შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნება (თავი 1)


9-04-2017, 14:48
ავტორი japara
ნანახია 1 606

მონატრება ყველაზე საშინელი გრძნობააო ამბობენ. ალბათ თქვენც ბევრჯერ გაგიგიათ ეს ბანალური და უკვე ყველა მხრიდან გაცვეთილი ფრაზა. ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვეულებრივი, ბანალური სიტყვები რეალობას ზუსტად აღწერს. ბევრი რამე განმიცდია ცხოვრებაში. კარგიც და ცუდიც. რა მოთვლის, ჩემს ცრემლებს, რომლებმაც ყინულის დედოფლად მაქცია, როგორც მიწოდებენ. რა მოთვლის ღიმილებს, რომელმაც ჩემი ყინული კიდევ უფრო გააცივა. მაგრამ ნამდვილ მონატრებაზე მძაფრი, მტანჯველი და სულის დამშრობელი არც ერთი გრძნობა ყოფილა. როცა გინდა დაინახო, შეეხო. მაგრამ არ არის აუცილებელი გენატრებოდეს ვინმე. ალბათ ეს უფრო ადვილი გადასატანი და მარტივი შესაგუებელია. აი სულ სხვაა როცა გენატრება სამშობლო, მით უმეტეს თუ მასზე ისე ხარ შეყვარებული, როგორც მე. ყველაზე დიდი საშინელებაა დილით გაღვიძებისას უკვე მეშვიდე წელიწადია ფანჯრიდან თბილისის ქუჩების დანახვა რომ მინდა. ვერაფერი გამინელებს იმ ტკივილს, რასაც ჩემი ენა და მამული ჰქვია. მეშვიდე წელია მინდა შევიდე მაღაზიაში და ქართულად ვთქვა: “გამარჯობათ”. როგორ მომენატრა ქართველი ხალხი. თვრამეტი წლის განმავლობაში თბილად რომ ვუყურებდი, მაგრამ მაინც ვამჩნევდი მათში ნაკლს. ვუსმენდი სხვების მოსაზრებას, რომ საქართველოში ხალხი ცივი და უგრძნობები არიან უცხოებისადმი. გავიდა შვიდი წელიწადი და მივხვდი, რომ ეს ყველაფერი მარტივი ტყუილი იყო. ყოველდღე ათასობით ადამიანს მაინც ვხვდები. ქუჩაში, უნივერსიტეტში, სამსახურში, მაღაზიებში, ბარებსა და რესტორნებში… და ყველგან გამალებით ვეძებ ნაცნობი სითბოთი გაჟღენთილ სახეებს. მინდა ხოლმე ქუჩაში მოხუცი ქალბატონი დავინახო, დავეხმარო და მითხრას მადლობა შვილო, კარგი გოგო ხარო. მინდა უბრალო ფერის დაკარგვისას სრულიად უცხო ადამინამა გულწრფელი მზრუნველობით მკითხოს ხომ კარგად ბრძანდებითო. მაგრამ ეს მხოლოდ სურვილია. აქ ყველა დაზომბირებული დადის. არავინ არავის უყურებს. როცა ვინმეს ისე მოვექცევი, როგორც სისხლში მაქვს გგამჯდარი ან გიჟი და ან კიდე ანგელოზი ვგონივარ.
ჩემი მანქანა დილით პროფილაქტიკაში მივაბარე და ტაქსი გავაჩერე: “ბროდვეის 185”. მოკლედ ვუთხარი და ჩავუხტი. ჩემს დანიშნულების ადგილზე ნიუ-იორკის იურიდიული სკოლაა (უნივერსიტეტი). მეშვიდე წელია იქ ვსწავლობ. პრაქტიკულად მეექვსე, რადგან ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ (ოთხ წელიწადში) აკადემიური ავიღე და ერთი წელი სხვადასხვა სფეროს შესწავლად დავუთმე. მერე მაგისტრატურაზე ჩავაბარე და ახლა ნიუ-იუორკის იურიდიული სასწავლებლის მაგისტრანტი, ახალგაზრდა ადვოკატი და სამშობლოს მონატრებული, ჯერ კიდევ პატარა გოგონა ვარ. უკვე 25 წლის ყინულის დედოფალი. არა. 18 წლის ბავშვი და 7 წლის ყინულის დედოფალი. ყველაზე მგრძნობიარე ადამიანი, ვინც ოდესმე შეგხვედრიათ, ამავე დროს ყველაზე უგრძნობიც. ყველაფერი მარტივადაა. მე არ ვტირი უცხოების გამო. მაგრამ შეიძლება ვიტირო ვინმეს სიტყვის გამო. საერთოდ არ ვარ დრამატული მაგრამ სიტყვა ის იარაღია, რომლითაც ნებისმიერს მოცელავ. ტაქსისტებს აქაც ჩვევიათ საუბრის გაბმა და ეს ძალიან მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ მყავს ჩემი სანაქებო “ლექსუსი”, მაინც ხშირად დავდივარ ტაქსით.
- ბროდვეის ას ოთხმოცდახუთი… ეგ ის სასწავლებელი არ არის? პატარა იურისტებს რომ ბადებენ.
- დიახ. მეც ერთ-ერთი ვარ.
- გამიგია, მანდ თურმე ერთი სწავლობს. სასწაულებს ახდენსო.
- მაინც?
- გუშინ რიჩარდსონის საქმე დაუმთავრებია. სამუდამო პატიმრობიდან 200 000იან ჯარიმაზე დაუყვანია სასჯელი.
- 350 000-იანზე. მე გახლავართ ეგ გმირი, მისტერ.
- მართლა? - ესპანური აქცენტით შეჰკივლა მსუქანმა, ულვასინმა ტაქსისტმა და მანქანა გააჩერა. - მოვედით სენიორა. 12 დოლარი. - ფული გავუწოდე და შევუსწორე.
- სენიორიტა, მისტერ.
- წარმატებები, სენიორიტა. - უკანასკნელ სიტყვას ხაზი გაუსვა და ადგილს მოსწყდა. სასწავლებელში შევედი თუ არა, ყველა გაჩერდა და ტაშის დაკვრა დაიწყეს.
- მადლობა! - ცივი ღიმილით ვთქვი და აუდიტორიისკენ გავემართე. ბოლო სემესტრის ბოლო თვის დასაწყისია. აუდიტორიასი შევაბიჯე სადაც ჩემი ეტალონი, ელიზაბეტ მაკ’კელი დამხვდა. ეს ქალი დამნაშავის ფსიქოლოგიას გვასწავლის. ისიც ცივი და უემოციო ჩანს, მაგრამ არაერთხელ მინახავს ბარში, ტეკილით ხელში. მაშინაც ცივი სახე ჰქონდა ხოლმე, მაგრამ თვალები ყველაფერს ყიდდნენ. ბოლო რამოდენიმე ასეთ შეხვედრაზე გამოველაპარაკე და კარგად გავიცანი. ეს ქალი არავის და არაფერს უღიმოდა. როცა აუდიტორიაში შევედი, შექების გაგება მინდოდა. მაგრამ არაფერი. ჩემი ადგილისკენ წავედი და დავჯექი. დაჯდომისას დავინახე, როგორ გამიღიმა თბილად და საოცარი ბედნიერებით გავიმსჭვალე. ის ჩემით ამაყობდა.
როგორც იქნა სამსახურიდანაც გამოვაღწიე. ოთხ ახალ საქმეზე ვთქვი უარი. ოთხზე! ჩემხელები თითოს დასდევენ. ეჰ, ლიზა… როდის ისწავლი ჭკუას? მაგრამ რა ვქნა? რაც უაზროა და რისი მოგვარებაც ნებისმიერს შეუძლია, არ ვიღებ. სამაგიეროდ ოთხივეს ვურჩიე იაფფასიანი ადვოკატები, რომლებიც გაუმკლავდებოდნენ მათ ქეისებს. უკვე საღამოს რვა საათია მე კი არაფრის თავი არ მაქვს. მძღოლმა პირდაპირ ჩემს სახლთან გამიჩერა. სამსახურიდანაა. ავიარე ოთხი კიბე და გასაღებით გავაღე სადარბაზს კარი. რომელიც სქელი მუხისგანაა გაკეთებული და რკინის ულამაზესი გისოსები აქვს ფანჯრებზე. სახლი პირველ სართულზე მაქვს. თუმცა სადარბაზოში 7 კიბის ავლა მაინცაა საჭირო. მოკრძალებულ ბინაში ვცხოვრობ. ერთი დიდი საძინებლით, სასტუმრო ოთახით, ერთი სამზარეულოთი და ორი სააბაზანოთი. ერთი სასტუმრო ოთახის გვერდით, მეორე ჩემს ოთახში. აქ ყველაფერი ძალიან საყვარელია ჩემთვის. თეთრი კედლები, შავი სავარძლები და მინის დაბალი გაზეთის მაგიდა. დრო არასდროს მქონია ჩემი გემოვნებით მომეწყო, ასე რომ ყველაზე მარტივი და დახვეწილი კომბინაცია შევარჩიე. დიდი ტელევიზორი, თეთრი ფარდები, რომლებიც პირდაპირ ჭერიდან ეშვება. შავი დიდი კომოდი, რომლის თავზეც გალაკტიონის დიდი შავ-თეთრი სურათი კიდია. გალაკტიონი პატარაობიდან მიყვარდა. ამას არ ჰქვია მხოლოდ სიყვარული. მის პოეზიას ვაღმერთებდი და მისი ცხოვრება კი უფრო მეტად მაყვარებდა თავს. საბრალო გალკტიონის. კომოდზე ქართული მაქმანებით მოქსოვილი ასევე შავ-თეთრი ტილო ეფინა. ერთერთ კედელზე წიგნის თაროები და “კლეტკის” ფორმის თაროებია ღვინისთვის. მიუხედავად სიმარტივისა, ფერებისა და ფორმების ნაკლებობისა, ოთახში შემოსვლისას მაინც იგრძნობა, რომ აქ ქართველი ცხოვრობს. ამას ღვინოების თარო ყველაზე მკაფიოდ ამბობს, რადგან თითოეულ ბოთლს ქართული ასოებით აწერია თავისი ჯიში და გამომცემელი კომპანიის სახელი.
უჭმელად შევედი საძინებელში და ლოგინზე მოწყვეტით დავეცი. ათი წუთის განმავლობაში განაბული ვიწექი და ჭერს მივჩერებოდი. არაფერზე ფირქის თავი მქონდა. და დიდად არც არასდროს ვფიქრობდი. არც წარსულზე, არც აწმყოსა და არც მომავალზე. წარსულს დიდი ხანი მივტიროდი და მეყო. მომავალს კი ჩემი ფიქრი ვერ შეცვლის, ამიტომ არც დათრგუნვად ღირს, და არც ტყუილი იმედების დასასახად. ათ წუთში ჩემი ტელეფონი აწკრიალდა.
- ლიზა, სად ხარ?
- სახლში. რა იყო?
- ჩაიცვი და ათ წუთში შენს სახლთან ვარ.
- რა ხდება?
- დაგავიწყდა იდიოტო? დღეს ჩემი ძმის დაბადების დღეა.
- რა გაყვირებს? ვიცმევ. - წამოვხტი და გამზადება დავიწყე. არასდროს არაფერი მავიწყდება და მაინცდამაინც დღეს მომინდა. შვიდი წლის განმავლობაში ქართველი მეგობრები არ მინახავს. მაგრამ მაინც ყოველდღურად ველაპარაკებოდი. შეძლებისდაგვარად. აქაც ბევრი მეგობარი გავიჩინე. აქაურები კონტაქტური ხალხი აღმოჩნდნენ. წელამდე შავი შარვალი, მოკლე, გაშვებული თეთრი ბრეტელებიანი ტოპი, შავი ქუსლიანი სანდლები ჩავიცვი და ჩანთაში საჭირო ნივთები ჩავყარე. ეზოდან მანქანის შეუწყვეტავი სიგნალის ხმა გავიგე. ეგრევე მივხვდი, რომ ანაბელი იყო.
ცხრაზე ბარის კარები შევაღეთ და შევაბიჯეთ. ჩანთიდან სებასტიანისთვის განკუთვნილი საათის პარკი ამოვაძვრინე და გავუწოდე.
- გილოცავ საბა! - გადავეხვიე და ლოყაზე მაგრად ვაკოცე.
- მომწონს ჩემი სახელის ეგ ვერსია.
- ქართული ვერსია. - შევუსწორე და დიდ მაგიდას მივუჯექი. ბევრი ხალხი არ იყო. სებასტიანი, ანაბელი, მე, მათი ბიძაშვილი მარკუსი და საბას შვიდი მეგობარი ბიჭი.
- გაიცანით, ეს ჩემი გადარეული დისთვის შეუფერებლად კარგი მეგობარი, ელიზაბეთია.
- ლიზა. - გავიღიმე და მაგიდა მოვათვალიერე. სასმელები არ მომეწონა და ბარისკენ წავედი.
- გამარჯობათ, რა ღვინოები გაქვთ?
- აქ ცნობილი არაფერია გოგონი.
- ცნობილს არც ვეძებ.
- აი ესენი - ხელი თაროსკენ გაიშვირა - და… სამი ბოთლი გვაქვს კიდევ. პატარა ქვეყნიდან. არამგონია იცოდეთ, მაგრამ ძვირფასი ღვინოები კია.
- ქვეყანა? ღვინის ჯიში? ილაპარაკეთ.
- საქართველო. - ჩემი ქვეყნის გაგონებაზე სახე გადამიბრწყინდა.
- მართლა? - ძლივს ამოვიკნავლე და ბარმენს აცრემლებული თვალები შევანათე.
- კარგად ხართ?
- დიახ. ღვინო მომეცით. - ცივად ვუთხარი და ფული გადავიხადე.
მთელი საღამოს განმავლობაში მოწყენილი ვიჯექი. არაფერი მეტყობოდა. უკვე თორმეტი იყო. ყველა იდგა და ცეკვავდა. მე კი ვიჯექი. ხელში ღვინის ბოტლი მეჭირა. მარკაზე კახეთის ვენახები ეხატა. ხელში ვატრიალებდი და ვაკვირდებოდი ულამაზესი ფორმის ქართულ ასოებს. “საფერავი”. როგორ მინდა ახლა იქ ვიყო. დავრბოდე ვენახებში, ან თბილისის ქუჩებში დავსეირნობდე. ან ისევ ჩამოვრბოდე საშინელ დაღმართზე, რომ სახლიდან სკოლამდე მივიდე. გვერდით ვიღაცის დაჯდომამ გამომაფხიზლა.
- ვიცეკვოთ. - სებასტიანის მეგობარმა ხელი გამომიწოდა.
- არ მინდა. მადლობა.
- რატომ?
- არ მინდა და იმიტომ. - ცივად ვუთხარი და მკაცრი სახით შევხედე.
- იცი, ჩუმად იჯექი და მოვედი. გავახალისებ-თქო. მაგრამ… მეზიზღება შენნაირები! - ზიზღით მითხრა ისე, რომ თვალს არ მაშორებდა. მე კი ისევ ბოთლს ვუყურებდი. ამ სიტყვების შემდეგ ჩემი მზერა ახლა მასზე გადავიტანე და ცინიკურად გავუღიმე.
- მართლა? და როგორი ვარ მე?
- ცივი, უხეში, უგულო და მუდო!
- 5 წუთიც არაა რაც შემხვდი!
- ხო… და უკვე გეტყობა… ოდესმე რამე გიგრძვნია მაინც? - გაბრაზებული წამოხტა და გავარდა. მეც არ ვიცი რატომ, მაგრამ უკან გავეკიდე. უკვე სიგარეტს ეწეოდა, როდესაც დავეწიე.
- ადამიანებს ყოველთვის ასე განსჯი?
- არა. მაგრამ შენს შემთხვევაში ყველაფერი ნათელია.
- იცი რა…? - დავიწყე განრისხებულმა მაგრამ იქვე დავმშვიდდი. - არ ვარ ვალდებული რამე აგიხსნა! - შევბრუნდი და ისევ ბარის შესასვლელისკენ გავემართე.
- უგულო ძუკნა! - მომაძახა. მე საპირფარეშოსკენ გავებართე.
- ხეპრე, დებილი, უაზრო, გაუნათლებელი, გამოუსწორებელი, ამპარტავანი! მეც რას ვიშლი ნერვებს? ან რა მაგისი საქმეა! ესეიგი ცუდ ხასიათზე თუ ხარ ადამიანი უგულო ხარ. - სახეზე წყალი შევისხი და შევიმშრალე. - ოდესმე რამე თუ გიგრძვნიაო. ნეტავ ყველაფერი ერთ დღეში განიცადოს, რაც კი მე მიგრძვნია! ჯანდაბა! - გაბრაზებულმა ვიყვირე და ბარისკენ წავედი. ვაჟბატონმა მკლავში ხელი წამავლო.
- გაბრაზდი? როგორც ჩანს რაღაცას ვგრძნობთ, არა?
- არაფერი იცი!
- გამოვიცნო? ალბათ მამიკოს უყვარხარ და გივლის. არასდროს არაფერი მოგკლებია არა? მეც ასე ვარ. ხოდა მოდი ასე ერთად ვიყოთ! მაგრამ შენ ყოველთვის ჩემზე უარესი იქნები! - ახლა მართლა გამეცინა.
- რამ გაგამწარა ასე? რატომ ხარ ასეთი კომპლექსიანი? - ხელი შემიშვა მე კი ბართან დავჯექი. უკან რომ მოვიხედე წასული იყო. - ტელევიზორს აუწიეთ თუ შეიძლება! და არაყი. - ბარმენმა ჩემი შეკვეთები შეასრულა. თამაში გადიოდა, რომელიც შუაში გაწყდა და საინფორმაციო გამოშვება ჩაირთო. ის თავხედი ახლა უკვე გვერდით მეჯდა.
- სასწრაფო საინფორმაციო გამოშვებით გატყობინებთ, რომ ექვსი წლის წინანდელი საჰაერო კატასტროფის მიზეზი გაირკვა. ჩვენ ვიცით, რომ ზუსტად ექვსი წლის წინ 12 აგვისტოს ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელიც...- ყურთა სმენა გამიწყდა. თავში ყველაფერი ამერია. სახეზე ხელები ავიფარე და გავითიშე. ყველაფერი ისევ თვალწინ დამიდგა. ყველა და ყველაფერი გულს მირევდა. ჩემებმა, დედამ და მამამ სიურპრიზის გაკეთება გადაწყვიტეს და… ის დამპალი თვითმფრინავია! მათზე ლაპარაკობდნენ! ჯანდაბა! ჯანდაბა! ყველაფერი თავიდან იწყება? ისევ უნდა გამახსენონ?
- ჯანდაბა! - აღმომხდა და ახლაღა შევამჩნიე, რომ ცრემლებს მთელი სახე დაესველებინათ. ვიღაცამ ხელები მაჯებში ჩამკიდა და სახე გამითავისუფლა.
- კარგად ხარ? - შეშინებულმა მკითხა. მისი ხელები უხეშად მოვიშორე და საპირფარეშოში გავიქეცი. კარი საგულდაგულოდ გადავკეტე. სარკეში ჩავიხედე.
- ლიზა! ტირილი არაფერს შეცვლის! ისინი მოკვდნენ და დამთავრდა! მორჩა ლიზა! მორჩა! გაჩერდი!- ვიკივლე და ადრენალინმოზღვავებულმა სარკეს მუშტი მთელი ძალით გავუქანე. ხელი სულ დამესერა. კანში ერთი ნამსხვრევი ჩამრჩენოდა, ხელით ნელა ამოვიღე და ისტერიკული ტირილი ამიტყდა. - რას მერჩით? დავაშავე რამე? დავაშავე? ყველა ფა ყველაფერი წამართვით და აქაც არ მაცადოთ ცხოვრების დაწყება! - ვბურტყუნებდი ქართულად, რომ არავის გაეგო. წყალს ხელი შევუშვირე და ამ დროს კარზე ბრახუნი გავიგე.
- ლიზა! კარგად ხარ? ლიზა! - ის თავხედი მთელი ძალით აბრაგუნებდა.
- კი! - ცრემლნარევი და სასოწარკვეთილი ხმა ვერ გავაკონტროლე და ისე ამოვიხავლე.
- კარი გააღე, ლიზა!
- კარგად ვარ-მეთქი! შემეშვი!
- ხოდა დამენახე! - ბრახუნს არ წყვეტდა. გაჭრილი ხელი უკან ამოვიფარე და კარი შევაღე.
- კარგად ვარ-მეთქი. რა გინდა? - ბიჭს სახე გაუფითრდა და ისე მომაშტერდა.
- ლიზ…
- რა გინდა?! - ხმა ისევ გამიცივდა და ისე ვუყვირე.
- მაისურზე სისხლი გაქვს. - მითხრა და მუცელზე ხელი ნელა შემახო.
- ცხვირიდან წამომივიდა. არაფერია. - ცივად ვთქვი და კარის დახურვა დავაპირე.
- სახე სუფთა გაქვს ლიზ…
- დავიბანე.
- მშრალია.
- შემეშვები? - ბიჭმა კარი უხეშად შემოაღო და შემოვარდა. სარკის დანახვისას გაშეშდა და უცნაური მზრუნველი თვალებით გამომხედა. - ხმა არსად ამოიღო! გაიგე?
- რა მოხდა?
- არავისთან არაფერი თქვა! ვითომ არ გინახავს. გაიგე…
- ივა…
- რა?
- ივა. ივანე მქვია. - ამ სახელის გაგონებისას ადგილს მივეყინე და ნაბიჯი უკან გადავდგი. - უცნაური სახელია არა? - კარი ჩაკეტა და ხელი მაჯაში ჩამკიდა. ონკანამდე მიმიყვანა და ჭრილობის მორეცხვას შეუდგა. მერე სააბაზანოში მყოფი ხის დიდი კარადიდან სასწრაფო დახმარების ყუთი გამოიღო და ხელზე რაღაცეები წამისვა და დამასხა, ბოლოს შემიხვია. ორივე ჩუმად ვიყავით. ის ხელს მიხვევდა მე კი ისევ ვფიქრობდი. ჯერ ჩემი მშობლების სიკვდილი შემახსენეს, ახლა კი მეორე ტკივილი. საქართველო. ივანე? ეს ბიჭი ან რუსი უნდა იყოს ან ქართველი, მაგრამ… მისი სახე… მისი თმა. გიშერივით შავი ტალღოვანი თმა უკან გადაეწია, თოვლივით თეთრ კანზე საოცარ კონტრასტს ქმნიდნენ წითელი საშუალო ზომის ტუჩები, ოდნავ შევარდისფრებული ლოყები და ღია ნაცრისფერი თვალები. ხელზე ნაზად მეხებოდა და უცებ კმაყოფილად გაეღიმა. - კიდევ დიდხანს უნდა მათვალიერო?
- ივანე?
- ხო. უცნაურია?
- ივა… - თავი დავხარე და მაქსიმალურად შევეცადე არ მეტირა. - შენ ქარ… საიდან ხარ? - სახეზე სისხლი მომაწვა. როგორი იმედი მქონდა, რომ თან საქართველოს იტყოდა, თან არა.
- არამგონია იცოდე. ულამაზესი კუთხიდან. იცი, პოეტები სამოთხის ნაგლეჯს ეძახდნენ.
- მართლა?
- კი… ღვინო გვაქვს საოცარი. წეღან რომ სვამდი ისიც…
- ქართველი ხარ ივა? - ამოვისლუკუნე და მის თვალებს ჩავაჩერდი. ბიჭმა გაოცება ვერ დამალა და ნიკოფსიიდან დარუბანდამდე ღიმილი გადაიკრო.
- იცი საქართველოზე?
- მეც ქართველი ვარ. - გავიღიმე და ძირს დავიხედე, რომ ჩემი სახიდან ჩამოვარდნილი ცრემლი დამემალა. ხელებით სახე დამიჭირა და ცრემლი მომწმინდა.
- გინდა ვილაპარაკოთ? - ახლა უკვე ქართულად მკითხა. რამდენი ხანია არავისგან გამიგია ქართული. ქართველ მეგობრებსაც მხოლოდ ვწერდი. არავის ვურეკავდი. ახლა კი არც კი მჯეროდა, რომ ვიღაც მართლა ამ ღვთიურ ენაზე მელაპარაკებოდა. ცრემლები წამსკდა. ივანე მომეხვია და თმაზე მომეფერა. მე უცებ მოვიშორე და ცრემლები შევიმშრალე.
- არაა საჭირო. - ცივად ვთქვი და გავედი. ჩემი ჩანთა ავიღე და ანაბელისკენ გავემართე.
- იტირე? - იკივლა დამინახა თუ არა.
- მაპატიე. შეუძლოდ ვარ და… უნდა წავიდე ბელს. - მწყვეტით გადავოცნე და უკან შევბრუნდი. შევბრუნდი თუ არა ჩემზე მაღალ სხეულს ავეკარი. ივანემ მაჯაში ჩამავლო ხელი, როგორც იცის ხოლმე და გასასვლელისკენ გამაქანა.
- ისევ ცივი უნდა იყო?
- მე ასეთი ვარ.
- დარწმუნებული ხარ ლიზ?
- კი. - დაბნეულმა ამოვიდუდღუნე და დასჯილი ბავშვივით ძირს დავიხედე.
- არა. - ხელი წელზე მომხვია და მიმიხუტა. - შეგიძლია მელაპრაკო ლიზ…
- შენ არც კი მიცნობ.
- გაგიცნობ.
- რატომ ირთულებ ცხოვრებას?
- ის უფრო გამირთულებს, თუ მე შენ ყოველდღე აღარ გნახავ, პატარავ. - გამიღიმა და მანქანის კარი გამიღო.
************************
დღეს დამარტყა თავში და დავიწყე. რაც შეეხება ლელო-ს რაღაც არაფერი მომდის თავში და აუცილებლად დავდებ ბოლო თავს, ოღონთ როდის არ ვიცი. მაპატიეთ!!! შემაფასეთ და რავიცი რავიცი... გავაგრძელო?



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

გაააააააააგრძეეეეეეეეელეეეეეეეეეეეეეეეე ;)

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგია,მაგრამ ლელო აუცილებლად დაასრულე რა.
--------------------
ლანა

 


№3  offline მოდერი ენემი

საოცრებაა :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent