სამი გზა (თავი 7)
წამები წამებს მისდევდა, წუთები წუთებს, საათები საათებს, დღეები დღეებს, ტატა დათას... სადაც არ უნდა ყოფილიყო დათა, ტატა არსაიდან მის სიახლოვეს აღმოჩნდებოდა იმ იმედით, რომ დათა ყურადღებას მიაქცევდა, თუმცა ამაოდ. ეს უკანასკნელი ზედაც არ უყურებდა გოგონას, თავის სალომესთან კურკურით იყო გართული და ტატას ვერც კი ამჩნევდა. გოგონა თავს არიდებდა თეკლესთან და ოლიკოსთან ურთიერთობას. ნაძალადევი ღიმილით ესალმებოდა მათ, ლექციაზე ცალკე ჯდებოდა და დამწუხრებული ჩასჩერებოდა ტელეფონის ეკრანს. ელოდა, ელოდა სულმოუთქმელად დათას შეტყობინებას. არც კი უნდოდა თეკლეს სიტყვებზე დაფიქრება, რადგან აბსურდულად ეჩვენა. ჩუმჩუმად აკვირდებოდა ოლიკოს და თავის თავს ადარებდა. ასკვნიდა, რომ ტატას უკეთესი ტანი ჰქონდა, უკეთესი თვალები, უკეთესი ტუჩები და სუფთა წარსული დათასთან. ოლიკომ ვერ შეინარჩუნა მამაკაცი, რომელზეც ტატა გიჟდებოდა, ამიტომ მას უფრო მეტი შანსი ჰქონდა დათასთან. მას შეეძლო ახალი ფურცლიდან დაეწყო, მაგრამ ოლიკო ვერასოდეს დაიწყებდა ახალი ფურცლიდან. კმაყოფილებას ჰგვრიდა ეს ფიქრები ტატას და სულ უფრო ეძლეოდა იმედი, რომ დათასთან ყველაფერი გამოუვიდოდა. თეკლეს გული უდუღდა, სურდა ტატას მივარდნოდა და მაგრად შეენჯღრია. აზრზე მოეყვანა, მაგრამ მაშინვე გიორგის სიტყვები ამოუტივტივდებოდა თავში, რომ ჯობდა საკუთარი ცხოვრებისთვის მიეხედა და უფლება მიეცა სხვებისთვის, შეცდომები დაეშვათ. თავს ძალას ატანდა თეკლე, თუმცა სხეული უდუღდა ტატას ყოველ დანახვაზე. არ სურდა ასე მიეტოვებინა მეგობარი, როგორი სულელიც არ უნდა ყოფილიყო, თეკლეს მაინც შესტკიოდა მასზე გული და ორმაგად ვერ იტანდა დათას. ოლიკო მუდამ დადარდიანებული დადიოდა, ისედაც გულჩათხრობილი გოგონა, სულ მოიკუნტა. სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა სახეზე, მბრწყინავი თვალები თითქოს ჩაუქრა. ტატას ყოველ დანახვაზე, ცივად არიდებდა თვალს და დღეგამოშვებით დადიოდა უნივერსიტეტში, რომ დათას და ტატას არ გადაყროდა. სული ტკიოდა გოგონას, ძვლებში ამტვრევდა ყოველ ჯერზე, როცა ტატასა და დათას კოცნის სცენა გაახსენდებოდა. დათა მისთვის ტკივილთან ასოცირდებოდა, ტკივილთან, რომლის გაყუჩებაც მხოლოდ დათას შეეძლო, თუმცა მას არ სურდა ოლიკოს ბედნიერება. მას სურდა მხოლოდ ტკივილი მიეყენებინა მისთვის და ოლიმპიური წარმატებით გამოსდიოდა. *** პარასკევი 13:35 თეკლე და ოლიკო უნივერიტეტის ბუფეტში ისხდნენ, როცა ტატა შემოვიდა. წაშლილი სახით, მარტოსული... ძველი, მხრიარული ტატა სადღაც გამქრალიყო. ცალკე დაჯდა მარტო და დადარდიანებული ჩასჩერებოდა ტელეფონს. ოლიკომ თვალი შეავლო ფრთხილად და წამსვე შეცვალა მზერა მის წინ დადებულ ყავის ჭიქაზე. თეკლე კი გულშეკუმშული უყურებდა და ცქმუტავდა. ვერ ისვენებდა ადგილზე, ტატასთან დალაპარაკება და აზრზე მოყვანა სურდა და როგორც კი მისკენ მომართული ტატას მოპარული მზერა დაიჭირა, გაუღიმა. თვალებით ანიშნა, რომ მათთან მოსულიყო. აქ საფრთხე არ ემუქრებოდა. ტატასაც თითქოს გული აუჩუყდა, ფრთხილად წამოდგა და მათ მაგიდას მოუახლოვდა. ოლიკომ დაღლილი, წაშლილი მზერა შეაგება მის მოპირდაპირედ დამჯდარ ტატას და ნაძალადევად გაუღიმა. თეკლემ ხელი ხელზე დაადო გოგონას და კიდევ ერთხელ, თბილად გაუცინა. -როგორ ხარ? -ჰკითხა თეკლემ. გოგონამ თავი ჩახარა და მხრები აიჩეჩა. თეკლემ მხარზე დაადო ხელი. -ეს ახალი კაბაა? -უჩვეულო იყო თეკლესგან მსგავსი კომპლიმენტნარევი კომენტარი, თუმცა იცოდა რომ მხოლოდ ამით გააღიმებდა მეგობარს, ამიტომ ცოტა წაითამაშა. ტატასაც ბედნიერად აენთო თვალები და გაბრწყინებული თვალებით შეაშტერდა თეკლეს. -ჰო, გუშინ ვიყიდე. ახალი კოლექციდანაა. -ლამაზია. -ღიმილნარევად მიუგო ოლიკომ და ტატას გაოცებულ მზერაზე უფრო ფართოდ გაშალა ტუჩები. -ჩემზე გაბრაზებული არ ხარ? -მორცხვად მოუჭრა ტატამ. -შენზე რატომ უნდა ვიყო გაბრაზებული? -უცნაურად გახედა ოლიკომ. -დათას დიდი ხანია ვიცნობ და ვიცი ეს რატომაც გააკეთა. ტატამ უკმაყოფილოდ შეკრა წარბები. -მე მაინც მინდა ვცადო მასთან. ვფიქრობ, რომ სრულიად მაქვს ამის უფლება. -ნიშნისმოგებით მიუგო ტატამ. ოლიკომ ცინიკურად აათამაშა მხრები. -როგორც გინდა. -ცივად მოუჭრა ტატას. -მოკლედ... -დაიწყო საუბარი თეკლემ. -ერთუჯრედიანი დათას გამო, გოგონები ნუ დავძაბავთ ერთმანეთთან ურთიერთობას. შენი საქმის შენ იცი ტატა, ჩვენ როგორც მეგობრებმა გირჩიეთ. შენი გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევი. უბრალოდ, ისე ნუ გვიყურებ თითქოს შენი მტრები ვიყოთ. -არ გიყურებთ როგორც მტრებს. -თავი გაიმართლა ტატამ. -უბრალოდ მეგონა რომ ოლიკო ჩემზე იყო ნაწყენი და არ უნდოდა ჩემი დანახვა. ოლიკოს ცინიკურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. -ჰოდა, არ ვარ გაბრაზებული. რაც გინდა ის ქენი. -მიახალა გოგონამ და ხელები ზავის ნიშნად გაშალა. რამოდენიმე წუთში გოგონები ძველებურად მოშინაურდნენ და ბუფეტის მხიარულ ხმებს, მათი კისკისიც შეერია. თუმცა დათა რის დათა იყო, რომ არ ჩაეშხამებინა დროებითი მხიარულება გოგონებისთვის. ტატამ მხარზე მძიმე ხელის დაცემა იგრძნო და ლოყა აუწვა დათას ცხელმა კოცნამ. -როგორ ხარ, პატარა? -ხმამაღლა ჩასძახა ყურში. შემდეგ კი ენა კბილებში აატრიალა და ცინიკური ღიმილით, ქვევიდან გახედა ოლიკოს, რომელიც გაყინული სახით მიშტერებოდა მის მოპირდაპირედ ჩამომსხდარ, ერთი შეხედვით ბედნიერ „წყვილს“. თეკლეს სისხლი თვალებში მოაწვა ბრაზისგან, მაგრამ ენას მაგრად დააჭირა კბილები, რომ სიტყვა არ დასცდენოდა. ტატას კი გულის ფორმის ფანტელები უფრინავდნენ თვალებში, ვერც კი იჯერებდა რომ როგორც იქნა დათამ ყურადღება მიაქცია. სულ გადაავიწყდა ოლიკოც და თეკლეც. სიყვარულით სავსე შესჩერებოდა დათას და იმ წამს მისთვის არავინ და არაფერი არსებობდა დათას გარდა. ტატა დათას უყურებდა, დათა ოლიკოს, ოლიკო დათას, თეკლე კი უმისამართოდ იყურებოდა სივრცეში. ერთ წერტილს მიშტერებოდა და მაქსიმალურად ცდილობდა თავი შეეკავებინა. -მ..მე ლექციაზე მაგვიანდება. -წამოიძახა ოლიკომ და ფეხზე წამოიჭრა. ნერვიულობისგან სკამს ფეხი წამოსდო და შებარბაცდა, ძლივს შეიმაგრა თავი რომ არ წაქცეულიყო. მოუხერხებლად ცდილობდა თავი დაეღწია იქაურობას და წამდაუწუმ ეჯახებოდა ხან მაგიდას და ხანაც სკამს. დათამ ხმამაღლა ჩაიცინა და ტატას გახედა. -ოხოხოო... -ხმამაღალი სიცილი ამოუშვა პირიდან. -მგონი შენი დაქალი ნერვიულობს. სემინარისთვის მზად არ ხარ ოლიკო, თუ ასე რამ აგანერვიულა? -გველური სიცილი უთამაშებდა სახეზე ბიჭს. ოლიკოს არც შეუხედავს მისთვის, სწრაფად გამოგლიჯა ჩანთა სკამის საზურგეს და შხუილით გაქანდა გასასვლელისკენ. დათამ ოლიკოს უკანალს გააყოლა თვალი და ისევ ჩაეცინა. შემდეგ კი ცივად შეუშვა ხელი ტატას და კმაყოფილმა დატოვა ბუფეტი. ტატა სწრაფად სუნთქავდა, იმ წამს ბოღმა ახრჩობდა. გულში ეჭვმა გაჰკრა, რომ თეკლეს სიტყვები სიმართლეს შეესაბამებოდა, მაგრამ წამსვე უკუაგდო ეს ფიქრები, რადგან ამის გაფიქრებაც კი არ სურდა. გვერდით რომ გაიხედა, თეკლე იქ აღარ იჯდა. დათას უკან ადევნებულმა თეკლემ მკლავში მოჰქაჩა ბიჭს და მისკენ შეატრიალა. -ოჰჰო. -ცინიკურად დახედა ბიჭმა. -ოჰჰო კი არა, თავი ვინ გგონია? რა იყო, იმდენად გაკლია თავდაჯერებულობა ტატათი ინაზღაურებ? ან ოლიკოსგან რა გინდა გამარკვიე აბა?! ის ვერ აიტანე, რომ ფეხებზე კიდიხარ? ბიჭს ცინიკური სახე ჩამოერეცხა, მთელი სხეულით დაიძაბა. -რაც შენი საქმე არ არის, ცხვირს ნუ ყოფ, გაიგე? ჰაჰ, მოიცა... მითხარი, ბიჭისთვის ნაკოცნი მაინც გაქვს? -ცინიკურად დააშტერდა დათა გოგონას და როცა პასუხი შეაგვიანა, უფრო შესამჩნევად გახსნა ტუჩები. -არა ხო? -ხმამაღლა გადაიხარხარა ბიჭმა. -მგონი ერთი მუშა *ლე მოაგვარებდა შენს პრობლემას. ძალიან აღზნებული მეჩვენები. თუ გინდა ნომერს დაგიტოვებ, ამ საღამოს თავისუფალი ვარ. -წარბები აუთამაშა ბიჭმა. თეკლეს სახე წამოენთო, მარჯვენა ხელი გაშალა და მთელი ძალით გააქანა დათას სახისკენ, მაგრამ ბიჭმა ჰაერში დაიჭირა გოგონას ხელი და გვერდით მოისროლა. სახე ბრაზისგან მოეღრიცა და საჩვენებელი თითი მუქარით დაუქნია სახესთან. -არ ჩაერიო! გირჩევ, რომ ჩემსა და ოლიკოს შორის არ ჩადგე, თორემ წარმოდგენაც არ გაქვს რისი გაკეთება შემიძლია! -ბრაზისგან მოღრეცილი სახე, თბილი ღიმილით შეცვალა ბიჭმა. -მიდი ეხლა გაიქეცი და შენი დაქალი დააწყნარე, მგონი ტიტა ხო? თუ ტატა. -ცინიკური სახით ჩაუკრა თვალი ბიჭმა, შემდეგ კი ზურგი შექცია და აუჩქარებლად გაუყვა დერეფანს. თეკლემ მუშტები შეკრა, ისევ გაახსენდა გიორგი სიტყვები და ინანა რომ კვლავ ჩაერია სხვის საქმეში. *** შაბათ-კვირამ შეუმჩნევლად გაირბინა. თეკლეს დაჟინებით ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ დათასა და გოგონებს შორის არ ჩადგებოდა, მაგრამ მაინც უჭირდა თავის შეკავება, როდესაც უქმეებზე მეგობრებს ხვდებოდა. ტატასა და ოლიკოს შორის უხერხული დაძაბულობა სუფევდა, თუმცა ორივე მხარე მაქსიმალურად ცდილობდა თავი შეეკავებინათ და ძველებური მეგობრული ურთიერთობა შეენარჩუნებინათ. ოლიკო ხვდებოდა, რომ დათა არ ღირდა იმად, თუნდაც ტატა რომ დაეკარგა. გამუდმებით არწმუნებდა თავს, რომ ზურა უყვარდა, რომ მალე ჩამოვიდოდა და მისი სიახლოვე დათას მიერ გამოწვეულ აფორიაქებას ჩაუცხრობდა. დღეებს ითვლიდა, სანამ თავისი საქმრო ჩამოვიდოდა. უწინდელზე ხშირად ურეკავდა ზურას და მამაკაცის თავისუფალ საათებს მასთან საუბარში ხარჯავდა. არ სურდა ფიქრებთან მარტო დარჩენა, ეშინოდა საკუთარ გრძნობებთან განმარტოვების. ეშინოდა ტკივილის, რომელსაც დათას სახელის გაგონებაც კი ჰგვრიდა. ტატა კვლავ მოლოდინის რეჟიმში იყო. ტელეფონს თავთან იდებდა და დათას სურათთან ერთად იძინებდა. გადაწყვიტა, რომ ის იყო მისი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული და რაც უფრო მეტად ეცილებოდნენ მასში და რაც უფრო მეტად არ აქცევდა დათა ყურადღებას, მით უფრო მეტად უყვარდებოდა იგი. მხოლოდ თაყვანისმცემლებისგან მოსული შეტყობინებები წყვეტდნენ გოგონას გონებიდან ცოტა ხნით დათას. ორშაბათს გაიგეს, რომ ექსკურსია იგეგმებოდა უნივერსიტეტში. ოლიკომ სიას გადახედა და როცა დათა ჯიშკარიანს თვალი ვერ მოკრა, მხოლოდ მაშინ ჩაეწერა. განტვირთვა არ აწყენდა და ახალ ხალხში გარევა. ტატამ უარი თქვა, როცა გაიგო რომ დათა არ მოდიოდა. თეკლემ კი გადაწყვიტა მარტო დარჩენილიყო სახლში და შეესვენა ხალხმრავლობისგან. *** ოთხშაბათი 08:00 ოლიკოს შავი მაღალყელიანი ჯინსი ეცვა, ტანზე კარგად მომჯდარი. ასევე მომჯდარი შავი ტოპი და შავი კომფორტული კედები. პატარა ზურგჩანთა უმშვენებდა მხრებს, თმა შეკრული ჰქონდა და თავისი პატარა ცხვირი ოდნავ შესამჩნევი გახდა მის სახეზე, რომელიც გაშლილ თმაში თითქმის საერთოდ არ უჩანდა. ექსკურსიის ავტობუსში ავიდა გოგონა და ფანჯარასთან დაჯდა. მშვიდი ღიმილი მოჰფენოდა სახეზე, როგორც იქნა დათასგან შორს გაატარებდა მთელს დღეს. გვერდით შავგრემანი, მწვანეთვალება და სიმპათიური ყმაწვილი მოუჯდა. -ჰეი. -მხიარულად შესძახა ბიჭმა. გოგონამ საპასუხო ღიმილი შეაგება. -ჰეი. მე ოლიკო ვარ. -ასეც ვფიქრობდი. -ალმაცერად გაუცინა ბიჭმა. -რას ფიქრობდი? -ღიმილი არ შორდებოდა გოგონას სახიდან. -ოლიკო რომ გერქმეოდა. გოგონას ხმამაღალი სიცილი წასკდა. -რა გაცინებს? ყველა ლამაზ გოგოს ოლიკო ჰქვია. -არ ჩერდებოდა ბიჭი და ოლიკოს სიცილის დანახვაზე უფრო მეტად ცდილობდა ისეთი რამ ეთქვა მისთვის, რომ ღიმილი არ შეშრობოდა. -მე მეგონა ოლიკო იშვიათი სახელი იყო. მაინც რამდენ ოლიკოს იცნობ? -კისკისით ჩაეკითხა გოგონა. -ჯერ-ჯერობით ერთს და ყველაზე ლამაზს. -მხრები აიჩეჩა ბიჭმა და ხმამაღალ სიცილში აჰყვა გოგონას. -შენ რა გქვია? -მე, ირაკლი. -ხელი გაუწოდა ბიჭმა და გოგონამაც ჩააცურა თავისი ნაზი, თეთრი ხელი ირაკლის დიდ და უხეშ ხელში. ავტობუსში დათას ლამაზმანმა სალომემ შემოაბიჯა და მას ის უხსენებელიც ამოჰყვა. „ოღონდ ეს არა“ გაიფიქრა ოლიკომ და ლამის ტირილი დაიწყო ისეთი შეწუხებული სახე მიიღო. -რა რბილი თმა გაქვს. -თმაზე ხელის სრიალი იგრძნო გოგონამ და უეცრად გამოერკვა. ირაკლი უსვამდა თმაზე ხელს და ის-ის იყო მადლობის თქმას აპირებდა, თავზე დათა წამოადგათ, ირაკლის ხელს სწვდა და ხელი უხეშად მოაშორა ოლიკოს თმიდან. სალომე წარბებშეკრული შეაშტერდა დათასა და ირაკლის, შემდეგ კი იჭვნარევად აათვალიერა ოლიკო და ტუჩები მწარედ მოკუმა. თვალებით მუქარას აფრქვევდა ოლიკოს მისამართით. -რა ხდება ჩემი ძმა? -მიმართა დათას ირაკლიმ. -ამ გოგოსთან მე ვარ, შენ სხვაგან დაჯექი! -დაუღრინა დათამ ბიჭს და მის პასუხს არ დალოდებია ისე დააგდო თავისი ჩანთა ირაკლის ფეხებთან. -ბოდიში ძმა. -ხელები ასწია ბიჭმა და უხმოდ წამოდგა. -გააფრინე? -შეაცხრა სახეში სალომეს მრისხანე მზერა დათას, რომელიც ჯერ კიდევ წარბებშეკრული მიშტერებოდა ოლიკოს და ეს უკანასკნელიც უტეხად უყურებდა თვალებში. -ჰეი, შენ გელაპარაკები დათა! -შეანჯღრია სალომემ. -ვაახ, გეყოფა ტო! სულ როგორ უნდა წიკვინებდე. -თვალები აატრიალა დათამ და მობეზრებულად გადახედა სალომეს, შემდეგ კი მზერა ავტობუსში ამომავალი გოგონასკენ მიატრიალა. -ჰეი ლიზა, მარტო ხარ? -ჰკითხა დათამ ავტობუსში ქოშინით ამომავალ მსუქან, წითელლოყება გოგონას. -კი. -ძლივს აღმოხდა წითელლოყებას. -აი აქ დაჯექი შენ, ამ გოგოსთან. -თვალებით ოლიკოს გვერდით სავარძლისკენ ანიშნა. ლიზამ ღიმილი მიაგება ოლიკოს და ქოშინით დაეხეთქა მის გვერდით. გოგონა იმდენად მსუქანი იყო, ოლიკო წურბელასავით მიეკრო ფანჯარას, რადგან ლიზა სავარძლის მის ნაწილსაც იკავებდა. დათამ დამცინავად ჩაიფხუკუნა, ხელი გადახვია სალომეს, ოლიკოს თვალი ჩაუკრა და ავტობუსის ბოლოსკენ გასწია. ოლიკომ ბრაზისგან ძლივს ამოისუნთქა, „მე შენ გიჩვენებ!“ გულში იმუქრებოდა დათას მისამართით და სულ უფრო ძლიერად მიებერტყა დანჯარას, როდესაც ლიზა კარგად მოკალათდა. *** სტუდენტები შემოდგომისგან შეყვითლებულ ბუნებას შეესივნენ. ყველა თავისთვის იყო დაყოფილი. დათა და თავისი ორი ძმაკაცი გოგონებთან ერთად ისხდნენ და ხმამაღლა იცინოდნენ. დათა დროდადრო სარკასტულ მზერას ესვრიდა ხოლმე ოლიკოს, რომელიც წითელლოყება ლიზისთან ერთად იჯდა და გულშეწუხებული უყურებდა, თუ როგორ იტენიდა პირს უკვე მეოთხე ნაჭერი ნამცხვრით. სტუდენტების წინ ულამაზესი ხედი იშლებოდა. ახალგაზრდები შვიდი მეტრი სიმაღლის კლდის თავზე მოკალათებულიყვნენ, რომელიც ტყეზე იყო მიბმული. კლდის ძირას კი წყნარი, ანკარა მდინარე გადიოდა. სექტემბერი იწურებოდა, თუმცა საბანაოდ შესაფერისი ამინდი იყო. სტუდენტების ნაწილი ტყისაკენ დაიძრა, ნაწილმა კი კლდის პირისაკენ ცელოფანი გააფინეს, ზედ თხევად საპნებს ასხამდნენ და ჟივილით ეშვებოდნენ კლდიდან მდინარეში, მათ შორის იყო დათაც და თავისი ლამაზმანიც. სალომეს წითელი, სექსუალური კუპალნიკი ეცვა, ხოლო დათა წელს ზევით შიშველი იყო და ოლიკოს ლამის სპაზმური შეტევა დაემართა მისი კუნთების შემხედვარე. მეორეს მხრივ, მოსწონდა მხიარული ახალგაზრდების ყურება და ამ ყველაფერს ორმაგად უფრო სასაცილოს ხდიდა ლიზას სიცილი, რომელიც უხმოდ იბერებოდა, უფრო წითლდებოდა და ყრუ ხავილით მიხვდებოდით, რომ იცინოდა. -შენც გადახტი, მიდი. -შესთავაზა ლიზამ ოლიკოს. -მე? უი არა. ცურვა არ ვიცი, თან სიმაღლის მეშინია. -მხრების ჩეჩვით უპასუხა გოგონამ. ლიზა დაიჭყანა და ჩუმად მეხუთე ნაჭერი ნამცხვარი ამოაძრო ჩანთიდან. ოლიკომ კლდის პირას მდგარი ირაკლი დაინახა, დათას საქციელი მოაგონდა და ბრაზი მოაწვა სახეში. წამოდგა და ბიჭს მიუახლოვდა, რომელმაც უცებ გამოხედა და უმალვე აარიდა თვალი. დათას ავტორიტეტი უნივერსიტეტში არამარტო გოგონებთან, არამედ ბიჭებთანაც მაღალი იყო და მასთან პრობლემებს ყველა თავს არიდებდა. ირაკლიც არ იყო გამონაკლისი, ამიტომ არ სურდა ოლიკოს გამოლაპარაკებოდა, თუმცა გოგონა მიხვდა ამას და უფრო ახლოს მივიდა ბიჭთან. -რას შვრები? -ჰკითხა გაბადრულმა. -რავი, შენ? -მკრთალად უპასუხა ბიჭმა და თან აქეთ-იქეთ მიმოიხედა. -რავი. საოცარი სილამაზეა აქ. ცურვა რომ ვიცოდე გადავხტებოდი. -სიცილშერევით უთხრა გოგონამ. ბიჭმა გაუღიმა. -არც მე ვიცი და მაგიტომ ვერ ვხტები. -ორივეს გაეცინა ამაზე. უეცრად ოლიკომ მძიმე ნაბიჯების ხმა გაიგონა მის უკან და როცა ირაკლის მომღიმარი სახე მოეღრიცა, მიხვდა რომ დათა უახლოვდებოდათ. ბიჭი მაშინვე უკან დაიხია და ოლიკოს მოშორდა. გოგონა ჯიუტად არ იყურებოდა უკან, არ სურდა დათას შეხედვა. -შენ არ გინდა გადახტე? -ნაცნობი ცინიკური ხმა მოესმა გოგონას ყურთან. ოლიკომ ფეხები აამოძრავა და წინ წასვლა სცადა, მაგრამ ბიჭმა მკლავში ჩაავლო ხელი და მისკენ მიატრიალა. -რა გინდა დათა? შემეშვი ერთხელ და სამუდამოდ. -დაღლილი ხმით უთხრა გოგონამ. ბიჭმა წარბები შეკრა და უარის ნიშნად თავი თითქმის შეუმჩნევლად გადააქნია, მერე კი მალევე გახსნა წარბები და სახეზე გველური ღიმილი მოერია. გოგონას იგივე გრძნობა დაეუფლა, როგორიც მაშინ, როცა გამხეცებული დათა ტატასკენ მიდიოდა და შემდეგ აკოცა. ეს შეგრძნება ცუდ წინათგრძნობასთან ასოცირდებოდა ოლიკოსთვის, რომელიც მისდა საუბედუროდ, არასოდეს უმტყუნებდა. ბიჭს უფრო გაეხსნა ტუჩები და სახე უფრო გველური გაუხდა, ნელ-ნელა გოგონას ნაბიჯები უკუსვლით აგრძელებდნენ სიარულს. -არა, შე ცხოველო, ეს არ გააკეთო! -თვალები შიშისგან მრგვალი გაუხდა გოგონას. -ოჰოო. -ჩაეცინა ბიჭს. -მიდი გააგრძელე, უფრო სტიმულს მაძლევ. -ხმამაღალი სიცილი წასკდა დათას. -გთხოვ დათა, გევედრები ამას ნუ გაკეთებ. ცურვა არ ვიცი, მოვკვდები. დათას გველური ღიმილი არ შორდებოდა სახიდან, უეცრად გოგონას საჯდომზე დაავლო ორივე ხელი, მაღლა ასწია და მჭიდროდ მიახეთქა საკუთარ სხეულს. გოგონამ ინსტიქტურად ფეხები მოხვია თეძოებზე, ხელები მაგრად მოუჭირა კისერში და თვალები სიმწრისგან დახუჭა. გულის ფრიალი იგრძნო, სწრაფი და ეგონა რომ სადაცაა ბუდიდან ამოუვარდებოდა. გოგონას შიშის გრძნობას, მასზე მიკრული დათას სხეული ჭამდა და მხოლოდ ადრენალინის მოზღვავებას გრძნობდა. სწრაფად ეშვებოდნენ მდინარისკენ და ჰაერს აპობდა ერთმანეთში გადახლართული ორი სხეული. დათა მაგრად უჭერდა ხელებს და ოლიკოც მთელი ძალით იყო ჩაბღაუჭებული მას. სამი... ორი...ერთი და ჰაერიდან უკვე წყალში გადაინაცვლეს. ღრმად ჩაესო ორი სხეული მდინარეში, თუმცა ოდნავადაც არ შეტოკებულა. მყარად და საგულდაგულოდ იყვნენ მიკრული ერთმანეთზე და იმ წამს ვერავინ და ვერაფერი განაცალკავებდა მათ. ბიჭმა ხელები შეუშვა გოგონას და აამოძრავა. ოლიკო კი ისევ ისე იყო ჩაბღაუჭებული მასზე. წყლიდან თავი ამოყვეს და სწრაფად დაეწაფნენ ჟანგბადს. გოგონამ ინსტიქტურად კლდის თავისკენ აიხედა და უსაშველოდ დიდი მოეჩვენა ეს სიმაღლე, თუმცა მათკენ მომზირალ, ცნობისმოყვარე თვალებს რომ შეეჩეხა, წამსვე დახარა თავი. -ვიცი, რომ ჩემთან ჩახუტება გინდა, მაგრამ ოდნავ შემიშვი, თორემ ვერ ვმოძრაობ. -ცინიკურად ჩასისინა ყურში დათამ. გოგონამ ფეხები შეუშვა ცივად, ხელებიც ოდნავ მოადუნა. -არც იცოდნებო. -იგივე ცინიზმით უპასუხა მანაც. -მე არასდროს ვოცნებობ, ოლი. ბიჭმა მხრები აამოძრავა და ნაპისიკენ წაიყოლა ოლიკოს სხეულიც. ძლივს აბობღდა გოგონა ხმელეთზე და ქოშინით გაწვა. ცოტა ხნის დასვენების შემდეგ, წამოჯდა გოგონა. დათა მის გვერდით იყო წამოგორებული და თვალები დახუჭული ჰქონდა. გოგონამ ნაცნობი კლდე ხეებს იქით დალანდა და მიხვდა რომ დანიშნულების ადგილიდან საკმაოდ შორს იყვნენ და ვერც ვერავინ ხედავდა მათ. სასწრაფოდ შეანჯღრია მის გვერდით წამოწოლილი დათა. -სად ვართ? დავბრუნდეთ ახლავე! -გაკაპასდა ოლიკო. -მოიცა რა... -უდარდელად უპასუხა ბიჭმა. -რა მოიცა რა, დროზე ადექი. -უბრძანა გოგონამ. ბიჭმა სიცილით ჩაიფრუტუნა და ცალი თვალით გამხედა გოგონას. -ამდენი წელია მიცნობ და მაინც ვერ დაამუღამე, როგორ უნდა დამიყოლიო, არა? -ცალყბად ჩაეცინა და იდაყვებზე დაეყრდნო. -საერთოდ არ ვცდილობ მაგას. -მიახალა გოგონამ. -ჰოდა, მაშინ მარტო წადი. -ისევ წამოწვა დათა და თვალები მშვიდად დახუჭა. გოგონამ მძიმე სუნთქვა დაიწყო, ბოღმა ახრჩობდა. -დათა... -დაიწყო ისევ ბიჭის ნჯღრევა. -მმმ... -დაბოხებული ხმა ამოუშვა ბიჭმა. -წავიდეთ, რა... -დამთბარი ხმით უთხრა გოგონამ. -კარგი მცდელობა იყო, მაგრამ ეგ არ მაკლაყოფილებს. -უპასუხა ბიჭმა, ისე რომ თვალები არ გაუხელია. გოგონამ მძიმედ ამოიხვნეშა, ფეხზე წამოდგა და გასასვლელის პოვნას შეუდგა. დათა ისევ ისე მშვიდად იყო წამოგორებული და ალბათ დარწმუნებულიც იყო, რომ ოლიკო გასასვლელს ვერ იპოვნიდა. უშედეგო ძებნის შემდეგ, გოგონა ისევ მიუჯდა მწოლიარე დათას გვერდით, ღრმად ამოიხვნეშა და მის წინ გაშლილ ულამაზეს ბუნებას გახედა. -ბუნება... -დაიწყო გოგონამ უჩვეულოდ წყნარი, დამტკბარი ხმით. დათამ ცალი თვალით ამოხედა. -ის საკმარისად ჭკვიანია იმისთვის, რომ იცოდეს, ზოგჯერ აღარაფრის გამოსწორება აღარ შეიძლება. ზოგჯერ, ცარიელი ფურცლიდან დაწყებაა საჭირო. გოგონა ისევ წინ იყურებოდა, თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა. დათა უკვე მის გვერდით იყო წამომჯდარი, ცოტა ხანი სახეში უყურა გოგონას, შემდეგ კი მზერა მის წინ გაშლილ ბუნებას შეაგება. ცოტა ხანი ჩუმად ისხდნენ. -ჰო, ბუნება საოცარი რამეა. -დაარღვია სიჩუმე ბიჭმა. -მასში უამრავი ხიფათია, სირთულე, შეიძლება ბევრჯერ სიკვდილსაც კი გადაეყარო, მაგრამ იქ ვერ ნახავ ბოროტებას. -სახე ოდნავ დაეჭყანა ბიჭს თავზე წამომდგარი მზის გამო. ოლიკოს გახედა. -ადამიანური ბუნება კი საწამლავია და ბუნებისაგან განსხვავებით, არც თავად დაიწყებს ახლიდან და არც სხვას მისცემს მაგის უფლებას. -დაასრულა დათამ. ოლიკომაც გამოხედა, ერთხანს თვალებში უყურეს ერთმანეთს. თვალებით ეუბნებოდნენ ოთხი წლის ნაგროვებ სიტყვებს. ყლაპავდნენ ერთმანეთის ტკივილებს. დანანებით შესჩერებოდნენ ერთმანეთს. ოლიკოს თვალები გაუმწვანდა, სწორედ ასე ემართებოდა, როცა მასში წყალი უდგებოდა. ბიჭმა თავი ჩახარა და უმისამართოდ გაიხედა წინ. გოგონას მზერას კვლავ გრძნობდა, ვერ გაუძლო და ფეხზე წამოდგა. -წავიდეთ. -უთხრა ბიჭმა ისე რომ მისკენ არ გამოუხედავს. თანდათან შორდებოდა გოგონას. ეს უკანასკნელი კი ისევ იჯდა მდინარის ნაპირზე და მისგან მიმავალ დათას უცქერდა, უკვე მერამდენედ უყურებდა მისგან მიმავალს... -რატომ მიმატოვე, დათა? -ცრემლებისგან აკანკალებული ხმით დაუყვირა გოგონამ. ბიჭი ადგილზე გაშეშდა. სახე ბრაზისგან წამოენთო, კბილები მაგრად დააჭირა ერთმანეთზე და გაცეცხლებული გაექანა გოგონასკენ. მკლავში სწვდა და ფეხზე წამოაგდო. ახლოს მიუტანა სახე. -შენ რა გააკეთე? -ღრიალებდა ბიჭი. -შენი თავი ფრთიანი ანგელოზი გგონია? არც შენი სიყვარული ყოფილა ნამდვილი და ამას შენს თითზე წამოცმული ბეჭედი ამტკიცებს! არ გაბედო ჩემთვის მაგ კითხვის დასმა, გაიგე? არ იმსახურებ მაგის პასუხს! -სულ უფრო უწევდა ხმას ბიჭი. სახე სულ დამანჭვოდა ბრაზისგან. დაბერილი ნესტოებიდან სწრაფად სუნთქავდა, სხველი თმა თვალებში ჩამოჰყროდა. მერე უხეშად შეუშვა ხელი გოგონას, ღრმად ამოისუნთქა და წინ ჩამოყრილ თმაზე გადაისვა ხელი. -წავედით. -მშვიდი ხმით უთხრა მან. -ტატას თავი დაანებე, დათა. -მშვიდად მიუგო გოგონამ. ბიჭს ბრაზიანი სახე ცინიკური ღიმილით შეეცვალა. -ეგ ჩემი და ტატას საქმეა. თანაც, ჯერ არ მოგინელებია ის სიტყვები, რაც მაშინ მითხარი. -სახე წამდაუწუმ ეცვლებოდა ბიჭს. ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადადიოდა მისი გამომეტყველება და ვერავინ გაარკვევდა სინამდვილეში, რომელი იყო ნამდვილი?! იქნებ, არც ერთი?! ბიჭი შეტრიალდა და ნელი ბანიჯით გაუყვა გზას. გოგონა ერთხანს გაშეშებული იდგა, მერე კი თავჩაქინდრული გაჰყვა უკან დათას ნაბიჯებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.