შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ესეც გაივლის...უბრალოდ არ დანებდე (თავი17)


13-05-2017, 22:31
ავტორი s.a-cicinatela-m.m
ნანახია 1 596

-რაო? როგორაა? -ვკითხე ანერვიულებულმა.
-საუბარმა წარმატებუთ ჩაიარა - ამოისუნთქა - ძალიან ნერვიულობს და ამავდროულად, გაცეცხლებულია... არ ვიცი ლუკა ხომ იცი როგორია, ასე ადვილად არ დათმობს...
-ჰო, მაგრამ...
-მაგრამ... ვიცი მისთვის კარგი გინდა, და ბოლომდე დაგეხმარები რომ ნიაკო ბედნიერი იყოს...
-ვიცი, ჩემი ნიტაა... -ხელები მოვხვიე და ჩავეხუტე...
-კარგი არ დამახრჩო, აფერისტო...
-ეგ რა შუაშია? - ნაბიჯით უკან დავიხიე და ცალი წარბი მაღლა ავწიე, სასაცილო გამომეტყველებით მამიდაც გავამხიარულე...
-საზიზღარო, ყველაფერში პოზიტივს როგორ ხედავ?
-მთავარი თავი დაარწმუნო რომ მისი დანახვა ყველაფერში შეგიძლია... - წუთით სერიოზულად დავუქნიე თავი, მერე გადავიხარხარე...
-კარგი, და ნიასთან ასვლას აპირებ?
-ვერ შევძლებ...
-მას ყველაზე მეტად სჭირდები... ეს შენც კარგად იცი...
-ხომ იცი მისი მოტყუება არ შემიძლია.
-თავს ძალა დაატანე... -ხელით მანიშნა ახლავეო.
-კარგი, კარგი მივდივარ.- ხელები დანებების ნიშნად ავწიე და კიბეებს ავუყევი, ნეტა რამეს შევეჩერებიდე...
როგორც იქნა ნიას კარი შევაღე, საწოლზე იწვა და ქვითინებდა, როგორც კი მიხვდა რომ ვიღაც შევიდა მასთან, გაჩერდა და ცრემლები მოიწმინდა.
-ეი, მახინჯო შემოვდივარ...
-მოდი... -ასე არასდროს მპასუხობდა...
-მოიცა შენ მართლა ნია ხარ? ახლა ჩემი და მიპასუხებდა რომ მმახინჯი მე ვარ და შემოსვლამდე უნდა დამეკაკუნებინა... სად წავიდა ჩემი ნია?
-ლუკა, - დანებების ხმა მომესმა.
-ჰო?
ნია გადმოტრიალდა, მერე საწოლზე წამოჯდა, მუჭით ცრემლები რომელსაც ვერ აჩერებდა მოიწმინდა, მერე ხელით მანიშნა მოდიო, მივედი და მის გვერდით დავჯექი...
-ცოტა მიიწიე რა...
-ლუკა სერიოზულად უნდა დაგელაპარაკო...
-გისმენ -თავი დავუქნიე,
-ნიტა მელაპარაკა - გაჩუმდა
-მერე?
-პარიზში წასვლა შემომთავაზა...
-უუუ, მაგარიაა, მერე რას ელოდები დათანხმდი?
-არა
-რატოო?
-ჯერ მინდა კარგად დავფიქრდე...
-ამდენი ფიქრი რა საჭიროა?
-შენ?
-რა მე?
-შენ? - ისევ გამიმეორა, თითების წვალებას მორჩა და შემომხედა.
-კარგი რა, არ ჩამოხვალ? ცოტა ხნით ჩამოხვალ, ყოველ დღე სკაიპში დაგირეკავ, თან საბაბი გამიჩნდება რომ მეც ჩამოვიდე, ერთჯერ მაინც, აუუ რა მაგარი იქნებაა, მეტი რა გინდა?! იცოდე აუცილებლად დათანხმდი, თან მე აქ თამუნა მყავს და ის მომხედავს, ხომ იცი უშენობას არ მაგრძნობინებს... ამიტომ რომ არ დათანხმდე მე მაწყენინებ და იცოდე? - ცხვირი ავიბზუე, თითქოს მეწყინა, რომ არ თანხმდებოდა.
-კარგი ჰო, დავფიქრდები...
-როგორც გინდა...
-კარგი ჰოო
-რა კარგი? - დაკრეჭილი ვუყურებდი
-ჰოო, თანახმა ვარ, წავალ პარიზშიი - სცადა მასაც გაღიმებოდა.
-მეღადავები?
-ნწწ
-კიი, გაცელდი ახლა...
-ვაიმე არათქო, გეუბნები სრული სერიოზულობით რო თანახმა ვარ, წავალ პარიზში...
-აუუუ, ჯიგარი ხარ რაა, იმენა ჩემი და ხარ...
-აბა ხოარ გაგიტეხავდი რა...
-მოდი გაკოჩოო, - მის სახეს ხელები მოვხვიე და ლოყები მხურვალედ დავუკოცნე... მერე ხელები მოვხვიე.
-იცოდე მარტო შენს გამო...
-ისე მომენატრები, ხომ იცი?
-რათქმაუნდა...
-ჩემი სიცოცხლე... - უცებ ტელეფონზე შეტყობინება მოვიდა, დავხედე ზურასგან იყო, მაშინვე შევინახე ტელეფონი...
-კარგი, სანდრომ დაგირეკა? - ტუჩების კვნეტა დაიწყო, ასე მხოლოდ მაშინ იქცევა როცა ნერვიულობს, ან ემოციის გამოხატვა არ უნდა...
-ვინ? - აქ გავჭედეე, როგორ დამეწყო? რა მეთქვა?
-სანდროო - ჩანდა რომ ანერვიულებული იყო, ნია.
-აა, ჰო... რაში გაინტერესებს? არ გპასუხობს და არ გიპასუხოს რა, ვაფშე დაანებე თავი.
-შენ, ხოარ გაჟრიალებს? -წამოდგა საწოლიდან,
-მე კი არა სანდროს აჟრიალებს. - ასე რომ ვლაპარაკობდი სანდროზე, თავს შეურაწყოფილად ვგრძნობდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი სანდროზე მსგავსი სიტყვების თქმის უფლებას თუ ვინმეს მივცემდი, და ახლა მე.... ოოხ, მაგარ შარში ვარ ტოო.
-წესიერაად, - ირონიულად მიღიმოდა, მაგრამ ამავე დროს საშინლად გაბრაზებული და ნაწყენი იყო.
-მეორედ ეგ აღარ მითხრა კარგი? მითუმეტეს სანდრო არ გაამართლო არასდროს... - ალბათ დამაჯერებელი ვიყავი.
-გეყოფაა... -ხმას აუწია, - გაჩუმდი, - კომპიუტერთან მიმდგარი სკამი მოატრიალა და დაჯდა.
-არა ნიაკო, შენ მისი იმედი კიდევ გაქვს, ორი დღეა სად არის? იცი? რატო დაგტოვა, ან იცი, სად არის?
-ხოდა, გკითხე...
-კარგი, მოდი მე მოგიყვები რაც ვიცი და დანარჩენი შენ გადაწყვიტე.
-კარგი, გისმენ...
-სანდრო, იმ დღეს რომ გამოვარდა და იქ დაგტოვა, ძველი მეგობარი დაუნახავს, ძალიან ძველი, ეს კიდევ ცალკე ისტორიაა რა, ის მეგობარი დიდი ხნის წინ წავიდა საზღვარგარეთ, თან ისე რომ სანდროს არაფერი უთხრა... ახლა კი სანდრო მასთან და მის დასთან ერთადაა...
-ეგ როგორ?
-პირველი სიყვარული, სიხარულო...
-მატყუებ - ისტერიული სიცილი დაიწყო...
-ნია, დამშვიდდი,
-მეკაიფები? ხო? ლუკა ხომ მეხუმრები? კი რა გთხოოოვ... - მოვიდა და მაისურზე ჩამებღაუჭა...
-ნიტააა - დავიღრიალე მალე... - ნიტამ კარი შემოაღო -რა ხდება?! გული გამისკდა,
-ნიტა არ გინდა წყალი მოიტანო - თვალით მაგიდაზე დადებულ წამალზე ვანიშნე...
-აა ჰო, როგორ არა...
-კარგი, ნია, ხომ გითხარი არ ღირს რა... დაიკიდე და ვსოო...
-რა, გაგიჟდი? რა დავიკიდო? აზრზე ხარ რას მეუბნები? ჯერ იყო და თავი სიგიჟემდე შემაყვარა, მერე სიყვარულზე დამითანხმა და ახლა უნდა რომ მიმატოვოს? -ხელებს მირტყამდა, მე კი გულში ვიკრავდი... როგორც იქნა ნიტამ წამლიანი წყალი მოიტანა. ახლა არ გინდა ნიას დალევინო?
-ნიაკო სიხარულო, მოდი წყალი დალიე...
-არ მინდა, გაწიე...
-დალიე რა... რა გაახურე... -თავს ვერ ვიმშვიდებდი, ჯერ იმან ამანერვიულა რომ ნიას მოვატყუე, მერე ამ ტყუილის გამო, ჩემ გამო რა დღეშია?..
-დებილი გგონივარ? - გადაიხარხარა
-"ნებითა შენითა, ძალითა ჩემიითა", - მახსოვს როგორ ვაფრთხილებდით ამ სიტყვებით ერთმანეთს მერე კი ვხარხარებდით...
-არც კი გაბედო...
-სხვა გზას არ მიტოვებ... - ნიტას თვალებით ვანიშნე, საწოლთან მივიყვანეთ ნია და დავსვით, რათქმაუნდა არ გვემორჩილებოდა და საკმაო ძალის პატრონიც იყო, ხელები დავუჭირე, ნიამ კი პირზე წყლის ჭიქა მიადო, რამდენიმე ყლუპი დალია, ეს ჩვენთვის სრულიად საკმარისი იყო... დანარჩენს მერე მიიღებდა...
-კარგი, საყვარელო მოდი ახლა დაისვენე -უთხრა ნიტამ, ვიცოდი რომ იმ დროს მსოფლიოში ყველაზე მეტად ნიტა სძულდა და ეზიზღებოდა,
-გადი... - მშვიდი ხმით უთხრა ნიამ, რაც ჩემს ფიქრებს ამართლებს...
-კარგი როგორც გინდა... - ნიტა გავიდა, გასვლამდე შემომხედა, მე თავი დავუქნიე და გავიდა.
-კარგი მოდი ჩემო სიცოცხლევ, მეც შენთან ერთად დავიძინებ, შეიძლება?- ამ ამბავში ნიტა არაფერ შუაშია, პირიქით წამალიც მე მოვიტანე და მე დავიჭირე რომ დაელია ის...
-კარგი - ჩაიბუტბუტა ნნიამ და დამჯერი ბავშვივით მოიკუნტა საწოლზე, მეც მივუწექი გვერდით და საბანი დავიფარეთ, ნახევარი საათის შემდეგ, ნიაკოს ჩაეძინა, მე რა დამაძინებდა... უცებ რაღაცამ გამაჟრჟოლა, მივხვდი რომ ტელეფონი იყო, აუ ზურას შეტყობინება სულ დამავიწყდაა... - დამირეკე... , მერე მეორე შეტყობინება გავხსენი, ისევ ზურასგან -ყველაფერი რიგზეა?.. წამოვდექი საწოლიდან და ნიას ოთახიდან ფრთხილად გავედი, მერე გვერდით ჩემს ოთახში გავედი, და ზურას დავურეკე...
-ზურა
-რას შვრები, ყველაფერი კარგადაა???
-საერთოდ რამე კარგადაა?
-რა ხდება?
-ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს, ბიჭო მაგის დედა .......,
-კაი რას იგინები, პირდაპირ თქვი რა... ნია კარგადაა?
-კინოში, ვართ ბიჭო კინოში... - გადავიხარხარე... - ნიას ვუთხარი რა რო მეგობრის და იყო მისი პირველი სიყვარული და რამეთქო, ახლა მასთან ერთადაათქო, ჰო მანამდე დავითანხმე რომ პარიზში წავიდეს და იქ გააგრძელოს ცხოვრება...
-მაგარი ამბავიაა... მაგრამ უეჭველი ვიცი, სანდროზე ეგრე ადვილად არ გადაიტანდა...
-ჰოო, კაი წავედი მე ბოლო დღეები მრჩება სკოლამდე და ტვინის ბურღვამდე...
-ჰოო, მიდი... - გათიშა...
ის ერთი კვირა ზუსტად იგინე ნია იყო, აი სამი თვის წინ მშობლები რო დაკარგა... მაგრამ ამასაც გადაიტანს... სკოლიდა ჯერ ვერ გადაიტანს საბუთებს, ამიტომ ჯერ ისევ ძველ სკოლაში მოუწევს სიარული...
და აი ის დღე, ის ნანატრი სკოლის პირველი დღე დადგა...


მოგვიწევს დღეს ამით დავკმაყოფილდეთ, მადლობა რო კითხულობთ...
-მიყვარხართ <3



№1  offline მოდერი bla.ell

მეეცheart_eyesვეცდები დავკმაყოფილდეეbowtieველი შემდეგ თაავს❤❤

 


№2  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

bla.ell
მეეცheart_eyesვეცდები დავკმაყოფილდეეbowtieველი შემდეგ თაავს❤❤

heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent