შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი პიანინო - 58


19-05-2017, 10:46
ავტორი Lex
ნანახია 1 513

58.
გამოძიების კვალს არსად არ მიჰყავდა, ანდა სად იყო იქ კვალი?..
ერთ ადგილას შეყინულ საქმეს ძვრა არ ჰქონდა, სამაგიეროდ კი დანაშაული მატულობდა და მატულობდა...
ისევ თვის ბოლო შაბათი, მაგრამ ამჯერად მსხვერპლი ნიღბის გარეშე.
რაში იყო საქმე? რა მოხდა? იქნებ ეს სულ სხვა დანაშაული იყო და უბრალოდ შაბათ დღეს დაემთხვა...
ან იქნებ შემოსწრებულ მოწმეებს მოერიდა და ვეღარ მოასწრო მკვლელმა თავისი ჩვეული ხელწერის დატოვება...
მაგრამ აბა რომელი თვითმხილველი?..
არყისაგან გაბრუჟული ქალი ძლივს მოიყვანეს გონს. ხშირი სმისგან სახე დაბერილი უაზრო თვალებით მისჩერებოდა მისკენ მომზირალ ხალხს და არც არაფერი ესმოდა რას ეკითხებოდნენ და რა უნდოდათ მისგან.
ბავშვზე ჩემი შვილიშვილიაო იფიცებოდა, ქალაქში ექიმთან ჩამოუყვანია. დიდი მზრუნველის როლს კი თამაშობდა, თუმცა ბავშვი საშინლად მოუვლელი, ქუჩიდან აყვანილს უფრო ჰგავდა. საბუთების მიხედვით ყველაფერი წესრიგში იყო, ბავშვი, მართლაც ამ ქალის შვილიშვილი იყო. მაგრამ, რატომღაც ყველა საბუთი ახალი აღებული იყო, თუმცა ამაზეც და ბევრ სხვა წვრილმან დეტალებზე ქალს წინასწარ კარგად მომზადებული პასუხები ჰქონდა.
მაინც იყო რაღაც საეჭვო, მაგრამ მტკიცებულების გარეშე.
ფიფოს ინტერესი კლავდა, ძალიანაც კი უნდოდა ეს საქმეები ისევ თვითონ ეწარმოებინა, მაგრამ აბა ვინ აცალა, ამდენი კრახის შემდეგ საქმეს ჩამოაშორეს, და ამასთან ერთად პირადმა პრობლემებმაც იჩინა თავი. და მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ახერხებდა, რაღაც-რაღაც ინფორმაციები გაეგო, დადიოდა კაბინეტიდან კაბინეტში და ისე სასხვათაშორისოდ ხან რას იკითხავდა და ხან რას, თანაც ისეთი სახეს მიიღებდა, თითქოს სულაც არ აინტერესებდა ეს საქმე.
ფიფომ თავისი სახლის სარდაფში დახურული კაბინეტი მოიწყო, ჩვეულებრივი ხის კარი, რკინის კარით შეცვალა და არავის ახედებდა იქ. გათენებამდე იჯდა ხოლმე ამ მომცრო ოთახში და ათას ვარიანტს ატრიალებდა თავში. მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ეს საქმე უნდა გაეხსნა, თუნდაც არაოფიციალურად, სულაც არ გამოჩნდებოდა ისე გაარკვევდა ყველაფერს. ამიტომ ყველას, ვისაც ეს საქმე ოდნავ მაინც ეხებოდა, დაწყებული რიგითიდან დამთავრებული მაღალი ჩინიდან, ყველასთან, რაც შეიძლებოდა კარგი ურთიერთობა დაამყარა, ფიფო გახდა მათი გაჭირვების ტალკვესი, ცდილობდა ყველაფერში დახმარებოდა, თითქოს ამ ყველაფერს უანგაროდ აკეთებდა, სინამდვილეში გამოუძიებელი საქმის ბოღმა არ ასვენებდა, რისთვისაც ჩამოაქვეითეს და ამდენი ნაწვალები საქმე სხვას გადაულოცეს. ყველაფერი იმ წყეული მკვლელის ბრალი იყო, თავის უიღბლობასაც მას აბრალებდა და ყველაზე მეტად მიმისთან დაშორება უკლავდა გულს, და რა თქმა უნდა ესეც იმ მკვლელის ბრალი იყო...
ასე ფიქრობდა ფიფო და დარწმუნებულიც იყო, სანამ იმ სერიულ მკვლელს არ დაიჭერდა, მანამდე ვერც პირადში გამოუსწორდებოდა საქმე და ვერც სამსახურში ვერ დაიბრუნებდა ძველ „დიდებას“.
ახალ მკვლელობას მთელი გულისყურით ჩაეჭიდა, ამ საქმის მთავარი დეტექტივი უკვე მასთან კარგად დაახლოებული პირი იყო, ჭკვიანი და გამჭრიახი ახალგაზრდა კი იყო, მაგრამ საშინლად სუსტი ჯანმრთელობის, საკმარისი იყო ერთი ვინმეს დაეცემინებინა, რომ უკვე თავადაც ეწყებოდა გრიპოზული ვნებები. ვერც სასმელს იტანდა, ბახუსი მისთვის ყველაზე აუტანელი იყო, არა თუ სამუშაოს, წამოდგომის თავის არ ჰქონდა, მაგრამ მშველელად ფიფო მოევლინებოდა ხოლმე და მთელ საქმეებს ადვილად უპრობლრმოდ უგვარებდა. ახლაც საკმარისი იყო ერთი დაერეკა და ფიფოც მაშინვე იქ გაჩნდა.
მოკლული მეზობლის ქალმა აღმოაჩინა, რომელიც ყოველ დღე სახლის დასალაგებლად და საჭმლის მოსამზადებლად მოდიოდა, კარსაც საკუთარი გასაღებით აღებდა. შემოსვლისთანავე საშინელი დამწვრის სუნი ეცა, მერე მსხვერპლიც აღმოაჩინა და პოლიციაშიც დარეკა. მისგან ბევრი ვერაფერი შეიტყო, არც არაფერი გაუგია და არც ღამით შეუნიშნავს ვინმე.
ფიფომ ყურადღება ბავშვზე გადაიტანა, მართალია პატარა იყო, მაგრამ იქნებ რაიმე მაინც გაიგო ან დაინახაო, საიდან არ მოუარა, რა არ კითხა, მაგრამ ვერაფერი გაიგო. დარწმუნებული იყო, გუმანით გრძნობდა, საქმე სწორედ იმ მკვლელთან ჰქონდა, მერე რა რომ ამჯერად მოკლული ნიღბის გარეშე დახვდა, იქნებ ბავშვმა იტირა და დროულად გაეცალა აქაურობას...
- ჰმ, ისევ ბავშვი... ბავშვი... მომეჩვენა, თითქოს რაღაც იცის...
- ბავშვი ხომ არ დააშინა?
- რა ვიცი, შეშინებულს სულაც არ ჰგავდა, გაკვირვებული უფრო იყო
- ცოტას მოვიკეთებ, წამოვდგები და მივხედავ... შენ რომ არ ყოფილიყავი...
- კარგი რა... – ფიფომ მეგობრულად მხარზე დაჰკრა ხელი - შენ გამოჯანმრთელდი, მე აქ ვარ, საქმეს არ ჩაგიგდებ, არც უფროსობის ყურამდე მივა და თუ მივიდა, რამეს მოვიფიქრებთ, რაც მთავარია საქმე არ იქნება არც გაფუჭებული და არც მიგდებული...
ფიფოსაც ეს აწყობდა, რა მნიშვნელობა ჰქონდა გახსნილი საქმის გამო მას შეაქებდნენ თუ არა, მთავარი იყო ყველაფერში და ყველგან ადვილად მიუწვდებოდა ხელი.
ფიფო ხელახალ დაკითხვას აწარმოებდა, მთვრალი ქალი, როგორც იქნა საბოლოოდ გამოფხიზლდა, თუმცა ახალი არაფერი უთქვამს, ისევ იგივე, ბავშვი ჩამოვიყვანე სამკურნალოდო და ექიმიც დაუსახელა. ერთი შეხედვით საეჭვო არაფერი ჩანდა, მაგრამ იყო, რაღაც რასაც ფიფო ვერ ხსნიდა, გუმანით გრძნობდა, რაღაც ისე ვერ იყო. არანაირი ფაქტი არ გააჩნდა, მაგრამ მაინც დარწმუნებული იყო ამ საქმესაც სხვა წინა საქმეებთან აუცილებლად ექნებოდა კავშირი.
ექიმის გადამოწმებაც საჭიროდ ჩათვალა, ამიტომ დარეკვას პირდაპირ, მოულოდნელი ვიზიტი ამჯობინა, მაგრამ გზიდან მოაბრუნეს მთავარ სამმართველოში გიბარებენ სასწრაფოდო.
მოსაცდელში დიდ ხანს მოუწია ყურყუტი. მდივანი ქალი მონიტორს ისე მისჩერებოდა, რომ თვალსაც არ ახამხამებდა.
„ალბათ პასიანს თამაშობს...
ჰმ, რატომღაც, რომ ომობანა ითამაშოს...“
თავისივე ნაფიქრალმა ღიმილი მოჰგვარა ფიფოს. მოწყენილობისგან ოთახის თვალიერებას მოჰყვა და პატარა მაგიდაზე, ლარნაკში, ფურცლებ შემჭკნარ ღია ფერის ვარდებზე გაუშეშდა მზერა.
„ალბათ ისეთმა ვინმემ მოართვა დამჭკნარი ყვავილების გადაყრაც კი ენანება...“
ფიქრები ფიქრებს გაჰყვა. უნებურად მიმიც გაახსენდა, გული შეეკუმშა, საშინელი სურვილი გაუჩნდა მისი ხმა გაეგონა, მაგრამ დარეკვას ვერ ბედავდა, საკმაო დრო იყო გასული, ალბათ მიმისაც აღარ ახსოვდა...
„რა ბედნიერება იყო, როცა ნამდვილი მეგობრები ვიყავით, ახლი კი ძველი, ამ ვარდის გახუნებული ფურცლებივით უშინაარსო, გამომშრალი ურთიერთობაღა შემორჩა მოგონებას...“

LEX·2017 წლის 23 იანვარი, ორშაბათი



№1  offline წევრი Lex

კარგი თქვენი ხათრით დავდებ აქ :) ისე ბევრჯრ გადავიფიქრე აქ სულ სხვა თემა უფრო აინტერესებთ, ალბათ უფრო ასაკის გამო :)
--------------------
Lex

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent