შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კიდევ ერთი მთიელი?(ნაწილი მეორე)


23-05-2017, 21:23
ავტორი toroo
ნანახია 2 692

****
უკვე დილაა?
ძალიან სწრაფად ვიღვიძებ ამ ბოლო დროს, იმოქმედა ალბათ სოფლის ჰაერმა და კიდევ...
ვიღდგენ წუხანდელს და მომენტალურად მოვდივარ გონს...
საოცარი ადამიანი ვარ, ასე სწრაფად მაინც როგორ შემიძლია ადამიანით აღვფრთოვანდე, მაგრამ ეს ხომ პირველად ხდება.. კი.. ნამდვილად პირველია-ვესაუბრები ჩემს თავს და ვხვდები ჩემი სიგიჟის კოეფიციენტი აშკარად სულ უფრო მაღლა ურტყამს...
-დეეე ჩამოდი, რძე არ გინდა?-დაბლიდან ანოს ხმა მესმის
-კი, ჩავიცვამ და ჩამოვალ-მალევე ვუბრუნებ პასუხს და შორტებს ხელს ვავლებ...არაჩვეულებრივია, როდესაც ოთახს არ ალაგებ და ყველაფერს ერთმანეთზე და ერთად ყრი, შემდეგ გიმარტივდება მოძებნა...პარადოქსული ვარ, დალაგებულ ოთახში ვერ ვპოულობ ვერაფერს, რას ვიზამთ ყველას გვაქვს ჩვენი უცნაურობები.
დაბლა ჩვეულებრივი სიტუაცია მხვდება, დედა და მამა ბავშვებივით ეფანცქვალებიან ერთმანეთს...
-ხმმმ-შესამჩნევად ვახველებ და სკამს ხრიალით ვწევ
-ოხ გაუღვიძია მშიერას-ანდრია ისევ გახუმრებას ცდილობს და ჩემს დაბნეულ სახეს ღრმად სწავლობს, ნუთუ რამეს ხვდება?-ვეკითხები ჩემს თავს და ამ არანორმალურობაზე მეცინება
-რა გაფხუკუნებს დედი?-რძის პუტკუნა ჭიქას ცხვირწინ მიდებს ანო და ისიც მაშტერდება
-რა იყო ცოლ-ქმარმა პირი შეკარით? რანაირად მიყურებთ?-ცხვირს ვიბზუებ და ერთი მოყუდებით ვცლი სითხეს
-არ დაიხრჩო ფრთხილად-ხარხარით მიტყაპუნებს ხელს მამაჩემი მხარზე
-არ დავიხრჩობი-ნიშნისმოგებით ვამბობ და ენას ვილოკავ
-ჩემი პატარა კნუტი-გემრიელად მიკოცნის ლოყებს ანდრია და თავის ადგილს უბრუნდება.
რა ბედნიერი ვარ არა? არაჩვეულებრივი ოჯახი მყავს, თითქმის შეუძლებელია ასეთ გარემოში ცუდი ადამიანი გახდე. სიყვარულით გაჟღენთილი კერა არასდროს შობს აგრესიას, მიხარია მათი დანახვა და მათაც უხარიათ ჩემი არსებობა, განებივრებული გოგო ვარ, მაგრამ ეს სულაც არ მაქცევს ეგოისტად.
ბებიაჩემი ამბობდა ხოლმე ადამიანად ყოფნა ყველაზე დიდი მისიაა, რაც ღმერთს სამყაროში დაუარსებიაო, სულ სიკეთე უნდა თესო, რომ მერე ლამაზი კვირტი გამოიღოსო. მეც ასე ვფიქრობდი და ახლაც ასე ვფიქრობ, ცხოვრება იმდენად ღრმა და ძლიერია, იმდენად საშიში, მძიმე, ამოუცნობი და საინტერესო, რომ მხოლოდ სიკეთით და ნამდვილი წრფელი გრძნობებით შეგვიძლია მას გავუმკლავდეთ, შევიგრძნოთ მისი არსი და ვიგემოთ ადამიანად ყოფნის ბედნიერება.
ჩვენ ვიბადებით ადამიანებად და მერე ჩვენზე არის დამოკიდებული რად ვიქცევით, ვშობთ სიყვარულს დავიცავთ მას, თუ უბრალოდ უბედურებაზე დამყარებული ყოფა იქნება მოტყუებით შვებისმომგვრელი. ფსევდოფასეულობებით გაჯერებული მატერიალური არსებობა ვერ იქნება ის რისთვისაც მოვევლინეთ ამ ქვეყანას, მე ასე მჯერა დღემდე და ასე დავიჯერებ სიცოცხლის ბოლომდე.
-ბები არ დაგავიწყდეს შენ, რომ იბადები იმის მაგიერ სხვა კვდება სადღაც შორს, და აბა შენ რა იცი რა ადამიანი გარდაიცვალა? იქნებ ნობელის პრემიის ავტორი იყო ის კაცი? იქნებ სამყაროს შეცვლა შეეძლო, იბრძოლე მისი სახელით-მეუბნებოდა ხოლმე ჩემი უსაყვარლესი ქალი, ის არ იყო ვაკელებს, რომ ყავთ ფსიქოლოგუშკები, ვითომ ფსიქოლოგიური რომ დაამთავრეს და თავიანთი ბანძი სერტიფიკატებით გადავსებულ კაბინეტებში, რომ ისხდნენ დაზეპირებული ფრაზებით, არც ფილოსოფოსების წიგნებს კითხულობდა, მაგრამ ის ადამიანი იყო და თან ჩემთვის ავტორიტეტული, სწორედ ამიტომაც მჯეროდა მისი ბავშვობაში ასე მწარედ, მან შთამაგონა, რომ ადამიანი ადამიანისთვის უნდა იყოს კარგი, კეთილი და სამართლიანი. ის, რომ მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ, რადგან ჩვენ გვაქვს ის ორი მთავარი თვისება, რაც სხვა სულიერისა თუ უსულოსგან გამოგვარჩევს-აზროვნებისა და ლაპარაკის უნარი. გეგონათ, რომ ჩვეულებრივი იყავით? მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ შეცდით. თქვენ ისეთივე უნიკალური ხართ, როგორც ყველა. გგონიათ, რომ გავხართ სხვებს, რადგან მათსავით ყოველდღიური რუტინა ნერვებს გინადგურებთ, როგორც ყველას, მაგრამ ეს ასე არ არის. იმაზე მეტი გაქვთ ვიდრე გგონიათ.
ამიტომ: მიჰყევით თქვენს ადამიანურ გრძნობებსა და ემოციებს, მართეთ საკუთარი თავი და არ დაგავიწყდეთ ეს ჯადოსნური სამყარო ერთ დღეს თქვენთვის ისე გადაიშლება, როგორც ლამაზ ოცნებებში იყო.
****
ჩემი ჯადოსნური სამყარო კი ახლა მიყურებს მშობლების სახით:
-დღეს რა გეგმები გაქვს?-მეკითხება ანო და ფეხს ფეხზე მოხერხებულად იდებს.
-არანაირი ჯერ-გაწელილად ვპასუხობ და მაგიდიდან სწრაფად ვდგები
-დედა გიგრძვნია, რომ ყველაფერი გაქვს მაგრამ თითქოს არაფერი, აი გინდა ადგე და შორს გაიქცე, რომ რაღაც იპოვნო და დაიჭირო. მერე ხვდები, რომ ის რაღაც არ არსებობს რადგან, რომ არსებობდეს მიხვიდოდი ყველანაირ გზას იპოვნიდი და მაინც მიხვიდოდი, მაგრამ არაა...შორსაა და შენ კი უბადრუკი ადამიანი ხარ
-სიცხე გაქვს ჩემო გოგო? თუ დილიდან ნიცშეს კითხულობ
-არა, ნიცშე რა შუაშია უბრალოდ...კარგი აღარ გვინდა ამაზე-ვწყვეტ საუბარს და ტელეფონს ვაშტერდები-უკვე თერთმეტი საათია, რა მალე გადის დრო არა?
-კი, მიფრინავს დრო ეეჰ შენ, რომ ჩემხელა გახდები და გაიხსენებ ამ წლებს მოგეჩვენება თითქოს მაქსიმუმ ორი თვის წინ მოხდა ყველაფერი შენს ცხოვრებაში-ნაღვლიანად იღიმის დედა და ისეთ სახეს იღებს თითქოს მთელი მოგონებები ერთად ამოუშალესო მეხსიერებიდან.
-კარგი რა დედუ, შენ ისევ ისეთი ახალგაზრდა და ლამაზი ხარ, როგორიც ჩემხელა იყავი
-კი, როგორ არა-სიმწრისგან იღიმის ანო და თვალებთან ნაოჭები ემჩნევა
-მე შენი ნაოჭებიც მეყვარება და შენი ლამაზი თითებიც, თუნდაც მოხუცი იყო და შენს კანს ისეთი სურნელი არ ასდიოდეს, როგორიც ახლა აქვს, თუნდაც სულ სკლეროზი დაგემართოს, მე მაინც მოვალ და შენ ნაწნავს გამიკეთებ, მერე მე გიმღერებ და მე მოგივლი-ნაღვლიანი მიხდება ტონი, რასაც დედაჩემის ჩემსკენ გადმოხრა და თავზე კოცნა მოსდევს
-შენ, რომ არ მყავდე-ცრემლებს თვალებიდან იწმენდს და მეორე სართულზე ადის.
მაგიდას მალე ვალაგებ, ჭურჭელსაც ვრეცხავ და დივანზე ვჯდები. ათასი აზრი მიტრიალებს თავში, თუნდაც ის, რომ მგონი გავიზარდე.
ეჭვგარეშეა, ნამდვილად უფრო ზრდასრულად ვგრძნობ თავს, აი თუნდაც აქამდე დივანზე გაჩაჩხული გადავწვებოდი, ახლა რას ვაკეთებ? კულტურული ადამიანივით ვზივარ.
-რა შუაშია ვით? ვარ კიდეც-ჩემს თავს ველაპარაკები და ახლა ვხვდები ჩემი სიტყვებისა და საქციელის პარადოქსულობას.
რომ მკითხო გავიზარდე და თან ჩემს მეებს ვესაუბრები.
-არა, ჯერ პატარა ვარ-ვასკვნი და წიგნის თაროდან ვიღებ ჯეკ ლონდონის „ოქროს ხეობა“-ს.
30 ფურცელს ვკითხულობ და ვხვდები მომწყინდა, მაგრამ დაწყებულ წიგნს აუცილებლად ვასრულებ ხოლმე, ამიტომ ვკეცავ გვერდს და საათს ვუყურებ.
ოჰო კარგი დრო გასულა.
მაღლა ავირბინე და მწვანე კეპი დავიფარე, ანოს დავუბარე შენს სეხნიასთან მივდივარ-მეთქი და კარები გამოვიკეტე.
-ეს არის მთა? გავიხვითქე ქალი-წუწუნით მივდივარ ჭიშკრამდე, ოჰო გუშინ ღამით სულაც არ მომეჩვენა ეს სახლი ასეთი როგორ ვთქვა-განიერი.
ხო, ნამდვილად სწორი ეპითეტია, ზედმეტად განიერიც კი არის, მაგრამ ლამაზად.
ჭიშკარი თეთრად არის შეღებილი, ხოლო, სახლს ცოტა სპილოსძვლისფერი დაკრავს, მიკვირს, რადგან მეორე სართულზე მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარაა, ხოლო, პირველზე კი ხის.
ალბათ ქალაქელი ბიჭის გავლენაა-ჩუმად ვიქირქლები და ლამაზ ბილიკს მივყვები, რა სასიამოვნო ჰაერმა დამიარა, თითქოს ნიავს მოყოლებული ეიფორიის სურნელი ვიგრძენი.
რაც აქ მოვედი ხარბად ვსუნთქავ, მგონია შევინახავ და ფილტვებს გავივსებ.
ხანდახან ისეთი სულელი ვარ, რომ ჩემს თავს სულელსაც ვეძახი-ასეც ხდება ხოლმე, ახლაც სულელად შევრაცხე თავი და კართან ახლოს დავიყვირე
-ანოოო-ღმერთო ამას ხომ ჭიშკრიდან აკეთებენ, მე კი უკვე შემოვედი.
დავაკაკუნე.
-გამარჯობა ანო, ცუდ დროს ხომ არ მოვედი?-მივახალე აშკარად ახალგაღვიძებულს.
-არა გოგო „ღადაობ?“ შემოდი, დღეს ისედაც აქ მოგიწევს დარჩენა-სახლში შევდივარ და ძალიან კომფორტულ სავარძელში ვეფლობი-ოჰო როგორი ყავისფერია აქაურობა?
-არ მოგწონს?-ჩემს წინ ჯდება ანო
-არა, პირიქით, ეს ფერი ჩემთვის კომფორტთან და სიმყუდროვესთან ასოცირდება
-მართლა? მეც ძალიან მომწონს დიზაინი, სახლშიც სულ ვაფარებ ფარდებს, მზეც მიყვარს, მაგრამ ხანდახან მაწუხებს.
-რაო? რა მითხარი წეღან დარჩენაო?-ვატრიალებ კადრებს.
-ხო, ჩვენი მშობლები 3 დღით მეზობელ სოფელში არიან დაპატიჟებულები, ქორწილში. ნუ დედაჩემს არ უყვარს დარჩენა სხვაგან ღამით, მაგრამ ამ ჯერად მოუწევს, ბექა ბავშვის ნათლია უნდა იყოს და აქ ასე იციან თურმე, ანდრიაც კარგად არის და ცოლებსაც აისხამენ.
-ოჰო სურპრიზია ფაქტობრივად
-პლანს ეწევი?-ნელა მაპარებს და აინტერესებს რა რეაქცია მექნება
-არა, არ გამისინჯავს-რატომღაც ისე ჩუმად ვპასუხობ, რომ ჩემი ხმა მეც არ მესმის.
-მაგარია, გაგასინჯებ-ოღონდ დღეს ვერა და აი ხვალ ნახავ რა არის გაფრენა-აღტკინებული საუბრობს ანო და მე ყურებს ვერ ვუჯერებ.
-მეშინია-სიმართლეს ვეუბნები
-ნუ გეშინია, არ ჩარჩები-ხარხარით მპასუხობს და კომპიუტერში სიმღერას რთავს
“Led Zeppelin-Kashmir”
-მოდას არ ვყვები, მართლა მომწონს-რატომღაც თავს იმართლებს ჩემს წინაშე.
-კარგი რა ანო, არ გვინდა ეგეთები, მე სტერეოტიპული სათვალე დიდი ხანია მოვიხსენი
-ხო მე ვარდისფერი
კარგია ის ფაქტი, რომ ანო ჩემზე დიდია, შესაბამისად მეტი გამოცდილება აქვს და რაც მთავარია თავისუფლად შემიძლია ველაპარაკო ჩემთვის საინტერესო და გამოსადეგარ ბევრ თემაზე, თუნდაც სექსზე ან სიყვარულზე. შეიძლება ცოტა ინფანტილურია, მაგრამ მისი ნდობა ნამდვილად შეიძლება, ამას გული მიგრძნობს.
-შენი ძმა სად არის?-სასხვათაშორისოთ ვკითხულობ
-გიგი თბილისში წავიდა ამ დილით და ხვალ ჩამოდის, ოღონდ არ ვიცი ამ თბილისში რა დარჩენია-საზამთროს წინ მიდებს და თვითონ ერთ ნაჭერს იღებს-ჭამე რა, ცივია.
-მადლობა-ზრდილობიანად ვეუბნები და მართლაც, რომ უგემრიელეს საზამთროს გემრიელად ვახრამუნებ.
-შეყვარებული გყავს? ან ვინმე?
-არა, არც მყავს და არც მყოლია-უცებ ვპასუხობ და ნაძალადევად ვიღიმი
-მეხუმრები? რას ქვია არ გყოლია, შენ რა?
-არა, არა ქალები არ მომწონს-ვხვდები რასაც ფიქრობს და უცებ ვუჭრი
-არც მე, რა ჯობია მაღალ, დაკუნთულ და ცხელ ბიჭებს-სასაცილოდ მიკრავს თვალს და იკრიჭება
-კარგი ტიპი ხარ-გულწრფელად ვეუბნები და ვხვდები მის კეთილგანწყობას ჩემს მიმართ.
-შენც, აი მე კი მყავდა მთელი კოლექცია თითქმის
-მერე? ვერ ამოარჩიე ვერც ერთი ექსპონანტი?
-ვერა, იცი ყველას რაღაც აკლია და ვფიქრობ სულაც არ არის ეს ჩემი სტანდარტების დამსახურება, ან მე მაკლია ის რაც მათ უნდათ და სწორედაც ამიტომ ვერ ვაწყობთ ურთიერთობას.
-იცი მე ვფიქრობ, სიყვარულის წინაპირობა გამაგიჟებელი გრძნობა უნდა იყოს, რომელიც დანახვისთანავე ღვივდება.
-შენ რა რომანტიკოსი ხარ? მოსაწყენია
-უბრალოდ ადამიანთან მიჩვევა მეორეა ჩემთვის, ხოლო, არაამქვეყნიური შეგრძნებები პირველი, აზრია და თან სუბიექტური.
-ხო გასაგებია, აი ჩემს ძმასაც სულ მაგას ვეუბნები. წარმოგიდგენია? ყოველ თვე ახალი გოგო, ახლა ყოველ კვირა და თან განა მოსწონს, სიყვარულზე ლაპარაკიც ზედმეტია, ვერც კი მოასწრებს გვარის გაგებასაც კი ისე სწრაფად შორდება, არადა ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ვინმემ შეიყვაროს გულწრფელად.
-იქნებ ასე ურჩევნია? ეს ხომ მისი გადაწყვეტილებაა-არც კი ვიმჩნევ გული როგორ აკეთებს სხვადასხვა ილეთებს ჩვენი დიალოგის დროს, თურმე კაზანოვა ბრძანდება ვაჟბატონი, რა მიკვირს? ან რაში მადარდებს საერთოდ?
-ჯანდაბაშიც წასულა, მოდი ფილმს ვუყუროთ.
ფილმს ვრთავთ, და მისი დასრულების შემდეგ ორივე მოთენთილები ვაგრძელებთ საუბარს, ამასობაში ჩვენი მშობლები იკრიბებიან და წასვლის შესახებ გვამცნობენ, სახლში მივდივარ საჭირო ნივთები მომაქვს და ანოსთან დიდი ჩანთით ვბრუნდები.
გახარებული სახით მხვდება და Big Big Bang-ს რთავს ბოლო ხმაზე.
გიჟებივით დავხტივართ და ვცეკვავთ, არაფერი გვაინტერესებს, ერთმანეთს ვეხეთქებით, ბოლო ხმაზე ვყვებით სიმღერას და თავი ნამდვილი ვარსკვლავები გვგონია.
ნამდვილად კარგად ვატარებთ დროს და ვმხიარულობთ, ამ დროს კი კარები იხსნება და მოულოდნელობისგან ერთმანეთს ვეკრობით.
-ესეც ასე სურპრიზი მესმის-ირონიულად იღიმის მისტერ კაზანოვა და თავიდან ფეხებამდე გვათვალიერებს, ჩემი მოკლე პიჟამათი და სასაცილო დათუნიას ჩუსტებით ნამდვილად მასხრად ასაგდებს ვგავარ.
-ხვალ არ უნდა ჩამოსულიყავი?-გაბრაზებული ხმით ეკითხება ანო
-უკაცრავად, ჩემს სახლში როდის ჩამოვალ შენ უნდა გკითხო? მინდოდა და დღეს დავბრუნდი რა „ძევიშნიკი“ გამიმართეთ აქ
-ვერთობით და ვცეკვავთ
-ჰეჰე, ძმაო ეს ჩანთა და გოგო რომ მიაგდე აქ...ოპა, ოპა-უკან შავგვრემანი ბიჭი ჩნდება ჩანთით ხელში, ისეთი სახით გვიყურებს მე და ანოს თითქოს მოჩვენება დაენახოს, რაო ვინ გოგოო? მომესმა რაღაც?
-გაიცანი რეზი ეს ჩვენი ოჯახის მეგობრის შვილი სალომეა-ოჰო რა კულტურული მიმართვაა, როდიდან ამდენი შეგნება? თან ეს ოჯახის შვილიო, თითქოს ძალიან აინტერესებდეს, ერთადერთი რასაც ვერ დავუკარგავ შარმია, როგორ მოქმედებს ამ წამსაც ჩემზე.
-სასიამოვნოა, არა ნამდვილად სასიამოვნოა-ხელს მიწვდის და ისიც მათვალიერებს, ღმერთო ჩემო რა სჭირთ ამ ბიჭებს არ უნახავთ პიჟამო?-როგორ ხარ ქაჯო?-ანოს თმებს უწეწავს და გემრიელად კოცნის ლოყაზე
-კარგად რეზ, გამიხარდა შენი ჩამოსვლა.
-მარტო რატომ მტოვებთ?-წვრილი და ყურის წამღები ხმა მესმის და ოთახში ადამიანის კონტურებიც ჩნდება, მაღალი, ტანწვრილი და წითური გოგო შემოდის ოთახში, უნდა ვაღიარო ლამაზი არა, მაგრამ ეფექტური გარეგნობა აქვს, ინფორმაციას ვხარშავ და ვხვდები, ეს სავარაუდოდ ის გოგო უნდა იყოს, რომელიც რეზიმ ახსენა, ჩემს დედუქციურ მეთოდზე მეცინება და მხოლოდ მას შემდეგ მეზრდება სიმწრის სიცილში, როდესაც ეს წითური გიგის ეტმასნება.
რაო? ხო, მეც რატომ მიკვირს ნეტავ? რაც უნდა ის უქნია, ერთხელ თუ მითხრა კომპლიმენტი, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ გიჟდება ჩემზე? სულაც არა, ჯობია დავეშვა ძირს.
-ეს კი მაკოა, გაიცანი მაკო სალომე და ანო, ანო ჩემი დაა-ჩემი ვინაობის დაკონკრეტებას არ ცდილობს და გოგონებს ერთმანეთს აცნობს.
-იმას რატომ არ ამბობ მაკო ვინ არის შენი?-გველურად კბენს ანო და თან რეზის თვალს უკრავს, ეს უკანასკნელიც ჩუმად ფხუკუნებს.
-ხო გიგ უთხარი-სასაცილოდ აფახულებს თვალებს მაკო
-მაკო ჩემი, მეგობარია-პირდაპირ პასუხს თავს არიდებს და ჩანთები ოთახში შემოაქვს, კარს კეტავს და დივანზე წვება.
-ჰა ახლა, სამი გოგო ხართ სახლში დატრიალდით-გადაპარსულ თავზე ხელს ისვამს და ტუჩებზე ცერს იტარებს, საშინლად სექსუალური ჟესტია მისი მხრიდან, თავს ვაქნევ, რომ ის ბილწი აზრები თავიდან ამოვიგდო რასაც ახლა ვფიქრობ და ანოს გავყვე სამზარეულოში, რომელიც ფრუტუნებს იმაზე, რომ უსამართლობაა ძმა, რომ ყავს.
-ის ქალბატონი არ მოდის? თუ ჩვენ შინაურები ვართ?-ირონიას ურევს სიტყვებში და კარტოფილის თლას იწყებს
-კარგი რა, დღეს არ ამბობდი ჩემს ძმას ნამდვილი გრძNობა ჯერ არ ჰქონიაო, იქნებ ეს არის ნამდვილი?-ჩემი სიტყვები მევე მესობა გულში მწარედ.
მაინც რა უცნაურები ვართ ადამიანები ხანდახან? მაზოხისტურად გვსიამოვნებს ფსევდო იგნორი და ვითომ ზედაპირული დამოკიდებულება, სინამდვილეში კი ცუდად შენიღბული გულგრილობა ჩვენვე გვშხამავს, ახლაც მიღრღნიდა ეჭვიანობა ტვინსა და გულს, მაგრამ თავდაცვით მექანიზმს ვააქტიურებდი და ვცდილობდი არ მეფიქრა ამ ყველაფერზე.



№1  offline წევრი mani156

ვაიმეე არ მჯერაა ... სათაური რომ დავინახე მეგონა მეჩვენებოდაა :დ ძალიაან გამიხარდაა ^^ ერთი სული მაქვს როდის წავიკითხაავ ^^

 


№2 სტუმარი qeti

dzaan magari motxroba gtxov male dade

 


№3 სტუმარი tamuna

shemdegi rodis ikneba.... imedia ar daagvianebt.momewona....

 


№4  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ასე დიდ ხანს ნუ გვალოდინებ რა :*

 


№5 სტუმარი Guest თიკო

ეეე რამოკლეა :( მალე იქნება გაგრძელება?

 


№6 სტუმარი Guest bubu

dzalian kargia, male dade shemdegi tavi, ra mainteresebs es im tavebis gagrdzelebaa rac gidevs ?

 


№7 სტუმარი Guest ანუკი

აუ დადე რა ეს ბოლომდეე არ შეწყვიტო

 


№8 სტუმარი the best

au gaagrdzelee, dzalian sainteresoa, ar gawyvito raa

 


№9 სტუმარი nana

shemdegi tavi dade raa

 


№10 სტუმარი Guest flower

rodis unda dado shemdegi tavi ? exla esc unda gawyvito ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent