შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი პიანინო - 44


1-05-2017, 17:22
ავტორი Lex
ნანახია 1 308

44.
„თავიდან ბავშვებს უყვართ მშობლები, მერე თანდათან მათ განსჯას იწყებენ, და ძნელად თუ აპატიებენ.“
/ოსკარ უაილდი/
ხანდახან პატარა მხატვარს მამა აკითხავდა. ბიჭი თავჩაღუნული უსმენდა და ხმასაც არ სცემდა. მერე კაცი ფუთას უტოვებდა, გასული არ იყო, რომ მივარდებოდნენ სხვა ბავშვები და სასწრაფოდ დაინაწილებდნენ.
პატარა ბიჭი გაუნძრევლად იჯდა...
როცა მამამ ახალი სამსახური დაიწყო და მივლინებები - მივლინებებზე ჰქონდა, ხშირად ღამის გასათევადაც ვერ მოდიოდა სახლში, ამიტომ ბავშვი ხშირად მარტო რომ არ ყოფილიყო მამამ ახალი დედიკო მოუყვანა...
და ეს მაშინ, როცა მისი ნამდვილი დედა უცხოეთში იყო სამუშაოდ და ვინ იცის როდის დაბრუნდებოდა...
ქალი ჯერ მხოლოდ სახლის დასალაგებლად მოდიოდა, მერე უფრო ხშირად იწყო სტუმრობა. სახლსაც ასუფთავებდა ბავშვსაც კარგად უვლიდა და გემრიელ სადილსაც ამზადებდა. ბავშვი ისე შეეჩვია უხაროდა კიდეც მათთან ღამითაც, რომ რჩებოდა, მხოლოდ მოგვიანებით შეამჩნია დედიკოს საწოლში რომ ეძინა...
არ მოეწონა, საშინლად გაბრაზდა და გაიბუტა... ვერავინ მიუხვდა გაბუტვის მიზეზს, თუმცა დიდად არც მიაქციეს ყურადღება.
გულნატკენი ბავშვის ცელქობა თანდათან აბეზარობაში გადადიოდა და იმდენად აუტანელი ხდებოდა, რომ შინ დაბრუნებულ მამას უამრავი საყვედური და ახალი ცოლის აცრემლებული თვალები ხვდებოდა.
ბავშვი მართლაც საშინლად იქცეოდა. ყველაზე მეტად აგრესიული მაშინ გახდა, როცა რემონტთან ერთად სახლის დეკორაციაც შეცვალეს და ახალი ავეჯიც მოიტანეს. ბევრი არც უფიქრია კედლების მოხატვა დაიწყო...
მოხატვა კი არა მოთხაპვნა და ამას ველური სიშმაგით აკეთებდა, გაბოროტებული ყველა ფერს ერთმანეთში ურევდა და ფერთა პალიტრა ტალახს ემსგავსებოდა... კედლების მერე ავეჯიც და ახალი დედიკოს ახალი ტანსაცმელიც მიატალახა...
მამა ყოველ ღონეს ხმარობდა, როგორმე ბავშვი შემოერიგებინა, მაგრამ ვერაფერს გახდა, გრძნობდა არჩევანი უნდა გაეკეთებინა, მაგრამ როგორ და ვის უნდა შელეოდა?
ბავშვის გაგულისების კულმინაციამ მაშინ მიაღწია როცა ქალმა სახლში დედამისის მიერ გაკეთებული, პატარა ხატების კუთხეც მოშალა...
ეს უკვე მეტისმეტი იყო...
ამას ვერასდროს ვერავის აპატიებდა...
საწოლი ოთახი სასაფლაოს სურათებით მოუხატა, საფლავის ქვებზე კი ქალის პორტრეტი მიახატა და მისი სახელიც მიაწერა...
მამას ურჩიეს დროებით ბავშვი სადმე გაეგზავნა...
ორსული ცოლის წუწუნი და ბავშვის აგრესია საშინლად მოქმედებდა კაცზე, ცოტაც და საბოლოოდ გალოთდებოდა, დროზე რომ არ მოგებულიყო გონს.
ბავშვი იქაურობას გაარიდა, გზაში სულ იმას უმტკიცებდა, რომ ეს დროებით იყო და არა სამუდამოდ...
მართალია ყოველ კვირა დღეს აკითხავდა, მაგრამ მაინც ვერ შემოირიგა. რაც არ უნდა მიეტანა, ბავშვი ზედაც არ უყურებდა. კაცი გრძნობდა შვილს თანდათან კარგავდა... მხოლოდ ერთი ის მოახერხა, რომ რასაც პირველი ცოლი აგზავნიდა, უკვე ოჯახში აღარ ახმარდა და უკლებლივ ბავშვის ანგარიშზე რიცხავდა, ხანდახან ცოტ-ცოტას საკუთარი ხელფასიდანაც ამატებდა და ამას არავის უმხელდა.
ფიქრობდა, ოდესმე მაინც დადგებოდა შენდობის დრო...
მეორე ცოლის ორსულობამ უშედეგოდ ჩაიარა, ამას მოჰყვა მეორე, მესამე უშედეგო ცდა. ქალი საშინელ დღეში ჩავარდა. სასოწარკვეთილმა და ყოველგვარ იმედ ამოწურულმა ერთ მშვენიერ დღესაც ბავშვს მიაკითხა.
დედა მოვიდაო... ბავშვი გიჟივით გამოიქცა.. სუნთქვა ეკვროდა, ლამის გაიგუდა, სულს ძლივს ითქვამდა, ლოყებთან ჩამოშლილი თმები სირბილის დროს სახეში სცემდა... მაგრამ დედის მაგივრად ისევ ის ქალი შერჩა, რომლის გულისთვისაც სახლიდან შორს, სულ სხვაგან ამოაყოფინეს თავი...
ქალის დანახვაზე წამით ერთ ადგილას გაშეშდა, მერე ზურგი აქცია და პირდაპირ მოხუცთან შევარდა ღრიალით.
მოხუცი მის დამშვიდებას შეეცადა:
- მიდი მოუსმინე, იქნებ რისი თქმა უნდა... ახლა თუ არ გახვალ, მერე სხვა დროს კიდევ მოვა და ივლის ასე სანამ არ გახვალ, სჯობს ახლავე გაარკვიო რა უნდა და შენც დამშვიდდები, ისიც დაისვენებს და თუ არ მოგინდება მეტს აღარც მოგაკითხავს.
მოხუცის ეს ხრიკი პატარა მხატვარს ჭკუაში დაუჯდა...
ქალი ისევ იმ ადგილას დაუხვდა, სადაც დატოვა...
მოხუცი შორიდან უყურებდა, ქალი ბავშვს რაღაცას უმტკიცებდა, ტიროდა, მერე მუხლებზე დაუჩოქა...
ბავშვმა თმებზე ფრთხილად გადაუსვა ხელი... რაღაც უთხრა...
ქალმა სიხარულით დაუქნია თავი და გულში ჩაიკრა...
ბავშვი გაბრწყინებული თვალებით დაბრუნდა. არაფერი უთქვამს, არც არავინ შეეკითხა.
მოხუცს ჩუმად ჩაეღიმა...
მალე მოხუცის სამფლობელო საინტერესო ნივთებით გაივსო, პატარა მხატვარს ხან ერთი აკითხავდა ხან მეორე, სახლში დაბრუნებაზე კატეგორიულად უარი უთხრა მამას, სამაგიეროდ რასაც მოისურვებდა ის მოჰქონდათ მისთვის. წიგნები, საღებავები, სახატავები, მაგნიტოფონი და უახლოეს დროში პიანინოს მოტანასაც კი შეჰპირდნენ.
ნიღბების თეატრმა ახლა უფრო სერიოზული სახე მიიღო, მხატვრულ გაფორმებას მუსიკაც დაემატა, რომელსაც უფრო ბიჭი უძღვებოდა. მოხუცმა თავიდანვე შეამჩნია, ბიჭს საკმაოდ მახვილი სმენა ჰქონდა, ნოტები ასწავლა, ფიცარზე დახატულ კლავიშებზე ავარჯიშებდა.
ბიჭი ხშირად რაღაც მელოდიას ღიღინებდა. მოხუცმა მისი ნოტებზე ჩაწერაც სცადა.
საღამოობით ერთობლივ წიგნის კითხვას აწყობდნენ, იწყებდა ერთი ბიჭი და აგრძელებდა მეორე. მოხუცი მდუმარედ უსმენდა. ნაწარმოების ფონზე დროდადრო რჩევებს და დარიგებებს აძლევდა.
- არასდროს უყურო სხივს ჩაგვრას. ან დაეხმარე ან განერიდე. თორემ მერე არ მოგასვენებს, ტვინში ჩაგიჯდება, სულს გაგიმწარებს ცხადშიც და სიზმარშიც მოსვენებას არ მოგცემს, ან გაგაბოროტებს, სიამოვნებას მოგგვრის ან სინდისი ქენჯნას დაგიწყებს და ყველა შემთხვევაში თანდათანობით ისევ შენ იქნები შეჭმევი...
და ისე იქნები შეჭმული, რომ ვერც გაიგებ...

***
ნიღბების თეატრი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ბილეთების მაგივრად პატარა მხატვრის მიერ მოხატული მოსაწვევები რიგდებოდა. თავიდან უფროს ბიჭს არ მოსწონდა კიდევ სხვა ბავშვების შემოჩვევა, ბრაზდება სხვა ბავშვებიც რომ ინტერესდებოდნენ, მერე ნელ-ელა შეეჩვია იმ აზრს, რომ თეატრისთვის მაყურებელი აუცილებელი იყო. არ ჰქონდა მნიშვნელობა, თუ რამდენი დაესწრებოდა სპექტაკლს, ხან ცოტანი მოდიოდნენ, ხანაც კი იმდენი ბავში შემოესეოდა, რომ ტევა არ იყო... მოხუცი არწმუნებდა, სანახაობა იმისთვის უნდა გაიმართოს, რომ თუნდაც ერთმა მაყურებელმა მაინც ნახოსო...
- ხომ არსებობს ერთი მსახიობის თეატრი, და რატომ არ შეიძლება იყოს ერთი მაყურებლის თეატრი?.. თუნდაც დარბაზი სავსე იყოს მაყურებლებით, შენ მარტო ერთისთვის ითამაშებდი იმ როლს... მხოლოდ იმ ერთისთვის, ვისთვისაც დადგი ის წარმოდგენა და ის ერთი მართლა დაგიკრავდა ტაშს.
- და რომ არ მოეწონოს?
- ისე უნდა ითამაშო შენი როლი, რომ მაყურებელი აატირო, შენი გულისთვის აატირო…
წარმოდგენა, ყოველთვის თვის ბოლო შაბათს იმართებოდა და არ ჰქონდა მნიშვნელობა რომელი თვე იყო.

LEX·2016 წლის 8 სექტემბერი, ხუთშაბათი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent