შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დემონი ( ჩრდლების თამაში ) თავი 9


5-06-2017, 10:47
ავტორი Cruella-De-Vill
ნანახია 1 682

-ვინ იყო?-ამოვიჩურჩულე სუნთქვაშეკრულმა.
-გოგო რომელიც მიყვარდა!-ამოიჩურჩულა და უკან დაიხია, გაოცებული მივაშტერდი როცა კვლავ წასვლა დააპირა.
თავი 9
-მას ბელა ერქვა?-მოუთმენლად ვიკითხე და მისკენ გავიწიე, მაგრამ მან უკან დაიხია. თავი დახრილი ჰქონდა, ხმას არ იღებდა, როგორც კი გოგოს სახელი ვთქვი, ამომხედა და მისი კარამელისფერი თვალები შემომანათა.
-კი!-ამოიჩურჩულა- მაგრამ შენ ბელა არ ხარ, შენ ისეე ვერ მოგექცევი როგორც ბელას მოვექეცი. შენ მეკუთვნი ელისონ,შენ ჩემი ხარ!მე შემიძლია მოგკლა მაგრამ... ამას არ გავაკეთებ რადგან მჭირდები!-ბოლო სიტყვა ჩურჩულით წარმოსთქვა.
-რატომ?-კბილებში გამოვცერი-კითხევბს თავს არიდებ, პრობლემებს არ აგვარებ არამედ პრობლეების შესაწყვეტად ხალხს კლავ! შენი აზრით ეს ნორმალურია?
-მისმინე, შენ სხვა სამაყაროში გაიზარდე!-უხეშად მითხრა და კარისკენ წავიდა-შენ არ მოგიკლეს დედა თვალწინ, არ გაყურებინეს როგორ აწამებნდენ შენთვის საყვარელ პატარა დებს, შენი მამა არ შეშლილა ჭკუიდან და შენ არ მოგიკლია ადამიანი, მე და შენ განსხვავდებით როგორც მზე და მთვარე!როგორც ცა და დედამიწა, შენ არ გინახავს რა შედეგი მოაქვს როცა მაფიას არ ემორჩილები, არ გინახავს როგორ იწვის სახლი და მასთან ერთად ხალხი, არ შესწრებიხარ არაფერს რაც მე მაფიასთან მაკავშირებს. ეს ყველა მოგონება ჩემთვის საშინელებაა, იცი ადამიანს რომ კლავ თვალებში არ უნდა უყურო? იმიტომ რომ მისი შიშნარევი და მუდარითაღსავსე თვალები გამახსოვრდება და მას ყველგან ხედავ! გგონია ვიღაც გითვალთალებს, გგონია ჭკუიდან იშლები და მაინც ვერ გაექცევი ამ დაწყევლილ მაფიას! რომც გაიქცე, შეიცვალო სახელი და გვარი, ახალი ცხოვრება დაიწყო ძველი არსად წავა, ყოველ ღამე ის თვალები დაგიწყეებენ თვალთვალს რომლის მესაკუთრეც მოკალი!-მთელ ხმაზე იღრიალა და კარები გააღო შემდეგ კი სახლიდან წავიდა, დაბნეული ერთ ადგილას ვიდექი და ვცდილობდი გადამეხარშა ის სიტყვები რაც ზეინმა მითხრა, ნუთუ ამდენი განიცადა? ნუთუ შეუძლია მასაც გააჩნდეს გრძნობები.ზიზღი სადღაც გაქრა და მისი ადგილი მხოლოდ სინანულმა დაიკავა, ასე არ უნდა მოვიქცე, მართალია მან მეგობრები მომიკლა მაგრამ... სინანული ვერ შევცლის ჩემი შურისძიების წყურვილს.
ახლა კი ზუსტად ვიცი მისი თითოეული სუსტი წერტილი და მათ მე გამოვიყენებ. ის მთვარეა, მე მზე, მთვარეს კი ყოველთვის სჭირდება მზე რომ გაანათოს.
ეშმაურად ჩავიცინე .მიფრთხილდი ზეინ მალიკ შურისძიება იწყება,შენი და კი ყველაზე კარგი საშუალებაა ამ ყველაფრისთვის.
_____________________________________
დივანზე ვარ "აბობღებული",მუხლები მკერდთან მაქვს მიტანილი და თავი მუხლებში მაქვს ჩარგული, გრძნობა რომ ვიღაც მიყურებს ჭკუიდან მშლის, თვალებს კი განძრახ არ ვახელ თვალებს, მთელი სხეული უჩვეულო გრძნობას შეუპყრია.
-კარგად ხარ?-მესმის ჩურჩული და ვიღაც გვერდით მიჯდება, თვალების გახელა არ მჭირდება რომ მივხვდე ვინ არის.
-არა!-ამოვიჩურჩულე-რატომ შემაჩერე ნაილ? მე შემეძლო მარია გადამერჩინა.
-შენ?-ჩაიცინა-ზეინმა არ დაინდო გოგო რომელიც უყვარდა და შენ ან მარიას დაგინდობდათ?
-არ ვიცი!-მას გავხედე-მხოლოდ 2 კვირაა რაც ამ ქალაქში ვარ და დავიღალე ამ ყველაფრით, აქედან წასვლა მინდა....
-ამ ქალაქიდან ვერავინ წავა ცოცხალი!-ხმამაღლა მითხრა, თავი დავუქნიე და ძალით გავუღიმე, შემდეგ კი მობილურს დავხედე რომელიც მთელი ამ დროსის განმავლობაში რეკავდა. მობილურზე "ჰარი" დაეწერა და მეც სწრაფად ვუპასუხე.
-გისმენ!-ამოვილუღლუღე
-ჯანდაბა, ელისონ!-იმხელა დაიყვირა რომ ნაილმაც გაიგო და სწრაფად გამომხედა-რომ გირეკავ მიპასუხე, აღარ ვიცოდი რა მეფიქრა.
-დამშვიდდი!-გამეცინა-იპოვე ვინც მჭირდება ის?
-არამარტო ზეინის და, ნაილიც ჩვენს ხელშია!-ჩაიცინა-ნაილის უფროსი და ლოლა და უმცროსი ძმა, კენი უკვე პალერმოში არიან. ყველა ჩემს ხელშია,ნუ არამარტო ჩემს ხელში!-ჩაიცინა
-ვის ელაპარაკები!-გამომცდელად შემომხედა ნაილმა
-წარმატებები გეგმის შესრულებაში, გახსოვდეს ვინ ხარ სინამდვილეში. შენ გრიზელდა ბლანკოს შვილი ხარ, აღარ არის საჭირო დამალვა, ყველაფერი დღეს იწყება!
-შენ ხომ თქვი, ერთ თვეშიო?-დაბნეულმა ამოვილუღლუღე
-მან მეგობრები მომიკლა, მე ამას არავის ვპატიობ, მაგრამ რადგან დაგპირდი ზეინს და ნაილს შენ გაბარებ!-ჩაიცინა ჰარიმ და მობილური გათიშა, მეც მობილური დივანზე მივაგდე და ნაილს გავხედე.
-ელოსონ ვის ელაპარაკებოდი!-სწრაფად მკითხა როცა ჩემს სახეზე ეშმაკური ღიმილი დალანდა.
-მინდა გითხრა რომ ჰარის ველაპარაკებოდი რომელსაც შენი უფროსი დაიკო, ლოლა და უმცროსი ძამიკო,კენი ჰყავს!-დამცინავად შევხედე.ნაილი სულ გაფითრდა და სწრაფად წამოხტა ფეხზე.
-რა თქვი? შეუძლებელია,ისინი ირლანდიაში არიან და მათ იცავენ!-დამიყვირა
-როგორც ჩანს კარგად ვერ დაიცვენ ან ჰარის ენდენ როცა უთხრა რომ შენი გადაწყვეტილებით ჰარის ისინი პალერმოში უნდა წამოეყვანა!
-რა თამაშს თამაშობ ელისონ!-დამიყვირა, სწრაფად ჩამავლო მკლავში ხელი და წამომაყენა.
-ჩრდილების თამაშშს!-კბილებში გამოვცერი როცა შემანჯღრია, ნაილი ადგლზე გაშეშდა. თვალები გაუშეშდა და მასში სიცივე ჩაუდგა.
-ჩრდილების თამაშს მხოლოდ ისინი თამაშობენ ვინც მაფიოზურ ოჯახს მიეკუთვნება, ასეთი კი მხოლოდ ორი ოჯახია. მალიკების კლანი და ბლანკოების კლანე. შენ არც ერთს არ მიეკუთვნები!
-ცდები!-კბილებში გამოვცერი და მისი მკლავებიდან თავი გავინთავისუფლე-შენს წინ ახლა გრიზელდა ბლანკოს მეორე შვილი დგას. დღეს გადატრიალება მოხვდება, დედაჩემი ბრუნდება, მე და ჰარი ზეინის მისაკუთრებულ ძალაუფლებას დავიბრუნებთ. დღეს ყველაფერი დასრულდება თქვენთვის.-კბილებში გამოვცერი და თვალი ავარიდე, პირველად თავს დაუცველად კი არა ძალაუფლებიანად ვგრძნობდი.
-კენს და ლოლას არაფერი დაუშავოთ!-შემომიღრინა ნაილმა
-ნაილ შენ არ ხარ ისეთ მდგომარეობაში რომ პირობები წამომიყენო!-ჩავიღიმე
-ახლა შენ ხარ მონსტრი, ელისონ!-კბილებში გამოსცრა
-მისმინე შენი უბადრუკი სიცოცხლე ვიხსენი და სამუდამოდ ციხეში ჩასაჯდომად არ გამიმეტებიხარ, დაგიცავი როცა ჰარიმ გადაწყვიტა შენი ცხოვრება ბოლომდე გაენადგურებინა! ჩემთან ვალში ხარ და ეს უნდა დაიმახსოვრო!-ლაპარაკის განმავლობაში ვიღიმოდი, ნაილს კი სახე ნელ-ნელა უმკაცრდებოდა.
-რა ჯანდაბას მოითხოვ ჩემგან?-კბილებში გამოსცრა
-ჭკვიანი ბიჭი ხარ ნაილ!-ჩავიცინე
-ჯანდაბა,ელისონ ნერვებზე მოქმედებ, პირდაპირ მითხარი რა ჯანდაბა გინდა ჩემგან?-დამიყვირა.
-დღეიდან ჩემზე და ჰარიზე იმუშავებ!-კიდევ ერთხელ გავიღიმე
-კარგი!-ღრმად ჩაისუნთქა და კარის მიმართულებით გაიხედა, მეც კარისკენ გავიხედე და მალევე სახლში ზეინი შემოვიდა და ნაილს გაოცებულმა გახედა.
-აქ რას აკეთებ? ფრანგებს არ უნდა ხვდებოდე მიწისქვეშა კაზინოების თაობაზე?-დაბნეულმა შეხედა, ნაილმა მე გამომხედა.
-ელისონი....-რაღაცის თქმა დააპირა ნაილმა მაგრამ მისკენ მივტრიალდი და ტუჩზე საჩვენებელი თითი მივიდე. ზეინისგან ზურგით ვიდექი ამიტომ მას ჩემი ეს ჟესტი არ დაუნახია, ნაილი გაჩუმდა და მე მომაჩერდა.
-ნაილი წასვლას აპირებდა!-გავიღიმე-არა ნაილ?-ბოლო სიტყვები კბილებში გამოვცერი, ნაილმა თავი დამიქნია და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა სახლიდან, ზეინმა გაოცებით გააყოლა თვალი ,შემდეგ კი მე გამომხედა.
-რაა?-ხელოვნური გაკვირევებით ვიკითხე
-არაფერი!-მხრები აიჩეჩა, ტელევიზორი ჩავრთე და მას მივაშტერდი.
-ჩემზე გაბრაზებული ხარ?-მკითხა და გვერდით მომიჯდა.
-არა!
-კი გაბრაზებული ხარ!-ჩაიცინა
-რატომ გაურბიხარ პასუხს?-მისკენ მივტრიალდი-რას გრძნობ ჩემს მიმართ?!
-არვიცი!-თვალებში ჩამაშტერდა-მთელი 2 წელიწადი შენს ცხოვრებას ვაკვირდებოდი, შემდეგ კი პალერმოში ჩამოგიყვანე...მართლა არ ვიცი რას ვგრძნობ შენს მიმართ.
-ნუთუ ზეინ მალიკს შევუყვარდი!-გამეცინა
-შეიძლება!-უხერხულად დამეკრიჭა, გაოცებით მივაშტერდი.
-შენ რას გრძნობ ჩემს მიმართ?-კითხვა შემომიბრუნა
-ამის მოსმენა არ გესიამოვნება!-გავუღიმე
-მითხარი!-მიბრძანა
-მეზიზღბი, ვერ გიტან, შენს მიმართ მხოლოდ სიძულვილს ვგრძნობ!-კბილებში გამოვცერი, ზეინს ღიმილიანი სახე მოეფუქრა და ღიმილი ჩაუქრა.
-არაფერს მაინც ჯობია!-ამოიჩურჩულა და ტელევიზორს მიაშტერდა, შემდეგ კი გამომეტყველება შეეცვალა სახეზე გაოცება გამოეხატა ხოლო თვალებში შიში ჩაუდგა. მეც ტელევიზორს გავხედე, ეკრანზე ქერა, ოდნავ მსუქანი ქალი იყო გამოსახული.
-აუწიე ხმას, სწრაფად!-კბილებში გამოსცრა ისე რომ ჩემთვის არც შემოუხედავს, მეც პულტს ხელი დავალე და ავუწიე, წამებში კი ქალის მკაცრი ხმა გავიგონე
-მე ვარ გრიზელდა ბლანკო, ალბათ ყველა უკვე კარგად მიცნობთ. მე ჩემს ცხოვრებას ვუბრუნდები და ამიერიდან მე ვმართავ ამ ქალაქს და ამაში ჩემი შვილები დამეხმარებიან....
-ჯანდაბა!-დაიღრიალა ზეინმა და ფეხზე წამოხტა
-ხოლო ხალხი რომელიც აქამდე მართავდა ქალაქს დაისჯება!-გაისმა კიდევ ერთხელ გრიზელდას ხმა, ზეინმა სწრაფად ამიღო იარაღი და გამწარებულმა ტელევიზორის ეკრანს ესროლა. ხომ გაგიგონიათ გამოთქმა "ახლა იწყება თავდავიწყება"
ჩუმად ჩავიცინე მერე კი გავიხსენე ქალის სახე, წამებში გამახსენდა როცა ბავშვთა სახლში მომაკითხა და ჰარის სურათი მომცა, გამეღიმა. ის არ არის დამნაშავე რომ მე მასთან არ ვიზრდებოდი.
-წამოდი!-დამიყვირა და ხელი მხარჩი ჩამავლო.
-ზეინ ,რა ხდება?-ღიმილით ვკითხე, არ გამომივიდა დაბნეული სახე მიმეღო.ზეინი სახეზე დამაკვირდა, მე კი სიცილი ვერ შევიკავე და გამეცინა, ესეც ასე, ყველაფერი დამთავრდა, ჩრდილების თამაში ჩემი ოჯახის მოგებით დასრულდა. მე გავიმარჯვე, ახლა მე ზეინის ტყვე აღარ ვარ არამედ ის არის ჩემი ტყვე!!!
-შენ რაღაც იცი ამის შესახებ!-კბილებში გამოსცრა, ჩამეღიმა და სწრაფად გავინთავისუფლე ხელი.
-მხოლოდ ის რომ ჰარი გრიზელდას შვილია!-ჩავიცინე
-წამოდი!-კბილებში გამოსცრა და ხელი მომკიდა და სახლიდან გამომიყვანა, სანამ ზეინი ჩემს მანქანაში ჩასმას მოასწრებდა, ჩვენს წინ სწრაფად გაჩერდა წითელი პორშე, იქიდან კი ჩემთვის უცნობი ადამიანი გადმოვიდა.
-ლუის?-გაოცებით იკითხა ზეინმა
-ვიცი რაც ხდება, ქალაქიდან წასვლას ვაპირებ, ხომ წამოხვალ?-სწრაფად იკითხა ლუიმ და მე შემათვალიერა
ზეინმა თავი დაუქნია და მისი მანქანისკენ წავიდა, თან მეც "წამათრია"
-ესეც ჩვენთან ერთად მოდის?-შემათვალიერა ლუისმა
-მე სახელი მაქვს და ელისონი მქვია!-შევუღრინე
-მაგარი გოგოა!-ჩაიცინა ლუისმა და მძღოლის მხარეს ჩაჯდა
-ვიცი!-გაიღიმა ზეინმა და უკანა კარი გამიღო, თვალები გადავატრიალე და მანქანაში ჩავჯექი
-ნაილი გოლდენის ქუჩაზე დაგვხვდება, მივწერ რომ შენ და ელისონიც მოდიხართ!-მოიბურტყუნა ლუიმ და მობილურზე მესიჯის აკრეფვა დაიწყო. კმაყოფილმა ჩავიცინე, წარმომიდგენია როცა ლუი გოლდენის ქუჩაზე გააჩერებს მანქანას და იქ ჰარი, დედაჩემი და ნაილი რომ დახვდებინ. ჩემი ჩაცინება ზეინს არ გამოპარვია და ეჭვისთვალით გამომხედა.ლუიმ მანქანა დაძრა.
-და თქვენ არ გიფიქრიათ რომ ნაილი ჰარის მხარესაა?-ჩავიცინე
-არა, იმიტომ რომ ის ჩვენი მეგობარია!-შემომიღრინა ზეინმა.
-მაგრამ დღეს ის ჰარის მხარესაა ,ასე რომ თუ გოლდენის ქუჩაზე წახვალ ჰარის ხელში აღმოჩნდებით!-გამეღიმა
-ვინ ჯანდაბაა ეს გოგო?-დაიყვირა ლუისმა და მკვეთრად მოუიხვია,სახეზე კვლავ ეშმაკური ღიმილი გამომესახა, როცა ნაცნობი მანქანა დავინახე.
-მოგვდევენ!-კბილებში გამოსცრა ზეინმა და 2 შავ ჯიპს თვალი შეავლო.
-ვხედავ!-თვალები დაუბრიალა ლუიმ და კიდევ ერთხელ შეუხვია, მობილურს ხელი დავავლე.
"ქალაქიდან ყველა გასასვლელი გადაკეტეთ"-სწრაფად მივწერე ჰარის, ზეინმა ხელიდან გამომგლიჯა მობილური და მესიჯს დახედა.
-მაინც ვერ გავიგე რა ურთიერთობა გაქვს ჰარისთან!-შემომიბღვირა, ლუიმ ჩიხში შეუხვია.
-ჯანდაბა!-დაიღრინა და მანქანიდან გადავიდა, ზეინმა ხელი მომკიდა და მეც გადამიყვანა, გზა აღარ ჩანდა 3 მხრიდან კედლებით ვიყავით შემორტყუული, მალევე კი შემოსასვლელთან ორი ჯიპი გაჩერდა.
-აქეთ!-დაიყვირა ზეინმა და კლუბში შეესასვლელი კარი გააღო. შემდეგ კი პირზე ხელი ამაფარა და კლუბში შემათრია,წამებში კი ლუიც შემოგვყყვა,მუსიკის მაღალ ხმაში არავის ხმა აღარ მესმოდა,მხოლოდ ზეინს მივყვებოდი რომელსაც ჩემი ხელი ეჭირა ,მალევე ზეინმა ბიჭების საპირფარეშოს კარები შეაღო და შიგნით შემაგდო,ჩვენ ლუიც მოგვყვა რომელმაც კარი ჩაკეტა.
-რას მოათრევ ამ გოგოს?მის გარეშეც შეგვიძლია გავიქცეთ!-დაიღრინა ლუიმ
-დაწყნარი!-ყვირილში არ ჩამორჩა ზეინი-მას ჰარისთან არ დავტოვებ!
-ჰარი არაფერს დამიშავებს!-გამეცინა,ორივემ მე გამომხედა მკაცრი მზერით.
-და რატომ გგონია რომ ცოცხალს დაგტოვებს?-ახლა მე შემომიბღვირა ლუიმ
-იქნებ იმიტომ რომ მისი უმცროსი დაიკო ვარ!-დაცინვით შევხედე და დავინახე როგორ შეეცვალა ორივეს სახე,გაოცება,შიში და შური ერთმანეთსი აერიათ და დაბნეულები მომაშტერდნენ.
-ზეინი ვერ გადარჩება,მაგრამ შენ შეგიძლია სიცოცხლე გადაირჩინო და ამასთანვე შენი ოჯახი,რომელიც უკვე პალერმოშია...-ღიმილით შევხედე ლუისს,რომელის სახეზეც უამრავი ემოცია იკითხებოდა,ზეინი საწრაფად მივიდა ფანჯარასთან რომელიც ქუჩას გადაჰყურებდა და ფანჯარა გააღო.
-წამოდი!-შემომიბღვირა და ხელი მომკიდა,ფანჯარასთან მიმიყვანა და ჯერ თვითონ გადაძვრა,შემდეგ კი მე დამეხმარა.რატომ მივყვები? მე თვითონაც არ ვიცი.
-ლუის მოდიხარ?-დაუყვირა ზეინმა,ორივემ მას გავხედეთ რომელმაც თავი გაქნია.
____________________________
-დავიღალე!-ამოვილუღლუღე როცა ზეინი არაფრით არ გაჩერდა.
-წამოდი!-დამიყვირა
-ზეინ,გეყოფა!დამთავდრა ყველაფერი,ვერსად გაიქცევი!-მეც დავუყვირე,მკლავზე მოკიდებული ხელი გამიშვა,სამაგიეროდ ფეხებზე შემომხვია და მხარზე გადამიკიდა.
-დამსვიიიიი!-დავიყვირე მაგრამ არ მომისმინა,სწრაფი ნაბიჯებით წავიდა ტყისკენ,თვალები გადავატრიალე როცა დამსვა.
-არ გაიქცე!-გამაფრთხილა და ხელი გამიშვა
-სად უნდა გავიქცე? ტყეეში დავიკარგები!-შევუბღვირე და მას შევხედე,ზეინმა სწრაფად მოაშორა ბალახი მიწას და მალევე ორივემ რკინის კარი დავიანხეთ,კარს გაოცებული მივაშტერდი,ზეინმა რაღაც კნოპკას მიაჭირა ხელი.
-რამდენი ხნის საკვების მარაგია?-იკითხა ხმამაღლა.
-ეს უკვე ჭკუიდან შეიშალა!-თვალები გადავატრიალე მაგრამ ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როცა მონოტორული ხმა გაისმა
-3 თვის!-დაპროგრამებულმა ხმამ უპასუხა,ზეინმა კვლავ გადაწია ბალახი და ამჯერად პატარა ეკრანი გამოჩნდა.
-ეს რა ჯანდაბაა?-დავიყვირე გაოცებულმა
-ეს ბუნკერი მეორე მსოფლიო ომის დროს აშენდა,როგორც კი შევალთ სამი თვით დაიკეტება და ვეღარ გავაღებთ!-ჩაიღიმა და ეკრანს თითი მიადო.
-იდენტიპიკაცია დასრულებულია!-ისევ მონოტორული ხმა გაისმა და რკინის კარები ხმაურიანად გაიღო.
-შედი!-ღიმილით მითხრა
-არა!არავითარ შემთხვევაში,შენ რა ჩემს ამ "რაღაცაში" გამკეტვას აპრებ?-გაოცებით ვკითხე და მიწაში ჩავიხედე,რკინის კარი ღია იყო,დღის სინათლეზე მიწაში ჩასასვლელი კიბეები ჩანდა
-ჩადი!-შემომიბღვირა ,თავი გავაქნიე და ხელები მკერდთან გადავიჯვარედინე.თვალები გადაატრიალა ხელი მხარში ჩამავლო და ჩასასვლელისკენ მიბიძგა.
-ასე სწრაფადაც არა,მალიკ!-ჰარის ხმა მომესმა და სწრაფად გავიხედე მისკენ,მასთან ერთად კიდევ ბევრი ხალხი იყო,მაგრამ ლუისი და ნაილი მალევე ვიცანი.
-არ მომიახლოვდე თორე შენს დას შუბლს გავუხვრეტ!-დაიყვირა ზეინმა,სწრაფად ამოიღო პისტოლეტი და შუბლზე მომადო,ერთი ხელი მუცელზე ჰქონდა შემოხვეული,მეორეთი კი იარაღს მიმიზნებდა.
-და არს იტყვი ნინა რომ მოვკლა?-კბილებში გამოსცრა ჰარიმ
-შენ ამას არ გააკეთებ!შენ არასდროს მიგიკლია ადამიანი და მითუმეტეს 12 წლის ბავშვს არ მოკლავ!-სწრაფად უპასუხა ჰარის და უკან რამდენიმე ნაბიჯი გადადგა,შემდეგ კი ყველაფერი ისე სწრაფად მოხვდა რომ გააზრება ვერ მოვასწარი,ზეინმა ხელი მკრა და ინერციით უკან გადავვარდი,გასროლის ხმა გაისმა და ზეინის ყვირილი,შემდეგ კი მონოტორული ხმა.
-ბუნკერი 3 თვით ილუქება!
მოციმციმე ნათურებმა ბუნკერი გაანათა, სწრაფად წამოვდექი როცა ზეინის კვნესა გავიგონე.თვალები გამიფართოვდა როცა ზეინი დავინახე რომელიც მხარზე ხელს იჭერდა.ის დაჭრილი იყო მაგრამ ახლა მხოლოდ ერთი რამ მანაღვლებდა.მე და ზეინი აქ 3 თვით მარტო ვრჩებოდით!!!



№1  offline წევრი skida

დედააა დამბურძგლა

 


№2 სტუმარი Whole world

აუ აუ ველოდები შემდეგ თავს. მართალია ზეინი ისევ არ მომწონს მაგრამ ისე გაუსაძლისად აღარ მძულს.

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

Vuiiiiiiiiiii axla 3 tve unda gawelo?! Ara ra...
Male dade kai iyo

 


№4  offline წევრი skida

ახლა 3 თვე უნდა ვუსმინოთ ამათ კინკლაობას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent