უჟმური და დარტყმული ( თავი მეხუთე )
ამიტომაც ჩემთან ერთად მოდიხარ - მითხრა გაკრეჭილმა. მოიცა ამას სიცილიც შეუძლია ? ღმერთო , რას მოვესწარი. - მასწავლებელთან მაგვიანდება - გამოსავალი მოვძებნე და გახარებულმა შევბრუნდი უკან. , მაგრამ ვინ გაცალა ? ხელი დამიჭირა და მისკენ შემატრიალა. - მოიცა , მოიცა სად მიდიხარ ? ნიზლავი არ გახსოვს ? ყველაფერი უნდა შემისრულო , ამიტომაც ჩემთან ერთად მოდიხარ. - გამარჯვებული სახით მითხრა და ,, პადრუჩკი ‘’ გამომდო. - ვერ გიტან - კბილებში გამოვცერი. - არც მე მეხატები გულზე - მკაცრად მითხრა და მანქანამდე კი არ წამიყვანა მიმათრია. - ჩაჯექი - კი მაგრამ მოტო ? - გავიკვირვე მე - ვინმეს დაურეკე და მოაკითხოს - მითხრა მკაცრად და მიმითითა მანქანაში ჩაჯექი-ო, თვითონ კი მანქანას მოუარა და მძღოლის ადგილი დაიკავა. მეც დავჯექი და რატის ნომერი ავკრიფე. - გისმენ ნენსი - მითხრა მხიარული ხმით - ჰო იცი როგორ მიყვარხარ ? - დავიწყე აფერისტობა - კაი მიდი რა უნდა მთხოვო ? - გახალისდა რატი. - მარჯანიშვილის თეატრთან მოტოს ვტოვვებ და წაიყვანე რა . - მუდარით ვუთხარი მე . - კაი ტო , რა პრობლემაა , მაგრამ სამაგიეროდ ჰო იცი რა მინდა ? - ოო ამან სამაგიეროც მომთხოვა . - არა რა ? - ჰოიცი როგორ ვგიჟდები ყელში კოცნაზე? - გახალისებულმა წარმოთქვა. - ოოო ოღონდ ეგ არა - წამოვიყვირე ბოლო ხმაზე რასაც ალექსანდრეს გაფართოვებული თვალები მოყვა . - მაშინ არ წამოვიყვან - დაიწყო ჯიუტობა კიკნაძემ . - აუუ კაი ჰო , მაგრამ ისიც ჩემი ბიჭის გამო თორე ჰო იცი მე ეგეთ მსხვერპლზე სხვის გამო არ მივდივარ - ვთქვი დანანებით და ყურმილი დავუკიდე. - ანუ შენი ბიჭის გამო ? - გამომცდელად , მკაცრი ხმით გადმომილაპარაკა ალექსანდრემ . .. მოიცა ახლა ამას ანგარიშები უნდა ვაბარო ? მაგრამ ნიზლავი ? ტეტაა ! რა შარში ხარ კანდელაკი . - ჰო - მოკლედ ვუთხარი. - ძაან გიყვარს ? - მოიცა რაო? გიყვარსო ? ეს ვერაა ჰო ? - კი ძალიან - მკაცრად ვუთხარი , მაგრამ ტუჩი კუთხე მაინც ჩამიტყდა. - არაუშავს გადაიყვარებ ! - მითხრა მკაცრი ხმით. - ბატონო ? კარგად ვერ გავიგე . - თავი გამოვიშტერე მე. - არაფერი - მკაცრად თქვა და ადგილს მთელი სისწრაფით მოსწდა ... - სად მივდივართ ? - გაოცებულმა მაშინ შევეკითხე , როცა მივხვდი რომ თბილისი დავტოვეთ . - მალე გაიგებ - მითხრა მკაცრი ხმით . მეც აღარ შევწინააღმდეგებივარ და ფანჯრიდან ყურება დავიწყე. ... მალევე კი მორფეოსის სამყარო მესტუმრა და მეც თვალები დავხუჭე. რამოდენიმე საათში კი ხელზე ჯაჯგურმა გამაღვიძა , მეც ძალდატანებით გავახილე თვალები. - სად ვართ ? - ვთქვი გაკვირვებულმა , როცა ტყეს მოვავლე თვალი . ტყის შუა გულში კი პატარა ერთ სართულიანი ხით აშენებული სახლი იყო აღმართული. - სვანეთში - მითხრა მკაცრი ხმით და სახლისკენ აიღო გეზი. მეც გავიაზრე თუ არა უკან გავეკიდე. - არ მატყუებ ? - გულუბყვილოდ შევეკითხე . - რატო უნდა გატყუებდე ? - გაიკვირვა მან. - ვაიმე რა მაგარია ! - შევყვირე ბოლო ხმაზე. - სვანეთში ვარ , სვანეთში , სვანეთში ვარ , სვანეთში . - დავიწყე გახარებულმა ხტუნვა. - ღმერთო რა დარტყმულია - ჩაიბურტყუნა თავისთვის , მაგრამ მე ვითმაც არაფერი ისე გავაგრძელე ხტუნვა. - მერე რა რომ სვანეთში ხარ ? - გაიკვირვა ალექსანდრემ . - მოიცა რა რა ? მე სვანეთში ვარ და რა რა ? ღმერთო მადლობა , რომ ჩემი თხოვნა შემისრულე . - მადლიერი სახით ავიხედე ზემოთ. - რა თხოვნა ? - მკაცრად ჩაილაპარაკა - რა თხოვნა და დიდი ხანია სვანეთში წამოსვლა მინდოდა , მაგრამ ვერა და ვერ მოვახერხე . - გაგულისებულმა ვუთხარი მე . - მოიცა , მოიცა შენ რა გვარი ხარ შემახსენე . - დევდარიანი - მკაცრად წარმოთქვა აწ უკვე სვანმა. - აი თურმე რატო ხარ ასეთი უჟმური . - ეგრევე დავუსვი დიაგნოზი. - წესიერად ! - ხმა გაიმკაცრა სვანმა. - ოჰ , ნიზლავი არ მქონდეს წაგებული შენ გაჩვენებდი სეირს რა - გაბრაზებულმა ჩავიბუტბუტე. - მაგრამ წააგე - ირონიულად მითხრა - ახლა კი ბევრ ტლიკინს ჯობია რამე გააკეთო ძალიან მშია. - პროდუქტები ? - მაცივარშია - თქვა და მდივანზე დაჯდა. - მაცივარი ? - გაკვირვებულა შევხედე. არა რა ვერ უნდა მიხვდეს რომ არ ვიცი საით უნდა წავიდე ? - სამზარეულოში - ღმერთო ესროლე ტაბურეტკა რა იქნება ? მაგრამ რომ არ გემეტება ეგაა საქმე. - ტეტაა ! მიხვდი ახლა და მითხარი სად ჯანდაბაშია სამზარეულო , ვახ ! - წყობილებიდან გამოსულა დავუყვირე. ისიც წამოდგა და მაჯაში ხელი წამავლო. - რამდენჯერ უნდა გითხრა ტონი აკონტროლე - თქო ? - თქვა და უფრო მომიჭირა ხელი . - გამიშვი მტკივა - ჩამწყდარი ხმით ვუთხარი , ისიც როგორც იქნა მოეგო გონს და ხელი მიშვა. - წამოდი სამზარეულოში - მკაცრად მითხრა და ერთ ოთახში შევიდა , რომელიც სამზარეულო აღმოჩნდა. მეც ეგრევე მივუახლოვდი მაცივარს და გამოვაღე. რამდენი რაღაც ქონია ? ნეტა რამდენი ხანი გეგმავდა ჩემს აქ ჩამოყვანას ? მაგრამ ის ვერ გავიგე აქ რატომ ვარ . გასაგებია რომ ნიზლავი წავაგე , მაგრამ აქ რატომ მომიყვანა ? რა ჯანდაბა უნდა ამით რომ თქვას ? - რას გაშტერდი ? - ფიქრებიდან მკაცრმა ბარიტონმა გამომიყვანა . - აქ რატომ მომიყვანე ? - ეგრევე ვაჯახე რისი გაგებაც მინდოდა. - ასე მინდოდა - მკაცრად ჩაილაპარაკა . - შენ გინდოდა ბევრს არ ნიშნავს . - შენც ჰო გინდოდა ? - წარბაწეულმა გამომხედა . - მინდოდა , მაგრამ .... - სათქმელი არ დამამთავრებია მკაცრად რომ მითხრა ... - არავითარი , მაგრამ . ახლა კი რამე გააკეთე ძალია მშია . - თქვა და იქაურობას გაეცალა. მეც ჩემმა მუცელმა შემახსენა თავი , ამიტომაც მალევე ავიღე საჭირო იგრენდიენტეები და სპაგეტი გავაკეთე. .... - მზადაა ! - ბოლო ხმაზე დავიყვირე და სპაგეტი იქვე მდგარ პატარა მაგიდაზე დავდე . ორი თეფში ავიღე ჩანგალთან ერთად და ისინიც დავდე . შემდეგ მაცივარი გამოვიტე და არაჟანიც დავდე. ... ამასობაში ალექსანდრემაც დაიკავა კუთვნილი ადგილი და უხმოდ დაიწყო ჭამა , მეც მას მივბაძე . ... ჭამას რომ მოვრჩით მაგიდა ავალაგე , ჭურჭლები დავრეცხე და მდივანზე მჯდომ ალექსანდრესკენ გავემართე , რომელიც რაღაცაზე ფიქრობდა. - შეიძლება რაღაც გთხოვო ? - მუდარით სავსე თვალებით გავხედე. - არა - მკაცრად მომიჭრა. - მართლა სვანი ხარ რა - ნაწყენი ტონით ვუთხარი და ხელები ერთმანეთზე გადავიჯვარედინე . - მადლობა კომპლიმენტისთვის. - მკაცრად ჩაილაპრაკა. - რატომ ხარ ასეთი უჟმური ? - გაკვირვებულმა შევხედე მას . - და რატომ უნდა ვიყო მხიარული ? - კითხვაზე კითხვითვე მიპასუხა. - იმიტომ რომ ცხოვრებაში ერთხელ ცხოვრობ და ყოველი წამი უნდა გამოიყენო . - მხიარულად ჩავილაპარაკე. - და თუ სამხიარულოდ არ გაქ საქმე ? - მაშინ მითუმეტეს უნდა გაიღიმო , რადგან ღიმილი გადააღჩენს სამყაროს - დარწმუნებულმა ჩავილაპარაკე . - რთულია გაიღიმო როცა არ გეღიმება , მაგრამ შენ ეს არ გესმის . ნუ ვერც ვერასდროს გაიგებ - მითრა მკაცრი ხმით . - შენ თუ გგონია მე უდარდელი ცხოვრება მაქ ძალიან ცდები ! - მკაცრად დავიწყე - სამი წლის წინ რომ შეგეხედა ჩემთვის , მაშინ სიმართლე იქნებოდა , მაგრამ ახლა არა და არა. - გატეხილი ხმით ჩავილაპარაკე და მდივანზე უსულოდ ჩამოვჯექი. - თუ ლაპარაკი გინდა მე ყოველთვის მოგისმენ - მითხრა თბილი ხმით და მკლავებში მომიქცია. ამის გაგონებაზე ინსტიქტურად დავიწყე ჩემი ამბის მოყოლა. - სამი წლის წინ . ოცდაათი დეკემბერი იყო ჩემი დაჯინებული მოთხოვნით ბებოსთან და ბაბუსთან რომ მივდიოდით ფშავში. დედა და მამა ერთად იჯდენ . მე და გიო კი ერთად. ... გზაში გაყინული იყო , ამიტომაც მამაჩემი და გიო მანქანების ტარებას ძალიან ფრთხილობდნენ , მაგრამ უეცრად მამაჩემის მანქანა მოსრიალდა და დიდ ტრაილელს შეეჯახა. შეჯახების შემდეგ კი ტრაილერმა მამაჩემის მანქანა ხევისკენ ისროლა. არვიცი იქ რას დაეტაკნენ , მაგრამ როგორც კი ხევში ჩავარდნენ მანქანა ეგრევე აფეთქდა. აი ასე შეიწირა ჩემმა ჯიუტობამ ჩემი მშობლები. არა მეც რას დავიჯინე წავიდეთ წავიდეთ - თქო ? ... ყველაფერი ჩემი ბრალია , ჩემი - ვთქვი და ბოლო ხმაზე ავტირდი. - დამშვიდდი პატარავ , დამშვიდდი - უფრო მიმიხუტა ალექსანდრე. - შენი ბრალი არაფერია , დამშვიდდი. - ამ ამბის შემდეგ ნახევარი წელი დეპრესიაში ვიყავი და არავის ვეკონტაქტებოდი , ბოლოს როგორც იქნა ანიმ მომიყვანა აზრზე და ცხოვრების გაგრძელება დამაძალა. მერე თანდათანობით ვეგუებოდი იმ აზრს რომ ცხოვრება გრძელდება და დღეს უკვე რაც არ უნდა მოხდეს მაინც ვიღიმი. ახლაც როცა მე ვტირივარ მოვიწმენდ ცრემლებს და გავიღიმებ - ვთქვი მტკიცეთ . მუჭით მოვიცილე ცრემლები და მთელი ძალით გავიღიმე. - ამიტომაც დამიჯერე და შენც ჩემთან ერთად გაიღიმე. - ვუთხარი ალექსანდრეს. მანაც თითქოს დამიჯერაო და გაიღიმა. - ეგრე რა . უჟმური კი ხარ , მაგრამ ღიმილი უფრო გიხდება - ვუთხარი და თვალი ჩავუკარი. - წეხან რაღაცის თხოვნა გინდოდა და რა იყო ? - მითხრა თბილათ. ... რა მალე გამოსწორდა შეხედე შენ . - ჰო რა მინდოდა და რადგან სვანი ხარ გეცოდინება აქაურობაზე რაღაცეები და მომიყევი რა , ძალიან მაინტერესებს - ვუთხარი და ყელი გამოვიწელე პატარა ბავშვებმა რომ იციან ხოლმე . - ყველაფერი ? -გამიღიმა მან. მეც თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად და მოსასმენად მოვემზადე. - საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს , მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს. ისტორიულ სვანეთში შედიოდა აგრეთვე ე. წ. აფხაზეთის სვანეთი , სამეგრელოს, ზემო რაჭისა და ლეჩხუმის მოსაზღვრე რეგიონები. ადრინდელ საუკუნეებში სვანეთი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო, შემდეგ ეგრისის სამეფოსი. XI-XV საუკუნეებში ერთიანი საქართველოს საერისთავო იყო. როდესაც საქართველო დაიშალა სამეფო-სამთავროებად, სვანეთიც რამდენიმე ნაწილად გაიყო: თავისუფალ, სადადეშქელიანო და სადადიანო სვანეთად. ამჟამად სვანეთი ორ ნაწილად იყოფა, ზემო და ქვემო სვანეთად. მათ ჰყოფს მაღალი სვანეთის ქედი ლატფარის ზეკარით. ზემო სვანეთი შეიცავს მდინარე ენგურის ხეობას სათავიდან სამეგრელოს საზღვრამდე, ხოლო ქვემო სვანეთი — ცხენისწყლის ხეობას სათავიდან მურის ხიდამდე. სვანეთი არის ერთ-ერთი ულამაზესი და უძველესი კუთხე საქართველოში,განთქმულია სტუმართმოყვარეობითა და შრომისმოყვარეობით. სვანები თავისებური ამაყი,მაგრამ მართალი ხალხია. სვანების ერთ-ერთი უძველესი ტრადიციაა:“სისხლის აღება”. ისინი ამ ტრადიციის თანახმად თავისიანის სისხლს არავის შეარჩენდნენ,ისინი მკვლელის გვარიდან იმდენ ადამიანს კლავდნენ რამდენიც მათ მოუკლეს თავისი გვარიდან და ამით ანგარიშს ასწორებდნენ. სვანეთში ასევე,ზამთარში გავრცელებული იყო თოვლის კოშკის აგება,ზამთარში გავრცელებული იყო თოვლის კოშკის აგება, რომლის ცენტრშიც ხის ძელს დაატანდნენ, კენწეროში კი ჯვარს კიდებდნენ. დღესასწაულში მონაწილე ახალგაზრდობა, საცხოვრებელის ადგილმდებარეობის მიხედვით, გუნდებად იყოფოდა. ყველა გუნდი ცდილობდა კოშკის თავისი უბნის მხარეზე წამოქცევას, რაც იმ მხარეზე კარგი მოსავლის მიღებას ნიშნავდა. იგივე მნიშვნელობა ჰქონდა ჯვრის ხელში ჩაგდებასაც, რის გამოც ზოგჯერ მუშტი-კრივსაც მიმართავდნენ. ეს იყო მხიარული, სპორტული დღეობა. სვანეთში, ადგილობრივი კულტურა უწყვეტ ჯაჭვს ქმნის ადრებრინჯაოს ხანიდან დღემდე. ეს კუთხე მდიდარია ეკლესიებით, უნიკალური ფრესკული მხატვრობითა და ხატწერის ნიმუშებით. ადრე საუკუნეებში სვანეთი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო, შემდეგ კი - ეგრისის სამეფოსი. ძვ.წ. IIIს-ის პირველ ნახევარში, მეფე ფარნავაზის მეფობისას, სვანეთი ქართლის სამეფოს საერითავო იყო. IV საუკუნეში სვანეთი ლაზეთის სამეფოს მოკავშირე გახდა და ხშირად მონაწილეობდა სამეფოს საზღვრების დასაცავად წარმოებულ ლაშქრობებში. სვანეთი პერიოდულად დამოუკიდებელი იყო, ჰყავდა საკუთარი მთავარი და სატომო საბჭოები.ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს სვანეთი ქართლის შემადგენლობაში აღმოჩნდა, მაგრამ VI საუკუნის დასაწყისში ისევ დამოუკიდებელი გახდა. ქრისტიანობა სვანეთში, სავარაუდოდ, ლაზიკას სამეფოს მსგავსად, 523 - 530 წლებში გავრცელდა. ისტორიული წყაროები სვანებს, როგორც ოქროს მომპოვებლებს, ძლიერმეომრებსა და უძველეს მიწათმოქმედ ხალხს მოიხსენიებს. ბერძენი ისტორიკოსი დაგეოგრაფი სტრაბონი სვანების შესახებ შემდეგ ცნობას გვაწვდის: საუკეთესონი არიან სიმამაცისა და ძალის მხრივ, ფლობენ ისინი ირგვლივ ყოველივეს და უპყრიათ კავკასიონის მწვერვალები, რომლებიც დიოსკურიის ზემოთ არის. სვანეთს მტრისაგან განადგურება არ განუცდია, აქ ცხოვრება არ შეწყვეტილა და ამიტომაც ძირძველი ქართული მოსახლეობა უცვლელი დარჩა. დასახლებები ვითარდებოდა საოჯახო მეურნეობის პირობებში. დიდი ოჯახის დაშლის შედეგად იქმნებოდა საძმოები (სვ. “ლამხუბ”, “სამხუბ”), რომელთა გაერთიანება ხევის შიგნით ქმნიდა ტერიტორიულ თემს. სვანებმა ჯერ კიდევ უძველეს დროში განავითარეს მესაქონლეობა და მემინდვრეობა, რელიგიური რწმენა-წარმოდგენებიც მეურნეობის ამ დარგებთანაა დაკავშირებული. სვანები აგებდნენ კოშკურ დასახლებებს, ეკლესიებსა და ხიდებს, გაჰყავდათ გზები, აკეთებდნენ სამეურნეო და საომარ იარაღს, გამოჰყავდათ ხორბლის უნიკალური ჯიშები. სვანეთი განთქმულია ხალხური ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშებით, ხეზე კვეთის ხელოვნებით. სვანეთი ცნობილია დახვეწილი ფრესკული მხატვრობითა და ფრესკული მხატვრობის შესანიშნავი სკოლით. სვანეთის ერთ-ერთი სიმდიდრე და საგანძური ადგილობრივი ენაა. სვანური წარმოადგენს იბერიულ-კავკასიური ოჯახის ქართველურ ენათა ერთ-ერთ განშტოებას. სვანური უმწერლობო ენაა. სვანებისათვის სალიტერატურო და ეროვნული ენა ოდითგანვე ქართული იყო. მითი არგონავტების შესახებ სვანეთში მოპოვებულ ოქროს უკავშირდება. ხალხმა გამოცდილებით იცოდა, რომ სვანეთის მდინარეებს ოქრონარევი ქვიშა მოჰქონდა. მდინარეთა ჭალებში სვანები ზოგჯერ ოქროს დიდ ნატეხებსაც პოულობდნენ. ისინი ოქროს მოპოვებას ცხვრის ტყავის დახმარებით ახერხებდნენ. ფიცარზე გაჭიმულ ცხვრის ტყავს წყალში აფენდნენ და ამაგრებდნენ, რომ წყალს არ წაეღო. ამ დროს ტყავის ბეწვიანი მხარე ზემოთ იყო მოქცეული. გარკვული დროის შემდეგ ტყავს ამოიღებდნენ და გასაშრობად გაფენდნენ. გამშრალ ტყავს დაფერთხავდნენ და ოქროს “კენჭებს” გადმოყრიდნენ. ოქროს მოპოვების ეს წესი და საქართველოს მდინარეებში ოქრონარევი ქვიშის არსებობა ცნობილი იყო ბერძენი და რომაელი მწერლებისთვის. არგონავტებიც ოქროს საწმისის - ვერძის ოქროს მატყლიანი ტყავის მოპოვების სურვილმა მოიყვანა კოლხეთის სამეფომდე. სვანეთი მაშინ კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო. ეს ერთადერთი კუთხე იყო, საიდანაც კოლხეთის სამეფოს და მის მრისხანე მეფე აიეტს ოქრო მიეწოდებოდა. სვანეთში დღესაც დასტურდებაა ოქროს მოპოვების ხალხური წესები. ამ სოფლების უხუცესების ნაამბობში, თქმულებებსა და ლეგენდებში ხშირად არის ნახსენები ოქროსრქიანი ხარები და ოქროსთმიანი ქალ-ღვთაება დალი. სვანეთში ტრადიციები და წეს-ჩვეულებები ისეთივე მკაცრია, როგორიც თავად ბუნება და ცხოვრების სტილი. სარწმუნოებრივ წეს-ჩვეულებებს დიდი ადგილი ეკავა სვანთა ცხოვრებაში. წეს-ჩვეულებებით აღბეჭდილ დღეთა რიცხვი 160 აღწევდა. სვანები მოწიწებით ატარებენ რიტუალებს, სადაც საქონლისა და ადამიანთა მფარველი, ნაყოფიერების მიმნიჭებელი ღვთაებები, სულების თაყვანისცემისა და ცეცხლის დღეობები ფიგურირებენ. სვანები მღერიან რავალხმიან სიმღერებს, რომელთა უძველესი ტექსტები მათ შორეულ წინაპრებზე, მონადირეებზე, ქროს მწარმოებელ, მესაქონლე და მიწათმოქმედ ხალხზე მოგვითხრობენ. სვანები ასრულებენ ცეკვებს, რომლებიც მხოლოდ ამ კუთხისათვის არის დამახასიათებელი და თაობიდან თაობას გადასცემენ მისტიკურ ლეგენდებსა და ზღაპრებს. სვანური ჩაცმულობის განუყოფელი აქსესუარია სვანური ქუდი, რომელიც თექისგან მზადდება. მასზე გრეხილი ძაფი ისეა გადაჭიმული, რომ ზედა ნაწილზე ჯვრის გამოსახულებას ქმნის. - გაგულისებული ვუსმენდი ალექსანდრეს და კიდევ უფრო მიხაროდა ახლა სვანეთში რომ ვარ. - ისადა სვანურ ქუდზე რას იტყვი ? -სვანური ქუდი სამი ფერისაა. ეს მისი კიდევ ერთი საიდუმლოებაა. შავი ფერი-ქვესკნელი ანუ გარდაცვალებულთა სულები, თეთრი-ზესკნელი ანუ ანგელოზები, წმინდანები, ნაცრისფერი ანუ წუთისოფელი, რომლის მკვიდრიც ვართ ჩვენ ცოცხალი ადამიანები. ცოდნას ფერთა მნიშვნელობის შესახებ მოიცავს თეთრი და შავი, ხოლო მათი შერევა ნაცრისფერს გვაძლევს, რომელიც ერისკაცის თავსაბურავია ნიშნად იმისა, რომ იგი ფლობს ცოდნას ქვესკნელისა(შავისა) და ზესკნელისა(თეთრისა), ამიტომ ნაცრისფერი ქუდი შეიძლება დაიხუროს საერო მოძღვარმა, შავი ქუდი კი ბერმა. იესო ქრისტემ ჯვარცმით გამოისყიდა ცოდვა ადამისა და გვაუწყა, მამაკაცი არისო თავი დედაკაცისა, აგრეთვე დედაკაცმა თავი დაიფაროსო ლოცვის დროს, ხოლო მამაკაცმა ქუდი მოიხადოსო. “სვანური ქუდის პირველი წრე დედაკაცის მიერ მიცემულ ახალ აღთქმას ნიშნავს, ხოლო მეორე წრე ჯვრის ტვირთვას, ჯვარცმას გოლგოთის მთაზე, რომელიც ნიშნავს ,,თხემის ადგილს“, აგრეთვე, თავის არე, რომელსაც ეს ქუდი ფარავს, არის თხემის ადგილი,სადაც გადაიკვეთება ქუდზე ჯვარი. მამაკაცი დახურვისა და მოხდის დროს ჯვრის შუა ადგილს ეხება, ჯვრის გადაკვეთის ადგილას არის ჯვარზედ გაკრული მაცხოვრის თავი. სვანური ქუდი არის მძივი მარგალიტის, მდოგვის მარცვლისოდენი რწმენის სიმბოლოდ არის გაკეთებული გრეხილ ძაფზედ. ხოლო უსუპის სიმბოლო ფოჩი – დიდებულების სიმბოლო, მიანიშნებს იმაზე, რომ მამაკაცი არის მაკურთხებელი, წყლის კურთხევის ანუ იესო ქრისტეს ღმერთად განცხადების, მისი ჩასვლით იორდანეში, წყლით მონათვლისა და სხურების. სვანური ქუდი მთელი მისი გარეგნული ფორმით ლამპარს ჰგავს, ეს მაშინ, როდესაც მამაკაცი ქუდს მოიხდის და ფოჩს ამოაბრუნებს, რათა ამ ძაფით ქუდი ჩამოკიდოს. - ვაუ , ძალიან მაგარია - აღფრთოვანებულმა წარმოვთქვი. - კარგი დღეისთვის ამით დავამთავროთ . ხვალ კოშკებზე აგიყვან და დაგათვალიერებიებ - თქვა ალექსანდრემ და საათზე მანიშნა ძილის დროა-ო - კარგი ჰო დავწვეთ ძალიან მეძინება - დავეთანხმე მეც - წამომყევი ოთახს განახებ - მითხრა და ოთახისკენ გაემართა. მეც უკან გავყევი. - აი ეს არის შენი ოთახი - მითხრა და ოთახს მზერა მოავლო . - იმედია მოგეწონება , თუ რამე დაგჭირდა მე წინა ოთახში ვარ . ახლა კი დაგტოვებ , ტკბილი ძილი - მითხრა და ის , ის იყო ოთახი უნდა დაეტოვებია მე რომ გავაჩერე. - იცი ერთმა უჟმურმა ტიპა აქ ისე მოულოდნელად წამომიყვანა ბარგი არ წამომიღია დაა ... - დავიწყე მესამე პირში მასზე ლაპარაკი. - რა პრობლემაა მე იმდენი ტანსაცმელი მაქ შენც გეყოფა - მითხრა თბილად და ხელით მანიშნა წამომყევიო. მოპირდაპირე კარები შეაღო და კარადა გამომიღო. - მათლაც რამდენი რამე გქონია - ვთქვი გაოცებულმა და მზერა კოხტად დაკეცილ ტანსაცმელებს მოვავლე. - აიღე თუ რამე გინდა. - ისე აქ რამდენი ხანი ვრჩბით გიოს რომ გავაგებიო? - ვიკითხე ისე. - ერთი კვირა . -კაი. - ბევრი ძებნის შემდეგ წამოვიყვირე - აი ეს მინდა უპირველეს ყოვლისა - ვთქვი და ერთ-ერთ შავ მაიკაზე ვანიშნე , რომელზედაც ბაიკი იყო გამოსახული. - ოო მაქ გააჩერდი - ჩაილაპარაკა მკაცრად და ხელიდან მაიკა გამომგლიჯა. - ყველაფერი შეგიძლია აიღო ამ მაიკის გარდა. - აუ კაი რა . მე ეს მინდა თან ბაიკი ახატია. - დავიწუწუნე მე . - მეც მინდა - მითხრა გაბუტული ბავშვივით. - შენ ჰო ბიჭი ხარ ? ჯელტმენი ბიჭი ? - დავიწყე აფერისტობა. - დავუშვათ კი მერე ? - წარბაწეულმა შემომხედა. - მერე ის რომ ამ მაიკას მომცემ - ვუთხარი გაკრეჭილმა. - არა - მკაცრად შემომხედა. - აუ კი რა . - დავიწუწუნე. - რა არ მოგწონს ყველაზე მეტად ? - უცებ შეცვალა თემა - ეგ რა შუაშია ? - უბრალოდ მიპასუხე. - ყელში რომ ვკოცნი ვინმეს - მკაცრად ვუთხარი - ახლა კი მომე მაისური . - ერთი პირობით - თქვა წარბ აწეულმა. - ნებისმიერი პირობით ოღონდ ეგ მომეცი - გახარებულა ჩავილაპარაკე - ყელში მაკოცე - მითხრა და ყელზე მიმითითა. - აუუუ ოღონდ ეგ არა რა და სხვა რაც გინდა ის მთხოვე - დავეწუწუნე მე. - მე ეს მინდა - წარბები ამითამაშა სვანმა. - მაშინ მაგ მაიკას კი არ მათხოებ მაჩუქებ - მკაცრად ვუთხარი. - კარგი ჰო ჯანდაბას - დამნებდა დევდარიანი. ... - დაჯექი ახლა ეგრე ვერ გსტვები - დავბღვირე მე და ვანიშნე ჩემზე ორი თავით მაღალ მამაკაცს . - არმეგონა ამას ოდესმე თუ ვიტყოდი მაგრამ შენთან შედარებით ლილიპუტი ვარ - ვთქვი დანანებით. - ბევრი სტაფილო უნდა ჭამო - მითხრა გაგულისებულმა და ფუნფულა ლოგინზე ჩამოჯდა. - უფ არაფერიც, მე მაღალი ვარ უბრალოდ შენ ხარ ყანჩა - ვუთხარი გაგულისებულმა და ყელში ვაკოცე. - კუთვნილი მააიკა დამიბრუნე თუ შეიძლება - გამარჯვებული სახით გამოვგლიჯე მაიკა ხელიდან , შემდეგ კი კარადას მივადექი და უბრალო თეთრი მაიკა ავიღე ღამე რომ ჩამეცვა ,ხოლო ლურჯი სპორტულები ხვალისთვის. - რასგერჩი გემოვნება კაი გაქ . - გამოვუცხადე მომღიმარ ალექსანდრეს და კარისკენ დავიძარი. - რაც არ უნდა გაიღიმო უჟმური იყავი და უჟმურად დარჩები - ენა გამოვუყავი - ღამე მშვიდობისა - ვუთხარი კისკისით და კარები გამოვიხურე. ეგრევე შევედი კუთვნილ ოთახში და ტანსახმელები სკამზე დავდე. რაც მეცვა გავიხადე და თეთრი მაიკა გადავიცვი რომელიც იმხელა იყო კაბად მქონდა. ... ლოგინშიდაც შევწექი და გიოს დავურეკე. - სად ხარ ? - გავიგე გიოს მკაცრი ხმა. - ერთი კვირით კლასელებთან ერთად სვანეთშ წამოვედი არ ინერვულო - ვუთხარი მეც მკაცრი ხმით და გულში გავიფიქრე ,, კი , კი კლასელებთან ერთად , როგორ არა . ‘’ - არ უნდა გეთქვა მერე ? - ახლა ჰომ გეუბნები? - ვუთხარი მკაცრად - კაი ჰო ჭკვიანად - მითხრა და ყურმილი გამითიშა. ... არა რა ეს ბიჭი გადამრევს მე რა. რანაირი ძმაა ხეა სუფთა. გავიფიქრე და ტელეფონი განათდა. - ,, კარგია სვანეთში ? ‘’ - ისევ უცნობი. - ,, უკვე მივეჩვიე იმას რომ შენ ყველაფერი იცი , ამიტომაც პირდაპირ გიპასუხებ კი თან ძალიან ‘’ - ,, ჭკვიანი გოგო ხარ შენ . ისე რას ფიქრობ ალექსანდრეზე? ‘’ - ,, მოიცა ალექსანდრეს იცნობ ? ‘’ - გაკვირვებულმა მივწერე - ,, დაახლოებით ‘’ - ,, ეგ როგორ ? ‘’ - ,, რაც შენს გვერდით ხდება ყველაფერი ვიცი არ დაგავიწყდეს. ჰოდა კითხვაზე არ გიპასუხია . ‘’ - ,, შემიძლია გენდო ? ‘’ - ,, რათქმაუნდა ‘’ - ,, რავი ალექსანდრე ამოუცნობი პიროვნებაა . ერთი შეხედვით ჯმუხი , უჟმური და მკაცრია , მაგრამ თუ დაუკვირდები მიხვდები რომ ასეთი ცხოვრებამ გახადა. რაღაც ცუდი გადახდა თავს და ის რაღაც არ აძლევს ბედნიერების საშუალებას ‘’ - ,, გაიტერესებს რა ? ‘’ - ,,მაინტერესებს ‘’ - ,, გინდა გითხრა ? ‘’ - ,, რათქმაუნდა არა . ის მისი პირადია და თვითონ გადაწყვეტს ვის გაუმხილოს და ვის არა. არც მე მაქ მაგის უფლება და მითუმეტეს არც შენ ‘’ - წარბები კუშტებად შევკარი თითქოს დამინდახავდა. - ,, მართალი ხარ , მაგრამ მაინც გაინტერესებს ‘’ - ,, მაინტერესებს , მაგრამ მისგან ‘’ - ,, სამართლიანია ‘’ - ,, რათქმაუნდა. შენ ის მითხარი მალე აღარ გავიდა ? ‘’ - ,, ცოტახანიც მოიცადე, სულ-სულ ცოტახანი ‘’ - ,, ვერვიტან ლოდინს ‘’ - გაბრაზებულმა მივწერე. - ,, უნდა აიტანო ‘’ - ,, სხვა რა გზაა ? ‘’ - ,, კარგი, გვიანია დაიძინე. ტკბილი ძილი ‘’ - მომწერა თუ არა ტელეფონი გვერდზე გადავდევი და მორფეოსის სამყაროში თავით გადავეშვი. .......... ბოდიში დაგვიანებისთვის,მაგრამ ამ წამს მოვრჩი წერას. ასევე ბოდიში შეცდომებისთვის, რადგან ისე მეძინება რომ რავი , მაგრამ ეს რომ არ დამედო თქვენ თუ არა მე მოვიკლავდი თავს . :დ 11 გვერდია. ვიმედოვნებ გეყოფათ და რაც ყველაზე მთავარია მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.