გიხაროდეთ, ჩვენ ერთად აღარ ვართ. (4 თავი)
4 თავი დილას რომ ავდექი ბედნიერი ვიყავი. რადგან სანდროს ზარმა გამაღვიძა. ჩაცმა რომ დავიწყე ჩემმა ძმამ ყავით და ნამცხვრით ხელში შემოაღო კარი და მითხრა -ეს შენ. -ხო კარგად ხარ? -ვუთხარი რადგან ესეთი რამ პირველად მოხდა. -ძალიან. -მხოლოდ ეს მითხრა ყავა და ნამცხვარი მაგიდაზე დადო და გავიდა. ვიცმევდი და თან ყავას და ნამცხვარს გემრიელად მივირთმევდი. თუმცა ჩემი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. თავი ისევ ამტკივდა. ჩანთა ჩავალაგე და ოთახიდან გავედი. დაბლა რომ ჩავედი მისაღებში გაგა და ნიკა ისხდნენ. გაგას უახლოესი ძმაკაცი და ასევე ჩემიც. -ჩემი სალიი. -თქვა მან და ჩამეხუტა. ჩვენ ზოგადად ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან და ასეთი რაღაცეები გვჩვეოდა. -ახლა ვხვდები რატომ მომართვა გაგამ ოთახში ყავა და ნამცხვარი. ვთქვი და გაგვეცინა. მალე სანდრომ მომწერა შენს სახლთან ვარო და გავედი. სანდროს ჩავეხუტე და სკოლისკენ წავედით. გზაში დიდიმაა მანქანამ სწრაფად გაიარა და ორმოში დაგუბებული წყალი შეგვასხა. სკოლაში სველები მივედით. პირველი გაკვეთილი ბიოლოგია გვქონდა საკონტროლო იყო. ეს ჩვენი საყვარელი საგანი იყო.ნახევარი საათიც არ დაგვჭირდა დასაწერად. მასწავლებელმა მაშინვე დაიწყო შემოწმება და ყველაზე მაღალი ნიშნებიც ჩვენ დაგვიწერა. შესვენებაზე გარეთ გავედით სანდროს მასწავლებელმა დაუძახა და კლასში შევიდა.მე გარეთ რაფასთან დავდექი მალე ვიღაც ბიჭი მოვიდა და მკითხა -შენ სალომე ხარ ხოო? -კიი. -ვუთხარი და ისე შევბრუნდი -მე შენი ძმა ვარ ლაშა. -ამის გაგონება ჩემთვის ისეთი მოულოდნელი იყო როგორც ის რომ ეთქვათ ჩემთვის მიყვარხარო.ხმა ვერ ამოვიღე. -შენს ნახატებს მაჩვენებ? -ისევ მან მკითხა. -არა. -ძლივს გამოვერკვიე და ვუთხარი. -მაჩვენე მე ხომ შენი ძმა ვარ. -მითხრა და უხეშად მომკიდა ხელი. -არათქო და თავი დამანებე! -ვუთხარი და გიჟივით შევვარდი კლასში. სანდრომ შემატყო აფორიაქება მიმეხუტა დამითხრა -და მოხდა? -არაფერი! -ვუთხარი და მეც მივეხუტე. სახლში რომ მივდიოდით უხასიათოდ ვიყავი და სანდრომ მკითხა -რა გჭირს? -არაფერი. -ნუ მატყუებ ვიცი რომ რაღაც გჭირს, -არაფერი მართლა კარგად ვარ! -არ გამოგდის ტყუილი. -ხო კარგი თავი მტკივა ოდნავ. -რატომ? ექიმთან იყავი? -კიი არაფერია ისეთი ასაკობრივიაო. -კარგი თავს გაუფრთხილდი - მითხრა და სანამ სახლში არ შევედი მანამ არ წავიდა.მთელი დღე მტკიოდა თავი. მაგრამ ვერავინ შეამჩნია ეს სანდროს გარდა. სინამდვილეში სანდროს მოვატყუე 3 წლის ვიყავი ექიმთან. ბოლოს თავის ტკივილის მიზეზით. რის შედეგადაც დადგინდა რომ თავის ტვინზე 1,5 სიმსივნური წანაზარდი მქონდა და ძალიან ბევრი წამალი დამინიშნა იმისთვის რომ დაპატარავებულიყო ან აღარ გაზრდილიყო და იმავე ზომაზე დარჩენილიყო. წამლების მიღება წელიწადნახევრის წინ შევწყვიტე. დანიშნულების მიხედვით. თავის ტკივილიც აღარ მაწუხებდა. მაგრამ ახლა ისევ შემახსენა თავი. არავისთვის არაფერი მითქვამს. საღამოს რატომღაც გასეირნება მომინდა. ციოდა ამიტომ თბილად ჩავიცვი და საკანცელარიო მაღაზიაში აუცილებლად წასვლა მოვიმიზეზე. გარეთ რომ გავედი ძალიან ციოდა. რამდენიმე ადამიანი იყო მხოლოდ რომლებიც სწრაფი ნაბიჯით მიდიოდნენ სახლებში. მე კი ძალიან ნელა დავიწყე სიარული. მხოლოდ ერთ წერტილს ვუყურებდი და ამ წერტილისკენ მივდიოდი. რაც უფრო ვუახლოვდებოდი თითქოს ეს წერტილი უფრო შორი ხდებოდა. ჩემი სახლიდან არც თუ ისე შორს იყო "რიყის პარკი" ასეთ სიცივეში კი იქ წესით არავინ უნდა ყოფილიყო. მეც სწორედ ეს მჭირდებოდა. ადგილი სადაც არავინ არ იქნებოდა. და ცოტახანს მაინც შევძლებდი ყველასგან განმარტოებით ყოფნას. ჩემი იმედები არ გამართლდა. სიცივის მიუხედავად მაინც იყო რამდენიმე ადამიანი. ყველასგან მოშორებულ სკამზე დავჯექი. რამდენიმე წუთში ვიღაც კაცმა დაიწყო ჩემსკენ წამოსვლა. მე შემეშინდა და ავდექი უკან წავედი. ის გამომყვა მე ნაბიჯს ავუჩქარე ის სირბილით გამომეკიდა გამაჩერა და მითხრა -სალომე?! ნუთუ ეს მართლა შენ ხარ?! უკან რომ შევბრუნდი სიბნელეში ვერაფერს ვარჩევდი -ვინ? ვინ ხარ? -ვკითხე ცრემლებმორეულმა. -სალო, არ გახსოვარ? -უნდა მახსოვდე? -ფრთხილად ვკითხე და უკან შევბრუნდი. -მე მამაშენი ვარ სალო. ეს ჩემთვის არ ვიცი შოკივით იყო. მამაჩემი 7 წწელი არ მყავდა ნანახი მის შესახებ არაფერი ვიცოდი ხოლო ახლა მისმა ასე მოულოდნელად გამოჩენამ ძალიან შემაშფოთა. არ ვიცოდი რა მეთქვა. -მეჩქარება -მხოლოდ ის ვთქვი და წავედი. ის უკან გამომყვა და მითხრა -დედაშენმა დაგარიგა ხოო? -დედაჩემი რა შუაშია?? -ძალიან გავბრაზდი - უბრალოდ 7 წელი არ გამოჩენილხარ და ახლა ასე უსირცხვილოდ ამბობ რომ მამაჩემი ხარ?! -ცოტა მაკლდა და დავარტყავდი. -და შენ რა იცი ის შვიდი წელი მე სად ვიყავი და რას ვაკეთებდი? შენ რა გგონია არ მენატრებოდით შენ და გაგა? გინდ დედაშენი? -თუ გენატრებოდით რატომ არ მოხვედი? ხო მართალი ხარ მე არ ვიცი ის შვიდი წელი რას აკეთებდი და არც ის ვიცი ახლა რა გინდა ჩემგან. - იცი მე არ შემეძლო.. -გასაგებია ახლა მე არ შემიძლია შენი მიღება. -ვუთხარი და სწრაფად წავედი. -იციი მე კიდევ მყავს სხვა შვილი. -ადგილიდანვე მითხრა -დედაშენმა ეს რომ გაიგო იმიტომ მიმატოვა. მაგრამ დამიჯერე მე თქვენი დაკარგვა არ მინდოდა. ეს რომ გავიგე საერთოდ ვეღარ ვაზროვნებდი. გავჩერდი. ის მოვიდა და მითხრა -დაახლოებით შენი ასაკისაა. წელს გადმოვიდა შენს სკოლაში. მე მაშინვე სანდრო გავიფიქრე მეგონა სწორედ სანდრო იყო ის ბიჭი ნახევარძმად რომ მეკითვნოდა. -ნიკა ჰქვია. დღეს მოსულა შენთან და გამოგლაპარაკებია. მაგრამ შენ გაქცეულხარ როგორც მე მითხრეს. ნიკაო რომ თქვა შვებით ამოვისუნთქე და შემდეგ მივხვდი ვიზეც მითხრა. -ანუ ის მეათე კლასელია დღეს ჩემი ნახატების ნახვა რომ მომთხოვა?! ახლა გასაგებია ვისგან ერგო უხეში ქცევები.-ვთქვი და გავიქეცი. საბედნიეროდ აღარ გამომყოლია უკან. მთელი გზა მასზე ვფიქრობდი მის სახეზე ბევრი ნაოჭი რომ გასჩენოდა და იმაზე ნეტად გასუქებულიყო ვიდრე მახსოვდა. სახლში როგორცკი შევედი წყალი გადავივლე და ჩემს ოთახში ჩავიკეტე. არავისთვის არაფერი მითქვამს. ფურცელი და ფანქარი ავიღე და იმ კაცის ხატვა დავიწყე დაახლოებით ნახევარი საათის წინ რომ მელაპარაკა და მამაჩემი ერქვა. პორტრეტის ნახევარი მქონდა ჯერ დახატული თავის ტკივილმა ჩემი გამოთვლებით 7 ქულას რომ მიაღწია. ასეთი ტკივილი მხოლოდ ერთხელ მქონდა გამოცდილი. 3 წლის წინ სასწრაფოს მანქანაში ჩემი ძმის გვერდით რომ ვიწექი ჩემი ხელი რომ ეჭირა თან ცრემლებით ევსებოდა თვალები ექიმები კი წამლის დროულად შეყვანას ცდილბდნენ ჩემს ორგანიზმში. შემდეგ კი ყველაფერი ნაცრისფერ ბურუსში ჩაიძირა და სუჩუმემ დაისადგურა. ახლა მსგავსი არაფერი მომხდარა გარდა იგივე ტკივილისა. წამოვწექი და თვალები დავხუჭე. იმ კაცის სახე მოსვენებას არ მაძლევდა. არც თავის ტკივილი. მალე იმ ტელეფონის ზარი გაისმა. არც დამიხედია ისე ვუპასუხე და როგორც კი მისი ხმა გავიგე ყველაფერი გადამავიწყდა. --------------------------------------------------------------------- როგორიაა? გულწრფელი შეფასება მინდაა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.