სამი გზა (თავი 5)
ოლიკომ წამით გაიფიქრა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების გამო დათა ელანდებოდა. თვალები მოისრისა და უფრო ახლოდან დააშტერდა ბიჭს. ამ უკანასკენლმაც გოგონას მოახლოვებულ სახესთან კიდევ უფრო მიაახლოვა მისი სახე და როცა ოლიკო დარწმუნდა, რომ ნამდვილი დათა იდგა მის წინ, სახეზე ალმური მოედო. წლების ნაგროვებმა ბოღმამ და ბრაზმა სწორედ იმ წამს ერთად მოიყარა თავი გოგონაში და გამწარებულმა მთელი ძალით ჰკრა ხელი მის წინ აღმართულ ახალგაზრდა მამაკაცს. დათა ოდნავ შეტოკდა ადგილზე, შემდეგ კი ხელი მაგრად ჩაავლო გოგონას მომუშტულ მკლავებს და მისკენ მიიზიდა. დაიხარა, ყურთან შეახო ტუჩები. -უბრალოდ, დამელაპარაკე. -მოესმა გოგონას ყურთან ცხელი ჰაერის დუღილი. თვალები დახუჭა, ამას ვეღარ გაუძლებდა. ყურებში ჩაღვრილი დათას ცხელი სუნთქვა მთელს სხეულზე მოედო და ალკოჰოლის გამაბრუებელ ჟრუანტელში გაიჟღინთა. სულ მოუდუნდა კუნთები, ძალა მთლიანად გამოეცალა და გრძნობდა, რომ სადაცაა ჩაიკეცებოდა. უნდა გაეხსენებინა... ყველაფერი უნდა გაეხსენებინა... იმ ტკივილზე, იმ ბოღმაზე უნდა ეფიქრა, რომელსაც წლები დაატარებდა გოგონა დათას გამო. უნდა შეზიზღებოდა ეს პიროვნება, ძალა უნდა მოეკრიბა. გაახსენდა, როგორ ამჯობინა სხვა ოლიკოს და წარმოიდინა, როგორ ეხებოდა სხვას იმ ხელებით, რომლითაც მის მკლავებს იყო ჩაბღაუჭებული ახლა და ამის წარმოდგენით გამოწვეულმა ზიზღმა, უსაშველო ძალა მისცა. მკლავები შეანჯღრია, უფრო ძლიერად მომუშტა ხელები და სცადა თავი გაეთავისუფლებინა. -გამიშვი! არ მომეკარო! ხელი გამიშვი, ახლავე! -უყვიროდა გოგონა, ისე რომ თვალებში არ ჩაუხედავს მისთვის, მაგრამ დათა უფრო ძლიერად უჭერდა ხელს და უფრო მაგრად იკრავდა სხეულზე. ბიჭს გული სწრაფად უცემდა, ნესტოები დაჰბერვოდა, ტუჩები მჭიდროდ მოეკუმა და მხოლოდ ნესტოებიდან უბერავდა გაძლიერებული სუნთქვა. გოგონა დაიღალა ამაო თავის გათავისუფლების მცდელობით და მოეშვა. გახსნილი ტუჩებით, სწრაფად სუნთქავდა და როდესაც შუბლზე დათას შუბლის შეხება იგრძნო, გულმა უფრო სწრაფად დაუწყო ძგერა. ბიჭმა კი სიმწრით მოკუმული ტუჩები შვებით გახსნა, თვალები დახუჭა და სუნთქვა შეუნელდა, დაუმშვიდდა. ოლიკოს მკლავებზე ჩაბღაუჭებული ხელები მოადუნა და ნაზად აუსრიალა თითები მხრებისკენ. გოგონას ეკლებმა დააყარა მთელს სხეულზე და როცა გააანალიზა, რომ დათას დაბმული აღარ ჰყავდა, ძალა მოიკრიბა, მოსწყდა ბიჭის სხეულს და მოცეკვავეთა ბრბოში გაუჩინარდა. დათა ერთხანს გაშეშებული იდგა, ვერ გაეგო რა გრძნობა დაეუფლა. ვერ მიხვდა რას ნიშნავდა ეს ქალი მისთვის, რატომ მივიდა მასთან?! გაურკვევლობაში ვერ დატოვებდა თავის თავს, აუცილებლად უნდა ჩაეხედა ოლიკოს თვალებში და გაეგო, რატომ აფორიაქებდა ეს გოგო. რა ჰქონდა მას ისეთი, რომ ასეთ ეიფორიას ჰგვრიდა მას?! დათას ყველაფერი ჰქონდა, რაც ახალგაზრდა მამაკაცებს სურთ: გარეგნობა, გოგონები, მანქანა, გართობა, ფული... ცხოვრებას ყოველთვის მარტივად უყურებდა, იწყებდა ურთიერთობებს და როცა მობეზრდებოდა, უპრობლემოდ წყვეტდა მათთან თამაშს, ისე რომ სინდისიც კი არ აწუხებდა და ახლა, ახლა რა მოხდა? ოთხი წლის წინ ვიღაც გოგო უყვარდა და ოთხი წლის შემდეგ. იგივე გოგომ ააფორიაქა. ამას არ დაუშვებდა დათა, არ მისცემდა არავის უფლებას მის გრძნობებს შეხებოდა და მისი იდეალური ცხოვრება ერთ წამში შეეტრიალებინა. კეფაზე ხელები იგრძნო ბიჭმა, შემდეგ ტუჩებზე ტუჩების შეხება, თვალი გაუსწორა, სალომე იყო. დააკვირდა მას და ცდილობდა დაენახა მასში მიმზიდველი ქალი, როგორსაც ხედავდა თუნდაც რამოდენიმე საათის წინ, თუმცა არ გამოუვიდა. მიხვდა, რომ თავს აძალებდა და ვერ აიტანა ამ ქალის შეხება. ვერ აიტანა, რადგან ეგონა რომ მის სხეულზე დანატოვებ ოლიკოს სურნელს ფარავდა ეს ქალი და ინსტიქტურად მოიშორა. გოგონას სახე მიეყინა, ამას არ ელოდა დათასგან. მიხვდა, რომ რაღაც ისე აღარ იყო და იჭვნეულად ჩააშტერდა. ბიჭი კი წარბებშეკრული უყურებდა, აკვირდებოდა სალომეს და ცდილობდა გაერკვია, რატომ აღარ ეჩვენებოდა იმდენად სასურველად ეს ქალი?! ოლიკო საპირფარეშოში შევიდა, ცივი წყალი შეისხა და ცდილობდა გონებაში ქრონოლოგიურად დაელაგებინა ყველაფერი, რაც დღეს მოხდა. სარკეში აკვირდებოდა თავის თავს. ოდნავ უკან დაიხია, მუცელზე მოიკიდა ხელები, შემდეგ მკლავებზე, კეფაზე... ეხებოდა ყველა იმ წერტილს, სადაც დათას კანი მოხვდა. თვალები დახუჭა, მისი სურნელის გახსენება მოუნდა, თვალები აეწვა და როცა გაახილა, ცხელი წყლის ბურთი გადმოუგორდა. ახლოს მივიდა სარკესთან და თავის თვალებს ჩააშტერდა, იქნებ იქ მაინც ეპოვა პასუხი?! რა ხდებოდა მის თავს, ნუთუ დრო ყველაფრის მკურნალი არ არის? რატომ გაახსენდა ის ტკივილი? და რატომ გრძნობდა თავს ზუსტად იგივენაირად, როგორადაც ოთხი წლის წინ? ბეჭედს დახედა, ერთხანს უაზროდ აკვირდებოდა, არაფერზე ფიქრობდა, მერე კი თავი მოღალატედ იგრძნო. იგრძნო, რომ ზურას უღალატა იმის გამო, თუ რასაც გრძნობდა ახლა. თავი უნდა აერიდებინა დათასთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ცუდად დამთავრდებოდა. დათა უარესად ატკენდა ოლიკოს და ოლიკო ვეღარასოდეს დაიწყებდა ამის შემდეგ ახალ ცხოვრებას. უნდა დაეფასებინა ის, რაც ცხოვრებამ აჩუქა იმ ტკივილის შემდეგ, რაც დათამ მოუტანა. ზურა უნდა დაეფასებინა! ზურა არასოდეს ატკენდა ოლიკოს, ზურა გაუფრთხილდებოდა, ზურა არ უღალატებდა, ზურას ეყვარებოდა, ზურასთვის მხოლოდ ოლიკო არსებობდა... სწრაფად შეისხა ისევ ცივი წყალი, ღრმად ჩაისუნთქა, ბეჭედს აკოცა, თითქოს ფიცი მისცა, რომ დაიცავდა ამ ბეჭდის მიზეზს და სწრაფად გავიდა. ცეკვის დასაწყისში, ტატა თვალებით ეძებდა დათას, თუმცა როდესაც რამოდენიმე ბიჭმა მასთან ცეკვა სცადა და სხვადასხვა კომპლიმენტებით შეამკო, დათა სულ გადაავიწყდა და თავით გადაეშვა ფლირტის ხელოვნებაში. ცეკვავდა გაპრანჭვით, თავი ფრთიანი ანგელოზი ეგონა, მოსმენილ კომპლიმენტებს პირდაპირი მნიშნველობით და გადაჭარბებით ღებულობდა და თავის პატარა გონებაში ზღაპრულ ფანტაზიებს ხლართავდა, იმ წამს ყველაზე ბედნიერი იყო. თეკლე ყველასგან განცალკავებით, გასასვლელთან ახლოს ცეკვავდა, ვერ იტანდა ზედმეტ შეხებას. გრძნობდა მამაკაცების მზერას და ეს უფრო თავდაჯერებულს ხდიდა მის მოძრაობებს, თუმცა მასთან გამოსალაპარაკებლად მისულ ბიჭებს ცივად, სარკასტულად მოუჭრიდა და მარტივად აღწევდა თავს. როცა მისკენ თითქმის მორბენალი ოლიკო დალანდა, თეკლემ მაშინვე შეწყვიტა ცეკვა და მისკენ გაქანდა. ოლიკომ შხუილით ჩაუქროლა და მოაძახა „გარეთ დაგელოდებითო.“ თეკლემ ღრმად ამოიხვნეშა და მობეზრებულად ჩაიბურტყუნა, ტატა უნდა მოეძებმა. მგონი არეულ სახლში ნემსის ყუნწს უფრო მარტივად იპოვნიდა, ვიდრე ამდენი ბიჭების გარემოცვაში ტატას. თვალების მოძრაობას თავს აყოლებდა და მოცეკვავეებს შორის იჭყიტებოდა, ტატას ვარდისფერი კაბა რომ შეემჩნია. ძლივს გაძვრა მოცეკვავეებს შორის. რამდენიმეწუთიანი უშედეგო ძებნის შემდეგ კი, ტატა ვიღაც ბიჭზე აწებებული დალანდა, როგორ ვნებიანად კოცნიდნენ ერთმანეთს. თეკლემ თვალები დაქაჩა, სწრაფად მივარდა გოგონასთან და მკლავზე მოქაჩა. -რას აკეთებ, ეეეე... -თეკლესკენ წამოიწია ბიჭი. -ჩემი თეკლე. -კისკისით შემოეხვია ტატა გოგონას კისერზე და მთელი ძალით დააწვა ალკოჰოლისგან გაბრუებული. ბიჭი ხელს არ უშვებდა ტატას და თავისკენ ქაჩავდა, თეკლემ კი მთელი ძალით ამოსცხო წიხლი ფეხებს შორის და სანამ ეს უკანასკნელი ბღავილს მორჩებოდა, როგორც შეეძლო სწრაფად გაათრია ტატა იქედან. გოგონა თავ-ბედს იწყევლიდა გულში. მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი რომ მეორე დღეს ლექციას წაუკითხავდა ტატას, თუმცა იმაშიც ეპარებოდა ეჭვი, რომ ეს რაიმე შედეგს გამოიღებდა მასთან. ძლივს, ქოშინით გაიყვანა ტატა გარეთ. ოლიკომ, თეკლეს მხარზე უგონოდ გადაკიდებული ტატა რომ დაინახა, მაშინვე გაიქცა მათკენ და მის აყვანაში მოეხმარა. ტაქსი გააჩერეს და ძლივს ჩასვეს გოგონა. თავად აქეთ-იქეთ მოუსხდნენ. -მგონი ჯობს ჩემთან წავიდეთ. ამას სახლში ასეთ მდგომარეობაში ვერ მივიყვანთ, რას იფიქრებს დედამისი?! -უთხრა თეკლეს ოლიკომ. -ჰო, მამაჩემმა ისედაც იცის, რომ დღეს შენთან ვრჩები. დედამისმა რომ დაურეკოს, რა ვქნათ? -სახლში რომ მივალთ, დუშის ქვეშ დავასვენოთ, იქნებ გონზე მოვიდეს. -ფხუკუნით უპასუხა ოლიკომ და შემდეგ ორივემ ომახიანი სიცილი ატეხეს. მანქანის ყოველ დატორმუზებაზე, ტატა თავით ძვრებოდა წინა სავარძლებს შორის და გოგონებს ძლივს გამოჰყავდათ იქედან. ოლიკოს სახლში რომ მივიდნენ, უკვე ღამის 2 საათი სრულდებიდა, მშობლებს და ნატალიას ეძინათ, ილიკო კი ჯერ არ დაბრუნებულიყო. გოგონები ფეხაკრებით შევიდნენ სახლში, ტატა აბანავეს და ლოგინში ჩააწვინეს. მათდა გასაკვირად, ტატას დედას არ დაურეკავს და ამიტომ სამივენი ძილის ბურანში გაეხვივნენ. *** ორშაბათი 13:00 ოლიკო, თეკლე და ტატა უნივერსიტეტის ფერად ბუფეტში ისხდნენ და ყავას სვამდნენ. თეკლე არ წყვეტდა ტატასთვის შენიშვნების მიცემას ყოველ ჯერზე და ალბათ მეასედ უხსენებდა კლუბში მომხდარ ამბავს. ტატას გულთან ოდნავადაც არ მიჰქონდა თეკლეს სიტყვები, დამნაშავესავით მოიკნუტებოდა და მეორე წამს აღარც კი ახსოვდა მეგობრის დარიგებები. წამდაუწუმ პასუხობდა თაყვანისმცემლების შეტყობინებებს და დროდადრო წამოიკისკისებდა მათ მონაწერებზე. ბოლოს, თეკლემ ტელეფონი წაართვა და გააფრთხილა, რომ იქამდე არ დაუბრუნებდა, სანამ ბუფეტიდან არ გავიდოდნენ. ოლიკოს მათი შემხედვარე ჩუმი ფხუკუნი უტყდებოდა და თეკლე თვალებს უქაჩავდა, რადგან ტატასთან ერთად გაცინება არ იყო კარგი იდეა, საერთოდ ვეღარაფერს შეიგნებდა მერე. ტელეფონი წაერთვა ტატას, მაგრამ ამჯერად სხვა ობიექტი გამოჩნდა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მისთვის, ვიდრე თაყვანისმცემლების შეტყობინებები. -ვაიმე, შემოვიდა... -ჩუმად წამოიკივლა ტატამ. თეკლემ და ოლიკომ ფრთხილად გაიხედეს მარჯვნივ და დათა დაინახეს, კვლავ იმ ლამაზმანისთვის გადაეხვია ხელი და უდარდელად მოდიოდა. ჩუმი მზერა გამოაპარა ოლიკოსკენ და ცალყბა ღიმილით თვალი ჩაუკრა. ოლიკოს გული შეეკუმშა, როგორ შეეძლო ისე დაეჭირა ბიჭს თავი, თითქოს ორი დღის წინ არაფერი მომხდარა?! შეზიზღდა თავისი სხეული, იმ ხელებით რომ ეხებოდა დათა, რომლებითაც ახლა სხვას. სისხლი აუდუღდა, ღრმა სუნთქვა დაიწყო და ყოველ ამოსუნთქვაზე უცნაურ, ყრუ ბგერებს აყოლებდა სუნთქვას. დათა და თავისი ლამაზმანი ზუსტად ოლიკოს პირდაპირ დასხდნენ, მიუხედავად იმისა რომ სხვა ადგილები თავისუფალი იყო. სალომე ოლიკოსკენ ზურგით იჯდა, ხოლო დათა პირდაპირ გოგონას მზერას ეჩეხებოდა. თავისდაუნებურად, თვალები ეპარებოდა ბიჭისკენ, მაგრამ არცერთხელ არ უგრძვნია მისგან მომავალი მზერა. ამან სულ წაშალა გოგონა, საკუთარი გულის ბაგუნი ისე აშკარად ესმოდა, ეგონა რომ შიგნით ვიღაც დიდ უროს ურტყამდა გულზე გამალებით. სახეზე ცივმა ოფლმა დაასხა, ფეხები მიეყინა. სხეულს თითქმის ვეღარ გრძნობდა, მხოლოდ გულის დამაყრუებელი ბაგუნი ესმოდა ყურებში. -მე უნდა ავიდე, ლექცია მაქვს. -ძლივს ამოილუღლუღა ოლიკომ. თეკლე ყველაფერს მიხვდა და ტუჩების კვნეტით თავი დაუქნია. -მოიცა, ჯერ არ გაქვს შენ ლექცია. -გაკვირვებით გახედა ტატამ. -ხო, ლექტორთან უნდა გავარკვიო, რაღაც ვერ გავიგე და... -ძლივს მოაბა თავი რაიმეს თქმას ოლიკომ. -რა ვერ გაიგე? მე აგიხსნი, ყველაფერი გავიგე. -არ ეშვებოდა ტატა. -ვაიმე ტატა, გაჩუმდი. საქმე აქვს ადამიანს. -შეჰყვირა თეკლემ და ტატაც დამნაშავესავით მიიკნუტა. ოლიკომ გაუღიმა ტატას, მივარდა და ლოყაზე აკოცა. მერე კი სწრაფად გავიდა ბუფეტიდან. -ხო კარგი, ნუ მიყურებ ეგრე. -დამნაშავესავით წამოცდა თეკლეს ტატას მისამართით, როცა ტატას თითქმის მომტირალ სახეს ვეღარ გაუძლო და მაგრად მიიხუტა ეს თავნება და ენატარტალა თოჯინა. *** ოლიკომ აკანკალებული და თითქმის გრძნობადაკარგული სხეული ძლივს აიტანა მეორე სართულზე და კედელს გაუყვა საპირფარეშოსკენ. ცივი წყალი უნდა მიესხა და ოდვავ დამშვიდებულიყო. თეკლეს სიტყვები გაახსენდა, როცა უთხრა თვალი მიეჩვევა დათას და გაგეცინება ახლა, რომ გეშინიაო. ნეტა როდის მიეჩვევა თვალი? ნუთუ ყოველ მის დანახვაზე უფრო და უფრო გაძლიერებული წვა უნდა იგრძნოს გულში ოლიკომ? როდის ჩაივლის ეს ყველაფერი? ... ძლივს შეათრია საპირფარეშოში ფეხები და სარკესთან მივიდა, როცა მის უკან კარი ჯახუნით დაიკეტა. გოგონა შეშინებული შემოტრიალდა, მის უკან დათა იდგა. წარბებშეკრული უყურებდა თვალებში, ოლიკომ მზერის შინაარსი ვერ გაიგო და შიში ჩაუდგა, მთელი ტანით აეკრო ნიჟარას და ხელებით ჩამოეყრდნო, რომ იქვე არ დაცემულიყო. დათას გვერდით აპარებდა მზერას, რომ როგორმე გაქცეულიყო იქედან. -როგორ ხარ, ოლიკო? -მოესმა ხმა წინიდან და წამის მეასედში გაუყარა თვალი თვალში გოგონამ. წარბებშეკრული და მკაცრი მზერა, ღიმილით შეცვლოდა. სიცივე და სიუხეშე ერია მის ხმაში და გამოხედვაში. -ძალიან კარგად. -ძლივს ამოღერღა მან. სახიდან შიში არ შორდებოდა, ცივი ოფლი ასხამდა და ხმა უკანკალებდა. -თავად? ბიჭს ცალყბად გაეღიმა და თავი თითქმის შეუმჩნევლად დაუქნია. მერე ისევ აათვალიერა გოგონა ფრთხილად, ენით ტუჩები გაისველა და გაეცინა. ირონიულად, სარკასტულად ჩაეცინა და თვალი აარიდა ოლიკოს. „დამცინის“ გაიფიქრა გოგონამ და ცრემლები თვალებში მოაწვა, ნიკაპი აუკანკალდა და გადაწვიტა რაც შეიძლება სწრაფად გაცლოდა იქაურობას. ძალა მოიკრიბა და კარის მიმართულებით გაიქცა. თითქმის ჰაერში დაიჭირა დათამ, მუცელზე მოხვია ხელები და გოგონა პირდაპირ კედელს დაეჯახა მთელი სიძლიერით. ხმამაღლა ამოიკვნესა ტკივილისგან და შეწუხებული სახით, თვალები დაეხუჭა. თვალი რომ გაახილა, დათას კედელზე ჰყავდა აკრული, თვითონ კი ძალიან ახლოს იყო მის სახესთან, იმდენად ახლოს რომ ლამის მათი ცხვირები ერთმანეთს ეხებოდა. -რაო, პატარა? სად გამირბიხარ? -დამცინავად დაუსისინა ბიჭმა. თვალებში უყურებდა ოლიკო დათას და უცებ ტირილი მოუნდა, უნდოდა ხმამაღლა ებღავლა, პატარა ბავშვივით ეზლუქუნა. ეტირა თავისი დაკარგული სიყვარული, რომელიც მის წინ იდგა. -გამიშვი... დათა... -ძლივს წამოიძახა გოგონამ, მაგრამ იმ მომენტში დათასგან გათავისუფლების გარდა, ყველაფერი უნდოდა. თუმცა ხვდებოდა რომ ეს არასწორი იყო, ხვდებოდა რომ დათასთვის ის ერთ-ერთი სათამაშო იყო და მეორედ ვეღარ მისცემდა უფლებას, მისით ეთამაშა. ბიჭმა სახე ძალიან ახლოს მიუტანა, ცხვირით ოლიკოს სახეს ეხებოდა. გოგონას რამოდენიმე წამით სუნთქვა შეუჩერდა, შემდეგ კი ღრმა სუნთქვა დაიწყო. სწრაფად და შესამჩნევად მოძრაობდნენ მისი მხრები. ჰაერი აღარ ჰყოფნიდა, სივრცე სჭირდებოდა. დათა ოთახის სივრცეს მთლიანად ისრუტავდა და ერთ მუჭში იქცევდა, ოლიკოსთან ერთად. ბიჭმა უკვე ცხელი ტუჩების შეხება დაიწყო მის სახეზე. დახუჭულ თვალზე იგრძნო გოგონამ რბილი, ცხელი სუნთქვა და წამებში დათას ტუჩების დაწოლა მასზე. გოგონა მთელი სხეულით შეტოკდა, თითქოს უკანასკნელი სუნთქვა ამოუშვა პირიდან და ჩუმი კვნესა აღმოხდა. სრულიად მოულოდნელად, გოგონას ტუჩებიდან ბგერები გადმოძვრნენ. -მე... დანიშნული ვარ, დათა. ერთიანად მიეყინა დათას სხეული გოგონას. მამაკაცის მთელი სიმძიმე დააწვა ოლიკოს თხელ მხრებს და გოგონას მუხლებმა უმტყუნა. კედელზე ჩაცოცდა ხვნეშით დაჯდა იატაკზე, ბიჭიც მას ჩაჰყვა და მის გვერდით დაჯდა. ფრთხილად გახედა ოლიკომ მას, სივრცეში იყურებოდა უმისამართოდ. თავი კედელზე გადაეგდო, ხელები კი მუხლებზე. გოგონამ თავი ჩახარა და ბეჭედს დააცქერდა, ბიჭმაც გამოხედა. ჯერ ბეჭედს დახედა, მერე კი ოლიკოს პროფილს დააშტერდა. მის პატარა, თითქმის შეუმჩნეველ ცხვირს, თეთრ და ნაზ კანს, ვარდისფერ, ამობურცულ ტუჩებს, რომელზეც თავისი ქერა თმის ღერი მიწებებოდა. ბიჭმა ნერვიულად მოისვა ხელი სახეზე, საჩვენებელი და ცერა თითით თვალები მოისრისა და დაღლილი სახით გახედა სივრცეს. -გიყვარს? -დაარღვია მყუდროება ბიჭმა. გოგონას ლამის გული გაუჩერდა, თვალები დაქაჩა. ამაზე მგონი არასდროს დაფიქრებულა სერიოზულად. ანდა, დაფიქრება რაში სჭირდებოდა? ეს ხომ თავისთავად ასე იყო? რათქმაუნდა რომ უყვარდა, ეს ასე უნდა ყოფილიყო. ოლიკოს ზურა უნდა ჰყვარებოდა. -კი. -მაქსიმალური თავდაჯერებით უთხრა გოგონამ. გვერდიდან ჩაცინების ხმა მოესმა და თვალებდაქაჩულმა გახედა, ნუთუ ამდენად ფეხებზე ეკიდა მისი გრძნობები, რომ სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა?! ბიჭმაც გამოხედა, ღიმილნარევად. სიმწრის სიცილს გავდა მისი მომღიმარი სახე, ნაძალადევს. -იმაზე მეტად გიყვარს, ვიდმე მე გიყვარდი? -ჰკითხა ბიჭმა. -შენ ის გოგო იმაზე მეტად გიყვარს, ვიდრე მე გიყვარდი? -შეუბრუნა კითხვა გოგონამ. ბიჭმა თავი დახარა და უფრო შესამჩნევად გახსნა პირი. -მე არავინ დამინიშნავს, ოლიკო. -ჰო, შენ არ გეყოფოდა მაგის გამბედაობა, რომ საყვარელი ქალი დაგენიშნა. -ძალიან მწარე იყო ეს დათასთვის. მაჯაში სწვდა გოგონას და ფეხზე წამოაგდო. მთელი ძალით უჭერდა მკლავზე ხელს და გოგონა ამოდ ცდილობდა მისგან გათავისუფლებას. -უბრალოდ კითხვა დაგისვი და მოკლედ უნდა გეპასუხა! -მუქარანარევად დაუყვირა დათამ. -აღარ აქვს მნიშვნელობა ვინ როგორ მიყვარდა. მთავარია რომ მე დანიშნული ვარ და მიყვარს ჩემი საქმრო! გასაგებია? -არათითის ქნევით უყვიროდა გოგონა. დათამ მწარედ მოიქნია ოლიკოს ხელი. თვალები სულ ამღვრეოდა, გამხეცებული მზერა ჰქონდა. სახის კუნთები სულ დასჭიმვოდა და ავადმყოფურად ჩასჩერებოდა გოგონას სახეში. -გადი! -წამოიყვირა უცებ მან და ოლიკო შეკრთა. ვერ დაიჯერა, რაც ესმოდა. -დროზე გადი აქედან! -კიდევ უფრო ხმამაღლა დაუყვირა ბიჭმა. გოგონა უცბად მოვიდა გონს და სწრაფად დაიძრა კარისკენ. ბიჭი ღრიალს არ წყვეტდა. -გაეთრიე! თვალით აღარ დამენახო! მოშორდი აქედან! -გაყვიროდა იგი. უკვე კარამდე მისულ ოლიკოს9, სულ რამოდენიმე მილიმეტრით ასცდა ხელის შამპუნის შუშა და კედელზე მიიფშვნა. შეშინებულმა სწარად ჩამოსწია კარის სახეული და უკანმოუხედავად გაიქცა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.