სამი გზა (თავი 13)
ოლიკოს ხელები თავს ზევით, დათას მუჭში მოქცეულიყო. მათი ენები ერთმანეთში გადახლართულიყვნენ და მთელი ძალით ეკვროდნენ ერთმანეთს. დათას სურდა შეესისხლხორცებინა ეს ქალი, მარჯვენა ხელი წელს ქვევით შეუცურა და მთელი ძალით იკრავდა სხეულზე. უდაბნოში ნანახ წყაროსავით ეწაფებოდა გოგონას სხეულს. უჭერდა ხელებს, იმდენად ძლიერად რომ ოლიკოს სუნთქვაც კი აღარ შეეძლო, მაგრამ ამ უკანასნელს ეს არ ადარდებდა. თვალები მიელულა, ფეხები მის თეძოებზე შემოებჯინა და ხარბად ეწაფებოდა ბიჭის ტუჩებს. დათამ ხელები გაუთავისუფლა და ბარძაყებისკენ, კაბის ქვეშ შეუცურა. იმდენად ძლიერად მოუჭირა, რომ გოგონას კვნესა აღმოხდა. ეს სიამოვნებისა და ტკივილის შერეული გამოძახილი იყო. მტანჯველად სიამოვნებდა ის ფიზიკური და სულიერი ტკივილი, რასაც იმ მომენტში გრძნობდა. დათას კი სურდა ეტკინა მისთვის და ამით სიამოვნება მიეღო, ამას გაუაზრებლად აკეთებდა, რადგან სხვანაირად არ შეეძლო. შემდეგ, კისერში იგრძნო გოგონამ ხელის მტკივნეული მოჭერა, უკან გადაუგდო ბიჭმა. ტუჩები გოგონას ტუჩებზე ჩამოაცურა, ნიკაპზე უკბინა, შემდეგ კი ქვევით, ყელში ჩაუსრიალა ენა. გოგონამ თმებში შეუცურა ხელი და სიმწრისგან მოქაჩა, უაზრო ბგერები მორბოდნენ გოგონას ბაგეებიდან და ამას ბიჭის სწრაფი, ღრმა სუნთქვა ერთვოდა, რომელიც უფრო აგიჟებდა ოლიკოს, უფრო მაგრად ქაჩავდა თმებში. ბიჭი კი მთელი ძალით უჭერდა ბარძაყზე, კისერში და ოლიკო გრძნობდა მის კანში ღრმად ჩამჯდარ კბილებს. რამოდენიმე წამში, დათამ მთელი ძალით მოისროლა ოლიკო საწოლზე და ზემოდან მოექცა. მაისურში შეუცურა ხელი და ერთი ხელის მოსმით შემოეხა გოგონას ტანზე. სიამოვნებისგან მიბნედილი თვალები წამით გაახილა და დათას გაშმაგბულ მზერას გადააწყდა, შემდეგ კი ყბებში სტაცა ბიჭმა ხელი და მისკენ მიიზიდა. -შენ ჩემი ხარ! -ჩუმი, კატეგორიული ხმით წარმოთქვა ბიჭმა და ხარბად დააცხრა გოგონას ტუჩებს. ოლიკოს აზროვნება აღარ შეეძლო, მაგრამ რაღაც არ ასვენებდა. შიგნიდან დანაშაულის გრძნობა ჭამდა, თავს მოღალატედ გრძნობდა, მაგრამ იცოდა რომ დათას წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. თავისით ვერ შეჩერდებოდა, რადგან ბიჭის შეხებასაც კი ჭკუიდან გადაჰყავდა. დათა კი ჰკოცნიდა, გამალებით. გოგონაც ჰყვებოდა ვნებააღძრული, რადგან სწორედ დათა იყო მისთვის ერთადერთი მამაკაცი, რომელსაც დანებდებოდა და არასდროს ინანებდა ამას. მიუხედავად იმისა, თუ რა გამოიარა მან მის გამო. როგორი შედეგიც არ უნდა მოჰყოლოდა ამას, მხოლოდ ამ დღის მოგონებით შეეძლო ცხოვრების გაგრძელება და ამის შემდეგ სიკვდილზეც თანახმა იყო. თუმცა ის ბურთი, რომელიც მოღალატის მწარე, ცხელ შიგთავსს ატარებდა, შიგნიდან ჭამდა გოგონას და მიხვდა რომ გრძნობებს არ უნდა აჰყოლოდა და არ უნდა მოქცეოდა ზურას ისე, როგორც მას მოექცნენ წლების წინ და როცა დათამ საკუთარი ბაგეებისგან გაათავისუფლა და მკერდისკენ ჩაუცურა ენა, გოგონამ სიამოვნებისგან თვალმილულულმა გაუაზრებლად წამოიძახა: -გაჩერდი... გთხოვ... დათა კი არ ჩერდებოდა, უფრო მეტად უჭერდა ხელს ბარძაყზე, შემდეგ კი მისი ბუმბერაზი ხელი გოგონას ჭიპთან აუსვა, მკერდისკენ აუცურა. ოლიკომ ხელები მყარად დააბჯინა აქეთ-იქით საწოლს და სიამოვნებისგან მკერდი ზევით ასწია. ამას ვეღარ გაუძლებდა, არ ჰქონდა ამოდენა ძალა. -დათა, გეხვეწები... გაჩერდი, ასე ნუ მომექცევი... გთხოვ. -ლუღლუღებდა გოგონა და დათა გაჩერდა. ცივად მოშორდა გოგონას სხეულს და საწოლზე ჩამოჯდა, ოლიკოსკენ ზურგით. ღრმად და სწრაფად სუნთქავდა. შემდეგ კი სწრაფად გადაიძრო მაისური და ოლიკომ ოფლისგან დასველებული დათას კუნთები რომ დაინახა, ქვედა ტუჩზე იკბინა მთელი ძალით. დათამ ფეხები გაშალა, იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და თავი მასში ჩარგო. გოგონას ჯერ კიდევ არ შენელებოდა სიამოვნებისგან გახურებული სხეული, ზურგით იწვა საწოლზე და გული სწრაფად უცემდა. შუაზე გახლეჩილი მაისური აქეთ-იქით გადაჰფენოდა და შავი ბრა უჩანდა, ჭიპში ოფლის წყალი ჩასდგომოდა. ერთ ხანს ჩუმად ისხდნენ, ხმას არცერთი არ იღებდა. ბოლოს კი, ოლიკო ფრთხილად წამოიწია საწოლიდან. დახეული მაისური კარგად შემოიჭდო სხეულზე, რომ დაეფარა და წამოდგა. რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა და დათამ ისევ დასტაცა ხელი მკლავში, მისკენ მიიზიდა. ფეხებს შორის მოაქცია ოლიკო. ბიჭი თავს მაღლა არ სწევდა, თავი ოლიკოს მუცელზე მიეჭდო და მაგრად ჩაბღაუჭებოდა მის ხელს. შემდეგ კი, ფეხებზე მოჰხვია ბიჭმა ხელი და უფრო ახლოს მიიზიდა, თავი ფრთხილად ასწია და გოგონას მოშიშვლებულ მუცელზე დაუტოვა ცხელი კოცნა. ოლიკო უეცრად, შეკრთა. მთელს ტანში ჟრუანტელმა დაუარა, დათას ცხელი სუნთქვა და ცხელი ტუჩების შეხება მთელს სხეულს უფატრავდა და განძრევის საშუალებასაც არ აძლევდა. დათამ ხელები თეძოებზე მყარად შემოაჭდო გოგონას, ამ უკანასკნელს კი გულწასული კვნესა აღმოხდა, შემდეგ კი იგრძნო... წლების განმავლობაში დაგროვილმა ტკივილმა ერთად იყარა მასში თავი და ნიკაპი აუკანკალდა, ცხვირი აეწვა, თვალებში ცხელი ცრემლები მოაწვა და მაგრად დახუჭა. ბიჭს კი შუბლი მიებჯინა მის მუცელზე და გოგონა გრძნობდა მის ღრმა სუნთქვას, რომელიც ვულკანივით სწვავდა. -სამი წელი... -აკანკალებული ხმით წამოიწყო საუბარი ოლიკომ. -მთელი სამი წელი, ყოველ დღე ვლპებოდი, ცოცხლად ვიხრწნებოდი, ნელა და მტკივნეულად. ღმერთს სიკვდილს ვევედრებოდი, იმიტომ რომ ვერ ვიცხოვრებდი იმ სამყაროში, სადაც შენ სხვის გვერდით ხარ. -ოლიკომ აკანკალებული ხელები აცრემლებულ თვალებზე მიიფარა და ღრმად ჩაეფლო შიგნით. დათა კი მდუმარედ იჯდა, ხელებს უფრო მაგრად უჭერდა ოლიკოს თეძოებს და უფრო ძლიერად იკრავდა მას. ხელის კუნთები დაეჭიმა და ძარღვები დაებერა. -რატომ წახვედი დათა? რა გავაკეთე არასწორად? რა ჰქონდა იმ სხვას ისეთი, რაც მე არ გამაჩნდა? -სლუკუნებდა გოგონა და აკანკალებული ხელებით ცრემლებს იწმენდდა. დათა კი დუმდა, მთელი ძალით უჭერდა ხელებს ოლიკოს, თითქოს გოგონას სხეული მის დასახიჩრებულ სულს გადაარჩენდა და ხავსივით ჩასჭიდებოდა მას. ვერ გაუშვებდა, ერთი წამითაც ვერ მოადუნებდა ხელებს, რადგან მხოლოდ ოლიკოს სიახლოვე ათბობდა. მას ოლიკოზე მეტად სტკიოდა, ოლიკოზე მეტად იტანჯებოდა, მაგრამ ტირილი არ შეეძლო. არც თბილი სიტყვების თქმა არ შეეძლო, მხოლოდ ტკივილის მიყენება გამოსდიოდა და ამ ტკივილში ატევდა ყველაფერს. სიყვარულსაც და სიძულვილსაც, რადგან ორივეს გრძნობდა. სხვანაირი სიყვარული არ შეეძლო, ორი უკიდურესობის წინაშე იდგა მუდამ. მთელი მისი ცხორება ორი უკიდურესობა იყო, ერთ ქმედებაში მოქცეული. აგრესიაში, სიუხეშეში ხლართავდა ყველა მის გრძნობას და სწორედ ამიტომ, შეუძლებელი იყო მისი გაგება. ოლიკო მთელი სხეულით ცახცახებდა, სულის ტკივილისგან წამოსული ცრემლები მთელს ტანში ამსხვრევდა. -მერე კი ზურა გავიცანი. -გააგრძელა გოგონამ, ოდნავ დამშვიდებული ხმით. -ზურამ შეძლო, რომ... -ოლიკოს სიტყვა გაუწყდა, როდესაც დათამ მთელი ძალით მოიშორა მასზე მიკრული გოგონა. ფეხზე წამოდგა ბიჭი, სახე ცივი და ამღვრეული ჰქონდა. ზემოდან დაჰყურებდა გოგონას, ზედა ტუჩი ოდნავ აუთრთოლდა, ბრაზს და ზიზღს ვეღარ იტევდა მისი სხეული. რამოდენიმე წამით დაშტერებოდა გოგონას, დასიებულ, დაწითლებულ თვალებში. შემდეგ კი ცივად გაუარა გვერდი, ოდნავ ბეჭიც კი გაჰკრა. ტანსაცმლის კარადა გამოიღო, შავი მაისური გადაიცვა. კიდევ ერთი მაისური გამოიღო, მწვანე ფერის. საწოლზე მოისროლა და როცა ოთახიდან გადიოდა, ოლიკოს მოაძახა ისე, რომ მისკენ არ გამოუხედავს. -როცა წახვალ, ეგ ჩაიცვი. ბიჭმა ხმამაღალი ჯახუნით დატოვა სახლი. ოლიკო ერთხანს გაფითრებული იდგა, შემდეგ კი ხმამაღალი ტირილი აღმოხდა. საწოლზე დაემხო და ხმამაღლა ღრიალებდა. იქვე დაგდებულ დათას გახდილ მაისურს ჩაბღაუჭებოდა, თავი მასში ჩაერგო და მთელი ხმით ბღაოდა. -მოვკვდები, მოვკვდები... -ტიროდა გოგონა და ცხელი ცრემლებით ასველებდა დათას მაისურს, მასზე დარჩენილ ბიჭის სურნელს იპარავდა და გლოვობდა. თითქმის ერთი საათი დაჰყო გოგონამ დათას ბინაში, მის მაისურზე დამხობილმა. შემდეგ კი, ოდნავ დამშვიდდა. მწვანე მაისური იქვე დაკეცა, თავისი დახეულიც მასთან ერთად დადო და თავისი ცრემლებით დასველებული გადაიცვა. სახეზე წყალი შეისხა, ოდნავ რომ დამშვიდებულიყო და სახლი დატოვა. *** თეკლე უკვე მილორავას 13 ნომერ კართან იდგა და ფრთხილად აკაკუნებდა. ხელში წამლის კოლოფი ეჭირა, რომ მაშინვე შეეჩეჩებინა გიორგისთვის და სანამ ბიჭი რაიმეს ეტყოდა, სწრაფად გასცლოდა იქაურობას. კარის სახელური შეირხა და გოგონა მთელი სხეულით დაიძაბა, თუმცა მისთვის სრულიად მოულოდნელად, კარი უცნობმა ქერათმიანმა გააღო. თმა ოდნავ აწეწვოდა და უდარდელად ისწორებდა მოკლე კაბას. ქერათმიანმა ამზერით შეათვალიერა თეკლე, ამ უკანასკნელმა კი მზერა აარიდა ნერვიულად. -გიორგის დაუძახე. -ცივად უთხრა თეკლემ ქერათმიანს. -შენ ვინ ხარ? -ამზერით ჩაეკითხა ქალი. -რა მნიშვნელობა აქვს? დაუძახე. -კატეგორიული და მკაცრი ხმით უპასუხა გოგონამ და სახეში შეაშტერდა. ქალს ოდნავი გაკვირვება გამოეხატა სახეზე და წარბები შეკრა. -მითხარი რა გინდა და გადავცემ, არ სცალია ახლა გიორგის. -უხეშად მიუგო ქალმა. -დაველოდები. -იგივე ტონით უპასუხა თეკლემ. ქალმა უკმაყოფილოდ გადააქნია თავი და კარი ცხვირწინ მიუჯახუნა თეკლეს. გოგონას სახე წამოენთო ბრაზისგან, წასვლა დააპირა, მაგრამ ისე ვერ წავიდოდა, გიორგისთვის წამალი რომ არ მიეცა. უფრო ძლიერად დააკაკუნა კარზე და რამოდენიმე წამში გაიგონა მაღალი ქუსლების კაკუნის ხმა, რომელიც სწრაფად უახლოვდბოდა კარს. -რა გინდა მეთქი? -ჩუმი ყვირილით დაუსისინა ქერათმიანმა, როცა კარი გამოაღო. თეკლემ ბრაზისგან თვალები დაქაჩა, შემდეგ კი სწრაფად შევარდა კარში, გვერდი გაჰკრა ქალს და ჩქარი ნაბიჯებით გაემართა ოთახისაკენ. გიორგის საძინებლის კარი გამოაღო და ლოგინში ჩაწოლილი დაინახა, ნაცრისფერ კვამს უშვებდა პირიდან და ოთახში შევარდნილ თეკლეს წარბებშეკრულმა გამოხედა. თეკლეს ყურადღება არ მიუქცევია მისი რეაქციისთვის, საწოლთან მივარდა და მთელი ძალით ესროლა წამლის კოლოფი. გაცეცხლებული მზერით დაშტერებოდა გიორგის. რამოდენიმე წამში, უკან ქოშინით მოვარდა ქერათმიანი. -ეს ნაგლი გოგო ვინ არის? -შეჰყვირა ქალმა, საწოლზე უკვე თითქმის წამომჯდარ გიორგის, რომელსაც მისთვის ყურადღება არ მიუქცევია. თეკლეს უყურებდა გაოგნებული სახით. -ეს მოგიტანე. -ცივად მიუგდო სიტყვები გოგონამ და სწრაფად გაბრუნდა უკან. თითქმის სირბილით მიუყვებოდა გოგონა მილორავას ვიწრო ჩიხს და თავ-ბედს იწყევლიდა. როგორ ჩაიგდო საკუთარი თავი ამ დგომარეობაში?! ცოტათი დანაშაულიც კი იგრძნო, რომ ასე ნაგლად შეიჭრა გიორგის სახლში, მაგრამ საშინლად გააღიზიანა იმ ქერათმიანმა. ვერ აიტანა ის ქალი, არ ენდობოდა, წამალსაც არ ანდობდა მას. გიორგის საკუთარი თავის გარდა, არავის ანდობდა, თუმცა ამ წამს გიორგისაც ვერ იტანდა. მთელი არსებით ეზიზღებოდა ის სიტუაციაც, რაც იქ დახვდა და იმ სიტუაციის მთავარი გმირებიც. თითქმის გზაზე იყო გასული გოგონა, როცა მკლავში ვიღაც სწვდა და მისკენ მიაბრუნა. გოგონა თვალებდაქაჩული შეაშტერდა მის წინ აღმართულ გიორგის, რომელიც სახეალეწილი შესჩერებოდა გოგონას სახეში. თეკლემ ხელი აუქნია ბიჭს და სწრაფად დაიხსნა თავი მისი ხელისგან. -ხომ გითხარი, არ მოხვიდე მეთქი? -მშვიდად ჰკითხა ბიჭმა, თუმცა სირბილისგან სახე შეწითლებოდა და ხმაც ბოლომდე მშვიდი ვერ ჰქონდა. თეკლემ წარბები შეჭმუხნა, ბრაზისგან აინთო. -გითხარი, წამალი მოგინატე მეთქი. -შეჰყვირა მან. -უამრავი საქმე მაქვს, შენთან სიარულისთვის ნამდვილად არ მცალია. -ხოდა არ მჭირდება ეგ წამალი. -ცივად მიუგო ბიჭმა. -არა? კარგი, დამიბრუნე მაშინ. -მოუჭრა გოგონამ. გიორგის ოდნავმა ღიმილმა გადაჰკრა სახეზე. -მართლა რა მწარე ხარ. -გაეცინა მას. -მგონი „სისხლიანი მერი“ მსუბუქი გადაწყვეტილება იყო შენს შემთხვევაში. -საერთოდ არ მეცინება, თუ ატყობ. -თვალები დაქაჩა თეკლემ. -კარგი, წამოდი გავისერინოთ. -მშვიდად უთხრა ბიჭმა. -მგონი, შენ გელოდებიან. -ბრაზმორეული ირონიით მიუგო გოგონამ. გიორგის უფრო შესამჩნევად გაეღიმა და რამდენიმე ნაბიჯი წინ გადადგა. თეკლეს გასცდა, ეს უკანაკნელი კი ისევ წარბებშეჭმუხნული იდგა და გიორგის ზურგს გაჰყურებდა ბრაზმორეული. გიორგი მისკენ შემობრუნდა, ოდნავ თვალებმოჭუტული შეხედა გოგონას. -მარტო სეირნობა არ მიყვარს. -მშვიდად წამოიძახა მან. თეკლემ წარბები გახსნა, სულ აბნევდა ეს ბიჭი. შემდეგ კი, მანაც გადადგა წინ ნაბიჯები და გიორგის გვერდით დადგა. რამოდენიმე წამი დაკვირვებულად შეაჩერდნენ ერთმანეთს, შემდეგ კი, ნელი ნაბიჯებით გააგრძელეს გზა. *** სახლში მისულ ოლიკოს, ილიკო შეეჩეხა წინ. გაკვირვებითა და წარბებშეკვრით შეათვალიერა თავისი და. ოლიკომ მზერა აარიდა და სწრაფად შევარდა თავის ოთახში. უკან ილიკოც მიჰყვა. -ეს რა ტომარა გაცვია? -დაუსისინა ილიკომ. -ტატა სად არის? -აარიდა კითხვას თავი გოგონამ. -სახლში გავიყვანე. კითხვაზე მიპასუხე! -გატეგორიული ხმა მიიღო ილიკომ. -თეკლეს ზედაა, მოსწონს ბიჭის ტანსაცმელი. -შესამჩნევად იცრუა ოლიკომ და მზერა აარიდა ძმას. ილიკომ იჭვნარევად შეკრა წარბები. -დებილი გგონივარ? ახლავე მომიყევი ყველაფერი. -დაიღრინა ილიკომ. -ილიკო შემეშვი, ცუდი არაფერი მომხდარა. მერე მოგიყვები. უნდა გამოვიცვალო, გადი. -ანერვიულებული ხმით საუბრობდა გოგონა და თან ილიკოს ექაჩებოდა კარისკენ. ილიკომ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი და ოთახიდან გავიდა. გოგონა ღონემიხდილი დაემხო საწოლზე, არ უნდოდა მაისურის გახდა. მასში უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობდა თავს. დათას შეხებას იხსენებდა, სულ მოიკნუტა საწოლზე. ცხელი ცრემლები ჩამოუგორდა ღაწვებზე, ვერ გაერკვია. ვერ ხვდებოდა, რა უნდოდა მისგან დათას?! თავის მხრივ, ოლიკო კი მიხვდა, რომ ვერასოდეს ვეღარ ამოიგებდა თავიდან მასზე ფიქრს, დათას შეხებისგან მთელი სხეული უდუღდა. მისი კანის ყოველ წერტილს ახსოვდა ბიჭის შეხება და კიდევ ითხოვდა ამას. ოლიკო არ იყო სრულყოფილი დათას გარეშე, მარტოსული და არასრულფასოვანი იყო. ზურას გვერდით ძლიერი, უშიშარი და თავდაჯერებული ჩანდა, მაგრამ დათას გვერდით ნამდვილი ოლიკო იღვიძებდა. მხოლოდ დათას გვერდით ხდებოდა ის ისეთი, როგორიც სინამდვილეში იყო. მერე კი ტირილისგან სხეული მოუდუნდა და ჩაეძინა. *** დათა მაგრად აჭერდა გაზს ფეხს და უცნაურად მშვიდი სახე ჰქონდა, არაფრისმთქმელი. მისი მანქანა ერთ-ერთი კორპუსის წინ გაჩერდა, ბიჭი სწრაფად აუყვა კიბეებს და პირველი სართულის თეთრ კარზე დააბრახუნა. წამებში კარის ზღურბლზე მაღალი, შავგრემანი, ხუჭუჭა და მწვანეთვალება გოგონა გამოჩნდა, რომელმაც წარბებშეკვრით შეათვალიერა დათა. -ჰმ. როგორც იქნა, გაგახსენდი? -შეჰბღვირა გოგონამ. დათას ისევ ისეთი არაფრისმთქმელი სახე ჰქონდა, სწრაფად შევიდა სახლში. მას უკან ხუჭუჭაც მიჰყვა. -დათა, შენ გელაპარაკები. არაფერს მეტყვი? სად იყავი ეს დღეები, რომ გირეკავდი? რა გჭირს, საერთოდ ვეღარ გცნობ. -გაკაპასდა მწვანეთვალება. დათას ისევ ისეთი სახე ჰქონდა. გოგონა მიხვდა, რომ ბიჭი არაფრის თქმას არ აპირებდა და თავისთვის მოლბა. კეფაზე შემოჰხვია ხელები და ტუჩები ახლოს მიუტანა. -მომენატრე. -წამოიკნავლა მან და ტუჩებზე დააცხრა დათას. ბიჭიც აჰყვა, თუმცა მისი კოცნა უგულოს, ნაძალადვს ჰგავდა. მერე კი, ბოლომდე გათიშა გონება. ოლიკოს სიტყვები გაახსენდა: „ზურამ შეძლო“. აქ უკვე კისრის ძარღვები დაეჭიმა ბიჭს, ხუჭუჭას თმა ხელზე დაიხვია და მთელი ძალით მოისროლა საწოლზე, თავად კი ზემოდან მოექცა. მწვანეთვალებას სიამოვნებისგან თვალები მიელულა და ბოლომდე გადაეშვა ვნების სამყაროში. *** გიორგი და თეკლე მშვიდად მიუყვებოდნენ ქალაქის ერთ-ერთი სკვერის მწვანე ბილიკს. გოგონას ბრაზმა თითქოს გადაუარა, მაგრამ მაინც ჰქონდა უკმაყოფილების შეგრძნება. -რატომ არ გინდა მკურნალობა? -დაარღვია მშვიდი სიჩუმე თეკლემ. -ჩემი დაავადების გარდა, ნებისმიერ თემაზე შეგვიძლია ვისაუბრთ. -მშვიდად უპასუხა ბიჭმა ისე, რომ მისთვის არ შეუხედავს. -კარგი. -წაიჩურჩულა გოგონამ. -ტურნირისთვის მზადება როგორ მიდის? -მგონი, ვერ მოვასწრებ. -მშვიდად ჩაილაპარაკა ბიჭმა. თეკლეს გული ჩასწყდა, ეგონა იქვე ჩაიკეცებოდა, ოღონდ ეს არ მოესმინა და ყველაფერს აიტანდა. -აბა რას ამბობ?! -წამოიყვირა უეცრად მან. გიორგიმ მკრთალად ამოხედა, გაუღიმა. ამ ღიმილში თეკლემ იმდენი რამ დაინახა, ტკივილი, იმედგაცრუება, შეგუება... შეგუება ყველაზე მეტად ეტკინა გოგონას და ღრმად, კანკალით ამოისუნთქა. -ეგ მეორედ აღარ გაიმეორო. -ისტერიკულს ჰგავდა მისი ტონი. -სიკვდილის გეშინია? -ღიმილით შეეკითხა ბიჭი. -არა. -მოკლედ მოუჭრა გოგონამ. -ჩემი საყვარელი ადამიანის სიკვდილის მეშინია. გიორგიმ წარბები ასწია. -მე შენი საყვარელი ადამიანი ვარ? თეკლემ დაბნეული სახე მიიღო, ნერვიულად ჩაახველა. -ეგ რა შუაშია? მე არავის სიკვდილი არ მინდა. -დაბნეულად ჩაილაპარაკა მან. -სიკვდილი გარდაუვალია, თეკლე. -მშვიდად წარმოთქვა გიორგიმ და სივრცეს გახედა. -რა მნიშვნელობა აქვს, ადრე წახვალ თუ გვიან? ადამიანი ხარბია, 100 წლის მოხუცს რომ ჰკითხო, მასაც ენდომება სიცოცხლე. მე კი იმის არ მეშინია, რაც გარდაუვალია. -ხო, მაგრამ როცა შეგიძლია თავი აარიდო, რატომ ამბობ ამაზე უარს? -სიკვდილს თავს ვერ აარიდებ, თეკლე. ეს ფილტვების ანთება არ არის, ტვინის სიმსივნეა. -სიმწრის ღიმილი გამოეხატა სახეზე გიორგის. -ამის მკურნალობა არ შეიძლება, დიდი დიდი სიცოცხლე გამიხანგრძლივონ. სანაცვლოდ კი წამლებზე შეერთებული უნდა ვიწვე საავადმყოფოს პალატაში და ალბათ იმ გახანგრძლივებული სიცოცხლიდან, რამოდენიმე დღე თუ შევძლებ დარჩენილი სიცოცხლით ტკბობას. თეკლე ღონემიხდილი დაემხო ბაღის სკამზე. თავჩახრილი იჯდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა. არ უნდოდა გიორგისთვის შეეხედა, არ სურდა შეგუებოდა. ვერც საწინააღმდეგოს ამტკიცებდა და არც შეგუება შეეძლო. -რა სასტიკია ეს სამყარო. -ძალადაკარგული ხმით წამოიძახა გოგონამ. თავი არ აუწევია. გიორგი გვერდით მიუჯდა. -ერთი ადგილია. -მშვიდად თქვა მან. -აქედან შორს არის, მაგრამ ერთ დღესაც იქ წავალ. შენც წამოდი. -თეკლემ ბიჭის მზერა იგრძნო და თავი მისკენ შეატრიალა. -რა ადგილია? -რომ წავალთ, ნახავ. ბავშვობაში ვიყავი ჩემს ძმასთან და მამაჩემთან ერთად. მაშინ ვიცოდი, რომ ერთ დღესაც ჩემით მივიდოდი იქ. როცა ნახავ, მიხდები, რომ ეს სამყარო მშვენიერია. თეკლემ ისევ ჩახარა თავი. ძალა სულ გამოცლოდა, ერთადერთი რაც თავში უტრიალებდა ის იყო, რომ რაღაც გარდაუვალის წინაშე იდგა, რომელსაც ვერ გაექცეოდა. თავს ვერ აარიდებდა სიკვდილის გარდაუვალობას და წამით დაფიქრდა, ნუთუ შეეძლო ადამიანს თან ეცოცხლა და თან მკვდარი ყოფილიყო? რას ნიშნავს სიკვდილი? ნუთუ სიკვდილი მხოლოდ გულისცემის შეწყვეტას გულისხმობს? რა მოსდით საყვარელი ადამიანის გარეშე დარჩენილ ადამიანებს? ნუთუ ისინიც ეგუებიან? ნუთუ შეუძლიათ მათ ეს სამყარო ლამაზად მოეჩვენოთ საკუთარი ადამიანის გარეშე?! ფრთხილად მოავლო თვალი მის ირგვლივ გაშლილ, შემოდგომისგან შეყვითლებულ ბუნებას გოგონამ. ბნელი, ნაცრისფერი და და უღიმღამო ეჩვენა. შემდეგ კი გიორგის შეხედა, მაინც როგორ იღიმოდა... როგორ ტკბებოდა ცხოვრებით და ეჩვენა, რომ მას უფრო სჭირდებოდა სიცოცხლე, ვიდრე თავად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.