შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წეროები


18-03-2017, 18:39
ავტორი salome kazeishvili
ნანახია 1 444

-წეროები
-მიხტუნავენ
-ისევ აურიე. კი არ მიხტუნავენ მიფრინავენ.
-საიდან იცი?
-დედამ ასე თქვა.
-დედამ ისიც თქვა შოკოლადზე წამალიაო და რატომ უნდა დავუჯეროთ?!
-ნუ სულელობ რაღაცეებს. თავიდან და ნორმალურად ითამაშე. წეროები.
-მიხტუნავენ.
-ყოველთვის ასე ხდება, შენ სხვებს არ ჰგავხარ.
-არავინ არავის არ ჰგავს.
-როგორ არა. მე, ნიკოლოზი, დათუნა სულ ერთნაირად ვთამაშობთ ხოლმე, შენ კიდე საერთოდ არ გინდა ჩვენი თამაშები და ყველთვის უცნაურად ლაპარაკობ.
-მე მხოლოდ იმას ვამბობ რასაც ვფიქრობ.
-და ეს აზრები ჩვენსას არ ემთხვევა.
-შეუძლებელია ერთი ადამიანის აზრი ბოლომდე ემთხვეოდეს მეორესას.
-რატომ?
-იმიტომ, რომ ჩვენ ერთმანეთისგან განვსხვავდებით.
-მაგრამ არის რაღაც რაც საერთო გვაქვს.
-მაგალითად რა?
-ცხვირი, ხელის და ფეხის რაოდენობა, თმა რავიცი ბევრი რამ.
-ხო და არა. ხო იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ერთი შეხედვით ჩანს ასე. თუ დააკვირდები მიხვდები, რომ შენი ხელი ჩემს ხელზე ბევრად გრძელია. რა გამოდის? ჩვენ ხელითაც კი არ ვემსგავსებით ერთმანეთს.
-სისულელეა.
-მაგრამ ჩემი აზრია.
-ხომ გეუბნებოდი. ყოველთვის ასე ხდება.
-ეგ იმიტომ, რომ ადამიანები არ ვიცვლებით.
-ანუ?
-მაგალითად, გუშინ შოკოლადი მოიპარე, მერე დედა გაგიჯავრდა და მასთან ბოდიში მოიხადე. უთხარი, რომ აღარასდროს გაიმერებდი. დღეს კი კვლავ გაგიჩნდა შოკოლადის მოპარვის სურვილი. თავს იკავებ იმიტომ, რომ დადებული პირობა გახსენდება. ხვალ კი ისევ მოიპარავ შოკოლადს. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანის შინაგანი ბუნება არასდროს იცვლება და მთელი ცხოვრება იმისკენ მივილტვით, რაც ერთხელ შეგვიყვარდა.
-არა, მე შოკოლადს აღარ მოვიპარავ.
-და რატომ?
-იმიტომ, რომ დედას პირობა მივეცი.
-რა უფრო მნიშვნელოვანია შენი სურვილები თუ დადებული პირობა?
-პირობა.
-მაშინ გამოდის, რომ საკუთარ სურვილებზე უარის თქმა გიწევს და რის გამო? მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ პირობა დადე. ეს ხომ აბსტრაქტულია. შენი სურვილები კი დაკმაყოფილებას მოითხოვენ.
-მოითხოვენ, მაგრამ ეს იმას კიარ ნიშნავს,რომ უნდა დავაკმაყოფილო.
-და რატომ?
-იმიტომ, რომ ... იმიტომ, რომ ... არ ვიცი რატომ მაგრამ ის ვიცი, რომ ...
-არაფერიც არ იცი. რატომ არ უნდა აკეთოს ადამიანმა ის, რაც მას სურს? განა სხვის სურვილებზე უნდა ვიაროთ და მთელი ცხოვრება ის ვაკეთოთ, რაც სხვებს სურთ. მაშინ რატომ გვეკუთვნის საკუთარი თავი ჩვენ და არა სხვებს? როდესაც დედა რამეს აკეთებს გეკითხება ეს ნაბიჯი გადავდგა თუ არაო? რა თქმა უნდა არა. რატომ უნდა გაითვალისწინო მისი სიტყვები ვინც შენს აზრს არც კი გეკითხება.
-მე ხომ პატარა ვარ.
-და რა? იმის თქმა გსურს, რომ საკუთარი აზრი არ გაგაჩნია?
-არა, მაგრამ მე დედას რჩევას ვერ მივცემ. ის დიდია და ისედაც იცის ყველაფერი.
-მან იმდენი იცის რამდენიც შენ. და საერთოდ თუ ამაზე კამათის დავიწყებით შეიძლება აღმოჩნდეს, რომ შენ უფრო მეტი გაგეგება ვიდრე მას.
-სისულელეა.
-ღმერთი სისულელეა?
-არა.
-და თუ მე ვიტყვი, რომ სისულელეა?
-ვერ იტყვი იმიტომ, რომ ღმერთი სისულელე არ არის.
-შენ მე არ მეთანხმები, მე კი შენ. რატომ? იმიტომ, რომ ერთიდაიგივე საგანზე ორივეს სხვადასხვა დამოკიდებულება და შეხედულება გაგვაჩნია. შენ კიდე მეუბნები ადამიანები ერთმანეთს გვანანო. გამოდის, რომ შენი აზრი სულელურია?
-რომ დავფიქრდეთ ასეა.
-არა.
-ბატონო?
-არ არის შენი აზრი სისულელე. იმიტომ, რომ ის შენ გეკუთვნის. ის შენთვისაა ჭეშმარიტება და ადამიანისთვის მხოლოდ ის არსებობს, რისიც ჯერავს და წამს.
-მე რომ ვირწმუნო ეს ფინჯანი არ არსებობს- მეთქი მართლა აღარ იარსებებს?
-რა თქმა უნდა. ის ხომ შენთვის არ ასებობს, სხვა დანარჩენი კი შენ არ გეხება. ყველას თავისი საკუთარი სამყარო აქვს, სადაც საგნების, მოვლენების არსებობა ინდივიდუალურ აზროვნებაზეა დამოკიდებული.
-არ მესმის რას ამბობ.
-არაუშავს. საჭირო არაა ყველაფერი გესმოდეს. რაღაცეებს შენითაც უნდა მიხვდე.
-და მაინც რატომ არ გინდა წეროები მეთამაშო.
-მე ეს არ მითქვამს.
-დავიწყოთ?
-რატომაც არა.
-წეროები.
-მიხტუნავენ.
-არ მიხტუნავენ, არა!!!
-როგორ არა მიხტუნავენ.
-მიფრინავენ.
-ეგ შენთვის. ჩემთვის მიხტუნავენ.
-ასე არ თამაშობენ.
-ისევ თავიდან იწყებ.
-იმიტომ, რომ ასე მასწავლეს.
-ვინ?
-დედამ.
-შენ თვითონ არ ამბობ დიდი ვარო?
-დიახ, მე უკვე დიდი ბიჭი ვარ.
-დიდები თავისით სწავლობენ ყველაფერს.
-წეროებსაც?
-წეროებსაც.
-როგორ?
-ჩვეულებრივად ისე, როგორც საჭმლის კოვზით ჭამა ისწავლე.
-არა, ეგეც დედამ მასწავლა.
-შენით ისწავლე, დედა უბრალოდ დაგეხმარა.
-ხო და წეროებზეც დამეხმარა.
-მერე ზუსტად ისე ჭამ, როგორც დედა გეუბნება? არა იმიტომ, რომ შენ ცაცია ხარ ის კი მემარჯვენეა. გამოდის, რომ არც წეროები არ უნდა ითამაშო ისე, როგორც დედას უნდა. ინდივიდუალიზმი!
-რა ლიზმი?
-იყავი ის, რაც ხარ და აკეთე ის რაც გინდა.
-არა, არ გამოვა.
-რატომ?
-თედო პაპას, რომ შუშა ჩავუმტვრიო თავს გამიხეთქავენ.
-სხვებს რატომ ეხები? ნუ გავიწყდება, რომ ყველას თავისი სამყარო აქვს.
-ხო, ეგეც მართალია. იცი, დედამ მამას უთხრა, რომ შენთან ერთად ცხოვრება აღარ მინდაო.
-ალბათ მაგასაც თავისი ახსნა ექნება.
-ხო, არ შემიძლია შენი საქციელების ატანა, სიყვარული შეჩვევაა და თავის დროზე, როგორც შევეჩვიე შენს ახირებებს ახლა გადავეჩვიეო. სიყვარული შეჩვევაა?
-არასდროს უსმინო უფროსებს, როდესაც გრძნობებზე საუბრობენ! ისინი მუდამ ამახინჯებენ ყველაფერს და ცდილობენ რაღაც სახელები მოუძებნონ თავიანთ უწესო ქმედებებს. როგორ შეიძლება სიყვარული შეჩვევა იყოს? სიყვარული სიყვარულია. არც მეტი და არც ნაკლები. სხვა დანარჩენი აქ სახსენებელი არც არის. იცი, ადამიანი შეიძლება ყველაზე საყვარელი ადამიანის დაკარგვასაც შეეჩვიოს და რა გამოდის, რომ მას ეს შეუყვარდა? ის, რომ საყვარელი ადამიანი გვერდით არ ჰყავს შეუყვარდა? ეს ხომ ნამდვილი სისულელეა! სიყვარული უფრო ღრმა, უფრო ნაზი და მოსაფერებელი რამაა ვიდრე ერთი უხეში შეჩვევა. როგორ წარმოგიდგენია მიხვიდე დედასთან და უთხრა : „ დეე, შეგეჩვიე“? და შენი აზრით ჩვენ დედას იმიტომ ვუყვარვართ, რომ შეგვეჩვია? ზუსტად ამიტომ მტკივა გული, რომ რაც დრო გადის ადამიანებს უჩნდებათ უკმაყოფილების განცდა. უკმაყოფილებისა იმიტომ, რომ რაღაც მათ გვერდით ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. არადა რეალურად ყველაფერი ისეთია, როგორც უნდა იყოს. მერე იწყებენ პრობლემების შებნას და ამ პრობლემების გადაჭრის გზები ხომ საერთოდ დიდი სისულელეა. იმდენად აუფერულებენ ქმედებებს და სიტყვებს, რომ გულის რევას იწვევს ეს ყველაფერი ჩემში. სიყვარულს ნამდვილი დაუმატეს, კაცობას კაცური და რა დაგვრჩა? რაღას შერჩა თავისი აზრი და მნიშვნელობა თუ ეს ორი სიტყვა თავის სათქმელს ზუსტად ვერ გამოხატავენ და დამატებით სიტყვები დასჭირდათ შინაარსის გასამძაფრებლად. ხვალ რაღა იქნება? „ნამდვილი მეგობრული სიყვარული“ და რაღაც მსგავსი? არა, არა და არა. მე, როგორც ბავშვს მხოლოდ ერთი სიყვარულის მწამს. და ეს სიყვარული ვერაფრით იქნება შეჩვევა ისევე, როგორ ბალს ვერ ვუწოდებთ ატამს. სიყვარული ბევრად წმინდა რამაა.
- ანუ რა გამოდის დედას მამა აღარ უყვარს?
-არა. თუ ახლა ამბობს, რომ მას მამა აღარ უყვარს გამოდის, რომ არც არასდროს ყვარებია. სიყვარული არ ქრება.
-მაშინ რა არის სიძულვილი?
-სიყვარულის არარსებობა.
-და თუ აღარ გიყვარს ე.ი. გძულს?!
-არა, აქ სიტყვა „აღარ“ არ არსებობს. ან გიყვარს ან არ გიყვარს. „აღარ, მგონი, ალბათ“ ამათ სიყვარულთან არაფერი ესაქმებათ. თუ ახლა არ გიყვარს გამოდის არასდროს გყვარებია და ისი რასაც შენ სიყვარული უწდე ერთი ჩვეულებრივი ახირება იყო, ან რამე მსგავსი.
-მაგრამ ისინი არსებობენ.
-მე არ მითქვამს არ არსებობენ-მეთქი. ყველაფერი არსებობს, მათ შორის არაფერიც.
-ეგ როგორ?
-ყველაფერი არაფერია.
-მაშინებ.
-მხოლოდ იმას გეუბნები, რასაც ვფიქრობ.
-მე რატომ არ ვფიქრობ ასე?
-იმიტომ, რომ შენ ისე ფიქრობ.
-ისე როგორ?
-როგორც გეუბნებიან.
-და შენ?
-მე სხვებს ვუსმენ და საკუთარი დასკვნები გამომაქვს. შენ ყველაფერს შეუცვლელად იღებ.
-და რატომ ხდება ასე?
-იმიტომ, რომ ადამიანები ერთმანეთისგან განვსხვავდებით. ეს დასაწყისშიც გითხარი.
-თუ მე შენნაირად ვიფიქრებ შენ დაგემსგავსები?
-არა, შენ ყველაფერზე ვერ გექნება ისეთი შეხედულება როგორიც მე მაქვს.
-მე მინდა, რომ დაგმსგავსო.
-ვის? მე? იმ ადამიანს, რომლის აზროვნებასაც წუთების წინ სისულელედ მიიჩნევდი ახლა გინდა, რომ დაემსგავსო? განა ეს მართებულია? შენ საკუთარი უნდა შექმნა.
-და თუ ეს საკუთარი არ არის ისეთი, როგორიც მინდა, რომ იყოს?
-გუშინ შენ შოკოლადის ნაყინი სთხოვე დედას და ნაცვლად ამისა მარწყვის ნაყინი მიიღე. არ მოგეწონა, მაგრამ მაინც შეჭამე. რატომ? განა ისეთი უნდა მივიღოთ ყველაფერი როგორიც არის? ხო და არა. არსებობს რაღაცეები, რაზეც ჩვენ ადამიანებს ხელი არ მიგვიწვდება და არცაა საჭირო მიგვიწვდებოდეს. ამიტომაც ვჭამთ ბავშვები იმას,რასაც გვაჭმევენ. მაგრამ საკუთარი სურვილები? ისინი არ გვასვენებენ. ამიტომაც ვიწყებთ სხვადასხვა ხერხების ძიებას რითაც რეალობის შეცვლა გვსურს. თუ შენ შენში რაღაც არ მოგწონს ადექი და შეცვალე. დაიმახსოვრე ეს რაღაც მუდამ გაგაწვალებს. ამიტომაც თუ შოკოლადის ნაყინი გინდა ნუ შეჭამ სხვის მოტანილ მარწყვის ნაყინს. ადექი და თავად იშოვე ის რაც გსურს.
-ვერა.
-რატომ?
-ფული არ მაქვს.საკუთრი ფული.
-ფული არ არის მნიშვნელოვანი.
-მაგრამ საჭიროა.
-თუ ფული არ გავს და გაქვს მონდომება, იშოვი მას.
-როდის? მე ნაყინი ახლა მინდა ასი წლის შემდეგ კიარა.
-დღეს თუ გინდა ასი წლის მერეც გენდომება. და თუ მაინც ნაყინი არ მოგინდა, ნამცხვარი უთუოდ შეგახსნებს თავს.
-მომავლისთვის ვიბრძოლო?
-საკუთარი თავისთვის იბრძოლე. იმისთვის რაზეც ხელი მიგწვდება.
-რაზე მიმიწვება ხელი?
-ეე, ყველაფერს მე ხომ არ გეტყვი. ეგ თავად უნდა განსაჯო ხელი რაზე მიგიწვდება და რაზე არა.
-და მაინც მგონია, რომ...
-ვიცი,რაც გგონია. დაე გეგონოს. შენ ის გესმის, რაც გესმის.
-წეროების ხმა მესმის.
-რომელი წეროების?
-აი, რომ მიხტუნავდნენ.
-ეგ არაფერი, შენ ის უნდა ნახო, როგორ დაცოცავენ.
-და საით მიეჩქარებათ?
-შენი აზრით?
-მთისკენ.
-და რატომ?
-რომ გაფრინდნენ.
-მათ ფრთები აქვთ, ადგილიდანაც შეუძლიათ გაფრენა.
-შეუძლიათ, მაგრამ ადგილიდან გაფრენა რა ბედენაა? უნდა იარო, იხტუნო, იცოცო, კლდეები დალაშქრო და მერე გაფრინდე. მერე რაა, რომ ფრთები გაქვს. ამ ფრთებსაც თავისი დანიშნულება აქვს.
-ფრთები იმიტომ აქვთ, რომ იფრინონ.
-და მაშინ ფეხები რატომ აქვთ?
-იმიტომ, რომ იარონ.
-გამოდის ჯერ უნდა იარონ და შემდეგ გაფრინდნენ.
-და თუ პირიქით მოხდა?
-ეს მათ არჩევანზეა დამოკიდებული.
-შენ რას ისურვებდი?
-გაფრენას დამღლელი სიარულის შემდეგ.
-და საითკენ გაფრინდები?
-იქ საითაც ქარი წამიყვანს.
-ამდენს ივლი და ბოლოს ქარს დანებდები?
-შენ არ თქვი არსებობს, რაღაცეები რასაც კიარ უნდა შევეწინააღმდეგოთ არამედ ისეთად უნდა მივიღოთ, როგორიც არისო?!
-და მაინც ეს უბრალოდ სიტყვებია.
-„საქმე კი საქმეშია“.
-დიახ.
-მაშინ ვიმოქმედოთ.
-მოდი თავიდან დავიწყოთ, უფრო სუფთა, რომ გამოვიდეს.
-მე ეს სიბინძურეც მიყვარს. ამ სიბინძურემ მასწავლა ბევრი რამ, მაგრამ ჯანდაბას დავტოვოთ ის წარსულში. დავიწყოთ. წეროები.
-მიხტუნავენ.
-ჩვენ ხომ ვიცით სადაც?!
-ხო, ყველგან და არსად.
-და რამდენი?
‌-ყველა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent