შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიხაროდეთ, ჩვენ ერთად აღარ ვართ. (თავი 5)


5-05-2017, 09:38
ავტორი Together
ნანახია 1 989

5 თავი
რამდენიმე კვირის შემდეგ თავის ტკივილმა ძალიან რომ შემაწუხა და ამას მხოლოდ სანდრო აღარ ამჩნევდა გადავწყვიტეთ ექიმთან წავსულიყავით. ნუ დედას გადაწყვეტილება უფრო იყო ჩემი იქ წასვლა და იგივეე პროცედურების გავლა ვიდრე ჩემი. ხუთშაბათი დღე იყო. სკოლაში არ წავედი. ნუ არ გამიშვეს. ისე იმ დღის მერე მამაჩემი აღარც მინახავს. რამდენიმეჯერ კი მომწერა ფეისბუკზე მაგრამ არც ვხვდებოდი და არც ნომერს ვეუბნებოდი. სურვილი არ მონდა ის კაცი მენახა ვინც 7 წლის წინ მიგვატოვა. ნიკას მხოლოდ სკოლაში ტუ ვხვდებოდი და ისიც ან უხეშად ვიშორებდი ან თავს ვარიდებდი.
სკოლაში რომ აღარ მივედი სანდრომ დამირეკა
-ხო სანდ.
-სად ხარ სალი?
-აუი სანდრო დღეს ვერ მოვალ სკოლაში.
-რატო სალიი? მომენატრე
-მეეც მაგრამ ჩემებს ნათესავთან მივყავარ აუცილებლად უნდა ვნახოთო და არ მიშვენებ.-მოვატყუე რადგან არ მინდოდა ენერვიულა.
-კარგი რას ვიზავთ. და საღამოსაც არ იქნები სახლში?
-არ ვიცი. კარგი უნდა წავიდე კარგად.
-კარგი დროებით.
გავუთიშე და ცუდ ხასიათზე დავდექი. არ ვიცი რატომ მაგრამ არ მიყვარს ისეთი დღეები სანდროს რომ ვერ ვნახულობ ან იძულებული ვარ მივატყუო. საავადმყოფოში გაგამ წაგვიყვანა.11 საათი იყო რომ მივედით. ჩემი ექიმი თავის კაბინეტში იჯდა და სხვა პაციენტთან ლაპარაკობდა. 10 წუთში დაგვიძახა და შევედით.
-აბა როგორ ხართ? რამ შეგაწუხათ? -გვითხრა მან.
-ისევ იგივე თავის ტკივილები აქვს. -უთხრა დედაჩემმა.
-დიდი ხანია?
-ერთი თვე იქნება. -ისევ დედაჩემმა უპასუხა.
-მოდით თქვენ ცოტახნით დაგვტოვეთ მე და სალის ცალკე გვაქ სალაპარაკო.
ჩემები გავიდნენ
-აბა სალი მომიყევი რა ხდება.
-არაფერი.
-სალი გახსოვს რა საშინელი ტკივილები გქონდა? თუ არ გინდა რომ იგივე განმეორდეს მითხარი ყველაფერი
მე ისევ ჩუმად ვიჯექი.
-მაშინ შენთვის ყველაფერი სულ ერთი იყო რადგან არ გყავდა მეგობრები, დედაშენი შენთან არ ცხოვრობდა მამაშენი არ იციდი სად იყო და მხოლოდ გაგა გაძლევდა ძალას რომ გაგგეძლო. ახლა კი მხოლოდ გაგა არ არის შენს ცხოვრებაში ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა. უკვე პატარა ძმისშვილიც გყავს დედაც შენთანაა და მგონი კიდევ ვიღაც ბიჭიც უნდ იყოს .
იცის ამ ქალმა როგორც უნდა მომიდგეს..
-საიდან იციტ?
-სალიი მე იმაზე ნეტი ხანია რაც შენი ექიმი ვარ ვიდრე წაროიდგენ. აბა მითხარი შეყვარებულია ხო?
-არა ჯერ მხოლოდ მეგობარი. იცი რა საყვარელია.-გამეღიმა
-ძალიან კარგი ამიტომ მის გამო მითხარი ყველაფერი რომ სწორედ ვიმკურნალოთ.
-კარგი დაახლოებით თვენახევრის წინ დამეწყო რაღაცაზე ძალიან გავბრაზდი და იმის მერე სულ მაწუხებს.
-რა დროს გრძნობ შვებას?
-არ ვიცი. მგონი მას რომ ველაპარაკები მაშინ.
მოკლედ ბოლოს ემერაიზე გამაგზავნეს 20 წუყიანი პროცედურა იყო. ვერ ვიტან იმ აპარატს. მისი პასუხები ნახევარ საათში მოვიდა მანამდე კი დოპლერი გადამიღეს. შემდეგ სისხლის ანალიზი. სანამ სამივეს პასუხები მოვიდოდა დედაჩენს და გაგას აღელვება შევატყე მაგრამ არაფერი მითქვამს. მანქანაში დაცდა ვამჯობინე გასაღები გამოვართვი და გარეთ გავედი გასასვლელში სანდრო შემხვდა.
-სალი?! აქ რა გინდა? -მკითხა მან და აღშფოთდა.
-მეე, ისე უბრალოდ.. -დავიბენი
-გამოკვლევევზე იყავი ხოო?
-კიი. -ვუთხარიდა თავი დავხარე
-რატომ არ მითხარი?
-რატომ უნდა გენერვიულა ტყუილად?
-კარგი რა სალი ჩვენ ხომ მეგობრები ვართ და ერთმანეთს არ უნდა დაგუმალოთ არაფერი.
და თუ მე არმინდა რომ მეგობრები ვიყოთ?! გავიფიქრე და რაღაცნაირად მოვიწყინე
-და შენ რა გინდა აქ? -ბოლოს ვკითხე
-მე დედაჩემთან მოვედი. აქ მუშაობს აიი ის ექიმია! -ერთ-ერთ ექიმზე მიმანიშნა ჩემს ზურგს უკან. შევბრუნდი და ჩემი ექიმი დავინახე.ღმერთო ის სანდროს დედაა?! არ ვიცოდი რა მექნა მხოლოდ ეს ვთქვი -სანდრო უნდა წავიდე. -და მანქანისკენ გავიქეცი. ჩავჯექი და ტირილი დავიწყე. იმის გამო არა რომ ანალიზების პასუხების მეშინოდა ან ისევ იმდენი წამალი უნდა დამელია. უნრალოდ სანდროსთან ასეთ მოპყრობას ვერ ვპატიობდი საკუთარ თავს.
სახლში რომ მივდიოდით მთელი გზა დაძაბულები იყვნენ დედა და გაგა. ხმას არ იღებდნენ არც ჩემს დასმულ რამოდენიმე კითხვაზე გამცეს პასუხი. არ უნდოდათ თვალებში შემოეხედათ. სახლში რომ მივედით ვეღარ მოვითბინე და ხმამაღლა ვთქი -რა ხდება ბოლოს და ბოლოს გამაგებინეთ!
დედამ ტავი დახარა. გაგა ატირებულ ანდრიასთან მივიდა.
-სალიი, შენი სიმსივნე ისევს შენს თავშია. - ძლივს თქვა დედამ მაგრამ აშკარად ეტყობოდა რომ არ იყო დარწმუნებული თავის ნათქვამში.
-ანუ მე მოვკვდები? -რამდენიმე წამის წინ თუ ჩხუბის ხასიათზე ვიყავი ახლა სინანულს და შიშს ვგრძნობდი. მეშინოდა არა იმის რომ მივკვდებოდი არამედ იმის რომ სანდროს ნახვას ვეღარასდროს შევძლებდი. ის ჩემს ცხოვრებაში სწორედ საჭირო დროს გამოჩნდა და არ მინდოდა მისი დაკარგვა.
-არა სულელო. -მითხრა გაგამ გამიღიმა და მიმიხუტა.
-გიმკურნალებენ და კარგად იქნები. თან ოპერაციასაც ძალიან მალე გაგიკეთებენ და საშიში აღარაფერი იქნება.
-ოპერაცია? -ძალიან მოულოდნელი იყო ეს ჩემთვის
-ხოო არაფერია საშიში დეე. ნუ ღელავ. -ჩამეხუტა. თავი ისევ ის პატარა ბავშვი მეგონა აიი თითს რომ გაიჭრი ან ფეხს გაიკაწრავ სისხლის დანახვის შეგეშინდება, ტირი და უცებ დედა რომ ჩაგიკრავს გულში დასამშვიდებლად ასეთი.
ანალიზების პასუხები არ მინახია. ითახში ავედი და ტელეფონი შევაერთე. რომ ჩავრთე სანდროს 5 ზარი და 3 მესიჯი ვნახე. მაშინვე გადმომირეკა და მითხრა
-სად ხარ სალი აქამდე?
-აუუ დამიჯდა ტელეფონი დაა ახლა ჩავრთე.
-კარგი არაუშავს. რას შვები სახლში ხარ?
-კიი ჩემს ოთახში ვარ.
-კარგად ხარ?
-კიი სანდრო არ არის საჭირო ამდენი ზრუნვა ჩემზე.
-კარგი ჰოო. შემხვდები?
-კი.
მაშინვე ჩავედი დაბლა -მე წავედი! -ვთქვი და გარეთ გავედი.
-დედაჩემმა მითხრა რომ ოპერაცია აუცილებელია. -მითხრა სანდრომ.
-ჰოო სხვა უფრო ეფექტური გზა აღარ არის.
-ხო მაგრამ შემდეგ ყველაფერი დასრულდება და კარგად იქნები.
-მართალი ხარ ყველაფერი დასრულდება ჩემი სიცოცხლეც. -უემოციოდ ვთქვი. მან გამაჩერა თავისკენ შემაბრუნა და მითხრა
-ეგ მეორედ აღარ გაიმეორო! გასაგებია?!
-კარგი. -ვუთხარი და ბედნიერებით ავივსე მისი ასეთი სიტყვების გაგონებით.
-მე რატომ არაფერი მითხარი?
-კარგი რაა. ჩემი პრობლემები არავის აინტერესებს და არც არავის სჭირდება.
-არ არის ეგრე მე მაინტერესებს! -მითხრა და ხელი ჩამჭიდა.
სახლში რომ მივედი როგორც ყოველთვის ოთახში ჩავიკეტე. სანდრო ძალიან.მზრუნველი და თბილია ჩემს მიმართ. ისე მექცევა როგორც არავინ და არასდროს. ამით უფრო მაყვარებს თავს. მისი რეაქცია რომ მახსენდება ჩემს სიტყვებზე ჩემი სიცოცხლეც დამთაავრდებათქო იმედი მიჩნდება რომ ვუყვარვარ. თუმცა მისგან ეს ჯერ არ მომისმენია. ალბათ ისე არ ვუყვარვარ როგორც მე მიყვარს ის. ან არ უნდა რომ გამომიტყდეს თავის გრძნობებში. ან უბრალოდ არ ვუყვარვარ. ნუ მოკლედ ასეა თუ ისე , ჯერჯერობით მეგობრები ვართ, რაც მე არ მინდა.
-----------------------------------------------------------------------
იმედია მოგეწონათ



№1  offline წევრი M^d G1rl

სიუჟეტი კარგია მარა მაინც აკლია ისტორიას რაღაც.
მეტი ემოცია უნდა მიიტანო მკითხველამდე, დიალოგებით განავრცო, თავებს მოცულობა გაუზარდო და ა.შ.
იმედია გაითვალისწინებ❤️

პ.ს. არგეწყინოს შენიშვნები. უ'ბრალოდ მომწონს ეს ისტორია და მინდა რომ უფრო მეტად მომაწონო ყოველ თავში❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent