შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თამაში თავი 7


3-07-2017, 02:40
ავტორი ლუსია
ნანახია 1 154

დილა თენდება და ისევ დაწყევლილ სამსახურში მივდივარ, ავგუსტუსი წასულია და წერილი დამიტოვა სამზარეულოს მაგიდაზე
"-სამსახურში გავიქეცი, მიყვარხარ და ჭკვიანად"
-უტვინო
ერთი შევღრინე და ყავა დავისხი.

მივადექი ჩემს "საყვარელ" სამსახურს, კარებში ნუკრი მეგებება გაბრწყინებული თვალებით და ქურთკს თითქმის ძალით მგლიჯავს ხელებიდან
- მაკა გენაცვალე როგორახარ კარგო?
- მადლობა ნუკრი შენ?
- მე რა მიჭირს შვილო, შენზე ვდარდობდი ამდენხანს რომ არ გამოჩნდი მევთქვი რავაა ბავშვითქო
- მადლობა ნუკრი უკეთ ვარ, გასაღებს მომცემ?
- ამ წუთში.
გასაღებს მაწვდის და ქურთუკს კარადაში კიდებს. რატომღაც ამ ბოლო დროს აი იმ ბოლო ფიქრის მერე აღარაფერზე ვფიქრობ,დავიცალე და ჩემი ცხოვრება თითქოს მქრთალი მეჩვენება. ოთახში ვზივარ და ველოდები პაცენტებს, გარედან მესმის ვიღაცის კივილი ვიღაც ყვირის და ჩხუბობს, მერე ჩემი სახელიც გავიგე და გავვარდი გარეთ რას ვხედავ, ეს ჩემთვის დიდი ხნის ნაცნობი პიროვნება, ჩემთვის ძალიან ახლობელი ქალბატონი გაჩხერილა ნუკრისა და დათოს შორის (მეორე დაცვა) და ყვირის
-გამიშვით უნდა ვნახო! მაკა უნდა ვნახო!
მივიწევ და სიცილით ვიხევი რასაც ქვია, იქიდან ნუკრი მეძახის
- მაკა არ მოხვიდე გიჟა ვიღაცა
მე კი მივიწევ მაინც და ხომ იცი დედაჩემს გიჟ რომ უწოდეს უფრო გააფრთდა ჰკრა ორივეს ხელი და გამოქანდა.
- მაკა დედა გენაცვალოს, მაკუნა ნანა მუ დღას ვორექ! რაფრაც ვნერვიულობთ ქე იცი შენ იქ სენაკში ზაირა ბებოც ჭკუას არაა, რაარი რაამბავია.
- დე, დედიკო...
სიცილს ვერ ვიკავებ ამ ფაქტმა იმდენად გამამხიარულა, ნება მომეცით წარმოგიდგნოთ დედაჩემი ქეთევან ჭანტურია სენაკიდან 57 წლის კაპარჩხანა და უსაყვარლესი ქალი.
-დედა სახლში მოგიყვები კარგი? შენ აქ დამელოდე მალე მოვრჩები სამსახურს და წავიდეთ, დე ხაბიძგინს ხომ გამომიცხობ.
- აჰ რავა არა დედი მიდი შენ და მე აქ ვარ.
სამსახური დავასრულე და გამოვედი დერეფანში, ეს რას ხედავს ჩემი თალები, ქალბატონი ქეთო დგას და დერეფნის ფანჯრებს წმინდავს, დირექტორიც იქვე დგას და კვდება სიცილით, გამწარებული მივვარდი დირექტორთან და ვიკითხე
- უკახრავად რა ხდება?
- აჰ მაკა ახლაე აგიხსნი, დამლაგებელი გაენთავისუფლა სამსახურიდან.
- როგორ სულ წავიდა?
- დიახ დიახ, რატო ეხლა გეტყვი, იკამათეს ქალბატონმა ქეთევანმა და ქალბატონმა ნანიმ და ნანი წავიდა სამსახურიდან თურმე არასწორედ წმინდავდა იატაკს თან მტვერიც არ აუხვეტავს წესიერად
ამასთანავე სიცილს ვერ იკავებს, და აი აქ მე გამიელვა აზრმა რომ დედა თუ დარჩება ასე ძალიან არ გამიჭირდება, იქნებ...
-დედამ რომ იმუშავოდ ნანის მაგივრად?
-მაგაზე კარგი რაარის არაჩვეულებრივი პიროვნებაა.
ყურებამდე გაწელილი ღიმილით დამეთანხმა ბატონი თენგიზი და ღიღინ-ღიღინით გაეშურა კაბინეტისკენ. მე კი დავავლე დედას ხელი და წამოვედით სახლში.

- მაკაა მოდი აბა სუფრასთან
- ხო დეეეეე
მივიდი და ჩემი უგემრიელესი ხაბიძგინები და ჩაი დამხვდა სუფრაზე, იქვე დედას ჩამოტანილი მარწყვის ჯემი და ხურმის ჩირი იდო, ისე ესიამოვნა გულს, იმდენი ხანია სოფელში არ ვყოფილვარ, ამ ყველაფერმა ძველი დრო გამახსენა, უცებ კარზე ზარია,
- დეე გააღე რა
მიდის ქეთინო და მესმის კივილი
- დეთა! მაკაააა!
ჩემ ჭკუაში ავგუსტუსი უნდა გავაქციო მაგრამ ხელში ლევანი მრჩება.
- შეხედე ვინ მევიდა? დედა ლევანი ბიჭო როგორახარ?
- ქეთინო დეიდა როდის ჩამოხვედით? როგორ მიხარია თქვენი დანახვა.
ერთმანეთს ეხვევიან და თვალებში შესციცინებენ, ქეთინოს ჭკუა ეკეტება ლევანზე, სულ მეჩხუბებოდა ნუ დატანჯე ეს ბავშვიო.
- ე მოდით ახლა სუფრასთან თვარა გაცივდა ხაბიძგინები.
- ვაიმე როგორ მიყვარს ქეთინო დეიდა თქვენი გამომცხვარი ხაბიძგინი.
- ქეთინო დეიდა ვარ ინა შო. დამიძახე ბიჭო ქეთო, ანდაც დედა დამიძახე.
ჩაიკისკისა და თვალი ჩაუკრა ლევანს.
- ვაიმე ქეთოოო!
შევუღრინე და სუფრას მივუსხედით თუარა გადავჭამე ყველაფერი. დამვიწყებია ნამდვილი საჭმლის გემო, თურმე რა კარგია დედის ნახელარი.
დილით ქეთინომ კარაქიანი პურები გამიკეთა სოფლიდან ჩამოტანილი ყველი დამიჭრა ჩაი გამიკეთა და ვაშლის ჯემი მომართვა.
- ესენი იყო რო მათრევინე და ჩანთიდან რაღაცას რომ წყალი გაუვიდა ალბათ ყველი იყო ხო?
- ჭამე გოგო, და ერთი „სუნკაში“ ტანსაცმელი მაქ და გავრეცხავ ტაშტი მომეცი
კინაღამ ავყირავდი,
- კარგი რა, რა ტაშტი ქეთინო სარეცხ მანქანაში გავრეცხავ.
- ოჰ ვამიჩქუ მა ეს თქვენი სარეცხი მანქანები რა რაცხეები
- სი ვა გიჩქუ და მა მიჩქუ ქეთინოოოო მომე და გავრეცხავ.
- იქანე დევს კრაოტზე
არა რა დედაჩემს და ზოგადად მეგრელებს განსაკუთრებული ლექსიკონი აქვთ. სასწაულია რა. ჩანთიდან გადმოვყარე ტანსაცმელი და სააბაზანოში წავათრიე, მანქანა ჩავრთე და ჯიბიდან სიგარეტი ამოვიღე, მოწევის შემდეგ ხელ-პირი დავიბანე ჩავიცვი და სახლიდან გვედი თან ქეთინოც გავიყოლე ახალ სამსახურში.

მაპატიეთ მატარა თავისთვის გამოცდების გამო დავიგვიანე შემდეგში გპირდებით დიდ თავს <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent