შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ესეც გაივლის...უბრალოდ არ დანებდე (თავი11)


14-04-2017, 19:45
ავტორი s.a-cicinatela-m.m
ნანახია 1 611

წამოვდექი და პალატიდან გავედი კარი დავხურე შემოვტრიალდი, ჩემს უკან აჩრდილივით მდგარი ექიმის დანახვაზე გული გამისკდა
-ხომ არ შეგაშინეთ?
-ისე მოულოდნელად ... დაივიწყეთ არაფერია...
-კარგით
-სწორედ თქვენს სანახავად მოვდიოდი...
-გასაგებია... ავადმყოფს ორი მოტეხილობა და დაჟეჟილობები აქვს, ამიტომ კიდევ რამდენიმე დღე ჩვენს დაკვირვების ქვეშ იქნება, ნუ გააჩნია როგორ განვითარდება მოვლენები... რამდენიმე ანალიზი კიდევაა გასაკეთებელი, ჯობია პაციენტის გაღვიძებას დაველოდოთ...
-და როდის გაიღვიძებს -გავაწყვეტინე.
-დღეისათვის ბევრი გამაყუჩებელი გაუკეთდა...
-ხვალ? - პატარა ბავშვივით, უაზრო კითხვებით თავი მოვაბეზრე
-დიახ ქალბატონო ხვალ უნდა გაიღვიძოს - ჩაეცინა - ჯობია თქვენც გაიკეთოთ დამამშვიდებელი, ასე აღარ ინერვიულებთ
-არა, გმადლობთ...
-კარგი მე წავალ...
-კარგით
-ნუ ინერვიულებთ... ყველაფერი კარგად იქნება... - შეტრიალდა და დერეფანში ხალხს შეერია.
ისევ პალატაში დავბრუნდი, ლუკა და თამუნა მოუთმენლად მელოდნენ...
-ჰე... რა ხდება? - იქით-აქით მოსიარულე ლუკა გაჩერდა და მომაშტერდა
-მოტეხილობა და დაჟეჟილობები აქვსო თუ რაღაც ასეთი...
-როგორ თუ რაღაც ასეთი? - სკამზე მჯდომმა თამუნამ მისი ნათელი, მღელვარე თვალები შემომანათა
-გგონიათ ვუსმენდი? როგორ არა ვუსმენდი, მაგრამ...
-კარგი მოდი ჩამოჯექი... -გამაწყვეტინა თამუნამ და სკამიდან წამოდგა
-არა, მანდ იყავი, მე აქ ჩამოვჯდები - მივედი და სანდროს გვერდით, საწოლის კუთხეში ჩამოვჯექი...
-ნია თქვენ წადით, მე აქ დავრჩები...
-არა ლუკა, არ არის საჭირო...
-გადაიღალე, თან წამლები გაქვს დასალევი - არ მეშვებოდა ლუკა
-ლუკა როგორც ნიამ თქვა ჩვენი აქ ყოფნა ზედმეტია ნია დარჩება და ჩვენ წავალთ. მორჩა - შევამჩნიე როგორ ანიშნა თვალებით თამუნამ ლუკას მოეკეტა და დამორჩილებოდა... -თამუნამ ყოველთვის იცის რა დროს და როგორ გამოასწოროს ან გადაჭრას პრობლება, (სიტუაცია).
-კარგი ხვალ დილით მოვალთ... - მოვიდა და ხელები მომხვია ლუკამ, მერე ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ლოყაზე მაკოცა - ხომ იცი ერ ვიტან ასეთს რომ გხედავ, უფლებას არ მოგცემ იტირო... დამპირდი რომ არ იტირებ
-კარგი რა... -თვალის არიდება და თავის დახრა ვცადე, მაგრამ ხელი არ გაუშვია
-დამპირდი, დამპირდი რომ კარგად იქნები...
-გპირდები, არ ვიტირებ და კარგად ვიქნები... - გავიღიმე -კმაყოფილი ხარ?
-სრულებით - ისევ გაშელა ხელები და მომეხვია, მერე თამუნაც მოვიდა და ორივეს შემოგვეხვია...
-ეს ორი როგორ მიყვარს, ვერ წარმოიდგენთ... - თამუნამ ხელები უუფრო მაგრად მოგვხვია, მერე რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია
-აბა წავედით?
-კი, მოვდივარ
-აბა ჭკუით, თუ რამე დაგჭირდათ, დამირეკეთ, არ მოგერიდოს თამუ...
-მე და მორიდება? კარგი - წავიდნენ... ტელეფონის ზარმა ოთახში დუმილი დაარღვია, ახლა შევამჩნიე რომ ჩანთა ძირს, კუთხეში გდია, ჩანთიდან ტელეფონი ამოვიღე და ჩანთა კუთხეში პატარა მაგიდაზე დავდე...
-ხო ნიტა - ჩემმა მშვიდმა ხმამ მეც კი გამაოგნა
-რა ხდება ვერ გავიგე... ლუკამ რაღაც სანდრო...
-ხოო, - გავაწყვეტინე
-ნია რომელ პალატაში ხართ?
-შენ რა მოსვლას აპირებ?
-ხო, ჩქარა თქვი, სამსახურიდან ნახევარი საათით ადრე გამოვედი,
-ნახევარი არა?
-ჰო კაი, დროზე სად ხარ... - ყველაფერი ვუთხარი, მოვუყევი, ტელეფონი არ გამითიშა სანამ არ მითხრა კარგი უკვე მოვედი და ახლავე ამოვალო... მალე მოვიდა, ხელში "პარკები" ეჭირა
-ეს რა არის?
-საჭმელი შენთვის და ხილი ისე მოვიტანე...
-ექიმმა მითხრა მალე გამოჯანმრთელდებაო...
-ჰო... რათქმაუნდა... ჰო მალე გამოჯანმრთელდება, მაგრამ შენც ხომ გინდა ჭამა - გაიღიმა
-ოღონდ კარგად იყოს...
-ვაიმეე... -გამაწყვეტინა
-რა ხდება?
-ეს რას გავხარ, რა არის? ტირილისგან თვალები სულ ჩაგშავებია, თმები აწეწილი, როგორც ჩანს წამალიც არ დაგილევია...
-მადლობა... დამამშვიდეე... ზუსტად იცი სად რა თქვა
-არა შანსი არაა, ასეთი რომ სანდრომ დაგინახოს... - გაჩერდა
-რომ დამინახოს რა?
-გადაუყვარდები, საერთოდ არღარ შემოგხედვს
-კარგი რა...
-არა, არა ახლავე გადი გვერდით ოთახში და ხელ პირი დაიბანე, თმები შეიკარი, და წამალს მე მოგიტან... -აქამდე არც დავკვირვებიბარ ოთახს შიგნიდან კიდევ ერთი კარი აქვს სადაც სააბაზანოა... კარი გავაღე, ნამდვილი საოცრება, კოხტად დალაგებული, გაწკრიალებული იყო... მოვწესრიგდი, და გამოვედი, ნიტა უკვე წამლით მელოდებოდა... წამალიც დავლიე...
-იმედია ხვალ სანდროზე მალე გავიღვიძებ...-ნიტას ვუყურებ რადგან მაინტერესებს რა რეაქცია ექნება, მინდა მის თვალებში ამოვიკითხო რა ფიქრობს...
-ნუ გეშინია, პირველი შენ დაგინახავს, შენ უსაყვედურებ... ამიტომ ახლა დამშვიდდი და სკამზე ჩამოჯექი... დაისვენე... ცოტა ხნით აქ დავრჩები და მერე წავალ...
-კარგი -სკამი საწოლთან ახლოს მივიტანე და დავჯექი, სანდროს ვუყურებდი, მასზე ვფიქრობდი, დრო უსაშველოდ იწელებოდა, ერთი სული მქონდა როდის დავინახავდი მის გაბრწყინებულ თვალებს, სერიოზულ მზერას, და მის ღიმილს, ერთი სული მქონდა მისი ღიმილი მენახა... მხოლოდ მასზე ვფიქრობდი...
უცებ ვხედავ სანდროს რომელიც ჩემ გვერდით წევს და სძინავს, ისეთ მამაკაცური და სიმპათიურია, მას რომ ვუყურებ სუნთქვა მიჭირს , ირგვლივ მიმოვიხედე, მწვანე ბალახზე დაფენილი თეთრი პლედი, რომელზეც მე და სანდრო მოვკალათებულვართ, სანდროს ვეფერები, ვცდილობ გავაღვიძო, იღიმის მაგრამ თვალებს არ ახელს, ორივე ისეთი ბედნიერები ვართ... - უცებ კარების ხმაზე გამეღვიძა,როგორც ჩანს მედდა იყო შემოსული და გავიდა, ვერც კი მივხვდი როდის ჩამეძინა, თავი სანდროს ხელზე მედო, წამოვდექი, მხრებში გავიმართე, როგორც ჩანს მედდა იყო შემოსული და გავიდა, ტელეფონი ავიღე და თამუნას დავურეკე
-ნია როგორ ხარ,? რამე ახალია? ყველაფერი რიგზეა?
-კი, ყველაფერი რიგზეა, ახალი არაფერია, დაგირეკეთ რომ გამეგო რამე ხომ არ გჭირდებათ, როგორ ხართ?
-ჩვენზე ნუ ღელავ ყველაფერი კარგადაა, სანდროს მიხედე...
-ძალიან კარგი, აქ იმდენი ექიმია მე არ ვჭირდები...
-არა, ცდები სწორედ შენ სჭირდები...
-კარგი მოგვიანებით დაგირეკავ...
-კარგი, არ ინერვიულოო
გავთიშე ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე და სკამზე დავჯექი, ცოტაარიყოს შორტებში შემცივდა, მაგრამ ახლა მაგის დრო არ იყო... ისევ სანდროს ვუყურებდი, დრო ისე ნელა გადიოდა, ტელეფონს ყოველ ხუთ წუთში დავყურებდი... ავდგებოდი პალატაში დავდიოდი თითქოს დრო ასე უფრო სწრაფად გადიოდა... ისევ დავჯდებოდი...
-ჰეი, გაღვიძებას აღარ აპირებ? -ჩემდა გასაოცრად ლაპარაკი დავიწყე, ვიცოდი რომ არ ესმოდა, მაგრამ მაინც გავაგრძელე,
-სანდრო სერიოზულად, ვერ გადავიტან გესმის? ამდენი ადამიანის დაკარგვას ერთად... შენ უნდა დამხმარებოდი და პირიქით, პირიქით გააკეთე... ეს შეიძლება? -იდაყვებით საწოლს დავეყრდენი და მის გარდა, მის გარდა ყველაფრის თავიდან თვალიერება დავიწყე... უცებ ხელი აიღო და თმებში შემიცურა, მაშინვე შევხედე და იღიმის, ველოდები თვალებს როდის გაახილებს,
-სანდროო... -თითქმის შევკივლე
-არ შეიძლება, მაპატიე... - თვალებს ახელს და მის ახლა უკვე ზღვისფერ თვალებში ჩაძირვის უფლებას მაძლევს,
მას არც კი ვუსმენ, მაშინვე გავრბივარ და ექიმს ვეძახი... ექიმი ანალიზებს ამოწმებს, მე კარებში ვდგავარ და სანდროს ვუყურებ, ამავდროულად ვფიქრობ : ყველაფერი კარგადაა, ესეც გაივლის...


პ.ს. ვინც ყოფილა ამ მდგომარეობაში ანუ ვისაც ნიასავით უღელვია, თითოეულ ეპიზოდს ამოიცნობს, მიხვდება ან გაიხსენებს იმ ტკივილს რაც გამოუვლია...
ვისაც არ მოგწონთ შეგიძლიათ არ წაიკითხოთ, წაკითხვას არავინ გაძალებთ, თუ შენიშვნები გაქვთ შეგიძლიათ დააკომენტაროთ და გპირდებით აუცილებლად გამოვასწორებ...
უღრმესი მადლობა ვინც კითხულობს და მის აზრს გამოხატავს... <3 heart_eyes
სულ არაფერს ხომ ჯობია joy



№1  offline მოდერი bla.ell

Nu aset situaciashi ar vyopilvar:DD magari gogo xar wina tavic axla wavikitxe da erti didi tavi gamomivida:DD geliiii❤❤❤

 


№2  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

bla.ell
Nu aset situaciashi ar vyopilvar:DD magari gogo xar wina tavic axla wavikitxe da erti didi tavi gamomivida:DD geliiii❤❤❤

მადლობა heart_eyes მიხარია რომ კითხულობ და შენ აზრს გამოხატავ kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent