შეგეჩვიე VIII
გრძნობები ერთმანეთში ამერია, თან მიხაროდა თან გული მეკუმშებოდა. ერთის მხრივ ლამის მეცხრე ცას მივწვდი სიხარულით რომ სავარადოთ ეს ყველაპერი დადგმული იყო და ვიღაცა ჩვენს დაშორებას განზრახ ცდილობდა. მეორეს მხრივ თებეას ვდარდობდი, ნეტა როგორ არის, სად ყავთ ამ ცხოველებს და რაიმე ისეთი ხომ არ გაუბედეს. ვიპოვი და სათითაოდ დავხოცავ ყველას თებეას რაიმე რომ დაუშავონ. სასწრაფოდ რაიმე უნდა მოვიფიქრო, უმოქმედოთ ვეღარ ვიქნები. -ბიჭებო რაიმე მოიმოქმედეთ ძალიან გთხოვთ. - ატირდა ნატუკა. -კარგი ნუ ღელავ, მე და იოანე ყველაფერს მივხედავთ. მაგ კონვერტს არ აწერია რომელი ფოსტიდან მოიტანეს? - გამომხედა დაჩიმ და მოვწვი რომ შესაფერისი კითხვა დასვა. -კი როგორ არა, საქართველოს ფოსტაა. -მაშინ წავიდეთ და ვნახოთ შენს მისამართზე ვინ გამოაგზავნა შეტყობინება, მონაცემებში ხომ მითითებული იქნება გამომგზავნი. -ბაზარი არაა დაჩი მაგრამ ეგ ხომ კონფიდენციალური ინფორმაციაა და არ მგონია ეგრე მარტივად გვითხრან. -მივიდეთ და რაიმეს მოვიფიქრებთ თუ არ გვითხრეს. სანამ ფოსტის შენობასთან მივიდოდით ასჯერ მაინც დავხედე თებეას ფოტოს. მოიცა ეს რა არის? რაღაც ნაცნობი მომხვდა თვალში. მამაკაცის წელზე საქამრესთან ნაცნობ ფორმებს მოვკარი თვალი. კი ნამდვილად ის არის. ასეთი ტატუ ე.წ „dream catcher” ვიღაცაზე ნანახი მაქვს. ღმერთო ვის აქვს ასეთი ტატუ. როცა ყველაზე მეტად მჭირდება მაშინ მეთიშება გონება. -მოვედით, თითები გადააჯვარედინე. - ფიქრებიდან დაჩიმ გამომიყვანა. ის წინ მიდიოდა მე უკან მივყვებოდი. მისაღებში მჯდომ გოგონას გაუღიმა და პირდაპირ საქმეზე გადავიდა. -გამარჯობა გენაცვალე, თქვენი დახმარება მჭირდება. -გამარჯობა. გისმენთ, როგორც შემეძლება დაგეხმარებით. -ძალიან კარგი, დღეს თქვენგან აი ეს კონვერტი მივიღე ამ მისამართზე. - კონვერტი გაუწოდა. -და გამომგზავნის მონაცემები არ ახლდა და შეგიწლიათ გადაამოწმოთ ვინ გამოაგზავნა? -მაპატიეთ მაგრამ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. გაგზავნილ ამანათებზე სრული ინფორმაციაა დატანილი გაგზავნის მომენტში და მერე ჩვენ აღა ვართ პასუხისმგებელნი. -გასაგებია მაგრამ, თქვენმა კურიერმა მოიტანა და იქნებ მან ააძრო, ეს დანაშაული არაა? -მე ვერ დაგეხმარებით, ახლავე მენეჯერს დავუძახებ და მასთან გაარკვიეთ. -არა მოიცადეთ არაა საჭირო. - თითი დაუქნია, მოიწიეო ანიშნა. გოგომაც მისკენ მიიწია და დაჩიმ ჩურჩულით უთხრა. - შენ შეგიძლია ჩემი დახმარება. ეს ბარათი შეყვარებულმა გამომიგზავნა, ვიკმათეთ და გამებუტა. მითხრა თუ მოპოვი შევრიგდებითო და მე კი ძალიან მიყვარს. ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ მის დაბრუნებაში. ეს ხომ არავის ზიანს არ მიაყენებს პირიქით. ორ გზააბნეულ სულს ისევ დააკავშირებს ერთმანეთთან. - დაჩის სამსახიობო მონაცემები მაგიჟებს. -კარგით მოვძებნი იქნებ ვიპოვო მაგრამ ძალიან გთხოვთ ნუ იტყვით რომ მე დაგემარეთ. -არა როგორ გეკადრებათ. ძალიან დიდი მადლობა. ღმერთი დაგლოცავთ. - გამომხედა და თვალი ჩამიკრა დაჩიმ ნიშნისმოგებით. ფურცელი გამოაწოდა გოგომ მინის ქვეშ. დაჩიმაც კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და გვერდით ამომიდგა. -ჰაა როგორი ვიყავი? -გაღიარე ძმა, ხელები ამიწევია. მადლობა რომ მეხმარები. -არ გრცხვენია? თანაც შენ კი არა ჩემს რძალს ვეხმარები. -რა მისამართია? -ტაბიძის 12. -წავიდეთ სასწრაფოდ შევამოწმოთ. - ფურცელზე დაწერილ მისამართზე რომ მივედით ორივე სახტად დავრჩით და პირდაღებულები გაკვირვებული თვალებით შევჩერებოდით ერთმანეთს. ცარიელი ადგილი, რომელიც მხოლოდ შემოღობილია. ზედ არანაირი შენობა არ დგას. ფაქტია რომ ეს მისამართი ვერაფერს მოგვცემდა. ვიღაცა ჭკვიანის ნამოქმედარია ეს ყველაფერი. მაგრამ ვინ შეიძლება იყოს. არამგონია მტრები მყავდეს. ერთი იდეა მომივიდა. -დაჩი იქნებ ფოსტის დაცვის კამერების ჩანაწერი გვენახა, იქნებ ნაცნობი იყოს ვინმე? -კარგი იდეაა. მაგრამ ეგ გამიჭირდება. შეყვარებულით ვერ მოვატყუებ დაცვას. -მაგას მე ვიღებ ჩემს თავზე. - ჩვენი ბანკი და ფოსტა ერთი დაცვის ორგანიზაციის ბენეფიციარები არიან. იქნებ იქ დამეხმარონ ბიჭები. ჩემი იმედი გამართლდა. ბიჭებმა დახმარებაზე უარი არ მითხრეს და წინა ორი დღის ჩანაწერები მომიტანეს. -ბატონო იოანე ძალიან გთხოვთ 2 საათის განმავლობაში დაგვიბრუნოთ ჩანაწერები თორემ პრობლემები გვექნება. -აუცილებლად ბიჭებო თქვენ იმხელა დახმარება გამიწიეთ ჩემს გამო პრობლემებს როგორ შეგიქმნით. მე და დაჩიმ დავიწყეთ ჩანაწერების ყურება. უკვე 12 კასეტა ჩავრთეთ და ჩვენთვის საინტერესო არაფერია. ერთი კასეტაც და დამთავრდება ჩვენ კი ვერაფრით წინ ვერ წავიწიეთ. რანაირი მსგავსება ჩვენს არცერთ ნაცნობთან. უკვე ხელი ჩავიქნიე. ვერაფერი გავარკვიეთ. ამ მცდელობამაც ფუჭად ჩაიარა. -მოიცა. - დაიძახა დაჩიმ. -რა იყო იპოვე რამე? -უკან დააბრუნე და კარგად დააკვირდი. -ასეც ვიქცევი და აი ისიც. ნაცნობი სილუეტი. ეს ხომ ლოლიტაა. -ეგ იყო ეგ . როგორ არ მომეწონა ეგ გოგო თავიდანვე.- ჩაიდუდღუნა დაჩიმ. -იქნებ დამთხვევაა დაჩი, რაში დაჭირდებოდა ლოლიტას თებეას გატაცება. -ნუ გადამრევ ახლა. რატომ ენდობი ამ გოგოს ასე. -იმიტომ რომ დიანას დაა. -სწორედ რომ დიანას დაა იმიტომაც ექნებოდა თებეას გატაცების მოტივი. -დავფიქრდი, არ იყო საღ აზრს მოკლებული დაჩის აზრი. -არ ვიცი დაჩი მაინც არ მგონია. -ახლა ატრაკებ იოანე. მისმინე ამ დღეების განმავლობაში საეჭვო არაფერი შეგიმჩნევია? -არა არაფერი ჩვეულებრიივად.... -სიტყვა გამეწელა და გონებაში რომ გადავხედე გამახსენდა რომ ლევანი დავინახე და როდესაც ამაზე ვკითხე თავი აარიდა საუბარს. -ჰაა რა იყო გაგახსენდა რამე? -ბიჭო რამოდენიმე დღის წინ ლოლიტას ტყუპისცალი დავინახე და როცა მასზე ვკითხე მითხრა ალბათ შეგეშალაო. მე კიდე დარწმუნებული ვარ რომ ლევანი იყო. -და კიდე მეტყვი სანდოა. ეგრე თუა რატომ მოგატყუა. -აუ არ ვიცი სულ მთლად დავიბენი. რამე მოვიფიქროთ თორემ ასე პირდაპირ ხომ ვერ მივალ და ხომ ვერ ვკითხავ შენ ხომ არ მოგიტაციათქო. - მკლავები მაგიდას ჩამოვადე და ჩავფიქრდი. არ ველოდი ისე მომიტივტივდა თავისთვის გონებაში ტატუ რომლის პატრონის გახსენებასაც ვცდილობდი. სასწრაფოდ ფოტო ამოვიღე და კიდე ერთხელ კარგად დავაკვირდი. -მემგონი მართალი ხარ დაჩი და ეს ლოლიტას ნაჩალიჩებია. -ალილუა, რამ მიგიყვანა ბოლო ბოლო მაგ დასკვნამდე? -ნახე, -ფოტო გავუწოდე.- იმ კაცს საქამრესთან ტატუ აქვს. -ჰოო მგონი dream catcher არის. -ხო ეგაა. შემიძლია დავიფიცო რომ ზუსტად ეგეთი ტატუ ლევანს აქვს და არამგონია ესეც დამთხვევა იყოს. ვიპოვი იმ არაკაცს და ჩემი ხელით ჩავაძაღლებ თებეა რომ რამე ჭირდეს. -კაი, ახლა დაუფიქრებელი მოქმედება არ შეიძლება. რაც მთავარია რაღაც მაინც გავარკვიეთ. - დაჩის ტელეფონი აწკრიალდა. ნატუკა იყო. -კი ნატუ რაღაცა ვიპოვეთ. მგონი ლოლიტას და მისი ძმის გაკეთებულია. -გავპუტავ მაგ კახპას თმებისგან ტებეას რომ რამე დაუშავდეს. ეგ კახპა ეგ გავაგებინებ ვისთან აქვს საქმე.- ისე აწიკვინდა ნატუკა დაჩიმ ყურიდან ტელეფონი მოიშორა თან დაიჭყანა. -ერჩივნოს ლოლიტას ჩვენ ვიპოვოთ თორე ეს არ აცოცხლებს. -თან ჩაიცინა. მეც გამეცინა. ნამდვილად სიმართლეს ამბოობდა. ახლა უკვე სწორ გზას ვადგავართ და მალე ვიპოვი ჩემს თებეას. -მისმინე. - ტელეფონზე ლაპარაკს მორჩა და მე მომიბრუნდა დაჩი.- ლოლიტას ვუთვალთვალოთ. გამორიცხულია არ მივიდს იქ სადაც თებეა ყავთ. სახლში რომ მიხვალ ჩვეულებრივად მოიქეცი. არ შეგატყოს რომ რამე იცი. -კარგი. ფრთხილად ვიქნები მაგრამ არ ვიცი თავს როგორ შევიკავებ რომ ყელში არ ვეცე და არ მოვახრჩო. -მაგასაც მოესწრები. კარგი დავიშალეთ ახლა და ხვალიდან საქმეს მივხედოთ. სახლში დავბრუნდი და გზაში ვლოცულობდი ნეტა ლოლიტა დაწოლილი დამხვდესთქო. ყველაზე მეტად მისი დამპალი სახის დანახვა არ მინდოდა ახლა. ალბათ მისი დის გამო გადაწყვიტა რევანშის აღება და თებეა ყველაზე კარგი საშუალება იყო. სახლში მისულმა აღმოვაჩინე რომ ლოლიტა სახლში არ იყო და გადავწყვიტე ამით მესარგებლა და მისი ოთახი გამეჩხრიკა. ასეც მოვიქეცი. ყველაპერს ბრთხიად ვეხებოდი რომ არაფერი დატყობოდა ოთახს. კარადა გამოვაღე იქნებ იყოს რამეთქო. შემთხვევით შარვალი გადმოვარდა ძირს. კარგა ხანი ვეჩალიჩე რომ ისე დამეკეცა როგორც იდო. საინეტერესო ვერაფერი ვიპოვე ოთახში. ისეთი რამაც შეიძლება კვალი მომცეს. ის ის იყო ოთახიდან გამოვდიოდი რომ ჩემი ყურადღება იატაკზე დაგდებულმა ქაღალდმა მიიპყრო. გავხსენი და ახლა ნამდვილად დავრწმუნდი რომ არაფერი არ გვეშლებოდა. კონვერტზე ამძვრალი გამომგზავნის მისამართი. აქ სულ სხვა მისამართი ეწერა ვიდრე ფოსტის გოგონას მოცემული. რაც არ უნდა იყოს ეს ადგილიც უნდა ვიპოვო. მაგრამ ის ხომ თბილისის გარეთაა. რა მნშვნელობა აქვს ხვალვე წავალ და ვიპოვი ამ ადგილს. დილით სამზარეულოში მხვდება ლოლიტა. ნეტა რა დროს დაბრუნდა. -დილამშვიდობის იოანე. - მომესალმა მოვიდა და ლოყაზე მაკოცა. ფარისეველი, როგორ მინდა ყელში ვწვდე და ვუთხრა რომ ყველაფერი ვიცი. -დილამშვიდობის. სახლში გვიან დაბრუნდი? ვერ გავიგე როდის მოხვედი. -ნუ ღელავ. თებეასავით გაუფრთხილებლად არსად წავალ. - ირონიულად ჩაიღიმა. მისი ჭკუით მაზოლზე დამაჭირა ფეხი. -სულაც არა. თანაც წუხელ ველაპარაკე თებეას, მალე დავრუნდება, ნათეავთან ყოფილა რეგიონში წასული. - ტყუილი მოვიგონე და მის რეაქციას დაველოდე. -ჰო არაა? ძალიან კარგი. -ხმაში თითქოს ცოტა მღელვარება შეეტყო.- კარგი შენ ყავა მიირთვი. მე უნდა წავიდე. - ფინჯანი მომაწოდა. აშკარა იყო თებეას შესამოწმებლად წავიდოდა ეს უნდა გამომეყენებინა. სასწრაფოდ დაჩის დავურეკე. ის ის იყო უნდა მეთქვა რომ ლოლიტა სახლიდან გავიდა თვითონ დამასწრო. -ხო ვიცი, ახლა გამოვიდა სადარბაზოდან. დროზე ჩამოდი გავყვეთ. -მიყვარხარ ძმა. -რა დროს სიყვარულია, ჩამოეთრიე დროზე თორე ჩავიდა პარიზში უკვე. მანქანაში ჩავჯექი და კარი ნახევრად მქონდა მოხურული დაჩიმ მოწყვეტით რომ დაძრა მანქანა ადგილიდან. ქალაქიდან გავედით და ინტერესით იკითხა დაჩიმ. -სად ჯანდაბაში მიდის აწი ეს ჩემისა. - ის მისამართი ვუტხარი რომელიც ოთახში ვიპოვე.- შენ საიდან იცი. -იმ კონვერტზე ამძვრალი ფურცელი ვიპოვე მის ოთახში და მასზე ეს მისამართი იყო. მართლები აღმოვჩნდით. მანქანა პატარა ბელეტაჟზე დადგმული სახლის წინ გააჩერა. სასწრაფოდ გადმოვიდა და სახლში შევიდა. ჩვენც შორიახლოს გავჩერდით. მე და დაჩი ფეხაკრებით მივიპარებოდით. სახლის შესასვლელ ჭიშკარზე ზუსტად ის მისამართი წერია რაც მე ვიცოდი. ჩუმად შევედით ეზოში და კიბეებს ავუყევით. სახლის კარი შევაღეთ და ხმა გავიგონეთ და-ძმა რაღაცაზე კამათობდნენ. -ხომ გაგფრთხილე ფრთხილად იყავითქო. -ახლა რაღა მოხდა. სახლიდან არსად გავსულვარ. -რატომ დაარეკინე? -ვის დავარეკინე შენ კარგად ხომ ხარ? -ვის და თებეას. იოანემ მითხრა წუხელ ველაპარაკე და ასე მითხრა ნათესავთან ვარო. -რა სისულელა. მოგატყუა ალბათ. არასდროს ტეეფონი თან არ მაქვს როცა მასთან შევდივარ. -ნუთუ მომატყუა, მაგრამ რატომ? -რამეს ხომ არ მიხვდა. -არ ვიცი, არ ვიცი, ისე გუშინ მგონი ჩემი ოთახი გაჩხრიკა. ზუსტად ვიცი შარვალი დაკიდებული დავტოვე და რომ ვნახე დაკეცილი დამხვდა. თუმცა იქ ვერაფრის პოვნას ვერ შეძლებდა. -დარწმუნებული ხარ რომ ისეთი არაფერი გქონდა რაც ჩვენს კვალზე გამოიყვანს? -არა... თუმცა, -რა თუმცა გოგო, თავი არ მომაკვლევინო ახლა. -საფოსტო კონვერტზე აძრობილი ფურცელი შარვლის ჯიბეში ჩავიდე და აღარ მახსოვს მერე გადავაგდე თუ არა. -აუ ჩემი კაი, რა დეგენერატი ხარ. მე მაფრთხილებდი და თვითონ დაუშვი შეცდომა. აქ ვეღარ გავჩერდებით. სასწრაფოდ სხვა ადგილი უნდა ვიპოვოთ. მაგრამ პატარას წაყვანა ეგრე იოლი არაა. - და-ძმა საუბარს განაგრძობდა და ჩვენ დერეფანს გავუყევი იმ იმედით რომ თებეას ვიპოვიდით. ერთი ოთახი ცარიელია. მეორე შევაღე და მგონი ესეც ცარიელია, კარის მოხურვა დავაპირე. გონება გამეყინა. თანდათან დავიწყე იმის აღქმა რაც დავინახე. შეუძლებელია, თვალი მომატყუებდა. აკანკალებული შევბრუნდი და თავი ვეღარ შევიკავე, კარშივე ჩავიკეცე. მუხლებზე დავემხე და გრძნობებს ვეღარ ვაკონტროლებ. სხეული აღარ მემორჩილება. ნუთუ ეს შესაძლებელია და ეს წლები ტყუილში ვცხოვრობდი. რატომ, რატომ მხოლოდ ესღა მომდიოდა თავში. ძლივს წამოვდექი ფეღზე. საწოლს მივუახლოვდი და ისევ ჩავიკეცე. ჩემს წინ დიანას უსიცოცხლო სხეული ესვენა. დასუსტებულა, თვალის უპეებიც ჩაშავებული აქვს, აღარც იღიმის მაგრამ მთელ სამყაროში გამოვარჩევ მას.ხელი წავიღე მისკენ მაგრამ თან ვერ ვბედავდი რომ შევხებოდი. მის გაყინულ, გაშეშებულ ხელს თითები მოვხვიე, იმ იმედით რომ გავთბობდი, მაგრამ პირიქით მისმა სიცივემ მეც გამიყინა ხელი. თვალებიდან ცრემლებმა დამიწყეს დენა. ასეთი ძლიერი ტკივილი არ მიგრძვნია დიდი ხანია. იქ გულში რაღაც ჩამწყდა. თმები გადავუწიე რომ კარგად დამენახა მისი სახე. ისევ ისეთი ლამაზია. რატომ დამიმალეს რომ ცოცხალი იყო. იქნებ შევძლებდი მის შველას. გაახილოს თვალები ისევ ისე შემომხედოს ხომ შეიძლებაა. წამოვიწიე, მონდოდა მისი კანის სურნელი შემეგრძნო, ტუჩები საკოცნელად წავიღე. -არ გაბედო და არ შეეხო. -ზურგს უკან ლოლიტას ხმა გავიგონე. უცებ გავუშვი დიანას ხელი და მოვტრიალდი. გული ორმაგად შემეკუმშა. ლოლიტას ხელებ გაკოჭილი თებეა უჭირავს მკლავით და შუბლზე იარაღს ადებს. -იოანე. -წამოიყვირა თებამ. -ხმა ჩაიგდე. - დაანჯღრია ლოლიტამ. - რაო ბატონო იოანე არ ელოდით? ნანახმა ხომ არ გაგაოგნათ? მეც გაოგნებული ვიყავი ჩემი დის უსუცოცხლო სხეული რომ დავინაე პირველად. შენი დამპალი ხელებით არ გაბედო და არ შეეხო. სიცოცხლე ხომ მოუწამლე და ახლა მაინც დაანებე თავი. შენს გამო ცხოვრების გასაგრძელებლად ძალა აღარ გვქონდა. ისე რომ იცოდე მგლოვიარეს როლი არ გამოგდიოდა. -რას ლაპარაკობ ლოლიტა? ან ამას რატომ აკეთებ? დიანას აქ კი არა საავადმყოფოში უნდა მკურნალობდნენ. -დიანა, რომ ვახსენე შევამჩნიე თებეას თვალები როგორ გაუფართოვდა. ალბათ უამრავი კითხვა უტრიალებდა თავში. -აღარ აქვს მკურნალობას აზრი, უკვე დღეები დარცა, თანაც დედაშენის მოცემული ფული აღარ გვაქვს. -რაა რა დედაჩემის მოცემული ფული, რას ბოდავ. -არაფერს არ ბოდავს,ხომ იცი რომ სიმართლეს გეუბნება, თავს ნუ იკატინებ. - ოთახში ლევანი შემოვიდა. -მე არაფერი არ ვიცი რას ლაპარაკობთ? -რას და 6 წლის წინ როდესაც დიანს მანქანა დაეჯახა და ფაქტიურად მოკვდა. საავადმყოფოში ძალიან დიდი რაოდენობის თანხა მოგვთხოვეს სამკურნალოდ. დედაშენმა კი იმის სანაცვლოდ რომ დიანა მკვდრად გამოგვეცხადებინა სამკურნალო ფული მოგვცა და მოგვთხოვა რომ საქართველო დაუყოვნებლივ დაგვეტოვებინა. -მოსმენილა მეტყველების უნარი წამართვა. ლუნა როგორ მეზიზღები როგორ შეგეძლო შვილისთვის ასეთი რამის გაკეთება. -არა, მე არაფერი ვიცოდი, მე დიანა ძალიან მიყვარდა, ის ჩემი სიცოცხლე იყო. ... ანუ პატარა მათი და არის და მას დიანა ქვია. ეს ის დიანაა ვის სახესაც იოანე ბოდავდა. ის დიანა რომლის სიკვდილსაც ვერ ინელებდა იოანე და რომელიც თურმე ცოცხალი ყოფილა. წარმომიდგენი ახლა რას გრძნობს. თანაც თურმე ამაში დედამისია გარეული. რამხელა ტრამვაა მისთვის ეს ყველაფერი. რა უნდა ქნას. როგორი იქნება მისთვის ამ ყველაფრის გადატანა. -და სწორედ მაგიტომ რომ იყო და შენს ცხოვრებაში ეს ქალბატონი გამოჩნდა, - საუბარი წამოიწყო ლოლიტამ და მაგრად მომიჭირა მკლავში. - ახლა ჩვენ განგაცდევინებთ იმას რასაც ჩვენ განვიცდით. იცოდე შენი ეგოიტობის გამო რომ ორი უდანაშაულო ადამიანი წავიდა იმ ქვეყნად. - ჩახმახი გადმოწია და შიშისგან მუხლები ამიკანკალდა. -არა ოღონდ თებეა არა, გთხოვთ, თუ ამ ყველაფერს მე მაბრალებთ მე მომკალით და ამით დაასრულეთ. მეორედ ნუ წამართმევთ საყვარელ ადამიანს.თავის დროზე რომ სიმართლე მცოდნოდა იქნებ ჩემს სიყვარულს გადაერჩინა კიდეც დიანა. - ისე საწყლად გახედა ლოგინზე მწოლიარე გოგოს რომ გული შემეკუმშა. ახლაღა დავაკვირდი საწოლში მყოფ ულამაზეს არსებას. ღმერთო ავადმყოფი რა ლამაზია ეს გოგო და წარმომიდგენია ისე როგორი იქნებოდა. რატომ ხდება ასე, სამართალი სად არის? -არ მაინტერესებს შენ არაფერს არ იმსახურებ ამ ქვეყნად იოანე ლომიძე, არაკაცი იყავი და არაკაცად მოკვდები. მშობლების კალთას ამოფარებული.- ისე მინდა ახლა ამ ბიჭს ვწვდე და ენა ამოვგლიჯო. იოანესთვის არაკაცის დაძახების უფლება მხოლოდ მე მაქვს. - მიდი ლოლიტა დაასრულე ეს საქმე. - გამოხედა დას. ლოლიტამაც კარგად დამიმიზნა ლულა და თვალები დავხუჭე. მეგონა რომ ეს ჩემი დასასრულია. ტკაც და მხოლოდ იოანეს ხმა ჩამესმიის არაა, და რაღაცის ძირს დაცემის ხმა, მაგრამ ეს მე არ ვარ. სიკვდილი სხვაგვარად წარმომედგინა. იქნებ სხეული დაეცა და ამ ყველაფერს სული ფიქობს. ჯერ ცალი თვალი გავახილე მერე მეორე. მიმოვიხედე, ჩემს წინ ჩაკეცილი იოანეა თავი ხელებში აქვს ჩარგული და ტირის. იქვე ლევანია წაქცეული, რა ხდება? გვერდით მოვიხედე და დაჩი ლოლიტას ხელებს უგრეხს ზურგს უკან, ეს უკანასკნელი კი უძალიანდება რაც შეუძლია თან უღრენს. თანდათან გადავხარშე რაც მოხდა. სანამ ლოლიტა სასხლეტს თითს გამოკრავდა დაჩიმ ხელი ააქნევინა და გასროლილი ტყვია იქვე მდგარ ლევანს მოხვდა. ამოვისუნთქე. წინ გადავდგი ნაბიჯი იოანესთან დავიჩოქე და დავუძახე. რამოდენიმეჯერ გავიმეორე მისი სახელი და როგორც იქნა გამოერკვია. თავი აწია, ისე გამოიყურებოდა თითქოს წამებში დაბერდაო, ტკივილს ნაოჭები გაეჩინა მის სახეზე, დაღარულ ლოყებზე ცხარე ცრემლები სდიოდა. თვალები გაუნათდა რომ დამინახა. -იოანე ყველაფერი კარგადაა. ადექი -თებეა. -მხოლოდ ჩემი სახელი თვა და მომეხვია. ისე მაგრად მომეხვია, სუნთქვა შემეკრა. კისერში თავი ჩამიყო და ხარბად ისუნთქავდა ჩემს სუნს. -ეგრე ნუშვები გუშინ არ მიბანავია. ცუდი სუნი მექნება. - კისერსივე თავაუღებლად გაიცინა. თავი ასწია, ლოყებზე მომკიდა ხელი, ცოტა ხანს მიყურა მერე კი მიტხრა. -ისე შემეშინდა. შენ დაკარგვას ვერ გადავიტანდი. -სარეველა იოლად არ გადაშენდებათქო ხომ ვამბოობ. - ორივეს გაგვეცინა. - მიდი ხელები გამიხსენი ძალიან მტკივა. -მისკენ მივბრუნდი და ხელები რომ გამიხსნა შვებით ამოვისუნთქე ნანატრი თავისუფლება. ხელების სრესას რომ მოვრჩი საწოლთან მივედი. გვერდით იოანე ამომიდგა და მოყოლა დაიწყო მისი ამბის. საკმარისი იყო რაც მოვისმინე აღარ მინდოდა რომ კიდევ ერთხელ ტკენოდა გული და გავაჩუმე. -არ მაინტერესებს იოანე. ნუ მომიყვები. საკმარისია რაც ვიცი. შენი წარსული მხოლოდ შენ გეკუთვნის. არ ხარ ვალდებული. -ვიცი მაგრამ, შენ უფლება გაქვს იცოდე. -არავითარი მაგრამ. ოდესმე თუ დამაინტერესებს გკითხავ და მერე მომიყევი. -თებეა როგორ მიხარია რომ კარგად ხარ. -დაჩი შემოვიდა ოთახში და ჩამეხუტა. -მოგვენატრე ყველას. -მადლობა დაჩი მეც მომენატრეთ. შენ რა მაგარი ყოფილხარ, შენ რომ არა ახლა. -არა არ თქვა, არაფერი არ მოგივიდოდა. შენ მაგარი გოგო ხარ. -ისე ამდენ ხანს სად იყავი შენ ხომ უკან მომყვებოდი. - დაინტერესდა იოანე. -ხო მაგრამ, კიბეებზე ხმა გავიგონე და მათ გავყევი, შევხედე როგორ ამოიყვანეს სარდაფიდან თებეა და ვამჯობინე დავმალულიყავი, და შორიდან მეყურებინა. თან პოლიციაში დავრეკე. მერე აქ მოიყარეთ თავი სუყველამ. შესაფერის მომენტს დაველოდე და აი შედეგი. ისე ლევანის დაჭრა არ მქონდა გეგმაში. - დაჩის ვუსმენდით როდესაც დიანას თავთან მდგარმა აპარატმა წრიპინი დაიწყო. დაჩიმ სასწრაფოდ დაუძახა სასწრაფოს ექიმს ისიც შემოვარდა და გულის მასაჟის კეთება დაუწყო დიანას. იოანემ ნერვიულად აიწყო ოთახში სიარული. ბევრი ეცადა ექიმმა მაგრამ ხმა არ შეიცვალა ისევ საზარლად წიოდა. მისივე ადიელა გადააფარა და ექთანს გარდაცვალების დრო ჩაანიშნინა. იოანეს გავხედე. კედლის კუთხეში დასჯილი ბავშვილით იყო ჩაცუცქული. ვიცოდი სანუგეშოდ ვერაფერს ვეტყოდი მაგრამ მაინც მივუახლოვდი. მასთან ჩავიმუხლე და ხელზე ხელი ჩავკიდე. -არ ინერვიულო კარგი? -არ ვნერვიულობ. მე ის 6 წლის წინ დავმარხე. უბრალოოდ ლუნას გამო მტკივა გული. -ბავშვებო სახლში წავიდეთ და იქ ვილაპარაკოთ კარგი? თებეასაც დასვენება უნდა იოანე. -დაჩიმ განმუხტა სიტუაცია. იანეც დაეთანხმა. თავისი მოსაცმელი მომახურა ხელი გადამხვია და ისე დავტოვეთ იქაურობა უკან ერთხელაც არ მიუხედია. ისიც ვერ გავიგეთ ლევანი გადარჩა თუ დაჭრილი იყო. მონატრებული სახლის კარი შევაღე. ნაცნობი სურნელი, ნაცნობი გარემო. ცრემლებმა თავისთვის იწყეს დენა. ახლა მხოლოდ აბაზანის მიღება მინდოდა. პირდაპირ სააბაზანოსკენ ავიღე გეზი. დიდხანს ვიდექი დუშის ქვეშ და მინდოდა ყველაფერი გადამეხარშა და თან წამეშალა სამუდამოდ ჩემი გონებიდან. სარკეში რომ ჩავიხედე მეგონა იქედან იცხო ადამიანი მიყურებდა. თვალი ჩალურჯებული, ტუჩი გახეული. იმ ცხოველის ბრალია. რამდენჯერ დამარტყა. პირსახოცი ცივი წყლით გავჟღენთე, თვალზე მივიდე და გამოვედი. კართან იოანე დამხვდა აყუდებული. -ბევრჯერ დაგარტყა იმ ნაბიჭვარმა? -ბევრჯერ არა უბრალოდ ძლიერად მირტყამდა. -მაპატიე კარგი? - ქვედა ყბა აუკანკალდა. ვგრძნობდი როგორ განიცდიდა. -ნუ მებოდიშები, შენი ბრალი არაა. გავაბრაზე ძან და დავიმსახურე სილა. -გაეცინა. -ეჭვიც არ მეპარება რომ ისეთს ეტყოდი გაამწარებდი. -საზიზღარო. -ენამწარე. -არ დამრჩა ვალში. ორიოდე წუთი უხმოდ ვუყურებდით ერთმანეთ მერე მომიახლოვდა და ძლიერედ სემომხვია წელზე მკლავები. მესიამოვნა მისი ჩახუტება და მეც მოვეხვიე. ახლა უსაბრთხოდ ვგრძნობდი თავს. უკვე სახლში ვარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.