სამი გზა (თავი 19)
როდესაც ზურამ თვალი გაახილა, იგივე სკამზე იჯდა, სადაც დათა. თუმცა განსხვავება იმაში მდგომარეობდა, რომ დაბმული არ იყო. თვალებზე ჯერ კიდევ გადაჰკვროდა ბინდი და კარგად ვერ არჩევდა მის წინ აღმართულ სახეებს. თანდათან უფრო მკვეთრდებოდა გამოსახულებები და რამოდენიმე წამში, უკვე სრულყოფილად ხედავდა მომღიმარ დათას, რომელსაც ხელები გადაეჯვარედინებინა და მშვიდი, ცინიკური სახით დაჰყურებდა მას. მის უკან დიმიტრი იდგა, რომელსაც ბრაზისგან ანთებული გამომეტყველება ჰქონდა. ირგვლივ კი ორი, შავ შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი კაცი ედგათ. კუნთები და ფართო მხრები, სქელ, შავ სამოსშიც კარგად იყო გამოკვეთილი. ზურამ უშველებელი ნერწყვი გადააგორა ყელში და დათას გაუსწორა მზერა. ის, რომ დაბმული არ იყო, ძალიან დამამცირებელი გახლდათ მამაკაცისთვის, რადგან დათას ამდენადაც კი არ ეშინოდა მისი. ერთხელაც, წამითაც კი ვერ შეძლო მისი შეშინება. მაშინაც კი, როცა გაიტაცეს, კარგად ახსოვდა ზურას ამ ბიჭის უშიშარი, უგრძნობი გამომეტყველება, რომელიც ყველაფრის მიუხედავად, მასზე მაღლა იდგა და თავიც შესაბამისად ეჭირა. -ეს რა გაბედე, შე ძაღლი***ილო? -მუშტმოღერებული გაიწია ზურასკენ დიმიტრი. დათამ მარცხენა ხელი გვერდით და მაღლა ასწია, ისე რომ მომღიმარი სახე არ მოუშორებია ზურასთვის. -ჩშშშ... -შეაჩერა მან დიმიტრი. ზურას შეშინებულ გამომეტყველებაზე ცალყბად ჩაეცინა და შემდეგ უკან მდგარ სამეულს გახედა. -გადით, ეს ჩვენ ორს გვეხება. დიმიტრიმ წარბები შეკრა. უკმაყოფილო სახე შეაჩეჩა თავის ვაჟს. შემდეგ კი, დაცვას თვალებით ანიშნა, რომ გასულიყვნენ. გასვლის წინ, ერთხელ კიდევ გახედა მუქარით სკამზე შეყინულ ზურას და ცივად გავიდა ღია კარში. დათამ ერთხანს უყურა გაფითრებულ ზურას, რომელიც მაქსიმალურად ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა, მაგრამ არ გამოსდიოდა. -როგორ მოახერხე? -ძლივს ამობობღდნენ სიტყვები მამაკაცის პირიდან. დათამ ხმამაღლა გადაიხარხარა. -მარტივი თამაში გამოვიდა, არა? -ოდნავ უკმაყოფილო გამომეტყველება მიიღო ბიჭმა. -უფრო მეტს ველოდი შენგან. გამოგიტყდები და იმედი გამიცრუე. -ნუ მეთამაშები, შე ლაწირაკო. -კბილებიდან გამოსცრა ზურამ. -ჰააა.... -თავი უკან გადააგდო დათამ და მარჯვენა ხელი გადაისვა. -ესე იგი, რა ხდება. ქვეყანაში მხოლოდ სამი ადამიანია, ვინც მსგავს ბინძურ საქმეს აკეთებს. გულწრფელად მაინტერესებს, ასეთი ბრიყვი როგორ ხარ? -ზემოდან დახედა ბიჭმა. ზურას სახე დაეღრიცა ბრაზისგან, აშკარა იყო რომ პეტრემ უღალატა. -არაფრის დაშავება არ მინდოდა შენთვის. -ძლივს ამოილუღლუღა მამაკაცმა. -ჰო, ვიცი. მაგდენად დიდი წარმოდგენაც არ მქონდა შენზე, მაგრამ ასეთი სულელიც არ მეგონე. -ირონიულად დაუსისინა ბიჭმა. -ოლიკოს მე ვუყვარვარ. -დაიღრინა ზურამ. დათას უფრო ხმამაღლა გაეცინა მის სიტყვებზე. შემდეგ კი, უცბად სერიოზული, მკაცრი სახე მიიღო. -მისი სახელი არ ახსენო! მასზე ლაპარაკს არ ვაპირებ შენთან! -ჩემი საცოლეა, შე ნაბი**არო! -ხმას აუწია ზურამ. დათამ ცინიკურად აატრიალა ენა კბილებს შორის. შემდეგ კი, სავარძლის კიდეებს დაეყრდნო ხელის გულებით და ბოროტი მზერით შეაშტერდა კაცს. -ოლიკო ჩემი იყო, ჩემია და ჩემი იქნება ყოველთვის! შენ კიდევ, ისე გაემგზავრები აქედან, რომ მის შეხედვასაც ვერ ეღირსები! -მშვიდი, კატეგორიული ხმით საუბრობდა ბიჭი. ზურამ თვალები დაქაჩა, მთელი ძალით აჭერდა კბილებს ერთმანეთს. თვალები წამოენთო ბრაზისგან, მაგრამ ვერაფრის გაკეთებას ვერ ბედავდა. დათა კი ცივად მოშორდა სავარძელს, ცალყბად ჩაეცინა ზურას ანთებულ თვალებზე და კარისკენ შეტრიალდა. ზღურბლთან მისული, ისევ შემოტრიალდა მისკენ და საჩვენებელი თითი აუქნია. -იცოდე, გაკვირდები. ერთი ნაბიჯითაც რომ მიუახლოვდე ჩემს გოგოს, ასე მარტივად ვეღარ გამოძვრები! დათამ სახლი დატოვა, სწრაფად ჩაირბინა ორი საფეხური და ჩქარი ნაბიჯებით წავიდა მამამისისკენ, რომელიც ადგილს შეჰყინვოდა და ნერვიულად ისვამდა თავზე ხელს. დათა ჯერ დაცვას მიუახლოვდა. -არაფერი უქნათ, გასაღები მიეცით და წავიდეს. შავ შარვალ-კოსტიუმში ჩაცმული მამაკაცები სახლისკენ დაიძრნენ, დათამ კი ამრეზით გახედა მამამისს. -მართლა ასე გიყვარს, ის გოგო? -შეეკითხა კაცი. დათამ კი ზემვიდან ქვევით, ირონიულად დახედა მას. შემდეგ კი, უთქმელად ჩაჯდა მამამისის მანქანაში და ადგილს მოსწყვიტა. *** ტატას დედა პარიზიდან დაბრუნდა და ‘ყუპებიც დაუბრუნდნენ სახლს. ოლიკო ისევ მიბნედილი იყო, არავის ნახვა სურდა. უკვე ყველა აღიზიანებდა, მარტო ყოფნა უნდოდა. მთელი არსებით იკრავდა გულში დათას ნაჩუქარ ბეჭედს და თავისი ცრემლებით ასველებდა. ნინო ვერ ბედავდა ქალიშვილის ოთახში შესვლას, რადგან ეშინოდა მისი რეაქციის. ეშინოდა, რომ ოლიკო თავს ვეღარ შეიკავებდა და ყველაფერს ნათელი მოეფინებოდა. გაიგებდა თავისი მეუღლე ნამდვილ მიზეზს და ყველაფერი თავზე ჩამოენგრეოდა, რასაც ამდენი წელი შეალია. ჯერ კიდევ უსაშველო ზიზღს გრძნობდა დიმიტრის მიმართ, რომელმაც ახალგაზრდობა მოუწამლა. ყურებამდე იყო მასზე შეყვარებული და მთელი არსებით მიენდო მას, სანაცვლოდ კი მიიღო ტკივილი, დარდი, მარტოობა და წართმეული თავმოყვარეობა, რომლისგანაც ვერ დაიცვა ამ კაცმა. ვერ დაიცვა თავიანთი სიყვარული, ვერ გაბედა მამას შეწინააღმდეგებოდა და ცოლად სულ სხვა ქალი მოიყვანა. ცხოვრებამ მწარედ დასცინა ამ ქალს. ამდენ ადამიანში, სწორედ დიმიტრის ვაჟმა მოუწამლა სისხლი და შეაყვარა თავი თავის ქალიშვილს. ეშინოდა ნინოს, ეშინოდა რომ მისი ცხოვრება ოლიკოში განმეორდებოდა. ოლიკო მასზე სუსტი იყო. ის, რისი გადატანაც შეძლო მან, თავისი ქალიშვილი ვერ გადაიტანდა და ეშინოდა ამისი. ეშინოდა კატასტროფულად, არაამქვეყნიურად. თუმცა, ორ ცეცხლს შორის აღმოჩნდა, საკუთარ ქალიშვილს დიმიტრის ვაჟის გარეშე ყოფნა კლავდა და ამას თავადვე შეუწყო ხელი. თავადვე გასწირა საკუთარი ქალიშვილი და ამას სწორედ ახლა მიხვდა. საეჭვოდ გაქრა ზურა და ნინომ თითქოს სიკვდილს ჩახედა თვალებში, როცა უარესი წარმოიდგინა. უარესი კი დათას მკვლელობა იყო, რომელიც თავისი ქალიშვილის სიკვდილს უდრიდა და აჭარბებდა, რადგან ოლიკოს სიკვდილი მასაც მოკლავდა. ეს კი გარდაუვალი იყო. ისეთივე გარდაუვალი, როგორიც დათასა და თავისი ქალიშვილის ერთად ყოფნა. იდგა ნინო ოლიკოს ოთახის კართან და თავი მასზე მიეყრდნო. ცრემლები დაუნდობლად ასველებდნენ მის ღაწვებს და სიმწრისგან აკანკალებულ ხელებს ფრთხილად, უხმოდ უსვამდა კარს. ტელეფონის წკრიალმა გამოარკვია ნინო და სწრაფად უპასუხა. -აქედან მივდივარ, ნინო. -მოესმა ზურას ხმა. -რა მოხდა? დათა სად არის? -შეშინებული ხმით იკითხა ქალმა და სწრაფად შევიდა თავის ოთახში, რომ დანარჩენი ოჯახის წევრებს ხმა არ გაეგოთ. -კარგად არის, სახლშია ალბათ. მოკლედ, მე მივდივარ. -ოლიკოს არ დაემშვიდობები? -არ ღირს. არ მინდა მთელი ცხოვრება ეჭვი მღრღნიდეს, რომ ჩემი ცოლი სხვაზე ფიქრობს. არ ვარ მე ის კაცი, ვინც შენს შვილს სჭირდება. -სწრაფად საუბრობდა ზურა და სწრაფადვე გათიშა ტელეფონი, როცა თავისი სათქმელი თქვა. ნინო ტელეფონის ეკრანს დაშტერებოდა, აზროვნების უნარი დაკარგა წამით. იცოდა, რომ სწრაფად უნდა ეთქვა საკუთარი ქალიშვილისთვის, რომ დათა გამოჩნდა, მაგრამ როგორ იზამდა ამას? ამ შემთხვევაში ხომ ნათელი იქნებოდა, რომ მისი ხელიც ერია ამ ამბავში?! ნერვიულად დააბოტებდა ქალი თავის უთახში და ხელებს ისრესდა. შემდეგ კი, სწრაფად გავიდა ოთახიდან და ილიკოს ოთახის კარი ლამის შეგლიჯა. ილიკო თავის საწოლზე იწვა, ყურსასმენები გაერჭო და ჭერს აშტერებოდა. ნინოს შემოსვლა ვერც კი გაიგო და როდესაც დედამისი თავზე წამოადგა და შეანჯღრია, სწრაფად გამოიღო ყურებიდან ყურსასმენები და საწოლზე წამოჯდა. გაკვირვებული სახით შეაჩერდა გაფითრებულ დედას. -ოლიკოსთან შედი და უთხარი, რომ დათა გამოჩნდა. -ასოების ყლაპვით საუბრობდა ქალი. ილიკომ ჯერ წარბები აქაჩა, შემდეგ კი თავი გვერდზე გადახარა და წარბები შეკრა. -მოიცა, მოიცა. სერიოზულად? -ოდნავ ხმას აუწია ბიჭმა. -არაფერი მკითხო. -თვალი აარიდა ქალმა. -სულ გააფრინე, ნინო? -ჩუმი ყვირილით შესძახა ბიჭმა. -ეჭვი მქონდა, რომ ზურას ხელი ერია, მაგრამ შენც? ასე რამ გაგაბოროტა? -გაცოფებას ვეღარ მალავდა ილიკო. -აზრი არ აქვს ახლა მაგაზე ლაპარაკს, სწრაფად შედი შენი დის ოთახში და უთხარი, რომ ნუღა იკლავს თავს. -ხმას აუწია ნინომ. ილიკოს ცივი ღიმილი მოეფინა სახეზე, შემდეგ კი თავი გადააქნია და საწოლიდან წამოდგა. -ეს ყველაფერი, რომ ჩაივლის, მე და შენ სერიოზულად დავილაპარაკებთ. რაც შეეხება ოლიკოს, მის ცხოვრებაში ჩარევა აღარ გაბედო, თორემ ვეღარც მე მნახავ და ვეღარც ჩემს დას. გასაგებია? -დაუღრინა ილიკომ და ხმამაღალი ჯახუნით მოიკეტა კარი ზურგს უკან. ნინო ერთ ხანს გაშეშებული იდგან, შემდეგ კი ღონემიხდილი ჩამოჯდა ილიკოს საწოლის კიდეში და ხელებით ცრემლები მოიწმინდა. ილიკომ ფრთხილად შეაღო ოლიკოს ოთახის კარი. ეს უკანასკნელი ისევ ძალაწართმეული იწვა საწოლზე. ბეჭდიანი ხელი გულთან მიედო და უმისამართოდ გაშტერებოდა თვალი. ბიჭი თავისი დის საწოლს მიუახლოვდა და ჩამოჯდა. -ოლიკო, დათა იპოვეს. -ხმადაბლა ჩასჩურჩულა მან. ოლიკო კი სწრაფად წამოჯდა საწოლზე, თვალები დაუმრგვალდა. -სად არის? კარგად არის? წავიდეთ... -ისტერიკულად აყრიდა სიტყვებს გოგონა. -კი, კარგად არის. ჯერ ცოტა მოღონიერდი, რას გიგავს თვალები?! ასე ხომ ვერ ნახავ?! -სიმშვიდეს ინარჩუნებდა ბიჭი. -არა, არა. არ მაინტერესებს, უნდა ვნახო, გთხოვ ილიკო. გეხვეწები წამიყვანე. -ღაპაღუპით ჩამოდიოდა ცრემლები გოგონას ღაწვებზე. -დღეს მოვიცადოთ ოლიკო. ხვალ წაგიყვან, გპირდები. -ცრემლები მოუწმინდა ძმამ და უფრო კარგად მოკალათდა საწოლზე. ოლიკო სწრაფად სუნთქავდა, მაშინვე მიეცა ძალა. სიცოცხლის სურვილი დაუბრუნდა თითქოს. შემდეგ კი, შვებით ამოისუნთქა და საწოლზე დავარდა მთელი ძალით. რამოდენიმე წუთში, ოთახში თეკლე და ტატა შემოვიდნენ და ოლიკოს მშვიდ სახეზე, მათაც შვებით ამოისუნთქეს. ილიკომ გოგონებს ახედა. -იპოვეს. -მშვიდად თქვა მან და ტატამ მაშინვე კივილით იტაცა ხელი პირზე. თეკლემ კი თავი უკან გადააგდო, პირი ჰაერით აევსო და ღრმად ამოისუნთქა. რამოდენიმე საათი დაყვეს გოგონებმა ოლიკოსთან და როდესაც თეკლე დარწმუნდა, რომ თავის მეგობარს აღარაფერი უჭირდა, წასვლა გადაწყვიტა. გიორგისთან ეჩქარებოდა, უკვე ერთი დღეც ვეღარ ძლებდა მის გარეშე. ყოველდღიურ აუცილებლობად ექცა მისი ნახვა, განსაკუთრებით ბოლო ერთი კვირის მანძილზე, როცა მასთან რჩებოდა. ტატამ დარჩენა გადაწყვიტა იმ მიზეზით, რომ ოლიკოს მარტო დატოვება არ სურდა, მაგრამ ორი წლის ბავშვიც მიხვდებოდა, რომ ილიკოს გამო რჩებოდა. რათქმაუნდა ბიჭიც მიხვდა ამას და მის შეხედვაზე უდარდელად ფხუკუნებდა, აგრძნობინებდა კიდეც ტატას რომ ყველაფერს მიხვდა. ნინო თავისი ოთახიდან არ გამოდიოდა, გელაც არიდებდა თავს თავისი მეუღლის ნახვას, რადგან ხვდებოდა, რომ თავისი ცოლი რაღაცას უმალავდა. ნატალიას მოჰკიდა ხელი და სასეირნოდ ჩაიყვანა. ოლიკოს ძალა დაუბრუნდა, ჭამა კიდეც. თითქმის სულ აივანზე იდგა და გზას გაჰყურებდა. დათას ელოდა, წამითაც არ უნდოდა სახლში შესვლა და პლედშემოხვეული იჯდა აივანზე მდგომ სავარძელში. ტატა და ილიკო მისაღებში ისხდნენ. გოგონა ჩუმ მზერას აპარებდა დროდადრო ილიკოსკენ, რომელიც სავარძელში ჩაწოლილიყო, ყურსასმენები გაერჭო ყურებში და ზედაც არ უყურებდა მას. ბიჭის ყურადღების მისაქცევად ადგებოდა და ოთახის თაროებზე განლაგებულ ფოტოებს აკვირდებოდა, თუმცა ილიკო ხვდებოდა რომ ამას მისი ყურადღების მისაქცევად აკეთებდა. შემდეგ კი, ყურსასმენები მოიხსნა და ფეხებიდან აათვალიერა ტატა, ამ უკანასკნელმაც მაშინვე გამოხედა. -დავინახე, რომ მოკლე კაბა გაცვია და კარგი ფეხები გაქვს. კიდევ დიდხანს უნდა იარო ასე წინ და უკან? -სიცილით შესძახა ბიჭმა. ტატას სახე წამოენთო. -თავი ვინ გგონია? უბრალოდ, ფოტოებს ვათვალიერებ. -რა ვერ დაათვალიერე ამდენი ხანი? -უფრო უმატა სიცილს ბიჭმა. -ერთ რჩევას მოგცემ. ტატამ წარბები შეკრა. -რა რჩევას? -როცა რაღაც გინდა, პირდაპირ უნდა თქვა. -მარჯვენა ფეხი ჰორიზონტალურად გადააჯვარედინა ილიკომ და მარცხენა ფეხს დაადო. უფრო ღრმად ჩაჯდა სავარძელში და ალმაცერი სახით შეჰყურებდა წარბებშეკრულ გოგონას. -რა უნდა მინდოდეს? -უფრო იზრდებოდა კითხვის ნიშანი ტატას გამომეტყველებაზე. -თქვი, რომ მოგწონვარ. ასე წინ და უკან სიარულს, არ ჯობია პირდაპირ მითხრა? -ცალყბად იცინოდა ილიკო და ტატას აწითლებულ სახეზე ლამის ჩაბჟირდა. -იცი რას გეტყი? -ბრაზისგან სახე წამოენთო გოგონას. -ყურადღებით გისმენ. -ყური მიაშვირა ტატასკენ ილიკომ. -ერთი ცანცარა და დეგენერატი ბიჭი ხარ. ჯერ ერთი, გოგონებს მასე არ ელაპარაკებიან. -ცხვირი აიბზუა ტატამ. -აღიარე, რომ მოგწონვარ. -უდარდელად უთხრა ბიჭმა და ფეხზე წამოდგა. ტატა ადგილს შეეყინა და დაფეთებული აცეცებდა თვალებს. ილიკო კი უფრო უახლოვდებოდა. -არ მომწონხარ, რა სისულელეა. -განაგრძობდა ტატა. ილიკო უკვე ძალიან ახლოს იყო მის სახესთან, თანდათან მის ტუჩებს უახლოვდებოდა ბიჭი და ტატამ მოლოდინით სავსე ბაგეები გახსნა. თვალებდახუჭული და პირდაღებული ელოდა ილიკოს კოცნას, უეცრად კი ჩხიკინის ხმა და ბიჭის სიცილი ერთდროულად მოესმა და თვალები დაქაჩა. ილიკო ჩაბჟირებამდე იცინოდა, შემდეგ კი ტელეფონის ეკრანი აუფრიალა ცხვირწინ ტატას. ეკრანზე გოგონას პირდაღებული და თვალებმილულული სახე ჩანდა. -ოოო, ცუდი გოგო. -ხითხითებდა ილიკო. ტატას კი სახე წამოენთო და მთელი ძალით ჰკრა ხელი ისტერიკულად მომცინარ ილიკოს. -იდიოტო, გამოუსვლელო, მახინჯო, არაადამიანო. -მთელი ხმით გაჰყვიროდა ტატა და მის ყვირილზე ოთახში ოლიკო შემოვარდა. -რა ხდება? -სწრაფად იკითხა მან და ილიკოს გახედა, რომელიც სიცილისგან ვეღარ სუნთქავდა. -მივდივარ მე აქედან, შენი დეგენერატი ძმის დანახვა არ მინდა. -გააფთრებული სახით შეაჩერდა ტატა ოლიკოს და სირბილით გავარდა სახლიდან. ოლიკო ილიკოს მიუბრუნდა, რომელიც ისევ ისე იცინოდა. -რა გააკეთე? -წარბები შეკრა გოგონამ. -არაფერი, უბრალოდ ვეხუმრე. -სახე დაუსერიოზულდა ბიჭს. -შენი ხუმრობები კარგად ვიცი. ჯობს საერთოდ არ იხუმრო. -ახლოს მივიდა ძმასთან. -ახლა ასე უნდა იდგე? გაყევი მიდი. -თვალები დაქაჩა ოლიკომ. ილიკოც მაშინვე გავარდა ოთახიდან და კარის ზღურბლზე ტატა შეეჩეხა. -ჩანთა დამრჩა. -უკმეხად უთხრა გოგონამ და ბეჭი გაჰკრა ილიკოს. -კარგი, ზედმეტი მომივიდა. -უკან აედევნა ილიკო. -თავი დამანებე, დეგენერატო. -სწრაფად სწვდა ჩანთას ტატა და უკან შებრუნდა. რომელ მხარესაც არ უნდა წასულიყო გოგონა, ილიკო წინ ეღობებოდა. -გამატარე, იდიოტო. -უყვიროდა ტატა, ბიჭი კი იგივეს აგრძელებდა. -ხო კარგი, ნუ ბრაზობ. მეც მომწონხარ. -წარბები აუთამაშა ილიკომ. ტატამ ტუჩები მოკუმა და თველები ზევით აქაჩა. ილიკოს კი ამაზე ხმამაღლა გაეცინა და გოგონას მაშინვე ჩამოერეცხა გაპრანჭული სახე, ხოლო სანამ რამეს იტყოდა ბიჭმა სწრაფად დაასერიოზულა გამომეტყველება. -ჰო კარგი, კარგი. მეტს აღარ გავიცინებ. *** თეკლე და გიორგი სამზარეულოს მაგიდასთან ისხდნენ და ჩაის სვამდნენ. რამოდენიმე წუთი მდუმარედ გატარეს. -დღეს მივდივარ. წამოხვალ? -დაარღვია სიჩუმე გიორგიმ. თეკლემ გაკვირვებული სახე მიიღო. -აქამდე რატომ არ მითხარი დღეს თუ აპირებდი წასვლას? -ახლა გადავწყვიტე. -ახლა? -ჰო, ამ წამს. -თვალებში შეაშტერდა ბიჭი. -მომზადება მინდა, მამაჩემიც უნდა გავაფრთხილო. -4 საათამდე დრო გაქვს. მოიფიქრე. -მშვიდად უპასუხა ბიჭმა, შემდეგ კი წამოდგა და ცარიელი ჭიქები ნიჟარაში ჩააწყო. გოგონა ერთხანს უხმოდ იჯდა. შემდეგ კი წამოდგა, ჩანთას დასწვდა და დერეფნისკენ შებრუნდა. -3 საათზე მოვალ. -თავჩახრილმა წარმოთქვა გოგონამ და დერეფანს გაუყვა. *** დათა პირველი სართულის თეთრი კარის წინ იდგა და მშვიდად აკაკუნებდა. რამოდენიმე წამში კარის ზღურბლზე ხუჭუჭა გამოჩნდა და თვალებდაქაჩული, შიშჩამდგარი სახით შეაჩერდა მომღიმარ დათას. ეს უკანასკნელი კი სწრაფად შევიდა სახლში. -დათა... -შიშისგან აკანკალებული ხმით წამოიწყო მწვანეთვალებამ. ბიჭმა თეატრალურად გაშალა ხელები და გაღიმებული სახით დახედა სალომეს. -მოდი, არ გვინდა არაფრის გარკვევა. ვნახოთ, რას შემომთავაზებ რომ ბრაზმა გადამიაროს. -ენით ტუჩები გაისველა ბიჭმა და ქვედა ტუჩის მარჯვენა კუთხე კბილებში მოიქცია. სალომეს გამბედაობა მიეცა და ფრთხილდ მიუახლოვდა დათას. ეს უკანასკნელი კი სავარძელში ჩაჯდა, ფეხები ფართედ გაშალა და ქვევიდან ახედა გოგონას. სალომე ფრთხილად დაიხარა მისკენ და დათას ტუჩებს მიუახლოვდა, მაგრამ ბიჭმა ორი თითი შუბლზე დააჭირა და თვალებით ფეხებს შორის ანიშნა. სახე ბოროტი, მომღიმარი და ცივი ჰქონდა. გოგონას წინააღმდეგობა არ გაუწევია და სწრაფად ჩააცურა თავი ბიჭის ფეხებს შორის. რამოდენიმე წუთის შემდეგ, სალომე სველი სახით იჯდა იატაკზე. დათამ კი სწრაფად აიწია ელვა, შემდეგ კი მაჯებით მუხლებს დაეყრდნო და სალომეს დახედა. -აი ეს. -საჩვენებელი თითით მისი სახისკენ ანიშნა. -ყველაზე მეტად უხდება შენს სახეს. დათა მშვიდად წამოდგა, კარისკენ დაიძრა და ნელა მოიხურა კარი მის ზურგს უკან. *** 19:30 გიორგი და თეკლე ზღვის ნაპირას ისხდნენ. ნაპირი ცარიელი იყო ადამიანებისგან. მათ ირგვლივ კი უზარმაზარი ქვის ლოდები აღმართულიყვნენ. ზღვასა და ქალაქს, მათ შორის მოქცეული ნაძრევის ჯგუფი ყოფდა ერთმანეთისგან და ტყისა და ზღვის შერეული სუნი, წყვილის ფილტვებს გულმოდგინედ ავსებდა. მათ წინ კი, ჩამავალი მზის დაუჯერებელი სცენა იდგა. მზის აფეთქება, რომლის ცეცხლიც ზღვას ერთვოდა და მასში იკარგებოდა. თეკლე ხარბივით შესჩერებოდა ბუნების მშვენიერებას და ვერ იჯერებდა, რომ გიორგისთან ერთად ხდებოდა ამ მშვენიერი სცენის მომსწრე. შემდეგ კი, მას გახედა. მშვიდად იჯდა ბიჭი, ღრმად სუნთქავდა. თვალები ოდნავ მოჭუტული ჰქონდა და მის წინ გაშლილი ხედის მშვენიერებით ტკბებოდა. მოხრილ ფეხებზე შემოეჭდო ხელები და ნიკაპით მას დაყრდნობოდა. შემდეგ კი, თეკლეს მზერა იგრძნო და მისკენ შეატრიალა თავი. ერთხანს თვალებში უყურეს ერთმანეთს. გიორგის მზერაში იმდენი რამის ამოკითხვა შეძლო გოგონამ, რომ სიტყვები საჭირო აღარ იყო. -იმ წამს, როდესაც ზღვა მზეს ჩაყლაპავს, მე მოვალ შენთან. -შვიდი ხმით წამოიწყო საუბარი ბიჭმა. - გამოვყვები ზღვის ზედაპირზე გაჭიმულ წითელ ბილიკს და მთელს შენს სხეულს, ზღვის სუნით მოვეფინები. მე ზღვა ვიქნები, შენ კი მზე და ჩვენ ერთად შევქმნით გზას, წითელ გზას, რომელსაც ჩვენი სახელი ერქმევა. ჩემი და შენი. მე წავალ, მაგრამ შენ კვლავ მიპოვნი, აქ ამ წითელ ბილიკზე, შენსკენ მომავალს. თეკლეს ცრემლები გადმოუგორდა. გიორგი კი სერიოზული გამომეტყველებით ჩაშტერებოდა თვალებში და ხმას არ იღებდა. შემდეგ კი თეკლე სწრაფად წამოდგა, გიორგის მოპირდაპირედ მუხლებზე დადგა მთელი სხეულით მიეკრო. უკვე კარგად ბნელოდა, თითქმის ვერ არჩევდნენ ერთმანეთის სახეებს. გოგონა ბიჭის ტუჩებისკენ დაიხარა და თავისი მისას შეახო. ნაზად ივსებოდნენ ერთმანეთის სურვილით და ეს არ იყო საკმარისი, თეკლეს სურდა მთელი არსებით შეეგრძნო ეს მამაკაცი და სრულიად დარწმუნებული იყო მის გადაწყვეტილებაში. გიორგი კი ისევ გაჩერდა, თავი გვერდზე გადახარა. -არ გინდა, თეკლე. -ყრუ ხმით უთხრა მან. -ეს შეცდომაა. -გახსოვს? მითხარი შეცდომების გეშინიაო. მე კი უარვყავი. მართალი იყავი გიორგი, მე შეცდომების მეშინია და სწორედ ამიტომ არ გავჩერდები. სწორედ ამიტომ დავრჩები შენთან და სწორედ ამიტომ ვიქნები შენი, სამუდამოდ. ბიჭმა სახეზე ფრთხილად ჩამოუსვა ხელი თეკლეს, თვალებს არ ჰყოფნიდათ გოგონას ყურება, მეტი უნდოდა. მთელი არსებით სურდა ეს ქალი და ვეღარ გაუძლო. ვნებააღძრული შეაგება თავისი ბაგეები გოგონასას და ქვიშაზე დააწყვინა, ფრთხილად. თეკლე თანდათან სიცივეს გრძნობვდა ფეხებზე, ყელზე, მკერდთან, რომელსაც წამებში ფარავდა გიორგის ცხელი სხეული. გოგონას ვნებააღძრულ კვნესას, გიორგის ხვნეშა და ღრმა სუნთქვა ერთვოდა. ტალღები კი გამალებით ეხეთქებოდნენ აზვირთულ ქვებს. გოგონამ ფეხებს შორის წვა იგრძნო, მაგრამ შიში არა. წამითაც არ უგრძვნია შიში, რადგან მთელი არსებით მიენდო მამაკაცს, რომელმაც ძირიანად შეცვალა მისი ცხოვრება. *** თეკლეს თავი გიორგის შიშველ მკერდზე დაედო. გიორგის ცხელი ხელი კი მის მარჯვენა მკლავსა და თეძოებს ფარავდა. -შენ არ მოკვდები გიორგი. ჩვენ დაუსრულებლად უნდა ვიყოთ ერთად. შენ ჩემში, ჩემზე მეტი ხარ. -სიკვდილი დასაწყისია, თეკლე. -გიორგიმ ცხელი კოცნა დაუტოვა გოგონას თავზე და ისევ ბნელ ცას ახედა. თეკლემ თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთს და სწრაფად მოიწმინდა თვალზე მომდგარი ცრემლი. *** სამი დღე გაატარეს ზღვისპირა ქალაქში თეკლემ და გიორგიმ. ამ სამი დღის განმავლობაში მათ იმდენი რამ იგრძნეს, რომ ზოგი წლების თანაცხოვრების შემდეგაც კი ვერ ტოვებს ამოდენა კვალს ერთმანეთში. შემდეგ კი, გიორგიმ მეტყველების უნარი დაკარგა რამოდენიმე წუთით, თვალები ისევ ჩაუშავდა, მაგრამ თეკლეს ცნობდა. ისინი სწრაფად დაბრუნდნენ ქალაქში. საავადმყოფოს საკაცეზე მწოლიარე გიორგი თვალს არ აშორებდა თეკლეს, ეს უკანასკნელი კი არ ტიროდა. ხარბად დაჰყურებდა მას თვალებში და იმედს აძლევდა თითქოს. იმედს, რომ ისინი დაუსრულებლად იქნებოდნენ ერთად. ვერაფერი დააშორებდათ და იმ დღეს გიორგი არ მოკვდებოდა, თვალებით ჰპირდებოდა მას რომ იცოცხლებდა. ექიმისგან იცოდა თეკლემ, რომ გიორგის გადარჩენის შანსი 50-/50ზე იყო. რომ ის ან გადარჩებოდა, ან საოპერაციო მაგიდაზე შეწყვეტდა მისი გული ძგერას, მაგრამ თეკლემ იცოდა, თეკლე დარწმუნებული იყო, რომ სიკვდილი ხელიდან ვერ გამოსტაცებდა გიორგის. წამითაც არ აძლევდა გონებას საწინააღმდეგოზე ფიქრის უფლებას. თანდათან შორდებოდნენ გიორგის თვალები თეკლესას და ბოლოს, თეთრმა კარმა მთლიანად ჩაყლაპა მამაკაცის სხეული. თეკლე კი იჯდა საავადმყოფოს დერეფნის იატაკზე, სხეულით მიჰყინვოდა თეთრ კედელს და მზერა გაშეშებოდა. მის მზერაში ვერაფერს ამოიკითხავდით, რადგან მისი თვალების წაკითხვა მხოლოდ გიორგის შეეძლო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.