზერდი. გულის მასაჟს სწრაფად და რიტმულად უკეთებდა.
- ალბათ წამალმა აწყინა. სასწრაფოში დარეკე, სწრაფად! -გამომძახა მან. ინსტიქტურად ვმოქმედებდი. ტელეფონზე დავრეკე და მისამართი ვუკარნახე. - მოდი ტერფები დაუმუშავე. სისხლის მიმოქცევა იქნებ დავურეგულიროთ! - მკაცრი ხმით მიბრძანა მან.
დავემორჩილე, თუმცა გულის სიღრმეში ვფიქრონდი, რომ აზრი აღარ ჰქონდა. ქალის დაძაბულ და მონდომებულ სახეს რომ ვუმზერდი, მეც მინდოდა ოდნავ მაინც დავხმარებოდი. ისეთი სასოწარკვეთილი სახე ჰქონდა, გული დამეწვა.
- ერთი... ორი... ერთი... ორი... -ითვლიდა თითოეულ ბიძგს. - არ მოკვდე, უფლება არ გაქვს. არ მოკვდე.. - სრულიად უცხო მამაკაცს ეხვეწებოდა ის.
ჩემს და გასაკვირად, გათიშულს სახეზე ფერი დაუბრუნდა. შევამჩნიე, რომ ნელ-ნელა პულსაციაც დაურეგულირდა. როგორც იქნა სასწრაფო და პოლიციაც მოვიდა. ანასტასია ბედნიერებისგან ტიროდა.
- როგორც იქნა! როგორც იქნა! - პატარა ბავშვივით უხაროდა მას. სულაც არ აღელვებდა პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე რომ წაგვიყვანეს. არც ის აინტერესებდა მეორე დღეს მისი ფოტოებით გაზეთები რომ ააჭრელეს.
როცა პოლიციიდან გამოგვიშვეს, მხოლოდ მაშინ მოვახერხე მეკითხა, რატომ ცდილობდა ასე სასოწარკვეთილი იმ ნარკომანის გადარჩენას.
- ბავშვობაში უახლოესი მეგობარი ნარკოტიკებით დამეღუპა. მაშინ რომ შეგზლებოდა წამალზე არ შეჯდებოდა. და აღარც თავს მოიკლავდა! - თვალებიდან ცრემლები მოიწმინდა მან - დღემდე ისევ ისე მტკივა. მისი სიკვდილი მოუშუშებელ ჭრილობად დამრჩა. ამიტომაა რომ ყველა ნარკომანი მეცოდება, რეალიზატორები კი მძულს. მთელი არსებით მძულს! - ზიზღითა და ტკივილით ამბობდა ის.
მისი კარგად მესმოდა. რაოდენ მძიმეც არ უნდა ყოფილიყო უნდა მეღიარებინა, რომ მართალი იყო. გადავწყვიტე ბორიას სერიოზულად დავლაპარაკებოდი საქმიანობის სფეროს შეცვლაზე, ვალი უკვე კარგა ხნის გადახდილი ჰქონდა. ალბათ მიამიტურად მჯეროდა, რომ მომისმენდა და დამიჯერებდა, მაგრამ პირიქით მოხდა. საუბარი დავიწყე თუ არა, ირონიულად გამაჩერა:
- იმ გოგომ სულ გამოგირეცხა ტვინი. თავის ჭკუაზე გადაგიყვანა. ზღაპრებს გიყვება და პატარა ბიჭივით გათამაშებს. შენ კი მარიონეტივით თავს უქნევ. ვერ ხვდები რა აკეთებს? მაგან ჯობია ვახოს მიხედოს. მამა აბრამის ბატკნად რომ მოაქვს თავი. ვერ მოვართვი გამზადებული ბიზნესი იმ ვაჟბატონს. გგონია სიმართლე არ ვიცი?! როდის აქეთაა რეკეტიორობა და სხვისი ბიზნესის წილში ჯდომა კანონიერი საქციელი? გადაეცი, ერთი ადგილის თამაშს მორჩნენ და წინ ნუ გადამიდგებიან, თორემ...
- რა თორემ? - გავცხარდი მე - ხომ არ გავიწყდება, რომ ეგ გოგო სიცოცხლეს მირჩევნია? დაფიქრდი რას ამბობ!
- რომ ვფიქრობ, ამიტომაც ვპატიობ ამდენს. მხოლოდ ჩვენი ძმობის გამო არ ვეტყვი არაფერს, მაგრამ გააფრთხილე, ზედმეტი არ მოუვიდეს. საკუთარ ცხოვრებას მიხედოს.
-იცოდე ერთი ბეწვიც რომ ჩამოუვარდეს... - აღარ დავასრულე მე.
- ნუ ბავშვობ. მისთვის არაფრის დაშავებას არ ვაპირებ. უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ არც თვითონაა ისეთი სუფთა, როგორც თავი მოაქვს.
- ანასტასიასთან ურთიერთობას ჩემით მოვაგვარებ, მაგრამ იცოდე მის წინააღმდეგ მოქმედება არ გაბედო.
ალბათ ჩემი სიტყვები უსუსურ მუქარად ჩათვალა. ხმამაღლა ხარხარებდა, თუმცა მაინც უნდა ვაღიარო, რომ იმ დღიდან მოყოლებული შეძლების და გვარად ანასტასიასთან ურთიერთობას თავს არიდებდა.
ამ ამბის შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა. ვფიქრობდი ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალეს და როგორღაც ერთმანეთის „ატანა“ ისწავლეს. ამიტომ როცა შემომთავაზა ოდესაში მეც წამოგყვებიო გამიხარდა. თუმცა როგორც დღეს გაირკვა არც არაფერი შეცვლილა. როგორც კი დაინახა, რომ სერიოზული გეგმები მქონდა, გულში რაც კი ბოღმა ჰქონდა ერთად ამოანთხია.
არც ანასტასიასგან ველოდი ასეთ რეაქციას. არა მგონია ბორიას სიტყვებს ისე ემოქმედა, რომ გაქცევა სდომოდა. ისედაც იცოდა, რომ არ უყვარდა. სავარაუდოდ მისგან თბილი მოსალოცი სიტყვების მოსმენას არ დაელოდებოდა. რატომღაც ვფიქრობ, რომ ბორიასთვის მისი აზრი რომ არ დაეფიქსირებინა, სიტუაციიდან გარიდება ამჯობინა. დამშვიდდებოდა და დაბრუნდებოდა კიდეც. ის ხომ ყოველთვის ასე იქცეოდა? ოდნავ გაღიზიანებულიც კი ავტომობილის ტარებაში გამოდიოდა. სისწრაფე მისთვის ადრენალინის გამოყოფის საუკეთესო საშუალებაა. მისი ტარება ჩემი თვალით მაქვს ნანახი. ვერ ვიჯერებ რომ ავტომობილი ვერ დაიმორჩილა.
ოთახში საავადმყოფოში დაბრუნებული ვახოც შემოვიდა. მიშას სალომეს ჩანთა მიაწოდა და თავით მანიშნა გვერდზე გავყოლოდი:
- სიტუაცია რთულადაა! - კბილებში გამოსცრა მან - პოლიციის გამომძიებელს ვესაუბრე. ავტომობილის მუხრუჭების შლანგებია გადაჭრილი...
მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვიყავი ავარია მოწყობილი იყო, ტანში მაინც უსიამოვნოდ გამცრა: - ანუ უბედური შემთხვევა არ იყო?
- პოლიცია გავაფრთხილე, ამ ინფორმაციამ პრესაში არ უნდა გაჟონოს. ეს პირადასტი ბორია შევამოწმეთ. მაგის მოწყობილია.
- ესეც გარეულია? - მიშაზე ვანიშნე მე.
- არა, რა სისულელეა. სუფთაა.
- ეგეც კარგი. - შვებით ამოვისუნთქე.
უნდა ვაღიარო, ეს ბიჭი რატომღაც მომწონდა და არ მინდოდა ასეთ სიბინძურეში ყოფილიყო ჩართული.
საუბარი დიმკამ შეგვაწყვეტინა: - ბოდიშით ბიჭებო, მაგრამ.. სალომეს ოპერაცია დასრულდა. დღეს რეანიმაციაში ეყოლებათ. ხვალ კი ალბათ პალატაშიც გადაიყვანენ.
- მადლობა ღმერთს. - თითქმის სამ ხმაში აღმოგვხდა ჩვენ.
საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა. ვახომ დაცვის რამდენიმე თანამშრომელი დატოვა, მიშაც იქ დარჩა.
- სასტუმროში მაინც ვერ მოვისვენებო.
მეც მინდოდა დარჩენა, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემი იქ ყოფნა ზედმეტი იყო და ბიჭებს სასტუმროში გავყევი.
დანა პირს არ მიხსნიდა. წამოსვლის წინ სალომეს შევხედე. მისი გაფითრებული სახე თვალწინ მედგა. ტუჩები ჩალურჯებოდა, თვალები ჩასცვენოდა. ამ რამდენიმე საათში ისე შეცვლილიყო, იფიქრებდით თვეების ნაავამდყოფარიაო. მივდიოდი და ვფიქრობდი, ვცდილობდი თითოეული წამი აღმედგინა. სად დავუშვი შეცდომა? რა ნაწილში? როდის დავკარგე სიტუაციაზე კონტროლი?
სასტუმროში მისულნი ვახოს უსიტყვოდ დავშორდით. მე და დიმკა კი ჩემს ნომერში შევედით. ალბათ არ უნდა გამკვირვებოდა, როცა სინათლე ავანთე და ოთახში მეთაური და რაფოც შევნიშნე. ერთმანეთის პირისპირ სავარძლებში ისხდნენ. თითქოს ველოდი კიდეც აქ რომ იქნებოდნენ. სიბრაზისგან ვცახცახებდი:
- აბა, საკმარისი სამხილები დააგროვეთ? - კბილებში უსიამოვნოდ გამოვცარი.
- ვერ გავიგე, რამით უკმაყოფილო ხარ? - ცივად მკითხა მეთაურმა.
- მძიმე ოპერაცია გაუკეთდა. ფეხი ძლივს შეუნარჩუნეს. - ტკივილით ვამბობ მე.
- მერე ჩვენ რას გვემართლები? გაგაფრთხილე. ხან შემოვლით და ხან პირდაპირ. შენ კი ისე გაქვს რომეოს როლი მორგებული, რომ გარშემო ვეღარაფერს ამჩნევ.
- ვერ გავიგე რის თქმას ცდილობთ? - მისი ტონი არ მომეწონა მე.
- იმის რომ .... - აშკარად სიტყვებს არჩევდა ის. - სიფრთხილე გმართებს. ეგ გოგო ერთი ჩვეულებრივი რუსი მომღერალია. ასე აშკარად არ უნდა ჩნდებოდე მის გვერდით.
- ის გოგო რუსი მომღერალი კი არა ჩემი სალომეა!
- მომისმინე თემო, სალომე მკვდარია. წლების წინ დაიღუპა. - მუქარის ტონით მეუბნება მეთაური. - ნუ გვაიძულებ ანასტასია კოვალიოვაც მის გზას გავუყენოთ. თუ ჩვენი წესებით არ იმოქმედებ, მერწმუნე მისი დასაფლავება ფარსი აღარ იქნება.
უცებ ვიფიქრე გაღიზიანებულზე მისი სიტყვები არასწორად გავიგე მეთქი: - ვერ გავიგე რის თქმას ცდილობ?! ამ ამბის უკან ბორიას გარდა კიდევ ვინმე დგას?
- აბა, როგორ ფიქრობ, ამხელა ოპერაციას მხოლოდ ერთი დაგეგმავდა?. მინისტრი ხარ. შენი გადაწყვეტილებებით წინ ბევრს ეღობები. ნარკოტიკების ამბავში ბორია პაიკი იყო. რიგითი პაიკი. ეს მსუბუქი მინიშნება გაგიკეთეს აზრზე მოსასვლელად. დამიჯერე სალომეს გასაღება რომ სდომოდათ, ავარიას არ მოაწყობდნენ. მაგ გოგოსთვის თუ კარგი გინდა, თავი უნდა დაანებო. თუმცა ვფიქრობ უკვე გვიანია. იმდენი ჰქენი სანამ ანასტასია კოვალიოვას მიმართ შენი მომეტებული ინტერესი ყველამ არ შეამჩნია. ზოგჯერ ვფიქრობ ის გოგო შენზე ბევრად ჭკვიანია. შენგან განსხავავებით სიტუაციას ყოველთვის რეალურად აფასებდა. ცხოვრება დღემდე ვერ დაალაგე. სპონტანურ გადაწყვეტილებებს იღებ. ფიცხი იყავი და ასეთად დარჩი.
- ახლა ჩემს ხელახლა აღზრდას აპირებთ? ცოტა დაგვიანებული ხომ არაა?
- თემო დიდ ძალას დაუპირისპირდი. ეს ინციდენტი ბორიას ხელისუფლებისთვის ჩაბარებით უნდა დავასრულოთ. მაგრამ სამომავლოდ უნდა გაითვალისწინო, უფრო წინდახედულად უნდა იმოქმედო.
- ეგ ნაგავი ცოცხალი ვერ დარჩება! - მუქარით ვამბობ მე.
- ეგ ჩვენი გადასაწყვეტი აღარაა. მე დავპირდი, რომ რუსეთს გადავცემთ.
- მაგას ციხეში არავინ დატოვებს.
- არ დატოვებენ... და იქვე გაუსწორდებიან ჩეჩნებიც. - ჩაერთო საუბარში დიმკა.
ვხვდები, რომ სიმართლეს ამბობს და აღარ ვეკამათები.
- იცოდე, მე სალომეს დაბრუნება მინდა, თემურიკოსთან ერთად ჩემთან თუ არ იქნება, არც ჩემს სიცოცხლეს ექნება აზრი! - როგორც იქნა ამოვღერღე.
- ვიცი, ისიც ვიცი, რომ შენს მართვასაც ვეღარ შევძლებთ. ამის გამო კი შენი ლიკვიდაციაც გარდაუვალი იქნება. ამდენი წლების შემდეგ დიდ ინფორმაციას ფლობ, შენი დაკარგვა დიდი დანაკლისი იქნება, თუმცა ხომ ხვდები რომ არც შეუცვლელი ხარ? ბავშვზე არ ფიქრობ რა ბედი ეწევა შენს შვილს?
ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს გულში დამჭრა. მეზიზღებოდა მეთაური ასე ქარაგმებით საუბრის გამო. მეზიზღებოდა ჩემი თავი მათთან რომ ვიყავი.
- მე შენი მტერი არ ვარ! ჩემზე რაც იყო დამოკიდებული გავაკეთე. ვეცდები სალომეს საქართველოში დაბრუნებაზეც კიდევ ერთხელ დაველაპარაკო. გადაწყვეტილებას მე რომ არ ვიღებ შენც კარგად იცი. უბრალოდ უნდა დამიზუსტო, იმ გოგოს უნდა დაბრუნება?! -ხმა შეარბილა მან, ეშმაკურად, თვალებ მოჭუტული მიყურებდა ის. ჩემს წინ ისევ ჩემი მეთაური იდგა.
გამეცინა: - იმედია დამეთანხმება.
- იმედია. - ეცინებოდათ ბიჭებსაც.
- ხომ გეუბნებით, ეს ადამიანი არ იცვლება. აზრს არაფერს აყოლებს. უცებ ცოფდება, უცებ უხარია... - ბიჭებთან ისევ ჩემი კრიტიკა გაარძელა მან.
მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია ისე მოვეხვიე:
- ამას არასოდეს დაგივიწყებ!.
- ვიცი! - კმაყოფილი მეხვეოდა ისიც.

მეორე დღეს საავადმყოფოში მივედი. სალომე პალატაში ჰყავდათ გადაყვანილი. მიშა მასთან იყო. იქვე იჯდა ლოგინთან. შესვლისთანავე შევნიშნე მამაკაცს ხელში ქორწინების ბეჭედი ეჭირა. უხერხულად შევიშმუშნე. გულში რაღაც ჩამწყდა. სალომეს ჩემი რეაქცია აშკარად არ გამოეპარა. ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა.
- როგორ ხარ? - ჩაწყვეტილი ხმით ვკითხე მას.
- არა მიშავს. რომ გითხრა კარგადო, მოგატყუებ! - გირებზე დაკიდებულ ფეხს შეხედა - თუმცა უარესადაც შეიძლებოდა ვყოფილიყავი! - თვალებში ისე მიმზერდა, ვიფიქრე რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ გაჩუმდა. თითქოს გადაიფიქრა. - მიშამ ცოლობა მთხოვა! - გამომცდელად მითხრა.
- ვიცოდი, რომ აპირებდა. გილოცავთ! - მოწყენილი ვეუბნები მათ. მისკენ დავიხარე საკოცნელად. ლოყაზე ოდნავ შევეხე. თვალებიდან ობოლი ცრემლი ჩამოუგორდა. სწრაფად მოიწმინდა ვიდრე მიშა შეამჩნევდა. - იმედია იმაზე ბედნიერი იქნებით ვიდრე ჩვენ ვიყავით, მაპატიე თუ რამე გაწყენინე, გატკინე. ვერ მოგიფრთხილდი. ხომ იცი, რომ არ მინდოდა!- ქართულად ვესაუბრებოდი მას - კარგი ბიჭი ჩანს, ალბათ უყვარხარ!
ტკივილით გაეღიმა: - ალბათ! იმედია კიდევ შევხვდებით ბავშვობის მეგობარო!- ბოლო სიტყვები ისეთი სითბოთი მითხრა, რომ თავი ვეღარ შევიკავე. მიშას აღარ მოვერიდე, გულში ძლიერად ჩავიკარი. ის ტიროდა. მხრები უცახცახებდა ისე ტიროდა. ვგრძნობდი, რომ თავს ვკარგავდი, მეტი აღარ შემეძლო, პალატიდან გამოვვარდი. მიშაც უკან მომყვა.
- თემო, მოიცადე! - დამიძახა მან. მისკენ გაოცებული შევბრუნდი.
- ბრმა არ ვარ და ვხვდები, რომ დღემდე გიყვარს. არ ვიცი თქვენს შორის რა მოხდა, სიმართლე გითხრა არც მაინტერესებს. მინდა იცოდე, ანასტასია მიყვარს, თავდავიწყებით. ბედნიერი ვიქნებოდი ოდესმე ისევე რომ ვყვარებოდი როგორც შენ. სამწუხაროდ არ გამომივიდა. თავს არ ვზოგავდი, მაგრამ.... მე დღეს ვბრუნდები. ხვალ თამაში მაქვს. არ ვიცი ანასტასია თქვენ გეტყვით თუ არა, მაგრამ მე ვერ დაგიმალავთ, უფლება გაქვთ იცოდეთ, მან ცოლობაზე უარი მითხრა.
მოულოდნელობისგან გამეცინა, ყურებს არ ვუჯერებდი. ისევ მეთაურის სიტყვები გამახსენდა: - მოუთმენელი ხარ, სპონტანური...
პატარა ბავშვივით მიხაროდა მისი სიტყვები, ემოციები ვერ მოვთოკე და მიშას მოვეხვიე.
- მოუფრთხილდი, ორივეს მოუფრთხილდი! - გამობრულად გამიღიმა და საავადმყოფოდან წავიდა.



მეთვრამეტე თავი
ვუმზერდი კარებს საიდანაც სულ რამდენიმე წუთის წინ მიშა გავიდა. იმდენად მოულოდნელი იყო მოვლენების ასეთი შემობრუნება, რომ ემოციებს ვერ ვიოკებდი. ვცდილობდი სალომესთან შესვლამდე გრძნობები მომეთოკა, თუმცა პალატაში ისევ სულელივით გაღიმებული სახით შევბრუნდი.
ძნელი იყო ჩემი ცვლილება არ შეემჩნია. ბედნიერი, გაკრეჭილი სახით ვუმზერდი ქალს. დავინახე როგორ გაწითლდა და თვალი ამარიდა. არაფერი მითქვამს, სიტყვაც არ დამცდენია, კითხვის დასმასაც კი ვერ ვბედავდი. ლოგინთან დავიხარე. მისი თითები ხელის გულებში მოვიქციე და ბედნიერებისგან ავტირდი. ვგრძნობდი თავისუფალი ხელით როგორ შემეხო თმაზე. პატარა ბავშვივით მეფერებოდა. იმდენად ბედნიერი ვიყავი, არ მინდოდა დასრულებულიყო ეს წუთები.
- რაღაც გამოვტოვეთ?! - პალატაში შემოვიდნენ ვახო და დიმკა.
- ბევრი არაფერი. - თბილად გაუღიმა მამიდაშვილს სალომემ, ჩემი თითებიდან ხელიც გაინთავისუფლა. მეც წამოვდექი და ბიჭებს გზა დავუთმე მასთან მისასვლელად.
- აბა, როგორ არის პაციენტი? - თითქოს ექიმი იყო ისეთი სახით იკითხა ვახომ.
- უკეთესადაც ვყოფილვარ.
გამომცდელი თვალით უმზერდა დიმკა: - რას გვერჩოდით? ჩვენ გადაგვრიეთ და თქვენ აქ ჟღურტულებთ?
სალომე ისევ გაწითლდა. უხერხულად შეიშმუშნა.
- ჟღურტულის რა მოგახსენოთ, მაგრამ მე მგონი...
- ძალიან გთხოვ, არასწორ დასკვნებს ნუ გააკეთებ. - სიტყვა შემაწყვეტინა მან.
- ანუ?.. -ვიგრძენი როგორ გავფითრდი, დაძაბულმა ვკითხე.
- მიშამ დაქორწინება შემომთავაზა და უარი ვუთხარი. - ჩემთვის არც კი შემოუხედავს, ისე აუხსნა სიტუაცია ბიჭებს.
- ანუ, თქვენ ორნი რიგდებით? - ჩემი დაუმთავრებელი კითხვა დაასრულა ვახომ.
- არა. მე და მიშა არ ვქორწინდებით.
- შეიძლება უარის თქმის მიზეზი გავიგოთ? - ისევ ჩაეძია ვახო.
- არა! - მტკიცე ხმით უპახუხა მან.
ვიგრძენი როგორ გავფითრდი, პალატაში ჰაერი აღარ მყოფნიდა, გარეთ გამოვედი, დიმკაც მალევე გამომყვა.
- მოსალოცად გაქვს საქმე ხომ? - კმაყოფილი მეკითხებოდა ის.
- ვითომ? - ეჭვი გაკრთა ჩემს ხმაში.
- რას ჰქვია ვითომ? კიდევ რამე გიშლის ხელს? -აშკარად გაღიზიანდა დიმკა.
- მე რა უნდა მიშლიდეს? არც არაფერი, მაგრამ.. არ უსმენდი? მხოლოდ მიშას დავშორდიო გამოაცხადა.
- ჩვენს ძმობას გეფიცებით, ზოგჯერ მართლა არანორმალური მგონიხარ! - სიცილით მოგვიახლოვდა ვახოც. - აბა რას ელოდი მაშინვე მკლავებში ჩაგივარდებოდა? ცოტას გაწვალებს, ცოტას განერვიულებს, და შემდეგ შეგირიგდება კიდევაც.
- ვითომ? - ისევ დებილი ბავშვივით ვიმეორებ მე.
- ისე კარგ ნერვებს კი გისურვებ. მისი კერკეტი ხასიათი რომ ვიცი, მთლად იოლი მისია არ გაკისრია. - აშკარად განგებ მიმძიმებს სიტუაციას ვახო.
- ოოო, აი ნერვების კი რა მოგახსენოთ. ამ საკითხში ნამდვილად გვიჭირს... - ჩემს დაცინვას აგრძელებდა დიმკაც.
ბიჭები იმდენად ერთობოდნენ ამ სიტუაციით, რომ განწყობა მეც გამომიკეთდა.
- სულ ცოტა ღა და ნახავთ რა ნერვებიც მექნება. - ავყევი ხუმრობაში მეც. - ჩემი კერკეტი კაკალიც დამიბრუნდება და ჩემი ბიჭიც ჩემთან იქნება. - აშკარად ვოცნებობ მე.
- ჰა, ახლა არ გადამაფიქრებინო იცოდე. რა თქმა იყო ჩემი ბიჭი ჩემთან იქნებაო? - თითქოს გაბრაზდა ვახო - დის შვილს მართმევ? მერე მე რა მეშველება?
- შენ რამდენიმე თქვეში საკუთარი გაგიჩნდება და ჩემი მასხარა აღარ დაგჭირდება. - თვალი ჩავუკარი მას.
- ვინ არის ბიჭო მასხარა? ის ჩემი გმირია... ჩემი ვაჟკაცი... მასხარა, ეს რა აკადრა?! გაგიგოს თემურიკომ, ნახავ მერე ვინ დარჩება მასხარად - იცინოდა ვახო.
- არ იცით ბიჭებო, როგორ დავმშვიდდი. - ვაღიარებ მე - იმედი გამიჩნდა. მომავლის იმედი.
- ახსნა არც გჭირდება, ისედაც ვხვდებით, ამდენი წლების შემდეგ როგორც იქნა იღიმები, თვალები გიცინის. - მხარზე ხელს მიტყაპუნებს დიმკა.
- სიძე შე ძველო.... ვერ იქნა და ეს სტატუსი ვერ მოიშორე. - ისევ თბილად იცინოდა ვახო.
- წავიდეთ ახლა, თორემ სასტუმროში გოგოებიც გველოდებიან. წამოსვლა მათაც სურთ. თანაც - ეშმაკურად თვალები მოწკუტა დიმკამ.
- რა თანაც? - ვერ მივუხვდი რეპლიკას.
- ჩვენს მოსვლამდე აშკარად უკეთ ერთობოდით! - სიცილით გახედა ვახოს.
- აბა, ისხდნენ გუგულებივით გასუსულები, დაგვინახეს ჩვენ და დაიწყეს მაშინვე კინკლაობა, არ შევრიგდითო... - აჰყვა ვახოც.
- კარგით, მორჩით მავნებლობას. - მეღიმება მეც.
- დიდხანს აპირებ აქ ყოფნას? - სერიოზული ხმით მეკითხება დიმკა.
- ვიდრე არ გამომაგდებს.
- თუ ისევ ისეთ განწყობაზე დაგვხვდა, ჩვენს მოსვლამდე რომ იყავით დაგვიკარგიხარ მაშინ სამუდამოდ. - ისევ მაიმუნობს დიმკა.
- ბორია სად არის? - დავსერიოზულდი მე.
- ის მიიბარეს მეთაურმა და რაფომ.
- მალე მიქელაც გადაიბარებს და ეგაა... - მუქარის ტონით ამბობს ვახო.
ალბათ, როგორც კანონმორჩილ მოქალაქეს მისი სიტყვები უნდა მაღიზიანებდეს, მაგრამ.... ბიჭებმა ერთხელ კიდევ შეხედეს სალომეს. ხელი დაუქნიეს დამშვიდობების ნიშნად და ღლაბუცითა და ხუმრობით წავიდნენ.
- შენ რჩები? - გაუკვირდა მას.
- არ გინდა რომ დავრჩე? - კითხვა შევუბრუნე. თვალები ამარიდა და გაწითლდა. მართალია არ მიპასუხა, მაგრამ არც მჭირდებოდა. პასუხი მის სახეზე ამოვიკითხე.

სალომე
მიშას ჩამოსვლა ოდესაში მოულოდნელი ნამდვილად არ იყო. უკვე რამდენიმე თვე იყო რაც ხუმრობა ხუმრობაში, გართობა გართობაში ჩვენმა ურთიერთობამ შედარებით სერიოზული სახე მიიღო. ვერ უარვყოფდი, მსიამოვნებდა მასთან ყოფნა, მომწონდა ის ზრუნვა რასაც ჩემი და ჩემი შვილის მიმართ ამჟღავნებდა. იმდენად დადებითი და კარგი ადამიანი იყო, ნამდვილად ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა შემყვარებოდა, ვისწავლიდი მის სიყვარულს. მაგრამ....
დავინახე თემო და ყველაფერი ამერია. მართალია ძალიან ნაწყენი ვარ. არც ის ტკივილი დამავიწყდა, მისმა მწარე სიტყვებმა რომ მომაყენეს, მაგრამ.. ვუზმერ და ვხვდები, როგორ მომნატრებია. ისე ძლიერად მინდა ჩახუტება. ისე მინდა მოვეხვიო. ვხედავ როგორ ცდილობს თემურიკოსთან ურთიერთობის დალაგებას და გული მტკივა იმ დაკარგული წლების გამო შვილთან ერთად რომ ვერ გაატარა. თუმცა შინაგანი ხმა ისევ მახსენებს:
- არ დასთმო, არ შეიცოდო, შემდეგ სანანებელი გაგიხდება.
ვატყობ ცოტაც და გრძნობებს ვეღარ მოვერევი. მამა-შვილის ერთად დანახვაზე გული ძლიერად იწყებს ფეთქვას, თანდათან ჩემი მეორე ხმაც მარცხდება. მიშას ჩამოსვლა ჩემთვის ხსნას ჰგავს. თუმცა...
ვხედავ როგორ ეჭვიანობს თემო და ბედნიერი ვარ. ალბათ მიშასთან თავს დამნაშავედ უნდა ვგრძნობდე. რაღაც არასწორად გამოვიდა, სინდისი მაწუხებს. თითქოს თემოს გასაღიზიანებლად ვიყენებ. არადა...
ბორიას იქ ჩამოსვლას ნამდვილად არ ველოდი. ეს ტიპი ყოველთვის ახერხებს ჩემს გაღიზიანებას და მდგომარეობიდან გამოყვანას. არ იფიქროთ რამეს მიშავებს, არა უბრალოდ ჩემთვის მისი არსებობაც კი პრობლემაა. ჩემი ნება რომ იყოს, ასეთ ნაძირლებს ჰიტლერივით ერთ კუნძულზე შევყრიდი და... ალბათ სასტიკი ვარ, უგულო, მაგრამ რატომღაც ბორიას დანახვაზე ჩემში ყველა უარყოფითი თვისება იღვიძებს. ვხდები აგრესიული და თითქმის უმართავი.
ამჯერადაც მესმის როგორ „თბილად“ მომიხსენიებს მიშასთან საუბარში. ერთი სული მაქვს მივიდე და ყველაფერი პირში მივახალო. იმის გააზრებაზე, რომ ამ სიბინძურეს თემო და ვახოც უსმენენ ტვინში მასხავს. ვგრძნობ რომ ემოციებს ვერ ვიკავებ, მირჩევნია წავიდე, სიტუაციას გავერიდო. სწრაფად მოვრბივად და ავტო-სადგომზე გაჩერებულ მანქანაში კისრისტეხით ვხტები. აი, რა მჭირებოდა ახლა. სიჩქარე და ღია სივრცე. გაზის პედალს ვაწვები და მივდივარ.
- ანასტასია! - შორიდან მესმის თემოს ხმა, თუმცა ყურადღებას არ ვაქცევ. ვხედავ უკან როგორ მომყვება ავტომობილი. მძღოლში თემოც შევიცანი. მაინც რა ჯიუტია ეს ბიჭი? უნდა მოვიშორო. ახლა მისი მოსმენის თავი არ მაქვს. უნდა ვიფიქრო, ყველაფერი უნდა გავაანალიზო. რამოდენიმეჯერ მკვეთრად მოვუხვიე. ბნელ ქუჩაზე გავედი, პატარა ჩიხი იყო და მთავარ გზაზეც აღმოვჩნდი. კმაყოფილი ვიღიმები, უკან აყოლილი კუდი მოვიშორე. გზა თავისუფალია. სპიდომეტრი სიჩქარის უმაღლეს მაჩვენებელს მიჩვენებს. აი რა არის აზარტი. ადრენალინი, ეშხში ვარ შესული. უკვე აღარ მაინტერესებს არც ბორია, არც მიშა და არც არავინ. მხოლოდ სწრაფად სიარული მჭირდება და მეც მივიდვარ, უფრო სწორედ თითქმის მივფრინავ.
თვალი სპიდომეტრისკენ გამირბის. სიჩქარის დაგდებას ვცდილობ და მუხრუჭს ვაწვები,
- მეჩვენება? შეუძლებელია!.- გამაცია მე. ავტომობილის მუხრუჭები არ მემორჩილებოდა. ამჯერად მუხრუჭს დავწვდი, მაგრამ უშედეგოდ. არც ის მუშაობს. - ეს როგორ? - ვცდილობ პანიკაში არ ჩავვარდე, მაგრამ..
ავტომობილის შეჩერებას ვცდილობ, გაზის პედალს აღარ ვხმარობ, იქნებ ნელ-ნელა სიჩქარე დავაგდო.
- სრული ბედნიერებისთვის ეს ღა მაკლდა. - ვფიქრობ მე.
გზის მეორე მხარეს მოულოდნელად ლეკვი გამოჩნდა, ჩურჩუტი არსება შუა გზაზე გამოცანცარდა, მის კვალდაკვალ კი ასე ათ წლამდე ბავშვიც მორბოდა, თითქოს ვერც მხედავს, თავქუდ მოგლეჯილი ლეკვის მიმართულებით მიიწევდა. ვეღარაფერი მოვიფიქრე, ავტომობილს მიმართულება ვუცველა, საჭე ვეღარ დავიმორჩილე, კონტროლი საბოლოოდ დავკარგე და ......
ძლიერი დარტყმისა და ტკივილისგან გონება მეკარგება. აზრზე თემოს სასოწარკვეთიც ხმას მოვყევარ:
- სალომე არ დამღუპო, სალომე გემუდარები. ხმა გამეცი გთხოვ...
მინდა რაღაც ვუთხრა მაგრამ არ შემიძლია. ინსტიქტურად თვალებს ვახელ, მის ძლიერ ხელებს ვგრძნობ საკუთარ ტანზე. მტკივა, ძალიან მტკივა. მინდა ვიყვირო, მაგრამ ხმას ვერ ვუშვებ.
- ნუ გეშინია, მე გიშველი. დაგეხმარები, ოღონდ არ დამღუპო. არ გამიმეტო, გთხოვ...- ვგრძნობ, რომ ისევ გონებას ვკარგავ, მაგრამ.... მეშინია, უსაზღვროდ მეშინია. არ იფიქროთ თითქოს მოსალოდნელი სიკვდილი მაფრთხობს. არა. თემოს შეშინებული ხმის გაგონება მსიამოვნებს. რა იქნება თუ ვერ გადავრჩები? რომ ვერ ვნახო? რა მეშველება უმისოდ? ისევ გონზე მოვდივარ. თვალებს ვეღარ ვახელ, მაგრამ თემოს ხმა ჩამესმის: - ხომ გადარჩება?! მითხარით ხომ გადარჩება?
პასუხი არ მესმის, მინდა დავამშვიდო და ვუთხრა: - გადავრჩები, მაგრამ ვერ ვახერხებ. ვგრძნობ სახეზე რაღაცას მაფარებენ და თვალები ისევ მეხუჭება. გონებაში კი ისევ ვიმეორებ:
- გადავრჩები, გადავრჩები.
გონს პალატაში მოვდივარ. ფეხი უჩვეულოდ მტკივა. აქეთ იქით ვიყურები, გარშემო სხვადასხვა სახის აპარატურაა, რაღაც წიკწიკებს. რაღაც წრიპინებს. ვწევარ ასე ჰაერში აწერული, გაშტიკინებული ფეხით.
- სად ვარ? - ვფიქრობ და გონებას ვძაბავ. ფრაგმენტულად, ნელ-ნელა მახსენდება წინა დღეს მომხდარი. უსიამოვნოდ გამცრა. იქვე სავარძელში მძინარე მიშას ვამჩნევ.
- თემო სადაა? - ინსტიქტურად მას ვეკითხები. უხერხულად შეიშმუშნა. ყურადღებით დამაკვირდა.
- თემო?! - ხმა გაებზარა მას. აშკარად აე ესიამოვნა ჩემი კითხვა, მაგრამ ცდილობს არ შეიმჩნიოს.
- აქ ხომ მან მომიყვანა? - ვგრძნობ რომ გულს ვტკენ ამ სიტყვებით, მაგრამ ვერ ვჩუმდები.
- კი, მან მოგიყვანა. გამთენიისას წავიდა სასტუმროში. ალბათ დაბრუნდება...
- დაბრუნდება, აუცილებლად დაბრუნდება. - ოდნავ შესამჩნევად მეღიმება. - მომისმინე მიშა, უნდა ვისაუბროთ.
- ამ მდგომარეობაში აპირებ ამის თქმას? - ხმა გაებზარა მას. - იქნებ არ ღირს?!
- გთხოვ, მათქმევინე. სხვა დროს გამბედაობა არ მეყოფა. არადა არც უთქმელობა შემიძლია...
- არ მინდა ამის მოსმენა. ჩემთვის ძნელი ასატანი იქნება. მე გუშინ შენთვის ხელის თხოვნას ვაპირებდი. - ჯიბიდან ქორწინების უმალაზესი ბეჭედი ამოიღო. - არადა თითქმის ვიცოდი, რომ უარს მეტყოდი. მაგრამ, სადღაც გულის სიღრმეში მინდოდა დამეჯერა, რომ ჩემს შეყვარებას შეძლებდი, ისევე ძლიერად, ისეთივე ვნებით როგორც ის გიყვარს. მაგრამ...
- მიშა, მე.... - ვცდილობ როგორმე თავი ვიმართლო.
- გულს ვერ უბრძანებ. არასოდეს გითქვამს რომ გიყვარდი. ეს მე ვიყავი ბრმა. თავიდანვე მეუბნებოდი, რომ შენთვის მხოლოდ მეგობარი შეიძლებოდა ვყოფილიყავი, მაგრამ მაინც იმედი მქონდა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თემურიკოს მამამ მიგატოვა. არ უყვარდი, მაგრამ შევცდი. შეუძლებელია მას შეხედო და ვერ მიხვდე რას გრძნობს. ჩემთვის ამის აღიარება ძნელია, მაგრამ... ოდნავ იმედი მაინც რომ მქონდეს, რომ შემიყვარებ, გეფიცები ვერ დაგთმობდი, ვერ გაგიმეტებდი. მაგრამ ვხედავ როგორ უმზერ მას, იმასაც ვხედავ როგორ გტკივა მისი რეპლიკები, მისი მოჩვენებითი გულგრილობა.
- არ მინდოდა ასე მომხდარიყო. - ცრემლებს ვერ ვიკავებ. - მასთან ურთიერთობა მანგრევს, სიცოცხლეს მიმწარებს. მაგრამ მაინც მისკენ მივილტვი. ვერ ვივიწყებ. თემურიკოს გეფიცები, მთელი გულით ვცდილობდი მის დავიწყებას, არ მინდა ისე ჩათვალო თითქოს გიყენებდი. ასე არ იყო. ასე არ მინდოდა...
- ვიცი. - ყრუდ მპასუხობს ის.
- არ მინდა დაგკარგო. შენ ჩემთვის მართლა ძვირფასი ხარ.
- ვიცი. მაგრამ... გახსოვს ჩვენი შეხვედრისას რა გითხარი? ზედმეტად ლამაზი ხარ. ახლაც კი ასეთ მდგომარეობაში. ზედმეტად მიყვარხარ, იმისთვის რომ ვიმეგობროთ. ჩემთვის მტკვნეული იქნება სხვა მამაკაცთან შენი დანახვა, თუნდაც ეს თემურიკოს მამა იყოს.
ის ჩემკენ დაიხარა. ლოყაზე მაკოცა.
- მაპატიე. - ძლივს გასაგონად ვუთხარი მას.
სწორედ ამ დროს პალატის კარები გაიხსნა და თემოც შემოვიდა. უხერხულად შევიშმუშნე. აშკარად შეამჩნია საქორწინო ბეჭედი. ისეთი სასაცილო სახე ჰქონდა, რომ ღიმილი ვერ შევიკავე. მესიამოვნა მისი გაბრაზება მომინდა და უნებურად წამოვაყრანტალე:
- მიშამ დაოჯახება შემომთავაზა....
როგორც ყოველთვის სიტყვის დამთავრება არც კი მაცალა. პალატიდან გავარდა.
- ასე ნუ ექცევი... - აშკარად შეეცოდა მიშას და გაჰყვა. მე კი რატომღაც მართობდა თემოს ეჭვიანობის ყურება. ეს იმდენად სასიამოვნო შეგრძნება იყო, რომ ამ სიამოვნებაზე უარს ვერ ვიტყოდი.

ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ მიშამ სიმართლე უთხრა. ისეთი ბედნიერი სახით დაბრუნდა, გამეცინა. ჩემთან დაიჩოქა. ისე ჩაიკრა ჩემი ხელი გულში, რომ თავი ვეღარ შევიკავე. უნებურად თავზე მოვეფერე. ჟრუანტელმა დამიარა. მიუხედავად ფეხის ტკივილისა, ბედნიერი ვიყავი.
სწორედ ამ დროს ბიჭებიც მოვიდნენ. ჩვენს ასეთ მდგომარეობაში დანახვაზე ისე გახალისდნენ. აღარ იცოდნენ ემოციები როგორ გამოეხატათ. არ შემეძლო მათთვის მეთქვა, რომ თემოსთან შერიგებას ვაპირებდი. გულის სიღრმეში მაინც მეშინოდა. რა გველოდა წინ? ისევ პრობლემები? შევძლებდით კი ერთმანეთის შენარჩუნებას? ამიტომ ბიჭებს ვეუბნები: - რომ კი არ შევრიგდით, უბრალოდ მიშას არ მივყვები ცოლადო.
თემო, როგორც ყოველთვის ისევ ღიზიანდება და პალატიდან გარბის. დიმკაც გაჰყვა.
- გაგიჟდი? - ამჯერად მე მეკითხება ვახო.
გამეცინა: - ალბათ.... - მისი მოტყუება არ შემიძლია - ცოტა უნდა ვაწრურწუნო, სულ ცოტა ... - ეშმაკურად მეცინება მე.
- მოინელებ შენ მაგ ბიჭს! - ხმამაღლა ბუბუნებდა. თბილად ჩამეხუტა და ისიც მეგობრებს გაჰყვა.

ბიჭები დამემშვიდობნენ და წავიდნენ. თემო ისევ ჩემთან დარჩა. ისეთი სახით მიყურებს, რომ ღიმილს ვერ ვიკავებ:
- ღმერთო ჩემო რატომ არის ეს ბიჭი ასეთი სულელი? - ვფიქრობ და ვგრძნობ კიდევ ერთხელ როგორ გავწითლდი.
- არ მოგშივდა? რამე ხომ არ მოგიტანო? - როგორც იქნა დუმილი დაარღვია მან.
- არა. მორიგე ექთანი შემოვა და შემოიტანს სადილს. - ღიმილი გამეპარა მე. ისეთი საცოდავი თვალებით მიმზერს, რომ თავს ვერ ვიკავებ:
- ასე, შორიდან აპირებ ყურებას?
თითქოს ამ სიტყვებს ელოდაო, მაშინვე მოვიდა, იქვე ჩემს საწოლზე ჩამოჯდა და ძლიერად ჩამიკრა გულში.
- არც კი იცი, როგორ შემაშინე!. - როგორც იქნა ამოღერღა მან.
კმაყოფილი და ბედნიერი მოვეხვიე: - ვიცი.
- ისიც იცი, რომ მიყვარხარ? - თბილად მიღიმის ის.
თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. ნელ-ნელა იხრება და ფრთხილად მეხება ტუჩებზე. ვგრძნობ როგორ ძლიერად უცემს გული, მთელი სხეული მითრთის სიამოვნებისგან. აი, რა მაკლდა ეს წლები. თურმე ვინ მაკლდა.
- მაპატიე? - რეალობაში მისი ხმა მაბრუნებს.
- ასე გამოდის.
- დამიბრუნდები?
- თითქმის დაგიბრუნდი. - მეცინება.
- თითქმის არ მომწონს. - უკმაყოფილოდ იჯღანება.
- არც მე, მაგრამ... ყველაფერს მისი დრო აქვს.
- ხომ არ გადაიფიქრებ?! - ეჭვით მეკითხება.
- იმედია, არა! -- ვპასუხობ და მეცინება.


მეცხრამეტე თავი დასასრული
სიამოვნებით ვიქნებოდი ასე ჩახუტებული, რომ არა ექიმების სავალდებულო შემოვლები. ცოტა ხანში კარებზე ფრთხილი კაკუნის ხმა გავიგონეთ და მაშინვე მოვშორდი. თუმცა შორს არ წასულა. იქვე ჩამოჯდა ლოგინთან.
- მობრძანდით. - სუსტი ხმით გავძახე, როცა კაკუნი განმეორდა. კარებში ტატინას აფეთქებული მწითური თმა გამოჩნდა, უკან მომღიმარი აიშაც იჭყიტებოდა.
- ესე იგი ბიჭები არ შემცდარან! - მრავალ მნიშვნელოვნად აღნიშნავს ის და აიშას თვალს უკრავს.
- ვერ ვხვდები რას ამბობ! - თავს ვიშტერებ და ვწითლდები.
- გაგვაფრთხილეს, პალატაში პირდაპირ არ შეხვიდეთ, კარებზე დააკაკუნეთო! - იცინის აიშა.
თემომ თავი დახარა კმაყოფილმა, ღიმილი ვერ შეიკავა. გოგოები გაბრწყინებული, სახეებით გვიმზერდნენ.
- არ გინდათ ჩამეხუტოთ? მკითხოთ როგორ ვარ? - საუბრის თემის შეცვლას ვცდილობ.
- ჩახუტება ნამდვილად არ გვაწყენდა, თუმცა კარგად რომ ხარ ისედაც ვხედავთ! - მაინც არ ჩუმდება ტატიანა და მეხვევა - ასეთი ბედნიერი არც კი მინახიხარ! - ისე მეუბნება თემომ რომ ვერ გაიგოს.
- გილოცავთ! როგორც იქნა... - ემოციებს ვეღარ იკავებდა აიშაც.

შემდეგ დაიწყო ანალიზები, მუდმივი კონტროლი. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ სერიოზული მოტეხილობის ფონზე ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მთლად სახარბიელო არ გახლდათ. თუმცა იმდენად ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი, რომ ექიმების დაძაბულ და სერიოზულ სახეებს ყურადღებას არ ვაქცევდი.
გამოჯანმრთელების პროცესი ნელ-ნელა მიიწევდა წინ. მეც საწუწუნო არ მელეოდა, ჯერ ჰაერში დაკიდებულ, დაჭიმულ ფეხზე ვწუხდი. როგორც იქნა ფეხი ჩამომაწევინეს. ამჯერად თითქმის ბარძაყამდე დადებული უხეში გიფსი მაწუხებდა. შემდეგ ნელ-ნელა, ეტაპ-ეტაპ გიფსიც მომხსნენ. გადავედი ყავარჯნებზე, ყავარჯნიდან კი ჯოხზე.
ასე გავიდა თითქმის ექვსი თვე. ნახევარი წელი. უკვე მამიდა ვარ. როგორც ვახო დამცინის ყავარჯნიანი, „მაფიოზა“ მამიდა. გვყავს პატარა, მჩხავანა ოდნავ მწითური სასაცილო გოგონა.
- მაც ასეთი ვიყავი? - გაოცებული უმზერს თემურიკო თითქმის ერთი მკლავის სიგრძე ჩვილს.
- კი. - თმას ვუჩეჩავ ჩემს მოუსვენარ ბიჭუნას, რომელიც ბავშვის წამოტირებაზე კრთება და შეშინებული მასზედ არანაკლებად დაფეთებულ ვახოს ისე უმზერს, თითქოს ხსნას მისგან ელის.
- არა, თემურიკო ასე ხმამაღლა ტირილს ვერ ახერხებდა! - უხერხულად იშმუშნება ისიც. - იქნებ რამე აწუხებს? წამალი რომ მივცეთ?
მეცინება: - მოვა ორ წუთში მისი წამალი და დამშვიდდება.
ოთახში თმაგაჩეჩილი, თვალებ დასიებული ტატიანა დაფეთებული სახით შემორბის.
- გაიღვიძა? დედას პრინცესა ისევ ტირის? - თითქოს სწორედ მას ელოდაო, ბავშვი უცებ ჩუმდება და კმაყოფილი გვიცინის.
ვახომ აშკარად შვებით ამოისუნთქა.
- ამ პატარა აფერისტს უყურებ? აბა რომ ამბობენ ორმოც დღემდე ბავშვებს არც ესმით და ვერც ხედავენო? - გაოცებული მეკითხება ის.
- მაგას ზოგიერთ ორმოც წლამდე კაცზეც ამბობენ! - მხიარულად იცინოდა ტატიანა.
- ჩვენი გოგონა ჭკვიანია, ჩვენი დახატული, ჩვენი ანგელოზი... - თბილად, ვეფერებოდი პატარა არსებას და ნამდვილად მჯეროდა, რომ დღემდე მასზე ლამაზი ბავშვი არ მენახა.
- თემომ რაო, რა გითხრა? - მეკითხება ვახო.
თემოს ხსენებაზე სითბო მეღვრება, ვგრძნობ ისევ ვწითლდები: - ამ დღეებში აპირებს ჩამოსვლას. შეხვედრაზე მოდის და ჩვენთანაც შემოირბენს.
- მამა მოდის? - მხიარული სახით კითხულობს ბავშვიც.
- მოდის, მოდის. - ჯერ კიდევ ვერ მივეჩვიე თემოს ასე რომ ეძახის. თითოეულ მის მიერ ნათქვამ მამაზე გული ძლიერად მიცემს. ბედნიერი ვარ.

თემო
დავრწმუნდი, რომ სალომეს ჯანმრთელობას აღარაფერი ემუქრებოდა და ორ კვირაში თბილისშიც დავბრუნდი. ვალდებულებები მიხმობდნენ. ამდენი ხნით არც სამსახურის მიტოვება მეპატიებოდა და არც ოჯახის. თუმცა ეს მეორე უკვე პირობითადღა არსებობდა. ჩემი გული თემურიკოსთან და სალომესთან დარჩა. წინასწარ ვიცოდი, რომ მათ გარეშე ჩემი არსებობა უკვე წარმოუდგენელი იყო.
დიმკას და აიშას კიდევ ერთხელ ვუხდიდი მადლობას ამ მძიმე პერიოდში მხარში დგომის გამო, აეროპორტშივე ვემშვიდობები და სახლში ვბრუნდები. კარებიც კი არ მაქვს დაკეტილი, რომ სოფის ირონია ნარევი ხმაც მესმის:
- ინებეთ დაბრუნება?
- ვინებე. - ცივად ვპასუხობ, ქურთუკს მშვიდად ვიხდი და მისაღებში შევდივარ. სავარძელში მოვკალათდი. უკმაყოფილო სახით გადავხედე სიგარეტის ნამწვებით სავსე საფერფლეს.
- ამდენს როგორ ეწევი? ბავშვი მაინც შეიცოდე. - მის მოზრდილ მუცელ ვუმზერ მე.
უკმაყოფილო სახით ხალათი მჭიდროდ მოიჭირა.
- გაგახსენდა? არ ფიქრობ, რომ ჩემი აღზრდის ნაცვლად საკუთარ თავზე უნდა იზრუნო?
- რამე არ მოგწონს? - ცივად ვეკითხები მას.
- სად ეგდე? ვისთან? - წინ დამიჯდა და გამომწვევი ტონით მეკითხება.
- ოდესაში.
- მერე?
- რა მერე?! - ირონია შემერია ხმაში.
- მარტო იყავი?
- არა.
- ის ქალბატონიც იქ ეგდო? - ზიზღით კითხულობს ის.
- ვინ? - ვცდილობ გაღიზიანება არ შევიმჩნიო.
- ანასტასია კოვალიოვა. თუმცა კითხვა რათ უნდა? მთელი გაზეთები აჭრელებულია. თავს როგორ გრძნობს? ფეხი ხომ არ აწუხებს? გავიგე დაშორებია მის ჰოკეისტს. ხომ არ შემარცხვინე, შესძელი მისი დამშვიდება?
- არ გიხდება ეჭვიანი ცოლის როლი! - მეცინება მე.
- არც რქიანის! - კაპასობს ის.
- საკმარისია სოფი. ნუ ცდილობ თავი დამნაშავედ ვიგრძნო. მშვენივრად იცოდი, რომ არ მიყვარდი. პრინციპში ამის ამბიცია არც გქონია. კომფურტი გიყვარს და იღებდი კიდევაც. ისე ნუ იქცევი, თითქოს მოგატყუე.
- რა ვიცი, შენთვის რომ გეკითხა, სალომეს გარდა ვერავის ამჩნევდი. ის იყო შენი იდეა ფიქსი. არადა იმ რუსს კი გაეკიდე თავ-ქუდ მოგლეჯილი. ფარისეველი და აფერისტი ყოფილხარ. ახლა აღარ გიყვარს სალომე? ახლა აღარ ღალატობ მის ხსოვნას? - თავი ვეღარ შევიკავე და ავხარხარდი: - ღმერთო ჩემო რა ამაზრზენი ხარ?! ხვდები მაინც როგორი ორ პირი ხარ? მოღალატე...
- ვის ვუღალატე იქნებ მითხრა? შენ? - ვატყობ რომ თანდათან ვბრაზდები.
- სალომეს. - გამომწვევი ხმით მპასუხობს ის.
- როდის აქეთ ღელავ სალომეს ხსოვნაზე? - ირონიულად მეცინება.
- მომისმინე თემო, ჩამგან ასე იოლად ვერ განთავისუფლდები. ამ ბინიდან ვერ გამაგდებ.
გამეცინა, როგორც იქნა მობეზრდა თამაში და დაიწყო ვაჭრობა.
- შენი ამ ბინიდან წასვლა არც კი მიფიქრია. ეს ბინა ჩემი შვილისაა, შენ კი მისი დედა ხარ. - მტკიცე ხმით ვპასუხობ.
- ფეხით სიარულიც არ შემიძლია. - პრეტენზიული ტონით აგრძელებს ის.
თითქმის წინასწარ ვიცი შემდეგი სიტყვები რაც იქნება, ამიტომ ჩემითვე ვეუბნები:
- არც ღამის თევა შეგიძლია, ბავშვს ძიძა სჭირდება, ვერც სახლის საქმეს გააკეთებ, ხელები დაგიჭკნება და ასეთი ლამაზი არ იქნები, დამხმარე ქალიც გჭირდება. კიდევ?!
- კიდევ?! - კმაყოფილი მიმზერს. - გარკვეული თანხაც დამჭირდება, ბავშვს იმდენი ხარჯი ექნება. ექიმები, ბაღი, სკოლა...
- ეგ საკითხები შენ არ გეხება, ყველაფერი ექნება რაც დასჭირდება.
- და კიდევ.... - აშკარად ყოყმანობს ის.
- რა კიდევ? - ინტერესით ვეკითხები.
- მეც ხომ მაქვს ჩემი ხარჯები....
- იმედია დასპონსორებას მე არ მთხოვ!..- გამიმკაცრდა ხმა. - არ გაგიჭირდება ჩემისთანა შტერის ნახვა და პირად ხარჯებს ის გადაგიხდის.
უკმაყოფილოდ მიმზერს, აშკარად კიდევ ახალი მოთხოვნის წამოყენებას აპირებდა:
- კარგად დაფიქრდი. უკიდურეს შემთხვევაში მაინც დაგშორდები და მხოლოდ ალიმენტის ამარა დაგტოვებ. - ცივად ვემუქრები.
აშკარად ითვლიდა და საბოლოოდ საკმაოდ კმაყოფილი სახით გამომიცხადა: - დღესვე წაბრძანდები ჩემი სახლიდან. მანქანის გასაღებსაც დამიტოვებ!.
სიტყვა „ჩემი“ მკვეთრი მახვილით წარმოსთქვა. გამეცინა, მისგან სხვაგვარ რეაქციას არც კი ველოდი. თითქოს მხოლოდ დაფინანსების წყარო ვიყავი. სადღაც გულის სიღრმეში მეწყინა, თავი ფულის ტომრად ვიგრძენი. სწრაფად წამოვდექი და ბინა დავტოვე.

და აი, გავიდა რამდენიმე თვე, უკვე ორგზის მამა ვარ. სოფისთან გოგონა შემეძინა. ლამაზია. თბილი. უცნაურია. სამი თვის გოგონა დედამ ძიძას დაუტოვა და თავად სამოგზაუროდ წავიდა.
- მშობიარობამ ნერვული სისტემა დამიზიანა და განტვირთვა მჭირდება. - გამოუცხადა შიდა მოსამსახურეს.
სიმართლე გითხრათ ამით კმაყოფილიც ვიყავი. ბავშვი და ძიძა დროს ძირითადად ჩემთან ატარებდნენ, საკუთარ შვილსაც უფრო მეტ ყურადღებას ვუთმობდი.
სოფი ამრეზილი სახით შეირბენდა ხოლმე სახლში. გადაახალისებდა გარდერობს. დამოძღვრავდა ძიძას და მოსამსახურეს და ისევ გარბოდა. წასასვლელი მიზეზი რა თქმა უნდა არ ელეოდა, მის მეგობარს დახმარება სჭირდებოდა ქორწილისთვის ემზადებოდა, მისი მეგობარი დასასვენებლად მიდიოდა და ის მიჰყვებოდა.... ყველასთვის ჰქონდა დროს, არ ეცალა მხოლოდ პატარა არსებისთვის. თუმცა ამის გასამართლებელი მიზეზიც იოლად იპოვა: - არ შეეძლო ჩვილის ხელში ჭერა... არ შეეძლო ბავშვის ჭიჭყინის ატანა. აი ცოტა მოიზრდება და....
ნამდვილად არ მეცალა სოფის სისულელეებზე საფიქრად. მისი ცხოვრება იყო და როგორც უნდოდა ისე მოიქცეოდა. ჩემთვის მთავარი ჩემი შვილი და მისი კეთილდღეობა გახლდათ.
გარდა ამისა, უკვე ვამზადებდი საფუძველს სალომესა და თემურიკოს ჩამოსაყვანადაც. მეთაური მეხმარებოდა, კულტურის სამინისტროში, ანასტასია კოვალიოვას, როგორც ცნობილ, თბილისში დაბადებულ მომღერალს ერთ-ერთ განყოფილების უფროსად იწვევდნენ, მისი ფუნქციაში უცხოელ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებთან კონტაქტზე გასვლა და საქართველოში სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიების მოწყობა შედიოდა.
თითქმის ყველა დეტალი მოგვარებულია. მართალია სალომეს დავპირდი, რომ ჩავიდოდი, ვახოსთანაც მინდოდა მათი წამოყვანის დეტალები შემეთანხმებინა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვახერხე. სკაიპით ვესაუბრე, პატარას დაბადება მივულოცე, სალომემ წყენა არ შეიმჩნია, სამაგიეროდ საყვედურები თემურიკომ არ დამაკლო.
- არ მოდიხარ? ასეც ვიცოდი. დამპირდი და მომატყუე!. - გაბუტული ხმით მეუბნება ის.
- მაპატიე, მამი. მართლა ვერ ვახერხებ. სამაგიეროდ შენ და დედიკო წამოხვალთ ჩემთან. ხომ გინდოდა თბილისის ნახვა?
- აღარ მინდა. - ისევ გაბუსხულია ის.
- კარგი,მორჩი. პატარა ბავშვივით ნუ იქცევი. უკვე დიდი ბიჭი ხარ და უნდა ხვდებოდე, საქმეები აქვს და ვერ წამოვიდა. - ჩემს გამართლებას ცდილობს ვახო.
- რაო მეთაურმა?! - თემას ცვლის სალომე.
- გელოდებიან. მოწვევები მზადაა, რამდენიმე დღეში გამოგზავნიან და მერე შენ იცი, როგორ სწრაფად მოახერხებ წამოსვლას...
- რა ვიცი, აქ კიდევ მინდოდა რამდენიმე კლიპის ჩაწერა. - თვალები ეშმაკურად უციმციმებს ქალს.
გულმა რეჩხი მიყო, გამაცია: - კარგი, რა... გეხვეწები. აქ ჩავწეროთ... - მუდარაზე გადავდივარ მე.
- როგორი საზიზღარი ხარ! - მხარი გაჰკრა ვახომ. - შენც კარგი შტერი ხარ, ყოველთვის ახერხებს შენს მოტყუებას. მართლა დაიჯერე, რომ კლიპის გამო გადადებს წამოსვლას? დღეებს ითვლიან დედა-შვილი. გამოგზავნეთ დოკუმენტები და ვეცდები დროულად გამოვუშვა ორივე.

მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს დაჩქარებული ტემპით ვაკეთებ, დრო მაინც იჭიმება.
ისევ გაზაფხულია. ისევ აღდგომა. დედა როგორც ყოველთვის მზადებაშია. ტრადიციას არც ამჯერად ვღალატობთ. ორშაბათს სასაფლაოზე უნდა გავიდეთ. ავტომობილიდან მეორე დღისთვის შეძენილი სურსათი გადმოვიღე და სამზარეულოში შევიტანე. მოფუსფუსე დედას მოვეხვიე და დავაბზრიალე.
- ამ ბოლო დროს უცნაურად ხარ შეცვლილი. - გამომცდელად მითხრა მან.
- ვითომ? მე ვერაფერს ვამჩნევ. - მეღიმება და დაღლილ სახეზე ვეფერები.
- არაფრის თქმა გსურს? - არ მეშვებოდა ის.
- სათქმელი ბევრი მაქვს. ოღონდ არ ვიცი რამდენად გამიგებ. ამის ახსნა საკმაოდ რთულია.
სამზარეულოს მაგიდასთან ჩამოჯდა. - დრო ბევრი გვაქვს, გისმენ.
- შვილი მყავს.
- ვიცი, მაგრამ შენს გოგონას ამასთა რა კავშირი აქვს? ! - დაბნეული მეკითხება ის.
- დამაცადე გთხოვ. მე კიდევ მყავს შვილი. რომელსაც შენ არ იცნობ. - აშკარად სიტყვებს ვარჩევდი. არ მინდოდა მისი მოტყუება, თუმცა ბოლომდე ვერც სიმართლის თქმას ვბედავდი. დედას გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა, თუმცა არაფერი უკითხავს. ალბათ გრძობდა, საუბარი რომ მიჭირდა და არ მაწყვეტინებდა. - ის ჩემი პირველი შვილია, მოსკოვში ცხოვრობს.
- მოსკოვში?! რამდენი წლისაა?
- რამდენიმე თვეში ექვსის გახდება. - დედამ გონებაში თარიღები გადათვალა, აშკარად დავინახე როგორ გაფითრდა.
- ბავშვს ვინ ზრდის?
- დედამისი და ვახო.
- ვახო? ვინ ვახო კოროშინაძე?!... - დედა თითქოს ყველაფერს მიხვდა თვალები ცრემლებით აევსო. ხელები უცახცახებდა. მაინც ჩამეკითხა: - ვახოსთან ბავშვი როგორ მოხვდა? ვინაა დედა?
- ვახო მისი ბიძაა.
ცრემლები ვეღარ შეიკავა: - შეუძლებელია... ანუ ის თქვენი შვილია? - სალომეს გადიდებულ ფოტოს გახედა მან. თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. - კი მაგრამ ბავშვი ვახოსთან როგორ მოხვდა?
ვხედავ რომ სანახევროდ სიმართლეს ვერ ვეტყვი, არც დედაა სულელი.
- ეს გრძელი ამბავია. ძნელია ახსნა, მაგრამ.... მას, როგორც ანასტასია კოვალიოვას ისე იცნობენ.
- ანასტასია? წარმოუდგენელია. - დედა რამდენიმე წუთით იაზრებდა ჩემს ნათქვამს - როგორ შეძელი ამის დამალვა?! ან ამხელა სიხარული გულში როგორ დაიტიე?
- სხვა გზა არ მქონდა. ერთად-ერთი გამოსავალი იყო. ყოველ შემთხვევაში მაშინ ასე მეგონა.
- ხედავდი, როგორ განვიცდიდი და სიმართლე მაინც არ მითხარი?!. - მსაყვედურობს ის.
- მაპატიე, მაგრამ... ვერ გეტყოდი. არ შემეძლო.
- და ახლა რა შეიცვალა? რით დავიმსახურე შენი ნდობა? - ირონიით მეკითხება.
- დედა, ხომ იცი რომ მიყვარხარ. მინდოდა ჩემი სიხარული გამეზიარებინა. საქართველოში ბრუნდებიან, ჩემთან მოდიან.
სახე გაუბრწყინდა, აშკარად დაავიწყდა წუთის წინანდელი წყენა, ბედნიერი მომეხვია.
- მადლობა უფალს, მადლობა უფალს! - ჩუმად ბუტბუტებდა ის და მეფერებოდა.
და, აი, როგორც იქნა თბილისში მათი დაბრუნების დღეც დადგა. საპატიო სტუმარს დელეგაცია ხვდება. სპეციალურ ბრიფინგზე გამოცხადდა, ანასტასია კოვალიოვას საქართველოში მოწვევის თაობაზე. აეროპორტში ისევ ტრიალებს დაცვა, ესკორტი, თაყვანისმცემლები, ჟურნალისტები. ვდგევართ მე და დიმკა და მოთმინებით ველით. სალომე როგორც ყოველთვის ლამაზია. ჩვენი მიმართულებით არც კი იყურება, სერიოზული სახით უმზერს მის დასახვედრად მისულ მომავალ კოლეგებს, იღიმება და თბილად ესალმება მათ. სამაგიეროდ თემურიკო ცქმუტავს. წარა-მარა აქეთ-იქით იჭყიტება. როგორც იქნა შეგვამჩნია. უნდა გამოიქცეს, მაგრამ დედა მკაცრად უმზერს და ისეც ადგილზე უკმაყოფილო სახით ჩერდება. სიცილს ვერ ვიკავებთ, შორიდან თავის ქნევით ვესალმებით.
თამაში ისევ გრძელდება. შეთანხმებისამებრ ისინი სასტუმროში წავიდნენ, ჩვენ კი დიმკასთან ვბრუნდებით. ასე მოვილაპარაკეთ, როგორც კი დაბინავდებოდნენ, ჟურნალისტებს შეხვდებოდნენ და ჩვენთან მოვიდოდნენ. დედაჩემმა რა თქმა უნდა ვერ მოითმინა, აიშასთან მისვლა მიგვასწრო.
წარა-მარა საათს ვუმზერდი. ჯერჯერობით სულ რაღაც სამი საათი გავიდა, მაგრამ მეჩვენება რომ საუკუნეა გასული. დრო ისე საზიზღრად გაიჭიმა. ლოდინისგან სული მელევა. ადგილზე ვეღარ ვისვენებ და აქეთ-იქით ნერვიულად დავდივარ.
- სასტუმროდან გამოვედი. - მივიღე მისი მესიჯიც.
ინსტიქტურად წუთების თვლას ვიწყებ.
- ერთი, ორი, სამი..... - და ვინ იცის მერამდენედ ამერია სათვალავი. ისევ ხელახლა ვიწყებ. ქალები ფუსფუსებენ. სუფრას აწყობენ. დიმკას როგორც ყოველთვის მატჩი აქვს ჩართული, მე კი ისევ ვბორგავ.
როგორც იქნა ეზოში ავტომობილიც შემოვიდა. ფანჯარას მოვშორდი და გარეთ გავრბივარ. თემურიკო დაცვას არ ელოდება, კარებს თავად ხსნის და კისრის ტეხით მორბის:
- მამიკო, მამიკო....მოვედი, მოვედით! - ხმამაღლა ყვირის, ხელში ვიტაცებ მონატრებულ შვილს და გულში ვიკრავ.
- რომ არ იკივლო არ შეგიძლია?! - სიცილით საყვედურობს სალომე, რომელსაც გადმოსვლაში მძღოლი ეხმარება. მონატრებულ ქალს თავისუფალ ხელს ვხვევ და მსუბუქად ვკოცნი.
- მომენატრე. - მისი ხმა მესმის და ყელთან კოცნას ვგრძნობ. ჟრუანტელმა დამიარა.
- მეც. - ვნება მორეული ვცდილობ გრძნობები მოვთოკო. რა ვქნა დღემდე ვერ მივეჩვიე ხალხში ემოციების გამოხატვას. - ფეხი გაწუხებს?
- თითქმის აღარ, მაგრამ ექიმებმა მირჩიეს ცოტა ხანი ზედმეტად ძალა არ დავატანო. მკლავზე დამეყრდნო ის.
თემურიკო ხელებიდან დიმკამ გამომტაცა: - ჩვენი ვაჟკაცი, ჩვენი გმირი... - ჰაერში აბზიალებდა ბავშვს.
როგორც იქნა ორივე ხელით მოვეხვიე მონატრებულ ქალს და ძლიერად ჩავიხუტე. ნელი ნაბიჯით მივყევით სახლში შევარდნილ თემურიკოს და დიმკას.
თუმცა სალომეს კიდევ ერთი სიურპრიზიც ელოდა. წინასწარ არ გავაფრთხილე. ოთახში მისი მშობლებიც ელოდნენ. არასოდეს დამავიწყდება მათი შეხვედრა. დედამისი ცრემლებს ვერ იკავებდა. ხელები უთრთოდა. მამამისი, რომელიც ყოველთვის მკაცრი, ჯმუხი ხასიათით გამოირჩეოდა მათი ნახვით გაოგნებულ შვილს მიუახლოვდა და ძლიერად ჩაიკრა გულში:
- რამდენი იწვალე შვილო, როგორ დამეტანჯე... - უკვე მერამდენედ ეუბნებოდა ის. სალომემ სიტყვა ვერ დაძრა. მამამისის მკერდში ჩარგო თავი და ბედნიერებისგან ატირდა.- მაპატიე, გთხოვ... - ბუტბუტებდა კაცი.
მართალია უკვე აღარ ველოდი, მაგრად ჩემს ცხოვრებაშიც იყო დიდი სიხარული, იყო დიდი მონატრება. ცრემლები და ბევრი სიხარული.
როგორც იქნა გვეღირსა ერთად ყოფნა. ქართულმა საზოგადოებამაც მალევე შეიყვარა მუდამ მომღიმარი და თბილი ანასტასია კოვალიოვა, არავის აღელვებდა არც მისი ვითომ რუსული წარმომავლობა, შესაბამისად არც ჩვენი ქორწინება გაუპროტესტებია ვინმეს.
პერიოდულად ისევ მიდიოდა მოსკოვში, ატარებდა კონცერტებს, უშვებდა კლიპებს და ასე მონატრებითა და სიყვარულით გადიოდა წლები.
სოფი ისევ დაუსრულებლად მოგზაურობდა. მისი არ ყოფნის დროს ჩემი გოგონაც ჩემთან რჩებოდა. თემურიკომ უფროსი ძმის საპატიო ადგილი ღირსეულად შეიფერა. და-ძმა მართალია ხშირად კინკლაობდნენ, მაგრამ სწრაფადვე რიგდებოდნენ.
- მელას მისი მახრჩობელა უყვარდაო. ამათზეა ნათქვამი. - ეცინებოდა დედაჩემს.
თემურიკო დაქალებს უწუნებდა, ის მის ძმაკაცებს აკრიტიკებდა, თუმცა მაინც ერთად დადიოდნენ ყველგან.
- თქვენი ვერაფერი გავიგე, თუ ერთმანეთის მეგობრებს ვერ ეწყობით ერთად როგორ დადიხართ? - გაოცებული ვეკითხებოდი მათ.
ერთმანეთს გადახედავდნენ, სიცილი წასკდებოდათ და სწრაფადვე გარბოდნენ.

თემურიკო თხუთმეტი წლის პრესპექტიული ფეხბურთელი გახლდათ. თუ დიმკას დაუჯერებდით, ამ ბავშვს დიდი მომავალი „ეჯღანებოდა“. ხშირად დადიოდა ზბორებზე, სხვადასხვა ახალგაზრდულ თამაშებზე.
და, აი ისევ აეროპორტი. ამჯერად მოსაცდელში ვსხედვართ სამნი, მე სალომე და ჩემი გოგონა, მოთმინებით ველოდებით თემურიკოს. რომელიც კარგა ხანია კაცობს, და გვიკრძალავს მოფერებითი სახელით მიმართვას.
თვითმფრინავიდან ტრაპი დაეშვა. გულმა ბაგა-ბუგი დაიწყო. ყოველთვის ასე მემართებოდა, მასთან შეხვედრას ისევ განვიცდი, თითქოს პირველად ვხედავ. და, აი ისიც მომღიმარი სახით. ჩემი ვაჟკაცი ტრაპზე ეშვებოდა. მაღალი იყო, ახოვანი, თაფლისფერი თვალებით, აჩეჩილი თმით. ხელს შორიდამვე გვიქნევს. მე კი ინსტიქტურად მასთან ერთად მომავალ გოგონას მივჩერებივარ. გაოგნებული ვუმზერ. გრძელ, წაბლისფერ თმიან, ზედმეტად გაჩხინკულ არსებას. თვალებს არ ვუჯერებ, გოგონამ თბილად გაუღიმა ბიჭს დაემშვიდობა და წავიდა.
- შეუძლებელია! - გაოცებულმა სალომეს შევხედე, რომელმაც თვალებ მოწკუტულმა გახედა მიმავალ გოგონას.
- ვინ არის? - კითხვით შეხედა მონატრებულ შვილს და ჩაეხუტა.
- ჩემი კაპასა გოგო როგორ არის? - თითქოს მისი კითხვა ვერ გაიგო ისე მოეხვია თავისუფალი ხელით დას.
ავტომობილისკენ წამოვედით. ერთ მხარს დედა უმშვენებდა, მეორეს და. ისეთი ამაყი მოაბიჯებდა მათ შემხედვარემ ღიმილი ვერ შევიკავე.
ბავშვები უკან მოთავსდნენ, ჩვენ წინ.
- მობილურს რომ დამპირდი, ჩამომიტანე? - უჩურჩულა გოგონამ.
თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
- მერე?
- ქრთამი რომ არ მიმიღია? - მაცდურად უცინოდა ბიჭი.
- უმაგრესი ძმა ხარ. - კმაყოფილმა აკოცა ბავშვმა. - მაინც არ თქვი, ის ვინ იყო?
- ვინ ის? - თითქოს ვერ მიხვდა ვაჟი.
- ის გოგო. აეროპორტში. - უკონკრეტებს ბავშვი. უკანა ხედვის სარკიდან შვილს გავხედე. აშკარად გაწითლდა.
- მა, როგორ უნდა მიხვდე ის ის თუა?
- ვინ ის? - ჩაერია საუბარში სალომეს.
- ერთად ერთი.
- რა ვიცი, მაგის გამოწერილი რეცეპტი არ არსებობს... უბრალოდ ხვდები... - მეღიმება მე.
- აბა, რა ჰქვია ჩვენს ერთადერთს? - ეკითხება დედა.
- სალომე. - ყრუდ ჩაილაპარაკა მან.
მე და სალომე ერთმანეთს ვუმზერთ და სიცილს ვეღარ ვიკავებთ.
- აშკარად გენეტიკურია. ვერაფერს ვიტყვით.
- ვერ მივხვდი. - ჩვენი სიცილი ეწყინა თემურიკოს. თვალი აგვარიდა და ავტომობილის ფანჯრიდან ღამის თბილისს აკვირდებოდა.
- დროა მივიყვანოთ. - ჩუმად მეუბნება სალომე. მეც თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ.
მეორე დღეს ჩემი გოგონა დედაჩემთან დავტოვეთ, თემურიკო კი ჩვენს ძველ ბინაში წავიყვანეთ. ამ ადგილს ბინა პირობითად ერქვა. კედლები ჩვენი სურათებით მქონდა აჭრელებული. მისთვის სიმართლე უნდა გაგვემხილა. ეს კი მხოლოდ იქ იყო შესაძლებელი.
-სად მივდივართ? - ცნობისმოყვარედ გვკითხა მან.
- შემდეგ აგიხსნი. ჩემს ცხოვრებაშიც იყო გოგონა სახელად სალომე.
- სალომე?!
- მივალთ და ყველაფერს მიხვდები.
არ დამავიწყდება თემურიკოს გაოცებული სახე, როცა იქ მივედით. ყველგან ფოტოები, ყველგან მოგონებები. აი, მათი ფოტოც. სალომე, თემურიკო და ვახოს გოგონა.
- ეს ფოტო შენ გამოგზავნე? - ღიმილით გახედა დედას.
- აი, ვახო და ტატიანაც.....აი, მეც. ისევ დედა....აქ, როგორი ახალგაზრდა ხარ. ესეც დედაა? - გაოცებული უმზერდა ჩვენი პირველად დაქორწინების დღეს გადაღებულ ფოტოს.
- კი. - ვეთანხმებით გაოცებულ ვაჟს.
- დაქორწინებულები ადრეც იყავით? - ისევ ვეთანხმებით. - არ ვიცოდი! - ყრუდ ჩაილაპარაკა მან.
- ამ ფოტოზე ვინ არიან? - სვანეთში გადაღებულ სურათს უმზერდ.
- მე, დედაშენი, ვახო, მამუკა და გვანცა! ჩვენი მეგობრები.
- ესეც დედაა? - კაფანდარა სალომეს უმზერდა - როგორ გავს ის. - სახე ოდნავ აუწითლდა, ძნელი მისახვედრი არ იყო, ვინ იგულისხმა.
- ეს?
- ყველაზე მეტად ეს ფოტო მიყვარს. აქ დედაშენი სწორედ იმ ბენდენითაა ვახოს რომ წავართვი! მანდ ათი წლისაა. მაშინ ვნახე პირველად ჩემი სალომე. - ხელი მოვხვიე მეუღლეს და გულში ძლიერად ჩავიხუტე.
- სალომე? - თემო გაოცებული გვიმზერდა. ყურადღებით მისმენდა, ვიდრე ჩვენს ისტორიას ვუყვებოდით. ვგრძნობდით, რომ მოსმენა უჭირდა, მის ასაკში ალბათ ჩვენც გაგვიჭირდებოდა, როგორც იქნა დავასრულეთ. ორივეს ბედნიერი მოგვეხვია. ვგრძნობდი, რომ სწორად მოვიქეცით. თითქოს გულიდან მძიმე ლოდი მომხსნეს. ჩვენმა შვილმა სიმართლე იცოდა. ჩემი და სალომეს სიმართლე.



№1  offline მოდერი sopiko

ვგიჟდები ამ ისტორიაზე.
ამით გაგიცანი საიტზე.
ყველა გრძნობა ერთმანეთსაა შერწყმული, შერეული.
სურნელოვან ესენციას ჰგავს ჩემთვის.

 


№2 სტუმარი ემი

"ჩემი თვითმფრინავი" relaxed

რა ვქნა, ძალიან მიყვარს მე ეს ისტორია heart_eyes ასეთი ძლიერი ქალი, როგორიც სალომეა, არც ერთ ისტორიაში აღარ გყოლია heart_eyes

პ.ს. ახალი ისტორია გვინდა...

 


№3  offline ახალბედა მწერალი murachashvili

sopiko
ვგიჟდები ამ ისტორიაზე.
ამით გაგიცანი საიტზე.
ყველა გრძნობა ერთმანეთსაა შერწყმული, შერეული.
სურნელოვან ესენციას ჰგავს ჩემთვის.


დიდი მადლობა ჩემო საყვარელო <3

ემი
"ჩემი თვითმფრინავი" relaxed

რა ვქნა, ძალიან მიყვარს მე ეს ისტორია heart_eyes ასეთი ძლიერი ქალი, როგორიც სალომეა, არც ერთ ისტორიაში აღარ გყოლია heart_eyes

პ.ს. ახალი ისტორია გვინდა...


ამ ფოტოს გამო ბევრი მსაყვედურობდა, არ უხდებაო smile ეც ძალია მიყვარს ეს ისტორია, ახალიც იქნება, უბრალოდ სულ ცოტა დრო მჭირდება, აზრებს თავი რო მოვუყარო kissing_heart

 


№4 სტუმარი Salo

ვგიჟდები შენზე საუკეთესო ხარ

 


№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Salo
ვგიჟდები შენზე საუკეთესო ხარ


smile ძალიან დიდი მადლობა kissing_heart

 


№6  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვაიმე ტკბილო როგორ მიყვარს ეს ისტორია და გამიხარდა ისევ რომ დადე.ეს ეს რაღაც საოცარი ისტორიაა.აქ ყველაფერია,სიყვარული,სევდა,ბრძოლა ჯერ სიყვარულისთვის და შემდეგ სამართლიანობის აღსადგენად,დაშორებით გამოწვეული ტკივილი და ბოლოს ისევ სიყვარული.სასწაული ხარ.მინდა რომ დაუსრულებლად ვიკითხო და არ დასრულდეს.
--------------------
ლანა

 


№7 სტუმარი Guest ნათია

Umagresi xar chemi favoriti gaxda es istoria amdeni mgoni saķutar cxovrebazec ar mitiria :D umagresiaa <3

 


№8 სტუმარი Guest murachashvili

La-Na
ვაიმე ტკბილო როგორ მიყვარს ეს ისტორია და გამიხარდა ისევ რომ დადე.ეს ეს რაღაც საოცარი ისტორიაა.აქ ყველაფერია,სიყვარული,სევდა,ბრძოლა ჯერ სიყვარულისთვის და შემდეგ სამართლიანობის აღსადგენად,დაშორებით გამოწვეული ტკივილი და ბოლოს ისევ სიყვარული.სასწაული ხარ.მინდა რომ დაუსრულებლად ვიკითხო და არ დასრულდეს.


დიდი მადლობა ასეთი თბილის სიტყვებისთვის, ძალიან მიხარია ძველ ისტორიებზე მსგავსი შეფასების მოსმენა. kissing_heart ამ ისტორიის სრული ვერსიის იდეა თამარ პატურაშვილს ეკუთვნოდა smile არ მეგონა ამხელა გამოხმაურება თუ მოჰყვებოდა, რაც ორმაგად მახარებს, დიდი მადლობა რომ ხართ და ამხელა სითბოს მინაწილებთ kissing_heart

Guest ნათია
Umagresi xar chemi favoriti gaxda es istoria amdeni mgoni saķutar cxovrebazec ar mitiria :D umagresiaa <3


დიდი მადლობა, რომ წაიკითხე heart_eyes მინდა იმედია ვიქნიო, რომ საკუთარ ცხოვრებაზე ტირილი არასოდეს მოგიწევს kissing_heart

 


№9  offline წევრი nestanuka13

კიდევ ერთხელ გადავიკითხე ძალიან მიყვარს ეს ისტორია ❤❤

 


№10  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nestanuka13
კიდევ ერთხელ გადავიკითხე ძალიან მიყვარს ეს ისტორია ❤❤

ძალიან დიდი მადლობა heart_eyes ახალი ისტორიის დაწყებამდე გადავწყვიტე ძველი სიტორიები, ასე სრული ვერსიით დავდო და მკითხველს შევახსენო, ოდნავ შევამზადებ ახალი თემისთვის smile

 


№11  offline წევრი Mariamch

3 წელია ამსაიტის მომხმარებელი ვარ არასდროს წამიკითხავს შენი ისტორიები...
რამდენიმე დღის წინ წავიკითხე ერთ-ერთი რომანი...
ანა საოცრად წერ <3
როგორ შემაყვარა შენმა ნაწერებმა თავი <3 სუპერრრრრ

 


№12  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Mariamch
3 წელია ამსაიტის მომხმარებელი ვარ არასდროს წამიკითხავს შენი ისტორიები...
რამდენიმე დღის წინ წავიკითხე ერთ-ერთი რომანი...
ანა საოცრად წერ <3
როგორ შემაყვარა შენმა ნაწერებმა თავი <3 სუპერრრრრ


ახლა საშუალება რომ მქონდეს ალბათ ხმამაღლა ვიყვირებდი სიხარულისგან kissing_heart ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის, ეგოისტურად მიხარია ძველი სიტორიების მიმართ თქვენი ინტერესი heart_eyes

 


№13  offline წევრი TeddyBear

ძალიან ძლიერი ისტორია იყო, იშვიათად შევხვედრილვარ ასეთ ისტორიას...
არ ვიცი რა ვთქვა, იცით რამდენჯერ მომაწვა ცრემლები ? ვერც კი ვითვლი.
ტკივილით სავსე იყვნენ ამ ისტორიის პერსონაჟები თუმცა სადღაც გულის სიღრმეში ყველანი ცდილობდნენ რომ ბედნიერება ეპოვნათ.
თავიდან ისტორიის კითხვა რომ დავიწყე და ჩემს გვარს წავაწყდი სიხარულისგან ვიკივლე joy თემო კი იყო ჩემი მოგვარე თუმცა მისი ცემა ხანდახან მინდებოდა განსაკუთრებით კი მეორე ნაწილში rage
ყველაზე მეტად ისტორიის იმ ნაწილმა მატკინა გული როცა თემო ვერ მიხვდა მისი შვილის არსებობას... აი ის სასტუმროს ნომერში თქმული სიტყვები იყო რაღაც საშინელება!
შეიძლება სალომეს ადგილზე მე არასდროს მეპატიებინა თემოსთვის...
თუმცა დარწმუნებითაც ვერაფერს ვიტყვი.
ვერაფერს ვიტყვი სხვას გარდა იმისა რომ იდეალური ისტორია იყო ჩემთვის!
უძლიერესი.
წარმატებებს გისურვებთ და მინდა გითხრათ რომ დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი ამ ისტორიას წიგნად ^^ იმსახურებს ფურცლებზე გამოსახვას ^^
მემგონი უკვე თქვენზე ვგიჟდები ^^
მემგონი კი არა მართლა ვგიჟდები ^^
ძალიან უყვარხართ მარიამოს heart_eyes kissing_heart

 


№14  offline ახალბედა მწერალი murachashvili

TeddyBear
ძალიან ძლიერი ისტორია იყო, იშვიათად შევხვედრილვარ ასეთ ისტორიას...
არ ვიცი რა ვთქვა, იცით რამდენჯერ მომაწვა ცრემლები ? ვერც კი ვითვლი.
ტკივილით სავსე იყვნენ ამ ისტორიის პერსონაჟები თუმცა სადღაც გულის სიღრმეში ყველანი ცდილობდნენ რომ ბედნიერება ეპოვნათ.
თავიდან ისტორიის კითხვა რომ დავიწყე და ჩემს გვარს წავაწყდი სიხარულისგან ვიკივლე joy თემო კი იყო ჩემი მოგვარე თუმცა მისი ცემა ხანდახან მინდებოდა განსაკუთრებით კი მეორე ნაწილში rage
ყველაზე მეტად ისტორიის იმ ნაწილმა მატკინა გული როცა თემო ვერ მიხვდა მისი შვილის არსებობას... აი ის სასტუმროს ნომერში თქმული სიტყვები იყო რაღაც საშინელება!
შეიძლება სალომეს ადგილზე მე არასდროს მეპატიებინა თემოსთვის...
თუმცა დარწმუნებითაც ვერაფერს ვიტყვი.
ვერაფერს ვიტყვი სხვას გარდა იმისა რომ იდეალური ისტორია იყო ჩემთვის!
უძლიერესი.
წარმატებებს გისურვებთ და მინდა გითხრათ რომ დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი ამ ისტორიას წიგნად ^^ იმსახურებს ფურცლებზე გამოსახვას ^^
მემგონი უკვე თქვენზე ვგიჟდები ^^
მემგონი კი არა მართლა ვგიჟდები ^^
ძალიან უყვარხართ მარიამოს heart_eyes kissing_heart


მარიამ, როგორ გამახარე არ იცი. ამ ისტორიის შექნა, მხოლოდ ამ კომენტარისთვის ღირდა. heart_eyes წიგნად გამოცემის რა გითხრა, მაგრამ მე თქვენი სიტყვებიც მახარებს და მაბედნიერებს. მადლობა ამ სითბოსთვის kissing_heart

 


№15  offline წევრი maviwyara

ძალიან მომეწონა. აქამდე რატო არ ვიცოდი ?
--------------------
M.N

 


№16 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მეც წაკითხული მაქვს ეს მოთხრობა მეორედ ვკითხულობ ძალიან მომწონს მადლობა

 


№17  offline ახალბედა მწერალი murachashvili

სტუმარი ნესტანი
მეც წაკითხული მაქვს ეს მოთხრობა მეორედ ვკითხულობ ძალიან მომწონს მადლობა

მადლობა პირიქით თქვენ. ძალიან მიხარია ისევ რომ კითხულობთ

maviwyara
ძალიან მომეწონა. აქამდე რატო არ ვიცოდი ?

მადლობა რომ კითხულობთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent