შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დემონი ( ჩრდლების თამაში ) თავი 8


4-06-2017, 11:58
ავტორი Cruella-De-Vill
ნანახია 1 754

თავი 8

-ვერ მივხვდი-ჩემკენ გამოხედა, მხრები ავიჩეჩე.
-იცი ჩემი ყველას ეშინია,არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ეს, ჩემს დასაც კი!-ჩაიბურტყუნა, დაბნეულმა გავხედე.რატომ მეუბნებოდა ამას მე?
-ყველაზე მეტად ცხოვრებაში სიმართლეს ვაფასებ და ყველაზე მეტად სწორედ ეგ მაკლია-დაამატა როცა უნივერტეტის წინ გააჩერა მანქანა.
-შემიძლია მე გითხრა სიმართლე. ყველაზე ამორალური და საზიზღარი ადამიანი ხარ, მკვლელი რომელიც არავის ინდობს, რომლისთვისაც ნამდვილი გრძნობები არ არსებობს!-კბილებში გამოვცერი და მანქანიდან სწრაფად გადმოვედი.
ვიცი, ზედმეტი მომივიდა, მაგრამ უბრალოდ არ შემეძლო არ მეთქვა. უნივერტეტის ეზო დაცარიელებულიყო, საათს დავხედე. ლექცია 15 წუთის დაწყებულია!
თვალები გადავატრიალე, როცა დერეფანში ჩემთან ერთად ზეინიც შემოვიდა, მკლავში ხელი ჩამავლო და კედელს ამაყუდა.
-ჩემზე ასე ფიქრობ?-ბოხი ხმით მკითხა, თავი დავუქნიე და გავლა ვცადე, თუმცა მისმა ხელებმა კვლავაც კედელს ამაკრო.
-და ვერ გადაგაფიქრებინებ?-ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა და თვალებში შემომხედა, მზერა ავარდიდე და იატაკს დავაშტერდი.
-აზრს ვერ შემაცვლევინებ. ვერ შემაცვლევინებ, რადგან ჩემი ერთადერთი მეგობარი მოკალი, ჩემი მოკლვლა გინდოდა და შემი გაუპატირებაც სცადე, ამ ქალაქში კი შენი ტყვე ვარ. არამგონია აზრი შემაცვლევინო, რადგან მეზიზღები ზეინ მალიკ!-კბილებში გამოვცერი, მისგან თავი დავიძვრინე და სწრაფად შევედი სალექციო დარბაზში, წამებში კი ყველას მზერა ჩემსკენ იყო მომართული.
-რა გეჩქარებოდათ? იქნებ ჯობდა საერთოდ არ მოსულ....-ლექტორს სიტყვები გაუწყდა როცა დარბაზში ზეინი გამოჩნდა.
-ჩემთან ერთად იყო, რამე პრობლემაა?-უხეშად ჰკითხა ზეინმა.
-არა რათქმუანდა, ელისონ დაიკავე შენი ადგილი-გამიღიმა, თავი დავუქნიე და მარიასკენ წავედი.
-ის დღეს ჩემს გვერდით ჯდება!-დაისისინა ზეინმა და მხარში ხელი ჩამავლო. აუდიტორიის ბოლოსკენ წამიყვანა და ჯერ მე დამსვა, შემდეგ კი გვერდით მომიჯდა. ყველას ყურადღება ჩვენსკენ იყო მომართული.
"ჩვენ"-რა კარგად ჟღერს. წამებში გავაქნიე თავი და უაზრო ფიქრებისგან გავნთავისუფლდი.
-რას მიყურებთ, სიცოცხლე მოგბეზრდათ?-უხეშად იკითხა ზეინმა, ყველამ თავი გაატრიალა და ლექტორს გახედა.
-შეგიძლია ზოგჯერ მაინც მოიქცე ნორმალურად?-მხარი გაბრაზებულმა გავკარი, მან მხოლოდ ჩაიცინა.
-თვითკმაყოფილი იდიოტი ხარ !-დავისისინე.
-მიკვირს რატომ არ მოგკალი აქამდე-შემომიბღვირა. თვალები გადავატიალე, მაინტერესებს რას ტყვი როცა ჩემს ხელში აღმოჩნდები ზეინ მალიკ!
-მეც მიკვირს რატომ არ მომკალი!
-ალბათ იმიტომ რომ "ჩემი თოჯინა " ხარ!-ჩაიღიმა.
-სწორედ ამიტომაც ვამბობ რომ თვითკმაყოფილი იდიოტი და ამორალური ადამიანი ხარ! უფროსწორად შენ ადამიანი კი არა მონსტრი ხარ!-კბილებში გამოვცერი და მარიას და ზაკს გავხედე, რომლებიც ინტერესით იყურებონდენ ჩემკენ.
-ყველა გარედან რასაც ხედავს, ისვე ვგონივარ და სამწუხაროდ, ვერვინ ხვდება, მე როგორი ვარ !!! -ამოიჩურჩულა. წამით მის სახეს გავხედე, პირველად ვნახე სევდიანი ზეინი, მაგრამ მალეე დამალა მისი გრძნობები და თვალები კვლავაც ცივი გაუხდა. არაფერი ვუთხარი უბრალოდ ლექტორს გავხედე და წუთების თვლა დავიწყე სანამ ლექცია დასრულდებოდა. დრო საშინლად გაიწელა და შიგადაშიგ თავს დაუცველად და უხერხულად ვგრძნობდი. ზოგჯერ ზეინი გამომხედავდა, ჩაიღიმებდა და კვლავაც ლექტორს გახედავდა.
-დღევანდელი ლექცია დასრულებულია, მომავალ შეხვედრადე.-გაიღიმა ლექტრორმა. ყველა წამოიშალა, სწრაფად წამოვდექი და მარიასთან და ზაკთან მივედი.
-არ ვიცოდი დაგინახავდი თუ არა კვლავ!-ჩაიცინა ზაკმა და ჩამეხტა. გამეღიმა, ალბათ ჩემზე ნერვიულობნენ.
-მარია, წამომყევი, სალაპრაკო მაქვს!-ზეინის ცივი ხმა გაისმა. ტანში უსიამოვნო ჟრანტელმა დამიარა და წამებში აღმოვაჩინე რომ დარბაზში მხოლოდ ოთხნი ვიყავით. მარიამ თავი დაუქნია და გვერდზე გავიდნენ, მე და ზაკმა თვალი გავაყოლეთ, როცა აუდიტორიის ბოლოსკენ წავიდნენ და ლაპარაკი დაიწყეს.
-მისმინე, ჰარის უთხარი რომ კორეელებთან შეხვედრა 2 დღეში ექნება!-ამოიჩურჩულა ზაკმა, მისკენ თვალებგაფართოებული მივტრიალდი.
-რაა?-დაბნეულმა ვკითხე.
-მოკლედ, ზეინმა გაიგო რომ მე და მარია ჰარის ვეხმარებით და დროის საკითხია ყველაფერი. დღეს ქალქიდან მივდივართ, ჰარის გადაეცი რომ კორეელებთან საქმე ჩავაწყვე!-თავი გაოცებულმა დავუქნიე, ზეინი ჩემკენ წამოვიდა და მხარში ხელი ჩამავლო.
-გარეთ გადი და მანქანაში დამელოდე-კბილებში გამოსცრა. მარიას გავხედე, რომელიც შეშინებული მიყურებდა და თვალებით მეხვეწებოდა არ წავსულიყავი.
-არა!-ზეინს შევუბღვირე.
-ჩვენ წავალთ!-ძლივსღა ამოთქვა ზაკმა და მარიას ხელი მოკიდა, რომ გაეყვანა.
-შეჩერდი!-კბილებში გამოსცრა ზეინმა, სწრაფად ამოიღო იარაღი და მათ დაუმიზნა, მე კი შიშისგან თვალები გამიფართოვდა
-ელისონ, ახლავე წადი და მანქანაში დამელოდე!-შემომიბღვირა.
-რატომ? რომ კიდევ ერთხელ უნდა დამიხოცო მეგობრები?-დავუყვირე და მარიას წინ დავდექი.
-რატომ ხარ ასეთი ჯიუტი!-თვალები გადაატრიალა და მარიას და ზაკს გახედა.
-ახლა კარგად მისმინეთ, 5 წუთში კვლავ შემოვალ და თქვენ ორივე აქ იქნებით, თორემ გეფიცებით მთელს თქვენს ოჯახს ამოვხოცავ!-შეუღრინა ზეინმა, ხელი ჩამავლო და ოთახიდან გამომათრია.
-გამიშვი!-დავიკვლე, როცა მანქანაში ჩამტენა და კარები ჩამიკეტა.
-გთხოვ არ მოკლა!-დავიყვირე მაგრამ მას ჩემი არ ესმოდა, ნელი ნაბიჯებით შევიდა უნივერსტეტში, სწრაფად დავავლე მობილურს ხელი და ჰარის დავურეკე.
-ჰარ..იი!-ამოვისლუკუნე როგორც კი მობილური აიღო.
-რა ხდება? რამე ხომ არ დაგიშვა? კარგად ხარ?-ჩემი ხმის გაგონებაზე ჰარი ანერვიულდა.
-კიი!-ამოვისლუკენე და ცრემლები წამომცვივდა როცა გასროლის ხმა გავიგე.
-რამე დაგიშავა? მოვკლავ მე მაგის....
-მე არაფერი არ დამიშავა!
-მთავარია შენ არაფერი დაგიშავა!-ღრმად ჩაისუნთქა.
-სად ხარ?-ამოვიჩურჩულე და უნივერტეტისკენ გავიხედე.
-მელროსის ქუჩაზე...-კიდევ რაღაც უნდა ეთქვა მაგრამ მობილური გავთიშე და კარს ჯაჯგური დავუწყე. წამებში კი მარია და ზეინი დავინახე, მარიასთვის ხელი ჰქონდა ძლიერად ჩაბღაუჭებული და მანქანისკენ მოჰყავდა, მარია კი ტიროდა. ზეინმა მანქანის მართვის პულტით კარები გააღო და მარია უკანა სავარძელზე დასვა, შემდეგ კი მანქანაში ჩაგვკეტა. ჩანთა სავარძელზე დავაგდე და და უკანა სავარძელზე ძლივსძლივობით გადავბობღდი.
-კარგად ხარ?-ამოვიჩურჩულე და მარია ჩავიხუტე.
-მან...მან...ზაკი...მოკლა!-ამოისლუკუნა. ყელში ბურთი გამეჩხირა და ცრემლები წამომივიდა, მარიამ ხელები მომხვია და ჩამიხუტა.
-გოლდენის ქუჩის გადაკვეთაზე მოდი, სწრაფად!-გაისმა ზეინის ხმა, რომელიც მობილურზე ლაპარაკობდა. მანქანის კარი გამოაღო და მძღოლის სავარძელზე მოთავსდა.
-წინ გადმოდი!-დამიყვირა, შევხტი და მარიას გავხედე. მან შეშინებულმა შემომხედა და თავი დამიქნია. სწრაფად გადავბობღდი წინა სავარძელზე,ზეინმა იარაღი გადატენა, სპეციალურ ჩასადებში ჩადო და საქარე მინასთან დადო. ზეინს გავხედე რომელმაც მანქანა დაძრა, შემდეგ კი მარიასკენ გავიხედე, რომელიც აცრემლებული ჩაჰყურებდა მის მობილურს, სადაც ზაკის და მისი ფოტო ჰქონდა დაყენებული. მობილური ავიღე და ტექსტის აკრეფა დავიწყე.
"ჰარი მელროუსის ქუჩაზეა, იარაღს ავიღებ და კარებს გავაღებ, გაიქეცი"-სწრაფად მივწერე. თვალებგაფართოებულმა გამომხედა და მესიჯი გამომიგზავნა.
"შენ? ჰარი თვითონ მომკლავს თუ შენ ჩემს გამო რამე დაგემართა."
მესიჯს დავხედე, მერე კი ზეინს, რომლემაც მანქანით გოლდენის ქუჩისკენ შეუხვია.
"გაიქცი,ზეინი არაფერს დამიშავებს"-სწრაფად მოვწერე. გოლდენის და მელროუსის ქუჩების გადაკვეთაზე ზეინი შუქნიშანთან შეჩერდა, მარიას თავი დავუქნიე და იარაღს სწრაფად დავავლე ხელი. სპეციალური ჩასადები მოვხსენი და ზეინს დავუმიზნე. წამებში კი სწრაფად დავაჭირე კარის გახსნის ღილაკს და მარიას დავუყვირე.
-წადი!-მარიამ შეშინებულმა შემომხედა,ზეინმაც გამომხედა და გაეღიმა.
-მაგრამ....
-მარია წადი!-კბილებში გამოვცერი და ზეინს იარაღი შუბლზე მივადე, მარია სწრაფად გადავიდა მანქანიდან და გაიქცა.
-რა ჯანდაბას აკეთებ?-შემომიღრინა ზეინმა და თვალებში შემომხედა. ხელი ამიკანკალდა, პირველად მეჭირა იარაღი, ზეინმა ჩაიღიმა და ჩემსკენ გამოიწია.
-არ გაინძრე თორემ გეფიცები გესვრი!-წამოვიყვირე რასაც ზეინის ჩაცინება მოჰყვა. უკან დავიწიე და კარს ავეკარი როცა ზეინმა ხელიდან იარაღი გამომგლიჯა და მანქანიდან გადავიდა. ნელი ნაბიჯებით წავიდა იმ მხარეს საითაც მარია გაიქცა, მეც გადმოვედი მანქანიდან და მათკენ გავიქეცი, მაგრამ რაღაცამ, უფროსწორად ვიღაცამ შემაჩერა, მუცელზე ხელები შემომხვია და ჰაერში ამწია.
-გამიშვი !-დავიკივლე და მის მკლავებში დავიკლაკნე.
-დამშვიდდი!-დამიყვირა ნაილმა, რომელსაც როგორც ჩანს მოესწრო მოსვლა და მიჭერდა, რომ მათკენ არ გავქცეულიყავი. მარია გარბოდა… მელროუსის ქუჩისკენ უნდა შეეხვია, მაგრამ ზეინმა ამის საშიალება არ მისცა. სწრაფად გაისმა გასროლის ხმა და გამაყრუელბელი ხმა მთელს ქუჩას მოედო. დავიანეხე როგორ ჩაიკეცა მარია და წამოიკივლა, ზეინმა ფეხში დაჭრა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა მარიასკენ. ქუჩის ბოლოში იყვნენ, მაგრამ კარგად მესმოდა, როგორ ეხვეწებოდა მარია, რომ არ მოეკლა.ცრემლები მომდიოდა და ნაილის მკლავებისგან თავის დაღწევვას ვცდილობდი.
-თვალები დახუჭე!-მიბრძანა ნაილმა, ცრემლები ლაპალუპით მომდიოდა. თვალები ძალაუნებურად დავხუჭე და გაისმა კიდევ ერთი გასროლის ხმა.თვალები აღარ გამიხელია, მხოლოდ ერთზე ვფიქრობდი. ზეინმა ყველა მომიკლა ვინც მიყვარდა, ვისთანაც ვმეგობრობდი. მუხლებში ძალა გამომეცალა, ნაილს რომ არ დავეჭირე ალბათ მიწაზე დავენარცხებოდი, ყველაფერი ბინდმა მოიცა, ყურებში მხოლოდ მარიას კივილი და გასროლის ხმა ჩამესმოდა, ყველაფერი გაშავდა და გონება დავკარგე.
___________________________________________
თვალებს არ ვახელ, საწოლზე მოკუნტული ვწევარ და ხელისგულებს ყურებზე ძლიერად ვიჭერ. ცრემლები კვლავაც არ ჩერდება, უბრალოდ არ შემიძლია დავივიწყო, რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა. ამჟამად საერთო საცხოვრებელში ვარ და მარიას საწოლზე ვწევარ, გული ნაწილებად მეფლითება, რამდენჯერაც ზეინს ვნახავ იმდენჯერ მარიას კივილის ხმა მესმის შემდეგ კი გასროლის.ბოლოს კი ზეინის მკლავებში ვკარგავ გონებას. დაახლოებით 5-6 დღე გავიდა ,რაც კიდევ ორი მეგობარი მომიკლა ზეინმა. ყველაფერს არეულ ფერებში ვხედავ, მიჭირს იმის გაცნობიერება, რომ აღარც მარიაა ცოცხალი და აღარც ზაკი.
-კარგი რა, გთხოვ უბრალოდ შეეშვი მათ გლოვას!-ამოიჩურჩულა ჰარი და გვერდით მომიწვა. ზეინმა რომ იცოდეს, რომ ჰარი ახლა ჩემთან ერთადაა, ალბათ ისვ მის სახლში წამიყვანდა.
-როგორ შეგიძლია ასეთი გულცივი იყო, შენთვის მხოლოდ ის არის მნიშვნელოვანი რომ მე არაფერი დამიშავდა, მაგრამ მარია და ზაკი შენი მეგობრები იყვნენ და სწორედ იმიტომ დახოცა ზეინმა რომ შენ გეხმარებოდნენ!-ამოვისლუკუნე და გაბრაზებულმა გავხედე.
-მათ იცოდნენ რომ რისკზე მიდიოდნენ, მათ იცოდნენ რომ შეიძლება ისინი მოეკლათ, მაგრამ ისინი შენ გიცავდნენ! ხოლო ასე ცივად იმიტომ ვლაპარაკობ, რომ უკვე შევეჩიე საყვარელი ადამიანების დაკარგვას!-ამოილუღლუღა, შუბლზე მაკოცა და ხელები შემომხვია. თავი მკერდზე მივადე და ამოვისკუკუნე.
-აქ ყოველდღე კლავენ ხალხს, აქ ეს ყველაფერი უბრალო ამბავია, ხალხს უბრალოდ გული გაუცივდა, რადგან მაფიოზურ სამყაროში, რომ გადარჩე ქვის გული უნდა გქონდეს.
-მე არ მინდა ქვის გული მქონდეს! არ მინდა დავივიწყო რომ ზეინმა ამანდა, ზაკი და მარია მოკლა!-თითქმის დავიყვირე.
-არც დაივიწყო, შენი გულის ტკივილი უნდა გარდაქმნა და შური უნდა იძიო! მე არ გეუბნები დაივიწყეთქო, ვიცი როგორია როცა თვალწინ გიკლავენ საყვარელ ადამიანს და შენ უბრალოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლია, მაგრამ ბრძოლა ვისწავლე იმისთვის რომ ვინც მოკლა იმას გავუმწარო ცხოვრება, შენც უნდა გაუმკლავდე და დანაკარგი უნდა შეივსო. ვიცი ძნელია, მაგრამ გამოგივა.-ამოიჩრჩულა
-მე კვლავ თამაშში ვარ!-ამოვილუღლღე და საწოლზე წამოვჯექი, ჰარის გავხედე, რომლემაც ინტერესიანი თვალებით ამომხედა.
-მართალი ხარ, შური უნდა ვიძიო! ტირილით მათ ვერ დავაბრუნებ, მაგრამ შემიძლია ისე გავაკეთო, რომ მათ მკვლელს ცხოვრება გავუმწარო!
-აი, ასეთი მაგარი დაიკო მყავს!-ჩაიცინა ჰარიმ
-ჰარიიიიიიი!-საწყალი სახით შევხედე.
-რა გინდა ?!-ჩაიცინა და ამომხედა
-რაღაც უნდა გთხოვო!-თვალები დავახმხამე და ქვედა ტუჩი გამოვბრუცე.
-რა გინდათქო?-გაეცინა
-მინდა რომ ზეინის და იპოვო, ნაილმა თქვა რომ ზეინის სუსტი წერტილი. მხოლოდ მისი და არის.-ჰარიც საწოლზე წამოჯდა და დაბნეული მიეყუდა ზურგით კედელს.
-მგონი ვიცი, სადაც არის მაგრამ მისი დის ჩარევა არ მინდა ამ საკითხში-დაბნეულმა შემომხედა.
-რატომ? მეც შენი და ვარ, ზეინმა ისე ჩამრია მაფიაში. რომ თავს ვერ დავაღწევ ამ ყველაფერს! რატომ უნდა იყოს მისი და აქედან შორს? -შევუღეინე -"კბილი, კბილის წილ, თვალი თვალის წილ"-კბილებში გამოვცერი და ჰარის გავხედე.
-მისი და მხოლოდ 12 წლისაა -უკმაყოფილოდ შემომხედა. სახე შემეცვალა, უფრო დიდი მეგონა რატომღაც.
-სახელი? მე ის მჭიდდება!
-კარგი!-თვალები გადაატრიალა-ვიპოვი და ჩემი მეგობარია ერთი, ლიამი ქვია. მას ვთხოვ, მოძებნის და ჩამოიყვანს. ნინა პატარაა, არავის გვინდა მისი ჩარევა ამ საქმეში.
-ლიამს ენდობი?-მისკენ გავიხედე, თავი დამიქნია-ზეინთან წამიყვან?-ვკითხე უეცრად. გაოცებულმა შემომხედა, იმედია როცა ზეინს ვნახავ ისევ გონებას არ დავკარგავ, როგორც ამ დღეების განმავლობაში ხდებოდა.
-მანქანაში დაგელოდები-შუბლზე მაკოცა და წამოდგა.
-საზიზღარი ხარ!-შევუბღვირე.
-რატომ?-გაოცებით მოტრიალდა და კარები გააღო.
-შუბლზე პატარებს კოცნიან!-შევუბღვირე, მაგრამ გამეცინა.
-შენ ჩემი პატარა დაიკო ხარ!-გაიცინა მანაც და ოთახიდან გავიდა. წამოვდექი და კარი დავკეტე, შემდეგ კი მოვწესრიგდი რაც ცოტათი ძნელი აღმოჩნდა რადგან თვალები ტირილისგან ჩაწითლებული და დასიებული მქონდა. სარკეში ჩემს ანარეკლს მივაშტერდი.
-მიფრთხილდი ზეინ მალიკ, ყველაზე მეტად ჩემი უნდა გეშინოდეს არავინ და არაფერი მაქვს დასაკარგი!-კბილებში გამოვცერი.
მალევე ჩავიცვი, კარები გავაღე და კიბეები ჩავირბინე.
-ასე არავითან შემთხვევაში არ წახვალ!-თვალები გადაატრიალა ჰარიმ, როცა მოკლე კაბაში დამინახა, რომელიც სულ ოდნავ მიფარავდა საჯდომს.
-კარგი რაა!-გამეცინა-არ ვაპირებ გამოცვლას!-გამეცინა და მის მანქანაში ჩავჯექი.
-ელისონ ,ახლავე ახვალ ოთახში და შარვალს ან შორტს ჩაიცმევ, ისე არ წაგიყვან ზეინთან!-კბილებში გამოსცრა და გამოხედა.
-აუ, ჰარი კარგი რა!-ამოვიბუზღუნე.
-ახლავე!-შემომიბღვირა-თორემ მანქანას არ დავძრავ!
თვალები გადავატრიალე და მანქანიდან გადმოვედი, კვლავ ოთახში დავბრუნდი და შორტი ჩავივი, შემდეგ კი ისევ მის მანქანაში ჩავჯექი.
-კმაყოფილი ხარ?-შევუბღვირე გაბუტულმა
-სავსებით !-ჩაიცინა და მანქანა დაძრა.
____________________________________________
კართან დაბნეული ვიდექი, არ შემეძლო უბრალოდ ამესრულებინა ჩემი გეგმა, არ შემეძლოო!
უცებ კარი გაიღო და დაბნეული ზეინის თვალებს მივაშტერდი. წამებში მარიას კივილის ხმა და გასროლის ხმა შენაცვებით გაისმა ჩემს გონებაში ,მთელი ძალისხმევა მოვიკრიბე და თვალებში მივაშტერდი.
-სადმე წასვლას აპირებდი?-ხმის კანკალით ვკითხე
-უკვე ,აღარ!-გამიღიმა-შემოხვალ?
თავი დავუქნიე და ზეინმა კარები უფრო ფართოდ გააღო და გვერდზე გაიწია რომ შევსულიყავი, თვალი სახლს მოვავლე და სასტუმრო ოთახში გავედი. დივანზე ჩამოვჯექი ,მალევე ზეინიც ჩემს გვერდით ჩამოჯდა და ორივე უინტერესოდ მივაშტერდით გამორთულ პლაზმურ ტელევიზორს. არც ერთს არ გვინდოდა პირველად ხმა ამოგვეღო.
-რას გრძნობდი როცა კლავდი?-ამოვიჩურჩულე და თვალები დავხუჭე, ჩემს გონებაში კვლავ მარიას კივილი და გასროლის ხმა გაისმა.
-არაფერს.სრულიად არაფერს!-ამოიჩურჩულა
-რას იგრძნობდი მარიას მაგიერ მე რომ ვყოფლიყავი?-მისკენ მივტრიალდი და თვალებში შევხედე,დაბნეულმა ამარიდა თვალები.
-არ ვიცი!-კვლავ ამოიჩურჩულა
-მე ვიცი!-კბილებში გამოვცერი-არაფერს!
-ეს ასე არ არის!-შემომიბღვირა და წამოდგა-მე... არ ვიცი რას გრძნობ შენს მიმართ… -თვალი გავაყოლე როცა სასტუმრო ოთახიდან გავიდა. სწრაფად წამოვდექი და მას გავყევი.
-ნუ მომყვები!-კბილებში გამოსცრა როცა მასთან ერთად შევედი სამზარეულოში.
-პასუხს გაურბიხარ!-კბილებში გამოვცერი-რა იგრძენი როცა მარია მოკალი და რას იგრძნობდი მარიას ადგილას მე რომ ვყოფილიყავი!-დავიყვირე, ჩემსკენ შემოტრიალდა და სწაფად ამაყუდა კედელს.
-არაფერი!-კბილებში გამოსცრა-არაფერი არ მიგვრძნია როცა მარია მოვკალი, უამრავი ხალხი მომიკლავს მაგრამ მხოლოდ ერთ მათგანზე ვიგრძენი სინანული!-გაბრაზებულმა შემომხედა და მისი ხელები წელზე ამისრიალა.
-ვინ იყო?-ამოვიჩურჩულე სუნთქვაშეკრულმა.
-გოგო რომელიც მიყვარდა!-ამოიჩურჩულა და უკან დაიხია, გაოცებული მივაშტერდი როცა კვლავ წასვლა დააპირა.



№1 სტუმარი Guest ლამაზთვალება

ძან მაგარია.. ❤❤ დღეს ან ხვალ დადე რა მომდევნო თორე გასკდა გული..

 


№2 სტუმარი Whole world

Ratom ver vitan zeins? Ambobs miyvardao mere ambobs movkalio zalian mzuls es personaji gtxov male moashore. Tavis grznpbebshi ver garkveula jer ar minda elisoni kidev ufro metadata datanjos. Sxva yvelaferi momwons sainteresoa

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

კარგი იყო მალე დადე..... ჩადგნენ რა მალე სათავეში ჰარი და ელისონი ვეღარ ვითმენ

 


№4 სტუმარი Guest ანჩო

Whole world
Ratom ver vitan zeins? Ambobs miyvardao mere ambobs movkalio zalian mzuls es personaji gtxov male moashore. Tavis grznpbebshi ver garkveula jer ar minda elisoni kidev ufro metadata datanjos. Sxva yvelaferi momwons sainteresoa

ზეინია აქ მთავარი პერსონაჟი და მალე რო მოიშორონ მოთრობა აზრს დაკარგავს :))))

 


№5  offline წევრი skida

ყველგანაა ცუდი და კარგი პერსონაჯები ან ბოროტება გაიმარჯვებს ან სიკეთე სწორედ ეს სძენს ისტორიას თავის ხიბლს თან ყველა იდეალური ხომ ვერ იქნება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent