შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამი გზა (თავი 14)


29-04-2017, 21:45
ავტორი MoonDaughter
ნანახია 1 675

ოლიკო უხეშმა ნჯღრევამ გამოღვიძა, ფრთხილად გაახილა თვალი და ნინოს გააფთრებულ მზერას რომ გადააწყდა, სასწრაფოდ წამოხტა, თვალებგაფართოვებული წამოჯდა საწოლზე. ტირილისგან ჩასიებული თვალები ნერვიულად მოიფშვნიტა და თავი ჩახარა.
-ეს რა არის? ეს რა გაცვია? -დაუყვირა დედამ.
-რა მაცვია? -დაბნეული მზერა შეაჩეჩა ნინოს ოლიკომ.
ქალს სახე უფრო წამოეთო, ნერვიულად აისვა ხელები შუბლის კიდეებში და ქერა, მძიმე თმა უკან გადაიწია.
-სად იყავი? -სუნთქვაშეკრულმა იკითხა.
-არსად. -შიშჩამდგარი ჩურჩულით წარმოსთქვა ოლიკომ.
-სულ გააფრინე ხომ? -უკვე ბრაზს ვეღარ იკავებდა ქალი. -სულ გათავხედდი? გამაგებინე რას ფიქრობ, შენ დანიშნული ხარ. რას გავს შენი საქციელი, გინდა სულ დაეკარგოს შენზე წარმოდგენა ზურას? სად დაეთრევი გამაგებინე და ეს ვისი მაისური გაცვია? -ღრიალებდა ნინო.
ოლიკო ფრთხილად წამოდგა საწოლიდან, კარისკენ დაიძრა, როცა დედა მაჯაში სწვდა და მისკენ შეატრიალა.
-იცოდე, ისევ იმ საზიზღარი ბიჭის გამო, რომ დაინგრიო ცხოვრება, დედა აღარ გეყოლება! დროზე გაიხადე ეგ მაისური და მოწესრიგდი, მალე ზურა მოვა. -მუქარით დაუსისინა ქალმა და კარისკენ დაიძრა, შემდეგ კი საჩვენებელი თითის ქვენით შემობრუნდა ქალიშვილისკენ.
-გინდა თუ არ გინდა, ქორწილი მალე იქნება. დღესვე დავთქვამთ თარიღს. გასაგებია?
ოლიკოს სახე წამოენთო, ბრაზი თვალებში მოაწვა.
-შენ ვერ გადამიწყვიტავ, როდის გავთხოვდე და როდის არა. -დაიყვირა გოგონამ.
-მეორედ აღარ მოგცემ შენს ჭკუაზე სიარულის უფლებას, ადრე რაც იპარპაშე, გეყო. შედეგიც ვნახეთ ერთად, რა მოჰყვა იმ ბიჭთან სიარულს, მისი სახელის წარმოთქმაც არ მინდა. -ზიზღით შესძახა ქალმა. -დროზე გამოიცვალე და ზედმეტად სიტყვა არ დაძრა, იცოდე!
ნინომ ჯახუნით გაიკეტა კარი. ოლიკომ ღრმად ამოისუნთქა, ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა კარადას. ფრთხილად გადაიძრო მაისური, ცელოფანში ჩაკეცა და საგულდაგულოდ შეინახა, რომ დედამისს ხელი ვერ მისწვდომოდა მასზე. შემდეგ კი, ოთახიდან გავიდა. აბანოში შევიდა და ცხელი წყლის ქვეშ დადგა. მაგრად იჭერდა სხეულზე ხელებს, არ უნდოდა წყალს ჩამოერეცხა დათას კვალი მის კანზე. ორ ცეცხლს შორის იდგა, ან ზურას გაჰყვებოდა ცოლად, ან კიდევ ისევ დათას სათამაშოდ იქცეოდა და ყველას დაკარგავდა, მათ შორის დედას. უკვირდა, ნუთუ ასეთი შესამჩნევი იყო დათას გამოჩენა მის ცხოვრებაში, რომ დედამისიც კი მიხვდა ამას?! ოლიკოს ცხელი ცრემლები დუშიდან ჩამოღვრილ ცხელ წყალს უერთდებოდა და რეცხავდა გოგონას სახიდან. ნელა ჩაუყვა კედელს, მოიკნუტა, მოხრილ ფეხებზე შემოიჭდო ხელები და თავი მასში ჩარგო. ცრემლების ნაკადი არ ჩერდებოდა, უფრო და უფრო უმატებდა ტირილს. დათა უნდოდა, დათა სჭირდებოდა, დათა იყო საწამლავიც და მკურნალიც მისთვის. ვერავინ ვერ მოუშუშებდა იმ ტკივილებს, რაც გულში ჰქონდა. დათას გარდა ვერავინ შეძლებდა ამას და დასტიროდა საკუთარ მდგომარეობას. ეშინოდა, რომ დათას სათამაშოდ ქცევაზეც კი დათანხმდებოდა, ოღონდ მის გვერდით ყოფილიყო. ნუთუ, იმდენად დაეცემოდა რომ საკუთარ მშობელზეც კი უარს იტყოდა, დათას გამო? ნუთუ ამდენად გაიუფასურებდა საკუთარ მეობას?! ნუთუ მისი ძალადაკარგული მე დათას შეუერთდებოდა და მასში ჩაიკარგებოდა? ყველაფერზე თანახმა იყო, სიკვდილიც კი არ აშინებდა ისე, როგორც დათას გარეშე ყოფნა და მიხვდა ოლიკო, რომ ზურასთან გატარებული ერთი წელი, უბრალოდ თავის მოტყუება იყო. დღე არ გავიდოდა მასზე არ ეფიქრა გასული ოთხი წლის განმავლობაში. მაშინაც კი, როცა ზურას გვერდით იყო ბევრჯერ გახსენებია დათა, მაგრამ თანდათან ქრებოდა ნამდვილი ოლიკო. ზურასთან სულ სხვა ადამიანად ვითარდებოდა და საკუთარ მეობას კარგავდა. როგორი იდეალურიც არ უნდა ყოფილიყო ის ზურად გვერდით, მის გარემოცვაში ოლიკო ყალბი იყო.

***
-დათა, მიყვარხარ. -ხელს უსვამდა მწვანეთვალება, შიშველ მკერდზე ბიჭს. თავი მის მხარზე დაედო. ეს უკანასკნელი კი იწვა გაუნძრევლად, შესჩერებოდა ჭერს და ოლიკოზე ფიქრობდა. ოდნავადაც არ გაუმკრთალდა მასზე ფიქრები ბიჭს, მაშინაც კი, როცა სხვა ქალის სხეულს ეფერებოდა, ოლიკოზე ფიქრები აწვებოდა. ბრაზი, ზიზღი, სიყვარული, წყენა, ყველაფერი ერთმანეთსი გადახლართულიყო და ერთ ქალში ერთიანდებოდა, დათას სხეული კი სხვისი ფერებით გამოხატავდა იმ ტკივილს, რასაც ოლიკო აყენებდა მას მისდაუნებურად.
-მითხარი, რომ შენც გიყვარვარ. -ნიკაპი მხარზე დაადო ხუჭუჭამ და სახეზე შეაშტერდა ბიჭს. დათამ მკრთალად გამოხედა, ერთხანს აკვირდებოდა გოგონას, შემდეგ კი თვალები ისევ ჭერისკენ მიაპყრო. გოგონას უკმაყოფილო მზერა გამოეხატა სახეზე.
-დათა. -წამოჯდა მწვანეთვალება საწოლზე. -არასოდეს გითქვამს ჩემთვის ეს სიტყვა, რა მოხდება ერთხელ მაინც რომ მითხრა?
დათამ ხვნეშით ამოისუნთქა.
-რა გინდა, სალომე? მე არ მომიცია არანაირი პირობა შენთვის.
გოგონამ წარბები შეჭმუხნა, ტუჩები მოკუმა.
-ანუ არ გიყვარვარ? ჩემთან მხოლოდ ერთობი? -ხმა გაუმკაცრდა მას.
-ა*რაკებ ეხლა! -შეჰბღვირა დათამ.
-მე ასე არ შემიძლია, დათა! -შეჰყვირა გოგონამ. -მაშინ, საერთოდ აღარ შემეხმიანო და აღარ მოხვიდე ჩემთან.
დათამ ენა კბილებში აატრიალა და ცინიკურად ახედა საწოლზე წამომჯდარ სალომეს.
-დარწმუნებული ხარ?
-რათქმაუნდა. არ მივცემ არავის უფლებას, ჩემი გრძნობებით ითამაშოს. -სერიოზული სახით უპასუხა გოგონამ.
-კარგი, როგორც გინდა. -უდარდელად წამოიძახა დათამ, საწოლზე წამოჯდა. სწრაფად ჩაიცვა და ოთახიდან გავიდა. სალომემ სწრაფად შემოიხვია ზეწარი და უკან აედევნა.
-მოიცა, ასე წახვალ? -ანერვიულებული ხმით შეჰყვირა გოგონამ.
დათა შედგა, უკან გამოხედა მას, თავი გადააგდო, სახე მოისრისა და დაღლილი სახით დახედა თვალებგაფართოვებულ სალომეს.
-ასე, როგორ?
-ასე მარტივად. ანუ საერთოდ არაფერს ვნიშნავდი შენთვის? -თვალები აეწვა გოგონას.
დათა სალომეს მიუახლოვდა, მისი ნიკაპი ცერა და საჩვენებელი თითით დაიჭირა.
-მე სიყვარული არ შემიძლია, სალომე. უბრალოდ, კარგად ვიყავით ერთად. ასე ნუ მომეჯაჭვები, არ ღირს. -მშვიდად უთხრა ბიჭმა.
-სხვა გყავს ვინმე? -გააფთრებული შეაჩერდა სახეში მწვანეთვალება.
დათამ მობეზრებულად აატრიალა თვალები, შემდეგ კი წარბებშეკრული შეაჩერდა გოგონას.
-ვერ გაიგე რა ვთქვი? -დაიბღვირა მან.
-აბსურდია, რაც თქვი. შენნაირ ადამიანებს ყველაზე დიდი სიყვარული შეუძლიათ, დათა. ვინ არის ის გოგო? ჯერ კლუბში, მერე ექსკურსიაზე... მის გამო მიდიხარ, არა? მითხარი, ვინ ჯანდაბაა? -ხმას აუწია გოგონამ.
-არ გაბედო მასზე რამის თქმა! -დაიღრიალა დათამ. -შენი საქმე არ არის! უბრალოდ *ექსი გვქონდა, კარგად ვიყავით ერთად და მორჩა, აქ დამთავრდა ყველაფერი. -საგრძნობლად უმატებდა ბიჭი ღრიალს.
სალომე შეკრთა, შიში ჩაუდგა. სიტყვის თქმას ვეღარ გაბედავდა, მაგრამ მიხვდა რომ სწორედ იმ გოგოს გამო შორდებოდა დათა და სხეული ბოღმითა და ბრაზით აევსო. ლოყები დაებერა, ჰაერი ჩაიგუბა პირში და ნერვიულად დაიწყო თვალების ცეცება. დათა კი სწრაფად გაქანდა კარისკენ და მთელი ძალით მოიჯახუნა ზურგს უკან.
სალომე ერთხანს წარბებშეჭმუხნული იდგა. შემდეგ კი მუშტები შეკრა, არ გაუშვებდა დათას ასე მარტივად ხელიდან. თავ-ბედს აწყევლინებდა იმ გოგოს, დათას ცხოვრებაში გამოჩენისთვის.

***
ოლიკო მოწესრიგდა და მისაღებში გავიდა. ზურა უკვე მათთან იყო, ოლიკოს მშობლებთან ერთად იჯდა. იქვე ნატალია იდგა გაბადრული და ოთახში შესულ დას, უზარმაზარი დათუნიისკენ ანიშნა.
-ეს ზურამ მომიტანა. -გაჰკიოდა სიხარულისგან აცუნდრუკებული პატარა ნატალია.
ოლიკომ მკრთალად გაუღიმა დას და თავზე ხელი გადაუსვა. შემდეგ კი, მოლოდინით სავსე სამეულის თვალებს გადააწყდა, მისკენ მომართულს. ფრთხილად მიუახლოვდა მათ გოგონა და სავარძელში ჩაჯდა. თავჩახრილი იჯდა, სიკვდილი ერჩივნა ახლა, ქორწილზე ლაპარაკს.
-აბა, რას ვაპირებთ? -დაარღვია უხერხული სიჩუმე ნინომ. -მე და გელა მალე უნდა დავბრუნდეთ ესპანეთში, ნატალიასაც მეტხანს ვეღარ გავაცდენინებ სკოლას. გელაც სამსახურში უნდა დაბრუნდეს.
-მაგაზე არ ინერვიულოთ, ნინო. -ზრდილობიანად წარმოსთქვა ზურამ. -მამაჩემთან პრობლემა არ არის, გელას შეუძლია რამდენ ხანსაც უნდა, იმდენ ხანს გაეთავისუფლოს სამსახურიდან.
ნინომ ქალიშვილს გახედა მწველი თვალებით, რომელიც ჯიუტად არ სწევდა თავს მაღლა.
-ოლიკო. -მკაცრად წამოიძახა ქალმა და გოგონამაც მაშინვე აიხედა.
ნინომ ნერვიულად გაიღიმა, არ სურდა ზურას ეეჭვა, რომ მისი ქალიშვილი თავს იკავებდა ქორწილისგან.
ოლიკომ ზურასკენ გააპარა მზერა, რომელიც სრულიად მშვიდად იჯდა და თავის საცოლეს თვალებს არ აშორებდა. ოლიკოს შეზიზღდა ეს მზერა, ვერ აიტანა რომ მამაკაცი ასე დაჟინებით უყურებდა, რადგან მხოლოდ დათას შეეძლო მისთვის ასე შემოხედვა, მხოლოდ დათას ჰქონდა ამის უფლება. გოგონამ ისევ ჯიუტად ჩახარა თავი და ნინო უფრო მეტად ანერვიულდა ამაზე. შემდეგ ნერვიული ღიმილით გახედა ზურას.
-უკაცრავად, ახლავე დავბრუნდებით. -თქვა ქალმა და ოლიკოსკენ დაიძრა სწრაფი ნაბიჯებით. თვალებიდან ნაპერწკლებს აფრქვევდა. ის-ის იყო, ქალიშვილს მკლავში დაეტაკებოდა, რომ ზურას ხმამ შეაჩერა.
-არ გინდათ, ნინო. -მშვიდად წამოდგა მამაკაცი. -ჩემს საცოლეს მე თვითონ დაველაპარაკები, ცალკე.
ნინომ ისევ ნერვიულად გაუღიმა ზურას, შემდეგ კი შიშჩამდგარ, ქალიშვილის მზერას შეეჩეხა და თვალები მუქარანარევად დაუქაჩა.
ზურა მშვიდად მიუახლოვდა თავის საცოლეს, ოლიკოც ნელა წამოდგა.
-თქვენ იყავით, მე და ნინო გავალთ. -თქვა გელამ და ოთახიდან გაიყვანა გააფთრებული მეუღლე. მათ ნატალიაც გაედევნა უკან.
ერთხანს ოთახში უხერხული სიჩუმე სუფევდა. ზურა სავარძელში ჩამჯდარ ოლიკოს მიუახლოვდა, მის მუხლებთან დაიხარა და ისე ახედა მუხლებიდან, როგორც პატარა ბავშვს, რომელსაც რაღაც, აკრძალული დაჟინებით სურს და მისი ენით უნდა ესაუბრო, რომ გადააფიქრებინო.
-ოლი, ჩემო ლამაზო. -დამთბარი ხმით დაიწყო მამაკაცმა. ოლიკო შეკრთა, ცივად დახედა მის მუხლებზე დაყრდნობილ კაცს. -რა გჭირს, ჩემო მშვენიერო? -განაგრძნობდა ზურა.
-რა უნდა მჭირდეს? -უხეშად იკითხა გოგონამ.
ზურას გაეღიმა.
-თუ ქორწილი არ გინდა, მე არ დაგაძალებ, ხომ იცი? მე შენ მიყვარხარ, შენი ბედნიერება მინდა ამ ქვეყნად ყველაზე მეტად და თუკი მე არ ვარ ის კაცი, ვინც შენ ბედნიერს გაგხდის, მაშინ მე დავასრულებ ამ ურთიერთობას.
ოლიკოს ცრემლები ჩამოუგორდა ღაწვებზე, პატარა ბავშვივით სლუკუნებდა. მერე კი, დედამისის გააფთრებული სახე წარმოიდგინა, რას იზამდა თუკი ამ ურთიერთობას გაანადგურებდა და ცრემლები სახეზე შეეყინა. ზურას დამოკიდებულებამაც დააბნია თითქოს, არ იყო დარწმუნებული რომ მისი დაკარგვა უნდოდა, მაგრამ ვერ იტანდა ზურას ხელებს, მის მუხლებზე დაყრდნობილს. ვერ იტანდა მის სახეს, თავისასთან ახლოს მოტანილს, ვერ იტანდა მის თბილ ტონს, გოგონას გულის გასათბობად მომართულს. ეზიზღებოდა დათასთან შედარებით ყველა კაცი. მიუხედავდ იმისა, რომ ზურას მიმართ მაინც ჰქონდა კარგი, თბილი მოგონებები, ეს არ იყო საკმარისი. ის იდეალური იყო, ყველაფერი ჰქონდა საიმისოდ, რომ ჰყვარებოდა, მაგრამ ის დათა არ იყო და ვერც ვერასდროს გახდებოდა. ვერც ზურა, ვერც ვერავინ... დათა უხეში, დაუმორჩილებელი, უტაქტო, აგრესიული იყო, მაგრამ ოლიკოს ის მაინც მთელს ქვეყანას ერჩივნა.

ზურამ ცერა თითით მოწმინდა ოლიკოს ცრემლები და გოგონამ მაშინვე ჩაანაცვლა თავისით. ეცადა შეუმჩნევლად მოეშორებინა კაცის ხელები სახიდან, მაგრამ ზურა მაინც მიხვდა მის რეაქციას. მიხვდა, რომ თავის საცოლეში რაღაც შეიცვალა. ის ისეთი აღარ იყო, აღარ უხაროდა მისი დანახვა, მისი შეხება, მისი აღარცერთი ნაბიჯი აღარ იწვევდა ემოციას გოგონაში და წამოდგა. ნერვიულად შეისწორა ჰალსტუხი და ოთახში სიარული დაიწყო. არ უნდოდა ზედმეტი კითხვები დაესვა ოლიკოსთვის, მაგრამ ვერც ბრაზს იკავებდა, თითქოს. კბილებს მაგრად აჭერდა ენას, რომ ზედმეტი არაფერი ეთქვა. ცდილობდა, დამშვიდებულიყო და ადეკვატურად მორგებოდა სიტუაციას, ემოციებს არ უნდა აჰყოლოდა და ტვინით უნდა ემოქმედა.
-მოკლედ, მე დროს მოგცემ. -მშვიდად თქვა მან. -ამ ხნის განმავლობაში, თუ გსურს, საერთოდ არ შეგეხმიანები. -ძლივს ატანდა თავს ძალას მამაკაცი, რომ ეს სიტყვები ეთქვა. თვალებში არ უყურებდა გოგონას. -გინდა? ეს დაგეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში?
-არ ვიცი. -ძლივს ამოილუღლუღა გოგონამ.
-აბა, რა ვქნათ? გინდა ჩემთან ერთად ყოფნა თუ არა? -ვეღარ მოითმინა ზურამ.
-არ ვიცი. -ისევ ტირილი დაიწყო ოლიკომ პატარა ბავშვივით.
მამაკაცმა სწრაფად დაახამხამა თვალები, ნერვიულად ჩაახველა, ღრმად ამოისუნთქა. ბრაზს ძლივს აკავებდა სხეულში, რომ პირიდან არ ამოეხეთქა და ის არ ეთქვა, რისი თქმაც იმ მომენტში სურდა ოლიკოსთვის. რომ მშვენივრად იცოდა, ვის გამოც იყო თავისი საცოლე ასე დაბნეული და რომ ამას ჭკუიდან გადაჰყავდა. ნანობდა ზურა, ნანობდა რომ აქ გამოუშვა თავისი ქალი, რომ დანახვისთანავე არ გამოკეტა თავისთან. ნანობდა, რომ ცოლად მაშინ არ მოიყვანა, როცა ოლიკო მოხიბლული იყო მისით. თავ-ბედს იწყევლიდა გულში იმის გამო რაც შეეძლო და რასაც აწი ვეღარ გააკეთებდა.
-მითხარი, რა გავაკეთო, ოლი. ყველაფერს გავაკეთებ, რასაც შენ მეტყვი. შენ უბრალოდ, მითხარი. -შიშჩამდგარი ხმით უთხრა მამაკაცმა.
ოლიკო უფრო მეტად უმატებდა ტირილს, თვალები სულ დაუსივდა. სულ ჩაუწითლდა.
ზურა ახლოს მივიდა მასთან, მხრებზე მოჰკიდა ფრთხილად ხელი, ნელა წამოაყენა ატირებული გოგონა და მაგრად ჩაიკრა გულში. ნაზად უსვამდა თმაზე ხელს, ხვდებოდა რომ მალე ამასაც ვეღარ გააკეთებდა. მალე ოლიკოს ჩახუტების საშუალებაც აღარ ექნებოდა და რაც შეეძლო აჭიანურებდა ამ პროცესს. თუმცა მაინც ჰქონდა იმედი, სანამ ოლიკომ ჯერ კიდევ „არ იცოდა“, მანამდე ჰქონდა შანსი ყველაფერი მის სასარგებლოდ შემოეტრიალებინა და ფრთხილად აკოცა თავზე ჯერ კიდევ თავის საცოლეს.
-ყველაფერი კარგად იქნება, მე შენ არაფერს დაგაძალებ. -მშვიდად უთხრა კაცმა და ფრთხილად მოშორდა გოგონას. -ეხლა უნდა წავიდე. -თქვა მან, აცრემლებულ ლოყაზე კოცნა დაუტოვა გოგონას და ოთახიდან გავიდა.

ოლიკო სავარძელში ჩაჯდა, თავჩახრილი იჯდა და გრძნობდა, რომ თანდათან ძალა ეცლებოდა. გრძნობდა, რომ მეტს ვეღარ გაუძლებდა, მეტს ვეღარ აიტანდა.
რამოდენიმე წუთში, ოთახში ნინო შემოვარდა გააფთრებული. მას უკან ილიკოც შემოჰყვა.
-რა უთხარი, გოგო? -დაუყვირა დედამ ოლიკოს. -რატომ წავიდა?
ოლიკო ისევ თავჩახრილი იჯდა, ხმას არ იღებდა.
-შენ გეკითხები, შე თავგასულო! -უფრო აუწია ხმას ქალმა. -რისთვის ვიბრძოლე ამდენი? ვისთვის ვიბრძოდით მე და მამაშენი? იმისთვის, რომ ასე შეგვარცხვინო? ეგოისტი ხარ! შენ არავინ არ გიყვარს, საკუთარი მშობლებიც კი არ გიყვარს. -ისტერიკულად გაჰყვიროდა ქალი.
ოლიკომ ტირილი დაიწყო, ხმამაღლა ზლუქუნებდა და თავის უმწეო, ფერწასულ ხელებში ჩაერგო თავი. ილიკომ თავისი ‘ყუპისცალის ცრემლებს ვერ გაუძლო.
-თავი დაანებე, ნინო. -შეჰყვირა დედამისს. -მისი ცხოვრება, მისი გადასაწყვეტია.
-რომელი ცხოვრება, ილიკო? -შეტრიალდა ქალი თავისი ვაჟისკენ. -წარმოდგენა არ გაქვთ არცერთს რა მოყვება იმ ბიჭთან შენი დის ურთიერთობას. -ნინოს ხმა აუკანკალდა. -მალე აღარც და გეყოლება და აღარც დედა. -ცრემლები ჩამოუგორდა ქალს და სწრაფად გავარდა ოთახიდან.

ილიკო ოლიკოს მიუახლოვდა, თავზე გადაუსვა ხელი. თბილად საუბარი დიდად არ გამოსდიოდა, მაგრამ გული შეეკუმშა თავისი დის ცრემლების შემხედვარე.
-კარგი, ნუ ზლუქუნებ. თავი მეტკინა უკვე. -წაიბუზღუნა ილიკომ.
-ჩემი არავის ესმის. -სლუკუნით წამოიძახა ოლიკომ.
-მე მესმის. ჰე, დაწყნარდი ეხლა. -ჩაიმუხლა ბიჭი თავისი დის ფეხებთან.
ოლიკომ ცრემლებით ავსებული, დასიებული თვალები შეაჩეჩა ძმას და მის შემხედვარე უფრო უმატა ტირილს, ილიკოს გადაეხვია და მთელი ძალით ეკვროდა თავის ‘ყუპისცალს. ბიჭმაც მოჰხვია ხელები, ხელში აიყვანა და მის ოთახში შეიყვანა. საწოლზე დააწვინა, პლედი გადააფარა და თვითონ თავთან დაუჯდა.
-თუ გინდა, მელაპარაკე. -დააშტერდა ოლიკოს.
-საერთოდ არაფერი არ ვიცი. მეგონა ზურა მიყვარდა, ახლა დათა გამოჩნდა და ვეღარაფერი ვეღარ გავიგე. ისიც კი არ ვიცი რა უნდა ჩემგან დათას, მაგრამ მე მის ფონზე ზურას საერთოდ ვეღარ აღვიქვამ, საერთოდ ვეღარაფერს ვგრძნობ მის მიმართ.
-მოდი, სადმე წავიდეთ მე და შენ. რამდენიმე დღე მოშორდები ყველას და ყველაფერს და უკეთესად დაფიქრდები.
-ვითომ? -სლუკუნით წამოიძახა ოლიკომ. -სად წავიდეთ?
-რამეს მოვიფიქრებ, შენ დაისვენე ახლა და არ ინერვიულო არაფერზე. მე ნინოს არ შემოვუშვებ აქ, ვეტყვი ძინავს თქო.
ოლიკომ თავი დაუქნია ძმას და გადაბრუნდა. თავი ღრმად ჩამალა ბალიშში და დაღლილი თვალები მალევე დაეხუჭა.

***
თეკლე და გიორგი ისევ ბაღის სკამზე ისხდნენ, მზე უკვე ჩასულიყო და ლამპინის მბჟუტავი შუქი დაჰყურებდათ თავზე.
-ოდესმე გყვარებია? -დაარღვია სიჩუმე თეკლემ.
გიორგიმ მხრები აიჩეჩა და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოაქცია.
-ანუ? -ჩაეკითხა გოგონა.
-არ ვიცი. როგორ უნდა მივხვდე, მიყვარს თუ არა?
თეკლეს გაეღიმა, თავი ჩახარა და უფრო შესამჩნევად გახსნა ტუჩები. ეს ბიჭი უფრო და უფრო აბნევდა.
-არ ვიცი, როგორ უნდა მიხვდე, მაგრამ მგონი მის გარდა არავინ უნდა გინდოდეს. ასე ამბობენ. -სიცილნარევად უთხრა გოგონამ.
გიორგისაც გაეცინა და თეკლეს შეაშტერდა სახეში.
-არა, სიყვარული ეგეთი მარტივი არამგონია იყოს. -მშვიდად წარმოთქვა მან, თეკლეს თვალებს არ აშორებდა.
-ანუ იმ ერთის გარდა, სხვა რომ არ გინდა, ეს მარტივია შენთვის?
-არა? -შეუბრუნა კითხვა ბიჭმა.
-მე შენ გეკითხები.
-სიყვარული უფრო ღრმა რაღაც მგონია მე. ჩარჩოებში არ უნდა მოაქციო. არც ის ვიცი, რამდენად ეყოფოდა ჩემი სიყვარული, მხოლოდ ერთ ადამიანს.
-რატომ საუბრობ ეგრე?
-როგორ?
-თითქოს ქვეყნის დასალიერის კიდესთან იდგე და შენს წინ ცარიელ უსასრულობას ხედავდე, სიბნელეს.
გიორგის ჩაეცინა და თავი ჩახარა, შემდეგ კი თითქოს კმაყოფილი გამომეტყველება მოეფინა სახეზე და თეკლეს თვალებში შეაშტერდა.
-სხვანაირი ხარ.
-ეგ მე გითხარი. -გაეცინა გოგონას.
-მაშინ არ დავიჯერე, ახლა მჯერა. -სიცილით უთხრა ბიჭმა.
-რატომ არ დაიჯერე?
-მეგონა, ჩემს მოხიბვლას ცდილობდი. -უფრო ხმამაღლა გაეცინა ბიჭს.
-რამხელა წარმოდგენა გქონია შენს თავზე. -სიცილით ჰკრა ხელი გოგონამ მის გვერდით ჩამომჯდარს ბიჭს.
გიორგის ჩაეცინა, არაფერი აღარ უპასუხა თეკლეს.
-შენ არ გაინტერესებს, მე მყვარებია თუ არა? -წარბებაწევითა და ყელმოღერებით ჰკითხა გოგონამ.
-არა. -სერიოზული სახით ჩააშტერდა გიორგი. თეკლესაც მაშინვე დაუსერიოზულდა სახე.
-რატომ?
-ისედაც ვიცი, რომ არავინ გყვარებია.
-საიდან?
-უბრალოდ ვიცი და მორჩა.
თეკლე ჩაფიქრებული შეაშტერდა ბიჭს სახეში, ეს უკანასკნელიც არ აშორებდა მზერას. შემდეგ კი, წამოდგა.
-უნდა წავიდე, გვიანია.
გიორგიმ თავი დაუქნია, ისიც წამოდგა და ნელი ნაბიჯებით გაუყვნენ სიბნელისაგან ფერდაკარგულ მწვანე ბილიკს.





№1  offline მოდერი MoonDaughter

MoonLady
ღმერთო, თითოეულ თავზე სულ უფრო ვიძაბები და ნინოს რეაქციით ვხვდები როგორი საშიში ის, იისფერ კაბაში გამოწყობილი ქალი და გული მეკუმშება.
საცოდავი ოლიკო, როგორ გაუძლებს და როგორ გადაიტანს... მაგრამ მთავარია მას დათა ჰყავს და...
ეს გიორგის უცნაურობა და ვისკისფერი აურა... ვეჯაჭვები.

ოლიკოს მთელი 14 თავის განმავლობაში ჯერ არ გაუხარია მგონი წესიერად. :დ გიორგი მიყვარს და მეც ვეჯაჭვები ჩემდაუნებურად <3 <3 <3

 


№2  offline წევრი nini sabauri

ვეღარ ვუძლებ უკვე ისე მეცოდება ოლიკო,რა საშინელ მდგომარეობაშია.ყველა მის ემოციას თითქოს მე ვგრძნობ,მეც მტკივა მასთან ერთად...
გამიხარდა ილიკო რომ დაუდგა მას გვერდში,ნამდვილი ძმაა.
ზურა კიდევ ძალიან ადეკვატური და თავშეკავებულია,მაგრამ ოლიკო დათას გარეშე მეც ვერ წარმომიდგენია.ძალიან მინდა ერთად იყვნენ მალე...

 


№3  offline მოდერი MoonDaughter

nini sabauri
ვეღარ ვუძლებ უკვე ისე მეცოდება ოლიკო,რა საშინელ მდგომარეობაშია.ყველა მის ემოციას თითქოს მე ვგრძნობ,მეც მტკივა მასთან ერთად...
გამიხარდა ილიკო რომ დაუდგა მას გვერდში,ნამდვილი ძმაა.
ზურა კიდევ ძალიან ადეკვატური და თავშეკავებულია,მაგრამ ოლიკო დათას გარეშე მეც ვერ წარმომიდგენია.ძალიან მინდა ერთად იყვნენ მალე...

არ არის ბევრი თავი დარჩენილი. სადღაც 6-7 თავში დავასრულებ. <3 <3 <3 :***

 


№4 სტუმარი Guest მარიამი

ვერ ვიტან ნინოს მეზიზღება რას ამატირეთ დღეს რაა გასაწური ვარ უკვე ოლიკოისე მეცოდება თეკლაც მოკლედ ძაან ცოდოები არიან ამ დათამ კიდე მოკიდოს ხელი ოლიკოს და წაიყვანოს რაა რას უყურებს ამ სადისტებს ერთი ძაალიან მომწონს ეს ისტორია

 


№5  offline მოდერი MoonDaughter

Guest მარიამი
ვერ ვიტან ნინოს მეზიზღება რას ამატირეთ დღეს რაა გასაწური ვარ უკვე ოლიკოისე მეცოდება თეკლაც მოკლედ ძაან ცოდოები არიან ამ დათამ კიდე მოკიდოს ხელი ოლიკოს და წაიყვანოს რაა რას უყურებს ამ სადისტებს ერთი ძაალიან მომწონს ეს ისტორია

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო <3 მაპატიე, თუკი აგატირე :/ მეც არ ვარ უკეთეს დღეში, მალე დავასრულებ ისტორიას და იმედია დათა და ოლიკო ამდენ წინააღმდეგობას გაუძლებს <3 <3

 


№6 სტუმარი Guest მარიამი

MoonDaughter
Guest მარიამი
ვერ ვიტან ნინოს მეზიზღება რას ამატირეთ დღეს რაა გასაწური ვარ უკვე ოლიკოისე მეცოდება თეკლაც მოკლედ ძაან ცოდოები არიან ამ დათამ კიდე მოკიდოს ხელი ოლიკოს და წაიყვანოს რაა რას უყურებს ამ სადისტებს ერთი ძაალიან მომწონს ეს ისტორია

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო <3 მაპატიე, თუკი აგატირე :/ მეც არ ვარ უკეთეს დღეში, მალე დავასრულებ ისტორიას და იმედია დათა და ოლიკო ამდენ წინააღმდეგობას გაუძლებს <3 <3

რა თქმაუნდა გაუძლებენ წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent