შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების რეცეპტი (მეოცე თავი)


6-05-2017, 16:57
ავტორი murachashvili
ნანახია 3 640

ადამიანი თითქოს ყველაფერს ეჩვევა, უბრალოდ მიჰყვება ცხოვრების დინებას და მექანიკურად მოქმედებს. ახალი ცხოვრების წესი უკვე ტრადიციად ექცათ ქართველიშვილებს. ყოველ კვირას ჯერ ბავშვთა კოლონიას სტუმრობდნენ, იქ ნახულობდნენ შვილობილს. შემდეგ ვაჟის სრულწლოვანებასთან ერთად შეხვედრის ადგილმაც ორთაჭალის ციხეში გადაინაცვლა.
გათენებამდე დგებოდნენ და იკავებდნენ რიგს მნახველთა შორის. სრულიად უცხო ხალხს ერთი ყველაზე დიდი ტკივილი აერთიანებდათ, იქ მდგომებს ციხეში მჯდომთა ბედი ადარდებდათ. იდგნენ ასე რკინის მძიმე კარებთან, ამანათებით დატვირთულნი და მოთმინებით ელოდნენ საკუთარი გვარის გამოცხადებას.
ვიღაც შედიოდა, ვიღაც გამოდიოდა. თუმცა... გგონიათ თეკლე და აკა ყოველთვის ნახულობდნენ შვილობილს?! ცდებით. ზოგჯერ შეუსაბამო ქცევის გამო დასჯილი ვაჟი, სასჯელს კარცერში იხდიდა, შესაბამისად პაემანზე მშობლებთან შეხვედრის უფლებასაც არ აძლევდნენ.
ზოგჯერ თავად ბიჭი ამბობდა უარს მათთან შეხვედრაზე, მიზეზი კი მარტივი იყო, პატიმრებს შორის მუდმივად ჩხუბსა და გაუგებრობებში გარეულს მისი ცხოვრების წესი სახეზე ეხატა, უფრო სწორი იქნებოდა, თუ ვიტყოდი ჩხუბის კვალი სილურჯეების სახით ემჩნეოდა. თავისთავად ცხადია ასეთი ფიზიონომიით აღმზრდელებს ვერ დაენახვებოდა, განსაკუთრებით თეკლეს, ამიტომაც მარტივად ეუბნებოდა ბადრაგს, რომ სტუმრების ნახვა არ უნდოდა.
ბადრაგებიც დაყენებული, ცივი ხმით უცხადებდნენ ლოდინისგან თვალებად ქცეულ ქართველიშვილებს, რომ თორნიკეს შეხვედრა ისევ არ უნდოდა.
რაღა დარჩენოდათ გაწბილებულებს?! ბიჭთან მიტანილ ამანათებს ციხის ადმინისტრაციას გადასცემდნენ და შინ განადგურებულები ბრუნდებოდნენ. ვინ იცის მერამდენედ იმუქრებოდნენ, რომ ეს უკანასკნელი იყო, რომ ამის შემდეგ ფეხსაც არ მიადგამდნენ, ვაჟის არსებობასაც კი დაივიწყებდნენ, თუმცა შაბათი თენდებოდა თუ არა, ისევ მზადებას იწყებდნენ და კვირას, გამთენიისას ისევ ციხის კართან ელოდნენ შეხვედრას.
შეცვლილიყო თორნიკე, მერედა როგორ... სახე გამკაცრებოდა, მუდამ შუბლშეკრული თითქმის არც კი იღიმებოდა. ამდენი ჩხუბისგან ხელებიც გაუხეშებოდა. მუდმივი თავდაცვა ცხოვრების წესად ქცეოდა. თავს იცავდა ყველასთან, თეკლესთანაც კი. მისი ლურჯი თვალები მხოლოდ და მხოლოდ სისასტიკეს თუ აფრქვევდა. ზოგჯერ იმდენად უხეშად მიმართავდა ქალს, რომ გაოცებისგან თვალები უფართოვდებოდა აღმზრდელს. კარგად ხვდებოდნენ, რომ ამას განზრახ აკეთებდა. თითქოს საკუთარ თავს აიძულებდა დაევიწყებინა, გულიდან ამოერეცხა მათი სიყვარული.
იქნებ სჯობდა კიდეც დაჰყოლოდნენ თორნიკეს ნებას?! მათაც ბიჭების მსგავსად ხელი ჩაექნიათ და იშვიათად ენახათ შვილობილი, იქნებ უკეთესიც იყო დაევიწყებინათ გისოსებს მიღმა მჯდომი პატიმარი?!
მარტო რომ ყოფილიყო აკა, ალბათ ასეც მოიქცეოდა, მაგრამ თეკლე არ აძლევდა ამის უფლებას. ქალი მთელი არსებით ეპოტინებოდა ვაჟის თვალებში მათი დანახვისას შემორჩენილ სულ მცირედ სიხარულის სხივს.
- რაც არ უნდა მითხრას, როგორ ხმამაღლაც არ უნდა გვიყვიროს, მაინც მივალ, მაინც ვნახავ!... - ჯიბრით ისე უმეორებდა, თითქოს მამაკაცს მასზე ნაკლებად სურდა აღზრდილის მონახულება.
- ზოგჯერ მაზოხისტი მგონიხარ, თითქოს განგებ იტანჯავ თავს!...
- შენც ხომ ხვდები, რომ მისი სიტყვები არაფერს ნიშნავს... რამდენიც არ უნდა მალოს, თვალები მაინც ყიდის.
- თვალები?!
- ჰო, თვალები... გეურჩება, გეწინააღმდეგება, მაგრამ ისევ ისე გიყურებს როგორც პირველად, მისთვის ისევ ისეთივე საამაყო ხარ, როგორც მაშინ როცა რალზე წაიყვანე. სიტყვები არ მჭირდება, არც მოფერება, მე ესეც მყოფნის, მართალია სულ რამდენიმე წამით, მაგრამ მაინც მყოფნის!... - არ უნდოდა მაგრამ ხმა მაინც აუკანკალდა თეკლეს.
კარგად იცოდა აკამ, რომ მეუღლე მართალი იყო. როგორც არ უნდა შეცვლილიყო, როგორი ცხოვრების წესიც არ უნდა ჰქონოდა, მათთვის თორნიკე ქართველიშვილი ისევ იმ ექვსი წლის ბიჭად რჩებოდა პირველად თავშეფარში რომ ნახეს. სიყვარული, რომელსაც ასე ღრმად გაედგა ფესვები, არ ნელდებოდა, პირიქით მონატრებას უფრო მძაფრად გაეღრმავებინა და გაეძლიერებინა.
ასე მონატრებაში, თვალსა და ხელს შუა გაილია გრძელი, ტკივილითა და ცრემლებით სავსე ათი წელი. რიგში მდგომნი ვინ იიცის მერამდენედ ისმენდნენ მათ მსგავსად დატანჯული მშობლების გასაჭირს. რომ გეკითხათ რაზე ოცნებობდნენ, დაუფიქრებლად გიპასუხებდნენ, რომ მხოლოდ თავისუფალი თორნიკეს ნახვა სურდათ. ეს იყო და ეს. ერთად-ერთი ოცნება, რომელიც აგერ უკვე მეათე წელია ილუზიას დამსგავსებოდა.
თვალსაჩინო ადგილზე გაკრულ კალენდარზე წითელი მარკერით ჰქონდათ მონიშნული ვაჟის სავარაუდო განთავისუფლების თარიღი. ყოველ გასულ დღეს მარკერითვე შლიდა და ითვლიდა თეკლე. ჩუმად, ეჭვით სავსე მზერით უმზერდა მის მოქმედებას აკა. დიდად არ სჯეროდა მამაკაცს, რომ შვილობილი ციხიდან გამოვიდოდა. ვაჟი აშკარად განგებ იმატებდა და იმატებდა სასჯელს. ვერ ხვდებოდა, ახსნას ვერ უძებნიდა მის მოქმედებას, თუმცა როგორც კი განთავისუფლების თარიღი მოახლოვდებოდა, ახალ დანაშაულს სჩადიოდა და ისევ ციხეში რჩებოდა. ასე მოიქცა ორჯერ და ამჯერადაც, მიუხედავად მისი მრავალგზის დაპირებისა, რომ განთავისუფლების თარიღისთვის ახალ პრობლემაში არ გაყოფდა თავს, ბოლომდე მაინც ვერ უჯერებდა, ეჭვი გულს უღრღნიდა აკას.
- გამოვა, ჩემი ბიჭი გამოვა იმ წყეული ციხიდან! - თითქოს მიუხვდა ფიქრებს მეუღლე, ჯიბრით გამოხედა მამაკაცს.
შეცვლილიყო თეკლე. წლებთან ერთად წაბლისფერი თმა შევერცხლოდა, თვალებთან ნაოჭები წვრილ ზოლებად გაკლაკნილიყვნენ, თუმცა თვალებში ძველებური სხივი ისევ შერჩენოდა.
- განთავისუფლებამდე სულ რაღაც ხუთი თვეა დარჩენილი. სულ რაღაც ხუთი... - ძლიერად ჩაიკრა გულში საყვარელი ქალი.
- ბიჭებსაც ვთხოვე, მიუხედავად მისი სიუხეშისა, მოინახულებენ, იქნებ მათი შემხედვარე თავადაც მოინდომოს და... - ცრემლებმა ხმა გაუბზარა თეკლეს.
- გამოვა, შენს გამო მაინც გამოვა, სხვა გზა არ აქვს, უფლება არ აქვს... - ცრემლებით სავსე თვალები კოცნით ამოუშრო აკამ, ხელში შერჩენილი წითელი მარკერი გამოართვა და თორნიკეს გარეშე გავლილი კიდევ ერთი დღე თავადვე გადახაზა.

ბიჭები? რას შვრებოდნენ ამ ათი წლის განმავლობაში დათა და იკა?
თორნიკეს დაკავებით გამოწვეულმა სინანულისა და დანაშაულის გრძნობამ ერთმანეთსაც დააშორა სიყრმის მეგობრები. ეს შეგრძნება შიგნიდან ჭამდა ორივეს. კარგა ხანია ერთმანეთისგან განსხვავებული ინტერესები ჰქონდათ, ერთმანეთს დღესასწაულებზე, ან ოჯახურ შეკრებებზე თუ ნახავდნენ, მაგრამ მაინც ფაქტი იყო, რომ თორნიკეს ბედი ორივეს ისევ აწუხებდათ, ორივეს სტკიოდათ, არც ერთმანეთის სიყვარული განელებოდათ, ბავშვობის მეგობრები, ისევ ბავშვობის მეგობრებად რჩებოდნენ.
თეკლესა და აკას მსგავსად ყოველ კვირას არა, მაგრამ როცა მონატრება მძაფრად შეაწუხებდათ, როცა უერთმანეთობა მტკივნეული და გაუსაძლისი ხდებოდა, ავიწყდებოდათ მეგობრის სიუხეშეც, მისი მრავალგზის გაფრთხილებაც, რომ არ მისულიყვნენ. მაინც ვერ ითმენდნენ, ერთმანეთს ურეკავდნენ და ორივენი, ერთად, გვერდი-გვერდ მდგომნი, ორთაჭალაში მიდიოდნენ ქართველიშვილის სანახავად. ზოგჯერ ნახულობდნენ, ზოგჯერ - ვერა. ზოგჯერ ვერც კი იგებდა თორნიკე მეგობრების იქ ყოფნას, არც კი მიდიოდნენ ბადრაგთან, უბრალოდ ისხდნენ ავტომობილში და ქუჩიდან გაჰყურებდნენ ციხის ჩაჟამებულ გისოსებს, უმზერდნენ გარედან და ცდილობდნენ გამოეცნოთ, რომელ კამერაში იქნებოდა მათი მეგობარი. არ ვიცი რას ელოდნენ, მაგრამ რატომღაც მყარად სჯეროდათ, რომ თორნიკე გრძნობდა მათ თანადგომას. ალბათ ასეც იყო, იქნებ ასეც იყო ვერაფერს გეტყვით.

დრო მხოლოდ ქართველიშვილებისთვის არ გადიოდა. იზრდებოდა ჩვენი ელენეც და უფრო და უფრო ლამაზდებოდა. მისთვის დამახასიათებელი სითბო და სილაღე ისევ შეენარჩუნებინა ქალიშვილს. ალბათ, ლამაზი ქალი არ გვკვირს ქართველებს, მაგრამ მის სილამაზეში იყო მაინც რაღაც მომნუსხველი, იდუმალი, ამოუხსნელი.
დედასთან ერთად ხშირად სტუმრობდა მონასტერს, მაიკოსგან ტიპიური სტანდარტული დედა მაინც ვერ დადგა. იმიტომ კი არა, რომ შვილი ვერ შეიყვარა, ალბათ პირიქით, ქალიშვილში გააერთიანა მთელი სამყარო. ელენე მისთვის მხოლოდ შვილი კი არა, ყველაზე ერთგული მეგობარიც გახლდათ, ის იყო მისთვის შეუცვლელი, ყველაზე იდეალური დაქალი. უცნაურია?! ალბათ, მათ შორის არსებულ ურთიერთობას სიტყვა დედაშვილობა ვერ დაიტევდა და ვერც იტევდა. ბედის ანაბარად დარჩენილი დედა-შვილი ერთმანემანეთს ებღაუჭებოდნენ, ერთმანეთისთვის საყრდენ კედლად ქცეულიყვნი თვითგადარჩენისთვის იბრძოდნენ და წარტებითაც მიიწევდნენ წინ. ერთმანეთთან მეგობრობდნენ, კამათობდნენ, ზოგჯერ იბუტებოდნენ კიდეც, თუმცა მალევე რიგდებოდნენ.
თავისუფალ დროს თავშესაფარშიც ეხმარებოდნენ დედაოებს. დიდად არ უყვარდა მაიკოს იქ ყოფნა, ტკივილს აყენებდა ამდენი მიტოვებული, მშობლის სითბოს მონატრებული ბავშვის ყურება, თითოეული მათგანის ტვალებში დანახული სევდა წარსულს ახსენებდა. საკუთარ შეცდომებთან პირისპირ დგომა ნამდვილად არ იყო მარტივი, მაგრამ მამა ნოკოლოზის თანადგომით ამ ტკივილსაც უმკლავდებოდა, როოგრც ყოველთვის უსიტყვოდ ესმოდა მისი განცდები მოძღვარს.
- შიში გვასუსტებს, სიმხდალით კი გამოუსწორებელ შეცდომებსაც ვუშვებთ.
- დაბნეული და შეშინებული ვიყავი... - მოგონებებისგან ხმა გაბზარვოდა მაიკოს.
- უნდა გახსოვდეს, იმიტომ კი არა, რომ თავი დაიტანჯო, უბრალოდ უნდა გახსოვდეს და როცა ვინმეს დაბნეულსა და შეშინებულს დაინახავ, არ განსაჯო, უბრალოდ დაეხმარე შიშის დაძლევაში.
- თვენ რომ არა, ალბათ...
- ღმერთმა გიჩვენა სწორი გზა. მე უბრალოდ დანახვაში დაგეხმარე, ეგ იყო და ეგ...
- უბრალოდ?! - ტკივილით გაეღიმა მაიკოს.
- უბრალოდ! - ჩვეულებისამებრ თბილად უღიმოდა მამაო.

ასე იყო თუ ისე, წარსულის შეცდომის გამოსწორებას მაქსიმალურად ცდილობდა მაიკო. შვილის ბედნიერებისთვის ყველაფერს აკეთებდა, მუშაობდა რამდენიმე ადგილზე და უფასდებოდა კიდეც წვალება.
მისი თანატოლებისგან განსხვავებით ელენე არ იყო პრობლემური, ჭირვეული ბავშვი. თუმცა საკმაოდ ნიჭიერს, ცოტა არ იყოს გაუჭირდა მომავალი პროფესიის შერჩევა. თავდაპირველად სამედიცინოზე უნდოდა ჩაბარება, თუმცა სამწუხაროდ მისაღებ გამოცდებზე სასურველი ქულები ვერ მოაგროვა, ვერ მიიღო ას პროცენტიანი დაფინანსება, სახელმწიფო მხოლოდ სამოცდაათ პროცენტიან თანადაფინანსებას ჰპირდებოდა. რეალობა - რეალობად რჩებოდა, გადასახდელი თანხა არ ჰქონდა. იქნებ დარჩენილი ოცდაათი პროცენტი ვიღაცისთვის არც იყო დიდი თანხა, მაგრამ ელენემ ზუსტად იცოდა, რომ მაიკოსთვის ნამდვილად რთულად მოსაძიებელი იქნებოდა.
ისევ მამა ნიკოლოზისა და ვასიკოს შეწუხება კი არ უნდოდა. მათთვის არც კი გაუხელია რომ დაფინანსება სჭირდებოდა, გადაწყვეტილება თავადვე მიიღო და პროფესია შეიცვალა, მისი ქულებით ფსიქოლოგიურზე შესტავაზეს საბუთების გადატანა და დაეთანხმა. მხოლოდ აღნიშნულ ფაკულტეტზე ჩარიცხვის შემდეგ გაუმხილა დედას ფაკულტეტის შეცვლის მიზეზი.
მსგავს საქციელს ნამდვილად არ ელოდა მაიკო. კარგად იცოდა რომ ჯერ კიდევ პატარაობიდან, მასთან საავადმყოფოში პირველად სტუმრობის შემდეგ, ელენე ექიმობაზე ოცნებობდა. იმასაც მიუხვდა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ დაფინანსების არ ქონის გამო მიიღო. ელენეს უნარების პატრონს ბევრად უკეთესი მომავალი შეიძლებოდა ჰქონოდა, თუ შვილს ფინანსურადაც მხარში ამოუდგებოდა.
- იქნებ სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდე? ჩემი პროფესიის წყალობით მომვლელად მუშაობა არ გამიჭირდება. - საკუთარ თავს ესაუბრებოდა ქალი.
მიუხედავად იმისა, რომ არ უნდოდა შვილის მიტოვება, ყველაზე სწორ გზად რატომღაც მაინც ეს ეჩვენებოდა.
- ელე?! ისევ უნდა მიატოვო? გგონია კიდევ გაპატიებს?
მიუხედავად იმისა, რომ შვილის დახმარება მთელი გულით უნდოდა, მაინც ვერ გაბედა, სასწორზე შვილის სიყვარული, მისი ნდობა ვერ დადო. ისევ მისი დაკარგვის შიშმა სძლია წასვლის სურვილს.
- მხდალი, ვარ მხდალი. ვის რაში ვჭირდება ფუჭი სიყვარულით?! - თავი სძულდა, ეზიზღებოდა. საკუთარი უსუსურობით გაღიზიანებულმა ის ღამე ტირილში გაათენა. გულში იკრავდა და ცრემლებით ალბობდა საკუთარ ბალიშს.

იქნებ ჯობდა წასულიყო?! არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით. წასვლის სურვილის შესახებ ისევ უცვლელ მეგობარს, მამა ნიკოლოზს გაუმხილა.
- არ გაბედო. ფულის გამო შვილის მიტოვება არც კი გაბედო! ექიმობა თუ მართლა მისი ოცებაა, ყველაფერს იზამს და სამედიცინოზე მაინც ჩააბარებს, ოცნებას თავადვე აიხდენს. ელენეს დამფინანსებელი კი არა, დედა სჭირდება, დედა!...
მართალია მკაცრად ჟღერდა მოძღვრის სიტყვები, მაგრამ გულზე მალამოდ მოედო მაიკოს. საზღვარგარეთ წასვლა საბოლოოდ გადაიფიქრა.



№1  offline აქტიური მკითხველი lalita

რა ვთქვა, გული საშინლად დამიმძიმდა .შეიძლება აქ მიზეზი რომ იმატებს დანაშაულს , მაგრამ თეკლეს გამო მაინც უნდა გამოვიდეს თორნიკე.

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

lalita
რა ვთქვა, გული საშინლად დამიმძიმდა .შეიძლება აქ მიზეზი რომ იმატებს დანაშაულს , მაგრამ თეკლეს გამო მაინც უნდა გამოვიდეს თორნიკე.

შეიძლება ქონდეს მიზეზი. ან უბრალოდ ჯიბრითაც მოქმედებს. ყველაფერს ახსნას მოვიძებნით? წინ ბევრი საინტერესო რამ გველის. იქნებ დასმულ კითხვებზე პასუხიც მიიღოთ შემდეგ თავებში ,

 


№3  offline წევრი qarishxali

ამ ისტორიის წაკითხვის წინ რაც მოლოდინი მაქვს ყოველთვის მართლდება ხოლმეე და ბედნიერი შევყურებ ეკრანს smile თუნდაც ვტიროდე მაინც ვბედნიერდები ამ ისტორიით heart_eyes აი თეკლე ჩემთვის ყველაზე მისაბაძი ადამიანიაა ვგიჟდები მასზე, როგორც დედაზე heart_eyes თქვენ შესანიშნავად გადმოგვცემთ მათ გრძნობებსს და მიყვარს ეს მოთხრობა მეეე laughing

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

qarishxali
ამ ისტორიის წაკითხვის წინ რაც მოლოდინი მაქვს ყოველთვის მართლდება ხოლმეე და ბედნიერი შევყურებ ეკრანს smile თუნდაც ვტიროდე მაინც ვბედნიერდები ამ ისტორიით heart_eyes აი თეკლე ჩემთვის ყველაზე მისაბაძი ადამიანიაა ვგიჟდები მასზე, როგორც დედაზე heart_eyes თქვენ შესანიშნავად გადმოგვცემთ მათ გრძნობებსს და მიყვარს ეს მოთხრობა მეეე laughing

კარგია თუ ვახერხებ თქვენი მოლოდონის გამართლებას. თანდათან სერიოზულდება ჩვენი ისტორია და ნამდვილად არ მინდა იმედი გაგიცრუოთ. მიხარია რომ კითხულობთ, და ასე გულშემატკივრობთ გმირებს. რაც შეეხება თეკლეს, გეთანხმები, ჩემის აზრით დედა სწორედ ასე უნდა იქცეოდეს. heart_eyes

 


№5  offline მოდერი შადი

როდის აღარ ვიტირებ კითხვისას? საოცრებაა. ელენე როდის ნახავს? ბევრი დარჩა?

 


№6  offline ახალბედა მწერალი murachashvili

შადი
როდის აღარ ვიტირებ კითხვისას? საოცრებაა. ელენე როდის ნახავს? ბევრი დარჩა?

ტირილთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, თუმცა ელენსთან შეხვედრა იმაზე მალე მოუწევს ვიდრე თქვენ გგონიათ

 


№7  offline წევრი ნინუცი

კარგი რა... ისე შემპირდი მეთქი ეგ არის და ჩემი თხოკორო უკვე გამოსუკი დამხვდებათქო და ათი წელიო... ეეჰ თო რა გიშველო არაო ანა დეიდამ არ გამოგიშვა... მე კი ვეცადე ბევრი მარა

 


№8  offline ახალბედა მწერალი murachashvili

smile smile ამდენი კარგახანია არ მიცინია. შევასრულებ პირობს, გამოვა თორნიკე, ოღონდ ასე უცებ არა. ის კი არ ვიცი ამ ერთ თოს როო გაიყოფთ შენ და ელე? smile kissing_closed_eyes

 


№9  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ნინუცი
კარგი რა... ისე შემპირდი მეთქი ეგ არის და ჩემი თხოკორო უკვე გამოსუკი დამხვდებათქო და ათი წელიო... ეეჰ თო რა გიშველო არაო ანა დეიდამ არ გამოგიშვა... მე კი ვეცადე ბევრი მარა

smile smile ამდენი კარგახანია არ მიცინია. შევასრულებ პირობს, გამოვა თორნიკე, ოღონდ ასე უცებ არა. ის კი არ ვიცი ამ ერთ თოს როო გაიყოფთ შენ და ელე? smile kissing_closed_eyes

 


№10  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

როგორ მიყვარს ეს ისტორიაა როგოოორ..მალა მინდა გამოვიდეს და შეხვდეს ელენეს თორნიკეე .ალბათ წინ კიდევ ბევრი სირთულეები ელით თუმცაა მინდა ყველაფერი მალე დალაგდეს მეცოდება ძალიან თორნიკეე ძნელიაა გახდეს ისევ ისეთი როგორიც იყოო ან იქნებ არც შეცვლილაა თუმცა მაინც მოახდენდა ციხე თავის ზეგავლენას .ეხლა კი ელეს იმედიღა მაქვს რომ სიყვარულიი შეცვლიის უკეთესობისკეენ და გულჩათხრობილიც აღარ იქნებაა

 


№11  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ნიტა♡♡
როგორ მიყვარს ეს ისტორიაა როგოოორ..მალა მინდა გამოვიდეს და შეხვდეს ელენეს თორნიკეე .ალბათ წინ კიდევ ბევრი სირთულეები ელით თუმცაა მინდა ყველაფერი მალე დალაგდეს მეცოდება ძალიან თორნიკეე ძნელიაა გახდეს ისევ ისეთი როგორიც იყოო ან იქნებ არც შეცვლილაა თუმცა მაინც მოახდენდა ციხე თავის ზეგავლენას .ეხლა კი ელეს იმედიღა მაქვს რომ სიყვარულიი შეცვლიის უკეთესობისკეენ და გულჩათხრობილიც აღარ იქნებაა


მეცხრამეტე თავზეც ვნახე კომენტარი, იქ დასმულ კითხვებზე პასუხს მგონი ამ თავში ნახავდი smile ნაწილობრივ მართალი ხარ, წინ ალბათ მარტივი ცხოვრება არ ელით, ძალიან მომწონს თქვენი მსჯელობა, თორნიკესა და ელენეს მომავალ შეხვედრასთან დაკავშირებით, ძალიან მიხარია, რომ ჩანაფიქრს ვერ მიმიხვდით. აი სად შეხვდებიან ამას შემდეგ თავში ნახავთ, იმედია ისიამოვნებთ ახალი თავებით heart_eyes

 


№12  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

კიი აქ ნამდვილად იყო პასუხიი..მეც მიხარიაა რომ.ვერ მივხვდიი არ მიყვარს წინასწარ რომ ვიცი ხოლმე რა უნდა მოხდეეს შენგან სურპრიზებიით ვარ განებივრებულიი და ერთი სული მაქვს როდის დაიდება ახალი თავი ხოლმეე..ეხლა მეც შემაგვიანდა სახლში არ.ვიყავიი და ხშირად ვერ შემოვდიოდიი თუმცა არასდროს დამვიწყებია ეს ისტორიაა ..ველიი შემდეგ თავს მოუთმენლად მიყვარს შენი პერსონაჟები და შენც რა თქმა უნდა ❤❤❤❤

თორნიკეს ეს ხასიათიიი კი უზომოდ მომწოონს ჩემთვის ნამდვილი ვაჟკაცის ეტალონიი გახდაა..მიუხედავას იმისა რომ ამდენი ცუდი გადაიტანა და მაინც ძლიერია ცდილოობს თავისიი სიცივით ის სიყვარულიი დამალოს ამით თითქოს აღმზრდელებსაც იცავს ზედმეტი ტანჯვისგან .საოცრად კარგიაა

 


№13  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ნიტა♡♡
კიი აქ ნამდვილად იყო პასუხიი..მეც მიხარიაა რომ.ვერ მივხვდიი არ მიყვარს წინასწარ რომ ვიცი ხოლმე რა უნდა მოხდეეს შენგან სურპრიზებიით ვარ განებივრებულიი და ერთი სული მაქვს როდის დაიდება ახალი თავი ხოლმეე..ეხლა მეც შემაგვიანდა სახლში არ.ვიყავიი და ხშირად ვერ შემოვდიოდიი თუმცა არასდროს დამვიწყებია ეს ისტორიაა ..ველიი შემდეგ თავს მოუთმენლად მიყვარს შენი პერსონაჟები და შენც რა თქმა უნდა ❤❤❤❤

თორნიკეს ეს ხასიათიიი კი უზომოდ მომწოონს ჩემთვის ნამდვილი ვაჟკაცის ეტალონიი გახდაა..მიუხედავას იმისა რომ ამდენი ცუდი გადაიტანა და მაინც ძლიერია ცდილოობს თავისიი სიცივით ის სიყვარულიი დამალოს ამით თითქოს აღმზრდელებსაც იცავს ზედმეტი ტანჯვისგან .საოცრად კარგიაა


თორნიკეზე ისე ვეჭვიანობ, თითქოს ჩემი შექმნილი პერსონაჟი არც იყოს smile იმედია შეინარჩუნებს თქვენს სიმპატიას. ერთი სული მაქვს როდის დავდებ ახალ თავს.

 


№14  offline წევრი ნინუცი

murachashvili
ნინუცი
კარგი რა... ისე შემპირდი მეთქი ეგ არის და ჩემი თხოკორო უკვე გამოსუკი დამხვდებათქო და ათი წელიო... ეეჰ თო რა გიშველო არაო ანა დეიდამ არ გამოგიშვა... მე კი ვეცადე ბევრი მარა

smile smile ამდენი კარგახანია არ მიცინია. შევასრულებ პირობს, გამოვა თორნიკე, ოღონდ ასე უცებ არა. ის კი არ ვიცი ამ ერთ თოს როო გაიყოფთ შენ და ელე? smile kissing_closed_eyes

იყოს ელესი რას ამბობ როგორ შევეცილები. ჩემი ძმაკაცია

 


№15  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ნინუცი
murachashvili
ნინუცი
კარგი რა... ისე შემპირდი მეთქი ეგ არის და ჩემი თხოკორო უკვე გამოსუკი დამხვდებათქო და ათი წელიო... ეეჰ თო რა გიშველო არაო ანა დეიდამ არ გამოგიშვა... მე კი ვეცადე ბევრი მარა

smile smile ამდენი კარგახანია არ მიცინია. შევასრულებ პირობს, გამოვა თორნიკე, ოღონდ ასე უცებ არა. ის კი არ ვიცი ამ ერთ თოს როო გაიყოფთ შენ და ელე? smile kissing_closed_eyes

იყოს ელესი რას ამბობ როგორ შევეცილები. ჩემი ძმაკაცია

smile smile smile kissing_heart

 


№16  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ket-kat
ანა, აღარ დადებთ აღარასდროს ხო? :))))


თუ მეღირსა სახლში მისვლა, მგონი დავდებ ამაღამ kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent