შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიხაროდეთ, ჩვენ ერთად აღარ ვართ. (თავი 7)


7-05-2017, 14:26
ავტორი Together
ნანახია 1 968

6 თავი
რვეული რომელშიც შენ თავის ყოველდღიურ ჩანაწერებს აკეთებდი მე მაქვს. ეს იმის შემდეგ მაქვს რაც შენ საოპერაციოდან რეანიმაციაში გადაგიყვანეს. ეს რვეული მე შენმა ექიმმა მომცა იმან ვინც ჩემზე გითხრა გარეთ გელოდებაო. გადაწყვიტა რომ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა ვიდრე შენი მშობლებისთვის ან ძმისთვის. მთელი დღე ვკითხულობდი. როგორც მივხვდი ამის წერა მაშინ დაიწყე მე რომ დამინახე. რადგან პირველი გვერდზე ეს გიწერია და შემდეგ გაქვს სხვა დანარჩენი დაწერილი. ყველაზე და ყველაფერზე გაქვს დაწერილი. დედაზე, გაგაზე, ანდრიაზე, კლასელებზე, ნათესავებზე, მამაზეც მაგრამ ყველაზე მეტი ჩემზე, ჩემს ქცევებზე, ჩემს სიტყვებზე, ჩემდამი შენს სიყვარულზე. რა სულელი ვიყავი რომ აქამდე ვერ ვხვდებოდი ამას. სალი მეც მიყვარხარ! მართლა მიყვარხარ! უბრალოდ ვერ ვბედავდი რომ ეს მეთქვა. მეშინოდა, მეგონა დამცინებდი. მეგონა არ გიყვარდი და დაგკარგავდი. მეც ამეტირა, ამეტირა ის რომ წავიკითხე გუშინ დილით აბაზანაში ჩემი სიტყვების გაგონებაზე როგორ ატირდი. ამეტირა რადგან აქამდე ვერ შევძელი მეთქვა შენთვის რომ მიყვარხარ! დებილი ვარ სრული იდიოტი! ბოლოს მაშინ გნახე 6 საათიანი ოპერაციის შემდევ რომ მიყავდი. მე იქ არ მიშვებენ შენთან, დედაშენის გაგას და ნატას მეტს არავის უშვებენ. მხოლოდ ოჯახის წევრებიო ამბობენ მაგრამ დედა დამპირდა ღამე ჩუმად შეგაპარებო. ისიც იმ შემთხვევააში თუ დედამისი არ იქნებაო. იქამდე არ ვიცოდი სიყვარული რა იყო სანამ შენ არ შეგხვდი.
ღამით როცა თითქმის ყველა პაციენტის ოჯახის წევრი წასული იყო მხოლოდ დედაშენი და ვიღაც ქალის სავარაუდოდ დედა იყო დედაჩემს ძალიან ვთხოვე რომ შენთან შემოვეშვი. ის დედაშენთან მივიდა და წასვლა სთხოვა ისე რომ ვერაფერს მიმხვდარიყო. შენთან შემოვედი. მინდოდა ჩაგხუტებოდი მეკოცნა და მეთქვა რომ მიყვარხარ. დავჯექი და დიდხანს თავი ვერ შევიკავე რომ არ ავტირებულიყავი. ხელი მოგკიდე და მეგონა ისევ ის დრო იყო როცა ერთად ვსეირნობდით ბაღში ან კლასში მერხთან ვისხედით. თუმცა მალე ილუზიებიდან გამოვერკვიე და რეალობაში სასტიკ რეალობაში დავბრუნდი.
-სალი. იქნებ გესმის ჩემი. იმედი მაქვს გესმის. რაღაცას მოგიყვები. ექიმები ამბობენ რომ კარგად იქნები. გამოჯანმრთელდები მაგრამ ეს მაშინ მოხდება როდესაც თვალებს გაახელ და შემომხედავ.-გავჩუმდი ცრემლები ძლივს შევიკავე. -კარგი, ახალი წლის სკოლის ღონისძიება უკვე დაგეგმეს შენ სკოლის დაწყებიდან ელოდებოდი ამ ღონისძიებას. შენ ორგანიზატორი ხარ. ამიტომ უნდა გაიღვიძო და შემომხედო. სალი გთხოოვ გაიღვიძე და შემომხედე. მითხარი რომ გესმის ჩემი. რამით მიმანიშნე. ვიცი რომ გესმის. ამიტომ გეტყვი რომ მე შენ..
-სანდრო გამოდი სწრაფად! -დედაჩემი შემოვიდა
-ხო ეხლავე.
-სწრაფად დაცვა მოდის! -ხელი მომკიდა და ისე გამიყვანა ვერ გშორდებოდი არ მინდოდა დაგშორებოდი ცრემლები წამსკდა. იციი არ მეგონა ოდოსმე თუ ვიტირებდი რადგან კაცი ვიყავი. მაგრამ, ასე არ ყოფილა მე შენს გამო ვიტირე. ჩემი სიყვარულის გამო ვიტირე.
დილას რეანიმაციასთან სანიტარმა მიპოვა და გამაღვიძა. კარებთან დავდექი და შევიხედე არავინ იყო შიგნით პაციენტების მეტი. შესვლა დავაპირე როდესაც ვიღაცამ მხარზე ხელი მომკიდა და გამაჩერა. მეგონა რომელიმე ექიმი იყო და გასაქცევად მოვემზადე მაგრამ ეს შენი ძმა იყო გაგა.
-შენ აქ რა გინდა? -მკითხა მან მკაცრი ტონით
-არაფერი,უკვე მუვდივარ-ვუთხარი და შევბრუნდი წასასვლელად არ მინდა შენს ძმასთან ჩხუბი.
-ერთი წუთით სალაპარაკო მაქვს
-რამე მოხდა?
-გიყვარს ხო?
-კი
-დიდი ხანია?
სანამ პასუხს გავცემდი დედაშენი მოვიდა და ყვირილით თქვა
-ამას აქ რა უნდა?! შენ..
-დამშვიდდი, მე ვუთხარი რომ მოსულიყო-მოიტყუა
-რატო? სალომეს შეყარებულბულიღა მაკლდა ამ საავადმყოფოში.
-კაი სალომეს მიხედე შენ სანდრო მალე წავა.
ის შენთან შემოვიდა მეც მინდა შენთან.თუნდაც უბრალოდ 1 წამით შეგეხო გითხრა რომ მიყვარხარ და შემდეგ თუნდაც მოვკვდე აღარ მინდა არაფერი.
-სანდრო წამოდი დაბლა ჩავიდეთ ვილაპარაკოთ, თან მოწევა მინდა
მითხრ და დაბლა საავადმყოფოს ბუფეტში ჩავედით ერთ-ერთ მაგიდასთან მივედით სიგარეტი ამოიღომოუკიდა და შემდეგ მე გამომიწოდა -მოწევ? - მითხრა მან.
-არა არ ვეწევი. აბა რაზე გინდოდა საუბარი? -გაბედულად ვუთხარი
-სალომეზე. მასაც უყვარხარ?
-კი -ღმერთო ძლივს ვუთხარი
-თუ ჯერ არ აგიხსნიატ სიყვარული საიდან იცი?
-უბრალოდ ვიცი, არ აქვს ამას ახლა მნიშვნელობა.
-შენს გამო იყო ხოლმე სულ ასე ოთახშო ჩაკეტილი სულ ჩაფიქრებული?
-არა, დარწმუნებული ვარ სახლში იმ ამბებს არ ყვებოდა არასდროს არ უთქვამს რომ სკოლაში ფასცინოდნენ ბავშვები. და ცუდად ეპურობოდნენ. ალბათ ერთხელაც არ გიკითხავს რატომ არ ყავდა არც ერთი მეგობარი. ან მთელი დღე ოთახში რას აკეთებდა.
-რას ნიშნავს დასცინოდნენ და ცუდად ეპყრობოდნენ?
-არ იცი დაცინვა და ცუდად მოპყრობა რას ნიშნავს? სწორედ ამიტომ იყო ყოველთვის ოთახში ჩაკეტილი. ერთი მეგობარიც არ ყავდა ისეთი რომ დალაპარაკებოდა და გაეგო მისთვის. მე მისთვის ერთადერთი ადამიანი ვიყავი რომლისთვისაც ყველაფრის თქმა შეეძლო რომელიც რჩევებს მისცემდა გაუგებდა და დაელაპარაკებოდა. რომელიც შეუყვარდა და რომელსაც შეუყვარდა.
-გასაგებია ერთმანეთი შეგიყვარდათ იმიტომ რომ მისთვის ერთადერთი იყავი და შენ მისი ყურადღება და სითბო შეგიყვარდა მაგრამ ხო იცი თუ გადარჩა ერთად მაინც ვერ იქნებით.-მითხრა და მეორე ღერი ამოიღო
-თუ არა რომ გადარჩება! და რატომ ვერ ვიქნებით?
-კარგი რომც გადარჩეს ის მაინც ვერ განიკურნება. შეიძლება ხუთი, ათი ან თუ გაგვიმართლა თხუთმეტი წელი არაფერი დაემართოს მაგრამ შემდეგ უარესი მოუვა! და დაიტანჯებით ორივე! ჯობია შეეშვა, დაივიწყო. შენი იდეალი იპოვო და შენ და სხვამ შექქმნათ იდეალური ოჯახი. გაიგე შენ და სხვამ და არა შენ და ჩემმა დამ.
-მომისმინე გაგა. იდეალური წყვილები არ არსებობენ! ეს ჩვენ უნდა ავირჩიოთ ვისთან ერთად დავიტანჯებით მთელი ჩვენი ცხოვრების მაანძილზე.
-ისიც იმავეს გეტყოდა რასაც მე გეუბნები.
-იმიტომ რომ მას ჩემთვის კარგი უნდა, მე კი კარგი არ მჭირდება, მე საუკეთესო მინდა, ჩემთვის კი საუკეთესო სწორედ ის არის!
-სახლში წადი სანდრო. -მითხრა სიგარეტი ჩააქრო და ადგა
-არა. ვერ წავალ.
-გასაგებია მასთან გინდა ყოფნა მაგრამ სულ აქ ხო არ იქნები? შენ თავს შეხედე სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ იმდენად გაქვს ჩასისხლიანებული თვალები მეშინია რომ გიყურებ სალის ეს არ მოეწონებოდა. თან გავიგე უკვე გეჩხუბებიან ექიმები და ექთნები.
- როგორ გამოვიყურები და ვინ მეჩხუბება! მე სალისთან მინდა.
-და სალის სურვილიც გკიდია? ხომ იცი რომ არ მოისურვებდა ასეთ მდგომარეობაში შენს აქ ყოფნას.
-და რომ წავიდე და რაიმე შეიცვალოს? აქ რომ არ ვიყო ხემს თავს ვერ ვაპატოებ. თან ზოგჯერ ვიპარები ხოლმე მის სანახავად.
-წადი თუ რამე შეიცვლება დაგირეკავ.
-მაგრამ..
-წადი, ღამე დაგირეკავ მოდი და ჩუმად შეგიშვებ სალისთან
-სერიოზულად?
-კი ოღონდ ახლა წადი და გამოიძინე
-კარგი. მადლობა გაგა.
მივდიოდი და ფეხები უკან მრჩებოდა. არ მინდოდა წასვლა. არ ვიცი რა ვქმა. საერთოდ რა მინდა. ან ამას რატომ ვწერ. ალბათ იმიტომ რომ როცა გაიღვიძებ წაიკითხო და გაიგო რახდებოდა აქ მაშინ როცა შენ გეძინა.
----------------------------------------------------------------------
როგორია?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent