შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცივი იარაღი ქალის გონებაში [2]


28-06-2017, 22:08
ავტორი მერიემი
ნანახია 1 226

2
სანაპიროზე ვსეირნობდი და ბლოგის ახალ პოსტზე ვფიქრობდი. ყოველდღიურად ვწერდი და ვაქვეყნებდი სტატიებს, ამასობაში კი თემები ამომეწურა. გუშინ წიგნების მაღაზიაში ვიყავი. ბევრი ვათვალიერე, რამდენიმე წიგნმა ისე გამიტაცა, დროც გამეპარა. მათგან ერთ-ერთი ამოვარჩიე და უყოყმანოდ ვიყიდე. სახლამდე რომ ვკითხულობდი, ეგ არ მეყო და სანამ არ დავასრულე, მანამ ვერ მოვწყვიტე თვალი. ვფიქრობდი, ამ წიგნზე დავწერდი რეცენზიას, მაგრამ ამავდროულად ვიცოდი, მსგავს სტატიებს დიდად არ წყალობდა მკითხველი და ამასთან ერთად სხვა სტატიის დაწერაც მომიხდებოდა.
ზღვა ღელავდა, ფეხსაცმელს წყვდებოდა თხლის მცირე ფენა. თითქოს მოიწევდნენ ტალღები, რომ შევეთრიე და შთავენთქი. ყოველთვის მიყვარდა ზღვა. ვფიქრობდი, ხასიათებით მას ვგავდი. ხო, ასე, არც დედას, არც მამას. ვგავდი ზღვას. მუდმივად ვღელავდი და არასდროს ვწყვეტდი მოძრაობას. ბიძგი მჭირდებოდა, ყველას ვიტევდი ჩემში.
სანაპიროს ბოლოში გავედი და შევატყე, რომ ძალიან დავიღალე. იქით უკვე საინტერესო აღარაფერი იყო. ასეც ხდებოდა ხოლმე მთელი კვირის მანძილზე, ქვიან სანაპიროს ბოლოში მოვიტოვებდი ფეხით სიარულში და ბოლოს ტერფებატკიებული სახლის გზას ფეხით ვეღარ ვადგებოდი და მანქანას ვაჩერებდი. სხვა გზა არ მქონდა. გზაზე გადავედი და ტაქსის დავუქნიე ხელი. ამ ტურისტებით გადაჭედილ ქალაქში ტაქსები უფრო მეტი ტრიალებენ, ვიდრე მოქალაქეები. ფასსაც შესაბამისად მაღალს დაგიხეთქბენ ხოლმე. თავიდან მორჩილად ვიხდიდი, მერე კი, როცა მივხვდი ჩემივე არიფობის გამო მიცარიელდებოდა საფულე, ჭკუა ვიხმარე და აღარ ვასულელებინებდი მეტად თავს ულვაშებიან გაქართველებულ, სულით ებრაელ ტაქსისტებს.
მისამართი ვუკარნახე და ვკითხე რამდენად გამიყვანდა.
- ხუთი, ტანკლი, - თვალი ჩამიკრა.
- სამი, - შევევაჭრე.
- ოთხნახევარი.
- სამი, - არ ვნებდებოდი.
- ოთხი.
იშმუშნებოდა. ჩანდა, არც კლიენტის გაშვება სურდა, არც შეთავაზებული თანხა მოწონდა. “ჩაგავლე, ტანკლი!” - ვფიქრობდი გულში გესლიანად.
- სამი-მეთქი. სხვა გავაჩერო?
დაფიქრდა. მერე ცხვირით უკმაყოფილება გამოხატა და მითხრა - დაჯექიო.
უკანა კარი გამოვაღე და ჩავჯექი. საშინელი სუნი იდგა მანქანაში. ფანჯარას ჩავუწიე და მლაშე სურნელი შემოვუშვი.
- აქაური ხარ? - სარკიდან მათვალიერებდა ტაქსისტი.
- დაახლოებით.
- არ უყვარს ბათუმს ჩამოსულები.
- არ მჯერა.
- ჭკვიანი გოგო ხარ, ხო?
- თქვენ მითხარით.
გაიცინა.
- შვილიშვილი მყავს, ნიაკო ქვია. ხუთი წლისაა. ორი წელია არ მინახავს. კომპიტვერში თუ რა ოხრობაც ქვია, მიგზავნის ხოლმე ნანო სურათებს.. ისეთი ლამაზია.
მოხუცი ტაქსისტი მომაბეზრებელ თემებზე საუბრობდა.
- ადრე გათხოვდა ჩემი შვილი… არაბს გაყვა.
- მეც ადრე გავთხოვდი, - არ ვიცი რატომ, მაგრამ უცებ მომინდა გული გადამეშალა ამ მოხუცისთვის.
- უზრუნველმა ცხოვრებამ მოხიბლა და ახლა ასე შორს არიან ჩემგან… ჩემი ბარტყები.
- მე მისმა სითბომ, შარმმა და ცოდნამ მომხიბლა. ჯანდაბა, მეორე შეხვედრაზე დავთანხმდი ცოლობაზე.
- მეორე, ტანკლი? - წარბები ზემოთ აზიდა და ერთი შეუსტვინა, გაოცების ნიშნად.
- ჰო, მეორე, - გამეცინა, - სულელი ბავშვი ვიყავი.
- დაშორდი?
- დავშორდი. მეტყვით, რატომ ხართ კაცები ასეთი უნამუსოები?
ბრაზმა თვალები ამიწვა.
ტაქსისტმა გაიცინა.
- გიღალატა, ხო?
- ფიქრიც მეზარება.
- არ იფიქრო, ტანკლი, ისეთი გოგო ხარ იმან იდარდოს, ვინც დაგკარგა, თორემ ადვილად შეცვლი და უკეთესით ჩაანაცვლებ. დღეს მოსული ამბავია გათხოვება, მერე უკან გამოთხოვება, სხვას გაყოლა, კიდევ გამოთხოვება და ასე, სანამ არ იპოვი ბედს.
გამეცინა.
- აღარ ვაპირებ. საკმარისად გავიცანი კაცი და ბუნება.
- ნუ იტყვი მაგას. კაცს და ბუნებას ერთხელ გათხოვებით კი არა, ათასჯერ გათხოვებითაც ვერ შეიცნობ, ტანკლი, - ჩაიცინა მოხუცმა.
- ალბათ. აი, აქ გამიჩერეთ. ოღონდ, ფული არ მაქვს, შევირბენ სახლში და გამოგიტანთ.
მოხუცმა თავი დამიქნია.
სწრაფად გადავედი მანქანიდან და პატარა გადასაკიდ ჩანთაში გასაღები მოვჩხრიკე. ვერ ვიპოვე. ასეთ პატარა ჩანთაში გასაღები ვერ ვიპოვე. ავფორიაქდი. გამალებით ვჩხრეკდი და მაინც ვერ ვაგნებდი. მერე შევჩერდი. ღრმად ჩავისუნთქე და კარის სახელურს დავწვდი. რკინის კარი არ გაიღო. “რა ვქნა?” - ვფიქრობდი და პასუხს ვერ ვაგნებდი.
ტაქსის კარი გავაღე და უხერხულად შევხედე ტაქსისტს.
- გასაღები დავკარგე, - ძლივს ამოვღერღე.
- მატყუებ, ტანკლი? თუ არ გქონდა ფული…
- არა, არა! - შევაწყვეტინე სწრაფად, - კარი რომ ჩავკეტე, ჩანთაში ჩავაგდე გასაღები, ახლა კი ვერ ვპოულობ.
- იქნებ დაგივარდა?
მისი ნათქვამი ჭკუაში ჩამიჯდა და დაბლა დავიწყე ძებნა. ერთ ადგილს რამდენჯერმე ვათვალიერებდი, ბალახებს ვწევდი, ნოხიც კი ავწიე, მაგრამ არსად ეგდო გასაღები.
- მისმინეთ, არც ტელეფონი მაქვს, არც სხვა რამ წამოღებული, მარტო ეს ჩანთა, - ვუთხარი ტაქსისტს, - ერთადერთი ნივთია, რაც ქმრისგან შემომრჩა. პარიზში მიყიდა. ვიცი, რომ სამი ლარი ამის ფასთან არაფერია, მაგრამ წაიღეთ. ხვალ დაბრუნდით, იმედია შევაღწევ სახლში მაგ დროისთვის და მე კუთვნილ თანხას მოგცემთ, თქვენ კი ჩემ ჩანთას დამიბრუნებთ.
შეცბა. უხერხულად შეიშმუშნა.
- ტანკლი, გენდობი, - მომმართა და ბავშვური მზერა მტყორცნა. ჩანდა, შიგნით მისი ორი “მე” იბრძოდა.
- მეც გენდობით და ამიტომ გატანთ ამ ჩანთას. კარგად მოუარეთ, - გავუღიმე, ჩანთა სავარძელზე დავუდე და კარი დავხურე. რომ მიდიოდა, ხელი ამიწია. მეც იმავე ჟესტით ვუპასუხე.
კიდევ ვეძიე რამდენიმე ათეული მეტრის რადიუსში, მაგრამ გასაღები არსად იყო. არადა, ზუსტად ვიცოდი, რომ ჩავკეტე და ისე წავედი. სხვაგვარად, კარი თავისით არ ჩაიკეტებოდა. რომ ვერ ვიპოვნე, დაღლილი დავეშვი კარის წინ შემაღლებულ საფეხურზე. სახე ხელებში ჩავმალე და ცრემლები ვიგრძენი კანზე. ალბათ, უკანასკნელი უიღბლო ვარ-მეთქი, ჩემთვის ვფიქრობდი და ვტიროდი. დრო მიდიოდა, გამოსავალს კი ვერ ვხედავდი. ბრაზისგან, იმედგაცრუებისა და მარცხისგან მთელი სხეული მეწვოდა და მიკანკალებდა, გონებაში კი არავითარი აზრი იბადებოდა.
მერე ვიგრძენი ვიღაც მომიახლოვდა. მგონი პირველი ადამიანი იყო, ბოლო დროს ამ ქუჩაზე რომ ჩაიარა.
- ყველაფერი კარგად გაქვთ? - მკითხა მამაკაცის ხმამ.
თითებით ცრემლები მოვიწმინდე და ფეხებიდან სახემდე ავაყოლე მზერა დაინტერესებულ პირს. დაბნეული მიყურებდა, ჩანდა, დახმარება სურდა.
- არა, - მოკლედ ვუთხარი.
- შემიძლია რამით დაგეხმარო? - მკითხა და ხელი გამომიწოდა.
გრძელ თითებს ჩემი ჩავავლე და ფეხზე წამოვდექი.
- ჩემი კარის გასაღების წყვილი თუ გაქვთ, შეგიძლიათ, - არ ვიცი როგორ, მაგრამ ჯერ კიდევ მეცინებოდა.
- თქვენის არა, მაგრამ ჩემით ვერ გავაღებთ?
- სამწუხაროდ…
დაფიქრდა.
- სამაშველოში დარეკეთ და გატეხენ კარს.
- ტელეფონი შიგნით არის.
გაიცინა.
- მგონი, ფორტუნამ თქვენგან პირი იბრუნა.
- მეც მასე ვფიქრობ.
- მაგრამ გაგიმართლათ, მე რომ ჩამოვიარე ამ ქუჩაზე, - თვალი ჩამიკრა და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო.
გამეღიმა. გამოვართვი სმარტფონი და ნომერი ავკრიფე.
- დღესვე გამომიცვლიან საკეტს?
- არ მგონია, უკვე გვიანია.
- აბა, ღია კარში უნდა დავიძინო?!
შემაძრწუნებლად გაიჟღერა ბიჭის “არამგონიამ”.
- თავისით იკეტება კარი?
- არა, ჩავკეტე, მაგრამ გასაღები ამომივარდა, მგონი.
- საიდან ამოგივარდათ?
ჩანდა, უცებ შემათვალიერა და შეამჩნია, ჩემს ყვავილებიან სარაფანას ჯიბე არ ქონდა, სხვა კი არაფერი მებადა.
- ჰოო… ესეც ამ ფორტუნის ბრალია, - ბრაზნარევად გამეცინა, - პარიზში ნაყიდი ჩანთა სამი ლარის ნაცვლად მივაბარე ტაქსისტს.
წარბები ზემოთ აზიდა.
- არადა, ჭკვიანი მზერა გქონდათ.
- შეურაცხყოფილად უნდა ვიგრძნო თავი? - ტუჩი მოვიკვნიტე, რომ არ გამცინებოდა და სერიოზული სახე მიმეღო და ჩემი პოზიცია ამ მიმიკით დამეფიქსირებინა.
- შორს იყავი წასული?
კითხვა უპასუხოდ დამიტოვა.
- უფ! - თითები შუბლთან მივიტანე, თვალები მოვჭუტე და ასე აღვუწერე, რამდენად შორს ვიყავი.
- მოვძებნოთ.
- ერთხელ უკვე გავედი სანაპიროს ერთი ბოლოდან მეორეში. არ მგონია, მაგის ძალა კიდევ შემწევდეს…
- ხელში აგიყვან და ასე გატარებ, გაწყობს?
- შენი კუნთები ამ საქმეს არ ეყოფა! - შეტევა იყო. კონტშეტევა.
- შეურაცხყოფილად უნდა ვიგრძნო თავი? - ტუჩები მოიქცია კბილებს შორის.
გამეცინა. რატომღაც ვიფიქრე, რომ მასთან ერთად კიდევ ერთხელ გავივლიდი სანაპიროს, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცოდი, გასაღებს ვერ ვიპოვიდი.
- წავედით?
არაფერი მიპასუხა, ჩემთან ერთად დაიძრა.
მივდიოდით, დაბლა ვიყურებოდით და არც ერთი ვეძებდით გასაღებს. არ ვიცი, როგორ დამემართა, მაგრამ იმ ტუჩის კბილებს შორის მოქცევაზე, იმ სიცილზე, იმ თითებზე ვფიქრობდი და კადრებს ვატრიალებდი გონებაში.
- კარგად იცნობ ბათუმს? - მკითხა.
- So, so… - ვუპასუხე სიცილით.
- იცი, შენი უიღბლობის ფონზე, ზედმეტად მხიარულად ხარ.
შენობითზეც გადავედით:)
- მგონი საკმარისად ვიტირე, რადგან, როცა ტირილი დავიწყე, მზე ჯერ მაშინ იწყებდა ჩასვლას, ახლა კი უკვე შებინდებულია.
- ჩემთან საუბარს არ თვლი?
- ნუთუ მთელი საათი ვსაუბრობდით?
- მომწონს შემართება.
- შენ კარგად იცნობ?
შემომხედა, დაფიქრდა, თითქოს აწონ-დაწონა გონებაში რაღაცები, მერე სხვაგან გაიხედა და მითხრა:
- აქ დავამთავრე სკოლა, აქ დავიბადე, მაგრამ მერე წასვლა მომიწია. დღემდე ვერ ვეგუები, რომ ზღვას ვერ ვხედავ ყოველ დილით, ვერანდაზე გამოსვლისას და მის ხმაურს ვერ ვისმენ. ხშირად არ ჩამოვდივარ აქ, ბათუმმა კი დამივიწყა, ზურგი მაქცია და უჩემოდ აგრძელებს მოძრაობას. იცვლება და იცვლება…
- პირველი შენ აქციე ზურგი, გახსოვს?
- სხვა გზა არ მქონდა.
- ალტერნატიული ვარიანტი ყოველთვის არსებობს.
- საუკეთესო ვარიანტი ავირჩიე.
- სწორად მოიქეცი? როგორ ფიქრობ…
- რამდენადაც სწორად მოვიქეცი, იმდენად ვერ ვთმობ ჩემს ბათუმს…
- ვინ დატოვე აქ? - სწორად მივუხვდი.
გაჩერდა და შემომხედა.
- მოგზავნილი ხარ? - გაეცინა.
- ჟურნალისტი კი ვარ, მაგრამ მოგზავნილი ნამდვილად არა.
- ვერ დამამშვიდე.
- არც მიცდია.
მერე გაჩუმდა. მეც გავჩუმდი. ასე უხმოდ მივაღწიეთ სანაპირომდე. ორივე დაბლა ვიყურებოდით მთელი ამ გზის მანძილზე, მაგრამ ბრჭყვიალა საგანს ვერსად ვხედავდით. ზედმეტად სუფთა იყო ბათუმი, ზედმეტად უმწიკვლო…
- მერი ერქვა, - მითხრა ბოლოს.
- “ბედი, რომელიც მე არ მეღირსა, ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი”.
- გალაკტიონი დროული იქნებოდა, მაგრამ არ გათხოვილა. ვერ ეღირსა, - ღრმად ჩაისუნთქა.
- ბოდიში.
- მოკვდა.
სუნთქვა შემეკრა.
- ვწუხვარ.
- ჩვენ ყველაფერი დაგეგმილი გვქონდა, ხელი უნდა მოგვეწერა ერთ თვეში… და თავი დაიხრჩო.
სიტყვებს ვერ ვპოულობდი, იმდენად დავმძიმდი. გავჩერდი და იქვე ჩამოვჯექი. ზღვას გავხედე. არც ისეთ უმწიკვლოს, არც ისეთ სუფთას.
- მაინც რამდენი სიცოცხლე იწერება შენზე? - გავძახე.
გვერდზე მომიჯდა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent