შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების რეცეპტი (თავი პირველი)

19-02-2017, 21:37
ავტორი murachashvili
ნანახია 6 493

შემოდგომის სუსხიანი საღამო იდგა, როცა საქართველოს ერთ-ერთ მაღალმთიან რეგიოში, ერთ ყველასგან მივიწყებულ სოფელში, რომლის სახელიც კი სავარაუდოდ არავის ახსოვდა, მაღალი გამავლობის ავტომობილმა, რომლის ფირმასა და სანომრე ნიშანს ისევ შეგნებულად არ ვახსენებ, ტრასიდან გადაუხვია და გზა ხეების ხშირი მასივისკენ აიღო. მძღოლი გარემოს ზედმეტად კარგადაც კი იცნობდა. მიუხედავად ბურუსისა და გზის სირთულისა, მაინც მოხერხებულად მიიკვლევდა გზას.
ავტომობილში ორნი ისხდნენ, ან იქნებ - სამნიც? კარგად თუ დააკვრიდებოდით, მძღოლის გვერდით მჯდომ ასე ოციოდე წლის გოგონას ხელში გაურკვეველი ფორმის ფუთასაც შენიშავდით.
ქალისთვის ლამაზის წოდება გაგიჭირდებოდათ, თუმცა არც უშნო ითქმოდა, თავისებური ხიბლი მაინც ეტყობოდა აშკარად ნატანჯ სახეზე, სწორი, გრძელი, მოყავისფრო, მოწაბლისფრო თმა წინ ჩამოშლოდა, თუმცა სახიდან გადაწევას არც კი ფიქრობდა. თვალებში სიცივე და სისასტიკე ჩასდგომოდა, ქუთუთოები ჩაშავებოდა, წვრილი ტუჩები ოდნან უცახცახებდა, კბილებს ერთმანეთზე ისე აჭერდა, რომ ყბის ძვლებიც კი ეტკინა.
თანამგზავრი ესაუბრებოდა, მაგრამ ქალის მზერითაც მიხვდებოდი, რომ მისი მოსმენა არ სურდა.
- სულ ცოტაც და მივალთ! - განაჩენივით ჟღერდა საჭესთან მჯდომი, ოცდაათ წლამდე ასაკის მამაკაცის ხმა.
ქალმა უტყვი თვალებით გამოხედა, მხრები გულგრილად აიჩეჩა და ისევ ავტომობილის საქარე მინიდან გააგრძელა გარემოს თვალიერება. მისი დუმილით გაღიზიანებულმა, შუბლშეკრულმა, შავგვრემანმა კაცმა გვერდულად გახედა, მისი სიცივე და ყველაფრისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულება აგიჟებდა, ერთი სული ჰქონდა კარგად შეენჯღრია, იქნებ როგორმე გონს მოეყვანა, მაგრამ თავის შეკავება შეძლო.
- ვიცი, შენი გადასაწყვეტია, მაგრამ იქნებ გადაიფიქრო?! - უკანასკნელად სცადა ქალის გამოფხიზლება.
მისი სიტყვების გაგონებისთანავე, ტანში უსიამოვნოდ გასცრა თანამგზავრს. საყვედურით სავსე თვალებით გამოხედა მძღოლს. აკანკალებული, აცახცახებული ხელებით ძლიერად ჩაიკრა მკერდში ბინძური ნაჭრების გროვა და უხმოდ გადაყლაპა ცრემლები.
- უცხო ხომ არ ხარ? იქნებ მიიღონ? -მისი რეაქცია არც კი შეიმჩნია, ისე გააგრძელა კაცმა.
მძინარე პატარამ თითქოს იგრძნო საუბარი მას რომ ეხებოდა, ოდნავ შეირხა და წამოიკრუტუნა. ცალი თვალით გადახედა ქალიშვილის ხელებში აფართხალებულ ფუთას.
- შინ ვერ მივიყვან, როცა ყველაზე მეტად მიჭირდა, მაშინ მიმატოვეს, ჩემთვის პატიებამ კარგა ხანია დაკარგა აზრი. - ტკივილით გაეღიმა ქალს - ზედმეტი ტვირთი ვარ, ოჯახის სირცხვილი. მთელი ცხოვრება ამ ლაქის მოცილებას ეცდებიან. რომც მიგვიღონ, დასცინებენ, აბუჩად აიგდებენ. ასეთ ცხოვრებას, სჯობს ჩემგან შორს გაიზარდოს, უჩემოდ, ოღონდ ბედნიერი...
- დედის გარეშე ბედნიერი იქნება? - აშკარად არ ეთანხმებოდა ქალიშვილის სიტყვებს მამაკაცი.
- რომელი დედის? უკანასკნელმა მეძავმაც იცის ვისგან აჩენს შვილს, მე კი, მე ესეც არ ვიცი... - ტკივილით გაეღიმა გოგონას - ჩემისთანა მშობელთან ყოფნას, სჯობს მარტო იყოს...
- ეგ საკითხი ასე თუ გაწუხებს, არც მაგის დადგენაა რთული, გენეტიკური ანალიზით მამის ვინაობასაც დავადგენთ...
- არ მინდა! - იმის წარმოდგენაზეც კი, რომ შეიძლებოდა რომელიმე მათგანი ისევ ენახა, სასოწარკვეთილმა წამოიკივლა.
მისი რეაქციით შეშინებული, ფუთა შეირხა და ავტომობილის სალონში ჩვილის ტირილის ხმაც გაისმა.
- შეგაშინე?! რამხელა ხმა გაქვს...- უკმაყოფილი, შეკრული შუბლით დახედა ნაჭრის შეკვრიდან მომზირალ ვარდისფერ, მოწითალო არსებას - იმ არაკაცებთან საერთო არ მინდა მქონდეს, არ მინდა რომელიმე მათგანს მამა ერქვას, შეუძლებელია ჩემ შვილში რომელიმეს სისხლი ჩქეფდეს! მირჩევნია, საერთოდ არ ვიცოდე...
გოგონამ თვალები დახუჭა, თავი უკმაყოფილოდ ისე გააქნია, თითქოს აბეზარი მოგონებების დავიწყებას ცდილობდა.
- საკუთარი გადაწყვეტილების გასამართლებლად, ოჯახის წევრების რისხვას იმიზეზებ. არადა, მათთვის არც კი გიკითხავს. მშობლების ნაცვლად, შენვე ისჯი თავს?!
- არ გესმის? სახლში ბავშვით ვერ დავბრუდები, მარტოც ვერ გავზრდი. თან არც მინდა, ეს ბავშვი არ უნდა ყოფილიყო. - ისე დახედა პატარას თითქოს ცოცხალ არსებაზე კი არა, უსულო საგანზე საუბრობდა.
- თვითგვემა შორს ვერ წაგიყვანს! - მძღოლს თვალი დედის ხელებში განაბული ახალშობილისკენ გაექცა.
- რითი ვერ მიხვდი? ეს თვითგვემა არაა! - უცებ ახარხარდა გოგონა - არ მინდა, მის ცქერას ვერ ვუძლებ, ის საკუთარ სირცხვილს, ტკივილს გამახსენებს. შენ რომ არა, ამ არსებას დაბადების უფლებასაც არ მივცემდი...
- ალბათ, მართლა სჯობს შენგან შორს იყოს, რაც შეიძლება შორს! - გოგონას მზერამ შეძრა მამაკაცი - შეუძლებელია დედა ასე დასცქეროდეს შვილს! - მომენტალურად შეზიზღდა გვერდით მჯდომი.
- უფლება არ გაქვს, გამკიცხო. უფლება არ გაქვს!..- თითქოს მიუხვდა ფიქრებს, უცებ გაკაპასდა ქალი.
- ასეთი რამ ნებისმიერს შეიძლება დამართნოდა. - ყბაზე ძარღვი ნერვიულად აუცახცახდა მძღოლს.
- მაგრამ ნებისმიერს კი არა, მე დამემართა, მე!.. - ისე უტევდა, თითქოს მისი ბრალი იყო ქალის უბედურება.
- იქნებ მართალიც იყო, იქნებ ვცდები, მაგრამ ასე სჯობს, უნდა დავტოვო.
- რომ გადაიფიქრო? მეც დაგეხმარებოდი, ბოლოსდაბოლოს ვიქორწინებდით, ერთად გავზრდიდით! - თითქოს მაინც უკანასკელ იმედს ებღაუჭებოდა კაცი.
- ვიქორწინებდით?! მე და შენ?... - მოულოდნელად ახარხარდა ქალი.
- რამე სასაცილო ვთქვი? - შავ თვალებში სუსხი ჩაუდგა.
- კარგად რომ დაფიქრდე, შენც გაგეცინება... - სიცილისგან მომდგარ ცრემლებს ხელის ზურგით იწმენდდა - გასაგებია, რომ დახმარება გსურს, მაგრამ ცოლად მოყვანა ზედმეტია.
- იქნებ მართლა მსურს ოჯახის შექმნა? - პოზიციებს არ თმობდა კაცი.
- გაჩუმდი, გთხოვ.. თანაც მამა ნიკოლოზი ხომ დაგვპირდა, არ გავაშვილებო? სურვილის შემთხვევაში, ბავშვსაც დაგიბრუნებო?
- შენვე ამბობ, სურვილის შემთხვევაშიო. ბავშვის ახლავე გძულს და მომავალში შეიყვარებ?! საკუთარ შვილს სრული მარტოობისთვის იმეტებ?! - თითქოს განზრახ აწამებდა მამაკაცი.
სულ რამდენიმე წამით გამოხედა ქალიშვილმა მძღოლს, ვერ გაუძლო, მამაკაცის გამომცდელ მზერას და ისევ თვალი აარიდა.
- ალბათ, ცუდი ვარ. ალბათ, სუსტიც ვარ, მაგრამ სხვაგვარად არ შემიძლია!- ცრემლებისგან ხმა გაებზარა.
- სამწუხაროა! ასე როგორ შევცდი?... არადა, ძლიერი მეგონე, არადა... - მისკენ აღარც გაუხედავს, თავისთვის ჩაილაპარაკა მამაკაცმა.
საუბრის გაგრძელება აღარც უფიქრიათ, ჩუმად ისხდნენ მგზავრები, თავ-თავის ფიქრებში ჩაძირულნი, საკუთარი ტვირთით დამძიმებულნი. თუმცა პერიოდულად მაინც გახედავდა ხოლმე მამაკაცი გვერდით მჯდომს.

სადღაც შორიდან ეკლესიის ზარების ხმა ისმოდა. სავარაუდოდ მწუხრის ლოცვისკენ უხმობდნენ მრევლს.
- რამდენიმე წუთში მონასტერში ავალთ! - როგორც იქნა დუმილი დაარღვია მამაკაცმა.
ალბათ, უნდა გაჰხარებოდა ქალს მგზავრობის დასრულება. არადა, შეშინდა. ძლიერად მოუჭირა ხელი ძვირფას ფუთას. ისიც კი გაიფიქრა:
- „იქნებ მართლა გადავიფიქრო, იქნებ დავეთანხმო და ბავშვი აღარ დავტოვო?!“ წამიერი სისუსტის თავადვე შეეშინდა, აბეზარი ფიქრების უარყოფის ნიშნად თავი ჯიუტად გააქნია.
ეკლესიის ზარების რეკვის ხმა უფრო და უფრო მატულობდა, ძლიერდებოდა. ავტომობილმა მარჯვნივ გაუხვია და ბინდში, თითქოს არსაიდან გამოჩნდა შემაღლებულზე მდგომი მონასტრის გალავანიც. ალაყაფის კარებისკენ წვრილი, საცალფეხო ბილიკი მიიკლაკნებოდა.
ავტომობილი იქვე გააჩერეს და გადავიდნენ.
- მომეცი, მე წამოვიყვან! - თითქოს მოვალეობის მოხდის გამო შესთავაზა მამაკაცმა. გოგონამ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია. უარი მიიღო თუ არა, მისთვის აღარც შეუხედავს. ისე გაუყვა კაცი მონასტრისკენ მიმავალ აღმართს. ქალმა მისივე ქურთუკი შემოახვია ჩვილს და ჩქარი ნაბიჯებით გაჰყვა წინ წასულს.
ღამის სიჩუმეს მხოლოდ ნეშომპალად ქცეული ფოთოლთა შრიალდი და ფეხის დაბიჯებისგან გატკაცუნებული ტოტების ხმა არღვევდა.
ქალმა წაიბორძიკა, თუმცა არ დავარდნილა. ბავშმა წამოიტირა, თუმცა, მალევე გაჩუმდა.
როგორც იქნა შევიდნენ ეზოში. ახლად ნაშენ მონასტერს ეტყობოდა ბერების მზრუნველი ხელი. მცირე ზომის ტაძრიდან გალობის ხმა ისმოდა. სტუმრებმაც გეზი ეკლესიისკენ აიღეს.

კარებიდანვე ჩანდა ბერებთან ერთად ჯვარცმასთან მუხლებზე მდგომი, თავდახრული მამა ნიკოლოზი. შესასვლელშივე, კუთხეში გაჩერდა წყვილი, უსაზღვრო სევდითა და სიყვარულით უმზერდა მამაკაცი შევერცხლილ თმაზე ზურგით მდგომ შავოსანს. მამა ნიკოლოზის თბილი ბარიტონი ქალის დამძიმებულ გულს მალამოდ მოედო, ვეღარ მიხვდა, ვინ უფრო შეეცოდა მარტოობისთვის განწირული შვილი, თუ საკუთარი თავი. არ უნდოდა, მაგრამ მაინც ატირდა, ჯიუტმა ცრემლებმა მისით გაიკვლიეს გზა.
დედის განწყობა ჩვილმაც იგრძნო, ატირდა პატარაც. ბავშვის ხმის გაგონებაზე გაჩუმდა მამა ნიკოლოზი, შუბლშეკრულმა გამოხედა უკან მდგომთ, სულ რამდენიმე წამით უმზერდა მათ, შემდეგ შებრუნდა და ლოცვა გააგრძელა.

პატარას სავარაუდოდ მოშივდა, ნელ-ნელა წუწუნს უმატა, წყვილი ტაძრიდან გარეთ გამოვიდა. ალბათ, ნახევარ საათზე მეტხანს იცდიდნენ, ლოცვა დასრულდა და ბერებიც ნელ-ნელა დაიშალნენ. ლამის ჩაბჟირებამდე მისული ჩვილი არა და არ ჩუმდებოდა.
- ვისვრი ამ ბავშვს! - გაბეზრებულმა ამოიღრინა ქალმა.
- ბავშვს მზრუნველობა და სიყვარული სჭირდება!
- მერე შენ აქ არ ხარ? შეიყვარებ და იზრუნებ მასზე! - ირონიულად გახედა მამაკაცს ქალმა.
- შენზე მეტად ნამდვილად მეყვარებოდა!
კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა ქალი, მაგრამ მამა ნიკოლოზი დაინახა და გაჩუმება ამჯობინა.
წელში გამართული, სხარტი ნაბიჯით მოაბიჯებდა შავოსანი. მიუხედავად შევერცხლილი წვერისა, მაინც მიხვდებოდი, რომ მამაო ასე 30-35 წლამდე იქნებოდა, იქნებ უფრო ახალგაზრდაც, არც ეგ იყო გამორიცხული, მაგრამ ცხოვრების სიმძიმე თვალებთან არსებულ წვრილ ნაოჭებზე მაინც ეტყობოდა.

- მამაო, დამლოცეთ! - ხელზე სამთხვევად დაიხარა ქალი, მაგრამ მამა ნიკოლოზმა ახლოს არ გაიკარა.
-შენს პატარას წასაყვანად როცა მოაკითხავ, მაშინ დაგლოცავ! - მკაცრი ხმით გამოუცახდა მან.
- თქვენც მე მამტყუნებთ? - ხმა გაებზარა ქალს.
- დარჩი შვილთან, დაგეხმარებით, საცხოვრებელს გამოგიყოფთ თავშესაფარში, სამსახურსაც გიშოვით, ღმერთი მის გაჩენილს არ გასწირავს!
- არ შემიძლია, ახლა არ შემიძლია, იქნებ ოდესმე... - ისევ თავისას იმეორებდა გოგონა.
- შენი სიტყვების გჯერა? არ მომატყუო იცოდე, დაბრუნებას თუ არ აპირებ, ბავშვს არ დავიტოვებ! - გამომცდელად უმზერდა მამა ნიკოლოზი.
- მოვალ. აუცილებლად მოვალ! - ისე მიაყარა ქალმა სიტყვები, თითქოს ეშინოდა მამაოს არ გადაეფიქრა.
კარგად ხვდებოდა იქვე მდგომი მამაკაცი, რომ ქალისთვის ესოდენ სასურველი ოდესმე, არასოდეს დადგებოდა. ზიზღით გახედა. მისი მზერა არ გამოჰპარვია მამა ნიკოლოზს.
- ნუ განსჯი! - გამაფრთხილებლად გაიჟღერა მისმა ხმამ.
თვალებში უმზერდა მამაკაცი მამაოს, ვერ გაუძლო მის გამომცდელ მზერას და თვალი აარიდა.
ჩაბჟირებული პატარა ფრთხილად, მამაკაცისთვის დამახასიათებელი მოუხერხებლობით გამოართვა დედას. რამდენიმე წამით უმზერდა ჩვილს. ბავშვის ცრემლების დანახვაზე თავადაც ცრემლებით აევსო თვალები შავოსანს. პატარამ თითქოს იგრძნო მისი სითბო, ტირილი შეწყვიტა, უჩვეულოდ გაიტრუნა.
- ქალია?! - დედისთვის არც კი შეუხედავს, მამაკაცს ჰკითხა.
- ქალია! - თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია მან.
- შია? - ისევ მამაკაცს ჰკითხა.
- ალბათ!
- კელიაში თხის რძე მაქვს. მომეხმარე - სწრაფად დაფაცურდა მამაო, როგორც კი შენიშნა, რომ პატარა ისევ სატირლად ემზადებოდა - წყალიც გავაცხელოთ, დასაბანიაა...
სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, ბავშვით ხელში შავოსანი სწრაფი ნაბიჯით კელიისკენ მიიჩქაროდა.
- შენ? - ერთი კი შეხედა მამაკაცმა ზიზღით მომზირალ ქალს, დანანების ნიშნად ხელი ჩაიქნია და უკან მიჰყვა უკვე კელიაში შესულ მამაოს.

№1  offline მოდერი bibo

ვაიმე შენ ხარ სასწაული საოცრება მარწყვის გუნდა უბრალოდ რა გითხრა ვერ ვხდები heart_eyes kissing_heart ვგრძნობ იმ დიდ ტკივილს რომელსაც ავლენს ისტორია რომელიც გულამდე მოდის და სული მოაქ რომელსაც უბრალოდ ცრემლები ვერ ფარავენ მოაქ მთელი სხეული რომელიც ყელში მებჯინება უბრალოდ იმ ჟრუანტელის და იმნ ცრემლების ავტორი ხარ შენ heart_eyes kissing_heart მძიმე თემა ჩემთვის ამ პაწუწა გოგოს ასე დატოვება ასე ტოვებს უსულოდ დედა რომელმაც შობა და რომელმაც თავისი ხელით დატოვა შვილი თვალებიც არ დაუხრია ხელიც არ აკანკალებია უბრალოდ მივიდა დატოვა sob sob ჯემო ვგრძნობ იმ სუნს თუ იმ გემოს რასაც ეს ისტორია ტოვებს ეს ისტორია აჩენს უბრალოდ უჟანგბადობა და უჰაერობა მქონდა ვგრძნობდი უბრალო ჩასუნთქვას რომელიც გულს მიკავებდა და სულს იჭერდა ჰაერშიიიი smirk smirk ტკბილზე უფრო ტკბილო და თბილზე უფრო თბბილო მარწყვის ჯემო და უბრალოდ საოცრება გამწარებული ველი ამ ისტორიას წამზომს ვრთავ და ვიტვლი წამებს და უთებს გულს ძიგძიგს მატებ და სულს ფეთქვას მინდა მინდა ახალი უდიდესი თავი მალე heart_eyes kissing_heart უბრალოდ მინდა ეს მუქი და შავი თავი შეცვალოს ფერადმა თბილმა ფერმა უბრალოდ მინდა ასე ადვილად ვერ იმეტებდნენ და ვერ ტოვებდნენ შვილებს heart_eyes kissing_heart უბრალოდ შოკოლადო და საოცარო მარწყვის ჯემო შენ სასწუალი ხარ ბევრობაზე კაობავ და ჯემზე უფრო უკეთესო მარწყვის ქულა ვგგიჟდები მე შენ და ბევრობაზე მეტობა მიყვარხარ პაწაწო <3 <3 heart_eyes kissing_heart ფერადზე ფერადო და უ heart_eyes kissing_heart ბრალოდ სულის ვარდო და გულის ჯემო კაიზე კაი ხარ დ აბევრობა მიყვარხარ სუ ბევრობბაზე ბევრობა მე შენა

№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

bibo

ჩემო თბილო და ჩემო საყვარელო, როგორ გამახარე heart_eyes გეთანხმები, თემა საკმაოდ მძიმეა, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, ვნახოთ რა გამოვა, ყველაზე მეტად რომელი ისტორიაც მინდა ხოლმე, კარგი გამოვიდეს, ზუსტად იმას ვანადგურებ ბოლოს. ძალიან მიხარია ჩემთან რომ ხარ და ასე მანებივრებ ყურადღებით. შენი მხარდაჭერა, უზომოდ დიდი სტიმულია ჩემთვის heart_eyes kissing_heart

№3 სტუმარი Guest Trocodeo

ძალიან საინტერესოა.მიხარია ძAლიან ტქვენი დანახვა.გელოდებით შემდეგი თავიტ

№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Guest Trocodeo
ძალიან საინტერესოა.მიხარია ძAლიან ტქვენი დანახვა.გელოდებით შემდეგი თავიტ

დიდი მადლობა, მეც ძალიან მიხარია დაბრუნება, ვეცდები დიდხანს არ გალოდინოთ kissing_heart

№5 სტუმარი Guest Darina

Shenze vgijdebiii sul ufro da ufro maoceb sheni yoveli axali istoriiiit ai vgrdznob rom dzalian magari rame gvelodeba da erti suli maqvs axal tavs rodis dadeb

№6 სტუმარი Guest murachashvili

Guest Darina
Shenze vgijdebiii sul ufro da ufro maoceb sheni yoveli axali istoriiiit ai vgrdznob rom dzalian magari rame gvelodeba da erti suli maqvs axal tavs rodis dadeb

უღრმესი მადლობა, ძალიან მინდა იმედი არ გაგიცრუოთ და მოლოდინად ღირდეს kissing_heart

№7  offline წევრი M^d G1rl

გამიხარდა რომ დაბრუნდით❤

№8  offline ახალბედა მწერალი murachashvili

M^d G1rl
გამიხარდა რომ დაბრუნდით❤

დიდი მადლობა kissing_heart

№9  offline წევრი qarishxali

როგორი რთული წასაკითხი იყო ეს ისტორია ვერ აგიხსნით... მე ვინ ვარ რომ განვსაჯო ეს ქალი, მაგრამ ეს პატარა ძალიან მეცოდება... ვიღაც კაცსაც კი ეცოდებოდა და დედა ამას ვერ გრძნობდა?
მე ვერ დავიჯერებ ამას რადგან ყველა ქალს აქვს დედობის სურვილი და ასე ბავშვის დატოვება როგორ შეუძლიათ?!
ველოდები შემდეგ თავს და დარწმუნებული ვარ რომ ეს ქალი ეკლესიიდანაც არ იქნება გამოსული უკან მიბრუნება რომ მოუნდებაააა disappointed_relieved disappointed_relieved pensive ველი სულ მოუთქმელად kissing_heart kissing_heart გეტყვი რომ ახლა აღმოვაჩინე თქვენი ნაწერი და ძალიან მომწონს heart_eyes

№10  offline მოდერი sopiko

მოკლედ, ვიცოდი, რომ რაღაცას წერდი და ძალიან გამიხარდა, ასე მალე რომ დადე...
ცუდი რომ არ იქნებოდა, მაგაში ეჭვი არ მეპარებოდა, მაგრამ ასეთი?
მთავარ გმირს ვერაფრით ვერ ვამართლებ. ხო, გაკიცხვა არ შეიძლება, მაგრამ რა ვიცი, ჩემი აზრით, ასე მხოლოდ ეგოისტი თუ მოიქცევა. მის მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, შევდივარ, მაგრამ ეტყობა თავიდანვე სუსტი ადამიანი იყო.
სხვა გმირებზე ჯერ ვერაფერს გეტყვი. ცოტა უნდა დავფიქრდე :დდ
გელი heart_eyes

№11  offline ახალბედა მწერალი murachashvili

qarishxali
როგორი რთული წასაკითხი იყო ეს ისტორია ვერ აგიხსნით... მე ვინ ვარ რომ განვსაჯო ეს ქალი, მაგრამ ეს პატარა ძალიან მეცოდება... ვიღაც კაცსაც კი ეცოდებოდა და დედა ამას ვერ გრძნობდა?
მე ვერ დავიჯერებ ამას რადგან ყველა ქალს აქვს დედობის სურვილი და ასე ბავშვის დატოვება როგორ შეუძლიათ?!
ველოდები შემდეგ თავს და დარწმუნებული ვარ რომ ეს ქალი ეკლესიიდანაც არ იქნება გამოსული უკან მიბრუნება რომ მოუნდებაააა disappointed_relieved disappointed_relieved pensive ველი სულ მოუთქმელად kissing_heart kissing_heart გეტყვი რომ ახლა აღმოვაჩინე თქვენი ნაწერი და ძალიან მომწონს heart_eyes

ვნახოთ, ჯერჯერობით პერსონაჟებს ვეცნობით, თუმცა ერთს გეტყვით, ყველა დედა რომ იცოდებდეს საკუთარ შვილს, მაშინ აღარც ამდენი ბავშვთა სახლი გვექნებოდა. თუმცა ეს ჩემი სუბიექტური აზრია. ყოველ შემთხვევაში ჩვენს პერსონაჟს ნამდვილად ჰქონდა იმის საშუალება, რომ შვილი არ მიეტოვებინა. იქნებ გამართლდეს კიდეც თქვენი პროგნოზი, ვნახოთ შემდეგ თავში როგორ მოიქცევა "დედა".

sopiko
მოკლედ, ვიცოდი, რომ რაღაცას წერდი და ძალიან გამიხარდა, ასე მალე რომ დადე...
ცუდი რომ არ იქნებოდა, მაგაში ეჭვი არ მეპარებოდა, მაგრამ ასეთი?
მთავარ გმირს ვერაფრით ვერ ვამართლებ. ხო, გაკიცხვა არ შეიძლება, მაგრამ რა ვიცი, ჩემი აზრით, ასე მხოლოდ ეგოისტი თუ მოიქცევა. მის მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, შევდივარ, მაგრამ ეტყობა თავიდანვე სუსტი ადამიანი იყო.
სხვა გმირებზე ჯერ ვერაფერს გეტყვი. ცოტა უნდა დავფიქრდე :დდ
გელი heart_eyes

დიდი მადლობა ჩემო საყვარელო, მგონი ზედმეტად კარგი წარმოდგენა გაქვს ჩემს შესაძლებლობებზე kissing_heart რა თქმა უნდა მიხარია, თუმცა ვაღიარებ მეშინია კიდეც ამხელა პასუხისმგებლობის აღებისsmile რაც შეეხება ჩვენს მდედრობითი, სქესის უსახელო გმის, მგონი ჩემი შეხედულება აშკარად დავაფიქსირე და ზედმეტად უარყოფითი მხრიდან წარმოვაჩინე (თუმც ვერ ვხვდები მსგავსი ტიპის ადამიანი დადებითადა როგორ უნდა გამოჩენილიყო grin ), ამიტომაც ამ პერსონაჟს ჩვენს ისტორიაში სახელი არ ეღირსა. თუმცა ერთი რამ მინდა გითხრა, ისტორიის მთავარი მოქმედი გმირი ეს ქალი არ იქნება.

№12  offline აქტიური მკითხველი La-Na

როგორ შემძრა ამ გოგომ ვერც კი წარმოიდგენ.შვილი ასე როგორ უნდა შეიძინო არ მესმის.როდის დადებ ახალ თავს ერთი სული მაქვს რა
--------------------
ლანა

№13  offline ახალბედა მწერალი murachashvili

La-Na
როგორ შემძრა ამ გოგომ ვერც კი წარმოიდგენ.შვილი ასე როგორ უნდა შეიძინო არ მესმის.როდის დადებ ახალ თავს ერთი სული მაქვს რა

ძალიან მიხარია შენი გამოჩენა, ორმაგად მიხარია, ისტორია რომ მოგწონს, აი რაც შეეხება ახალ თავს, ამ შემთხვევაში მოთმინებით აღჭურვა მოგვიწევს, კარგ ვარიანტში ტრადიციულად 3-4 დღეში დავდებ ხოლე,უკიდურეს შემთხვევაში კი შაბათ-კვირაობით. გააჩნია ჩემს გადარეულ რეჟიმს wink

№14  offline წევრი qarishxali

murachashvili
qarishxali
როგორი რთული წასაკითხი იყო ეს ისტორია ვერ აგიხსნით... მე ვინ ვარ რომ განვსაჯო ეს ქალი, მაგრამ ეს პატარა ძალიან მეცოდება... ვიღაც კაცსაც კი ეცოდებოდა და დედა ამას ვერ გრძნობდა?
მე ვერ დავიჯერებ ამას რადგან ყველა ქალს აქვს დედობის სურვილი და ასე ბავშვის დატოვება როგორ შეუძლიათ?!
ველოდები შემდეგ თავს და დარწმუნებული ვარ რომ ეს ქალი ეკლესიიდანაც არ იქნება გამოსული უკან მიბრუნება რომ მოუნდებაააა disappointed_relieved disappointed_relieved pensive ველი სულ მოუთქმელად kissing_heart kissing_heart გეტყვი რომ ახლა აღმოვაჩინე თქვენი ნაწერი და ძალიან მომწონს heart_eyes

ვნახოთ, ჯერჯერობით პერსონაჟებს ვეცნობით, თუმცა ერთს გეტყვით, ყველა დედა რომ იცოდებდეს საკუთარ შვილს, მაშინ აღარც ამდენი ბავშვთა სახლი გვექნებოდა. თუმცა ეს ჩემი სუბიექტური აზრია. ყოველ შემთხვევაში ჩვენს პერსონაჟს ნამდვილად ჰქონდა იმის საშუალება, რომ შვილი არ მიეტოვებინა. იქნებ გამართლდეს კიდეც თქვენი პროგნოზი, ვნახოთ შემდეგ თავში როგორ მოიქცევა "დედა".
გეთანხმებით სრულიად თუმცა არ მინდა ეს ბავშვი დაიტანჯოს სხვა ბავშვებივით. მერე რა თუ კარგი მშობლები არ ჰყავს ის ხომ დაუცველია და ჯერ უსუსურია. ხომ არ უნდა ჰქონდეს შეგრძნება რომ ის არავის უყვარს... მე არ ვამართლებ ამ ქალს და არც ერტდედას რომელიც ბავშვს გვერდიდან იშორებს ან აბორტს იკეთებს... ის ქალი ამ ველაფრის საფასურს ღმერთისაგან მიიღებს...წარმატებები თქვენ და დაველოდები მოვლენების განვითარებას kissing_heart
sopiko
მოკლედ, ვიცოდი, რომ რაღაცას წერდი და ძალიან გამიხარდა, ასე მალე რომ დადე...
ცუდი რომ არ იქნებოდა, მაგაში ეჭვი არ მეპარებოდა, მაგრამ ასეთი?
მთავარ გმირს ვერაფრით ვერ ვამართლებ. ხო, გაკიცხვა არ შეიძლება, მაგრამ რა ვიცი, ჩემი აზრით, ასე მხოლოდ ეგოისტი თუ მოიქცევა. მის მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, შევდივარ, მაგრამ ეტყობა თავიდანვე სუსტი ადამიანი იყო.
სხვა გმირებზე ჯერ ვერაფერს გეტყვი. ცოტა უნდა დავფიქრდე :დდ
გელი heart_eyes

დიდი მადლობა ჩემო საყვარელო, მგონი ზედმეტად კარგი წარმოდგენა გაქვს ჩემს შესაძლებლობებზე kissing_heart რა თქმა უნდა მიხარია, თუმცა ვაღიარებ მეშინია კიდეც ამხელა პასუხისმგებლობის აღებისsmile რაც შეეხება ჩვენს მდედრობითი, სქესის უსახელო გმის, მგონი ჩემი შეხედულება აშკარად დავაფიქსირე და ზედმეტად უარყოფითი მხრიდან წარმოვაჩინე (თუმც ვერ ვხვდები მსგავსი ტიპის ადამიანი დადებითადა როგორ უნდა გამოჩენილიყო grin ), ამიტომაც ამ პერსონაჟს ჩვენს ისტორიაში სახელი არ ეღირსა. თუმცა ერთი რამ მინდა გითხრა, ისტორიის მთავარი მოქმედი გმირი ეს ქალი არ იქნება.

№15  offline ახალბედა მწერალი murachashvili

[quote=qarishxali][quote=murachashvili][quote=qarishxali]როგორი რთული წასაკითხი იყო ეს ისტორია ვერ აგიხსნით... მე ვინ ვარ რომ განვსაჯო ეს ქალი, მაგრამ ეს პატარა ძალიან მეცოდება... ვიღაც კაცსაც კი ეცოდებოდა და დედა ამას ვერ გრძნობდა?
მე ვერ დავიჯერებ ამას რადგან ყველა ქალს აქვს დედობის სურვილი და ასე ბავშვის დატოვება როგორ შეუძლიათ?!
ველოდები შემდეგ თავს და დარწმუნებული ვარ რომ ეს ქალი ეკლესიიდანაც არ იქნება გამოსული უკან მიბრუნება რომ მოუნდებაააა disappointed_relieved disappointed_relieved pensive ველი სულ მოუთქმელად kissing_heart kissing_heart გეტყვი რომ ახლა აღმოვაჩინე თქვენი ნაწერი და ძალიან მომწონს heart_eyes[/quote]

ვნახოთ, ჯერჯერობით პერსონაჟებს ვეცნობით, თუმცა ერთს გეტყვით, ყველა დედა რომ იცოდებდეს საკუთარ შვილს, მაშინ აღარც ამდენი ბავშვთა სახლი გვექნებოდა. თუმცა ეს ჩემი სუბიექტური აზრია. ყოველ შემთხვევაში ჩვენს პერსონაჟს ნამდვილად ჰქონდა იმის საშუალება, რომ შვილი არ მიეტოვებინა. იქნებ გამართლდეს კიდეც თქვენი პროგნოზი, ვნახოთ შემდეგ თავში როგორ მოიქცევა "დედა".
გეთანხმებით სრულიად თუმცა არ მინდა ეს ბავშვი დაიტანჯოს სხვა ბავშვებივით. მერე რა თუ კარგი მშობლები არ ჰყავს ის ხომ დაუცველია და ჯერ უსუსურია. ხომ არ უნდა ჰქონდეს შეგრძნება რომ ის არავის უყვარს... მე არ ვამართლებ ამ ქალს და არც ერტდედას რომელიც ბავშვს გვერდიდან იშორებს ან აბორტს იკეთებს... ის ქალი ამ ყველაფრის საფასურს ღმერთისაგან მიიღებს...წარმატებები თქვენ და დაველოდები მოვლენების განვითარებას kissing_heart

ვნახოთ, ვნახოთ, ისტორია ჯერ მხოლოდ ვიწყებთ, წინ კიდევ ბვერი რამ გველის. დიდი იმედი მაქვს მომავალშიც გამანებივრებთ თქვენი მოსაზრებების გაზიარებით kissing_heart

№16  offline წევრი Svvaaaniii

გამიხარდა თქვენი დაბრუნება..
ისტორიამ კი უკვე დამაინტრიგა, შემაძრწუნა და დამთრგუნა. ვერ ვხვვდები საკუთარი უსუსური, უცოდველი შვილი ასე როგორ უნდა გაიმეტო?!
წარმატებები თქვენ relaxed
--------------------
"ერთი გული არ ჰყოფნის ერთ სიყვარულს. "

№17  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Svvaaaniii
გამიხარდა თქვენი დაბრუნება..
ისტორიამ კი უკვე დამაინტრიგა, შემაძრწუნა და დამთრგუნა. ვერ ვხვვდები საკუთარი უსუსური, უცოდველი შვილი ასე როგორ უნდა გაიმეტო?!
წარმატებები თქვენ relaxed

მეც ძალიან მიხარია თქვენი გამოჩენა kissing_heart heart_eyes იმედია ზედმეტად მძიმე არ გამოვა, ბევრს გართობას ვერ დაგპირდებით, თუმცა არც ცუდი სიყვარულის მოწმენი გახდებით

№18  offline წევრი keso11

აბა ვნახოოთ

№19  offline ახალბედა მწერალი murachashvili

keso11
აბა ვნახოოთ

kissing_heart

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent