შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილის თამაშები (სრულად)


24-02-2017, 22:13
ავტორი annye
ნანახია 2 944

ცხოვრება რთულია,ძალიან რთული..
888
დილით მცხუნვარე მზემ არემარე გაანათა და მის სახეზეც იპოვა ადგილი..არ უნდოდა თვალი გაეხილა.იცოდა,რომ მომაბეზრებელი მოგზაურობა კარგს არაფერს მოუტანდა.
არა,კი არ იცოდა გრძონბდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. უნდა წასულიყო,აუცილებლად უნდა წასულიყო...
888
უკვე ორი საათი იყო გასული მას შემდეგ, როცა ავტობუსში თავის საუკეთესო მეგობარ ელენესთან ერთად ავიდა და ბანაკისაკენ მიმავალ გზას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.
გულის სიღრმეში იმედი ჰქონდა, რომ იქ ყოფნა ცოტათი მაინც მოეწონებოდა, ცოტათი მაინც.
არ უყვარდა გართობა და საერთოდ საკუთარ სამყაროში იყო ჩაკეტილი მას შემდეგ,რაც სიკვდილმა ყველაფერი წაართვა, ოჯახი წაართვა, მშობლები და ტყუპისცალი. სული გაეხლიჩა და ამ სიცარიელეში მჭიდროდ გაიდგა ფესვები სიძულვილმა,საკუთარი თავის სიძულვილმა. ნანობდა იმ საშინელ ღამეს მან რომ არ მოკვდა. ოღონდ ისინი არა და სიცოცხლეს დათმობდა,ოღონდ ისინი არა.
-ემილი,ხომ კარგად ხარ?-ელენეს ხმამ რეალობაში დააბრუნა.წარსულის გახსენებისას ცრემლს ვერ იკავიბდა,ბოღმა ახრჩობდა და ათას ნაწილად ეფლითებოდა ისედაც ნაწილებად ქცეული გული.
-ნუ ღელავ ელენე,კარგად ვარ.-იცრუა უმალ და ღაწვებზე ჩამოგორებული ცრემლი ხელის გულით მოიწმინდა.მხრებზე ჩამოყრილი არაბუნებრივად შავი თმა უკან გადაიყარა და ზღვასავით ლურჯი თვალები ერთ წერტილს გაუშტერა.ისევ ჩაიძირა ფიქრების სამყაროში და მანამ არ გამოფხიზლებულა სანამ ავტობუსში ვიღაცის გამაყრუებელმა კივილმა არემარე არ მოიცვა და მის ყურთა სმენას უსიამოვნო ტალღები მძიმედ შეასკდა. სწრაფად მიაბრუნა უკან თავი და ატირებულ გოგონას ამრეზით შეხედა...
888
სიკვდილი..უცნაური რამაა, ჯერ გაცდის დატკბე, შემდეგ კი წაგართმევს ყველაფერს, ყველაფერს რაც გაგაჩნია!
888
უცნობი გოგო ტირილს არ წყვეტდა და ემილის უკვე სადმე გაქცევა მოუნდა.თვალს არ აშორებდა მომტირალს და ლურჯი თვალები უცნაურად ნაცრისფერი გახდომოდა,ემოციების გარეშე,ცარიელი.
-რა დაგემართა ლილი?-კითხა უცებ მომტირალს მის გვერდზე მჯდომმა ქერა,მწვანეთვალება გოგონამ.
-მე..მე მკვადარი კატა დავინახე.საშინელება იყო...-ამოაყოლა გოგონამ სლუკუნს და ემილი სიტყვა ,,მკვდარი,,-ის გაგონებაზე თითქოს ამ სამყაროს მოსწყდა და სრულიად სხვა განზომილებაში გადავიდა. მის მესიერებაში სწრაფად გაიელვა იმ ღამემ,იმ დაწყევლილმა ღამემ.
,,მანქანაში ისხდნენ,ის სესილი(ტყუპისცალი) და მისი მშობლები. საშინელი ქარიშხალი არემარეს კარგს არაფერს უქადდა.ემილი ყურადღებით ათვალიერებდა ანთებულ ლამპიონებს და მკრთალად მოელვარე ლურჯ მთვარეს,რომელიც ძლიერი ქარიშხლის ფონზე ისედაც ჩამქრალი ძლივს მოჩანდა ბნელ ცაზე.მანქანები უწესრიგოდ მოძრაობდნენ და სიგნალების გამაყრუებელი ხმა არღვევდა გამეფებულ სიჩუმეს.უცებ დიდმა სინათლემ მოსჭრა ემილის თვალი,რომელიც მისი აზრით ალბათ არსაიდან მოდიოდა.მერე? მერე იყო ყველაფერი რამაც გაანადგურა. ახსოვს როგორ მოაშორეს მანქანას,რომელსაც მთელი ძალით ეჭიდებოდა. მას იქ უნდოდა მათთან,სხვებს კი მისი არ ესმოდათ,არასდროს ესმოდათ.ახსოვს სისხლი,გვამები და ტკივილი, უსაშველო ტკივილი.გახლეჩილი სული და ნაწილებად დაფლეთილი გული,რომელშიც სამუდამოდ გამეფდა სიცარიელე,ეს საზიზღარი სიცარიელე,რომელიც ემილის ყოველთვის ართმევდა ემოციებს,ყოველთვის. ტკივილი? ტკივილი არ ქრებოდა.პირიქით, რაც დრო გადიოდა მით ურო ღრმავდებოდა და წარუშლელ კვალს ტოვებდა ნაწილებად დაფლეთილ გულსა და უემოციოდ დარჩენილ ლურჯ თვალებზე.
888
ავტობუსში გავრცელებულმა პანიკამ გამოაფხიზლა,რომელიც ალბათ ლილის ნათქვამით იყო გამოწვეული ან კიდე ჩამქრალი სინათლით. ვერ ხვდებოდა რატომ ეშინოდათ ასე ან მის გვერძე ელენე რატომ ცახცახებდა და რატომ უჭერდა ასე ძლიერად ხელს. უკვე უსაშველოდ ასტკივდა თავი ამ ხმაურისაგან და სახეზე ბრაზმა მოაწვა.
-გაჩუმდით!-ემილის ყვირილი და სინათლის ანთება ერთი იყო. ყველა გაოცებული უყურებდა მის მრისხანებით მოელვარე ნაცრისფერ თვალებსა და გაფითრებულ სახეს. ალბათ უფრო სანდროს გონებაში აღძრავდა ეს გოგო მეტ ინტერესს ვიდრე სხვაში. იჯდა და ფიქრობდა როგორ შეეძლო ამ გოგოს ასეთი უემოციო და თანაც ემოციით სავსე სული ჰქონოდა. დიახ,ის ხედავდა მის სულს,მის გახლეჩილ სულს და რაღაც უცნაური გრძობა უღღრნიდა გულს. ემილი კი მრისხანე მზერით ათვალიერებდა ,,პანიკის გამომწვევ ობიექტებს’’ და დრო და დრო მძიმედ სუნთქავდა. ელენეს მზერამ დაუბრუნა ძველი სიმშვიდე და ერთხელ კიდევ უკმეხად შეხედა ყველას და თავის ადგილს დაუბრუნდა. ისევ დუმილი და სხვა სამყარო,მხოლოდ მისი სამყარო,სადაც მხოლოდ ის და მოგონებები ცხოვრობდენ.
888
ყველა ავტობუსიდან გაიკრიბა,მაგრამ ის არ აპირებდა ჩასვლას,ელენეს მუდარის მიუხედავად.ისევ მარტო ყოფნა უნდოდა,მაგრამ მის უკან მჯდომი სანდრო ამის საშუალება არ მისცემდა. თვალები დახუჭა რომ არ ეგრძო დაჟინებული მზერა ჯანდაბიდან მოგზავნილი . მაგრამ არაფერი გამოუვიდა და სწრაფად შეტრიალდა უკან,სადაც ცისფერ თვალებს შეეჩეხა. ალბათ თვითონაც არ აღიარა იმ წამს რა იგრძნო,უნდოდა ის ბიჭი გაელანძღა რომელიც ასე უსირცხვილოდ უყურებდა,მაგრამ აკანკალებული ხელები და აფართხალებული გული სხვა რამეზე მეტყველებდა.თვალი მისი ნატიფი ნაკვთებისკენ გაექცა და და მთლიანად შეისწავლა მისი სახე.ის კი,იჯდა და იღიმოდა რაღაცნაირად. როცა ემილი გონს მოეგო სწრაფად დაუბრიალა მომღიმარს თვალები და ავტობუსი მთელი სისწრაფით დატოვა. ცივი ჰაერი მის სახეზე ძალიან ესიამოვნა და თვალები მილულა.თითქოს იმ თვალებმა ამ სამყაროში დააბრუნეს და მისი სამყარო სრულიად დაავიწყეს.
888
სანდრო უყურებდა როგორ ათვალიერებდა გოგო მას და ეღიმებოდა მის საქციელზე,მაგრამ როცა გოგომ ავტობუსი დატოვა ღიმილი სახეზე შეეყინა და მიმავალ აჩრდილს თვალი გააყოლა.ის გრძნობა უმოწყალოდ უღღრნიდა გულს და მოსვენებას არ აძლევდა. ავტობუსიდან ჩავიდა თუ არა, ისევ ის შენიშნა და მიუახლოვადა. დაინახა როგორ იღიმოდა და გული უცნაურად აუფრიალდა.ალბათ სხვა დროს მწარედ გაეცინებოდა, მაგრამ ახლა თვალს ვერ სწყვეტდა გოგოს თვალიდან წამოსულ ცრემლს და ერთი წამის წინ აფრიალებული გული ნაწილებად დაეფლითა და სწრაფად მოშორდა ემილის.
888
ყველა დემონი ერთად შეიყარა და...სიკვდილმაც იპოვა თავისი გზა.
888
ისევ იჯდა ავტობუსში. ისევ ისე მის სამყაროში ჩაკეტილიყო და მოგონებები თავს არ ანებებდნენ. არც სანდრო აპირებდა თავის დანებებას,არც ის.სანდრო ახლა უკვე მის გვერდზე იჯდა და უყურებდა მის უემოციო თვალებს,მის ნატანჯ სახეს და ის გრძნობა თავს არ ანებებდა,სულს უფორიაქებდა და გულს უტანჯავდა. თვალი არ მოუშორებია,არც მაშინ როცა გოგოს ჩაეძინა და არც მაშინ გამოღვიძებული გაოცებული რომ შესცქეროდა. მივიდნენ თუ არა დანიშნულების ადგილას,ემილი სწრაფად ჩავიდა და იქაურობას თვალი მოავლო. პირდაპირ ვიწრო ბილიკი მიდიოდა,ხეებს შორის.უდაბური ადგილი იყო,რაღაცნაირად უცხო და შემზარავი. როცა იქაურობა შეისწავლა სწრაფად დაბრუნდა ავტობუსში და თავისი ზურგჩანთა და პატარა ჩემოდანი ჩაათრია,შემდეგ კი ელენეს ამოუდგა მხარში და ერთად გაუყვნენ ბილიკს. ისინი წინ მიდიოდნენ და სხვა ბავშვებისთვის კარგა ხანია გაესწროთ. ემილი ტყეს ათვალიერებდა რომ უცებ რაღაც შავ სხეულს მოკრა თვალი, რომელიც სწრაფად მიეფარა თვალს.ეგონა მომეჩვენაო და ყურადღება არ მიუქცევია. ის იყო ფიქრს თავი მიანება, რომ უკნიდან შემზარავი კივილის ხმა მოესმა და ადგილზე შეხტა. ელენესთვის არც შეუხედავს ისე შებრუნდა და იქით გაიქცა საიდანაც ხმა მოდიოდა.
888
ისევ ის გოგო იყო,ლილი. ბილიკზე ფეხმორთხმით იჯდა და ტიროდა.ქერა გოგო სახელად ნინი კი მის დამშვიდებას ცდილობდა და მასაც შესამჩნევად უთრთოდა მთელი სხეული.
-რა მოხდა?-იკითდა ემილიმ და ახლახანს მოსულ ელენეს გადახედა შემდეგ კი მზერა ისევ ლილისა და ნინის გაუსწორა.ლილი უცებ წამოდგა,კუპრივით შავი თვალები ემილის გაუსწორა და მიუახლოვდა. სხეული ისევ უჩვეულოდ უთრთოდა და მის სახეზე ცრემლის ნიაღვარი არ წყდებოდა. უცებ სახე ახლოს მიუტანა და ჩასჩურჩულა.
-იქ,ტყეში გვამი ვნახეთ.
-ემილი გაქვავდა,ხელები აუკანკალდა და თვალები აემღვრა. ჯერ ვერ გაეაზრებინა მოსმენილი და ელენეს ხელს მთელი ძალით ჩაბღაუჭებოდა.ლილი კი ტიროდა და არაფერს პასუხობდა როცა სხვები ეკითხებოდნენ თუ რა დაემართა.
888
უემოციოდ დასჩერებოდა ბილიკს და გონებაში ცოტა ხნის წინ მოსმენილი უტრიალებდა. თვითონაც არ იცოდა ეს სიზმარი იყო თუ რეალობა,მწარე რეალობა.ავტომატურად მიაბიჯებდა და ყურადღებას არ აქცევდა დაჟინებულ მზერას,სულს რომ უწვავდა. ფიქრობდა და აზრები ერეოდა,ყველაფერი ირეოდა მის გონებაში და ყველა აზრს ენაცვლებოდა
სიტყვა ,,გვამი’’.
სიკვდილი თავს არ ანებებდა. ყველგან დასდევდა და სულ თავს ახსენებდა. მუდამ უნამუსოდ ეთამაშებოდა და ასპარეზს არაფრის დიდებით არ თმობდა.სულში ირეოდა და იქაც ავრცელებდა მის სიბინძურეს. ყოველ მოგებაზე საზარლად დასცინოდა და ახალ წინაღობას უმზადებდა.ყოველ ხელზე თელავდა და მთლიანად ანადგურებდა.სულს უწამლავდა და სიძულვილის მეტასტაზებით ავსებდა მის არსებას. შინაგანად განადგურებული ემილი მუდამ მარცხდებოდა და ემოციებისგან იცლებოდა. გამოფხიზლებულს მწარედ გაეღიმა და უნებარად წამოსული ცრემლი ხელის გულით სწრაფად მოიშორა.
888
ბანაკს მიუახლოვდნენ თუ არა უმალვე გაშალეს კარვები და საღამოს დანთებულ კოცონს შემოუსხდნენ. გაშლილ მინდორზე,რომელიც ტყით იყო შემოსაზღვრული ოცი კარავი იყო გაშლილი. მინდორის შუაგულში კი დიდი კოცონი დანთებულიყო და მის ირგვლივ შემომსხდარ სილუეტებში დუმილი ჩაღვრილიყო.ალბათ არცერთი აპირებდა ხმის ამოღებას რომ არა ახლად მოსული ბანაკის ხელმძღვანელი.იგი ლამაზი და მშვიდი ქალი იყო.მისალმების შემდეგ ბავშვებს გეგმები გააცნო და კოცონთან ახლოს ჩამოჯდა. ემილი არავის აქცევდა ყურადღებას.მხოლოდ მზერა ტყის სიღრმისაკენ ჰქონდა მიმართული და თითქოს რაღაცას ხედავდა,წამით ისიც კი მოეჩვენა რომ ის ლანდი ბილიკთან ახლოს დანახულ შავ არსებას გავდა.მოელვარე რაღაც მის ხელში კი ემილის შიშს აღუძრავდა. თავი გააქნია ფიქრების მოსაშორებლად და თვალი კოცონს გაუსწორა.
888
მას შემდეგ რაც ბილიკზე მოხდა სანდოს თვალწინ სულ ემილის სახე ედგა და მოსვენებას არ აძლევდა.ახლაც კოცონთან თვალს არ აშორებს გოგონას და მის ყოველნაკვთს,ყოველ წერტილს იბეჭდავს გონებაში.შემდეგ თვალი ტყის სიღრმისაკენ გაექცა და რაღაც ლანდი შენიშნა,არც უფიქრია მომეჩვენაო ისე წამოდგა და სწრაფად შევიდა ტყეში. ვერაფერს ხედავდა, მაგრამ არ ჩერდებოდა,უბრალოდ არ შეეძლო გაჩერება. მერე შეამჩნია და უკან გაჰყვა.ცდილობდა,რომ არ შეემჩნია იმ ’’ლანდს’’ და ფრთილად მიჰყვებოდა უკან მანამ,სანამ ის ერთ დიდ დამალულ კედელთან არ გაჩერდა. სილუეტი ირგვლივ იხედებოდა შესამოწმებლად შემდეგ კი ხელით რაღაც მოძებნა კედელზე,გამოწია და უცებ სადღაც გაქრა. სანდრო გაოცებული უყურებდა დაფარულ კედელს და ჯერ ვერ გაეგო მომხდარის აზრი. კედელთან მივიდა და კარგად დააკვირდა,შემდეგ როცა ხმაური მოესმა სწრაფად გაიქცა და ბანაკში დაბრუნდა.
888
როცა ყვეელა მოშორდა კოცონს ემილი არ ამდგარა,რადგან არაფერი ესმოდა.ისევ თავის სამყაროში იყო ჩაკეტილი მოგონებებთან ერთად. ხმაურზე გამოერკვა და ტყის სიღრმისაკენ გაიხედა.როცა მომავალი სანდრო შენიშნა დამშვიდდა და წამოდგა.ბილიკზე მომხდარის შემდეგ იცოდა მისი სახელი.ახლა კი უყურებდა და ვერ ხვდებოდა რა უნდოდა მას ტყეში. სანდრო კი ვერ ამჩნევდა.უემოციოდ მიაბიჯებდა კარავისკენ და დროგამოშვებით მძიმედ სუნთქავდა. თვალს მიეფარა თუ არა ემილიმ თავი გააქნია და თავისი კარავისაკენ დაიძრა. უნდა შესულიყო როცა ხმა მოესმა და ლილის კარავისაკენ გაუაზრებლად წავიდა.წამით შედგა,არ უნდოდა სხვისი საუბარის მოსმენა,მაგრამ ინტერესმა თავისი გააკეთა.
-ლილი შენ მაშინ, ავტობუსში მკვდარი კატა არ დაგინახავს,ხომ ასეა?-ეკითხებოდა ნინი და ალბათ პასუხი უკვე იცოდა.
-იცი..
-მითხარი ლილი!-ხმა უჩვეულოდ მკაცრი გაუხდა გოგოს.
-ასეა.კატა არ იყო.-შიშით ძლივს წარმოთქვა.
-აბა?
-ადამიანი...ნინი ადამიანი იყო ხეზე ჩამოკიდებული.მთლიანად სისხლში იყო მოსვრილი და იღიმოდა,იღიმოდა გესმის?-სლუკუნს ამოაყოლა ლილიმ და ემილი ხვდებოდა ახლა ლილი რას გრძნობდა. თუმცა ნათქვამით შეძრწუნებულმა იქვე ჩაიკეცა და კარგა ხანს აზრზე მოსვლა ვერ შეძლო. ისევ ის ღამე,გვამები,სისხლი და ტკივილი, გაუსაძლისი ტკივილი.
სიკვდილი ეთამაშებოდა,მწარედ ეთამაშებოდა.
888
დემონები ეთაყვანებიან სიკვდილს...მერე და როგორ!
888
გათენდა.
მზის სხივებმა არე-მარე გაანათეს და სანდროს კარვამდეც იპოვეს გზა. ბიჭის სახეს ოქროსფერი მოეფინა და ძილისაგან აწითლებულ ბაგეებზე ალმური მოუკიდა.მისი სახე გაქვავებულიყო,თუმცა მორფეოსის სამყაროში ემოციების ზღვა ავიწროებდა მას. დაფარული კედელი და ლანდი,რომელიც არ ასვენებდა.მერე უძირო გზა,კოცონი და ის მწვანე თვალები,რომლებმაც უკვე დიდი ხანია დაიკავეს ადგილი გულში. გამოეღვიძა. სახეზე ჩრდილი გადაფარებოდა და ის ოქროსფერი სხივი გამქრალიყო.სრწრაფად მიიხედა და მწვანე თვალებს წააწყდა.გული შეეკუმშა და წამსვე აარიდა თვალი. -ემილი...-დაიჩურჩულა და წამსვე უკვე ნაცნობი ხმა მოესმა.
-მაპატიე თუ გაგაღვიძე.მე ემილი მქვია.ვიცი ეს სიგიჟეა,რადგან ერთმანეთს არ ვიცნობთ,მაგრამ მინდა ის მოგიყვე რაც დავინახე და გავიგონე. მჯერა რომ გამიგებ,იმაზე მეტად ვიდრე სხვა.-ეს თქვა ემილიმ და მიუახლოვდა. სანდრო კარგა ხანს ჩუმად უყურებდა, შემდეგ კი უთხრა:
-კარგი, გისმენ ემილი.
-გუშინ,ბილიკზე ლანდი დავინახე.შავი მოსასხამი ესხა.კოცონთან ტყეში იგივე ლანდი ვნახე, შემდეგ კი შემთხვევით ლილისა და ნინის საუბარი გავიგე.ლილი ამბობდა ხეზე ჩამოკიდებული გვამი ვნახეო.ალბათ ეს სისულელე გგონია მაგრამ..
–მეც ვნახე იგივე ლანდი!-წამოიძახა უცებ სანდრომ და ინანა ნათქვამი,რადგან წინა ღამით ნანახი უბრალო ზმანება ეგონა. ან იქნებ სულაც არ მოეჩვენა ეს ყველაფერი? ვინ იცის...
-რა?-გაოცდა გოგო.
-გუშინ ვნახე და უკან გავყევი რაღაც დაფარულ კედელთან მივიდა და უცებ გაქრა.მერე წამოვედი.
-გზა გახსოვს?
-რათქმაუნდა.
-კარგი, სანდრო. არავის არაფერი უთხრა.დღეს წავიდეთ იმ ადგილას.უნდა გავარკვიოთ აქ რახდება,თან ლილი და ნინი გავიყოლოთ,სხვა არავინ. არ გვინდა სხვების შეშინება.დღეს,შუა ღამისას ტყის დასაწყისსთან მოდი.
-კარგი, კარგი.-ფიქრობდა დაუსრულებლად.ორივე ფიქრობდა,არ იცოდნენ რას მოუტანდა ორივეს ეს ღამე,მაგრამ უნდა გაეგოთ რა ხდებოდა აქ,უნდა გაეგოთ.
888
მოსაღამოვდა.დამღლელი ლაშქრობის დასასრულს ბანაკში ბრუნდებოდნენ. ლილი,ნინი,სანდრო და ემილი ერთად მიდიოდნენ და გეგემებს აწყობდნენ.
-დაფარულ კედელთან უნდა მივიდეთ.-თქვა სანდრომ.
-კარგი,ღამით ორივე ტყის დასაწყისთან მოვალთ.-თქვა ლილიმ და უცებ გველნაკბენივით შეხტა. ყველამ გაოცებით შეხედა მას და შემდეგ შეამჩნიეს. ერთ-ერთი წევრი ეგდო ძირს.სულ დასისხლიანებულიყო და სახეზე მკვდრის ფერი ედო.
ალბათ მხოლოდ მათ შეამჩნიეს ბანაკის წევრი გოგონა.
-ღმერთო ჩემო.-აღმოხდა ემილის და სწრაფად მივარდა გოგონას.
-რა დაგემართა?
-მან...ის იქ არის.-ძლივს ამოთქვა გოგომ.ხელი მარჯვნივ გაიშვირა შემდეგ კი უსულოდ დაეცა ემილის კალთაში და..ის მოკვდა. განადგურებული ემილი ძლივს მოაშორეს გვამს.მან კიდევ ერთი სიკვდილი ნახა.კიდევ ერთი გვამი და ისევ სიცარიელე.სიცარიელე და ტკივილი.
888
შუაღამეს ოთხი სილუეტი მიაბიჯებდა ტყეში. მათი სხეულები მთვარის შუქზე განათებულიყო და ვერცხლისფერი მოჰფენოდათ სახეზე.დაფარული კედელი გამოჩნდა.რაც უფრო უახლოვდებოდნენ მით სწრაფად ძგერდა გულები.ათიოდე ნაბიჯიღა აკლდათ და უცებ შეჩერდენ სწრაფად მიიმალნენ და კედელთან უკვე შემჩნეულ ლანდს გაუსწორეს თვალი.ის კედლისაკენ შეტრიალებულიყო და ხელით რაღაცას ეძებდა. შემდეგ თითქოს იპოვაო.შეჩერდა, რაღაც გამოსწია და უცებ გაქრა.
-ახლა რა უნდა ვქნათ?-დაიჩურჩულა ემილიმ.
-უნდა ჩავიდეთ!-ღამის წყვდიადში გაიფანტა სანდროს უდრეკი ხმა და თეთრი მთვარე გახდა მოწმე იმისა, თუ როგორ მიუახლოვდა ოთხი სხეული კედელს და შემდეგ როგორ გაქრნენ ისინი.
888
,,დრო ვერაფერს შეცვლის, როცა სიკვდილი გეთამაშება’’
888
სიბნელეში მხოლოდ გულების მძლავრი ფეთქვა და გათამამებული შიში მიიკვლევდა გზას.
გრძელი დერეფანი არა და არ მთავრდებოდა და სიბნელეში გზის გაკვალვაც გაუსაძლისი იყო. კედლები ცივი და სველი იყო. ირგვლივ კი საზიზღარი ლითონური სუნი იდგა.
სადღაც კარს არახუნებდნენ, შემდეგ რაღაცის დამტვრევის ხმაც გაისმა.
ემილის მუხლები ეკვეთებოდა, ვეღარ უძლებდა იმ საზიზღარ სუნს,რომელიც ირგვლივ ტრიალებდა.
ვიწრო დერეფანი ერთად სიარულის საშუალებას არ აძლევდათ, წინ სანდრო მიდიოდა უკან ლილი მისდევდა, ნინისგან ცოტა მოშორებით კი ემილი მიაბიჯებდა. გონება დაცარიელებული ჰქონდა, თავისი სამყარო კი აღარც ახსოვდა. ახლა უკვე რეალობასთან უწევდა ჭიდილი. არ იცოდა რა ელოდა მაგრამ დანებებას არ აპირებდა, ბოლო წუთამდე უნდა ებრძოლა სიკვდილთან. ვეღარ აიტანდა დამარცხებას და ალბათ შეძლებდა კიდეც წყბდიადის დამარცხებას.
მის დაბინდულ გონებაში შიში სადღაც გამქრალიყო და ახლა უკვე თამამად მიიწევდა წინ.
დერეფანი თანდათან გაიზარდა, თუმცა ლითონური სურნელი არ გამქრალა.
წინ ლილი და ნინი მიაბიჯებდნენ, ემილი კი სანდროს მხარდამხარ მიყვებოდა.
ხმაური ისევ ისმოდა მკრთალად,მაგრამ შესამჩნევად.
888
,,გულები მეტაფორულად ძგერდნენ..,,
888
ემილიმ ხელი რაღაც სველს ჰკიდა. სითხე ჯერ კიდევ თბილი იყო, მიუხედავად იმისა რომ ირგვლივ სიცივე დათარეშობდა..
ხელი გაუთბა და წამით მოდუნდა,მაგრამ უცებ ფეხები რაღაცაში აეხლართა და მოცელილივით დაეცა ძირს.
უცებ ყველაფერი განათდა. თეთრი კედლები წითლად შეღებილიყო.ირგვლივ გვამები ეყარა და არე-მარე სისხლით მორწყულიყო.
საშინელი სურათი გადაიშალა ემილის თვაწინ. ის ჯერ კიდევ ძირს ეგდო, სისხლში ამოსვლილს გულისრევის შეგრძნება კუჭს უწვამდა და სახეზე სისხლის კვალს თვალებიდან წამოსული ცრემლების ნიაღვარი უქრობდა. საკუთარი სისხლის მოძრაობის ხმაც კი ესმოდა,რასაც საშინელი ხმაური ფარავდა.
ვიღაც კიოდა თან ამაზრზენი სიცილი სდევდა ამ ხმას.
ცოტაც და ჭკუიდან შეიშლებოდა, ირგვლივ ყველაფერი ტრიალებდა , საშინელი მუსიკასავით ჩაესმოდა ყურისწამღები კივილი და ამ დროს უნდოდა ეყვირა,ისე რომ ყველაფერი გაჩერებულიყო, დროც კი.
ძალა არ ყოფნიდა, ამის ძალაც არ შესწევდა. მწარედ იღიმოდა გულში და დაბინდულ თვალებს აქეთ-იქით გიჟივით აცეცებდა. ვიღაცას ეძებდა, არ ახსოვდა ვის მაგრამ მისი ლურჯი თვალები თვალწინ ედგა და მის სულში ატეხილ ქარიშხალს სითბოს ნაწილაკებს უპირისპირებდა.
მერე წელზე ძლიერი ხელების შეხება იგრძნო და მალევე ხელში აიტაცეს. გაუცნობიერებლად ჩასჭიდა უცნობის მაისურს ხელი და მაგრად მოუჭირა უხეშ მატერიას.მეორე ხელი კისერთან შემოაჭდო და გულზე მიეხუტა.
ახლა ვეღარაფერს ხედავდა, მხოლოდ მხოლოდ ცხელ სუნტქვას გრძნობდა სახეზე. ცრემლები შეშრობოდა და ის საზიზღარი ლითონური სურნელი მოთკბო სურნელს შეეცვალა. სხეულში სითბომ დაუარა, წამით გაეღიმა და მორფეოსის სამყაროში ჩაიძირა.
888
მეტაფორებით ნუ საუბრობ სიკვდილო გესმის?!
სულს ნუღარ წამლავ, საკმარისია ამდენი ტანჯვა!
შენს სიცილს,საშინელს სიბოროტეც კვლავ თან ერტვის,
ან რად გჭირდება ასე ბრძოლა და ასე გარჯა?
წყვდიადი მეფობს და იცინის სიკვდილი მწარედ,
მარიონეტებს ათამაშებს ამით ერთობა.
გულს ნუ გაიტეხ,გამოჩნდება ვინმე მამაცი,
,,საბოლოოდ დასრულდება სიკვდილის მეფობა’’.
888
სანდროს გული მთელი სიძლიერით ეჯახებოდა ბარიერს და იქიდან გამოღწევას ლამობდა.
მძინარე ემილის დაჰყურებდა და გულში სითბო ეღვრებოდა. პირველად გრძნობდა რომ ამ სითბოს გაყინულ გულში. თვალწინ ის მომენთი ედგა როცა იმ ბნელ დერეფანში სინათლემ გაანათა. ვერც აღწერდა ალბათ იმ წუტს რა იგრძნო, როდესაც ემილი ასეთ მდგომარეობაში მყოფი ნახა. გული ნაწილებად დაემსხვრა და წამით სუნთქვაც კი გაწყვიტა. არც ის საშინელი კივილი ესმოდა , არე-მარეს შავი ჭირივით რომ მოსდებოდა. ვერც ადგილზე მიყინულ ლილის და ნინის ამჩნევდა. ,მხოლოდ ის მწვანე თვალები არსებობდა მისთვის,ასე რომ დაეძებდნენ რაღაცას ან იქნებ ,,ვიღაცას’’. გაუცნობიერებლად მოხვია ხელები წელზე და ხელში აიტაცა. მერე კი დიდხანს დაჰყურებდა იმ მწვანე თვალებს,რომელიც ასე უყვარდა...
ფიქრებში გართულს ბაგე ღიმილმა გაუპო. ხელში მისი ხელი მოექცია და უსასრულობაში ჩაკარგულიყო.
-გიხდება ღიმილი-მოესმა და უცებ გამოერკვა. არაფერი უპასუხია. წამოდგა და წასვლა დააპირა რომ მსუბუქმა ბგერებდა ადგის მიაყინა.
-არ მიმატოვო, კარგი?-მწვანე თვალები უნაურად უმზერდნენ. მათში გამკრთალი სხივი კი ზურმუხტისფერ რგოლებს მელანქოლიურ იერს ჰმატებდა .
-არასდროს!-ირგვლივ გაიფანტა ბგერები და წყვდიადიდან მომზირალ ლურჯს მთვარეს შეეგება. ირგვლივ სიჩუმე სუფევდა. ზაფხულის ცხელ ღამით კი ციცინათელები ბნელ ჰორიზონტზე დაფრინავდნენ და ზეცაზე კანტიკუნტად მიმობნეული ვარსკვლავები ამშვენებდნენ წყვდიადის სუნთქვას.
სადღაც ახლოს, ორი გული მეტაფორულად ძგერდა.
888
,,შენმა თვალებმა შემაყვარეს მთელი სამყარო’’.
888
ერთი კვირა გავიდა. ერთი საშინლად ერთფეროვანი კვირა.
არაფერი მომხდარა განსაკუთრებული, დღის რუტინა თავის გზას მიყვებოდა.
ბანაკში დღეები საშინლად იწელებოდა. ყოველ ღამით უკვე ჩვევად ექცათ კოცონთან დასხდომა და საუბარი.
ერთმანეთი უკვე კარგად გაიცნეს,დამეგობრდნენ.
ემილი დღის უმეტეს ნაწილს სანდროსთან, ლილისთან, ნინისთან და ელენესთან ერთად ატარებდა.
ამ ხნის განმავლობაში ელენემ ყველაფერი გაიგო ბოლო დროს მომხდარზე.
შოკიდან გამოსვლის შემდეგ კი, როცა ყველაფერი გაანალიზა, ემილისაკენ გაექანა და ხელები მაგრად შემოხვია. ალბათ გრძნობდა რომ არაფერი იქნებოდა კარგად,იმის მიუხედავად,რომ გამუდმებით იმეორებდა ,,ყველაფერი კარგად იქნებაო’’.
ეს ყალბი სიმშვიდეც არ იყო ხანგრძლივი. ძალიან მალე დადგებოდა დღე, როცა ბრძოლა დასასრულს მიუახლოვდებოდა, ეს თამაშიც დასრულდებოდა და ვინ იცის როგორ.
,,არაფერია ხანგრძლივი,არც სიცოცხლე.’’
888
,,ნათელი წერტილი ბნელ ჰორიზონტზე.’’
888
ხუთივე ერთად მიაბიჯებდა ბილიკზე. ცხელი დღე იყო. აქა-იქ რომელიმე ცხოველი გადაირბენდა. მოლურჯო ცაზე ნარინჯისფერი მზე ჩამოწოლილიყო და ირგვლივ ოქროსფერ სხივებს ფანტავდა. შორს, ჰორიზონტზე არწივი დანავარდობდა. გრძელი ფრთებით ჰაერის ნაკადს აპობდა და წინ მიიწევდა. სადღაც ახლო მახლოს სიკვდილი გადაფარებოდა ზეცას და თავისი ჩვეული ღიმილით უღიმოდა მარიონეტებს.
ემილიც წინ მიიწევდა,როგორც ის არწივი. ბარიერს არღვევდა და ახალ გამოცდას ელოდებოდა.
ისიც უღიმოდა სიკვდილს ირონიულად და ბრძოლას განაგრძობდა,არსებობისთვის და გამარჯვებისთვის.
ატმოსფერო დამძიმებულიყო. ირგვლივ ისევ საზიზღარი ლითონური სურნელი და თარეშობდა და წამლავდა ყველაფერს რაც გზად ხვდებოდა.
ხუთი სილუეტი გზას განაგრძობდა. სადმე შორი ახლოს ხეზე ჩამოკიდებული გვამები იღიმოდნენ, სისხლში ამოსვრილი თოჯინები მოგაგონდებოდათ უემოციო სახეებით და საზიზღარი ღიმილით, რომელსაც სიკვდილის კვალი დასტყობოდა.
მოჩვენებასავით დახეტიალობდა შავი ლანდი ხელში ნაჯახით, რომელიც მზის სხივებს ირეკლავდა და წითლად შეღებილი თავმომწონედ მიიკვლევდა გზას, იმ ლითონურ სურნელთან ერთად სიკვდილის მფარველობის ქვეშ.
888
ელენეს სხეული მოცელილივით დაეცა ძირს. ჭრილობიდან სისხლი მდორედ მოედინებოდა და წითლად ღებავდა თეთრ სხეულს.
ემილი მასთან ჩაიმუხლა.სახე ცრემლებით დასველებოდა და ხელებს აბრეშუმის თმაზე დაატარებდა.
-არა!გთხოვ, გემუდარები.. ოღონდ შენ არა.. გთხოვ არ მიმატოვო.-სასოწარკვეთილი ჩურჩულებდა ემილი.
-არ დამივიწყო..-ძლივს წარმოთქვა ელენემ.
-არ დაგივიწყებ.. არ დამჭირდება! შენ არ მოკვდები. არ მიმატოვებ!-ჰაერში იფანტებოდა სითყვები და ახლო მახლოს ორი გვამი ეგდო. ერთმანეთისთვის ხელი ჩაეკიდათ და სამუდამოდ დაეხუჭათ თვალები. იმ წამს, სწორედ იმ წამს კიდევ ერთმა გულმა შეწყვიტა ფეთქვა და არსებობა. სწორედ იმ წამს გააპო ჰაერი სასოწარკვეთილმა კივილმა. ეს საბოლოო იყო. მეტს ვეღარ მოითმენდა. გულის ნაწილი მოჰგლიჯეს და ნახევრად შეწყვეტილი არსებობით გამოთქვამდა ტკივილს რომელიც შიგნიდან ანადგურებდა.
-მძულხარ! ყველაფერზე მეტად! მეზიზღები გესმის?! შენ გამანადგურე..კმაყოფილი ხარ?! ყველაფერი წამართვი ! მაგრამ არა, საკმარისია! თამაშჳ დასრულდა, გესმის?!-ბრაზმორეული მთელი ხმით ყვიროდა ემილი,მაგრამ ეს ბრაზზე მეტი იყო, უფრო მეტი ვიდრე სიძულვილი, რაღაც უსაშველოდ ძლიერი რომელიც თავის ძალას ემილის სულში ქარიშხლად გარდაქმნიდა. სანდრო ძლიერად იხუტებდა გოგოს და ამაოდ ცდილობდა მის დამშვიდებას.
სადღაც ახლოს სიკვდილი მწარედ იცინოდა და განაგრძობდა თამაშს.
მზე ანათებდა, ირგვლივ ყველაფერი დადუმებულიყო. ხეზე ჩამოკიდებული ,,თოჯინები ’’ ისევ იღიმოდნენ .
-არა!-სწრაფად გადაეფარა სანდროს და გაცოფებული ჩააშტერდა კაპიუშონ დახურულ სილუეტს რომლის ხელშიც სისხლიანი ლითონი ბზინავდა.
გააფთრებულ ვეფხვსავით ეცა და კაპიუშონი ჩამოგლიჯა, გველნაკბენივით უკან გახტა როცა მისი სახე ნახა და ჯერ სანდროს შეხედა შემდეგ კი მის ,,ორეულს’’.
-გამარჯობა ძმაო!-საზიზღარი ღიმილი მოეფინა სახეზე და თვალები სანდროს გაუსწორა.
-სა..სანდრო-გაურკვევლობის ზღვაში ჩავარდილი საკუთარ ხელში მოქცეულ სანდროს ხელს მაგრად უჭერდა და ცდილობდა თვალებში ამოეკითხა ის რაც დაფარული იყო.
სანდრომ ემილის ხელი გამოსტაცა უხეშად გასწია უკან. სახე მოეღრიცა, კბილები გააღრჭიალა და მის წინ მდგან ,,ძმას’’ ხელი მოუქნია. ნიკოლოზი ძირს დაეცა.
მისი სახიდან არ გამქრალა ის საზიზღარი ღიმილი. ტუცი გასკდომოდა და სისხლით შეეღება ბაგეები. საზარლად იცინოდა. წამოდგა, სისხლი ხელის ზურგით მოიწმინდა და ნაჯახი იქვე ძირს გააგდო.
ახლა უკვე მან მიაყენა საპასუხო დარტყმა სანდროს. ორი სილუეტი გამალებით ურტყამდა ერთიმანეთს. იქვე მდგარი ემილი კი უემოციოდ უყურებდა ამ სცენას. ადგილზე გაქვავებულიყო და თვალები ამღვრეოდა.
გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა როცა დაინახა, თუ როგორ ეგდო ძირს სანდრო, ზემოდან ნიკოლოზი მოქცეოდა ხელში ნაჯახი ეჭირა და ისევ ისე იღიმოდა.

ელენეს გვამთან ქვა ეგდო. ემილის სულში დატრიალებულმა ქარიშხალმა მსუბუქად ააფრიალა ეს ქვა და მალე ნიკოლოზის სისხლით შეიღება წითლად.
მისი სხეული ძირს ეგდო. დანარჩენებთან ერთად . ირგვლივ ყველაფერი ჩამკვდარიყო.
მხოლოდ ორი გული ფეთქავდა ერთმანეთისთვის. მწვანე თვალები ლურჯს შეხვდა.
მათი სულები ერთმანეთისთვის არსებობდნენ.
-შენმა თველებმა შემაყვერეს მთელი სამყარო..-ესღა თქვა ემილიმ და მთელი ძალით მოხვია მკლავები.

Fin.



№1 სტუმარი Guest annye

shesazloa istoriashi bevri shecdoma iyos,ris gamoc bodishs gixdit.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent