შეშლილი, შეშლილი სამყარო (ნაწილი 2)
4. გარშემო ყველაფერი ლურჯია. ოღონდ ეს ლურჯი ჩემზე დამამშვიდებლად მოქმედებს. ყველაგან ოკეანისფერი ლურჯი და მწვანე ფერია. გარშემო კი წყლის ხმა მესმის. თვალებს ვხუჭავ და ვახელ, მაგრამ უკვე ოთახში აღარ ვარ და თავი ოკეანის ფსკერზე მგონია. იქ სადაც უამრავი სხვადასხვა თევზი ერთმანეთშო ირევა. ჩემ გვერდზე ლამაზი, სლიპინა, მოვარდისფრო თევზი ნელა და უდარდელად მიცურავს. გარშემო ვიყურები და სიარულს ვიწყებ. ჩემ გარშემო ჩემი წითელი თმა იშლება, ისე როგორც წყალში იცის ხოლმე, სიარული კი გაურკვეველი წინაღობის გამო მიჭირს. როცა ვაცნობიერებ რომ მართლა წყალში ვარ უკვე საკმაოდ გვიანია, რადგან ვსუნთქავ და არც თვალები არ მეწვის მარიალიანი წყლის გამო. მაგრამ ეს ხომ სიზმარია, სიზმარში კი წყალში სუნთქვა შესაძლებელია. ნელი ნაბიჯებით, რომელიც იდეაში სწრაფი უნდა იყოს წინ მივიწევ. ფეხები ქვიშაში მეფლობა და ყოველ ნაბიჯზე ვბორძიკებ მთვრალივით. თან ვცდილობ რომ ყველა ის ზღვის არსება ავიცილო, რომელიც ჩემი მიმართულებით მოდის. მოულოდნელად ძირს ვეცემი და წყალში მყოფ გაუსაძლის წნევას ვგრძნობ, რომელიც ჩემ გაჭყლიტვას ლამობს. წყალი მძიმდება და მაიძულებს ქვიშას გავეკრო, წნევა უფრო და უფრო მატულობს და ვგრძნობ რომ თავი გასკდომას ლამობს. ჰაერი კი ფილტვებიდან მეცლება. პირს ვაღებ რომ ჩავისუნთქო, მაგრამ პირში წყალი შემდის და ფილტვებს მივსევს. თვალები მიდდიდება და ტკივილისგან ვიკრუნჩხები. თვალები მეწვის და ვხუჭავ, მაგრამ ეს მაინც ვერ მშველის. ბვგრძნობ თითოეული უჯრედი ჩემ სხეულში როგორ იწყებს კვდომას. -აააააა! -კივილით ვდგები საწოლიდან და ოფლში ცურვას ვიწყებ. სისველე ტანში მატანს და მყინავს. ჩემი ოთახის კარი იღება და მშობლები შემორბიან, მაგრამ ზღრუბლზევე ჩერდებიან და მიყურებენ. მე კი ბალიშს, რომელიც რატომღაც სველია ვიღებ და ვიხუტებ. მცივა, ძალიან მცივა. სველი თმა, რომელიც გასაწურია სახეზე მეკრობა, ტანზე ვიყურები, საწოლიანად გალუმპული ვარ. თითქოს ვიღაცა ადგა და მთლიანი ვედრო წყალი გადამასხა. მაგრამ ვიცი რომ მასე არ იყო. ვიცი რომ არავის არაფერი არ გადაუსხია. მე უბრალოდ წყლის ქვეშ ვიყავი და ვკვდებოდი. -კარგად ხარ? -პირველი დედა მოდის გონს და მეხუტება. გიშრისფერ თვალებს აქეთ-იქით აცეცებს რომ დაინახოს მიზეზი თუ რატომ ვარ მთლიანად გალუმპული. -რა მოხდა? რატომ ხარ სველი? ან საწოლი რატომ არის სველი?! რა მოხდა?! -კითხვებს მაყრის და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევს, მე კი ლაპარაკი არ შემიძლია. სველ საწოლს თვალს არ ვაშორებ. მე ვკვდებოდი, მე მართლა ვიყავი იქ... მართლა ჩავხედე თვალებში სლიპინა თევზებს და მართლა ვიმოგზაურე წყალქვეშ. -ან ქვიშა საიდან გაჩნდა?! -კითხულობს და ფეხებზე მიყურებს. -კო...კოშ...კოშმარი... -ვლუღლუღებ და კანკალს ვიწყებ. ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამომდის სახეზე და ყველაფერს აბურუსებს და დღაბნის, მაგრამ თბილ ნაკვალებს ტოვებს ლოყაზე. -კი მაგრამ, საწოლი სველი რატომ არის? -მეკითხება მამა და გვერდით მიჯდება, კნკალს ვიწყებ და მეხუტება. -რ ვიცი... -ვიძახი ჩუმად და თვალებს ვხუჭავ. შიში მთელ სხეულში მივლის, რა ხდება? რატომ? როგორ? რატომ მე? *** ოთახში ისევ მარტო ვარ, და ვფიქრობ. დიდხნიანი კამათის შემდეგ დავითანხმე ჩემები რომ დასაძინებლად წასულიყვნენ რადგან საშიში არაფერი არ იყო. ამ წამს კი გასაშლელ დივანზე ვწევარ ოთახში, მშრალი და გამოცვლილი. და ფიქრები არ მასვენებს იმაზე თუ როგორ აღმოვჩნდი წყლის ქვეშ და შემდეგ ისევ უკან ჩემს ოთახში. ამ ამბის მერე გადაწყვიტეს ჩემმა მშობლებმა რომ უახლოესი ორი დღე სახლში ვყოფილიყავი და მეც აღარ შევწინააღმდეგებივარ. მეძინება, მეძინება მაგრამ მეშინია. მეშინია რომ რეალობა და სიზმრები ერთმანეთში აირევა და აზრს დაკარგავს. მეშინია რომ ყველანაირი საზღვარი დაირღვევა და აღარ მეცოდინება რომელ სამყაროში ვიქნები. მეშინია რომ მოვკვდები. მეშინია რომ სიზმარსი სიკვდილი ჩემ რეალობაში სიკვდილსაც ნიშნავს. ვგრძნობ ქუთუთოები ნელ-ნელა როგორ მიმძიმდება და თვალები მეხუჭება, ჩემი გაძალიანებაც აღარ შველის. ვგრძნობ როგორ მითრევს რაღაც უხილავი ძილი სიზმრების სამყაროში, ადგილას სადაც წასვლა არ მინდა. მთელი ძალით ვცდილობ შევეწინააღმდეგო ამ გრძნობას, მაგრამ უშედეგოდ. თვალები უფრო და უფრო მძიმდება ყოველ წამს და მეც ნელ-ნელა მისი გავლენის ქვეშ ვექცევი. გარშემო ვიყურები და თვალებს არ ვუჯერებ. ტყეში ვარ, პირველი სიზმარია რომელიც რაიმე ფერით არ დაიწო, პირველად არის როცა სიზმარი ფერით არ დაიწყო და ნამდვილ ადგიას მოვხვდი. პირველივე, ღია ყავისფერი ხესთან მივდივარ და ხელს ვკიდებ, მაგრამ შეგრძნება იმდენად რეალურია რომ შეშინებული უკან ვხტები. -ნუ გეშინია. -წყნარი, მელოდიური ხმა ჩამესმის და ხმის მიმართულებით ვიხედები. ჩემ წინ იდეალური ადამინი დგას, ვიცი რომ ასეთი ლამაზი არასდროს არავინ არ მინახავს. სახით ფაიფურის თოჯინას გავს. გრძელი ქარვისფერი კულულები იდეალურად ერწყმის მის ტყისფერ მწვანე თვალებს და სახის გარსემო ლამაზად ეფინება. სახე ჭორფლებით აქვს დაფარული, წვრილი მუქი კანისფერი ტუჩები და თხელი სწორი, აპრეხილი ცხვირი აქვს. ტანზე გრძელი, კოჭებამდე სატინის ვარდისფერი კაბა აცვია, რომელიც ოდნავ აქვს დიდი, მაგრამ მაინ ძალიან უხდება. - მე ანჯი. -ალექსი, ალექსანდრია. -ვპასუხობ ჩუმად და დაბლა ვიყურები, მხოლოდ იმისთვის რომ ჩემი ძველი, წითელი პიჟამოს მაიკა და კოპლებიანი შარვალი დავინახო. სირცხვილისგან ვწითლდები როცა ჩემ ჩაცმულობას და გარეგნობას, ამჟამინდელ გარეგნობას ვიხსენებ, მაგრამ ამ სირცხვილს უკან ვწევ და უფრო მნიშვნელოვან რაღაცეებზე ვიწყებ ფიქრს. -აქ რატომ ვარ? ან როგორ მოვხვდი აქ? ან სად ვარ? -ვეკითხები გაუბედავად და თვალებში ვუყურებ, მე პასუხები მჭირდება. -ჩემთან შესახვედრად. -ისე მპასუხობს თითქოს ეს ყველაზე ნათელი რამ იყოს მთელ მსოფლიოში.-შენი ნახვა მინდოდა, შენ პირველი ახრ ვინც საზღვრის გადაკვეთა მოახერხა. -მეუბნება და კეთილად მიღიმის. -არ მეგონა ამდენი ხნის შემდეგ ამას ვინმე თუ შეძლებდა. -იძახის და ისევ იღიმის, მაგრამ არის მის ღიმილში რაღაცა რაც მარწმუნებს რომ ეს ყველაზე სასურველი რამ არ არის. -თან მინდოდა დომინიკისთვის დამესწრო და პირველი მენახე. -რას გულისხმობ? -ვეკითხები დაბნეული, რა საზღვარზე მელაპარაკება? რამე გავაკეთე? რამე დავაშავე? -რა საზღვარზე იძახი? -საზღვარი გადაკვეთე, აი რას ვგულისხმობ. -მეუბნება ნაზი და კეთილი ხმით. -რაც ნიშნავს იმას რომ დრო მოვიდა, ვიცი რომ შენ ამას შეძლებ, უნდა შეძლო. ვიცი რომ გამოგივა. -მეუბნება ჩუმი ხმით. -ვიცი რომ ახლა ვერაფერს ვერ ხვდები, მაგრამ როცა დრო მოვა გაიგებ. -იღიმის და გამოხედვა ურბილდება. -რას გულისხმობ? უნდა მითხრა! უნდა ამიხსნა! -ლამის ყვირილით ვეუბნები და ცახცახს ვიწყებ. ვერაფერს ვერ ვხვდები და ანჯიც ვერ მეხმარება თავისი ჩახლართული პასუხებით. -მინდა ვიცოდე რა არის ის რაც სიზმარში ჩემს მოკვლას ცდილობს! ანჯი! -ყველაფერს მალე გაიგბებ, ნუ გეშინია. -მეუბნება და შუბლზე მკოცნის უფროსი დასავით. მიღიმის და გაქრობას იწყებს. -თავს გუფრხილდი. -მისი გამოსახულება ფერკმრთალდება და უჩინარდება. ან მე ვქრები, რადგან როგორც კი ანჯის თითქმის უფერული გამოსახულებაც ქრება მე ისევ წყვდიადში ვარ. 5. დივანზე ვწევარ და იდეალურად თეთრ ჭერს ვაკვირდები და თან ანჯიზე ვფიქრობ. ნუთუ ანჯი მართლა არსებობს? თუ ჩემი წარმოსახვის ნაწილია? ვგიჟდები? ნუთუ მეც კიდევ ერთი შეშლილი უნდა ვიყო ამ შეშლილ სამყაროში? მაგრამ თუ ყველაფერი სიმართლე იყო? თუ ანჯი მართლა არსებობს და არაფერი არ მეჩვენება მაშინ რას ნიშნავს ეს ყველაფერი? რა საზღვარზეა ლაპარაკი? რა გავაკეთე? ან ვინ არის ის სხვა ვისთვისაც დასრება უნდოდა ანჯის? ვინ არის დომინიკი? საერთოდ რა ხდება? თავს ვაქნევ და გონებიდან აზრებს ვყრი, ამ საკითხზე ზედმეტად ბევრს ვფიქრობ, მაგრამ სხვა მაინც არაფერი არ მიჩერდება გონებაში. თან გრძნობა რომ რაღაც მოხდება და ამ რაღაცის შიში არ მასვენებს. ვიცი რომ რაღაც უნდა მოხდეს მაგრამ კონკრეტულად რა არ ვიცი. ამიტომ არის რომ ყველაფერი ჩემი წარმოსახვის ნაწილი მგონია იმის მიუხედავად რომ ვიცი ასე არ არის. მართალია ამის დამამტკიცებელი საბუთი არ მაქვს და ერთადერთი ლოგიკური ის არის რომ ეს ყველაფერი ჩემს გონებაში ხდება მაინც ვიცი რომ არ მეჩვენება. ვიცი რომ არ გავგიჟებულვარ. ვიცი რომ რაღაც ხდება, უბრალოდ დროის საკითხია როდის გავიგებ თუ რა ხდება. საათს ვუყურებ, ჯერ მხოლოდ დილის ოთხი საათია და წინ კიდევ უამრავი საათი მაქვს, მაგრამ არ მინდა რომ დავიძინო და კიდევ ერთხელ გავეხვე სიზმრების ბრჭყალებში, აღარ მინდა რომ კიდევ შევხვდე იმ ადამიანებს, რომლების ალბათ უფრო მხოლოდ ჩემს გონებაში არსებობენ. მაგრამ ამ ყველაფრის მოუხედავად ჩემ თავს ვერაფერს ვერ ვუხერხებ, კითხვები მაინც მიჩნდება, კითხვები, რომლებზეც პასუხები არ მაქვს და მეეჭვება ვინმეს ქონდეს. ან თუ აქვთ არ მტყვიან. *** როცა თვალებს ვახელ უკვე დილაა და მზის ოქროსფერი სხივები სახეში მანათებენ. გვერდზე ვტრიალდები და საათს ვიღებ, გაკვირვებას ძლივს ვმლავ როცა ვხედავ რომ თერტმეტი საათია, მე კი არანაირი კოშმარი არ დამსიზმრებია. იქნებ ანჯისთან შეხვედრა უკეთესიც კი იყო? დივნიდან ვდგები და სამზარეულოში გავდივარ, მაგიდაზე თეთრ ქათქათა ფურცელზე, გაკრული ხელით დაწერილ წერილს ვამჩნევ და ვკითულობ. ჩვენ სამსახურში წავედით, რამე თუ მოგინდება დარეკე სიყვარულით, დედა თვალებს ვატრიალებ როცა ბარათს ვკითხულობ და საუზმის მომზადებას ვიწყებ. მუსიკებს ბოლო ხმაზე ვრთავ და ცეკვა-ცეკვით ვიწყებ მზადებას. ყვავილებით მოფენილ, უჩვეულოდ მწვანე მინდორში ვდგავარ და გარშემო ვიყურები. ტანზე უცნაური, ნახევრად-შავი, ნახევრად-თეთრი გრძელი, კოჭებამდე კაბა მაცვია. ისე ვარ თითქოს ვიღაცას ან რაღაცას ველოდები. ჩემ გარშემო კიდევ ერთხელ ვიხედები და ვცდილობ უკუვაგდო ის უცნაური გრძნობა რომელიც მიჩნდება მაშინვე როცა ჩემ გარშემო ამომწვარ ბალახს ვხედავ. მე შუაგულში ვარ, ჩემ გარშემო კი წრეზე ბამწვარი, დაფერფლილი და გაუკაცრიებული მიწაა, იმის იქით კი მთლიანი მდელო მწვანედ არის აბიბინებული. გარშემო უფრო დაკვირვებით ვიყურები და ვცდილობ გავარკვიო ვის ან რას ველოდები, მაგრამ უშედეგოდ. მთლიან მდელოზე მარტო მე ვარ. მე და ჩემი უცნაური, შეშლილი ფიქრები. თვალებს რამდენჯერმე ვახამხამებ და ცისკენ ვიყურები, როგორც ხშირად ვაკეთებ უხერხულობის ან შიშის დროს. რატომღაც ცა ყოველთვის იმედს მაძლევს. ყოველთვის, მაგრამ არა ახლა. ჩვეულებრივი მოცისფრო-მოლურჯო ცა უცნაური მუქი ნაცრისფერია, მასზე კი სისხლისფერი მზეა გადმოკიდებული. ვუყურებ და გაქცევა მინდება, მაგრამ ერთ ადგილს ვარ მიჯაჭვული, ცას თვალს ვერ ვაშორებ და შიშისგან ვკანკალებ. გარშემო კიდევ ერთხელ ვავლებ თვალს ყველაფერს, რომ რამენაირად ნაცრისფერი ციდან ყურადღება გადავიტანო, ჩემდა გასაკვირად ჰორიზონტზე მუქ სილუეტებს ვხედავ, მაგრამ არ მიხარია. რაღაც მკარნახობს რომ მათ უნდა გავექცე თუ ცოცხლად დარჩენა მინდა. შეტრიალება და გაქცევა ასე ძალიან არასდროს არ მდომებია, მაგრამ თითქოს მიწებებული ვიყო ადგილიდან ვერ ვიძვრები, სხეულები კი უფრო და უფრო მიახლოვდებიან. როცა მათ სახეებს ვარცევ შიშისაგან თავზარი მეცემა. ჩაშავებული თვალები, გვამისფერი კანი, მათ არც ცხვირები აქვთ და არც პირები, მაგრამ ვიცი რომ მათ ჩემი შეჭმა უნდათ. პირის ადგილას მქონე კანი ეხლიჩებათ და დიდ, გრძელ, ბასრ კბილებს აჩენენ, რომლებზეც კვლავაც მოედინება წინა მსხვერპლის სისხლის წვეთები. თვალებს გაკვირვებისგან ვახამხამებ როცა ჩემ თავს უკან სამზარეულოში ვპოულობ. დაბლა, ჩემი პიჟამოს ზედისკენ ვიყურები და გადასხმული ყავის ლაქას ვაშტერდები. ნუთუ მე ისევ ჩამითრიეს სიზმრების სამყაროში? ან შემიძლია კი მე იქ ჩემი ნებით მოვხვდე? დარწმუნებული ვარ რომ არ ჩამძინებია. ჯანდაბა, ყავას ვისხამდი როგორ ჩამეძნებოდა?! მაგრამ მე იქ მაინც აღმოვჩნდი, იმიტომ რომ მასზე ვფიქრობდი, ნუთუ მასე ვიქნები სულ? თავს ვაქნევ და აბსურდულ აზრებს ვიგებ გონებიდან. მათ მე უკვე წამართვეს ღამე, დღესაც მათ ვერ დავუთმობ. ტელეფონს ვიღებ და ელენას ვურეკავ, წესით დასვენება უნდა იყოს და შეძლოს პასუხი. იმედია მიპასუხებს, ამ წამს ყველაზე მეტად მისი და ლილითის ხმის მოსმენა მჭირდება. სამი ზარის შემდეგ ელენა ტელეფონს პასუხობს. -როგორ ხარ? -როგორც კი ტელეფონს იღებს იმ წამსვე მეკითხება ელენა და მეღიმება. ვერ ვხვდები ასე ძალიან რატომ ნერვიულობენ ჩემზე. მე კარგად ვარ, არაფერი არ მჭირს უცნაური სიზმრების გარდა. -კარგად, შენ? -ვეკითხები და უფრო ვიღიმი. -რას შვებით? -რავი არაფერს. -მპასუხობს ნაზი და დამშვიდებული ხმით. -შენ? გეძინა ხო? -კი, ჩამეძინა.-ვპასუხობ უაზრო ხმით და ვიღიმი. საქმე არ მაქვს, მეძინება და ძილი არ მინდა. -ელ, უნდა წავიდე და დაგირეკავ კაი მერე? -კაი. -მპასუხობს და სანამ სხვა რამესაც იტყოდეს ტელეფონს ვუთიშავ. ვგრძნობ ქუთუთოები როგორ მიმძიმდება და როგორ მითრევს, ვცდილობ გავუძალიანდე და არ ვიფიქრო ამაზე, მაგრამ ჩემ თავს ვერაფერს ვერ ვუხერხებ. ვგრძნობ რაღაც ძალა როგორ მიმათრევს სიზმრების სამყაროში, სამყაროში რომელიც მეზიზღება. *** ჯოჯოხეთი? პირველი ეს კითხვა მომდის თავში როდესაც თვალებს ვახელ და ჩემ თავს უცნაურ მოწითალო ადგილას ვპოულობ. გარშემო ძალიან ცხელა, სუნთქვა მიჭირს, თითქოს ყველანაირი ჟანგბადი გაექროთ და ამოესრუტათ აქედან. ბნელა, და ერთადერთი სინათლის წყარო, ზანტად ჩამავალი ლავაა, რომელიც გარშემო ყველაფერს მოწითალო, მოსტაფილოსფრო ფერს აძლევს. -სასიამოვნოა შენი ნახვა. -როგორც კი ხმა მესმის შიშისგან ვხტები და ხმის პატრონისკენ ვიხედები. ჩემ წინ, ფერკმრთალი, შავთმიანი, მაღალი და ცეცხლისფერი თვალების მქონე, 22 წლამდე ბიჭი დგას. ვუყურებ და ისედაც უჟანგბადო ოთახში სუნთქვა უარესად მეკრვის, მაგრამ ვერ ვხვდები რის გამო. -ჩემთვისაც. -ვპასუხობ რაც შეიძლება ცივად, მაგრამ სამწუხაროდ არ გამომდის. ვიცი რომ რამის თქმას ჩემგან მოელის, მაგრამ მე ისიც კი არ ვიცი სად ვიმყოფები, ან ის ვინ არის, ამიტომ მას მოუწევს იყოს პირველი. მის დაკვირვებას და შესწავლას ვიწყებ. შავი დახეული ჯინსები, თეთრი უმკლავო მაიკა და ტყავის ქურთუკი აქცია, ფეხზე კი შავი ბათინკები. მის ზურგზე მიმაგრებულ გიგნტურ სისხლისფერ ფრთებს თუ არ შევიმჩნევთ და დავაიგნორებთ სავსებით ნორმალურად გამოიყურება. -დომინიკო. -მეუბნება და ხელს მიწვდის. მის ფაიფურისებრ ხელებს ვაკვირდები და ფრთხილად ვართმევ, თითქოს მეშინია ხელში არ შემომეფშხვნეს. -ალექსანდრია, ალექსი. -ვპასუხობ ამჯერად ხმის კანკალის გარეშე და ცეცხლისფერ თვალებში ვუყურებ, რომელიც ცნობისმოყვარეობისგან კაშკაშებს. -სად ვართ? -სხვა სამყაროში. -მპასუხობს, ჩუმი მისტიური და ბნელი ხმით, მაგრამ შემდეგ ღიმილით ამატებს. -იმედი მაქვს აქ არასდროს არ მოხვდები. -ღიმილიანი სახით მაკვირდება და ჩემ შესწავლას ცდილობს. -დარწმუნებული ვარ ანჯო ნახე უკვე არა? -თანხმობის ნიშნად თავს ვუქნებ. -მინდოდა პირველი ვყოფილიყავი, მაგრამ მაინც დამასწრო. -თავს დანანების ნიშნად აქნევს და ლაპარაკს აგრძელებს. -დარწმუნებული ვარ მისი ნათქვამიდან ვერაფერი ვერ გაიგე, მართალი ვარ? -თანხმბის ნიშნად კიდევ ერთხელ ვუქნევ თავს და თვალებში ვუყურებ. -არაუშავს, მალე ყველაფერს მიხვდები. -სიმართლე თუ გინდა, ვერ ვხვდები ჩემგან რას მოელით. -ვიძახი გაღიზიანებული და თავს ვაქნევ. -რა გინდათ ჩემგან? -შენგან? -მეკითხება გაკვირვებული და სიცილს იწყებს. -შენ თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა გაქვს. შენ არც კი მოგელოდით. -ამატებს სიცილით და თვალებში მიყურებს. -სიმართლე თუ გინდა, სხვას ველოდით, ბიჭს, სახელად დანიელი. -ვგრძნობ სახეზე როგორ ვწითლდები და ლოყები მეფარლება, მაგრამ ამას გაუსაძლის სიცხეს ვაბრალებ. - შენ უბრალოდ საზღვრის გადამკვეთი ხარ. შენ აქ არავინ არ მოგელოდა, ამიტომ თავისუფლად შემიძლია ვთქვა რომ ყველა გაგაკვირვე. -იძახის და თავს აქნევს, მის თვალებში კი იმედგაცრუებას ვხედავ. ნუთუ მასეთი ცუდი ვარ? -არ იფიქრო რომ მე აქ ყოფნა მომწონს. -ვიძახი მწარე ხმით და მის თვალებს თავს ვარიდებ. -საერთოდ ვერაფერს ვერ ვხვდები, ელემენტარულს იმასაც ვერ ვარჩევ შენ მართლა არსებობს თუ ჩემი წარმოსახვის ნაწილი ხარ. -გინდა დაგიმტკიცო რომ მართლა ვარსებობ? -მეკითხება გაღიზიანებული და ჩემ ხელს ისე იღებს პასუხს არც კი ელოდება. მაჯაზე ხელს მთელი ძალით მიჭერს და თვალებს ხუჭავს. იმ ადგილას სადაც ხელი უკიდია წიწკვნა მეწყება, მაგრამ ნელ-ნელა ძლიერდება, საბოლოოდ კი აუტანელ ტკივილად გადადის მთელ სხეულში. ყვირილს, კლაკვნას, კანკალს და ლანძღვას ვიწყებ, ის კი ხელს მაინც არ მიშვებს. შემდეგ კი მოილოდნელად ტკივილი ჩახცხრობას იწყებს, მაგრამ არა ბოლომდე გაქრობას. -მეეჭვება ეს რომელიმე სამყაროში როდესმე გაგიქრეს. -მეუბნება გესიანი ხმით და ჩემი მაჯისკენ მიმითითებს, რომელზეც უცნაური ტატუა გამოსახული. შავი სქეილი წრეა, შიგნით კი ერთმანეთზე გამოსახული ოთხი ძირითადი ელემენტის ნიშანი, წრე კი თვითონ უცნაურად არის დახატული. სწორ ხაზზე, კლაკნილი ხაზია გავლებული, ზევიდან კი დაგრეზილი და ასე შემდეგ. ოთხი მთავარი ელემენტის ნიშანი კი შიგნით არის, ერთმანეთზე ამოქარგული. წყალი, ცეცხლი, მიწა და ჰაერი. -ეს სტიქპეა. -მეუბნება ჩუმი, ბნელი და შემაძრწუნებელი ხმით. ნიშანს ხელს ფრთხილად და ნაზად უსმევს, შემდეგ კი ჩემკენ იყურება. -სახელი არ დაგავიწყდეს. ვუყურებ და ველოდები როდის ახსნის რა არის სტიკო, თუ სტიპე, მაგრამ ამის მაგივრად ის გაქრობას და ფონთან შეერთებას იწყებს. მალე კი მისგან არაფერი აღარ არის დარჩენილი. თვალებს ვახელ და მაჯაზე ვიყურები, რომელიც ისევ მწიწკნის ოდნავ. ჩემ აჭრელებულ ხელს ვუყურებ და თვალებზე ცრემლი მადგება. არ მინდა იმის დაჯერება რომ ეს ყველაფერი სიმართლეა, არ მინდა იმის დაჯერება რომ მე საზღვრები გადავკვეთე. არ მინდა ვიყო ის ვინც მათ ამ სამყაროში ჭირდებათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.