შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამი გზა (თავი 18)


3-05-2017, 19:20
ავტორი MoonDaughter
ნანახია 1 881

როცა ოლიკომ თვალი გაახილა, მის თავზე მთელი მისი ოჯახი შეგროვილიყო. ნინო ტიროდა, შეშლილი სახე ჰქონდა და ნიშადურის სპირტს უსვამდა ქალიშვილს ნესტოებზე. ილიკოს მისი ხელი ეჭირა, გელა ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა და ფეხებთან უჯდა ქალიშვილს, ტატა და თეკლე კი პატარა ნატალიას ამშვიდებდნენ, რომელიც კუთხეში იდგა და ტიროდა.
-გონს მოხვედი, დედი? -ხმადაბლა შესძახა ნინომ, როცა ოლიკომ მიბნედილი თვალები ძლივს გაახილა.
გოგონა ჯერ კიდევ ძალაწართმეული იყო, ძლივს დაატანა ქუთუთოებს ძალა, რომ ოდნავ თვალი შეეხილა. შემდეგ კი, ფრთხილად მოავლო მის თავზე წამომდგარ ხალხს მზერა და როცა გაახსენდა, რა მიზეზით ჩავარდა ასეთ მდგომარეობაში, სწრაფად წამოჯდა.
-დათა... -შეშინებული ხმით წამოიყვირა მან. -სად არის დათა?
-დამშვიდდი, მოძებნიან. ნუ ნერვიულობ. -შესძახა ილიკომ.
-არა, უნდა ვნახო. -ფეხები გადმოწია საწოლიდან გოგონამ და სწრაფად გააშვებინა ხელი ილიკოს.
-როგორ უნდა ნახო? შენ სად ნახავ? დათას ოჯახი ჰყავს და ისინი იპოვნიან. -ოდნავ ხმას აუწია ნინომ.
გოგონამ მაშინვე ზიზღით სავსე მზერა შეაჩეჩა დედამისს, ამ უკანასკნელს კი სახე შეეყინა. შეეშინდა, რომ თავის ქალიშვილს ყველაფერი არ ეთქვა მეუღლის თანდასწრებით და მაშინვე აარიდა მზერა ოლიკოს. გოგონამ თეკლეს გახედა, რომელიც შეშინებული სახით შესჩერებოდა მას და როცა ოლიკომ თვალებით ანიშნა, აქედან წამიყვანეო, სწრაფად მივიდა მასთან.
-ოლი. ასეთ მდგომარეობაში ვერსად წავალთ. -ჩასჩურჩულა თეკლემ. -ჯობს, დავიცადოთ.
-არა. -ცივად დაუყვირა ოლიკომ, შემდეგ კი ტატას მიუბრუნდა. -შენთან წამოვალ, აქ გაჩერება არ მინდა.
-რა ხდება, ნინო? -წარბებშეკრული მიაჩერდა გელა თავის მეუღლეს.
-ვერ უყურებ, რა ხდება? -თვალები დაუქაჩა ქალმა.
გელა მაჯაში სწვდა მას და ოთახიდან გაიყვანა.

-რატომ არ უნდა ოლიკოს აქ გაჩერება? -შეეკითხა კაცი, როცა თავიანთ ოთახში გავიდნენ.
-ყველაფერი იმ ბიჭის გამო ხდება, ხომ გახსოვს რა დღეში იყო ჩვენი შვილი მის გამო? არ უნდა ჩამოგვეყნანა აქ გელა, დიდი შეცდომა დავუშვით.
კაცი სიმშვიდეს ინარჩუნებდა, მაგრამ აღელვება მაინც ეტყობოდა მიხვრა-მოხვრაში. საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და ნერვიულად მოისრისა სახე.
დერეფანში ხმამაღალი ნაბიჯებისა და ოლიკოს ყვირილის ხმაზე, ცოლ-ქმარი მაშინვე გავიდა.
ოლიკო მთელი ძალით ჩაბღაუჭებოდა ტატას და კარებისკენ მიარბენინებდა. უკან ილიკო და თეკლე მოჰყვებოდათ. ნატალიას კი თვისი დათუნია იქვე მიეგდო და მთელი ხმით ბღაოდა.
-რა ხდება, სად მიდიხარ? -აინთო ნინო.
-შეეშვი. -დაუღრინა ილიკომ. -მარტო არ დავტოვებ.
ახალგაზრდებმა სახლი სწრაფად დატოვეს. ნინო ღონემიხდილი კედელს მიეყრდნო, გელას კი ნატალია აეყვანა ხელში და იჭვნარევად შეშტერებოდა თავის მეუღლეს, რომლის ტელეფონზეც ზარები არ წყდებოდა.
-ვინ გირეკავს ასე გამალებით? -შეეკითხა გელა.
ნინომ დაღლილი მზერა შეაგება თავის მეუღლეს, შემდეგ კი ტელეფონს დახედა და ხმა ჩაუგდო.

***
გოგონებმა და ილიკომ, ოლიკო ტატას ოთახში დააწვინეს. გოგონა ფესწასული, ძალაგამოცლილი იყო, ტირილის თავიც აღარ ჰქონდა. წამდაუწუმ დათას ახსენებდა, სთხოვდა თავის ძმას, რომ მოეძებნა, რომ მასზე ყველაფერი გაეგო. თავთან თეკლე და ტატა უჯდა გოგონას, ხმას ვერცერთი იღებდა. ილიკო კი ოთახში დადიოდა ნერვიულად, რაღაც ეჭვი ღრღნიდა.
-წადი, ჩაი გაუმზადე. -სთხოვა თეკლემ ტატას და ისიც მაშინვე გავარდა ოთახიდან.
სამზარეულოში ტატა ჭურჭელს ახმაურებდა. უნიჭოდ ეხეთქებოდა ყველაფერს.

-მეც გამიკეთე ჩაი. -მაგიდასთან ჩამოჯდა ილიკო. ტატამ გამოხედა, ჯერ კიდევ ნაწყენი იყო მასზე მათი ბოლო დიალოგის შემდეგ და ცხვირი აუბზუა ბიჭს. შემდეგ კი, მეორე ჭიქა გამოიღო სამზარეულოს კარადიდან და დაფაზე დადგა.
-მარტო ცხოვრობ? -შეეკითხა ილიკო.
-არა, დედა პარიზშია, საყიდლებზე.
-მამა?
-მამაც იქ არის, მუშაობს. -გოგონა გაბუტვით საუბრობდა და თვალს არ უსწორებდა ილიკოს.
-შენ რატომ არ გაყევი?
ტატას სახე წამოენთო. დარწმუნებული იყო, რომ ილიკოს ყველა ფრაზა, თუ შეკითხვა ირონიას შეიცავდა და ბრაზობდა ამაზე.
-არ მინდოდა და არ წავყევი.
-რატომ ჩხუბობ? -ჩაეცინა ილიკოს.
-საერთოდაც არ ვჩხუბობ. -თვალები დაქაჩა ტატამ.
ჩაიდნის კივილის ხმაზე შებრუნდა გაზქურისკენ გოგონა, ხმაურით გადმოიღო და ჭიქებში გაანაწილა ადუღებული წყალი.
-შაქარი რამდენი?
-ორი. მეც და ოლიკოსაც.
ტატამ ერთი ჭიქა ხმაურით დააბერტყა ილიკოს წინ, ხოლო მეორე, ხელში აიღო და კარისკენ დაიძრა.
-ძმა ხარ. -მოესმა უკნიდან გოგონას და სახე წამოენთო.
-ძმა ვარ? -გააფთრებით მობრუნდა უკან ტატა.
ილიკო უდარდელად წამოდგა, ჩაის ჭიქა ხელში აიღო და ტატას მიუახლოვდა.
-ჰო კარი, და ხარ. -თვალი ჩაუკრა ბიჭმა და ტატას ცხვიზე საჩვენებელი თითი დააჭირა. შემდეგ კი, ნელი ნაბიჯებით გავიდა სამზარეულოდან.
-იდიოტი, მახინჯი, რეგვენი. -ბრაზისგან აწითლებული ბურტყუნებდა გოგონა და თან ნელა მიაბანცალებდა ჩაის ჭიქას ოთახისკენ.


მეგობრების დაძალების მიუხედავად, ოლიკო უარს ამბობდა სმაზეც, ჭამაზეც. უგონოდ იწვა საწოლზე და ერთ წერტილს მიშტერებოდა. ილიკოს წამდაუწუმ ურეკავდა ნინო და ოლიკოს ამბავს კითხულობდა, ამ უკანასკნელს კი ვერ გაერკვია, რატომ, მაგრამ საშინლად აღიზიანებდა დედამისის ისტერიკული ზარები. ოლიკო კი ისევ ისე, გაუნძრევლად იწვა და არაფერზე რეაგირებდა. არაფრის გაგონება სურდა, მხოლოდ დათა უტრიალებდა გონებაში და ბოლოს, მის მიერ წარმოთქმული სიტყვა „მიყვარხარ“, რომელიც მათი ერთად ყოფნის პერიოდშიც არ უთქვამს მისთვის. როგორ არ გაჩერდა, როგორ ვერ შეაჩერა ამ სიტყვამ, როგორ შეძლო და როგორ წამოვიდა მისგან. თავს დამნაშავედ გრძნობდა, ეგონა რომ დათასგან რომ არ წამოსულიყო, არაფერი მოუვიდოდა მას. იმ მომენტში, ყველას მიმართ ზიზღი იგრძნო, ვისაც დათა არ მოსწონდა. ვერავის იტანდა, რადგან ხვდებოდა, რომ ყველას ოლიკო ადარდებდა და არა დათა. მას კი საკუთარი თავი საერთოდ არ ანაღვლებდა, ეზიზღებოდა თავისი ხეული, ეზიზღებოდა ყველა და ყველაფერი ვინც დათას ცუდად შეეხო, ოდესმე.
-გადით, მარტო მინდა ყოფნა. -აკანკალებული ხმით წარმოთქვა გოგონამ.
ახალგაზრდებმა ერთმანეთს გადახედეს, ყველა ერთმანეთის თვალებში ეძებდა პასუხს, რა ექნათ. შემდეგ კი, ილიკომ ანიშნა გოგონებს, რომ გასულიყვნენ.

სამეული სამზარეულოს მაგიდასთან ისხდა. მდუმარედ ჩასჩერებოდნენ მაგიდის ზედაპირს. ხმას ვერცერთი იღებდა. მხოლოდ ტატა ცქმუტავდა, ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა.
-ხომ არ შევიდეთ? -წამოიძახა ბოლოს მან.
-არა, უფრო გაღიზიანდება. -უპასუხა თეკლემ.
-შენ აქ დარჩები? -მიუბრუნდა ილიკოს.
ბიჭმა თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.
-მაშინ, მე წავალ, საწოლს მოგიმზადებ. -წამოდგა ტატა.
-ოლიკოს გვერდით დავიძინებ.
ტატამ თვალები დაქაჩა.
-ოლიკოს გვერდით მე ვიძინებ.
-ხოდა შენც დაიძინე, მე არ მაქვს პრობლემა. -ალმაცერად გაუღიმა ბიჭმა.
-რა სისულელეა, მე შენს გვერდით არ დავიძინებ. -წარბები შეკრა ტატამ.
-მაშინ, შენთვის გაიშალე საწოლი.
-ჰაა? -პირი დააღო ტატამ. -ჩემს ოთახში ვიძინებ მე და შენ დაიძინებ ცალკე.
-მაინც ისე გიყურებ, როგორც დას. დამშვიდდი.
ტატას სახე მოეღრიცა ბრაზისგან და თეკლეს შეაჩერდა, რომელიც ძლივს იკავებდა სიცილს. ამაზე სულ უფრო აინთო გოგონა და ხმაურით წამოდგა. ჩაიდანი აიღო და მთელი ძალით დააბერტყა გაზქურაზე.
-რაღაც ეჭვი მაქვს. -ჩასჩურჩულა ილიკომ თეკლეს.
-მეც. -თვალებში შეაჩერდა გოგონა.
-როგორმე უნდა გავარკვიო, რა ხდება?! ზურას დავაკვირდები.
თეკლემ ხვნეშით ამოისუნთქა და მაგიდას დაეყრდნო იდაყვით.
ახალგაზრდებმა ჩაი დალიეს, ილიკოს ხლუპუნზე ტატა ჭკუიდან გადადიოდა, მაგრამ ვერაფერს ეუბნებოდა, რადგან იცოდა, საპასუხოდ ისეთ რამეს ეტყოდა ილიკო, რომ ყველაფრის ხალისს დააკარგვინებდა, ამიტომ ჩუმად იყო და სახეს ღრეცდა ყოველ ჯერზე, როცა ბიჭი ხმაურით გადაუშვებდა ყელში სითხეს.


უკვე კარგად ბნელოდა, როდესაც ახალგაზრდებმა ფრთხილად შეიჭყიტეს ოლიკოს ოთახში. ისევ ისე იწვა, გაუნძრევლად და თვალები ჭერზე გაეშტერებინა.
-მგონი, ძილის წამალი უნდა ჰქონდეს დედას. -ჩაიჩურჩულა ტატამ.
თეკლემ და ილიკომ ერთმანეთს გადახედეს, შემდეგ კი, ტატას ანიშნეს, რომ მოეტანა. რამოდენიმე წუთში, ტატამ ყვითელი აბი მოიტანა და ილიკოს შეაჩეჩა.
-ასე არ დალევს. -წაიჩურჩულა მან. -წყალში გავუხსნათ.
თეკლემ სწრაფად გამოსტაცა აბი ხელიდან ბიჭს და სამზარეულოში გავარდა. რამოდენიმე წუთში, ოლიკოს სამეული თავზე წამოადგა, პატარა ყავის ჭიქით ხელში.
-ეს დალიე, წყალია. ცოტას მოღონიერდები. -თავთან დაუჯდა თეკლე და ხელი გადაუსვა.
ოლიკომ მკრთალად ამოხედა, შემდეგ კი ისევ ჭერისკენ გადაიტანა მზერა.
-არ მინდა. -კატეგორიული ხმით უთხრა გოგონამ.
-ჩემი ხათრით, გთხოვ. -შეევედრა თეკლე.
-არ მინდა. -ჯიუტად აგრძელებდა გოგონა.
თეკლემ ილიკოს გადახედა, რომელიც უკვე მოთმინებას კარგავდა. შემდეგ კი, სწრაფად სწვდა ყავის ჭიქას, ცალი ხელი ყბებში ჩაავლო თავის დას და ისე უცებ შაუსხა პირში სითხე, რომ ოლიკო აზრზე ვერ მოვიდა. შემდეგ კი ნესტოები დაუცო ბიჭმა და გოგონამ ხმამაღალი ყლუპუნით გადაუშვა სითხე პირში.
ტატამ პირი დააღო ამ სცენის შემხედვარე, ოლიკომ ხმამაღალი ტირილი მოსცხო. თეკლე კი მშვიდად უჯდა თავთან და ხელს უსვამდა. ილიკომ ცარიელი ჭიქა შეაჩეჩა ტატას და ამ უკანასკნელმაც მაშინვე გაიტანა სამზარეულოში.
რამოდენიმე წუთში, ოლიკოს ჩაეძინა. ილიკოს, ტატასა და თეკლეს კი დაღლილი სახეები ჰქონდათ და იატაკზე ისხდნენ ღონემიხდილები.
-მე ახლა წავალ და ხვალ დილით მოვალ. -დაარღვია სიჩუმე თეკლემ.
ტატა მშვიდად წამოდგა და თეკლე კარამდე გააცილა, შემდეგ კი ოთახში შემობრუნდა.
-მეც უნდა დავწვე. -უკმეხად წამოიძახა გოგონამ.
-ჰო, მეც. -მშვიდად წამოდგა ილიკო და ოლიკოს საწოლს მიუახლოვდა.
ტატამ ისევ დააღო პირი, როდესაც შეხედა როგორ ურცხვად იხდიდა ილიკო მაისურს. შემდეგ, ოლიკოს გახედა, რომელიც საწოლის კიდეში იწვა და მიხვდა, რომ ილიკოს გვერდით დაწოლა გარანტირებული ჰქონდა, რადგან ოლიკოს შუაში ვერ მოაქცევდნენ.
-მე შუაში ვწვები. -სწრაფად მიირბინა გოგონამ საწოლთან და მასზე აბობღდა ტანსაცმლით.
-ასე უნდა დაიძინო? -გაკვირვებით შეეკითხა ილიკო.
-დიახაც.
ბიჭს ცალყბად ჩაეცინა.
-სულ შიშველიც რომ დაწვე, შენ არ მომინდები. -უპასუხა მან და საწოლში შეგორდა.
ტატამ თვალები დაქაჩა, ბრაზმა თითქმის ააკანკალა და მთელი სხეულით მიეკრო ოლიკოს.

***
თეკლეს სახლში წასვლა არ სურდა. თანაც, ნათქვამი ჰქონდა მამამისისთვის, რომ იმ დღეს ოლიკოსთან დარჩებოდა. ღამის 12 სრულდებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა ის მაინც მიუყვებოდა მილორავას ქუჩას. სირცხილმა ბეჭები აუწვა, რა უნდა ეთქვა გიორგისთვის, ამ შუაღამით რომ მიადგებოდა?! ერთს ფიქრობდა გოგონა და სრულიად საწინააღმდეგოდ, სწრაფად მიიწევდა 13 ნომერი კარისკენ. წამებში უკვე კართან იდგა და ფრთხილად აკაკუნებდა.
ცოტა ხანში, კარის ზღურბლზე გიორგი გამოჩნდა, რომელიც ისეთი გამომეტყველებით უყურებდა თეკლეს, თითქოს არც გაკვირვებია ამ დროს, მისი იქ დანახვა. ეს იგრძნო გოგონამ და შვებით ამოუსინთქა. გიორგიმ ფართოდ გამოაღო კარი და თეკლე სახლში შევიდა. ვიწრო დერეფნის კედელს მიეყრდნო და თავჩახრილი იდგა, გიორგი კი მდუმარედ უყურებდა მას. სერიოზული გამომეტყველებით დაშტერებოდა გოგონას და წამითაც არ აშორებდა მზერას.
-დაიღალე? -მშვიდი, ყრუ ხმით შეეკითხა ბიჭი.
თეკლემ ნელა აიხედა მისკენ, შემდეგ კი ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა და მთელი სხეულით მიეკრო. გიორგი ერთხანს ხელებჩამოშლილი იდგა, შემდეგ კი ფრთხილად შეახო ხელები ზურგზე.
-რა დაგემართა? -რამოდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ შეეკითხა ბიჭი.
-შენ დამემართე. ვგრძნობ, რომ ისეთი აღარ ვარ, როგორიც აქამდე. ჩემში რაღაც შეიცვალა და ეს შენი ბრალია. -ცხვირი გიორგის მაისურში ჩაეყო გოგონას და ისე საუბრობდა.
-ბრალი თუ დამსახურება? -ღიმილშერეული ხმით შეეკითხა ბიჭი.
გოგონა მოშორდა, წამით ახედა და ისევ კედელს მიეყრდნო.
-ბრალი. -წამოიძახა ბოლოს მან.
გიორგიმ ერთხანს შეიცადა, შემდეგ კი ნელა მიუახლოვდა კედელზე მიბჯენილ თეკლეს. ცალი ხელით კედელს დაეყრდნო და თავი დახარა. ახლოს მიუტანა სახე გოგონას, მანაც ამოხედა. გიორგი უფრო და უფრო ახლოს მიიწევდა მისი სახისკენ და მომღიმარი სახე თანდათან ერეცხებოდა. ბოლოს კი, ტუჩებზე იგრძნო გოგონამ ფრთხილი შეხება და თვალები დახუჭა. გიორგიმ თავისუფალი ხელი წელზე მოჰხვია მას და მისკენ აზიდა. თეკლემ კი ხელები მკერდზე დააწყო. წარმოდგენა არ ჰქონდა, კოცნის დროს რა უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ბიჭის მინიშნებებს მიჰყვებოდა. ნაზად იხლართებოდნენ მათი ტუჩები ერთმანეთში და შემდეგ უფრო ღრმად, ენის შეხება იგრძნო გოგონამ. მიხვდა, რომ მასაც იგივე უნდა გაეკეთებინა და თავისი შეაგება ბიჭს. თეკლე ფეხისწვერებზე იდგა, გიორგის კი ისევ ჰქონდა ცალი ხელი კედელზე მიბჯენილი, მეორეთი კი გოგონას წელიდან ქაჩავდა მისი სხეულისკენ. თეკლემ მკერდიდან კეფაზე აუცურა ხელები და მასზე ჩამოეკიდა.
წამები წუთებს მისდევდნენ, დრო უსაშველოდ სწრაფად მირბოდა და თეკლემ იცოდა, რომ დრო მისი მტერი იყო. დრო გამოსტაცებდა ხელიდან მამაკაცს, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება შეცვალა და ის ვეღარასოდეს ვეღარ დაბრუნდებოდა წარსულში. ვეღარასოდეს ვეღარ გახდებოდა ძველებური თეკლე და იმასაც ხვდებოდა, რომ საკუთარი სიძლიერე იმ წამს, გიორგის სხეულში იკარგებოდა.
ამაზე ფიქრისგან მთელი სხეული აუდუღდა გოგონას, ტკივილითა და მისი დაკარგვის შიშით გამოწვეული ვნება, აზვირთული ტალღებივით ეხეთქებოდნენ თეკლეს სხეულს და უფრო ძლიერად ეკვროდა ბიჭს. მთელი არსებით სურდა არ ეფიქრა. ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ჯერ ემოქმედა და შემდეგ ეფიქრა. გათამამდა თეკლე, ვნებიანად ასრიალებდა ენას გიორგის პირში და სუნთქვას, ვნებააღძრულ კვნესას აყოლებდა. გიორგი კი სწრაფად სუნთქავდა, შემდეგ კი ერთიანად მოსწყდა გოგონას ბაგეებს და სწრაფად მიეხეთქა კედელს. პირი ფართოდ გამოაღო და ხარბად დაეწაფა ჟანგბადს, თეკლეს კი ის სიმხურვალე ჯერ კიდევ არ განელებოდა და თვალები მიელულა. ისიც სწრაფად სუნთქავდა, შემდეგ კი გიორგის მიბნედილ სახეზე შეაჩერა მზერა. გამომეტყველებაზე, დიდი კითხვის ნიშანი ეწერა და კედელზე თავგადაგდებულ ბიჭს შეშტერებოდა. ამ უკანასკნელმა კი ზემოდან დახედა გოგონას, ენით ტუჩები გაისველა და გვერდით გაიხედა.
-რატომ გაჩერდი? -თავი ჩახარა გოგონამ.
გიორგიმ გამოხედა, ერთხანს უხმოდ უყურებდა მას, შემდეგ კი კედელს მოშორდა.
-ვწვები, თუ გინდა წამოდი. -პასუხს არ დალოდებია ბიჭი და უხმოდ გაუყვა დერეფანს.
თეკლე ისევ თავჩახრილი იდგა, შემდეგ კი დერეფანს გახედა და წამოდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ, გაუყვა.

უყურებდა მძინარე გიორგის, თვალს არ აშორებდა. იწვა მისგან მოშორებით და ინტერესით ჩაშტერებოდა ბიჭს სახეში, მის ყველა ნაკვთს, ყველა წერტილს სწავლობდა და იმახსოვრებდა ბიჭის გამოკვეთილ ყბებს, სწორ ცხვირსა და ჩავარდნილ ყვრიმალებს. შემდეგ კი, დაღლილი თვალები დახუჭა და ძილის ბურანში გაეხვია. ამჯერად გიორგი უყურებდა მძინარე თეკლეს, სერიოზული სახით ჩაშტერებოდა და ისიც მიხვდა, რომ ძველი გიორგი სადღაც გაქრა. რომ მასში რაღაც შეცვალა ამ გოგომ.

***
დღეები დღეებს მისდევდა, უკვე ერთი კვირა გასულიყო მას შემდეგ, რაც დათა დაიკარგა. საეჭვოდ, აღარც ტელევიზიით აღარ აცხადებდნენ მისი დაკარგვის შესახებ. ყველაფერი თითქოს ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა. ოლიკო ისევ ტატასთან იყო, ყოველ დღე უარესდებოდა მისი მდგობარეობა. ადრე თუ ორ სიტყვას მაინც ამბობდა, ახლა უკვე ამასაც აღარ აკეთებდა. ილიკო ძალით აჭმევდა გოგონას, ნინოს ზარები კი არ წყდებოდა. წამდაუწუმ რეკავდა ქალი და თავის ვაჟს ევედრებოდა, რომ ერთი წამით მაინც ენახა თავისი ქალიშვილი, მაგრამ ილიკო კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, რადგან გელას ნახვაზეც კი უარი თქვა ოლიკომ და ტატას კართან მდგარი კაცი, უკან გაბრუნდა. აღარანაირი ძალა აღარ შერჩა გოგონას, აღარც ტირილი შეეძლო, აღარც ბრძოლა. სულ ჩამოხმა, არც ახალი ინფორმაციის გაგების თავი ჰქონდა და აღარც კითხვის დასმის. ერთ წერტილს მიშტერებოდა და თეკლე შიშით უყურებდა მეგობარს. ეს ის რთული დეპრესია აღარ იყო, რაც ოლიკომ გადაიტანა. ეს რაღაც უარესი იყო, რომელსაც ვერავინ გადაატანინებდა მას. ვერავინ, დათას გარდა და ხვდებოდა თეკლე, რომ თუკი დათა არ გამოჩნდებოდა, ოლიკო ხელებში ჩააკვდებოდათ. დიახ, იცოდა თეკლემ რომ ოლიკო სუსტი იყო, მაგრამ მის ამ მდგომარეობას, სისუსტეც აღარ ერქვა. ეს თვითმკვლელობა იყო, რომელზეც კაცობრიობა ვერ შეთანხმდა სიძლიერედ ჩაეთვალათ თუ სისუსტედ.

ტატა და ილიკო შანსს არ უშვებდა ხელიდან, რომ ერთმანეთი არ დაეჭამათ. ყოველ ღამე ჩხუბით წვებოდნენ ოლიკოს გვერდით და დილაობით, ტატა თეძოზე ილიკოს ფეხის მძიმე დაწოლით იღვიძებდა. შემდეგ კი მთელი დღე ბუზღუნებდა, რომ ძვლები სტკიოდა.

თეკლე ოლიკოსგან, პირდაპირ გიორგისკენ მიმავლ გზას ადგებოდა და ყოველ ღამით მასთან რჩებოდა. თითქმის მდუმარედ ატარებდნენ საღამოს და შემდეგ ისევ იძინებდნენ, ერთმანეთისგან მოშორებით. ისევ აკვირდებოდა თეკლე გიორგის ნაკვთებს ძილის წინ და როცა თვალები დაეხუჭებოდა, ამის შემდეგ, გიორგი იმახსოვრებდა მისი სახის ყველა წერტილს.

ზურა მთელი ამ ხნის განმავლობაში არ ჩანდა, მხოლოდ რამოდენიმეჯერ დაურეკა ილიკოს, რომ ოლიკოს ამბავი გაეგო. ამ უკანასკნელს კი ეჭვები უფრო უმძაფრდებოდა. თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ზურას ხელი ერია ამ ამბავში, მაგრამ ვერაფერს აკეთებდა. იქამდე, სანამ ბოლომდე არ იქნებოდა დარწმუნებული თავის ფიქრებში, ვერაფერს მოიმოქმედებდა.

ნინო აფორიაქებული იყო, საეჭვოდ შეწყდა დიმიტრის ზარები მის ტელეფონში. მიხვდა, რომ რაღაც მის წინააღმდეგ იხლართებოდა. დიმიტრი მშვიდი ადამიანი იყო, მაგრამ თუკი წყობიდან გამოვიდოდა, ყველანაირ სისასტიკეს ჩაიდენდა და ამის ეშინოდა ქალს. დათა დიმიტრის ერთადერთი შვილი იყო და მის გამო უკან არაფერზე დაიხევდა. ზურაც არ ჩანდა, საერთოდ არანაირ კონტაქტზე არ გამოდიოდა ნინოსთან და გაურკვევლობისგან თავგზა არეოდა ქალს. მოუსვენრად დააბოტებდა სახლში და გელას ეჭვით სავსე მზერას აწყდებოდა დროდადრო. ბოლოს კი, თავად გადაწყვიტა დაკავშირებოდა ზურას და როცა სახლში მარტო დარჩა, გადარეკა, თუმცა ზურას ტელეფონი გამორთული ჰქონდა. სახლშიც მივიდა მასთან ნინო, მაგრამ იქ მხოლოდ ალკოჰოლისგან გაბრუებული მარინა შეხვდა, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა, სად იყო თავისი ვაჟი.

***
ქალაქისგან მოშორებით, შემოდგომის ფოთოლცვენისგან გაშიშვლებული ტყის შუაგულში, პატარა, ქვისგან ნაშენები სახლი იდგა. ასევე ქვის, გატეხილი ორი საფეხური მიებჯინათ რკინის კარზე, რომელიც ბოქლომით ჩაეკეტათ. სახლს უახლოვდებოდა შავებში ჩაცმული, ჭაღარა მამაკაცი, რომელსაც უკან შარვალ-კოსტიუმიანი მიჰყვებოდა. მამაკაცებმა საფეხურები აირბინეს და ჭაღარამ ბოქლომს გასაღები მოარგო. რამოდენიმეჯერ გადაატრიალა და ჯაჭვებში ახლართული კარი ხმაურით შეაღო.
ოთახში საგრძნობლად ციოდა და სიბნელეს, ჩამავალი მზის შუქისგან შემოსული მკრთალი სინათლე არღვევდა.
ოთახის შუაში სკამი იდგა, რომელზეც სქელი ბაწრებით მიებათ ახალგაზრდა მამაკაცი. სახე უშიშარი და უემოციო ჰქონდა. ოთახში შესული შარვალ-კოსტიუმიანი ირონიულად შეათვალიერა ზემოდან ქვემოთ და ცალყბად გაეცინა.
-რა გაცინებს, შე ნაბი**არო? -მთელი ხმით დაიღრიალა შარვალ-კოსტიუმიანმა.
-მიზნისთვის, მეტოქის გატაცება, შენს სიმხდალეზე მეტყველებს. -ირონიულად საისისინა ბიჭმა. -და კიდევ, სანამ გაისვრი, კარგად დაფიქრდი, შენ თვითონ არ მოგხდეს.

შარვალ-კოსტიუმიანს სახე შეეყინა, თვალები დაქაჩა ნერვიულად. ბიჭის ცინიკურ სახეს შეშტერებოდა და პასუხს ეძებდა მასში, მაგრამ უეცრად, პირზე ხელი ააფარეს. დათას ცინიკური სახე თანდათან იბურებოდა ზურას თვალებში. ბოლოს კი, ჩამობნელდა.



№1  offline მოდერი MoonDaughter

MoonLady
უუუხ, უუუხ შენ გენაცვალე, შენ შემოგევლოს ჩემი თავი :3 სულ არ მწყინს დათა ასე რომაა, სულ არ მწყინს ! არც ოლიკოს მდგომარეობა მადარდებს, მადარდებს ? ეგ კიარა საკუთარ ტყავზე ვგრძნობ და ეს შენ იცი. ღმერთო ასე საინტერესოდ წერის ნიჭი მე არ ვიცი... ვაფრენ მე შენზე, ჭკუა მეკეტება მე შენზე და დათას იდეალურობა ჭკუიდან მშლის ! *-* მიყვარხარ შენც, დათაც, ილიკოც, თეკლეც... ოლიკო მე ვარ ! ><

ვაიმეეე, ჩემი ბადანა <3 მე შენ მიყვარხარ <3 <3 <3

 


№2  offline წევრი SillyGirl

ვაი ზურაააა შენ რა გითხარი რა გაცანცარებს ამხელა კოსტუმიან კაცს :დ
რისთვის იბრძვიან ნინო დიმიტრი და ზურაააა მაინც არაფერი გამოუვათ.
ილიკოზე და ტატაზე მეცინება სულ.
ჩემი გიორგი როგორია რაა
როგორ გამიხარდა გიის და თეკლესაც რომ დაუთმე ამ თავში ადგილი.
მეცოდება ოლი ნუ დამიტანჯავ დიდხანს.
ძალიან ძალიან კარგი თავი იყო როგორც ყოველთვის.

 


№3  offline მოდერი MoonDaughter

SillyGirl
ვაი ზურაააა შენ რა გითხარი რა გაცანცარებს ამხელა კოსტუმიან კაცს :დ
რისთვის იბრძვიან ნინო დიმიტრი და ზურაააა მაინც არაფერი გამოუვათ.
ილიკოზე და ტატაზე მეცინება სულ.
ჩემი გიორგი როგორია რაა
როგორ გამიხარდა გიის და თეკლესაც რომ დაუთმე ამ თავში ადგილი.
მეცოდება ოლი ნუ დამიტანჯავ დიდხანს.
ძალიან ძალიან კარგი თავი იყო როგორც ყოველთვის.

:დდდდ მაგათზე მეც მეცინება :დდ მადლობა ჩემო საყვარელო. <3 <3 <3

 


№4 სტუმარი დინიო

ტატა ჩვეულებრივი შტერი გოგოა, არც დათაზე და ოლიკოზე ვგიჟდები, ილიკო მომწონს...აი გიორგი და თეკლე უკვე სულ სხვააა.....მიყვარს ორივეე...

 


№5  offline მოდერი MoonDaughter

დინიო
ტატა ჩვეულებრივი შტერი გოგოა, არც დათაზე და ოლიკოზე ვგიჟდები, ილიკო მომწონს...აი გიორგი და თეკლე უკვე სულ სხვააა.....მიყვარს ორივეე...

დიდი დიდი მადლობააა <3 <3 <3

 


№6  offline აქტიური მკითხველი La-Na

ხომ ვთქვი ბოლომდე მოვითმენთქო,მაგრამ აჰა წავიკითხე და არ ვიცი რა გითხრა.როგორ შეგაქო ან ჩემი აღტაცება გამოვხატო.უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის.ყოჩაღ,ნამდვილად საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხი ისტორიაა
--------------------
ლანა

 


№7  offline მოდერი MoonDaughter

La-Na
ხომ ვთქვი ბოლომდე მოვითმენთქო,მაგრამ აჰა წავიკითხე და არ ვიცი რა გითხრა.როგორ შეგაქო ან ჩემი აღტაცება გამოვხატო.უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის.ყოჩაღ,ნამდვილად საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხი ისტორიაა

ვაიმე უღრმესი მადლობა, ლანა <3 ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის ასეთი სიტყვები, რადგან დამწყები ვარ <3 დიდი ხანი მოთმენა არ დაგჭირდება კიდევ, ხვალ დაიდება ბოლოს წინა თავი და ზეგ დავასრულებ <3 კიდევ ერთხელ, უდიდესი მადლობა შენ <3

 


№8  offline აქტიური მკითხველი La-Na

MoonDaughter
La-Na
ხომ ვთქვი ბოლომდე მოვითმენთქო,მაგრამ აჰა წავიკითხე და არ ვიცი რა გითხრა.როგორ შეგაქო ან ჩემი აღტაცება გამოვხატო.უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის.ყოჩაღ,ნამდვილად საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხი ისტორიაა

ვაიმე უღრმესი მადლობა, ლანა <3 ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის ასეთი სიტყვები, რადგან დამწყები ვარ <3 დიდი ხანი მოთმენა არ დაგჭირდება კიდევ, ხვალ დაიდება ბოლოს წინა თავი და ზეგ დავასრულებ <3 კიდევ ერთხელ, უდიდესი მადლობა შენ <3

იცი სიმართლეს გეტყვი და მახსოვდა რომ მითხარი 20 თავი იქნებაო და უფრო მაგიტომ დავიწყე კითხვა,თუმცა მართლა შესანიშნავად დაიწყე.ხომ იცი მკითხველს როგორაც შეყვარებული თავს პირველი ნაშრომით,ისე გაგრძელდება ბოლომდე და შენ ნამდვილად იმსახურებ შენი მკითხველის სიყვარულს
--------------------
ლანა

 


№9  offline წევრი nini sabauri

რატო ხარ ესეთი საოცრებაა? ვგიჯდები მე შენზე...ერთხელ წაკითხულის ხელახლა წაკითხვა მინდება ხოლმე ისე წერ heart_eyes
ჩემი საცოდავი ოლიკო,როდის დაუბრუნებენ ეხლა დათას.
თეკლა და გიო კი...ეს უკვე სხვა თემაა, დიდი სიყვარული ღვივდება მათ შორის და ძალიან არ მინდა გიოს რამე მოუვიდეს:(
თან მინდა რომ მალე გავიგო როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ მეორე მხრივ საშინლად არ მინდა დასრულდეს ეს ისტორია,სულ მინდა რომ ვიკითხო<3

 


№10  offline მოდერი MoonDaughter

La-Na
MoonDaughter
La-Na
ხომ ვთქვი ბოლომდე მოვითმენთქო,მაგრამ აჰა წავიკითხე და არ ვიცი რა გითხრა.როგორ შეგაქო ან ჩემი აღტაცება გამოვხატო.უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის.ყოჩაღ,ნამდვილად საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხი ისტორიაა

ვაიმე უღრმესი მადლობა, ლანა <3 ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის ასეთი სიტყვები, რადგან დამწყები ვარ <3 დიდი ხანი მოთმენა არ დაგჭირდება კიდევ, ხვალ დაიდება ბოლოს წინა თავი და ზეგ დავასრულებ <3 კიდევ ერთხელ, უდიდესი მადლობა შენ <3

იცი სიმართლეს გეტყვი და მახსოვდა რომ მითხარი 20 თავი იქნებაო და უფრო მაგიტომ დავიწყე კითხვა,თუმცა მართლა შესანიშნავად დაიწყე.ხომ იცი მკითხველს როგორაც შეყვარებული თავს პირველი ნაშრომით,ისე გაგრძელდება ბოლომდე და შენ ნამდვილად იმსახურებ შენი მკითხველის სიყვარულს

უღრმესი მადლობა ჩემო კარგო. არც კი ვიცი როგორ გამოვხატო ჩემი სიხარული, ძალიან გამახარა შენმა სიტყვებმა <3
nini sabauri
რატო ხარ ესეთი საოცრებაა? ვგიჯდები მე შენზე...ერთხელ წაკითხულის ხელახლა წაკითხვა მინდება ხოლმე ისე წერ heart_eyes
ჩემი საცოდავი ოლიკო,როდის დაუბრუნებენ ეხლა დათას.
თეკლა და გიო კი...ეს უკვე სხვა თემაა, დიდი სიყვარული ღვივდება მათ შორის და ძალიან არ მინდა გიოს რამე მოუვიდეს:(
თან მინდა რომ მალე გავიგო როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ მეორე მხრივ საშინლად არ მინდა დასრულდეს ეს ისტორია,სულ მინდა რომ ვიკითხო<3

ვაიმე ნინი დიდი მადლობა <3 ძალიან მიხარია შენნაირი მკითხველი რომ მყავს <3

 


№11  offline წევრი FLAWless

აუუუ კარგი იყოო heart_eyes გიორგი და თეკლე ისეთი კარგები არიან ძალიან მომწონს მაგრამ აი რავი დანარჩენები ისე მაღიზიანებენ განსაკუთრებით ტატა -_-

 


№12  offline წევრი ლილიანი

ოხ ზურა ზურა ძაან მაინტერესებს ბოლოში რა მოხდა აშკარაა რომ დათა თავს იხსნის ნუ როგორც ყოველთვის მაგარი თავი იყოო ნინოზე კი გრძნობები არ შემცვლია რატო არ აღიიარებს თავის დანაშაულს ცოდვაა ოლიკო უხ სალომე როგორ ვერ ვიტან აი თეკლა და გიორგი ამ ისტორიისგან ცალკკე მყავს განცალკავებული არ მემეტება არცერთი ტკივილისთვის ისეთი კაები არიან

 


№13  offline მოდერი MoonDaughter

anna11
აუუუ კარგი იყოო heart_eyes გიორგი და თეკლე ისეთი კარგები არიან ძალიან მომწონს მაგრამ აი რავი დანარჩენები ისე მაღიზიანებენ განსაკუთრებით ტატა -_-

ტატასნაირები ბლომად არიან დღევანდელ რეალობაში :დდ მე ხან მაღიზიანებს, ხან მესაყვარლება ^_^ <3 მადლობა ანა, საყვარელოოო heart_eyes
ლილიანი
ოხ ზურა ზურა ძაან მაინტერესებს ბოლოში რა მოხდა აშკარაა რომ დათა თავს იხსნის ნუ როგორც ყოველთვის მაგარი თავი იყოო ნინოზე კი გრძნობები არ შემცვლია რატო არ აღიიარებს თავის დანაშაულს ცოდვაა ოლიკო უხ სალომე როგორ ვერ ვიტან აი თეკლა და გიორგი ამ ისტორიისგან ცალკკე მყავს განცალკავებული არ მემეტება არცერთი ტკივილისთვის ისეთი კაები არიან

უხ თეკლე და გიორგი მეც განსაკუთრებულად მიყვარს <3 დიდი მადლობა ჩემო კარგო, რომ კითხულობ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent