შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების რეცეპტი (ოცდამეშვიდე თავი)


31-05-2017, 19:47
ავტორი murachashvili
ნანახია 3 722

დილიდანვე სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა ელენეც. წინა დღესთან შედარებით აღარ ღელავდა, აღარც შფოთავდა. სარკეში კიდევ ერთხელ შეათვალიერა საკუთარი გამოსახულება. ჯინსის შარვალსა და ზემოდან მოსხმული გრძელ, „კაპიუშონიან“ მოსაცმელში სალაშქროდ წამსვლელს უფრო ჰგავდა, ვიდრე საჯარო მოხელეს. ყველა სიკეთესთან ერთად ფეხზეც კედები ჩაიცვა.
- ასე აპირებ წასვლას?! - გაოცებული უმზერდა მაიკო ზედმეტად სპორტულად გამოწყობილ შვილს.
გოგონამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, სრული იდილიისთვის ზურგჩანთაც მოიგდო მხრებზე და სახლიდან გამოვიდა.
უჩვეულოდ მიუწევდა გული ორთაჭალისკენ. სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოვიდა. ცოტა არ იყოს შესცივდა, თავზე კაპიუშონი მოირგო, სწრაფად გადაკვეთა მოედანი, ერთი კი ახედა „რეზბალნიცისკეს“ მიმავალ აღმართს და სასჯელაღსრულებით დეპარტამენტისკენ აიღო გეზი. ციხის მოჟამული შენობის დანახვაზე უსიამოვნოდ გასცრა ტანში, დეპარტამენტის წინ დილიდანვე უსაშველოდ გაწელილ მნახველთა რიგს თვალი აარიდა და თანამშრომელთათვის განკუთვნილი შესასვლელისკენ გაემართა. ის -ის იყო კარში უნდა შესულიყო, რომ მისი ყურადღება უჩვეულოდ გაღიზიანებული ბადრაგის ხმამ მიიიპყრო:
- ქალბატონო, კიდევ როგორ აგიხსნათ, ან რა ენაზე გესაუბროთ? არ უნდა თქვენს ვაჟს თქვენთან შეხვედრა, არ უნდა! - ჯიხურის მცირე ზომის სარკმლიდან იღრინებოდა ვაჟი.
- ტყუილია, მეორე კვირა იწურება რაც არ მინახავს. დღეს ხომ გვეკუთვნოდა შეხვედრა?! დღეს ხომ დამპირდით შეშვებას?! - გაცხარებული ქალი ნერვებს ვეღარ იმორჩილებდა და კიოდა.
- ღმერთო, მომეცი მოთმინება! - პათეტიკურად აიხედა ცაში ბიჭმა - სხვა ენაზე როგორ აგიხსნათ? დღეს ვერ შეხვდებით, მობრძანდით შემდეგ კვირაში! - კბილებში გამოსცრა და ცხვირწინ მიუხურა ჯიხურის სარკმელი.
- არ წავალ, აქ ვიქნები მთელი დღე. თქვენი უფროსი უნდა ვნახო, თვითონ ამიხსნას, თვითონ მითხრას, რატომ არ მიშვებს...- ისევ მინაზე უკაკუნებდა ქალი.
- ზოგჯერ მგონია, რომ ამდენი შეურაცყოფა გსიამოვნებთ, რით ვერ გაიგეთ, ვერ ნახავთ, ვერა... - ისევ გამოყო თავი ბადრაგმა - საერთოდაც, თუ ჭკუით არ მოიქცევით, ვერც მომავალ კვირას იხილავთ თქვენს სანაქებო ვაჟკაცს! - ირონია არ დაიშურა გამწარებული დედისთვის.
- თქვე არაკაცებო, თქვე არაადამიანებო! რა დედამ გაგზარდათ ასეთი უგულოები?!... - ბადრაგისკენ დასარტყმელად გაიწიაქალმა.
გვერდით მდგომმა მაღალმა მამაკაცმა დროულად მოასწრო მისი შეჩერება, მარწუხებივით შემოჰხვია მკლავები და ხელში აიტაცა მსუბუქი სხეული.
- ხელი გამიშვი, დამსვი, აკა! - უსუსურად ფართხალებდა გააფთრებული ქალი, თუმცა უშედეგოდ, მამაკაცმა მაინც მოახერხა და გვერდით, ბადრაგის ჯიხურისგან მოშორებით გაიყვანა - მძულხარ, მეზიზღები! - ბადრაგზე გაბრაზებული ამჯერად მეუღლეს ურტყამდა მკერდში მუშტებს ქალი.
- დამშვიდდი, თეკლე. დამშვიდდი! - ტკივილს არ იმჩნევდა, მკერდში ძლიერად იკრავდა აკა.
- აღარ შემიძლია, უკვე აღარ შემიძლია! - ისტერიკა ტირილში გადაეზარდა, მეუღლის მკერდს ჩაფრენილი გულამოსკვნილი ტიროდა ქალი.

მართალია წყვილს ვერ ხედავდა, მაგრამ ჯიხურთან მომხდარ ინციდენტი სიტყვა-სიტყვით ესმოდა ელენეს. ვეღარ მოითმინა, შენობაში შესვლის ნაცვლად, უკან მობრუნდა. დაცვის ჯიხურს გვერდი აუარა, ღრენით გახედა გაღრეჭილ ბადრაგს, გოგონას სახეზე ისეთი სიძულვილი ამოიკითხა, რომ ვაჟს ღიმილი სახეზე შეაშრა. ქუჩაში გამოსულმა აქეთ-იქით გაიხედა. მოშორებით შენიშნა ტკივილისა და სასოწარკვეთილებისგან უჩვეულოდ დაპატარავებულ, ბეჭებში მოხრილ, ჭაღარა შერეულ ქალს უშედეგოდ როგორ ამშვიდებდა მეუღლე და გეზი მათი მიმართულებით აიღო.
- ისევ არ შემიშვეს აკა, ისევ არ შემიშვეს. რაღაც უჭირს, გესმის, ვგრძნობ, რაღაც უჭირს, როგორმე უნდა დავეხმაროთ, უნდა ვნახოთ!...
- არ შეიძლება თეკლე, ამდენი ნერვიულობა არ შეიძლება. ხომ გაგაფრთხილა ექიმმა.
- აღარ შემიძლია, გინდა გულს მოვუკლივარ და გინდა მის მონატრებას... - ტკივილით ამოისლუკუნა მეუღლის მკერდს ამოფარებულმა ქალმა.
- არ გინდა გთხოვ, ცოტა ჩემზეც იფიქრე, სულ ცოტა! - თავზე ისეთი გრძნობით აკოცა, რომ ტანში ჟრუანტელმა დაუარა ელენეს.
- უკაცრავად, რამით ხომ არ დაგეხმაროთ?! - წყვილის შემხედვარეს თავადაც ცრემლები ჩასდგომოდა თვალებში გოგონას.
- არა, შვილო, ნუ წუხდები, ნელ-ნელა დამშვიდდება! - მისთვის არც კი შეუხედავს, მეუღლისთვის შემოხვეული მკლავები არ მოუშორებია, ისე უპასუხა მამაკაცმა.
შემობრუნდა ქალიშვილი, შენობისკენ წამოვიდა, მაგრამ გულმა მაინც არ მოუთმინა. ისევ წყვილს გახედა. მიუხედავად თმაში შეპარული ჭაღარისა, თვალებთან გაჩენილი ნაოჭებისა, მაინც იცნო წყვილი.
- ბოდიშს ვიხდი, რომ გაწუხებთ... - ისევ მიუახლოვდა მათ - იქნებ მაინც შევძლო თქვენი დახმარება?! - უკვე იღიმოდა ელენე.
- თქვენ?! - გაოცებულმა გამოხედა მეუღლის მკლავებში მოქცეულმა ქალმა წინ მდგომ ქალიშვილს.
- აკა და თეკლე ქართველიშვილები, ხომ?!
ამჯერად ყურადღებით დააკვირდნენ წინ მდგომს, ერთმანეთს დაბნეულებმა ახედეს, აშკარად არ იცნობდნენ.
- თეკლე დეიდა, ვერ მიცანით ხომ თქვენი ენე-ნე? - ოდნავ თვალებ მოჭუტულს, ღიმილისგან ლოყაზე ნაჩვრეტი გასჩენოდა, ისევ თბილად უმზერდა წყვილს და
ისევ პატარა გოგოსავით ეპრანჭებოდა ქალს.
მიუხედავად ტკივილისა, გოგონას მეტიჩარა საქციელზე ღიმილი მაინც ვერ შეიკავა წყვილმა.
- ენე?!...- გაოცება ნელ-ნელა სიხარულმა შეცვალა, ისეთივე სითბო ჩაეღვარა ხმაში თეკლეს, როგორც წლების წინ, მეუღლეს ხელებიდან დაუსხლტა, ისევ ძლიერად ჩაიხუტა მასზე მაღალი გოგონა, ისევ ისე ეფერებოდა თითქოს წინ ზრდასრული ქალის ნაცვლად ოთხი წლის გოგონა ედგა - როგორ გაზრდილხარ, როგორ შეცვლილხარ!
- არც კი იცით როგორ გამიხარდა თქვენი ნახვა! - ემოციებს ვერც ელე მალავდა, ოდნავ მოხრილი, ორივე ხელით ეხვეოდა ქალს.
- უკეთეს იქნებოდა სხვა ადგილას შევხვედროდით, თუმცა... აქ რას აკეთებ, შენც ვინმეს მოაკითხე სანახავად? - გოგონას ზურგჩანთას შეავლო თვალი აკამ.
- არა, აქ ვმუშაობ - თავით ციხეზე ანიშნა - ფსიქოლოგად.
- ცოხეში?! - მისი პასუხი აშკარად არ მოეწონა მამაკაცს, გაოცებულმა შეხედა მასზე არანაკლებ დაბნეულ მეუღლეს.
მათი რეაქცია არ შეიმჩნია ქალიშვილმა ისევ უჩვეულოდ ხალისიანად გააგრძელა საუბარი:
- თქვენ?! თორნიკეს ნახვა გსურდათ?
ვაჟის ხსენებაზე ისევ გაფითრდა თეკლე, ისევ ნერვიულმა ცახცახმა დაუარა სხეულში.
- მას მოვაკითხეთ შვილო, მას! - მეუღლეს მოჰხვია ხელი დასამშვიდებლად აკამ - მესამე კვირაა მის ნახვას ვითხოვთ, უშედეგოდ, დღესაც ისევ უარით გვისტუმრებენ. -
- ხან ჩვენი ნახვა არ უნდა, ხან ხასიათზე ვერაა. უკვე მეშინია, იქნებ რამე სჭირს? იქნებ გვიმალავენ?! - პანიკა გარეოდა ხმაში თეკლეს, სულ ცოტაც და ალბათ ისტერიის მორიგი შეტევაც დაეწყებოდა.
წყვილის ხმაში ჩაგუბებულ ტკივილზე გული მოუკვდა ელეს, თუმცა არ შეიმჩნია, ისეთი სახე მიიღო თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო.
- ზოგჯერ ასეც ხდება. უჩვეულო არაფერია - უდარდელი ტონით საუბრობდა ელენე- რაც მთავარია, თორნიკე კარგადაა, თეკლე დეიდა. - ლამის თვითონაც დაიჯერა საკუთარი ტყუილი - გუშინ ვნახე, ჩემი თვალით ვნახე.
- არ მატყუებ?! - მიუხედავად იმისა, რომ ეჭვის თვალით უმზერდა სანახევროდ მაინც დამშვიდდა ქალი.
- მართლა კარგადაა... - იმდენად ალალი ღიმილით უღიმოდა, რომ შეუძლებელი იყო მის სიტყვებში ეჭვის შეტანა - უბრალოდ ცოტა იხულიგნა, ციხის ადმინისტრაცია გააბრაზა და მსუბუქი სასჯელის სახით ეს მოიფიქრეს, თქვენთან შეხვედრის უფლება არ მისცეს!
- სასჯელს ხომ არ უმატებენ?! - გოგონას ნათქვამმა აშკარად დააფრთხო აკა.
- არა, რას ბრძანებთ, უბრალოდ თქვენთან შეხვედრა ვეღარ შეძლო. თვითონაც რელავდა, მაგრამ ასე გამოვიდა. სულ რამდენიმე თვეში გამოვა და აინაზღაურებთ მონატრებას...
- ღმერთმა ქნას, შვილო, ღმერთმა... - სიხარულის ცრემლებს ვეღარ იკავებდა -
ენე-ნე, მართლა ნახე?! ხომ არ მატყუებ?! - ისევ ჩაეკითხა თეკლე.
- დედას გეფიცებით, ვნახე, მართლა ვნახე! - ნაწილობრივ სიმართლე უთხრა ქალიშვილმა.
- და კარგადაა, არაფერი უჭირს?!

ამდენი ტყუილი აღარ შეეძლო, გოგონამ თანხმობის ნიშნად უბრალოდ თავი დაუქნია. თუმცა ქალისთვის ესე საკმარისი აღმოჩნდა, გახარებულმა თავი ვეღარ შეიკავა, ისევ მოეხვია გოგონას, ისე ეფერებოდა თითქოს მის ნაცვლად მონატრებულ შვილობილს ეხებოდა.
რიგში მდგომ ვიზიტორებს საკუთარი პრობლემები დავიწყებოდათ, გაოცებულნი უმზერდნენ ერთმანეთს მოხვეულ, ატირებულ ქალებს და მათ შორის მდგომ უხერხულად მომღიმარ აკას.
- თეკლე, საკმარისია. - მეუღლის შემხედვარე სიცილს ვეღარ იკავებდა მამაკაცი - გაუშვი ბავშვი! ჩვენს გამო. ისედაც დააგვიანა.
- ეგეც, მართალია, ახლა შენ არ გისაყვედურონ. - დამშვიდობება იჩქარა ქალმა.
- ელე, შვილო, ისევ ნახავ თორნიკეს?...- ამჯერად აკა ჩაეკითხა ქალიშვილს.
- არ ვიცი, ალბათ...- ახალი ტყუილის თქმა აღარ უნდოდა გოგონას.
- უბრალოდ უთხარი, რაც არ უნდა მოხდეს, მისი გვჯერა, ჩვენ მაინც ველოდებით!
- თორნიკემ იცის. ვიცი, რომ იცის. მაგრამ მეც ვეტყვი, აკა ბიძია. აუცილებლად ვეტყვი! - მთელი გრძნობით მოეხვია წყვილს.
კიდევ ერთხელ მიეფერა თეკლე გოგონას, კიდევ ერთხელ შვილის სიყვარული მას გაუნაწილა და ისე ციხის შენობისკენ შებრუნდა ელე, თუმცა გული ქართველიშვილებთან დარჩა.
ემოციებით დამძიმებულს რკინის კარების ღრჭიალმა ისევ მოსჭრა ყური. ვიწრო, თეთრ კოლიდორში შესულს ისევ სამხედრო სალმით შეჰხვდა მორიგე ბადრაგი, ისევ შენობაში არსებული უჩვეულო სიჩუმე, ახლა გვერდით ჯუმბერი რომ ჰყოლოდა დეჟავუს განცდაც დაეუფლებოდა.
მიაბიჯებდა ვიწრო კოლიდორში და უნებურად აქეთ-იქით იყურებოდა, ისეთი განცდა ჰქონდა თითქოს უთვალთვალებდნენ, იქნებ არც ცდებოდა?! გეზი მისი ოთახისკენ აიღო.
ის-ის იყო უნდა შესულიყო, რომ ციხის უფროსის კაბინეტის კარებიც გაიხსნა და სიცილ-სიცილით მის ამფსონებსა და რამდენიმე ელენესთვის უცნობ, სამხედრო ფორმიან მამაკაცის თანხლებით ირაკლიც გამოჩნდა.
- ოჰო, ქალბატონო ელენე?! - სასურველზე თბილადაც კი გაუცინა - სამსახურში აგვიანებთ?! თუმცა არ შეგეშინდეთ, ბატონ ჯუმბერთან არ დაგასმენთ. რა, რა და, მეგობრებისთვის საიდუმლოს შენახვაც შეგვიძლია! - მეგობრულად ჩაუკრა თვალი გოგონას.
- ეჭვიც არ მეპარება! - ირონიულად გახედა ციხის უფროსის მოსწრებული ხუმრობით ზედმეტად ახორხოცებულ მამაკაცებს.
- ქალბატონო ელენე, - მისი სახელი განსაკუთრებული მახვილით წარმოსთქვა ირაკლიმ - მეგობრობას ხშირად არ ვთავაზობ. იქნებ დაფიქრდეთ, კარგი იქნება ჩვენ, ორნი ერთ მხარეს თუ დავდგებით! - მიუხედავად მამამაკიც ღიმილისა, შეუძლებელი იყო მის ხმაში ფარული მუქარა ვერ გეგრძნო.
მიამიტი ბავშვივით დააფახუნა თვალები ელემ და გაოცებულმა ჯერ ირაკლის, შემდეგ კი მის თანმხლებ პირებს შეხედა:
- რას ბრძანებთ, პირველივე დღეს ბატონ ჯუმბერისგან საყვედური ნამდვილად არ მინდა. თქვენთან ბოდიში მაქვს მოსახდელი, როგორც წესი, დაგვიანება არ მჩვევია, თუმცა დღეს ასე გამოვიდა... რაც შეეხება მეგობრობას, განა ჩვენ ორნი ისედაც ერთ, კანონის მხარეს ვდგავართ?!... - მეტიჩარა, გაპრანჭული ხმით ისე გაეკეკლუცა ირაკლის, თითქოს მუქარას ვერ მიუხვდა და ოთახის კარი შეხსნა.
- ასე, ასე ელენიკო, - სწრაფად დაუტკბა ირაკლი - ჭკვიანი გოგო ჩანხარ, რაღაცას ნამდვილად მოვახერხებთ... - სანახევროდ შესულს ისევ თვალი ჩაუკრა და მის ამფსონებთან ერთად ციხის ეზოში მდგომი ავტომობილებისკენ გააგრძელა გზა.

- არ გვეტყვი ირაკლი, ვინაა ეგ გოგონა?! - გარეთ გავიდნენ თუ არა ერთ-ერთი ფორმიანი ინტერესით ჩაეკითხა.
- ჯუმბერის და თავმჯდომარის „ნასეტკაა“, თუმცა სულ რამდენიმე დღე და გადმოვა ჩემს „სტანოკზე“...
- კარგი ვინმე კი ჩანს. შენი ამბავი რომ ვიცით, არ გაგიჭირდება...
- ქალს ბევრი არ სჭირდება, ჩემო გიორგი, კარგი მანქანა, ბრენდი ტანსაცმელი, კარგი სუნამო, ყვავილები, რესტორანი, ალკოჰოლი და...
- და ცოლი, ოჯახი?!...
- მაოცებ, გიო... როდის აქეთაა ცოლი ბერკეტი?! რუსებს ერთი კარგი გამოთქმა აქვთ, жена не стена...
- ეგ жена იქნება, რომ შეგისრულებს და დაგსვამს ნულზე... - გიორგის აჰყვა გვერდით მდგომი ფორმიანიც.
- ვერ გავიგე, თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ დათვის?! - გაცხარდა ირაკლი.
- უმეტესად შენი, თუმცა ზოგჯერ დათვისაც! - თვალი ჩაუკრა ვაჟმა.
- შენი საქმის, შენ იცი, ახლა მაგ გოგოზე ბევრად სეიროზული საქმე გვაქვს გადასაწყვეტი, ისე ფრთხილად იყავი. მაგ პრინციპით, მართლა ყველაფერი არ დაკარგო. - ისევ გააფრთხილა უცნობმა ფორმიანმა ირაკლის პასუხს აღარ დაელოდნენ, ავტომობილებით ერთ მწკრივად დალაგდნენ და კოლონად გავიდნენ ეზოდან.



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ოჰ როფორ ველოდი და როგორ არ მეყო... აი ვკითხულობ და არ მყოფნის... ერთი სული მაქვს გავიგო ყველაფერი როგორ გაგრძელდება და რა მოხდება...
იმდენი მოლოდინი მაქვს ამ ისტორიის მიმართ რომ არ ვიცი... ყველაფერ კარგს ველოდები დასასრულს და ვიცი იმედებს არ გამიცრუებ. რაც შეეხება მოვლენათა განვითარებას როგორც ველოდი ისე აგრძელებ დეტალებში და დახვეწილად... ძალიან მომწონს შენი ეს თვისება... ახალ თავს მოუთმენლად ველი

 


№2 სტუმარი girl

imedi maqvs benieri dasasruli eqneba, ar momwons irakli, imedia tornikes gaatavisufleben da elene iraklistan ar iqneba.

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი იყო.გამიხარდა ელენემ თეკლე რომ დაამშვიდა.იმედია თორნიკეს არ მოუმატებენ ისევ სასჯელს და ეს ირაკლიც სათანადოდ დაისჯება
--------------------
ლანა

 


№4  offline წევრი An-El

ჩემო სეხნიავ ,როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი თავი იყო. . ქართველიშვილების და ელენეს სცენა განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო. .აი ეს გაზულუქებული ტუტუცი ,,ტიპი,, ირაკლი ხო ნერვებზე მოქმედებს . .როდის მოაჯენენ ერთი ადგილით :)

 


№5  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Rato gavs es irakli tipiur gipian gazuluqebul ?
Guliereva am laczeee


Shenze vgikdebi gmerto tekles gasachiri ise mivida gultan axlos ro ar vici. Ar vici've amdenad gadmovcem mag e am yvelaze metad is momwons rom shegidzlia gadmosce is rac adamiamsac ar sheudzlia ai ro gveshinia ro be r gagv i geben da ro ver vambobt. Memgoni dzaan davxlarte mara..
Mokled geli moutbenlad!!!!

 


№6  offline წევრი ნინუცი

ჩეემი თხო მომენატრაა რაა ან... გამომიგზავნე პირადში შავი ვერსია თორე მოვკვდები მე

 


№7 სტუმარი Nene

Madloba shen rom ase kargad wer zalian zalian momwons es istoria tumca ukve amdeni tavia da gulis tkivili mainc ar ganelda indenad mzimea imedia male sheicvleba kargisken yvelaperi

 


№8  offline წევრი An-El

არააა პრობლემა პირადში განვიხილოთ ირაკლუს მოჯენის და გადაშენების გზები :D

 


№9  offline წევრი ნინუცი

კარგი ხო მეც ვიცი რომ პირდაპირ წერ შენს კომენტარებსაც ვკითხულობ და ვნახე ადრე რომ უთხარი ერთ გოგოს წინასწარ დაწერილი თავები არ მაქვსო. მე ვიგულისხმე მოკლედ მოჭერი და იდ მომწერეთქო :დდდ ხო იცი ფანისთვის ყველა სიტყვა მნიშვნელოვანია.
და რა ხარვეზები და შეცდომებია გაპარული მე ვერაფერს ვერ ვამჩნევ. ან იყოს რა გრამატიკის გამოცდას წერ თუ შენს ისტორიას :დდდ

 


№10  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

სულ უფრო და უფრო იძაბება სიტუაციაა..და იმედი მაქვს მალეე გამოსწორდება და თორნიკეე იქნება ბედნიერიი ეგისტურად მინდა ყველას თავისი მიუზღვას და სამაგიერი გადაუხადოს მითუმეტეს საზიზღარ ირაკლის.თეკლეს და აკას შეხვედრა ელენესთან კიი ემოციური იყო ძალიან ყველაფერს ისე სასწაულად გადმოსცემ შეუძლებელიაა არ ჩაწვდე ბოლომდეე.

 


№11 სტუმარი Kayleigh

There are many the purpose why athletes and bodybuilders select
to use performance-enhancing drugs and steroid substances in competition and coaching.
Low LDL and HDL levels improve the danger of atherosclerosis, a situation the
place fatty substances construct up on artery partitions and limit blood flow.
PEDs and steroids also can cause jaundice or yellowing of the skin due to liver injury attributable to steroids.

Bodybuilders and athletes acquire these illegal substances and use them to construct muscle mass and
increase strength sooner than they could through food plan and train alone.
In Accordance to the existing literature, during the last 35 years, greater than forty
(around 43) instances of iatrogenic Cushing's syndrome have
been documented.[23] A majority of them were in youngsters and few have been in adults.
In the children group, most commonly affected age group was infancy (86%)
and the major main dermatosis was diaper
dermatitis adopted by psoriasis, burn, non-bullous
ichthyosiform erythroderma and skin dryness.

For brevity, in the the rest of this review we employ the term ‘AAS use’
to refer to the nonmedical high-dose abuse of AAS. Anabolic steroid hormones are artificial substances which are associated to the
male sex hormones. Anabolic steroid hormones
stimulate the production of protein, which is used to
build muscle. In addition to its role within the growth of
reproductive system organs and intercourse traits, testosterone
can be crucial in the improvement of lean muscle mass.
Additionally, anabolic steroid hormones promote the release of progress hormone,
which stimulates skeletal growth. Thus, glucocorticoids affect nearly all immune cells and, moreover, precise results
depend upon differentiation and activation state of the cell (McEwen et al., 1997), making interpretation of in vivo results in particular cell
populations troublesome.
The enlarged heart muscle loses elasticity and finally
might fail to pump with as a lot force as needed. This is named heart failure and is a standard reason for disability and demise within the elderly.
The body’s reaction to the AAS will depend on the quantity and
variant of the steroid used. Totally Different outcomes can range from a more toned and lean aesthetic physique
to a massive, bigger body-building appearance.
A considerable fraction of this compartment consists of
creating sperm cells. Sex steroid-induced suppression of spermatogenesis reduces testicular volume by sixteen.5–30.0% (176, 182, 183).
Some AAS users would possibly, subsequently, resort to the use of hCG or human menopausal
gonadotropin (hMG) to take care of testis quantity rather than seeking to preserve
fertility per se.
Nonetheless, they may also be available by
way of unscrupulous pharmacists, medical doctors, and veterinarians.
There are as much as 32 kinds of anabolic steroid listed on industrial
web sites. Anabolic steroids affect the larynx and the
muscles which would possibly be involved within the technology of vocals.
The development of a deeper voice in females will usually
occur in levels, usually beginning with a hoarser voice
which is adopted by alterations in the pitch of the voice. In most circumstances, ‘man boobs’ need to be surgically
removed as the degrees of testosterone in the steroid user’s physique don't return to regular once the steroids are stopped.

Dendritic cells are key antigen presenting cells that bridge the innate and adaptive immune systems.
Immature dendritic cells are activated after they seize, process, then current antigens,
maturing into immunostimulatory cells in the process.
Activated dendritic cells migrate to draining lymph nodes where they work together with naive T
cells to instruct the adaptive immune response.
The down-regulation of 11β-HSD1 could additionally be a part
of this mechanism to terminate inflammation. In the
absence of 11β-HSD1, mice are more sensitive to endotoxaemia (Zhang and Daynes, 2007), acute irritation is more severe (Coutinho et al., 2006),
and pro-resolution mechanisms could also be delayed (Gilmour et
al., 2006). We have recently found 11β-HSD1 expression and activity in mast cells,
key initiators of acute inflammation and critical targets of the anti-inflammatory actions of glucocorticoids in allergy (Coutinho et al.,
2006). Mast cells from 11β-HSD1-deficient mice are hypersensitive to degranulating stimuli (Coutinho
et al., 2006), suggesting that endogenous glucocorticoid amplification by way of 11β-HSD1 restrains their
activity. Glucocorticoid motion in T cells and, in particular, in thymus, where naive T cells (that have yet to encounter antigen) develop,
has been the subject of intensive analysis yet stays highly controversial.
Double optimistic cells, the overwhelming majority of the thymocyte population, are highly
sensitive to glucocorticoid-induced apoptosis (Purton et
al., 2004), efficient at physiological ranges of glucocorticoids (Jaffe, 1924).

Much in vitro evidence factors to a crucial role
for glucocorticoids in regulating T cell number, repertoire and performance, but the in vivo evidence is discordant.

If you are taking this treatment over a protracted interval, carry an identification card together with your
name and tackle, the kind and dose of your treatment, and your care group's name and tackle.
Taking more buy Steroids pills means
they will stay longer within the system and can be detected in steroid drug tests.
Primarily Based on my trial interval, I can confirm that whereas the half-lives of the injectables can prolong for days, these of the
oral steroids only survive for a few hours.

If you’re using a steroid cream it’s nice to have vaccinations,
but you’ll need to inform the individual giving you the injection to
avoid the world being handled with the cream. If you've any questions
or issues about this, speak to the healthcare skilled who prescribed your steroids.
Your doctor, rheumatology nurse or pharmacist ought to offer you
a steroid card when you want one. Steroids taken for a very lengthy time also can trigger your muscular tissues to turn into weaker, and so they would possibly occasionally affect durations in women. It’s essential that you just don’t cease taking steroids without talking to the individual treating
you first. If you normally wear contact lenses, you would possibly have to
avoid wearing these while having therapy with steroid eye drops.
This web page is about steroids that can be taken as
tablets, liquids, lotions and eye drops and ointments.

 


№12 სტუმარი სტუმარი Katrina

70918248

References:


most popular anabolic steroids (https://isowindows.net/)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent