შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეგონა,რომ ცისფერთვალება ანგელოზი შემიყვარდა..(თავი მეოთხე).


16-05-2017, 19:46
ავტორი takkko
ნანახია 1 915

ნოდო წავიდა, ამ ყველაფრის შემდეგ მეც არ მინდოდა დარჩენა და ანასთან და ნუცასთან ერთად წამოვედი იქიდან.

მანქანაში უკან ვიჯექი,წვიმდა. ძალიან მაგრად წვიმდა , თითქოს ცა ტიროდა...
თავში ყველაფერი ამერია, ტელეფონზე გაუჩერებლად რეკავდა თორნიკე, ნოდო წავიდა , გავუშვი მიუხედავად იმისა , რომ საშინლად მომექცა, სურვილი მკლავდა მაგრად ჩავკრობოდი გულში და ისევ მეგრძნო მისი გახშირებული გულის ცემა! ახლოდან შემეხედა და ჩავძირულიყავი მის ცისფერ თვალებში!

-თაკო კაი რა, ნუ ტირი.-თბილი ხმით მითხრა ანამ.
-თაკ გინდა გავიდეთ სადმე კაფეში ცოტახნით?-მეკითხება ნუცა.
-არა , სახლში წავიდეთ რა.-ძლივს ამოვთქვი ეს ოთხი სიტყვა.

სახლში მივედით, გოგოებმა ოთახამდე მიმაცილეს რომ არ წავცეულიყავი სიყვარულით დაღლილი და თვითონ მისაღებ ოთახში გავიდნენ.
ნუცას ტელეფონზე გუგა რეკავდა.
-ხო გუგა
-შენ გაგიჟდი? ხო გთხოვე არუთხრა არაფერი თქო თაკოს, სად ხართ?
-მე არმითქვამს არაფერი,სახლში ვართ. ელაპარაკე ნოდოს? სად წავიდა ან ვინ იყო ის გოგო?
-არვიცი არაფერი, ბიჭებმაც ვერ იპოვეს ვერსად და არინერვიულოთ კარგად იქნება , წავედი ეხლა .
-კარგი.-ნუცამ ამოიოხრა და დივანზე დაჯდა.

-რაო , ახალი გაიგე რამე?-ეკითხება ანა ინტერესით.
-არა საერთოდ არაფერი.რა უნდა ვქნათ არვიცი, რა ვუშველოთ ამას?
-არვიცი , ხოარ ჯობს გავიდეთ ქალაქიდან რამდენიმე დღით? ოღონდ მარტო არა, ვუთხრათ ყველას.
-ხო კარგი აზრია, დაველაპარაკოთ ხვალ თაკოს გულს გადააყოლებს.

ჩემს ტელეფონზე გუგას მესიჯია:,,თაკო ნოდო ვნახეთ, თავისი მშობლების საფლავთან იჯდა და ეძინა... შენ უნდა დაეხმარო, შენ უნდა უშველო, სხვანაირად არშეიძლება!''
ამ ტექსტის წაკითხვის შემდეგ ვერავღწერ რა დამემართა... ერთი შეხედვით ძლიერი, უდარდელი , მხიარული, თითქოს ყველაფერმივიწყებული ,მოციმციმე თვალება... რა სუსტი ყოფილა, ვიცი ვიცი როგორ ანადგურებს მათი მონატრება, ვიცი რასაც გრძნობს!როგორ მინდა ახლა მეც მის გვერდით ვიჯდე... თუნდაც იჯდეს სხვა ოღონდ მარტო არ იყოს... ოღონდ მარტოობა არ ტკიოდეს , ღმერთო რა გავაკეთო!......
-გუგა, სად ხარ? რახდება?როგორ არის?-ტირილით დავურეკე გუგას.
-არვიცი თაკო, არ არის კარგად. კიარ ეძინა გათიშული იყო მაღალი სიცხისგან.საავადმყოფოშია.
გული უფრო მეტად ამეწვა, უფრო მეტად მეტკინა მისი ტკივილი..მაგრამ ვერაფერს ვიზამდი, ვერ ვპატიობდი, უბრალოდ არშემეძლო ...
-თაკო გაიგე, ნოდო ცუდად გახდა და საავადმყოფოშიაო-შემოვიდა ჩემს ოთახში ანა და უკან ნუცა შემოყვა.
-გავიგე....
-ხოდა ადექი, წამოდი საავადმყოფოში.-მითხრა ნუცამ და ხელი მომკიდა რომ ავმდგარიყავი.
-არმინდა,ვერ ვნახავ..
-ხომ იცი შენი ნახვის გარდა , სხვა არაფერი გახდის კარგად-მითხრა ანამ და როგორც იქნა გადამაწყვეტინეს წასვლა.
მივედით , ბიჭები იდგნენ გარეთ.გუგა გადამეხვია, და მიმითითა 7 პალატაზე, აქ წევსო.
შევიხედე და ეძინა, გადასხმას უკეთებდნენ.
შევედი. ვუყურებდი მის გაფითრებულ სახეს და წითელ ტუჩებს. თითები შევახე მის დიდ ხელებს... შეკრთა და ამღვრეული , წითელი თვალებით ამომხედა.
-თაკო მაპატიე-ჩურჩულით ამოთქვა.
მე ხმა არ ამოვიღე და უბრალოდ ვუყურებდი მის საოცარ თვალებს.
-ვიცი, გუგასგან გაიგე ყველაფერი და გთხოვ მისმინე.ხო მართალია,რომ მიყვარხარ. მივხვდი უშენოდ ვეღარ ვძლებდი ვერც ერთ წამს! უშენობამ გამყინა! მიყვარს შენი თვალები, შენი ოქროსფერი თმა, შენი ტუჩები, შენი თითები!შენი ყველაფერი მიყვარს!ჩემი ხარ!ჩემში ხარ! ახლაც არაფერს ამბობ,თითქოს არც არაფერს ფიქრობ , მაგრამ მემაინც მესმის შენი... და ბოლოს გეტყვი , რომ შეიძლება ვინმეს ყველა კარგი თვისება ჰქონდეს, ყველაფრით მჯობდეს, მაგრამ ვერავინ ვერასდროს შეგიყვარებს ისე როგორც მე მიყვარხარ!მთელი არსებით მიყვარხარ!

ვერაფერი ვერ ვთქვი, ცრემლები გადმომივარდა , ვეღარ გავუძელი და გარეთ გამოვედი.
-თაკო რამოხდა?-მეკითხება ნუცა.
-არაფერი , გავალ მე გარეთ.

გარეთ გავედი და ვხედავდი როგორ თენდებოდა, როგორ ამოდიოდა მზე.ცა იისფერი იყო,მინდოდა უსასრულოდ მეყურებინა ამ სანახაობისთვის. აღარ მინდოდა აქ გაჩერება და სახლისკენ წავედი, დილის 5საათი იყო, ცარიელ ქუჩებში მარტო მივდიოდი.
სახლში ავედი, დავწექიდა ბევრი ტირილის შემდეგ ჩამეძინა.
დილით ნუცა შემომივარფა ოთახში და მაღვიძებს:
-ჩემო ლამაზო გაიღვიძე, ნახე რა კარგი ამინდია!
-მეძინება, თავი მტკივა ნუუუუუუც!
-ადექი, ნახე რას გიგავს თვალები, მოწესრიგდი და ვაბშე ყველა ერთად მივდივართ ყაზბეგში!!
-რაგვინდა ყაზბეგში
-აუუ თაკი გეყოფა რაა , გავერთობით, შენც ნაკლებად იფიქრებ ნოდოზე და ნელნელა გადაგივლის ყველაფერი.
-კარგი,კარგი წავიდეთ.


---------
მადლობა თითოეულ თქვენგანს ლაიქებისთვის. ხვალ დაიდება სავარაუდოდ შემდეგიც.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent