ბედნიერების რეცეპტი (ოცდამეთვრამეტე თავი)
ზუსტად ალბათ ვერ აღვწერ და ვერც იმის გადმოცემას მოვახერხებ, რა ხდებოდა ქართველიშვილებთან. თუმცა ორიოდე სიტყვით მაინც აღვნიშნავ. მონატრება და მუდმივი სევდა სიხარულსა და ბედნიერებას შეეცვალა. მისაღებში დიდი სუფრა გაეშალათ. მუდამ მოწყენილი თეკლე ამჯერად იღიმებოდა, ჩვეულებისამებრ ოთახიდან-ოთახში დაფარფატებდა და მის სითბოს უნაწილებდა სტუმრებს. თურმე როგორი ცოტა სჭირდებოდა აკას. უმზერდა მეგობრებში მჯდომ თორნიკეს, მეუღლის გაბრწყინებულ სახეს და გულზე მალამოდ ედებოდა მამაკაცს. - ესეც დასრულდა, ამასაც გავუძელით!... - კმაყოფილმა გახედა მამა ნიკოლოზს. - დასრულდა კი? - რას გულისხმობ?! - მოძღვრის კითხვაში გაპარული ირონია არ ესიამოვნა ქართველიშვილს. - ვიცი, რომ ძნელია აკა, განსაკუთრებით შენთვის და თეკლესთვის, მაგრამ... - მაგრამ?! - შენც კარგად იცი, რომ ფესვებისგან, წარსულისგან გაქცევა შეუძლებელია. შეხედე თორნიკეს, იგივე მზერა, იგივე მიმიკა. ზოგჯერ თვალებს ვხუჭავ, მის საუბარს ვისმენ და მგონია ისევ მინდია მელაპარაკება. როგორც არ უნდა ვეცადოთ, როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს, ორივემ ვიცით, მის ძარღვებში არაბულების სისხლი სჩქეფს. ფესვები კი უკან უხმობენ... - უკან?! თორნიკე ქართველიშვილია, ის ჩემი ვაჟია, ასე იყო და ასე დარჩება!... - იმის წარმოდგენაზეც კი რომ ერთ დღეს შეიძლება შვილობილს მათზე უარი ეთქვა ტანში გასცრა აკას. - ეგოისტობ. არადა, იცი რომ მართალი ვარ... - ღიმილი ვერ შეიკავა გაჭირვეულებული მეგობრის შემხედვარე მოძღვარმა. - მათ შეხედე! - ვაჟთან მოცეკვავე მეუღლეს სიყვარულით გახედა აკამ - არ შეიძლება ბედნიერებით ჩვენც დავტკბეთ?! - ვერ გავიგე, მართლა ფიქრობ, რომ თუ სიმართლეს ვეტყვით, არაბულების კერას მისი მემკვიდრე თუ დაუბრუნდება ნაკლებად ეყვარებით? - მემკვიდრე?! არ გეჩვენება რომ სასაცილოდ ჟღერს? რომელ კერას?! - გაღიზიანდა აკა - სად უნდა დაბრუნდეს? ხევსურეთში? გავერანებულ ეზოსა და სალ კლდეებში? იქ შურისა და მტრობის მეტი რა დარჩენია? ვინ? - თუ აღარ გახსოვს, შეგახსენებ, იქ მისი მშობლების საფლავია, იქ მისი ფესვებია, არ დაბადებული და... - ცივად გამოსცრა კბილებში მოძღვარმა, განაწყენებულმა მეგობარს ზედაც აღარ შეხედა, წამოდგა და აივანზე გავიდა. შუბლი შეუშვირა გრილ ნიავს. ემოციებით დაღლილს ესიამოვნა სიგრილე. თუმცა მარტო ყოფნა დიდხანს არ დასცალდა. მეუღლესთან ერთად თავადაც აივანზე გამოვიდა აკა. - ჩემი გაბუსხული, ჩემი გაბუტული, არ მეტყვი რა გეწყინა? - თბილად მოეხვია ქალი. - არა გრცხვენია?! - გვერდულად გახედა აწურულ ძმაკაცს ნიკოლოზმა - რა უნდა მწყენოდა, უბრალოდ სუფთა ჰაერზე გამოვედი... - ტყუილები არასოდეს გეხერხებოდა! - მხიარულად აკისკისდა თეკლე. - ნიკოლოზი თვლის, რომ დროა თორნიკეს მისი ღვიძლი მშობლების შესახებ სიმართლე გავუმხრილოთ. - მზერა აარიდა მოაჯირს დაყრდნობილმა მეუღლემ. - სიმართლე?! თორნიკემ იცის მისი ბიოლოგიური მშობლები რომ არ ვართ. ისიც იცის ვინ იყვნენ მისი მშობლები... - მხოლოდ ფოტოთი მშობლების ცნობა ცოდნა არაა... - ხმა გაუკმაცრდა ნიკოლოზს. - კარგად ხვდები, რასაც ვგულისხმობთ... - თვალი აარიდა აკამ. სხეულში უსიამოვნოდ გასცრა თეკლეს, თვალები ცრემლებით აევსო, გამომცდელად მომზირალ მამაკაცებს მზერა აარიდა. - დარწმუნებული ხარ?! - ხმა ჩამწყდარი ჩაეკითხა - ელენე უყვარს, თქვენც კარგად ხვდებით მისთვის რამხელა დარტყმა იქნება... - ცრემლებმა გაუბზარა ხმა თეკლეს. - რა აუცილებელია წარსულის ქექვა, მით უმეტეს, რომ გიგაურები საერთოდ არ იყვნენ გარეული მკვლელობაში? დავტოვოთ ისე როგორც იყო... - თეკლეს ცრემლების დანახვაზე ისევ ნერვებმა უმტყუნა აკას. - დამიჯერეთ, ჯობია ახლა გაიგოს, ვიდრე... - ვიდრე?! - არ ვიცი, იქნებ ვცდები კიდეც, მაგრამ მაინც მგონია, ჯობს სიმართლე გავუმხილოთ. შემდეგ კი თავადვე გადაწყვიტონ. - უკვე ნანობდა ამ თემაზე საუბრის დაწყებას, მეგობრების თვალებში დანახულ ტკივილს ვეღარ უძლებდა ნიკოლოზი. - თავს ნუ იდანაშაულებ. - განცდებს მიუხვდა და ისევ ძველებურად მოეხვია ბავშვობის მეგობარს - როგორი მძიმეც არ უნდა იყოს, მართალი ხარ. უფლება აქვთ იცოდნენ, შემდეგ კი თავად მოიფიქრონ. - ქსუტუნებდა თეკლე. - ვიცი, რომ თქვენთვისაც მტკივნეულია, მაგრამ... - პატარა ბავშვივით ტავზე ეფერებოდა თეკლეს. - არ გინდა, ნიკუშ... - ისევ საერო სახელით მიმართა მოძღვარს, მისი მკლავებიდან თავი დაიძვრინა და მეუღლის მსგავსად თავადაც მოაჯირს დაეყრდნო თეკლე. თითქოს ასე საუბარი უფრო უმარტივდებოდა - შენც კარგად იცი, რომ ამ საიდუმლოს ადრე თუ გვიან მაინც ვეტყოდით... - უბრალოდ ამდენი ტკივილის შემდეგ, იქნებ ცოტა ხნით დასვენების საშუალება მიგვეცა, თან ის გოგო იმდენად წრფელი გრძნობით უყვარს... - საუბარში ჩაერია აკაც. - რატომ დუმხარ? - გვერდით მდგომ თავდახრილ მოძღვარს მოლოდინით გახედა - აზრი არ აქვს, ხომ?... ადრე თუ გვიან უკვე დადგა.. - სევდიანად გაეღიმა თეკლეს - უფლებას მომცემ სიმართლე მე რომ გავუმხილო?!... ცრემლებით სავსე თვალებში უმზერდა თეკლეს მადლიერი მოძღვარი. კარგად ხვდებოდა რამდენად მძიმე მისია იტვირთა მის სუსტ მხრებზე, მაგრამ პირველად ცხოვრებაში არ ჰყოფნიდა გამბედავობა წინააღმდეგობა გაეწია ბავშვობის მეგობრისთვის, პირველად ცხოვრებაში ეგოისტურად უხაროდა, თავად რომ არ უწევდა თორნიკესთან საუბარი. მიუხვდა თეკლე, როგორც ყოველთვის გაუგო. ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა მამაკაცებს, ცრემლები ხელისგულებით შეიმშრალა, სახეზე ისევ ბედნიერი ღიმილი აიკრა და უკვე კარგად შეზარხოშებულ სტუმრებს დაუბრუნდა. - თითქმის გამთენიისას გაისტუმრეს უკანასკნელი სტუმარი. როგორც იქნა შვებით ამოისუნთქა თორნიკემ. ახლა დასვენებაც შეიძლებოდა. ათი წლის შემდეგ აწ უკვე საკუთარ ოთახში, საპატიმროს ნარისგან ბევრად განსხვავებულ, კომფორტულ საწოლზე იწვა, მაგრამ რატომღაც ბედნიერებას ვერ გრძნობდა. ყურადღებით აკვირდებოდა ძველ ნივთებს. რალზე მიღებულ მედლებს. თითოეული დეტალი ისევ იგივე წყობით, ხელუხლებლად შეენარჩუნებინა თეკლეს. თითქოს მის ცხოვრებაში ის ათი წელი არც კი ყოფილა. თითქოს დილით წავიდა და საღამოს დაბრუნდა. მაგრამ მაინც საოცრად გაუცხოვებული ეჩვენა ერთ დროს ესოდენ საყვარელი კედლები. წიგნების თაროზე ისევ იდგა წითელი ნივის მაკეტი. იქვე იდგა შემინულ ჩარჩოში მოთავსებული ფოტოც, ისევ ძველებურად უცინოდნენ ბიოლოგიური მშობლები. იქვე მდგომი ტუმბოს უჯრა გამოხსნა. თვალი წლების წინ უჯრაში მოთავსებული უბის წიგნაკისკენ გაექცა. სქელი, კარგა ხნის შელახულ ყდას თითები ფრთხილად გადაუსვა, გადაშალა და პირველივე გვერდზე ჩაკრულ ფოტოს დააკვირდა. მამა ნიკოლოზს სადედოფლო კაბაში გაპრანჭული პატარა ელენე ხელში აეყვანა, თავისუფალი ხელით კი თორნიკეს იხუტებდა. როგორც ყოველთვის ეგოისტი გოგონა მამაოს სიყვარულს ვერ უყიფდა და გაკაპასებული სახით ფეხს ურტყამდა ვაჟს მოსაშორებლად. მოხერხებულ ფოტოგრაფს სწორედ მისი გაავებული სახე დაეფიქსირებინა. - ენე-ნე... - ღიმილი გაეპარა ხმაში თორნიკეს. ფოტოზე ასახულ გამოსახულებას ისე ნაზად მიეფერა თითქოს იგრძნობდა. უბის წიგნაკიდან ამოიღო ფოტო და ავტომობილს მაკეტთან საპატიო ადგილზე გამოჭიმა. ამჯერად მშობლების ფოტოს დააკვირდა. ყურადღებით უმზერდა თბილად მომღიმარ მინდია არაბულს. შემდეგ სარკეში არეკლილ საკუთარ გამოსახულებას შეავლო თვალი. დანახულმა მსგავსებამ გულში ტკივილით გაკენწლა. - არ გძინავს?! - ფიქრებიდან კარებში მდგომმა თეკლეს ხმამ გამოიყვანა. - არა, მოგენებებს ვუკირკიტებ... - სევდა გაერია ხმაში ტორნიკეს. - ჩემი დახმარება ხომ არ გჭირდება? - პატარა გოგოსავით ჭინკები უხტოდა თვალებში დედობილს. - შენი დახმარება ყოველთვის მჭირდება! - ღიმილი ვერ შეკავა ქართველიშვილმა. ფოტო, სასთუმალთან ტუმბოზევე დადო, თავად კი საწოლზე მოთავსდა. კედლისკენ ისე ჩაიჩოჩა, რომ აშკარად ადგილი თეკლესაც დაუტოვა. ისე მიუწვა ქალი თითქოს ისევ პატარა ბიჭი იყო, თუმცა ბავშვობისგან განსხვავებით, ამჯერად თვითონ დაადო თავი მკერდზე შვილობილს. - რომ იცოდე, როგორ მენატრებოდით! - როგორც იქნა მისცა გრძნობებს გასაქანი, ძლიერად ჩაიხუტა დედობილი. არ უნდოდა თეკლეს, მაგრამ ყელში მოწოლილი ტკივილი ცრემლებად მაინც დაედინა. - ჰა, ახლა, ტირი?! თეკლე, ხომ არ დამიბერდი?! - სიცილი გაერია ხმაში თორნიკეს. - სულელო! - ტირილ ნარევ ხმაში ღიმილი მაინც გაეპარა ქალს - უბრალოდ... - ამჯერად თავად დასწვდა ტუმბოზე მოთავსებულ არაბულების ფოტოს - რომ იცოდე როგორი ლამაზები იყვნენ, როგორი თბილები... - შენზე თბილი ვერ იქნებოდა... - უკმაყოფილოდ ამოიღრინა, ხელიდან გამოაცალა მშობლების ფოტო და ტუმბოზე გადმობრუნებული დადო ვაჟმა. - ამ თემას ყოველთვის ვერ გაექცევი, ადღე თუ გვიან შენც შექმნი ოჯახს, შენც შეიყვარებ... - ვერ გავიგე, თეკლე... მეგონა აქ მონატრების გამო შემოხვედი, არადა მორალი გქონია წასაკითხი... - ირონიულად ჩაეცინა ვაჟს. - ისედაც მიჭირს. ძლივს მობიკრიფე გამბედავობა, ძალიან გთხოვ მათქმევინე... - მუდარით ახედა ქალმა. - კარგი თეკლე, ოღონდ შენ არ ინერვიულო და თუ გინდა მთელი ღამე მოგისმენ... - ისევ იცინოდა ვაჟი. - სულელი უნდა იყო, რომ ვერ მიხვდე, ელენე გიყვარს. - ახლა არ მითხრა დედამთილის სინდრომი დამემართა და სარძლო არ მომწონსო...- ეჭვით დახედა ვაჟი. - არასერიოზული ადამიანი ხარ! მე მშობლებზე გელაპარაკები შენ კი დედამთილობაზე - გაღიზიანებულმა მკერდში ჩაარტყა მუშტი. - ვხუმრობ, დედა, ვხუმრობ... - თავზე აკოცა გაკაპასებულ ქალს - ამდენ ნერვიულობას და შემოვლითი გზების ძებნას, თქვი პირდაპირ რაც გაქვს სათქმელი, შენც დაისვენებ და მეც... - შენი მშობლები ვინც იყვნენ კარგად იცი, სულ გეუბნებოდით, რომ ტრაგიკულად დაიღუპნენ, მაგრამ... - რა მაგრამ?! - მთელ სხეულში გააცია, დაძაბულობიგან საკუთარი ხმა ვეღარ იცნო ქართველიშვილმა. შვილობილის ხელებიდან თავი გაინთავისუფლა თეკლემ, ლოგინიდანაც წამოდგა. წინ ისე დაუჯდა, რომ შვილობილის არც ერთი მიმიკა არ გამორჩენოდა. მისი რეაქციის მიხედვით არჩევდა სიტყვებს, მაგრამ როგორც არ უნდა ეცადა სათქმელის შერბილება, ოდნავ მაინც შემსუბუქება, მაინც არ გამოსდიოდა. მთელი სხეულით ციებიანივით ცახცახებდა ვაჟი. - გამოდის ერთი მხდალი, არაკაცი გიგაურის გამო მოხდა ეს ყველაფერი?! - კბილებში ზიზღით გამოსცრა საძულველი გვარი - მკვლელები სად არიან? - ჩაწითლებული თვალებით ახედა ნერვიულობისგან მასზე არანაკლებ გაფითრებულ თეკლეს. - არ ვიცი, ოფიციალურად ძიებამ ვერაფერი დაადგინა... - მაგათი ძიება და მაგათი... - დედობილის იქ ყოფნას აღარ მოერიდა თორნიკე - დავიჯერო, არც გიგამ არ იცის?! - არ ვიცი, თორნიკე, არ ვიცი... ჩვენს სულ რამდენიმე დღის წინ გავიგეთ. წლების განმავლობაში გიგაურებს ვთვლიდით მკვლელებად... - არიან კიდეც! რა მნიშვნელობა აქვს ვინ შეასრულა?! ის ნაბოზვარი გიგაური რომ თავის სიმაღლეზე მდგარიყო, კაცი რომ ყოფილიყო, არც ამხელა ტრაგედია არ დატრიალდებოდა. როგორ დამიმალეთ, როგორ არ მითხარით? აზრობთ მაინც, რომ მე და გიგაური ერთ ციხეში ვიჯექით? კაცს ჩემი მშობლების მკვლელად თვლიდით და მე არ მითხარით?!... - თავს ვეღარ აკონტროლებდა, ბოლო ხმაზე ღრიალებდა ვაჟი. - და, რომ გცოდნოდა რას იზამდი?! - რას? რას და მისი ძმის ვაჟკაცობისთვის მას მოვთხოვდი პასუხს, ისევე ჩავაძაღლებდი, როგორც... - შეუძლებელია, შენ ასეთი არ ხარ... - მე?! ცუდად მიცნობთ, ძალიან ცუდად... - ირონიულად ხარხარებდა თორნიკე - თუმცა არც ახლაა გვიან. ვიპოვი, ყველას ვიპოვი ვინც ამ ამბავში იყვნენ გარეული და... - ოთახში დაწყობილ საგნებს უმისამართოდ ისროდა ქართველიშვილი. - გაგიჟდი?! გაჩერდი! - მიუხედავად იმისა, რომ თეკლეს კივილი გადაფარა აკას ღრიალმა, შვილობილს მისი მაინც არ ესმოდა. აფექტში მყოფი გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა, როცა სახეში მამაკაცის მოქნეული ხელი მოხვდა. მისი დაბნეულობით მყისვე ისარგებლა. მკლავებით საბოლოოდ შებოჭა და მკერდში ჩაიხუტა ვაჟი - მარტო არ ხარ. მათი გარდაცვალება ჩვენც გვტკივა. წლებია გვტკივა. ერთად ვიპოვით. ერთად დავადგენთ ვინ იყვნენ. გიგაც დაგვეხმარება, ოღონდ გაჩერდი, გაჩერდი ბოლოს და ბოლოს! კიდევ რაღაცას ეუბნებოდა აკა, კიდევ დიდხანს ამშვიდებდნე, თუმცა გაშეშებული, უემოციო სახით უსმენდა ვაჟი. - ელე?! ელენემ იცის?! - ხმა ჩამწყდარმა მხოლოდ ამის კითხვა მოახერხა. უარყოფის ნიშნად თავი გააქნიეს ქართველიშვილებმა. - რატომ? აიამაყებდა ბიძით! - ირონიულად გაეღიმა ვაჟს. - არ გინდა, თორნიკე. მაგ გოგოს არაფერი დაუშავებია... - მაგ გოგოს არაფერი დაუშავებია... - ტკივილით გაიმეორა დედობილის სიტყვები - ეგეც მართალია, ენე-ნეს არაფერი დაუშავებია... - წელმოწყვეტილი წამოდგა ვაჟი. ტორნადო გადავლილ ოთახს ერთხელ კიდევ შეავლო თვალი და გამოვიდა. - თორნიკე... - - ძლიერია თეკლე, ახლა შეცოდებაზე მეტად, მარტო ყოფნა და ფიქრი სჭირდება... - აკამ ხელით შეაჩერა დასადევნებლად მომართული მეუღლე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.