შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიხაროდეთ, ჩვენ ერთად აღარ ვართ. (3 თავი)


3-05-2017, 10:58
ავტორი Together
ნანახია 2 085

3 თავი
სკოლაში დაგვიანებით მივედი. კლასში შევედი და მერხს მივუჯექი. სანდროს სახეზე ღიმილი შევამჩნიე. ისეთი სიწყნარე იყო არასდროს რომ არ ყოფილ ლა , თუმცა 1-2 ბავშვი მაინც გვიყურებდა ჩემად იცინოდნენ და ამბობდნენ "ლინზებიანი სანდრა, უნიჭო ფიროსმანი" და კიდევ მრავალი "დასაცინი" სიტყვები. შესვენებაზე სწრაფად გამიყვანა გარეთ და მითხრა
-არ ვიცოდი ლათინური თუ იცოდი.
-ლათინური? -არ ვიცოდი რაზე საუბრობდა
-ჰოო. შემთხვევით გუშინ შენი რამდენიმე ნახატი და ის ფურცელი გამყვა სადაც "შენ მალე მოკვდები" ეწერა. რატომ დაწერე?
-იციი, არ მახსოვს როდის დავწერე ან საერთოდ რას ნიშნავდა. არ ვიცი იმ ღამეს რა დამემართა
-კარგი არაფერია. მთავარია ძაან არ შეყვე და ბევრი არ იფიქრო ამაზე.
-შეიძლება რაღაც გკითხო? -ვკითხე მე და თვალებში შევხედე.
-კი რა თქმა უნდა.
-ლინზები რატომ გიკეთია?
-დამცინებ. -მითხრა მან და თვითონაც გაეცინა.
-არასდროს სანდრო
-დალტონიკი ვარ ფერებს ვერ ვარჩევ და ეს ლინზები მეხმარება ფერების გარჩევაში.
-სერიოზულად?
-ჰო. შეგიძლია დამცინო.-თქვა და ფანჯრიდან გაიხედა.
-რატომ უნდა დაგცინო?
-ყველას ეცინება.
-მე ყველა არ ვარ. -ვუთხარი და მივეხუტე.
-უყურეთ უყურეთ! უნიჭო მხატვარსაც გამოუჩნდა მეგობარი ბიჭი. მაგრამ მოიცათ ეს ხომ ჩვენი ლინზებიანი ბიჭი სანდრაა?! -თქვა ლაშამ და ლაშასთან ერთად რამდენიმემ გადაიხარხაარა
-კარგი ურთიერთობა გაქვთ სანდრა და უნიჭო მხატვარ? -ბექაც აყვა.
-წადით თქვენი!. -ვთქვი და სანდრო პირველ სართულზე ჩავიყვანე.
მე და სანდრო შევთანხმდით რომ საღამოს ერთად გავისეირნებდით. მხოლოდ მე და ის. მეტი არაფერი მინდოდა. საღამოს რომ შევხვდით მას ფურცლები და ფანქრები ჰქონდა წამოღებული.
-სალიი რომ დაგხატო ახლა აქვე წინააღმდეგი ხომ არ იქნები? -მკითხა მან და გაეცინა
-არა რა სისულელეა. მითუმეტეს რომ მეც დახატული მყავხარ.
დაახლოებით 1 საათი რაღაცეებზე ვსაუბრობდით თან მხატავდა ბოლოს კუთხეში თავისი სახელი მიაწერა და მითხრა - ეს შენ ჩემგან.
-და შეენ? შენ არ გინდა?
-მე კიდევ მაქვს შენი ნახატები. -მითხრა და თავისი ნახატი მე მომცა. შემდეგ სახლამდე მიმაცილა. სახლში რომ შევედი ძალიქნ ბედნიერი ვიყავი. ჩემს ბედნიერებას უსიც დაემატა რომ კვირის ბოლოს დედა ჩამოვიდოდა საქართველოში. ოთახში შევედი ყველაფერი მოვაწესრიგე ჩემი და სანდროს პორტრეტები გვერდიგვრდ დავკიდე ჩემი მაგიდის ზევით და პირველად ცხოვრებაში ნამცხვრის ცხობა დავიწყე ნატასთან ერთად.
-სალიი! არ დგები? -მითხრა გაგამ და ითახში შემოვიდა.
- კი აი ვდგები. და რომელი საათია? -ჯერ კიდევ ნახევრად მეძინა.
-7 ადექი რაა.
-ესე ადრე რატოო? მე 8-ზე ვდგები დამაძინე რაა.
-დღეს დედა ჩამოდის და ნატას მიეხმარე რა რაღაცეების გაკეთებაში. სკოლაშიც არ წახვიდე დღეს.
-რაა? -გაგიჟებულმა ვკითხე- რას ქვია არ წავიდე? 1 კვირის დაწყებულია და ეხლავე გავაცდინო? -სინამდვიკეში სკოლა არაფერ შუაში არ იყო. სანდროს ნახვა მინდოდა.
-ხო დიდი ამბავი. ადექი მიდი. ანდრო მაინც გყავდეს.
-შენ გყავდეს შენი შვილი არაფერი გიშავს.
-მე დედას უნდა დახვდე ადექი ეხლა.
-ხო კაი გადი და ვდგები.
-კაი სალი გავდივარ და საბანი მიმაქვს- მითხრა საბანი გადამხადა და სირბილით გავიდა. მეც წამოვხტი გიჟივით და გავეკიდე. ძირს დავაგდე ზევიდან დავახტი და ღუტუნი დავუწყე.
-ბავშვებო! -გაბრაზებული ტონით დაიყვირა ნატამ-გეყოთ შენ პროდუქტები მომიტანე ჯერ და მერე დედასთან წადი აეროპორტში -უთხრა გაგას. შემდეგ მე -და შენ მოდი აქ და მომეხმარე დალაგებაში.
რა თქმა უნდა ორივე ავდექით. გაგა ნატასთან მივიდა მე კი მაშინვე ოთახში შევედი ტელეფონი ავიღე და სანდროს მივწერე.
"აუუ სანდრო დღეს სკოლაში ვერ მოვდივარ."
"რატომ?" ნაშინვე მომწერა. ის 7-ზე დგება ხოლმე დილით ვარჯიშიც რომ მოასწროს.
"დედაჩემი ჩამოდის და ჩემები არ მიშვებენ სახლში დახვდიო"
"ცუდია." მომწერა და მაშინვე მოაყოლა "არა ცუდი ის კი არ არის რომ დედაშენი ცამოდის ის არის რომ სკოლაში ვერ მოდიხარ."
გამეცინა "მივხვდი სულელო"
მე და ნატამ მთელს სახლში 1 კუთხეც არ დავტოვეთ გაუსუფთავებელი შემდეგ სამზარეულოში ჩავედით და საჭმლის კეთება დავიწყეთ. უცებ ანდრიას გაეღვიძა და წამოიტირა. მე მაშინვე გავიქეცი მასთან რომ ამდენი საჭმლის კეთებისგან თავი ამერიდებინა მაგრამ არც ბავშვთან მინდოდა. 9ის ნახევარი იყო. და გადავწყვუტე სასეირნოდ გავსულიყავი თან სანდროსაც ვნახავდი. ანდრიას თბილად ჩავაცვი და წავედი.
-აბა არ მივალო? -მკითხა სანდრომ და ჩამეხუტა.
-სკოლაში მაინც ვერ შემოვალ.-ვუთხარი და კალიასკიდან ანდრია ამოვიყვანე.
-ეს ვინ ყოფილა აქ -თქვა და ანდრია გამომართვა.
-სანდრა! უნიჭო ფიროსმან! -დაგვიძახეს და დაიწყეს სიცილი. -რა ხნის ბავშვი გყავთ?
იმდენად გავბრაზდი რომ მინდოდა მომეკლა და მათკენ გავიწიე მაგრამ სანდრომ დროზე მომკიდა ხელი და გამაჩერა. შედეგ ანდრია კალიასკაში ჩააწვინა და მითხრა -სახლში წადი სალი.
მითხრა და სახლისკენ გამომაცილა. გზაში ტავი ძალიან ამტკივდა მაგრამ ყურადღება არ მივაქციე.
სახლში რომ შევედით მე და ანდრია დედა უკვე მოსული იყო -დედაა! -დავუყვურე და მისკენ გავიქეცი. სემდეგ წამალი დავლიე და დედასთან ლაპარაკი დავიწყე. შემდეგ ჩემს ოთახში ავედი მალე დედაც ამივიდა ჩემი და სანდროს პორტრეტები აიღო და ამიითხა
-შენი შეყვარებულია?
-არაა! უბრალოდ მეგობარია-ვუთხარი და პორტრეტები გამოვართვი.
-კარგი ბიჭი ჩანს მაგრამ ძალიანაც ნუ სეიყვარებ არ მინდა გული გეტკინოს.
-დედაა ის არ არისჩემი შეყვარებული!
ვუთხარი და აივანზე გავედი.ვის ვატყუებ? მგონი მართლა შემიყვარდი სანდ. ის ისეთი თბილი და საყვარელია შეუძლებელია არ შეგიყვარდეს.
საღამოს 11-ზე დავწექი. არ მეძინებიდა ამაგრამ სხვანაირად მათ ვერ მოვშორდებოდი და შემამჩნევდნენ რომ ცუდად ვიყავი. მე კი ეს არ მინდოდა. სანდროს ფოტოს ვუყურებდი რომელიც მე გადავუღე როდესაც მან დამირეკა. მისი ხმა გავიგე და თითქოს ყველაფერმა ერთდროულად გამიარა და შვებით ამოვისუნთქე.

----------------------------------------------------------------------------
იმედია მოგეწონებათ



№1  offline წევრი ki si

Sainteresoa magram dzaan patara tavebia. Cota ucnauri mechveneba salis tavis tkivili latinuri warwerebi da sandros linzebi neta ras unda velodot?

 


№2  offline წევრი nawka

რაღაცნაირად ჩქარა იკითხება ასე მგონია უგულოდ წერ..მაგრამ დროთა განმავლობაში დაიხვეწები წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent