შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების რეცეპტი (ორმოცდამეერთე თავი)


12-07-2017, 19:22
ავტორი murachashvili
ნანახია 3 600

ძველებურმა, ალბათ ერთ დროს მოყვითალო ფერის, მგზავრებით სავსე „პაზიკა“ ავტობუსმა ჟინვალიდან ფშავ-ხევსურეთისკენ მიმავალ, მიწაყრილიან გზაზე ისე გადაუხვია, რომ მძღოლს მუხრუჭის მნიშვნელობა აშკარად დაავიწყდა. მსგავსი გაუფრთხილებლობის გამო, ვიღაცამ შეიკურთხა, ვიღაცამ პირიქით ისარგებლა და მკვეთრ მოსახვევში გვერდით მჯდომს ვითომ შემთხვევით ჩაეხუტა. ვიღაცას საერთოდ დავიწყებოდა სად იმყოფებოდა, არც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჯდომა უშლიდა ხელს და არც სივიწროვე, ერთი ბოთლი ჭაჭა უხეიროდ მოეყუდებინა, თავადაც ქეიფობდა და დანარჩენ მგზავრებსაც გულმოდგინედ ეპატიჟებოდა.
სწორედ ამ ავტობუსით მგზავრობდა ელენეც, რომ გითხრათ, კომფორტულადო, ნამდვილად მოგატყუებთ. გვერდით მჯდომ ბამბაზიის, ყვავილებით მოჩითულ ხალათში გამოწყობილ ქალს უადგილობის გამო ფეხებში ჩაედგა რკინის, ალუმინის სათლი, რომლითაც სავარაუდოდ ყველს დაატარებდა, ამასაც სათლიდან წამოსული სუნი მიხვდებოდით.
ხალხით სავსე ავტობუსში სუნთქვა ჭირდა, ამას ემატებოდა აბეზარი, მოქეიფე მგზავრისგან წამოსული სასმლისა და საკვების სპეციფიური სუნიც. ნორმალურ ადამიანს ალბათ გულისრევას დააწყებინებდა, თუმცა მგზავრები ისეთი სახეებით ისხდნენ თითქოს უჩვეულოს ვერაფერს ამჩნევდნენ. რამდენიმეჯერ ფეხით მიაწვა და პატრონისკენ გააცურა მისკენ საკმაოდ თავხედურად ჩამოცურებული სათლი. თუმცა უშედეგოდ, მეპატრონე ან ვერ მიუხვდა, ან არ შეიმნია. პირიქით, ფაქტიურად გოგონას ფეხების დასაწყობად ადგილი აღარ დარჩა.
- უკაცრავად, ქალბატონო, ალბათ ვერ მამჩნევთ, მაგრამ ეს სავარძელი აშკარად ორ მგზავრზეა გათვლილი და აქ მეც ვზივარ! - ქალის სითავხედით გაბეზრებულმა ელენემ ცივად გამოსცრა კბილებში.
თუმცა ხალათიანმა ან ვერ გაიგონა, ან სულაც არ აღელვებდა მისი გაღიზიანება. სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა. მოკუნტული ფეხები სანახევროდ გაშალა და სათლზე გადაფარებულ პირსახოცზე შემოალაგა.
- რას აკეთებ?! - წარბები აწკიპა მისი საქციელით აშკარად გაბრაზებულმა ქალმა.
- ჩემი კუთვნილი ადგილის დაკავებას ვცდილობ... - ირონიულად გაეცინა გოგონას.
- ამხელა ქალი არ უნდა დაფიქრდე რას აკეთებ?! ახლავე ჩამოიღე ფეხები! - გასცა ბრძანება ქალმა.
დიდი სიამოვნებით!... - უხეშად გაჰკრა ხელი და სათლი ისევ ქალის მიმართულებით გააცურა - იცოდეთ ამ ხაზს ერთი სანტიმეტრითაც თუ გადმოაცილებთ, - ფეხსაცმლის წვეტით მტვრიანს საფარზე ვირტუალური საზღვარი მოუნიშნა - ავტობუსს გავაჩერებინებ და თქვენს სათლს მოვისვრი!... - ლამის თავადაც კი დაიჯერა მისივე მუქარის. სიცილი რომ არ წასკდომოდა გვერდით მინა შეეხსნა, მიუხედავად გარედან შემოსული მტვრისა, დახურვა აზრადაც არ მოსვლია. თავი სანახევროდ გაყო და ისე ჩაისუნთქა ჟინვალიდან მონაბერი გრილი და ნოტიო შეპარულ ჰაერი.
თუმცა მისი გაფრთხილება აშკარად დიდხანს არ ეყო ქალს. რამდენიმე წუთში ისევ ნელ-ნელა იწყო ელენეს მხარეს სათლის ჩაცურება, ცალი თვალით კი დახედა ფეხებში მდგომ ჭურჭელს, მაგრამ მორიგი სკანდალის მოწყობა დაეზარა ქალიშვილს და ისევ ბედთან შეგუება გადაწყვიტა. საკუთარი მოქმედებით აშკარად ზედმეტად კმაყოფილმა ქალმა გამარჯვებული მზერით კმაყოფილმა ერთი კი შეხედა გვერდით მჯდომ მოკუნტულ გოგონას, სათლის გამო ომი აშკარად მოგებულად ჩათვალა და ვითომც არაფერიო ისე ჰკითხა:
- პირველად ხარ?!
- არა. უბრალოდ დიდი ხანია არ ვყოფილვარ... - ქალის მეგობრულ ტონზე ღიმილი ვეღარ შეიკავა ქალიშვილმა.
- ლამაზია ჩვენი კუთხე!... განსაკუთრებით ზღვა... - მგონი მისი პასუხი არც კი გაუგია. ისევ აგრძელებდა ქალი.
დაგუბებულ წყალში არეკლილ ტყის სიმწვანეს ჩააცქერდა ელე, ვეღარ გაარჩევდით სად სრულდებოდა ტყე და სად იწყებოდა წყალი. სადღაც მოშორებით წერტილივით მოჩანდა ნავზე მჯდომი მეთევზეც.
- ეგ ზღვა კი არა, სახრჩობელაა. კომუნისტებისგან აგებული სახრჩობელა. - გესლით წარმოსთქვა ერთ-ერთმა მგზავრმა.
- რატომ სახრჩობელა?! - დაბნეულმა ახედა თავზე მდგომ მამაკაცს.
- გახედე! - სასაფლაოების მსგავსად შემოსაზღვრულ ადგილებზე ანიშნა. მარმარილოს ქვაზე გამოსახულ ახალგაზრდა ვაჟის ფოტოს დანახვაზე ტანში გასცრა ქალიშვილს - ერთ-ორ ჭიქას დალევენ და სახლამდე ვეღარც აღწევენ...
- ეჰ. ბევრი ცოდვა-მადლი ახსოვს ამ გზას. ყველაფერს სასმელს ვერც დააბრალებ.
- სასმელს ვერა, თუმცა უმეტესად მიზეზი მაინც ეგაა... - პოზიციებს არ სთმობდა მამაკაცი.
- ეგაა, ეგ. არ იციან დალევა და მონელება. - უკან მჯდომ უჩვეულოდ ჩაჩუმებულ მოქეიფეს გახედა ბამბაზიის ხალათიანმა. ვაჟს ჩასძინებოდა.
- ამის ძილს ძილი ჰქვია?! - უკმაყოფილოდ გააქნია თავი, კიდევ დიდხანს საუბრობდა ქალი, თუმცა ფიქრებში წასული ელენე აღარ უსმენდა, ისევ მწვანედ მოლივლივე წყალს უმზერდა. ცოდვა-მადლის ხსენებაზე წარსული გაახსენდა, გიგაურებისა და არაბულების უაზრო დაპირისპირება, ისევ თორნიკე დაუდგა თვალწინ და ვეღარც ცრემლები შეიკავა. ამდენ ხანს ნაგროვებმა ბოღმამ და ტკივილმა ერთდროულად იფეთქა და ცრემლებად დაიღვარა.
- კარგად ხარ? - მსგავს რეაქციას ნამდვილად არ ელოდა, შემცბარი უმზერდა ხალათიანი ქალი.
- მთელი გზა სიკვდილზე და ავარიებზე ლაპარაკობთ, გაბეზრდა ბავშვი! - მძღოლმა წინიდან შეუღრინა მგზავრებს.
- უკაცრავად, უბრალოდ გული ამიჩუყდა... - უხერხულად იშმუშნებოდა ელე.
- ასე თქვი, შე ქალო, კი დაგვიხეთქე გულები... - მეგობრულად შესცინა ხალათიანმა და ისევ თავზე მდგომ მამაკაცთან გააგრძელა საუბარი.

მგონი არც ერთი წყარო და პურის საცხო არ გამოუტოვებიათ, ავტობუსი გზადა - გზა იმდენჯერ გაჩერდა, რომ სამი საათის გზას ექვი საათი მოანდომეს. ამ ჯიღჯიყში ფუტკრების სკასავით მოზუზუნე ავტობუსმა, სოფელ მაღაროსკარის გადასახვევამდეც მიაღწია. კიდევ ერთხელ მოსჭრა თვალი არაგვზე გაჭიმულმა ბეწვის ხიდებმა, მთის კალთებზე შეფენილმა სოფლებმა. მეჯომარდეთა ნავებიდან ყვითელი ქუდებითა და სამაშველო ჟილეტებით შემოსილი, კბილებამდე გაკრეჭილი, ბედნიერ სახეებიანი უცხოელები ისე აქტიურად უქნევდნენ ავტობუსს ხელს, თითქოს უკაცრიელ კუნძულზე მოციმციმე თვითმფრინავი დაენახოთ.
- აი, ხალხი. ცხოვრებაც იციან და დროს ტარებაც. ჩვენ კი არ გვგვანან... - ინტრიგნულად ჩააგდო სიტყვა ვიღაცამ წინიდან.
- რითი გვჯობიან ვითომ? - წამოენთო ხალათიანი და ავტობუსში ახალი განსახილველი თემაც აგორდა: „ევროპა და ბედნიერი მომავალი“.
ავტობუსს უკვე მოესწრო ხევსურეთისკენ გადახვევა, ვიწრო პერევალზე ყოჩაღად მიიკვლევდა გზას „ასი წლის“ ავტომობილი.
- სულ ცოტაც და მელე შატილში ვიქნებით! - უკვე ვეღარ ითმენდა, ერთი სული ჰქონდა როდის ჩავიდოდა დანიშნულების ადგილზე.

როგორც იქნა შებინდებისას დასრულდა უსაშველოდ გაწელილი და მომაბეზრებელი მგზავრობაც. ვიღაცამ სანახევროდ გამოფხიზლებული, ძილისგუდა მგზავრიც შეაღვიძა და ხმაურით ჩამოიშალნენ.
- ძვლებს ვეღარ ვგრძნობ. მგონი ყველაფერი მტკივა!... - წუწუნებდა ერთ-ერთი გოგონა.
ელენე კი უდარდელი სახით, ყურადღებას არ აქცევდა გაჩერებასთან სოფლის ბირჟაზე მჯდომ ალაზღანდარებულ ხევსურებს, მოთმინებით ელოდა მძღოლს როდის ჩამოიღებდა ბარგს. თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.
- დავავიწყდი?! - ჩაბნელებულ შარაგზას შუბლშეკრული გასცქეროდა, მობილურით ჯიუტად ცდილობდა მამა ნიკოლოზთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ.
სხვა გზა მაინც არ ჰქონდა, ბედს შეგუებულმა, მობილურით ამჯერად ხზა გაინათა, მეორე ხელით მოზრდილ გორგოლაჭებიან ჩემოდანს ხელი სტაცა და ოღრო-ჩოღრო გზას ფეხით გაუდგა.
ბირჟაზე მჯდომ ახალგაზრდებს ერთ-ერთი შავებში ჩაცმული ვაჟი სწრაფი ნაბიჯით გამოეყო, თავზე თითებით გადაივარცხნა საგულდაგულოდ დატკეპნილი თმა და ნელი მოძრაობით ელენესკენ გაემართა.
- მძიმე ჩანთების ტარება თქვენისთანა მანდილოსანს არ ეკადრება! - მოხერხებულად აართა ტვირთი ღიმილად დაღვრილმა ხევსურმა.
- ნუ წუხდებით. ჩემითაც მოვახერხებ... - ჩანთას დასაბრუნებლად წაეპოტინა გოგონა. თუმცა უშედეგოდ.
- ჩვენებური არ ჩანხარ. აქ კი უცხო ქალის მარტო სიარული არ შეიძლება... - საკუთარ მომხიბვლელობაში ზედმეტად დარწმუნებულმა ვაჟმა ჭროღა თვალები ხარბად შეანათა უხერხულად აწურულ ელენეს.
- რატომ სოფელში ნადირია?! - ირონიულად გაეცინა გოგონას.
- გააჩნია ნადირში რას გულისხმობთ, - მისი ირონია არ შეიმჩნია ვაჟმა - ზოგს ფინია ძაღლისაც კი ეშინია...
- მთავარია ეგ ნადირი ორფეხა არ იყოს. სხვას ყველაფერს მოევლება! არც ისეთი უცხო ვარ და არც ისეთი მშიშარა თქვენ რომ გგონიათ. მეგობრები მომაკითხავენ! - გაღიზიანება ვეღარ დაფარა ქალიშვილმა.
- მაშინ, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, მეგობრებამდე მიგაცილებთ და გზად მცირე ექსკურსიასაც მოგიწყობთ ჩვენს სოფელში... - ისევ თავაზიანობად დაიღვარა ხევსური.
- მგონი ვერ მიმიხვდით. უკვე საკმარისად ვისიამოვნე თქვენი სტუმართმოყვარეობით, გაცილება არ მინდა! - კბილებში ავად გამოსცრა ელემ.
- ეეე. შენ ცოტა ავიც ყოფილხარ ხომ იცი! - თავაზიანობის ნორმებს სწრაფადვე უღალატა ვაჟმა - კბენაც იცი?! თუმცა ეგ არაფერი, სიავის დაცხრობაც იოლად შეგვიძლია!
- ვერ გავიგე, გაურკვევლად გიხსნით?!
- ფრთხილად გოგონი, თორემ მეგობრების ნაცვლად..
- მემუქრები?! - სიბრაზისგან ცახცახებდა ელე.
- არა. გაფრთხილებ! შემიძლია ვიყო თბილი და ალერსიანიც და შემიძლია ცივი და სასტიკიც! - გაჩეჩილი თმები ყურთან ფრთხილად გადაუწია ელეს, თუმცა მისი ზიზღით სავსე, აპილპილებული მზერა შენიშნა თუ არა - არჩევანი შენზეა, რომლის ხილვა გსურს...
- იმედია ცოტა დროს მაინც მომცემ, მოსაფიქრებლად! - შიშის დასაალად, ისევ ირონიულად იცინოდა გოგონა.
მოულოდნელად თვალები შარაზე გამოვარდნილმა ავტომობილის ფარებმა მოსჭრა. ალბათ, არასოდეს არაფერი ისე არ გაჰხარებია ელენეს, როგორც ახლა სოფლის გზაზე მოწითალო ფერის ნივის დანახვა იყო.
- მადლობა ღმერთს! - თავი უსაფრთხოდ დაიგულა, კმაყოფილი ღიმილით მიაჩერდა ავტომობილს - აბა, რაო რას მეუბნებოდი, სიცივესა და სისატიკეზე?! -აშკარად გულმოცემული წინ მდგომს ყოყლოჩინა მამალივით გაეყინჭა.
ნივამ ავტობუსების გაჩერებასთან მდგომ მოზრდილ ბირჟას ერთი საპატიო წრე დაარტყა, ვიღაცას შორიდანვე აუწია ხელი და მკვეთრი მუხრუჭებით სწორედ მათი მიმართულებით წამოვიდა.
- იმას რომ!... - ისევ ჩამოშლილი თმისკენ წაიღო ხელი ვაჟმა, თუმცა გოგონამ სახის გაწევა მოასწრო.
- არც კი გაბედო შენი ბინძური ხელებით შეხება! - საჭესთან მჯდომი მძღოლის დანახვაზე მოულოდნელობისგან ადგილზე შეხტა ქალიშვილი. ჩამოსვლისთანავე თორნიკესთან შეხვედრას ნამდვილად არ ელოდა, მით უმეტეს ასეთ მდგომარეობაში.
- ჯანდაბას, ნორმალურ ფორმაში მაინც ვყოფილიყავი! - მტვრიან ჯინსებზე უკმაყოფილოდ დაიხედა. სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ინსტინქტურად ხელები გაწეწილი თმისკენ წაიღო. გული ისე გამალებით უცემდა, ეგონა მკერდს გამოარღვევდა. საკუთარ მოქმედებაზე, თავადვე გაეცინა. თუმცა მისი დაბნეულობისთვის აშკარად არ მიუქცევია ყურადღება ვაჟს, ავტომობილიდან გადმოსული თვალებით ბურღავდა წინ მდგომ თავხედი ხევსურს.
- თორნიკე, ძმა. არ გრცხვენია?! სიბნელეში გოგონას მარტოს ხომ არ მივატოვებდი, ხომ იცი ათასი სულელი დადის, უბრალოდ ვაცილებდი! - მიამიტი სახით შესცინა ხევსურმა.
- მართლა?! - ელენესკენ არც კი გაუხედავს, ისე მიმართა ვაჟმა.
- მორჩი ახლა ჰერკულესობას! - გაბეზრებულმა გოგონამ ხევსურის ნაცვლად თორნიკეს შეუღრინა, ავტომობილის მგზავრებისთვის განკუთვნილი კარები თავადვე გამოხსნა და სალონში ჩაჯდა.
- იცოდე. ერთხელ კიდევ ამ გოგოსთან ახლოს რომ დაგინახო!... - კბილების კრაჭუნით გამოგლიჯა ხელიდან ხევსურს ჩემოდანი თორნიკემ, საბარგულში უხეშად შეაგდო და მკვეთრი მოძრაობით დაძრა ავტომობილი.
- არ უნდა მომიკითხო და საერთოდაც, ჩემ ჩანთას ასე ნუ ისვრი... - ვაჟის უხეშობით განაწყენებულმა სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა საყვედური ამის გამო მაიც უთხრა.
- მგონი. ღირსი იყავი მდგარიყავი იმ ოღრობეში შენს ახალ რომეოსთან ერთად! - ღრენით გამოხედა გვერდში მჯდომს ვაჟმა.
- და, საერთოდაც, ამ მანქანით მამა ნიკოლოზი არ დადის? - მისი ტონი არ შეიმჩნია გოგონამ.
- მოივლენებს ჩამორჩი ელენიკო, რაც აქ დავბრუნდი, ავტომობილი მე დავიბრუნე...
- ხამო, ერთ ნივას ვერ შეელიე?! - ირონიულად შესცინა გოგონამ.
- ვიღაცისთვის ნივა, ვიღაცისთვის კი მთელი ცხოვრებაა... - ტკივილმა გაკვეთა ვაჟის ხმა - დახვედრასთან დაკავშირებით, ზედმეტი ილუზიები რომ არ შეიქმნა, ახლავე გეტყვი, ერთი კვირაა მონასტერში ელექტრო ენერგია არ აქვთ. არც ტელეფონი იჭერს. ასე რომ ნიკოლოზს ვერ დაუკავშირდებოდი. გუშინ იყო ჩამოსული და მე მთხოვა დაგხვედროდი. უარს ხომ არ ვეტყოდი?! - საკუთარი ტყუილის ლამის თავადაც კი დაიჯერა ვაჟმა.
- ანუ ვიღაცაც გავხდი?! ვერ გავიგე, მამაო რომ არა, არ დამხვდებოდი? - აშკარად განაწყენებულს ცრემლებმა გაუბზარა ხმა.
- შენც ეგ არ გინდოდა, გიგაურის ქალო?! - გვერდულად გამოხედა ქალიშვილს.
- მე?! შენ წამოხვედი ამ ჯურღმულში და მე მინდოდა?! - წყენა სიბრაზემ გადაფარა, უცებ აპილპილდა ელენე.
- შენც კარგად იცი, რომ მართალიც ვიყავი, შენი ადგილი აქ არ იყო! - გაბუსხული ელეს შემხედვარეს სიცილი რომ არ წასკდომოდა, თვალი აარიდა ვაჟმა.
- საერთოდაც პირდაპირ უნდა შეგეძლოს საუბარი, ენე-ნე - ხმის ტემბრში აჯავრებდა გვერდით მჯდომს - შენი ადგილი ჩემთან არაა, არც ჩემს გვერდით და არც ჩემს სიახლოვეს. შეგიძლია პოლიციას გამოუძახო, და შენთან მოკარებაც კი ამიკრძალო...
- დედას გეფიცებ, „იმენნა“ პატარა ბავშვი ხარ! - ამჯერად გულიანად ხარხარებდა ვაჟი.
- პატარა კი არა, დებილი ბავშვი, ისევ ასე სულელივით რომ ვვარდები.
- პრინციპში ვერ შეგედავები.... - ისევ იცინოდა თორნიკე.
- არ გინდა თავიდან დავიწყოთ?! - ეშმაკურად გამოხედა გოგონამ.
- თავიდან, როგორ?! - ავტომობილი დაამუხრუჭა ვაჟმა და ინეტესით მიაჩერდა გვერდით მჯდომს.
- გამარჯობათ, მე ელენე გიგაური ვარ! - საკუთარი სახელი და გვარი მახვილით წარმოსთქვა და ჩამოსართმევად ხელი გაუწოდა ვაჟს.
- გამარჯობათ, მე თორნიკე ვარ, არაბული! - ჩამოსართმევად გამოშვერილ ხელს ირონიულად დახედა და გოგონა გულში ორივე ხელით ჩაიხუტა.
- იცი როგორ მომენატრე?! - ჩახუტებულმა ამოიქსუტუნა ქალშვილმა.
- ხომ გეუბნები ბაცანა ხარ მეთქი, პატარა ბაცანა! - თმები აუჩეჩა ვაჟმა, მარწუხებივით მოხვეული მკლავებისგან გაანთავისუფლა და ავტომობილი დაძრა.
- ეეე, კარგი რა ისედაც აჩეჩილი მაქვს!. - ხელებით სცადა თმის გასწორება ელემ.
- ტყუილად წვალობ, ასე უფრო დააფრთხო ნადირს! - საკუთარი ხუმრობით კმაყოფილი გაეკრიჭა არაბული.
- ტუტუცო!... - თავისთვის ჩაილაპარაკა ღიმილ შეპარულმა.
- აღიარე, ეს ტუტუცუ მაინც ყველაზე მაგარი ბიჭია მსოფლიოში! - სასაცილოდ გაებღინდა უმცროსი არაბული. გაბრაზება აღარ გამოსდიოდა, მისი ღიმილი რომ არ დაენახა, სახე აარიდა გოგონამ.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვანიმე ეს რა მაგარი თავი არის.გავთბი რა.არა რას ენაცვლებოდა ეს ტუტუცი თორნიკე ბავშვს ჰა.გამიხარდა ურთიერთობა რომ არ დაეძაბათ ხელახლა
--------------------
ლანა

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ძალიან მაგარი
მიყვარს ეს მოთხრობა.
ძალიან გამიხარდა ასე თბილად რომ შEხვდნენ ერტმანეტტს ესენი.
არ ვიიც რა ვტქვა კიტხვის დროს მინდა რიოომ არ დამტავრდეს
გელიიი

 


№3  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ჩემი თორნიკე და ენე-ნე. როგორი საყვარელი და ქარიზმატული წყვილია... ვგიჟდები მე ამათზე... როგორ უყვართ ერთმანეთი და წარმომიდგენია ერთად ყოფნას რომ შეძლებწნ რა ვედნიერები იქნებიან...
ანა ძალიან მაგარი თავი იყო... ამ წყვილმა გამათბო და დამატკბო... ენე-ნე და თორნიკე ერთად სხვა განზომილებაა...

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

La-Na
ვანიმე ეს რა მაგარი თავი არის.გავთბი რა.არა რას ენაცვლებოდა ეს ტუტუცი თორნიკე ბავშვს ჰა.გამიხარდა ურთიერთობა რომ არ დაეძაბათ ხელახლა

ვაღიარებ ზედმეტად დიდი იყო მათი ჩხუბის ცდუნება, თუმცა ბოლოს გადაციფიქრე. მგონი ეს თქვენი გავლენის ბრალია

nawkas12345
ძალიან მაგარი
მიყვარს ეს მოთხრობა.
ძალიან გამიხარდა ასე თბილად რომ შEხვდნენ ერტმანეტტს ესენი.
არ ვიიც რა ვტქვა კიტხვის დროს მინდა რიოომ არ დამტავრდეს
გელიიი

უზომოდ მახარებთ. დიდი მადლობა

უცნობი ქ
ჩემი თორნიკე და ენე-ნე. როგორი საყვარელი და ქარიზმატული წყვილია... ვგიჟდები მე ამათზე... როგორ უყვართ ერთმანეთი და წარმომიდგენია ერთად ყოფნას რომ შეძლებწნ რა ვედნიერები იქნებიან...
ანა ძალიან მაგარი თავი იყო... ამ წყვილმა გამათბო და დამატკბო... ენე-ნე და თორნიკე ერთად სხვა განზომილებაა...

დიდი მადლობა, სალ. მგონი მართლა არ იქნება ცუდი წყვილი

 


№5 სტუმარი nz

ertaderti shenishvna dzaaan cota tavebia,erti amosuntqvit vkitxulob da ar myofnis.sxva yvelaferi idealur:-*

 


№6 სტუმარი Guest bubu

dzalian kargi iyo

 


№7  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nz
ertaderti shenishvna dzaaan cota tavebia,erti amosuntqvit vkitxulob da ar myofnis.sxva yvelaferi idealur:-*

kissing_heart

Guest bubu
dzalian kargi iyo

დიდი მადლობა kissing_heart

 


№8 სტუმარი Guest nina

არანორმალურად, არანორმალურად საყვარლები არიან ელენე და თორნიკე! <3

 


№9  offline აქტიური მკითხველი lalita

არაბული კარგი გვარია , მაგრამ მეგონა ქართველიშვილად დატოვებდი თორნიკეს.

 


№10  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Guest nina
არანორმალურად, არანორმალურად საყვარლები არიან ელენე და თორნიკე! <3

ძნელია არ დაგეთანხმო

lalita
არაბული კარგი გვარია , მაგრამ მეგონა ქართველიშვილად დატოვებდი თორნიკეს.

მე პირადად ორივე გვარი მომწონს. თუმცა ხევსურეთს მგონი არაბული უფრო უხდება

 


№11  offline წევრი ნინუცი

აარ ვიიიცი სიტყვებო სად წახვედით საად... ემოციეებო როგორღა გამოგხატოოთ?
წამიყვანეეთ თხოკოსთან და ენესთან რა წამიყვანეთ. თვითონ თავიაანთი პირით მინდა რომ მომიყვნენ მათი ამბავი.
ანა მიყვარხარ

 


№12  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ნინუცი
აარ ვიიიცი სიტყვებო სად წახვედით საად... ემოციეებო როგორღა გამოგხატოოთ?
წამიყვანეეთ თხოკოსთან და ენესთან რა წამიყვანეთ. თვითონ თავიაანთი პირით მინდა რომ მომიყვნენ მათი ამბავი.
ანა მიყვარხარ

კარგა ხანია ასე არ მიცინია smileგადარეული გოგო ხარ. ხომ არ გიცნობ, მაგრამ რატომღაც მგონია ზუსტად შენი ხასიათი ექნებოდა ელენეს kissing_heart

 


№13  offline წევრი ნინუცი

murachashvili
ნინუცი
აარ ვიიიცი სიტყვებო სად წახვედით საად... ემოციეებო როგორღა გამოგხატოოთ?
წამიყვანეეთ თხოკოსთან და ენესთან რა წამიყვანეთ. თვითონ თავიაანთი პირით მინდა რომ მომიყვნენ მათი ამბავი.
ანა მიყვარხარ

კარგა ხანია ასე არ მიცინია smileგადარეული გოგო ხარ. ხომ არ გიცნობ, მაგრამ რატომღაც მგონია ზუსტად შენი ხასიათი ექნებოდა ელენეს kissing_heart

მაგას ნუ მეუბნები თორემ ისედაც სერიოზულად მიყვარდება თხოკო და ენეს ადგილას რომ წარმოვიდდგინო ჩემი თავი მერე ენე მეცოდება...
თხოკოს ხომ ვერ წავართმევ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent