შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მატარებლის სადგური(სრულად)


25-06-2017, 18:08
ავტორი Gossipy girl
ნანახია 12 759

ადამიანები..
ყოველთვის მაოცებდა ეს ფენომენი ღმერთის მიერ გაჩენილი
წამდაუწუმ იმას რომ გაიძახის მაიმუნის გადმონაშთი ვარო
მატარებლის ფანჯრიდან,უამრავი ადამიანის დანახვა შეგიძლია
თუმცა შენ-თავადვე ადამიანს მათი ყურების ნაცვლად ხეების,ცის,მზის და შემოქმედის მიერ შემქნილი ყველა იმ გასაოცარი სასწაულის ნახვა უფრო გიზიდავს ვიდრე იმ არსებისა,რომელიც მის ხატად და მსგავსად შექმნა მან.
მატარებლის სადგურზე,სადაც ათასობით ქალი,კაცი,მოხუცი,ახალგაზრდა თუ ბავშვი ირევა,თვალებს მობეზრებულად ვხრი დაბლა და ვცდილობ დრო როდესაც ეს მექანიკური მანქანა უნდა დაიცალოს ამ რაღაც ადამიანებით და მერე ისევ თავიდან შეივსოს,როგორმე გავიყვანო.
მუსიკა
მეჯავრება რომ ამ მერვე საოცრებას იმ რასის წარმომადგენელი ქმნის,რომელსაც თავადაც ვერ დაუდგენია ვინ არის და რას წარმოადგენს.
მე
გაღიმებული,მხოლოდ ასე თუ შევძლებ საკუთარ თავზე ფიქრს.
შენც ხომ ახლა ჩემს ფიქრებში ძვრები და წარმოდგენაც არ გაქვს რა ხდება.
ჰო შენ დაახლოებით მეთექვსმეტე საუკუნის ნაშთთან გაქვს საქმე...
მე
მე ის ვარ ვისაც საოცრად იზიდავს ფრანგი ქალის სითამამე,იტალიელი მამაკაცის ტემპერამენტი,გერმანელი ფიურერის ცივი სისხლი და კავკასიელის შეუპოვრობა.
მე ის ვარ ვისაც შეუძლია ამ ოთხ ქვეყნას შორის მაკავშირებელი ძაფი გააბას და დაუსრულებლად იფიქროს ამის შესახებ,როცა სხვა ჩემს წინ მჯდარი ბიჭის ყურებით იქნება დაკავებული.
ახლახანს შევამჩნიე..სავარაუდოდ მატარებელში რამდენიმე წუთია რაც ამოვიდა და კიდევ იმდენი წუთია რაც გაუგებარი მზერით მიყურებს...
ბავშვობიდან მქონდა უნარი,დამენახა ის რაც სხვას ეგონია რომ ვერ ვუყურებდი..
მათ შორის მზერაც.
უმისამართო და გაურკვეველი მზერა.
ერთადერთი რაც ჩემს ყურადღებას იპყრობს მისი წიგნია რომელიც მტევნებში აქვს მოქცეული და თითებს წიგნის ყდაზე ნერვიულად ათამაშებს.
შტეფან ცვაიგი...
უდიდესი ფსიქოლოგისა და რომანტიკოსის ნაწარმოები უჭირავს ხელში და საკითხავი მხოლოდ ის დამრჩა,ჩემი ყურება უფრო საინტერესოა თუ ლეიტენანტის ამბავი...
„მოუთმენლობა გულისა“..
ჩემი წარმოსახვით სენტიმენტალურობის ზენიტში შევა როცა გაიგებს რა დაემართა უნგრელ თავადს...მისი ოჯახის უბედურებას და ასე შემდეგ დაუსრულებლად..
-შეგიძლია გაიღიმო?-უეცრად მაკრთობს მისი მოულოდნელი წინადადება,და მისი შინაარსი კიდევ უფრო დიდ დაბნეულობას იწვევს ჩემში.
-უკაცრავად..?-ვცდილობ რაც შეიძლება მეტად მოვიკრიბო გონება და არ დავიბნე როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე.
-შეგიძლია გაიღიმო?-კითხვას მიმეორებს უცნობი და ვხვდები როგორ მათვარიელებს.თითქოს აზრი რომ გზა დასრულდება და ის..ან მე მატარებელს დატოვებს აშინებს და უნდა მოასწროს ის რის ვერ მოსწრებასაც აქედან ჩასული ინანებს.
-მე მეუბნებით?-აზრი არ აქვს ამ კითხვის დასმას,უბრალოდ ვცდილობ გავიგო ჩემი ღიმილი ასე რატომ აინტერესებს.
-შენს გარდა აქ სხვა ვინმე ზის?...უბრალოდ მინდა რომ გაიღიმო-როგორი შესამჩნევია სუნამოს სურნელი რომელიც ასე მსუბუქად იგრძნობა.
თავადაც არ ვიცი რატომ..
არა მართლა გეფიცები არ ვიცი რა ძალამ
გამაღიმა..
უეცრად ვიგრძენი სიცხის მკაფიო მოჭარბება ლოყებზე.
გავწითლდი.
ჯანდაბა!
რატომ მაინდამაინც ახლა?!
-ერთი გოგონა მიყვარდა-დაიწყო უცნობმა-ლილე ერქვა,ლილე ჩემზე გაცილებით უფროსი,მაღალი,შავგრემანი გოგონა იყო უჩვეულოდ ცისფერი თვალებით...ვერაფრით ვუტყდებოდი სიყვარულში,გეუბნები როდესაც მასთან ლაპარაკის წამოწყებას ვაპირებდი-მატარებელი დაიძრა-ყოველთვის რაღაც მაჩერებდა.იმ საბედისწერო ღამეს,მე და ჩემმა მეგობრებმა საკმაოდ ბევრი დავლიეთ.როგორც ხდება ხოლმე კაცური ჟინი და ქართული შემართება ორგანიზმში თითქოს სისხლად დამდიოდა.ლილეს სახლთან მივედი,ყვავილებით ხელში-იღიმის-კარი დედამისმა გამიღო,ლელაც მისი გოგონასავით საუცხოო ქალი იყო.ქვრივი.-თითქოს ერთ სიტყვაში ჩაატია ქალის მორალური და სულიერი მდგომარეობა,ღრმად ამოისუნთქა და განაგრძო-ლილე სააბაზანოდან ახალი გამოსულს,შავი,კუპრივით თმა ჯერაც სველი ჰქონდა.წითელი ტუჩები ორაზროვნად უკრთოდა,ჩემს დანახვაზე..არა ვფიქრობ ყვავილებმა შეაშინა..მას მერე მძულს ყვავილები..ხმა მაშინაც ვერ გავიღე,თუმცა ჩემი საქციელით სათქმელი ნათქვამი იყო და ლილეც გაოგნეული კარს მიყრდნობილი,თბილი მზერით მიმზერდა,რომელსაც მკვეთრად ეწერა „საბრალო,პატარა ბიჭუნავ..“ყვავილები იატაკზე დამივარდა,აი ასე უსიტყვოდ ავუსხენი ის სიყვარული რომელიც ასე გამალებით ტანჯავდა ჩემს გულს..ყვავილები დავაგდე და წამოვედი...მეორე დილით ამბავი მოვიდა ტაბიძეზე ქალი მოკლეს...ბინის ძარცვის დროსო..გულ ამოვარდნილი გავექანე ნაცნობი ქუჩის ნაცნობი სახლისკენ იმის იმედით რომ ნაცნობი ქალი ცოცხალი დამხვდებოდა..ვაი რა მწარედ შევცდი...-ტუჩზე იკბინა-შავოსანთა ჯარი აგერ უკვე მეორე ქუჩიდან იწყებოდა და საყვარლის სახლთან მთავრდებოდა.იმ ღამით ჩემი პირველი სიყვარული მოკლეს.გაიღიმე მეთქი იცი რატომ გეუბნები?..-ცრემლებით სავსე მწანე თვალები შემომანათა და ამ მზერამ სულ მთლად დამანგრია.-ლილესაც შენსავით ლური თვალები ჰქონდა,შენსავით დაბნეული მზერა და ისე საოცრად შეეძლო ადამიანის მოსმენა როგორც ამ წამს შენ მისმენდი..
-პირველი სიყვარულის აჩრდილს ჩემში ხედავთ?-არ მახსოვს რა ძალით ამოვილუღლუღე და მის რეაქციას დავაკვირდი,ის ისევ იღიმოდა.მშვიდი,დინჯი,აუღელვებელი ღიმილით.ცდილობდა არ შევეშინებინე.რაც მასში მიმიზიდა ის იყო რომ,არ უნდოდა მისი მონაყოლის სიმართლეში თავადვე დავერწმუნებინე,ის უცდიდა გრძნობას...როდესაც თავად მიხვდებოდა რომ მე მისი მჯეროდა.რომ მე მას გავუგე.
-ვფიქრობ,ჩანაფიქრს სწორად მიმიხვდი.-ისევ აუღელვებლად იღიმის.
გავუღიმე.
თავი ოდნავ მარჯვნივ გადავწიე და თმებიც გადავიწიე.შრამი გამოჩნდა,ის შრამი რომლის დანახვისას ასე კრთებოდნენ ადამიანები.
-შენ ისტორიასაც მოისმენდა კაცი,გრძელ,დამღლელ გზაზე..
-შრამს გულისხმობ?-ჩვენს შორის მზერა თანდათან ემსგავსგებოდა მზერას,რომელიც აკავშირებთ ადამიანებს...40-50 წლით უფროსებს,ერთმანეთი საკუთარ თავზე უკეთ რომ იციან.
-ვგულისხმობ.
-მამაჩემი ალკოჰოლიკი იყო,გამუდმებით სვამდა.მთვრალზე კი როგორც ყველა სხვა,ვერ არჩევდა შვილს,ვერც ცოლს,ვერც დედას...ეს 5 წლის რომ ვიყავი მაშინ ...მაშინ მოხდა-ტუჩები ენით გავილოკე,მუდამ ასე ხდებოდა,როდესაც ლაპარაკს დავიწყებდი ტუჩები მიშრებოდა.უდაბნოს მსგავსად თითქოს ნაპრალები ჩნდებოდა ჩემს ტუჩებზე.-სახლში უგონოთ მთვრალი დაბრუნდა,მამის მიმართ შიშები უკვე ფესვ გადგმული იყო პატარა ბავშვის გონებაში,რამდენჯერმე დამიძახა,მე კი შიშისგან ჩემი ოთახისკენ გვიქეცი,დამეწია..არ ვიცი იქნებ მოფერება უნდოდა ან თამაში..არ ვიცი.ხალიჩას ფეხი წამოჰკრა და იატაკზე დაენარცხა,სულ ცოტა მაკლდა..სულ ცოტა და ოთახის კარს გავაღებდი..მაშინ მან ფეხში ხელი ჩამავლო და მისკენ მიმიზიდა.მხოლოდ ის მახსოვს რომ მთელი ინერციით დავეცი იატაკზე სადაც ბებოს გაწმენდილი „ხრუსტალის“ ლარნაკი იდო..მერე მხოლოდ ბევრი სისხლი და დედის კივილი მახსოვს..მას მერე მამა არ მინახავს.
ამბის მოყოლა დავასრულე და ფანჯარაში გავიხედე...სადგურს კარგა დაშორებულები ვიყავით,არ მინდოდა მისთვის შემეხედა,რატომღაც მეგონა რომ შემბრალებლური იერით შემომხედავდა,ვერ ვიტანდი როცა ვინმე მაგრძნობინებდა რომ „ვეცოდებოდი“...
ვიგრძენი როგორ გადმოიხარა ჩემსკენ,ნიკაპზე სამი თითით შემეხო და სახე მისკენ მიმაბრუნებინა.
-შვილის ყოლა მას შემდეგ აღარ გინდა..?-გაოცებისგან ძლივს შევიკავე პირი არ დამეღო.
-საიდან..როგორ მიხვდი..
-თითზე ბეჭედი არ გიკეთია,შესაბამისად დაქორწინებული არ ხარ,არც რაიმე ნივთი გაქვს ირგვლივ ისეთი რაც მოწმობს რომ შეყვარებული გყავს..ვგულისხმობ სამაჯურს,სახელების ინიციალებით..ან ყელსაბამს რაიმე დამახასიათებელი კულონით რაც შენი ასაკისთვის შესაფერისი იქნებოდა ჰქონოდა გოგოს რომელსაც ჰყავს მეორე... შენი წიგნი კი ..რომელიც გვერდით გიდევს ვირჯინია ვულფის „საკუთარი ოთახი“..,ცოტათი ფემინისტი ხარ-ეღიმება-შვილებს რაც შეეხება ამაზე შენი ისტორია მოწმობს..მამაკაცების მიმართ ოდნავი შიში გაქვს და შენი თავის გიკვირს აქ ზიხარ და სრულიად უცნობ მამაკაცს ესაუბრები.
-შენ რა ფიქრებს კითხულობ?-მეღიმება მე.
-ვცდილობ-ეღიმება მას.
ორივენი გავჩუმდით,ახლა მხოლოდ მატარებელი ხმაურობდა,შემდეგი გაჩერება ბათუმი უნდა ყოფილიყო...მე იქ იმიტომ ვბრუნდებოდი რომ ბებია გარდამეცვალა.ჰო ის ბებია იმ ღამით ლარნაკი რომ გაწმინდა.მისი მიზეზი კი ბათუმში წასვლისა ჩემთვის სრულიად უცნობი იყო.
-რატომ მიდიხარ ბათუმში?-ზედმეტად ნერვიულად დავუსვი კითხვა და მწვანე თვალებში ჩავაცქერდი.
-ზღვის მონატრების პერიოდული შემოტევა მაქვს.
-ოდესმე იქ ცხოვრობდი?..
-პორტო ფრანკო და მე ერთად 5 დღეზე მეტად ვერ ვძლებთ-იღიმის.
მეც გამეღიმა.
საოცრად მიყვარდა ეს სახელი,რომელიც ასე ითარგმენობდა თავისუფალი პორტი ან ქალაქი..
უეცრად წამოდგა,გულწრფელად რომ გითხრა შემაკრთო მისმა სწრაფმა მოძრაობამ,გამიკვირდა რომ არც ეს გამოჰპარვია ყურადღების არეალიდან.გაეღიმა.ღმერთო!მხოლოდ იმას გთხოვ,ეს საღამო,რომელიც ერთ ალბათ ორ საათში უკვე „ღამედ“ გარდაიქცევა,დავიწყებას არ მიეცეს სიცოცხლის იმ უკანასკნელ წუთამდე,როცა მეხსიერება შენთან მოვა ჩემსავე სულთან ერთად.
ჩემი წიგნი,ჩანთა და ბლოკნოტი,რომლის არსებობაც უკვე დავიწყებული მქონდა მის ნივთებთან ერთად მაღლა დადო ადგილი კი ჩემს გვერდით დაიკავა.
ფრთხილად დაიხარა,ჯერ ერთი..შემდეგ მეორე ფეხი ჩვენს მოპირდაპირე სკამზე დამადებინა.მისმა შეხებამ ბოლომდე გამომიყვანა წყობიდან.
დამაჟრიალა
როგორი ახლო და ამავდროულად როგორი შორეული გრძნობა იყო ეს ჩემთვის.
თვითონაც ასწია ფეხები და ჩემი ტერფების გვერდით მოათავსა.
თავი ბეჭზე ჩამომადო და ჩემი თითები მისაში მოიქცია.
-ალბათ ძალიან მოხუცი ხარ ჰო?-სიცილით წარმოთქვა წინადადება და მის ამ ნათქვამზე თითქოს „გამომიჭირესო“ ასეთი სახე მივიღე.
-დაახლოებით სამი ან ოთხი საუკუნის დაძველებისა ვიქნები-სიცილით ვუპასუხე მე.
-იცი ღვინო რაც უფრო ძველია მით უფრო უკეთესია,სიმართლე გითხრა ცხოვრებაში პირველად მაქვს სამი ან ოთხი საუკუნის დაძველებით ღვინის დალევის სიამოვნება.-მან ამ წამს ღვინოს შემადარა,თან დალევაც აქვს განზრახული,ისე ჩემთვის...სულში მეღიმება.
-წარმატებები როგორ გისურვო?-მის თავს ახლა ჩემი თავი დავადე და როგორ გამოვტყდე რომ სიმშვიდე ვიგრძენი,თითქოს დამასაფლავეს და ჩემს სხეულს მისი ჭიები სასიამოვნოდ ეხვია გარს.
|-აი ასე.. წარ-მა-ტე-ბე-ბი!-დამარცვლა და საოცრად თბილი მზერით ამომხედა.
-წარმოდგენა არ მაქვს რას ვაკეთებ..-გულწრფელად ამოვთქვი მე.
-საკუთარ თავს შანსს აძლევ.
-ჰოო?რომელ შანს?
-ზღვისპირეთში სასიამოვნოდ გატარებული წამების შანსს,წამები როგორც დროის ერთეული ..თუგინდა ისე აღიქვი ან თვითონ „წამება“ სიტყვის მნიშვნელობად.
-მანიაკი ხარ?-ვიცინი მე.
-რა კითხვაა?მატარებელში ამოვედი,მოგონილი ისტორია გიამბე,ცოტათი მსახიობის უნარიც დავაყოლე და ახლა შენთან ერთად პირდაპირ ბათუმში მივდივარ აბა თუ გამოიცნობ ვინ ვარ?
-სომელიე(ღვინის „ექსპერტი“)-ჩუმად წარმოვთქვი მე და მისი სიტყვების სიმართლე წამითაც არ დამიჯერებია.
-არ გეშინია ჩემი?-შეეჭვებულმა მკითხა მან-იქნებ მართლა ვცრუობ..
-არ შეიძლება ადამიანმა ასე ოსტატურად გადმოსცე გულის ტკივილი,მოყვე ისტორია რომლის მთავარი გმირიც მკვდარია ხოლო შენ ამ ისტორიის ნაწილი იყო და ამის შესახებ ცრუობდე,არ შეიძლება უბრალო გამვლელმა უეცრად გაუგოს მელანქოლიით შეპყრობილ გოგონას,რომელსაც დამღა ადევს ცხოვრებისეული სულზე,გულზე და სხეულზე..არ შეიძლება სრულიად უცნობთან მქონდეს შეგრძნება რომ აგერ უკვე ნახევარი საუკუნე მასთან ერთად გავატარე...და თუ შეიძლება ყოველივე ამის საპირისპირო მართალი აღმოჩნდეს და შენ „ღვინის დამგემოვნებელი“ კიარა უბრალო მანიაკი იყო,მაშინ გამოდის ტყუილად არ მიცხოვრია,რომ გავიცანი ადამიანი ვისი სახელიც კი არ ვიცი,თუმცა თამამად ვიტყოდი რომ ყველა მსახიობი უკან ჩამოიტოვა,23 წლის გოგონა გამაცურა,პორტო ფრანკოში მასთან ერთად ჩამიყვანა და იქ რა..-მეღიმება-უბრალოდ მომკლა?
სრული სიჩუმე ჩამოვარდა.
სამარისებული.
-მე შენი მონათხრობის სიმართლეს ვერასდროს გავიგებ,მე მხოლოდ შენი მწვანე თვალების ტკივილისა მწამს უცნობო სომელიე..-ხმა ჩახლეჩილმა ფრთხილად წარმოვთქვი და თავი მატარებლის მინას მივადე.
მისი გულის ცემა მესმოდა,თითქოს ბოლომდე ვგრძნობდი.
თითქოს ჩემში იყო ორი გული.
ოთხი ფილტვი.
და ტრილიონი სისხლის წვეთი
მისი და ჩემი
ხომ გესმის?
ერთად მჩქეფარე.
-ლამაზი თითები გაქვს..-ფრთხილად დაიწყო მან.
მე ვდუმდი.
ჩემი სუნთქვაც საკმარისი იყო
ჩემი დახუჭული თვალები კი იმ სიტყვების მაგიერი რაც სავარაუდოდ ახლა უნდა მეთქვა.
შესაბამისად არც არაფერი.(რადგან ორივე თვალი დახუჭული მქონდა,თვალებს კი ლაპარაკი მხოლოდ მაშინ შეუძლიათ როცა მეორე’ს უყურებენ)
მისი თითები ჩემსაში ახლართა.
საოცარი შეგრძნება იყო.
ისეთი მოვლილი,ნაზი ხელები ჰქონდა.
გრძელი და თლილი..
როგორც ამას სიტყვამოჭარბებული მწერლები ამბობენ ხოლმე.
აგერ უკვე საათი გავიდა ალბათ ცოტა მეტიც.
ღამეა.
ცას ისე აკლდა ვარსკვლავები
როგორც
ხალხს ერთი მეორესადმი სიყვარული.
მატარებელი გაჩერდა.
ფრთხილად დავიხარე რომ შემემოწმებინა ნამდვილად ეძინა თუ ეს მე მეგონა ასე.
არ შევმცდარვარ,მართლაც ეძინა,ჩემს მკლავებში,პატარა ჩვილი ბავშვივით ეძინა.
უცნობს რომლის სახელიც კი არ ვიცოდი,შემდეგნაირი გარეგნობა ჰქონდა:
საკმაოდ მაღალი იყო,სახის მეტად უხეში ნაკვთები ჰქონდა,სწორი ცხვირი და წითელი ტუჩები.მასში,როგორც ქალს, მამაკაცში მიმზიდველს, მხოლოდ თვალები თუ მოხიბლავდა.
მწვანე,ღია მწვანე თვალები ჰქონდა.
ბევრი ხაზებით და წერტილებით.
ჰო წარმოგიდგენია?
ასეთი საუცხოო თვალების პატრონი იყო.
შოკოლადისფერი მანტო ეცვა,დაახლოებით მუხლებამდე.
ჩალისფერი შარვალი და შავი მაისური,მუქი მწვანე ფეხსაცმლისთვის შეეხამებინა,ყელზე მრგვალად მოხვეული თაფლისფერი კაშნე მოედო.
თავი კი რომელზეც თმა დაბალზე ჰქონდა შეჭრილი პირდაპირ ჩემს შავ ქურთუკზე დაედო და ტკბილად ეძინა.
სულაც არ იყო ლამაზი,ან გადაჭარბებულად სიმპატიური,ისეთი ვისზეც შეიძლება ჩვეულებრივ ქალს მიზიდულობის შეგრძნება აღეძრას.
ერთი შეუხედავი მამაკაცი იყო 30 ან 35 წლისა იქნებოდა.
ჰო
თუმცა მაინც საოცრად ლამაზი თვალები ჰქონდა.
მხოლოდ თვალები და თითები.
ის რასაც შეეძლო მე მივეზიდე.
იქნებ მართლა მანიაკია?
მეღიმება.
შეუხედავი იყო,მაგრამ მანიაკი არა.

ისიც არ ვიცოდი როგორ მიმემართა.
არც გაღვიძების ჩემებური მეთოდი არ მქონია შემუშავებული მამაკაცებთან.
მხოლოდ მისი ცივი თითები ჩემს ტუჩებთან მივიტანე და ფრთხილად ვაკოცე.
-გაიღვიძე,პორტო ფრანკოში ვართ.!
თვალები ზლაზვნით გაახილა და მოისრისა.
-ჩამოვედით?
-ჰო ჩამოვედით.
ადგა,ფეხები ჩამომაწევინა,ისევ ნელა,ისევ ფაქიზად,თითქოს ინვალიდი ვყოფილიყავი.
მერე ჩემი ნივთები ჩამოიღო და გვერდით დამილაგა.
-შენი ჩანთის ტარებას არ ვაპირებ.-თვალი ანაზდად ჩამიკრა და წინ წავიდა,მეც უკან დავედევნე..
მატარებელი დავტოვეთ.
რაღაც ეტაპი დასრულდა.
-სად აგრძელებ გზას..?
-იქ სადაც შენ აღარ იქნები-თმები ყურზე გადავიწიე და ჩანთა ზურგზე მოვიგდე.
-მე ყველგან ვარ-ეღიმება მას.
-თითქოს არც არსებობ და უბრალოდ გამოგიგონე არა?
-ზუსტად ასე.
-ბებია გარდამეცვალა.
-ვწუხვარ.
-მე მის გასვენებაში ჩამოვედი,ხვალ ასვენებენ.
-უნდა მოვიდე?-სიგარეტს უკიდებს ის.
-არა!
-ასეთი კატეგორიული არა..გასაგებია,ანუ შენც იძულებით ხარ აქ.
-შეგიძლია ამიხსნა ჭკუიდან რატომ მშლი?
-ტუჩებს ნერვიულად ბურცავ წინ-იღიმის და ნელა მიაბიჯებს.
-დაუშვათ მერე?!
-არ გეშინია?
-რისი უნდა მეშინოდეს მითხარი!ჩემი მოკვლა გინდა?!
-შენი კოცნა.
გავშრი.
აი ასე უცებ დავდუმდი.
-ჩემი სახელიც კი არ იცი..
-რა საჭიროა სახელის ცოდნა,იმისთვის რომ უბრალოდ გაკოცო.
-არვიცი ნორმალური ადამიანები...
-მაცინებ-გადაიხარხარა მანდა ოდნავი შიში შემეპარა გულში.-ან შენ ან მე,რომელიმეს ნორმალურობის რაიმე წვეთი მაინც გვაქვს სისხლში?
-არ ვიცი..
-რა არ იცი ..?
-რა გააკეთე მაშინ როცა ლილეს სიკვდილი გაიგე.
გაჩერდა.
ნელი მოძრაობით მომიბრუნდა
მეც გავჩერდი და მის წინ ავესვეტე.
-მოვკვდი.-ამოიჩურჩულა მან.
მე მესმოდა რომელ სიკვდილს გულისხმობდა სომელიე..
ეს იმ სიკვდილს ნიშნავდა,როცა შენ შენივე კანს ატყავებ,შემდეგ კი ახლით იმოსები და როგორც ქვეწარმავალი,გველი ძველი ტყავიდან ძვრები.თითქოს მოკვდი და ახლიდან დაიბადე.
-მის შემდეგ არავინ..?
-მის შემდეგ 15 წელი გავიდა..
ხმა თითქოს სადღაც გაქრა.
აი ასე უცებ წამერთვა.
-15 წლის შემდეგ მატარებელში გოგონა გავიცანი კისერზე შრამით.სახლში წადი,და იცოდე ამ ღამის დასრულებას საკუთარ თავს არ აპატიებ,არც მე ვაპატიებ ალბათ არასდროს.
-არ დავასრულოთ...
-არც დავასრულებთ,წადი.სახლში წადი,დაიძინეთქო ვერ გეტყვი მეეჭვება ეს მოახერხო,ხვალ მე თავად გიპოვი.
-როგორ მიპოვი...-სულ მთლად ავირიე მე.
-სად უნდა იყოს 3 ან 4 საუკუნით ხნიერი მოხუცი ზღვისპირა ქალაქში,თუ თავად ზღვას არ ეწვია?-იღიმის ის,სიგარეტს აგდებს,დაბლა იხრება,ნაზად ოსტატურად ეხება ჩემს ტუჩებს.გახსოვს ნაპრალებზე რომ გელაპარაკებოდი?ნელა აქრობს ნაპრალებს ჩემს ბაგეებზე,გზის მეორე მხარეს გადადის,ტაქსს აჩერებს და შუაღამის ბათუმში უჩინარდება.

ბებოს გასვენება არც იმდენად იოლი აღმოჩნდა როგორიც მე მეგონა.
გაოცებული იყო დედა ჩემი გადაწყვეტილებით.
რომ აქ დარჩენას კიდევ 5 დღე ვაპირებდი.
შებინდდა თუ არა სახლი დავტოვე და იმ ზღვას მივაშურე,რომელსაც ვერაფრით გამეგო რატომ უწოდებდნენ „შავს“.
ნაპირზე ჩამოვჯექი,ციოდა.
დეკემბრის სუსხიანი ქარი პირდაპირ ძვალ-რბილში ატანდა.
-დაიგვიანე.
ნაცნობი ხმა მომესმა ზურგს უკან.
არც შევბრუნებულვარ.
დარწმუნებული ვიყავი ის იყო.
უსახელო სომელიე.
-ეს შენ მიპოვე გვიან.
-რთული იყო..?!
-საკმაოდ.
-ამაზე ლაპარაკი არ გინდა,ჰო ასეა?-გვერდით ჩამომიჯდა და საგულდაგულოდ მომზადებულმა,ჭრელი პლედი მომახვია.გრძელ მკლავებში მომაქცია და მისკენ მიმიზიდა.დეკემბრის სუსხი სადღაც გაქრა.
-არა,არ მინდა.
-მეგობრები არ გყავს...
-ვცდილობ არ ვიყოლიო..
-რატომ?
-ადამიანები,ზედმეტად რბილი მასალისგან არიან დამზადებულნი,რთულია მათ დაეყრდნო და იმის იმედი იქონიო რომ არ წაიქცევი.
-მართლა საუკუნის გადმონაშთი ხარ.-იცინის ის.
-შენი მეგობრები სად არიან?
-ორი პრაღაშია,სამი თბილიში მიცდის.დედაჩემი სასაფლაოზე.რომ ვაღიარო ამ უკანასკნელზე კარგად ვერავინ მიგებს,ალბათ იმიტომ რომ მას ლაპარაკი არ შეუძლია.
-ადამიანები ბედნიერებას როგორ აღწევენ..?
-ბედნიერება ფართო მაშტაბის მცნებაა იცი?!..ყველა თავისებურად აღიქვამს ამ შეგრძნებას.ზოგისთვის ბედნიერება ბევრ ფულშია,ზოგისთვის მანქანების კოლექციაში,ზოგს ახალი ფეხსაცმელი ახარებს და ზოგის სიხარული ლუკმა პურის შოვნაა.ასე ვერ იტყვი,ბედნიერი ვარო...უბრალოდ არ შეგიძლია სრულყოფილ ბედნიერებას მიაღწიო,თუ იმას რასაც „სიხარულს“ უწოდებ,რასაც თვლი რომ გაგაბედნიერებს,ზრდა,გაფართოებას,განშტოებას არ მისცემ.თუ იყიდი ბოლო გამოშვების „ფერარს“ და ივლი იმ სიჩქარით რომელსაც გიკრძალავს კანონი,მიაღწევ ექსტრემს,ენერგიის მოჭარბებას,უეცრად შეიძლება ბედნიერიც იყო,მაგრამ როცა იმ „ფერარს“მომავალი წლის ახალი მოდელი შეემატება შენი ეს ბედნიერება უბრალოდ მოძველდება.
-აბა ბედნიერების ზრდა და განშტოება როგორ უნდა შეძლო,მუდმივი ბედნიერება როგორ უნდა მოიპოვო..
-მე თუ მკითხავ,მუდმივი ბედნიერება შვილია.აი მას გაზრდი,მისი ჩახუტება მოგანიჭებს ყოველ დღიურად რაღაც ახალ შეგრძნებას.მას ისე მოექცევი როგორც მის ასაკში შენ გინდოდა მოგქცეოდნენ,მისცემ იმას რაც შენ არ გქონდა.მასთან ერთად შენც იმ ასაკში იმოგზაურებ,რამდენი წლისაც ის იქნება...ერთი წლის ასაკში შენც მოგიწევს მასთან ერთად საჯდომის ტკენა-ეღიმება-ხუთი წლის ასაკში შენც მასთან ერთად ისწავლი ლექსს,ცამეტი წლის ასაკში შენც დაუბრუნდები თინეიჯერულ პერიოდს და ასე შემდეგ დაუსრულებლად.
-შვილები გყავს..?-მისი პასუხის მოლოდინში საშინელმა ჟრუანტელმა დამიარა.
-არა.
-არც ცოლი..?
-არა.
-არც და ან ძმა არ გყავს?
-არა,არავინ დედის საფლავის გარდა.
-შენი მეგობრები?
-როგორც შენ ამბობ,ისინი არსებობენ თუმცა,მათზე დაყრდნობა თვიმთკვლელობის ტოლფასია..
-იქნებ ჩვენ ვარჩევთ ცუდად მეგობრებს?
-იქნებ არ ვიცი..
-შვილი რომ გყავდეს ბედნიერი იქნებოდი?
-ახლაც ბედნიერი ვარ.
-ჩემთან?
-შენთან,ზღვასთან და მომავლის რწმენასთან ერთად.
-ხუმრობ ხო?ჩემი სახელიც არ იცი.
-რატომ ხარ მაგ ფაქტით ასე შეშფოთებული?-იცინის.
-მეშინია.
-ურთიერთობის დასრულების?
-ჰო დასრულების.
-ჩვეული რითმი მოგბერზდა.
-მომბეზრდა,რაიყო დანაშაულია?
-მანამ გაგრძელდება ეს ამბავი,სანამ შენ თავს არ დააჯერებ,რომ ვერ იქნები ჩვეულებრივი ადამიანი,იმიტომ რომ ჩვეულებრივი არ არსებობს.იმიტომ რომ შენ ერთი ხარ!სანამ შენ თავს არ აიძულებ ითამაშოს ის პიესა,რაც შენთვის დაწერა შექსპირმა.სანამ შენ თავს არ მოსთხოვ გაიაროს ცივ ქვებზე,ფეხშიშველმა იმის მოლოდინში რომ ვიღაც ხელში აგიტაცებს.სანამ არ ირწმუნებ რომ განსაკუთრებული ხარ.
რამდენიმე წამით გაოცებული ვუყურებდი.
წარმოდგენაც არ მქონდა რა მოვლენასთან მქონდა საქმე.
ვიყავი გაორებული,თითქოს გონება რეალობისკენ მქაჩავდა,რომელიც ასე მეჯავრებოდა,გულს კი ცივი ქვებისკენ მივყავდი.
კეტების თასმები,რომლებიც ასე საგულდაგულოდ გამებანტა,გავხსენი,წინდები გავიძრე და დეკემბრის სუსხიან ამინდში ფეხშიშველმა ქვებზე სიარული დავიწყე,ზღვის ნაპირებს მივუახლოვდი,დარმწუნებული ვიყავი,ტუჩები უკვე გალურჯებული მქონდა.
ის წამოდგა,მანტო შეისწორა,შევნიშნე როგორ გაეღიმა.
მე მისკენ გავექანე და მთელი ინერციით ჩავეხუტე.
იმის გამო რომ გაცილებით მაღალი იყო,და ქვები ძალიან ცივი,მის ფეხსაცმელებზე შევდექი.
ხმამაღლა იცინოდა.
ხელში ამიყვანდა და რამდენიმე წამის განმავლობაში ჰაერში დამატრიალა.
გეფიცებით სწორედ იმ წამს ვინატრე დრო გაჩერებულიყო.
იმ წამს დავიჯერე საკუთარი თავის
იმ წამს გასაქანი სიგიჟეს მივეცი
და თუნდაც ხვალ უკვე მკვდარი ვყოფილიყავი
ამ წამებისთვის ღირდა სიცოცხლე.
კეტები თავისი ხელით ჩამაცვა,პლედი მომახვია,თითქოს პატარა ბავშვი ვიყავი,მასზე ჩაბარებული.
ოდნავ დაიხარა,ამიხსნა როგორ უნდა მოვქცეულიყავი...
-ფეხები წელზე მომხვიე და ხელები კისერზე..
-ასე?..-შევეცადე ისე მოვქცეულიყავი როგორც მეუბნებოდა.
-აი ასე..ჰო არ გცივა?
-არა..
-მაშინ წავედით.
დაიჯერებ?
მთელი ღამე წელზე შემოსკუპულმა,სიცილში და ლაპარაკში ვიბოდიალეთ ზღვისპირა ქალაქში.
-გავაკეთოთ რაიმე გიჟური!
-თავიდან ბოლომდე გიჟი ხარ კიდევ ეგ გინდა?-იცინის ის.
-აი იმ საფოსტო ბარათებს მოიპარავ?-ხელი გავიშურე პატარა ჯიხურისკენ.
-რად გინდა საფოსტო ბარათები?-ისევ იცინის ის.
-თუ ოდესმე შვილი მეყოლება აუცივლებლად მოვუყვები ამ ამბავზე,თან ბარათს ვაჩვენებ..
-შენ ჩემთვის,მოიპარე,მე შენთვის მოვიპარავ..-ჩამომსვა და ჯიხურისკენ გაემართა.
დილის 8 საათი იქნებოდა,ქალი ახლახანს ხსნიდა ჯიხურს.
იმდენი ელაპარაკა,იმდენი ელაპარაკა ბარათი ისე ამოიღო შეფუთვიდან ქალმა ვერც გაიგო.
სიცილს ვერ ვიკავებდი,პლედი მოვიფარე და იმის მოლოდინში როდის მოვიდოდა გავინაბე.
ხუთი წუთიც არ იყო გასული,ჩემს გვერდით დაჯდა.
-დაგიწერე..
-უკვე?-სიცილს ვერ ვიკავებდი მე.
-ჰო,მოგცემ ოღონდ ერთი პირობით...
-გისმენ
-მხოლოდ მაშინ წაიკითხავ ძალიან რომ მოგენატრები.ახლა შენი ჯერია..
ჯიხურისკენ გავემართე.
ვერ მოვიპარე..
უჩვეულო რაღაც შევნიშე..
ფული.
რომლის არსებობაც ამ ქალმა არ იცოდა,ისე როგორც ის ფაქტი რომ მისი ბარათებიდან ერთი გაქრა.
მას ბარათი არ მოუპარავს,ფული ჩუმად,დამალა.ისე რომ ქალს ეპოვნა,მე კი ვერა.
ჩუმად ამოვაცურე ჯიბიდან ხუთ ლარიანი და იმ ფულის გვერდით დავდე,სადაც მან დადო.
ქალი,სერიალის ყურებაში გართული,სულაც არ მობრუნებულა ჩემსკენ.
ჩუმად ავიღე ბარათი სადაც „შავი ზღვა“ იყო გამოსახული და ჩქარი ნაბიჯებით უკან გამოვბრუნდი.
-მოიპარე არა?!-სიცილს ვერ ვიკავებდი მე.
-მაინც დაინახე ხო?!-სიგარეტს გაუკიდა მან და ცალყბად გამიღიმა.
ის ღამეც გათენდა.
ჩვენ „ღამეს“ კი გათენება ჯერ არ ეწერა.

***
-ნაყინი მინდა!
-დეკემბერია ხუმრობ?გაცივდები.არა!
-მინდა,მინდა,მინდა!-პატარა ბავშვივით ვჭირვეულობდი მე და ჩემს ამ საქციელზე ისიც ხალისობდა.
-აჰა ვიყიდოთ ნაყინი.
ნაყინის შეკვრა გავხსენი და თვალებ გაფართოებულმა დავაცქერდი.
ერთხანს მიყურა,მერე ჩაფიქრებულმა მკითხა.
-ნაყინი უფრო გიყვარს თუ მე?!
-ნაყინი!მისი სახელი მაინც ვიცი,შენ როგორ უნდა შემიყვარდე,არც კი გიცნობ.-სიცილი დავიწყე და ნაყინის ჭამა უნდა დამეწყო,რომ მისი სახის გამომეტყველებით ვიგრძენი რომ ვატკინე.
-მე...ვხუმრობ..
-ხუმრობის დიდი ნაწილი სიმართლე რომ არის ამას ახლა ხვდები..?
მერე დამემშვიდობა და წავიდა.
ვერ
ან
არ გავაჩერე.
რატომო რომ მეკითხები
პასუხი მე თავადაც არ ვიცი.
აი ასე უბრალოდ გავუშვი
იმის იმედით რომ დაბრუნდებოდა.
**
ბოლო დღე იყო.
პორტო ფრანკოს ბოლო დღე.
არ გამოჩენილა,მთელი სამი დღე.
ზღვის ნაპირზე ჩავედი,კეტები გავიხადე და ცივ ქვებზე შიშველი ტერფებით დავდექი.
-დემეტრე მქვია,დემეტრე ჯაიანი.35 წლის ვარ.ლილე რომ მოკვდა 20 წლის ვიყავი.ლილე 25 წლის იყო.დედა რომ გარდამეცვალა 23 ის ვიყავი.შენ რომ გაგიცანი აგერ..როგორც ვთქვი 35-ის ვარ.ამდენი ციფრები ამდენი ფაქტები..მეშინოდა რომ თავბრუ დაგეხვეოდა.მეშინოდა,რომ რაღაც არ მოგეწონებოდა..-შიშველ ტერფებზე დამხედა,ჩემთან მოირბინა და ხელში ამიყვანა.-რას აკეთებ გაგიჟდი?
-მე ხომ ისედაც გიჟი ვიყავი?!..-ჩუმად ვკითხე და ხელები მთელი ძალით მოვხვიე-ნინა.-ვუჩურჩულე ყურში,ვიგრძენი როგორ დაუარა ჟრუანტელმა,დაიხარა ქვებზე დაჯდა და მე მის კალთაში მომათავსა.აიღო ჩემი წინდები და ნელა,ფაქიზად ჩამაცვა..
ვგრძნობდი როგორ ბუტბუტებდა ჩუმად ჩემს სახელს.
-როგორ გამიმართლა.-გავიღიმე მე.
ჩუმად იყო,ისევ ჩემს სახელს ბუტბუტებდა.
-მანიაკი რომ არ აღმოჩნდი..-ზღვის მდორე ტალღების თქარუნს ჩემი სიცილი ჰყვებოდა ფონად.
***
ახლა?
ახლა დედაჩემის დაუსრულებელ ლაპარაკს ვუსმენ
იმის თაობაზე რომ სულ მთლად გავგიჟდი.
ვიცი
ხომ გესმის მართლა ვიცი რომ ჩემს ტვინში რაღაც ისე ვერ არის როგორც უნდა იყოს
მტკივა
მტკივა ის ფაქტი რომ მხოლოდ ბათუმმა შეინახა ჩვენი მოგონებები
სინამდვილეში დემეტრე ჯაიანი 35 წლის..
ასე-უბრალოდ არ არსებობს
რომ ისტორია რომელიც მატარებელში მოვისმინე სრული სიცრუეა და მეტიც
ეს ადამიანი მე გამოვიგონე..
ალბათ ჩემი მარტოობის გასაფანტათ.
****
-მომიყევი ნინა როგორი იყო შენი მეგობარი ?
-ჩემნაირი.
-შენი ფსიქიკა აღიქვამდა მის სახეს თითქოს ის რეალური იყოს?
-რეალური იყო.
-ხო მაგრამ ამას ხომ ვერ ამტკიცებ ნინა,სამი თვეა აღარ ჭამ აღარ სვამ... რატომ?
-იმიტომ რომ მოვკვდი.
-ნინა არ შეიძლება დეპრესიის ამ ფონზე შენი უმოქმედობა,არ გიცდია მეგობრე...
-არ მიცდია.არც ვცდი.
-როდის წავიდა?
-პორტო ფრანკოდან რომ დავბრუნდით,მატარებლი სადგურიდან გაქრა,ზუსტად იქიდან საიდანაც გაჩნდა.
-მატარებლის სადგურს მაგ შემთხვევის შემდეგ ისევ ეწვიე?
-ვერ გავბედე.
-მისი გამოჩენის შეგეშინდა?
-მისი არ გამოჩენის.
-არ გიფიქრია რომ უბრალოდ გონება გეთამაშება?
-არ მიფიქრია,ჩემს გონებას იმდენად ვუყვარდე,ჩემთან თამაშიც განიზრახოს.
-ეს სულაც არ..
-არა ქალბატონო არა,შეიგნეთ დემეტრე არსებობს! მართალი ადამიანია გესმით?
-არცერთ ცნობარში არ მოიპოვება...იქნებ მოგატყუა?
-ტყუილები კარგად არ გამოსდის,თქვენ მისი მწვანე თვალები არ გინახავთ.როგორ შეიძლება იმ თვალების პატრონს ტყუილის თქმა შეეძლოს..
-გიყვარს?
-გაგიჟებამდე.
***
-აქ დამელოდე,გაზეთს ვიყიდი და წავიდეთ...-ხმამამღლა მითხრა და მატარებელთან დამტოვა.
ერთი საათი გავიდა.
არ დაბრუნებულა
შემეშინდა,ირგვლივ უამრავი ხალხი ირეოდა.
ნაცნობი სილუეტი არსად აღარ ჩანდა.
თვალები ცრემლებით ამევსო..
ის ღამე მატარებლის სადგურში გავათენე...
თვალი წამითაც არ მომიხუჭავს იმის იმედად ისევ ვნახავდი მის მწვანე თვალებს.
თუმცა სულ ტყუილად,მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.
თითქოს არც არსებობდა.
თითქოს ეს ხალხი მართალი იყო და ის მხოლოდ ჩემი ქვეცნობიერის ნაწილი იყო.
ჩანთა სასწრაფოდ გავხსენი და ბარათების ძებნა დავიწყე.
ვერსად ვერ ვიპოვნე,ბარათი შავი ზღვის ფონით.
მაშინ საბოლოოდ დავკარგე იმედი..
იმედი მისი პოვნის.
ათი წელი გავიდა.

ახლა მე ვარ 35 წლის...
ის ალბათ 45 იქნებოდა..
-ნინა პირსახოცები ჩადე,ინაკოს ნივთები მე ჩავულაგე,წავედით...
-აჰა ვსო მზად არის ყველაფერი...
ახლაც იმ ნაცნობ გზას გავდივართ.
მე ჩემი პატარა გოგონა და გიორგი,ჩემი მეუღლე.
სახლი ძველებურად ისევ ლამაზი იყო.
აკლდა ბებიის სურნელი აქაურობას.
ჰო ბებოებს თავიანთი სული თითქოს მათსავე სახლებში აქვთ ჩაქსოვილი.
ჩემსას თითქო ამოსცლოდა ეს სული.
ინაკომ ჩემს ძველ ოთახში დაიდო ბინა,მე ჩემოდნების ამოლაგება დავიწყე.
მცხუნვარე ზაფხულია.
დავასრულე თუ არა მოწესრიგება,ცივი ყავით ხელში აივანზე დავჯექი.
-დე ეს შენია?...-ინაკო იდგა ჩემს ზურგს უკან და ხელში რაღაც ეჭირა,არც მივბრუნდებულვარ მისკენ,წელზე ხელი მოვხვიე და კალთაში ჩავიჯინე.
-აბა მაჩვენე რა იპოვნე ჩემს ნივთებში...-სახეზე ღიმილი შემეყინა,ხელში დემეტრეს ნაჩუქარი ბარათი ეჭირა,სული ამიფორიაქდა,თითქოს ადგილს ვერ ვპოულობდი.მთელს სხეულში ცივმა ოფლმა დამასხა.მე არ გამომიგონია,ის რეალური იყო და იმაზე მეტად რეალური ვიდრე ეს მეოცნებე კაცს შეუძლია წარმოიდგინოს.
თვალები დავხუჭე და ბარათი ამოვაბრუნე
„ამ სამყაროში მხოლოდ შენ,მე და ეს ზღვაა.თუ ამას კითხულობ ალბათ უკვე მოგენატრე.მე წავალ.მაგრამ არასოდეს დაკარგო იმედი რომ დავბრუნდები...არც დემეტრე,არც ჯაიანი..შენი უცნობი სომელიე“ ბათუმი.20..წლის დეკემბერი.

თითქოს მდორე ტბაში დიდი ქვის ლოდი ჩაეგდოთ,ტვინში ყველაფერი დაახლოებით ამ ტბასავით აიმღვრა.
არაფერი იდგა მის ადგილზე,უეცრად დამავიწყდა ჩემი ქმარი,ჩემი შვილი განვლილი 10 წელიწადიც დამავიწყდა.მხოლოდ დეკემბრის ის ღამე გამახსენდა,ფეხშიშველი ჰაერში რომ ამიტაცა.ვერავის ვაჯერებდი ჩემს სიმართლეში.ბოლოს საკუთარ თავთანაც შევწყვიტე საუბარი და თურმე სულ ტყუილად.
ის ცოცხალი იყო.
ის რეალური იყო.
მისი ბარათი აქ ბათუმში..
ჩვენს თავისუფალ პორტში იმალებოდა.
ალბათ ამ დღეს უცდიდა?
არ ვიცი ალბათ..
იქნებ.
***
-დედიკო როგორი ლამაზია ღამით ზღვა,იქ რეები ანათებს?
-ლამპიონები ჰქვია დე მაგათ.აი ასე გამვლელებს გზას უკვალავენ.
-ზღაპარში რომ შუქურა იყო ისე?
-ჰო ზუსტად ისე,ოღონდ ლამპიონები ადამიანებს უკვალავენ გზას, შუქურები კი ზღვაში გემებს.
-აბა დე თუ დამეწევი...-ინაკომ ხელი სასწრაფოდ გამიშვა და უკან მიბრუნდა რომ გაქცეულიყო,გაიქცა კიდეც.ეს მხოლოდ მე დავრჩი გახევებული.
-ლამპიონები მაჩვენებენ შენთან მოსასვლელ გზას?-ისევ ისეთი მწვანე თვალები ჰქონდა,ცოტათი მოტეხილიყო.
-მაპატიეთ,მე მოვკვდი და მე თქვენ არ გიცნობთ!-ამოვიხრიალე,ხმით რომელიც შემრჩენოდა.თვალებიდან წამოსულ სითხეს გასაქანი მივეცი და ინაკოს დავედევნე.
მართალი იყო.
მხოლოდ შვილშია სამუდამო ბედნიერება.

ეს პატარა ისტორია თქვენ.
მომენატრეთ ყველანი ძალიან.
მომენატრა თქვენი სიყვარული და თქვენი ყურადღება.
ჩემს გმირებსაც და ისტორიებსაც ასევე.
ეს ისტორია დიდი ხანია რაც დაწერილი მაქვს.
ვერ გადამეწყვიტა დამედო თუ არა.
ვფიქრობდი რაღაც ისე ვერ იყო..
შემდეგი ისტორია დაიდება ძალიან მალე <3
სიყვარულით თქვენი ჭორიკანა,ლიზა კანდელაკი!



№1  offline წევრი Mariamch

ლიზაზუუუუ❤❤❤ საოცრებაააააა

 


№2  offline მოდერი bibo

პირველად გიწერ მგონი კომენტარს და ვგიჟდები რატო პირველად განა გეკუთვნის რო ეს პირველი იყოს და აქამდე რატო არ უნდა შემემჩნიეე რატო ტატო ჩემ თავზე ვბრაზდები imp smiling_imp საოცრება ხარ სასწაული სენი სევდიანი და რუხი დასასრულებით გიხდება სენ გაბედნიერებს შენ და უბრალოდ გაფერადებს შენ სხვა სამყარო ხარ სხვა ფერები სხვა ქვეყანა და უბრალოდ საოცრება ხარ რომლის ახნაც მე არ შემიძლია heart_eyes kissing_heart ლიზუ პაწაწო სასწაული ხარ რომელსაც აღიქვამს გული და აგიჟებ სულს ჩემო ციცქნავ არ ვიცი სად გეტევა ამხელა ნიჭი რტო ხარ ასეთი კარგი რატო შენ ხა რპატარა ბედნიერება და ვგიჟდები მე შენზე ჩემო პაწაწო ჩიორა ჩიტოვ heart_eyes kissing_heart რა ვქნა არ მიყვარს ეს ცუდი ბოლო მაგრამ რა ვუქნა გულს რო შენ ისტორიას ისე ვერ ტოვებს და უნდა წავიკითხო ჯემო სენ ხარ სასწაული საოცრება და უბრალოდ სიტყვებიც მეცოტავება შენთვის მუდამ მინდა მუდამ წერდე მაბედნიერებდე და უბრალოდ მავსებდე ლიზუუუ საოცრება ხარ პაწაწო გოგოვ heart_eyes kissing_heart

 


№3  offline მოდერი ენემი

მოვკვდი...
რა იყო ეს?
აი სასწაული
ისეთი
რომ ვერ ან არ
დაგავიწყდება.
ემოცია?
ემოცია მე მეყო,
ჩემთვის საკმარისად ემოციური აღმოცნდა
რომ
ჩემს თვალზე ცრემლს "დაედო ბინა".
ყველანაირი ისტორია ვნახე შენი კანდელაკო
მაგრამ,
ეს ისყო სხვა
ის არ იყო როგორიც ყოველთვის,
სხვა დროს ლიზასეული ისტორიებია ხოლმე იტალიურ ეზოზე,
ნუცაზე,
მაშოზე,
შენზე,
ნიკუშაზე,
სანდროზე,
მიშოზე,
გიორგიზე,
ანაზე და კიდევ სხვებზე.
სასწაული ხარ შენ ლიზაზო.
ველი მომდევნო ისტორიებს,
ოღონდ იტალიური ეზოს სასტავზე.
მიკაქაააალ <3 kissing_heart
აღარ დაიკარგო ;)

პ.ს იმედი მაქვს ოდესმე მეც დავწერ ასეთ ფანტასტიურ მოთხრობებს. მიყვარხარ ლიზაზუ heart_eyes heart_eyes

 


№4  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

უღრმესი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის,უდიდეს სტიმულს მაძლევთ ყველანი ერთად ! მიყვარხართ <3

 


№5  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ძალიან მაგრი იყოო
საოცრად არაპროგნოზირებად არაორდინალური არ ვიცი რ ავტქვა

 


№6 სტუმარი kiis

რაღაც სხვა იყო. განსხვავებული.

 


№7  offline წევრი dzadzamia25

ლიზა.
ლიზა...ზუ
პირველ რიგში გეტყვი იმას,რომ ძალიან მიყვარხარ!
მეორეც,ალბათ იცი როგორ მიხარია ყოველთვის შენი გამოჩენაც.
ისე ამგვარად დღესაც.
არვიცი რა ვთქვა იმდენად სხვა სამყარო ხარ ჩემთვის.
so.არ დამიწყია ჯერ კითხვა,იმდებად აღმაფრთოვანა შენმა გამოჩენამ!
აუცილებლად მინდა კიდევ დაგიწერო კომენტარი წაკითხვის შემდეგ ❤️❤️

 


№8 სტუმარი l,m not sick

და
მართლა რა იყო ეს?
იცი?
ნინა
ჩემ თავთან გავაიგივე,რაღაცით ჺლიან მგავდაა,
რთულიაა უ'მეგობრობაა...
მაგარმ უფრო რთულიაა რომ გყავს მეგობრები მაგრამ
შენ მაინც მარტო ხარ
შენს პატარაა ნაჭუჭში
ხარ
და სწორედ ამ დტოს ჩვენი გონებაა იგონებს ადამიანს ვინც გულით გვჭირდება
მაგრამ.მერე საშინელეებაა როცაა გააცნობიერებ რომ ის არ არსებობსს....
მე მესმის ნინასი
მიუხედავად იმისა რომ მისი( ჰო მისი და არაა სხვისი) დემეტრე რეალური იყოო.
ჰოდა თავს აღარ მოგაწყენ...
გეტყვი რომ ამ ისტოორით შენი მეორე მხარე დაგვანახე,ჩვენ მკითხველს,
კარგი იყოოო

 


№9 სტუმარი lile

საოცარი იყო! ასეთი უჩვეულო ჯერ არაფერი დაგიწერია.

 


№10  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

ლიზ, მართლა ვერ იყო რაღაც
მართლა ვერ იყო.
მართლა მატარებლის სადგურიც იყო
სომელიეც იყო
ნინაც იყო
მუხლებამდე პალტოც იყო
შრამიც იყო
"შავი" ზღვაც იყო
ფეხშიშველაც იყო
და
დეკემბერიც იყო,მაგრამ ნოემბერი,რომ ყოფილიყო შეიძლებოდა დარჩენილიყო სომელიე
და
მერე მართლა არვიცი, ან ვერვიცი.
საერთოდ იყო ყველაფერი
მაგრამ
მაინც ვერ იყო რაღაც ისე,როგორც შენ თქვი:)
მართლა არვიცი,ლიზ
ვაბშე სხვა იყო
სხვა საუკუნის
ჩვენი საუკუნის,მაგრამ
რაღაც ადამიანების არა.
რაღაც მომენტში
არააა
რაღაც მომენტში ?
ცოტა მომივიდა რა თვალებზე,ხომ
იცი,რაც:)
შენი იყო
და
შენ არიცი მე რა გდამემართა,როცა შენი ნიკი დავინახე
ზუსტად ვიცოდი,რომ შენ იქნებოდი
რომ დავინახე სათაური,მაშინვე გავიფიქრე
ლიზიათქო:)
და
და
ყველაფერს
შენს,როგორ
ეტყობა,რომ
შენია:)
და
და ეს ბოლო და იქნება აქ
და
მეც მომანდომე
ერთხელ მატარებელში მოხვედრა:)
პს: ვიმედობნებ,შემდეგი ისტორია იტალიურ ეზოზე აღარ იქნება, აირევი და საერთოდ აგერევა :))

 


№11  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

ჩემო ტკბილებო! უდიდეს მადლობას გიხდით თითოეული სიტყვისთვის! უდიდეს სტიმულს მაძლევთ!
უკეთეს მადლობას ახალი ისტორიით გადაგიხდით! მიყვარხართ ყველანი.
ნიაკო)))!!!

 


№12  offline წევრი ანა ბალზაკი

შეეეენ საოცრება ხარ!
გული მწყდება რომ ამდენ ხანს არ ვიცოდი შენი არსებობის შესახებ..
საოცარი დასასრული იყო.. აი არ ვიცი რა ვთქვა.. სხვაგვარი არც მოუხდებოდა ❤️

 


№13  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

ანა ბალზაკი
შეეეენ საოცრება ხარ!
გული მწყდება რომ ამდენ ხანს არ ვიცოდი შენი არსებობის შესახებ..
საოცარი დასასრული იყო.. აი არ ვიცი რა ვთქვა.. სხვაგვარი არც მოუხდებოდა ❤️

მადლობა <3

 


№14 სტუმარი Guest ლურჯი

მომენატრე ....

 


№15 სტუმარი varyala

https://youtu.be/QqoP9yvawJw

 


№16  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

Guest ლურჯი
მომენატრე ....

მეც,თუ ის ხარ ვისაც მე ვფიქრობ.

 


№17  offline წევრი ფორთოხალი

რაღაც შეცდომები გქონდა, რედაქტირება უნდა ნაწერს (უგონოდ და არა უგონოთ, გულამოვარდნილი ერთად იწერება, ფესვგადგმულიც და ა.შ. გადახედე მოკლედ).

ახლა დანარჩენი, ეს მთლიანად ჩემი სუბიექტური აზრია და ცოტა წიკიც, მგონი: ესეთი ტიპის ისტორიებს ვერაფრით ვუხდენ დემეტრე ჯაიანებს და ნინებს. ხვდები რას ვამბობ? აი ასეთ ისტორიაში რაღაცის ქართულ თუ კავკასიურ შემართებასთან და საერთოდ რამე კონკრეტულად ქართულთან დაკავშირება იმდენად ამოვარდნილია კონტექსტიდან, რომ ყველაფერს აფუჭებს (ჩემთვის).

ჯამში თვითონ ნაწერიც გაუმართავი მომეჩვენა ცოტა. არადა, რაღაც დეტალები კარგია და ცოდოა გასაფუჭებლად. მოკლედ, გადახედვა ყველა ვარიანტში უნდა.

იმედია, არ გეწყინება არაფერი, უცებ ჩავიკითხე და რაც მომხვდა ცუდად, ის გითხარი. წარმატებები :)

 


№18  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

ფორთოხალი
რაღაც შეცდომები გქონდა, რედაქტიდება უნდა ნაწერს.(უგონოდ და არა უგონოთ, გულამოვარდნილი ერთად იწერება, ფესვგადგმულიც და ა.შ. გადახედე მოკლედ)

ახლა დანარჩენი, ეს მთლიანად ჩემი სუბიექტური აზრია და ცოტა წიკიც, მგონი: ესეთი ტიპის ისტორიებს ვერაფრით ვუხდენ დემეტრე ჯაიანებს და ნინებს. ხვდები რას ვამბობ? აი ასეთ ისტორიაში რაღაცის ქართულ თუ კავკასიურ შემართებასთან და საერთოდ რამე კონკრეტულად ქართულთან დაკავშირება იმდენად ამოვარდნილია კონტექსტიდან, რომ ყველაფერს აფუჭებს (ჩემთვის).

ჯამში თვითონ ნაწერიც გაუმართავი მომეჩვენა ცოტა. არადა, რაღაც დეტალები კარგია და ცოდოა გასაფუჭებლად. მოკლედ, გადახედვა ყველა ვარიანტში უნდა.

იმედია, არ გეწყინება არაფერი, უცებ ჩავიკითხე და რაც მომხვდა ცუდად, ის გითხარი. წარმატებები :)

მადლობა <3

 


№19  offline წევრი liar girl

Gossipy girl
Guest ლურჯი
მომენატრე ....

მეც,თუ ის ხარ ვისაც მე ვფიქრობ.

არ არი ეგ ვისაც ფიქრობ

 


№20  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

liar girl
Gossipy girl
Guest ლურჯი
მომენატრე ....

მეც,თუ ის ხარ ვისაც მე ვფიქრობ.

არ არი ეგ ვისაც ფიქრობ

გამიხარდა რომ წაიკითხე <3

 


№21  offline მოდერი ენემი

Nia kvaratskhelia:)
ლიზ, მართლა ვერ იყო რაღაც
მართლა ვერ იყო.
მართლა მატარებლის სადგურიც იყო
სომელიეც იყო
ნინაც იყო
მუხლებამდე პალტოც იყო
შრამიც იყო
"შავი" ზღვაც იყო
ფეხშიშველაც იყო
და
დეკემბერიც იყო,მაგრამ ნოემბერი,რომ ყოფილიყო შეიძლებოდა დარჩენილიყო სომელიე
და
მერე მართლა არვიცი, ან ვერვიცი.
საერთოდ იყო ყველაფერი
მაგრამ
მაინც ვერ იყო რაღაც ისე,როგორც შენ თქვი:)
მართლა არვიცი,ლიზ
ვაბშე სხვა იყო
სხვა საუკუნის
ჩვენი საუკუნის,მაგრამ
რაღაც ადამიანების არა.
რაღაც მომენტში
არააა
რაღაც მომენტში ?
ცოტა მომივიდა რა თვალებზე,ხომ
იცი,რაც:)
შენი იყო
და
შენ არიცი მე რა გდამემართა,როცა შენი ნიკი დავინახე
ზუსტად ვიცოდი,რომ შენ იქნებოდი
რომ დავინახე სათაური,მაშინვე გავიფიქრე
ლიზიათქო:)
და
და
ყველაფერს
შენს,როგორ
ეტყობა,რომ
შენია:)
და
და ეს ბოლო და იქნება აქ
და
მეც მომანდომე
ერთხელ მატარებელში მოხვედრა:)
პს: ვიმედობნებ,შემდეგი ისტორია იტალიურ ეზოზე აღარ იქნება, აირევი და საერთოდ აგერევა :))



ლიზა კანდელაკს არ უხდება სხვა ისტორიები
უხდება
იტალიური ეზო
უხდება
მისი სასტავის ყველა წევრი
და
უხდება
თვითონ ის.

მე ძალიანაც მინდა რომ ლიზამ იტალიურ ეზოზე გააგრძელოს წერა.
პ.ს ლიზ თუ წაიკითხავ გაითვალისწინე რა.

 


№22  offline წევრი dzadzamia25

ენემი
მოვკვდი...
რა იყო ეს?
აი სასწაული
ისეთი
რომ ვერ ან არ
დაგავიწყდება.
ემოცია?
ემოცია მე მეყო,
ჩემთვის საკმარისად ემოციური აღმოცნდა
რომ
ჩემს თვალზე ცრემლს "დაედო ბინა".
ყველანაირი ისტორია ვნახე შენი კანდელაკო
მაგრამ,
ეს ისყო სხვა
ის არ იყო როგორიც ყოველთვის,
სხვა დროს ლიზასეული ისტორიებია ხოლმე იტალიურ ეზოზე,
ნუცაზე,
მაშოზე,
შენზე,
ნიკუშაზე,
სანდროზე,
მიშოზე,
გიორგიზე,
ანაზე და კიდევ სხვებზე.
სასწაული ხარ შენ ლიზაზო.
ველი მომდევნო ისტორიებს,
ოღონდ იტალიური ეზოს სასტავზე.
მიკაქაააალ <3 kissing_heart
აღარ დაიკარგო ;)

პ.ს იმედი მაქვს ოდესმე მეც დავწერ ასეთ ფანტასტიურ მოთხრობებს. მიყვარხარ ლიზაზუ heart_eyes heart_eyes


არ გამოვა...
ვერ გამოვა...
დიდი წერტილი დაესვა...
მეც მინდა,მაგრამ არ გამოვა...

 


ეს იყო სასწაული ისტორია.ასე შემიძლია ვუწოდო.შენი პირველიისტორიაა,რონელიც წავიკითხე,მაგრამ ეს იყო შარშან ზაფხულს,ის მძაფრი ემოციები დღესაც მახსოვს და აი ერთი წლის შემდეგ ის გადავიკითხე და ისევ იგივე ემოციით დავიტვირთე. ახლა ვკითხულობ შენს სხვა ისტორიებს და უნდა გითხრა რომ მე უკვე შენი მკითხველი ვარ.ეს ისტორია კი სასწაულია და რა დამავიწყებს. ყვეკა სიტყვით,ყველა მომენტით და ზუსტად ასეთი დასასრულით ს ა ს წ ა უ ლ ი ა <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent