შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის ბილიკი (სრულად)


23-03-2017, 20:48
ავტორი teddy))
ნანახია 5 109

წარსულის ბილიკი

***
მე ყველა ჩემი პერსონაჟი მიყვარს, ვგრძნობ... ოღონდ, ყველა სხვადასხვა სიყვარულით მიყვარს. არ აქვს მნიშვნელობა ისინი რა თვისებებს ფლობენ, მე ხომ მათ ვქნი, ისინი ჩემს საკუთრებაში არიან, თუმცა ხანდახან მათი თავისუფლება მაოცებს.

***
აივანზე ვდგავარ და მოსიარულე ხალხს შევყურებ. მოხუცები, რომლებიც ჯოხითაც ძლივს გადაადგილდებიან, ქუჩის კუთხეში მეეზოვე ჯიბეში რაღაცას ეძებს, შეყვარებული წყვილები სკვერში ჩამომსხდარან და ამ ცხოვრებით ტკბებიან, შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი კაცი ჩქარი ნაბიჯებიით მიიწევს ავტომობილისკენ, თეთრ კაბიანი ქალი კი მობილურზე ხმამაღლა ლაპარაკობს და სამჯერ იმეორებს ,,ყველაფერი მეორდება“! სახლის კარებზე ზარი მესმის და ოთახში შევდივარ. კარებს ვაღებ და მოსწავლე სახლში შემომყავს:
-ნინო, როგორ ხარ?-თმაზე ვეფერები მე.
-კარგად, მას თქვენ?-ისიც თავაზიანათ მიღიმის.
-გმადლობ, კარგად! მოდი მალე, დღეს ახალი გაკვეთილი უნდა აგიხსნა!-ჩემი მოსწავლეც სწრაფად იღებს ჩანთიდან ინგლისურის წიგნებს და მაგიდაზე აწყობს. ლექსიკონის რვეულს ვაშლევინებ და ახალი სიტყვების ჩაწერას ვიწყებთ, შემდეგ ახალ ტექსტს ვუხსნი და ერთ საათიანი გაკვეთილი შემდეგ სახლში ვუშვებ.
-ნახვამდის!-ხელს ვუქნევ და ახალი მოსწავლის მოლოდინში დივანზე ვჯდები და თვალებს ვხუჭავ:
-მოგწონს?-თავზე ყვავილების გვირგვინი დამადგა გიორგიმ.
-კუკარაჩას როლს თამაშობ?-შევეკითხე მე.
-არა, კუკარაჩა რომ ვიყო, ბოლოს ერთად აღარ ვიქნებით!-მითხრა და გვერდზე მომიჯდა.
კაკუნის ხმა მესმის და წარსულის ხმებს უკუვაგდებ და ფეხზე ვდგები.
-გამარჯობა!-ვესალმები ახალ მოსწავლეს და მის მშობელს. სახლში შემოდიან და მაგიდისკენ მივუთითებ.
-შენი სახელი?-ვეკითხები ქერათმიან ხუჭუჭა გოგონას.
-სალომე!-მორცხვად მიღიმის.
-რამდენი წლის ხარ?
-შვიდი წლის!-მპასუხობს ისევ.
-ცოტა უჭირს ინგლისური და თქვენთან მირჩიეს მოსვლა, თან ახალი დაწყებული აქვს!-მეუბნება მშობელი.
-თქვენი სახელი?-კვლავ კითხვების დასმას განვაგრძობ მე.
-თამრიკო!-მპასუხობს ის.
-თამრიკო, პირობას გაძლევთ, რომ თუ სალომე მომყვება, კარგი გოგონა იქნება ინგლისურში!-ვუღიმი თბილად.
-კარგით, გმადლობ, ქალბატონო მარია.-ფეხზე დგება და კარისკენ მიდის: -მაშ, სამშაბათს მოვალთ და ახლა წავალთ, ნახვამდის!-ვაცილებ და მაღაზიის ქსელიდან მოსულ შეტყობინებას, მობილურიდან ვშლი.

***
-დედა გამოდი რა დღეს ჩემთან?!-მობილურის იქით ვგრძნობ დედაჩემის მონატრებულ ხმას. დიდი ხანია მასთან აღარ ვყოფილვარ!
-გამოვალ, გამოვალ!-ვეუბნები და მობილურს ვთიშავ.
საძინებელ ოთახში შევდივარ და კარადის კარებს ვაღებ. იქიდან მწვანე კაბას ვიღებ და ტანზე ვირგებ. ამ კაბის შესახებ კი ვიხსენებ ჩემს ტკბილ წარსულს, თუმცა ახლა უკვე მწარეს.
-გიორგი, როგორ მომენატრე!-ვეხვეოდი მას.
-ჩემი თაფლისფერთვალება გოგო!-თმაზე მისვამდა ხელს.-შენთვის საჩუქარი მაქვს!-სერ ფერში შეხვეულ ყუთი მომაწოდა.
-რა არის?-შევეკითხე მე.
გახსენი!-გამიღიმა და გრძელ სკამზე ჩამოჯდა. გავხსენი და ყუთიდან დაკეცილი, მწვანე კაბა ამოვიღე.
-გორგი, რა ლამაზია!-მასთან მივედი მე.-გმადლობ, გმადლობ!-კვლავ ვეხვევი მას.
-გავისეირნოთ, ადი სახლში, ჩაიცვი! საოცრად მოგიხდებათ შენ და შემოდგომას!-მითხრა და ერთი წუთით მის შავ თვალებს ვუყურებდი, მისი თვალები განსაკუთრებული იყო! ადამიანში ყველაზე მეტად თვალები მიყვარს! ალბათ, იმიტომ რომ ეს უკანასკნელნი ყველაფერს გაგრძნობინებენ, ნაწილობრივ თვალების საშუალებით ადამიანის სულში შეღწევაც შეგვიძლია!

***
-ჩემო საყვარელო, დედიკო, როგორ ხარ?-ლოყაზე ვკოცნი მე.
-შენ როგორ ხარ ის მითხარი, თორემ მე რა მოსაკითხი ვარ?!-სამზარეულოში შედის მანანა.
-კარგი რა, დედა! მე კარგად ვარ, ახალი მოსწავლე ავიყვანე!-ვამბობ და მაგიდაზე დადებულ ლობიანს ვუყურებ.
-დე, გახსოვს ერთხელ, გიორგი რომ ამოვიყვანე სახლში, ისე რომ არ იცოდი!-სევდიანი ღიმილით ვეუბნები მას.-ლობიანები რომ დაგვიცხე! როცა გიორგი წავიდა, ძალიან მოგეწონა, თუმცა მარტო, იმიტომ გამკიცხე გეთქვა, თუ მოგყავდაო!-ვიხსენებ მე.-რატომ არ მითხარი შენ ეს ბიჭი არ გამოგადგებაო?!-თვალები მლაშე სითხით მევსება.
-გეყოფა! ვეღარ ვუყურებ შენ თავს უკვე ასე! არ იმჩნევ, თუმცა ხომ ვიცი რაც ხდება, შენთან შიგნით!-ხელს გულზე მადებს.-უკვე ოცდა რვა წლის ხარ, ჯობს აღარ იფიქრო გირგიზე, რამდენი კარგი ბიჭი დადის, ნუ თუ მარტო გიორგია და სხვა არავინ?!-მასაც ჩემსავით ეტირება.
-არიან, კი!-ჩუმად ვამბობ მე. რვა წლის განმავლობაში, რაც მასთან აღარ ვარ, არასდროს მიტირია დედასთან, არავის ვანახებ ჩემს ცრემლებს. მინდა ძლიერი გამოვჩნდე? ალბათ, კი! არ მინდა ჩემი შინაგანი სუსტი მხარეც დაინახონ!
-კარგი, გვეყოს! დღეს ჩემთან დარჩი!-მთავაზობს დედა.
-ხვალ მოსწავლეები მყავს!-ვეუბნები მას.
-აქედან წადი, გთხოვ, ასე სახლში ვერ გაგიშვებ!-მიყურებს მანანა.
-კარგი, კარგი!-ვნებდები მას და ვეხვევი.-მაპატიე!
-აღარ გვინდა ამ თემაზე საუბარი, ახლა ასე ჯობს!-მიღიმის დედა, თუმცა ხომ ვიცი რომ, ამ ღიმილის უკან სევდა იმალება?!
-მამა, მალე მოვა?-ვეკითხები მას.
-აი, მოვიდა!-ჩვენს ყურთასმენას ზარის ხმა წვდება. დედა კარის გასაღებად მიდის და უკან ეგ და შოთა ბრუნდებიან.
-ჩემი ლამაზი გოგო!-მკოცნის მამა და როგორც ბავშვობაში ისე მიღიმის. იცით შოთა სულ სხვანაირია. ბავშვობაში როცა რამეს დავაშავებდი, სულ ამბობდა პატარა არისო, თავი დაანებეთო. ის კი მიღიმოდა, რაღაც სხვა ღიმილით, მამა-შვილურის იქითაც რომ მიდიოდა ეს ღიმილი, არ ვიცი სახელს ვერ დავარქმევ. მამას გათამამებული ვიყავი. მახსოვს ერთხელ მათემატიკას, როგორ მამეცადინებდა. მე კი არ ვაკეთებდი, ხან ყურს არ ვუგდებდი, ხან მართლა არ მესმოდა, ბოლოს კი დაღლილობისგან ტირილამდე მივედი. მამის საყვედური მახსოვს. მე და მამა სასეირნოთაც დავდიოდით. მარჯანიშვილი, რუსთაველი... ეს ქუჩები მრავალ მოგონებას ინახავენ. იცით მარჯანიშვილზე, სკვერში, ჩვენი სკამიც კი გვქონდა. ვიყიდიდით მარწყვის და ბანანის წვენებს და იმ ადგილისკენ მივეშურებოდით, სადაც ვიცოდით რომ ჩვენი საყვარელი ადგილი იყო, იმედი გვქონდა რომ იმ სკამზე არავინ იჯდებოდა... იცით როგორი იყო ის სკვერი? ბავშვების ჟრიამულიც ისმოდა, შეყვარებული წყვილის სახეებს დაინახავდით, მეგობრების, მაგრამ თითქოს რაღაც მათ ლაპრაკს არ ახმოვანებსო, ისეთი მყუდრო იყო... ფოთოლთა შრიალი, ღიმილი, სითბო...

***
დილით ჩემი მშობლების სახლში ვიღვიძებ, ჩემს ოთახში... კედელი იისფერია, მარჯვნივ ხატების კუთხეა, მარცხნივ კი საწერი მაგიდა დგას, მის ზევით კი წიგნებით გავსებული თარო, ფანჯრიდან მზის სხივები შემოდიან, ეს ოთახი ჩემს ბავშობას მახსენებს, ათას ცელქობას, ტყუილს, სითბოს, გაბრაზებას, ბედნიერებას იტევს... მახსოვს ბავშობაში, როგორც კი გავიღვიძებდი ხატების კუთხესთან მივიდოდი და ღმერთს მადლობას ვუხდიდი, რაც გამაჩნდა და ვთხოვდი რომ ჩემი მშობლები კარგად ყოფილიყვნენ, საღამოსაც ძილის ლოცვებს ვკითხულობდი დ ამ დღისთვის მადლობას შევწირავდი და ისევ და ისევ ჩემი მშობლების კარგად ყოფნას ვევედრებოდი... კარგი იყო ბავშვობა, არ იყო ამდენი პრობლემა, რა ვიცოდი რომ მომავალში უფრო მეტი სიძნელე და მრავალფეროვნება მელოდა... ახლაც იგივეს ვიმეორებ. ვდგები და პირჯვარს ვიწერ. ოთახში დედა შემოდის:
-წამოდი, ვაშლის ჯემი გავხსენი!-მიღიმის დედა.
-ხო, წამოვალ!-ხალათს ვიცვამ და სამზარეულოში გავდივართ.
-მე წავედი!-ქურთუკს იცვამს მამა და სამსახურში მიდის.
-მარია, რაღაც მინდა გკითხო...
-მკითხე, დედა!-ვეუბნები მას.
-არ გინდა ჩვენთან გადმოხვიდე? მოსწავლეებიც ჩვენთან მოვიდნენ, ასე მგონია იმ სახლში, მარტო, უფრო ნერვიულობ და მხოლოდ მასზე ფიქრობ! - ,,მასში“ გიორგის გულისხმობს.
-დედა, გვეყო ამაზე ლაპარაკი, კარგი? უბრალოდ გთხოვ, მას ნუღარ მიხსენებ!
-კი ბატონო! იყავი სახლში, მარტო, გამოკეტილი და იფიქრე გიორგიზე, იფიქრე!-ბრაზდება დედა.
-დედა, ხომ იცი არა, როგორ მტკივა? გაჩერდი, გთხოვ!-ხმას ვუწევ მე. გამიგია, ვინც ლაპარაკი გასწავლაო, იმასთან ხმა არ აუწიოო, მაგრამ ძნელია თავი შეიკავო, მაშინ, როდესაც აღარ გსურს ამდენი რამის მოსმენა.
-ხოდა რომ გტკივა, მაგიტომ უნდა იპოვო სხვა, მარტო გიორგი არ არსებობს, არა!-ჩემს ოთახში შევდივარ და ტანსაცმელს ვიცვამ და ისევ სამზარეულოში ვბრუნდები, სადაც დედა ფანჯარასთან დგას და ცრემლები მოსდის.
-სჯობს წავიდე!-თავს მიქნევს და კარის დასაკეტად დგება.
პატარა რომ ვიყავი, მაშინ, როდესაცა ბევრი სადარდებელი არ მქონდა ან მქონდა და დღევანდელ პრობლემებთან, რომლებიც ზრდასრულ ადამიანს ექმნება, იმ დროინდელი წუხილი არაფრად გეჩვენება, მახსოვს დედა თუ ტიროდა ხოლმე, როგორ მტკიოდა. ახლოს მისვლას ვერ ვბედავდი ხოლმე, რატომ? არ ვიცი! ალბათ არ მინდოდა შემეწუხებინა, მაგრამ დედას ხომ მაშინ უხარია შვილის ალერსი. მისი ცრემლები, ახლაც დიდ ფასად მიჯდება, მაგრამ როდესაც გიორგის მიხსენებენ ვიფიტები. განა მე არ ვფიქრობ, გიორგიზე? როგორ არა, მაგრამ, როდესაც მის სახელს მიხსენებენ ასე მგონია სახეზე მაწერია რომ ისევ მიყვარს, ისევ მტკივა, ისევ ვდარდობ... ეს უკანასკნელნი მართლაც რომ მაწუხებენ, თუმცა სხვა რომ ეხება არ შემიძლია, გინდ შენი მშობლები იყვნენ.

***
ხუთშაბათი დღე არის. მზე ღრუბლებს ეფარება, თითქოს რაღაც საშიშს ელისო. ღრუბლებიც გვერდში უდგანან და ცისფერი ცაზე, თეთრი ყვავილები მიმოდიან. ქვემოთ, ჩვენს სამყაროში კი ფოთლები მიქრიან ისე, როგორც ჩვენი გრძნობები... გრძნობები მიქრიან რომ? არ ვიცი! მე გამიქრა რაღაც გრძნობა, რაღაც შეხედულება, შევიძინე ახალი გრძნობები.... უდიდესი გრძნობა კი არ დამიკარგავს - ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი! იცით სადღაც წავიკითხე ყველაზე დიდი გრძნობა სიყვარული კი არ არის, არამედ იმედგაცრუბაო! დიახ, მე შევიგრძენი და დღემდე თან დაყვება ეს უკანასკნელი! არ ვიცი რომელია უდიდესი სიყვარული თუ იმედგაცრუება, მაგრამ ორივე ერთი სფეროა, ამავედროს ორივე სხვადასხვაა... ეს ორივე შეიძლება ერთად არსებობდეს, ჩემს სულში, სხეულში ორივე მძაფრად შეიგრძნობა... ჩემთვის, როგორც თითქმის ყველასთვის სიყვარული წითელია, ხოლო იმედგაცრუება კი ნაცრისფერია, თეთრი წერტილებით. ნოდარ დუმბაძე ამბობს: ,,სიყვარული ყველაზე დიდი ნიჭია, რაც კი ღმერთმა ადამიანს უბოძა... და უბედურია ის კაცი, ვინც ამ ნიჭის გარეშე წავა წავა ამ ქვეყნიდან.“ მართლაც, რომ ასეა! იცით, მართალია ჩემი ისტორია კონკიასავით არ დასრულდა, თუმცა მე არ ვნანობ, არაფერს! მე იგივეს გავიმეორებდი ახლაც, თუ შანსი მომეცემოდა ახალი სიყვარულის. სასაცილოა, მაგრამ პერსონაჟს იგივეს დავტოვებდი, ვინც წარსულში იყო და ჩემი გრძნობები მან მომპარა, მან გაანადგურა ოცნებების ნახევარი!

***
ქალბატონმა თამრიკომ, დღეს ჩემი ახალი მოსწავლე მოჰყავს, სალომე:
-იცით, დღეს მე ვერ წავიყვან სალომეს, ამიტომ ჩემი მეუღლე მოვა!-მიიხსნის ის.
-დიახ, არ არის პრობლემა!-ვეუბნები და ვაცილებ.-სალომე, ახლა ინგლისურს მივხედოთ!-მობრუნებული ვეუბნები მას. ლექსიკონში სიტყვები ჩავაწერინე, ახალი გაკვეთილი ავუხსენი და ცოტა გრამატიკაც ვასწავლე.
-ალბათ, მამიკო მოვიდა!-ზარის ხმა, როდესაც გვესმის ფეხზე ვდგები. მივდივარ და კარებს ვაღებ.
-დამაგვიანდა ბოდი...-ღიმილი სახიდან უქრება. გაშტერებული ვდგავარ. იცით რა ხდება ჩემში? აურზაურია. გულში რაღაც მწყდება და გონება მუშაობას წყვეტს. თვალები მხოლოდ ერთ წერტილს უყურებენ, მის თვალებს. კარების სახელურს, მაგრად ვეჭიდები. ვხვდები რომ ცუდათ ვარ. ხმას ვერ ვიღებ. რაღაცის სათქმელად პირს ვაღებ, მაგრამ გონება არ მაძლევს იმის საშუალებას რომ, რაღაც გაავანალიზო. ჩემს წინ ის დგას, ის ვინც გამანადგურა, ის ვინც წავიდა და ჩემი ნახევარი წაიღო, ის ვინც... ყელში, რაღაც უზარმაზარი მეჩხირება, თუმცა გზის გაკვალვის უფლებას არ ვაძლევ... გიორგიც, გაუაზრდებლად მიყურებს და ვერც კი ამჩნევს მობილური, როგორ ურეკავს. მობილური ტელეფონი სიმღერას წყვეტს. ხელს მაღლა ვწევ და მის სახესთან, მის თვალთან ახლოს, ცოტა დაბლა ვეხები, ისე როგორც ადრე მიყვარდა... ის, ჩემს წინ დგას... ის ჩემთანა... ხელს ვაშორებ და სახეში ვარტყამ. თითქოს მინდა ყველა ჩემი ტკვილი, ამ გარტყმას ამოვაყოლოო...
-მარ...-სიტყვას ბოლომდე ვერ ასრულებს. მის თვალები გაშტერებულნი მიყურებენ...
-მამიკო, მოხვედი?-სალომეს ხმას მოვყავართ აზრზე.
-მამიკო?-ვჩურჩულებ მე.
-საყვარელო, მოდი ჩემთან!-ისე ეუბნება, რომ მე თვალს არ მაცილებს.
-კარგად, მასწავლებელო!-მიღიმის და გარეთ გადის.
-ნახვამდის!-ვამბობ და გაუაზრებლად კარებს ვკეტავ. შემოვბრუნდი და ერთ წერტილს დავუწყე ყურება. რაღაც გადატრიალება მოხდა, ეს რა იყო? ჩემს წინ გიორგი იდგა? ის... მე... ძირს ვჯდები და მლაშე სითხე, ჩემს სახეზე ჩამოდის!
-გიორგი!-ვჩურჩლებ. რაღაც მაწუხებს, ცუდათ ვარ... თვალები მეხუჭება და კადრებივით, ვხედავ წეღანდელ მოხდარს... რამდენი საათია ასე ვზივარ, არ ვიცი...
-მარია, ფეხზე წამოდექი!-ჩემს თავს ვუმეორებ. არ შემიძლია, არა!-ღმერთი იმაზე მეტ გასანცდელს არ მოგცემს, რის გადატანასაც ვერ შეძლებ!-ეს სიტყვები სტიმულს მაძლევს და ფეხზე ვდგები. საძინებელში შევდივარ და პატარა, სალათისფერ, ყუთს ვიღებ. თავსახურს ვხდი და პირველი, რაც თვალში ეს მხვდება ფოტოა, რომელზეც მე და გიო ვართ გამოსახულნი.
-ეს ფოტო, სულ ჩემთან იქნება!-ბედნიერებით აღსავსემ, ვუთხარი გიორგის. თმებზე ხელს მკიდებს და თამაშს იწყებს.
-ნახე, ორივეს როგორ გვიბრწყინავს თვალები!-მითხრა მან.
-საუკეთესო ხარ!-ჩავიჩურჩულე და თვალთან ახლოს მივადე ხელი.
წარსული... ნებას არ გვაძლევს დავივიწყოთ! არ გავძლევს მის გარეშე ფეხი გადავდგათ! ფოტოს კომოდზე ვდებ და ლოგინში ვწვები.
-დღეს ის აქ იყო, ამდენი წლის შემდეგ!-ვამბობ და თვალებს ვხუჭავ, არ მინდა, ცრემლები გამეფდნენ, არ მინდა სუსტი ვიყო!

***
-მარია, როგორ ხარ?-დილით ჩემი საუკეთესო მეგობრის ზარი მაღვიძებს.
-არამიშავს, შენ?-ვეუბნები მას.
-კარგად ვარ! დღეს ხომ გამოხვალ?-მეკითხება ანა.
-ჩემი ნათლულის დაბადების დღე არის და აბა არ გამოვალ?!-საწოლიდან ვდგები მე.
-გელოდები!-მობილურს თიშავს და ხატების კუთხესთან მივდივარ. მუხლს ვიდრეკ და ვჩურჩულებ:
-გმადლობ, დღევანდელი დღისთვის, ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ!-პირჯვარს ვიწერ და ფეხზე ვდგები. იცით არ მჯერა რომ ის აქ იყო, შეიძლება სულელად მოგეჩვენოთ, მაგრამ...

***
-მარია ნათლია!-ტიტინით მიღებს, ჩემი ნათლული ლუკა კარებს.
-ჩემი ლუკა!-თმაზე ვეფერები და საჩუქარს ვაძლევ.-მიდი, გაერთე!-გაბერილ ლოყაზე ვკოცნი, ჩემს ნათლულს.
-თვალები რას გიგავს?-გამომცდელათ მეკითხება, ანა.
-რას მიგავს?-თავს ვისულელებ მე.
-ნამტირალევი, უძილო... გეყოს, მარია!-ბრძანებლური კილოთი მეუბნება ის.
-გუშინ მოვიდა!-სამზარეულოში გასული, ვამბობ მე.
-რა? ვინ?-ყველის თეფშს მაგიდაზე დებს და გაკვირვებული შემომყურებს.
-გიორგი!-მის სახელის ხსნებაზე, ნერვიულობისგან ხელებს ვიწვალებ.
-ამდენი წლის შემდეგ? შენთან რა უნდოდა?-დაბნეული მეკითხება. ანა.
-რომ გითხარი ახალი მოსწავლე ავიყვანე მეთქი, სალომე, მაგის შვილია!-ვამბობ და შვილზე თვალები მემღვრევა. მას შვილი ყავს, ცოლი...
-კარგი, დაწყნარდი!-მიღიმის ის.
-რამდენჯერ ვკითხე მის მეგობრებს, მამიდაშვილს, ნინოს, მის დეიდაშვილს და ყველა ერთი და იგივეს მპასუხობდა ჯობს თვითონ გაარკვიოთო!
-იცი რა? გიორგი შენს ნერვების ფასად არ ღირს! ისეთი ვინმე უნდა გაგაცნო!-ხელის გულებს ერთმანეთზე ისვამს და მისაღებ ოთახში, სტუმრებისკენ იყურება.
-კარგი რა, ანა!-ვამბობ მე.
-წამოდი, წამოდი!-თეფშს იღებს და ბავშვებტან მოთამაშე, ლუკას გაჰყურებს თბილი ღიმილით.
-გაიცანით, ეს მარიაა, ჩემი ბავშობის მეგობარი!-მისაღებ ოთახში შესვლისას, სტუმრებს მაცნობს ის.
-მარია, როგრო ხარ?-მეკითხება ანას ქმარი.
-კარგად, დათო, შენ?-ვუღიმი და მაგიდასთან ვჯდებით. დათოს და ანას დეიდაშვილები და ბიძაშვილები არიან, ორი კურსელიც. აქედან მხოლოდ დათოს სამ მეგობარს არ ვიცნობ.
-ლაშა, ეს მარიაა!-ჩემს წინ მჯდომარე ბიჭს აცნობს, ჩემს თავს, ანა.
-რას აკეთებ?-ხმადაბლა ვამბობ და თვალებს ვუბრიალებ.
-სასიამოვნოა, მე ლაშა!-ხელს მართმევს ის.
შემდეგ იყო, უფლის სადღეგრძელო, ყოვლად წმინდასი, პატრიარქის, ანგელოზების, სამებასი, მიცვალებულების, ცოცხლების, სიყვარულის... როგორც სხვა ყველა დანარჩენ სუფრაზე.
-რას საქმიანობთ?-კითხვას მისვამს, ლაშა.
-ინგლისურის მასწავლებელი ვარ!-ვპასუხობ მე.-თქვენ?
-პატარა ბიზნესი მაქვს!-ამბობს ის.-სკოლაში ასწავლით?
-არა, სკოლაში არა!-ვეუბნები მას.
-ნათლია, ეს ამიწყვე რა?-ლუკა, მორბის ჩემთან და დასაშლელი მანქანა მოაქვს.
-აი, ესეც მზად არის!-აწყობილ, პატარა, ლურჯ მანქანას ვაწვდი. ლუკა, მადლობას მიხდის და ბავშვებთან გარბის ყვირილით: ამიწყეს, ამიწყესო!
-ძალიან საყვარელი ბავშვია!-კვლავ ლაპარაკს განაგრძობს, ლაშა.
-დიახ, ძალიან!-ვამბობ და ფეხზე ვდგები რომ ანას მივეხმარო. სამზარეულოში გავდივართ, დასვრილი თეფშებით.
-ანა!-ვეუბნები მას.
-რა იყო?-ვითომც არაფერი, ისე მეკითხება!
-ნუ რავის, ნუ აცნობ ჩემს ტავს, სპეციალურად!-მკაცრად ვეუბნები, ანას.
-იყავი ასე, შენ ნათლულს ელოდე, სიბერეში, როდის მოვა და გინახულებს!-ამბობს ის.
ღრმად ამოვისუნთქე და თავი უკან გადავწიე.
-ანა, იცი ჩემი თავი ძლიერი მეგონა, თუმცა სუსტი აღმოვჩნდი!
-არაფერიც! შენ ძლიერი ხარ და გიორგის დავიწყება უნდა შეძლო!-მხარზე მადებს ხელს.-ლაშა, შენზე სამი წლით დიდია, ვერ შეამჩნიე, კონტაკტში შემოსვლა უნდოდა!-მეუბნება, ჩემი ბავშობის მეგობარი. ღიმილით შევყურებ და თავს ვაქნევ.
-გიორგი, უნდა დავივიწყო!-ჩაფირებული ვამბობ მე.
-რვა წელია, მაგას ამბობ, მაგრამ...-სიტყვაზე მიჭერს, ანა.
-ვერ ვივიწყებ!-ვეუბნები და ისევ სტუმრებთან ვბრუნდებით.
სტუმრები თანდათანობით მიდიან და მეც ფეხზე ვდგები:
-ანა, მოგეხმარები და წავალ!-ვეუბენბი მას.
-მე მივდივარ, მარია გაგაცილებ!-მთავაზობს, ლაშა.
-მე არ მინდა მოხმარება!-მიღიმის, ანა. ჩემს ნათლულს-ლუკას, დათოს და მარიას ვემშვიდობებით და ბოლოს შემორჩენილები - მე და ლაშა, გარეთ გამოვდივართ.
-სად ცხოვრობ?-მეკითხება ის.
-წერეთელზე!-ვპასუხობ და მობილურს ჩანთაში ვინახავ.
-წამოდი, მე გაგიყვან!-ავტომობილის კარებს მიღებს ის.
-იყოს, არ შეგაწუხებ!-თქვენობითი ფორმა ორივემ დავივიწყეთ.
-არ შემაწუხებ!-მიღიმის და საჭესთან ჯდება. ფანჯრიდან ვიყურები და გარემოზე დაკვირვებას ვახდენ... ლამპიონების შუქი, მკვეთრად ანათებს, დაკეტილ მაღაზიებს, გზას, აქა-იქ მიმოფანტულ ფოთლებს... თითო-ოროლა ადამიანებს თუ დავინახავთ...
-შემოდგომა გიყვარს?-მეკითხება, ლაშა.
-კი, ძალიან!-ვამბობ მე.-შენ?
-არც ისე! გაყინული ხელები, ქარი, წვიმა... გაზაფხული კი, ნამდვილად მიყვარს!
-გაზაფხულზეც, იცის წვიმები!-ვეუბნები მას.
-თუმცა გაზაფხულზე უფრო თბილა!-ვითომ სიტყვაში მიგებს ის. სიჩუმე ისადგურებს. ლაშა, გზას უყურებს, მე კი თბილისის, ღამის პეიზაჟით ვტკბები. რადიოს რთავს და ნაცნობი ფრანგული სიმღერა ჟღერდება.
-ლამაზია, ფრანგული ენა!-ვამბობ მე.
-როგორც ენა, ისე ქვეყანაც გხიბლავს!-მეუბნება ღიმილით.
-ნამყოფი ხარ?-ვეკითხები მე.
-კი, სამი წლის უკან ვარ ნამყოფი!-მაცნობს, ლაშა.
-ლუვრის მუზეუმის ნახვა მინდა.
-მართლაც, შესანიშნავია!-მეუბნება და წითლად აციმციმებულ შუქნიშანზე ჩერდება. ავტომობილის შუქზე ნათლად ვხედავ მის შავ თმას, ამავე ფერის თვალებს, რომლებსაც, რაღაც უხარიათ და მის დამალვას არც კი ცდილობენ, ოდნავ სწორი ცხვირი, რომელიც მის გარეგნობას, უფრო მეტ მოხდენილობას უკვეთავს. კლასიკური პერანგით და ბრენდული საათით, რომელიც ხელს ამშვენებს.
-დათოსთან, რატომ არ შემიმჩნევიხარ, აქამდე?-ცნობისმოყვარეობით ვეკითხები.
-საზღვარგარეთ ვიყავი... შენზე მსმენია რაღაცები. ანას და დათოს ქორწილშიც ვერ მოვახერხე მოსვლა.
-გასაგებია!-ვეუბნები მე.-მოვედით!
-სასიამოვნო იყო შენი გაცნობა, მარია!-მეუბნება, ლაშა.
-ჩემთვისაც!-მანქანიდან გადავდივარ.-ღამე მშვიდობის!-ვემშვიდობები მას.

***
ხუთშაბათი დღეა. სალომეს ველოდები. მინდა, უარი განვაცხადო, რომ ვეღარ მოვამზადებ, მაგრამ რა ავუხსნა მის მშობელს?! კარზე ზარია. ღრმად ვისუნთქავ და კარს ვაღებ. ჩემს წინ გიორგი და სალომე დგნან.
-გამარჯობა!-მესალმება გიორგი. თვალებს ვხუჭავ და ვახელ. ფრჩხილებს ხელის გულებს ვაჭერ. ამას ვეღარ ავიტან! ვეღარ შევძლებ, მას ხშირად ვხედავდე. ჭრილობებს მიახლებს...
-შემობრძანდით!-გვერდზე ვიწევი და ვატარებ.-სალო შენ აქ დამელოდე, კარგი?!-ვეუბნები ბავშვს და გიორგის ვანიშნებ, რომ საძინებელ ოთახში შემომყვეს.
-ნორმალური ხარ?!-ვეუბნები ფანჯარასთაბ მდგომს.
-არანორმალურობის რა მჭირს?-ხმადაბლა მეუბნება ის.
-კარგი, წინაზე არ იცოდი, ვისთან მოდიოდი და დღეს, დღეს, რატომ მოხვედი?!-ვიძახი მე და უკან ვტრიალდები. თვალები მემღვრევა და თითოეული ცრემლი მას ეკუთვნის...
-შენი ნახვა მინოდა, ვერ მოვითმინე, გამიგე!-მიახლოვდება და თავისკენ მაბრუნებს. ერთი წუთი სარკეს უყურებს და მის წინ მაგიდაზე დადებულ ფოტოს. ხელში იღებს და სევდიანი ღიმილით დაჰყურებს.
-გახოვს ეს დღე?-მეკითხება ისე, რომ თვალს არ აშორებს.
-გიორგი, აქ აღარ მოხვიდე!-ვეუბნები გაბზარული ხმით.
-ამ დღეს, ის მწვანე კაბა გეცვა, მე რომ მიყვარდა... ისევ გაქვს შენახული?-განაგრძობს ის. თავს ვუქნევ მე.
-რატომ წახვედი?-ვეკითხები მას და თვალებიდან ჩამოვარდნილ სითხეს, ხელის გულით ვიწმინდავ.
-მე...-რაღაცის თქმას აპირებს, მაგრამ სალომე გარედან ეძახის.
-მაპატიე!-ამბობს და მისაღებ ოთახში გადის ფოტოთი ხელში, სალომესთან. იატაკს გაშტერებული ვუყურებ. ყვირილი მინდა, თითქოს ამ ხმას ამოვატან, ჩემს ყველა ტკივილსო. გულზე ხელს ვიდებ და საწოლზე ვჯდები.
-ღმერთო, დიდებულო, შენ მიშველე...-ვჩურჩულებ და გარეთ გავიდვარ.
-ტირიხართ?-მეკითხება, სალომე.
-არა, ჩემო ლამაზო გოგონა!-თმაზე ვეფერები მე.
-დედა, მოგაკითხავს!-გიორგი ეუბნება, თავის შვილს. დედა... მათ შვილი ყავთ, უკვე დიდი ხანია ერტად არიან... ვგრძნობ, როგორ ვიფიტები, სკამზე ვჯდები და სალომეს მაგიდასთან ვუხმობ.
-სალომე დავალება, ხომ ადვილად დაწერე?-ვეკითხები მე.
-დიახ, გაკვეთილი მამას ჩავაბარე!-მიღიმის ის. მამის ხსენებაზე, ტანში მცრის და და მეც ღიმილით ვაჯილდოვებ, სალომეს:
-კარგი გოგო ხარ!
-გმადლობ!-იფერებს ის.
-რვეული მაჩვენე აბა...
***
სალომეს გაშვების დრო დადგა და დედას ელოდებოდა. ზარის ხმაზე კარისკენ მივდივარ და თამრიკო შეწუხებული სახით დგას მისაღებში:
-უკაცრავად, დამაგვიანდა!
-არაუშავს!-თავს დაბლა ვხრი. არ მჯერა, რომ გიორგისთან ერთად სხვაა, ის სხვას უდგას მხარში...
-წამოდი, მალე, დაბლა მამიკო გევლოდება!-ეძახის სალომეს. სევდიანად ვიღიმი და სალომეს ქურთუკს ვაწვდი. ვუღიმი და კარებს ვკეტავ. აივანზე გავდივარ და ვხედავ, დაბლა, მანქანასთან მიყუდებული, გიორგის. ნერვიულად ათამაშებს ხელში სიგარეტს და ზევით იხედება. ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ და ვგრძნობ, მასაც სტკივა ჩემსავით. მასთან თამრიკო და სალომე მიდიან. შვილს ეფერება, ცოლს კი უღიმის და შემდეგ მე მიყურებს დამნაშავე თვალებით. ოთახში ვბრუნდები და მაგიდაზე დადგუმ ლარნაკს ძირს ბაგდებ. გატეხვის ხმა მესმის და ძირს ვჯდები.
-ვერ შევძელი მასთან ძლიერი ვყოფილიყავი, ვერა...-მლაშე სითხე, ჩემს სახეზე მოედინება და მთელ სახეს მისველებენ.
-მარია, რა გჭირს?-ანა შემოდის ოთახში.
-როგორ შემოხვედი?
-კარები ღია გქონდა!-მეუბნება და ჩემს წინ იმუხლება.
-რა მოხდა?-თავზე ხელს მისვამს.
-ცუდათ ვარ, ასე არ შემიძლია...-ხელებს ვხვევ და თავს ვადებ.-გიორგი იყო... ყვირილი მინდა! ჭრილობები განმიახლდა... იმის მაგიერ რომ მძულდეს, ვერ ვივიწყებ, არ შემიძლია მძულდეს...
-კარგი დაწყნარდი!-მამშვიდებს, ანა და ისევ ზარის ხმა ისმის.
-ნეტავ ვინ არის?!-ფეხზე ვდგები და თვალებს ვიმშრალებ. კარის სახელურს ვწევ და ისევ ის თვალები მიყურებენ, ისევ ის...
-რატომ მოხვედი? გინდა მნახო, როგორ მტკივა, გინდა?!-ხმამაღლა ვუყვირივარ, გიორგის.-ვერ გიტან, წადი აქედან, წადი!-ყვირილს განვაგრძობ მე.
-დაწყნარდი!-ხელებს მკიდებს და გულში მიხუტებს.
-წადი, წადი!-ვჩურჩულებ მე.
-გიორგი?!-ანას, გაკვირვებული ხმა მესმის. იმ წამსვე ვიშორებ გიორგის სხეულს.
-სალომეს, მობილური დარჩა!-იძახის ის.
-მობილური?!-ირონიული ხმით ვეუბნები მას.-მობილური გინდა, არა?! ახლავე!-ოთახში შევდივარ და სალომეს მობილურს მაგიდაზე ვპოულობ.-აი, ინებე!-ხელში ვაძლევ და კარებს ვხურავ.
-ყვირილმა ვერ გიშველა, გთხოვ თავი ხელში აიყვანე!-მეუბნება, ანა.
-ლუკა, როგორ არის?-ვეუბნები მე, საუბარის სხვა თემაზე გადასატანათ.
-ლუკა, კი არა, ლაშამ რაო, დაგირეკა?-ცნობისმოყვარე თვალებით მეკითხება, ჩემი საუკეთესო მეგობარი.
-გთხოვ, ლაშას თავი არ მაქვს!-ვეუბნები და ფანჯარასთან ვდგები.


***
სუპერმარკეტში, პატარა, წითელი კალათით დავდივარ და რძის ნაწარმის სექციაში მივდივარ. მდნარ ყველს ვავლებ ხელს, რომ ჩემი მობილური მახსენებს თავს:
-გისმენთ!
-გამარჯობა, ლაშა ვარ!-მესმის ხმა.
-ჩემი ნომერი საიდან გაიგე?-გაკვირვებული ვეუბნები მას.
-რთული არ იყო!-ეცინება მას.
-ხო, საერთო ნაცნობები!-მეღიმება მეც.
-დღეს, გამოგივლი და წავიდეთ სადმე!-მთავაზობს ის.
-არ ვიცი... იცი დღეს...-ყოყმანს ვიწყებ. ყველა, ვინც კი ჩემს ცხოვრებში გამოჩნდებოდა თავიდან ვიშორდებდი. მორჩა ეს დრო!
-დღეს გცალია ხომ?-მეკითხე ის ისე, თითქოს ჩემს ყოყმანს ვერ ამჩნევდეს.
-კი, მცალია!-ვეუბნები მას.
-მაშ, დროებით, საღამოს შვიდზე გამოგივლი!-ამბობს, ლაშა.
-კი ბატონო!-ვეუბნები და ყურმილს ვთიშავ.
მორჩა ის დრო, თვალებით მხოლოდ გიორგის ვეძებდე, მასზე ვფიქრობდე, ის მეჩვენებოდეს დასაწყისადაც და დასასრულადაც! უნდა დავანახო, რომ მისი ადგილი მხოლოდ დარბაზის ბოლო რიგებშია.

სახლში შევდივარ და პარკებს სამზარეულოს მაგიდაზე ვდებ. პროდუქტს ვახარისხებ და ჩემს საძინებელში შევდივარ. კარადის კარებს ვაღებ და კრემისფერ, მუხლამდე კაბას ვიღებ. საათს ვუყურებ. ჯერ ადრეა. კაბას საუთაოებელ მაგიდაზე ვდებ და მისაღებ ოთახში გავდივარ.
-დედა, როგორ ხარ?-ვურეკავ, მანანას.
-არამიშავს, შენ როგორ ხარ?-მეკითხება ის.
-კარგად! მამიკო, როგორ არის?
-კარგად, კარგად! დღეს გამოხვალ?
-ვერა, დე!-ვპასუხობ მე.
-რატომ?-მოწყენილი ხმით ამბობს, დედიკო.
-ნუ მოიწყინე, დათოს მეგობარს უნდა შევხვდე!-ვაცნობ მას.
-დათოს მეგობარს? რატომ?-ცნობისმოყვარეობით მეკითხება, ის.
-რა ვიცი, გავისეირნებთ, დამპატიჟა!-ვაცნობ მას.
-დედა, ჯჭკუით იყავი!-მაფრთხილებს ის.
-პატარა აღარ ვარ, ვისწავლე, დედა, ჭკუა!-ვეუბნები მას.
-კარგი რა, საწყენად არ მითქვამს!-მეუბნება, მანანა.
-ვიცი, ვიცი, ბოდიში! წავედი მე, გკოცნი!
-მიდი, მიდი!-მეუბნება და ყურმილს თიშავს.



***
მანქანის კარს ვაღებ და წინ ვჯები.
-როგორ ხარ?-ვეკითხები, ლაშას.
-გმადლობ, კარგად შენ?
-მეც, კარგად!-მიღიმის და მანქანა ეზოდან გაჰყავს.-სად წავიდეთ?
-არ ვიცი, არ აქვს მნიშვნელობა!-ვეუბნები მას.
-გინდა სადმე წავიდეთ, ღვინო დავლიოთ, დღეს გადატვირთული დღე მქონდა.-მთავაზობს ის.
-წავიდეთ!-მხრებს ვიჩეჩ მე.

ცოტახანში ავტომობილს აჩერებს და მანქანიდან გადმოვდივართ. შენობის კარებს აღებს და წინ მატარებს. კედლები იისფერია, მოძველებული მაგიდები დგას, მყუდრო ინტერიერის შესაქმნელად, იისფერ კედლებს, პატარა ნახატები ამშვენებს, მაგიდები თითქმის შევსებულია...
-აქეთ!-მეუბნება და ფანჯარასთან მდგარ მაგიდისკენ მივყავარ.
-რას ინებებთ?-მოდის, საშუალო სიმაღლის, თბილად მომღიმარი გოგონა.
-წითელი ღვინო...-აგრძელებს ლაშა, მაგრამ მე აღარაფერი მესმის. კარები იღება და გიორგი და თამრიკო შემოდიან. შუაგულში მდგარი მაგიდისკენ მიდიან და მენიუს იღებენ. თვალებით მათ მივშტერებივარ და ვგრძნობ ფეხები როგორ მიკანკალებს.
-კარგად ხარ?-მაფხიზლებს, ლაშა.
-კი, კი!-ვპასუხობ და გოგონა მაგიდაზე ღვინის ბოთლს და ჭიქებს გვიდგამს. ლაშა, ჭიქებში ღვინოს ასხამს.
-ჩვენ გაგვიმარჯოს!-ღიმილით მეუბნება, ლაშა.
-გაგვიმარჯოს!-ანერვიულებული ვპასუხობ და ღვინის ჭიქას ვიღებ და ვსვამ. გიორგი, ჩემს მზერას იჭერს და ისიც არანაკლებ შეცბუნებული ჩანს. ოდნავ თავს მიქნევს და მეუღლისკენ ტრიალდება.
-მოგწონს, მასწავლებლობა?-მეკითხება, ლაშა.
-ცუდი არ არის, მსახიობობას, ჟურნალისტობას და იურიდიულს ვერ ჯობია, მაგრამ...-ვპასუხობ მე და ღვინოს ვსვამ.-შენ მოგწონს, შენი ბიზნესი?-ვეკითხები, მე.
-კი, მომწონს, ცუდი არ არის!-ღიმილით მეუბნება ის.
-კარგია!-ვეუბნები და ღია წაბლის ფერ, თმას უკან ვიწევ.
-მოგწონს აქაურობა?-აშკარად არ იცის რა მკითხოს.
-მომწონს!-ვპასუხობ მე, არადა აქედან წასვლა მინოდა, ვერ ვიტანდი გიორგის, თამრიკოსთან ერთად რომ ვხედავდი. ანერვიულებული, ისევ ღვინის ჭიქას ვწვდები. სასმელი მეკიდება და, რაღაც განსხვავებულ ბურუსში ვეხვევი.
-მალე, მოვალ!-მეუბნება, ლაშა და სკამიდან დგება. გიორგის მაგიდისკენ ვიხედები და თამრიკოც აღარ ზის მასთან. ლაშა, როგორც კი თვალს ეფარება, გიორგი ჩემკენ მოდის.
-რა იყო შენ პრინცესამ მიგატოვა, მე პრინცმა და მოხვედი?!-სასმლისგან შეთამამებული, ვამბობ მე.
-მაშ, პრინცი?-მეკითხება, გიორგი.
-რა დაუწუნე, პრინცობისა?!-ვეკითხები მას.
-არაფერი, ფერი-ფერსაო!-ირონიული ღიმილი დასთამაშებს სახეზე.
-ხო, მე სხვანაირი არც შემეფერება!-მეცინება მე.-ჩემი პრინცი მოდის!-ვეუბნები და უკან იხედება, ამასობაში ლაშაც გვიახლოვდება.
-ლაშა, გაიცანი ეს გიორგია, გიორგი ეს ლაშაა!-ერთმანეთს ვაცნობ და ხელს ართმევენ. გიორგის სახეზე ეხატება, თუ როგორ არ არის მისთვის, ლაშას გაცნობა სასიამოვნო, მაგრამ ზრდილობის გამო მაინც ამბობს, ამას.
-მე, დაგტოვებთ!-ამბობს, გიორგი, და უკან ბრუნდება.
რა არის, მაინც ცხოვრება არა? ერთმანეთს დავშორდით, ერთმანეთს ვაგრძნობინებთ, რომ ჩენთვის აღარაფერს ნიშნავს ერთმანეთი, მაგრამ ამასობაში ორივე ვყიდით ჩვენს თავებს და ვამბობთ რომ შენს გვერდით ჩემს გარდა სხვისი ადგილი არ არისო.
-შენი მეგობარია?-მეკითხება, ლაშა.
-შეყვარებული!-უკვე, საკმაოდ ნასვამი ვამბობ მე და მეცინება. არასერიოზულად ვიქცევი!
-შეყვარებული?-ლაშას, უკვე სახეზე ფერები ეცვლება.
-ვიხუმრე, ნაცნობია!-ვეუბნები მას.
-გასაგებია!-მეუბნება და საფულიდან ფულს იღებს.-წავიდეთ, არა უკვე დიდი ხანია აქ ვართ!-მეუბნება ის.
-ხო, ასე ჯობია!-ვამბობ და შავ მანტოს სკამის საზურგედან ვხსნი.
-როგორ ხართ?-ჩემთან, თამრიკო მოიწევს.
-კარგად, თქვენ, როგორ ხართ?-ზრდილობიან ღიმილს ვიხატავ სახეზე.
-არამიშავს!-მეუბენება ის.
-სალომე, როგორ არის?-ვეკითხები მე.
-კარგად, არის!-მიღიმის და მემშვიდობება.
-ამათი ბავშვი, ჩემი მოსწავლეა!-ვუხსნი ლაშას და გარეთ გამოვდივართ.

აღმაშენებელზე ფეხით მივსეირნობთ და თანდათან, ცივი ნიავი მაფხიზლებს.
-ლაშა!-ვამბობ მე.
-გისმენ!
-ვიღაცამ რომ მიგატოვოს ოდესმე და ძალიან გიყვარდეს, ზედმეტადაც კი, რას იზამ?-ვეკითხები მე და მაშინვე ვნანობ ეს კითხვა რომ დავსვი.
-სიმართლე გითხრა არ ვიცი, ცხოვრების დინებას მივყვები!-მპასუხობს ის.
-ცხოვრების დინება, კი სიყვარულის უსასრულობაში ჩაგითრევს!-ვეუბნები და ფეხით ფოთლებს ვეთამაშები.
-შენ რა იზამ?-ჩერდება და კითხვას მიბრუნებს.
-მე? უნებლიედ, სიყვარულის უსასრულობაში ჩავეფლობი, თავისივე სამკაულებით: ტკივილის, ლოდინის, მოგონებების...-დიდი ხანია ჩაფლული ვარ და მიჭირს ამ უსასრულობიდან თავის დაღწევა.
-ხანდახან უნდა შევეწინაამღდეგოდ, ანუ ცხოვრების დინებას.-ამბობს, ლაშა.
-ასეა, ასე!-ვამბობ და ზევით ვიხედები.-მთავარია, ღმერთის გვწამდეს და გვიშველის ცხოვრების დაუნდობელი დინებისგან.
ლამპიონები ოდნავ ბჟუტავენ, ფეხქვეშ კი ხმელი ფოთლების ხმაური ისმის, მანქანები ასფალტზე ხმაურიად მიმოქრიან, შენობის კუთხიდან ძაღლის ყეფვა ისმის...
-წავიდეთ, ხო?-ვეკითხები მას.
-კარგი, შენ როგორც გინდა!-მპასუხობს და ავტომობილისკენ მივდივართ. მანქანაში ჩუმად ვსხდებით და ასევე უხმაუროდ ვმგზავრობთ.
-გმადლობ, დღევანდელი საღამოსთვის!-ვპასუხობ და მანქანიდან გადავდივარ!
-არაფრის, პირიქით გმადლობ, კარგი საღამო იყო!-მპასუხობს ის.
-ღამე მშვიდობის!-ისიც იგივეს იმეორებს და თვალს ეფარება. კიბეებზე ავდივარ და კარებს გასაღებს ვუყრი. ღიაა! რა ხდება? შიშის გრძნობა მძაფრდება ჩემში და ფრთხილად ვაღებ კარებს.
-მოხვედი?-მესმის ნაცნობი ხმა და შიშისგან ვხტები.
-აქ რა გინდა?-ვეუბენბი ხმამაღლა.
-მოვედი და კარები ღია დამხვდა!-თავს იმართლებს, გიორგი.
-ღია დამრჩენია!-შუბლს ვისრისავ მე.- ნასვამი ხარ წადი, ახლა ჩემთან კი არა, შენს ოჯახთან ერთად უნდა იყო!
-მარია...-ჩემს სახელს ამბობს, გიორგი.
-გთხოვ, წადი!-სკამს ვწევ და ვჯდები.
-მაპატიე...-ჩურჩულებს ის. არაფერი მითქვას, ნერვიულობისგან ერთ ადგილას ვერ ვჩერდები, ფეხზე ვდგები და ფანჯარასთან მივდივარ. უკნიდან ფეხის ხმა მესმის, ისიც ჩენთან ახლოს მოდის და უკნიდან მეხვევა.
-გიორგი...-ვეუბნები და ვაგრძნობინებ, რომ ხელები გასწიოს.
-მენატრებოდი, ძალიან... მე კი, მე მხდალმა...-ამბობს და უკან იწევს. ჯიბიდან სიგარეტის ღერს იღებს.
-რატომ წახვედი?-შევეკითხე და არე-მარეს მოვავლე თვალი. ჩუმად დგას, მიყურებს, სევდიანი თვალებით, თითქოს არ სურს თქმა და ფიქრობს, კიდევ ერთხელ დავკარგავო... მასში, ყველაზე მეტად თვალები მიყვარდა და მიყვარს, მთელი არსებით ვგრძნობ... თვალებს ხუჭავს, უკან ბრუნდება და ოთახიდან გადის, მტოვებს ასე უთქმელად, როგორც, მაშინ რვა წლის წინ...

***
დილით მობილურის ხმა მაღვიძებს და თვალებ დახუჭული, ხელის ცეცებით ვეძებ მობილურს.
-გისმენთ!
-მარია, გცალია?-მესმის გიორგის ხმა და წამში ვფხიზლდები.
-რა გინდა?-ბალიშს მაღლა ვწევ და თავს ვადებ.
-დღეს შემხვდები?-მეკითხება ის.
-კარგი აზრი არ არის, გიორგი!-ვპასუხობ მე.
-გთხოვ, უნდა ვილაპარაკოთ!-მეუბნება ის.
-კარგი, შევხდეთ!-ვთანხმდები მე და მისამართს ვანიშნინებ, სადაც მოვიდეს. ლაპარაკი სჯობს, მგონია ეს საუბარი ყველაფერს შეცვლის...

***
ხუთი საათისკენ, თავისუფლებაზე მდებარე, პატარა კაფეში შევდივარ. გიორგი, მაგიდასთან ზის და თითებს მორიგეობით ათამაშებს, თითქოს როიალზე უკრავსო.
-გამარჯობა!-მივედი მასთან.
-როგორ ხარ?-მიღიმის ის, ჩვეულებრივი ღიმილი არ გეგონოთ, მასში თითქოს სევდა და სიხარული აირია.
-არამიშავს! რაზე დამიბარე?-სკამზე ვჯდები და ჩანთას, გვერდზე მდგომ სკამზე ვდებ.
-მარია... გუშინ ვერ გაგეცი პასუხი, უბრალოდ არ შემეძლო!-იწყებს ის და ჩვენთან მოსული ბიჭი აწყევტინებს საუბარს.
-ჩაი, თუ შეძლება!-ვეუბნები მას და გიორგიც იგივეს უკვეთავს. ბიჭი თავს გვიქნევს და მაგიდას სცილდება.
-ჩემთვის ძნელია, აგიხსნა ის, რასაც ამდენი წელი ვინახავდი. ისევ განმიახლდა ჭრილობები... რვა წლის, შემდეგ გნახე...-ჩერდება და სახეზე დაჟინებით მიყურებს. თვალები ემღვრევა და სკამის საზურგეს ეყუდება. მე კი ვზივარ ჩუმად და არ მინდა გარეგნულად დამეტყოს ის, რაც ჩემს შიგნით ხდება. ყველაფერი ირევა, აურზაურია... თითქოს წარსულის ბილიკზე გავდივარ, ყველაფერი მეორედება... და უცებ გამახსენდა ქალის სამჯერ განმეორებული სიტყვები: ,,ყველაფერი მეორდება!“ თითქოს ეს სიტყვები ჩემთვის იყო განკუთვნილი.
-რვა წლის წინ, როდესაც ასე უთქმელად დაგტოვე... -აგრძელებს ის.
-რატომ?-ხმას ძლივს ვიღებ.
-შენ არ იმსახურებდი ამას!-მეუბენბა, გიორგი.-სანამ შენ გაგიცნობდი, თამრიკო ჩემი შეყვარებული იყო...
-მატყუებდი?-ხმის კანკალით ვამბობ მე.
-არა, როდესაც შენ გაგიცანი, თამრიკოს ჩამოვშორდი... შენ რომ დაგინახე, სხვა გავხდი, უკეთესი გამხადე...- სიგარეტს უკიდებს ის.-მაშინ, როდესაც... არ მიყვარს ამის თქმა.
-რომ არ გაგეკეთებინა, ის რაც მაშინ გააკეთე არ მოგიწევდა!-ნიშნის მოგებით ვეუბნები მე.
-ხო, მართალი ხარ! მაშინ, როდესესაც დავშორდით... მოკლედ, მინდა გითხრა ის რა მოხდა.
-გისმენ!-მოკლედ ვუპასუხე და ღია ფერის კედლებს მოვავლე თვალი.
-იმ დღეს, თამრიკომ დამირეკა, გაგიჟებული იყო... მთხოვა, მასთან მივსულიყავი. პანიკაში იყო, ხოდა მეც შემეშინდა თავს რამე არ აუტეხოს მეთქი და მივედი... როდესაც მასთან, სახლში მივედი, გიჟს გავდა, მთხოვდა არ დამეტოვებინა... თავს იკლავდა... ჩემს გამო, ჩვენი ურთიერთობის გამო და იმის გამო რომ მივატოვე...-ანერვიულებული მიხსნის ის.
-მიტოვება, შენი ჰობი ყოფილა!-ვიცინი მე, თუმცა ამ სიცილის უკან, რამხელა ტკივილი იმალება ღმერთმა იცის...
-მარია, გთხოვ... სანამ მას დავშორდებოდი ყველაფერი ავუხსენი!
-ჩემგან განსხვავებით!-ვამბობ და ამ დროს თავს ვეღარ ვიკავებ და სახეზე ცრემლი გორდება.
-მე კი თამრიკოს დატოვება ვეღარ შევძელი... განა იმიტომ რომ მომწონდა ან მიყვარდა... უბრალოდ შემეშინდა... ხომ შემეშინდა, იმის რომ თავს რამეს აუტეხავდა ჩემს გამო, მისი ნერვიულობის შემეშინდა, პანიკის...
-და ჩვენი სიყვარულის არ შეგეშინდა?-ჩაის ფინჯანს ვიღებ და სახესთან ახლოს მიმაქვს, ცრემლების დასაფარად. ხელი მიკანკალებს და ისევ უკან ვაბრუნებ.
-შემეშინდა, ყველაზე და ყველაფერზე მეტად... ღმერთმა იცის, როგორ შემეშინდა... ასეთი მშიშარა, არასდროს ვყოფილვარ...-ამბობს ტკივილიანი ხმით, მისი ხმა ასეთი არასოდეს ყოფილა.
-და თუ შეგეშინდა, რატომ დათმე ყველაფერი?-კითხვების დასმას განვაგრძობ მე, თან ჩემს სახეზე ცრემლები დათარაშობენ.
-არ ვიცი, მაგრამ ასე გამოდის რომ თამრიკოსი შემეშინდა...-სევდიანი ღიმილით იღიმება ის და მეც ირონიული ღიმილით ვაჯილდოვებ.
-მეგონა ჩემს გვერდით ძლიერი კაცი იდგა, თურმე რა მხდალი ყოფილხარ...-ვეუბნები და ფეხზე ვდგები. თვალს მადევნებს, ისე თითქოს რომელიმე, მხატვრის მშვენიერ ნახატს შეჰყურებსო... გასასვლელისკენ გავდივარ და ვცდილობ მყარად გავიარო, უბრალოდ მინდა მალე გავაღწიო, ამ კაფეში ყოფნა მხუთავს... უკვე სუფთა ჰაერს ვისუნთქავ. მარჯვნივ, შესასვლელში შევდივარ და ტროტუარზე ვჯდები. ჩანთას ძირს ვაგდებ, გამვლელების ცქერას, თვალს ვარიდებ... მუხლზე ხელს ვიდებ და თავს ზეცისკენ ვწევ:
-ღმერთო, დიდებულო, დამეხმარე...-ვჩურჩულებ და პირჯვარს ვიწერ. არ მჯერა, მისი გაგება არ შემიძლია... ფეხზე ვდგები და შუქნიშანს ყურადღებას არ ვაქცევ ისე მივდივარ გზისკენ. სიგნალის ხმა მესმის, ხალხის ყვირილი, შეჯახებას ვგრძნობ და გონებასაც ვკარგავ.

***
თვალებს ვახელ, შემდეგ ისევ ვხუჭავ. დედაჩემის ხმა მესმის, ბუნდოვანი მხედველობით თეთრ ხალათში გამოწყობილ ექიმს ვხედავ. საბოლოოდ თვალებს ვახელ და ანერვიულებულ დედაჩემს ვხედავ.
-როგორ ხარ?-ლოყაზე მეფერება. პირი გამომშრალი მაქვს და საპასუხოდ ვუღიმი.
-ოპერაცია დაგჭირდა, საშიში არაფერია!-მამშვიდებს, მანანა.
-ჩემი ლამაზი გოგონა, როგორ არის?-მამა, შემოდის პალატაში.
-კარგად, მა!-ვპასუხობ მას.
-ნორმალური ხარ?-ანა და დათო შემოდიან ჩემთან. ასე გაგრძელდა ერთი საათი. ანერვიულებული ნათესავები შემოდიოდნენ, ზოგი გაკვეთილს მიტარებდა, თუ როგორ ფრთხილად უნდა ვიყო გადასასვლელებზე. ვინც დამეჯახა, (ჩემი ბრალი იყო) ის კაციც მოვიდა, ათასი ბოდიში მიხადა და უკან წავიდა.
-თავს როგორ გრძნობ?-პალატაში, ლაშა შემოდის.
-ლაშა?-გავიკვირვე მე.
-გახლავართ!-იღიმის და ყვავილებს კომოდზე დებს.
-არ იყო საჭირო, გმადლობ!-ყვავილებითვის მადლობას ვუხდი, მას.
-არაფერია!-მეუბნება ის.-მარტო გასაშვები არ ხარ!-იღიმის ის.
-დღეიდან დაცვად აგიყვან, ბიზნესმენ კაცს!-ვიცინი მე.
-ჩემს მოვალეობას საუკეთესოდ შევასრულებ, ქალბატონო, მარია, თორემ დაცვისთვის ამდენი ნერვიულობა არ შეიძლება!-სიცილით მეუბნება, ლაშა.
-ინერვიულე?-ოდნავ შესამჩნევლად ვუღიმი მას. საპასუხოდ არაფერს ამბობს, მკლავზე თავის ხელს მადებს.
-მარია!-მესმის გიორგის ხმა.
-გამარჯობა!-ვეუბნები მას და ვიშმუშნები. გიორგი ლაშას ართემვს ხელს და ისეთი თვალებით უყურებს ლაშას, თითქოს არ აქვს უფლება რომ, ჩემს გვერდით იყოს. რა ეგოისტია, თუმცა მეც ეს გრძნობა არ მიპყრობს თამრიკოს დანახვისას?!
-როგორ ხარ?-მეკითხება ის.
-როგორც შემეფერება!-ვეუბნები და თავს გვერდზე ვატრიალებ.
-მიხარია, რომ კარგად ხარ!-ამბობს ის.
-მეც, მიხარია!-ვეუბნები მას.
-კარგით, მე დაგტოვებთ!-კარს აღებს გიორგი და გარეთ გადის.
-ეს, მხოლოდ მეგობარია?-მეკითხება, ლაშა.
-თუ იცი, რომ ნათესავადაც მეკუთვნის, მითხარი!-ნერვებ მოშლილი, ვპასუხობ, ლაშას. ამან, რაღა დააშავა...
ცოტახნის შემდეგ, ლაშა მარტო მტოვებს და კვლავ, დედა, შემოდის პალატაში.
-მარია, რამე ხო არ გაწუხებს?
-არა, დედა!-ვპასუხობ მე.
-ინგასთვის თურმე, თავის შვილს უთქვამს, რომ კაფეში დაგინახათ შენ და გიორგი!-მეუბნება, დედა.
-ლალის, კიდევ ახსოვს გიორგი?-მეღიმება მე.
-ხო, არაფერი ხდება?
-პატარა აღარ ვარ, ვისწავლე ჭკუა!-ვპასუხობ მე.
-კი, მაგრამ გიორგისთან რა გინდოდა?-კვლავ კითხვების დასმას აგრძელებს, მანანა.
-დედა, მეძინება!-ვეუბნები, პასუხის თქმის ასარიდებლად.
-კარგი, შენ როგორც გინდა!-ნაწყენი გადის პალატიდან.

***
რამდენიმე დღეში გამომწერეს, მშობლებმა, რა თქმა უნდა დაიჟინეს, მათთან გადავსულიყავი, ასეც მოვიქეცი, უარი არ მიიღეს. ხოდა, ახლა ვწევარ და დედას გაკეთებულ სოუზს მივირთმევ.
-დიახ!-ამღერებულ მობილურს ვპასუხობ.
-გამარჯობა!-თამრიკოს მორიდებული ხმა მესმის.
-გამარჯობა, დიახ!-ვუპასუხე მე. ძველებურად ვეღარ ვარ, ასეცაა... როცა იგებ რომ კაცი, რომელსაც აღმერთებდი, ამ ქალის გამო დაგშორდა... საერთოდ ადამიანის გაღმერთება არ შეიძლებაო...
-იცით, თქვენი მონახულება მინდა და იქნებ მისამართი მითხრათ, ახლა სადაც იმყოფებით...-მორიდებულად მელაპარაკება ის.
-არ არის საჭირო, არ შეწუხდეთ!-ვამბობ მე.
-რა შეწუხებაა!-ამბობს ის. სხვა ვეღარაფერს ვიტყვი, მისამართს ვაწერინებ და ვემშვიდობები.

***
ორ საათში ზარის ხმა ისმის და ოთახში თამრიკო და სალომე შემოდიან.
-როგორ ხართ?-მესალმებიან თამრიკო და სალომე.
-გმადლობთ, კარგად!-სალომეს თბილად ვუღიმი, თამრიკოს კი უბრალოდ თვალს ვარიდებ. განა იმიტომ, რომ რაღაც დავაშავე და დანაშაულის გრძნობა მაწუხებს, არა, არ შემიძლია იმ ქალს ვუყურო, რომელმაც...
-გაიცანით, ეს დედაჩემია, ეს კი თამრიკო, ჩემი მოსწავლის მშობელი.-ვაცნობ ერთმანეთს.
-სასიამოვნოა!-ამბობს, მანანა და სამზარეულოში გადის.
დიდი ხანი არ გაჩერებულან, ცოტახანში წავიდნენ და მეც ამოვისუნთქე.
-რა საყვარელია, სალომე!-წასვლის შემდეგ ამბობს, დედა.
-ხო, განსაკუთრებით დედამისი!-ვამბობ მე.
-რას უწუნებ ერთი?-ფინჯნებს იღებს, დედა.
-არაფერს, არაფერს!-ვამბობ და მაგიდიდან წყლის ჭიქას ვიღებ.

***
უკვე ჯანმრთელი, ჩემს ბინაში გადადვდივარ და მოსწავლეებსაც ჩვეულებრივ ვამეცადინებ. სალომეს, სიცხე აქვს, ამიტომ გაკვეთილებს ვერ ვატარებთ. მგონი, ასე ჯობია... საერთოდ თუ უარს ვიტყვი ვის მომზადებაზე, კარგი იქნება...
ჩაბნელებულ ოთახში ფარდებს ვწევ და ფანჯრიდან ვიყურები. სავსე მთვარე, მედიდურად იყურება და არე-მარეს ანათებს, ლურჯი ცაც მას უერთდება და ცოტახანში პირს სატირლად ხსნის. წვიმის წვეთები, ხმაურიანად ეცემიან ძირს და გარემოს ასველებენ, თითქოს უნდა საბოლოოდ გამოაფხიზლოს ბუნებაო. წვიმის ხმაში ძლივს ვარჩევ, ზარის ხმას. საათს შევხედე... თორმეტს აკლია თხუტმეტი... ასეთ დროს ვინ უნდა იყოს? კართან მივდივარ და ვკითხულობ.
-მე ვარ...-მესმის, გიორგის ხმა. კარს სწრაფად ვაღებ და კარში თავ ჩაღუნული, გიორგი მხვდება. სასმლის სუნი ასდის, თეთრი პერანგის სახელოები მაღლა აუკეცავს და კარის ჩარჩოზე, ხელს ნერვიულად ათამაშებს.
-აქ რა გინდა? შემოდი!-მკლავზე ხელს ვკიდბ და მისაღებ ოთახში შემყავს.
-მარია, გაჩერდი, ორ წამ...-მეუბნება ის და მეც მას შევყურებ. ხელებს მხვევს და გულში მიხუტებს.
-გიროგი, რას აკეთებ...-ვეუბნები მას. ცხვირს, მისი ოდეკოლონი მიწვავს... როგორ მახსოვს ეს სურნელი... ისევ, ამას ხმარობს, რვა წლის შემდეგაც კი... ცოტახანი ჩუმად ვარ, თითქოს ამ სურნელმა დამათვროო... ხელებს დაბლა ვუშვებ და თავს მხარზე ვადებ... არა, რას ვაკეთებ...
-გიორგი, მოდი, აქ დაწექი...-დივანზე ვაწვენ მას. ამ მდგომარეობაში, ვერსად წავა...
-გთხოვ მოდი...მეუბნება ის.
-არ შეიძლება!-ვეუბნები მას და თვალებიდან ცრემლი მიგორდება...
-ვიცი, ვიცი არ შეიძლება, მაგრამ... ცოტახანი გთხოვ...-კვლავ განაგრძობს ის. მასთან მივდივარ, ხელებს ვხვევ, ვიცი ასე არ უნდა მოვქცეულიყავი, მაგრამ ახლა ეს მეც ძალიან მინდოდა, ხო, ცოტახანი მაინც... ვიცი, ხვალ ყველაფერი სხვაგვარად იქნება, ისე აღარაფერი იქნება, როგორც წარსულში, როგორც ახლა ხდება... ცოტახანში გიორგის ეძინება, მე კი, სუნთქვაშეკრული ჩუმად ვარ და არც ვირხევი... მგონია, ოდნავ რომ გავინძრე, ეს წუთები დამთავრდება, უცებ გათენდება... გამთენიისას ძილი მძლევს და თვალები მეხუჭება...
-ეს, ეს რა არის?-დილით თამრიკოს ხმა მესმის. თვალებს ფრთხილად ვახელ, გიროგის კვლავ სძინავს, ჩვენს წინ კი თამრიკო დგას, გაკვირვებული, აღელვებული სახით. საათს გავხედე პირველი საათია... უცებ გონს მოვდივარ, გიორგის ხელებს ვაშორებ და ფეხზე ვდგები... გიორგიც თვალებს ახელს, ჯერ თამრიკოს შეხედა, შემდეგ მე და ისიც სწრაფად ფეხზე დგება...
-კარები ღია იყო, მეთქი ცუდად ხო არ გახდა, ახლახანს გამოჯანმრთელდა მეთქი, გადასახდელი ფული მოგიტანეთ, თქვენ კი...-ლუღლუღებს, თამრიკო.
-მომისმინე...-იწყებს, გიორგი.
-არაფრსი მოსმენა, არ მინდა, ნათლად ვხედავ აქ ყველაფერს...-ყვირილს იწყებს, თამრიკო.-თქვენგან ამას არ მოველოდი...-მომმართავს მე.-თურმე, ვინ ყოფილხართ...-ზიზღით ამბობს ბოლო სიტყვებს.
-შეგიძლია წარსულში გადაიხედო... ახლა ბარი-ბარში ვართ!-ვეუბნები შენარჩუნებული სიმშვიდით.
-ვერ გავიგე?-ამბობს ყვირილით.
-თამრიკო, წავიდეთ!-ხელს კიდებს, გიორგი.
-შენთან ერთად არსად არ წამოვალ!-ხელს აშვებინებს ის.
-და საერთოდ, შენ რაზე ლაპარაკობ?-მეკითხება, თამრიკო.
-რვა წლის წინ, წარსულში გადაიხედე და იქნებ გაგახსენდეს!-ვამბობ მე და კარებისკენ ვანიშნებ, რომ წავიდნენ.
-კიდევ დიდ გულზე ხარ?-მეკითხება, თამრიკო. აღარაფერს ვპასუხობ, გიორგი ხელს კიდებს და გარეთ გაყავს. რამდენიმე წუთს შეშლილივით, გასასვლელს ვუყურებ. საძინებელ ოთახში შევდივარ, ყველაფერს, რაც წარსულთან, გიორგისთან მაკავშირებს ხელს ვკიდებ და სანაგვე ურნაში ვუძახებ.
-ასე, არ შეიძლება...-ვამბობ მე. სახეზე ცრემლები დათარაშობენ, მობილურს, რომელიც უკვე დიდი ხანია რეკავს ყურადღებას არ ვაქცევ და კვლავ ზარის გამეორებისას ვპასუხობ:
-მარია, შენს სადარბაზოსთან ვარ, ჩამოხვალ?-მეკითხება, ლაშა.
-ვერა!-ვპასუხობ მე.
-ხმაზე რა გჭირს, კარგად ხარ?
-კი, კარგად ვარ!-ვეუბნები და მობილურს ვთიშავ. გაღებულ კარებზე ვიღაც აკაკუნებს და ოთახშიც შემოდის.
-რატომ ამოხვედი?-ცრემლებს ვწიმენდ მე.
-მარია, დამშვიდდი, რა გჭირს?-მეკითხება, ლაშა.-გიორგი და თავისი ცოლი გავიდნენ, დავინახე, დაბლა...
-ხო, ვიცი!
-ვიცი, რომ იცი!-ამბობს, ლაშა.-ვინ არის ის ბიჭი, იტყვი თუ არა?
-არავინ!-ვპასუხობ მე.
-თქმა არ გინდა!-მეუბნება ის.
-ჩემი, შეყვარებული, წლებია დავშორდით.-დამალვას რა აზრი აქვს.
-და აქ რა უნდოდა?-მეკითხება, ლაშა.
-გახსოვს რომ გითხარი, ცხოვრების დინება, უნებლიედ, სიყვარულის უსასრულობაში ჩაგითრევს მეთქი?-ვეკითხები მას.-მაშინაც ჩაფლული ვიყავი და ახლაც, უბრალოდ თავიოს დაღწევა მიჭირს, როგორც ჭაობიდან უჭირს ადამიანს გამოსვლა.
-გასაგებია!-იმედგაცრუებული ამბობს, ლაშა.
-იმედები გაგიცრუე, ხომ? გეგონა, არავინ მიყვარდა, შემდეგ ერთმანეთი შეგვიყვარდებოდა, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე...-ირონიით ვეუბნები მას.-წადი, უბრალოდ წადი!

***
ორი კვირა გავიდა, იმ აბის შემდეგ. ვიცი, ლაშა ამას არ იმსახურებდა, უბრალოდ ჩემგან ამის ღირსი არ იყო. მობილურს ვიღებ და ლაშას ნომერს ვეძებ. უშედეგოდ ვცდი, არ მპასუხობს. შეტყობინებას ვწერ, მას:
,,ცუდათ მოგექეცი, ვნანობ!“
ცოტახანში შეტყობინებაც მომდის:
,,ვერ გიპასუხე, არ მეცალა“
,,სამსახურში ხარ?“-მივწერე მე.
,,კი.“-პასუხს მიბრუნებს და კარადიდან ლურჯ შარვალს და თეთრ მაისურს ვიღებ. სწრაფად ვიცვამ და გარეთ გავდივარ. გაჩერებაზე, ტაქსიში ვჯდები და ლაშას, მისამართს ვკარნახობ. ადრე გავიგონე, მობილურით ვიღაცას ეუბნებოდა. ცოტახანში ავტომობილიც ჩერდება და შენობის წინ გადმოვდივარ. კეთილ მოწყობილი კომპანიაა, თეთრ ფერებში.
-გამარჯობა! ლაშა მახარაძის ნახვა, სად შემიძლია?-ვეკითხები, მაგიდასთნ მჯდომ, გოგონას.
-იცით, ახლა არ სცალია!-მპასუხობს ის.
-როდის მოიცლის?-ღიმილით ვეკითხები მას.
-დღეს ბევრი საქმე აქვს, ამიტომ...
-ის კარია?-ვანიშნებ იმ კარზე, სადაც მის სახელს და გვარს ვხედავ.
-დიახ!-მპასუობს ის და იმ კარისკენ მივდივარ. წითური გოგონა, ამაოდ იძახის მეძახის, რომ უკან მოვბრუნდე.
-ლაშა, გამარჯობა!-კარს ვკეტავ მე.
-მარია?-ფურცლებს თავს ანებებს და ფეხზე დგება.
-არ მელოდი ხომ?-მხიარულად ვეკითხები მას.
-არა...
-ჩემს ცხოვრებაში, არც შენ გელოდებოდი...-ვეუბნები მას და მასთან ახლოს მივდივარ.-გაბრაზებული ხარ ხომ?-ვეკითხები მას.-მე, მარია ვარ!-ხელს ვართმევ იმის ნიშნად რომ ყველაფერს ვნანობ და მინდა თავიდან დავიწყოთ.
-ლაშა!-ისიც ხელს მართმევს და მანიშნებს სკამზე დავჯდე.
-როგორ მომაგენი?-მეკითხება ის.
-ადრე, გავიგონე ვირაცას ეუბნებოდი, შენი სამსახურის მისამართს.
-გასაგებია!-ამბობს და ფურცლებს უჯჯრაში ინახავს.
-იცი, მინდა დღეს საღამოს სადმე დაგპატიჟო!-ვეუბნები მას.
-სად?-ეცინება მას.
-რესტორანში, რომანტიკულ ვახშამზე რას იტყვი?-ვეუბნები ღიმილით, ლაშას.
-კარგად ჟღერს!-ეცინება მას.
-ხოდა, ახლა მე წავალ, და ერთ საათში მისამართს მოგწერ.-ვეუბნები მას.-დროებით!-კაბინეტიდან გარეთ გამოვდივარ და გოგონას, დამნაშავედ ვუღიმი.

***
სახლში მისულს კარებთან კონვერტი მხვდები, კარს ვაღებ და სახლში შესვლისთანავე ვკიტხულობ.
,,მარია, საქართველოდან მივდივართ, შეიძლება ამ პრობლემებსაც ვექცევი, არ ვიცი, უბრალოდ ის ვიცი, რომ ჩემთვისაც და შენთვისაც ასე აჯობებს და საერთოდ ყველასთავის. ვეღარასდროს გნახავ. მინდა ჩემს თავსაც ვაიძულო, რომ დაგივიწყო და უბრალოდ შენც დამივიწყე. ორივეს გაგვიჭირდება, ვიცი! მინდა რომ ბედნიერი იყო. არ მინდა წარსული თან დაგვყვებოდეს, მასში ხომ უამრავი რამ არის, რაც ერთმანეთს გაგვახსენებს, გულს გვატკენს... ჩვენი სიყვარული არ შედგა, იმის მიუხედავად რომ ძლიერი იყო ან არის...
უბრალოდ მსურს, ახალი ცხოვრება დავიწყოთ ერთამენეთის გარეშე!“
ფურცელს ვკეცავ და გვერდზე ვდებ.
-ორივესთვის ასე აჯობებს!-ვამბობ და ფანჯრიდან ვიყურები.-მეც მინდა ბედნიერები ვიყოთ და ის ისყვარული ისეთ ადგილას დავმალოთ, სადაც ჩვენც კი ვერ ვიპოვით...

***
რა ადრე მოსულხარ!-რესტორანში შემოსულს მეუბნება, ლაშა.
-დავიგვიანებდი, უბრალოდ მე დაგპატიჟე და მინდოდა პირველი მე მოვსულიყავი!.-ვიცინი მე.
-ძალიან ლამაზი ხარ!-ჩემკენ მოდის და თავის ტუჩებს ჩემსას აგებებს.
-გმადლობ!-ვპსუხობ მე.-გთხოვთ დაბრძანდით!-ვეუბნები და ანთებულ სანთლებს შევყურებ.
შავგვრემანი ბიჭი გვაიხლოვდება და ჭიქებში ღვინოს ასხამს.
-მოგწონს აქაურობა?-ვეკითხები მე.
-კარგი ადგილია, უბრალოდ შენ ჩრდილავ...-ეცინება მას.
-კომპლიმენტები მესმის!-გავიცინე და ღვინო მოვსვი.

***
ცხოვრება გრძელდება... წარსულის ბილიკიდან ვცდილობ ბოლომდე თავი დავაღწიო... ხანდახან ცხოვრების დინება ბოროტია, მაგრამ ალბათ ეს დავიმსახურეთ და ღმერთის წყალობით ხდება ეს რომ ჩვენს შეცდომებს მივხდეთ... უბრალოდ არ დაივიწყოთ რომ ყოველ ბნელ ღამეს, მზიანი დღე მოჰყვება...




----------------------------
რამის დადება მომინდა და... დდდ ესეც ჩემი ძველი მოXთრობა სრულად
წარსულის ბილიკი (სრულად)




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent