შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაზე დიდი სიგიჟე (თავი 1)


8-07-2017, 20:50
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 433

„თვით მთელი დედამიწის ბედნიერება და სიხარულიც არაფერია, თუ არ გყავს ის, ვისთანაც ამ ყოველივეს გაიზიარებ.“


გავლილი ცხოვრება საკმარისი იყო იმისთვის, რომ გულში სრულ სიცარიელეს დაესადგურა, აღმოცენებულიყო, ფესვები ჩაედგა და ცხოვრებაც დაეწყო, პარაზიტული, სხვისი განცდებისა და გრძნობების ფონზე.
თითქოს ბოლო წლების განმავლობაში არაფერი შეცვლილიყო; ყოველთვის ერთსა და იმავეს გიპასუხებდათ, ყველაფერი ძველებურადააო. გოგონა სტაბილურობაში ხედავდა საკუთარი ცხოვრების ყოველგვარ უარყოფითს, თუმცა გაქცევაც არ შეეძლო.
საკუთარ სახესაც ვეღარ ცნობდა ხშირად, ეგონა ბოლომდე გაქცეულიყო მისი სული სხეულიდან და ეულად დაეწყო ლანდისებური ძიება;
ბავშვობიდან მაძებარი იყო, ყოველთვის რაღაც სასიამოვნო სიახლისკენ მიისწრაფოდა, თუმცა ბოლოს ხანებში ესეც შეეწყვიტა, უბრალოდ იდგა შუა წყალში და რაღაცას ან ვიღაცას მოუთმენლად ელოდა, ზოგჯერ კი არც ელოდა-უბრალოდ აკვირდებოდა ცას და მის წინ განფენილ ჰორიზონტს.
ზოგჯერ ეს საკმარისი იყო ბედნიერებისთვის, ფიქრებისთვის გასაქანის მიცემისთვის, თუმცა ეს ზოგჯერი იშვიათად თუ დგებოდა.

***
საღამო ხანს ჰაერიც კი არ იძროდა, ერთ დროს დაუღალავი ენერგიის მქონე ფანჯარას სუნთქვაც კი შეეკრა, დარიაც მსგავს რამეს გრძნობდა, რაფაზე ჩამომჯდარიყო და უგუნებოდ აკვირდებოდა ქუჩაში მოსიარულე ხალხს; ისინი მას საერთოდ არ ჰგავდნენ, ისინი გულწრფელად იღიმოდნენ, მათ ცხოვრებისეული ერთი პატარა ბედნიერების მატარებელი დეტალიც კი ახარებდათ, დარია კი სულიერად უკვე მკვდარი იყო-გოგონა, რომელიც ვეღარაფერს ვეღარ გრძნობდა.
საათების განმავლობაში გაუნძრევლად აკვირდებოდა ქუჩას და ფიქრობდა, ნეტავ, მეც მათ ადგილად ვიყოო.
იმ წამებში ნათლად გაურბინა გავლილმა წლებმა თვალწინ, როგორც მთელმა საუკუნემ და როგორც ორიოდე წამმა, ჩაფიქრდა, ისევ გახედა ქუჩას, რომელიც ძლივს იტევდა აჩქარებული ნაბიჯით ან აჩქარებული მანქანების მოსიარულე ხალხს.
იმ წამებში იმაზეც კი ფიქრობდა, აქედან ყველაფრისგან გათავისუფლება რომ შემეძლოსო, მაგრამ არა-ასე მარტივადაც არ იყო საქმე; დარიას გულის ნაწილი არ იძლეობდა ცხოვრების მარწუხთაგან გათავისუფლების საშუალებას, ზოგჯერ გაიღებოდა ხოლმე და სიცოცხლის ხალისს თითოეულ უჯრედში უშვებდა.
-რას აკეთებ, შვილო ? სად ზიხარ ?-დედამისმა შემოაღო კარი; ოჰ, როგორ არ უყვარდა, როცა კითხულობდნენ, როგორ აღიზიანებდა თითოეული მსგავსი კითხვა, თუმცა ამჯერად თავს ძალა დაატანა და უარყოფითი ემოცია არ გამოუხატავს, ოდნავ გაუღიმა რუსუდანს, თუმცა მალევე მოაშორა მზერა და ისევ თავის სამყაროს დაუბრუნდა.
-არ ივახშმებ ?-ცოტა ხნიანი პაუზის მერე ჰკითხა ქალმა.
-იქნებ მარტო დამტოვო-სივრცისკენ, რომელიც უსაზღვროდ ეჩვენებოდა, მეტად გაიწია, წამით კი გაიფიქრა, რა საშინელი შვილი ვარო, თუმცა მალევე ამოიგდო გულიდა; ალბათ სინდის სხვა რამ უხრჩობდა-წარსული ხომ კვლავაც არ ანებებდა თავს.

***
ადამიანები, არარაობები ! ადამიანები, გაუგებარნი ! ადამიანები, რომლებსაც არ ესმით რას გრძნობ, რას განიცდი..
ადამიანები, რომლებსაც არ ესმით რომ შენ მიზეზმა შეგქმნა და არა-მიზანმა..
ადამიანები, რომლებიც მიდიან და სიცარიელეს გიტოვებენ, ადამიანები, რომლებიც გულს გიკლავენ და არარაობად გტოვებენ...
ჰო, ზუსტად ამას ვგრძნობ ახლა ამ მონათხრობის ავტორი, რომელსაც უნდა გული გადაუშალოს მკითხველს და ცოტა ხნით მაინც შეუშვას საკუთარ სამყაროში, ცალი თვალით მაინც დაანახოს უიმედო ადამიანის მდგომარეობა და რამდენიმე წამით მაინც გაექცეს რეალობას...

-არ მჯერა, ცა, სახლი..მერე ისევ თავიდან... მინდა, რომ...-არეული ფრაზები აწყდებოდა ენაზე, ორმაგი ძალისა და არსებობის მატარებელი ისევ გულს უკლავდა და ისევ უხეშად ძვრებოდა მის სულში-მინდა გავჩუმდე, სიჩუმე მინდა...-რაფიდან ჩამოვიდა და საწოლზე გააგრძელა ახალი სამყაროს ძიება.
კედლები, ოთხი კედელი აფრთხობდა, როგორ უნდოდა აღარასდროს დაენახა ისინი, თუმცა შეუძლებელი იყო-ყველაზე ღია სივრცეც კი იმ ოთხ მჭიდრო კედლად ეჩვენებოდა, რომელთა მიღმაც უნდა გაეტარებინა ცხოვრების შემდგომი უსასრულობა.

***
ერთხელ რუსუდანმა უთხრა, ისევ გამოიდარებს, ისევ დადგება გაზაფხული შენს სახეზეო, რაზეც გულიანად გაეცინა, ახლა კი ამ სიტყვების გაგონებასაც კი ნატრობდა; ვეღარ კმაყოფილდებოდა დედით, რომელიც მხოლოდ მის ფიზიკურ არსებობაზე ზრუნავდა, რომელიც მას საერთოდ არ იცნობდა, არც ესმოდა...
თუმცა დარიას არც უკვირდა, არ უკვირდა, რადგან მთელი სამყარო ზუსტად რუსუდანის მსგავსად პასუხობდა, ზრუნავდა მის სიცოცხლეზე და ამავდროულად კლავდა...
ყველაზე მეტად უნდოდა, ხელჩასაჭიდი ეპოვნა, რომელიც ან რაც უანგარო და წრფელი იქნებოდა...

***
თუმცა რეალობა არ იძლეობა ჭეშმარიტებისკენ სვლის გზას, დრო მიდიოდა, თუმცა ცხოვრება არ იძვრებოდა; სული გაყინულიყო და სხეულიც ნელ-ნელა მიჰყვებოდა..
არც კი იცოდა ვისთვის ან რისთვის დაებრალებინა საკუთარი დღევანდელი მდგომარეობა; იქნებ დედისთვის, რომელიც არასდროს ყოფილა მისი დედა, მით უმეტეს, მეგობარი, ქალი, რომელსაც არასდროს უცდია გაეგო, რა უჭირდა შვილს, რას განიცდიდა... ან იქნებ მამისთვის, რომელიც მუდამ ყველაფრის კონტროლს ცდილობდა და შვილის ცხოვრებას, როგორც არითმეტიკას ისე ალაგებდა რიცხვებივით, ან იქნებ იმ ადამიანს, რომელმაც დარიას მთელი სამყარო მოიცვა და შემდეგ ყველაფერს ერთიანად დაუკარგა აზრი...

ყველაფერი 2 წლის წინ დაიწყო, როცა ცხოვრებაში ახალი ფურცელი გადაშალა, ვნებათა სიმძაფრით გაჟღენთილი დაეწაფა ცხოვრების ახალ გამოწვევათ და იმედებით გაუღიმა დილას, დილას, რომელიც ჩვეულებრივი იყო და ვერავინ იფიქრებდა, რომ დარის მომდევნო 2 წლის თითოეული დილის განმსაზღვრელად იქცეოდა.
იმ დღეს უჩვეულოდ იღიმოდა, თითქოს რაღაც ახალი ემოციების ნაკადს მოელოდა... დიდი ხნის წინ ოცნებისთვის უნდა მიეცა ასპარეზი-უნდა გამხდარიყო ფსიქოლოგი; სხვა არც არაფერი სჭირდებოდა ღიმილისთვის.
სწორედ იმ დღეს გაიცნო ლექციაზე თავისუფალი დამსწრე, იმ დღიდან სხვა არც არაფერი ახსოვს. ყველაზე უკან, სხვებისგან რადიკალურად განსხვავებული ახალგაზრდა იჯდა, რომელიც უთუოდ იქცევდა ყველას ყურადღებას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ლექტორთან საუბრისას წამოსცდა, ბიზნესზე ვსწავლობო. აი, მაშინ ნამდვილად, ატყდა სიცილი, სად ბიზნესი და სად ფსიქოლოგიაო, თუმცა ვახოს სულ არ წყენია სტუდენტთა რეაქცია, ეტყობა შეჩვეული იყო ან კი არაფრად მიაჩნდა ახალბედა მოაზროვნეთა დამოკიდებულება.
იმ დღეს დარიამ ვახო გაიცნო, ოღონ მხოლოდ თვალებით აუდიტორიის ერთი კიდის წერტილიდან მეორე კიდემდე.
ვახომ კი დარია გაიცნო...
ამ დღის შემდეგ ყოველთვის ელოდა ოთხშაბათს 11 საათს, როცა ვახო უნდა ენახა ბატონი ალექსანდრეს ლექციაზე; რომ მომკვდარიყო, ყველაფერს გააცდენდა, თუმცა ვახოს ნახვას ვერ გამოტოვებდა. როცა ბიჭს ვერ ხედავდა გარშემო, დანაკლისის განცდა ეუფლებოდა, თითქოს გულს გრძნობათა სისრულისთვის რაღაც აკლდა...

***
იმ წელს ყველაფერი რთულად უნდა ყოფილიყო დარიას ცხოვრებაში; სიმარტოვეს უნდა გაეღრნა და საუკეთესო მეგობრის მონატრებას გერმანიისკენ ფიქრებით გადაჰყოლოდა, თუმცა ასე არ მოხდა;
გოგონამ ხომ გამავალი წრფეებით დაუკავშირა სამყარო უცნობი ბიჭისას, რომელიც ბატონი ალექსანდრეს ლექციას მნიშვნელობას სძენდა.

***
-დარია, სად ხარ ? უნდა დამივიწყო ?!-ქოთქოთებდა „სკაიპიდან“ გოგონას წრიპინა ხმა, სავარაუდოდ, ანია იყო, დარიას საუკეთესო და ერთადერთი მეგობარი, რომელსაც ეტყოდა ჩემი ადამიანი ხარო.
-ღადაობ ? შენ რომ არა...
-ჰოდა, გამიხსენე ხოლმე ზოგჯერ, მენატრები..
-მეც...
-უცნაური მეჩვენები, თუ ვცდები ?
-არა, რა უცნაური ?!
-მგონი...
-რა მგონი ?
-ნეტავ, მანდ ვიყო..

ანიამ ბოლომდე არ მიიყვანა საუბარი; გულის სიღრმეში ხვდებოდა რაღაცას, თუმცა აღარ გააგრძელა, ერჩივნა არ ჩაეკეტა დარიას ფიქრები; იცნობდა მეგობარს და მისი ყველასგან თავისუფალი ბუნებაც მისთვის არ იყო უცხო.

***
დარია ჩააფიქრა მეგობართან საუბარმა. საწოლზე წამოწვა და ჭერს ახედა, უკვე მასაც უღიმოდა; უკვირდა, ხომ არ გავგიჟდიო, თუმცა არ ცდილობდა რამის ახსნა... მაშინ არ ესმოდა, რომ სხვა ადამიანის საკუთარ ცხოვრებაში შემოშვება, შენს ნაწილად აღქმა ყველაზე დიდი სიგიჟეა.

***
ყველასგან გასაკვირად ჩაძინებული თბილისი თოვლს გამოეფხიზლებინა. განსაკუთრებით ბავშვებს უხაროდათ, ჟრიამულით აწყდებოდნენ გარემოს, აღარ იცოდნენ რომელი მხრიდან აეღოთ თოვლი და ვისთვის ესროლათ.
დარია ქუჩაში მიდიოდა, მუსიკას უსმენდა და ეღიმებოდა; ბავშვებმა რომ შენიშნეს აედევნენ, გამოფხიზლდიო და რამდენიმე გუნდაც ესროლეს. გოგონა წაბორძიკდა მოულოდნელობისგან, გახედა ბავშვებს და ისევ გაეღიმა, როცა სხვა დროს, ყვირილს დაიწყებდა, გამეცალეთო.
ხასიათში ცვლილებებს თავადაც ამჩნევდა, თუმცა მიზეზს ვერ ხსნიდა.
არაფრისგან ყველაფერი კი არა, რამეც არ მიიღება. ყოველ შემთხვევაში დარიას ასე სჯეროდა და ყოველ ჯერზე, როცა საკუთარ თავში მზის ახალ სხივს შეამჩნევდა, იმდენად უკვირდა, რომ თავი შეშლილი ეგონა. ყოველთვის ცდილობდა ქვეცნობიერთან დისტანციის დაჭერას და ნამდვილი სიგიჟისთვის თავის არიდებას, თუმცა ეს არც ისე მარტივი იყო.
ყოველ ღამე ზედიზედ ესიზმრებოდა ვახო, როცა მანამდე სიზმრებს წელიწადში რამდენიმჯერ ნახულობდა და ისიც გამოფხიზლებამდე ავიწყდებოდა; ხვდებოდა, რომ რაღაც აღარ იყო ძველებურად, თუმცა ყველანაირად ცდილობდა ახალი განცდებით შემოტევით გამოწვეული ფორიაქის დამალვას, ყველანაირად ცდილობდა, ყოფილიყო ძველი დარია...
მაგრამ განა უნდოდა ?! განა უნდოდა, ისევ მგზავრი ყოფილიყო საკუთარ ცხოვრებაში ?!

***
ჯერ ერთხელაც არ გამოლაპარაკებოდა ვახოს, მისი გვარიც კი არ იცოდა, სოციალურ ქსელში რომ დაემატებინა, თუმცა მისი თითოეული სიტყვა, რაც კი აქამდე მოესმინა, ყოველ დღე მეორდებოდა დარიას გონებაში, რომელსაც ხშირად ბანს გულის აძლებდა.

***
გრძნობდა, რომ პირველი ნაბიჯი უნდა გადაედგა, როდემდე უნდა ყოფილიყო საკუთარ ნაჭუჭში დამალული პატარა გოგონა; შესაფერის დროს ელოდებოდა მოუთმენლად, გული კი საათად ქცეოდა, რომელიც დროდადრო სვლას უკლებდა, მღელვარებას კი ამატებდა.

იმ წელს პირველად გადაწყვიტა, ოჯახისა და მეგობრების გარეშე გაეტარებინა ახალი წელი. გაეგო, რომ ვახოსა და მის მეგობრებს წვეულება ჰქონდა და სწორედ იქ აპირებდა მისვლას. მართალია თავიდან მოერიდა, თუმცა მოსაწვევის მიღების შემდეგ, ქარზე სწრაფმა მოძრავმა მატერიამ გაუფანტა ყველა ძველი ფიქრი.
ახლა ისიც ვახოს სტუმარი იქნებოდა, მხოლოდ მისი სიახლოვე და რამდენიმეჯერ გაღიმებაც დიდი საჩუქარი იქნებოდა მისთვის... დარიაც სწორედ ასე ფიქრობდა ყველასგან მალულად, იმდენად მალულად, რომ საკუთარი გულისაც კი რცხვებოდა....

პირველი წელი იყო, როცა ოჯახის საახალწლო სამზადისისგან განზე იდგა, ოდნავაც კი არ ინტერესდებოდა, ვინ რას და როგორ აკეთებდა.
რუსუდანმა კი უსაყვედურა, რამ გაგაზარმაცა ასეო, თუმცა ერთ ყურში შეუშვა და მეორედან გამოუშვა, ახლა მხოლოდ ვახოზე ფიქრები თუ აინტერესებდა, „სკაიპისთვისაც“ ვეღარ იცლიდა. ყოველივე ამას ერჩივა საწოლზე გაშეშებული წოლილიყო, ჭერში მოლივლივე თაღის ადგილას ბიჭის სახე წარმოედგინა და ღიმილზე ღიმილითზე ეპასუხა.
31-მდე მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა; უნდოდა, რამე ორიგინალური და დასამახსოვრებელი ეჩუქებინა ვახოსთვის, თუმცა რა ვერ გადაეწყვიტა.
რა შეიძლებოდა მარადიულ ნაცნობობაში სავიზიტო ბარათად გამოდგეს, ან იქნებ მარადიულ სიგიჟესთან გვაქვს საქმე ?

***
ბოლოს გადაწყვიტა ტრადიციული „თოვლი მოდის“ სათამაშო ეყიდა და გაეკეთებინა წარწერა, „მარადიულ ფიქრებში.“
შესაძლოა, ზედმეტად გულუბრყვილოდაც კი ეჩვენებოდა საკუთარი თავი, თუმცა რაღაც შეუცნობელი ნელ-ნელა აქრობდა ძველი დარისთვის დამახასიათებელთ და ახლით ცვლიდა.
___
ვცდილობ, რამე დავწერო...



№1  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

დარიასს პერსონაჟიი უკვე მომწოოონსს ... ♥♥ ველოდები გაგრძელებას ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent