აქ სიტყვები ზედმეტია (პირველი თავი)
- ნიკას დავშორდი! შემოაღო ჩემი სახლის კარინუცამ და პარკები მაგიდაზე დააწყო. ამოვიოხრე და წიგნი გვერდზე გადავდე. - ახლა რაღა მოხდა ? - მივხვდი, რომერთმანეთისთვის შექმნილები არ ვართ. თვალები გადავაბრიალე. - სერიოზულადგეუბნები მია, აი შენც შეგიყვარდება ვინმე დამიხვდები რაგრძნობაა როცა იმასთანარხარ, ვინც გჭირდება. ჩამეცინა. ახო, ხო, გამახსენდა, შენ სიყვარულის არ გწამს. თან შოკოლადები ამოიღო დარამდენიმე ერთად შეიტენა. - მთლად მასეცარა, მე უბრალოდ ვთვლი, რომ სიყვარული მხოლოდ მიჩვევაა.დანარჩენი მისი თანმდევი ნაწილები ჩემთვის ზედმეტად აბსტრაქტულია. წამით ყბები გააჩერა და შემომხედა. - იცი ხანდახან მიწის ნიშანი მგონიხარ, თევზები და ასეთი გულქვა, უემოციო მე პირველად ვნახე. თან შოკოლადის ფილა აიღო და დიდი ლუკმა მოკბიჩა - შენ რაღაც საეჭვოდ ბევრ შოკოლადს ჭამ და კიდევ რამე მოხდა ? - არა არაფერი. მზერა ამარიდა - ნუცა, ბევრი არ მალაპარაკო, გისმენ. რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ ნერწყვი გადაყლაპა და შემომხედა. - ის..ჩამოდის..წამით მზერა შემეცვალა, ახლა გასაგებია რატომაც დაშორდა ნიკას. იმისდამიუხედავად, რომ ზუსტად ვიცოდი ვინც იგულისხმა, მაინც სტანდარტული კითხვა დავსვი. - ვინ ის. - აი ისრა, ხო ხვდები. თავი დახარა და თითები ნერვულად აათამაშა. - საიდან იცი ?წამოვიწიე, მივხვდი როგორ დამეძაბა სხეული. - დღეს ბარში ვიყავი და დაკეტილი დამხვდა, გიოს გადავურეკე ბარი რატომ გაქვს დაკეტილითქო და კარი რომ გამიღო გამოვშტერდი ისეთი ზმადებაა გაჩაღებული, რომ ვკითხე რა ხდებამეთქი მიპასუხა ალექსი ჩამოდის და დახვედრა უნდა მოვუწყოთო. გაოგნებული ვუსმენდი, არმჯეროდა, რომ ყველაფრის შემდეგ ჩამოსვლა გადაწყვიტა. - როდის მობრწყინავს მისი უდიდებულესობა? ვგრძნობდი როგორაწვებოდა სისხლი ტვინს, იმის გაფიქრებამ, რომ მალე მისი ნახვა მომიწევდა ტანზე ეკალი დამაყარა. - ეგ გიომ და და თომაც კი არ იციან, ხო იცი როგორი მოულოდნელობებით აღსავსეა. - მოულოდნელობებით აღსავსე კი არა სრული იდიოტია. და შენც ჭკუაზე არ ხარ არა ? იმის შემდეგ რაც გაკეთა მის მიმართ კიდევ გრძნობ რამეს ? - რა ვქნა, მე მია არვარ. შემომანათა საცოდავი თვალები. - არ ხარ არ ხარ, ხო შეიძლება თავმოყვარეობა მაინც გქონდეს. წამოვდექი და ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი, ნუცა უკან გამომყვა. - შენ რო რამე მიქარო არვიცი რას გიზამ. - ხო იცი რო უეჭველი მოგვიწევს მაგის ნახვა ? - ეგ არ იქნება "ნახვა", ეგ იქნება "შეხვედრა", რომელიც ეთიკისა და ნორმების დაცვით ჩაივლის, როგორც ცივილიზებულ ადამიანებს შეეფერებათ. სულესაა. ტანსაცმელს ვარჩევდი და ვცდილობდი მღელვარება დამემალა. - ეჰ მია, არადა როგორ გიყვარს ყველაფრის გართულება. წავედი ახლამე და ლექციებს რომ მორჩები დამირეკე. ლოყაზე მაკოცა და გასასვლელისკენ წავიდა. - ჭკვიანად იყავი, მივაძახე უკვე კარში მდგარს, რომელიც ბრძანებას უფრო გავდა ვიდრე გაფრთხილებას. როგორც კი ნუცა გავიდა ლოგინზე ჩამოვჯექი და ღრმად ჩავისუნთქე. 5 წლის შემდეგ ციურმა ანგელოზმა გადაწყვიტა, რომ ხორცი შეისხას და საუფლო მიწაზე დაეშვას. ეგ გეგმის გარეშე არ დაბრუნდებოდა. ესეიგი "ომი" დაიწყო არა ბატონო ალექსანდრე? ძალიან კარგი, მაშ დროა ფარი და ხმალი მოვამზადო. ჩავილაპარაკე ჩემთვის და მზადება განვაგრძე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.