შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების რეცეპტი (ოცდამეთერთმეტე თავი)


11-06-2017, 00:04
ავტორი murachashvili
ნანახია 3 749

ისევ სწრაფად მიდიოდა ჯუმბერი, ისევ აკვირდებოდა თანამგზავრს. დეჟავუს მძაფრი განცდა არ ტოვებდა მამაკაცს. ისტორია მეორდებოდა, თუმცა ახლა აფორიაქებული ელენეს ნაცვლად, ტუჩებ მოკუმული ქართველიშვილი ეჯდა გვერდით. ავტომობილი „რეზბალნიცის“ სადგომზე გააჩერეს და საავადმყოფოსკენ ფეხით გააგრძელეს გზა.
მთავარი ექიმი ეზოშივე ელოდა, ვაჟისდა გასაკვირად, გეზი საავადმყოფოს უკანა კედლისკენ აიღეს. იქ არსებული სარდაფის მომცრო ზომის კარები ღია დახვდათ, სარდაფიდან რკინის კიბეებით მესამე სართულზე, მთავარი ექიმის კაბინეტამდე ისე ავიდნენ, რომ ბადრაგებსა და მომსახურე პერსონალს არაფერი გაუგიათ.
- არ გეშინიათ ამ საიდუმლო ასასვლელის შესახებ პატიმრებსაც რომ გავუმხილო? - ვერ მოითმინა, ირონიულად იკითხა თორნიკემ.
- შენ?! - ხმამაღლა ახარხარდა ექიმი, თან თეთრი ხალათი მიაწოდა ვაჟს - ოდნავ მაინც თუ ვერკვევი ადამიანებში, იმდენი კი მესმის, ვინმესთვის თქმა რომ გდომოდა, აქ ნამდვილად არ იკითხავდი.
- ამას რომც აპირებდე, ელენეს გამო არ გააკეთებ! - დამაჯერებლად, ისე უპასუხა ჯუმბერმა, რომ ხალათ მოსხმული ვაჟისკენ არც გაუხედავს - ესეც კისერზე დაიკიდე, შენ ახლა გამოკვლევაზე მოწვეული ექიმი ხარ! - ფონოდოსკოპი მიაწოდა ვაჟს - ფუჭი საუბრებით დროს ვკარგავთ, წავედით...
ამაყი ნაბიჯებით ნამდვილი ექიმივით მიჰყვებოდა ვაჟი წინ მიმავალ მოადგილეს. ელენეს პალატას დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით ორი ბადრაგი იცავდა.
მთავარი ექიმის თანხლებით მისული მოადგილისა და უცნობი თეთრ ხალათიანის დანახვაზე წელში გაიჯგიმნენ და სამხედრო სალმით მიესალმნენ.
- თავისუფლად...- მეგობრულად გაუცინა ჯუმბერმა -პაციენტთან ექიმი გვყავს გამოკვლევებისთვის. ბატონო თორნიკე, როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანს გასტანს თქვენი ვიზიტი?
- ზოგადი სიტუაციის გასაანალიზებლად ალბათ, ნახევარი საათი გვეყოფა... - საქმიანად უპასუხა ვაჟმა.
- ნახევარი? ბევრია. თხუთმეტი წუთიც გვეყოფა. - ბღვერით გამოხედა ჯუმბერმა და ისევ ბადრაგებს მიუბრუდა - მგონი ყავის დასალევად საკმარისია, - თვალი ჩაუკრა ბადრაგებს - ცოტა დაისვენეთ და თხუთმეტ წუთში ისევ პოსტს დაუბრუნდით.
მისი ნათქვამით გახარებულ ფორმიანებს გაპროტესტება აზრადაც არ მოსვლიათ, მაშინვე საავადმყოფოს სასადილოსკენ აიღეს გეზი.
- ჩემი მაჭანკლობა ამით დასრულდა, თხუთმეტ წუთში გარეთ გელოდები! - ვაჟისდა გასაკვირად მარტო დატოვა ჯუმბერმა და მთავარ ექიმთან ერთად ისევ მის კაბინეტში დაბრუნდა.
როგორც იქნა გამბედავობა მოიკრიფა და პალატის კარებზე დააკაკუნა. მიუხედავად იმისა, რომ შიგნიდან არავინ გამოხმაურებია, რამდენიმე წამით მაინც შეყოვნდა, ცხოვრებაში პირველად ესმოდა საკუთარი გულისცემა, უცნაურად ღელავდა თორნიკე, ღრმად ჩაისუნთქა და პალატაშიც შევიდა.
მოსალოდნელი სანახაობისთვის თითქოს შემზადებული ეგონა თავი, მაგრამ ნანახმა მაინც გადააჭარბა წარმოდგენილს. მოულოდნელობისგან ადგილზე გაშეშდა. რამდენიმეჯერ დახუწა და გაახილა თვალები, თითქოს ასე სურდა ცუდი სიზმრიდან გამოდხიზლება. მიუხედავად მისი უსუსრუ მცდელობისა, სანახაობა მაინც არ შეცვლილა. თეთრ სახვევებს შორის ერთად-ერთი ნაცნობი შტრიხი რაც გოგონასთან დააკავშირებდა, მისი ღია წაბლისფერი თმა გახლდათ. დაჭიმული ფეხზე გირები ეკიდა. მარჯვენა ხელი გიფსით დაეფისქირებინათ.
- ირაკლი შენი!... - მთელი ბოღმა ახლა ამ სიტყვებში ჩადო.
- თორნიკე?! როგორც იქნა მოხვედი... - მიუხედავად სისუსტისა, სახვევებიდანვე იგრძნო როგორ იღიმოდა გოგონა.
- სიმართლე გითხრა შეხვედრის ადგილად ცოტა უკეთეს ადგილს ავირჩევდი! - მისი რეაქცია რომ არ შეემჩნია, ხუმრობითი ტონით უპასუხა ვაჟმა და მის საწოლს მიუახლოვდა.
- აბა, მხოლოდ მე ხომ არ მოგინახულებდი საავადმყოფოში?! - თავადაც აჰყვა ხუმრობაში გოგონა.
- ანუ გინდა მითხრა, რომ ეს მასკარადი, მხოლოდ იმიტომ დადგით, რომ აქ შემოგეტყუებინე?! არ გეჩვენება, რომ ასეთი საქციელი, ბოროტ ხუმრობას ჰგავს? ცოტა უკეთესი მეთოდი ვერ შეარჩიეთ?! - ისევ აგრძელებდა ვაჟი.
- სამწუხაროდ არ შემითანხმა ირაკლიმ, ნამდვილად შევთავაზებდი წამების ბევრად უფრო ცივილიზებულ მეთოდებს! - არ უნდოდა, თუმცა, ტკივილმა მაინც გაკვეთა ხმა.
- ენე, ჩემო ენე! როგორ შემაშინე... - ვეღარ მოითმინა ვაჟმა, დაბინტულ სხეულთან ჩაიმუხლა, საღი მარცხენა ხელი ჩაბღუჯა - რომ იცოდე, როგორ შემაშინე!... - თან ჰკოცნიდა ხელისგულზე და თან ჩურჩულებდა ვაჟი.
- მაპატიე, არ მინდოდა, დედას გეფიცები, არ მინდოდა! - ცრემლებმა გაბზარა ქალიშვილის ხმა.
მისი ხელისგული სახეზე ჰქონდა მიხუტებული, მიუხედავად წამლების სუნისა, მაინც მძაფრად აღიქვა ქალიშვილის სურნელი, ისე სტკიოდა მისი ტკივილი, ახლა ყველაფერს გასცემდა, ოღონდ თავად ყოფილიყო ქალიშვილის ნაცვლად ამ სახვევებში. ბოღმა აღრჩობდა. ცხოვრებაში პირველად ატირდა თორნიკე, ობოლმა ცრემლმა გაიკვლია გზა. მისმა ცრემლებმა დასწვა ხელისგულები ელეს, მაგრამ მოცილება არც კი უფიქრია. ფრთხილად, მისთვის ჩვეული სინაზით მიეფერა გაუხეშებულ ნაკვთებზე.
- დედაშენმა იცის? - როგორც იქნა დუმილი დაარღვია ვაჟმა.
- არა. ჯუმბერმა დაურეკა და უთხრა, თითქოს მივლინებაში გამიშვეს რამდენიმე დღით.
- შენი აზრით, ამ დაწყევლილი საავადმყოფოდან რამდენიმე დღეში მოახერხებ გასვლას? - ბრაზი გაერია ვაჟს ხმაში.
- არა, უბრალოდ ვიტყვით, თითქოს ავარიაში მოვყევი და ეს დაზიანებებიც ამიტომ მაქვს...
- ფიქრობ რას ამბობ? მათგან რით განსხვავდები? გამოდის მათ მარაზმში იღებ მონაწილეობას? - აღშფოთებული წამოხტა ვაჟი.
- წრე უკვე დაძრულია თორნიკე, უკან ვერაფერს დავაბრუნებ. დღევანდელმა მოვლენებმა უბრალოდ ყველაფერი დააჩქარა... - საქმიანად საუბრობდა ქალიშვილი.
- მგონია შენს ნაცვლად ჯუმბერი მელაპარაკება. - ირონია ვერ დაფარა თორნიკემ - აზროვნებ რას ამბობ? სახვევებში არ ჩანხარ, შენ კი რაღაც წრეზე დარდობ...
- მე მხოლოდ ერთი რამ მინდა, ირაკლი და მისი მსგავსები ამ სისტემისგან შორს უნდა იყვნენ.
- ირაკლი და მისი მსგავსები შენი სადარდებელი არაა. აქედან უნდა წახვიდე, გესმის ენე, უნდა წახვიდე! ადრეც ხომ გთხოვე, გემუდარები... - ისევ ქალიშვილთან ჩაიმუხლა ვაჟმა.
- ზედმეტად შორს შევტოპე, უკან ვეღარ დავიხევ.
- ელენე, მომისმინე - მძიმედ სუნთქავდა თორნიკე - ახლა გმირობანას თამაშის დრო არაა. ეს ხალხი არ დაგინდობს, გესმის არ დაგინდობს!
- მგონი თავადაც ხვდები, რომ სულაც არ ვთამაშობთ!
- მაოცებ ენე.
- ჩემზე ნუ დარდობ თორნიკე.
მე კი მხოლოდ ერთი რამ მსურს. შენ უნდა იყო სულელი ხარ, დედას გეფიცები, ვერ ხარ კარგად. ირაკლი კი არა, მომისმინე, თოკო.
- არ გეჩვენება ენე-ნე, რომ ჩემი აქ ჩემი ყოფნის გამო, შურისძიებისთვის საკმაოდ ცუდი ფორმა შეარჩიე?! - ნახევრად ხუმრობითი ტონით ღმუილის დასაფარად მომუშტულ ხელზე იკბინა ვაჟმა.
- სადაც ამდენ ხანს მოვითმინე, სამი თვეც გავძლებ, სულ ცოტა ხნით ვიქნები აქ და წავალ... - ხმადაბლა თითმის თავისთვის ჩაილაპარაკა ქალიშვილმა.
- წახვალ და ეს სამი თვე რას გიწყვეტს? - ისევ გაღიზიანდა ვაჟი.
- მიწყვეტს... - ჯიუტად იმეორებდა ელე.
- მაინც რას?
- ამ სამ თვეში გამოხვალ! - იმხელა ტკივილით უთხრა ეს სიტყვები, რომ მორიგი საყვედური პირზე შეაშრა ვაჟს.
- რომ ვერ გამოვიდე?!..
- გამოხვალ! - ჯიუტად ისევ თავისას იმეორებდა გოგონა.
- ენე, გთხოვ, ოღონდ წადი სამსახურიდან და შენს თავს ვფიცავარ, ყველაფერს გავაკეთებ, ღონდ ამ წყეული ადგილიდან გამოვიდე, ოღონდ ვიცოდე, რო უსაფრთხოდ ხარ...
- შენც ხომ იცი, რომ წასვლა გამოსავალი არაა? ჩემს მოძებნას რა უნდა?1 - ირონიულად გაეცინა ქალიშვილს.
- ბიჭებს, აკას ვეტყვი და ჩემს გამოსვლამდე ისინი დაგიცავენ.
- ნუ ბავშვობ, ყველაზე კარგი თავდაცვა, ახლა მოულოდნელი თავდასხმაა. ამაში კი შენი დახმარება მჭირდება...
- ჩემი? იმედია შენც თანამშრომლობას არ მთხოვ?
- არა. ჩემი თხოვნა ბევრად მარტივია. მამაოს დაუკავშირდი.
- ნიკოლოზს ამ ამბავთან რა აკავშირებს?
- ირაკლის წინააღმდეგ არსებული კომპრომატების ერთი ეგზემპლარი ჩემ კაბინეტში მქონდა შენახული. ჯუმბერი იყო მისული, ოთახი თავდაყირა დახვდა დაყენებული, აღარც საბუთებია ადგილზე. საბედნიეროდ თავი დავიზღვიე. დოკუმენტაციის მეორე ასლები მეხსიერების ბარათზე გადავიტანე და ნიკოლოზს მივაბარე.
- უფლება არ გქონდა, ელე. მამა ნიკოლოზი ამ ამბავში როგორ გარიე?!
- სხვა გზა არ მქონდა. სანდო ადამიანი მჭირდებოდა, მასზე ახლობელი კი არავინ გვყავს. ჯუმბერს ვერ ვეტყოდი სად მქონდა შენახული დოკუმენტები, ამიტომაც ვთხოვე შენი აქ მოყვანა. არც ვინმეს ჩაშვებას გთხოვ, არც ჩემს გამო შურისძიებას, მხოლოდ ის მინდა, ეს დოკუმენტები პროკურატურაში მოხვდეს.
- დარწმუნებული ხარ, რომ შენი გეგმა გაამართლებს?!
- უნდა გაამართლოს.
- ელენე, - საკმაოდ მკაცრად ჟღერდა თორნიკესგან წარმოთქმული გოგონას სრული სახელი - იმედია გახსოვს, შენზე ძვირფასი არავინ რომ არ მყავს.. - იმხელა სითბო ჩაააქსოვა უკანასკნელ სიტყვებში ქართველიშვილმა, რომ სუნთქვა შეეკრა, ცრემლების დასამალად მზერა აარიდა ვაჟს.
- ჩვენი დაშლის დროა! - მთავარ ექიმთან ერთად გამოჩნდა ჯუმბერიც.
- არ დაგავიწყდეს, ენე, რაც გითხარი, ეს ცხოვრება მხოლოდ მაშინ მიღირს, თუ შენც იქ ხარ! - ისევ მარცხენა ხელზე დასწვდა ვაჟი, ისევ გრძნობით დაუკოცნა აცახცახებული ხელისგული და მამაკაცებს გაჰყვა.

ისევ სასჯელაღსრულებით დეპარტამენტის ავტომობილში ისხდნენ თორნიკე და ჯუმბერი. ისევ ორთაჭალის ციხისკენ მიიკვლევდნენ გზას, თუმცა ამჯერად აღარ ჩქარობდა მამაკაცი. მსჯავრდებულსა და სამართალდამცველს შორის ზღვარი წაშლილიყო. ნელ-ნელა ამჩნევდა ჯუმბერი, რომ თორნიკეს მიმართ სიმპატიით იმსჭვალებოდა და რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, მასში ხელაღებული კრიმინალის დანახვაც უჭირდა. ალბათ, თავად ქართველიშვილიც ასე იყო მის მიმართ განწყობილი. ეს მათ ურთიერთობასაც ეტყობოდა. გვერდი-გვერდ მსხდომნი დაძაბულობის, ყოველგვარი ფამილარობის გარეშე საუბრობდნენ.
- უცნაურია შენი და ელენეს დამოკიდებულება. რამდენიმეჯერ გოგონასაც ვკითხე, თუმცა პასუხი მაინც ვერ მივიღე, ერთმანეთს საიდან იცნობთ?! - მიუხედავად იმისა, რომ პირად საქმეში უკვე ჰქონდა დასმულ კითხვაზე პასუხი ნანახი, მაინც ინტერესით ჩაეკითხა მამაკაცი.
- ბავშვთა სახლიდან! შემდეგ ელე მისმა ბიოლოგიურმა დედამ დაიბრუნა, მე კი ქართველიშვილებმა მიშვილეს. - მისდა გასაკვირად, ვაჟმა საკმაოდ გულახდილად უპასუხა.
- და, იქ როგორ მოხვდით?
- ზუსტად არც მე ვიცი, თუმცა ერთი რამ დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, ჩემს მშობლებს არ მივუტოვებივარ, ავტოსატრანსპორტო შემთხვევისას ტრაგიკულად დაიღუპნენ... - ტკივილით გაეღიმა ბიჭს.
- ეგ საიდან იცი, გახსოვს? - მსგავსი დეტალი პირად საქმეში ნამდვილად არ ყოფილა აღნიშნული, აშკარად გულწრფელად დააინტერესდა მამაკაცს.
- არა, ჩემმა დედობილმა მითხრა. ჩემი მშვილებლები კარგად იცნობდნენ, ერთმანეთთან მეგობრობდენ.
- მდა, არ გქონია მარტივი წარსული. ალბათ, რთულად გადაიტანდი მათ გარდაცვალებას.
- არ გინდათ, ბატონო ჯუმბერ, ჩემს ციხეში მოხვედრას მძიმე ბავშვობით ნამდვილად ვერ ახსნით, პირიქით, არაჩვეულებრივი მშობლები მყავს, არა მგონია ღვიძლს მშობლებს მათზე მეტად ვყვარებოდი. - ხმა დაუთბა ვაჟს აღმზრდელების ხსენებაზე - უბრალოდ ასე მოხდა, დღეს აქ ვარ...
- უცნაურია, თუ მშვილებლებთან ასეთი კარგი ურთიერთობა გაქვს, უარს რატომ აცხადებ მათთან შეხვედრაზე? თავს ისჯი?
-კარგად შეგისწავლიათ ჩემი საქმე... - სხვა დროს ალბათ გაღიზიანდებოდა, თუმცა ახლა სიცილით გამოხედა ვაჟმა - რთულია ახსნა.
- მაინც?!
- უბრალოდ ასე გადავწყვიტე, შედარებით მარტივია.
- უბრალოდ?!... კვანტალიანიც შემთხვევით შემოგაკვდა?
- ახლა დაკითხვაზე ვარ? - ირონიულად გამოხედა ვაჟმა.
- არა, ჩათვალე, რომ ცნობისმოყვარეობის გამო გეკითხები, თუ პასუხის გაცემა არ გსურს...
- როგორ გეკადრებათ. უბრალოდ არის შემთხვევები, როცა შენს გულს უნდა დაუჯერო. იქნებ კანონსაც არღვევდე, მაგრამ მაინც ასე ხდება.
- გული ხმის დაჯერება, უდაოდ საინტერესო თეორემაა! - ირონიულად გაეცინა ჯუმბერს.
- აი, თუნდაც ირაკლის შემთხვევა ავიღოთ. ერთხმად ვაღიარებთ, რომ ნაძირლობისა და გარყვნილების სრული განსახიერებაა. უბრალოდ ვერავინ უბედავს მისთვის კუთვნილი ადგილის მიჩენას. უცებ კი გამოჩნდება ვინმე თავზე ხელაღებული, აღარ დაფიქრდება, გარისკავს და მოუმთავრებს ირაკლის არსებობას. ირაკლი მსხვერპლი იქნება, არავის გაახსენდება მის მიერ ჩადენილი დანაშაულები, ის კი ცივსისხლიანი მკვლელი. არადა, უბრალოდ სხვაზე მეტად გამბედავი აღმოჩნდა, ეგაა და ეგ....
- და რა გვრჩება შედეგად? ახალი კრიმინალი, რომელსაც ოთხ კედელს იქით გზა არ რჩება. არსებობს უკეთესი მიდგომაც...
- მაინც? - ამჯერად თავად თორნიკე ჩაეკითხა ჯუმბერს.
- ვაგროვებთ კომპრომატებს და კანონიერი გზით ვცდილობთ ირაკლის მსგავსების დამარცხებას.
- ამის რეალური შანსი რომ არსებობდეს, ხომ ისედაც გამოიყენებდით?
- და ვინ გითხრა, რომ არ ვიყენებთ? უბრალოდ ბევრად რთული გზაა გასავლელი, ვიდრე მკვლელობა...
- კომპრომატებს მარტო ვერ შეაგროვებ, ერთგული გუნდია საჭირო, მკვლელობისთვის კი ერთიც საკმარისია...
- ალბათ მართალი ხარ, სამაგიეროდ ბევრად უკეთესი და სწორი გზაა.
- უცნაური მიმართულებით მიგყავთ საუბარი. თქვენს მიერ დასახულ გეგმაში მეც მაქვს როლი?
- ამ გეგმაში ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენთვის განკუთვნილი როლი, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, შენც. - პირდაპირ პასუხს თავი აარიდა ჯუმბერმა.
- მაინც?!
- თუნდაც ელენეს დაცვა! - ღიმილით გამოხედა მამაკაცმა.
- ელენს დაცვა როლი არაა, ეგ ჩემი ცხოვრების აზრია... - ღრენით გახედა ვაჟმა.
- მაშინ უკეთეს როლსაც გამოგინახავთ, ციხის „ობშიაკის“ წყაროებზე მოიძიებ ინფორმაციას.
- მე პირველი როლი უფრო მომწონს, „ობშიაკის“ თემა მე არ მეხებოდა და არც შემეხება.
- კეთილი, იყოს შენებურად. თუ გადაიფიქრებ, გამაგებინე. - თვალი ჩაუკრა მამაკაცმა, ციხის ეზოში შევიდნენ და ავტომობილიც იქვე გააჩერეს. ხუთი წუთიც არ დასჭირდათ, ეხვედრების ოთახში მისასვლელად. როგორც გაციდნენ, იგივე გზით შევიდნენ პატიმარიცა და მისი მნახველიც.



№1 სტუმარი Guest თიკო

არ ველოდი ახალ თავს და ძალიან გამეხარდა რომ დავინახე.ძალიან მაგარი იყო.

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Guest თიკო
არ ველოდი ახალ თავს და ძალიან გამეხარდა რომ დავინახე.ძალიან მაგარი იყო.

როგორც ყოველთვის, მანებივრებთ. smile დიდი მადლობა kissing_heart

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

აუ რა კარგი იყოო
გული გამითბა რაღაცნაირად!!!

 


№4  offline მოდერი შადი

ლოდინი მკლავს, განა ახალი თავის? როგორ დამთავრდება ყველაფერი, აი ამის ლოდინი. დავიძაბე

 


№5 სტუმარი Guest Marishka

Au male damtavrdeba? daaxloebit ramdeni tavi dagrchaa? chkiudan vishlebi erti suli maqvs dasasruli davinaxo ro chavujde da wavikitxooo vici ro magar ragacas gvimxadeb da vegar vitbeen. Warmatebebi chemo sayvarelooo dzalian kargi xar:-*

 


№6  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ხომ ვამბობ ანა იმედებს მიმართლებ...
ისე ზუსტად და კონკრეტულად აღწერ ყველაფერს, არანაირი ზედაპირული ცნობები და მოკლედ აღწერილი რეალობა, ყველაფერი კონკრეტულად და დაწვრილებით გიწერია... ძალიან მომწონს შენი სტილი, ძალიან...
ველოდები თორნიკეს საქმეში ჩართვას ნიკოლოზის გამოჩენას და ფარნას სამართლიანობას, ყველაზე მეტად კი თორნიკეს მშობლებზე სიმართლის გამჟღავნებას და მის რეაქციას ველოდები...
ველოდები როგორც ყოველთვის ახალ თავს... მალე არ დაამთავრო რა... კიდევ ბევრი თავი დაწერე, ამ ისტორიას ვერ ველევი...

 


№7  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nawkas12345
აუ რა კარგი იყოო
გული გამითბა რაღაცნაირად!!!

kissing_heart kissing_heart kissing_heart

შადი
ლოდინი მკლავს, განა ახალი თავის? როგორ დამთავრდება ყველაფერი, აი ამის ლოდინი. დავიძაბე

ეგოისტურად მახარებს თქვენი მოლოდინი heart_eyes

Guest Marishka
Au male damtavrdeba? daaxloebit ramdeni tavi dagrchaa? chkiudan vishlebi erti suli maqvs dasasruli davinaxo ro chavujde da wavikitxooo vici ro magar ragacas gvimxadeb da vegar vitbeen. Warmatebebi chemo sayvarelooo dzalian kargi xar:-*

დიდი მადლობა, როგორც იქნა ნელ-ნელა დასასრულისკენ წავედით, თავებად რამდენი დარჩა ნამდვილად არ ვიცი, გააჩნია რამდენს დავწერ, თუმცა მგონი ბევრი არა smile რამდენად მაგარი იქნება კი როცა წაიკითხავ თავადვე შეაფასებ kissing_heart

უცნობი ქ
ხომ ვამბობ ანა იმედებს მიმართლებ...
ისე ზუსტად და კონკრეტულად აღწერ ყველაფერს, არანაირი ზედაპირული ცნობები და მოკლედ აღწერილი რეალობა, ყველაფერი კონკრეტულად და დაწვრილებით გიწერია... ძალიან მომწონს შენი სტილი, ძალიან...
ველოდები თორნიკეს საქმეში ჩართვას ნიკოლოზის გამოჩენას და ფარნას სამართლიანობას, ყველაზე მეტად კი თორნიკეს მშობლებზე სიმართლის გამჟღავნებას და მის რეაქციას ველოდები...
ველოდები როგორც ყოველთვის ახალ თავს... მალე არ დაამთავრო რა... კიდევ ბევრი თავი დაწერე, ამ ისტორიას ვერ ველევი...

დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო, მიხარია თუ მოგწონს, თუმცა შენ რასაც პლიუსად მითვლი, ბევრი ამის გამო მსაყვედურობს, ფიქრისთვის ადგილს აღარ ვიტოვებო smile სიმართლე გითხრა, ჩემის წერის სტილია ასეთი და ალბათ, უკვე გვიანიცაა შეცვლა. თუმცა არც ვცდილობ და რომც მოვინდომო არც გამომივა. ესა ვარ, რაცა ვარ... რაც შეეხება პერსონაჟებს, უკვე ისეთ ეტაპზე ვართ, მინიშნებებისგან თავი რომ უნდა შევიკავო. ყოველი თავი ახლის მომტანი იქნება და დასკვნებსაც თავადვე გააკეთებთ. მეამაყებით და მიხარია თქვენისთანა მკითხველის ყოლა kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№8  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

მგონი საფიქრი და იდუმალი უკვრ ბევრი რამე იყო ახლა კი დროა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და ძალიანაც მომწონს შენი წერის სტილი... მე დამიჯერე...

 


№9 სტუმარი Guest murachashvili

უცნობი ქ
მგონი საფიქრი და იდუმალი უკვრ ბევრი რამე იყო ახლა კი დროა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და ძალიანაც მომწონს შენი წერის სტილი... მე დამიჯერე...

კიდევ ერტXელ, დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№10  offline აქტიური მკითხველი La-Na

ზოგჯერ მგონია რომ იქ მუშაობ და დეტალებში იცი ყველაფერი სისტემის შესახებ,ისე კარგად და დეტალებში წერ.ყველა ახალი თავის შემდეგ სულ უფრო ვრწმუნდები რომ ამოუწურავი ადამიანი ხარ და მუდამ გაგვილამაზებ შენი ისტორიებით ცხოვრებას.უმაგრესი ადამიანი ხარ
--------------------
ლანა

 


№11  offline ახალბედა მწერალი murachashvili

La-Na
ზოგჯერ მგონია რომ იქ მუშაობ და დეტალებში იცი ყველაფერი სისტემის შესახებ,ისე კარგად და დეტალებში წერ.ყველა ახალი თავის შემდეგ სულ უფრო ვრწმუნდები რომ ამოუწურავი ადამიანი ხარ და მუდამ გაგვილამაზებ შენი ისტორიებით ცხოვრებას.უმაგრესი ადამიანი ხარ

დიდი მადლობა, ვეცდები საინტერესო ისტორია გამოვიდეს და ვნახოთ რა გამომივა

 


№12  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ket-kat
ანა, დღეს დადებთ?


დღეს არა, სავარაუდოდ ოთხშაბათს ან ხუთშაბათს ვგეგმავ

 


№13  offline წევრი ნინუცი

ძლივს არ გამოჩნდა ჩემი თხოკო.. ვსო ირაკლი დაგერხა

 


№14  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ნინუცი
ძლივს არ გამოჩნდა ჩემი თხოკო.. ვსო ირაკლი დაგერხა

შენი კომენტარი ვნახე და სიმღერა გამახსენდა: ახლა შენი დროა... smile ვნახოთ ერთი თუ გაგიმართლებს თოკო იმედს wink

 


№15  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

წინა თავი და ახალიერთად წავიკითხეე ისეთი კარგიაა მაინც არ მეყოო...როგორ მიხარიაა ნელნელა მაინც წინ რომ მიდის ყველაფერი და ერთი სული მაქვს ბოლო მოეღოს ირაკლიის .ეს საყვარელო წყვილი კი ძალიან მიყვარს.ჯუმბერი მართლაც რომ დადებითი ადამიანი და იმედი მაქვს ბოლომდე მათ გვერდში იქნება და დაეხმარება ენეს და თორნიკეს.შენ კი როგორც ყოველთვის ძალიან კარგიიი ხაარ .

 


№16  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ნიტა♡♡
წინა თავი და ახალიერთად წავიკითხეე ისეთი კარგიაა მაინც არ მეყოო...როგორ მიხარიაა ნელნელა მაინც წინ რომ მიდის ყველაფერი და ერთი სული მაქვს ბოლო მოეღოს ირაკლიის .ეს საყვარელო წყვილი კი ძალიან მიყვარს.ჯუმბერი მართლაც რომ დადებითი ადამიანი და იმედი მაქვს ბოლომდე მათ გვერდში იქნება და დაეხმარება ენეს და თორნიკეს.შენ კი როგორც ყოველთვის ძალიან კარგიიი ხაარ .

მაგ ორს თავს იმედია დღეს მესამესაც დაამატებ და იმედია არანაკლებ მოგეწონება kissing_heart

 


№17  offline წევრი ნინუცი

murachashvili
ნინუცი
ძლივს არ გამოჩნდა ჩემი თხოკო.. ვსო ირაკლი დაგერხა

შენი კომენტარი ვნახე და სიმღერა გამახსენდა: ახლა შენი დროა... smile ვნახოთ ერთი თუ გაგიმართლებს თოკო იმედს wink

ეეჭვი არ მეპარება რომ გაამართლებს

 


№18  offline ახალბედა მწერალი ერკე

ვკვდები დამეხმარეთ. ცუდად ვარ ვკვდები
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent