ლელო (თავი 9)
-რა ხდება, მამა? - უკვე მდგომარეობიან გამოსული ვუყვიროდი მამას, რომელიც აშკარად სიტყვებს ეძებდა სიტუაციის ასახსნელად. ბოლოს იქვე მდგარი აპარატიდან ორი ჭიქა ცივი წყალი დაასხა. ჯერ თვითონ დალია, შემდეგ კი მე გამომიწოდა. -მეკო, დედას სასწრაფო ოპერცია ჭირდება. - ხო, ეგ მეც გავიგე. - გულზე. აორტის სარქველი აქვს შევიწროვებული და გულიდან ასე ვთქვათ სისხლს ძნელად უშვებს. - მერე? - 4-6 საათიან სასწრაფო ოპერაციაზე შეიყვანეს. … ორი საათი უაზროდ ვიჯექი და არაფრისმომცემ სივრცეს გავყურებდი. ექმები ხან ნელა მიაბიჯებდნენ ამაყად და ხანაც დაფეთებული სახეებით გარბოდნენ. დედაჩემი, ქალბატონი მაია კი ახლა შუაზე გაჩეხილი იწვა და მას გულს ჭრიდნენ. ვნერვიუბდი მაგრამ არ ვიცი რატომ. კიდევ რამოდენიმე წუთიანი სავაადმყოფოში უაზრო ბოდიალის შემდეგ ალემ დამირეკა. ავიღე ა ისე დავიწყე არ მოსალმება ან მოკითხვა ვაცადე. -შეგიძლია მოხვიდე? - რა თქმა უნდა. ახლავე ვიშოვი მანქანას და… -განერვიულებულმა ისეთი მოქოქილი ლაპარაკი დაიწყო, ძლივს გავაჩერე. - ფასანაურში აღარ ვარ. თბილისის მთავარ კარდიოლოგიურ სავაადმყოფოში ვარ. თუ არ გცალია… - მანდ რა გინდა? - დედას ოპერაციას უკეთებენ.- აკნკალებული ხმით ძლივს ამოვიკნავლე. ალემ უპასუხოდ გამითიშა და ზუსტად ათ წუთში მომწერა, შემოსასვლელში ვარო. მესამე სართულზე ლიფტში შევედი. იქ მარტო არ ვიყავი. ჩემთან ერთად მოხუცი ქალბატონი იყო. ხელში შავი ლამაზი ჩანთა ეჭირა, თოვლივით თეთრი თმა ისე ჰქონდა დავარცხნილი ერთი ღერიც არ იყო უადგილოდ. ერთ მწკრივსა და მიმართულებას მიუყვებოდა ყოველი მათგანი. ისევე როგორც ბებიაჩემის. თვალზე ცრემლი მომადგა. დედის სითბოს პატარაობაშიც არ ვგრძნობდი დიდად. ბებია კი იმ ყველაფერს ავსებდა, რაც დედის სითბოს უნდა შეევსო. დრომ ჯერ ბებია წამართვა, ახლა კი დედას მართმევს. საუკუნედ იწელებოდა ის წამები, რომლებიც პირველი სართულისგან მაშორებდა. საუკუნედ იწელებოდა ეს დრო, თუმცა კი წამიერად განვლო იმდენმა რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანების წართმევა მოესწრო. ზიზღით ვარ სავსე და უფრო მეტად მჟღინთავს ამ საშინელი გრძნობით ყოველი წამის მეასედი, რომელიც იმ მომენტამდეა დარჩენილი, როდესაც მე შველას მივიღებ. ყოველი ამოსუნთქვა მეზიზღება, რომელიც გადარჩენამდეა. ყოველი ამოსუნთქვა მეზიზღება, რომელიც დაღუპვამდეა. ლიფტის კარებმა ამაყად დაიწყო აქეთ-იქით გასვლა. ბოლომდრ გაიღო. მოხუცი წინ გავუშვი და თვალებით ნაცნობ არსებას ვეძებდი. შემოსასვლელში ცოტა ხალხი იყო, თუმცა მაინც ვერ დავინახე თავიდანვე. მაღალი კაცის უკან ვიღაც იდგა და აი… დავინახე ნაცნობი აჩეჩილი თმა , აქეთ-იქით უსწორმასწოროდ რომაა მიმოხრილი. კაცი გაიწია და ახლა მისი ტანიც დავინახე. ადგილს ტყვისავით მოვწყდი, სანდრო კი ჩემსკენ დიდი ნაბიჯებით ხელგაშლილი ჩქარა მოდიოდა. წამის კიდევ ერთი დაწყევლილი მეათასედიც და მე მთელი სხეულით მას ვეკვროდი. ისე ვქოშინებდი, თითქოს უკვე მთელი დღეა შეუსვენებლად დავრბოდი. ვერ ვჩერდებოდი. ფილტვებში უფრო და უფრო ბევრ ჰაერს ვტენიდი, თუმცა არ მყოფნიდა. ალეს ტუჩები შუბლზე მედო და იმ მომენტში ერთადერთი, რაც მამშვიდებდა, მისი სუნთქვა იყო. … 20:00 არ ვიცოდი რა ხდებოდა. სიმართლე გითხრათ, ვერაფერს ვაანალიზებდი. სიბრაზე, სინანული, შიში, დაბნეულობა და სიამაყე ერთად აწვებოდა ჩემს ძარღვებს და თავს უფრო და უფრო მატკივებდა. - ყველაფერი კარგად იქნება მემე. - დაიხარა და ძალიან ძალიან ნაზად მაკოცა შუბლზე. სავაადმყოფოს ეზოში, სკამზე ვისხედით. მთელი ეს დრო ჩუმად ვიწექი და თავი მის კალთაში მედო. სახე ცისკენ მქონდა მიმართული და უსასრულობას ვაკვირდებოდი. ცა ლურჯად იყო შეფერილი. კი, ის ყოველთვის ლურჯია, მაგრამ ახლა განსხვავებულად ლურჯი იყო. “ელექტრიკი” ლურჯი. ჩემი მზერა, ორი საათის შემდეგ, როგორც იქნა ცას მოვწყვიტე და ალეს შევხედე, რომელიც მე მაკვირდებოდა. წამოვიწიე და უბრალოდ გვერდით დავუჯექი. სახე ხელებში ჩავრგე. - ეს უკვე ზედმეტია. - რა? - ეს ყველაფერი. - ავდექი და სავაადმყოფოში შევედი. ალე უკან უხმოდ გამომყვა. დედა ოპერაციიდან გამოეყვანათ. ყველაფერი ნორმაში ჰქონდა… 22:00 დედას პალატაში მამა და რუსკა არიან. მე მისი კარის წინ მყოფ სკამზე ვზივარ და შიგნით შეხედვაც არ მინდა. საშინლად არ მინდა ახლა, ასეთი უფერული დედის დანახვა, რომელიც აპარატებზეა შეერთებული. კი ცოცხალია, მაგრამ ასეთი… - მომშივდა. შენ არ გშია? - ალემ თავი უხმოდ დამიქნია. მამას ფული გამოვართვი და კაფეტერიაში ჩავედი. შოკოლადის მაფინი ავიღე და ყავა, მან კი ჩაი. კაფეტერიაში ვიჯექით და ადამიანებს ვაკვირდებოდნენ, რომლეიც შემოდიოდნენ და ისევ ტოვებდნენ აქაურობას. რომლების უმეტესობისთვისაც, ალბათ ამ ადგილის გახსნება მომავალში სასიამოვნო არ იქნება. ვაკვირდებოდი ბაბუს, მაღალი, მხრიანი, დიდი სათვალეებით, მასთან ერთად ხელჩაკიდებული 8-9 წლის შავთმიანი ბავშვი შემოდის. ბავშვის კანი ისეთი თეთრია ანათებს, თმა კი წყვდიადის განსახიერება. თვალები? დიდი თაფლისფერი თვალები ჰქონდა. ასეთი ლამაზი თვალები არასდროს მინახავს. არც ფორმა და არც ფერი. ვხედავ ჩემხელა გოგონას, რომელიც თვალებ დასიებული და დაწითლებული ორი ყავით ხელში ტოვებს აქაურობას. ჭამას მოვრჩით და ასევე ჩუმად ავდიოდით ზევით. კიბით. მომწონდა ეს. არ იყო ლაპარაკი საჭირო. გეფიცებით, არ ვადრამატიზირებ, მისი გამოხედვითაც ვხვდებოდი, რომ ყველაფერი ესმოდა. ესმოდა რა მდგომარეობაში ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ერთი სიტყვაც არ მითქვამს. იცოდა. მან უბრალოდ იცოდა. პალატისკენ მივაბიჯებდი. ღიმილით. საშიში აღარაფერია. დედა კარგადაა. ალეს ჩემი ხელი თავისაში აქვს მოქცეული და ცერა თითით ეფერება. მე კი ამ ჟესტით ნასიამოვნები თითქმის თვალებ დახუჭული ვაგრძძელებ სიარულს. ღმერთო როგორ მეზიზღება ეს ყველაფერი… ალე ჩემს უკან ჩერდება, მე კარს ვაღებ და ვშეშდები. დედას სამი ექიმი ახვევია, მათთან რარაც აპარატი დევს, რაც აქამდე აქ არ იყო. ყურის წაღები წუილი ისმის. რუსკა სახეზე ხელებაფარებული ფანჯარასთანაა და კანკალებს. არა ის კი არ კანკალებს, ქვითინებს, მამა კი სავარძელში ზის. ექიმები უკვე რაღაცას წერენ. მე კი… მე კარში გაშეშებული ვდგავარ და რაღაცას ვაშტერდები. მართალია, რაღაცას და არა ვიღაცას… უცნაურია. რამოდენიმე წუთის წინ ეს რაღაც ვიღაც იყო. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა. აბსოლუტურად ყველაფერი. ლოგინზე რაღაც დევს… უსულო და … მ… მკვდ… მკვდარი… უცებ ადგილს ტყვიასავით მოვწყდი, ალე გვერდით გავწიე და გავიქეცი. რა მოხდებოდა დროის უკან დაბრუნება რომ შეგვეძლოს? რას ვიზამდი ახლა მე? ყველაფერს ასე დავტოვებდი თუ უკან დავბრუნდებოდი? რა მირჩევნია, ფორმალურადაც ვიყო უდედო თუ მხოლოდ მორალურად? რას ვიზამდი? და ახლა ამ მომენტში მე მეზიზღება ის ორი რამ, რასაც ყველაზე დიდ პატივს ვცემ და ყველაზე მნიშვნელოვანია. მე მეზიზღება დროც და სიმართლეც. გავრბივარ. ძალიან ჩქარა. არ ვიყურები სად. ისიც არ ვიცი, შენობასი ვარ, თუ გარეთ. გავრბივარ. ახლა თუ გავიქცევი… მეგონა თუ მაშინ გავიქცეოდი ყველაფერი შეიცვლებოდა. ჩვენ ხომ ყოველთვის ვცდილობთ გონებრივად გავექცეთ სიმართლეს, რომლის მიღებაც არ გვინდა? მაგრამ რა მოხდება თუ ამას ფიზიკურად გავექცევით. ახლა უკვე ვიცი რომ გარეტ ვარ, რადგან სახეში სუსხი მომხვდა, სუსხი, რომელიც მაგრილებდა და სინამდვილეში საშინელი სიცივე იყო. კიბეები ჩავირბინე და ახლა სავაადმყოფოს წინ ვდგავარ და … ვცდილობ გავერკვე. უკან ნაცნობი ნაბიჯების ხმა მესმის: - მემე კარგად ხარ? - ვიცი, რომ ეს ალეა. ახლა მისი ნახვა ყველაზე ნაკლებად მინდოდა. - დამტოვე. - მემე… - ნაბიჯები ჩემსკენ ნელა წამოვიდნენ. მე ისევ გავიქეცი… ვერ ვაცნობიერებდი რა ხდებოდა.უბრალოდ წინ მივდიოდი. და იმ წამში, ზუსტად ვიცოდი რომ უკან მოძალადე მომსდევდა. ის არც ადამიანი იყო და არც რაიმე მატერიალური, ის აბსტრაქტული იყო, არის და იქნება. ნეტავ შემძლებოდა მას გავქცედი, ნეტავ ახლა შემეძლოს. დავუშვათ, რომ მე მოვახერხე ის, რაც ყველა ადამიანს სურს, მაგრამ ვერავინ ახერხებს? რა მოხდებოდა, თუ მე რეალობას გავექცეოდი? ალბათ ფსიქიატრიულში მოვხვდებოდი. რა სასაცილოა. გამოდის, პრაქტიკულად, ყველა ადამიანი იქ მოხვედრისკენ მიიწევს. ასე არაა? ყველას უნდა რეალობას გაექცეს, თუმცა მათ, ვინც რელობას გაექცა, ფსიქიატრიულში ვკეტავთ. შეშლილებზე ასე არ ვამბობთ, რეალობისგანაა მოწყვეტილიო? მერე ჩვენც ეგ არ გვინდა? გადის კიდევ, ნახევარი საათი ალბათ და ახლა უცნობ სკვერში ვდგავარ. იქვე მდგარ სკამზე დავჯექი, აზრზე არ ვიყავი სად ვიყავი ან რა დრო იყო. სკამზე მივეგდე და სახე ხელებში ჩავრგე. რა უნდა ვიგრძნო? ალბათ, უნდა ვიტირო… ან იქნებ ჯობია არ ვიტირო და უბრალოდ სევდიანი ვიყო? ყოველთვის მეგონა, თუ ასეთი რამ დამატყდებოდა თავს ტირილს დავიწყებდი და ჩემი შავი სითხეც ბოლომდე დაიღვრებოდა, მე კი სრულიად გამოფიტული არსება გავხდებოდი. რა უნდა ვიგრძნო? ან რა საჭიროა საერთოდ რამის გრძნობა? რა საშინელებაა! მე დედა მომიკვდა და მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, როგორ დავიძვრენ თავს. ღმერთო, რა ეგოისტი ვარ! მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, როგორ დავიძვრინო თავი ნიკუშას შეკითხვებისგან ისე, რომ თვითონ მარტოდ არ იგრძნოს თავი. ნიკუშა! ბებოს ვურეკავ… - ბები… - ვწუხვარ ჩემო კარგო, ძალიან ვწუხვარ. იცი, …- ლაპარაკს არ მაცდის. - კარგი კარგი… ნიკუშა რას შვება? - ძინავს. - მოსვლა არ გინდა? - კარგი, იქნებოდა ახლა მამაშენის გვერდით ვყოფილიყავი, მაგრამ… - მოვალ და შენ წამოდი. - ტელეფონს ვთიშავ და ტაქს ვაჩერებ. - ჩიტაიაზე. - მოკლედ ვუთხარი და უკან დავჯექი. რა უნდა ვიგრძნო? ერთი და იგივე კითხვა უკვე მეასედ მომდის თავში. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ვალდებული ვარ. ვალდებული ვარ? არა! მხოლოდ სიცარიელეს ვგრძნობ. არა, სიცალიერეს ნამდვილად არ ვგრძნობ. რაღაც უცნაური ხდება ჩემში. თითქოს ჭურჭელი აივსო. მე მეტი აღარ შემიძლია. მეტი აღარ შეიძლება. რა დავაშავე? რამე დავუშავე სამყაროს? იქნებ ეს ყველაფერი ჩემთვის უკეთესიცაა? იქნებ, სამყაროს პირიქით ვუყვარვარ და ამას იმიტომ აკეთებს, რომ უფრო ძლიერი ვიყო და ფეხზე უფრო მჭიდროდ დგომა ვისწავლო? და მაინც… რატომ ხდება ასე? სასოწარკვეთაში ვეშვები, რადგან დედაჩემის სიკვდილმა ჩემში დაბნეულობა, გათავისუფლების გრძნობა და ცოტა სევდაც გამოაღვიძა. უკვე ჩიტაიას დასაწყისში ვიყავით. - რა ნომერში? - თავაზიანად მეკითხება ტაქსისტი, მას მერე რაც რადიოს ხმას უწევს, რომელიც ჩემ და გასაკვირად გემოვნებიან სიმღერას ამღერებს. Ed sheeran-ის “Save myself”-ს. რომელიც თითქმის ჩემზეა. - აქ ჩამოვალ. - მოხუც მძღოლს ფულს ვაძლევ, ხურდას არ ველოდები და ტაქსიდან გადავდივარ. ჩემს სახლამდე ხუთი-ათი წუთის სავალია. გზას ნელა მივუყვები. 15 მარტის 23 საათია და გარეთ მანქანების მოძრაობა არ წყდება. ყოველი მათგაი საოცარი სისწრაფით მიჰქრის. ქუჩაში მხვდებიან მგზავრები, ბავშვები და მოხუცები. მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ არაფერზე. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ყოველი მათგანი ნეცრისფერი, რობოტული ცხოვრებით ცხოვრობს, მე კი ყველასგან განვსხვავდები. ამის გაფიქრება და ჩემი თავისადმი ზიზღის გრძნობა ერთი იყო. რადგან ეს ფიქრი, ყველაზე ქედმაღლურია, რაც ოდესმე თავში მომსვლია. ამის შემდეგ გამახსენდა ფრაზა: “Everyone you meet is fighting battle you know nothing about.”. ჩემს თავზე უფრო ვბრაზდები და ვცდილობ თავი გამვლელებზე ფიქრში გავივლო. ჩემსკენ მტირალი მოზარდი გოგონა ცრემლების წმენდით მოდის და სამყარო ისევ მაიძულებს შევიზიზღო მისი უაზრო ყოველდღიურობა, სადაც მოზარდი გოგონები ტირიან, შეყვარებულთან დასორების გამო… მოდის ქალი, რომელსაც სახეზე დალურჯებული ეტყობა, რომელზეც ერთი მეტრის სისქის მაკიაჟი უსვია, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს. მე კი სამყარო უფრო მეტად მზიზღდება და როგორც იქნა პასუხი კითხვაზე, რა უნდა ვიგრძნო… მე არ ვარ ვალდებული, ვიგრძნო რამე. თვით სამყარო რომ გამომეცხადოს მატერიალური, არსების სახით, არც მას ექნება უფლება, მითხრას რა უნდა ვიგრძნო. იმიტომ რომ ჩემი თავის ბატონ-პატრონი მე ვარ, მე კი ვირჩევ დავრჩე ცივი და უხეში. მირჩევნია დღეს, ხვალ და ყოველ მომდევნო დღეს, მეკომ ისევ დამალოს ყველაფერი თავისი სიუხეშითა და სიცივით, ისევე, როგორც ის ქალი მალავდა ყველაფერს ე.წ. “რუმიანით”. უკვე ჩემი სახლის კართან ვდგავარ. ვაღებ… - ბებიკო! - ბებო ხელებგაშლილი მორბის და მეხუტება. - ვწუხარ დედაშენის გამო. - კარგი… არ გეწყინოს, მაგრამ სამძიმარის მოსმენა არ მინდა. წადი. მე აქ ვიქნები. - იქ ყოფნა არ გინდა? - ალბათ ღამეც იქ დარჩებით ხო? - არამგონია შვილო… - წადი. - მას უკვე ეცვა. გზა დავუთმე ის კი სახლიდან გავიდა. თბილ სპორტულ ტანსაცმელს ვიხდი და ჩვეულებრივად ვიცმევ. ტელეფონის ხმა გამორთული მაქვს. უკვე რამდენი ხანია მისი ვიბრაციის ხმა მესმოდა. მამამ ისევ დარეკა. - მამა სახლში ვარ და ყველაფერი კარგადაა. ნუღა მირეკავ რა. ბებო მალე მანდ იქნება. - მიყოლებით ვამბობ და ვთიშავ. ალესგან ოცი მესიჯია მოსული: “სად ხარ?”, “მეკო, ნუ იმალები.”, “ყველაფერი კარგად იქნება”... და ბოლოს… “მხოლოდ ის მითხარი რომ კარგად ხარ.”. “კარგად ვარ.”. ვწერ და ვაგზავნი. ნიკუშას გვერდით მივუწექი. მას გაეღვიძა და მე ამომხედა. - მემე… - ამოიზმუვლა და მთელი ტანით მომეკვრა. მისმა პატარა შეხებამ ჩემში ერთდროულად ყველაფერი ააფორიაქა. რამოდენიმე წამის წინ სრულიად ცარიელი ვიყავი, ახლა კი აღარ ვიცი გრძნობებს თავი, როგორ მოვუყარო, რომ თავს ვუშველო. მისი პატარა თათი ხელზე მედება. მისი თითები, ჩემის ნახევარი იყო. განა ამ პატარა არსებამ რამე დააშავა. ვაძლევ სამყაროს უფლება გამანადგუროს მე… მაგრამ ვერ დავუშვებ მის ცუდად ყოფნას. ვერ დავუშვებ, მანაც ისე იგრძნოს თავი, როგორც მე ვგრძნობდი მთელი ბავშვობა და ახლაც… - ციდან გამოვიქეცი, შენთან გამოვიქეცი, წვიმად გადავიქეცი… - ვმღეროდი და სახეზე ცივი წვეთის მოძრაობას ვგრძნობდი. ცრემლი უცებ მოვიწმინდე, რადგან ვიცოდი, ნიკუშას ბოლომდე არ ეძინა. წამოჯდა და ბალიშ მიეყუდა. - ბებომ თქვა, რომ დედა წავიდა. მან დაგვტოვა. - ასეა. - პატარა დაბნეულ თვალებს აქეთ-იქით აცეცებს და ბოლოს მე მიყურებს. - მე რომ არ ვუყვარდი იმიტომ წავიდა? - ის არსად წასულა… უბრალოდ აღარ დაბრუნდება. - ეგ როგორ? - ის… ის უბრალოდ აღარ არის. - ბედნიერია? - ალბათ ჰო… - სიჩუმე. ნიკუშა ისევ დაწვა და პატარა ხელები კისერზე შემომხვიდა. - დედიკო მოკვდა? - ხო პატარავ. მოდი თქვი, რომ გარდაიცვალა. - ეს ხომ იგივეა? - მართალია. - იცი, დღეს ბაღში მასწავლებელი დედაზე გველაპარაკებოდა. და… მგონი დედაჩემი შენ ხარ. - გამეცინა და ცრემლები წამომივიდა. ახლა ნამდვილად დავიბენი. პატარა ნიკუშას მკლავები თავს დაცულად მაგრძნობინებდა. - პატარავ, დედა მას ჰქვია, ვინც გაგაჩინა. - მაგრამ… ყველაზე მეტად შენ გიყვარვარ, ყველაზე მეტად შენ მეფერები და შენ რზუნავ ჩემზე. - რზუნავ არა ზრუნავ… - თვლა შენ მასწავლე, სიმღერას მასწავლი… ყველაზე ლამაზი ადამიანი შენ მგონიხარ და შენ მიყვარხარ ყველაზე მეტად… დედაც ეს არ არის? - ხელები ძლიერად მომხვია. - დედა იმ ადამიანს ჰქვია, ვინც გაგაჩინა… მაგრამ აუცილებელი არაა, მეც ასე არ გიყვარდე. - შენც არა… შენ მიყვარხარ. - მამა? - არა. შენ…- ამოიდუდღუნა და თვალები დაეხუჭა ახლა მას ეძინა. მოვიშორე და ნორმალურად დავაწვინე, რომ გემრიელად დაძინებოდა. ვუყურებდი იმ არსებას, რომლისთვისაც ყველაფერს გავაკეთებდი. და რომელიც ერთადერთი მიზეზია იმისა, რომ მე ვცდილბ ძლიერი ვიყო და ყველაფერს გავუძლო. პატარა მკერდი ხან ზემოთ ეწევა ხან ქვემოთ. ლოყები წითლად აქვს შეფაკლული. გრძელი, შავი წამწამები კი ლოყებზე ასვენია. კარზე ზარი იყო. იქამდე ნელა მივედი და იმედი მქონდა, რომ ისინი არ იქნებიან… კარი გავაღე და… ალე. უხმოდ შემოვუშვი… შუა მისაღებში გაჩერდა და ჩემსკენ შემობრუნდა. არაფერი არ უკითხავს, მაგრამ მისი თვალები ყველაფერს მეუბნებოდნენ. ჩემს პრინციპს გადავაბიჯე და მისკენ გავიქეცი. მთელი ტანით ავეკარი და თავი მისი თავის ქვემოტ მოვაქციე. - არ ვიცი, რა უნდა ვიგრძნო. - კარგად ხარ? - მარტო ვარ. ახლა სულ… - მარტო აღარასდროს იქნები. გაიგე? შენ მარტო აღარასდროს იქნები! - შუბლზე მაკოცა და… არც კი ვიცი რა მოხდა… ერთი ამოვიხვნეშე და თვალებიდან ცრემლების მდინარემ ამოხეთქა. ჩავიკეცე და მუხლებზე დავჯექი. ისიც ჩემთა ერთად დაჯდა და თან დიდი მკლავებით ტანზე მიკრავდა. - არ მინდა შენი აქ ყოფნა. წადი. - ვეუბნები და თან გაუნძრევლად ვტირი მის მკლავებში. - რატომ? - ვიცი, რომ შემდეგში თუ რამე მოხდება, შენ აქ აღარ იქნები. მე არ უნდა შეგეჩვიო… შენ კი უნდა წახვიდე. - ეგ მაშინ იქნება, როცა მე მოვკვდები და შენ დაქვრივდები. - გაეცინა და მეც გამეღიმა. კარზე ისევ ზარი იყო. ცრემლები სწრაფად მოვიწმინდე და კარისკენ წავედი. მთელი ოჯახი შემოლაგდა. ქურთუკი ავიღე და ალეს დავუძახე. - მე წავედი. - მეკო! მოიცადე… - მამა უკან გამომყვა. - სად მიდიხარ? - არ ვიცი. - მაინც? - არ ვიცი… შეიძლება საბასთან ავიდე ან უბრალოდ ვიარო… - ფრთხილად იყავი. - კარგი. - ფული გაქვს? - საფულე ამოიღე და ფული გამომიწოდა. გამოვართვი და სახლიდან გამოვიქეცი. - მე ვიცი ახლა სადაც წავალთ. - თქვა ალემ და ხელი ჩამკიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.