შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის მეგობარი (თავი 1)


2-05-2017, 21:21
ავტორი japara
ნანახია 1 700

რაღაცით აფორიაქებული, გადაღლილი, ანერვიულებული, დაქანცული ხარ. შენი ტკივილი/შიში გულს გიჭამს და სულს გიღრღნის. ღამეა. გარეთ გადიხარ. არავითარი ყურსასმენები, არავითარი კონტაქტი ვინმესთან. მიაბიჯებ ქუჩებში, რომლებსაც აქამდე მხოლოდ შენს ფიქრებში მიჰყვებოდი, სინამდვილეში კი მანქანის ფანჯრიდან აყოლებდი თვალს. მიდიხარ, მაგრამ არ იცი სად. მხოლოდ შენ, ტკივილი და შენი მუდამ ერთგული მეგობარი - მთვარე. არავინ სხვა. ეს ის ერთაერთი ურთიერთობაა, სადაც არ არსებობს თვალთმაქცობა, ტყუილი, ეჭვი, იმედგაცრუება. შენ შენს საიდუმლო სადარდებელს უყვები მთვარეს და ისიც გულისყურით გისმენს. გისმენს და გეუბნება პასუხებს, რომლის მოსმენაც გინდა. შეიძლება არ გინდა პასუხი ეს იყოს, არ გესიამოვნოს, არ მოგეწონოს, მაგრამ გჭირდება. რჩევას გაძლევს მთვარე და ჩვეული მზრუნველობით დაგყურებს თავზე. მშვიდდები. ერთი-ორს ღრმად ამოისუნთქებ და ამოატან ყველაფერს. ახლა მხოლოდ ორნი რჩებით. შენ და მთვარე. შეგიძლია სახლში დაბრუნდე, თავისუფალი. მთვარემ ხომ შეასრულა თავისი საქმე? მაგრამ არა! არ უნდა დაბრუნდე. შეგიძლია, მაგრამ ამას არ გააკეთებ. ადამიანს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ არ შეიძლება! არ უნდა გააკეთოს. ახლაც ასეა. მთვარე დაგეხმარა და სამაგიეროს ისევ მარტო, უფერულ ადაიანებთან დატოვებით უხდი? ის მხოლოდ ერთს გთხოვს, დარჩე მასთან და კომპანიონობა გაუწიო მხოლოდ ერთი ღამით ან საათით მაინც. სხვას არ ითხოვს არაფერს. გაუწიე კომპანია და დამეფიცება, საუკეთესო კავალერი იქნება.
არ გეგონოთ, რომ ადამიანებს უფერულებს ვეძახი. ყველა ადამიანს თავისი, განსხვავებული, ინდივიდუალური, იდენტური ფერი აქვს, რომელიც არ მეორდება. უბრალოდ მთვარეს შენი ფერი უნდა. ხომ მოუყევი რა გაწუხებდა? გამოიყინე ხო? ახლა შენი კარგი, მზრუნველი მხარეც აჩვენე.
რამოდენიმე საათის წინ მეც, განადგურებული, მოწყენილი, ჩემი ფიქრებისა და რეალობის სისასტიკეში ჩახრჩობილი გავედი გარეთ, რათა ძველი მეგობრისათვის შველა მეთხოვა. მივაბიჯებდი უსასრულოდ. მიყვარს ღამის სუსხი. ხოდა დიდხნიანი ბოდიალის შემდეგ გამახსენდა რისთვისაც ჩამოვედი და მთვარეს ავხედე. არ გამიმართლა. არ გამიმართლა არც ამაში, როგორც ბევრ სხვა რამეში. მაგრამ ვიტყოდი, რომ ცხოვრებაში უფრო მეტჯერ გამიმართლა ვიდრე პირიქით. ვიტყოდი, რომ ცხოვრებაში უფრო მეტი ნიჭი მაქვს ღმერთისგან, ვიდრე პირიქით (გაითვალისწინეთ, რომ სიტყვა ნიჭი ვიხმარე თავისი ძველი მნიშვნელობით, საჩუქარი).
არ გამიმართლა მაშინ. თვალებდასიებული, სახე აწითლებული და ცრემლების სირბილისგან დაბუჟული გავედი, რათა ჯერ სუსხს გამოვეფხიზლებინე, შემდეგ კი მთვარეს დავემშვიდებინე. სუსხმა იცოცხლე, გამომაფხიზლა. აი მთვარეზე რა გითხრათ… მაინც და მაინც დღეს იყო ღრუბლებში შემალული. თან არც ბოლომდე. ქალი რომ კაცს ეკეკლუცება, თუმცა არც შეხების და არც საუბრის საშუალებას რომ აძლევს ასე ვიყავით მე და მთვარე. ბოლომდე დამალული არ იყო. მხოლოდ დაბურული. მის ფორმას გაარჩევდი, თუმცა ისე წვრილმანებში ვერა, მე რომ მიყვარს. დასევდიანებულს მეგობრის დამალვაღა მაკლდა და კიდევ უფრო ჩამომაწვა ლოდი.
მაღაზიაში შევედი. უეცარმა სინათლემ თვალი მომჭრა და თვალი მოვჭუტე. დიდ მაღაზიაში გზა მაცივრისაკენ გავიკვლიე და ერთი ბოთლი წყალი ვიყიდე.
ისევ ეულად მივაბიჯებდი. ჩემს უბანში არავის არ ვიცნობ. ერთ-ერთ გარეუბანში ვცხოვრობ. ჩემი და პარალელური ქუჩის ყველა შესახვევი ზეპირად ვიცი, მაგრამ ხალხს არ ვიცნობ. 15 წელია აქ ვცხოვრობ და მაინც… ვიცნობდი რამოდენიმე ჩემხელას, მაგრამ დიდად არც ერთი მომწონდა. კი, ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ პათხალიმობას ვერ ვიტან. მხოლოდ ერთი მიყვარდა და ისიც კანადაში წავიდან საცხოვრებლად უკვე ერთი წელია. პუტკუნა ანის გარეშე კი მარტო ვარ. არც ის ყოფილა ჩემი დიდი დაქალი, თუმცა მარტო ხეტიალი მაინც არ მომიწევდა. მომიწევდა-თქო ისე ვამბობ, თითქოსარ მინდა. მარტო სიარული რომ არ მინდოდეს, კაი ხნის წინ გავიჩენდი დიდ სასტავს. ჩემი სკოლელი გოგო აქ ცხოვრობს და იმასთანაც ვმეგობრობდი ადრე. ხოდა ახლა გავაცოცხლებდი ძველ მეგობრობას და მეყოლებოდა “ბასოტა”. ის რომ არ არსებობდეს, მაინც ვიშოვიდი სამეგბროს. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან კომუნიკაბელური ვარ და როგორც გუშინ გავიგე, თურმე ადვილად ვაწონებ ადამიანებს თავს. ვერ ვუარყოფ. ადვილად შემიძლია ადამიანთან საერთო ენის გამოპოვნა. არა მარტო იმიტომ, რომ ყველა სფეროში გამეგება რაღაც. არამედ იმიტომაც, რომ ადამიანის წაკითხვა ადვილად შემიძლია და ადვილადაც ვუგებ მათ.
ჩემი ქუჩიდან პარალელურზე გავუხვიე ერთერთი ვიწრო შესახვევით. ქუჩა ცარიელი არ იყო. ბევრი ადამიანი სეირნობდა. ახლაც ერთმა დიდმა სასტავმა ჩამიარა. ბოთლის თავსახურის ნელა მოხსნა დავიწყე შორიდან ვიღაც ჩემსკენ რომ წამოვიდა “რაზგონით” და ხელი გამომიწოდა.
- აუ, გეხვეწები, წყალი დამალევინე რა… - “რა” განსაკუთრებით გაწელა და შავი კეპის ქვემოდან მოციმციმე თვალებით გამომხედა.
- მოიცა… - წყალი მოვიყუდე და ნახევარი ჩავცალე. მის სახეზე გამეცინა და ბოთლი გავუწოდე. - სხვის ნაპირალს ვერ ვსვამ და… ახლა აიღე.
- მართლა მაძლევ?
- კი. - ცივად ვუთხარი და ბოთლი ჰაერში შევათამაშე. - აღარ გამომართმევ?
- მერე შენ ვეღარ დალევ.
- მაგდენს ვხვდები. - ლაპარაკისას ყველაფერზე მეფიქრებოდა ამ უაზრო დიალოგის გარდა. ბოთლი გამომართვა და ისევ გააგრძელა.
- ბოთლს მაჩუქებ?
- არა. მაგას ვერ გავიმეტებ. - თვალები გადავატრიალე და აზუზუნებულ ტელეფონს დავხედე. “ელენე”
- რაში გინდა?
- ტყემლისთვის მჭირდება. - მივუგდე პასუხი და გზა გავაგრძელე. თან ტელეფონი ავიღე და ელენესთან დავიწყე ლაპარაკი ყველაფრის შესახებ, რაც ახლა ჩემს გარშემო ხდებოდა.
ნახევარი საათი ასე ვიყიალე და თან ელას ვეტიტინებოდი. ბოლოს პატარა სასრიალოს თავში ჩამოვჯექი და ფეხები ჩამოვკიდე.
- შენები რას აპირებენ? არ შერიგდნენ?
- შერიგდნენ კი არა დღეს ადვოკატი მოვიდა და ხელი მოაწერეს, თუ გააწერეს… როგორცაა რაა… ხოდა ჩემმა დამ ნივთები ჩაალაგა და მითხრა შენც ჩაალაგეო.
- აუ რა ცუდია.
- რაღაც მხრივ ამოვისუნთქავ. ამათი 24 საათიანი ჩხუბების მოსმენა აღარ მომიწევს. და ნიშნების ამოქაჩვაც გამიმარტივდება. არა? ისიც არ ვიცი ვისთან ერთად ან სად გადავდივარ. - სიჩუმე. მხოლოდ ელენეს აჩქარებული სუნთქვა მესმოდა.
- აუ დედა მეძახის და უნდა წავიდე რა… რაც არ უნდა მოხდეს დამირეკე. კარგი?
- აუცილებლად. - გავთიშე და თვალებდახუჭულმა ამოვისუნთქე.
- აუ შე*ემა დარჩი რაა… ამ ღამე ხო არ წახვალ?
- დავალება შე*ემა?
- თორე სახლში არ აბულბულებდე რა! - ორი ბიჭის ბუზღუნი გავიგე და არც შევიმჩნიე. მიახლოვდებოდნენ. კენჭების ხმა გავიგე, რომლებიც აქ, საბავშვო მხარეს ეყარა.
- კაი ხო, ადი და ამოვალ.
- საით?
- ადი! - გავიგე, როგორ გაიმკაცრა ვიღაცამ ხმა და მეორეს ხელი კრა. მერე კიბეების ხმაც გავიგე და მერე ჩახველება. ზემოთ ავიხედე. სიბნელეში სახე ვერ გავარჩიე. ვიღაც დამდგომოდა თავს.
- რა გინდა? - ვკითხე და თვალები ისევ დავხუჭე. მთელი ეს დრო ზერგით და თავით სასრიალოს ბოძს ვეყუდებოდი.
- ასე უნდა იჯდე?
- და შენ რა გინდა?
- მე… შენ გზას კეტავ. - თვალები გავიხედე და ირონიულად ავხედე.
- სრიალს აპირებ?
- რატომაც არა? - ფეხები გავშალე. ჩავსრიალდი და იქვე მდგომ სკამზე დავჯექი. - ცოტა მეშინია. - ჩამოსრიალდა და გვერდზე მომიჯდა. - ახლა აქ უნდა იჯდე ასე?
- შენ სრიალს არ აპირებდი?
- ახლა აქ მინდა ჯდომა.
- ხოდა იჯექი. - გავჩუმდი. ხელში ცოტა ხნის წინ მოწყვეტილი კედარის ხის წიწვები შევათამაშე და ცხვირთან მივიტანე. საშინლად მიყვარს დაჭ....დილი ბალახის და მით უმეტეს წიწვოვნების სუნი.
- რას აკეთებ? - დიდ ხნიანი დაკვირვების შემდეგ მაინც ამოირო ხმა.
- მივდივარ. - ჩუმად და ცივად ვთქვი და ავდექი. ორი ნაბიჯიც არ მქონდა გადადგმული მამამ რომ დამირეკა. - ხო მამა... მოვდივარ უკვე... ნაყინს ვიყიდი და… კარგი ბატონო... არა... შემეშვები? … არა მამა! არ მინდა ლაპარაკი… არა-მეთქი!... მივხედავ რა ჩემს თავს. - ტელეფონი გავუთიშე. უცნობი გვერდზე ამომიდგა.
- მამას ასე რატომ ელაპარაკები?
- დარწმუნებული ხარ რომ შენი საქმეა? - არც შემიხედავ ისე ვკითხე.
- არა. და რა გქვია?
- და ეგ შენი საქ…
- კი.
- თათია.
- მე…
- არ მიკითხავს. - ნაბიჯს ავუჩქარე, რომ მომშორებოდა.
- რომელ სკოლელი ხარ, თათია?
- 51-ელი.
- აქედან იქ? - ამოვიხვნეშე.
- სხვა დროს შეიძლება გამეგრძელებინა შენთან ლაპარაკი, მაგრამ როგორც ამჩნევ ახლა ამის ხასიათზე არ ვარ. შეგიძლია შემეშვა? - თხოვნით სავსე, აწყლიანებული თვალებით ავხედე მაღალს.
- ლაპარაკი არ გინდა?
- არა.
- თუ ჩუმად ვქნები, შეიძლება მიგაცილო? უკვე გვიანია.
- შეიძლება. - მაღაზიის წინ დამელოდა. მე დიდი ნაყინი ვიყიდე და ის კიდევ იქ იდგა. ხეზე აყუდებული სიგარეტს ეწეოდა. - რამდენი წლის ხარ?
- 17 გავხდი ცოტა ხნის წინ.
- და რატომ ეწევი?
- დარწმუნებული ხარ, რომ შენი საქმეა?
-ადვილად ითვისებ. - გამეღიმა და სახლისკენ წავედი. ხუთ წუთში კორპუსის წინ ვიყავით ასვეტილები. - მოვედით. - ხელი მაჯაში ჩამავლო და შემომაბრუნა. - მადლობა. - ცივადვე ვუთხარი და სადარბაზოში შევედი.
- სად ხარ ამდენი ხანი?
- ვისთან ერთად იყავი?
- ხო ეგ მეც მაინტერესებს. - დედა და მამა, როგორც ყოველთვის ერთმანეთს არ აცდიდნენ.
- სასაფლაოზე ვიყავი.
- მანდ რა გინდოდა?
- ნაკვეთი ვიყიდე ჩემთვის. - გავუღიმე და ჩემი დისა და ჩემს ოთახში წავედი. ლოგინზე ხელბგაშლილი დავეძნეყვე და ტელეფონი აზუზუნდა. - ხო თემიკო… არა… არ ვიცი… მოგწერ მერე… აუ მოიცა შენი ჭირიმე რა… ლოთო! წადი. - გავთიშე და სახეზე ღიმილი შემეპარა. ყოველთვის დროულად რეკავს. როცა ცუდ ხასიათზე ვარ ამ ცანცარასთან ლაპარაკი და ამისი მზრუნველი ტონი ყველაფრის მკურნალია. - ჩემი და სააბაზანოდან პირსახოცშემოხვეული გამოვიდა და თმის გაშრობა დაიწყო. - ნორმალურად ამიხსენი ყველაფერი. სად მივდივართ და ასე შემდეგ…
- მე და შენ ბახტრიონზე გადავდივართ.
- ბატონო? - წამოვიკივლე და წამოვჯექი.
- ხო… აბა როდემდე გინდა მუხიანში ცხოვრება? ბაბუს სახლში გადავდივართ. ისინი მაინც სოფელში ცხოვრობენ. ილომ ასე თქვა ჩამოსვლა რომ მომინდება ან თქვენთან ჩამოვალ ან მამათქვენთანო, მაგრამ არამგონია საერთოდ მომინდესო. მამა აქ რჩება რა თქმა უნდა… დედა კი…
- რა დედა?
- დედა…
- ამოშაქრავ?
- ქუთაისში მიდის თავის დასთან.
- ღადაობ?
- არა.
- მერე ჩვენ?
- ასე თქვა, თქვენ მაინც არ გიყვარვართ და მარტო გინდათო. ხოდა კარგად იყავითო.
- ჩვენთან ერთად რატომ არ მოდის?
- მერე მამა?
- მაგდენი უნდა მოეტვინათ, რომ ორივესთან ვერ ვიქნებოდით, მაგრამ ორივეს ვერ დავკარგავ.
- ფულით ბიზნესი გვუზრუნველყოფს.
- რა დროს ფულია? თქვენ ში* ხო არ გაქვთ?
- ნორმალურად ილაპარაკე თათია!
- რამდენი უნდა გითბინოთ? რამდენი ხანი ვიყო ასეთი ცივი და უემოციო? რამდენჯერ უნდა ვიტირო ისე, რომ არაფერი აგიხსნათ? 15-ის წლის ვარ! 15-ის! - დაძარღვული ველაპარაკებოდი და ჩემი ბოხი ხმა კიდევ უფრო მკაცრი მეჩვენებეოდა.
- მალე 16-ის გახდები!
- ძაან ნაადრევად გავიზარდე! პრინციპში არც დედას უაზრო აზრები მომენატრება და არც მამას ტვინი ჭამა, მაგრამ მშობლები!!!
- თათია ვერაფერს…
- როდის?
- რა?
- როდის გადავდივართ?
- ხვალ დილით. სკოლაში მეოთხე გაკვეთილზე მიხვალ. მერე მთელი დღე მარტო იქნები სახლში, რომ მოხვალ ამოალაგე და ჩემებს მეამოვალაგებ სანამ მოხვალ. შეგიძლია შენებს უთხრა და ამოვიდნენ.
- კარგი. - ყურსასმენები გავიკეთე და დავტრიალდი… ახლა ღამის ოთხი საატია. უკვე ყველაფერი ჩავალაგე და ლოგინზე უსულოდ ვგდივარ. ტანსაცმელი გავიძრე და ჩემი უფროსი ძმის “ჩიკაგო-ბულსის” მაისური ჩავიცვი.
დილით ექვსს რომ ხუთი აკლდა თავი წამოვყე და სასწრაფოდ ჩავიცვი. ჩანთაც ჩავალაგე და ბარგზე დავჯექი. მალე მამაც წავიდა სამსახურში და თავისი სამსახურის მძღოლი მოვიდა, რომლის მომსახურებითაც აქამდე არ გვისარგებლია, გარდა იმ შემთხვევბისა, როდესაც გვიან საიდანმე ვიყავი მე წამოსაყვანი. მძღოლმა და ჩვენ ყველაფერი ჩავზიდეთ და სადღაც ცხრის ნახევრისთვის ყველაფერი ატანილი გვქონდა სახლში.
- ზაზა ბიძია, სკოლაშიც თქვენ უნდა წამიყვანოთ?
- კი პატარა.
- არ ისაუზმებთ?
- უკვე ვისაუზმე. მადლობა. ქვემოთ დაგელოდები.
- წადით თქვენ და ჩემით წავალ. ხომ მომიწევს სწავლა? თან ვიცი რაც მიდის აქრდან. მადლობა დიდი. - კარი გაიხურა. უკვე ორი მაისია. ჰმ… რა ჯანდაბა ჩავიცვა? ტელეფონში ამინდს ვამოწმებ. ცხელა. დახეული შავი შარვალი, შავი მაისური თეთრი წარწერით, ღია ჯინსის უთხელესი ჟილეტი და თეთრი კედები. კაია… აივანზე გავდივარ და გაჩერებაზე მდგომ თემიკოს და საბას ვხედავ.
- თემი! თემიკო! - ბოლო ხმაზე ვღნავი მეექვსედან. თემიკომაც და საბამაც ძებნა დამიწყეს თვალებით და ბოლოს გაშტერებულები მომაჩერდნენ. - დამელოდეთ საქოებო!
- მოგკლავ ერთხელ მაგისთ… - დამთავრებას არ ვაცდი და ოთახში შევრბივარ. - ანა! გასაღები!
- შემოსასვლელშია, კომოდზე. - ღმუის და გვერდს იცვლის ჩემი და. უკვე ძინავს იდიოტს. გავრბივარ ჩანთას, ტელეფონს, ყურსასმენებს, წყლის ნახევარლიტრიან სპორტულ თერმოსს და გასაღებს რანაირად ვიტევ ჩემს მოკლე თითებში ღმერთმა იცის. პირველ სართულზე კარი იღება და ჩემი ორი კუკური ძმაკაცი სადარბაზოსთან მხვდება.
- შე ბო*ო რა გინდა აქ? ვიცოდი! ვიცოდი რო ამ საქმეში იყავი. - თითს მიქნევს თემიკო და ლოყებს მიჩქმეტს.
- ბო*ი იქნება თუ ამოგთხარე თვალები.
- ვისთან დარჩი აბა? - მე უკან გავიწი და რევერანსი გავაკეთე.
- ბატონო თემიკო, გაიცანით თქვენი ახალი მეზობელი თამარა, ეი.ქეი.ეი (a.k.a. Also known as) თათია.
- ვაა ვაა! - საბაც და თემიკოც მხარზე მიტყაპუნებენ და აქეთ-იქით მიდგებიან. - სკოლისკენ ხო?
- კი ბრატ. - წინ ვიღაცა ბიჭი ჩემსკენ წამოვიდა და წინ ამესვეტა. მეც გავჩრდი და მივაჩერდი. აშკარად არ ვიცნობ. უფრო ვაკვირდები. ის დებილივიტ მიღიმის და გაჯგიმული მიდგას წინ. მერე შავ კეპს იხსნის, მოჟღალო მოყავისფრო თმას ხელით უკან იწევს და ქუდს თავის ადგილზე აბრუნებს.
- პრივეტ თათი. - მიღიმის და გადასაკოცნად იწევა. მეც გადავკოცნე და ისევ დებილივით ვაკვირდები.
- რას აშტერდები ქალო თქვი რამ! - თემიკომ რო ყველაფერი არ გააფუჭოს შეიძლება? ო ღმერთო!
- იცით, მე… აშკარად არ მახსოვხარ. - მოკლედ ვეუბნები და ისაა გვერდი უნდა ავუარა მაჯაში ხელს მავლებს.
- გუშინ ღამე მუხიანში დაგტოვე და აქ რა გინდა? - მეკითხება და თან თემიკოს და საბას ათვალიერებს. ისინიც აბუზულები რაღაცნაირად უყურებენ. ისეთი საახეები აქვთ, ველოდები პირველი ვინ ვის დაარტყავს. ახლა მივხვდი!
- ააა!! შენ ის ხარ! გამახსენდი. ისა… მე აქ გადმოვედი. ხოდა წავედი ახლა მაგვიანდება. - ლოყაზე მოწყვეტით ვაკოცე და გავეცალე. ავტობუსში ავედით თუ არა თემიკოს და საბას დაწვრილებით მოვუყევი ჩემი გასაკიცხი მშობლების გაყრაზე და იმაზე, რომ მე და ჩემი და მარტო ვართ. თემიკომ შენ არ ინერვიულო აქაურობა სუ ჩვენებს გვიჭირავს ხელში და ერთი რამე გაგიბედონო. კიდევ… თემიკოს ამ ბიჭზე იმდენი რამე სცოდნია. ყველაფერი დაფქვა და სკოლაში განადგურებულმა შევაბიჯე. თვალებ დასიებული, ღამე ნათევ-ნამტირალები, დაღლილ-დაოსებული და ნამუშევარი მივუჯექი მერხს უკანა რიგებში. ახლაღა გამახსენდა რომ ქართული მაქვს და თემიკოსთან და საბასთან ერთად ქართულის ჩვენი განაყოფის კაბინეტში ჩავდივარ. უკვე ათის ნახევარია და ალბათ საათს მეათასედ ვამოწმებ. კარი იღება და ოთახში ნაცნობი ადამიანი შემოდის. ამას უბრალოდ გრძნობ, მაგრამ მაინც ჩემს კედებს ვაკვირდები.
- თამარ კავალერმა მოგაკითხა!- ბღავის საბა და ხელებს პატარა ბავშვივით იქნევს.
- საბა, თემიკო და ის ქალბატონი მინდა გაკვეთილის ბოლომდე. - ამბობს ჩემი სკოლის ყველაზე საყვარელი მანდატური და ხელს ჩვენსკენ იშვერს. ჩანთა ზურგზე მოვიდე და ზლაზვნით გავედი. საბამ ხელი გადამხვია და უხეშად შემაჯანჯღარა.
- გაიღვიძე გუნიას ლექცია იწყება. - გუნია მანდატურების უფროსია. არადა ათოსანი და კარგი მოსწავლე ვარ. ყველა მანდატურს კი ვიცნობ ოჯახით და კალიგრაფიით და რა გითხრათ.
მანდატურების ოთახში გუნიას გვერდით დასკუპებული მხვდება ის ბიჭი, რომლის სახელიც არ ვიცი. მეც ისე ვიქცევი, თითქოს არ დამინახავს და კუთვნილ ადგილს ვიკავებ ბიჭები გვერდით.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგია.გამიხარდა რომ დაგვიბრუნდი
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent