ესეც გაივლის...უბრალოდ არ დანებდე (თავი 12)
რამდენიმე წუთის მერე, როცა უკვე ყველა დამშვიდდა და ყველაფერი კარგადაა, ტელეფონი ავიღე და ლუკასთან დავრეკე... - ხო ნია... - არაფრისმთქმელი ხმა ისეთი უსიამოვნო იყო -ლუუკ... -რა ხდება? -სანდროოოო, გაიღვიძ... -მოვდივართ... -არ იჩქაროთ, იცოდე ფრთხილად... -კარგი.. -ლუკა! -ჰო -მიყვარხარ... -ეს სიტყვა დიდი ხანია არ მითქვავს, საერთოდ აღარაფრის მთქმელი გახდა, უფერული და უემოციო, ჩემში არანაირ გრძნობას არ წარმოშობდა, მაგრამ როდესაც ლუკას ჩემდა უნებურად ვუთხარი გულში ისეთმა თბილმა სხივმა ჩამიქროლა, და ისე მესიამოვნა იმედი მომეცა რომ ოდესღაც მეც დავუბრუნდებოდი ძველ ბედნიერებას და ისეთივე უდარდელი ვიქნები როგორც ადრე, ისეთი პოზიტიური და მომღიმარი... -მე უფრო... ჩემო ერთადერთო... - გამითიშა, ჩამეღიმა შემდეგ კი სანდროს გავხედე, მისი მკაცრი გამომეტყელების უკან ვიცოდი რომ მტანჯველ ტკივილს მალავდა... -კარგად ხარ? - აღელვება ვერ დავმალე -უკეთესადაც შეიძლება -ნუ მენაგლები - სკამი ოდნავ მოშორებით გადავდგი და დავჯექი -ნუ გეშინია ადგომა არ შემიძლია - გაეცინა -არ მეშინია... ან რისი უნდა მეშინოდეს? - ალბათ გეშინია რომ კიდევ გაკოცებ და შენ ვერაფერს იზამ -ჰაჰაჰა, გამეცინა -რატო? რამე სასაცილო ვთქვი? ექთანმა რომელიც წვეთოვანში რაღაც წამალს ამატებდა, გაეღიმა -სულ ასე ჩხუბობთ? -მაპატიეთ, ვერ ვასწავლე უფროსებთან ლაპარაკი, დიდია მაგრამ ისევ პატარა ბავშვის ტვინი აქვს... - წამიერად გავუღიმე ექთანს -ეი პატარავ... შემახსენე რამდენი წლის ხარ? -ვერ გავიგე? -მეორედ არ გაგიმეორებ... აი ხომ ხედავთ იმდენად პატარა გოგოა რომ წინადადებასაც კი ვერ იმახსორებს, და უფროსებს ეტლიკინება... - მეორედ გაიღიმა სანდრომ და მისი ღიმილი, თითქოს მამშვიდებდა -კარგით, ასე არ შეიძლება, გთხოვთ დაისვენეთ... -ექთანი ოთახიდან გავიდა... -თავხედი - ჩავიჩურჩულე ჩემთვის. -ენატლიკინა - როგორც ჩანს გაიგო, და თვითონაც არ დააყოვნა -ვირი... -თხა... -გაიწონასწორებელი... -უჟმური უცებ კარი ლუკამ შემოაღო, შემოვიდა თუ არა წამოვდექი და მოვეხვიე, ეს ნამდვილად მჭირდებოდა... ისე მოვეხვიე ალბათ სუნთქვა შეეკრა, ჩემი სიხარული ვიღაცისთვის ხომ უნდა გამეზიარებინა, საპასუხოდ ლუკაც მომეხვია, ლამის ხელში ამიყვანა, მხოლოდ ახლა შევამჩნიე რომ ის გაიზარდა და ახლა პატარა ძამიკო კი არა, ჩემს წინ დინჟი, ამავდროულად მხიარული, სიმპატიური მამაკაცი დგას, რომელსაც სიცოცხლეზე მეტად ვუყვარვარ და "მაღმერთებს"... მას თამუნაც მოყვა, ჩემი ჭორიკანა, სულ რაღაც ორი დღეა არ მინახავს... -აბა ნიაკო მითხარი რა მოხდა? რა გითხრა? -დამშვიდდი, ისეთი არაფერი... -კარგი მერე მომიყევი... - მიხვდა რომ ახლა ამის დრო არ იყო. -ეიი, სანდრიიკ, როგორ ხარ? -რავი არც ისე კარგად, შენ? -რატო? -აი შენმა დამ ტვინი წაიღო რა... -უკაცრავად? - ცოტა ხმამაღლა ვთქვი და სანდროს გავხედე -აი, ხომ ხედავ, ეს რა არის მოიცა ცოტა ხანი... - გაიღიმა -კარგით, გეყოფათ... ნია წამო ჩვენ გავიდეთ ცოტა მოწესრიგდი, სულ გაყინულხარ... -კარგი რა -წამო წამო -არ მომეშვა თამუნა -კარგი, მალე მოვალ - გავხედე სანდროს, მან კი თანხმობის ნიშნად თავი ოდნავ დამიქნია... ////////////////////////////////////////////////////////////////////////// ნია და თამუნა გავიდნენ თუ არა სანდროს მაშინვე ვკითხე -რა მოხდა? -არაფერი პროსტა, ჩქარა მოდიოდა ვიღაც... რა - სანდრო თვალებში არ მიყურებდა -კაი, ნია ხოარ ვარ რა, სანდრო ნუ გეშინია ბავშვი დიდი ხანია არ ვარ, ორ კვირაში დაბადების დღე მაქვს - გადავიხარხარე - 15-ის ვხდები ტოო... -კაი ერთი- გაიღიმა -ხოდა თქვიი -კაი ჰო, გახსოვს რომ მოგიყევი იმ კაზინოზე? -კი -ისინი იყვნენ -კი, მაგრამ რა უნდათ? შენგან რა უნდათ? -არვიცი, ალბათ ნოეს პონტში რა... -ნოე, ნოე... ამდენი ხნის მერე კიდევ არ დაუბრუნებია? -როგორც ჩანს, იმის მერე აღარ დაურეკავს, არც არანაირი შეტყობინება არ გამოუგზავნია, არ ვიცი, ჯანდაბა არაფერი არ ვიცი... - აღელდა სანდრო -კაი, დამშვიდდი, არ შეიძლება შენთვის ნერვიულობა- მისი დამშიდება ვცადე, მაგრამ თვითონაც ანერვიულებული ვიყავი... ნიასთან რა ქენი? -არაფერი... რაღაც არ იყო კარგად ხო? -რაღაც? იცი რა დღეში იყო? გუშინ ნიტა ყოჩილა და იმას მოუწესრიგებია, სულ გადარეული იყო, განადგურებული, ეშინია, ეშინია ვინმეს დაკარგვის, ამიტომ არ გიშვებს ახლოს, ამიტომ არ უნდა რომ უფრო მეტად შეგეჩვიოს... შენ ნიას კარგად არ იცნობ, კარგად არა... არ უნდა რომ დაგაინტერესოს ამიტომ ისე გექცევა თითქოს ვერ გიტანს, ის ეგეთია არასდროს არ იქცევა ისე როგორც სხვები ელიან, არასდროს დაუშვებს რომ ვინმეზე დამოკიდებული იყოს, არ მოსწონს როცა ყველაფერი მის ხელშია, არასდროს არ არის საკუთარ თავში ბოლომდე დარწმუნებული, გამონაკლისის გარდა... არ ვიცი, უბრალოდ როგორ აღგიწერო ის ნია როცა შენ გონება დაკარგული გქონდა, აი მაშინ ზუსტად მაშინ გახსოვს ის სამი დღე როგორ იყო? - ვცდილობ საუბარი გავაგრძელო - სიყვარულის, სიყვარულის ეშინია, რადგან მისთვის ორი მთავარი და დიდი სიყვარული დაკარგა, და თვლის რომ ეს მისი ბრალია... - სკამზე დავჯექი და თითების მტვრევა დავიწყე... -რა? -ჰო, იცი რატომ? მას უნდოდა მას უნდოდა წასვლა, და ორიგინალური არდადეგების გატარება, უნდოდა რაღაც ახალი... დედამ იცოდა რათქმაუნდა, სამიტომ შეთანხმდნენ რომ მამას მოატყუებდნენ თითქოს ეს დედას ახირება იყო და აუცილებლად შესრულდებოდა, -ეს, არ ვიცოდი - ამოიხვნეშა სანდრომ, ჩემი ნათქვამის მერე თავს დამნაშავედ გრძნობდა, ცოტა არ იყოს უხერხულად ვგრძნობდი თავს... -თამუნა? -რა თამუნა? -იცი როგორ უხდებით ერთმანეთს? -რეებს ბოდიალებ? -არა სერიოზულად, ძაან კაი გოგოა, მასზე უკეთესს ვერ იპოვი... -არ ვიცი -გამეღიმა -რა არ იცი? -ამაზე არასდროს მიფიქრია.. -ჰოდა ახლა იფიქრე. -გამიღიმა და თვალი ჩამიკრა სანდრომ მოულოდნელად ჩავფიქრდი... სანდროს ნათქვამი... თამუნაა... - არა ნუ სულელობ, ის ხომ მხოლოდ მეგობარია... -მაგრამ ხომ შეიძლება უფრო მეტი იყოს? ფიქრებიდან ტენეფონის ზარმა გამომარკვია, სანდროს გავხედე, ჩასძინებოდა, ამიტომ ტელეფონი სწრაფად ამოვიღე ჯიბიდან და ვუპასუხე -ლუკა, წამოხვალ? თუ მეც მანდ მოვიდე? - თამუნას ხმამ ისევ სანდროს ნათქვამი და ჩემი ფიქრები გამახსენა, -წამო და მერე ნიტა დეიდას გავუაროთ და ჩვენთან წავიყვანოთ... -ჰო კარგი... ////////////////////////////////////////////////////////////////////// ოთახიდან გამოვედით თუ არა თამუნა მეცა -ჰეე, მოყევი -რა? -ოოო, თავს ნუ ისულელებ... -თამუ, ჩემო საყვარელო ხო იცი რო არაფერს დაგიმალავ, გეუბნები ისეთი არაფერი ომხდარაა- ამოვიოხრე -კარგი ხო... სახლში ფეხი შევდგი თუ არა, მაშინვე დავმშვიდდი, ნაცნობი სურნელი, ისეთი სასიამოვნო იყო... მოდუნებისგან ლამის წავიქეცი... -შენ მაღლა ადი, შხაპი მიიღე, დაისვენე, მე კი მანამდე წვნიანს მოგიმზადებ... -კარგი, მზრუნველო დაიკო... - თამუნასთან მივედი და ლოყაზე მხურვალედ ვაკოცე, მერე ნელი ნაბიჯებით ავუყევი კიეებს, ძალა აღარ მქონდა ფეხებში. შხაპი მივიღე, შავი დახეული შარვალი და გრძელ მკლავიანი "ტოპი",(ხომ გეუბნებოდით მიყვარს მოკლე მაისურები... სწორედ ესაა ზაფხულის სიყვარულის ერთ-ერთი მიზეზი) ამჯერად ჯინსის მოგრძო მოსასხამი ჩავიცვი და დაბლა ჩავედი... - სად გეჩქარება, ხომ გითხარი ცოტა დაისვენეთქო? -არ მჭირდება დასვენება, მალე წავიდეთ რა? -ნახევარი საათისთვის ხომ არ წამოვედით? ჯერ ადრეა, რომ მოსაღამოვდება მერე წავიდეთ -თამუუ... - ისეთი თვალებით გავხედე, მეგონა გადაიფიქრებდა -გგონია შემაშინე? მე სანდრო კი არ ვარ? - გადაიხარხარა -კაირგი ხო, ამოისუნთქე... ცოტა ხნით, ტელევიზორი ჩავრთე, მაგრამ ყურების რა მოგახსენოთ, სულ სანდროზე ვფიქრობდი... ნეტა როგორ არის? ნეტა რაზე საუბრობენ? ნეტა რამე ხომ არ ტკივა? ნეტა ყველაფერი რიგზეა? ცოტა ხანში თამუნა მომიჯდა გვერდით და მარჯვენა ხელი გადამხვია, თავი მხარზე დავადე და თვალები დავხუჭე, ვცდილობდი ყურადღება რამეზე გადამეტანა, და სანდროზე, გამუდმებით მასზე არარ მეფიქრა... -წვნიანი მალე მზად იქნება... -ჰოო, კარგიაა... -სანდროს წავუღოთ? -ჰო კარგი იდეაა, მაგრამ არ მიკითხია შეიძლება თუ არა... -კარგი არაუშავს, სხვა დროს იყოს... -თამუუ... -ამოვიბლუყუნე ძლივს -ჰო -ხომ კარგად იქნება? -რათქმაუნდა, სულელო... -ძალიან შემეშინდა, თამუ ძალიან... -ეგ არაფერი, ხომ ყველაფერი კარგადაა, ახლა ყველაფერი რიგზეა... -ხო მაგრამ - გამაწყვეტინა -არანაირი, მაგრამ წარსული, წარსულია, უკვე მოხდა და ვეღარ გამოასწორებ, გახსოვს? თვითონ ამბობდი -რა აზრი აქვს ბოდიშს, ის ხომ უკვე მოხდა, შეგიძლია დრო უკან დააბრუნო და გამოასწორო? არ ღირს უკვე მომხდარზე საუბარი... ცხოვრება გრძელდება, ისწავლე წარსულით და გააგრძელე მომავალი... -მახსოვს... მაშინ სხვა ნია ვიყავი... - თავი ავიღე და გავუღიმე -არა ახლაც ის ნია ხარ უბრალოდ სხვებთან მალავ მას, მათთან ვინც კარგად არ გიცნობს... -წვნიანი -რა? -წვნიანი - გამეცინა -უი, ჰოო -წამოხტა და გაიქცა... თამუნას ნათქვამზე ჩავფიქრდი, გამახსენდა ის ნია, ნია რომლისთვისაც ყველაფერი ფერადი და მხიარული იყო, ყველაფერი პოზიტივით სავსე, არანაირი მწუხარება... -მოდი ნიაა წვნიანი მივირთვი თუ არა, ჭურჭელი არც კი გავრეცხე, ტელეფონს ვწვდი და ჩქარა დავრეკე... -ტაქსი მალე მოვა, მოდიხარ? -ოოხ, ნია, მე რა გითხარი -ჰო ვიცი რა ჯიუტიც ხარ, ამიტომ... -კარგი მოიცა - ჭურჭლის რეცხვა დაიწყო -კარგი რა ეგ მერეც გაირეცხება, ჩქარა მოემზადე... ხელები შეიმშრალა და ტელეფონი აიღო, კითხვა ვერ მოვასწარი... ვიღაცას ელაპარაკებოდა, მე ჩანთა ავიღე, ისევ თამუნასთან დავბრუნდი -წამოხვალ? თუ მეც მანდ მოვიდე? - ყური მოვკარი მის საუბარს, რათქმაუნდა ლუკაა, გავიფიქრე... გარეთ გავედი, ტაქსი მოსულა -თამუუუ, დროზეეეე.... -ჰოჰოოო -კარი გადაკეტა და გასაღები ჩანთაში ჩადო ჩავჯექით, მისამართიც ვუთხარით, მერე კი დუმილი ჩამოწვა... -აბა, რაო ლუკამ? ისე გამომხედა, მივხვდი მეკითხებოდა შენ საიდან იციო. -ჰო მივხვდი რო ის იყო, აბა სხვა ვინ იქნებოდა... -გავიცინე და ფანჯარაში გავიხედე რომ არ დავენახე... -გავიცინო? ნიტას გავუაროთ და წამოვიყვანოთო - როგორც ჩანს დამინახა -ისე არ მესმის ყველაფერს რატო ეუბნები? ან ეკითხები? - წარბები ავწიე და შევეცადე არ გამეღიმა -ვერ გავიგე? -მშვენივრად გაიგე.. -მაგას კითხვა უნდა? იმიტომ რომ მეგობარია... - ლოყებზე სიწითლეს მოვკარი თვალი, მაგრამ თავი მალე მიატრიალა... -რაღაც მეგობარზე მეტი მგონია... -კარგი, რა -ჰო კარგი... ერთი სული მქონდა როდის მივიდოდი, მგონი მომენატრა კიდეც, ეს მაბნევდა, ნუთუ ასე შევეჩვიე? თითქმის სირბილით ავედი მესამე სართულზე და როგორც იქნა კარი შევაღე, ლუკამ შემომხედა ტუჩზე საჩვენებელი თითი მიდო, დავიბენი, ლუკა მიხვდა -სანდროს ჩაეძინა - ჩურჩულით მითხრა -აა, ჰო -თავი დავუქნიე, მაგიდასთან მივედი და ჩანთა დავდე, ლუკა წამოდგა, გაიარა, წელში გაიმართა, მე სკამზე დავჯექი, მალე თამუნა შემოვიდა -სად გარბოდი? -ჩშშშ... -უი ბოდიში -ხმას დაუწია... კიდევ ერთი საათი იყვნენ მერე კი გავიდნენ, აღარ მიკითხია სად და როდის მიდიოდნენ, ერთადერთი რაც ვუთხარი იყო -ჭკვიანად იყავით. თადაამ ესეც ჩემი დაგვიანებული თავიი... მაპატიეეთ, რაღაც არ არის კარგი არა? იქნებ აღარ ღირს გაგრძელება? როგორ მოვიქცე? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.