შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თამაში (ნაწილი 3)


15-04-2017, 18:04
ავტორი Bonnie Blue
ნანახია 1 502

თვალებს ფრთხილად ვახელ და ვცდილობ რომ ბუნდოვანი ფიგურები გავარჩიო.
-ნახე, პრინცესას გაუღვიძია. -მესმის დამცინავი ტონი, შემდეგ კი რას ამბობს ვეღარ ვიგებ, რადგან კონცეტრაციას ვკარგავ და ხელისკენ ვიყურები, სადაც მაჯაზე ტატუს მიკეთებენ.
-ვინ ხართ? -ვკითხულობ რაც შეიძლება მშვიდი ხმით, მაგრამ ყელი გამშრალი და ჩახლეჩილი მაქვს.
-მონადირეები, პატარავ. -მესმის ყურში სისინი, მაგრამ ვცდილობ უსიამოვნო ხმას ყურადღება არ მივაქციო.
მინდა ვკითხო თუ რას აკეთებენ, მაგრამ ამას აზრი არ აქვს, რადგან ტატუს ჩემითაც ვხედავ. თამაშის ლოგო. თხელი წრე, შიგნით კი წრეების წყებაა ჩახატული, თითოეულ წრეს კი გარშემო განსვავებული იარაღები აქვთ დახატული, წრიულად.
-რამდენ ხანში შორდება? -ვკითხულობ ჩახლეჩილი ხმით, ქერა კი ჩემკენ გაკვირვებული იყურება, მაგრამ როგორც კი აცნობიერებს რასაც ვეკითხები სიცილს იწყებს.
-ნუ ნერვიულობ, სამ თვეში შორდება, მაგრამ მაგ დროისთვის დიდი ხნის მკვდარი იქნები. -მპასუხობს და იღიმის, ვიცი რასაც აკეთებს, მაშინებს რომ შემდეგ მეც იგივე გამიკეთოს რაც სხვებს,
-მასე დარწმუნებულიც არ ვიქნებოდი. -ვპასუხობ და ვიღიმი. ჩემ პასუხზე ყველა ჩუმდება და ჩერდება, მიყურებენ და ვერ ხვდებიან უნდა გაეღიმოთ თუ დაინბნენ.
-აქ მებრძოლი გვყოლია. -იძახის ქერა და თავის მწვანე თვალებს მანათებს. -მაგრამ როგორც კი თამაშს დაიწყებ ვიცი რომ სხვანაირად აჭიკჭიკდები. -ღიმილით ამატებს და თავისი სახე ჩემთან ახლოს მოაქვს, დიდი ტყისფერი თვალები, თხელი ვარდისფერი ტუჩები, სწორი ცხვირი და კუთხოვანი ყბა აქვს. ვიცი რომ ამის დრო არ არის, მაგრამ ეს ბიჭი ძალიან სიმპათიურია.
-მაგასაც ვნახავთ. -ღიმილს ვუბრუნებ და გრძელთმიანი ბიჭისკენ ვიყურები, რომელიც ტატუს მიკეთებს. -მალე მორჩები? -დაბნეული მაღლა იყურება, თითქოს ვერ იჯერებს რომ ლაპარაკს ვბედავ, შემდეგ კი თავს მიქნევს. -უნდა მოვუარო რამენაირად თუ არ არის აუცილებელი?
-არ არის აუცილებელი. -იძახის ჩუმი, ბოხო ხმით. -რატო ხარ მასე მშვიდად? -მის კითხვაზე მეღიმება. მშვიდად არ ვარ, მეშინია, სასტიკად მეშინია, უბრალოდ სიმშვიდის ნიღაბი მიკეთია, ეს ჩემი თავდაცვითი მექანიზმია.
-არ ვიცი. -ვპასუხობ და ისევ ვიღიმი. -აბა რას მოელოდით? ტირილს და ხვეწნას რომ გაგეშვით?
-ხო. -მპასუხობს ჩუმი ხმით. -ყოველთვის მასე იქცევიან. -წარბებს გაკვირვებისგან მაღლა ვწევ. -იმედია მალე არ მოკვდები. არ მიყვარს როცა შენნაირები მალე კვდებიან. შენნაირებთან თამაში უფრო საინტერესოა. -მეუბნება და იღიმის. ყველანი მე მიყურებენ და დარწმუნებულები არიან რომ ხმას აღარ ამოვიღებ.
-მეც მაგის იმედი მაქვს. -ვიძახი და ყველას ეღიმება, მაგრამ არავინ არ მოელის რომ რამეს დავამატებ. -მალე თუ მოვკვდები ვერ მოვასწრებ შენი მოკვლით ტკბობას. -ამას ცივი, გესლიანი ხმით ვამატებ და მათი გამომეტყველებით ვხვდები რომ ძარღვებში სისხლი გაეყინათ. -მალე მორჩები? არც მაქვს მაგდენი დრო. -გრძელთმიანი ერკვევა გაკვირვებისგან და აგრძელებს ტატუს გაკეთებას.
დარწმუნებული ვარ ამ წამს ჩემით მოვაწერე ხელი ყველაზე სადისტურ, მტკივნეულ და გაწელილ სიკვდილს.
ტატუთი ისედაც შარში ვიყავი, ახლა კი დარწმუნებული ვარ რომ თამაშის ისტორიაში ყველაზე სადისტურად მოკლული მოთამაშეც მე ვიქნები.


სახლის კართან მოვდივარ გონს. რამდენ ხანს მითვალთვალებდნენ რომ იციან სადაც ვცხოვრობ? ფეხზე ვდგები და კარებზე ვაკაკუნებ, რომელიც იმ წამსვე იღება და წინ თვალებჩაწითელებული დედა მხვდება.
-კესი! -ყვირის და მეხუტება, სახლში შევდივარ და ყველას ვათვალიერებ, უკვე პოლიციაც გამოუძახებიათ, რამდენი ხანია რაც სახლში არ ვარ? -სად იყავი?
ხმას არ ვიღებ, სამაგიეროდ საროჩკის მკლავს ვიწევ და ტატუს ვანახებ. როგორც კი ტატუს ხედავს სახიდან ბედნიერი ღიმილი უქრება და უსაზღვრო ტკივილი ებეჭდება.
-არა, არა, არა. -გაუჩერებლად იმეორებს და ტირის. ვუყურებ და გული ტკივილისგან მეც მეკუმშება.
-შეგიძლიათ მითხრათ როგორ გამოიყურებოდნენ? -ერთ-ერთი ოფიცერი ჩემთან მოდის და მათვალიერებს, ცნობისმოყვარეობას არც კი მალავს. მაგრამ არ მიკვირს ერთი წლის მანძილზე პირველი ვარ ტატუთი და ჩემში განსაკუთრებული არაფერია.
-ვერა. -ვპასუხობ ნაზად და ვიღიმი. -ვშიშობ რომ ეს არ გამოვა. -ვიძახი დაშაქრული ტონით და ვიღიმი. -კაი, მეძინება. -ამით ოთახში შევდივარ და კარს ვკეტავ. მუსიკებს ბოლო ხმაზე ვრთავ და ყურადღებას არ ვაქცევ დედაჩემის ძახილს, პოლიციელების ბრახუნს და საერთოდ გარე სამყაროს.
საწოლზე ემბრიონის პოზაში ვწვები და ვიკუნტები. ცრემლები გზას გარეთ პოულობენ და სახეზე თბილ და სველ ნაკვალებს ტოვებენ.
მეშინია, მეშინია რომ მოვკვდები, მეშინია რომ ვერ გადავრჩები და დარწმუნებული ვარ რომ ჩემ დღევანდელ გამოხტომას და ლაპარაკს აუცილებლად მანანებენ, და ვიცი რომ ღირსიც ვიქნები.


სკოლაში რაც შეიძლება მალულად დავდივარ, არ მინდა რომ ვინმემ დირექტორის კაბინეტში მიმავალი დამინახოს და კითხვები გაუჩნდეს. როგორც კი კაებს ვაღწევ სასწავლო ნაწილისკენ ვიყურები, ის კი თავს სინანულით მიქნევს და კარებს მიღებს.
-გამარჯობათ. -ქალბატონ ნინოს ბედნიერი სახით ვუღიმი, ის კი სევდიანად და დადარდიანებულად მიყურებს. -გამოაგზავნეს?
-კი... -იძახის და უჯრას აღებს საიდანაც პირად მონაცემებს და იარაღს ალაგებს. ყავისფერ, მუხის მაგიდაზე თოფების და დანების მთელი წყებაა. თითოეულ იარაღს სათითაოდ ვკიდებ ხელს და ჩუმად ვიმეორებ მათ სახელებს.
-P-9…Glock 21…Jericho 941…HK45…FN Five-seven… -ფისტოლეტების თვალიერებას ვამთავრებ და ნინოსკენ ვიყურები, რომლებსაც გაკვირვებისგან თვალები გადიდებული აქვს. -ყოველთვის მაინტერესებდა იარაღები. -თავს მიქნევს, მაგრამ შიში და გაკვირვება სახიდან არ უქრება. –TAR-21? -ვკითხულობ გაკვირვებული როდესაც შაშხანას ვხედავ. ცუდი არ არის, მაგრამ არც საუკეთესოა. ვათვალიერებ, მაგრამ მარტო ერთი შაშხანაა, რაც ნიშნავს რომ ამით დაკმაყოფილება მომიწევს.-ASEK…-ვიძახი ჩუმად როდესაც დანასაც ვხედავ და ვიღიმი. -არის კიდევ რამე?
-არა, არაფერია. -მშვიდი ხმით მეუბნება, წამიერი პაუზის მერე კი აგრძელებს. -ტატუ როდის გაგიკეთეს?
-გუშინ. -ჩუმად ვიძახი და ვიღიმი.
-ასე მალე იწყებენ? -კითხულობს გაკვირვებული და წარბებს მაღლა წევს. -რატომ? ასე არასდროს არ ყოფილა...
-ალბათ განსაკუთრებულად მიმიჩნიეს. -ვიძახი და მხრებს ვიჩეჩავ. -იარაღი სად იქნება? ზუსტი დრო რადგან არ მეცოდინება ეჭვი მაქვს სკოლის დროს მომიწევს, უახლოეს პერიოდში. -ვიძახი ჩუმად და ისიც თავს მიქნევს. -იარაღს კი ვერ ვატარებ, მითუმეტეს ასე ასხმულს. რაიმე მითითებები მოგცეს?
ნინო ხმას არ იღებს და თავისი ყინულისფერი თვალებით მაკვირდება, თითქოს გაგებას ცდილობს თუ რა იყო ჩემში ასეთი განსაკუთრებული. ერთ წუთიანი დაკვირვების შემდეგ კი თავს მიქნევს და გაყვითლებულ ფურცელს მიწვდის.

გამარჯობათ! ალბათ უკვე მზად ხართ თამაშის დასაწყებად.
პირველი მითითება და რჩევა იქნება რომ არ დაიმალოთ და არ შეგეშინდეთ, რადგან ამდენი ხნის მანძილზე პირველი ტატუირებული ხართ, და თანაც ასეთი განსაკუთრებული გვინდა რომ ეს თამაში ისტორიას სამუდამოდ დაამახსოვრდეს, თან დაწრმუნებულები ვართ რომ ამაში თქვენც დაგვეხმარებით.
პირველი რამდენიმე მითითება იქნება სკოლისთვის განკუთვნილი:
1. იკრძალება მოთამაშისთვის ხელის შეშლა, ან იარაღების არ მიცემა.
2. თამაშის შესახებ აბსოლიტურად ყველა მასწავლებელი უნდა იყოს ინფორმირებული, მაგრამ იკრძალება ამის თქმა სხვა მოსწავლეებისთვის.
3. ასევე იკრძალება სხვებისთვის იმის თქმა რომ მოთამაშე ტატუირებულია.
4. ყველა მასწავლებელი მზად უნდა იყოს თამაშის ბრუტალურობისთვის და მისი დაწყებისთვის.
5. სკოლა ვალდებულია მთლიანი აღჭურილობა მისცეს მოთამაშეს მას შემდეგ რაც თამაში დაიწყება.
6. არცერთ ადამიანს არ აქვს უფლება დატოვოს შენობა თამაშის დროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სიკვდილი ელის.
შემდეგი მითითებები კი ეხება უშუალოდ მოთამაშეს.
1. როგორც კი პირველი წყება იქნება სროლის, რასაც შეიძლება მოყვეს მსხვერპლი და მოთამაშის დაჭრაც კი, მოთამაშეს ეძლევა ზუსტად ერთი საათი მოსამზადებლად.
2. თუ მოთამაშე ამ ერთ საათის მანძილზე მომზადების გარდა სხვა რამეს გააკეთებს, მონადირე გასაფრთხილებლად ისვრის, რასაც ასევე შეიძლება მოყვეს მსხვერპლი.
3. იარაღი უნდა იყოს სკოლის გამოსცვლელში ტანსაცმელთან ერთად, მაგრამ ერთ-ერთი ფისტოლეტი უნდა იმყოფებოდეს იმ კლასში რომელშიც დამრიგებელი ასწავლის.
4. თამაშის დაწყებისთანავე, ანუ ერთი საათის მიღებისთანავე მოთამაშე უნდა გაიქცეს დამრიგებელის კლასში და აიღოს ფისტოლეტი და უკვე შემდეგ წავიდეს მოსამზადებლად.
5. მოსამზადებელ პერიოდში მონადირეები არ შეეცდებიან მოთამაშის მოკვლას.
6. მოთამაშე შეიძლება იყოს დაჭრილი მანამდე სანამ მოსამზადებელი პერიოდი დაიწყება.
7. მოთამაშეს ბოლოს ექნება, ერთი ნებისმიერი სურვილი, იქნება ეს სიკვდილის წინა, თუ მოგების.
8. წარმატებები!

სულ ესაა, რისი ცოდნაც გჭირდებათ! რაც შეეხება ტანსაცმელს ის თქვენი ზომა იქნება და კომფორტული სარბენად, და რაც მთავარია მოსაკლავად. თქვენ მიერ ჩადენილი მკვლელობები არ იქნება დანაშაულად მიჩნეული და გადარჩენის და მოგების შემთხვევაში (რაც საეჭვოა რომ მოხდეს) თქვენ არანაირი ბრალდება არ წაგეყენებათ.
სიყვარულით,
თამაშის ორგანიზატორები.
პ.ს არ ღირს იმათთან უტიფრად ლაპარაკი, და დამუქრება ვისაც მოკვლა შეუძლია არა მარტო შენი, არამედ ხალხის გარშემო. რაც მთავარია არ ღირს საკუთარი აზრების ხმამაღლა გამოცხადება, როდესაც იცი რომ გისმენენ. ჩვენ სამყაროში კედლებსაც კი ყურები აქვთ.
შენ თქვი რომ ბრძოლას აპირებდი, თქვი რომ გინდოდა თამაში დიდხანს და საინტერესოდ გაგრძელებულიყო, თქვი რომ შენ ტკბობა გინდოდა, ამიტომაც ჩვენ იმედებს არ გაგიცრუებთ. მაგრამ ჩვენ ვაპირებთ ტკბობას, სისხლით რომელსაც შენ ყოველი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის დროს ამოაფურთხებ. ჩვენ ვიქნებით ისინი ვისაც უკანასკნელს დაინახავ, ვიზეც უკანასკნელი იფიქრებ და რაც მთავარია ჩვენ პირობას ვდებთ რომ ეს თამაში ისტორიას დარჩება, შენი სახელიც კი შევა ისტორიაში, მაგრამ არა როგორც გამარჯვებული, არამედ ადამიანი რომელიც საკმარისად სულელი იყო იმისთვის რომ სისტემას შებრძოლებოდა.
წარმატეებები კესი, დამიჯერე დაგჭირდება.
თამაშის ორგანიზატორები

წერილს თავიდან ვკითხულობ და ნინოსკენ ვიყურები. დაბნეული ვარ, დავიჯერო ყველას ასეთ წერილს უგზავნიან, ბოლოში ასეთი საშინელი მუქარით? მეეჭვება...
-შეგიძლიათ ტანსაცმელი მანახოთ? -ვკითხულობ დაბალი, ბოხი ხმით და ისიც თავს მიქნევს და შავი ტყავის სავარძლებისკენ მანიშნებს, სადაც პარკისებრრ ჩასადებში გახვეული შავი ტანსაცმელი მოჩანს.
ახლოს მივდივარ და პარკისებრ ჩანთას ვხნი, იქიდან კი მოხერხებულ შავ ჯინებს, შავ მოკლესახელოებიან მაიკას და შავ კეტებს ვიღებ, ძირში კი ჩემდა სასაცილოდ და გასაკვირად შავი რეზინა აგდია.
-მოხდა რამე? -კითხულობს სიცილსროცა ვიწყებ, მე კიდევ თავს ვაქნევ. ტანსაცმელს უკან ვაბრუნებ და შემდეგ ჩანთას ვხსნი, სადაც შავი ტყავის რუგზაკი გდია, ვხსნი და შინით ტყვიების მთელ შეკვრებს ვპოულობ, ყველას დახარისხებულს, ტყვიბის გვერდით კი სავარცხელი აგდია. -დარწმუნებული ხარ? -კითხულობს როდესაც სიცილს თავიდან ვიწყებ, მე კი სავარცხელს ვანახებ.
აქვეა ასევე ჩასადებები და დასამაგრებლები იარაღებისთვის, რაც მიჩენს კითხვას სად წავიღო შაშხანა და როგორ ვატარო?
-რამე ხომ არ აკლია? -კითხულობს შეშინებული ნინო, დირექტორი ნინო და გაფითრებული მიყურებს.
-არა. -ვიძახი მშვიდად. -უბრალოდ შეგიძლიათ კრება მოიწვიოთ მასწავლებლების და ყველაფერი უთხრათ? ასევე მჭირდება რომ ისე გააკეთოთ არავინ რომ არ დაშავდეს. -თავს მიქნევს. -მე თქვენს ადგილას აბსოლიტურად ყველას თამაშის დაწყებისთანავე პირველ სართულზე, იგუსლიხმება მიწის დაბლა სართული, სადაც სასადილო და ბუფეტია, ჩავიყვანდი, და კარებებს გავხსნიდი, რომ რაც შეიძლება მეტი დატეულიყო.
-მაგრამ...
-არ მოკლავენ. -ვიძახი ჩუმად და ვაწყვეტინებ. -მათ თქვეს შენობაო, მაგრამ იგულისხმეს სკოლის ტერიტორია, თან მე სანამ ერთი საათი მექნება მოსამზადებლად თქვენ შეძლებთ ყველაფრის ახსნას მათთვის და დარეგულირებას, მქონდეს ამის იმედი? -ნინო თავს მიქნევს და ხმას ვერ იღებს. -რაც შეეხება მომზადებას, მე გამოსაცვლელში მოვემზადები და შემდეგ უკვე ის ადგილიც თავისუფალი იქნება და შეძლებთ იქ ხალხის შეყვანას. ასევე, მინდა რომ კარებების მოხსნასთან ერთად დავტოვებდი მარტო ბუფეტში და სასადილოში შესასვლელ კარებებს და იმასაც ჩაკეტილს, დაცვას კი მანდ დავაყენებდი, რათქმაუნდა შიგნიდან. -თავს მიქნევს, მე კი ვაგრძელებ, ვიცი რომ ჩემ თითოეულ სიტყვას იწერს. -რაც შეეხება ოთახებს აბსოლიტურად ყველა ნივთს გამოვიტანდი რომ ხალხს მეტი ადგილი ქონოდა და სხვადასხვა საწყობებში დავალაგებდი, ისე რომ არც მე მქონოდა ბარიკადები და თქვენც მეტი ადგილი გექნებოდათ. ცადეთ იატაკები ისე იყოს გაწმენდილი რომ ხალხმა დაჯდომა მოახერხოს. ასევე უნდა უზრუნველყოთ ისინი საჭმლით და სასმლით, რადგან ნერვიულობისდროს დაჭირდებატ. თქვენს ადგილას ტელევიზორებს ჩავიტანდი და მზადებას უკვე დავიწყებდი.
-საიდან იცი ეს ყველაფერი? -კითხულობს და თვალებშ მიყურებს. ის მენდობა და ამ წამს 500მდე ბავშვის სიცოცხლეს მანდობს. -ამიტომაც აგირჩიეს?
-რატომ? -ვკითხულობ გაკვირვებული და წარბებს მაღლა ვწევ.
-ჭკვიანი ხარ, სტრატეგიების გაკეთება შეგიძლია. -აგრძელებს ნელა და სიტყვებს ოდნავ წელავს. -ალბათ დიდი ხნის მანძილზე პირველი ელიტა ხარ. -თვალები უცრემლიანდება და ჩემთან ახლოს მოდის. ასეთი არასდროს არ მინახავს, მოდის და მეხუტება.


კაბინეტიდან გამოსული ნელა დავდივარ და არსად არ ვჩარობ, სიჩქარე მერე დამჭირდება, ახლა კი ცხოვრების ნელი დინებით უნდა დავტკბე და გეგმაზე ვიფიქრო. აბსოლიტურად ყველა მასწავლებელი დაბარებულია დირექტორთან, მასწავლებლების მერე კი ალბათ სტაფს დაიბარებს და შემდეგ მთელ სკოლას ეცოდინება, რა თქმაუნდა პირებს 18 წელზე მაღლა ვგულისხმობ და მთელ სკოლაში ჩუმი მზადება იქნება.
რადგან არავის არ ცალია, ყველას უცდება გაკვეთილი და ყველა გარეთაა. ლურჯი ცა, კაშკაშა მზე და ფაფუკი თეთრი ღრუბლები, თბილ სასიამოვნო ამინდზე რომ არაფერი ვთქვა. ვგრძნობ მწვლი მზე, ნაზად როგორ მელამუნება კანზე და მსიამოვნებს.
-რა გჭირს? -ნიკა გვერდით მიჩნდება და მიღიმის. ჩალისფერი-ქერა თმა აბურძგნული აქვს და გაჩეჩილი, ყავისფერი კეთილი თვალები კი უკაიფებს და უნათებს. -ჩაფიქრებული ჩანხარ.
ვუყურებ და მინდება რომ ყველაფერი ვუთქრა, სახელო ავიწიო და ტატუ ვანახო, მაგრამ ვიცი რომ ამის უფლება არ მაქვს. არ მაქვს უფლება მისი სიცოცხლე საფრთის წინაშე დავაყენო. მით უმეტეს მაშინ როდესაც გამაფრთხილეს მსხვერპლი იქნებაო. არ მაქვს ამის უფლება, და რომც მქონდეს არ მინდა.
-არაფერი. -ვიღიმი და მჯერა რომ ამ ღიმილის ნამდვილობაში სიმართლის დეტექტორიც კი არ დაეჭვდება. -უბრალოდ ვფიქრობ ყველაფერზე, არაფერი განსაკუთრებული როგორც ყოველთვის. შენ რას შვები?
-არაფერს, ვკითხულობდი.-იძახის და წიგნს მაღლა წევს, ვხედავ და მეღიმება. -მომწონს, უბრალოდ არ მოველოდი რომ ასე განვითარდებოდა. საბოლოო ჯამში მომწონს, მაგრამ დასასრული მაინტერესებს.
-მოგეწონება. -ვიძახი და ენას ვუყოფ. -არ ვაპირებ რომ გიხთხრა როგორ მთავრდება, წაკითხვა მოგიწევს. -თავს მიქნევს და იღიმის, მე კი სევდა მაწვება იმის გაცნობიერებაში რომ შეიძლება იქ აღარ ვიყო როცა კითხვას მორჩება და ვერ მოვისმინო მისი მოსაზრებები. -მისმინე. -ნიკა ჩერდება და გაკვირვებული მიყურებს. სახე სერიოზული და სევდიანი მაქვს, ის კი უბრალოდ გაკვირვებულია. ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს სამყარო შენელდა და გამუქდა, ფერები ბაცი და ცივი გახდა, სხვა ყველაფერი კი უბრალოდ ნელ-ნელა ქრება. -სადაც არ უნდა ვიყო, რაც არ უნდა ხდებოდეს წაიკითხე ბოლომდე და მიპოვე, მომიყევი შენი შთაბეჭდილებები და მე მოგისმენ, კარგი? -ვკითხულობ და ისიც თავს მიქნევს, გაკვირვებული და შეშფოტებული. პირს აღებს რომ მკითხოს რა ხდება, მაგრამ მე ვასწრებ. -ნახე! ბექა! -ვიძახი და ბექას ვეძახი და მისკენ მივდივარ, ნიკა კი ბუზღუნით მომყვება.
-კესი? -ბექა გაკვირვებული იძახის ჩემ სახელს და მიღიმის. -როგორ ხარ?
-კარგად, შენ? -კითხვით ვუბრუნებ და ისევ ვიღიმი. არ მივცემ ჩემ სევდას იმის უფლებას რომ ხალხმა დაინახოს.-ხდება რამე? -ვკითხულობ და შეჯგუფებული ბიჭებისკენ ვიყურები რომლებიც შეჯგუფებულები დგანან და რაღაცაზე გამწარებულები ლაპარაკობენ. სახეები აწითლებული და გაბრაზებული აქვთ, თვალები დაქაჩული და ჩაწითლებული, საბოლოო ჯამში საშინლად გამოიყურებიან.
-აუ, ჩხუბია რაღაცაზე, ტვინი შეჭამეს. -იძახის ბექა ნერვებ-მოშლილი და ყურებას აგრძელებს.
ბიჭებს ნახევარ წრე აქვთ შეკრული და ერთმანეთს თვალებში უყურებენ. გუკა და ეკე ერთმანეთის გვერდი-გვერდ დგანან და ვიღაც მერვე კლასელებს გამწარებულები უყურებენ და ეჭვი მაქვს საქმე ცემამდეც მივა.
-პატარებს რატო ეჩხუბებიან? -ვკითხულობ გაკვირვებული და ნიკასკენ და ბექასკენ ვიყურები, ისინი კი მხრებს იჩეჩავენ, მაგრამ ვიცი რომ პასუხი იციან. -ბექა!
-არ ვიცი. -იძახის და თავს აქნევს და ისევ მათკენ იყურება. -ვიღაც გოგოზე თქვეს რაღაც რა, და ესენიც ატყდნენ.
-ეე, ვიზე? -ვიძახი და ახალი ჭორების გასაგებად ვემზადები. თან ეტყობათ რომ ის გოგო მოწონთ, ისე გუკას რომ ვიცნობ ხმას არ ამოიღებდა თუ იმ გოგოზე არ თქვეს რამე ვინც მოწონს. ეკე კი, ეკეც მასეთია, და თან მაინტერესებს ამ ორის გემოვნებაში ვინ ჯდება. -ერთი და იგივე გოგო მოწონთ? -ხმამაღლა ვკითხულობ და ბექასკენ ვიყურები. არ ვაპირებდი ამის კითხვას, მაგრამ რადგან მე ვარ ხმამაღლა მომივიდა გაფიქრების , მაგივრად.
-კი. -იძახის ხმადაბლა. -პროსტა ვერც ერთი ვერ ეუბნება. -იძახის და იცინის, ნაზად, ხმადაბლა.
-იმ გოგოს?
-ეგ კარგი კითხვაა. -ბექას მაგივრად იძახის ნიკა და ხელს მხვევს. -იმ გოგოსი ვერაფერი ვერ გავიგეთ. თან ვერც ხვდება რომ ამ ორს მოწონს, თან მგონი ხვდება და არ იმჩნევს. მაგრამ ორივე შემთხვევაში ვერ გავიგეთ რომელი მოწონს და სასერთოდ მოწონს თუ არა რომელიმე.
-უცნაურია... -ვიძახი და მხრებს ვიჩეჩავ. -როგორ ვერ ხვდებით?-ნიკა ჩემკენ იყურება და წარბებს წევს, ბექას კი ისევ ეცინება. -რომელთანაც უფრო უნდა რომ იყოს, რომელსაც ხშირად თავს არიდებს და საერთოდ რომელთან ლაპარაკიც ცოტა დისკომფორტს უქმნის. -ვიძახი და მერე უცებ ვაყოლებ. -დაივიწყეტ ეგ მე ვარ მგონი მარტო მასე.
-ეგეც საკმარისი ინფორმაციაა. -იძახის არსაიდან გამჩდარი მათე და ჩემ გაკვირვებულ სახეს რომ ხედავს ამატებს. -ვგულისხმობ რომ ანუ პირიქით რომელთანაც იქცევა ის მოწონს. -თავს ვუქნევ, თითქოს ვეუბნები რომ მისი პასუხი მიღებულია.
-ისე არ გიფიქრიათ რომ შეიძლება არცერთი არ მოწონდეს? -ვკითხულობ და ბიჭების სახეებს ვაკვირდები. ჰმ, აშკარად არცერთს არ უფიქრია ამაზე.-სერიოზულად?! -ვკითხულობ და სიცილს ვიწყებ. -აუცილებელია რომელიმე მოწონდეს? როდესმე გიფიქრიათ იმაზე რომ როგორც მეგობრებს ისე უყურებს?
-არა... -ჩუმად იძახის მათე. -ისე იქცევა რომ ერთ-ერთი აუცილებლად უნდა მოწონდეს, ერთი მაინც. -იძახის და შემდეგ უკვე ბედნიერი ხმით აგრძელებს. -უფრო ვფიქრობ რომ ეკე მოწონს, მასთან არის ხოლმე, როდესაც გუკას ხმასაც არ ცემს, ამიტომ ვფიქრობ რომ გუკას შანსი არ აქვს.-მათე გუკასკენ იყურება, რომელიც პატარა ბიჭს რაღაცაზე გამწარებით ელაპარაკება. -ამ დროს გუკას იმაზე დიდი ხანია მოწონს ვიდრე ვინმეს შეუძლია წარმოიდგინოს.
-ორი დღე? -ვკითხულობ და მეცინება, მათე კი თავს აქნევს და წარბ აწეული მიყურებს, თითქოს რამე სისულელე მეთქვას. -ბოლოს როგორც მახსოვს შეყვარებული ყავდა, რაც ზუსტად ორი დღის წინ იყო, ამიტომ ახსენი მაშინ როგორ უყვარს ვიღაც ორ დღეზე დიდხანს.
-ის რომ სხვასთან ერთად არის არ ნიშნავს რომ ის გოგო არ უყვარს. -იძახის მათე, მაგრამ დაეჭვებით.
-ეჭვი მაქვს თუ გუკა მასე იქცევა, მაშინ იმ გოგოს რომც უყვარდეს არ გაიკარებს.-თავს ვაქნევ გაბრაზებული, და მე ეს ძროხა ადამიანი მომწონდა? -მე არ გავიკარებდი.
-დარწმუნებული ხარ? -ბექა მეკითხება და მიღიმის. დებილი, დებილი, დებილი! მარტო ბექამ და ნიკამ იცოდნენ რომ გუკა მომწონდა და ახლა ორივე სიხარულით ლაპარაკობს და დამცინავად იღიმიან.
-იეპ, ასი პროცენტით. -ვიძახი დარწმუნებით, მაგრამ გულში ვიცი რომ ასე დარწმუნებული ამაზე ვერ ვიქნებოდი. ეს იმ შემთხვევაში ვიქნებოდი ასე ის გოგო რომ ვყოფილიყავი, რომელიც არ ვარ და ვერასდროს ვერ ვიქნები. -ისე მალე მორჩებიან? ეკესთან მაქვს საქმე...
ბიჭები ერთმანეთს შეთქმულებივით უყურებენ და მხრებს იჩეჩენ.
-საიდან უნდა ვიცოდეთ? -იძახის ნიკა და ისევ ბიჭებისკენ იყურება. -ისე რამდენ ხანს ლაპარაკობენ? ცემონ ერთმანეთი და ვსო.
-ვერ ხარ ცოტა. -იძახის ბექა და თვალებს ატრიალებს და ზუსტად ამ წამს ბიჭები იშლებიან, გუკა და ეკე კი ჩვენკენ მოდიან.
-რა ხდებოდა? -ვეკითხები ეკეს ბემბის თვალებით როგორც კი ვხედავ, ის იბნევა და წითლდება, მე კი სიცილს ვიწყებ. -პატარებს ეჩხუბეთ?
-საჩხუბი იყო. -იძახის გუკა ცივი ხმით. მისკენ ვიყურები და პირქუში გამოხედვის დანახვისას წარბებს ვწევ, რატომ ვძულვარ?
-უზრდელობაში არ ჩამომართვა, მაგრამ გკითხე? -ვეუბნები და არც მე ვუკლებ ტონს სიცივეს. შემდეგ კი ისევ ეკესკენ და სხვებისკენ ვტრიალდები და რაც შეიძლება ფართოდ ვიღიმი. -გნახავ მერე. -იმედია....
ბიჭებს ვშორდები და ჩემი კლასელებისკენ მივდივარ, მაგრამ გულიდან ლოდი არ მშორდება. მე ვერ ვიცოცხლებ დიდხანს იმისთვის რომ ნიკას მოსაზრება გავიგო წიგნზე, ვერ ვიცოცხლებ საკმაოდ დიდხანს იმისთვის რომ გავიგო ეკეს და ძროხას ვინ მოწონთ, ვერც საკმაოდ დიდხანს ვიცოცხლებ იმისთვის რომ იმ გოგოს პასუხი გავიგო.
საერთოდ აქ რატომ ვარ? მათ მაინც ვერაფერს ვერ ვეტყვი, მე კიდევ მინდა რომ ვუთხრა, მინდა ვუთხრა ყველაფერი რასაც ვფიქრობ, მინდა გავაკეთო ის რაც არავის არ გაუკეთებია, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. მინდა რომ წესები დავარღვიო, ისე რომ ხალხმა ვერაფერი ვერ მითხრას, ისე რომ სხვები არ დაზარალდნენ.
დირექტორის კაბინეტისკენ მივბივარ და კარებზე ვაკაკუნებ, ვიცი რომ კრებაა, მაგრამ მე წასვლა მჭირდება, მე უნდა გავიქცე.
-შემოდით! -მესმის ნინოს გამყინავი ხმა და მეც კარებს ვაღებ. როგორც კი მხედავენ ყველას სახე ეყინება და ჩემ შესწავლას იწყებენ. -მოხდა რამე? -ხმა ურბილდება და ნაზად მეკითხება.
-სახლში მინდა წასვლა. -ვიძახი და თვალებში ვუყურებ, ის კი გაგრძელებას ელოდება. -მე... რაღაც მაქვს გასაკეთებელი, მე უნდა წავიდე. არ შემიძლია აქ ვიყო და ვაცნობიერო რომ ძალიან ბევრი რამ მაქვს სათქმელი, მაგრამ ვერ ვიძახი, არ მინდა რომ ასე ვიყო, წასვლა მჭირდება...
-კარგი, ბარათს დაგიწერ. -მეუბნება და ფურცელს იღებს. რაღაცას წერს და შემდეგ ბეჭედს არტყავს, მე კი მოთმინებით ვიცდი და ველოდები როდის დააამთავრებს რომ მე წასვლა და ჩემი გეგმის განხორციელება შევძლო.
ფურცელს მიწვდის და მადლობას ვუხდი, შემდეგ კი გავბივარ, ჩანთას ვიღებ და სკოლის გასასვლელისკენ მივდივარ რომ აქაურობას თავი მალე დავახწიო, ტელეფონს ვიღებ და მარის ვწერ რომ ცუდად გავხდი და სახლში წავედი, დაცვას ბარათს ვანახებ და ვაბიჯებ, თავისუფალ სამყაროში.


სახლში არავინაა და მეც პირდაპირ ოთახისკენ მივდივარ. გზადაგზა ტეთრ კედლებს ვაკვირდები და ვფიქრობ ყველა იმ მოგონებაზე რაც ამ კედლებთან მაკავშირებს. ოთახსი შევდივარ და მეღიმება. მთელ თბილისში ამაზე უცნაურ ოთახს ვერ იპოვით. კედლები თოვლივით თეთრია და ფერად-ფერადი პოსტერებით აჭრელებული, საწოლთან კი ღია ცისფერი სიზმართ-მჭერი კიდია, გარშემო მთლიან ოთახში პუფები ყრია, ერთ კუთხესთან კი პატარა ჰამაკია გაკეთებული.
ოთახის ბოლოში მივდივარ და მაგიდასთან ვჯდები, ფურცელს და კალამს ვიმარჯვებ და ღრმად ვისუნთქავ, დროა...


გამარჯობათ!
როგორ ხართ? ვიცი რომ ეს ერთი წერილია, მაგრამ ეს პირველია, და მინდა რომ სხვებიც წაიკითხოთ, ოღონდ მხოლოდ იმათმა ვისაც ის წერილი ეკუთვნის.
პირველი წერილი კი ყველასთვისაა, განსაკუთრებით მსობლებისთვის.
დე, მა, მინდა იცოდეთ რომ ძალიან მიყვარხართ და ვწუხვარ რომ საბოლოოდ ის მაინც არ აღოვჩნდი ვინც გინდოდათ რომ ვყოფილიყავი. მე ვცდილობდი, მაგრამ არა საკმარისად, ეს კი იმის ბრალია რომ არ მინდოდა. არ მინდოდა ის ვყოფილიყავი რაც თქვენ გინდოდათ, მე ჩემი თავის დაკარგვა არ მინდოდა, არ მინდოდა ოდნავ მაინც შევცვლილიყავი და ამით ის ინდივიდუალურობა დამეკარგა რაც მაქვს.
მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ არ მიყვარხართ, ან რომ თქვენზე ვბრაზობ. პირიქით, მადლიერი ვარ რომ დამეხმარეთ და შეძელით ჩემ გვერდით ყოფილიყავით. მინდა იცოდეთ რომ ძალიან მიყვარხართ, და იმედი მაქვს რომ ყველას აუხსნით რაც მოხდა და როგორ, რაც იცით ის რომ უთხრათ საკმარისი იქნება, რადგან ზედმეტის ცოდნა არავის არ აწყობს. რაც ნაკლები იცი, მით უფრო მშვიდად გძინავს.
რაც შეეხება თვითონ ამ წერილს, ეს ასე რომ ვთქვათ შესავალია, მინდა იცოდეთ რომ ყველა ძალიან მიყვარხართ, ისინიც კი ვისთანაც ყოველთვის დისტანციას ვიჭერდი და კარგად ვერ ვმეგობრობდი. იცით, მიხარია რომ გაგიცანით.
მართალია ყველასთვის არ შემიდგენია პერსონალური წერილი, მაგრამ ყველას ეხება ის რომ არ მინდოდა მოვლენები ასე განვითარებულიყო, არ მინდოდა რომ ასე დამტავრებულიყო. ვიცი რომ შეიძლება ვერ გადავრჩე, ამიტომაც ვწერ ამას, იმედი თითქმის არ მაქვს, მაგრამ ამასთან ერთად არც მეშინია.
იცით? მე გამარჯვების ოდნავ, მაგრამ მაინც მჯერა, სისულელეა, არა? მე ტატუ მაქვს, და მე ისინი გავაბრაზე, მაგრამ იმედს მაინც არ ვკარგავ. მათ ხომ ზუსტად ის იპოვეს ვისაც ეძებდნენ, მე უბრალოდ არ დავნებდები.
კარგით, ალბათ დროა დავასრულო და შემდეგ წერილებზე გადავიდე, მაგრამ მინდა გითხრათ არ მინდა ამის გაკეთება.
მაგრამ, უნდა წავიდე...
სიყვარულით,
კესი


წერილის წერას ვამთავრებ და ვიღიმი, პირველი მზადააა, ახლა მხოლოდ სხვები დამრჩა, არც ისე ბევრი, მაგრამ მაინც სხვები. არ ვიცი პირველი ვისთვის დავწერო, მაგრამ მაინც მგონია რომ პირველი მარი უნდა იყოს.


მარ, როგორ ხარ?
ძალიან მომენატრე, მინდა იცოდე ეს. და მინდა ბოდიში მოგიხადო რომ ვერ გითხარი ვერაფერი. მინდა გითხრა რომ, ვწუხვარ, არ მინდოდა ასე მომხდარიყო, მაგრამ მე სხვა გზა არ მქონდა. მე სხვა გზა უბრალოდ აღარ მქონდა. იმედია მაპატიებ...
ამ წერილის წერა რომ დავიწყე არ ვიცოდი რა დამეწერა, რადგან შენ ისედაც ყველაფერი იცი, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე სიმართლე მეთქვა... სიმართლე, არ ვიცი რატომ მაგრამ ალბათ ამის თქმა არ მინდა ყველაზე მეტად. იცი ხო როგორ მეზიზღება ეს ბლანტი, მახინჯი, მაგრამ საჭირო არსება, არა?
ნებისმიერ შემთხვევაში, მოყოლას თავიდან დავიწყებ და პირდაპირ გეტყვი რომ ტატუ გამიკეთეს და სახეები დავინახე. სანამ პანიკას დაიწყებ გეტყვი რომ არა, სახელები არ ვიცი და არა, პოლიციას ვერ ვეტყოდი. პოლიციას შენ უნდა უთხრა, ოღონდ ანონიმურად, მინდა რომ სისტემა დაანგრიო, მინდა რომ ხალხი იპოვო და მოკლა, მინდა რომ თამაში გააქრო.
ერთი მაღალი იყო, ქერა თმით, თხელი ვარდისფერი ტუჩებით და სწორი ცხვირით, ტყისფერი თვალები ქონდა, რომ შეხედავდი შიგნით ჩაიძირებოდი. მეორე მაღალი იყო, მსუქანი, ყავისფერი თვალებით და სწორი, გვერძელი შავი თმით. ვიცი რომ ეს არ არის საკმარისი, მაგრამ რამე ხომ არის? შენ მათი პოვნა უნდა შეძლო...
კაი, უნდა წავიდე, იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება და იმედი მაქვს რომ ცუდი არაფერი არ მოხდება.
სიყვარულით,
კესი

წერილს თავიდან ვკითხულობ და კმაყოფილი სახით თავს ვიქნევ, კიდევ რამდენიმე და თავისუფალი ვიქნები იმისთვის რომ გეგმა მოვიფიქრო.


ნიკა, როგორ ხარ? ვიცი რომ შეიძლება ბრაზობდე, რადგან ირობას ვარღვევ და სენტან ერთად წიგნზე ვერ ვლაპარაკობ, მაგრამ იმედი მაქვს წიგნის კითხვას ამთავრებ, რადგან მართლა ძალიან მაგარია და ისე ვითარდება რომ ამას ნამდვილად არ მოველოდი.
იცოდე რომ როცა დაამთავრებ მე ვიქნები მანდ რომ მოგისმინო შენ მოსაზრებებს ვუსმინო. შეგიძლია მომაკითხო ხოლმე ანდაც სულად მარტო ყოფნის დროს ოთახში ილაპარაკო და მივხვდები რომ მე მელაპარაკები, ანდაც რა იცი? იქნებ ფიქრებითაც მივხვდე? იმედია მივხვდები, არ ვიცი მაგდენი.
მინდა იცოდე რომ რაც არ უნდა მოხდეს, იმისდამიუხედავად რომ შეიძლება მანდ არ ვიყო მინდა რომ მომიყვე და მე შევეცდები დახმარებას.
სიყვარულით,
კესი


წერილს ნაზად ვკეცავ და ვცდილობ სინდის ყურადღება არ მივაქციო. სინდის, რომელიც მწიწკნის და ნელ-ნელა მკუწავს.


არც კი ვიცი რითი დავიწყო, ალბათ იმით რომ ჩემი საიდუმლოებები არავის არ უთრა. სერიოზულად ბექა არ ვხუმრობ. ისე, შეგიძლია შენც მელაპარაკო ხოლმე, იცოდე ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ მექნება, პირიქით. მაგრამ თუ დაგავიწყდები, არც ეგ არ არის პრობლემა...(პრობლემაა!)
რადგან ეს ბოლო წერილია, რადგან თუ ამას კითხულობთ ანუ უკვე მკვდარი ვარ, მაგარია არა?
მოკლედ მინდა უკანასკნელი საიდუმლო გაგიმხილო, რაც არის ის რომ მე ისევ ის მახინჯი მომწონს. ვიცი გითხარი რომ აღარ, მაგრამ ვერ მოგატყუებ, მით უმეტეს ახლა, როცა აზრი არაფერს აღარ აქვს.
უბრალოდ მინდოდა რომ გცოდნოდა.
სიყვარულით,
კესი.
პ.ს მიყვარხააარ!!!!

ბექას წერილზე მეღიმება, რადგან განსაკუთრებულს არაფერს არ ვეუბნები, მაგრამ ამავდროულად ჩემ უდიდეს საიდუმლოს ვუმხელ, ისევ. რაც ნიშნავს რომ ვენდობი და იმედი მაქვს რომ არ ეწყინება ასეთი ლაკონური რომ გამომივიდა.

რომ არ მოგატყუო არც კი ვიცი რა დავწერო, მართლა არ ვიცი, მაგრამ ვიფიქრე რომ უნდა დამეწერა, რადგან ასე თუ ისე მაინც ჩემი მეგობარი ხარ, მართალია კარგად არ გიცნობდი და მგონია რომ რაღაცას მიმალავ მაგრამ მაინც.
იცი? არ მეგონა ვინმეს ასე თუ დავუახლოვდებოდი, მართლა არ მეგონა, რადგან მე ზოგადად ჩაკეტილი ადამიანი ვარ, მართალია ვარ და ვაღიარებ. მართალი იყავი, ყველაფერში მართალი იყავი და როგორც არ უნდა მინდოდეს რომ ეს ვუარყო, ამას ვერ გავაკეთებ, რადგან შენ მართალი ხარ. ისევ.
მე ხალხისგან ვიმალები, მე ნამდვილ მეს ვკარგავ და ეს მომწონს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მინდა რამე შევცვალო. მე ვერაფერს ვერ შევცვლი, რადგან პირველი გვიანია, მეორე ხალხს ისევ არ და ვერ ვენდობი.
იმედია როდესმე მიხვდები ასე რატომ ვიყავი... რატომ აღარ ვენდობი ხალხს და იმადია ერთ დღეს მეც გამიგებ.
სიყვარულით,
კესი

უკანასკნელ წერილს ვამთავრებ და ყველას კონვერტში ვდებ მაგიდაზე იმისთვის რომ წაიკითხონ. მინდა რომ წაიკითხონ და მინდა იცოდნენ რომ ძალიან მიყვარს, ყველა ძალიან მიყვარს.
თვალებზე ცრემლი მადგება, მაგრამ გადმოსვლის საშუალებას არ ვაძლევ და ისევ ვიკეტები ჩემ თავში და ვიკეთებ ნიღაბს, რომელიც მუდამ თან მაქვს, და რომელიც შემეზარდა.


6.
გუშინდელი დღე მძიმე იყო. საშინელებაა როდესაც შენ მშობლებს უყურებ როგორ ემზადებიან შენი სიკვდილისთვსვის და შენ ვერაფერს ვერ აკეთებ. ვუყურებდი მათ მიმქრალ თვალებს და მოჩვენებით ღიმილს. და ეს საშინლად მტკივნეული იყო.
-როგორ ხარ? -დირექტორი წინ არსაიდან მიჩნდება და მიღიმის. აღელვებული და წაშლილი სახე აქვს. -ყველაფერი მზად არის, ყველას ავუხსენით სიტუაცია, იმედია ყველაფერი კარგად იქნება. -თავს ვუქნევ და ხმას არ ვიღებ, უბრალოდ წინ ვაგრძელებ ყურებას. -ნუ ნერვიულობ. -მხარზე ხელს მადებს და მეც ისევ თავს ვუქნევ.
ადვილია ამის თქმა როდესაც შენ არ კვდები, როდესაც იცი რომ ყველაზე საშინელი გეგმა არ გაქვს მსოფლიო ისტორიაში.
ნინოს უცერემონიოდ ვშორდები და სიარულს ვაგრძელებ. ვიცი, ვგრძნობ რომ ეს დღეს იქნება, ვიცი რომ დღეს სიკვდილი არ ამცდება.
ზარი ირეკება და კლასში ბედნიერი სახით შევდივარ, ყველა თავ-თავის ადგილზე ზის, მარი და ანა კი კედელთან მელოდებიან. როცა მათთან მივდივარ, ღიმილი ყურებამდე ადით და ისევ კლუბის ამბებზე იწყებენ ლაპარაკს, მე კი თავს ვუქნევ და ვეთანხმები. მათ დაკვირვებით ვუყურებ და ვცდილობ ისინი შევისწავლო, მინდა რომ უკანასკნელად ნახვისას ბოლომდე მახსოვდეს ისინი როგორები იყვნენ.
მარის ყავისფერი თმა გაშლილი და ტრადიციულად გაპუწული აქვს, მუხისფერი თვალების გარშემო ფანქარი უსვია, რძისფერ კანზე კი უამრავი ტონალური. თეთრი მაიკა და შავი ჯინსები აცვია, და იღიმის. ვიცი რომ ბედნიერია, ვიცი რომ დიდხანს აღარ იქნება ასე.
ანას კი ღია ყავისფერი თმა დაწნული აქვს და იღიმის. მარისგან განსხვავებით სახეზე არაფერი არ უსვია და პირიქით მგონი ასეც ურჩევნია. ლურჯი ზედა და თეთრი დახეული ჯინსები აცვია და გამწარებული ყვება რაღაცას.
-მოხდა რამე? -კითხულობს მოულოდნელად და თვალებში მიყურებს. -გათიშული ხარ.
-უბრალოდ მეძინება. -უტიფრად ვიტყუები და მხრებს ვიჩეჩ ისინი კი თავს მიქნევენ. ამ დროს კლასში მირანდა (მასწავლებელი) შემოდის და გვაიძულებს ყველანი ჩვენ-ჩვენ ადგილას დავჯდეთ.


ჯერ ვგრძნობ, შემდეგ ხმა მესმის და ბოლოს ვხედავ. ზუკა ძირს აგდია და სისხლი სდის, სხვები კი პანიკით არიან მოცუნლი. მირანდა პირდაპირ მე მიყურებს და თავს მიქნევს.
-ბავშვებო ზუკას დაეხმარეთ და დაბლა ჩავდივართ! -იძახის შეძლებისდაგვარად ცივად და ცდილობს არ იღელვოს. -ყველაფერი კარგად იქნება.
-რა ხდება?! -ყვირის გამწარებული მარი და თვალები უცრემლიანდება. ზუკასთან ჩაცუცქული ზის და თვალს არ აშორებს მის ჭრილობას.
-თამაში დაიწყო.-იძახის მირანდა ხმადაბლა და სხვების შეშინებულ მზერას თვალს არიდებს.
-ვისი? -კითხულობს აკანკალებული ხმით ანი და ხელს მკიდებს.
-ჩემი. -ვიძახი და თავს ვხრი. ყველანი ჩემკენ იყურებიან, მე კი მკლავს ვიწევ და ყველას ვანახებ იმას რისი დანახვაც არ უნდათ. ტატუს. -უნდა წავიდე! -ვიძახი ხმამაღლა და კლასიდან გავბივარ.


გ უ კ ა
კლასის კარები მოწყვეტით იღება და აწითლებულ კესის აჩენს. გრძელი, თეთრი საროჩკა, შავი ჯინსები და შავი კეტები აცვია, თმა კი გაშლილი აქვს და სახეზე ეწებება.
-დაიწყო. -იძახის და მასწავლებელიც თავს უქნევს, ისე რომ ზედმეტი ახსნა არ ჭირდება. მაგიდასთან მიდის და იქიდან იარაღს იღებს.
-რა ხდება?! -ვკითხულობთ მე და ეკე ერთდროულად და ფეხზე ვხტებით.
-თამაში დაიწყო და მეჩქარება. -იძახის კესი აღელვებული და იღიმის. -ყველანი პირველ სართულზე ჩადით და დაგაკვალიანებენ. -შემდეგ კი მასწავლებლისკენ ტრიალდება და იარაღს იღებს. -P-9... -იძახის მის სახელს ხმადაბლა და იბადრება. -ზუკა დაიჭრა, მაგრამ მეეჭვება სასიკვდილო იყოს, უბრალოდ ექიმი ჭირდება. -მასწავლებელიც თავს უქნევს და კესი კარისკენ მიდის, მაგრამ აჩერებს.
-წარმატებები. -ეუბნება და ეხუტება. კესი თავს უქნევს და კარიდან გარბის, მე კი ვერ ვხვდები რა ხდება.
-რა ხდება? -პირველი ბექა ერკვევა და კითხულობს. -ვისი თამაშია?
-კესისი. -იძახის ხმადაბლა და დაბლა იყურება.-მას ტატუ აქვს... -ამის გაგონება და სამყაროს გაჩერება ერთია. კესის ტატუ აქვს... მას მოკლავენ, ისე რომ მას გადარჩენის შანსიც არ ექნება. -ადექით უსაფრთხო ადგილზე მიგვყავხართ.


კ ე ს ი

გამოსაცვლელ ოთახში შევბივარ და გამოცვლას ვიწყებ, ვიცი რომ ცოტა დრო მაქვს და ვიცი რომ ძალიან, ძალიან უნდა ვიჩქარო. პარკს ვხსნი და იქიდან ტანსაცმელს ვიღებ და გამცვლას ვიწყებ. ჩმედა გასაკვირად ტანზე იდეალურად მადგას, ჩემს შარვალს ქამარს ვხსნი და ახალს ვუკეთებ, შავ მაიკას ვიცმევ და სავარცხლით თმას ვივარცხნი რომ მაღლა კუდად ავიწიო.
იარაღების დასამაგრებელში P-9-ს და Glock 21-ს ვიდებ, დანარჩენებს კი ჩანთაში ტყვიების გვერდით ვათავსებ რომ იქ დავაწყო სადაც დამჭირდება. დანას სპეციალურად ვიმაგრებ რომ არ დამივარდეს, შაშხანას კი ჩანთას ვუმაგრებ და აბსოლიტურად ყველა იარაღს ვტენი რომ ნებისმიერ დროს მზად მქონდეს.
სარკეში ვიყურები და უკანასკნელად ვათვალიერებ ჩემ თავს. ვიცი რომ საუკეთესო ტანსაცმელი არ არის, მაგრამ მოსახერხებელი მაინც არის.
კარს ვაღებ და გარეთ გავდივარ, მარტო იმიტომ რომ გაბრაზებული, აცრემლებული და ატირებული ბავშვები დავინახო. პირველი ვინც ჩემთან მორბის მარია და მეხუტება, თან ტირილს იწყებს.
-რატომ არ თქვი? -კითხულობს მისუსტებული ხმით. -რატომ არ გვითხარი?
-უფლება არ მქონდა. -ვიძახი და ნაზად ვიშორებ თავიდან, იარაღებით ვარ ასხმული, ვის გაუგონია ჩახუტება?!
-მეზიზღები! -ეხლა ანი მეხუტება და მგონია რომ ჩემ გაგუდვას ცდილობს. როდესაც ანისაც ვიშორებ თავიდან ხელში ბექა მრჩება, გაბრაზებული და იმედგაცრუებული.
-როგორ მოახერხე? -კითხულობს, ახლოსაც არ მოდის. -როგორ მოახერხე?! -თავს ვაქნევ და ხმას არ ვიღებ. მე ისინი გამოვიწვიე, აი როგორ მოვახერხე.
-უნდა წავიდე. -ვიძახი მანამ სანამ კიდევ ვინმე მოვა ჩემთან და კიბეებზე ავბივარ, რომ გარეთ გავიდე. საათს ვუყურებ, 15 წუთიც აღარ მაქვს, ამიტომ ჩემ გეგმასთან დამშვიდობება მომიწევს.
უკანსაკნელად იყურები უკან და ეზოში გავდივარ, იქ სადაც წესით თამაში იწყება.


-------------
იმედია მოგწონებათ ^^



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ძაან მაგარია.რა მოიცდის მომდევნო თავამდე ჰა?
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი ninuca)))

ძალიან მაგარია და იმედია მალე დადებ შემდეგ თავს.
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent